არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ირაკლი ციგროშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: ირაკლი ციგროშვილი   Sat Nov 17, 2012 10:49 am



Irakli Tsigroshvili
Shuapkho, Pshavi, Georgia

ირაკლი ციგროშვილი

ნია ღულელი და ღვერათ ჩონქარა

ჯამს ცლიდა ღვერათ ჩონქარა,
ყანწს ცლიდა ნია ღულელი,
საამო იყო იმათთვის
ჟიპიტაურის სურნელი.
მხვნელ-მთესველნი და პურდნი
და თავის დროში მგოსანნიც -
ესენი იყვნენ, თუ იყვნენ
კაფიით სუფრის მმოსავნი.
ხატ-სალოცავთა რწმენით და
ხატ-სალოცავთა ლოცვებით
გადავლეს გადასავალი
მთებზე და ლექსზე ოცნებით.
წავიდნენ წყალნი... ქვიშანი
მოჩანან ჟანგისფერადა.
მე მომაქვს ხსოვნის ტაბლაზე
პირთამდე სავსე ხელადა.

ჟურნალი "ცისკარი", # 6, 2011


სურათზე: ჯარჯი ფხოველი, მარიამ ხუცურაული, მიხეილ ღანიშაშვილი, ირაკლი ციგროშვილი, როსტომ მაჩხოშვილი (ჯარჯი ფხოველი, იგივე დავით ციგროშვილი და ირაკლი ციგროშვილი ძმები არიან, და ქისტაურების თემიდან არიან).

ბმულები:
* http://pshavi.ge/literatura/lit_modern_poezy.html
* https://www.youtube.com/watch?v=i4Rl_PMTZW8



study


Last edited by Admin on Sun Oct 23, 2016 7:59 pm; edited 9 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი ციგროშვილი   Sat Nov 17, 2012 10:51 am

ირაკლი ციგროშვილი

გაახილა როგორც კი თვალი უთენიაზე...

გაახილა როგორც კი თვალი უთენიაზე,
ცაცხვის ძირში ანაზდად გაუღიმა იამ მზეს.
მოჟღურტულე ჩიტები ხის ტოტებზე ჩამოსხდნენ.
ამომაღლდა მნათი და გადმოხედა სამოთხეს.
რძეს მოწვეთავს მოქათქათე ჭალისპირის ძუძუ
და განგება ითავისებს ფუტკრის ღვთიურ ზუზუნს.
და დღითიდღე მეც ვამბობ ლექსსა თითო-ოროლს;
ამ ცაცხვებთან,
ამ იფნებთან,
ამ ცირცლებთან ვცხოვრობ...


იახსრობა - 2000

ღმერთს ადიდებენ... და ავისგორზე
ხემხვივანს შესძრავს სიო მთებისა.
ხატს ამწყალობებს ხუცესი თასით
და ლოცავს ნამუსს ხატის ყმებისას.
მოჰყავთ კურატი.
მუხის და იფნის
ფოთლებს ზარის ხმა დაუვლის ჟრჟოლად...
ზვარაკის სისხლი ამეწამულებს
ბალახს... და მერე მიწაში ჟონავს...
შუქი ევლება იახსრის დროშას,
ციდან ჩამოდის სვეტი გრძნეული...
დრო-ჟამის ქვებზე იწვის სანთელი,
მძვინვარე დრო-ჟამს გამოღწეული.


***
მოგიახლოვდა ზამთრის პირი. საშეშე წიფელს
ათვალიერებ და... აქა-იქ შვინდები მწიფე
ოქტომბრის მზეში დაფერილა. მზერა ნებივრობს
წიფლის ტევრში... ღმერთო, იქნებ შემაძლებინო,
რომ ამ ტევრიდან წავიყოლო სამყოფი სითბო
და ჩავუთბუნდე ზამთრისპირის უბიწო სტრიქონს.


ცა გაიხსნება

ვკითხულობ, ვწერ და ფიქრების
ციხეს ვაშენებ თითქოსდა...
ამ ქოხში ღამის ფრინველმა
თვალები ამომიკორტნა...
მწირის ვახშამიც ვიგემე,
სიზიფეს ლოდიც მიმქონდა!
ხან თუ გამკენწლა ვარამმა,
პატარა ლხინიც იყო და -
სხვა რა ვქნა? გათენდება და
ცა გაიხსნება სტრიქონთა!


***
ისე გიხარის ხვავრიელი თოვა,
თითქოს და -
ყრმობისდროინდელ თოვლში ბრუნდები,
რომ მაშინდელი ნაკვალევი გაათბო კიდევ...
თოვლმა მიჩქმალა უბნის ქუჩებში -
წუმპე და მტვერი,
ერთფეროვან დღეთა სიშავე...
იქ კი - შორეულ სოფელში, ალბათ
გადასწორდა ჩირგვები და ბექობები...
დუმხარ.
ფიქრებში კვლავ იქითკენ მიეშურები,
იმ ყრმობის ვალი რომ როგორმე გადაიხადო...


***
სულ ესაა:
სიგრძე-განით მოვიხილე ცხოვრება.
ამ გზა-შარას გამიყენეს
წლებმა,
როგორც მსტოვრებმა.
სულ ესაა:
მოცინარის, ჟამი მოვალალისა...
თუკი რამეს მომიტევებ
ღმერთო,
ერთი ვალისა!..
ალბათ, ასე უნდა მძიძგნონ
დაგეშილმა ყორნებმა.
სულ ესაა:
სიგრძე-განით ჩემი წამის ცხოვრება.


***
გადავლილ დღეზე ფიქრს მინებდი და გაიხსენე
მეხრის სიმკვირცხლე,
ხნული - სხივთა ნასათუთარი.
ნაყამირალი კარისპირის კვალში ისვენებს,
უფლის ნაკურთხი გუთნისდედა და ხარ-გუთანი.


***
ახლა ქალაქში შუაღამეა
და ქალაქიდან ვიგონებ სოფელს.
ცოტაა სიტკბო,
ბევრი შხამია,
აქ და იქ დუხჭირ ცხოვრებას გმობენ...
ქალაქს აფხიზლებს ათასი თვალი,
სოფელს - მხოლოდღა მგლების ყმუილი...
ხელისუფლების სახლს ხურავს ჩალით
ბიწიერების ბევრი ტყუილი.
შუაღამეა. მთაწმინდის არეს
მნათი მკრთომარე შუქით ჩაუვლის...
მამშვიდებს დიდი ქალაქის მთვარე
და მენატრება მთვარე ფშაური.


***
ყველა დროში და ამინდში
ცად მიირწევი მძლევარო.
დიდი დღის შუქში შესულო,
უამურ ღამის მთევარო.
ემაგ სივრცეთა მხილველი,
ცოდვილი ისევ მე ვარო!..


"ლიტერატურული საქართველო", 2002-10-27


ბმული - http://www.open.ge/index.php?m=57&y=2002&art=9910


Last edited by Admin on Sat Nov 17, 2012 12:19 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი ციგროშვილი   Sat Nov 17, 2012 10:54 am

ირაკლი ციგროშვილი

ოცდათერთმეტი დეკემბრის დღიური

გამოვიხედავ ამაღამ გარეთ
და ქარი მხოლოდ ფიფქებს მომაშლის,
ალბათ არც ნისლი არ შეწყვეტს თარეშს
საარაგვოზე, გაბმულ თოვაში.
კარს შემომიღებს მთვარე და თოვლი,
თოვლი და მთვარე მეწვევა მეკვლედ.
რით მანუგეშებს მნათობი შორით,
რას მეტყვის, ნუთუ რაიმეს შეძლებს?..
რას მეტყვის ღამე გრძელი და გულქვა,
თოვს და თოვს... ისევ შორიშორ ვრჩებით
და დაბარდნილი ხეების სუნთქვას
ინაწილებენ მთვარეში მთები.
ბჟუტავს სანთელი... წამიწამ ისმის
ჩემი წყალ-ჭალის მგლების ყმუილი.
ხევი თუ ხრამი სავსეა ნისლით,
სივრცე – არაგვის ცივი შხუილით.
ფიქრში ძილ-ფხიზლობს ქათქათა არე,
ფიქრი – შორი გზის მგზავრი მოვა შინ...
ალბათ არც ნისლი არ შეწყვეტს თარეშს
საარაგვოზე, გაბმულ თოვაში.

study


Last edited by Admin on Sat Nov 17, 2012 12:19 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი ციგროშვილი   Sat Nov 17, 2012 11:01 am

ირაკლი ციგროშვილი

უამინდობიდან ნაშობი ლექსი


უფსკრულებიდან ამოდიხარ
დღის სინათლეზე,
ხარ მასპინძელი
და მეგზური ნაცნობ ლანდების.
ჭიანჭველები საარსებო
ტვირთს მიათრევენ,
წვიმს...
საფარს ვეძებ დამაშვრალი და... იბადები.
წამსვლელ-მომსვლელის
გზას გავყურებ დიდი ხანია.
ფხიზლობა მიწყივ...
წვა და შვება ქვეყნის ამბებით.
ფიქრს შემატოვებ,
დამანახებ ზეცას კვამლიანს,
ისევ პირქარი,
ბეწვის ხიდი და... იბადები.
ვიცი, ვინ ხარობს,
ვის რა უმძიმს, საითკენ ვმგზავრობ,
საიდან მიხმობს
ჩემი მრევლი, ჩემი ხატები.
მიჯაჭვული ვარ
ყველა დროის უტყუარ ფუძეს,
ყინავს...
ცეცხლს ვეძებ დამაშვრალი და... იბადები.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი ციგროშვილი   Sat Nov 17, 2012 11:02 am

ირაკლი ციგროშვილი

შუაღამეა

შუაღამეა. ღამემ დამალა
არე და ცხადის ფიქრში ებმები...
რაღას ირწმუნებ ამ წარამარა
და უთავბოლო შეპირებების.
სიტყვა სალბუნი – ვერ მოისმინე,
გაკრთობს სიბნელის უმოძრაობა.
ჭალებზე ზამთრის ქარი სისინებს,
ვერარა აკრთობს ღამეს მზვაობარს.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ირაკლი ციგროშვილი   

Back to top Go down
 
ირაკლი ციგროშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: