არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მიხო მოსულიშვილი - ანა კალანდაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: მიხო მოსულიშვილი - ანა კალანდაძე   Fri Oct 19, 2012 8:17 pm



მიხო მოსულიშვილს "ტომი და ჯერი" ენატრება

მცირე დოსიე: მიხო (მიხეილ) მოსულიშვილი დაიბადა 1962 წლის 10 დეკემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, იმავდროულად სწავლობდა მეორად ფაკულტეტზეც, სპეციალობით – კინოდრამატურგია. მისი პირველი მოთხრობა "ტყის კაცი" 1984 წელს, ჟურნალ "ცისკრის" დამატება "ნობათში" გამოქვეყნდა. ამას მოჰყვა: "მთვარიანი დღის ფრესკები", "სივრცე ვერტიკალში"; რომანები: "უჟამო ჟამის რაინდი", "ფრენა უკასროდ", "ბენდელა", "ვაჟა-ფშაველა" და სხვა. ამბობს, რომ კარგი მეხსიერება აქვს. ბავშვობიდან დღემდე ბევრი ნაწარმოების ეპიზოდი ახსოვს და ასევე პერსონაჟების სახელები. საუბარი მწერალთან დავიწყე კითხვით, თუ ვინ დააახლოვა ის წიგნთან...

- ბავშვობაში წიგნებს დედა მიკითხავდა. მამა ამაში არ მონაწილეობდა, მას ლიტერატურასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, უბრალო მძღოლი იყო და სამსახურიდან დაღლილი რომ ბრუნდებოდა, დედას სთხოვდა, მისთვის წიგნები ეკითხა. თავად კითხვა არ უყვარდა, მაგრამ მწერლებს სმენით არჩევდა. ზოგი მოსწონდა და ზოგი - არა. ყველაზე ხშირად ვაჟა-ფშაველას აკითხებდა და ძალიან დიდი სიამოვნებით ისმენდა მის მოთხრობებსა და პოემებს. შემდეგ ამ ყველაფერზე მსჯელობდა. რაც დრო გადის, ჩემთვის ვაჟა-ფშაველა კიდევ უფრო ძვირფასი ხდება. ის იმით არის უდიდესი მწერალი, რომ ადამიანური არსებობის ისეთ უმთავრეს თემებს ეხება, რომელიც ყველაზე ერთნაირად მოქმედებს - როგორც ლიტერატურის მოყვარულებსა და კრიტიკოსებზე, ისე უბრალო ადამიანებზე - მევენახე იქნება, მონადირე, მძღოლი თუ მწყემსი. ვაჟას მთელი შემოქმედება არის მხატვრული ხორცშესხმა იმისა, როგორ უნდა გიყვარდეს მტერი შენი. სახარებისეული ცნებაა, საზოგადოებისთვის ძალიან უცნაური, ძნელი გასაგები და აღსაქმელი.

- ალბათ სწორედ ვაჟას სიყვარულის გამო იყო, რომ მასზე წიგნიც დაწერეთ...
- ჰო, ვაჟაზე დავწერე წიგნი, და იცით ეს როგორ იყო?! სკოლის ასაკიდან დაწყებული დღემდე ვაჟას შესახებ პატარ-პატარა ჩანაწერებს ვაკეთებ. ახლაც მის 37 პოემისგან შემდგარ კრებულს ვკითხულობ და ვხვდები, რომ ის დიალექტი, რომელზეც ვაჟა წერს და რომლის გამოც სულ საყვედურობდნენ, განზე იწევს იმ დროს, როცა იაპონელი ან სხვა მის თარგმნას აპირებს. დიალექტი თარგმანში დაიკარგება, მაგრამ მთავარი არც ესაა და არც რითმა. ვაჟას აინტერესებს ადამიანი და მისი ხასიათი, ამბავი და მის მიღმა არსებული ფილოსოფიური სათქმელი. ამ სამი თვისებით ფასობს მწერალი. იაპონია უდიდეს დაინტერესებას იჩენს ვაჟას მიმართ. როგორც ჩანს, სამურაების სულს, ვაჟკაცობასა და სხვა თვისებებს, რაც იმ ქვეყნის წარმომადგენლებს მოსდგამთ და აქვთ, იაპონელი მთარგმნელები ვაჟასთანაც ხედავენ. ერთი პოემა იაპონურად უკვე თარგმნილია, მაგრამ ეს არ აკმაყოფილებთ და ახლა "სტუმარ-მასპინძლის" თარგმნასაც გეგმავენ.

ლიტერატურა საერთაშორისო მასშტაბისაა და არა რეგიონული, ვიწრო-კუთხური გაგების ადამიანებისთვის განკუთვნილი. ის ყველა ხალხთან და ერთან ერთნაირად უნდა მიდიოდეს. და, სწორედ ასეთია ვაჟა... თავიდან, როგორც გითხარით, ვაჟას შესახებ ჩანაწერები მქონდა. ქალბატონმა მანანა ცხადაიამ, რომელმაც სერია "ილუსტრირებული ბიოგრაფიების" პროექტი წამოიწყო და სხვადასხვა ავტორი გამოსცა, შემომთავაზა, ჩემი ნაწერებით ამ სერიის გაგრძელებაში მონაწილეობა მიმეღო. ვაჟასადმი მიძღვნილი ჩანაწერებიდან ერთი ნაწილი ამოვარჩიე, წიგნად შევკარი და ბიოგრაფიული რომანი გამოიცა.

- ხშირად კლასგარეშე ლიტერატურას სკოლაში ქართული ენის პედაგოგი გვირჩევდა. თქვენ თუ გყავდათ ასეთი მასწავლებელი?
- ძალიან კარგი ქართულის პედაგოგი მყავდა, ქალბატონი ჟუჟუნა გვალია, რომელიც ქართული ლიტერატურის დიდი მოყვარული იყო და გვირჩევდა უცხოურ ლიტერატურასაც. ზოგჯერ შეიძლება, მას მსჯელობაში არ დათანხმებოდი, მაგრამ საშუალება გვქონდა, მასთან ამა თუ იმ ნაწარმოებზე გელაპარაკა. ჩვენ დროს თითქმის ყველა მასწავლებელს ბავშვებთან დიქტატორული ტონი ჰქონდა, იმ პედაგოგთან კი საუბრის საშუალება გვქონდა და ჩვენი აზრითაც ინტერესდებოდა. მნიშვნელოვანია, როცა ბავშვს თავისუფალი აზროვნების საშუალებას აძლევ. მეოთხე კლასში "სამი მუშკეტერი" და "80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ" უკვე წაკითხული მქონდა. "პეპი გრძელი წინდა" დედამ წამიკითხა და ახლაც ყურში ჩამესმის მისი ხმა ამ წიგნის კითხვისას. მერე "პეპი" მე წავუკითხე ჩემს შვილს. მეგობრებს სულ ვეუბნები და ყველას, ჩემს ხალხს ვურჩევ, როცა შვილები პატარები არიან და არ იციან კითხვა, გადმოიღონ "პეპი გრძელი წინდა", "შვლის ნუკრის ნაამბობი" და ბავშვებს უკითხონ. მათ პატარაობიდანვე გაუჩნდებათ სულში ნათელი, რაც ამ წიგნებს მოაქვს. ნუკრი რომ გეცოდება, ირმის მწვადს ხელს რომ მოკიდებ, შეიძლება, ცრემლი არ წამოგივიდეს, მაგრამ გაგახსენდება, რომ ეს იმის ხორცია, ვისაც დედა მოუკლეს. ეს განცდა ძალიან ცვლის ადამიანს და მთელი ცხოვრება გაჰყვება.

- მით უმეტეს დღეს, როცა დღევანდელი ახალი თაობის წიგნთან მიყვანა რთულია...
- ინტერნეტმა იმდენი გააკეთა, რომ ბავშვები "დაგვეკარგნენ". კითხვაზე მეტად ინტერნეტთამაშები მოსწონთ, თუმცა ინტერნეტს კარგი თვისებაც აქვს. შეიძლება, ნაწარმოებები იქ იკითხო, მაგრამ ეს ნაკლებად აინტერესებთ. აინტერესებთ მანქანები, რობოტები, ბრძოლები. ამ მხრივ რთული მდგომარეობაა, მაგრამ როგორც კი ეკრანი გაქრება, ან შუქი წავა, ინტერნეტი ხომ აღარ იქნება, არა?!

- და ვითომ შუქი რომ ჩაქრება, ბავშვი წიგნთან მივა?
- არ მივა (იღიმის), ბავშვი სხვა გასართობს პოულობს, ამიტომ მშობლებმა წიგნის მნიშვნელობა პატარაობაშივე უნდა ავუხსნათ, მივაჩვიოთ. უნდა ვუთხრათ, რომ წიგნს განსაკუთრებული თვისება აქვს, ფუფუნების საგანია, სულის საკვები. უნდა ვასწავლოთ, დაძინებამდე რამდენიმე გვერდი წაიკითხონ. მერე თავად გაუჩნდება მოთხოვნილება, ძილის წინ რამე წაიკითხოს. თუ დააინტერესებს, შეიძლება, ღამეც გაათენოს.

- თქვენ რომელი წიგნის კითხვისას დაგთენებიათ თავზე?
- ერთი ხანობა წიგნის კითხვაზე ძალიან ვიყავი გადართული, ღამით შუქს მიქრობდნენ, ამდენმა კითხვამ არ გააგიჟოსო. მინდორშიც დავძვრებოდი, ტყეშიც დავდიოდი, მაგრამ ღამით კითხვას რომ ვიწყებდი, დილამდე ვერ ვჩერდებოდი. ჩემი საყვარელი წიგნი "სამი მუშკეტერია" და ამ ნაწარმოებმა არაერთი ღამე მათენებინა. ვაჟა-ფშაველასა და "ულისეს" გვერდით, ის დღესაც საწოლის თავთან მიდევს. მგონია, რომ მეგობრობაზე დაწერილ ნაწარმოებებს შორის ალექსანდრე დიუმას "სამი მუშკეტერი" საუკეთესო რომანია.

- განსაკუთრებით რომელი მუშკეტერი გიყვართ?
- ათოსი ძალიან მიყვარს. ჩემთვის ის განსაკუთრებულად სევდიანი, დარდიანი, ტრაგიკულია. ვფიქრობ, კიდევ არ არის ჩაღრმავებული მისი ხასიათი. საერთოდ, შენ რომ რაღაცას წერ, ხშირად ფიქრობ, როგორ დაწერდი ამა თუ იმ ნაწარმოებს, ეპიზოდს როგორ გადაწყვეტდი. აქედან გამომდინარე დიუმას ადგილას მე ათოსს უფრო წინა პლანზე წამოვწევდი. ცხოვრება მძიმეა, ძნელად გადასატანი და დიუმა გეხმარება, რომ ცხოვრების სირთულეებს გაუმკლავდე - მეგობრობის გრძნობით, იმ ბიჭების გვერდი-გვერდ დგომით. ისინი სულ ერთად არიან და უპირისპირდებიან კარდინალებს, ვიღაც-ვიღაც ურჩხულების მსგავს ადამიანებს (იღიმის). სხვათა შორის, ურჩხულებზე გამახსენდა, ვერ ვიტან ლიტერატურას და ვერც ფილმებს, სადაც რეალობას დაშორებული უჩვეულო გიგანტები და ურჩხულები არიან.

- ანუ საშინელებათა ფილმებსაც ვერ უყურებთ...
- დიახ, ჩემთვის მთავარი ცხოვრებისეული ამბავია. რეალობას მოწყვეტილი, გამონაგონი ამბები არ მიყვარს, მაგრამ ახლა ამაზეა გადართული მთელი "ჰოლივუდი". ამას ჩვენი ბავშვები უყურებენ და ცოდონი არიან. მულტფილმებიც ასეთია, უზარმაზარი რკინის მანქანები ერთმანეთს ეჯახებიან, იბრძვიან, კაცს "ტომი და ჯერი" მოგენატრება. არ მიყვარს ისეთი ფილმებიც, სადაც პლანეტებზე ფრენენ, კოსმოსში შექმნილია იმპერიები და ა.შ. შეიძლება, ვიღაც იყოს ფანტასტიკური ჟანრის მოყვარული, მაგრამ მე არ მომწონს.

- ბატონო მიხო, ყოფილა შემთხვევა, რომ რაღაც ნაწარმოები წაგიკითხავთ და შემდეგ მისი ავტორის ბიოგრაფიით დაინტერესებულხართ?
- ნაწარმოებმა რომ მწერალთან მიმიყვანოს?! კი, ასეთი შემთხვევა პირველად V-VI კლასში მქონდა. ძალიან უცნაური რაღაც წავიკითხე: ერთი კაცია, ამბობს, რაინდი ვარო, გვერდით კი მსუქანი კაცი დაჰყვება. დადიან და წისქვილებს ებრძვიან. საინტერესოდ იკითხებოდა. ვიფიქრე, ეს ავტორი რა კარგად წერს-მეთქი. დავინტერესდი, როგორი აზროვნება უნდა ჰქონოდა კაცს, რომელიც "დონ კიხოტს" წერდა. მეორე წიგნში ავტორი ძალიან კრიტიკული ხდება მაშინდელი საზოგადოების მიმართ. ცხოვრებაში ხომ გამოშტერებული ადამიანი ბევრია. ხშირად ხალხი, ხალხიო ამბობენ და სინამდვილეში ეს ბრბოა. ბრბო, რომელიც იდიოტურ და კრეტინულ გადაწყვეტილებებს იღებს. ბერნარდ შოუს აქვს ნათქვამი, ერთი ადამიანის ჭკუა ნორმალურია, მაგრამ ბევრი ადამიანის ვირის ჭკუაზე ნაკლებიო. ჩვენ ასეთი ბრბოს მაგალითი საქართველოშიც ბევრი გვინახავს. სერვანტესთან ეს პრობლემა ძალიან მაღალ დონეზე არის გადმოცემული. აქედან გამომდინარე, სერვანტესის ბიოგრაფიამ დამაინტერესა და ვნახე ნიკა აგიაშვილის დიდებული წიგნი ამ ავტორის შესახებ, რომელიც შემდგომ ზაზა აბზიანიძემაც გაიმეორა და თან, ისე კარგად აქვთ დაწერილი, რომ შეიძლება, ასე თავად ესპანელებსაც კი არ ჰქონდეთ.

მიგელ დე სერვანტესის ცხოვრება დონ კიხოტზე არანაკლებ საინტერესო და უცნაურია. ის ალჟირში ტყვედ იყო, სამჯერ გაქცევის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს მონაზვნებმა გამოისყიდეს და ესპანეთში დაბრუნებული გადასახადების ამკრეფად დადიოდა. როცა დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, სადაც თაგვები ფხაკუნობდნენ, მან "დონ კიხოტის" წერა დაიწყო. სანამ სერვანტესი ალჟირში ტყვედ ჩავარდებოდა, ლეპანტოს ბრძოლაში მონაწილეობდა. ესპანეთსა და იტალიას შორის გამართულ ამ დიდ საზღვაო ბრძოლაში სერვანტესი იტალიის მხარეს იდგა და მარცხენა ხელში დაჭრეს. ის მარჯვენა ხელით წერდა და ამბობდა, მარცხენა ხელში დამჭრეს, მარჯვენა ხელის სადიდებლადო.

- თანამედროვე ქართველი ავტორებიდან ბევრს პირადად იცნობთ, ბევრიც თქვენი მეგობარია. გულწრფელად რომ მითხრათ, ვის კითხულობთ?
- არ მინდა რომელიმეს გამოყოფა, თუმცა მე ყველას ვკითხულობ. სხვა საკითხია რა მომწონს და რა - არა. მე მაქვს ლიტერატურული ბიბლიოთეკა "არმური", სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, გახსნას გვერდი და თავისი შემოქმედება განათავსოს. ამის გარდა უფრო მნიშვნელოვანი და დიდია "ლიბ.ჯი", რომელიც გიორგი კეკელიძისა და მისი მეგობრების შექმნილია. უამრავ ავტორს შორის, იქ ჩემი ნაწარმოებებიც დევს და ამისთვის მათ მინდა, მადლობა ვუთხრა. ამგვარად ქართველ ავტორთა შემოქმედებას უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეები კითხულობენ და ეს ემიგრაციაში მყოფთათვის მნიშვნელოვანია.

- დღესდღეობით არაერთი მწერლისთვის ფურცელი და კალამი კომპიუტერმა ჩაანაცვლა. თქვენც ასე ხართ?
- ბლოკნოტები ძალიან მიყვარს. პატარა, ვიწრო ბლოკნოტები მაქვს, სადაც პიესის დიალოგი კარგად იწერება. ასევე ვწერ მოთხრობებსა და რომანებს. პირველი ჩანაწერები იქ კეთდება და მერე ყველაფერი კომპიუტერში შემყავს. იქ მუშაობა მარტივია: გადახტები, გადმოხტები, სიტყვას ვერ იპოვი და "გუგლში" მოძებნი. ნაწერის ბლოკნოტებიდან ფურცლებზე გადათეთრებას დიდი დრო მიაქვს. ჩემი პირველი მოთხრობა "ტყის კაცი" თხუთმეტჯერ მაინც მექნება გადაწერილი. მაშინ სტუდენტი ვიყავი (იღიმის)...

- არსებობს ერთი ულმობელი ღილაკი "დილიით", ანუ წაშლა. როცა არ მოგწონთ რამე, ხშირად მიმართავთ?
- "დილიით" ხშირად უნდა გამოვიყენოთ. რეზო ინანიშვილის ენაზე რომ გადავიტანოთ, მას საშლელი ჰქვია. ის ამბობდა, რომ ცხოვრების ბოლომდე ვერ ისწავლა პასტით წერა. სულ ფანქრით წერდა, რადგან არასასურველ სიტყვას საშლელით წაშლი და მის ადგილას სხვას სვამ. როცა ბლოკნოტებში ვწერ, სიტყვას მნიშვნელობას არ აქცევ, მოსწრებაზე ხარ, მაგრამ როცა მშვიდდები და კომპიუტერში შეგყავს, სხვა ვარიანტს სვამ, ნაწერს ხვეწავ. საერთოდ, "დილიით" ბევრჯერ გამომიყენებია და ხშირად ბევრი ნაწარმოებიც დამიხევია. რაც გამოცემული მაქვს, მაგაზე ორჯერ მეტი შეიძლება გადაყრილი მქონდეს. თავიდან უფრო მეტს ვხევდი, ვიდრე ახლა. დრო რომ გადის, შეიძლება დაგენანოს. ფიქრობ, იქნებ, ჯობდა, გადაგეკეთებინა, შეგეცვალა, ვიდრე გაგენადგურებინა. თუმცა, უმეტესობაზე მაინც ვფიქრობ, რომ უნდა დამეხია.

- წიგნებს გამოცემამდე პირველად ოჯახის წევრები კითხულობენ?
- პირველი კითხულობს მეუღლე, შემდეგ შვილი. ისინი არიან დაუნდობელი კრიტიკოსები. არის შემთხვევები, როცა არ მოსწონთ, მაგრამ მერე აზრს იცვლიან. ეგრე "გუარამ მამფალზე" დაემართათ. რაღაცას რომ ვწერ, იმ თემის აკვიატება ვიცი ხოლმე. გუარამ მამფალზე მასალები მოძიებული მჰქონდა, თავში მეჯდა და ლაპარაკშიც სულ მას ვახსენებდი: რა გუარამ მამფალივით იქცევი, გუარამ მამფალი რომ ხმალს იქნევდა, ისე იქნევ ცოცხს-მეთქი და ასეთი რაღაცები. ამ ლაპარაკით ჩემს მეუღლე მაკას გუარამ მამფალი ყელში ამოვუყვანე, მითხრა, აღარ შემიძლია, როცა დაწერ, აღარ წავიკითხავო. დრო რომ გავიდა და მოთხრობა დავწერე, გავჩუმდი. ის "ლიტერატურულ საქართველოში" დაიბეჭდა, მაგრამ მაკა კარგა ხანს არ კითხულობდა. რამდენიმე თვე გაზეთი ისე იდო, რომ ჩემს ცოლს არ წაუკითხავს. მერე როცა მოთხრობა ნახა, თქვა, ეს რა კარგი რამე დაგიწერია, რა გჭირდა და რას ლაპარაკობდი, ახლა მივხვდიო (იღიმის). საერთოდ, კრიტიკოსებისა და საზოგადოების შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ახალისებს მწერალს, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ რასაც ვწერთ, ყველაფერი მნიშვნელოვანი და კარგია. როცა ცოცხლები აღარ ვიქნებით და ვინმე ჩვენს ერთ ნაწერს მაინც წაიკითხავს, მაშინ სწორი ყოფილა, რომ ვწერდით. თუ არადა შეცდომით ვართ მოხვედრილი ამ სფეროში, საკითხავია, გრაფომანები და მჯღაბნელები ხომ არ ვართ?! ანუ მწერალს დრო გამოგვცდის, მერე, მერე (იღიმის)...

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/books/63813-mikho-mosulishvils-qtomi-da-jeriq-enatreba.html#ixzz29lICjSyL
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
მიხო მოსულიშვილი - ანა კალანდაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: