არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნონა კუპრეიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნონა კუპრეიშვილი   Sun Nov 18, 2012 11:33 am

Nona Kupreishvili

ნონა კუპრეიშვილი

დაბადების თარიღი: 1952. 29.10.
დაბადების ადგილი: ქ. სოჭი
საცხოვრებელი ადგილი:თბილისი, ვაჟა-ფშაველას I კვ., # 51, კ. 8, ბ. 38.ტელ.: 39-72-12, მობ.: 893 54 56 50
ოჯახური მდგომარეობა:მეუღლე და ორი შვილი
სამუშაო ადგილი:შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ლიტერატურის განყოფილება; მ. კოსტავას ქ. # 5, 99-53-00; E-mail: www.litinst@litinstituti.ge

სამსახურებრივი გამოცდილება: პოსტსტალინური ხანის ლიტერატურული კრიტიკის კვლევა

სამეცნიერო ხარისხი, წოდება:ფილოლოგი, აკადემიური დოქტორი

გამოქვეყნებული შრომები:

ქართული კრიტიკა რეცეფციული ესთეტიკის სათავეებთან (რევაზ ყარალაშვილი) _ `სჯანი~, 2009, # 10, გვ. 123-132.

`გინდათუარა~ (2008 წლის კრიტიკა ჟურნალ `ცხელ შოკოლადში~) _ ჟ. `კრიტიკა~, 2009, # 4 (იბეჭდება).

`ქართულ-აფხაზური ალბომი~ ანუ `სიყვარულის გზავნილი~ _ უადრესატო?~ _ ჟ. `ჩვენი მწერლობა~, 2009 (იბეჭდება).

სიტყვის დეგუსტაცია _ კრიტიკოსის წიგნი _ ჟ. `ცხელი შოკოლადის~ ლიტ. დამატება ჟ. `ლიტერატურა~, 2009 (იბეჭდება).

სიმონ ჩიქოვანის უცნობი ლექსი `სამშობლოვ, შევცდი და მაპატიე...~ _ წიგნში _ `მოგონებები, წერილები, ლექსები სიმონ ჩიქოვანზე~, თბ., 2009, გვ. 168-176.

ენობრივი ბრძოლებიდან კულტურის ინტოლოგიამდე _ `ლიტერატურული ძიებანი~, 2009, XXX (იბეჭდება).

70-80-იანი წლების კრიტიკა: რეკონსტრუქციიდამ ნოვაციამდე _ `სჯანი~, 2008, # 9, გვ. 137-149.

რამდენს იწონის ფარატინა ფურცელი? (ოთარ ჭილაძის ესეისტურ-პუბლიცისტური კრებულის `ბედნიერი ტანჯულის~ გამო) _ ჟ. `კრიტიკა~, 2008, # 3, გვ. 82-91.

`ნაგვის ყუთისა~ და ანგელოზის სიმღერა (90-იანების ახალგაზრდული პოეზია) _ ჟ. `ჩვენი მწერლობა~, 2008, # 14, გვ. 137-181.

სიკვდილის სანახაობა (ე. თათარაიძისა და ა. არაბულის სარედაქციო კრებულის `შენდობით მომიხსენიეთ~ შესახებ) _ ჟ. `ჩვენი მწერლობა~, 2008, # 17, გვ. 44-48.

პოსტსტალინური ხანის ქართული კრიტიკა (საჯარო ლექცია წაკითხული ჟ. `ჩვენი მწერლობის~ რედაქციაში) _ ჟ. `ჩვენი მწერლობა~, 2008, # 20, გვ. 41-45.

ერთი კულტურული მითის დეკონსტრუქცია (გრიბოედოვი) _ II საერთაშორისო სიმპოზიუმის `ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები~, მასალები, თბ., 2008, გვ. 103-106.

ილიას ბანკი და სოციოცენტრიზმის დეფიციტი _ საიუბილეო კრებული `ილია ჭავჭავაძე _ 170~ _ თბ., 2007, გვ. 288-298.

რე_კონსტრუქტივისტი (რევაზ თვარაძე) _ ჟ. `ჩვენი მწერლობა~, 2007, # 24, გვ. 49-52.

ვახტანგ კოტეტიშვილი _ ჟ. `გუმბათი~, 2007, # 52, გვ. 48-53.

პოეტიკა, როგორც სოცრეალისტური რიტორიკის ალტერნატივა _ `ლიტერატურული ძიებანი~, 2006 (გამოიცა 2007 წელს), XXVII, გვ. 181-187.

კვალიფიკაციის ასამაღლებელი საერთაშორისო კურსები, სემინარები, ტრენინგები:

ეროვნული საგამოცდო ცენტრის საკვალიფიკაციო ტრენინგები 2005-2008 წ.წ.
პირველი ეროვნული სასკოლო ოლიმპიადის შემფასებელთა კომისიის წევრი, 2008 წლის მარტი.

მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, ექსპედიციებში:

საერთაშორისო სიმპოზიუმი _ `ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი~ _ `ენობრივი ბრძოლებიდან კულტურის ონტოლოგიამდე~, თბ., 2009.

ზვიად გამსახურდიას საიუბილეო სამეცნიერო სესია _ `ერთი ლიტერატურული პოლემიკის გამო~, თბ., 2009.

მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი _ `ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები~ _ `ერთი კულტურული მითის დეკონსტრუქცია (გრიბოედოვი)~ _ თბ., 2008.

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის განყოფილების სამეცნიერო სესია _ `1937 წელი და ქართული მწერლობა~ _ `ვახტანგ კოტეტიშვილი – რეპრესირებული ლიტერატორი~, თბ., 2008.

საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია _ `ილია ჭავჭავაძე და მისი ეპოქა~ _ `ილიას ბანკი და სოციოცენტრიზმის დეფიციტი~, თბ., 2008.

ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო გრანტები, პროექტები, პროგრამები:

ფონდი `საქართველო _ ღია საზოგადოების~ პროექტი `ილია ჭავჭავაძე გლობალიზაციის სათავეებთან~, 2008-2010 წწ. (ძირითადი პერსონალი)

`პოსტკოლონიური ქართული ლიტერატურა: კულტურულ პარადიგმათა ცვლა~ _ ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი პროექტი, ხელმძღ. პროფ. ბელა წიფურია.

სამეცნიერო წიგნების, კრებულების რედაქტორობა: რედაქტორი წიგნისა _ შალვა რატიანი, ფილადელფოს კიკნაძე, თბ., 2009.

სამეცნიერო კრებულების, ჟურნალების რედკოლეგიის წევრობა:სარედაქციო კოლეგიის წევრი კრებულისა `ლიტერატურული ძიებანი~.

სხვა პროფესიული საქმიანობა: ლექციების კურსი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ფუნქციურ ქართულსა და ქართული ბიზნესის მოკლე ისტორიაში (XIX ს-ის II ნახ. _ XX ს-ის 10-იანი წლები).

უცხო ენების ცოდნა: რუსული _ კარგად, ინგლისური _ დამაკმაყოფილებლად

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Word

ბმულები:
* http://www.litinstituti.ge/nonakupreishge.htm
* http://burusi.wordpress.com/2010/04/04/simon-chikovani-10/
* http://semioticsjournal.wordpress.com/2010/11/05/ნონა-კუპრეიშვილი-_-ენობრი/
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნონა კუპრეიშვილი   Sun Nov 18, 2012 11:35 am

ნონა კუპრეიშვილი

"ცისპირიდან გადაწერა"
(მარიამ წიკლაურის პოეტური კრებულის ,,თეთრი ხბორების” გამო)

მიუხედავად იმისა, რომ მარიამ წიკლაური მკითხველის გასაგონად ასე ახმოვანებს თავის პოზიციას: ,,გიყვარდეს შენთვის!”( და ამგვარი განწყობა არც ჩემთვისაა უცხო), ლიტერატორის პროფესიული ჩვევიდან გამომდინარე საჭირო მიხდება ხმამაღალი საუბარი იმ განსაკუთრებულ შეგრძნებებზე, რომელსაც მის კრებულში, სახელწოდებით, ,,თეთრი ხბორები”, მოქცეული პოეზიაAაღძრავს.
როგორ იქცა პოეტად? სულ ,,უბრალო” მიზეზის გამო: ,,ლექსიც მოვიდა./ ერთხელ! ათასჯერ!/ სიყვარული უნდოდა და / რომ არსად დახვდა, / დაიჩემა და დაიბრალა.” ასე, პასუხისმგებლობა სიყვარულის ბედზე (,,..მე რომ არ ვიყო, მთელი ქვეყანა /მოეკიდება სიყვარულს სამტროდ..”) იქცა იმ მთავარ იმპულსად, რომელმაც თვითრეალიზების ეს ურთულესი ფორმა აარჩევინა. ბარემ აქვე იმ ,,იძულებაზეც” ვთქვათ, ერთბაშად პასუხისმგებლობის ასეთი სერიოზული ფორმა რომ მიიღო: ,,ხელახლა ამოსათქმელია მთელი სამყარო..” დღეს ხშირად შენიშნავენ ხოლმე, რომ არ არსებობს ქალთა და მამაკაცთა პოეზია, რომ ამგვარი გამიჯვნა არაკომპეტენტურობისა და ზედაპირული მიდგომის შედეგია, რომ უხერხულია, ვთქვათ, ანა კალანდაძეს პოეტი-ქალი უწოდო და რომ, ბოლოს და ბოლოს, თვით ,,პოეზია არ საჭიროებს არავითარ ზედსართავებს”. რა თქმა უნდა, ეს მოსაზრებები უდავოა . და მაინც, მარიამ წიკლაურის ლექს-განდობები ისეთი სიფაქიზითაა მოტანილი, რომ ეჭვს არ იწვევს მათი ავტორის ქალობა. მეტიც, სწორედ ეს ქალურობაა აყვანილი კარგად გააზრებული მხატვრული პოზიციის ისეთ სიმაღლეზე, საიდანაც აბსოლუტურად გამართლებული ჩანს სამყაროსადმი გამჟღავნებული ,,განგაშიანი სიყვარულის”, იგივე დედობრივი მზრუნველობის განცდის უფლება. ეს განცდა ,,ძელქვებად დგომისა სამყაროს ბაღში” აშკარად წააგავს ქაოტურ სივრცეში წესრიგის შეტანისათვის აუცილებელ მხნეობას, ბალახის სიჯიუტეს, სავალი ბილიკებიდან შუშის ნატეხების უხმაუროდ აკრეფისა თუU ჭუჭყიანი მინების ,,ღრუბლების ჩვრით” გაწმენდისათვის მუდმივ მზაობას. შექმნილ სურათს მხოლოდ ერთ უმნიშვნელოვანეს შტრიხს ამატებს თავად პოეტი. სწორედ იგი, და სხვა არავინ, აწესებს იმ მიჯნას, რაც მგრძნობიარე, კეთილშობილ ქალსა და პოეტს შორის არსებობს: ,,გაყურსული ვარ,/ ცეცხლისპირს არა. / ცისპირას ვზივარ..”
მიუხედავად იმისა, რომ შეგრძნებები თითქოს მინავლდნენ, გრძნობები გახუნდნენ, აქ, ჩვენს გარემოში კი ,,ყველაფერი ითქვა და მოხდა, /..მესამე დღეს ქრისტეც აღდგინდა..”, ახლადმოვლენილ პოეტთათვის ,,დიდი გამეორების” რეალური შანსი კვლავ არსებობს: ,,..მაგრამ მოვედით და სიცოცხლემაც რაღაც კვლავ უნდა სცადოს ახლიდან..” ნამდვილ ხელოვანს, ალბათ, უმნიშვნელო საბაბიც ეყოფა, შეასრულოს თავისი პირდაპირი, არა კაცთაგან დაკისრებული მოვალეობა: მთელ მსოფლიოს მოდებულ სამყაროს ქაოსის გამღრმავებელთა სიმრავლის მიუხედავად, დააცხროს ეს ქაოსი, გაფანტოს გულგრილობისა და სულიერი სიბრმავის ნისლი. სწორედ ეს პოეტური ბგერაა მარიამ წიკლაურის პოეზიის გამხმოვანებელი.
,,ბედნიერების უქონლობაც ამამღერებდაო”-- ერთგან რომ ამბობს, ჩემთვის ეს მინიშნებაა იმ ყოვლისდათმენასა და გაუტეხელობაზე (უფრო სწორად, სულიერი სისუსტის გამჟღავნების უუფლელობაზე), რაც ქალს ახასიათებს. ეს თვისებები კი, როგორც ჩვენს კულტურაში არსებული ნებაყოფილობითი არჩევნის გამომხატველი ნიშნები (და სწორედ ამის გამო უცხოელთათვის ხშირად გაუგებარი), არა მხოლოდ ცალკეულ ინდივიდთა, არამედ ზოგადად ქვეყნის მახასიათებლებად ქცეულან: ,,.საით მეტი ხარ საქართველოვ, ცისკენ? მიწისკენ? რა სკნელში აღარ ჩაწმახნულან შენი ფესვები./რა მანაზე ხარ შებრაწული სიკვდილ-სიცოცხლით/ ..რა სიყვარულის ერთგულებით ხარ დაშანთული?/ ..და ყველაფერი, რაც დაგებედა,/ დედაკაცივით შეგიძლია, რომ აიტანო..” ჰო, ასეა – მისი სამშობლო, ,,გარდაქარულ სახლ-ხანაგს” დამსგავსებული, განურჩევლად რომ მიხვეტავ-მოხვეტავს იმას, რაც სახვალიოდ აუცილებელია, ,,მონობის ნაგავს” კი ერთგულად იტოვებს, მაინც ქალური, დედობრივი სიჯიუტით არ თმობს სიცოცხლისათვის წამოწყებულ უძველეს ბრძოლას. პათეთიკურად ნათქვამი გამოგვივიდა, თორემ, ეგ განა იმას არ ნიშნავს, აქეთ-იქით მიწყდომ-მოწყდომის გარეშე რომ გაუძლო შენ მიერვე აღმოჩენილ ,,სამშობლოს დროში”არსებობას. უნდა ითქვას, მარიამ წიკლაური არა მარტო პოულობს ამ დროს, არამედ დიდი ქალური და პოეტური ღირსებით მყოფობს მასში. იგი ბედნიერად აცდენილია ამ პრობლემის, სავსებით სამართლიანად, ,,ბრიყვულ ტონად” მიჩნეულ რომანტიზებას და მარადიული საფიქრალის განახლებულ ფორმას გვთავაზობს. ან რომელ რომანტიზებაზეა საუბარი, როდესაც გლეხისადმი მიძღვნილ ლექსს აღმოაჩენ (,,გლეხი”), რომლიდანაც ლამის ილიასებურად დანახული გლეხური თავკერძობა, ბარაქის დაჩემება თუ სულაც წუწურაქობა წარმოგიდგება. თუმცა იმასაც დააკვირდით, როგორ ნელდება ეს ,,მართლჭვრეტა”, როგორი მიჯაჭვულობა და ნდობა ვლინდება იმისადმი, ვინც მხოლოდ მიწის კი არა, ენის შემნახაველადაც აღიქმება: ,,ჩაყოფს ხელებს, განთიადზე, ნაწვიმარ ტყეში, / დაიბერტყავს / და დასცვივა გლეხური სიტყვა, / ბურუსიდანაც / მზესავით რომ გამოანათებს.”
ზემოთნახსენები ,,ცისპირს ჯდომა”, ცხადია, უნდა გავიგოთ, როგორც ზღვარზე ყოფნა. ,,ცისპირი” , ვაჟას თვალთახედვითაც, ,,სამზეოსა” და ,,უჩინის” გასაყარზეა. იგი განსაკუთრებული ხედვის ადამიანებს ეხსნება და რამდენადაც ვიცით, ხშირად დიდი სულიერი და ფიზიკური მსხვერპლის ფასად. თუმცა მარიამ წიკლაურთან ხედვის ამ განსაკუთრებულობით გამოწვეულ თავმოწონებას ვერსად იპოვით, ვერც პოეტობის გარეგნულ ნიშნებს, რომლებიც აქამდე პიროვნული გამორჩეულობის უტყუარ საბუთებად მიგვაჩნდა: ,, ,,ვერსად მიპოვნი დასერილ ვენებს,/არც რევოლვერი, არც მარყუჟი, არც ქარვის მძივი./. მე ხომ არასდროს ჩამიბნევია ღილკილოში ალის მიხაკიც, არც გრძელ ყალიონს ვაბოლებდი../..მანიფესტებიც არ შემიქმნია..” პოეტის შეცნობა გართულებულა, თუმცა არა იმდენად, რომ არ დაინახო ლამის ყოველწამიერი თავგანწირვის აქტი - კოცონზე დაწვა, რომელიც, შესაძლოა არც არავის დაუნთია; ვერც ის იგრძნო, როგორ გაგმსჭვალეს და, ერთი ცნობილი პოეტის სტრიქონის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, ,,საკუთარ თავში როგორ გამოგაახალგაზრდავეს” თუ განგაახლეს ორივ სოფლისკენ მაცქერალი მზერით, რომელიც, შესაძლოა, შენ კი არა, სულაც, სხვას დაეძებდა. რა დარჩენილა უცვლელი? უპირველესი რამ: თეთრი ფურცლით Aაღძრული ყელსმობჯენილი მღელვარება, როგორც ნამდვილი პოეტური ტექსტის შექმნის ინდიკატორი. ,,ღვთით სავსეობით” დანახვისაკენ სწრაფვა, რომელზედაც მარიამ წიკლაური მრავალგზის მიგვანიშნებს, უთუოდ, შემოქმედისათვის აუცილებელი სამყაროს ცხად-სიზმრის მთლიანობის აღქმას ეფუძნება. პოეტი მას ,,სრულად სოფლის ორთავე მხარის, როგორც ფურცლის ორივე გვერდის” წაკითვას ადარებს. კითხულობს თვითონ და გაკითხებს შენც, რათა მცირე ხნით დაემგზავრო, შემდეგ კი კვლავინდებურად ჩამორჩენილს დრო დაგრჩეს წაკითხულის გააზრებისათვის. ვთქვათ, რატომ ჩნდება ამ ლექსებში გზის პარადიგმა, რომელიც შემოქმედის ცხოვრების ეფემერულობის მეტაფორაცაა. ან რატომაა სწორედ ამ გზაზე პოეტი დღედაღამ გაკრული: ,,ბიჯიც რომ არ წაადგას, მაინც სულ გზაშია..” წარმოსახვითი თუ რეალური ძიებების გარკვეული მონაცვლეობა ცხადყოფს, რომ მგზავრისთვის არა იმდენად კონკრეტულად რაღაცის მიგნება,მით უფრო, რაღაც საგნობრივ საყრდენთან მიახლებაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც მუდმივ სიფხიზლედ ქცეული მოლოდინის მდგომარეობაში ყოფნა: ,,ვაი მას, ვისაც არც ერთ სოფელში არ უშტერდება თვალები გზისკენ..”
პოეზია ორმხრივი გაოცების ნიჭიცაა. პოეტის გაოცება გამოწვეული გარესამყაროთი თუ ენით მკითხველს უნდა გადაედოს. თუმცა ზოგჯერ, თითქოს მარცვალი ნოყიერი მიწის ნაცვლად სალ კლდეზე დავარდაო, ლექსად ამოთქმის თანდაყოლილი სურვილი ზოგიერთისთვის გაუგებარი ხდება: ,,მიდიხარ მარტო და სიყვარულის / სალოსს მიჰგავხარ ლექსების როშვით..” არადა ეს ,,როშვა”,უნებურად გალაკტიონის ,, როშარობას” და ს. ჩიქოვანის ,,პოეტ როშარს” რომ მახსენებს, არა მარტო პოეტად ყოფნის, იგივე არსებობის ეფემერულობის განცდაზე მიგვანიშნებს (როცა არ იცი, ხარ თუ არა ხარ -- ,,ქარის ფესვივით ვარ და არცა ვარ..”; ,,.. ჩემს ნისლებს ვგავარ. თან ვარ, თან – არა.”), არამედ იმ პოტენციურ თანამგზავრზეც (მე მას პოეზიის შემდგარ მკითხველს ვუწოდებდი), რომელსაც კითხვის პროცესში (სწორად გამიგეთ) ფეხქვეშიდან მიწა გამოეცლება და (რა კარგი სიტყვაა!) აღმა ფრენის საშუალება მიეცემა. სწორედ ასეთ კონდიციამდე მიჰყავს მარიამის პოეზიას მრავალგზის იმედგაცუებული, ლამის სკეპტიკოსად ქცეული თანამედროვე მკითხველი.
უპირველესი მიზეზი, რამაც ჩემთვის ,,თეთრი ხბორების” და მარიამ წიკლაურის უფრო ადრეული კრებულის (,,მეფარნეს” ვგულისხმობ) მნიშვნელობა განაპირობა --ენისადმი მათში გამჟღავნებული სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. ენა, როგორც მარადი რეალობა (ი. ბროდსკი), როგორც თავშესაფარი და ციხესიმაგრე, რომელიც პოეტს საკუთარი ,,ხელშეუხებლობისათვის” აუგია, მაგრამ არა მხოლოდ თვითგადარჩენისათვის (მაშინ პოეტად ვერც შედგებოდა), არამედ ჩვენ დასაცავადაც. არადა საფრთხე რეალურია: ,,ლექსების წაუკითხველობით საზოგადოება ისეთ სამეტყველო დონეზე ეშვება, რომელზედაც იოლად ხდება დემაგოგიისა თუ ტირანიის საკბილო” (ესეც ბროდსკია!).როგორ გვარიდებენ ამგვარ პერსპექტივას? ენობრივი თერაპიით, ამ სიტყვის გნებავთ პირდაპირი, გნებავთ გადატანითი მნიშვნელობით. როდესაც თითოეული სიტყვა, განსაკუთრებით კი მარიამისეული სიტყვათქმნადობით გასხივოსნებული, მკურნავი ბიოსხივივით აღწევს ჩვენს არსებაში და, აკაკის თქმის არ იყოს, ,, მიაშუქებს, სადაც ბნელა”.. აი, მათი ერთი ნაწილიც: გამაწმინდავე, ვერთმანეთობთ, მოიმზიგულა, თოვლდედო, მესევდე, ნაცაწვიმარი, გასულფონდე,,
,,სამშობლოს დროზე” ზემოთ გამოთქმულ აზრს დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ მშობლიური ენის წიაღში ასეთი შეღწევადობა მარიამ წიკლაურის არა მარტო ზუსტ პოეტურ ალღოსა და მისი პოეზიის შინა-არსზე მეტყველებს, არამედ განგვაცდევინებს ენას, როგორც სამშობლოს, რომელსაც მარცვალ-მარცვალ აღმოვაჩენთ. თავის დროზე რობ-გრიეს მიერ გამოთქმული ცნობილი მოსაზრება :,,მწერლის სამშობლო მისი ენაა” კოსმოპოლიტური სულისკვეთების გენიოსმა იოსებ ბროდსკიმ (ისევ ბროდსკი!) თავის შემოქმედებით მრწამსად აქცია. ჩვენ შემთხვევაში კი მარიამი მას სამშობლოსადმი მიჯაჭვულობის არა რომელიმე მომიჯნავე იდეით გადასაფარად, არამედ უკეთ წარმოსაჩენად იყენებს. სახეზეა პოეტის ენასთან არა თვითმიზნური, არამედ იმგვარი მიჯაჭვულობა, როდესაც ,,ენის წიაღში გამოვლენილი პროფესიონალიზმის ხარისხი პატრიოტიზმის საზომად” ქცეულა. ასეთი განზრახვის საკუთარ თავში ტარებაც და მისი განხორციელებაც ყველაფერთან ერთად სულიერი რესურსების სრულ მობილიზებას,შინაგან კონცენტრირებას, ხასიათის სიმტკიცეს, გნებავთ, გაბედულებას მოითხოვს. ამიტომ კითხვა: უნდა იყოს თუ არა პოეტი, განსაკუთრებით კი კარგი პოეტი, თვალებდახრილი, კუთხეში მიმჯდარი, მომლოდინე თუ თავმდაბალი (კიდევ გასარკვევია, ვინ რა აზრს დებს ამ ცნებაში ,,თავმდაბალი პოეტი”), ჩვენი პასუხი უარყოფითი იქნება. დღევანდელობა მარიამ წიკლაურსაც თავისი პოეტური ბუნების ,,კეკლუცად” წარმოჩენას არ ანებებს. მეტიც, მისგან ,,სახელისა და ფულის საშოვნელად” საკუთარი სამყაროს კარის გაღებას ითხოვს და ისიც გადის, მაგრამ არა უკანმოუხედავად ან, ღმერთმა დაიფაროს, თავზეხელაღებულად, არამედ ბარტყებისათვის გადაგებული დედა-ჩიტის ინსტინქტით, რათა შვილებივით მოუაროს თავის მშვენიერ პოეტურ სტრიქონებს, დააპუროს და დააბინაოს ისინი. ამოძრავებს კი ერთადერთი სურვილი -- უძღვნას ეს ყველაფერი იმათ, ,,ვინც ერთხელ მაინც შეაყვარა თავი ამქვეყნად..”
საერთოდაც, მარიამ წიკლაურის პოეზია მარადისობის გაბნეულ-მიმოფანტული ნიშნების შეგროვებაზე გვიყვება -- ათვლის წერტილით იმ დროიდან, როდესაც სამყარო თითქოს გაუბზარავი ჩანდა (ანუ,,ღმერთები და ადამიანები ერთად იყვნენ”).ასე მგონია, ყველაზე მეტად მას სურს განიცადოს ის, რაც იყო და იქნება ერთი კონკრეტული ლიტერატურული, ქართული ლიტერატურული, სივრცის კონტექსტში და ეს იქნება სულიერი გამოცდილება პოეტისა, რომელსაც დრო სწორად გაუნაწილებია: ,,მე ვარ ის ქალი, რომელსაც ხიბლავს / სიახლე ძველის! / სიძველე ახლის!” ამ სწრაფვით თუ მიდრეკილებით მარიამი აშკარად გამოირჩევა იმ თანამოკალმეთაგან, რომელთაც საუკუნოებრივი ქართული პოეტური ტრადიციისაგან (ამ ტრადიციაში, ბუნებრივია, ხალხურ პოეზიასაც ვგულისხმობ) მოწყვეტა ევროპეიზმის თანამედროვე გაგების უპირველეს გამართლებად ესახებათ. მასთან სრულიად პირიქითაა. თავისი დიდი წინაპრის, ვაჟა ფშაველას, მიერ გავლებულ ონტოლოგიურ წრეზე სიარულს იგი წარმატებით აქცევს ახალი, მარიამ წიკლაურისეული, პოეტური ფორმების წარმოქმნის საშუალებად.
მარიამ წიკლაურის პოეზიის გამოძახილი, რომელსაც იგი მკითხველში იწვევს, ალბათ, ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: იგი ეძებს ჩვენს ცნობიერებასა თუ სულაც ჩვენს ყოველდღიურობაში მიმობნეული მარადისობის ნიშნებს, აკოწიწებს მათ, საკუთარი სუნთქვით ათბობს და გვაწვდის. ეს არის სწორედ ,,ეგზისტენციალურ მეგზურად” წოდებული ის ,,ნუგეშისმცემელი პოეზია”, რომელიც გარდაცვლილად კი გამოაცხადეს, მაგრამ ჩვენ მაინც ძველებურად გვეიმედება.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნონა კუპრეიშვილი   Sun Nov 18, 2012 1:34 pm

ნონა კუპრეიშვილი

ვაჟას "სულეთი", როგორც ცირკულარული დროის ტოპოსი

ცნობილია, რომ კლასიკოსი მეტაფორაა, რომელიც სხვადასხვა საუკუნეში
სხვადასხვანაირად ვლინდება. ვაჟას პოეტურ მემკვიდრეობასთან
მიმართებით ჩვენ ლამის იყო დავარღვიეთ ეს კანონზომიერება.
მიზეზებზე მე-20 საუკუნის ოციანი წლების თბილისში სტუმრად
მყოფმა და მაშინდელი ჩვენი კულტურული ორიენტაციისადმი
არც თუ ისე კეთილგანწყობილმა ოსიპ მანდელშტამმა ასე მიგვანიშნა:
`(ვაჟა) სიტყვის ნამდვილი ქარიშხალია, რომელმაც ხეები ფესვებიანად
ამოთხარა და ისე გადაუარა მთელ საქართველოს.. სწორედ
სტიქიასავით გადაიტანა იგი ახალგაზრდა ქართულმა პოეზიამ და
ახლა არც იცის, რა უყოს მის დანატოვარს~ (მანდელშტამი 1922: 59).
ამ სიტყვების ავტორს მხედველობიდან თითქოს მცირე დეტალი გამორჩა
_ ვაჟას ფენომენი მის გულისყურამდე სწორედ ახალგაზრდა
ქართული პოეზიის წარმომადგენლებმა მიიტანეს, რომელთა შორის
უპირველესი, ცხადია, გრ. რობაქიძე იყო. 1908 წელს `ნიშადურის~ რედაქციაში
ხანმოკლე შეხვედრისას რობაქიძე ვაჟას `ურმენშურ~
(ურმენშ _ გერმ. პირვანდელი) გამოხედვასა და ფილოსოფიის, კერ-
ძოდ, ჰეგელის `ლოგიკის~ პრობლემატური საკითხებისადმი, ინტერესს
აღმოაჩენს. ხუთი ათეული წლის შემდეგ სიმონ ჩიქოვანი, რომელიც
გრ. რობაქიძისაგან განსხვავებით, როგორც თვითონ აღნიშნავს,
`ქართულ მწერლობაში სრულიად სხვა კარიდან შემოვიდა~, ყურად-
ღებას კვლავ ვაჟას აზროვნების მასშტაბურობაზე გაამახვილებს და
მას, რუსთაველისა და ბარათაშვილის მსგავსად, `ფილოსოფიური
მიდრეკილების მწერალს~ უწოდებს (ჩიქოვანი 1963: 275).
ვაჟას სამყაროსადმი დამოკიდებულება, სამყაროს სტრუქტურის
მისეული ხედვა, მართლაც, სერიოზული კვლევის საგანია და იგი კულტურის
მრავალ ფენომენთა (ენის, ისტორიული წარსულის, ზნე-ჩვე117
ულებების, მითოლოგიური წარმოდგენებისა თუ თქმულებების)
ღრმად ორიგინალურ გადააზრებას ეფუძნება. განსაკუთრებულად
ღირებული კი ისაა, რომ `ვაჟას პოეტური კოსმოგონიიის რთული და
ლოგიკური სისტემა~ ევროპული დეკადანსის კონტექსტში იქმნებოდა
და გენიოსისათვის დამახასიათებელი შეღწევადობით ამკვიდრებდა
`ჭეშმარიტების, მშვენიერების, სოციალური ჰარმონიის, სიყვარულის,
სიკეთის, ბედნიერებისა და თავისუფლების~ რწმენას. სწორედ ამიტომ
`ფაუსტური პარადიგმების~ ავტორი, მიხეილ კვესელავა, ვაჟას ჰუმანისტური,
ფაუსტური იდეების რეინტეგრატორს უწოდებს (კვესელავა
1961: 96). ვაჟას მიერ სამყაროს შეცნობა ბუნებასთან კონტაქტით იწყება.
ბუნების უნიკალური წიგნის კითხვა იქცევა იმ უმნიშვნელოვანეს
პროცესად, რომლის დროსაც ბუნებისავე მთლიანობის შეცნობა, მისი
ღვთაებასთან შეთანადება და დიდი `თვალდამშეულობით~ მიღწეული
განჭვრეტის საფუძველზე სამყაროსთან დამოკიდებულების ვაჟასეული
კონცეფცია ყალიბდება: `ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა~.
ეს გარემოს, იგივე `ყოვლადობის~, არა მხოლოდ ესთეტიკური,
არამედ მსოფლმხედველობრივი აღქმის შედეგად შეძენილი ცოდნაა,
რომელიც სამყაროს მთლიანობის იმ ღვთაებრივი სიბრძნიდან იღებს
სათავეს (`...დიდება ქვეყნის შემოქმედს, რა კარგად დაუწერია...~),
რომლის მიხედვით ყოველივე მარადიული განახლების, მარადიული
წრებრუნვის, იმავე კოსმიური მთლიანობის პრინციპითაა ამოქმედებული
(გოეთეს მსგავსადო, მიგვითითებს `ფაუსტური პარადიგმების~
ავტორი, `ყოველგვარი არსებობა მთლიანობის ფარგლებში მოქმედებს.
მთლიანობა კი სხვა არაფერია, თუ არა თვითონ ბუნება, როგორც
აბსოლუტურობა, რომლის გარეშე არავითარი არსებობა არ შეიძლება
იყოს~ _ კვესელავა 1961: 101). ამ პრინციპის ქვაკუთხედი ბოროტისა
და კეთილის, როგორც დაპირისპირებულ ძალთა დიალექტიკური
ერთიანობის, მათ შორის გამართული მარადიული ბრძოლის
აუცილებლობაა: `მტვირთველი არი საქმის თეთრის და შავისა, საცა
პირიმზეს ახარებს, იქვე მთხრელია ზვავისა~. გ. ქიქოძეც სწორედ ამ
ერთიანობაზე მიგვანიშნებს, როდესაც წერს: ...ეს ბრძოლა სიკეთესა
და ბოროტებას შორის კოსმოსური ხასიათისააო. კ. გამსახურდიას მი118
ერ თავის დროზე დეკლარირებული იმ დაკვირვების კვალდაკვალ,
რომლის მიხედვითაც `ვაჟა თავისი მსოფლიო გაგებით გოეთეს მსოფლმხედველობას
უახლოვდება~ (გამსახურდია, 1959: 173), გერმანისტ
ლ. თეთრუაშვილის მონოგრაფიაშიც (თეთრუაშვილი 1982: 6) ვპოულობთ,
იმავე გოეთესა და ვაჟას იდეურ-მსოფლმხედველობრივ დამ-
თხვევათა საფუძველზე, ბუნების ორსახოვნების მოჩვენებითი ხასიათის
დამადასტურებელ არგუმენტებს: ერთი მხრივაა, გოეთეს `თაურფენომენისა~
და `ერთია ყოველის~ (გერმ.Eინჰეიტ დეს Aლლეს; ჰენ კაი
პან) რწმენა; მეორე მხრივ, ვაჟას მიერ უწყვეტ, მუდმივმოქმედ კანონზომიერებებს,
მარადიულ წრებრუნვას დამორჩილებული ბუნების
ციკლური მონაცვლეობა, რომელიც, როგორც ს. დანელია იტყოდა,
`ვაიმარელი ბრძენის მსგავსად ჩარგლელ გენიოსშიც~ (დანელია 2008:
25).∗ `ბუნების კეთილ და ბოროტ საქმეებთან თანაბარი დამოკიდებულების
უნარს~ ავლენს. ეს უნარი კი `იმავე ბუნების მაორგანიზებელი
და განმსაზღვრელი ძალითაა განპირობებული. გოეთესთანაც ბუნებისა
და ღვთაების დამთხვევა მათი იდენტობის შემოქმედებითი ტრანსფორმაციით
მიიღწევა..., ანუ იკვეთება, რომ ღმერთი სამყაროს გარსია,
ჩარჩოა, რომლის `შინაარსობრივი ფაქტორი ბუნებაა~. ამ უკანასკნელის
პროპორციულობის, ბალანსირების დიად ნიჭს, ვაჟას აზრით,
ადამიანმა, შესაბამისად კი საზოგადოებამაც, უნდა მიბაძოს (თეთრუაშვილი
1982: 46). საგულისხმოა, რომ გ. ასათიანი ბარათაშვილის
`სულის ამბოხის~ იდეის ანალიზისას, მიუთითებდა, რომ თუ `მერანის~
ავტორი ხსნას ბედის სამძღვრის გადალახვაში, ე. ი. ტრასცენდენტურ
სამყაროში ხედავს, ვაჟა მისგან განსხვავებით, ჰარმონიის მიღწევის
შესაძლებლობად ბუნების ობიექტურ კანონზომიერებათა აქტიურ
შეცნობასა და მისი წესრიგისადმი ერთგულებას მიიჩნევს. იგივე დამოკიდებულება
მჟღავნდება ხელოვნებისადმი, რომლის უმაღლეს
∗ ს. დანელია იქვე შენიშნავს: `გოეთე ვაიმარში ცხოვრობდა და აღმოსავლეთის
ქვეყნებში ის მხოლოდ ოცნებით მოგზაურობდა, ვაჟამ კი თავისი სიცოცხლე აღმოსავლეთის
კარებთან გაატარა. გოეთე გერმანიის გენიოსია, ვაჟა საქართველოს გენიოსია.
ოღონდ ჩვენ უმნიშვნელო ხალხი ვართ ჯერ და ჩვენს გენიოსს მსოფლიო არ
იცნობს~.
ამოცანად აღიარებულია ზომიერების განცდა, ის, რომ მხატვარმა
`ბუნების კანონს არ უმტყუნოს~, `წრეს არ გადავიდეს~ (ასათიანი
1982: 118). თავის მხრივ, აქედან (ურთიერთმბრძანებლობის, ურთიერთმონობის
პრინციპიდან) იღებს სათავეს ბუნების მიბაძვით `ადამიანის
მიერ საკუთარი თავის დამდაბლებით მიღწეული სიმაღლე~, ვაჟასეული
ადამიანურობის კონცეპტი, რომელიც მის მსოფლმხედველობრივ
არჩევანს გამოხატავს და რომელიც საგანგებოდ გაანალიზა მ.
კვაჭანტირაძემ წერილში `ადამიანის კონცეპტი ვაჟა-ფშაველასა და
რედიარდ კიპლინგის პოეტურ შემოქმედებაში~ (კვაჭანტირაძე 2011)
ერთ-ერთმა საუკეთესო ვაჟალოგმა თამაზ ჩხენკელმა ვაჟას ფილოსოფიური
თვალთახედვის თანმიმდევრობა, სიღრმე და ორიგინალობა,
უპირველეს ყოვლისა, მის მიერ მითოლოგიური და ფშავ-ხევსურული
ფოლკლორული მასალის ათვისების ხარისხს დაუკავშირა.
ბუნებრივია, კეთილისა და ბოროტის ამბივალენტურობა, მათ შორის
ბრძოლის თავისთავად უნივერსალური კანონი სათანადოდ მთის ხალხის
წარმოდგენებშიც აისახა. ვაჟამ ამ წარმოდგენების ფილოსოფიური
და მხატვრულ-ესთეტიკური გააზრება მოახდინა, ანუ, თუ ისევ
თ. ჩხენკელს დავესესხებით, აღნიშნული მასალა ,,გამოიყენა” იმიტომ,
რომ მისი `დაძლევა~ შეძლო (ჩხენკელი 1989: 221) ანუ, როგორც ა.
გაწერელია აღნიშნავდა, `ფოლკლორული მასალა ინერტული მდგომარეობიდან
გამოიყვანაო~ (გაწერელია 1965: 172). ნაკლებად ცნობილ
პოემაში `კოპალა~ (და, ცხადია, სხვაგანაც) თ. ჩხენკელმა მითოლოგიური
წარმოდგენებით ნასაზრდოები სამგანზომილებიანი სამყაროს
სურათი დაინახა, ზესკნელის, ქვეყნისა და ქვესკნელის სახით, თანაც
ისე, რომ მათი სიმბოლურ-მეტაფორული შესატყვისებიც წარმოგვიდგინა;
`პოემაში განხმული სამი სკნელი _ ზეცა, ქვეყანა და ქვესკნელი
_ კაცობრიული ცხოვრების სამ ელემენტს _ ღმერთს, ადამიანსა და
დიაბოლურ ძალებს გულისხმობს~. ამგვარი სივრცობრივი დასაზ-
ღვრის თვით პრინციპში პროეცირდება ვაჟასეული სამყაროს ჰარმონიულობის,
ამასთან კი სოციალური ჰარმონიის სისტემა, რომლის მიხედვით,
ადამიანი-კაცობრიობა, ერთი მხრივ, ღმერთი-ღვთისშვილების,
იგივე ღვთაებრივი ძალების, ხოლო, მეორე მხრივ, ეშმაური ელე120
მენტების ანუ დევური ძალების მარადიული დაპირისპირებით ხასიათდება.
ადამიანმა, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია
ამ უწყვეტ ჯაჭვში, დედამიწაზე `ღვთაებრივი ბაძვის~ განმახორციელებლის,
მისი ერთგვარი მოდერატორის როლი უნდა შეასრულოს,
რისთვისაც გაგება-განჭვრეტასთან ერთად დიადი მოთმინებითაც
(სწორედ ამგვარ მოთმინებას და არა მორჩილებას, მით უფრო გულგრილობას
ან განურჩევლობას სწავლობს ვაჟა მთებისგან) უნდა აღი-
ჭურვოს. საბოლოო და სანუკვარი მიზანი კი ხომ სწორედ კაცობრიობის
მტრების, დევების, სწრაფვის საწინააღმდეგოდ, ღვთისშვილთა
მოძმეობა, ფშაური `დიდების~ თანახმად კი, მათი `მოდე-მოძმეობა და
სტუმარ-მასპინძლობაა~ (ჩხენკელი 1969: 77). გავიხსენოთ, ჯოყოლა
და ზვიადაური ამ პრინციპით უკავშირდებიან ერთმანეთს და მათი
ერთიანობის ხელყოფა ავტორის მიერ დესტრუქციულობის საშიშ
გამოვლინებად, უზენაესი წესრიგის ხელყოფად აღიქმება.
სრულიად აშკარაა, რომ ვაჟას განსაკუთრებული `ვიზიონები და
ინფერნალური ხილვები~, რომელთა გამოც გ. ქიქოძე მის რეალისტობას
სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებდა (`მას არ შეეძლო დაწვრილებით
რაიმე მოვლენის აღწერა, ან ყოველმხრივ რაიმე საგნის დახატვა, იმიტომ
რომ ცხოველი და თავშეუკავებელი ფანტაზია სტანჯავდა~ _
ქიქოძე 1928: 10), მკვლევართაგან ახალი მიგნებების, ახალი აზრობრივი
შრეეების გახსნას ითხოვდა და ითხოვს. ამ მხრივ ქართულ ლიტერატურისმცოდნეობაში
არაერთი მნიშვნელოვანი მოსაზრებაა გამოთქმული
(გრ. რობაქიძე, ტ. ტაბიძე, გ. ქიქოძე, მ. კვესელავა, ს. ჩიქოვანი,
ა. გაწერელია, რ. თვარაძე, გ. ასათიანი, გრ. კიკნაძე და სხვ), რომელთა
დიდი ნაწილი `შავეთ-სულეთის~ პოეტიკურ ახსნასაც ეძღვნება. სრულიად
ლოგიკურად ამ უჩვეულო და აბსოლუტურად ზედროული სივრცის
არსებობა ვაჟასეული ემპირიული და მეტაფიზიკური გამოცდილების
სინთეზირების შედეგადაა მიჩნეული. სწორედ `შავეთის~ აქცენტირებით
(ს. მაკალათია, როგორც ვიცით, ასე განმარტავს ამ ცნებას:
`ფშაველების წარმოდგენით საიქიო ქვეყნის შუაგულშია და მას
`შავეთს~ ეძახიან. შუაზე ხევი ჩამოუდის თურმე და შიგ ცეცხლმოდებული
კუპრის მდინარე მოდის. მდინარეზე ბეწვის ხიდია გადებული და
ხიდზე მართალი უვნებლად გადის, ცოდვილი კი ვარდება და კუპრში
იწვის. საიქიოში კაცის მადლი არ იკარგება და იქ ყველაფერი ზომითა
და წონით არის~ _ მაკალათია 1934: 157) წარმოდგენები ბუნების, მიწისა
და ცა-მყარის შესახებ ვაჟას მიერ იმდენადაა გაფართოებული და
რეორგანიზებული (ამასთან კი მატერიალიზებულიც, რასაც მანდელ-
შტამი `განსაცვიფრებელ საგნობრიობას~ უწოდებდა) , რომ მთელ რიგ
ლექს-სიმღერებსა და პოემებში გამოკვეთილი მხატვრული ამოცანის
გადაწყვეტის უნივერსალურ საშუალებად აღიქმება. თუმცა ამ შემთხვევაში
მხოლოდ საკითხის ამ მხარის აქცენტირება ბოლომდე ზუსტი
არ იქნებოდა, რადგან `სულეთი~ არა საგანგებო ვითარებისთვის შესაფერის
მარადიულ, ამქვეყნიური ვნებებისგან დაცლილ, `ჩვენგან~ სამუდამოდ
გამიჯნულ სულთა სადგურად, არამედ ფშაველი კაცის ეგზისტენციალური
არსის ერთ-ერთ უმთავრეს, მეტიც, ორგანულ კომპონენტად,
მისი `მყოფობის~ უცილობელ ელემენტადაა აღქმული. ამიტომაც
ასე გამოეთქმის ვაჟას თავისი გულწრფელი დაფიცება დედის
წინაშე: `...თუ გიღალატო, დედაო, / ნუ დავიმარხო მთაშია, / ნუ დასდვან
ვაჟის ფშავლისა / ხმალი სატირლის თავშია. / ნუ დამიტიროს
ქალ-რძალმა / საკაცეზედა კარშია; შ ა ვ ე თ შ ი გ ა მ გ ზ ა ვ რ ე -
ბ უ ლ ს ა ც ხ ე ნ ი წ ა მ ე ქ ც ე ს გ ზ ა შ ი ა ...~ რა თქმა უნდა, აქ
სახეზეა არა მარტო ხალხური წარმოდგენებით, არამედ ქრისტიანობის
გავლენით კავკასიელთა ცნობიერებაში დამკვიდრებულ შეხედულება-
თა გამოძახილი სამოთხისა და ჯოჯოხეთის შესახებ, რომელსაც აძლიერებს
სასწაულმოქმედი ცხოველების (ვთქვათ, ცხენის), სხვაგან კი
არწივის, უცხო ფრინველის (იგი ვაჟას განმარტებით არც არწივს
ჰგავს და არც ქორს, იხ. `მოფრინდა უცხო ფრინველი~) ან სამყაროს
ხის შთამბეჭდავი სახეები. ეს თავისთავად. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია
თვით `სამზეოდან უჩინში და უჩინიდან სამზეოში~ ვაჟას
მაგიური ცნობიერებით განპირობებული გადაადგილების ფანტასტიკური
უნარი. ამ გადაადგილების საუკეთესო საშუალებად კი სიზმარ-
თან ერთად (`სიზმარი სასოწარკვეთილისა~, ალუდას სიზმარი) ხილვაზმანება
მოჩანს (`დაუსრულებელი კვნესა~, `ძვალები~, `ზმანება~). ის,
რომ ამ განზომილებაში დრო შეგნებულად აღრეულია (ა. გაწერელია,
თ. ჩხენკელი), გამოწვეულია არა მარტო დროთა კავშირის, წარსულის,
აწმყოსა და მომავლის ერთიანობის, მათი ურთიერთგანპირობებულობის
შეგრძნებით, არამედ იმ რეალობისადმი კრიტიკული დამოკიდებულებითაც,
რომელშიც ვაჟას უხდებოდა ცხოვრება: `...გულზე მჭირს
სამი იარა: / წარსულზე ფიქრი მაწუხებს, / აწმყოში არა ყრია — რა / და
მომავალის ფიქრებიც / არავინ გამიმზიანა!~ ან კიდევ: `არა თქვენ სადიაცენო,
რო ძროხებივით სძღებითა~ და სხვ.
აქედან გამომდინარე ვაჟას საიქიო _ შავეთი _ სულეთი არა მატერიაში
დანთქმის, მასში განზავების, გაქრობის (ეს მარადიული წრებრუნვის,
მარადიული განახლების პრინციპის დარღვევაც იქნებოდა),
არამედ მხოლოდ ფერისცვალებისა (შდრ. ქართ. `გარდაცვალება~) და,
რაც მთავარია, ჩადენილი ცოდვა-მადლის მიუკერძოებელი `აწონვის~
ადგილიცაა: `...ვაი, რომ საიქიოსაც /გინება დამიხვდებაო! / აქ ჩემი
უქმად ცხოვრება / იქ თვალწინ დამიდგებაო...~ სულის უკვდავების
იდეაზე დაყრდნობით ვაჟას მტკიცედ სჯერა, რომ ღვაწლმოსილი,
`პიროფლიანი~ გმირები (რომელთაც იგი ხშირად `ლამაზებსაც~ უწოდებს)
ბუნება-ღვთაების იდენტობის ნებელობით კი არ იკარგებიან,
არამედ სწორედ `შავეთში~ ტრანსფორმირებულნი `ინახებიან~:
`...მწამს, ფერფლნი კარგის გულისა, / ქარმ რო გაფანტოს ხმელადა, /
თვითოში მაინც ენთება, / ტიალ-სურვილი ცხელადა.. /კარგ გულს არა
ჰკლავს ბუნება, / თან დააქვს ძველის-ძველადა!..~ იქ არა მარტო მიდიან,
არამედ იქედან გარდაუვალი გამთლიანების მოლოდინში მუდმივად
გვაკვირდებიან, `საფლავებზე მავალთა ხმებს~ უსმენენ, ჩვენივე
`გარჯის~ ადეკვატური წყლულებით გვაფასებენ, გვეგებებიან, მფარველობას
გვიცხადებენ და ა. შ. იქნებ ამიტომაც ვაჟასთვის სამართლიანობის
(ისევ იმავე სოციალური ჰარმონიობასთან ერთად) აღდგენის
შესაძლებლობა არა მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამჟღავნებულ
შემართებას, `კაი ყმათა~ `ზნეობრივ თვალახელილობას~, არამედ
მიღმური სამყაროდან მკვდრების (იმავე `კაი ყმების~, ბრძოლით ნაწრთობი
გვირგვინოსანი მეფეების თუ ტანჯული თანამოკალმეების)
აღდგომას, `სულეთის“ შეშველებასაც უკავშირდება (`კიდევაც ვნახავ
გაზაფხულს~). სხვა გამოსავალი თითქოს არც ჩანს. ისტორიული კონ123
ტექსტიდან ამოვარდნილ ვაჟას თანამედროვე საქართველოში კულტურულ
პარადიგმათა ცვლილება, გ. ქიქოძის ზუსტი შენიშვნით კი,
`სოვდაგრის მიერ რაინდის დამარცხება~, თითქმის ფორმალურად
განხორციელდა, ოღონდ კი ისე, რომ `მოხერხდა~ ქართველთა პიროვნული
მთლიანობის საგრძნობლად შელახვა (ამ თვალსაზრისით საინტერესო
ჩანს ვაჟას ლირიკაში გამოკვეთილი ხმლისა და შამფურის
ანტინომია). მიუხედავად ამისა, მარადიული წრებრუნვის მოთაყვანე
ვაჟას, `კარგი გულის~ უკვდავების მოიმედეს, არ სურს ერის ვითომ
სიჭაბუკის, სიმწიფისა და ხანდაზმულობის შემდეგ მისი გაქრობის,
კვდომის (ივ. ჯაბადარი, ლ. ფრობენიუსი) მაშინაც და მოგვიანებითაც
გავრცელებული იდეების გაზიარება. ამის მიზეზი ვაჟას მიერ მხატვრულად
რეალიზებული და ნიცშეს `მარადიული დაბრუნების~ იდეით
პროვოცირებული `ისტორიზმის` გააზრების პრინციპია, რომლის თეორიულ
დასაბუთებას ვხედავთ უკვე გრ. რობაქიძის ესეში `ოსვალდ
შპენგლერ~. ისტორიის `სწორხაზოვანი~ განვითარების კონცეფციის
უარყოფა (სხვათა შორის, ისევე როგორც ნიცშეს სამყაროს დესაკრალიზაცისათვის
გამიზნული ინტერპრეტაციებისა, რომლის კრიტიკა
რობაქიძის გერმანულენოვან ფილოსოფიურ ესეში `პირველშიში და
მითოსია~ გადმოცემული),∗( იხ. ამის შესახებ კ. ბრეგაძე _ `ნიცშეს მარადიული დაბრუნების იდეის კრიტიკა გრიგოლ რობაქიძესთან~. _ ლიტ. ძიებანი, 2011), რომელიც შპენგლერმა მე-19 საუკუნის ისტორიულ
მეცნიერებათა სხვა ძირითადი პოსტულატების, ევროპოცენტრიზმისა
და პანლოგიზმის, პარალელურად განავითარა, გრ. რობაქიძემ
მყარი არგუმენტაცია დაუპირისპირა: `შპენგლერის ათვისებით
ისტორიაში არ არის ლოგოსი. ვლენა მოვლენის და მეტი არაფერი..
ეს შეხედულება თავისთავად მცდარია. თუ ლოგოსი არ არის,
მაშინ არ არის თვით ისტორიაც. ისტორია არ არის უბრალო ცვლა. იგი
ვითარებაა. ვითარებაში კი აუცილებელია საზრისი~ (რობაქიძე 1923:
2). სხვა სიტყვებით, დასავლეთის კულტურ-ფილოსოფიური აზროვნების
მიერ `ლოგოსს მოკლებულ~, `წმინდა წყლის სტრუქტურად~, `ცარიელ
კარკასად~ განხილული `ისტორიზმი~ რობაქიძისთვის `ონტო-
ლოგიურ რეალობად~ იქნა გამოცხადებული. ამ მოსაზრების საფუძვლად,
ცხადია, რობაქიძის მიერვე მიგნებული ვაჟასეული `საქართველოს
სულის სხეულებრივი განცდა~ იქცა (საგულისხმოა, რომ იქმნება
შთაბეჭდილება, თითქოს თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას ნიცშეს
მიმართ რობაქიძე სწორედ ვაჟას მსოფლმხედველობით კონცეფციაზე
დაყრდნობით ავითარებს). თ. ჩხენკელიც გვიდასტურებს: `ვაჟასთვის
ერი უკვდავი ფენომენია. იგი შეიძლება შეთხელდეს, შემცირდეს ან
დაკნინდეს, მაგრამ მის უღრმეს არსებაში ხელშეუხლებლად არის შენახული
თავდაპირველი დვრიტა ანუ მოდელი, განახლებისა და აღდგომის
დაუთრგუნველი პოტენცია~ (ჩხენკელი, 1989: 227). მართალია,
უკიდურესი სულიერი და მატერიალური შეჭირვების დროს ვაჟას
რეალისტური აღქმა განსაკუთრებით უძლიერდება და შავეთ-სულე-
თის ხატიც თითქოს ხუნდება: `გადავისროლე ჩონგური, / ცრემლით
მევსება თვალები, / ნეტავ რისათვის მახათრებს/ იმ მამა-პაპათ ძვალები?!
/ ან იმათ მოგონებაზე / რად ვხდები შასაწყალები?!~, მაგრამ
ეს წუთიერი ადამიანური სისუსტეა. შთაგონება მას მალევე უბრუნდება,
ე. ი. კვლავ გრძელდება დროითა და სივრცით დაუსაზღვრავი
მოგზაურობა აწმყოს გავლით წარსულიდან მომავლისაკენ და პირუკუ.
სწორედ ესაა ვაჟას მიერ `შავეთის~ ის `ცოცხლად მზერა~, რომელიც
არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო ლიტერატურის უნიკალური
მოვლენაა.


დამოწმებანი:
მანდელშტამი 1922: Mანდელშტამ O. Кое что о грузинскоь искустве. _
избрание в двух томах, т. 2, 1922.
კვესელავა 1961: კვესელავა მ. ფაუსტური პარადიგმები. ტ. 2. თბ.: 1961.
გამსახურდია 1959: გამსახურდია კ. ვაჟა-ფშაველა. _ რჩეული თხზულებანი.
ტ. 2. თბ.: 1959.
ჩიქოვანი 1963: ჩიქოვანი ს. რჩეული წერილები. ვაჟა ფშაველას ცხოვრების
ელფერი და მისი პოეტური შემოქმედება. თბ.: 1963.
დანელია 2008: დანელია ს. ვაჟა ფშაველა და ქართველი ერი. თბ.: 2008.
რობაქიძე 1923: რობაქიძე გრ. ოსვალდ შპენგლერი. გაზ. `ქართული
სიტყვა~, № 1, 1923.
ჩხენკელი 1989: ჩხენკელი თ. მშვენიერი მძლევარი. თბ. 1989.
ქიქოძე 1927: ქიქოძე გ. ვაჟა ფშაველა. _ ვაჟას რჩეულ თხზულებათა
ორტომეული. ტ. I. თბ.: 1927.
კვაჭანტირაძე 2011: კვაჭანტირაძე მ. ადამიანის კონცეპტი ვაჟა-ფშაველასა
და რედიარ კიპლინგის პოეტურ შემოქმედებაში. _ `კლასიკური
რეალიზმის ეპოქა: მე-19 საუკუნის კულტურული და ლიტერატურული
ტენდენციები” (აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170-ე წლისთავისადმი
მიძღვნილი IV სამეცნიერო სიმპოზიუმის მასალები). თბ.: ლიტერატურის
ინსტიტუტის გამომცემლობა, 2011.
მაკალათია 1934: მაკალათია ს. `ფშავი~. 1934.
ასათიანი 1982: ასათიანი გ. სათავეებთან. თბ.: 1982.
გაწერელია 1965: გაწერელია ა. ვაჟა ფშაველა. _ რჩეული ნაწერები. თბ.:
1965.
თეთრუაშვილი 1982: თეთრუაშვილი ლ. ვაჟა ფშაველას და გოეთეს
იდეურ-მსოფლმხედველობითი ურთიერთობისათვის. თბ.: 1982.



ბმული - http://literaturatmcodneoba.tsu.ge/vajhas%20saiubileo%20kreb.pdf
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნონა კუპრეიშვილი   

Back to top Go down
 
ნონა კუპრეიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: