არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ალექსანდრე ყაზბეგი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: ალექსანდრე ყაზბეგი   Sat Dec 20, 2008 5:40 pm

"ღმერთმა გაკურთხოს, მოჩხუბარიძევ..."
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ალექსანდრე ყაზბეგი   Sat Dec 20, 2008 5:56 pm

არ ეღირსა მოძხუბარიძის სულს დასვენება, ამასწინათ კიდევ მოვისმინე აზრი (საკმაოდ "მაღალი გადმოსახედიდან"), რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა მის ავტორობას lol!
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ალექსანდრე ყაზბეგი   Sat Dec 20, 2008 6:54 pm

affraid

ჭაბუა ამირეჯიბზე რომ ჭორაობენ, ეგ კი ვიცი, მაგრამ ალექსანდრე ყაზბეგსაც თუ ეჭვქვეშ დააყენებდნენ, არ ვიცოდი!
აბა, ცოტა უფრო ვრცლად მოგვიყევი?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ალექსანდრე ყაზბეგი   Sat Dec 20, 2008 7:52 pm

უჰჰ, ყაზბეგზე იყო, თუ იყო ცილისწამების ნიაღვარი, ბიძაშვილის ტექსტების მოპარვა დააბრალეს ისევ ბიძაშვილებმა?! იმ წლებში მეტი არაფერი იყო სალაპარაკო...ვახტანგ კოტეტიშვილმა დაიცვა მისი ავტორობა რუსთაველის თეატრში და საკმაოდ არტისტულადაც..
ჩვენ დროში აკამ ამოწია ეს თემა და მე მგონი, მასაც ეჭვი ეპარება ყაზბეგის ავტორობაში?!
თუმცა, არა მგონია ეს აზრი დღეს ისე მიღებული იყოს, რომ კამათად ღირდეს... Basketball
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ალექსანდრე ყაზბეგი   Sat Dec 20, 2008 8:27 pm

საინტერესო ფაქტია.რატომ დგება ხოლმე ეჭვქვეშ , ამა თუ იმ ნაწარმოების კონრეტული ავტორისთვის მიკუთვნების ფაქტი. რა იწვევს ამას?ცნობილი მოშურნეობა,რეალური ფაქტის გაცხადება, ავტორის დონის ''ვერშესაბამისობა'' ნაწარმოების მხატვრულ ღირსებებთან,თუ რა?ჭაბუას შემთხვევაზე არ შევჩერდები,თუმცა ინტრიგის მარცალი კვლავ არის ამ თემის ირგვლივSmile .იგივე ''ვეფხისტყაოსნის ''ავტორად იმდროინდელი სხვადასხვა ისტორიული პირის მოაზრება ,ელენე დარიანის ფსევდონიმის უკან ,არა პაოლოს ,არამედ იმ პერიოდში მოღვაწე სხვადასხვა ქალბატონის მიჩნევა.(ამ თემებზე ჩემი აზრით არასანდო,მაგრამ განსხვავებული მოსაზრებები, რომ არის დაფიქსირებული,ფაქტია) საინტერესოა ,მსოფლიო ლიტერატურაში თუა მსგავსი ეჭვები,ფაქტები.რაც უცებ გამახსენდა ახლა- შოლოხოვის ''წყნარი დონის''ავტორობაზე ეჭვი რუსულ ლიტერატურულ სივრცეში..
საინტერესოა ,რას მეტყვის თქვენნაირი ჭკვიანი ხალხი ამ თემაზე.
კონკრეტულად ,ყაზბეგის შესახებ ჩემთვის სიახლე იყო ...
ისე ,კვამლი ცეცხლის გარეშე არ ჩნდებაო,მაგრამ...Smile
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ალექსანდრე ყაზბეგი   Sat Dec 20, 2008 8:40 pm

ყაზბეგის შემთხვევაში "ფაქტები" სწორედაც რომ მის საწინააღმდეგოს ლაპარაკობდნენ, მაგრამ ფაქტების მიღმა ჩანს უფრო ურყევი არგუმენტი, რომელიც ავტორის შინაგან ბუნებას (ამ შემთხვევაში ყაზბეგის გულის ფანცქალს) და მისგან გამომდინარე განცდას უფრო ენდობა...დანარჩენი სხვა დროს... Wink
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ალექსანდრე ყაზბეგი   Sun Dec 21, 2008 12:27 am

რა კარგი ავტორები მოიყვანა.ბობომ აქ.
ლინკები დავდო მათი ნაწერების?საინტერესო იქნება ესეები,კრიტიკული წერილები ,თარგმანები ასევე- თუ არის რომელიმე ნაწარმოების განსხვავებული ინტერპრეტაცია , ახლებური რაკურსით გააზრება ან შეფასება.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ალექსანდრე ყაზბეგი   Sun Dec 21, 2008 12:35 am

აბა, თუ გახსოვთ, აი ეს პერსონაჟები - ბეჩარა და თაფსირუყო რომელ ნაწარმოებში არიან - თემს რო უღალატებენ და ოსები რომ არიან?
ადრე მე წერილი დავწერე ამაზე - ოსების საქციელი რომ იწინასწარმეტყველა ყაზბეგმა! - და ვეღარ მიპოვნია, რო აქ დავდო!
გაზეთ "საქართველოში" დაიბეჭდა...

Smile

და ყველაფერი დადე, ნინი - გვაინტერესებს!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ალექსანდრე ყაზბეგი   Sun Dec 21, 2008 1:28 am

ონისეში?
და არ გამიბრაზდე რა,მზექალა შანიძე ეკითხებოდა ხოლმე -გოგია უიშვილის ძაღლს რა ერქვაო,მწარია თუ სწრაფია მგონის,ერთი ახლობელი იხსენებდა ხოლმე.Smile
''ჯაყოს ხიზნებში ''არაჩვეულებრივად და უფრო ''ფართოდ '' არის ეს თემა გაშლილი.აი,კიდევ ერთი ''ჩამჭრელი'' კითხვა ყველას- ასრულებული ''წინასწარმეტყველება ''ლიტერატურაში(ზოგადად) .ან უფრო ვიწროდ -მასპინძლად გამხდარი ხიზნები Sad
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ალექსანდრე ყაზბეგი   Sun Dec 21, 2008 10:19 am

nini wrote:
ონისეში?
და არ გამიბრაზდე რა,მზექალა შანიძე ეკითხებოდა ხოლმე -გოგია უიშვილის ძაღლს რა ერქვაო,მწარია თუ სწრაფია მგონის,ერთი ახლობელი იხსენებდა ხოლმე.Smile
''ჯაყოს ხიზნებში ''არაჩვეულებრივად და უფრო ''ფართოდ '' არის ეს თემა გაშლილი.აი,კიდევ ერთი ''ჩამჭრელი'' კითხვა ყველას- ასრულებული ''წინასწარმეტყველება ''ლიტერატურაში(ზოგადად) .ან უფრო ვიწროდ -მასპინძლად გამხდარი ხიზნები Sad

pirat

კაცოო, მე ძაღლებზე კი არა, ადამიანებზე ვკითხულობ... მოღალატეები კი არიან ეს ბეჩარა და თაფსირუყო, მაგრამ მაინც ხო ადამიანები არიან?

და ალექსანდრე ყაზბეგი კიდევ - იმიტომ იყო "ხევის ბეთჰოვენი", რომ არ ესწავლებოდა ეგეთი რამეები... drunken

მე ჯერ არა გპასუხობ, ნინი - მე ჯერ სხვებს ვუცდი... Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ალექსანდრე ყაზბეგი   Mon Dec 29, 2008 10:46 pm

ბეჩარას და თაფსირუყოს ხევისბერი ასმართლებს ("ხევისბერი გოჩა")და ჩაქოლვას უსჯის, რაც შეეხება ოსებს, ყაზბეგს მათზე უფრო მწარე-მწარეები სხვა ნაწარმოებებში აქვს.

ამ თემაზე ერთ ხალხურ ლექსს დავდებ.

ოსების გალაშქრება მთიულეთზე

ოსეთს იყრება ლაშქარი
სალმი უძღვება წინაო,
გადვიდეთ მთიულეთშია,
ნაღვარევს დავდვათ ბინაო,
ვარჩიოთ ქალი და რძალი
სალმის მივართვათ წინაო,
ეგ მთიულებმა გაიგეს,
წელზე შაიბეს რკინაო,
შვიდი ათასი კაცისგან
შვიდი გაგზავნეს შინაო.
სალმის ხელები დააჭრეს,
თან გაატანეს შინაო,
ამბავი გადაუტანე,
შენს ძმებს ნაღვარევს ძინავსო.
- სალმი, მამიხველ მშვიდობით,
გადმამილალე ნადავლი?
-არც ნადავლ მამცეს მთიულთა,
ჩემი სინაიც (აქ; შვილი) იქ არის.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ალექსანდრე ყაზბეგი   Mon Dec 29, 2008 11:22 pm

არგანი wrote:
ბეჩარას და თაფსირუყოს ხევისბერი ასმართლებს ("ხევისბერი გოჩა")და ჩაქოლვას უსჯის, რაც შეეხება ოსებს, ყაზბეგს მათზე უფრო მწარე-მწარეები სხვა ნაწარმოებებში აქვს.


drunken

ჰო, ეგრეა - "ხევისბერი გოჩადან" არის.

ეს ლექსიც მაგარია.

მაგრამ - აბა, კიდევ რომელ ნაწარმოებებში აქვს ყაზბეგს ოსებზე?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ალექსანდრე ყაზბეგი   Mon Dec 29, 2008 11:45 pm

იაგოს, კობას და მათ ძმაკაცებს ("მამის მკვლელი") ოსი არ გასცემს? კიდევ ვაჟიკას ოსი დაჭრის (სათაური გადამავიწყდა) და როდესაც ჩეჩნები (ან ჩერქეზები) გაიგებენ ამ ამბავს, ამბობენ: აბა, ოსის გარდა სტუმარს ვინ დაჭრიდაო...
ერთი სიტყვით, ყაზბეგის თითქმის ყველა ნაწარმოებში არის ერთი ოსი (მოღალატე), ერთი რუსი (მოძალადე) და ერთი ქართველი (გადაგვარებული).
ამიტომ ყაზბეგი პოპულარული არასოდეს გახდება ჩვენში.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: სტალინმა კობა ყაზბეგის პერსონაჟის კობას "მამის მკვლელი" სიყვარულით დაირქვა. კობა არ არის მთავარი გმირი, თუმცა საინტერესო პიროვნებაა,კობა იგივე ავთანდილია (ყაზბეგის რამდენიმე ნაწარმოები "ვეფხისტყაოსნის" სქემაზეა აგებული).
კობას ხასიათის მიხედვით, ახალგაზრდა სტალინის საინტერესო პორტრეტი იხატება, მაგრამ ვის სცალია დღეს ამისთვის.
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ალექსანდრე ყაზბეგი   Sat Jan 17, 2009 11:44 pm

თქვენ რომ გამომცდელი იყოთ და აბიტურიენტამა დაგიწეროთ, "ხევისბერი გოჩა აიძულეს, რომ საკუთარი შვილი მოეკლაო..." რას დაუწერდით ამ აბიტურიენტს?
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ალექსანდრე ყაზბეგი   Sun Jan 18, 2009 12:11 am

არგანი wrote:
თქვენ რომ გამომცდელი იყოთ და აბიტურიენტამა დაგიწეროთ, "ხევისბერი გოჩა აიძულეს, რომ საკუთარი შვილი მოეკლაო..." რას დაუწერდით ამ აბიტურიენტს?

გააჩნია, როგორ დაასაბუთებდა! Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ალექსანდრე ყაზბეგი   Sun Jan 18, 2009 12:18 am

ხვალიდანვე ვეცდები, რომ ეს ნდობა გავამართლო. Mad
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ალექსანდრე ყაზბეგი   

Back to top Go down
 
ალექსანდრე ყაზბეგი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ამაოდ არც მთაწმინდაზე უსეირნიათ - სტუმრად გია არგანაშვილთან-
Jump to: