არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გაგა არაბული

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: გაგა არაბული   Sun Aug 26, 2012 9:16 pm

გაგა არაბული

Birthday *: 1994-12-25
Age: 17
Location *: თბილისი
Job/hobbies *: პოეზია, მუსიკა, სპორტი...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გაგა არაბული



Male
Number of posts : 9
Age : 21
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეზია, მუსიკა, სპორტი...
Humor : ...
Registration date : 15.08.12

PostSubject: Re: გაგა არაბული   Wed Sep 05, 2012 4:07 pm

ვუძღვნი ალუდა ქეთელაურს...

დაღამდა, კლდეებს დააწვა ბინდი,
მთაში გაისმა ექოდ ჩურჩული,
გაცოცხლდა თურმე ხოგაის მინდი,
უნდა უმტვრიოს ქაჯებს ურდული...

გაცოცხლდა თურმე გმირი ძაგანი,
ქვიშისფერ ჯაჭვით მოსილი თორღვა,
ზეციურ რაშებს მოსდო ლაგამი
და ქაჯთა ჯარმაც დაიწყო ბორგვა.

ღვთიურ გმირებმა ადიდეს ჯვარი,
შესვეს არაყი, გალესეს ხმალი,
მშვიდად დატოვეს ლებაისკარი,
უნდა იყარონ ავ მტერზე ჯავრი.

ქაჯეთს ეკვეთა ღვთიური ქარი,
და საშინელი ატყდა ხმაური,
ბეთლემს შეიძრა ჯურხაის ფარი,
თურმე მიჰყავდათ ქეთელაური...
Back to top Go down
View user profile http://...
გაგა არაბული



Male
Number of posts : 9
Age : 21
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეზია, მუსიკა, სპორტი...
Humor : ...
Registration date : 15.08.12

PostSubject: Re: გაგა არაბული   Thu Sep 06, 2012 1:45 pm

***

მე მინდა სახლი ზეცასთან ახლოს,
თუნდაც ზეცაში,
ჩიტების გვერდით.
მე მინდა ყველა სიკეთე ვნახო,
ვიცხოვრო ცაში,
ჩიტების სევდით.

მე მინდა სახლი ვარდისფერ ზღვასთან,
თუნდაც მდუმარე,
მშვიდი ნაპირით.
ეს გული მუდამ გარბოდა სხვასთან,
ჰოდა დამტოვეთ,
არავინ ტირის...
Back to top Go down
View user profile http://...
გაგა არაბული



Male
Number of posts : 9
Age : 21
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეზია, მუსიკა, სპორტი...
Humor : ...
Registration date : 15.08.12

PostSubject: Re: გაგა არაბული   Fri Sep 07, 2012 5:06 pm

***

მე დღეს იმისთვის შევწყვიტე ბრძოლა,
რისთვისაც წერდნენ სიტყვებს და ლექსებს, -
ადრე პოეტნი და საათნოვა.

მე დღეს უაზროდ ვცვითე ქალბანი,
გვერდზე უაზროდ დავდე ფარ-ხმალი
და დავივიწყე ჯურხაის ფარი.

ასე ამაყი, ასე ცხოველი,
დავეხეტები თბილისის ქუჩებს,
სადაც ოდესღაც მეგულებოდა, ფიალით ხელში ყარაჩოღელი.

რამდენჯერ მთვრალი, როგორც ფრთიანი,
სადმე დუქანში ვყოფილვარ ღამით,
რამდენჯერ ასე გამხსენებია, დიდი პოეტი ასათიანი.

ყოველდღე თეატრს ჩავუვლი ხოლმე,
სადაც ოდესღაც დგამდნენ ოტელოს,
ხანდახან ძველ წიგნს გადავშლი ხოლმე,
სადაც ამკობდნენ დიად ჰომეროსს.

მე ის ტროელი მიყვარს ელენა,
რომელიც მოკვდავთ უცხო მიწაზე,
არ ვიცი საით, როგორ მეძებნა,
ამიტომ მხოლოდ ჩემში ვიწამე.

მაგრამ ტროასაც გამოვექეცი,
თითქოს ვიყავი მე ენეასი.
ტკივილო ჩემო ცრემლად მექეცი,
უნდა დავტოვო მე ბელფალასი.

ასე უაზრო, ასე ცხოველი,
დავეხეტები თბილისის ქუჩებს,
სადაც ოდესღაც მეგულებოდა, ფიალით ხელში ყარაჩოღელი...
Back to top Go down
View user profile http://...
გაგა არაბული



Male
Number of posts : 9
Age : 21
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეზია, მუსიკა, სპორტი...
Humor : ...
Registration date : 15.08.12

PostSubject: Re: გაგა არაბული   Mon Sep 10, 2012 11:12 am

***

მე უკვე ძლიერ, ძლიერ ვღონდები
და დღეებს ვითვლი, როდის გავცურავ,
მე ამ ცრემლებით შენ მაგონდები
და ეგ თვალებიც მიმზერს მაცდურად.

ამ ლექსის წერას ცრემლად ვუნდები,
მივდივარ, მაგრამ მაინც ვერ გტოვებ,
შენ თუ მთხოვ ისევ დაგიბრუნდები,
გულში ჩაგიკრავ მთვარის მეტოქეს.

ალბათ ამაღამ ისევ დავთვრები
და გულის ასე გიჟური ფეთქვით,
გამახსენდება ლექსი შავ-თეთრი:
ქალავ შენს თვალებს და შავ თმებს ვეტრფი...
Back to top Go down
View user profile http://...
გაგა არაბული



Male
Number of posts : 9
Age : 21
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეზია, მუსიკა, სპორტი...
Humor : ...
Registration date : 15.08.12

PostSubject: Re: გაგა არაბული   Mon Sep 10, 2012 6:20 pm

ისევ

მთვარე ისევ ისე ჩათვლემს,
ისევ ძველებურად მოთოვს,
ისევ შენი თმები მაბნევს,
ისევ ძველებურად ვლოთობ.
ზეცა ისევ ისე დარდობს,
ისევ ძველებურად ვტირი,
ისევ შენი თმები მათრობს:
- ისევ ანარეკლი მინის...
ისევ სიყვარული მავსებს,
ისევ ძველებურად მაწვიმს,
ისევ მოვიგონებ ამ წლებს,
თითქოს სულიც უკვე გარბის.
ალბათ უკვე ლექსი დამწერს,
თუნდაც დაბერებულს მეტად,
ისევ სიყვარლი მავსებს:
- ისევ რომე და ჯულიეტა...
Back to top Go down
View user profile http://...
გაგა არაბული



Male
Number of posts : 9
Age : 21
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეზია, მუსიკა, სპორტი...
Humor : ...
Registration date : 15.08.12

PostSubject: Re: გაგა არაბული   Tue Sep 18, 2012 11:39 pm

შენი ცრემლები,
დღეს რომ დაღვარე,
ჩემში აორმაგებს სევდას.
შენთან მოსვლა და
ჩახუტება მინდოდა,
მაგრამ ვერ გავბედე მეთქვა.

ჩუმად მოვიდოდი,
მოგეფერებოდი,
ნაზად ვეალერსებოდი მკლავებს.
მაგრამ ვერ შევძელი,
ხევში გადაჩეხილს,
თითქოს დავემსგავსე მთამსვლელს.

გულიც ამიტირდა,
ცრემლი მეც დავღვარე,
გონი ამიხირდა:
თითქოს სულ დაგკარგე...

ჩუმად დაგიკოცნი
სათუთ, ღვთიურ მკლავებს.
მაინც ვერ მივმხვდარვარ -
ასე რა მაკავებს?!
Back to top Go down
View user profile http://...
გაგა არაბული



Male
Number of posts : 9
Age : 21
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეზია, მუსიკა, სპორტი...
Humor : ...
Registration date : 15.08.12

PostSubject: Re: გაგა არაბული   Thu Sep 20, 2012 7:27 pm

მაღალ მწვერვალზე ღრუბლებს რომ სწვდება,
მე მინდა მქონდეს პატარა ბინა,
სადაც მზის ქაფის ნაჟური ბედად,
ყოველდღე ჩუმად ეცემა ციდან.

იქ სუნთქვა უჭირს ყოველ სულერს,
გულიც ჩერდება ხანდახან თითქოს,
მთვარე ვარსკვლავებს მყინვარს ურიგებს
და მთაც ყოველ წამს თავისთან მიხმობს.

ზოგჯერ მასაც სდის ცრემლი ბეჭიდან,
ჩვენ კი გვგონია უბრალოდ ზვავი,
ერთ-ერთ ფერდობზე ცხოვრობს ბეწინა,
ღრუბლებში ცურავს მფრინავი ნავით.

ღამით მთვარის შუქს ირეკლავს ხოლმე,
თითქოს დაჰყურებს ღმერთი ზედ ლიქოკს,
მშვიდობა უყვარს, დაჩრდილავს ომებს
და თან თავისთან, მწვერვალზე მიხმობს.
Back to top Go down
View user profile http://...
გაგა არაბული



Male
Number of posts : 9
Age : 21
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეზია, მუსიკა, სპორტი...
Humor : ...
Registration date : 15.08.12

PostSubject: Re: გაგა არაბული   Sun Sep 23, 2012 2:07 pm

ნისლმა დაფარა კავკასიონი,
ბურუსში გაქრა წმინდა სამება,
თითქოს დადუმდა გალაკტიონი
და ვერაგულად, ჩუმად ღამდება.

დაჭკნა ვენახი, გათავდა ღვინო,
გლეხმა ყანაში დათესა ღვარძლი,
აქ აღარ ცნობენ ბერსა და სინოდს,
არავინ ცდილობს ძიებას მართლის.

ჩასძინებიათ სამრეკლოს ზარებს,
გატყდა, დაიმსხვრა ჯურხაის ფარი,
აღარ ჭიმავენ მშვილდ-ისრის ლარებს,
დაძველებული მიაგდეს ქნარი.

დადუმდა ბუკი, დაჟანგდა ხმალი,
ან სამშობლოსთვის ვის ახსოვს ბრძოლა,
გულში შურისგან გიზგიზებს ალი,
მოძღვარის ნაცვლად ლოცულობს მოლა.

მაგრამ იმედი კიდევ არსებობს;
კვლავ განათდება კავკასიონი,
ვინმე ბარდის და ჯამბაზის ნაცვლად,
ლექსს წაიკითხავს გალაკტიონი!
Back to top Go down
View user profile http://...
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გაგა არაბული   Tue Sep 25, 2012 3:11 pm

გაგა <3 როგორ მომწონს შენი გულწრფელი ლექსები!
წარმატებები ჩემო კარგო
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
გაგა არაბული



Male
Number of posts : 9
Age : 21
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეზია, მუსიკა, სპორტი...
Humor : ...
Registration date : 15.08.12

PostSubject: Re: გაგა არაბული   Tue Sep 25, 2012 10:41 pm

დიდი მადლობა <3
Back to top Go down
View user profile http://...
Sponsored content




PostSubject: Re: გაგა არაბული   Today at 12:14 am

Back to top Go down
 
გაგა არაბული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: