არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მაიკო მიქაია

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: მაიკო მიქაია   Fri Apr 06, 2012 5:55 pm


Maia Miqaia

მაიკო მიქაია

დავიბადე და გავიზარდე გალში, აფხაზეთში. პროფესიით ვარ ჟურნალისტი და იურისტი. მყავს მეუღლე და ორი შვილი.

ბმული – https://www.facebook.com/profile.php?id=100001522606525



დღე

დღე _ წუთით და საათით ნაკოწიწები,
დღე _ დაღლილი მილიარდი წამისგან
სრულდება და ლოდინის მოწიწებით
დრო ციფერბლატს მიაბრძანებს ღამისკენ.
გათენდეს და შენსკენ გამოვენთები,
ღმერთმა მხოლოდ ეს ერთი დღე მაკმაროს,
სანამ ისევ, ისევ შევეფეთები
მაგ თვალების უსაყვარლეს სამყაროს.



Last edited by maiko miqaia on Fri Apr 06, 2012 6:59 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: რაფსოდია   Fri Apr 06, 2012 6:21 pm

რაფსოდია

თვალებს დავხუჭავ სარკის წინ და ღრუბლების წიაღ
ვიღაცას ბაგე უთრთოლდება გრძნობამორეულს,
შუქი ენთება და ექნება თვალები ღია
გალაქტიკაში მომლოდინე სულის ორეულს.
ადრე სიყვარულს ვკითხულობდი სტრიქონებს შორის,
ახლა კი გრძნობა, როგორც ვალი გასტუმრებული,
მხოლოდ შვებაა ცარიელი ან შვების კლონი,
ანდა წერილი _ სამწერტილით დასრულებული.
ფაქიზი ბროლის გასცვეთია კონკიას ქოში,
ათას კრისტალად მოცრიატე შუშის ცრემლი და
სულია ჩემი, დაკარგული ფერსა და დროში,
ამ სამყაროში მოფანტული ფერფლი პეპლიდან.
ყალყზე შემდგარი ფაშატივით კლდის ქიმზე ვდგავარ,
ჩემს სათრევ ჭაპანს ისევ მარტო მე თუ გავათრევ
და წვრილმანებში ათქვეფილი ვიპოვი მთავარს,
რასაც ვერც მთხოვ და ვეღარც ძალით ვეღარ წამართმევ.
და, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რა ადვილია
მიხვდე, რომ შენი გაორება საზღვარს გადასცდა,
შენც გაუღიმო სახეს ნათელს და ღიმილიანს
და მეგობრებთან გახალისდე ფინჯან ყავასთან.
ამოისუნთქო ფილტვებიდან ეს მწარე ბოლი,
ქუჩაში უცნობს საუბარი ტკბილი გაუბა,
ან სულ უბრალოდ, დღევანდელს და გუშინდელს შორის
იპოვო ათი მსგავსება და ათი სხვაობა.
ცხოვრების ყველა წვრილმანით რომ ისწავლო ტკბობა,
ხელის აქნევით ფიქრებიდან დარდი განდევნო
და წვიმის შემდეგ მღვრიე გუბის ნელ-ნელა შრობას,
დრო დაივიწყო, უშფოთველად თვალი ადევნო...
ყველა გამვლელის ყველა მზერა რაღაცას ნიშნავს,
ხვდები, ცხოვრება ცხოვრებისთვის _ არის ცდუნება
და ამის მერე ცრემლით დასმულ ძახილის ნიშანს
დაეკარგება პირვანდელი დანიშნულება.
შენც ამ სამყაროს ჩემნაირად თუკი ხედავდი,
ალბათ, გესმოდა ჩემნაირად ყოველი სიტყვა,
მე გეტყვი მხოლოდ _ ძნელი იყო მოსვლა შენამდე,
დანარჩენ სათქმელს ჩემს თვალებში ამოიკითხავ.
დროს ვერასოდეს მოიყირჭებ _ შენთვის განკუთვნილს,
ვერც გაჩუმდები, თუნდაც არვინ აღარ გისმენდეს,
ჰგავხარ მსახიობს, ფორტუნა რომ გვერდით ჩაუვლის,
მაინც ჯიუტად ელოდება აპლოდისმენტებს.
ვეცადე, მაგრამ სასურველი მაინც ვეღარ ვთქვი,
თუმცა სიტყვების შესაფერისს ვარჩევ რაციონს.
როდესაც წასვლა ეპილოგი არის სპექტაკლის,
სცენაზე რჩება უსარგებლო დეკორაცია...
იმ დროში ვცხოვრობ, უფლისაგან რა დროც მომეცა,
ვცხოვრობ, რადგანაც ოცნება და ფიქრი მადროვეს,
და სიხარულით ვეშორები ტკივილს, რომელსაც
მზისკენ ლივლივით განფენილი სული დატოვებს.



Last edited by maiko miqaia on Tue Jun 19, 2012 7:41 am; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Fri Apr 06, 2012 6:24 pm

ამ ახალ წელსაც

მოვედი...
არსად აღარ მივდივარ,
შენს გულისცემას ვაბჯენ გულისყურს
და შენი მკერდის ასე ციმციმი
ჩემს სამუდამო ყოფნას გულისხმობს.
მოვედი _
ისევ შენთან ვარ ახლა,
უკვე არასდროს დაგტოვებ მარტო.
თან უსაშველო წარსული მახლავს
და... გაურკვეველ მომავალს განდობ.
ამ ახალ წელსაც
ახლიდან მოვრთავ
ძველი ნატვრებით ნაძვის ხის ტოტებს _
განმავლობაში წელთა და დროთა
წელთა და დროთა სიმრავლე გქონდეს!
ჩემს მკერდქვეშ ისევ სიცოცხლე ფეთქავს:
ახალი ყლორტის გაშლას შეჰხარის
ორივე გული _
მფეთქავი ერთად,
ერთად შეკრული ორი ლებანი.
მოვედი...


Last edited by maiko miqaia on Fri Apr 06, 2012 6:43 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Fri Apr 06, 2012 6:30 pm

ხინკალო

მზიან ბორჯღალად მოხვეულო
ფშაურო, თუშურო, მოხევურო
ქალაის თითებით ნაფერებო,
ნაოჭებასხმულო ბროწეულო,
კადაჩლის ნისლივით ოხშივარი
შენით დახუნძლული ხონჩის არი,
მოფშავლებულზე სასურველო,
სწორედ რომ სულზე მოგვისწარი!


Last edited by maiko miqaia on Fri Apr 06, 2012 6:44 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Fri Apr 06, 2012 6:31 pm

***
ცა,
მზის ჩასვლით მეწამული
წამწამებზე დავარწიე
და მომედო
მეც ალმური,
ღიმილი რომ დამაწიე.
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Fri Apr 06, 2012 6:34 pm

გამიცანით!
(Facebook-ელებს)

...ახლა ინტერნეტს შეხიზნულნი ვირთობთ მოწყენას,
ვთამაშობთ, თითქოს ყველაფერზე გული შეგვტკივა
და ინტერესით ვაფიქსირებთ ყველა მოვლენას...
ერთმანეთს ვიცნობთ? გამიცანით, მე ასეთი ვარ:
მადლობელი ვარ, რომ გამიხდა მეგობრად მტერი,
მადლობელი ვარ იმ გზის გამოც, რაც გავიარე.
თუმცა ღალატის გემოც ვიცი... გემოც და ფერიც...
დღემდე ვენდობი გაღიმებულ ადამიანებს;
საკუთარ თავზე ხშირად მწარე მომსვლია ბრაზი,
რომ მაგიჟებდა სულელური, ბინძური ჭორი...
ვარ სამყაროში დაკარგული პატარა ხაზი _
ზოგჯერ ჩაწერაც ავიწყდებათ ტყუპ სიტყვას შორის;
გამომიცდია, რასაც ცრემლის გაშრობა ჰქვია,
(თუ დამიჯერებთ, უგულობას სულაც არ ნიშნავს)...
და რომ იმსხვერპლა, თურმე, ვიღაც წუხელის ტყვიამ,
იყო მხოლოდღა სამწუხარო ფაქტის აღნიშვნა;
ვნებასაც ვიცნობ ბალახებზე მცოცავი ნამის,
მიწამ რომ უნდა შეისრუტოს ხარბად... და კიდევ,
როდესაც მიყვარს, სამყაროზე დიდი ვარ ლამის _
წარსულის ყველა დავიწყებულ სიხარულს ვიტევ;
რას უფრო მეტი აქვს სიღრმე და აქვს სილამაზე _
ქართულ ზეცას, თუ ქართულ ფესვებს, თუ ქართულ ბგერას?
რაც გვაქვს და გვიყვარს, უფრო მეტად თუ დავაფასებთ,
ვფიქრობ, (თუ მჯერა), არ დავკარგავთ... მინდა და... მჯერა!
სამწუხაროა, დრო ისეთი სისწრაფით გარბის,
ვერ ვასწრებთ ხელი გავუწოდოთ და სითბო გავცეთ...
როცა ხვალისთვის გონებაში ვამზადებ სადილს,
მაშინღა ვხვდები, დღე გასულა და დავიქანცე;
მე ასეთი ვარ! ბევრი რამე, ალბათ, დავმალე,
ბევრ რამეს თვითონ მიხვდებოდით, ბევრიც გამომრჩა...
და მაპატიეთ, თუ აქამდე ჩემით დაგღალეთ,
ახლა თქვენ უნდა ამომივსოთ სიტყვებით ხონჩა.
ხან „სმაილს“ გზავნით, ხან სურათებს „დამილაიკებთ“,
ხან წერილს მომწერთ, ხან ლექსებით მიქმნით განწყობას,
მაგრამ არ მიცნობთ... ჩამომართვით ხელი, გაიგებთ _
მართლა ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა!





Last edited by maiko miqaia on Fri Apr 06, 2012 6:44 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Fri Apr 06, 2012 6:36 pm

„მრავალჟამიერი“

სულში მზე, მზისებრ განათება,
ხმა მწყობრი, არაქაოტური.
ბგერა _ ხმა, ბგერა _ გამართლება,
ბგერა სრულიად აორტული.
სულის თქმა, სულის განათლება,
სული _ აქამდე არნახული,
ქართული გენის განახლება,
ქართული ენის გაზაფხული.
ბგერის ამოდ თქმა, ამოდ ფრქვევა,
ბგერა _ ლექსივით გამოთქმული,
ფესვიდან მუხის ამოფრქვევა,
ხმა მწყობრი, არაამორფული.
ცამდე ამაღლება წამიერად,
სიტყვა გულიდან ამოთქმული,
ქართული „მრავალჟამიერი“_
მადლიანი და ამოდ თქმული.



Last edited by maiko miqaia on Fri Apr 06, 2012 6:44 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Fri Apr 06, 2012 6:37 pm

ქრისტე აღსდგა

ქრისტე აღსდგა! დაილოცოს უფლის ნება!
ყველაფერი ჟამთაცვლაში დაიკარგა...
დარჩა ჩვენში ერთდადერთი საოცრება,
_ ქრისტე აღსდგა!
ქრისტე აღსდგა! განათება ბნელთა სულთა
სხვანაირად არ შეეძლო უფალს რადგან, _
ბრმათა, ყრუთა, დავრდომილთა განსაკურნად
_ ქრისტე აღსდგა!
ქრისტე აღსდგა! დაილოცოს უფლის ძალი,
აღმიდგინოს მისმა მადლმა სალოცავი,
დაუყუჩოს ტკივილები არახალი,
შეისმინოს ჩემი ხალხის ლოცვა-ზარი,
კივილამდე ხმამაღალი.
სისხლის ფასად, წამების და გვემის ფასად
მოუპოვოს მას სიმშვიდე და დიდება,
ასე ძლიერ არ სჭირდებათ ახლა არსად
ღვთისმიერი საოცრება.
და ვილოცოთ, იქნებ ჩვენმა რწმენამ გვიხსნას,
მუხლმოყრილნი სანთლებს ვუნთებთ სალოცავებს.
დაელოცოს ყვავილობა მუხის ციცქნა
კოკოჩანებს.
ქრისტე აღსდგა _ გვემული და ნაწამები,
ჯვარცმული და შერისხული,
და მით წმინდა.
ძე უფლისა და რჩეული ვარსკვლავების
იგი ხალხმა იწამა და განადიდა,
რადგან მკვდრეთით
_ ქრისტე აღდგა!
_ ჭეშმარიტად!


Last edited by maiko miqaia on Fri Apr 06, 2012 6:42 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Fri Apr 06, 2012 6:42 pm

სად მიხვალთ!?

სად მიხვალთ, მიემატებით
ვის სათიბსა და იალაღს?
აქ ჩვენი მამა-პაპები
ვისთვის ისხამდნენ იარაღს?!
სანთლის შუქს ნატრობს საყდარი _
მლოცველმა დაიგვიანა.
სხვა სიხარულიც სად არი,
სხვა საქართველო კი არა?!
ახლა რომ ციდან გვლოცავენ,
გახდნენ ღვთის თანაზიარად,
ასი ათასი მოწამის
კვლავ ღიად დაგვრჩა იარა,
რადგან ისინი მომრავლდნენ,
ვინც... ხატზე გადაიარა.
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: ჰოი, ჰელესა!   Mon Jun 11, 2012 9:56 am

მაია მიქაია

ჰოი, ჰელესა!
(მინაწერი მიხო მოსულიშვილის წიგნზე "ჰელესა")


ცოდვილ მიწაზე რა გამოლევს დღეებს ნაკიანს,
თუმც, ღვთის შეწევნით, ველოდებით ძმობის დღეებსაც.
მკლავებს ძალა და ხელებს სითბო ხომ არ აკლიათ,
ჰოი, ჰელესა?!
ლაზი წინაპრის მოძახილი ფუქირობისას,
ერთნაირად რომ ეხსომება ზღვას და ხმელეთსაც,
ყოველ ცისმარე ზღვის ფსკერიდან მზეს ამოზიდავს,
ჰოი, ჰელესა!
გამოგვიფხიზლებს უძღებ შვილებს, ცოდვილ ასულებს,
ოდით მათ სისხლში მიმობნეულს უპირველესად
ამ ცის და მიწის სიყვარულსაც დაგვიდასტურებს,
ჰოი, ჰელესა!
ნეტავ, შეეძლოს... გაღმა მხრიდან ხმას მოგვაწვდიდა,
რომ წინაპრების დარდი გვეთქვა ან გაგველექსა...
წარსულს ვამხნევებთ მოძახილით ჩვენ მომავლიდან,
ჰოი, ჰელესა!!!




ბმული - https://www.facebook.com/notes/maiko-miqaia/ჰოი-ჰელესა-მინაწერი-მიხო-მოსულიშვილის-წიგნზე-ჰელესა/474624305886679?notif_t=note_reply
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Fri Aug 31, 2012 8:52 am

მაია მიქაია

სხვა რა მინდოდა ივრისპირს!


ქართული ლექსის საჭურჭლევ, გულს რომ ედები სალბუნად,
ამ ბამბიქულა ღრუბლებით და ნისლით შემორკალული,
ღვთიან უბეში რომ იტევ არაგვის ქვაზე ნალეს ხმალს,
ფშაველას ლექსად სუნთქვას და ხვარამზეს სატრფოს ნატერფალს,
მთის წმინდა სალოცავებით მზის და მთვარისკენ მზირალი,
ჯვარზე გაკრული კაცთაგან, თუმც ღვთისგან გაუწირავი...
მოგივალ დასავიწყებლად ქალაქურ ცოდვა-ბრალისა,
ამ მთების მოსაფერებლად, მნატვრელი, აბა, სხვა რისა?!
აღმართზე ჩამოვიტოვებ ყველა სადარდელს ბარისას
და უნდა დამხვდე დამთბარი, მსურველი მზიან დარისა,
შენ თაფლის ფიჭა სასანთლე, მე _ ჩილა შენი სანთლისა,
შენს ცისქვეშეთში ვიწვოდე შუქისთვის, განა დარდისად!
იქით მეძახის ზღვა შავი, აქეთ ულევი გრძნობის ზღვა,
სხვა რა მინდოდა ივრისპირს _ აქ სიყვარული მომიძღვა,
თიბათვის თივის ზვინებში მზისფერად ნათინათინები,
სხეულში ვერჩატეული, გულზე გადმონადინები...
ამ სიყვარულის მდინარის დევნა არ არის იოლი,
ხანდახან მოქურუხდება, იმღვრევა, როგორც იორი,
ხან ისევ დაიწმინდება _ პირმთვარედა და პირიმზედ
ცეცხლაპირს მიფიცხებულნი ცას და ცისქვეშეთს ვივიწყებთ...
ღმერთო, სამყაროს სიმშვიდევ, ჩემს გულშიც დაიბუდებდე,
სიცოცხლის სადღეგრძელებლად ცაზე და ქვეყნად სუფევდე,
სიყვარულს მაზიარებდე და ლოცვად დამაყუდებდე...
ჩემს სულს რომ შენთან მოუხმობ, ამ მიწას ჩამახუტებდე!

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: სულში ვუცოცხლე უფალი   Wed Jan 02, 2013 9:25 pm

სულში ვუცოცხლე უფალი
წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გზაო, უგზოვ და მთიანო, მზეო, იმედო ხვალის,
ამ ცისკენ უნდა ვიარო, ვატარო ვაზის ჯვარი!
ქვეყნად ქროლისგან დაღლილო, ქარო, ქცეულო სიოდ,
ლოცვავ, სიზმარშიც ნამდვილო, დილამდე უნდა გდიო.
სადღაც, ღრუბლების გადაღმა, ერთი ქვეყანა არი,
სადაც ცამეტმა ქადაგმა ცამეტი ზიდა ჯვარი.
მე კი ათასჯერ დაგლოცავ, წყაროვ, ნასვამო პეშვით.
უფლის ხმა ღრუბლებს გამოსცდა ივერთა ქვეყნის მთებში.
ჩემთვის ქცეულა სამშობლოდ, მე _ მოვვლენივარ მშობლად,
კურთხეულ ქვეყნის საობლო ბედისკვერების მცხობლად.
მთაში ხანჯალი ავლესე, ფერი ვაწურე ნართავს,
ბარში ვაზს მივუალერსე და ხორბლის მწიფე თავთავს.
სანამ მზე დაიღამებდა, ცეცხლის ალს სცემდნენ თაყვანს,
სანამ უფალი გამეფდა, სწირავდნენ გაცს და არმაზს _
სულიც ხომ უნდა დაღვინდეს, როგორც ცრემლები ვაზის...
ჩემს კეთილშობილ მასპინძელს მხარზე მიმინო აზის,
მოუწევს რწმენით ეახლოს სიწმინდეს ღვთის და კაცის,
უფლისად ლოცვით შეახოს ბაგე უწმინდეს ბარძიმს.

მოვდივარ, სისხლის ცრემლი მდის, ეს მერამდენედ მოველ!
რწმენის და მიტევებისთვის უფალი ჩემში ვპოვე,
ვანთებ, თუმც ზოგჯერ უალოდ, ღვთით მირონცხებულ კანდელს
და ჩემი ლოცვა, უფალო, იცავს ქვეყანას ნათელს.
აქ სიყვარული მკურნალი ვისწავლე თმენით მშობლის,
სულში ვუცოცხლე უფალი ერს, რწმენით ახლად შობილს.
და დავანათლე განდგომილს ფლობა სულიერ განძთა
და ჯვარცმისა და აღდგომის ასიათასჯერ განცდა.
როცა ამ ბუდის არწივი ამაყად უფრენს ამ მთებს,
ასკილისფერი აპრილი გაზაფხულის მზეს ანთებს
და ერი როს ღვთისმოსავი აღდგომის ღამეს ათევს,
ასიათასი მოწამის საშვილიშვილო ნათელს
სულით ატარებს უხილავს და სანთელივით იწვის,
უფალი ჯერ არ უხილავს, მოწმეა უფლის სიბრძნის _
მკვდრეთით აღსდგება ლაზარე, ტაძარში ექო ისმის
ვაზის ჯვარივით ნატარებ ჯერ ამოუთქმელ სიტყვის.
ძველს გაპოვნინებს საუნჯეს მუდამ ძიება ახლის...
საუკუნეებს გაუძლებს პატარა ბუჩქი მაყვლის.
მე კი ვლოცავდი ნიადაგ, დღესაც ვლოცულობ მათთვის,
უფლის ნათელი მიადგა უწმინდეს ტაძრებს ქართვლის.
დილით ხატის წინ დაჩოქილს ვინ დამავიწყდა, ნეტავ,
ვისი ნატვრა და ნათრთოლი მაქვს მისატანი ღმერთთან?!.
მადლი ანთებულ კელაპტრის ჭირშიაც უნდა გწამდეს,
ქალი დედაა ყველასთვის, როცა ღმერთს უნთებს სანთელს!

სანთელი, უფლის ნაკურთხი, აქ ჩაუმქრალად ენთო,
ღვთისმშობლის წილხვედრ ამ კუთხეს კალთას ვაფარებ, ღმერთო!

Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: ბაიდა ნაფისა   Wed Jun 05, 2013 7:56 pm

დილა

რა საოცარი დილა ჩანდა,
ორთქლი სდიოდათ კენწეროთა,
მზეს უჩქარია ამოსვლა და
ცას მთვარე ისევ შერჩენოდა.
ბარად მზე იყო თაკარა და
მთას წვერზე თოვლი შეჩვეოდა.
როგორ მინდოდა ფრენა, რათა
ამ დღის ჩახუტება შემძლებოდა.


Last edited by maiko miqaia on Wed Jun 05, 2013 8:41 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Wed Jun 05, 2013 7:57 pm

[ბაიდა ნაფისა
არავინ იცის, საქართველოს რომელ კუთხეს ან გვარს ეკუთვნოდა `თეთრ განძად~ წოდებული ქართველი ქალი, რომლის გამჭრიახობამაც გადაარჩინა ქაირო. ეგვიპტელები მას იცნობენ სამი სახელით, როგორც ნაფისა ხანუმს, ბაიდა ნაფისას და მამლუქთა დედას.

წამწამებზე ეგვიპტური მზე გესვენა,
წამწამებქვეშ _ ლივლივებდა მირაჟი.
წარსული რომ ცის თაღივით განიხვნება,
ირეკლება ვარსკვლავთცვენა სილაში.
რას გერჩოდნენ, ნეტავ, ვისი რა ემართა
ათასობით ლამაზ ქალს და ქვრივ-ობოლს?!.
და ბავშვური შენი ცრემლიც დაემატა
ბევრი ცოდვის მნახველ კონსტანტინოპოლს.
ტკივილს ვიღას შესჩივლებდი, იქ შენს მსგავსად
ბევრი იყო, არ იყავი პირველი...
თუკი გაჩნდა ქვეყნად სადმე სილამაზე _
გამყიდველიც გამოჩნდება, მყიდველიც.
გასაცემი საქართველოს ვიღამ მისცა
ან შვილები, ან ნაფლეთი მიწის, თუმც
თქვენ გყიდიდნენ ისე, როგორც ქართულ მიწას,
ქართულ მიწას, მერეც ბევრჯერ გაყიდულს.
დიდოუ ნანა, დედაშენი მებრალება,
მიწა წყევლა დიხაშხო* _ რომ გიშვილა,
ვერ იხილა შენი გაზრდა-დაქალება,
ვეღარც შენი დედოფლობა იხილა.
თავს გიხრიდა მოწიწებით კაირო და
მზრუნველობდი ღარიბთა და მდიდართა...
რა შორს იყო მშობლიური შენი ოდა
და შორიდან უფრო ძლიერ გიყვარდა.
როცა მტერთა სიმრავლისგან ცა გამუქდა,
როცა ძრწოდა შიშით სპა და მსტოვარი,
წინ აღუდგა ლაშქარს დედა მამელუქთა,
მომხიბვლელი და დიდბუნებოვანი.
ჯიქის მზერით დამპყრობელი დაიპყარი
და სიდინჯით დედოფლობა იფერე.
იმპერატორს ეცლებოდა მიწა-მყარი,
როცა თვალებს აწყდებოდა ზღვისფერებს.
ფეხთ გიგებდნენ საუცხოო დიბა-ატლასს
დღეს თეთრ განძად ქცეულ, ყოფილ მონა-ქალს
და ევროპის სახელოვან მთავარსარდალს
თვალს ამაყად უსწორებდი ბონაპარტს...
სილამაზე და სიმდიდრე საარაკო
ოქროს ქვიშის კრიალოსნად ასხმულა.
სანამ ვცოცხლობთ, ჩვენ წარსულზე ვლაპარაკობთ,
მივდივართ და _ ჩვენც ვიქცევით წარსულად.

წამწამებზე ეგვიპტური მზე გესვენა,
წამწამებქვეშ ლივლივებდა მირაჟი...

-------------------------
* დიხაშხო _ უნაყოფო, მწირი მიწა.
[/quote][b]
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Wed Jun 05, 2013 7:59 pm

სიზმრის ელეგია

ასე დაწყებულა ამბავი ამ ღამით _
ფარფატა წამწამი ლოყას შეხებია.
ფარფატა წამწამის ნარნარი ხამხამით
აბობოქრებულა სიზმრის ელეგია.
მბორგავი მკლავები ცამდე აზიდულა,
ვნება დაბინდულა მზერით უცისფრესით,
მარადისობაში წამი გახიდულა,
ნამში გარინდულა წვეთი უმცირესი.
ვნება სუნთქვის ტალღას
მკერდით შელეწვია,
სიბნელეს ებრძვიან ჩუმად ვარსკვლავები.
მხოლოდ შედეგია სიზმრის ელეგია...
მხრებზე გაბნეული დუმან ნაწნავები.




Last edited by maiko miqaia on Wed Jun 05, 2013 8:57 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Wed Jun 05, 2013 7:59 pm

* * *
ცეცხლს, ნაკვერჩხლებში მინავლულს,
ეფიცხე სითბოს ნაჩვევი.
ვეღარ ივიწყებ სიყვარულს _
ენგურს გადაღმა დარჩენილს.
ზღვის ტალღა თუ არ გილოკავს,
სხვა არაფერი არ შველის
ნატკენი გულის ჭრილობას _
მწიფე ლეღვივით დაფჩენილს.
გაყუჩდი და გაიღიმე,
იშუშე გული ნატკენი...
არც პირველი ხარ, ჭირიმე
და აღარც უკანასკნელი!



Last edited by maiko miqaia on Wed Jun 05, 2013 8:53 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Wed Jun 05, 2013 8:00 pm

ბაიდა ნაფისა

არავინ იცის, საქართველოს რომელ კუთხეს ან გვარს ეკუთვნოდა „თეთრ განძად“ წოდებული ქართველი ქალი, რომლის გამჭრიახობამაც გადაარჩინა ქაირო. ეგვიპტელები მას იცნობენ სამი სახელით, როგორც ნაფისა ხანუმს, ბაიდა ნაფისას და მამლუქთა დედას.

წამწამებზე ეგვიპტური მზე გესვენა,
წამწამებქვეშ _ ლივლივებდა მირაჟი.
წარსული რომ ცის თაღივით განიხვნება,
ირეკლება ვარსკვლავთცვენა სილაში.
რას გერჩოდნენ, ნეტავ, ვისი რა ემართა
ათასობით ლამაზ ქალს და ქვრივ-ობოლს?!.
და ბავშვური შენი ცრემლიც დაემატა
ბევრი ცოდვის მნახველ კონსტანტინოპოლს.
ტკივილს ვიღას შესჩივლებდი, იქ შენს მსგავსად
ბევრი იყო, არ იყავი პირველი...
თუკი გაჩნდა ქვეყნად სადმე სილამაზე _
გამყიდველიც გამოჩნდება, მყიდველიც.
გასაცემი საქართველოს ვიღამ მისცა
ან შვილები, ან ნაფლეთი მიწის, თუმც
თქვენ გყიდიდნენ ისე, როგორც ქართულ მიწას,
ქართულ მიწას, მერეც ბევრჯერ გაყიდულს.
დიდოუ ნანა, დედაშენი მებრალება,
მიწა წყევლა დიხაშხო* _ რომ გიშვილა,
ვერ იხილა შენი გაზრდა-დაქალება,
ვეღარც შენი დედოფლობა იხილა.
თავს გიხრიდა მოწიწებით კაირო და
მზრუნველობდი ღარიბთა და მდიდართა...
რა შორს იყო მშობლიური შენი ოდა
და შორიდან უფრო ძლიერ გიყვარდა.
როცა მტერთა სიმრავლისგან ცა გამუქდა,
როცა ძრწოდა შიშით სპა და მსტოვარი,
წინ აღუდგა ლაშქარს დედა მამელუქთა,
მომხიბვლელი და დიდბუნებოვანი.
ჯიქის მზერით დამპყრობელი დაიპყარი
და სიდინჯით დედოფლობა იფერე.
იმპერატორს ეცლებოდა მიწა-მყარი,
როცა თვალებს აწყდებოდა ზღვისფერებს.
ფეხთ გიგებდნენ საუცხოო დიბა-ატლასს
დღეს თეთრ განძად ქცეულ, ყოფილ მონა-ქალს
და ევროპის სახელოვან მთავარსარდალს
თვალს ამაყად უსწორებდი ბონაპარტს...
სილამაზე და სიმდიდრე საარაკო
ოქროს ქვიშის კრიალოსნად ასხმულა.
სანამ ვცოცხლობთ, ჩვენ წარსულზე ვლაპარაკობთ,
მივდივართ და _ ჩვენც ვიქცევით წარსულად.

წამწამებზე ეგვიპტური მზე გესვენა,
წამწამებქვეშ ლივლივებდა მირაჟი...

-------------------------
* დიხაშხო _ უნაყოფო, მწირი მიწა.
[/quote][b][/quote][/quote][/quote]
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Wed Jun 05, 2013 8:15 pm

ხალხი _ ეს მე ვარ...

ხალხი _ ეს მე ვარ! მე შემიძლია _
მიწა ვიყო და მიწადვე ვიქცე,
ან ის მიწა ვატარო მუჭით,
რომელსაც ჯერაც ასდის ოფლის
და სისხლის სუნი.
ხალხი _ ეს მე ვარ!
მე შემიძლია!..
დედამიწა ტრიალებს ჩემში,
მე კი ვტრიალებ მიწის ცოდვად, მადლად და ღერძად
და როცა მტკივა ტკივილი
და ტკივილი შემშლის,
მე შემიძლია სამყარო შევძრა.
ხალხი _ ეს მე ვარ!
მე შემიძლია
თეთრ ქაღალდზე დავწერო სიტყვა,
ქაღალდისგან დავკეცო ნავი
და მიამიტად მჯეროდეს, რომ
ნაპირს მივაღწევ...
მე შემიძლია თეთრ ქაღალდზე დავწერო სიტყვა,
მერე ვინანო
და ვილოცო დახრილი თავით,
ან სიტყვით მოვკლა
ბოროტებაც, შურიც... სიმართლეც,
ჩემი სიმშვიდით გამოვხატო ზიზღი და ბოღმა
და მიამიტად მჯეროდეს, რომ
ნაპირს მივაღწევ.
ხალხი _ ეს მე ვარ!
მე შემიძლია ვიყო მგელიც
და ვიყო კრავიც,
დავივიწყო, რაც ჩემს სულს ახსოვს,
მაცხოვარი გავაკრა ჯვარზე...
მერე მჯეროდეს _
მოგვიტევებს ცოდვას გამხელილს...
მერე ვეწამო მაცხოვრისთვის,
ვიქცე მის სამწყსოდ,
მერე... ვხოცო და ცეცხლს მივცე მისი სახელით,
მერე ვინანო...
და ვილოცო დახრილი თავით,
მერე აღდგომა ვიზეიმო ორიათასჯერ!!!
ხალხი _ ეს მე ვარ!
მე შემიძლია სიმართლე გითხრა,
ნაცარშეყრილი თვალებიდან
ნაპერწკლებს ვყრიდე,
ჩამოვბერტყო მთებიდან ზვავი
და თუ ავზვავდი,
გზა მომეცი და განმერიდე _
მე შემიძლია დავანგრიო და ავაშენო,
გადავთელო ტახტი და სკიპტრა
(მე რომ გარგუნე),
თუ უარგყავი,
თუ არ ჩავთვლი უკვე საშენოდ...
მერე თვალებზე ავიფარო
გულგრილად რიდე,
მერე ვინანო
და ვილოცო დახრილი თავით.

ვკვდები...
და ვცოცხლობ
და ვმოძრაობ ასე წრიულად,
სამართლიანიც რადგან მე ვარ
და უსამართლოც.
არაფერია მუდმივი და მარადიული,
არაფერია უსაზღვრო და დაუსაბამო _
აღარც სამყარო!!!

ხალხი _ ეს მე ვარ!
მე შემიძლია _
მიწა ვიყო და მიწადვე ვიქცე,
ან ეს მიწა ვატარო მუჭით...


Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Wed Jun 05, 2013 8:17 pm

მაფშალია

დილა ისევ ამიმღერე, მაფშალია
და სიმღერით დამიღამე დღე დაღლილი,
გულში ისევ ტკივილი და ხანძარია
და ჩააქრე შენი ტკბილი მოძახილით.
დამავიწყე ხმაური და შეშინება,
გამიმხილე გულში ჩუმად ნატარები,
მოგისმენ და ჟრუანტელი დამიყვება,
მოგისმენ და ცრემლის ტალღად ავჯანყდები.
სული ნუღარ დამიგუბე მონატრებით,
გული ნუღარ გამიცივე მოლოდინით,
ვით ბავშვობის მოგონება, მეყვარები,
გამახარე, ამამღერე ყოველ დილით.











Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Wed Jun 05, 2013 8:18 pm



რაფსოდია

თვალებს დავხუჭავ სარკის წინ და ღრუბლების წიაღ
ვიღაცას ბაგე უთრთოლდება გრძნობამორეულს,
შუქი ენთება და ექნება თვალები ღია
გალაქტიკაში მომლოდინე სულის ორეულს.
ადრე სიყვარულს ვკითხულობდი სტრიქონებს შორის,
ახლა კი გრძნობა, როგორც ვალი გასტუმრებული,
მხოლოდ შვებაა ცარიელი ან შვების კლონი,
ანდა წერილი _ სამწერტილით დასრულებული.
ფაქიზი ბროლის გასცვეთია კონკიას ქოში,
ათას კრისტალად მოცრიატე შუშის ცრემლი და
სულია ჩემი, დაკარგული ფერსა და დროში,
ამ სამყაროში მოფანტული ფერფლი პეპლიდან.
ყალყზე შემდგარი ფაშატივით კლდის ქიმზე ვდგავარ,
ჩემს სათრევ ჭაპანს ისევ მარტო მე თუ გავათრევ
და წვრილმანებში ათქვეფილი ვიპოვი მთავარს,
რასაც ვერც მთხოვ და ვეღარც ძალით ვეღარ წამართმევ.
და, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რა ადვილია
მიხვდე, რომ შენი გაორება საზღვარს გადასცდა,
შენც გაუღიმო სახეს ნათელს და ღიმილიანს
და მეგობრებთან გახალისდე ფინჯან ყავასთან.
ამოისუნთქო ფილტვებიდან ეს მწარე ბოლი,
ქუჩაში უცნობს საუბარი ტკბილი გაუბა,
ან სულ უბრალოდ, დღევანდელს და გუშინდელს შორის
იპოვო ათი მსგავსება და ათი სხვაობა.
ცხოვრების ყველა წვრილმანით რომ ისწავლო ტკბობა,
ხელის აქნევით ფიქრებიდან დარდი განდევნო
და წვიმის შემდეგ მღვრიე გუბის ნელ-ნელა შრობას,
დრო დაივიწყო, უშფოთველად თვალი ადევნო.
ყველა გამვლელის ყველა მზერა რაღაცას ნიშნავს,
ხვდები _ ცხოვრება ცხოვრებისთვის არის ცდუნება
და ამის მერე ცრემლით დასმულ ძახილის ნიშანს
დაეკარგება პირვანდელი დანიშნულება.
შენც ამ სამყაროს ჩემნაირად თუკი ხედავდი,
ალბათ, გესმოდა ჩემნაირად ყოველი სიტყვა,
მე გეტყვი მხოლოდ _ ძნელი იყო მოსვლა შენამდე,
დანარჩენ სათქმელს ჩემს თვალებში ამოიკითხავ.
დროს ვერასოდეს მოიყირჭებ _ შენთვის განკუთვნილს,
ვერც გაჩუმდები, თუნდაც არვინ აღარ გისმენდეს,
ჰგავხარ მსახიობს, ფორტუნა რომ გვერდით ჩაუვლის,
მაინც ჯიუტად ელოდება აპლოდისმენტებს.
ვეცადე, მაგრამ სასურველი მაინც ვეღარ ვთქვი,
თუმცა სიტყვების შესაფერისს ვარჩევ რაციონს.
როდესაც წასვლა ეპილოგი არის სპექტაკლის,
სცენაზე რჩება უსარგებლო დეკორაცია.
იმ დროში ვცხოვრობ, უფლისაგან რა დროც მომეცა,
ვცხოვრობ, რადგანაც ოცნება და ფიქრი მადროვეს,
და სიხარულით ვეშორები ტკივილს, რომელსაც
მზისკენ ლივლივით განფენილი სული დატოვებს.

24.03.2012

Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Wed Jun 05, 2013 8:22 pm

გილოცავ

გილოცავ,
გლოცავ,
გისურვებ მრავალს...
სინათლეს,
სითბოს,
გზას დიდხანს სავალს,
შენს სახატეში კელაპტარს ნათელს,
შენზე ფიქრებით ღამეთა გამთევს,
სიმაღლეს ჭერის,
სიმრავლეს მრევლის,
სულის სიმშვიდეს ერის და ბერის,
ღმერთმა ქრისტეს გზით გატაროს მინდა,
რომ სული გქონდეს ცრემლივით წმინდა.
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Wed Jun 05, 2013 8:24 pm

ვერ გიღალატე

ხატებს ლოცვებში ვანდობდი სათქმელს,
ცისხელა დარდით მიველ სიონთან,
სანთელს კი _ შენთვის დანთებულ სანთელს
ბეჭდისოდენა ცრემლი სდიოდა.
მე მთელი ღამე ცრემლს ვერ ვმალავდი,
ჩემი ტკივილი ვერვის გავანდე
და მაპატიე,
შენი ღალატი
ვიფიქრე,
თუმცა,
ვერ გიღალატე...
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Wed Jun 05, 2013 8:35 pm

სხვა რა მოგიძღვნა

მეც შენთან ერთად ვსერავ ამ გზას _
ძნელს და ეკლიანს,
თან ამიყოლე,
ასაფრენად როცა ფრთებს გაშლი.
სხვა რა მოგიძღვნა _
ჩემი სული მიბოძებია, _
შენი ჩემდამი სიყვარულის
იყოს ფეშქაში!




Last edited by maiko miqaia on Wed Jun 05, 2013 8:54 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Wed Jun 05, 2013 8:45 pm

იმას უფრო ვენატრები...

_ მე მიყვარხარ უფრო ძლიერ! _ არა, მეო!
რა საყვარლად მეჩხუბება ალერსიანს.
ეს მზე ახლა ჩემი გოგოს სულში მზეობს.
თვალებს ვკოცნი, დედაჩემის თვალები აქვს...
ჩემს პატარას ჩემთან ყოფნა უხარია,
ღიმილს მითბობს ეს მეორე უკვე შვილი.
ხელისგულზე გვირილები უხატია _
დედაჩემის ღიმილივით გულგაშლილი.
არ ენახოს ძილისპირზე მშურ და ავ თვალს!
მოთხუპნული კარაქიან პურზე ისმევს
გაზაფხულის მზით გათანგულ ფიჭიან თაფლს _
დედაჩემის საყვარელი თვალებისფერს.
როცა მინდა მონატრება გამოვზოგო,
როცა მინდა მოვიშორო დარდი ყველა,
ხელში ვიყვან პაწაწინა ჩემს ცელქ გოგოს _
დედაჩემის ხელებივით მოუსვენარს.
დრო თავისთვის მიაბოტებს, წლები მიაქვს,
გულში ვთბები, როცა უცებ მახსენდება,
ჩემს ბუდეში რომ ბარტყების ჟღურტულია _
დედაჩემის გულის სითბოს გაგრძელება.
სამუდამოდ ჩვენს შვილებში რითაც ვრჩებით,
ახლა ჩემში აღვიძებენ პატარები.
ხომ ძალიან მენატრება დედაჩემი,
ვიცი, იმას უფრო მეტად ვენატრები!

Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Wed Jun 05, 2013 8:47 pm

ლოცვები

ნატვრებს და სურვილებს ლოცვებში ჩაგიწნავ,
ცოდვები მიმიძღვის ოდენი იოტის,
იყავი მფარველი,
მტრებისგან დამიცავ,
მარად საფიცარო,
წმინდაო გიორგი!
ჩემი სიყვარული ღრუბლებს აბარია,
მალე შეიძლება წვიმად დაიღვაროს,
მეტი მზე,
მეტი მზე,
წმინდაო მარიამ,
მომეცი უფლება ისევ შევიყვარო!
ძალა მიწყალობე მეტი ამაღლების,
ლოდინი ცოდვილის არ იყოს ამაო,
გზა გამიჩირაღდნე,
სანამ გავთავდები...
კეთილად მაცხონე,
უფალო მამაო!
ლოცვებთან _ ამინი, ცოდვებთან _ ფიასკო,
ზეციდან ძახილი _ რეკვაა ზარების,
სანთლები დაგინთე,
ჯვარცმულო იესო,
მწამს, ერთგულ რაინდად
გადმომეფარები!
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
Sponsored content




PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
მაიკო მიქაია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: