არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ტატა თვალჭრელიძე – Tata Tvaltchrelidze

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: ტატა თვალჭრელიძე – Tata Tvaltchrelidze   Mon Apr 30, 2012 12:43 pm



ტატა თვალჭრელიძე

ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძე
(1940– 1992)

დაიბადა 1940 წელს ცნობილი გეოლოგის, აკადემიკოს გიორგი თვალჭრელიძის ოჯახში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი (1963) და რსფსრ მეცნიერთა აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა (მოსკოვი). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მსახიობი ქართულ კინოში“ (1971). მუშაობდა საქართველოს მეცნიერთა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1972–დან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც თამაზ ქვარიანთან ერთად, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში ჩამოაყალიბა კინო ფაკლუტეტი. აქ ლექციებს კითხულობდნენ: აკაკი ბაქრაძე, მერაბ მამარდაშვილი, გოგი გვახარია, ოთარ იოსელიანი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ნანა ჯორჯაძე, ერლომ ახვლედიანი. ამ ფაკულტეტის კურსდამთავრებულები არიან: დავით ბუხრიკიძე, ჯარჯი აქიმიძე, გია არგანაშვილი, დათო ტურაშვილი. ტატა თვალჭრელიძემ თავისი უკომპრომისობის წყალობით მოახერხა და ეს ფაკულტეტი იმ დროს კულტურაში გამეფებული კონიუნქტურის ფონზე აქცია თავისუფლების ოაზისად.
ფაკულტეტის სტუდენტები მიყავდა მოსკოვში, სახელმწიფო კინოარქივში, სადაც მათ შეეძლოთ იმ დროისათვის საქართველოში ხელმიუწვდომელი ფილმების ნახვა, ისეთი რეჟისორებისა, როგორებიც არიან: ფასბინდერი, პაზოლინი, ვენდერსი, ბერტოლუჩი, ბერგმანი, ჰოპერი და ა.შ. ტატა თვალჭრელიძე მათთვის კინოს სამყაროში პირველი გზამკვლევის როლს თამაშობდა. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ თაობის კულტურულ ფორმირებაში, რომლებსაც დღევანდელ ქართულ კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმით.
1987 წელს ტატა თვალჭერლიძემ უნივერსიტეტში დააარსა ასევე კინოს ენისა და სტრუქტურის სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორია, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ამ ლაბორატორიის მუშაობის ნაყოფი იყო მისი წიგნი „კინემატოგრაფიული ძიებანი“, რომელიც ქართულ კინომცოდნეობაში დღემდე რჩება ერთ–ერთ მნიშვნელოვანი გამოცემად, საკითხისადმი მისი ანალიტიკური მიდგომის გამო. ტატა თვალჭრელიძის წერილები ყოველთვის დამოუკიდებელი იყო იმ დროს გაბატონებული იდეოლოგიზირებული კონიუნქტურისგან და ყოველთვის იწვევდა საინტერესო პოლემიკას კინოხელოვანთა შორის.
ტატა თვალჭრელიძის ავტორობით მომზადდა არაერთი ტელე და რადიოგადაცემა, მათ შორის საქართველოს ტელევიზიის I არხის გადაცემათა ციკლი „ფილმი და რეჟისორი“ მისი სცენარებით გადაღებულია დოკუმენტური ფილმები „სესილია თაყაიშვილი“ (თ.ბაქრაძე, 1980), „ეროსი მანჯგალაძე“ (ნ.ჯორჯაძე 1983), სამეცნიერო–პოპულარული ფილმი „ჯადოსნური საცერი“ (ვ.სემიონოვი, 1985) და სხვა.

გამოცემები:
* სიმართლე ეკრანზე, გამომცემლობა „ხელოვნება“, თბილისი, 1981;
* კინემატოგრაფიული ძიებანი, გამომცემლობა „ხელოვნება“, თბილისი, 1989 - შინაარსი: წინათქმა -- ექსპრესული ეკრანი (მ. კალატოზიშვილის მხატვრული მეთოდი) -- სამართლის ეპიკური ტილო (თ. აბულაძის მონანიება) -- უტყუარი კინემატოგრაფიული ხედვა (ო. იოსელიანის კინოსტილისტიკა) -- სამი დღე და მთელი სიცოცხლე (მ. კოკოჩაშვილის "ცხელი ზაფხულის სამი დღე") -- საფეხური ცხოვრების აზრის ძიებაში (ა. რეხვიაშვილის კინოსამყარო) -- ცხოვრების მკაცრი პოეზია ( ს. ჩხაიძის" თუში მეცხვარე") -- მოცურავეები (ი კვირიკაძის "მოცურავე") -- პიროვნებად ჩამოყალიბების ძნელ გზაზე (ა. ცაბაძის "ლაქა") -- კინო მსახიობის ოსტატობის სპეციფიკისათვის -- კინემატოგრაფის პირველი ნაბიჯები -- იტალიური კინოს სათავეებთან -- დანიის მუნჯი კინო -- ინგმარ ბერგმანის კინოსამყარო.

გამოყენებული ლიტერატურა:
* ქართული კინო 1896–2011, ენციკლოპედიური ლექსიკონი. ავტორი, რედაქტორი და შემდგენელი: მარინა კერესელიძე, თბილისი, 2011.


ბმული:
* http://www.feminism-boell.org/ka/2014/06/04/tata-tatiana-tvalchrelize


Last edited by Admin on Mon Feb 16, 2015 1:03 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტატა თვალჭრელიძე – Tata Tvaltchrelidze   Fri Oct 03, 2014 8:52 pm

ტატა თვალჭრელიძე



წიგნის დასახელება: "სიმართლე ეკრანზე" (წერილები კინოზე)
წიგნის ავტორი: ტატა თვალჭრელიძე
გამომცემლობა: “ხელოვნება”
გამოცემის წელი: 1981
ყდა: რბილი
რეცენზენტი: ირინა კუჭუხიძე
რედაქტორი: მანანა მჭედლიშვილი
მხატვარი: ვახტანგ რურუა
მხატვრული რედაქტორი: ნიკო ლაფაჩი
ტექრედაქტორი: რიჩარდ კოხრეიძე
კორექტორი: მანანა დონაძე
გამომშვები: ილია მანდარია
გვერდების რაოდენობა: 208
ფასი: 55 კაპ.
ტირაჟი: 10 000

სარჩევი
* წინათქმა
* სერგო ზაქარიაძე
* სესილია თაყაიშვილი
* ოთარ იოსელიანი
* მიხეილ კობახიძე
* "ალავერდობა"
* იტალიური კინოს ზოგიერთი ტენტენცია
* მიქელანჯელო ანტონიონი
* მარჩელო მასტროიანი
* მარსელ კარნე
* აკირა კუროსავა


Твалчрелидзе Тата Георгиевна
"Правда на экране"

(На грузинском языке)

Издательство "Хеловнеба"
Тбилиси, пр. Плеханова, 179
1981

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ტატა თვალჭრელიძე – Tata Tvaltchrelidze
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: კინო არმურზე: კამერითაც ცხონდების კაცი-
Jump to: