არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 თენგიზ ხაჭაპურიძე - დავით ჩიხლაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: თენგიზ ხაჭაპურიძე - დავით ჩიხლაძე   Tue Aug 14, 2012 8:15 am



აკ­ვა­რი­უ­მე­ბის და­სას­რუ­ლის მწე­რა­ლი
(დავით ჩიხლაძის ინ­ტერ­ვიუ თენ­გიზ ხა­ჭა­პუ­რი­ძეს­თან)

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­საწ­ყი­სის მწე­რა­ლი გერ­მა­ნუ­ლად წერ­და და გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და. ზოგ­მა ად­რე, ზოგ­მა კი გვი­ან გა­ვი­გეთ მის შე­სა­ხებ. გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნის და­საწ­ყი­სის მწერ­ლის, თენ­გიზ ხა­ჭა­პუ­რი­ძის შე­სა­ხებ პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­თე­ბი ჯერ არ შექ­მნი­ლა და, ალ­ბათ, უმე­ტე­სო­ბას მის შე­სა­ხებ არც სმე­ნია – იმი­ტომ არა, რომ ცო­ტას წერს ან არ უბეჭ­და­ვენ. ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქი­თაა, ის საკ­მა­ოდ ბევრს მუ­შა­ობს და სამ­წერ­ლო ხე­ლო­ბას­თან ისე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, რო­გორც კლა­სი­კოს რო­მა­ნის­ტებს – ეს მის­თვის ნამ­დვი­ლი ფი­ზი­კუ­რი შრო­მაა. თან მარ­თლა ბევრს ბეჭ­დავს, მაგ­რამ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ გერ­მა­ნი­ა­ში. მი­სი, რო­გორც გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მწერ­ლის კა­რი­ე­რა 7-8 წლის წინ და­იწ­ყო. ჩვე­ნი ახა­ლი ეპო­ქა, მარ­თა­ლია, მერ­წყუ­ლი­საა, მაგ­რამ არა იზო­ლა­ცი­ის და თევ­ზე­ბის აკ­ვა­რი­უ­მე­ბის, და თენ­გიზ ხა­ჭა­პუ­რი­ძეც, ეტ­ყო­ბა, სწო­რედ ასე­თი აკ­ვა­რი­უ­მე­ბის და­სას­რულს გვამ­ცნობს.

- თით­ქმის მთე­ლი შე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბა გერ­მა­ნი­ა­შია გა­მო­ცე­მუ­ლი, სა­კუ­თარ თავს გერ­მა­ნუ­ლი მწერ­ლო­ბის კონ­ტექ­სტში მო­ი­აზ­რებ?

- პირ­ველ რიგ­ში, ვერ გა­ვექ­ცე­ვი იმას, რომ ქარ­თვე­ლი ვარ. ძი­რი­თა­დად მა­ინც აქ ვცხოვ­რობ და აქ ვწერ, გერ­მა­ნი­ა­ში მხო­ლოდ წლის რა­ღაც მო­ნაკ­ვეთს ვა­ტა­რებ. გერ­მა­ნუ­ლად იმი­ტომ კი არ ვწერ, რომ თავს ქარ­თვე­ლად არ მო­ვი­აზ­რებ. ად­რე, რო­დე­საც უც­ხო ენე­ბის ინ­სტი­ტუტ­ში ვსწავ­ლობ­დი და უც­ხო­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის თარ­გმა­ნებს ვკით­ხუ­ლობ­დი, სულ მქონ­და ასე­თი კით­ხვა, ნე­ტა რო­გორ ჩანს, რო­გორ იკით­ხე­ბა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა უც­ხო ენა­ზე.

- მაგ­რამ, რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, შენ აქ სა­ერ­თოდ არა­ფერ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ.

- დი­ახ, ეგ­რეა, არ მაქვს ამის ინ­ტე­რე­სი. ად­რე ავ­სტრი­უ­ლი ნო­ვე­ლე­ბი ვთარ­გმნე ქარ­თუ­ლად და მის გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად ავ­სტრი­უ­ლი ფონ­დის KulturKontakt Austria და­ფი­ნან­სე­ბა მი­ვი­ღე, რა­საც მე­რე ავ­სტრი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის პრე­მია მოჰ­ყვა. იგი­ვე პრე­მია პეტ­რა ნა­გენ­კი­ო­გე­ლის რო­მა­ნის, “გაღ­მა აღ­მო­სავ­ლე­თია”, თარ­გმა­ნის­თვი­საც მომ­ცეს და მო­ვი­პო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სტი­პენ­დია ვე­ნა­ში. მა­შინ და­იწ­ყეს ლა­პა­რა­კი, რო­გორც ყო­ველ­თვის ხდე­ბო­და ხოლ­მე აქ, ვინ არის ეს, სა­ი­დან მო­ვი­და. შე­იძ­ლე­ბა ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბია ამის მი­ზე­ზი.

- ეს წიგ­ნე­ბი, შენს მა­გი­და­ზე რომ ვხე­დავ, უნ­და გით­ხრა, რომ ულა­მა­ზე­სი გა­მო­ცე­მე­ბია.

- ჩე­მი წიგ­ნე­ბის ნა­წი­ლის დი­ზა­ი­ნე­რი მე ვარ.

- რა­ტომ? არ ენ­დო­ბი მხატ­ვარს? გგო­ნია, რომ წიგ­ნის იდე­ი­დან გა­და­უხ­ვევს?

- არა, უბ­რა­ლოდ მძაფ­რად გან­ვიც­დი სა­კუ­თარ წიგ­ნებს და უკე­თე­სად მეს­მის, თუ რო­გორ უნ­და გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ ისი­ნი. მინ­და, რომ ერთ ადა­მი­ან­ში ხდე­ბო­დეს წიგ­ნის და­ბა­დე­ბა.

- მახ­სოვს, 2004 წელს ავ­სტრი­ა­ში, ქა­ლაქ ზალ­ცბურ­გში გა­მო­ვი­და ჟურ­ნალ SALZ-ის ნო­მე­რი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ პო­ე­ზი­ას და­ეთ­მო. იქ თით­ქმის მთე­ლი მა­სა­ლა შე­ნი თარ­გმნი­ლი იყო. რა­ტომ დარ­ჩა ეს ჩვენ­თან შე­უმ­ჩნე­ვე­ლი?

- ნამ­დვი­ლად კარ­გი გა­მო­ცე­მა გა­მო­ვი­და, მე­რე აქ გო­ე­თეს ინ­სტი­ტუტ­ში მო­ეწ­ყო პრე­ზენ­ტა­ცია, რაც ავ­სტრი­ის მხა­რეს, ცო­ტა არ იყოს, გა­უკ­ვირ­და და უხერ­ხუ­ლო­ბაც შე­იქ­მნა ამის გა­მო.

- მთარ­გმნე­ლო­ბი­თი სა­მუ­შა­ო­დან რო­დის გა­დახ­ვე­დი მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის წე­რა­ზე?

- ერ­თხელ დუ­ნა­ის პი­რას ვსე­ირ­ნობ­დი, მდი­ნა­რე­ში ხე­ლი ჩავ­ყა­ვი და ანა­რეკ­ლი და­ვი­ნა­ხე. ცხა­დია, არ მი­ვაქ­ციე ყუ­რად­ღე­ბა, ბავ­შვო­ბა­ში ამის მე­ტი რა მი­კე­თე­ბია. გა­ვი­და დრო და ეს ისევ გა­მახ­სენ­და. მა­შინ ერ­თი გვერ­დი უნ­და და­მე­წე­რა ჩემს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე ავ­სტრი­ა­ში KulturKontakt-ის სტი­პენ­დი­ით ყოფ­ნის დროს. მე კი ცხრა თუ ათი გვერ­დი დავ­წე­რე. ამ დროს რო­მის პა­პი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი “ბუხ­კულ­ტუ­რის” სა­ი­უ­ბი­ლეო, მე-100 ნო­მე­რი გა­მო­ვი­და და იქ და­ბეჭ­დეს. მოკ­ლედ, ჩე­მი, რო­გორც მწერ­ლის კა­რი­ე­რა 2005 წლის აპ­რილ­ში და­იწ­ყო. “თევ­ზე­ბი აკ­ვა­რი­უმ­ში”, ასე ერ­ქვა ამ მოთ­ხრო­ბას.

- რა­ტომ ეს სა­ხელ­წო­დე­ბა, ნუ­თუ შენ მა­შინ თევ­ზე­ბიც და­ი­ნა­ხე წყლის ანა­რეკ­ლში?

- 1976 წელს, რო­ცა სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ინ­სბრუკ­ში ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და ტარ­დე­ბო­და. ავ­სტრი­ე­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ და მა­ჩუ­ქეს მოთ­ხი­ლა­მუ­რე­ე­ბის პლა­კა­ტი. მა­შინ ჩვენ­თვის და­სავ­ლე­თი გა­მო­უც­ნო­ბი სამ­ყა­რო იყო. ეს მოთ­ხრო­ბა მე ამ ის­ტო­რი­ი­დან და­ვიწ­ყე – რო­დე­საც კე­დე­ლი და­ინ­გრა და, რო­გორც იქ­ნა, და­სავ­ლეთ­ში ჩა­ვე­დით, თით­ქოს იქ მა­ინც ისე ვი­ყა­ვით, რო­გორც თევ­ზე­ბი აკ­ვა­რი­უმ­ში, უშუ­ა­ლოდ ვერ ვე­ხე­ბო­დით ამ კულ­ტუ­რას. თან ავ­სტრი­ის და სა­ქარ­თვე­ლოს ბე­დიც ხომ ძა­ლი­ან წა­ა­გავს ერ­თმა­ნეთს – ორი­ვე დი­დი იმ­პე­რი­ის ნა­წი­ლი იყო, აქ და­ი­ბად­ნენ ჰიტ­ლე­რი და სტა­ლი­ნი, მე­რე ამ იმ­პე­რი­ე­ბის სა­თა­ვე­ში მო­ექ­ცნენ და იქი­დან ცდი­ლობ­დნენ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის და­მორ­ჩი­ლე­ბას.

- რო­გორც ჩანს, მე­რე უფ­რო რო­მა­ნის ჟან­რმა გა­გი­ტა­ცა?

- 2006 წე­ლი იყო, ვმუ­შა­ობ­დი გი­უნ­ტერ შტინ­გლის თარ­გმან­ზე და წა­ვაწ­ყდი ერთ ჩემს ძველ ჩა­ნა­წერს, აი, იმ დუ­ნა­ის დრო­ინ­დელს. დრო რომ გა­ვი­და, უც­ხოდ ჩან­და, მაგ­რამ არ წავ­შა­ლე. ეს ლექ­სიც იყო, რა­ღაც პა­ტა­რა აგურს უფ­რო ჰგავ­და სამ­შე­ნებ­ლო საქ­მე­ში. ვფიქ­რობ­დი, რა შე­იძ­ლე­ბა აქე­დან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. გა­დავ­წყვი­ტე, პა­ტა­რა მოთ­ხრო­ბის და­წე­რა მე­ცა­და. ათ გვერდს გა­დას­ცდა, ოც გვერდს გა­და­ა­ჭარ­ბა და მა­ინც ვერ მი­ვა­დე­ქი სათ­ქმელს. 30, 40 გვერ­დი – მა­ინც ვერ ჩა­ვე­ტიე და ვი­ფიქ­რე, ეს უკ­ვე რო­მა­ნის­კენ მი­დის-მეთ­ქი. ასე გა­მო­ვი­და 300-გვერ­დი­ა­ნი რო­მა­ნი “მაშ­ვე­ლი რგო­ლე­ბი”. ფა­ბუ­ლა ქარ­თვე­ლი ცოლ-ქმრის და ერ­თი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ექი­მი ქა­ლის სამ­კუთ­ხე­დის ის­ტო­რი­ას შე­ე­ხე­ბა.

- ვინ გა­მოს­ცა ეს რო­მა­ნი?

- 2007 წელს Daad-ის სტი­პენ­დი­ით ვი­ყა­ვი გერ­მა­ნი­ა­ში. ჩემს მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­და ერ­თი მი­უნ­ხე­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი, დოქ­ტო­რი პე­ტერ გრა­ფი და ჩე­მი ხელ­ნა­წე­რი მას ვაჩ­ვე­ნე. მით­ხრა, მა­ტა­რე­ბელ­ში ვკით­ხუ­ლობ­დი და კი­ნა­ღამ ჩემს სად­გურს გავ­ცდიო. სწო­რედ მან და­წე­რა წიგ­ნის სა­რე­კო­მენ­და­ციო წამ­ძღვა­რე­ბაც. ეს რო­მა­ნი 2009 წელს გა­მო­ვი­და ლა­იფ­ციგ­ში, გა­მომ­ცემ­ლო­ბა Engelsdorfer Verlag-ში.

- არა­ერ­თი პრი­ზი გაქვს აღე­ბუ­ლი...

- 2008 წელს ჩემ­მა მოთ­ხრო­ბამ “ძვე­ლი ყა­ვის საფ­ქვა­ვი” მე-3 ად­გი­ლი აი­ღო ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში და და­ი­ბეჭ­და ან­თო­ლო­გი­ა­ში “ბო­ლო სვლა”. 2009 წელს ბერ­ლი­ნუ­რი ან­თო­ლო­გი­ის, “გზა­თა ქსე­ლის” კონ­კურ­სში, მოთ­ხრო­ბამ “ბო­ლო ფრე­ნა” პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მი­ი­ღო. ბერ­ლი­ნის კედ­ლის თე­მა­ზე მაქვს კი­დევ ერ­თი მოთ­ხრო­ბა “ორი ქვა”, რო­მელ­მაც ასე­ვე გა­ი­მარ­ჯვა კონ­კურ­სში. კი­დევ სა­მი სხვა პრე­მია მაქვს მი­ღე­ბუ­ლი.

- რას და­ა­სა­ხე­ლებ­დი შე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბის ლა­იტ­მო­ტი­ვად?

- ჩე­მი შე­მოქ­მე­დე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ თე­მას წარ­მო­ად­გენს ხე­ლო­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში. “მაშ­ველ რგო­ლებ­ში” ის ცოლ-ქმა­რი ხე­ლო­ვა­ნე­ბი არი­ან, ქა­ლი მუ­სი­კა­ლურ კომ­პო­ზი­ცი­ებს წერ­და. ისი­ნი ერ­თგუ­ლე­ბი დარ­ჩნენ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის, ვერ გა­და­ეწ­ყვნენ ახა­ლი ცხოვ­რე­ბის ყა­ი­და­ზე, რა­მაც მა­თი ჯერ სუ­ლი­ე­რი, შემ­დეგ კი ფი­ზი­კუ­რი ერო­ზია გა­მო­იწ­ვია.

- სულ ბო­ლოს რა გა­მო­ი­ცა და რა­ზე მუ­შა­ობ ამ­ჟა­მად?

- 2011-ში ბერ­ლინ­ში ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ან­თო­ლო­გია “და­სას­რუ­ლი” გა­მო­ვი­და. აქ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია მხატ­ვრო­ბა, პო­ე­ზია, პრო­ზა და დის­კზე ჩა­წე­რი­ლი სპექ­ტაკ­ლი. ჩე­მი ერ­თი მოთ­ხრო­ბაც მოხ­ვდა. ახ­ლა და­ვამ­თავ­რე მუ­შა­ო­ბა წიგ­ნზე, სა­დაც ცხრა მოთ­ხრო­ბა და მცი­რე მო­ცუ­ლო­ბის რო­მა­ნი იქ­ნე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. აქაც სიკ­ვდი­ლის და მი­სი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის თე­მაა მთა­ვა­რი.

წყარო: http://www.tabula.ge/article-23350.html
ტაბულა © 2012
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
თენგიზ ხაჭაპურიძე - დავით ჩიხლაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: