არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ინდივიდუალური და ხალხური შემოქმედების ურთიერთმიმართებაზე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ინდივიდუალური და ხალხური შემოქმედების ურთიერთმიმართებაზე   Sat Dec 20, 2008 5:20 pm

კომუნისტური რეჟიმის პირობებში ფოლკლორისტები იძულებულნი იყვნენ, საავტორო ლექსებიც ხალხური პოეზიის კრებულებში შეეტანათ. ასე რომ, კაი ხანს ხალხური გვეგონა მიხა ხელაშვილის დიდებული ლექსები...
საბედნიეროდ, დღეს იმ საშიშროებამ გაიარა, მაგრამ...

მოდით, ვთქვათ, რომელი ლექსია საავტორო, რომელი - ხალხური და რატომ?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ინდივიდუალური და ხალხური შემოქმედების ურთიერთმიმართებაზე   Sat Dec 20, 2008 7:40 pm

კარგი და საინტერესო თემაა.
ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც ხალხური პოეზიის ნიმუშების მოსაძიებლად ექსპედიციები გახშირდა, ილია ჭავჭავაძე დაეჭვებით შეხვდა ხალხოსნების ამ მოძრაობას, ილიას კონკრეტული არგუმენტს იშველიებს ამ "გატაცების" საწინაღმდეგოდ, თუმცა წერილში "სხვა რიგის შიშიც " იგრძნობა (თუმცა ამაზე ქვემოთ, თუ საჭიროება მოითხოვს), ახალი იდეოლოგია (რომელსაც ხალხოსნები ამკვიდრებდნენ)ხალხის პრიმატს ამკვიდრებდა, გამოთქმა "ხალხი ბრძენია" კარგ საფუძველს ამზადებდა "ხალხის ხელისუფლების" დასამყარებლად, ამ დროიდან იწყება ინდივიდუალური შემოქმედების "გახალხურება", ხალხური შემოქმედების "უძირო ზღვის" გაფართოება...
საბჭოთა წყობის პერიოდში, რამდენიმე რეპრესირებული პოეტის შემოქმედების გარევა (მათი გადარძენის მიზნით) ფოლკლორულ სიმრავლეში, მხოლოდ წვეთია ზღვაში...
ჩვენში ანონიმური ავტორის ცნება თითქმის არ არსებობს, არადა წარმოუდგენელი რამ არის, გქონდეს მდიდარი ხალხური შემოქმედება და არ გყავდეს ანონიმური ავტორები.
ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ:
შეიძლება ლექსს ჰყავდეს ავტორი (ანუ ცნობილი იყოს მისი ავტორი), მაგრამ მსოფმხედველობით მაინც ხალხურ შემოქმედებას ეკუთვნოდეს.
"მოსემ თქვა პატაშურთამა.
ნეტავ, დრო გამასცვალანო,
ჯაჭვით დააბან სიკვდილი.
ბორკილიმც ჩაუყარანო"
შეიძლება ლექსის ავტორი ცნობილი არ იყოს, ამავე დროს ის მთლიანად აკმაყოფილებდეს ხალხური ლექსის აუცილებელ კრიტერიუმებს, მაგრამ ამკვიდრებდეს ხალხური ცნობიერებისგან განსხვავებულ მოსაზრებას და ინდივიდუალ შემოქმედებას განეკუთვნებოდეს.
ამ მხრივ, მიხა ხელაშვილის "დედას ვუყვარვართ შვილები" ხალხურია, ხოლო უცნობი ავტორის "დედავ, დედაშვილობასა, სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე..." ინდივიდუალური შემოქმედების ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში, რომელიც აუცილებლად დაემკვიდრება "ანონიმურ ავტორთ კრებულში", რომლის მომზადება, ჩემი აზრით, მალე უნდა დაიწყოს...
(ვეცადე ძალზე მოკლედ ჩამომეყალიბებინა ჩემი მოსაზრება, თუმცა სათქმელი ბევრია და უფრო ვრცელ მიმოხილვას ითხოვს...)
sunny
Back to top Go down
View user profile
 
ინდივიდუალური და ხალხური შემოქმედების ურთიერთმიმართებაზე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბალღოო, აეს არი შენ სამშობლო...-
Jump to: