არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თუმანიშვილის ფონდის კონკურსები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4031
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   Thu Jun 09, 2016 9:28 am



მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი
Tumanishvili Theatre Foundation

კონკურსი „ახალი ქართული პიესა-2017“



დრამატურგთა საყურადღებოდ!

ცხადდება კონკურსი!!!

'ახალი ქართული პიესა - 2017' საერთაშორისო ფორმატით.

კონკურსი ეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლის იუბილეს, რომელიც აღინიშნება 2018 წელს.

პროექტი მიმდინარეობს 4 ეტაპად:

1. კონკურსი ჩატარდება ტრადიციულად სამი პრემიით და პრიზით - თუმანიშვილის ვაშლი. ოღონდ, ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან უცხოელი რეჟისორები და ამის გამო, პიესა უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ და ინგლისურ ენაზე. პიესების მიღება 2016 წლის 1-30 დეკემბერი.

2. სამი შერჩეული პიესა წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ითარგმნება გერმანულ ენაზე 2017 წელს.

3. გამომცემლობა 'კენტავრი' დაბეჭდავს ორენოვან კრებულს 2017 წელს.

4. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარდგენილი წიგნი და ჩატარდება წაკითხვა გერმანულ ენაზე 2018 წელს.
შერჩეული პიესები დაიდგმება ევროპის ნაციონალური თეატრების სცენებზე.

თუმანიშვილის ფონდის გენერალური სპონსორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

დეტალებს დაწვრილებით გაცნობებთ.

მოემზადეთ და გისურვებთ წარმატებას.






Arrow

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4031
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   Mon Nov 07, 2016 5:38 pm




„ახალი ქართული პიესა 2017“ პრესკონფერენცია

07.11.2016

7 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებულ კონკურსთან „ახალი ქართული პიესა 2017“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი მანანა ანთაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი გაუძღვნენ.

კონკურსი ახალი ქართული პიესა ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. კონკურსის მიზანი თანამედროვე ორიგინალი და ნათარგმნი პიესების გამოვლენა, ავტორების წახალისება და ამავდროულად, თეატრების რეპერტუარის გამდიდრებაა.

მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდი თანამშრომლობას იწყებს ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან და წელს, კონკურსი „ახალი ქართული პიესა 2017“ ვრცელ, საერთაშორისო ფორმატში იქნება წარმოდგენილი. სამი გამარჯვებული პიესა დაჯილდოვდება ფულადი პრემიით და პრიზით „თუმანიშვილის ვაშლი“, სამივე ითარგმნება გერმანულ ენაზე, გამოიცემა და წარდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წელს, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყანაა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში მოხდება პიესების წაკითხვა და დადგმა.

პიესების მიღება 2017 წლის 1 თებერვალს დაიწყება.

წარმოდგენილი პიესა უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს დაბეჭდილი ან დადგმული.

ბმული - http://www.culture.gov.ge/News/akhali-qartuli-piesa-2017-preskonferencia.aspx

Arrow

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4031
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   Fri Feb 10, 2017 4:09 pm

„ახალი ქართული პიესა 2017“

დრამატურგების საყურადღებოდ!
როგორც იცით, უკვე გამოცხადებულია კონკურსი "ახალი ქართული პიესა-2017", რომელიც ტრადიციულად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

ამჯერად კონკურსს უფრო გაშლილი ფორმატით გთავაზობთ, რადგან ფონდი იწყებს თანამშრომლობას ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან /დირექტორი დეა მეტრეველი/.

პიესების მიღება იწარმოებს 1-10 თებერვალი, 2017. ელექტრონული ვერსია გამოაგზავნეთ მისამართზე geodrama2017@yahoo.com. ხოლო ამობეჭდილი მოიტანეთ ფონდში აღმაშენებლის გამზ. 164. თუმანიშვილის თეატრის შენობაში.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზით "თუმანიშვილის ვაშლი" და მიიღებენ სამ ფულად პრემიას:
I პრემია 2500 ლარი,
IIპრემია 1500 ლარი
III პრემია1000 ლარი .

გამარჯვებული პიესები წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ითარგმნება გერმანულ ენაზე, / ეს იქნება მაღალი დონის თარგმანი/, დაიბეჭდება კრებულის სახით და წარდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წელს. იქვე მოხდება მათი საჯარო წაკითხვა.ამას გარდა, დაეგზავნება გერმანულენოვანი ქვეყნების თეატრებს.

წარმოდგენილი პიესა არ უნდა იყოს დაბეჭდილი და/ან დადგმული.
გისურვებთ წარმატებას!

ბმული - https://www.facebook.com/TumanishviliTheatreFoundation/posts/1085237561590201


10 თებერვალს, ღამის 12 საათზე მთავრდება პიესების მიღება კონკურსისთვის
'ახალი ქართული პიესა 2017' !
geodrama2017@yahoo.com
ხვალიდან ჟიურის 5 წევრი შეუდგება მათ კითხვას!
შედეგებს მარტის შუა რიცხვებში /დაზუსტებით მოგვიანებით გაცნობებთ!/ გამოვაცხადებთ.
გისურვებთ წარმატებას.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, უკვე დაწყებულია და
მიმდინარებს მორიგი კონკურსი
'ახალი ქართული პიესა 2017'
10 თებერვალს დასრულდა პიესების მიღება.
შემოსული იყო 19 პიესა, მაგრამ ერთი მოიხსნა კონკურსიდან, რადგან პირობების თანახმად დადგმული პიესა /და დაბეჭდილი!/ მონაწილეობას ვერ მიიღებს.
18 ახალი ქართული პიესა უკვე ჟიურის წევრებს გადაეცა.
შედეგებს მარტის შუა რიცხვებში გაცნობებთ!

11.03.2017 -- დასრულდა კონკურსი „ახალი ქართული პიესა - 2017“
გამარჯვებულთა ვინაობა გამოცხადდება ა/წ 13 მარტს (ორშაბათს), 12:00 სთ-ზე,
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სააქტო დარბაზში
მისამართი - თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4, V სართული

"ქართული პიესა -2017"
პირველი პრემია: ალექს ჩიღვინაძე - „უხერხემლო“
მეორე პრემია: ირმა ტაველიძე - „კედელი სტალინის პორტრეტისთვის“
მესამე პრემია: დავით ხორბალაძე - „შობის ტოლმა“

ჟიური: თამარ ბართაია, დათა თავაძე, თეა კახიანი, მანანა ტურიაშვილი, გიორგი ყაჯრიშვილი

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   

Back to top Go down
 
თუმანიშვილის ფონდის კონკურსები
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: