არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლიტერატურული პრემია "გალა"

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლიტერატურული პრემია "გალა"   Sun Aug 26, 2012 12:58 am



საკრებულომ ლიტერატურული კონკურსისთვის ,,გალა'' მზადება დაიწყო


ლიტერატურულ კონკურსში “გალა” მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა გამომცემლობებმა პირველ აგვისტომდე უნდა წარმოადგინონ 2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ივლისამდე თავისივე გამოცემული საუკეთესო წიგნების სია შემდეგი ნომინაციების მიხედვით:

1. სამაგიდო წიგნი
2. წლის წიგნი
3. თარგმნილი წიგნი
4. საბავშვო წიგნი
5. წიგნის მხატვრობა
6. წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი
7. წლის კინოსცენარი.

ლიტერატურული კონკურსი "გალა” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის ინიცატივით და მერიის მხარდაჭერით, უკვე მეექვსე წელია იმართება და "თბილისობის” დღესასწაულის ინტელექტუალურ ნაწილად იქცა.
კონკურსის მიზანი მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია და მწერლების ერთგვარი წახალისებაა.
გამომცემლობებისგან შერჩეული წიგნებიდან გამარჯვებულების გამოსავლენად 5 კაციანი ჟიური მუშაობს, რომლის შემადგენლობაში მთარგმნელი ნინო ქაჯაია, მხატვარი დიმიტრი ერისთავი, მწერლები: ზურაბ სამადაშვილი, მამუკა ხერხეულიძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი არიან.
თითოეული გამაჯვებული ავტორი ბრინჯაოს ხანის კოლხური ხელცულის მცირე ზომის ასლითა და ერთჯერადი ფულადი პრემიით, 4000 ლარის ოდენობით საჩუქრდება.
დაჯილდოვების ცერემონიალი სექტემბრის ბოლოს, თბილისობის დღესასწაულზე გაიმართება.


ბმული -
* http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=442&info_id=2732
* http://ka.wikipedia.org/wiki/გალა_(ლიტერატურული_პრემია)




Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლიტერატურული პრემია "გალა"   Tue Sep 18, 2012 6:11 pm

ჟიურიმ ლიტერატურული კონკურსის ,,გალა'' ნომინანტები დაასახელა

ლიტერატურული კონკურსის "გალა” სავარაუდო გამარჯვებულები გამოიკვეთა. ჟიურის წევრმა, მთარგმნელმა ნინო ქაჯაიამ დღეს პრეკსონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ კონკურსზე საკუთარი პროდუქცია ოცმა გამომცემლობამ და ასევე ეროვნულმა კინოცენტრმა ერთობლივად წარმოადგინეს. შემოსული 183 წიგნიდან და 20 კინოსცენარიდან ხუთკაციანმა ჟიურიმ დღეს 23 ნომინანტი დაასახელა.
ნინო ქაჯაიას თქმით, წელს საპრემიო ფონდში სიახლეა და ბრინჯაოს ხანის კოლხური ცულის ასლთან ერთად გამარჯვებულებს 4 000 ლარის ნაცვლად 5000 ლარი გადაეცემათ.
ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის 5 ოქტომბერს, ლიტერატურული კონკურსის "გალა” დაჯილდოვების ცერემონიალზე გახდება ცნობილი.
7 ნომინაციაში ნომინირებულები კი არიან:


სამაგიდო წიგნი

1. დავით ხოშტარია _ “თბილისის ძველი სასტუმროები” (“არტანუჯი”)
2. ბესიკ ხარანაული – "ლექსები, პოემები” (“ინტელექტი”)
3. ჯონ ბედლი _ “რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობა” (“ლიტერა”)


წლის წიგნი

1. გურამ მეგრელიშვილი, "მოდელი 18/12 (“დიოგენე”)
2. სანდრო ნავერიანი _ “არგენტინული პიტბული” (“სიესტა”)
3. კატო ჯავახიშვილი _ “ჭუპრი” (“საუნჯე”)
4. ბაადურ ბალარჯიშვილი _ “კიპარისები” (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)


თარგმნილი წიგნი

1. იოჰან ვოლფგანგ გოეთე _ “ფაუსტი” _ მთარგმნელი დავით წერედიანი (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)
2. ჯეიმზ ჯოისი _ “ულისე” _ თარგმნეს ნიკო და მაია ყიასაშვილებმა (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)
3. ორჰან ფამუქი, "სტამბოლი'' _ მთარგმნელი თამარ ალფენიძე (“დიოგენე”)
4. ინგმარ ბერგმანი _ “Laterna Magica” _ მთარგმნელი ლიკა ჩაფიძე (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)


საბავშვო წიგნი

1. ლელა ცუცქირიძე, "გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი''(“დიოგენე”)
2. თეა თოფურია, "გასაღვიძებელი ზღაპრები'' (“დიოგენე”)
3. ნატო დავითაშვილი _ “ოთხი მხარე და ოთხი სვეტი” (“ქარჩხაძის გამომცემლობა”)



წიგნის მხატვრობა

1. “ჩემი პირველი იგავ-არაკები სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით” _ მხატვარი მაია ბათუმაშვილი (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)
2. “ჩემი პირველი ქართული ლექსები. გივი ჭიჭინაძე” _ მხატვარი ნანა მელქაძე (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)
3. რუდოლფ რასპე _ “ბარონ მინჰაუზენის თავგადასავალი” _ მხატვარი თამარ ბაქრაძე (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)


წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი

1. "ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი''–/პროექტის ავტორი ზვიად კვარაცხელია/ (ინტელექტი)
2. მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების თარგმანთა სერია "დიოგენეს ბიბლიოთეკა" (“დიოგენე”)
3. “ქართული სიტყვიერება (ათტომეული) _ პროექტის ხელმძღვანელი ზაზა აბზიანიძე _ (“საქპრესა”)


წლის კინოსცენარი

1. მარიამ ხაჭვანი _ “დედე”
2. ნიკოლოზ ქარცივაძე _ “Golden Parachute” (“ოქროს პარაშუტი”)
3. თეონა მღვდელაძე-გრენადე, დავით ჩუბინიშვილი _ “ძმა”

ლიტერატურული კონკურსი "გალა” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის ინიცატივით და მერიის მხარდაჭერით, უკვე მეექვსე წელია იმართება და "თბილისობის” დღესასწაულის ინტელექტუალურ ნაწილად იქცა.

კონკურსის მიზანი მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია და მწერლების ერთგვარი წახალისებაა. გამომცემლობებისგან შერჩეული წიგნებიდან გამარჯვებულების გამოსავლენად 5კაციანი ჟიური მუშაობს, რომლის შემადგენლობაში მთარგმნელი ნინო ქაჯაია, მხატვარი დიმიტრი ერისთავი, მწერლები: ზურაბ სამადაშვილი, მამუკა ხერხეულიძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი არიან.
დაჯილდოვების ცერემონიალი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 5 ოქტომბერს გაიმართება.


ბმული - http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=442&info_id=2768

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლიტერატურული პრემია "გალა"   Mon Oct 08, 2012 12:01 am

https://www.facebook.com/photo.php?v=2418520878437

ლიტერატურული კონკურსის ,,გალა'' გამარჯვებულები


სამაგიდო წიგნი

ბესიკ ხარანაული – "ლექსები, პოემები” (“ინტელექტი”)



წლის წიგნი

ბაადურ ბალარჯიშვილი - “კიპარისები” (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)


თარგმნილი წიგნი

ჯეიმზ ჯოისი “ულისე” - თარგმნეს ნიკო და მაია ყიასაშვილებმა (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)



საბავშვო წიგნი

თეა თოფურია - "გასაღვიძებელი ზღაპრები'' (“დიოგენე”)



წიგნის მხატვრობა

რუდოლფ რასპე “ბარონ მინჰაუზენის თავგადასავალი” - მხატვარი თამარ ბაქრაძე (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)


წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი

მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების თარგმანთა სერია "დიოგენეს ბიბლიოთეკა" (“დიოგენე”)



წლის კინოსცენარი

მარიამ ხაჭვანი - “დედე”


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლიტერატურული პრემია "გალა"   Thu Mar 07, 2013 9:23 pm

წლის საუკეთესო კინოსცენარი 2013

07.03.13

კონკურსის პირობები

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს 2013 წლის კონკურსის პირობებს ლიტერატურული კონკურსი “გალას” მიერ დაწესებულ ნომინაციაში “წლის საუკეთესო კინოსცენარის” გამარჯვებულის გამოსავლენად.

კონკურსი ტარდება კინოდრამატურგიის დონის ამაღლების, ზოგადად ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალების წახალისების, მათი პოპულარიზაციის, ახალი სახეების გამოვლენის, წარმატებული პროექტების ხელშეწყობის მიზნით.

საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება კონკურსის პირობები: საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადა – 2013 წლის 10 მაისი; საკონკურსო პროცედურები, წარმოსადგენი დოკუმენტების ტექნიკური პარამეტრები.

კონკურსი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის. სცენარის ჟანრი და თემატიკა შეუზღუდავია. სცენარი განკუთვნილი იქნება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის.

კონკურსის ორგანიზატორები: ლიტერატურული კონკურსი “გალა” და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წარმატებას უსურვებს კონკურსის მონაწილეებს.

კონკურსის პირობები სრულად შეგიძლიათ იხილოთ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე: www.gnfc.ge დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ ეროვნული კინოცენტრის მენეჯერს ირმა ჯანჯღავას. ელ ფოსტა: i.janjgava@gnfc.ge ტელ: 2 999 200;

5 99 929969; მისამართი: ზ. გამსახურდიას სანაპირო #4.
ბმული - http://www.gnfc.ge/?action=nodes&node_id=620&pageon=3&lang=geo

study

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ლიტერატურული კონკურსი „გალას“ მიერ დაწესებული ნომინაციის „წლის საუკეთესო კინოსცენარის“ 2013 წლის კონკურსის
პირობები


კონკურსის მიზანი
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ლიტერატურული კონკურსი „გალა“ 2013 წელს აცხადებს კონკურსს ნომინაციაში „წლის საუკეთესო კინოსცენარი“ სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის.
კონკურსის მიზანია კინოდრამატურგიის დონის ამაღლება და ამ გზით წარმატებული პროექტების ხელშეწყობა.
გამარჯვებული სცენარი გამოცხადდება ლიტერატურული კონკურსი “გალას” საზეიმო ცერემონიალზე, რომელიც თბილისობის დღესასწაულზე გაიმართება. გამარჯვებული სცენარის ავტორს გადაეცემა პრიზი ბრინჯაოს ხანის კოლხური ხელცულის მცირე ზომის ასლი და ერთჯერადი ფულადი პრემია 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.

უფლებამოსილი კონკურსანტი
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს.

საპრიზო პროექტების რაოდენობა
ლიტერატურული კონკურსი „გალა“ პრიზს გადასცემს ერთი სცენარის ავტორ(ებ)ს.
რამდენიმე ავტორის შემთხვევაში პრიზი ავტორებს შორის ნაწილდება.

საკონკურსო პროცედურა
საკონკურსო სცე ნარები შემოვა კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში. ეროვნული კინოცენტრის შიდა კომისია განიხილავს სცენარებს და შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე მოახდენს პირველად სელექციას.
პირველადი სელექციის შედეგად შერჩეული სცენარები არის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება და გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კინოცენტრის შიდა კომისიის მიერ შერჩეული სცენარები გადაეცემა ლიტერატურული
კონკურსის „გალას“ კომისიას.
ნომინანტებს და საბოლოო გამარჯვებულს ასახელებს ლიტერატურული კონკურსის „გალას“ კომისია.

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია
1. სცენარისტის ბიოფილმოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია;
2. სინოფსისი (1 გვერდამდე);
3. სცენარი სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის (არაუმეტეს 120 გვერდისა);
4. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი სცენარი ეფუძნება ლიტერატურულ ნაწარმოებს,
სცენარის ავტორი ვალდებულია წარმოადგინოს ლიტერატურული ნაწარმოების ავტორის თანხმობა.

ვადა
პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა: 2013 წლის 10 მაისი, 17:00 სთ.

შეზღუდვები
კონკურსში მონაწილე სცენარისტს აქვს არაუმეტეს 2 სცენარის წარდგენის უფლება.
2011-2012 წლებში ლიტერატურულ კონკურსში „გალა“ წარმოდგენილი სცენარები
კონკურსში არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ეროვნული კინოცენტრის მენეჯერს
ირმა ჯანჯღავას.
ელ ფოსტა: i.janjgava@gnfc.ge
ტელ: 2 999200; 599 929969; 599 871987.
მისამართი: ზ. გამსახურდიას სანაპირო #4.

ბმული - http://www.gnfc.ge/uploads/GALA_GNFC_konkursis_pirobebi%20-%20Final_2013.pdf

study

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ლიტერატურული პრემია "გალა"   

Back to top Go down
 
ლიტერატურული პრემია "გალა"
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: