არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მურმან ლებანიძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Sun Nov 25, 2012 12:15 am

მურმან ლებანიძე

***

ორმოცდაათის მერე
ვატყობ, ადვილად ვთვრები.
ვწუხვარ, გულს ვეღარ მტკენენ
ჩემი პატარა მტრები.

ხომ ისევ იმას წერენ,
ვლიან იმავე გზებით -
ორმოცდაათის მერე
შემწყნარებელი ვხდები.

დრო ჰქრის როგორღაც სწაფად,
ვატყობ, დამოკლდნენ წლები ...
ეს სიბერეა, ალბათ!
ვხვდები, ძამიკო, ვხვდები!

1978


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Sun Nov 25, 2012 12:19 am

მურმან ლებანიძე

ბალადა


უთორ-უაბჯროდ, უდროშოდ,
უყმოდ და უხმლოდ მამაცობს, _
თელავის ციხის ყუდროში
ერეკლე ჭადრაკს თამაშობს...
ივრის იქეთ და აქეთი
სამეფო თოვლში ჩაფლულა,
თოვლში თეთრდება კახეთი,
თოვს დაღესტნისკენ ზღაპრულად...
მეფე ქიშს ეტყვის სოლომონს,
სოლომან _ მარჯვედ დახვდება,
სიცილით ჰკადრებს: "ბატონო,
ქიშისგან მეფე არ კვდება!"
ერეკლე ნათქვამს უხვდება,
ულვაშში ჟღალი უხდება:
"არ კვდება, მაგრამ, ვიცი მე,
ქიშისგან მეფეც სწუხდება,
ამდენი ვაი-ვიშისგან,
ლეკის და სპარსის ჯიშისგან,
შავღონდი, ჩემო მსაჯულო,
ყოველის მხრიდამ ქიშისგან!"
თოვს ამ ოცდახუთ დეკემბერს,
თონეში შოთებს აკრავენ,
ძირს თოვლი სისხლით შეღებეს _
სამზადის კართან ტახს კლავენ.
სოლომონ ჰყვება: "მეფეო,
რაც ლეკს კისერი სხეპეო,
რამ შაგაღონა, _ სახელი
შენი მთელ ევროპს ვყეფეო...
რაც ჯარი შეჰქმენ მორიგე,
ვეღარ გვაკადრეს აკლება,
ლეკი ხომ მივრეკ-მოვრეკეთ,
სპარსიც გვიბედავს ნაკლებად..."
ეს თქვა და ციხის ჭიშკართან
უცბად ჩოჩქოლი შეიქმნა,
"შესდექო!" _ მეციხოვნეთა
გუნდი ერთ მუშტად შეიკრა,
ლეკი ხო ხსენებაზეა!
ეს ვინ მოვარდა, ვინ არი?
თელავის ციხის კარზეა
კაცი ცხენდაცხენ მყვირალი.
ბეჭში ნახმლევი შენიშნეს:
_ ვინ ხარ? _ შილდელი გლეხია,
საბუეს, შილდა-ენისელს
ლეკს გლეხი წაულეკია...
მეფე ჯაჭვს იცვამს საჩქაროდ,
სოლომონს _ ტყავქვეშ აცვია,
შენც თავს დაგირქმევს, ჩაჩქანო,
ვერ თქვან, რომ წიგნის კაცია...
ოციოდ მხედრით გზას მოჭრის,
ცხენს მეფე გრემში გამოცვლის,
დაბადებიდან სამოცის
მორიგე ლაშქარს წამოშლის:
_ შილდისკენ! ენისელისკენ! _
გააფთრებული გამოსცრის...

ივრის იქეთ და აქეთი
სამეფო თოვლში ჩაფლულა,
თოვლში თეთრდება კახეთი,
თოვს დაღესტნისკენ ზღაპრულად.
ჩვენ - თვლით ფარი და ჩაჩქანი!
მტერი - ყოვლის მხრით მრავალი!
ღმერთო, დალოცე ლაშქარი
ერაკლეს დროშით მავალი!
კურთხეულ იყავ, შიშველო
ხმალო, შენ უნდა მიშველო,
უბრალო, რიგით სპასავით,
მეფევ, ხმალდახმალ მიმსვლელო!
ბრძანად მოუბარნი ენანი,
თითზე კბენანი რაღა დროს?!.
წყეულიმც იყოს, _ შევძახებ, _
შენს სულს, შენს ხმალს და შენს სახელს
ვინც საყვედური აკადროს!

1997
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Sun Nov 25, 2012 12:20 am

მურმან ლებანიძე

გურამ რჩეულიშვილის ხსოვნას

გურამ! ახალციხესთან ტბა ყოფილა -
მე რა ვიცოდი!
გურამ! ტბასთან სათიბი ზღვად ყოფილა,
მე რა ვიცოდი!
იქ სლავურ სოფელს რა უნდოდა,
მე რა ვიცოდა!
და სანადიროდ,საკალმახოდ,ცხენთა სახედნად
რომ მპატიჟობდი,
ვეღარასოდეს თუ ვერ გნახავდი,
მე რა ვიცოდი!

''ნელი ტანგოა'' ეს ქვეყანა,გურამ!
ხომ არ იცეკვებო, - ათასჯერ მორიდებით მკითხეს!...
აბასთუმანში,ჭიქა არაყზე,
''გურამი დამხრჩვალაო'',-
სხვათაშორის ბიჭებმა მითხრეს...

აწ გვაგონდები
ჩუმი სევდით და ჩუმი წყენით,
ვინც კაცურ მჯიღით გრანიტებს ფშვნიდი
გურამ
შენს წიგნზე დავხატეთ ცხენი -
შენს კისერს უგავს
კისერი - მშვილდი!


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Sun Nov 25, 2012 12:21 am

მურმან ლებანიძე

ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო


ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა დავით-მეფე-აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები-გასაშტერებელი;
ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...
ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა ნიკოფსით-დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული;
რტოებგაშლილი და გამოჩინებული,
ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.
ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!
ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.
მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.
ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი.
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.
ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.
ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
იყალთო დაკეცილა, გელათი დანგრეულა.
ოთხ მეფეს სულ სისხლის ცრემლები უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია,
-რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი!-
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი...
ამას მოჰყოლია: „ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“
ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Sun Nov 25, 2012 12:23 am

მურმან ლებანიძე

ლამაზი არ არის


ლამაზი არ არის:
ასი წლის მოხუცი კუნტრუშით გარბოდეს!
ოცო წლის ლიფსიტა ბრძნულად დადოდეს!
ტყეების პატრონი ნაფოტებს ხარბობდეს!
უნიფხვოს სუნამოს
სურნელიასდიოდეს!

ლამაზი არ არის:
მეკობრე მინისტრის ლოჟაში ჯდებოდეს,
გაძარცვულ კლიენტებს რიმილით უკვდებოდეს!
ყასაბი - დნებოდეს, დღითიდღე ხმებოდეს!
ღმერთო, დაგვიფარე და,
პოეტი სუქდებოდეს!

ლამაზი არ არის:
დონ ჟუანი საყდრისთვის სცდებოდეს!
ეპისკოპოსი ბარდელში დადიოდეს!
ბარემ ესეც ითქვას, ესეთიც ხდებოდეს, -
სამშობლო ხელთ ეპყრას
ბერიკაცს ათიოდეს!

1970
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Sun Nov 25, 2012 12:24 am

მურმან ლებანიძე

სამშობლო

ჯიხვი-ქარაფზე ხტის,
ბუზს არ აიფრენთ, ქედებო!
კავკასით პონტის პირს
ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო!
მე რომ სიკვდილი მჭირს,
ხომ შენგნით, ჩემო ედემო?!
ამბავს წაუღებთ ვის,
თქვენ, ფრინველებო ღვთის-
წითელ-ფეხება მტრედებო?!
ლხინში-ავხირდები, ჩრდილში დაგიდგები
ჩემთვის ვაჩხაკუნებ ფანდურს, სანატრელო;
ჭირში დაგიტკბები, ბევრს არ დაგპირდები:
ფეხზე დაგიდგები ჩემო საქართველო!

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Sun Nov 25, 2012 12:27 am

მურმან ლებანიძე

ეპილოგი პოემისა "ანისის აღება"

ბრუნდებოდა, სპა ანისით ბრუნდებოდა,
სად მახვილით სამართალი ვყავით.
ოცდაათი წელიწადი სრულდებოდა,
აზიაში ხრმალს იქნევდა დავით.

ღმერთს ჭეშმარიტს და ერთადერთს მსახურებდა:
შავს ჰუნეზე ქვიშისფერი ჩაჩქნით
ჯდა, და ბორცვებს სომხეთისას გაჰყურებდა
დამძიმებულს საქართველოს ლაშქრით.

ქმნა მართლისა სამართლისა აღგვამაღლებს,
განგვალაღებს ძლევა მტერთა ჩვენთა,
მაგრამ მეფეთ უცნაური ხმაც განაგებს –
უცებ დავითს მოეძალა სევდა...

სევდა იგი უკვდავი და მარადია,
ნუვინ ჰგონებს – ზადია და ხინჯი!
სევდა იგი პოეტების ტალანტია
და მეფეთა ოდენ დიდთა ნიჭი!

მაგ სევდაში – დაღლაა და სიბერეა!
სხვა რა რჩება უკანასკნელ გზამდე?!
უკვე გქონდა ვებერთელა იმპერია
გადაშლილი, დავით, ზღვიდან ზღვამდე!

რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, მტრიანი,
მაგრამ ქრისტედ, აღდგენილად მკვდრეთით,
უკვე გქონდა საქართველო მთლიანი
და მთლიანზეც ბარე ორჯერ მეტი!

დიდს დიდებას, მოპოვებულს მახვილით,
მათრობელა ბანგი ახლავს ზმირინის;
უკვე გქონდა ხანძარივით სახელი
ჰრომს, აფრიკეთს, ევროპს ხმაგასმენილი!

აღესრულნენ ოცნებანი ფერადნი:
სხვად ათინად და უაღრეს მისად,
უკვე გქონდა, უკვე გქონდა გელათი
საყდრად ქვეყნის და საძვალედ თვისად...

არარაის იყავ, დავით, მთხოველი,
უკვე გქონდა წილად უფლისანი
წყალობანი, წყალობანი ყოველნი,
გალობანიც
სინანულისანი.

1970

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Sun Nov 25, 2012 12:30 am

მურმან ლებანიძე

მიჰყვებოდა ლომს აღალი ტონანახევარი წიგნით...

თქვენ თქვენს წარსულს ეფერებით,
თქვენს კერპებთან ქედსაც იხრით,
შევაჯიბროთ მეფეები
რა მხრითაც გსურთ,
იმ მხრით!
სხვას ვის ჰყავდა მეფე დავით,-
მკლავით, გულით, ჯიგრით!
ხასიათით-ომში ავით,
შემწყნარებლით-
შიგნით!
ოცდაათ წელს-უძილობით,
ქვეყნის ხსნაზე ფიქრით,
ჭმუნვით, სევდის უძირობით,
წვერ-ულვაშში-
ჭირხლით!
მიდიოდა ომს მაღალი
(,,მაღალს"-არ ვწერ ლიქნით!)
მიჰყვებოდა ლომს აღალი
ტონანახევარი
წიგნით...

რაკი წიგნი მოჰყვა სიტყვას,
დავით არა მარტო მერჩულს,
სხვათა შორის ესეც ითქვას,
კითხულობდა
ბერძნულს...
კითხულობდა სხვათ ელიტას,
არა მარტო მტბევარს,-
,,ფილასოფოსთ მათ ელინთა
ღრმად სიბრძნეთა
შევალს..."
კითხულობდა სომხურს, სპარსულს,
უკითხავდა ჯალაბს
არაბულად თარგმნილ ჩან-ჯუს,
იბნ-ალასარს-
არაბს...
რაიც თურქულს შეეხება,
თურქის წიგნის მარაგს,
თურქი-ოთხფეხს ერეკება,
ასდევს მტკვარს და
არაგვს,
თურქი-დუმით ნასუქია,
თურქს ჯერ წიგნი არ აქვს...
უკაცრაულ პასუხია,
ცხვარს აძოვებს
ბალახს...

ჩვენ პატარა ხალხები ვართ,
ჩვენც ჩვენს წარსულს ვეფერებით,
იქნებ მართლა ბალღები ვართ,
რომ ვამაყობთ
მეფეებით!
ჩვენ წარსული ჩვენი გვაწყობს,
ვიკვებებით ლეგენდებით,
კი, ბატონო, ვწუნობთ აწმყოს,
ისტორიას
ვეკედლებით.
ეგ მისთვის, რომ ტლუ ვართ ოდეს
და თქვენს თვალში ვჩანვართ ბალღად,
არ გვეძრახვის, ვოცნებობდეთ
ჩვენც ოდესმე
ვიქცეთ ხალხად...
სხვას ვის ჰყავდა მეფე დავით,-
მკლავით, გულით, ჯიგრით!
ხასიათით-ომში ავით,
შემწყნარებლით-
შიგნით!
მიდიოდა ომს მაღალი
(,,მაღალს" არ ვწერ ლიქნით!)
მიჰყვებოდა ლომს აღალი
ტონანახევარი
წიგნით!

კი, ის დრო სჯობდა,-
იყო შანსი გულის მოფხანის,-
პრობლემა რთული
(შედარებით!)
წყდებოდა მარტივად...
,,აქუნდის ესე ჩვეულებად" აღმაშენებელს,-
გვითხრობს ესრეთ ,,ქართლის ცხოვრება",-
გადვიდოდაო
ზამთრის პირზე განზრახვით აფხაზეთს,
გადაბრძანდებოდა
დავითი ქუთაისს,
მოიხილავდა
გელათს,
გეგუთს,
განისვენებდა...
(მსტოვრების
თვალის ასახვევად იქმოდა ამას!)
ჩამოიტყუებდა ასერიგად
შუა ქართლში
საზამთროდ
თურქმანს...
ხოლო სცნობდნენ რა სიშორეს მისას,
აიძვროდნენ რა
სამხრეთიდან მყრალი ფალანგები
ცხვრით და ხარ-ძროხით,
დედა-წულით,
დედაბუდიანად,
ჩამოდგებოდნენ რა ავჭალას, დიღომს და ბარდავს,
შეესეოდნენ რა ხეობებს
ივრისას,
მტკვრისას,
მოედებოდნენ რა ქვეყანას ვითარცა მკალნი,
,,არა ჰრულოდა მეფესაო",-განავრცობს ესრეთ
მემატიანე დავითისი
მოთხრომას თვისას,
აღისრბოლებოდა ,,ვეფხი ფრთოვანი",
გადმოათხრევინებდა მთას თოვლიანს,
გადმოტოპავდაო
ქედს ლიხისას
გაცეცხლებული,
დახვდებოდა მზაობით სპაი,
ჩამოუქროლებდა ჟანგიან ფალანგებს,
დააცხრებოდა წვირიან თურქმანს,
ააჭყვიტინებდა
კოლტს ღორისას
ვიტარცა ფოცხვერი,
დააყრევინებდა საბრალთ თავებს,
,,აღიღის ტყვე და ალაფი ურიცხვიო",
გამოირეკავდა
ნაალაფარ ცხვარსა და ძროხას...
კი!
ის დრო სჯობდა,-
იყო შანსი გულის მოფხანის,-
პრობლემა რთული
(შედარებით!)
წყდებოდა
ადვილად!

study


Last edited by Admin on Mon Aug 12, 2013 8:57 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Sun Nov 25, 2012 1:33 pm

მურმან ლებანიძე

***
ძველი ქართული ანდაზა
იტყვის: "სოფელი დიდია!"
რამ გაადიდა, ანდა სად?
სოფელს ბოქლომი ჰკიდია!

რაჭა-ლეჩხუმი მშობელი
გაცლილა, გათხელებულა,
ტყეს გადუვლია სოფელი,
სოფელი _ გატყევებულა.

ვზივარ ჭვარტლიან ბუხართან,
ცრის ნოემბერი მტირალა.
გამახსენდება წვიმაში
ბაბუაჩემი ფირანა.

სიტყვა იცოდა ჯიბრით,
იტყოდა მხოლოდ მთავარზე:
"აქიდანა და ჭიბრევს
თხა გევიდოდა ყავარზე!.."

სარკმელში _ მთათა გრეხილი,
ყავარზე წვიმა არ ცხრება,
შებერებულა ხეხილი,
მოლურჯო პური არ ცხვება,

კახაბლებს აღარ ამყნობენ,
აღარ თესენ და არ ხნავენ,
ქორწილზე არას ამბობენ,
მარხვით
ჯერ კიდევ მარხავენ...

მე უნდა გავხდე გოროზი,
არ წავიქცე და არ წავხდე _
ლებანიქედის ბოლოში
გიჟივით მარტო დავსახლდე!..

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Sun Aug 11, 2013 9:23 pm

მურმან ლებანიძე

***

არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ,
ფარ-ხმალს ვაწყობ, ვეფერები ბალახებს,
ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ,
უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.

კუბოს ვაგებ, ეს მეშვიდე წელია,
სისხლი მწვეთავს, ვკვდები კარგა ხანია;
ეს სიკვდილი - ძველისძველისძველია,
ეს გაქცევაც - ვიცი, არახალია.

ყრუ ღამეში შერკინულმა მხედრებმა
გადუქროლეს ჩემსას მთა-ბარს ჭენებით,
იყო ჯვარცმა, იყო კვნესა-ვედრება,
რკინის დროში ვბრძოდით ლამანჩელები...

მე მინდოდა შეცვლა ქვეყნიერების,
(გულუბრყვილო ბიჭი მახვილს ლესავდა!),
კაცთა შორის ძმობა - ძმობა, ბედნიერება,
ხალხთა შორის - სათნოება მეწადა.

რაც ყოფილა - ცისქვეშ ისი იქნება,
ის ოცნება - ჟამმა დაასამარა,
შავ ჯინჭველად მეხვევიან ფიქრები,
სიკვდილის წინ ვრჩები კითხვის ამარა:

გაჩენილა კაცთა მოდგმა ღვთისაგან, -
მძვინვარებდეს, ბრძოდეს, კვნესდეს, ჰგოდებდეს.
სატალახო გზებით სრულყოფისაკენ!
მაგრამ ჯვარცმა ოჰ, როდემდის, როდემდის!

არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ,
ფარ-ხმალს ვაწყობ, ვკოცნი, ვკოცნი ბალახებს;
ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ,
უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.

1977
study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Sun Aug 11, 2013 9:25 pm

მურმან ლებანიძე

სოსო იორამაშვილის ხსოვნას

ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო -
მახსოვს!
შენი დათვისისხლა შავი ღვინო-
მახსოვს!
შენგან მოძღვნილი არყის ბოცო -
მახსოვს!
შენგან მოწვდილი ტახის ხორცი -
მახსოვს!
იორ-მუღანლოში სადილობა -
მახსოვს!
შენ რომ შემაყვარე ნადირობა -
მახსოვს!
შენ რომ ლელიანის კატა მაპოვნინე-_
მახსოვს!
შენ არ ესროლე და მე რომ მასროლინე-
მახსოვს!
მე რომ პირველი ხოხბით გავიხარე -
მახსოვს!
შენ რომ დაიხარე და აიყვანე -
მახსოვს!
ივრის ჭალები აქოჩრილი -
მახსოვს!
ეგ მხრები ბრეზენტით გაკოჭილი -
მახსოვს!
მზისგან დამწვარი გორმახები -
მახსოვს!
შენი თათარი ყონაღები -
მახსოვს!
ბოლო ხანებში გვეღლებოდი -
მახსოვს!
მახსოვს, ხელიდან გვეცლებოდი -
მახსოვს!
,,მეც ვბერდები და ძაღლიც ბერდებაო", -
მახსოვს!
,,ჰაუ, რანაირად თენდებაო!"-
მახსოვს!
ლექსებს მიკითხავდი კოცონთან -
მახსოვს!
ეს ოთხი სტრიქონი მოგწონდა -
მახსოვს!

,,გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი,
რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი.
გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი,
ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი"...

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Sun Aug 11, 2013 9:26 pm

მურმან ლებანიძე

* * *

- 1 -

ენავ - მოსაჭრელო ძირში,
ტუჩო - პასუხს თქვენგან ველი:
რაა - სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!

„სიტყვა - ისარივით სწორი!
ლექსი - ხანჯალივით მჭრელი!
ქალი - რა თქმა უნდა, სხვისი!
ცოლი - რა თქმა უნდა, ჩვენი!“

- 2 -

ენავ - მოსათხრელო ძირში,
ტუჩო - მარგალიტებს ველი:
რაა - სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!

„კერა - მშობლის ნაბუდარი!
ენა - ლაჟვარდებით მსვლელი!
მიწა - ჩვენი საკუთარი!
ხალხი - რა ვუყოთ, რომ ჭრელი!“

- 3 -

ენავ - მოსაჭრელო ძირში,
კიდევ, კიდევ პასუხს ველი:
რაა - სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!

„კაცი - კლდედ დამდგარი სჯულზე!
სული - ანთებული, წრფელი!
გული მართალი და გულზე
მართლად დადებული ხელი!“

1983
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Sun Aug 11, 2013 9:32 pm

მურმან ლებანიძე

მეშინია!

ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!

შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!

ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო,
არ ჩააქრო! _ გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი! _
დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Sun Aug 11, 2013 9:34 pm

მურმან ლებანიძე

***

ვშლი,
ვფურცლავ,
ედგარს,
კიპლინგს,
ბაირონს -
(აქ პოეზია ნაირნაირობს!)

მიუსეს,
ვერჰარნს,
ვიიონს,
ბოდლერს -
(აქ პოეზია სხვადასხვას ჰგოდებს!)

ძველებს -
ხაიამს,
ნიზამის,
ჰაფიზს -
(აქ პოეზია აბრეშუმს გვაფენს!)

ახლებს -
პოლ ვალერს,
ელიოტს,
ლორკას -
(აქ პოეზია სხვა ცეცხლით ბორგავს!)

რამდენი -
ოქრო,
რამდენი -
ვერცხლი,
გულის რამდენი ნამდვილი რეჩხი!

ბლოკს,
საფოს,
მისტრალს,
მარინას,
ბელლას -
ბოლოს რიგრიგად გადავდებ ყველას,

დავწვდები
ტატოს,
დავწვდები
გალას,
გადავშლი
ლადოს,
გადავშლი
ანას -

შენ, შენ! მაინც შენ, ქართულო წიგნო,
ბოლოს შენ გაგშლი, შენ გაგშლი, ვინძლო
საკუთარ სიტყვის ფერი და ხორცი,
საკუთარ სისხლის თქრიალი ვიგრძნო!

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Sun Aug 11, 2013 9:39 pm

მურმან ლებანიძე

ბულბულს მირჩევნია შაშვი

ბულბულს მირჩევნია შაშვი,
გალობს, ჩქარობს, ხარობს ბავშვი,
გულწრფელს ჩამოაგვირისტებს
უცებ, რაც მოუვა თავში.

ეს ბულბული მგალობელი
მხოლოდ თვალისმოკვრამდეა.
ღმერთი ჰყავდეს მწყალობელი და,
ცოტა არისტოკრატია.

ჰგონებს ულამაზესია,
სწავლულებით სხვა ჯიშია,
მხოლოდ მთვარიანში გალობს -
ნამეტნავად აზიზია.

შაშვს სასწავლად სად სცალია,
მისი ჰობი წანწალია -
ფრანსუაა, ვიიონი -
თავისთავად ნასწავლია.

ბულბულს მირჩევნია შაშვი,
ბულბულს მირჩევნია შაშვი!
გინდა ეკლის შტოზე დასვი,
გალობს, ჩქარობს, ხარობს ბავშვი,
ისეთს ჩამოაგვირისტებს,
ას წელს არ მოგივა თავში!

Smile


Last edited by Admin on Mon Aug 12, 2013 8:59 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Sun Aug 11, 2013 9:42 pm

მურმან ლებანიძე

ბოღჩებით და ყავარჯნებით...

ბოღჩებით და ყავარჯნებით
გრძელი სოფლის კართან ვდგავართ;
მოკლე სოფელს არ დავრჩებით,
ყველა გრძელ სოფელში წავალთ!
კეისარიც, სპასალარიც,
თვითონ რომის პაპიც თავად
(სხვა სოფელი არსად არი!) _
ყველა გრძელ სოფელში წავალთ!
ამ ტალახებს გავშორდებით,
ამ ორღობეს ლაფში ვყავართ...
მადლობა ღმერთს, გავსწორდებით,
ყველა _ გრძელ სოფელში წავალთ!

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Sun Aug 11, 2013 9:46 pm

მურმან ლებანიძე

***

დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით...
თოვდა, თოვდა, რა კარგია თოვა...
გადამიდგა, და ბოდიშის მოხდით
გამაჩერა, სიგარეტი მთხოვა...

მივაწოდე, გაიხარა კაცმა,
მოვუკიდეთ, მთვრალი ვარო მითხრა,
გავაბოლეთ, გულის ფსკერზე დათბა,
თქვა მადლობა, რა დროაო - მკითხა...

მე ვუთხარი, - ხუთი იყო დილის,
ხიდზე დავრჩი, ის გავიდა გაღმა,
"ეჰეჰეეი" – შეუძახა თბილისს,
და ღიღინით ვერის შეღმართს აჰყვა...

თოვდა, თოვდა, სიგარეტი გვქონდა,
თოვდა,თოვდა... რა კარგია თოვა...
რა კარგია – რა ბევრი და ცოტა:
თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა!

1980
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Fri Sep 27, 2013 9:49 pm

მურმან ლებანიძე

***
ვერაფერი გამიგია,
ცხოვრებაში რა ხდება;
ყველაფერი წამიგია _
მეგობრები მაკლდება.

ბრაუნინგით არ მომკვდარან,
ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,
არც ფანჯრიდან გადმომხტარან _
მშვენიერად არიან.

უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,
წვიმას ვნატრობ შხაპუნას:
შევსვათ! ყველა თავის წვრილმან
საზრუნავში ჩაფლულა!

ყველა თავის ნავში სხდება,
ყველამ სადღაც გაცურა,
ყველა კვდება, გული მწყდება _
წასულან და წასულან!

და დღეები გადის ზანტად,
ღამეები გროვდება,
ვიღაც უსაშველო ლანდად
მწუხრში მიახლოვდება...

მინდა მთაზე ავირბინო,
ზღვის მიქცევა ვიხილო,
თავში ხელი წავიშინო _
რაც მომხვდება, ვიყვირო.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Sat Sep 28, 2013 1:51 pm

მურმან ლებანიძე

***
კაცური კაცის ცხოვრება, _
გზა, წიგნი სისხლით ნაფერი, _
ხელახლა აიწონება,
ხელახლა _ სუყველაფერი!

მედროვის ყალბი დიდება, _
მკვახედ და მკუხედ ნამღერი, _
ხელახლა გაიჩითება, _
ხელახლა სუყველაფერი!

გაზაფხულს წყალი დიდდება _
იქნება მწუთხე ნაპირი!
იქნება ჯვარცმა, კირთება _
ხელახლა წაიკითხება,
ხელახლა _
სუყველაფერი!..

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Wed Jan 20, 2016 12:42 pm

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Tue Mar 08, 2016 12:10 pm

მურმან ლებანიძე

მარტი გაუხარელი და ტერენტი გრანელი

იმნაირი მარტია და
იმნაირი ამინდი -
ძაღლიშვილი ვიყო,
თუ ვიცოდე, რა მინდა!..

პოეზია, მრწამსი,
ძველი თემა - ელენ!
იწერება წამში -
როგორც ახლა წერენ.

ტენდენცია, აქცენტი,
სტრიქონები დამტყდარი...
უსაშველოდ გაგრძელდა
საქართველოს ზამთარი.

ჭერში - კუთხე სველია,
ალბათ, გატყდა კრამიტი,
ძაღლიშვილი ვიყო,
თუ ვიცოდე, რა მინდა!

რეკავს ფოსტალიონი,
ტოვებს, მიდის, წავიდა...
ძაღლიშვილი ვიყო,
თუ ვიცოდე, რა მინდა!

შინ ღუმელი არ მინთია,
გარეთ ჰბერენ ავდრები,
იმნაირი ამინდია,
დღეს უთუოდ დავთვრები...

მინდა სული ნაკუწ-ნაკუწ
დედამიწას მოვპნიო...
შენ რომ გინდა,
მეც ის მინდა,
აღრენილო მსოფლიო!

1966 წ.



***
ამ ცხოვრებამ - ბრძნულმან, რთულმან,
ამ ბრძოლებმა - კრულმან, მტრულმან,
ამ შეკითხვამ - გველაძუამ,
იმ პასუხმა - იქედნურმან,
ძმობამ, ყმობამ, მტრობამ, შურმან,
აქეთურმან, იქითურმან -
ხომ არ - გამოგჭამა გული,
ხომ არ -
დაიღალე, მურმან?!

- ორად ორი ნაბიჯია
სიკვდილამდე დაღალვიდან...
ღმერთო, დაძინება მინდა,
გაღვიძება აღარ მინდა!

1971 წ.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Tue Jun 21, 2016 3:35 pm

მურმან ლებანიძე



*

შენი ოქროს წიწილით

და მგლის ლეკვით

სად ხარ ახლა,

ელენ!

მელანდება ოხვრით

ფიჭვის ტევრში ქოხი

და ყავარზე კოხი,

ელენ!

მეკუმშება გული:

კარგად ვართო, მწერენ,

ეგ ხელები მწერენ,

ელენ!

ჩემს მხნეობას ნატრობ,

იოლ სიტყვას "გმადლობ"

ერთხელ კიდევ გეტყვი,

ელენ!

შენი ოქროს წიწილით

და მგლის ლეკვით

შორს ხარ ახლა,

ელენ!

მელანდება ოხვრით

ფიჭვის ტევრში ქოხი

და ყავარზე კოხი,

ელენ!

1960 წ.








*

ვერაფერი გამიგია,

ცხოვრებაში რა ხდება:

ყველაფერი წამიგია -

მეგობრები მაკლდება.

ბრაუნინგით არ მომკვდარან,

ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,

არც ფანჯრიდან გადმომხტარან -

მშვენიერად არიან.

უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,

წვიმას ვნატრობ შხაპუნას:

შევსვათ! ყველა თავის წვრილმან

საზრუნავში ჩაფლულა!

ყველა თავის ნავში ჯდება,

ყველამ სადღაც გაცურა,

ყველა კვდება, გული მწყდება -

წასულან და წასულან!

და დღეები გადის ზანტად,

ღამეები გროვდება,

ვიღაც უსაშველო ლანდად

მწუხრში მიახლოვდება...

მინდა მთაზე ავირბინო,

ზღვის მიქცევა ვიხილო,

თავში ხელი წავიშინო -

რაც მომხვდება, ვიყვირო.

1968 წ.



*

მამამ - ღამე დამიტოვა,

დედამ - კაბა შავი მთხოვა;

ერთი - სასაფლაო მქონდა,

ისიც - თოვლმა დამითოვა;

შენ რომ წიგნი დამიტოვე,

სხვამ რომელმა დამიტოვა?!

ბევრი დღე და ბევრი ღამე

კიდევ ბევრი შხამით მოვა...

ის რომ არ ჩანს, ვისაც ველი,

მოწყენილი ამიტომ ვარ.

1969 წ.




*

ათი წლის შემდეგ

თამუნია ქავთარაძეს

მე ჩემს წიგნს "მახსოვს!" დავაწერე,

რადგან ყველაფერი მახსოვს.

ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე

და მოგონებები მახრჩობს.

ზოგი მოგონება ფრთხიალებს,

ზოგი - დაჭრილივით ბღავის.

ვიხსენებ მაგ თვალებს წყლიანებს,

გიგონებ - უმწეო ყვავილს.

წლები გადის და ხმაურია -

ჩქარია ცხოვრება ჩვენი.

სადა ხარ, სად ხარ, თამუნია,

სად, რომელ ხეობას შვენი?!

ქმარ-შვილი ხომ არ დაგეხვია,

ცხოვრების თონე და ალმური?

ერთხელ დუმილი დაგერღვია,

მახსოვრობის ხე დაგერხია,

შენც, შენც დაგერხია, თამუნი!

ჩიტუნა გამოფრინდა წალმიდან,

დასკუპდა შტოზე და გალობს.

მე შენგან არაფერი არ მინდა,

იხარე, პაწია ქალო!

უხვად საქმეები გაიჩინე,

გაჯერდი ქმარ-შვილის მოვლით,

წარსულით გულს ნუ დაიმძიმებ,

მით უფრო - წყეული ხსოვნით.

მე კი... მიტკალივით თეთრია

ჩემი ღამეების ჯარი,

მე სხვა ვარ, პოეტების ხვედრია,

გვახსოვდეს ცოცხალი და მკვდარი...

ასი მოგონება ფრთხიალებს,

ასი - დაჭრილივით ბღავის,

ასიც - ყვავილივით იალებს

და კუბოს ფიცრამდე ჰყვავის.

1970 წ.




ყველას!

ყველას! ყველას!

ქართლ-კახეთად, იმერეთად, სამეგრელოდ, გურიად,

ვისაც ჩვენი გაყოფა... და გათიშვა სწყურია,

ან ჭკვიანი მტერი არის, ან უგნური მოყვარე,

ამიტომაც, სადაც წავწვდი,

ერთიანად მოვთხარე.

მიყვარს - მტკვარი,

მიყვარს - ქსანი,

ტეხური და ენგური!

მიყვარს - "ლილე",

მიყვარს - "ლალე",

მიყვარს - "ჩელა"

მეგრული...

მაგრამ ყველას მირჩევნია ერთ დიდ მუშტად შეკრული,

რა თქმა უნდა საქართველო - ვიყოთ მისი ერთგული!

დღეგრძელ იყოს, საქართველოვ, შენი მზე და შენი ცა,

მრავალ ახალ, მრავალ ახალ,

მრავალ ახალ წელიწადს!

1971 წ.



***
დაცხრი, გულო! - ხმალჩაგებით
გასწი, იარ, უკელ ძგერას!
დაცხრი, გულო! - წასაღები
წაუღია
უკვე ძერას!
ყოველ ხისძირს ყაჩაღები!
ყოველ შტოდან გველი გვზვერავს!
დაცხრი, გულო! - წასაღები
წაუღია
უკვე ძერას!
არც მეტი და არც ნაკლები -
მზე ჩასვლის წინ ღრუბლებს ფერავს...
დაცხრი, გულო! - წასაღები
წაუღია
უკვე ძერას!

1971 წ.



*

ჩამირბინეს ჭყივილით

გარეულმა ტახებმა,

ჩამიფრინეს შხივილით

წუთისოფლის ბაღებმა.

ჩამიქროლეს მკვლელებმა -

ყელხატულა მელებმა,

ჩამიქროლეს დღეებმა -

ფოთლებივით ჭრელებმა.

სისხლი დამდის წურწურით,

მთიდან ბარად მყვირლებმა,

ფშვენით, რქენით, ძუნძულით -

ჩამირბინეს ირმებმა...

ვაიმე, დედა, ვთავდები!

ვაიმე, დედი, გშორდები!

რანაირად ღამდება

სააქაოს კორდები!

რანაირად მომხედეს

ანგელოზმა ფურებმა!..

ღმერთო, შენ არ გეწყინოს

ჩემგან შენი მდურება -

ას წელიწადს მინდოდა,

ას წელიწადს მინდოდა

და ათასსაც მინდოდა

შენი ხელით შექმნილი

წუთისოფლის ყურება!

1972 წ.



*

აფხაზეთზე

ამ კაცს თვალი უჭირავს -

ეს კაცია,

ალბათ, თურქის თემის...

და მე ვყვირი:

- ჩემს სისხლს დალევს უწინამც!

და მე ვმღერი:

- აფხაზეთი ჩემი!

როსმე "არგო"

(სხვა ხომალდი გუშინაც!)

მოაპობდა

ზვირთებს ნიჩბის ცემით...

და მე ვყვირი:

- მკვდარსა მნახვენ უწინამც!

და მე ვმღერი:

- აფხაზეთი ჩემი!

ზღვაო პონტის!

რიფებს მალავ უჩინარს -

არაერთის

ზედ მიემსხვრა გემი...

და მე ვყვირი:

- ოხ, უწინამც! უწინამც!

და მე ვმღერი: აფხაზეთი ჩემი!

1975 წ.




ოთახის ციკლი

IX

კბილები -
დამცვდარი!
ღილები -
დამწყდარი!
სახე - დაჭმუჭვნილი, დაუძლურებული!
ვაზნები -
გახარჯული!
სამიზნეს -
ამცდარი!
ოცნება, ოცნება - აუსრულებელი!
კლდეები -
ირღვეოდნენ,
ქვაღორღი
მოცვიოდა,
ქვის მედგა,
ქვის მედგა უფსკრულთან სკამ-ლოგინი,
დარჩება
საქართველოს
ლექსები -
ოციოდე,
ათიოდ გირვანქა - ძვლები გალოკილი.
აქ - ოთხი კედელი! იქ - ოთხი ფიცარი!
ვიყავი!
მივდივარ!
მშვიდობით!
გიცანი!

1976 წ.




*

შემოდგომის იდილია!

სად ერწო და ღულელია,

ყველაფერი ყვითელია,

ყველაფერი კეთილი...

მარტო ბრიყვი კუნელია,

ეს ბრიყვი და სულელია,

ეს პატარა სულელია

წითლად თვალდაჭყეტილი.

1977 წ.




*

აღარავითარი - პიროვნული!

აღარავითარი - პირადული!

მურმანო, საკუთრივ შენთვის

თითის განძრევა დამზარდება!

ფიქრები, ფიქრები, სახალხო,

ერთი წერტილისკენ მიმართული!

უჯრების მილაგ-მოლაგება

და მერე წასასვლელად გამზადება!

დრო იყო - აგვისტოც მარტობდა,

დრო იყო - ან ღვინო მათრობდა,

დრო იყო - ან ქალი მიყვარდა -

კაცი და კაცობა - ესენია!..

სურვილის ქვეყნებში სიგრილეა,

სურვილის ქვეყნებში გათოვდა,

ეს, ალბათ, სიბერით სიკვდილია -

კიდევაც, კიდევაც მეშინია!

ვერ გეტყვი - ტანზე რა ჩვარია!

არ მახსოვს - ფეხზე რა მაცვია!

ჩემი სამშობლო ლამანჩაა,

უთუოდ - მე ვარ ლამანჩელი!

მახსოვს: ლამანჩა - ლამანჩშია!

მასხოვს: - ლამანჩა - ლამაზია!

ლამანჩამ - ლამანჩელად ამარჩია

და სხვა - არაფერი დანარჩენი!

აღარავითარი - პიროვნული!

აღარავითარი - პირადული!

მურმანო, საკუთრივ შენთვის

თითის განძრევა დამზარდება!

ოცნება, ოცნება მკივანი,

ერთი წერტილისკენ მიმართული!

უჯრების მილაგ-მოლაგება

და მერე წასასვლელად გამზადება!

1978 წ.




*

თვეები დის და დღეები მიხტის -

უახლოვდება პოეტი სიკვდილს.

ეგ - არაფერი! ვინ არის იგი, -

ვისთვის შეცვლილა ბუნების რიგი?!

ერთხანს ვუსინჯე კიდევაც კბილი

სიკვდილს - ვერ იყო ძილივით ტკბილი...

კი, ორჯერ-სამჯერ კინაღამ მოვკვდი,

მაგრამ რაკიღა კვლავ ხიდზე მოვხვდი,

ვუახლოვდები რაკიღა სამოცს

(სხვა საპატიო მიზეზთა გამოც!),

მე გადავწყვიტე სიკვდილი გვიან!

კი, იმნაირი ქარები ქრიან,

მე უნდა ვნახო მზე, მთვარის სასძლო -

ამ საუკუნის ბოლომდე გავძლო!

ამ საუკუნის თოვლები ვალხო -

იმ საუკუნის გორები ვნახო.

მე უნდა ვნახო: კეთილს და ბოროტს

ვის რა მიეზღვის ბოლოს და ბოლოს...

ვნახო სინათლე მშობელი ხალხის,

ოცდამეერთის დავესწრო დილას -

ათასწლეულის დაწყებას ახლის -

და მერე მოვკვდე მშვიდად და ტკბილად!

1980 წ.



*

ძვლებს ეწყობა ძვლები და... ჩინები, სამხრეები,

ჯამდებიან

წლები და

ჯამდებიან დღეები...

ჩავლილია სამოცი - მორჩი! - ვიღაც დამყვირის...

ახლა -

გასწი-გამოსწი -

ოცი გრჩება

ჯახირის!

ვიყავ ფლასით მოსილი, - არა ჩარირამასთვის,

მე ვიყავი

მოსული -

რაღაც მეთქვა

ამათთვის.

სხვა ხმები დაახორეს, - მე ვიყავი ფუტკარი...

ღმერთო,

შენ გააგონე,

რაც მე

ამათ ვუთხარი!

ძვლებს ეწყობა ძვლები და... ჩინები, სამხრეები,

ჯამდებიან

წლები და

ჯამდებიან დღეები...

არა როგორც უკუნეთს და მტერს დაუძინებელს, -

სიკვდილს

ისე ვუყურებ,

როგორც აუცილებელს!

1982 წ.



*

ამიღებთ,

წამიღებთ, დამფლავთ, -

არაფრის

თან არ ვარ წამღები, -

თქვენ რჩებით!

შეგერგოთ თაფლად!

შაქრად თქვენ -

წუთისოფლის ბაღები!

1999 წ.


ვეჩვევი უშენობას

ანაზდად ღრუბლიდან მოისმა ძახილი:

- "სამოცდამეცხრამეტე წელიწადს შეები,

რას იქმს, მამაჩემო, ლექსი და სახელი,

რაფრად დიან

მოწამლული შენი დღეები?!"

- "ფეხს ვუწყობ, შვილო ჩემო, ცხოვრებას ოხერს,

არ გავლოთებულვარ, ვერც ვიტყვი უსმელობას...

თავი ვერ მოვიკალი! ვთამაშობ პოკერს,

ვიგონებ საქმეებს და

ვეჩვევი უშენობას..."

ვარდისფერ ღრუბლიდან კვლავ მესმა ძახილი:

- "მწვავდა მანდ, მამაჩემო, სიმღერა ცხრაპირული,

მწვავდა მანდ ათასობით ვნება და სახმილი,

აქ მარადისობაა -

წყნარი და სტაბილური!"

- "მარცხენა უჯრაშია მანდ ჩემი ქონება,

არ მითხრა, არ მკადრო, პოეტი არა ხარო!

შენ სხვისი ლექსების გჩვევია სწორება, -

გახსოვდეს,

ჩემს ლექსებს თითი არ დააკარო!"

- "კარგა ხანს იომე, კარგა ხანს იბოგინე,

კი არ გსაყვედურობ, აქედან გეფერები...

ოთხმოცდათხუთმეტი წელი იმყოფინე, -

მანდაურ ლაჟვარდებს

ნუ გამოეკერები!"

- "ფეხს ვუწყობ, შვილო ჩემო, ცხოვრებას ოხერს,

არ გავლოთებულთარ, ვერც ვიტყვი უსმელობას,

ვიგონებ საქმეებს, ვთამაშობ პოკერს,

ვეჩვევი სიკვდილებს და

ვეჩვევი უშენობას!"

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Tue Jun 21, 2016 6:53 pm

მურმან ლებანიძე

მკვდრები!

არდავიწყების მწვანე კონცხთან ამოდის გემი
ზღვის უფსკრულიდან; მისცემიან გემბანზე ფიქრებს.
მიცვალებულებს ალამაზებს ოცნება ჩემი -
ბევრი მათგანი ქუდს მიხდის და ცხვირსახოცს მიქნევს.

აკაკი მოკვდა, მოკვდა ვაჟაც, ილია მოჰკლეს,
გალაკტიონმა, ვიცით, თვითონ გაშალა ფრთები.
ფასშეუვალი და მწუხარე ხომალდი მოჰქრის,
მოჰქრის ხომალდი, დახუნძლული ძვირფასი მკვდრებით.

ხოლო ცოცხლები ჩემს ნაპირზე, ჩემ გვერდით დგანან;
მგონია, ვდგავარ ერთდროულად ძმებთან და მტრებთან;
ხელს ვართმევ ცოცხლებს, მაგრამ მკვდრები სხვა ნისლში დგანან
და კარგად ვიცი, რომ საერთო მეტი მაქვს მკვდრებთან.

-წინ! ასწი თასი! მოაშურე ჩვენს მსუბუქ ხომალდს!-
ვიღაც დიდი და იდუმალი, გაფრენას მირჩევს...
და გალურსული ჩემი სული სიფრთხილით ზომავს
გასაფრენ მანძილს და საფრენად უძნელეს სივრცეს.

ხომ არ დაბერდა. ხომ არ გაცვდა ჭურჭელი ხორცის,
რომ, რაც დრო გადის, უხორცობის წყურვილით ვთვრები,
რომ მპირდებიან სამუდამო ტაძარში ქორწილს
და მეძახიან, მეძახიან მე ჩემი მკვდრები?!

რა არის წლები, ეპოქები რა არის ხშირად, -
მოწამებრივი, ხორციელი ცხოვრების შემდეგ
უსაზღვროების თუ იქცევი წილად და შვილად
და წარიშლება შენთვის ზღვარი და სიტყვა „შესდექ!“

ჩუ, ეს ვინ გალობს? მწვანე კონცხთან ფრიალებს აფრა -
კრთის და ფრთხიალებს უთეთრესი ყვავილი ხსოვნის.
იქ არა ერთის შარავანდი ფრიალებს ლამპრად,
იქ რუსთველია წინმდგომად და მეუფედ ყოვლის.

იქ, წინაპრებთან, ჩემი დროის შვილებიც ჩანან.
მკერდბუმბერაზი ეს ვინ დადგა მამების გვერდით?
ოჰ, რა ღირსებით, რა ლომური ჭაღარით დგანან
და რა ურყევი ერთი მრწამსით და ერთი ხვედრით!

აკაკი მოკვდა, მოკვდა ვაჟაც, ილია მოჰკლეს,
გალაკტიონმა, ვიცით, თვითონ გაშალა ფრთები.
ფასშეუვალი და მწუხარე ხომალდი მოჰქრის,
მოჰქრის ხომალდი, დახუნძლული ძვირფასი მკვდრებით.

-მაშ, ასწი თასი! მოაშურე ჩვენს მსუბუქ ხომალდს!-
ვიღაც დიდი და იდუმალი, გაფრენას მირჩევს...
და გალურსული ჩემი სული სიფრთხილით ზომავს
გასაფრენ მანძილს და საფრენად უძნელეს სივრცეს.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Wed Aug 31, 2016 11:34 am

მურმან ლებანიძე

***
გამარჯვება და დამარცხება - წყვილად ძმებია,
ერთიც მინახავს და მეორეც ხშირად მრგებია.
გავმარჯვებულვარ, მაგრამ ბევრჯერ გამჭირვებია,
სიმწრის სიცილით დამარცხებულს ჩამცინებია.
სად დამარცხების უკაცური ნაპირებია,
ვგდებულვარ ზღვისპირ, გამოუცდელს გამკვირვებია,
რომ თანაგრძნობით დამარცხებულს თუმცა ეპყრობა,
ყრუა დემოსი - გამარჯვებულს უმალ ემხრობა..
არ შეაქცია ზურგი ძლეულს დემოსმა რომელს?
ტაშს უკრავს იგი გამარჯვების კვარცხლბეკზე მდგომელს.
და დასკვნა ჩვენი თუმც მკაცრია, მართებულია:
დამნაშავეა, ვინც დამარცხდა, ბრალდებულია!
გინდ იყავ კაცი, გინდა ერისკაცთ შეთქმულთა დასი,
გინდ თვითონ ერი - დამარცხებულს გროში გაქვს ფასი!
რად დაგამარცხეს? რად დამარცხდი? რახან აგრეა,
მაშასადამე, რაღაც გიჭირს, რაღაც გაკლია!
წიავწიავი და ბუმბული ქარს რომ გაჰქონდა,
შენ სუსტი იყავ, დაგამარცხა, სხვა გზა არ ჰქონდა.
და ამიტომაც, სასაცილო თუ გსურს არ გახდე,
საქმე - უსიტყვოდ! წარბი შეჰკარ! სცადე ამაღლდე.
მოეშვი ბუზღუნს და გინებას დამმარცხებლისას,
დამუნჯდი ბოღმით, ჩასწვდი, მიხვდი თამაშს ქვეყნისას.
გაცაძლიერდი! სამუდამოდ ჩათვლილმა სუსტად
ნიჭი ყოველი ისერიგად შეჰკარი მუშტად,
ის სუსტი იყოს, ძალი შენი ცად ამთაგორდეს,
ის მარცხდებოდეს, ამარცხებდე!
სხვა გზა არ გქონდეს !


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Yesterday at 7:42 am

მურმან ლებანიძე

მიხა შილდელი

საკმაო იყო,
ოთხი-ხუთი გვეშოვნა კილო
ბურვაკის ხორცი,
მიხას ჰქონდა შილდური ღვინო, -

ჰქონდა კი არა
(არიფებად, ეტყობა ვღირდით!),
პოეტებისთვის
ჩამოჰქონდა ის ღვინო შილდით,

„შავუბეროთო!“ -
დარეკავდა გახარებული
და საღამოჟამს,
არც კი იყო დაღამებული,

იქ, ჩუღურეთში,
მერის ჭერქვეშ, საათის რვაზე,
მუხრანს და მურმანს,
„ბასკო“ ოთარს შეგვყრიდა სმაზე...

და ვჭიხვინებდით,
ვხვიხვინებდით ზაფხულის ღამით
და მთელი ღამე
ენთო ლექსი ზღაპტრული ჯამით

და მე არ მახსოვს
საყვედური უბნისგან თქმული:
„არ გვაძინებთო!
გააწვრილეთ ლექსებით გული!“

პირიქით, - მალვით,
ანუ კრძალვით აღებდნენ ფანჯრებს
და ლურჯ ღამეში
ჩვენს ხმამაღალს ისმენდნენ აზრებს.

ეჰ ის დრო სჯობდა!
ჩვენი მიხა - კი! ახლაც რეკავს:
“თვალთ დამაკლდაო,
გულსა მჩხვლეტსო, სახსრებში მტეხავს...“

როგორ დავჩლუნგდით!
როგორ მოვტყდით! როგორ დავმძიმდით!
როგორ გავცივდით!
ერთურთს ასე როგორ დავცილდით!

ხომ არ დავბერდით?!
ოცნებებს სიყრმისას შევრჩით!
იყო კი როსმე
სიყრმე იგი?! - ვკითხულობ ეჭვით.

ძმავ მიხაილო!
გესალმები თვითრჯულს და ამაყს!
გიფასებ ძმობას,
პურს და ღვინოს! გიმადლი ამაგს!

როგორც პოეტი,
ფიროსმანის შენა ხარ „მასტის“ -
ხარ „თვითნასწავლი“
შენს ლექსს გულის ნათელი დასდის,

შენ გვაპატიე,
ოხრად გვისვამს შენი „შტოფები“,
ვერსად დავსტამბეთ
აქამომდე შენი სტროფები:

„არცა ვარ ქრისტიანი, არცა ვარ ურია,
ღმერთი შემომაკვდა, სიმართლე მწურია!“

ან:

„მომრგვალო არის ამ მიწის სფერო, -
იცის ქვეყანამ და იცის მიხამ, -
სხვა არაფერი არ დაიჯერო,
გზას სადაც იწყებ, ისევ იქ მიხვალ!“



Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   Today at 12:13 am

Back to top Go down
 
მურმან ლებანიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: