არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 შორენა ხუხუა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: შორენა ხუხუა   Tue Sep 11, 2012 2:00 pm



შორენა ხუხუა

შორენა ხუხუა

თსუ:ფილოლოგიის ფაკულტეტი-ბაკალავრი,ლიტერატურის თეორიის მაგისტრი,ასპირანტურა-ლიტერატურათმცოდნეობა
დაბადების დღე 1978 წლის 07 10
სქესი Female
ურთიერთობის სტატუსი დაქორწინებულია Tornike Amashukeli-ზე


განათლება:

1996-1999წწ. ბაკალავრი, ქ.თბილისის ი.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო
უნივერსიტეტი; ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავ-
ლებელი;

1999-2001 წწ. ფილოლოგიის მაგისტრი;სპეც. ლიტერატურის თეორია

2003 -2005 წწ. ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა ლიტერატურის
თეორიის სპეციალობით


შრომითი საქმიანობა:

1996-2000 წწ. პედაგოგი, საერო სკოლა - ლიცეუმი „ლომისი“;
2001-2004 წწ. პედაგოგი, სკოლა - ლიცეუმი „აისი“;
2004 წ.-დან _
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი,სოფ.
სადახლოს #1 საჯარო სკოლაში, განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს პროექტის,,მომავალი
იწყება დღეს’’მონაწილე;

2006-2007 წწ. ტრენერი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა
და OSCE მიერ განხორციელებულ პროექტში ,,თავთავი’’
( ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება);

2006-2007წწ. მოდერატორი, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობ’’-ის მიერ
განხორციელებულ პროექტში ,,სამოქალაქო განათლება,,;


სამეცნიერო
პუბლიკაციები:

1997 წ. ეპითეტი ა.წერეთლის ლირიკაში (სახ.უნივერსიტეტის შრომე-
ბის კრებული)

1998 წ. ლიტერატურული პარალელები კონსტანტინე გამსხურდიას და
თომას მანის შემოქმედებაში ( სახ.უნივერსიტეტის შრომების
კრებული);

1998 წ. ხოგაის მინდია ვაჟა ფშაველასა და კონსტანტინე გამსახურ-
დიას შემოქმედებაში(სახ.უნივერსიტეტის შრომების კრებული)

1999 წ. თხრობის სისტემა ალ.ყაზბეგის შემოქმედებაში
(სახ.უნივერსიტეტის შრომების კრებული);

2000 წ. მხატვრული სახე კ.გამსახურდიას ესეებში (სახ.უნივერსიტეტის
შრომების კრებული)

2009 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამით „ქართული, როგორც მეორე ენა“ ტრენერ-მასწავლებლად მარნეულის რ-ნის სოფ. სადახლოში.

კვალიფიკაცია: სერტიფიცირებული პედაგოგი, (სერტიფიკატის N 003356),(გაცემის თარიღი: 5 ოქტომბერი, 2011წ.)



ბმული - https://www.facebook.com/ketili.nebis.misia




Last edited by Admin on Tue Sep 11, 2012 3:03 pm; edited 7 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შორენა ხუხუა   Tue Sep 11, 2012 2:08 pm



შორენა ხუხუა

***

შემცივდა, რითმა ცეცხლში რომ ცრიდა,
წამისკენ წამით დაჰკრა გონგის ხმამ..
’თავი მგონია ეშმაზე წმინდა,
სველ გამართლების სამოსს რომ ვისხამ.
მზე ღამის თასში ყვითლად დაღვრილა,
თოვლზე წვებიან ქართან ბინდები;
სული მგონია შენით დაღლილი
და მაინც ცივი ხორცით მინდები...


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შორენა ხუხუა   Tue Sep 11, 2012 2:33 pm

შორენა ხუხუა

***

შემცივდა, რითმა ცეცხლში რომ ცრიდა,
წამისკენ წამით დაჰკრა გონგის ხმამ...
თავი მგონია ეშმაზე წმინდა,
სველ გამართლების სამოსს რომ ვისხამ.
მზე ღამის თასში ყვითლად დაღვრილა,
თოვლზე წვებიან ქართან ბინდები;
სული მგონია შენით დაღლილი
და მაინც ცივი ხორცით მინდები...



***
ფიქრის გზა წამის გამოსავლელი,
გაქრა და ვეღარ გამოვიარე;
გზას ბახუსი რომ დაეზავება
მაშინ გავარღვევ ტბაზე ლიანებს..
წვიმას სურნელი მოჰყვება მტვერის,
გამიცურდება მიწაზე ფეხი;
რად არ ვიარე, რატომ დავთვერი,
რატომ შევცოდე ტაძარს დამეხილს...
ჩუმად ჩამალულ ენძელებს ჰკითხე,
გულში მზის ცრემლის შეუსვი წვეთი,
გამოედევნე შორეულ მითებს,
სულს შეაგებე თეთრი სიზმრეთი...
მიწაც ირწმუნე, ცა დაიჯერე... -
მე კი გავარღვევ ტბებზე ლიანებს
და თუ პეპლები არ დამიჭერენ,
მოვალ და გულებს გავამთლიანებ.


***
მე არაფერი ჯერ არ მინახავს
და ყველაფერი უკვე მომწყინდა...
და კვლავ იმ კადრებს გადავინახავ,
სევდა ცრემლებს რომ ფრთხილად ჰკოცნიდა...

1996



***
როცა აქა ხარ,დამაბრკოლებს შენი აურა,
უშენოდ შენზე მეოცნებე გითამამდები...
ბნელი თვალების გაელვება მეუცნაურა...
ჩემი ნაბიჯის აღარა ვარ უკვე თავდები.


***
(თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე)
მზე ჩამოგადნა დაღლილ უპეში,
გულზე ცხოვრება წვება ნაოჭად;
შენ არ ჩამოდგამ ნაბიჯს წუმპეში
ზეცას შეახებ ბაგეს, ძმაოჯან...
ჩვენი წვრილმანი ხმა ამაოა
იმ ხმასთან შენში რომ დაიგუბა;
მსხვერპლი ღმერთისთვის ხომ საკმაოა?
ქარში დაირწა საზარი კუბო...
თვალს აგარიდებ სისხლში ამოთხვრილს,
თავს მოვიტყუებ, რომ დამეზმანა...
არ დავიჯერებ საფლავს ამოთხრილს,
გაყინულ თითებს რომ გიშლის მამა...
ვინ შემოგიხსნის კუბოს მარწუხებს,
გულზე ცხოვრება გაწვა ნაოჭად;
ეს ქარი ალბათ აღარ გაწუხებს...
რა მშვიდად წევხარ..ბიჭო..ძმაოჯან.


***
ვერგაშავებას თეთრი ყვავი თვითონ ქილიკობს,
პეპლების გუნდი დედამიწას ააწყდა მკერდთან,
განწირულ ვნებით შეაცვივდა სიკვდილის დისკოს
და მათი ფერფლი წაიფარა სასოწარკვეთამ...


study

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
shorenika



Female
Number of posts : 1
Age : 38
Location : Tbilisi
Job/hobbies : Humor/Poetry
Humor : Teaching
Registration date : 11.09.12

PostSubject: Re: შორენა ხუხუა   Tue Sep 18, 2012 4:19 pm

შორენა ხუხუა

***

შემცივდა, რითმა ცეცხლში რომ ცრიდა,
წამისკენ წამით დაჰკრა გონგის ხმამ...
თავი მგონია ეშმაზე წმინდა,
სველ გამართლების სამოსს რომ ვისხამ.
მზე ღამის თასში ყვითლად დაღვრილა,
თოვლზე წვებიან ქართან ბინდები;
სული მგონია შენით დაღლილი
და მაინც ცივი ხორცით მინდები...



***
ფიქრის გზა წამის გამოსავლელი,
გაქრა და ვეღარ გამოვიარე;
გზას ბახუსი რომ დაეზავება
მაშინ გავარღვევ ტბაზე ლიანებს..
წვიმას სურნელი მოჰყვება მტვერის,
გამიცურდება მიწაზე ფეხი;
რად არ ვიარე, რატომ დავთვერი,
რატომ შევცოდე ტაძარს დამეხილს...
ჩუმად ჩამალულ ენძელებს ჰკითხე,
გულში მზის ცრემლის შეუსვი წვეთი,
გამოედევნე შორეულ მითებს,
სულს შეაგებე თეთრი სიზმრეთი...
მიწაც ირწმუნე, ცა დაიჯერე... -
მე კი გავარღვევ ტბებზე ლიანებს
და თუ პეპლები არ დამიჭერენ,
მოვალ და გულებს გავამთლიანებ.


***
მე არაფერი ჯერ არ მინახავს
და ყველაფერი უკვე მომწყინდა...
და კვლავ იმ კადრებს გადავინახავ,
სევდა ცრემლებს რომ ფრთხილად ჰკოცნიდა...

1996



***
როცა აქა ხარ,დამაბრკოლებს შენი აურა,
უშენოდ შენზე მეოცნებე გითამამდები...
ბნელი თვალების გაელვება მეუცნაურა...
ჩემი ნაბიჯის აღარა ვარ უკვე თავდები.


***
(თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე)
მზე ჩამოგადნა დაღლილ უპეში,
გულზე ცხოვრება წვება ნაოჭად;
შენ არ ჩამოდგამ ნაბიჯს წუმპეში
ზეცას შეახებ ბაგეს, ძმაოჯან...
ჩვენი წვრილმანი ხმა ამაოა
იმ ხმასთან შენში რომ დაიგუბა;
მსხვერპლი ღმერთისთვის ხომ საკმაოა?
ქარში დაირწა საზარი კუბო...
თვალს აგარიდებ სისხლში ამოთხვრილს,
თავს მოვიტყუებ, რომ დამეზმანა...
არ დავიჯერებ საფლავს ამოთხრილს,
გაყინულ თითებს რომ გიშლის მამა...
ვინ შემოგიხსნის კუბოს მარწუხებს,
გულზე ცხოვრება გაწვა ნაოჭად;
ეს ქარი ალბათ აღარ გაწუხებს...
რა მშვიდად წევხარ..ბიჭო..ძმაოჯან.


***
ვერგაშავებას თეთრი ყვავი თვითონ ქილიკობს,
პეპლების გუნდი დედამიწას ააწყდა მკერდთან,
განწირულ ვნებით შეაცვივდა სიკვდილის დისკოს
და მათი ფერფლი წაიფარა სასოწარკვეთამ...


###
ღმერთია სულში,ორი მხარე მაჩუქა მედლის,
ფეხების ნაცვლად დამატარებს ამქვეყნად ეტლი.
ვაცეცებ ფიქრებს,გულთანაც თუ ქვების ყორეა,
ფეხიც ვერ შევა,სულერთობა თან დაჰყოლია...
პლანეტისხელა სიყვარულით ატოკდა მკერდი,
უკიბეებო გულით დამხვდი, შემოვალ ეტლით.


study




Last edited by shorenika on Tue Sep 18, 2012 4:21 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile https://www.facebook.com/ketili.nebis.misia
Sponsored content




PostSubject: Re: შორენა ხუხუა   Today at 1:39 pm

Back to top Go down
 
შორენა ხუხუა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: