არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 შურთხია ბეროშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: შურთხია ბეროშვილი   Sat Sep 01, 2012 6:34 pm



შურთხია ბეროშვილი

დაიბადა 1965 წლის 9 ივლისს ყვარელში. 1988 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სრული კურსი ჟურნალისტიკის სპეციალობით.
1989-1990 წლებში მუშაობდა კინოსტუდიის გაზეთში "ქართული ფილმი" ჟურნალისტად. 1997 წელს მუშაობდა გაზეთში "ტფილისის უწყებანი" კორესპონდეტად, 1998 წელს _ გაზეთ "ახალი ქართული გაზეთის" კორესპონდენტად. 1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში შემოქმედებითი გაერთიანება "მამულის" ჟურნალისტად. 2001_2002 წლებში მუშაობდა გაზეთში "ახალი ეპოქა" გამომშვებ რედაქტორად, პარალერულად _ ჟურნალ "ომეგაში". 2002_2005 წელს მუშაობდა სააგენტო "მედიანიუსის" რედაქტორად. 2005 წელს მუშაობდა თსუ უნივერსიტეტის ინტერნეტჟურნალში "კვალი".
2006 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" ჟურნალისტად.

ჰობი: მხატვრობა, მუსიკა
კრედო: სხვებს ყველაფერი აპატიე, საკუთარ თავს კი ნურაფერს შეუნდობ!

https://www.facebook.com/shurtxia.beroshvili




Last edited by Admin on Sat Sep 01, 2012 6:39 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შურთხია ბეროშვილი   Sat Sep 01, 2012 6:37 pm

შურთხია ბეროშვილი



* * *

როგორც მთელ ჩემს ცხოვრებას,

ამ ლექსს თემა არა აქვს,

არც ფერი და არც სურნელი,

არც მიზეზი.

კითხულობ და ვერ იგებ,

მაინც რისთვის დაიწერა,

მაინც რისთვის დაიხარჯა...

როგორც მთელ ჩემს ცხოვრებას,

ამ ლექსს აზრი არა აქვს.




* * *

ლურჯი იების სურნელის მყუდროებავ,

იქნებ შენშიც კი იმალება

ძველი სამყაროს გადაშენების საშიშროება

და ახლის შექმნით გატაცება.



* * *

მე ვცხოვრობ ხეებივით,

რომლებიც, როცა ვინმე ჩაუვლით,

მაშინ იცვლიან ადგილს... და...

უკან რჩებიან...




* * *

ჩემი სულიდან _ გაზაფხულამდე

ვერ მიგიყვანთ ეს გზა,

მაგრამ გაზაფხულიდან _

ჩემს სულამდე _

უთუოდ მოხვალთ!..



* * *

დედა, განა თავიდანვე ჩვენ

არ გავწირეთ

ერთმანეთი?



* * *

ამჯერად აპრილს არ ჩაუცვამს

ლურჯი სამოსი _

გადაუღებლივ წვიმდა და წვიმდა...

ხოლო წვიმები ყოველთვის

სამყაროს დაბადებაზე

როდი მოთქვამენ,

წვიმებს ზოგჯერ საკუთარი

ბედიც აწუხებთ...



* * *

ცრემლები რომ არ არსებობდეს

ჩემი ლექსები პურივით გახმებოდა

და დაობდებოდა.



* * *

ფანჯრის რაფაზე ყვავილებო!

მე თქვენ მაღვიძებთ ყოველ დილას

კეთილს და სუფთას.



* * *

უზარმაზარი, ბავშვური მთვარე...

იქ, ზემოთ, ყველაფერი ისევ

ძველებურადაა...



* * *

ძალიან, ძალიან ლამაზად რომ

იცხოვრო,

პეპელასავით მალე მოკვდები.




* * *

არ წვიმს...

მაგრამ ქოლგა აუცილებლად

უნდა გეკავოს...

მოლოდინი ყოველთვის ფანჯრიდან

იყურება,

თეთრი შალიც თუ შემოიხვია,

გაგრძელდება

და ამოშრიტავს ბოლომდე ცრემლებს.

მე კი სხვაგვარად ვამჯობინე _

გამოვედი ვარდისფერ ქოლგით,

საითაც ღრუბელს დავინახავ _

იქით გავრბივარ,

რადგან ვერაფერს და ვერავის

დაველოდები თანმიმდევრულად,

ვერც სიკვდილს და ასე მგონია,

სიცოცხლესაც ასე შევხვდი, ვითომ შემთხვევით _

ვარდისფერ ქოლგით _

თუმცა ივლისის დაისი იდგა...



* * *

დღეს მთვარე ჩემი ბავშვობიდან ამოვიდა

და მეათასე ნომრად გაუშვა

მოგონებებთან თამაში

ეზოს ხეების ჩრდილებთან ერთად.

ო, გაჩერდი, დიდო კლოუნო!

მთელი სიცოცხლე შენ მტანჯავდი,

შენ ჩამოადნე ყვითელ ნაღველად

ჩემი ბავშვობა,

შენ უნათებდი გზას უფსკრულებში,

ზეცის მღვიმეშიც შენ შეიტყუე.

ნუ ამოხვალ ჩემს ბავშვობიდან _

მოშორდი მაგ კაკლის კენწეროს.

ო, გაჩერდი დიდო კლოუნო,

აღარ მინდა შევეჩვიო შენთან და

ეზოს ხეების ჩრდილებთან ერთად

სამყაროს არენაზე ნაღვლიან თამაშს.

study

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
შურთხია ბეროშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: