არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა)

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა)   Mon Nov 05, 2012 12:16 pm



ბაჩანა - ნიკო რაზიკაშვილი

ბაჩანა (ნამდვილი სახელი და გვარი — ნიკოლოზ პავლეს ძე რაზიკაშვილი) (* 16 მაისი, 1866, სოფ. ჩარგალი, დუშეთის რაიონი ― გ. 18 დეკემბერი, 1928, თბილისი) — ქართველი პოეტი.
გორის საოსტატო სემინარიის დამთავრების შემდეგ (1885) მასწავლებლობდა ვეჯინში, 1890 წლიდან კი - ბარისახოში, ხევსურეთის პირველ სკოლაში. 1900-1920 ასწავლიდა მაღაროსკარის, ჩარგლის, დუშეთის, სიღნაღისა და ბოდბის სკოლებში. საბოლოოდ დამკვიდრდა ქვემო ქედში. მწერლობა 80-იან წლებში დაიწყო. ბაჩანას პოეზიაში მთის ხალხთა ზეპირსიტყვიერებისა (კრებდა მის ნიმუშებს) და ქართული კლასიკური მწერლობის (განსაკუთრებით უფროსი ძმის, ვაჟა-ფშაველას) დიდი გავლენა შეინიშნება. მისი შემოქმედების თემატიკას იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა განსაზღვრავდა. ლექსებში "ნატვრა", "ტყის სიმღერა", "მუხა", "ვინა სთქა საქართველოზე" და სხვ. ბაჩანა სიმბოლურ-ალეგორიული სახეებით გადმოსცემდა სამშობლოს მძიმე მდგომარეობას, რაც განაპირობებდა მის ლექსთა ელეგიურ ტონს ("ოცნება პატიმრისა", "გზააბნეული"). ბაჩანას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ბუნებას, როგორც ადამიანის ცხოვრებაში მონაწილე ყოცლისშემძლე ძალას. პოემაში "თაღლაურა" (1884), "ნანაის სიმღერა" (1889), "საფრთხე" (1891) პოეტი მთიელთა ყოფა-ცხოვრებას აღწერს; პოემა-რომანში "წაწლობა" (1919-1924) ფშავის თემის ზოგიერთი წეს-ჩვეულების დრომოჭმულობას ააშკარავებს.

ბმული:
* http://ka.wikipedia.org/wiki/ბაჩანა


Last edited by Admin on Mon Nov 05, 2012 12:24 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა)   Mon Nov 05, 2012 12:20 pm

ნიკო რაზიკაშვილი

ვინა ჰთქვა საქართველოზე

ვინა ჰთქვა საქართველოზე:
“ეგ არის ლომი კვდებაო,
ჩაუხდა ბედის ვარსკვლავი,
მალე მზეც გაუქრებაო,

თავს დაჰტრიალებს ყორანი
დაჰჩხავის ზედიზედაო!?”
თვალთამც დაჰბზარვენ ყორანნი,
გამაგრდი, ქართვლის დედაო!

ბევრმა გვიქადა გლოვაცა,
ბევრმა იუბნა ესაო,
ბევრმა გვიკრიჭა კბილები,
ჩუმად ფრანგული ჰლესაო.

ცუდად წაუხდათ ქადილი,
ვერრას გამოჰრჩენ ვეფხვსაო,
ლეკვები წამოეზარდნენ,
მტრებზედ ილესენ ბწკლებსაო.

გამოდით, ქართვლის შვილებო,
ერთად შევნივთდეთ ძალები,
წავიდეთ მტერზედ რისხვითა:
ბევრი გვიმართებს ვალები,

დაე, სულ გავწყდეთ, რა ვუყვათ,
დაე, დამიწდეს მკლავები:
დედანი დაგვიტირებენ,
ცრემლებს დაჰღვრიან ქალები,

საფლავს არ შეძრწუნდებიან
ჩვენთა წინაპართ ძვალები.

1885


დაბარებული

მშვიდობით წადი, ბულბულო,
მშვიდობით შენი მგზავრობა!
იერუსალიმს გაუვლი,
ჩაჰძახე ჩვენი წახდომა,
ჩვენი მუდმივი დუხჭირი,
ჩვენი მუდმივი შეცდომა.
ზღვა-ზღვა მივცურავთ უაზროდ,
ნიჩბების მოუსმელადა,
არც-რასა ვნაღლობთ, უშტარი,
ბედი გვყავს წინამძღოლადა,
გავალთ თუ დავიღუპებით,
არა ვიცით-რა სწორადა.
აღარც გული გვაქვს, აღარც ჭკვა,
აღარც თაკილი სადმეა,
არა გვგონია სმა-ჭამის
გარდა საგანი რამეა.
რომ ჰბრუნდებოდე, ბულბულო,
ეგებ რამ დაგაბაროსა,
ყველაფრის წამალ ის არის,
ეგებ რამ მოგვაგვაროსა,
თუ არა - რისათვის ვიყო? -
ბარე მეც მიმიბაროსა...
უთხარი ჩვენსა შოთასა,
იქა ჰმარხია, მგონია,
ჩვენ მიერ დავიწყებულსა,
უცხოეთს განუსვენია.
სანამდე მიწა იქნება,
ან ივერიის ძენია,
ისაც იქნება ცოცხალი,
ნურაზედ მოუწყენია.
იქნება იმის ცხედარსა,
შთომილსა უცხო მხარეში,
ენატრებოდეს აქ წოლა,
ამ თავის საქართველოში.
იქნება ბევრიც ინატრა,
თავის სიკვდილის წამებში,
კიდევ ენახა თამარი,
დაჰცქერებოდა თვალებში.

1887


გაზაფხული

იელვა ცამა, იჭექა,
ბურჯღუმ - წინწელი ჰყარაო,
მოჰყვა ქვითინს და ტირილსა,
ცრემლები ჩამოღვარაო.

მიწამ საკინძი გაიხსნა...
გულ-მკერდი მოიბანაო,
მოჰყვა რთვასა და კაზმვასა,
კეკლუცს ქალს დაეგვანაო.

მთამ გაიღვიძა და ერთი
გმირულად გაიზმარაო.
გადიყრევინა თოვლ-ჭირხლი,
ხევ-ხუვებს მიაბარაო,

ზედაც იმაზე ქუჩქუჩად
ლუსუმამ გამოჰყარაო,
და დაიძახა: “გაიგეთ,
ზამთარი გაიპარაო!”

ჭალები ფრინვლით ივსება,
ცხვარ-ძროხის ძუძუ რძითაო,
ტყე და მინდორი - მწვანითა
ბექ-ბუქი ბალახითაო!

1891


Last edited by Admin on Mon Nov 05, 2012 12:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა)   Mon Nov 05, 2012 12:24 pm

ნიკო რაზიკაშვილი

სიმღერა

ვეალერსები, შევხარი,
დილას ამოსვლას მზისასა;
ნეტა, ვერ შევესწრობია
დამარცხებასა მტრისასა?

გაჰღვიძებოდეს ქართველსა,
ვადას ჰფერავდეს ხმლისასა,
ნათელი გადაჰდიოდეს
ლაჟვარდს ივერის ცისასა.

1882 წ.


მუხა

მუხავ, მიყვარხარ, ტიალო,
გამარტოვებით მდგომარე,
ერთი შენ გპოვე გულისა,
ქვეყანა შემოვიარე.

დაღონებული, მტირალი
მიწყივ შენკე ვარ მოარე,
მე მიყვარს შენი სიბერე,
მუდმივი დაღრეჯილობა,

დახავსებული ტოტები,
სიმტკიცე, ფოთოლთ შლილობა.
შენ არ გაშინებს, ვაჟკაცო,
ბუნების ფერის ცვლილობა.

რაც უნდა ქარი შხუოდეს
და ელვა იკლაკნებოდეს;
მთა-ბარი ირეგვნებოდეს,
ხილხული იხოშებოდეს;

ლერწამი მიწას ეკვროდეს,
მშველი ტყეს ინაბებოდეს;
ზარდაცემული ბწკალზედა
ვეფხვი კლდის ეხში ჰღმუოდეს, -

ამაყად ელი ავდარსა,
ქარს არ უყადრებ თავსაო,
ელვა და ჭექა-ქუხილი
ვერ შეგიხრიან წარბსაო.

არ ივლებ ბაიბუადა
ხალხის უღმერთოდ ჭრასაო,
საფლავიმც აუყვავდება,
ვინაც გვაუწყა მცნებაო:

“კაცი იშობვის ერთს დღესა
და ისევ ერთს დღეს კვდებაო”,
კარგი ჭაბუკი სიკვდილსა
არროს არ შეუდრკებაო.

1884 წ.


დილა მთაში

მზე ჯერ მთათ იქითვე იყო,
წინ ალიონი ჟიკჟიკი,
ხელში წითელი დროშითა,
გამოეგზავნა შიკრიკი.

შორს წყარო-წყლებში ჰღუოდა,
აცაცა ჩანაჭყიდები,
ყვავილ, ბალახზე ნამები,
ბჭყვრიალა მარგალიტები.

ტოროლამ ლექსი შეჰძახა
პირველსავ თენებაზედა,
წამოიშალნენ მწყემსები,
ღამე ნაწოლნი კარზედა,

კოლოტ-კოლოტად ცხვარ-ძროხა,
გამოიფინა მთაზედა.
რატომ არა ჰჩანს ყორანი,
ან სვავნი რას ჰჩადიანა?

დამსხდარან საბუდრებთანა,
მზის მოსვლას მოელიანა,
მხოლოდ არწივი ჰნადირობს
შავარდნის მეჯობიასა,

და ვეფხვიც გამოჰყოლია
ალესილს სპეროზიასა.
აგერ ამ კლდისას ერთ ფრთასა
ამირანისა ჰქვიანა,

თეთრის ბელადით იმაზედ
ჯიხვნი თუ გადივლიანა,
მისნი მაღალნი მწვერვალნი
თითქო ზეცასა ჰკრიანა.

ჩაჰხედო ქვევით, სადაცა
ალაზნის წყალნი ჰდიანა,
თვალს ვერ ჩაუწვდენ და ცივნი
ნიავნი ამოდიანა!

თურმე ამ გორში ხალხის ძმა,
ამირანია დაბმული,
მისსა და ქართვლის გულს შორის
მავთული არის გაბმული.

აქ ერთი ჯოგი ჯიხვისა
ამისთვის არის აღთქმული,
ჰკვნესის და ჰჩივის დღე და ღამ,
სამარადისოდ ტანჯული.

ეს ხმა მსოფლიო სევდაა,
ქართველი ერის სულ-გული,
და მისი წარმოდგენითა
ამირნად გამოსახული!

კაი ხანია ჯიხვებმა
ჰბერტყეს ჭიუხის ცვრებია,
და გადალიხულ ბალახსა
აღმე შეაჩნდა კვლებია.

აგერ ქუჩი და კესანე,
პაწაწინტელა, თეთრაო,
უძლებსა ჰძლებენ უძლებთა,
გულში ჩაჰკვრიან მთებსაო.

მიყვარს მაგათი სტუმრობა,
დაუვალ სიხარულითა,
სხვა რა აყრიათ კეთილი,
ჰცხოვრობენ სიყვარულითა.

1888 წ.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა)   Mon Nov 05, 2012 12:34 pm

ნიკო რაზიკაშვილი

ვუძღნი ჩემი ძმის, ვაჟა-ფშაველას ხსოვნას

სიკვდილი აღარ მახსოვდა,
წუხელ ძმა ვნახე მომრჩალი,
ცხენით აფხუშოს მოვიდა,
გამოვეგებე საწყალი,
ძალიან დაწუხებული,
როგორც მზისათვის დამზრალი.
ხელი მოვხვიე, ვაკოცე,
უნდა დამესვა მაშვრალი.
უეცრად დგრიალი დადგა,
ხალხით აივსო სახლ-კარი.
იძგერნენ შესაპყრობადა,
იმან მანიშნა: "დაჰკარი!"
"გაუშვით, თორემ თავზედა
დაგეცით სისხლის ავდარი",
დავჭყივლე გაცოფებულმა,
ამოვიწვადე ხანჯარი.
ძალს მე და ძალსა ისინი,
გაგვიხდა ჯობნებაზედა.
უცებ ყორანი მოფრინდა,
ვაჟა შეისვა მხრებზედა
და ცისა სივრცეში გაჰქრა
ერთის თვალისა წამზედა.
მაინც წამართვეს, მაინცა,
აუგ დამედვა თავზედა.
ვერ მოვიხმარე ხანჯარი,
სისხლი ამესხა ფხაზედა.
როსნამდე უნდა გიგონო
მიწათმიყრილი ტანზედა?
მუდამ მოუვალს გელოდო,
თვალი მეჭიროს გზაზედა,
ცხადად და მალვივ ვიტირო,
გული ვაბჯინო ქვაზედა?

1915


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა)   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა)
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: