არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თუმანიშვილის ფონდის კონკურსები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   Mon Jul 08, 2013 9:57 pm



წიგნის დასახელება – „ქართული პიესა 2012“ (კონკურსში „ახალი ქართული პიესა - 2012“ გამარჯვებული ექვსი პიესა)
ავტორი - თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია
გამომცემელი - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი
გამომცემლობა - საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრი“
ISBN 978-9941-9331-1-0 (ტომეული)
ISBN 978-9941-9331-2-7 (წიგნი I)
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2013
გვერდების რაოდენობა – 272

ჟიურის წევრები:
* მანანა ანასაშვილი -- თეატრისა და კინოს რეჟისორი, მიჩიგანისა და ლიას უნივერსიტეტის პროფესორი.
* მანანა ანთაძე -- ლიტერატორი, მთარგმნელი, თუმანიშვილის ფონდის ხელმძღვანელი
* ირინა ღოღობერიძე -- ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ლიტერატორი, მთარგმნელი. თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის პრეზიდენტი. მიღებული აქვს საფრანგეთის მთავრობის ჯილდო: ხელოვნებისა და სიტყვიერების ორდენი
* გოგი ყაჯრიშვილი -- ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი
* ნიკა წულუკიძე -- თეატრმცოდნეობის დოქტორანტი, ტელე და რადიო იმედის წამყვანი, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის პრეზიდენტი

კონკურსის დაფინანსებისთვის ფონდი მადლობას უხდის მერიის კულტურული ღონისძიებების სამსახურს.


შინაარსი
* თამარ ბართაია -- „სტალინის სანუკვარი სარდაფი“
* დავით გაბუნია -- „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება“
* ნინო მირზიაშვილი -- „მაცეკვე ტანგო!“
* მიხო მოსულიშვილი -- „ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა“
* ნანუკა სეფაშვილი -- „ქარის სიმფონია“
* ირაკლი ცხადაია -- „ლურჯი თოვლი“



თუმანიშვილის ფონდი არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 1998 წლის 27 მარტს. 2006 წლიდან უწყვეტად მიმდინარეობს ფონდის უმნიშვნელოვანესი, ყოველწლიური პროექტი „ახალი დრამატურგია“, რომელიც მოიცავს ორ კონკურსს – „ახალი ქართული პიესა“ და „უცხოური პიესის საუკეთესო თარგმანი“.
2012 წლის კონკურსში გამარჯვებული 6 პიესის გამოცემით დაიწყო თეატრალური უნივერსიტეტის და გამომცემლობა „კენტავრის“ თანამშრომლობა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდთან. მკითხველს ვთავაზობთ: თამარ ბართაიას, დავით გაბუნიას, ნინო მირზიაშვილის, მიხო მოსულისვილის, ნანუკა სეფაშვილის და ირაკლი ცხადაიას პიესებს.

ISBN 978-9941-9331-1-0 (ტომეული)
ISBN 978-9941-9331-2-7 (წიგნი I)

ბმული - http://www.tafu.edu.ge/ge_pubs.php?lng=ge_&start=0&num=10&page=&c=pubs
study


Last edited by Admin on Wed Jan 22, 2014 10:32 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   Wed Jul 24, 2013 3:58 pm



კონკურსი ''საუბარი საზღვრების შესახებ'' საუკეთესო ქართული პიესის გამოსავლენად
22/07/2013

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ავსტრიის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტრო, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად, აცხადებს კონკურსს

„საუბარი საზღვრების შესახებ“ საუკეთესო ქართული პიესის გამოსავლენად



კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც დაბადებულია საქართველოში, არის საქართველოს მოქალაქე ან ბოლო 15 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში;

დრამატურგმა უნდა წარმოადგინოს ახალი პიესა „საზღვრების შესახებ“, კერძოდ, როგორია ცხოვრება საქართველოში სოციალური და ეკონომიკურ- პოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში;

პიესა და სინოპსისი უნდა დაიწეროს ქართულად და ახლდეს თარგმანი ინგლისურ ენაზე (სამუშაო ვარიანტი);

საკონკურსო პიესა არ უნდა იყოს ამ დრომდე გამოქვეყნებული ან დადგმული;

პიესები ანონიმურად გადაეცემა 5 წევრისაგან შემდგარ საერთაშორისო ჟიურის (3 ავსტრიელი და 2 ქართველი);

გამარჯვებულის ვინაობა გამოცხადდება 2014 წლის თებერვალში.

საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით :

გამარჯვებული პიესის ავტორი მიიღებს 3500 ევროს;

გამარჯვებული პიესა დაიბეჭდება 11000-იანი ტირაჟით და გავრცელდება გერმანულენოვან ქვეყნებში;

ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე გაიმართება პიესის პრეზენტაცია;

პიესა დაიდგმება გერმანიის ნაციონალური თეატრის სცენაზე.

საკონკურსო პიესები ორ ეგზემპლარად (ქართული, ინგლისური) უნდა გამოიგზავნოს 20 დეკემბრამდე ორივე მითითებულ მისამართზე:

contact@talkingaboutborders.eu
geo_drama@yahoo.com

საკონტაქტო პირი: მანანა ანთაძე - 2 357013; 2233007; 599 207770
საკონტაქტო პირი კულტურის სამინისტროში: ხათუნა ხუნდაძე - 2990285
პროექტის ავტორი და საქართველოში კონკურსის ოფიციალური წარმომადგენელი: დრამატურგი, რეჟისორი, დოქტორი კრისტიან პაპკე.




პიესების კონკურსი „საუბარი საზღვრების შესახებ“


h1.მონაწილეობის პირობები


h2. (1) მიზანი

პიესების ავსტრიული კონკურსი ,,საუბარი საზღვრების შესახებ” იმართება 2005 წლიდან ყოველწლიურად აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისთვის. 2013 წელს ეს კონკურსი ტარდება საქართველოში. საქმე ეხება აღმოსავლეთ ევროპის პიესების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონკურსს. საერთაშორისო ჟიური შეაფასებს წარმოდგენილ საუკეთესო პიესის და ავტორს ან ავტორებს და გადასცემს ფულად ჯილდოს 3.500 ევროს ოდენობით.
ამას გარდა, ჯილდო ითვალისწინებს ნაწარმოების, როგორც გერმანულად თარგმნას ასევე მის პუბლიკაციას (11.000 ცალის გამოცემას).
ჯილდოს ნაწილია ასევე გამარჯვებული ტექსტის პრეზენტაცია ვენაში გამართული საჯარო კითხვის ფარგლებში და დაჯილდოვებული ავტორის მიწვევა ავსტრიაში. ორგანიზატორები ხელს შეუწყობენ გამარჯვებული ნაწარმოების დადგმას გერმანულენოვან სახელმწიფო თეატრებში 2014/15 წლების სეზონზე.
პიესების კონკურსი იმართება ავსტრიის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიერ, ავსტრიის პენ-კლუბთან და დოქტორ ქრისტიან პაპკესთან თანამშრომლობით, რომელიც პასუხისმგებელია კონკურსის სამართლებრივ და სამხატვრო საკითხებზე.

პროექტის მხარდამჭერია -
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
საკონტაქტო პირი-ხათუნა ხუნდაძე 2 99 02 85 geo_drama@yahoo.com

პროექტის პარტნიორია -
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი.
საკონტაქტო პირი- მანანა ანთაძე 2 233007 ან 5/99/ 207770 geo_drama@yahoo.com


h2. (2) მონაწილეობის პირობები

მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა პირს, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, დაიბადა საქართველოში, ფლობს საქართველოს მოქალაქეობას ან მინიმუმ 15 წელი დღევანდელ სახელმწიფო ტერიტორიაზე იცხოვრა.
პიესის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ენაზე.
ორიგინალთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს ინგლისური ვარიანტიც და სინოპსისი.
ინგლისური ვარიანტი ემსახურება საერთაშორისო ჟიურის პირველად ორიენტაციას და უნდა იყოს სრულყოფილი, მაგრამ არა პროფესიული დონის თარგმანი.
ერთი ავტორის მიერ მხოლოდ ერთი პიესა უნდა იქნეს წარმოდგენილი.
ტექსტი არ უნდა იყოს არც სცენაზე დადგმული და არც გამოქვეყნებული.
პიესა უნდა შეესაბამებოდეს თავისი არსით საკონკურსო თემას ,,საუბარი საზღვრების შესახებ: სიცოცხლის შეგრძნება გარდაქმნების დროს”.
პიესა წარმოდგენილი უნდა იქნას მაქსიმუმ 5 მსახიობის მიერ.
წარმოდგენამ უნდა მოიცვას მთელი საღამო (არ უნდა იყოს ერთაქტიანი): ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 70 წუთს.
მონაწილეები გადასცემენ ნაწარმოების გამოყენების უფლებებს აბზაც (3) -ის შესაბამისად.


h2. (3) ნაწარმოების გამოყენების უფლებები

ყველა მონაწილე გადასცემს ორგანიზატორებს ნაწარმოების გამოყენების შემდეგ უფლებებს:
პიესის ტექსტის თარგმნისა და გამოქვეყნების არაექსკლუზიურ, დროში შეუზღუდავ უფლებას ანაზღაურების გარეშე, მაგალითად ანთოლოგიის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ ტექსტი განვითარდება ბესტსელერად, ავტორი მიიღებს შესაბამის წილს შემოსავლიდან.

მონაწილეები აცხადებენ თანხმობას, რომ გამარჯვებული პიესისთვის ძალაშია შემდეგი ნორმები:
ავტორი გადასცემს ორგანიზატორებს გამარჯვებული ტექსტის თარგმნისა და გამოქვეყნების ექსკლუზიურ უფლებას პრემიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში.
ორგანიზატორები ამას გარდა იღებენ პიესის დადგმის ექსკლუზიურ უფლებას არაუმეტეს 2 წლისა და მაქსიმუმ 14 საჯარო წარმოდგენისა. გამარჯვებული აცხადებს თანხმობას, რომ ზემოთ ხსენებული უფლებებისთვის ფულად ჯილდოსთან ერთად არ მიიღებს სხვა ანაზღაურებას.


h2. (4)ტექსტის წარდგენა

ტექსტის წარდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 20 დეკემბერი, პარასკევი.
მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პიესის ტექსტი ორიგინალ ენაზე
2. პიესის ტექსტის ინგლისური ვარიანტი და სინოპსისი ინგლისურ ენაზე
3. პირველადი ინფორმაცია ავტორის შესახებ ინგლისურ ენაზე
4. დადასტურება იმისა, რომ ავტორი გაეცნო წარდგენის პირობებს და ეთანხმება მათ.
5. კონვერტზე მიუთითოთ „Drama Contest“ და გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი,
აღმაშენებლის გამზირი 164,
თბილისი 0112, საქართველო.
მანანა ანთაძე
ტელ. 2 233007 ან მობილი 5 /99/ 207770
E-mail: geo_drama@yahoo.com

პიესები და დოკუმენტების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით „Drama Contest“-ის სათაურის ველში მითითებით.
contact@talkingaboutborders.eu და ასლი geo_drama@yahoo.com

(პროექტის სარეგისტრაციოდ ელექტრონულ გვერდზე www.talkingaboutborders.eu მითითებულია პირდაპირი ლინკი: http://talkingaboutborders.eu/en/submission/ )

დაკარგულ დოკუმენტებზე პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება. წარმოდგენილი დოკუმენტები უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.


h2. (5) დაჯილდოვება და სამართლებრივი პროცედურა

წარმოდგენილი პიესები ჟიურის გადაეცემა ანონიმურად. ჟიური შედგება 5 კომპეტენტური სპეციალისტისგან, მათ შორის ორი საქართველოდან.
გამარჯვებული ცნობილი გახდება 2014 წლის თებერვლის დასასრულს ახალი პრესკონფერენციის ფარგლებში.
ჟიური თავის საბოლოო დასკვნას წარმოადგენს წერილობით. გადაწყვეტილებები არ ექვემდებარება საჯარო კომენტირებას.
სამართლებრივი პროცედურები გამორიცხულია.
შესაძლო სამართლებრივი დავების გადასაწყვეტად ნაწარმოების გამოყენების, თარგმნის, გამოქვეყნების ან დადგმასთან დაკავშირებით გამოიყენება ავსტრიული სამართალი და ვენის სასამართლო დაწესებულება.



ბმული -- http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.7652.html

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   Fri Oct 04, 2013 11:41 am



კონკურსი დრამატურგიაში

ავსტრიულ-ქართული ერთობლივი პროექტი: „საუბარი საზღვრების შესახებ“, „ახალი ქართული პიესა – 2013“

ორგანიზატორები:
* დოქტ. კრისტიან პაპკე /ავსტრია/ - 10 წელია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მართავს კონკურსს „საუბარი საზღვრების შესახებ“
* მანანა ანთაძე - თუმანიშვილის ფონდი /საქართველო/- 8 წელია მართავს კონკურსებს თანამედროვე დრამატურგიაში.

კონკურსის მხარდამჭერები:
* ავსტრიის: ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტრო; ავსტრიის პენ-კლუბი
* საქართველოს: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

კონკურსის პირობები:
• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც დაბადებულია საქართველოში, არის საქართველოს მოქალაქე ან ბოლო 15 წელია ცხოვრობს საქართველოში.
• პიესა არ უნდა იყოს უკვე დადგმული ან დაბეჭდილი
• პიესა უნდა დაიწეროს ქართულ ენაზე, მაგრამ აუცილებლად იგზავნება ინგლისურ თარგმანთან ერთად
• პიესა განსაზღვრული უნდა იყოს 5 მსახიობზე, თუმცა მოქმედ პირთა რაოდენობა შეზღუდული არ არის
• პიესები ანონიმურად გადაეცემა 5 წევრისაგან შემდგარ საერთაშორისო ჟიურის

კონკურსი „საუბარი საზღვრების შესახებ“ არ გულისხმობს გეოგრაფიული საზღვრების თემაზე დაწერილ პიესას, არამედ იმას, თუ როგორ აღიქვამს ავტორი ცხოვრებას სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა ცვლილებების ეპოქაში.

პიესების მიღება დაიწყება 1 დეკემბერს.
ბოლო ვადაა 20 დეკემბერი 2013.

ელექტრონული ვერსია /ქართულ და ინგლისურ ენაზე/ იგზავნება ერთდროულად ორ მისამართზე:
contact@talkingaboutborders.eu
manana_antadze@yahoo.co.uk

ამასთან, ორ ეგზემპლარად ამობეჭდილი უნდა მოიტანოთ თუმანიშვილის ფონდში /აღმაშენებლის გამზირი 164/

დაჯილდოება გაიმართება 2014 წლის თებერვალში.
გამარჯვებული ავტორი მიიღებს 3 500 ევროს;
გამარჯვებული პიესა ითარგმნება გერმანულ ენაზე;
დაიბეჭდება 11 000 ტირაჟით;
პრეზენტაცია გაიმართება ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე;
დაიდგმება გერმანიის ნაციონალური თეატრის სცენაზე.

ქართული მხარე კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გასცემს მეორე და მესამე პრემიას /3 500 და 2 500 ლარს.
გამარჯვებული პიესების საჯარო წაკითხვა გაიმართება საქართველოში, თუმანიშვილის თეატრში.
რჩეულ პიესებს თუმანიშვილის ფონდი კრებულის სახით დაბეჭდავს.
საუკეთესო პიესა დაიდგმება რომელიმე ქართულ თეატრში.

ნებისმიერი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:

მანანა ანთაძე – 599 207770; 2233007; 2357013
ხათუნა ხუნდაძე /საკონტაქტო პირი კულტურის სამინისტროში: kkhundadze@culture.gov.ge; 2146854


ბმული
* https://www.facebook.com/notes/tumanishvili-theatre-foundation/კონკურსი-დრამატურგიაში-საუბარი-საზღვრების-შესახებ-ახალი-ქართული-პიესა-2013/459463007500996
* https://www.youtube.com/watch?v=s_0Dd77t4II

Smile


Last edited by Admin on Sun Feb 02, 2014 5:04 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   Fri Jan 24, 2014 4:04 pm



რედაქტორისგან

თუმანიშვილის ფონდის თხუთმეტი წლისთავისადმი მიძღვნილ ამ ცნობარში (რომელიც კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ხელშეწყობით იბეჭდება), შევეცადეთ აგვესახა მისი მოღვაწეობის ის ძირითადი მომენტები, რომელთა მიხედვით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც უკვე ჩამოყალიბდა ამ ფონდის ავტორიტეტი.

ბევრი რამ გააკეთა ფონდმა უანგაროდ, მაგრამ უმთავრესი, რასაც ფონდი წარმატებით ართმევს თავს, არის პროექტი „ახალი დრამატურგია“ და რაზეც მეტყველებს შემდეგი შთამბეჭდავი ციფრები: დღემდე გამართული „ახალი ქართული პიესის“ ოთხ კონკურსში განხილულია 133 დრამატურგის 211 ორიგინალური პიესა, „ახალი თარგმანის“ ასევე ოთხ კონკურში კი 60 მთარგმნელის 89 თარგმნილი პიესა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართულ თეატრს შეემატა ორასზე მეტი დრამატული ნაწარმოები, შეიქმნა „პიესების ბანკი“, საიდანაც უკვე ბევრმა მათგანმა ჰპოვა სცენური სიცოცხლე საქართველოს თეატრების სცენებზე, ბევრიც თავის დროს უცდის...

ფონდი წელსაც წარმატებით განაგრძობს ამ პრაქტიკას და ამჯერად ავსტრიულ მხარესთან ერთად ატარებს „ახალი ქართული პიესის“კონკურსს დევიზით: „საუბარი საზღვრების შესახებ“. გამარჯვებული პიესა ითარგმნება, წიგნად გამოიცემა და დაიდგმება გერმანულენოვან სამყაროში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული დრამატურგია სწორედ თუმანიშვილის ფონდის მხარდაჭერით გადის საერთაშორისო ასპარეზზე.

ქართულ სინამდვილეში მანამდე არარსებული, ამ უპეცენდენტო ფონდის არსებობისთვის, რომელსაც თითქოს ბატონი მიხეილ თუმანიშვილის სული დასტრიალებს და მის მაღალ გემოვნებას განსაზღვრავს, დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ინგლისურენოვანი ლიტერატურის შესანიშნავ მთარგმნელს, ფონდის დამაარსებელსა და პრეზიდენტს, დრამატურგიაზე უსაზღვროდ შეყვარებულ მანანა ანთაძეს, ვისაც წლების მანძილზე მოუწია მიხეილ თუმანიშვილის გვერდით მუშაობა, როგორც თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგეს და რომლის ძალისხმევითაც თუმანიშვილის ფონდმა დიდი ავტორიტეტი მოიპოვა თეატრალებს შორის. ამის დასტურად ეს პატარა ცნობარიც გამოდგება.

მიხო მოსულიშვილი



From the Editor

In this handbook (issued with the initiative and assistance of the Ministry of Culture) dedicated to the 15th anniversary of Tumanishvili Fondation we intend to demonstrate the key moments from its work due to which both in Georgia and abroad the Foundation has gained significant acknowledgment.

Among many of the achievements of the Foundation we would like to call your attention to the one considered to be the most successful. This is the project called ‘New Writing’. It is impossible not to agree on how impressive the numbers related to this project are: During four contests of ‘New Georgian Play’ held so far the Foundation has received and reviewed 211 innovative plays of 133 playwrights. Likewise, in four contests of ‘New Translation’ - 89 translated plays of 60 translators. These means, that Georgian Theatre has gained over 200 new dramatic works. As a result ‘Bank of Plays’ has been created from which many of the plays already have been revitalized on various stages of Georgian theatres and some are still waiting for their turn.

This year the Foundation is continuing this impressive practice and in collaboration with the Austrian partner is organizing the contest ¨New Georgian Play¨ with the Austrian slogan: ‘Talking about boarders’. The winning play will be translated, published and staged in the German-speaking world of theatre. This implies that Georgian dramaturgy will access the international arena with the assistance of Tumanishvili Foundation.

The existence of such a unique Foundation in Georgian reality is unprecedented. It even leaves an impression that it is accompanied with the spirit of Mikheil Tumanishvili insuring the Foundation’s high performance and sophisticated taste. The credit for this accomplishment belongs to a wonderful translator of English literature; the Founder and the President of the Foundation, a person completely in love with dramaturgy - Manana Antadze who had the opportunity to work with Mikheil Tumanishvili as the Head of Literature Department at Tumanishvili Film Actors Theatre and due to whose hard work Tumanishvili Foundation has gained huge recognition within the world of theatre. Even this handbook can serve as a proof of this.

Mikho Mosulishvili



წიგნის დასახელება – „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი - 15“ (საიუბილეო ცნობარი ქართულ და ინგლისურ ენებზე)
ცნობარის მასალები - მანანა ანთაძე (თუმანიშვილის ფონდის პრეზიდენტი)
რედაქტორი - მიხო მოსულიშვილი
ყდის დიზაინი - მარი მერაბიშვილი
ცნობარზე მუშაობდნენ - დათო ალელიშვილი, მაია ყიასაშვილი, ზაზა სიამაშვილი, ანი მოსულიშვილი
გამომცემლობა – „არადანი“
ყდა – რბილი
გვერდების რაოდენობა - 30
გამოცემის წელი – 2014



Arrow


Last edited by Admin on Fri Jan 31, 2014 10:52 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   Mon Jan 27, 2014 7:05 pm

დრამატურგთა საყურადღებოდ!

ორშაბათს, 3 თებერვალს, 1 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება ავსტრიულ-ქართული კონკურსის "საუბარი საზღვრების შესახებ" დაჯილდოვება. გამარჯვებულთა ვინაობა სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი.

ავსტრიული მხარე გასცემს პირველ პრემიას - 3500 ევროს, თარგმნის პრემირებულ პიესას და დაბეჭდავს 11 000 ტირაჟით; აგრეთვე დადგამს გერმანიის ნაციონალურ თეატრში. ჩვენ, ქართული მხარე გავცემთ მეორე და მესამე პრემიას: 3500 და 2500 ლარი (აფინანსებს კულტურის სამინისტრო), კრებულის სახით გამოვცემთ 5 საუკეთესო პიესას (გამომცემლობა'კენტავრი'), მოვაწყობთ წაკითხვას და 3 პრემირებულს გადავცემთ ფონდის პრიზს.

ბმული -- https://www.facebook.com/TumanishviliTheatreFoundation



Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   Sun Feb 02, 2014 11:32 am



'1st day of the jury meeting of my international drama competition Talking About Borders - wonderful new plays have been discussed, 8 are now on out shortlist.'

Jury of 'Talking About Borders': Peter Spuhler, Klaus Kusenberg, Dorotty Szalma, Giorgi Kajrishvili © Photo and text by Christian Papke, Director, Sheraton Metechi Palace Hotel, Tbilisi, February 1, 2014


Link:
* https://www.facebook.com/photo.php?fbid=675708035824618&set=a.675107679217987.1073741825.133691626692931&type=1&theater


3 თებერვალს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, დრამატურგთა ევროპული კონკურსის “საუბარი საზღვრების შესახებ” გამარჯვებულები გამოავლინა. მინისტრთან ერთად გამარჯვებულები დააჯილდოვა პროექტის ავტორმა და ხელმძღვანელმა, დოქტორმა ქრისტიან პაპკემ და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის პრეზიდენტმა მანანა ანთაძემ. პროექტი ინიცირებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის მანანა ბერიკაშვილის მიერ.
დრამატურგიულ კონკურსზე საპრიზო ადგილები უპრეცენდენტოდ გადანაწილდა:

პირველი პრემიის მფლობელი ორი დრამატურგი გახდა:
* დათა თავაძე - „დედა ომი“ (დაიდგმება გორლიც ციტაუს სახელმწიფო თეატრში).
* ბასა ჯანიკაშვილი - „გაბრაზებული ჩიტი“ (დაიდგმება ნიუნბერგის სახელმწიფო თეატრში).
გამარჯვებულები პირველი და მეორე პრემიისთვის განკუთვნილ ჯილდოს - 3 500 ევროსა და 3 500 ლარს გაინაწილებენ. გამარჯვებული პიესები გერმანულ ენაზე ითარგმნება, 11 ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდება და გავრცელდება გერმანულენოვან ქვეყნებში. მათი პრეზენტაცია 2014 წლის მარტში, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე შედგება.
* მესამე პრემია - ლაშა ბუღაძე „26 მაისი“ (2500 ლარი).

მოწონებული რვა პიესა:
* ლაშა ბუღაძე „26 მაისი“
* ბასა ჯანიკაშვილი „გაბრაზებული ჩიტი“
* დათა თავაძე „დედა ომი“
* ნენე კვინიკაძე „მეგობრები“
* გიგი გულედანი „რევიზია“
* თამარ ბართაია „მუყაოს სახლები“
* გურამ ბათიაშვილი „რომა და ჯულია“
* ფატი კიპაროიძე „პაემანი წარსულთან, ანუ დედაჩემი ყველაზე ლამაზია".

ჟიური:
* პეტერ სპულე
* კლაუს კუსენბერგი
* დოროთი სალმა
* რობერტ სტურუა
* გიორგი ყაჯრიშვილი


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   Tue Dec 16, 2014 2:02 pm

კონკურსის „თარგმნილი პიესა-2014“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

16/12/2014


15 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის კონკურსის „თარგმნილი პიესა-2014“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ხუთი წევრისაგან შემდგარმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა.

საპრიზო ფონდი შემდეგნაირად გადანაწილდა:

I პრემია (2500 ლარი) - გადაეცა გიორგი ეკიზაშვილს, პიერ ოგიუსტ კარონ დე ბომარშეს პიესის - „შეშლილი დღე ანუ ფიგაროს ქორწინება“ თარგმანისთვის.

II პრემია (1500 ლარი) - ერგო მანანა ცინცაძეს, სტივენ დანსტონის პიესის - „ვინ არის სილვია“ თარგმანისთვის.

III პრემია (1000 ლარი) - გადაეცა ნინო ოსეფაშვილს მაქს ფრიშის პიესის „დონ ჟუანი, ანუ გეომეტრიის სიყვარული“ თარგმანისთვის.

კონკურსი უკვე მესამე წელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მისი ორგანიზატორია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფონდის სპეციალური პრიზით „თუმანიშვილის ვაშლი“. ამავე დღეს გაიმართა კრებულის - „ახალი ქართული პიესა-2014“ პრეზენტაცია ; გამოცხადდა აგრეთვე თუმანიშვილის ფონდის საერთაშორისო კონკურსი - „ახალი ქართული პიესა-2015“ , რომელიც ქართული და ევროპული თეატრებისთვის ტარდება.

თუმანიშვილის ფონდი 2006 წლიდან მუშაობს წარმატებულ საერთაშორისო პროექტზე „ ახალი დრამატურგია“ და ყოველწლიურად მართავს ორ კონკურსს: „ახალი ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესა“.

2013 წელს, ფონდთან თანამშრომლობის შედეგად „როიალ ქორთში“ დაიდგა ლაშა ბუღაძის „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“. 2015 წელს, სამი ქართველი დრამატურგის პიესა დაიდგმება ევროპის ნაციონალური თეატრების სცენებზე: დათა თავაძის „დედაომი“ -პრემიერა დანიშნულია 20 თებერვალს, ჰაუპტმანის თეატრში, ბასა ჯანიკაშვილის „გაბრაზებული ჩიტი“ და ლაშა ბუღაძის „26 მაისი“.

ბმული:
* http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.13207.html

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   Sat Apr 04, 2015 10:13 am

დრამატურგების საყურადღებოდ!!!!!!!

პროექტი 'ახალი დრამატურგია' გრძელდება.
თუმანიშვილის ფონდს გამოცხადებული აქვს ორი კონკურსი:

1.' პიესა რუსთაველის თეატრისთვის' - ეს ერთობლივი პროექტია რუსთაველის თეატრთან ერთად და 3 პიესა უნდა შეირჩეს დასადგმელად. /35 წლამდე დრამატურგებს ეხება/ 20-23 აპრილი, პიესების მიღება.

2. 'ახალი ქართული პიესა-2015', რომელიც კვლავ საერთასორისო კონკურსია /ევროპული თეატრების ხელმძღვანელები აირჩევენ პიესებს. შეგახსენებთ ბასა ჯანიკაშვილის და დათა თავაძის შარშანდელ წარმატებას/ და პიესების მიღება დაიწყება 7.09-დან 10.09-მდე (7-10 ექტემბერი, 2015).

ნოემბერში კი გამოცხადდება შემდეგი კონკურსი ,ახალი თარგმანი'
'ჩვენ კარგი პიესის მუდმივ მოლოდინში ვართ'

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   Sun Sep 13, 2015 1:05 pm

დრამატურგთა საყურადღებოდ!

კონკურსი 'ახალი ქართული პიესა - 2015'

გენერალური სპონსორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
პირველი პრემია - 2500 ლარი
მეორე პრემია - 1500 ლარი
მესამე პრემია - 1000 ლარი

წარმოდგენილი პიესა არ უნდა იყოს დაბეჭდილი და/ან დადგმული.
თითოეულ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი პიესის შემოტანა.

პიესების მიღება 10.09 - 20.09

ელექტრონული ვერსია გამოგზავნეთ მისამართზე: geodrama2015@yahoo.com

სამ ცალად ამობეჭდილი მოიტანეთ თუმანიშვილის ფონდში /დავით აღმაშენებლის გამზირი 164, კინომსახიობთა თეატრი/
გისურვებთ წარმატებას.

ველოდებით ახალ, საინტერესო პიესებს!

გთხოვთ გააზიაროთ!

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   Tue Mar 22, 2016 9:27 am




მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი
Tumanishvili Theatre Foundation


კონკურსები 2006-2016



კონკურსი „ქართული პიესა“
ლაურეატები


2007
ბასა ჯანიკაშვილი „მეტრო“
თამარ ბართაია „პეიზაჟს აკლია სითბო“


2008
ლალი კეკელიძე „მკვდარი საათი“
ლიკა მოლარიშვილი „ეთერი“
დათა თავაძე „ყვავები“


2009
თამარ ბართაია „სათამაშო პისტოლეტი“
ირაკლი სამსონაძე „კლინიკური ქორწინება“
ოთარ ქათამაძე „აივანი“


2012
ნინო მირზიაშვილი „მაცეკვე ტანგო“
თამარ ბართაია „სტალინის სანუკვარი სარდაფი“
დავით გაბუნია „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება“
ირაკლი ცხადაია „ლურჯი თოვლი“
მიხო მოსულიშვილი „ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა“
ნანუკა სეფაშვილი „ქარის სიმფონია“


2013
დათა თავაძე „დედაომი“
ბასა ჯანიკაშვილი „გაბრაზებული ჩიტი“
ლაშა ბუღაძე „ოცდაექვსი მაისი“


2015
დავით ფირცხალავა „კლასელები“
თამარ ბართაია „და-ქოც-ნაც-ებ-ულები“
ირაკლი ცხადაია „პეპელა პარკუჭიდან“
ალექს ჩიღვინაძე „ოლიმპიადა“


კონკურსში მონაწილე პიესები
140 ავტორის 223 პიესა


2007
ციალა არდაშელია - „სიყვარული სიკვდილის შემდეგ“
თამარ ბართაია - „მარგო, მოცარტი,
ჰასანი და ორი მტკაველი მიწა“
თამარ ბართაია - „შეხვედრის ადგილი“
თამარ ბართაია - „პეიზაჟს აკლია სითბო“
გურამ ბათიაშვილი - „დასაბამი“
გურამ ბათიაშვილი - „ნანა და დათა“
ლაშა ბუღაძე - „სტალინი, ამხანაგი სტალინი, იოსებ ბესარიონის ძე სტალინი“
ლაშა ბუღაძე - „როცა თავს ესხმიან ტაქსისტებს“
ლალი კეკელიძე - „მამა“
ლალი კეკელიძე - „უტატა“
ლალი კეკელიძე - „არაფერი“
ლელა კოდალაშვილი - „ისევ იქ, სადაც ვიყავით“
ზურა მელიქიძე - „სურვილების განდევნა“
თამაზ მეტრეველი - „ნოსტალგია“
მიხო მოსულიშვილი - „ცეკვა მკვდრებით“
იოსებ მჭდლიშვილი - „მწუხრის ჟამს, სამოთხეში“
ირაკლი სამსონაძე - „ყოფილების სარეცელი“
ირაკლი სამსონაძე - „მეხუთე პერსონაჟი“
დათო ტურაშვილი - „შავი კეტები“
ალექსანდრე ქოქრაშვილი - „ოტელო და ევა“
კობა ცხაკაია - „დაღლილი ანგელოზის სამი ბუმბული, ანუ სულით ღატაკი ადამიანების ისტორია“
დათო ჩაჩიბაია - „ჩიტები თევზის მუცლიდან“
დათო ჩაჩიბაია - „მონუმენტი“
მაკა ხარშილაძე - „შერატონ მეტეხი პალასი“
ბასა ჯანიკაშვილი - „მეტრო“


2008
გია ალავიძე - „ედისეა“
გია ალავიძე - „მოსამართლის ჩანაწერები“
თამარ ბართაია - „სარდაფი გორში“
თამარ ბართაია - „მთავარი როლი“
ლაშა ბუღაძე - „ნაფტალინი“
დავით გაბუნია - „სხვისი შვილები“
რუსლან გაგუა - „იდეალური ქალი“
გიორგი გოგუაძე - „იბე ტო და იდი, ანუ იდიოტები“
ზაზა დავითაშვილი - „გარეული იხვების გადაძახილი“
დათა თავაძე - „ყვავები“
დათა თავაძე - „ჰიგინსი და მორიარტი მკვდრები არიან“
მარინა ივანიშვილი - „საუნა საშობაოდ“
მარინა ივანიშვილი - „რა დროს ვარსკვლავებია“
ლალი კეკელიძე - „მზადება ქორწილისათვის“
ლალი კეკელიძე - „მკვდარი საათი“
ენრიკო კვიჟინაძე - „პაიკები, ანუ გული ჰქონია“
თორნიკე კილანავა - „სენსუალური მეჯლისი“
გიორგი კოხრეიძე (იმერელი) - „რატომ დავრჩი გაუთხოვარი“
გიორგი კოხრეიძე (იმერელი) - „ვირო, მაჩვენე პასპორტი!“
ნონა კუპრეიშვილი - „თამაშით შეპყრობილი“
ირმა მალაციძე - „ქალწული“
გურამ მეგრელიშვილი - „დაიკიდე, მოგეშვება“
თამაზ მეტრეველი - „სუპერ ქართველები!!!“
ლიკა მოლარიშვილი - „ეთერი“
სანდრო მრევლიშვილი - „უსაზღვრობა დროთა (გალაკტიონი)“
თამარ ფხაკაძე - „გაფრენა“
მაია ქაჯაია - „აპრილის განთიადი“
ვანო ჩხიკვაძე - „ხედი ბოლო სართულიდან“
ეკა ღაღანიძე - „სანამ ყავას დავლევდეთ“
თამარ ხოდაშნელი - „ბრძოლა“
ბასა ჯანიკაშვილი - „დიქტატურა“


2009
დავით ალელიშვილი - „ისტები და ანტისტები“
დავით ალელიშვილი - „სხვაგან, სხვა დროს“
ვახტანგ ანდიაშვილი - „პენტერაფობია“
ვახტანგ ანდიაშვილი - „დაცემული ანგელოზის უკანასკნელი თავშესაფარი“
ვახტანგ ანდიაშვილი - „ლევისები პრეზიდენტის შვილისთვის“
ვახტანგ ანდიაშვილი - „კაცუბას სიზმარი“
თინა ახალაია - „ჩრდილი“
თინა ახალაია, ნუცა ჩიკვაიძე - „კირჩხიბები, სასწორები“
გურამ ბათიაშვილი - „დღეს, როგორც გუშინ...“
იოსებ ბაკურაძე - „აქ თუ იქ“
მ. ბარათაშვილი - „მზის კურდღელი ბნელ ოთახში“
თამარ ბართაია - „სათამაშო პისტოლეტი“
ნიკო ბაღაშვილი - „ნაცრისფერი კურდღელი“
ქრისტინე ბებია - „დედა-შვილობა“
ქრისტინე ბებია - „მაპატიე“
ქრისტინე ბებია - „არაკაცი-კაცი“
ქრისტინე ბებია - „ცხოვრება-ლატარია“
რამაზ ბერაძე - „წრებრუნვა“
მადონა ბერიაშვილი - „ოთახი, ოთხი
საწოლი, ერთი ფანჯარა, ფოტო“
ამირან ბუთურიშვილი - „მამაცი ბალი ბიჭი“
ამირან ბუთურიშვილი - „მიხო, მარო და ჰიპნოზი“
ლაშა ბუღაძე - „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“
ნატო გაგნიძე - „და ის, ვინც გალხენდა“
ნატო გაგნიძე - „ფერი-დარეჯან...“
ბარბარე გამრეკელი - „ქალი“
თამარ გელაშვილი - „ექვსი გაფუჭებული სკამის ისტორია“
ნინო გვაზავა - „ეპიტაფია“
გიგი გულედანი - „ველური დღეების ქრონიკები“
გურამ გუჯაბიძე - „უკანასკნელი ქულემენები“
მამუკა დოლიძე - „თამაში“
თამაზ ექვთიმიშვილი - „პუანტები“
ზურაბ თორია - „მაკვარანცხი“
ლაშა იმედაშვილი - „იესოს მოლოდინში...“
ზურაბ კანდელაკი - „იხსენით ჩვენი სულები“
ნინო კაციტაძე - „ეტიუდი სათავადო თვლიდან“
გიორგი კაჭარავა - „შვიდი მსახიობი ნერონის ჩათვლით...“
ლალი კეკელიძე - „კომედია ტრაგედიაზე“
ბაჩო კვირტია - „შებინდებიდან გათენებამდე“
ლადო კილასონია - „ბანაჯუას კომბალი“
კამილია კლოდელი - „ღამის პეპლები“
რაფიელ მამულაშვილი - „ლახუნდარელის თავგადასავალი“
ანა მარი - „რა გქვია“
სოფიო მგელაძე - „LE MEILLEUR“
სანდრო მეიფარიანი - „ჯენის ჯოპლინი - აკუსტიკა“
თამაზ მეტრეველი - „აი, კაცი“
ლიკა მოლარიშვილი - „თავისუფლების შუა ღამე“
მიხო მოსულიშვილი - „შაჰ-აბასის ინდაურები“
ნაპირელი - „ანიკეტი“
რეზო ნაჭყებია - „სადგურიდან-სადგურამდე“
რეზო ნაჭყებია - „ფრთოსანი ბერიკაცი“
რეზო ნაჭყებია - „მეზობელი ციცარი“
შოთა პარკაული - „ვთამაშობთ ზღაპარს“
ირაკლი სამსონაძე - „კლინიკური ქორწინება“
აკაკი სიორაძე - „ვინც ჩვენზე ცუდი რამ თქვას...“
ოთარ ქათამაძე - „აივანი“
ოთარ ქათამაძე - „თეთრი ვირთხები“
ოთარ ქათამაძე - „პლატონი“
გიორგი (გუგული) ქებურია - „ცოდვის წამალი საწამლავია“
გიორგი (გუგული) ქებურია - „გამარჯობა აფხაზეთო შენი“
ლამარა ღონღაძე - „თაღლითი“
ფიქრია ყუშიტაშვილი - „ლიბერტანგო“
ფიქრია ყუშიტაშვილი - „მეორადი ზღაპრის მოყვარულთათვის“
მაია შენგელია - „ნაგავსაყრელი“
გრიგოლ ჩაჩუა - „მგონი შენი ტელეფონი რეკავს“
ალექსი ჩიღვინაძე - „მექანიკური ალიასა“
გელა ჩქვანავა - „ლამის ნამდვილი ამბავი“
ბიძინა ჩხეიძე - „თეთრი წერტილი“
გივი ჩხიკვიშვილი - „კახური კორიდა“
გივი ჩხიკვიშვილი - „სამარადისო დაბრუნება“
გიორგი წითური-ხოშტარია - „სახლი პირდაპირ, ანუ ირენის შავი კურდღელი“
ვლადიმერ ჭანტურიძე - „აჩრდილნი ციხისა“
ვლადიმერ ჭანტურიძე - „ადნაკლასნიკები“
ზურაბ ჭინჭარაძე - „მეფე დიმიტრი თავდადებული“
ხატია ჭოხონელიძე - „მზე, როდესაც სამოსს გაიძრობს“
მალხაზ ჯალაღონია - „მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა“
ბასა ჯანიკაშვილი - „ომობანა“


2012
ზაზა აბზიანიძე - „ბაბთა“
ლუიზა აფხაზავა- თვალაძე - „ვინ ავა მთაზე“
ლუიზა აფხაზავა- თვალაძე - „ქართული ჩუქურთმა“
ნოდარ ბადურაშვილი - „იყო ერთი ქვეყანა“
ნიკო ბაღაშვილი - „კაცი კედლებთან მოლაპარაკე“
მადი ბერიაშვილი - „მედეა, როგორც მედეა“
თამარ ბართაია - „სტალინის სანუკვარი სარდაფი“
თამარ ბართაია - „ხუთი შეხვედრა და არც არაფერი“
დავით გაბუნია - „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება“
სალომე გონაშვილი - „ნიღბების ოსტატი“
თამარ გელაშვილი - „ექვსი გაფუჭებული სკამის ისტორია“
ლიკა გლურჯიძე - „სტუმარი წარსულიდან“
ერეკლე დეისაძე - „FaceFack“
ჯაბა ზარქუა - „დღე და ღამე“
ზაზა კიკნაველიძე - „ბოზობის კურსები დაუსწრებლად“
ზაზა კიკნაველიძე - „ემოციური მილიტარისტები“
ზაზა კიკნაველიძე - „ფანჯი-იაქე“
ზაზა კიკნაველიძე - „ქალიაადამიანი?!“
ზაზა კიკნაველიძე - „ქალია ბიბლია და ბლა-ბლია“
ზაზა კიკნაველიძე - „ზაზა კიკნაველიძის სიზმრები“
კობაიძე - „შურააა“
თამარი ლომთაძე - „სიყვარულის ცრემლი“
ელენე მაცხონაშვილი - „თეთრი აბრეშუმის რაინდები“
ზურა მელიქიძე - „იდენტური გარბენი“
თამაზ მეტრეველი - „ხანუკა, ანუ განახლება“
კოტე მირიანაშვილი - „ჩიტის მოტანილი ამბავი“
ნინო მირზიაშვილი - „მაცეკვე ტანგო“
მიხო მოსულიშვილი - „ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა...“
სოსო მჭედლიშვილი - „...კარნავალიადა, ანუ ძალაუფლების კდემის მომგვრელი ღიმილი“
ოთარ პერტახია - „ჩვენი თვალების ჩრდილი“
ნანუკა სეფაშვილი - „ქარის სიმფონია“
ნიკოლოზ საბაშვილი - „ერთი შანსი“
დათო ტურაშვილი - „დოდოს მოლოდინი“
ფირცხალაიშვილი - „განსაწმენდელი“
ოთარ ქათამაძე - „დაარქვი, რაც გინდა“
ოთარ ქათამაძე - „ამბავი ბარში“
ოთარ ქათამაძე - „ჩემი პიესა ომზე“
ოთარ ქათამაძე - „ჩემოდანი“
გიორგი (გუგული) ქებურია - „ფარდის მიღმა“
გიორგი (გუგული) ქებურია - „ომის სინდრომი“
სოფო ქელბაქიანი - „ლიფტში“
ლევან ქობლიანიძე - „მსაჯულება“
თამარ ყავრიშვილი - „გული მტრის ჯავრით სავსე“
თამარ ყავრიშვილი - „მშვენიერი ელენე“
ირაკლი ცხადაია - „ლურჯი თოვლი“
კობა ცხაკაია - „სამნი ერთ წრეში“
დეზდემონა ხვადაძე, გურამ გუჯაბიძე - „ლეგენდის ზარები“
დეზდემონა ხვადაძე, გურამ გუჯაბიძე - „ფარნავაზის შესახებ“
დეზდემონა ხვადაძე, გურამ გუჯაბიძე - „შურისძიება“
ეკა ჭკადუა, დათო აბულაძე - „ზიგფრიდი“
დავით ხორბალაძე, თამარ მამულაშვილი - „ჰეროს ოთახი“
გიორგი ჯიმშელაძე, ლევან გვიანიშვილი - „გრიფით საიდუმლო“


2013
გურამ ადამაშვილი - „ანტიკვარული ჩიბუხი“
დავით ალელიშვილი - „დიდი კაცი, პატარა კაცი“
ვახტანგ ანდრიაშვილი - „ბოლო გაჩერება ანგელოზების გარეშეა“
გურამ ბათიაშვილი - „რომა და ჯულია“
თამარ ბართაია - „მუყაოს სახლები“
დალილა ბედიანიძე - „ოქროს პეპელა“
ლაშა ბუღაძე - „26 მაისი“
სალომე გონაშვილი - „ოქროს თევზები“
გიგი გულედანი - „რევიზია“
თეონა დოლენჯაშვილი - „გაქცევა“
დათა თავაძე - „დედაომი“
ფატი კიპაროიძე - „პაემანი წარსულთან“
ნესტან კვინიკაძე - „მეგობრები“
ლელა კოდალაშვილი - „მე მოხუცი ვარ“
ბაჩო კვირტია - „ანრი და სხვები“
სანდრო ლომინაძე - „სოფიო“
ეფემია ლორია - „ნოვალისის ყვავილი“
ნინო მაღლაკელიძე - „მოხსენება 969“
მიხო მოსულიშვილი - „Laudakia Caucasia“
ზურაბ პაპუაშვილი - „მუდმივი პრეზიდენტი“
ნანუკა სეფაშვილი - „გენმოდიფიკაცია“
ირმა ტაველიძე - „ჰაერის რხევები“
დათო ტურაშვილი - „საზღვარი“
ბიძინა ჩხეიძე - „ფანჯარა სამოთხეში“
ბასა ჯანიკაშვილი - „გაბრაზებული ჩიტი“
მარიამ ხიდეშელი - „წყვეტილი“
გია ხუბუა - „ნაბიჯები“


2015
თამარ ბართაია - „და-ქოც-ნაც-ებ-ული“
თამაზ გარსევანიშვილი - `„დაბნოს დემოკრატია“
მაკა კუკულავა - „13.06“
მარიკა მამალაძე - „სვლა„
ნინო მირზიაშვილი - `ქატო იქა - ფქვილი აქა~
ლელა ფერაძე - `აწინაურებენ სულიკოს~
დავით ფირცხალავა - `კლასელები~
ფიქრია ყუშიტაშვილი - `რებრენდინგი~
ლილე შენგელია - `დაგნი იუელი (ასპასია)~
გუჯა შვანგირაძე - `ჩაკრულო~
ალექს ჩიღვინაძე - `ოლიმპიადა~
ირაკლი ცხადაია - `პეპელა პარკუჭიდან~



კონკურსი „თარგმნილი პიესა“

ლაურეატები


2006
თეონა ბაღდავაძე, ალესანდრო ბარიკო „ნოვეჩენტო”
სოფო შამანიდი, სარა კეინი „ფსიქოზი”
სოფო შამანიდი, პატრიკ მარბერი „უფრო ახლოს”


2007
გია ჭუმბურიძე, ჯონ პრისტლი „31 ივნისი”
გიორგი ეკიზაშვილი, ანკა ვისდეი „მუდამ ერთად”
ქეთი კვანტალიანი, ერიკ-ემანუელ შმიდტი „სტუმარი”
ჯემალ ჭელიძე, სლავომირ მროჟეკი „პოლიცია”


2011
დავით გაბუნია, მარკ რეივენჰილი „აუზი უწყლო”
ნინო ბურდული, ნინო ხარატიშვილი „ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი”
მანანა მათიაშვილი, სარა კეინი „დაწყევლილები”


2013
ელისაბედ ყვავილაშვილი, ერიკ-ემანუელ შმიდტი „წვრილმანი ცოლ-ქმრული დანაშულები”
სოფიო შამანიდი, იაკობოს კამბანელისი „წერილი ორესტეს” და „სერობა”
ნინო ბურდული, ნინო ხარატიშვილი „კოკორო”
დავით კაკაბაძე, ვაცლავ ჰაველი „წასვლა”


2014
გიორგი ეკიზაშვილი, ბომარშე, „ფიგაროს ქორწინება“
მანანა ცინცაძე, სტივენ დანსტონი, „ვინ არის სილვია“
ნინო ოსეფაშვილი, მაქს ფრიში, „დონ ჟუანი, ანუ გეომეტრიის სიყვარული~


2016
დავით გაბუნია, ბრაიან ფრილი, „თარგმანები“
მალხაზ ასლამაზაშვილი, ბრატისლავ ნუშიჩი, „საეჭვო პიროვნება“
ირინა ჯავახიძე, თორნთონ უაილდერი, „ბეწვზე გადარჩენილები“



კონკურსში მონაწილე პიესები და მთარმნელები
73 მთარგმნელის 177 პიესა


2006
ინგერბორგ ბახმანი „მანჰეტენის კეთილი ღმერთი“ - ასმათ ფიცხელაური
კნუტ ჰამსუნი „თამარ მეფე“ - ლევან რამიშვილი
ეჟენ იონესკო „მეფე კვდება“ - ილია გასვიანი
არტურ შნიცლერი „კარუსელი“ - ზურაბ აბაშიძე
იოხიმ კნაუთი „როგორ აპირებდა მეფე მთვარეზე ასვლას“ - ზურაბ აბაშიძე
იურა ზოიფერი „ასტორია“ - ზურაბ აბაშიძე
როლანდ ჰარვუდი „კვარტეტი“ - თამაზ გოდერძიშვილი
ჰენრი ჯეიმსი „ასპერნის ბარათები“ - თამაზ გოდერძიშვილი
სარა კეინი „ფსიქოზი“ - ქეთი ცინცაძე
მიხაილ ბულგაკოვი „მეწამული კუნძული“ - თამაზ მეტრეველი
ალ ჰაკიმი „ტარაკნის ბედი“ - სალომე სალუქვაძე
სლავომირ მროჟეკი „კონტრაქტი“ - მაია შენგელია
ბერნარდ შოუ „მისის უორენის პროფესია“ - მაია შენგელია
მერში გაიერი „ამერიკული ხანა“ - ნათია დუდაშვილი
ჯონ დ. ბიგსი „მზიანი ქვეყანა“ - ნათია დუდაშვილი
ტადეუშ რუჟევიჩი „თეთრი ქორწინება“ - ჯემალ ჭელიძე
პატრიკ მარბერი „უფრო ახლოს“ - მედეა მეტრეველი
ალესანდრო ბარიკო „ნოვეჩენტო“ - თეონა ბაღდავაძე
ნადეჟდა პტუშკინა „ვიდრე ის კვდებოდა“ - მანანა გეგეჭკორი
ოლეგ ბოგაევი „რუსული ხალხური ფოსტა“ - ქეთევან ნადირაძე
ჰაროლდ პინტერი „ძველი დრო“ - ლიკა ჯამბურია, მაკა კუკულავა
თუნჯერ ჯუჯენოღლუ „ზვავი“ - ლალი ნიკოლაძე

2007
ბეჰიჩ აქი „ერთკაციანი ქალაქი“ - ლალი ნიკოლაძე
ბეჰიჩ აქი „შენობა“ - ლალი ნიკოლაძე
ჯონ მარელი „მემუარები“ - ნანა ტონია
კვენტინ ტარანტინო, როჯერ რობერტ ეივერი „ლაყე საკითხავი“ - გია ჭუმბურიძე
ენტონი ნელსონი „ცენზორი“ - სოფო შამანიდი
ანკა ვისდეი „მუდამ ერთად“ - გიორგი ეკიზაშვილი
ჯონ ბოიტონ პრისტლი „31 ივნისი“ - გია ჭუმბურიძე
ტადეუშ რუჟევიჩი „დედაბერი კრუხი“ - ჯემალ ჭელიძე
სლავომირ მროჟეკი „პოლიცია“ - ჯემალ ჭელიძე
ვლადიმერ მალიაგინი „მამა არსენი“ - მანანა კვირკველია
ედუარდ ოლბი „ზოოპარკის ამბავი“ - ანა დავითაშვილი
ტენესი უილიამსი „ტოკიოს სასტუმროს ბარში“ - ქეთი კოპალეიშივლი
ელიზაბეთ კიუტი „შაქრის დედოფალი“ - გაგა ლომიძე
ერიკ-ემანუელ შმიტი “სტუმარი” - ქეთი კვანტალიანი
ლუკას ბერფუსი „ჩვენი მშობლების სექსუალური ნევროზები“ - შორენა შამანაძე
ლუკას ბერფუსი „ავტობუსი“ - შორენა შამანაძე
პიტერ შეფერი „შრაივინგსი“ - ნინო ახვლედიანი
სარა კეინი „დაწყევლილები“ - მანანა მათიაშვილი
სარა კეინი „ფედრას სიყვარული“ - პაატა ციკოლია
ლეტიცია რუსო „სამარე ძაღლებისათვის“ - მარიეტა ჩიხლაძე
პეტრე ხატიანოვსკი „დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო!“ - თამარ ბართაია


2011
კარელ ჩაპეკი „რ.უ.რ“ - ალექსანდრე ჭელიძე, ლიანა ნანიტაშვილი
ბილიანა სრბლიანოვიჩი „კალიები“ - თამაზ გოდერძიშვილი
ჰენრი ჯეიმსი „ასპერნის ბარათები“ - თამაზ გოდერძიშვილი
ჟან დელი, ჟერალდ სიბლეირასი „გაუმარჯოს ბუშონს“ - მალხაზ ასლამაზაშვილი
სლავომირ მროჟეკი „ტანგო“ - ჯემალ ჭელიძე
მარტინ მაკდონაფი „ლინეინის სილამაზის დედოფალი“ - შორენა შამანაძე
მარტინ მაკდონახი „სილამაზის დედოფალი“ - ქეთი ჯაფარიძე
იასმინა რეზა „ხოცვა-ჟლეტის ღმერთი“ - მანანა პაიჭაძე
იასმინა რეზა „ხორციჭამია ღმერთი“ - ქეთი კვანტალიანი
სარა კეინი „ფსიქოზი 4.48“ - თამუნა ჯაფარიძე
სარა კეინი „დაწყევლილები“ - მანანა მათიაშვილი
ალბერ კამიუ „რეკვიემი მონაზვნისათვის“ - გიორგი ეკიზაშვილი
ვაცლავ ჰაველი „ვერნისაჟი“ - ევა ნაჭყებია
ნინო ხარატიშვილი „ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი“ - ნინო ბურდული
ტონინო გუერა „ფარშევანგის ხე“ - ნინო გოგორიშვილი, რუსუდან სამხარაძე
ედუარ ოლბი „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის“ - თამარ გელაშვილი
ტენესი უილიამსი „უეცრად, გასულ ზაფხულს“ - თამარ ჯაჭვაძე
დევიდ მამეტი „ოლეანნა“ - გუნანა ნიჟარაძე, ნინო მუშკუდიანი
შტეფან ცანევი „ჟანა დ’არკის მეორე სიკვდილი“ - მაია შენგელია
მარკ რეივენჰილი „აუზი“ (უწყლო) - დათო გაბუნია
დევიდ ჰაროუეი „შავი ფრინველი“ - დათო გაბუნია
ედუარდ ბონდი „ვიწრო ბილიკი შორეულ ჩრდილოეთისკენ“ - რუსუდან მახათაძე
არტურ მილერი „ელეგია ქალბატონისთვის“ - ლელა გულედანი
ზურაბ ალიბეგაშვილი „სასამართლო და ვიღაც ქალაქში“ - ზურაბ ალიბეგაშვილი
ზურაბ ალიბეგაშვილი „დღევანდელ ქალაქში“ - ზურაბ ალიბეგაშვილი


2013
ართურ მილერი „კომივოიაჟორის სიკვდილი“ - პაატა ჩხეიძე
ტომ სტოპარდი „როზენკრანცი და გილდესტერნი დაიხოცნენ“ - გია ბერაძე
ჰაროლდ პინტერი „ძველი დროება“ - ლია ჯამბურია
ტიმოფეი ილიევსკი „HOMO LUDENS (ადამიანი მოთამაშე)“ - ნინო მირზიაშვილი
ანატოლი კრიმი „უბიწო მექალთანეს ანდერძი“ - ფიქრია ყუშიტაშვილი
სლავომირ მროჟეკი „ტანგო“ - ჯემალ ჭელიძე
ვაცლავ ჰაველი „წასვლა“ - დავით კაკაბაძე
დიმიტრი პავლოვი „პოლკოვნიკი ამბობს - „მიყვარს“ - მიხო მოსულიშვილი
როლანდ შიმელპფენიგი „ოქროს დრაკონი“ - შორენა შამანაძე
რენატ გილფანოვი „შემდეგი“ - ნანა კობაიძე
ანდრეი კარელინი „მინდა ვიყო ზაზუნა“ - რუსუდან ლომსაძე
დენის კელი „ობლები“ - გურამ ღონღაძე
გარალდ მიულერი „წყნარი ღამე“ - ლიანა კაციტაძე
ერიკ-ემანუელ შმიტი „წვრილმანი ცოლქმრული დანაშაულები“ - ელისაბედ ყვავილაშვილი
იაკოვოს კაბანელისი „წერილი ორესტეს; სერობა“ - სოფო შამანიდი
ვილფრიდ ჰაპელი „10-სათაურიანი პიესა“ - ნინო ბურდული
ნინო ხარატიშვილი „კოკორო“ - ნინო ბურდული
ნინო ხარატიშვილი „მრისხანება“ - ნინო ბურდული
კაი ჰენზელი „ზაფხული გოგოებთან ერთად“ - სოფო გოფოძე
ბერნარ-მარი კოლტესი „ბამბის ველების მარტოობაში“ - თამარ ნერგაძე
ჰაინრიხ ფონ კლაისტი „გატეხილი დოქი“ - გულსუნდა ჩავლეიშვილი


2014
რაინერ ვერნერ ფასბინდერი, „წვეთები ცხელ ქვებზე“ - სალომე გოფოძე
კაი ჰენზელი, „შენი შინაგანი ხმა“ - სალომე გოფოძე
დეა ლოერი, „ქურდები“ - სალომე გოფოძე
თადეუშ სლობოდიანეკი, „ახალგაზრდა სტალინი“ - ჯემალ ჭელიძე
თადეუშ სლობოდიანეკი, „ჩვენი კლასი“ - ჯემალ ჭელიძე
ტანკრეტ დორსტი, „ჩექმებიანი კატა, ანუ როგორ ვითამაშოთ“ - ნინო ბურდული
ბომარშე, „ფიგაროს ქორწინება“ - გიორგი ეკიზაშვილი
ჟოზიან ბალასკო, „თოვლის ბაბუა ნაგავია“ - დალი იაშვილი
ნილ საიმონი, „კაცები“ - მაია ჯაფარიძე
დარიო ფო, „ძარცვა იტალიურად. ქურდის ქურდი ცხონდაო“ - მაია ჯაფარიძე
სტივენ დანსტონი, „ვინ არის სილვია“ - მანანა ცინცაძე
გიზელა ვიდმერი, „კარანტინი ან სამი ქალი“ - ქეთევან წიქორიძე
მარკუს კელერი, „ტყუილები“ - ქეთევან წიქორიძე
მაქს ფრიში, „დონ ჟუანი, ანუ გეომეტრიის სიყვარული“ - ნინო ოსეფაშვილი
მარტინ კრიმპი, „სოფელი“ - მანანა მათიაშვილი
ეუჟენ ლაბიში, „იტალიური ჩალის ქუდი“ - ნინო ახვლედიანი
გარალდ მიულერი, „მშვიდი ღამე“ - ლიანა კაციტაძე


2016
თორთონ უაილდერი „ბეწვზე გადარჩენილები“ - ირინე ჯავახიძე
რამონ დელ ვალიე-ინკლანი ი მონტენეგრო „ბოჰემის მნათობები“ - მერი ტიტვინიძე
ჯორდი გალსერანი „გრიონჰოლდის მეთოდი“ - ელისაბედ ყვავილაშვილი
ბრაიან ფრილი „თარგმანები“ - დავით გაბუნია
ედუარდო დე ფილიპო „მოჩვენებები“ - მანანა ებრალიძე
ერიკ ემანუელ შმიტი „ორი სამყაროს სასტუმრო“ - ნანა სამჭკუაშვილი
ბრატისლავ ნუშიჩი „საეჭვო პირონება“ - მალხაზ ასლამაზიშვილი
ალდო ბენედიტი „სიყვარულის სუბლიმაცია“, „პაოლას ლომები” - მაია ჯაფარიძე
გიორგი გორინი „ულენშპიგელი“ - გუჯა შვანგირაძე
როჟე პლანშონი „ურჩხული“ - ნანა ქართველიშვილი
ედუარდო დე ფილიპო „შიში ნომერი ექვსი - მანანა ებრალიძე


Arrow

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   Thu Jun 09, 2016 9:28 am



მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი
Tumanishvili Theatre Foundation

კონკურსი „ახალი ქართული პიესა-2017“



დრამატურგთა საყურადღებოდ!

ცხადდება კონკურსი!!!

'ახალი ქართული პიესა - 2017' საერთაშორისო ფორმატით.

კონკურსი ეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლის იუბილეს, რომელიც აღინიშნება 2018 წელს.

პროექტი მიმდინარეობს 4 ეტაპად:

1. კონკურსი ჩატარდება ტრადიციულად სამი პრემიით და პრიზით - თუმანიშვილის ვაშლი. ოღონდ, ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან უცხოელი რეჟისორები და ამის გამო, პიესა უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ და ინგლისურ ენაზე. პიესების მიღება 2016 წლის 1-30 დეკემბერი.

2. სამი შერჩეული პიესა წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ითარგმნება გერმანულ ენაზე 2017 წელს.

3. გამომცემლობა 'კენტავრი' დაბეჭდავს ორენოვან კრებულს 2017 წელს.

4. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარდგენილი წიგნი და ჩატარდება წაკითხვა გერმანულ ენაზე 2018 წელს.
შერჩეული პიესები დაიდგმება ევროპის ნაციონალური თეატრების სცენებზე.

თუმანიშვილის ფონდის გენერალური სპონსორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

დეტალებს დაწვრილებით გაცნობებთ.

მოემზადეთ და გისურვებთ წარმატებას.






Arrow

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   Mon Nov 07, 2016 5:38 pm




„ახალი ქართული პიესა 2017“ პრესკონფერენცია

07.11.2016

7 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებულ კონკურსთან „ახალი ქართული პიესა 2017“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი მანანა ანთაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი გაუძღვნენ.

კონკურსი ახალი ქართული პიესა ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. კონკურსის მიზანი თანამედროვე ორიგინალი და ნათარგმნი პიესების გამოვლენა, ავტორების წახალისება და ამავდროულად, თეატრების რეპერტუარის გამდიდრებაა.

მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდი თანამშრომლობას იწყებს ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან და წელს, კონკურსი „ახალი ქართული პიესა 2017“ ვრცელ, საერთაშორისო ფორმატში იქნება წარმოდგენილი. სამი გამარჯვებული პიესა დაჯილდოვდება ფულადი პრემიით და პრიზით „თუმანიშვილის ვაშლი“, სამივე ითარგმნება გერმანულ ენაზე, გამოიცემა და წარდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წელს, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყანაა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში მოხდება პიესების წაკითხვა და დადგმა.

პიესების მიღება 2017 წლის 1 თებერვალს დაიწყება.

წარმოდგენილი პიესა უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს დაბეჭდილი ან დადგმული.

ბმული - http://www.culture.gov.ge/News/akhali-qartuli-piesa-2017-preskonferencia.aspx

Arrow

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   Fri Feb 10, 2017 4:09 pm

„ახალი ქართული პიესა 2017“

დრამატურგების საყურადღებოდ!
როგორც იცით, უკვე გამოცხადებულია კონკურსი "ახალი ქართული პიესა-2017", რომელიც ტრადიციულად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

ამჯერად კონკურსს უფრო გაშლილი ფორმატით გთავაზობთ, რადგან ფონდი იწყებს თანამშრომლობას ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან /დირექტორი დეა მეტრეველი/.

პიესების მიღება იწარმოებს 1-10 თებერვალი, 2017. ელექტრონული ვერსია გამოაგზავნეთ მისამართზე geodrama2017@yahoo.com. ხოლო ამობეჭდილი მოიტანეთ ფონდში აღმაშენებლის გამზ. 164. თუმანიშვილის თეატრის შენობაში.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზით "თუმანიშვილის ვაშლი" და მიიღებენ სამ ფულად პრემიას:
I პრემია 2500 ლარი,
IIპრემია 1500 ლარი
III პრემია1000 ლარი .

გამარჯვებული პიესები წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ითარგმნება გერმანულ ენაზე, / ეს იქნება მაღალი დონის თარგმანი/, დაიბეჭდება კრებულის სახით და წარდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წელს. იქვე მოხდება მათი საჯარო წაკითხვა.ამას გარდა, დაეგზავნება გერმანულენოვანი ქვეყნების თეატრებს.

წარმოდგენილი პიესა არ უნდა იყოს დაბეჭდილი და/ან დადგმული.
გისურვებთ წარმატებას!

ბმული - https://www.facebook.com/TumanishviliTheatreFoundation/posts/1085237561590201


10 თებერვალს, ღამის 12 საათზე მთავრდება პიესების მიღება კონკურსისთვის
'ახალი ქართული პიესა 2017' !
geodrama2017@yahoo.com
ხვალიდან ჟიურის 5 წევრი შეუდგება მათ კითხვას!
შედეგებს მარტის შუა რიცხვებში /დაზუსტებით მოგვიანებით გაცნობებთ!/ გამოვაცხადებთ.
გისურვებთ წარმატებას.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, უკვე დაწყებულია და
მიმდინარებს მორიგი კონკურსი
'ახალი ქართული პიესა 2017'
10 თებერვალს დასრულდა პიესების მიღება.
შემოსული იყო 19 პიესა, მაგრამ ერთი მოიხსნა კონკურსიდან, რადგან პირობების თანახმად დადგმული პიესა /და დაბეჭდილი!/ მონაწილეობას ვერ მიიღებს.
18 ახალი ქართული პიესა უკვე ჟიურის წევრებს გადაეცა.
შედეგებს მარტის შუა რიცხვებში გაცნობებთ!

11.03.2017 -- დასრულდა კონკურსი „ახალი ქართული პიესა - 2017“
გამარჯვებულთა ვინაობა გამოცხადდება ა/წ 13 მარტს (ორშაბათს), 12:00 სთ-ზე,
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სააქტო დარბაზში
მისამართი - თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4, V სართული

"ქართული პიესა -2017"
პირველი პრემია: ალექს ჩიღვინაძე - „უხერხემლო“
მეორე პრემია: ირმა ტაველიძე - „კედელი სტალინის პორტრეტისთვის“
მესამე პრემია: დავით ხორბალაძე - „შობის ტოლმა“

ჟიური: თამარ ბართაია, დათა თავაძე, თეა კახიანი, მანანა ტურიაშვილი, გიორგი ყაჯრიშვილი

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   

Back to top Go down
 
თუმანიშვილის ფონდის კონკურსები
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: