არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ნინო ხატიაშვილი - Nina Khatiashvili

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნინო ხატიაშვილი - Nina Khatiashvili   Sun Dec 16, 2012 8:56 pm


Nina Khatiashvili

ნინო ხატიაშვილი
კინორეჟისორი, სცენარისტი

დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, ასევე, - ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, კინორეჟისურის სპეციალობით (ბუბა ხოტივარისა და ოთარ იოსელიანის სახელოსნო).
მუშაობდა სხვადასხვა ტელეარხებზე რეჟისორად და ჟურნალისტად.

ფილმი
* "მე მოვალ დილით", Expect Me in the Morning, 2009

კინოსცენარი
* "მწერალი", 2008
* "მე მოვალ დილით", 2009
* "უხამსი ისტორიები", 2010
* "უხელფასო შვებულება", 2010
* "ბაბუაწვერების მდელო", 2011
* "დიფ ვაიალეთ", 2012

სტატიები
* რა ხელწერილი დააწერინა ჯაბა ქარსელაძეს მისი სკანდალური კლიპის რეჟისორმა : ინტერვიუ / ნინო ხატიაშვილი ; ესაუბრა ნინო მურღულია // რეიტინგი. - თბილისი, 2011. - ISSN: 1987-5143. - 10 იანვარი. - N2(430). - გვ.35. - რეჟისორი[MFN: 69076]

* ნინო ხატიაშვილის "უხამსი ისტორიები" : ინტერვიუ / ნინო ხატიაშვილი ; ესაუბრა ლევან კაცაძე // F FACE. - თბილისი, 2011. - ISSN: 1512-4711. - N1. - გვ.66[MFN: 81703]
ანოტაცია: ახალი ფილმის "უხამსი ისტორიების" გადაღების შესახებ

ბმულები
* http://ka.wikipedia.org/wiki/ნინა_ხატიაშვილი
* Nina Khatiashvili - https://www.facebook.com/nina.khatiashvili
* http://www.geocinema.ge/ge/rejisor.php?kod5=517
* http://filmcommission.ge/site/index.php?lang=ge&page=15&film=142
* http://resonancedaily.com/index.php?id_rub=6&id_artc=150
* http://www.gaiff.am/en/dabcoproductforum/2/
* http://mbsquare.com/?page=coproduction


ვიდეორგოლის რეჟისორი - ნინო ხატიაშვილი



study


Last edited by Admin on Thu Aug 21, 2014 1:04 am; edited 10 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ხატიაშვილი - Nina Khatiashvili   Sun Dec 16, 2012 9:21 pm




ლელა ოჩიაური

როდესაც დილა გათენდება

რეჟისორის "თავგანწირული სულისკვეთება" ადამიანის სიმარტოვის, საზოგადოების გულცივობისა და ურთიერთობის დეფიციტის შესახებ


"მე მოვალ დილით"
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
წელი: 2009
რეჟისორი: ნინო ხატიაშვილი
პროდუქცია: ქართული

შემოქმედებითი ჯგუფი: ნინო ხატიაშვილი - რეჟისორი
ნინო ხატიაშვილი - სცენარისტი
ნიკოლოზ (ნიკა) შამუგია - კომპოზიტორი
ლევან პატარაია - ოპერატორი

ტექნიკური პერსონალი: ზურაბ სიხარულიძე



როდესაც რაღაც ნაბიჯს დგამ ან არ დგამ, ალბათ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რა მოჰყვება ამ ნაბიჯს, როგორ აირეკლება ის ჩვენს ბედზე, შინაგან სამყაროზე, ურთიერთობებსა და თუ მომავალზე, რომელიც შეიძლება არცთუ ხანრგძლივი და პერსპექტიული (თუნდაც, რამეს გამოსწორების შანსის მიმცემი) აღმოჩნდეს და მაშინ, ვითარების გამოსწორების, რაიმეს შეცვლის, დანაპირების ასრულების შანსი და დრო აღარ გექნება.
ამ საკითხებს მოიცავს ნინო ხატიაშვილის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "მე მოვალ დილით" და ამ, მარადიული თემების თავისებურ გაშლასა და გადაწყვეტას ახდენს, უცნაური და მოულოდნელი ფორმით.

თავისუფლებიდან დაბრუნება
"მე მოვალ დილით" ახალგაზრდა რეჟისორის დებიუტია, მისივე თქმით, "განწირული სულისკვეთება", ის, რაც აწუხებს დიდი ხანია, რაც ტკივა და აფიქრებს, რისი გამოუთქმელობის შემთხვევაში, უბრალოდ, მოკვდებოდა და სადამდეც იგი დიდი ხანი მიდიოდა - მთელი 20 წელი.
თავისთავად, უკვე ამბავი, რომელშიც რეჟისორი სათქმელს დებს, ჩვეულებრივისა და ვიტყოდი, ბანალურის ფარგლებს საგრძნობლად სცილდება. იმას, რაც ერთი შეხედვით, ქართულ კინოში (განსაკუთრებით, ახალგაზრდულში) "ტრადიციად" დამკვიდრდა და "მოდურადაა ქცეული", ნინო ხატიაშვილთან საერთო არაფერი აქვს.
პირველი ეპიზოდი ორიენტაციას მაყურებელს თითქოს აქეთკენ აძლევს. თითქოს მოვლენათა ამგვარი განვითარებისკენ მომართავს - ჩაბნელებულ ქუჩაში ვიღაც ქალს ხელჩანთას წაართმევს და გაიქცევა. ელოდები, რომ ვნახავთ - სოციალურად დაბალი ფენის, ნარკომანის, უსაქმური ახალგაზრდების ჯგუფის ისტორიას და ა.შ. ნაცნობი დიალოგებით, ნაცნობი სიტუაციების გათამაშებითა და ასევე, გარდაუვალი ტრაგიკული ფინალით. საბედნიეროდ, ეს მოლოდინი არ მართლდება და ფილმში წამოჭრილი პრობლემებიცა და მათი მხატვრული გადაწყვეტაც, მეორე ეპიზოდშივე განსხვავებულ ფორმას იძენს და ასე, ბოლომდე.
ესაა ახალგაზრდა კაცის (რომლის მსგავსი, უამრავია) დრამა, ცხოვრების ერთი დღის, უფრო ზუსტად, ერთი ღამის ფარგლებში მოქცეული, რომელიც, შეიძლება ითქვას, მთელ ცხოვრებას იტევს, არსებობის წესს, სულიერ მდგომარეობასა და განვილილი (ალბათ, არასწორად) გზის შედეგსაც.
სამყარო ამ ფილმში თითქოს ორადაა გახლეჩილი, მაგრამ ეს ნაწილები, ერთი, მთლიანის ორი მხარეა, ურთიერთგამომდინარე და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული.
სასოწარკვეთილი, ახალგაზრდა კაცი (მსახიობი პაატა ვახტანგიშვილი) დანაშაულს ჩადის და ჩვენ პირველივე ეპიზოდში ამის მომსწრეები ვართ. ძარცვა ძარცვისთვის, სხვა რა უნდა იყოს, მაგრამ, ამბავი სხვა "შინაარსისაა". თუმცა, რეჟისორი საიდუმლოს ბოლომდე მაინც არ ხსნის და არ აკონკრეტებს, ვინაა ეს ადამიანი, რა აკავშირებს გარშემომყოფებთან, რატომ აეწყო მისი ცხოვრება ასე, რატომ ხდება იძულებული იქურდოს, ვინაა მამაკაცი, რომელსაც ნაქურდალი ფულით ვალი უნდა გადაუხადოს და რომელიც ანგარიშსწორებას პირდება; ვინაა და რა ურთიერთობები აქვს ქალთან, რომელიც ტელეფონზე ურეკავს და მორიგი ლოდინისგან გაწბილებული, განშორებით ემუქრება. დაგვიანებისა თუ არმისვლის მიზეზი, ახსნა-განმარტება კი არც ერთს არ აინტერესებს.
ქურდობის ჩადენის შემდეგ, მძარცველი, ბუნებრივია, გარბის, დანაშაულის ადგილს სცილდება, თავშესაფარს ეძებს, ბედისწერა კი არც მეტი არც ნაკლები, მორგში ახვედრებს.
ფილმის გმირი ხაფანგში ექცევა, მას გამოსავალი აღარ აქვს იმ ცხოვრებაში, რისი გულისთვისაც იქურდა, სადაც მას თანამდგომი არავინ აღმოაჩნდა, რომელიც ყველამ გაწირა და ამის ნათელი მეტაფორა გარემოა, რომელსაც რეჟისორი სამოქმედო არედ იყენებს.
რეჟისორი მინიმალისტურ ხერხებსა და ლაკონურ თხრობას იყენებს, ძუნწ დიალოგებში აქა-იქ გამომკრთალი ინფორმაცია, მოკლე ფრაზები თუ დიალოგები, შინაგანი მონოლოგი, მეტყველი მუსიკა (კომპოზიტორი - ირაკლი შამუგია), რომლებიც ავსებენ სივრცეს, რომელიც ჩაკეტილობის მძაფრ შეგრძნებას იწვევს, მაშინაც კი, როდესაც მისი ფარგლები ირღვევა და მოქმედება ნატურაზე გადადის (ოპერატორი - ლევან პატარაია) ქმნიან გარემოს, რომელსაც თავისი კანონები აქვს.
რეჟისორი "თამაშობს" რეალურისა და ირეალურის ზღვარზე, სინამდვილისა და პირობითობის, მისტიკურისა და ცხოვრებისეული განზომილებების სხვაობა აქ, ფაქტობრივად, შეუმჩნეველია. ერთი შრე იმდენად ორგანულად გადადის მეორეში, იმდენად ბუნებრივია, რომ ერთიან მოცემულობად აღიქმება.
ამავე დროს, სინამდვილის არსებობის ჩვეული განცდა, ერთგვარ სიურეალისტურ, სიზმრისეულ რეალობაში გადადის და ახალ შეფერილობასა თუ დატვირთვას იძენს.
მეორე მხრივ, მაყურებლისთვის ბოლომდე (სანამ ფინალი არ დადგება და მოვლენა ისევ არ შეიცვლება) ცხადი არაა - რა არის ეს - გმირის თავსგადახდენილი ნამდვილი ისტორია, თუ ის, რაც მას ეზმანა, მისი სიზმარი თუ წარმოსახვა, ცხოვრებისეული თუ თავსდატეხილი პრობლემების, სულიერი მდგომარეობის გავიზუალებული გამოძახილი. განვლილი გზის ლოგიკური შედეგი.
თავისებური ზღვარის დადებას მხოლოდ მოქმედების ადგილი ახდენს, მაშინ, როდესაც ფილმის გმირი ზღურბლს გადააბიჯებს და მორგში - მიცვალებულების გარემოცვაში აღმოჩნდება.
მორგის კარი დილამდე იკეტება, ფანჯრის გისოსები ამ სამყაროს იმ სამყაროსგან მიჯნავს და მარტოსული, საკუთარი საქციელის წყალობით დევნილი ადამიანი ფიზიკურადაც მარტო რჩება საკუთარ თავთან, სრულიად მარტო.
ამ ჩაკეტილ სივრცეში გარეთ გამოდის გმირის შინაგანი მდგომარება, ფიქრები თუ ჩადენილი დანაშაულით გამოწვეული ახალი განცდა. გამოდის სამსჯავროზე, რომელსაც თავადვე (მისი ქვეცნობიერი) უწყობს საკუთარ თავს. იგი არაა ჩვეულებრივი მძარცველი, თუმცა, დანაშაულს ჩადის, რასაც გამართლება არა აქვს.
გმირის გაორება და თვითმხილება მიცვალებულთა გარემოცვაში, შემაშფოთებელ ეფექტს იწვევს. ამ ჩაკეტილ სივრცეში სულიერი არავინაა და არც შეიძლება იყოს, ამ ახალგაზრდა კაცის გარდა. სახეები, რომლებიც მის წინაშე ცოცხლდებიან, რომლებიც მას ევლინებიან - მოხუცი ქალისა თუ მისივე სახით, მისივე ზმანებაა, ხილვებია, უტყვი თუ მეტყველი და მრავლისმეტყველი გადაწყვეტის მხრივ და საოცრად მძაფრი ზეგავლენის მქონე.
ფილმის სახელწოდებაც ორმაგ დატვირთვას ატარებს, თუმცა, მაყურებლისთვის ეს მხოლოდ ფინალში ხდება ნათელი - ახალგაზრდა კაცი, რომელიც ორ ადამიანს პირდება, რომ მივა დილით და ყველაფერს აუხსნის, რომ ყველა ანგარიშს გაასწორებს, მათთან შეხვედრაზე ვეღარასოდეს მივა, რადგან იმ დილით იგი, ერთღამიანი ტყვეობდან დახსნილი, გათავისუფლებული უკანვე ბრუნდება, მორგში, ოღონდ, ამჯერად, უკვე მიცვალებული, ქუჩაში დაუსრულებელი, დამქანცველი გარბენის შემდეგ.
რეჟისორი იმგვარ გარემოსა და ატმოსფეროს ქმნის, რომ მაყურებელი ფილმის პირველი კადრებიდან რაღაცას ელის, ელის, რომ "რაღაც" მოხდება; შედეგ, რომ რაღაც შეიცვლება. დაძაბულობა თანდათან მატულობს და მოლოდინის გრძნობაც ძლიერდება. მაყურებელი ელის მაშინაც, როდესაც თენდება და მას შემდეგაც, როდესაც ფილმი სრულდება. შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს ოცწუთიანი ფილმი უსასრულოდ გრძელდება. იმდენად ტევადი და არაერთგვაროვანია ის.

ეს ფილმი რომ არ გადამეღო, უბრალოდ, მოვკვდებოდი

ნინო ხატიაშვილს ფილმის ნახვამდე (რასაც, წესითა და კანონით, არასოდეს ვაკეთებ) შევხვდი. ინტერვიუც მაშინ ჩავწერეთ და სხვა მრავალ თემაზეც ვისაუბრეთ. იშვიათად მინახავს ხელოვანი, რომელიც მასავით კრიტიკულია საკუთარი თავისა და ნამუშევრის მიმართ, რომელსაც კინოსთვის "ბრძოლა" თავის დასამკვიდრებლად დაუშვებლად მიაჩნია, რადგან კინემატოგრაფი მისთვის წმინდათა წმინდაა და ხელშეუხებელი. ამიტომაც ელოდა პირველი ფილმის რეალიზებას 20 წელი და ამ ხნის განმავლობაში, ბევრისგან განსხვავებით, გადასაღები ფულის საშოვნელად, კინოსივრცეში გზის გასაკვალად არავინ "შეუწუხებია".

"მთელი კვირა": როგორ მოხვედით ფილმამდე?
ნინო ხატიაშვილი: მეათე კლასში გადავწყვიტე, რომ კინორეჟისორობა მინდოდა, მაგრამ მშობლები სასტიკი წინააღმდეგი წავიდნენ და უნივერსიტეტში, ფიზიკურზე, ძალით ჩამაბარებინეს. ჩემი თავი სიებში რომ ვნახე (გამსვლელზე ორი ქულით მეტი აღმომაჩნდა), ბევრი ვიტირე. ხალხი, რა თქმა უნდა, ფიქრობდა, რომ ჩავიჭერი.
შემდეგ, პარალელურად, სარეჟისოროზე, ე.წ. მეორად ფაკულტეტზე, ჩავაბარე. ბუბა ხოტივარის ჯგუფში ვიყავი, ოთარ იოსელიანი, ტატა თვალჭრელიძე, გოგი გვახარია გვასწავლიდნენ. მთელი დღეები ველოდებოდი, როდის მოვიდოდა საღამო, როდის დაგვეწყებოდა მათი ლექციები. სხვათა შორის, ძალიან სერიოზული სწავლა გვქონდა. ვუყურებდით ფილმებს, შემდეგ გარჩევებს ვაწყობდით. გოგი გვახარია ძალიან მონდომებული იყო - ხან კინო "გაზაფხულში" მივყავდით, ხან "კინოს სახლში", ჩვენებების შემდეგ ვრჩებოდით და ნანახზე ვმსჯელობდით ხოლმე.
კინოთი ვცხოვრობდი, მაგრამ დიპლომი ვერ გავაკეთე. მაშინ ვიდეო არ იყო და ფირზე გადაღება 1000 მანეთამდე ჯდებოდა (ეს კი, დაახლოებით, "გაზ 24-ის" ღირებულებას უდრიდა).
შემდეგ ხან სად ვმუშაობდი, ხან, სად. ბოლო ორი წელი, სპეციალურად, ვაგროვებდი ფულს და "მე მოვალ დილით" სწორედ ამ დანაზოგით გადავიღე.
გადავიღე, პრემიერაც მქონდა, მაგრამ ფილმის ფესტივალებზე გასაგზავნი თანხა აღარ დამრჩა. მივედი კინოცენტრის დირექტორთან, კოტე ჩლაიძესთან და მას შემდეგ, თუ რომელიმე ფესტივალზე ქართულ ფილმებს აგზავნიან, ჩემიც, უკვე ჩემგან დამოუკიდებლად, მათ რიცხვშია.
"მ.კ.": ფილმი ბუბა ხოტივარისთვის არ გიჩვენებიათ? საინტერესოა, მისი, როგორც პედაგოგის აზრი.
ნ.ხ.: ბუბა ხოტივარი უნივერსიტეტის დამთავრებიდან მხოლოდ ოცი წლის შემდეგ ვნახე. ადრე, დაახლოებით, რვა წლის წინ დავურეკე, მოვიკითხე, მაგრამ შემდეგ აღარ შევხმიანებივარ.
ბატონი ბუბა ძალიან გვიყვარდა, მაგრამ სპეციალობის პედაგოგს ნამუშევრის გარეშე (თუნდაც, საშუალო დონის ფილმის) ვერ ვნახავდი. დავურეკე მაშინ, როდესაც ფილმი გავაკეთე. დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩვენება მინდოდა. როდესაც ნახა, მოვიდა და შუბლზე მაკოცა. არ ველოდიო, მითხრა, ვფიქრობდი, ამ ლამაზმა, ჭკვიანმა, რომანტიკულმა და ნიჭიერმა გოგომ, რომელსაც კინო უყვარს, რა უნდა გააკეთოსო?! (მოგეხსენებათ, არსებობს ქალი-რეჟისორის რაღაც სტერეოტიპი). თუმცა, თვითონ თემაა ისეთი, რაც ქალი-ავტორისთვის, საზოგადოდ, თითქოს, ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს და ალბათ, აქედან გამომდინარე, შედეგიც, მისგან ნაკლებად მოსალოდნელი.
"მ.კ.": რა "ჩადეთ" ფილმში?
ნ.ხ.: მინდა გითხრათ, რომ ფილმი, პირადად, დიდად არ მომწონს. თუმცა, ბევრმა მითხრა და თვითონაც მაქვს ასეთი განცდა, მინდა ან მგონია, რომ "მე მოვალ დილით" (საერთოდ, ვფიქრობ, ასეც უნდა ხდებოდეს) ისეთი გამოვიდა, რომ პირველი შთაბეჭდილება, არის ერთი და შემდეგ მას სხვანაირად ხედავ. პირველი აღქმა რამდენიმე დღე მიგყვება და დროის გასვლის შემდეგ, განსხვავებულად აღიქვამ.
აქედან გამომდინარე, პირველი სათქმელი ისაა, რომ ახალგაზრდა კაცმა, ვთქვათ, დააშავა და ამისთვის დაისაჯა. მეორე, სიღრმისეული შრე კი ადამიანების გულცივობაზე, ურთიერთობის დეფიციტზეა. მინდოდა, იმისთვისაც მიმეღწია, თუ როგორ გადადის, მოქმედების განვითარებასთან ერთად, მაყურებელი უარყოფითი გმირის მხარეზე და როგორ სხვა თვალით ხედავს მას.
"რ.": სცენარებს თვითონ წერთ, თუ არსებულ ლიტერატურას ეყრდნობით, თუნდაც, თემის, ამბის გამოყენების დონეზე?
ნ.ხ.: არა, არაფერს ვეყრდნობი, თვითონ ვწერ. ცხადია, მირჩევნია, სცენარისტთან ერთად ვიმუშავო, მაგრამ ყველაფერი ისევ ფულთანაა დაკავშირებული, ისეთი ახლობელი სცენარისტი კი არავინ მყავს, რომ თემა ავიღო და მასთან ერთად დავამუშავო, ამიტომ, იძულებული ვარ, თვითონ ვწერო.
რამდენჯერ ვიტყვი, რომ მეტს აღარ დავწერ, მაგრამ შემდეგ გადის დრო, რაღაც იდეა ამეკვიატება, დავდივარ და თან დამდევს. მერე უკვე კადრებს ვხედავ, რა უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს. დავჯდები ხოლმე და უკვე წყალივით "ვკრეფ" სინოფსის და ვამბობ, ვრცელ ტექსტებს აღარ დავწერ-მეთქი. ერთი-ორი თვე გავა და წერას ისევ ვაგრძელებ, ეგრევე, ჩქარა-ჩქარა, რომ ყველაფრის ჩამოყალიბება ერთბაშად მოვასწრო. როდესაც თრითმენთი არსებობს, მერე სცენარი უფრო ადვილად იწერება.
"მ.კ.": რატომ აირჩეთ ეს სცენარი პირველი ფილმისთვის?
ნ.ხ.: არსებული სცენარებიდან, რის გადაღებაზეც შეიძლებოდა მეფიქრა, ერთი თრითმენთი მქონდა, სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის. ესაა ფსიქოლოგიური თრილერი, რომელსაც შესაბამისი ბიუჯეტი სჭირდება. მქონდა კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმის თრითმენთი, რომელიც ადრე დავწერე და იმ დროისთვის, ძალიან მარტივად და ჩემთვის უინტერესოდ მეჩვენებოდა.
"მე მოვალ დილით" კი იყო ის, რაც ძალიან მტკიოდა. სული მტკიოდა. რომ არ გამეკეთებინა, უბრალოდ, მოვკვდებოდი. ასე ვთქვათ, "ჩემი თავგანწირული სულისკვეთება" იყო.
ყველაფერი, რაც ფილმში ხდება, ისაა, რაც მე მეხება, მაწუხებს, თუმცა მოქმედების, ამბის დეტალიც კი არ შეესაბამება საკრისებურად თუ სიტყვა-სიტყვით ჩემს ისტორიას. არანაირად. მაგრამ განწყობა და სათქმელია ჩემეული, ჩემი შინაგანი მდგომარეობაა და სწორედ ამიტომ არ შემეძლო, არ გამომეთქვა. იმის გაკეთება, რაც არ მაინტერესებს, საერთოდ, არ შემიძლია.
ფილმიც მანამდეა ცოცხალი და საინტერესო, სანამ დასრულდება და დაიბეჭდება, რადგან მანამდე კიდევ შეიძლება რაღაცები აკეთო, შემდეგ უკვე აღარ მაღელვებს. თუმცა, ამ შეთხვევაშიც ჩემი თავის უკმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ ბევრი რამ, რაც მინდოდა, ვერ გავაკეთე.
ძალიან მინდა და ჩემთვის ესეც მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს გავაკეთო ე.წ. ქალური კინო.
"მ.კ.": ახალი სცენარები არა გაქვთ, რომლებსაც გადაიღებდით, შესაძლებლობა რომ გქონდეთ?
ნ.ხ.: ერთი მაქვს, ოღონდ სცენარი არა.

გაზეთი "რეზონანსი", 28.09.2009
ბმული - http://resonancedaily.com/index.php?id_rub=6&id_artc=150
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ხატიაშვილი - Nina Khatiashvili   Sun Dec 16, 2012 9:51 pm


"მე მოვალ დილით" - Expect Me in the Morning, 2009

ფილმის სახელწოდება - "მე მოვალ დილით" (მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 2 ნაწილი (16 წუთი), DV Cam)
რეჟისორი - ნინო ხატიაშვილი
სცენარი - ნინო ხატიაშვილი
ოპერატორი - ლევან პატარაია
კომპოზიტორი - ნიკოლოზ (ნიკა) შამუგია
ხმის რეჟისორი - ირაკლი ქაცარავა
მემონტაჟე - სოსო ჯავახიშვილი
მონაწილეობენ - პაატა ვახტანგიშვილი, ზურაბ სიხარულიძე, ზურა აბესაძე, მანანა დიღმელაშვილი, თენგო სეფიაშვილი, ლევან კაპანაძე, ბუხო ბუჯიაშვილი
პროდიუსერი - ეკა ხერხეულიძე
წელი - 2009

ანოტაცია - ახალგაზრდა კაცი ქალს ქუჩაში ხელჩანთას წაართმევს. მდევარს რომ თავი დააღწიოს, ახალგაზრდა ახლომდებარე შენობის ერთ ბნელ ოთახში შერბის. დაწესებულების თანამშრომლები კარს კეტავენ და მიდიან. მამაკაცი აღმოაჩენს, რომ მორგშია გამოკეტილი... დაძაბული ღამის განმავლობაში მთავარი გმირის ისტორიას ვეცნობით. აღმოჩნდება, რომ მას უამრავი პრობლემა აქვს, მათ მოგვარებას კი დილით, "ტყვეობიდან" გამოსვლისთანავე აპირებს. როდესაც მორგის თანამშრომელი კარს აღებს, მამაკაცი თავქუდმოგლეჯილი გარბის, მაგრამ მის გეგმას ასრულება არ უწერია...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნინო ხატიაშვილი - Nina Khatiashvili   

Back to top Go down
 
ნინო ხატიაშვილი - Nina Khatiashvili
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: კინო არმურზე: კამერითაც ცხონდების კაცი-
Jump to: