არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნინო დიღმელაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ninii



Female
Number of posts : 7
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : literatura
Humor : lilo
Registration date : 05.04.12

PostSubject: ნინო დიღმელაშვილი   Thu Apr 05, 2012 12:12 am

უჩინარი
კეთილმა მოხუცმა დაინახა უჩინარი
და ფერადი შაქარყინულები აჩუქა

არსებობენ ადამიანები,რომლებიც საკმარისია ერთხელ ნახო და აღარასოდეს დაგავიწყდეს.შეიძლება არც იცნობდე,მისი სახელიც კი არ იცოდე.,მაგრამ ძალიან დიდი ხნის შემდეგაც რომ ნახო,გაგახსენდეს მისი სახე და არსებობენ ადამიანები,რომლებიც მუდმივად შენს გვერდით არიან,გაქვს მათ შესახებ ზოგადი ინფორმაცია,მაგრამ მხოლოდ მაშინ გახსოვს მათი არსებობა,როცა გვერდითაა.საკმარისია გაშორდე ცოტა ხნით და შენს მეხსიერებაში წარმოდგენები მის შესახებ იშლება;ყოველ შეხვედრაზე თავიდნ ეკითხები სახლეს,ასაკს და სხვა წვრილმანებს,რადგან არ გახსოვს.აი,ასეთი ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები მე,ამიტომ საკუთარ თავს სხელიც მოვუფიქრე–უჩინარი.თითქოს მეც ისე ვცხოვრობ,როგორც სხვები;თითქოს მეგობრებიც მყავს,მაგრამ მაინც ყოველთვის ვგრძნობ,რომ არ ვარსებობ.ყველაზე მეტად მარტო მაშინ ვარ,როცა ადამიანებთან ვხვდები.ისინი საუბრობენ,ერთმანეთის ესმით,ერთნაირად ხუმრობენ,ერთრაღაცაზე ეცინებათ და ერთ რაღაცაზე ტირიან.მე კი მათ გვერდით ვარ და ვხვდები,რომ სინამდვილეში მათთან არ ვარ,სადღაც სხვაგან ვარ და მარტო ვარ...უჩინარი ვარ...რას ვიზამ.ყველა ადამიანი სხვადსხვაგვარია,ზოგი ამაზია,ზოგი კეთილი,ზოგი არც თუ ისე კეთილი და ა.შ.მე კი უჩინარი ვარ,ალბათ,ესეც ადამიანის ერთ–ერთი თვისებაა.ვცხოვრობ ასე ჩემთვის,ვერავინ მამჩნევს და თითქოს საგანგაშოც არც არაფერია ამაში.ასეც იყო,სანამ საშინელი სიზმარი არ ვნახე.ვითომ მარტო ვიდექი,სადღაც უდაბნოში.ჩემს წინ უამრავი ხალხი იდგა.საუბრობდნენ რაღაცაზე.სევნიშნე,რომ ისინი ნელ–ნელა ცოტავდებოდნენ,სადღაც ქრებოდნენ.მე შემეშინდა ამ უდაბნოში სულ მარტო არ დავრჩენილიყავი და დავიწყე ყვირილი.ვეძახდი ხალხს,ისინი კი ჩემსკენ არც იყურებოდნენ.თითქოს არც ვარსებობდი.არც ესმოდათ ჩემი ძახილი..ძალიან გავწამდი.მინდოდა მათკენ წასვლა,მაგრამ ნაბიჯსაც ვერ ვდგამდი.ხალხი კი ქრებოდა და ქრებოდა.მე სულ მარტო დავრჩი,ჩავჯექი ცხელ სილაში და დავიწყე ტირილი...საკუთარმა ხმამ გამომაღვიძა.გული გამალებით მიცემდა.საშინელი განცდა–მარტო დარჩენის შიში–სიზმრიდან გამომყვა და დიდხანს ვეღარ დავიძინე. გათენდა თუ არა,ფსიქოლოგთან წავედი.ასე მეგონა,მარტო მას შეეძლო ჩემი შველა.ფსიქოლოგი სვარძელში იჯდა,მოჭუტული თვალებით მიყურებდა.მერეღა სევნიშნე,უბრალოდ წვრილი თვალები ჰქონდა.თითქოს დიდი წითელი ლოყები უშლიდა,რომ უფრო ფართოდ გაეხილა. –თქვენი დახმარება მჭირდება. თვითკმაყოფილი ღიმილი გადაეფინა სახეზე და ზედვე დარჩა. –იცით,მე უჩინარი ვარ. უცნაურად ჩაიფრუტუნა.იცინოდა ალბათ. –იცით,მშვენივრად გხედავთ. –ვიცი,რომ მხედავთ,მაგრამ ახლა გარეთ რომ გავიდე და ხუთი წუთის შემდეგ ისევ შემოვიდე,ვერ მიცნობთ. –რაღა გინდა მერე?წადი სადმე,ბანკი გაძარცვე და იცხოვრე ბედნიერად,–ისსევ აფრუტუნდა,ცრემლებიც კი წამოუვიდა თვალებიდან. მე მას ჩემს გასაჭირს ვუამბობდი,ეს კიდევ თავისი ვითომ იუმორით ცდილობდა ჩემი პრობლემის გადაწყვეტას.ვერაფერს იტყვი,ფსიქოლოგიც ასეთი უნდა... –გოგონი,გგონიათ მეტი საქმე არ მაქვს,რომ თქვენი სისულელეები ვისმინო?!გარეთ რიგები მიდგას! გამოვედი.რიგების რა მოგახსენოთ.ჩემს მეტი არავინ იყო.ცოტა ხნის მერე ისევ შევედი. –გამარჯობათ. –რა გნებავთ? –ხედავთ?არ გახსოვართ,–ნიშანი მოვუგე,–ხუთი წუთის წინ ვიყავი და გითხარით,უჩინარი ვარ მეთქი.წესით უნდა გახსოვდეთ,არა?ყველა ხომ ასეთი უცნაური პრობლემით არ მოგმართავთ! სახე შეეცვალა.გაუკვირდა ალბათ,მაგრამ თითკმაყოფილმა ღიმილმა მაინც იმარჯვა და ეს უცნაური გამომეტყველება ნელ–ნელა გაქრა მისი სახიდან.ლოყები უშლიდა აშკარად,თორემ თვალები გაფართოებას ცდილობდნენ. –მართლაც რომ საკვირველია,უნდა დავფიქრდე,–ჩაილაპარაკა და დაფიქრდა. მე იქვე სკამზე ჩამოვჯექი.მთელი ნახევარი საათი ფიქრობდა,თვალებიც კი დაეხუჭა,ბოლოს ფშვინვაზე გადავიდა.მივხვდი,ეძინა.ძილში ფიქრობდა ალბათ.რა ვიცი აბა,ამ ფსიქოლოგებისას რას გაიგებ.ფეხები ავაბაკუნე.მეშველა...ნელ–ნელა გაახილა თვალები,უაზროდ შემომაჩერდა. –ვინ ხართ?აქ როგორ შემოხვედით? მივხვდი,დროს ტყუილად ვკარგავდი.ეს რომ მე ვერაფერს მიშველიდა,ფაქტი იყო.წამოვედი და შევეგუე ბედს.დიდი ამბავი,თუ უჩინარი ვარ.უარესებიც გადამიტანია. გუშინ მეგობარმა დამირეკა. –ნინ,უნდა მიშველო.ერთი კვირით ჯგუფელები ბაკურიანში მივდივართ.წასვლა დძალიან მინდა და გთხოვ,ჩემს მოხუცს მიხედე... –მე?კარგი რა...საკუთარი თავისთვის ვერ მიმიხედია.სხვას როგორ მივხედო? –გთხოვ,ნინ...ერთი კვირით მასთან გადადი.მარტოს ხომ იცი ვერ დავტოვებ.მეგობრები არ ვართ?გთხოვ,ნინ... მეც ვთვლიდი,რომ მეგობრები ვიყავით დარა უნდა მექნა?! –კარგი,კარგი,ახლავე წამოვალ. ჩემი მეგობარი თავის მოხუც პაპასთან ერთად ცხოვრობდა.ცოტა უცნაური მოხუცი იყო.თითქმის არ ლაპარაკობდა.მე,ყოველ შემთხვევაში,ამას არ შევსწრებივარ.ერთი კვირა მასთან უნდა მეცხოვრა.არც ისეთი რთული საქმეა,როცა ამას მეგობარი გთხოვს. –ბაბუ,ხომ გახსოვს?ეს ნინოა.სანამ აქ არ ვიქნები,მოგხედავს. მოხუცისთვის მგონი სულ ერთი იყო,ნორმალურად არც კი შემოუხედავს ჩემთვის. მალე სახლში მარტო ჩვენ ორნი დავრჩით... –გვერდით ოთახში ვიქნები.თუ რამე დაგჭირდეთ,დამიძახეთ. მოხუცს არაფერი უთქვამს,უბრალოდ შემომხედა.მთელი ორი დღე ხმა არ ამოუღია.ჩემს არსებობას თითქოს ვერც კი ამჩნევდა.ამას მიჩვეული ვიყავი და არ გამკვირვებია.დილიდან საღამომდე სარკმელთან იჯდა ხოლმე.იყურებოდ სადღაც შორს.თითქოს ამ ოთხი კედლიდან გაქცევა უნდაო.თითქოს ის სარკმელი იყო ერთადერთი,რაც სამყაროსთან აკავშირებდა...ძალიან სასიამოვნო მოხუცი იყო.მაღალი,გამხდარი,ჭაღარა თმებით.უცნაურად შავი თვალები ჰქონდა.თითქოს ღამე ჩასდგომოდა შიგ.ერთი კი არა,ასობით და ათასობით ღამე...ხანდახან მეჩვენებოდა,რომ ჩემსავით მარტო იყო და რაღაცნაირად შემიყვარდა ეს მოხუცი. მესამე დღეს ლექციებიდან რომ დავბრუნდი,მაგიდაზე ფერად–ფერადი შაქარყინულები დამხვდა.არ ვიცი,საიდან მოიტანა მოხუცმა,ან როგორ მიხვდა,რომ ვგიჟდებოდი ამ გამჭვირვალე ტკბილეულზე.მოხუცი ინტერესით მომჩერებოდა.მწვანე ფერის შაქარყინული ავიღე.შავ თვალებში ვარსკვლავები აენთო.გავუღიმე.ვგრძნობდი,ბავშვივით უხაროდა... –აღარ მეგონა კიდევ თუ შევჭამდი.ძალიან ადრე ბებია მაჭმევდა ხოლმე. მოხუცმა გამიღიმა მხოლოდ. –მეც მოგიტანეთ რაღაც,ჟოლოს ნამცხვარი.იმედია მოგეწონებათ... იმ დღის შემდეგ თითქოს რაღაცნაირად დავახლოვდით.ერთად ვისხედით ხოლმე სარკმელთან.მე ხეებს ვუყურებდი,მოხუცი ცას... –რატომ არ ლაპარაკობთ? –ადამიანები მაინც არ უსმენენ ერთმანეთს. –არ გეჩვენებათ,რომ მარტო ხართ,უჩინარივით? –ხანდახან ადამიანი მართლაც მარტოა. –მე სულ ასე ვარ და არ ვიცი,როგორ უნდა ვიცხოვრო... მოხუცმა შემომხედა.თავზე ხელი გადამისვა.თითქოს მისი ხელიდან მოდიოდა რაღაც,რაც მაძლევდა ძალას,რაც მაძლევდა იმედს... –იარსებე სხვებისთვის და მარტოობაც გაქრება. მე მჯეროდა მისი... ერთი კვირის შემდეგ ჩემი მეგობარი დაბრუნდა და მეც გამოვემშვიდობე ჩემს მოხუცს.ჩემი ხელი დიდხანს ეჭირა და თითქოს გადმომცემდა საკუთარ სიყვარულს,საოცარ გრძნობებს,იმედებს და ძალას.ოდესმე თუ შეეხებით მოხუცის ხელს,აუცილებლად იგრძნობთ იგივეს.ეს ხელი ერთდროულად ძალიან სუსტიც არის და ძალიან ძლიერიც... დავპირდი ხშირად შემოგივლი–მეთქი.,მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რაღაც მოხდა დაყველაფერი დამავიწყდა... –ნინ,უნდა ვილაპარაკოთ... –ვიცი რაც უნდა მითხრა. –მე იმას არ ვამბობ,რომ აღარ მიყვარხარ.უბრალოდ ცოტა ხანს დავშორდეთ,კარგი? –კარგი. –მე ვერ ვხვდები,რა მჭირს,რა მემართება.უბრალოდ,უნდა გავერკვე,ხომ გესმის არა? –გასაგებია. –არაფერს მეტყვი? –რა გინდა,რომ გითხრა? –არ ვიცი,ნინ...მე რამდენი ვიფიქრე,იცი?არ ვიცოდი ეს როგორ მეთქვა.ვნერვიულობ.არ მინდა ცუდად იყო...მინდა ვიცოდე,რომ გესმის ჩემი.შენ კი ისე იქცევი,თითქოს სულ ერთია.შენ რომ სულ ცოტათი უარესი ყოფილიყავი,ან მე სულ ცოტათი უკეთესი,იქნებ მაშინ სხვაგვარად ყოფილიყო...ხან მეჩვენება,რომ ჩემზე გაცილებით ძლიერი ხარ და ეს მაშინებს... –წადი... ის წავიდა... –მე ძლიერი არ ვარ.მე უჩინარი ვარ... მთელი დღე ვტიროდი.მარტო ვიყავი,არავინ მყავდა გვერდით.მას კი ეგონა,რომ ძლიერი ვიყავი.სისულელეა...სხვებისთვის არსებობა არ გამომდიოდა... კარებზე დარეკეს.ჩემი მეგობარი იყო. –აი,ეს ბაბუამ გამომატანა შენთან. ცუდად ვიყავი და გამიხარდა,მალევე რომ წავიდა.არავის თავი არ მქონდა. ყუთი გავხსენი.ფერადი შაქარყინულები იყო.მწვანე ფერის ვიპოვე.მლაშე მეჩვენა.ეტყობა,საკუთარი ცრემლებიც ჩავაყოლე.სარკმელთან დავჯექი.ვიღაცას ვახსოვდი.ესე იგი,არც ისე მარტო ვყოფილვარ.ვიცოდი,ახლა ის ვიღაც სარკმელთან იჯდა და უყურებდა ცას.მეც ცას შევხედე და ვიგრძენი,თითქოს ჩემი მოხუცი აქ იყო,ჩემს გვერდით.მე მის მხარზე მედო თავი და გამიღიმა.სითბო ჩამეღვარა სხეულში.ყველაფერს გავუძლებ,ახლა ხომ მარტო აღარ ვარ.მოხუცი მყავს,რომელსაც ახსოვს ჩემი არსებობა... ცა ბაცდებოდა...და უცბად გამახსენდა პატარა ცისფერი ყვავილები,ხალხი ცის თვალს რომ ეძახის.მე კი მათ უჩინარი ყვავილები შევარქვი,რადგან ისეთი პაწაწკინტელები არიან,რომ ვერც კი მოწყვეტ...
Back to top Go down
View user profile
ninii



Female
Number of posts : 7
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : literatura
Humor : lilo
Registration date : 05.04.12

PostSubject: Re: ნინო დიღმელაშვილი   Thu Apr 05, 2012 12:14 am

ლაზარე
მარტოსული იყო ლაზარე და ამ მარტოობას დასტიროდა მუდამ. _ რა გატირებს, ლაზარე, შე ღვთის გლახა?

ლაზარეს უამრავი რამე ატირებდა....

ის, რომ აღარ უყვარდათ, სილამაზით ტკბობა აღარ შეეძლოთ და ერთმანეთისაც აღარ სჯეროდათ ადამიანებს... და კიდევ ის, რომ ყველას დახმარება არ შეეძლო.

_ ქვეყანა ვის გაუსწორებია, რომ შენ გაასწორო, ლაზარე, შე საცოდავო...

თავისას ცდილობდა ლაზარე მაინც....სხვას ტკივილს ურჩენდა და თვითონ სტკიოდა, სხვას ანუგეშებდა და თვითონ სასოწარკვეთილი დადიოდა, სხვას აძლევდა ყველაფერს და თვითონ არაფერი ებადა, ყველასი იყო ლაზარე და თვითონ არავინ ჰყავდა, სხვას აცინებდა და თვითონ ტიროდა.....

_ რა გატირებს, ლაზარე, შე ღვთის გლახა?

არავინ იცოდა, რამდენი წლისა იყო ლაზარე, ზოგი ბავშვად თვლიდა, ზოგი _ კაცად, ზოგი კი _ მოხუცად. ერთხანს იდავეს სოფელში ამის გამო და მერე დაივიწყეს, საზრუნავი ისედაც უამრავი ჰქონდათ.

თავისი არქონით ბედნიერი იყო ლაზარე.

_ ` რაი მივაგო უფალსა ყოველთათვის, რომელი მომაგო მე?

ერთ ღარიბულ ქოხში ცხოვრობდა ლაზარე, მერე მოვიდა ვიღაც მდიდარი კაცი და მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ სჭირდებოდა ეს ქოხი, მაინც გამოაძევა იქიდან.საყვედურიც არ უთქვამს ლაზარეს...სოფელიც არ გამოესარჩლა დიდად. კი ეცოდებოდათ ლაზარე, მაგრამ მდიდარი კაცის უფრო მეტად ეშინოდათ, თანაც საზრუნავი ისედაც უამრავი ჰქონდათ და კიდევ ერთს ვერ დაიმატებდნენ.სულაც არ სწყენია ლაზარეს მათი გულგრილობა, ისევ ძველებურად უყვარდა ისინი.სოფელიც იფერებდა ამ სიყვარულს, ვითომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო.

_ წყალი ამომატანინე, ლაზარე, ღმერთი დაგლოცავს.

_ ბოსტანი მაქვს მისახედი, ლაზარე და უნდა წამეხმარო როგორმე, დაგიფასებს უფალი.

_ გასაქცევი ვარ, ლაზარე და ამ ბავშვებს მიმიხედე ცოტა ხანს, მაცხოვარი გადმოგხედავს მოწყალე თვალით.

არც უყვარდათ და არც ეჯავრებოდათ სოფლელებს ლაზარე... ლაზარეს კი მზე და მთვარე ამოსდიოდა მათზე.როცა ძალიან უჭირდა სოფელს, სწორედ მაშინ გამოჩნდებოდა ლაზარე და მოიყოლებდა უჩვეულო ნათელს, კარდაკარ ჩამოარიგებდა იმედსა და სიკეთეს. ამასაც შეეჩვივნენ სოფლელები, უჩვეულოს ვეღარაფერს ხედავდნენ ამაში.

მარტოსული იყო ლაზარე და ამ მარტოობას დასტიროდა მუდამ.

_ რა გატირებს, ლაზარე, შე ღვთის გლახა?

ლაზარეს სხვისი წუხილი ატირებდა, თორემ თვითონ რა ჰქონდა სადარდებელი, უფალს უყვარდა იგი...

_ ბეჭებზე რა ჭრილობები გაქვს, ლაზარე?

_ ბოროტებამ წამაგლიჯა ცაში ასაფრენი ფრთები.

ხეები უყვარდა ლაზარეს, კიდევ მზე და პატარა ჩიტები.

ადამიანების უმადურობით უფრო ძლიერდებოდა ლაზარე.

ერთ დღეს მდინარეში იხრჩობოდა მდიდარი კაცი, სოფელში არავის უყვარდა იგი, თავის გაწირვას არავინ აპირებდა.ღრიალებდა მდინარე და თავისკენ იწვევდა მსხვერპლს.

_ მე ცოლ-შვილი მყავს სარჩენი, უფალი მიწყენს ასე უაზროდ რომ დავიღუპო.

_ იხრჩობა და ახია მაგაზე, ვეღარ უშველის თავისი სიმდიდრე.

_ თავის დროზე რომ მოეხედა ჩვენთვის, იქნებ ახლა ჩვენც გაგვენძრია ხელი ცოტათი...

სატირლად ემზადებოდა ცა, გაბუტული ბავშვივით ტუჩები გამობუსხა მზემ.

_ სად მიეხეტები, ლაზარე, შე საცოდავო?

ცოცხალმკვდარი ამოათრია წყლიდან მდიდარი კაცი ლაზარემ. ძლივს იდგა ფეხზე თვითონაც. მიწაზე დაემხო და ასე იწვა დიდხანს, ვერავინ გაბედა ახლოს მისვლა.ცრემლებად იღვრებოდა მდიდარი კაცი.

_ არავინ ჰყავს და მაგიტომაც გაწირა თავი, თან სულელია ცოტა, _ ჩაიბუზღუნა სოფელმა და თავი დახარა.სცდებოდა სოფელი, უფალი ჰყავდა ლაზარეს.სოფლელები თვალებში ვეღარ უყურებდნენ ერთმანეთს.სოფელს იმიტომ არ უყვარდა ლაზარე, რომ ეშინოდა მისი სიკეთის, რომლის ფონზეც უფრო მკვეთრად ჩანდა მათი ბოროტება.

_ ახლა რაღა გატირებს, ლაზარე?

_ ჭრილობები მტკივა... ძალიან მტკივა...

_ ფრთები ამოსდის ლაზარეს, _ შიშით თქვა და უკან დაიხია სოფელმა.

გამოქვაბულში დასახლდა ლაზარე. იწვა და ელოდა. ელოდა დღეები, თვეები, წლები და საუკუნეებიც კი... ელოდა და სტკიოდა. ეს ტკივილი აძლევდა იმედს. გრძნობდა მოწევნულ იყო ჟამი, როცა ეტყოდნენ:

,,აღდეგ, ლაზარე და გამოვედ გარეთ. "

თვით სიკეთე იყო ლაზარე, ციდან ჩამოსული სოფლად.

,,სოფელმა კი ვერ იცნო იგი."
Back to top Go down
View user profile
ninii



Female
Number of posts : 7
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : literatura
Humor : lilo
Registration date : 05.04.12

PostSubject: Re: ნინო დიღმელაშვილი   Sat Apr 07, 2012 9:48 pm

სულის ტირილი...

( ,, ამპარტავნებს შემუსრავს ღმერთი…" )
მოთხრობა, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვწერ…
ჩემი სამყარო ჩემს ოთახში ეტევა. თუ გინდა ნახო სარკმლიდან უნდა შემოიხედო. სამყარო სხვადასხვა ფერია, ჩემთვის ის სალათისფერია, რადგან ჩემს სარკმელს სალათისფერი შუშები აქვს. ჩემი სამყარო ჩემს ოთახშია. ისეთი არეულობაა, ყველაფერი თავდაყირა დგას. დილით ჩემთვის აღარ გათენდა იმიტომ, რომ მზე ვეღარ ვიპოვე. ახლა ჩემს ოთახში ბნელა და ცივა. მინდა გავიღვიძო, მაგრამ მძინავს, იმიტომ, რომ ჩემს სამყაროში რა ხანია ისევ ღამეა. მინდა აქედან გასვლა, მაგრამ საკუთარი თავი არ მიშვებს, მინდა გავაღო სარკმელი და გავფრინდე შორს, მგონია ეს ადვილია, მაგრამ მეშინია, არ დავკარგო ჩემი სამყარო, მეშინია ის ისეთი არ გახდეს, როგორიც სხვისია. მეშინია და კიდევ უფრო მეშინია საკეთარი შიშის.
სარკმელს მაინც გავხსნი, ჩემი სამყარო ძალიან ნელა გაიპარება გარეთ, ოთახში მხოლოდ მე დავრჩები, მე და ჩემი საკუთარი თავი, კიდევ მზე, რომელიც საწოლის ქვეშ შეგორებულა...

თენდება... ვიწყებ ცხოვრებას თავიდან და ეს მერამდენედ მჯერა, რომ აღარ შევცდები. თვალის გახელის პირველი წამიდან ვფიქრობ, რომ დადგა დრო, როცა ჩემს თვისებებს სჭირდება შემცვლელი. დამღლელი ფიქრები, რომლებიც გამომყვა ღამიდან, უნდა უკუვაგდო, უნდა გავიხსენო რაღაც, სილამაზის და სიკეთის შემცველი. დღე მე არ მიცდის, გადის არც თუ ისე ნელა, მე ისევ ვცდები და მიკვირს, რომ ვცდები. ეს მერამდენედ ვერ შევძელი. ისევ უნდა დავიწყო თავიდან. ღამდება. . . უკვე მერამდენედ ვარწმუნებ თავს, რომ ცხოვრებას შეცდომის გარეშე დავიწყებ ხვალიდან. . . და ისევ იგივე, თენდება. . .
ცხოვრების ლაბირინთებში სიარულს ვსწავლობდი, ტყუილად ვწვალობდი და ვერ გავიგე მის ხლართებში როდის გავები. მერე ძალიან გამიძნელდა თავის მიგნება, ძლიერ მინდოდა ოცნებების წამში მიგდება, მერე უცნობი ლაბირინთი ჩემი ცხოვრების, გადაიშალა ჩემს წინ, როგორც ძალა ცხონების. ამ გზას მივყევი, იგი თურმე ტაძრამდე მიდის ახალ ცხოვრებას ჩავუფიქრდი სულ მცირე შვიდგზის. ჩემი ცხოვრების ლაბირინთი სულ გამარტივდა და ოცნებებზე უარის თქმა აღარ დამჭირდა. კვლავ მივუყვები ლაბირინთებს ჩემი ცხოვრების. . .
სულ ფრთებზე ვოცნებობდი, ხოდა ამიხდა! ვიღაც უჩინარმა, ვისაც , როგორც ჩანს, ძალიან ვუყვარდი, მაჩუქა საოცნებო ფრთები.
ახლა ვარ ძალიან ბედნიერი და უცნაური გრძნობებით სავსე. ჩემი სხეული მსუბუქია და შემიძლია მისი დაძვრა დედამიწიდან.
ფერისცვალება ჩემი. . .
ვგრძნობ უჩვეულო სიხარულს და აღარ მახსოვს არაფერი ამ ქვეყანაზე. . .
ახლა სხვა სამყაროთი ვცხოვრობ. . .
საკუთარი თითებით ვსინჯავ ვარსკვლავებს და ნახევარ მთვარეზე ვქანაობ იმდენს, სანამ არ დამეხვევა თავბრუ. . .
ვარ ბედნიერი. . .ასე მგონია, ამ სიხარულს აღარ გავცვლი არაფერზე!
ხალხი გაოცებული მიმზერს და უცებ ვიგრძენი, რომ მე მათნაირი არ ვარ, მე ისინი ვერასოდეს გამიგებენ, რადგან მე ერთადერთი ვარ, მე ყველაფერი უნდა მქონდეს საუკეთესო! და ვგრძნობ. . .რომ თითქოს ვმაღლდები მათზე!
ამპარტავნება ხარობს ჩემში ისე, როგორც არასდროს. . .
და გადავწყვიტე, აღარ მიყვარდეს არავინ, რადგან ვერავინ ვიპოვე ღირსი ჩემი სიყვარულისა. . . მე ხომ განსაკუთრებული ვარ. . . გოგონა თეთრი ფრთებით. . .
არავინ მჭირდება გვერდით, რადგან არავინ იმსახურებს ჩემს თავს. . .ისინი ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან. . . მე კი. . .… მე ვარ გოგონა თეთრი ფრთებით, მე ხომ არაჩვეულებრივ რაღაცეებს ვეტრფი. . .
ყველამ გაიგო ჩემი ამბავი: ტელევიზია, პრესა, ფოტოგრაფები. . .ყველას ხომ არ შეუძლია სხეული დაძრას დედამიწიდან; პოპულარობა, უჩვეულო სიმდიდრე, ერთადერთობა!
ამპარტავნება ხარობს ჩემში, ისე როგორც არასდროს. . .
აღარ ვაპატიებ აღარაფერს არავის, მე ყველას უნდა ვუყვარდე, მე ხომ განსაკუთრებული ვარ, მე ვარ გოგონა თეთრი ფრთებით. . .
აღარ მანაღვლებს სხვისი ცრემლები, დაე იტირონ, ანდა რა აქვთ სასიხარულო?! მე ხომ მათ გვერდით არ ვარ, მე, რომელიც საოცრება ვარ მთელი სამყაროსთვის!
ამპარტავნება ხარობს ჩემში ისე, როგორც არასდროს და განიძარცვა ჩემმა სხეულმა შესამოსელი პირველი. . . ვეღარ ვგრძნობ სიმსუბუქეს ჩემი ფრთებისას. . . დამძიმებული სხეული ვეღარ დავძარი და რაღაც მტკივა შიგნით;
ვტირი, თუმცა ცრემლები არ მომდის და საშინელია ჩემი ტანჯვა.
მარტოობა მკლავს და ვგრძნობ ჩემი სული წრიალებს ჩემში, რადგანაც ხორცის ტყვეობაშია იგი ჯერაც. . .
ხანდახან იგრძნობს შვებას ჩემი სული, ეს დედა ლოცულობს ალბათ ჩემთვის და მეცოდება ჩემი თავი, მე ხომ სული მტკივა ასე საშინლად. . .
მომეფერე, დედა. . . .
მე დავისაჯე ამპარტავნებისთვის და ახლა ღამის თეთრი პეპელა ვარ, ღამის სტუმარი. სიბნელეში ვცხოვრობ და რა მინდა იცით? სიკეთის მჯეროდეს, ჰოდა ვეძებ, ღამით ვეძებ, მთელი ღამე. . . სიკეთე რომ დაინახო, უნდა გჯეროდეს მისი არსებობის, მინდა მჯეროდეს, რადგან ჩემი სული სიბნელეში ცხოვრობს. მე ხომ ღამის თეთრი პეპელა ვარ და ისეთი თხელი ფრთები მაქვს, რომ მეშინია სინათლის. . .
სახლის სახურავზე ვცხოვრობ, თავისუფალი ვარ თითქოს, ჩემს სახლს არც კედლები აქვს და არც სახურავი და მაინც რაღაცით შემოსაზღვრულია ჩემი არსებობა და მეშინია საკუთარი სურვილის, გავცდე ამ საზღვრებს ისე შორს, რომ დამავიწყდეს უკან დასაბრუნებელი გზა. . .
ერთი კვირის წინ საკუთარ თავს საჩუქარი გავუკეთე. ჩარჩო ვიყიდე, ჩვეულებრივი ჩარჩო, მინდოდა მასში მომექცია ჩემი ცხოვრება და ვყოფილიყავი მშვიდად, მაგრამ სისულელეა, არ გამომივიდა გრძნობების და ეჭვების ჩარჩოთი შემოსაზღვრა.
საკუთარ თავს ვერ ვიტან, წუხელ საშინლად მატირა. წარმოგიდგენიათ? პირდაპირ მომახალა, არასოდეს შეგიყვარებსო! ასე სასტიკად რატომ მომექცა? არადა, მის ნათქვამში არის რაღაც სიმართლე, რაღაც კი არა, უფრო ზუსტად დიდი, დიდი სიმართლეა, მაგრამ ხომ იცით ჩემი ამბავი? თან ისე საყვარლად თოვდა, ხომ შეეძლო არ ეთქვა, ამ დიდი ფიფქების ხათრით მაინც. . . მაგრამ, არა! სწორედ წუხელ პირდაპირ მომახალა, არასოდეს შეგიყვარებსო და საშინლად, საშინლად მატირა. . .
თავს უცნაურად ვგრძნობ, ანუ რაღაცას ვგრძნობ, რაც მაიძულებს მიხაროდეს. მიხაროდეს ის, რომ ცოცხალი ვარ, მიხაროდეს ის, რომ ძალიან დიდი ფანტელებით თოვს და ამ ფანტელებით ვივსები მთლიანად. ასეთ დროს მგონია, რომ ვარ პატარა თოჯინა, რომელიც სასაცილოდ აფახულებს თოვლით დამძიმებულ წამწამებს; ეს შეგრძნება ისე მახარებს, რომ მიკვირს კიდეც. . . ამ წუთს არ ვიცი ბედნიერი ვარ, თუ უბედური, მიხარია, თუ მწყინს, დედამიწაზე ვარ, თუ სადღაც სხვაგან, ან საერთოდ, ვარ, თუ – არა. მე,უბრალოდ, ვტირი იმიტომ, რომ ძალიან დიდი ფანტელებით თოვს და მე ამ ფანტელებით ვივსები მთლიანად.
თითქოს რაღაცას ვხვდები, მაგრამ ფიქრებს თავს ვერ ვუყრი, თითქოს ვიღაცის არსებობამ მაიძულა, ვიგრძნო რაღაც და მე მინდა, რომ ის ვიღაც იყოს ახლა ჩემს გვერდით, ხელისგულები აივსოს ფანტელებით და მერე მაჩუქოს. . . ნუთუ ასე ბევრს ვითხოვ. . .
დღეს პირველად შემეშინდა, რომ არ შემიყვარდეს. ვიცი ეს თოვლი გამაგიჟებს და კიდევ თვალები . . . მისი თვალები, რომლებიც მე არ მიყურებენ ხოლმე. . .
პირველად ჩემს ცხოვრებაში, მომინდა, რომ. . . არ ვიცი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, მაგრამ მომინდა, ბედნიერი ვყოფილიყავი, მომინდა, ვმდგარიყავი ამ თოვაში მანამ, სანამ მთლიანად არ დავიფარებოდი თეთრად. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვყოფილიყავი ეჭვების გარეშე, ფანტელებით დამძიმებული წამწამებით.
როგორ მინდა იცი, რომ კარგად მიცნობდე?! ისეთს მიცნობდე, როგორიც სინამდვილეში ვარ, ისეთს მიცნობდე, როგორიც მხოლოდ საკუთარ თავთან ვარ, ისეთს არავინ მიცნობს და მინდა, რომ შენ მიცნობდე.
ნუთუ შემიყვარდი! ღა სისულელეა, მე ხომ სიყვარულის ნიჭი არ მაქვს!
ბევრს არაფერს გთხოვ, უბრალობ, როცა კიდევ მნახავ, ტელეფონის ნომერი მთხოვე, კარგი? თორემ მომკლავს მე ეს ფიფქები და უშენობა. .
და კიდევ ის, რომ არასოდეს შემიყვარებ! სულ უბრალო მიზეზის გამო, შენ ხომ არც კი მიცნობ. . .
- უკაცრავად, ცუდად ხომ არ ხართ? მთელი საათია გიყურებთ, აქ დგეხართ, ერთ ადგილას.
- მე. . . არა, ცუდად არ ვარ, უბრალოდ, თავს ვკარგავ, როცა ასე თოვს.
- მართლა? მე თორნიკე ვარ.
-ნინო . . . მე ნინო ვარ. .
- სახლამდე გაგაცილებ.
- კარგი.
- მომეცი, მაგ ზურგჩანთასაც წამოგიღებ.
- არ შემიძლია.
- რატომ? მასეთი რა გიდევს?
- ფრთები, ამ ზურგჩანთაში ფრთები მიდევს.
- დიდი უცნაური ვიღაც ჩანხარ.
- მე ღამის სტუმარი ვარ, ღამის თეთრი პეპელა და იმისთვის დავისაჯე, რომ სიკეთის არ მჯეროდა, ჰოდა ახლა ყოველ ღამით ფრთებს ვიმაგრებ და მარტო ვრჩები საკუთარ ეჭვებთან. დავიღალე, ძალიან დავიღალე. . . ყოველ ღამე ვეძებ. . . გესმის?
- აბა რა გითხრა. . .
ცივი ზამთარი, ლამაზი ზღაპარი, შენი სახება, ოცნების ხატება, მე გამოვიხმე ლამაზი ზღაპრიდან, არა იმიტომ, რომ რამე გთხოვო! მსურს, დაგიხატო შენ მომავალი ცისარტყელებად, ოქროსფერებად, რომ პეპლის ფრთებზე, მთებზე, ველებზე, ყველგან დავწერო შენი სახელი. მე გამოგიხმობ ლამაზ ზღაპრიდან, რომ გაგიქარვო დარდი ნაღველი. ოცნების კოშკებს სწრაფად აგიგებ, რომ შევძლოთ ერთად ჩვენ დაბუდება, მერე ცეცხლს მივცემ ყველა ზღაპრის წიგნს, რომ ვეღარ შეძლო იქ დაბრუნება.
მე მჭირდება სულ ცოტა დრო, რომ ვიგრძნო ის სივრცე, რომელშიც ვარ და რომელიც ჩემშია. სივრცეში იქცევა უსასრულოდ ისიც კი, რასაც აქვს დასასრული, დროში ჩერდება ყველაფერი. სივრცეა ისეთი ვრცელი, რომ მოგინდება, ფრთები გაშალო. . . სივრცის ოცნება, ფართო თვალები, თვალებშიც სივრცე, ცისარტყელები და მის ფერებში თევზები ოქროს. . . მზე შენს თვალებში. . . ლიმნისფერი ვარსკვლავები და მთვარე ცოტა უფრო მუქი. . . სიცოცხლე რძისფერი და შენ. . . შენამდე გზა უსასრულობა. . . სივრცე სივრცეში . . . მინდა იმხელა სივრცე, რომ დავიკარგო მასში და გზა უსასრულოდ გრძელი. მინდა ბედნიერება წამით და მინდა ჩემი ცხოვრება გაიყინოს ამ წამზე. მინდა ვიცნობდე საკუთარ თავს ისე კარგად, რომ ვერასოდეს შევძლო მისი ღალატი. მინდა ოცნება ძალიან უბრალო, რათა ვერავინ მიხვდეს, რომ ეს ჩემი ოცნებაა. მინდა ბევრი გვირილები და ოქროსფერი მტვერისაგან მოქსოვილი სამოსელი, მინდა ლურჯი ცა, ოღონდ მხოლოდ დღისით, მერე კი შავი, ვერცხლით დაფერილი. მინდა იყო ჩემს გვერდით, ან იქნებ, არც მინდა. მინდა გაჩუქო ჩემი ცხოვრება, მაგრამ ის ისეთი მოსაწყენია, მე კი არ მინდა, რომ შენ მოიწყინო. მინდა ძალიან ბევრი სიცილი, რადგან შენ ერთხელ მითხარი, რომ გიყვარს, როცა ვიცინი. მინდა შენი არსებობის ყველა წამი და მინდა შენს სიზმრებში ყოფნა. მინდა შენი ყოველი დღე დაიწყოს ჩემით და მინდა დამთავრდეს ჩემითვე, მინდა მიყვარდე და ყველაზე მეტად კი ის მინდა, რომ ეს შენც გინდოდეს.
ასე მგონია, მეძახი, შენსკენ მიხმობ, ასე მგონია, გიჭირს უჩემობა, მგონია, გენატრები, იძახი და ჩემს მეტს არავის ესმის შენი ძახილი და მეც მოვდივარ.
მოვდივარ შენსკენ და მინდა გაგიმხილო, გითხრა ის, რასაც ასე ვინახავდი ჩემში.
არ შეგეშინდეს, მე ხომ მოვდივარ. . .
ხეები გადახვეულან ერთმანეთში. . . მუდარით ვუთხარი, _ მელოდება – მეთქი, _ და იმ წამსვე გამითავისუფლეს გზა სავალი.
ზღვას მივადექი, _ უჩემოდ ვერ გასძლებს _ მეთქი, _ და გაიპო შუაზე, მშრალად გამატარა.
მთები აღიმართა ჩემს წინ, _ დამაგვიანდება _ მეთქი, _ და ამიტაცეს, მშვიდობიანად გადმომატარეს თავისი კალთები.
მზე ჩადიოდა, _ გზას ვეღარ გავიგნებ _ მეთქი, _ და შეჩერდა მზე ღრუბლების ცისფერ ქათიბზე.
და, აი, მე მოვედი, მოვედი, გესმის?!
შენს წინ შევჩერდი დაღლილი და გახარებულმა, _ მოვედი _ მეთქი, _ გითხარი.
შენ კი გაოცებით შემომხედე, _ როდის გიხმეო?
ისევ უსაზღვრო მოლოდინით დამძიმდა გული, ვერ დავაღწიე მარტომ თავი შავ _ თეთრ ფერიდან, შევეცოდები ოქროსგულა ლამაზ ფრინველებს და შენს სახებას მომიტანენ შორი ქვეყნიდან.
მთელი ღამე თოვდა. საკუთარ თავს ვეღარც ვხედავდი თოვაში. თეთრი ფრთები ფიფქებით დამიმძიმდა. ხან მინდა ვიყო პატარა ფანტელივით ლამაზი და არ ვფიქრობდე სისულეებს.
_ უკაცრავად, მე სიკეთეს ვეძებ, ხომ ვერ მეტყვით, საით წავიდე?
_ უცნაურია, ძალიან უცნაური, გოგონა პეპლის ფრთებით, უცნაურია!!!
_ ჰო, ალბათ, მაგრამ იქნებ დამეხმაროთ. . . სად ვიპოვო სიკეთე?
_ უცნაურია, ძალიან უცნაური!!!!

_ მაპატიეთ, რომ გაწუხებთ . . .
_ ვაააააა, სადმე მასკარადია?
_ მე, მე სიკეთეს ვეძებ, საით წავიდე?
_ რა ვიცი ეხლა, შენი გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, მგონი ასათიანზე გირჩევნია.

_ დავიღალე, ძალიან დავიღალე, გთხოვთ, მე სიკეთეს ვეძებ.
_ ეჰ, შვილო, მეც ვეძებ და თუ იპოვი სადმე, მიმასწავლე.
_ იცით, მე სიკეთეს ვეძებ და ვერ ვპოულობ.
_ ეტყობა, კარგად არ ეძებ, შვილო, ის ყოველ ნაბიჯზეა.
_ მე რომ ვერ ვხედავ?!
_ იქნებ იმიტომ, რომ თვითონ არ შეგიძლია სიკეთის ქმნა?

და მე დავიჯერე სიკეთის მაშინ, როცა საშინლად თოვდა . . .
ვგრძნობ, ჩემი სული წრიალებს ჩემში და მტკივა სადღაც შიგნით და ვიცი, რომ მე ვარ ადამიანი . . .

Back to top Go down
View user profile
ninii



Female
Number of posts : 7
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : literatura
Humor : lilo
Registration date : 05.04.12

PostSubject: Re: ნინო დიღმელაშვილი   Sat Apr 07, 2012 10:15 pm

მტრედები

ოდესმე თუ გქონიათ ისეთი შეგრძნება, რომ თითქოს თქვენს მაგივრად სხვამ გაიღვიძა, თითქოს ის ადგა კიდეც, სარკიდანაც გიღიმით, თქვენ კი ისევ წევხართ, ჭერს შეჰყურებთ და მაინც საკუთარ თავს ხედავთ. მაგარია, არა? თქვენ შეგიძლიათ მთელი დღე საწოლში იწვეთ, ის კი თქვენს მაგივრად წავა უნივერსიტეტში, დაესწრება ლექციებს, იხეტიალებს ბიბლიოთეკებში, სასადილოში შეჭამს საშინლად ტკბილ ფუნთუშას, სახლისკენ მომავალი წაიკითხავს კედელზე გამოკრულ ათასგვარ სულელურ განცხადებას და ეჰეეეე! მგონი გავრეკე. მგონი, დროა ავდგე. ნეტა, როგორი ვიქნებოდი, სხვანაირი რომ ვიყო, ანუ ისეთი, რომ არ ვიყო, ახლა როგორიც ვარ?! იქნებ ვცადო? ვითომ მე მე არ ვარ, ვითომ საკუთარი თავი საწოლში დავტოვე, ვითომ სხვა ვარ, სულ სხვა გოგო.
სახლიდან გავალ თუ არა, ალბათ, ლევანი შემხვდება, ალბათ, ჩემი უბნელია და დილით თითქმის ყოველთვის ერთად მივდივართ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, სად მიდის ხოლმე.
_ნინ, საით?- შემეკითხება გამარჯობის ნაცვლად.
_როგორც ყოველთვის, _ ვუპასუხებ მე (როგორც ყოველთვის).
წავალთ ერთად და ვილაპარაკებთ ათასგვარ სისულელეზე, დღის ბოლოს კი აღარც მემახსოვრება.
ლევანი კარგი ბიჭია, ალბათ, მწვანე თვალები აქვს და ისე საყვარლად ლაპარაკობს... თუმცა ეს რა შუაშია.
_იცი, ნინ, უბანში ჯგუფს ვკრეფთ, გვინდა, ბავშვთა სახლებში გადავნაწილდეთ და ცოტა ხანს იქ მომუშავე პერსონალს მივეხმაროთ, _ ალბათ, მეტყვის ლევანი, _ხომ არ შემოგვიერთდები?
_არ მცალია, ხომ იცი?
ალბათ, ლევანმა არ იცის, თორემ ხომ აღარ შემომთავაზებდა.
ალბათ, ლევანი ჩემზე რამე ცუდს გაიფიქრებს და ჩქარი ნაბიჯით გამშორდება.
ყოველთვის ასეა, ყოველთვის მარტო ვრჩები, ხან მგონია, რომ უსასრულოდ მივდივარ, მივდივარ და გზა არ მთავრდება, ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ არ ვიცი, სად მივდივარ და რატომ, თითქოს მუდმივად ძიებაში ვარ, რაღაცას ვეძებ, რაღაცას _ ძალიან მნიშვნელოვანს, იმას, რაც ჩემს ცხოვრებას შეცვლის, ნეტა, რა უნდა იყოს?
მე, ალბათ, ამაზე ფიქრიც მომბეზრდება, უკვე უნივერსიტეტთან ვარ, ლექციაზე, როგორც ყოველთვის, ვერაფერს მოვისმენ.

. . .
_ნინო, ადექი! _ ოთახში შემოვა დედა, _ გაგვიანდება.
_დე, ნუ ღელავ, მე უკვე უნივერსიტეტში ვარ, ახლა ლექციაზე ვზივარ.
დედა შეშინებული მიყურებს.
_ ცუდად ხარ?
_ არა...
დედა გადის, ალბათ, ექიმს გამოიძახებს.

. . .

სახლში დაბრუნებული, ალბათ, ისევ რაღაცებს ვწერ, ალბათ, საკუთარი მოთხრობების გამოქვეყნება მინდა, ალბათ, მინდა, რაღაც განსაკუთრებული დავწერო, ალბათ, უკვე დიდი ხანია ფულს ვაგროვებ, მაგრამ საჭირო თანხას თავი ვერ მოვუყარე და ამიტომ მიწყვია ჩემი მოთხრობები ჯერჯერობით წიგნების თაროზე.
საღამოთი პურის ამოსატანად რომ გავალ, ალბათ, ლევანს შევხვდები. ის ისევ გამიღიმებს, როგორც ყოველთვის, მე კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდები, რომ მასზე ლამაზი ამქვეყნად არავინაა. სახლში მისული, ალბათ, ისევ უმიზეზოდ დიდხანს ვიტირებ და ვერ მივხვდები, რატომ მგონია, რომ სიყვარული ძალიან ლამაზია და მას, ალბათ, ლევანისნაირი თვალები აქვს. მე ვერასოდეს გავიგებ როგორია, როცა გიყვარს, ასე მგონია, სიყვარული საერთოდ არ შემიძლია, ალბათ, არსებობენ სიყვარულში ნიჭიერი ადამიანები, იქნებ სიყვარულს განსაკუთრებული ნიჭი არც კი სჭირდება? მე დიდხანს ვიფიქრებ ამაზე, მაინც ვერაფერს მივხვდები, ვარსკვლავებს მივაჩერდები... ისე, ამბობენ, რომ სინამდვილეში ვარსკვლავები ისეთები სულაც არ არიან, როგორებიც დედამიწიდან ჩანანო. ადამიანებიც ხომ ასე ვართ?! არავინ იცის, როგორები ვართ სინამდვილეში, ჩვენ თვითონაც არ ვიცნობთ საკუთარ თავს.
. . .
დედა ისევ შემოვიდა. არ მინდა რამე მკითხოს. თვალებს ვხუჭავ, ვითომ მძინავს.
- ალბათ, დაიღალე, _ დედა ლოყაზე მკოცნის, საბანს მისწორებს.
. . .

ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, ყველაფერი ძველებურადაა, თუმცა არა, რაღაც მაინც შეიცვალა, ახლა ხომ ლევანის ვიცნობ?! მე ის, ალბათ, სიგიჟემდე მიყვარს, ის კი ვერც მამჩნევს, თუმცა... არა! ალბათ, მოვწონვარ, ოღონდ სულ ცოტათი, ძალიან ცოტათი. მე მის დანახვაზე, ალბათ, ყოველთვის ვწითლდები და ნერვები მეშლება ამის გამო, ის კი, ალბათ, ყველაფერს ხვდება და ამიტომაც ეცინება.
_ ნინ, გინდა სადმე წავიდეთ?
მე, ალბათ, სიხარულით გული გამისკდება. არა, ასე არაფერი გამოვა, მაშინ მოთხრობაც უნდა დავასრულო.
_გცალია? _ ალბათ, კიდევ შემეკითხება ლევანი.
_ რატომაც არა, _ შევეცდები, გულგრილი სახე მივიღო, ვითომ ეს ჩემთვის არც ისე მნიშვნელოვანია.
ალბათ, მას დაურეკავენ და სთხოვენ, სასწრაფოდ წავიდეს.
_ მაპატიე, უნდა გავიქცე.
_ რა მოხდა?
_ ბავშვთა სახლიდან დარეკეს. ჩვენები დღეს ბავშვებისთვის კონცერტს მართავენ. მეც იქ უნდა ვიყო, როგორ გადამავიწყდა?!
ისევ ეს ბავშვები, ალბათ, ნერვები მომეშლება, მაგრამ არ შევიმჩნევ.
_ იცი, რა მოვიფიქრე? _ მეტყვის ლევანი, _ შენც წამოდი, მოგეწონება.
_ არ ვიცი, _ გავიფიქრებ გულში, ხმამაღლა კი არაფერს ვიტყვი, თორემ ლევანს მოეჩვენება, რომ საშინელი ადამიანი ვარ.
ბავშვთა სახლში არასოდეს ვყოფილვარ და ალბათ, გაოცებული დავრჩები, ცოტა შეძრწუნებულიც. ვერ გავარკვევ, რას ვიგრძნობ, ალბათ, სევდას... ჩემს ყურადღებას, ალბათ, პატარა ბიჭი მიიქცევს, ხუჭუჭთმიანი, ცისფერთვალება, საყვარელი ბავშვია.
_ ლუკაა, ახლახან მოიყვანეს. მამამისი ხშირად სვამს, ხანდახან აქ მოჰყავთ ხოლმე.
მე, ალბათ, სული მეხუთება და სახლში წასვლა მინდა, მაგრამ ლევანი ისეთი ბედნიერია მათ გვერდით, რომ ვერაფერს ვამბობ.
სახლში მოსული ისევ დიდხანს ვიფიქრებ იმაზე, თუ რა მინდა, ისევ წავალ რაღაცის საძებნელად და დიდი ხეტიალის შემდეგ დავბრუნდები დაღლილი და ხელცარიელი.
ლუკა, ალბათ, ბევრს იტირებს და ლევანს სთხოვს, აღარასოდეს წაიყვანოს ბავშვთა თავშესაფარში, ისიც გადაწყვეტს, ცოტა ხანს თავისთან დაიტოვოს. მე მას, ალბათ, ყოველ დღე ვხედავ. ის ქუჩაში ადრე ჩამოდის, პურს პატარა ნამცეცებად ფხვნის და მტრედებს უყრის. ისინიც მოდიან და ასხდებიან ხუჭუჭ თმებზე, პაწია ხელებზე, მხრებზე, მას კი ეღიტინება და იცინის, თან ისე, რომ შენც მოგინდება სიცოცხლით ტკბობა, მოგინდება, რომ ბედნიერი იყო, მე, ალბათ, ყოველთვის მშურს მისი.
_ ნახე, ესენი ჩემი მტრედებია, _ მეუბნება, ალბათ, ლუკა, _ ყოველთვის რაღაცას მიყვებიან. თუ ცუდად მოვიქეცი, მებუტებიან და ჩემს დაყრილ ნამცეცებს აღარ ეკარებიან.
_ მე ხომ ვუბერავ, მაგრამ ეს _ საერთოდ, _ გავიფიქრებ, ალბათ, გონებაში, _ მე ბავშვობაში მაინც არ ვაფრენდი.
ლუკა და ლევანი, ალბათ, ბევრ დროს ატარებენ ერთად. მე კი კვლავ მარტო ვარ, იქნებ ეს ასეც უნდა იყოს, იქნებ ყველა ადამიანი მარტოა და არ უნდა ეს ვინმემ შეამჩნიოს?! მე, ალბათ, ხშირად ვზივარ და ვფიქრობ, რა მეშველებოდა ლევანის გარეშე. ნეტა თუ უყვარს ვინმე? ჯობს, არ ვიცოდე! ალბათ, ამიტომაც არაფერს ვეკითხები.
_ ჩემი მტრედები შენთან არ მოვლენ, _ მეტყვის, ალბათ, მოულოდნელად ლუკა.
_ ვითომ რატომ? _ გავბრაზდები, ალბათ, მე.
_ ჩემი მტრედები კეთილები არიან.
მე, ალბათ, ვცდილობ, მტრედები ჩემსკენ მოვიზიდო, ვიშვერ ხელებს, სადაც პურის ნამცეცები მიყრია, მაგრამ სულ ტყუილად. მე, ალბათ, ჯიუტად ვცდილობ, ლევანი კი მიყურებს და ეცინება.
ლუკა, ალბათ, მოწყენილია. მე ცრემლებით მევსება თვალები, ალბათ, ვერ ვხვდები რატომ, მაგრამ ვიცი, რომ ვერ ვიტან ამ ბავშვს, მის სულელურ ზღაპრებს ამ მტრედებზე. ვერ ვიტან ლევანს, რომელიც იცინის და საერთოდაც, ვეღარაფერს ვიტან.
ალბათ, მგონია, რომ სამყაროს შუაგულში ვდგავარ და ცხოვრება ჩემს ირგვლივ ტრიალებს, თან ისე სწრაფად, რომ თავბრუ მეხვევა. ვტირი და მგონია, ჩემი ცრემლები აწვიმს ჩემს სახლს, აკაკუნებს ჩემი ფანჯრის მინაზე, მეცემა სახეზე, ასველებს მიწას, რომელზეც ვდგავარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიდგე ფეხშიშველი, ჩემი ფეხის გულები ეხებოდეს ცივ მიწას და სისველე მივლიდეს მთელ სხეულში. მგონია, თუკი გავიღიმებ, შეიცვლება მთელი სამყარო, მაგრამ არ შემიძლია, ვტირი, რადგან არ მინდა გაღიმება. სამყარო კი ბრუნავს ჩემს გარეშე, სადღაც ჩემს ირგვლივ.
ალბათ, მალე ლუკას დაბადების დღეა და ველოსიპედზე ოცნებობს.
_ ფული არ მაქვს,_ ალბათ, მეტყვის ლევანი, _როგორ ვუყიდო?
_ არც მე მაქვს, _მოვატყუებ მე, რატომ, მეც ვერ მივხვდები.
_ რამეს მოვიფიქრებ.
ალბათ, ლევანი დაუსრულებლად მელაპარაკება ლუკაზე, მის მძიმე ბავშვობაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა, რომ მის დაბადების დღეზე მივიდეთ, მე კი, ალბათ, მისი არ მესმის და ვფიქრობ, რატომ არ ვარ იმით ბედნიერი, რაც მაქვს?! ალბათ, ღამით დიდხანს არ დამეძინება, ვიჯდები სარკმელთან და ვიოცნებებ, რომ ფრენა შემეძლოს. ნეტა, მართლა ასეთი ცივები არიან ვარსკვლავები, როგორც აქედან ჩანს? ალბათ, მომინდება გავფრინდე და იქ, ზეცაში ვიპოვნო რაღაც, რასაც ასე გამალებით ვეძებ. მომინდება გაფრენა, მაგრამ ეს ოცნებაა მხოლოდ, გიჟური სურვილი და ალბათ, შემეშინდება საკუთარი თავის გამო.
ალბათ, ლუკას მამამისი ისევ დაარტყამს. ცხვირიდან წამოსულ სისხლს ლევანი შეწუხებული წმენდს. მე, ალბათ, გულგრილი სახე მაქვს, თითქოს მე არ მეხება ლუკას სევდა.
_ მინდა, რომ მოკვდეს! _ ალბათ, საშინელი ხმით იტყვის ლუკა და ცისფერი თვალები ცრემლებში ჩაეძირება.
ლევანი დაამშვიდებს, გულში ჩაიკრავს. მე დავფიქრდები ბედნიერებაზე რატომღაც და დავასკვნი, რომ ჩვენ როცა ვიზრდებით, ჩვენთან ერთად იზრდება ჩვენი წარმოდგენაც ბედნიერებაზე.
ალბათ, ლუკა ფიქრს შემაწყვეტინებს.
_ მე ცუდი ბავშვი ვარ?
_ რას ამბობ? _ ალბათ, შევეცდები თბილი ხმა მქონდეს.
_ ჩემი მტრედები აღარ მოფრინდნენ, მამის სიკვდილი რომ ვინატრე, იმიტომ გამებუტნენ, მაგრამ მე მაშინ გაბრაზებული ვიყავი... ჩემი მტრედები... ისინი ისევ დაბრუნდებიან?
_ იცი სისულელეებს ლაპარაკობ?! _ გამეცინება, ალბათ, მე და გულს ვატკენ ლუკას, რომელიც პატარა თითებით თავს მოიფხანს და ხუჭუჭა თმებში მთელი ხელი დაეფარება.
_ ნინ, შენ გიფრენია ოდესმე? _ მკითხავს უცებ.
_ არა! _ მე, ალბათ, შევკრთები და გავოცდები ამ კითხვის გამო.
_ მე მინდა, რომ გავფრინდე. ღამით ცას ვუყურებ და ასე მგონია, ეს სულ ადვილია, უბრალოდ, გაშლი ხელებს და მორჩა.
მე, ალბათ, არაფერს ვეტყვი, ის კი წავა თავდახრილი, ცრემლიანი თვალებით, წავა და ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მომხედავს. მე, ალბათ, ხელს გავუქნევ, გაღიმებას კი მაინც ვერ შევძლებ და ვერც იმის თქმას, რომ სინამდვილეში ძალიან მიყვარს.
ალბათ, დღეს მაინც არ სცემს ლუკას მამამისი. ლუკა 7 წლის ხდება, ალბათ, ლევანი ჩემთან შემოივლის.
_ ნინ, ხომ წამოხვალ?
_ არ ვიცი.
_ ნახე, რა ვუყიდე, სხვა რამისთვის ფული არ მეყო.
ალბათ, რაიმე ფუმფულა სათამაშოს მანახებს, ძალიან საყვარელს და მე, ალბათ, მომინდება, ჩემზეც ასე ზრუნავდეს, მომინდება, რომ ჩემთან დარჩეს და არ წავიდეს არსად, აღარასოდეს.
_ ძალიან დავიღალე, _ სავარძელში ჩაჯდება ლევანი, _ მეძინება, ნინ, ცოტას დავისვენებ, ერთ საათში გამაღვიძე, კარგი? არ დაგავიწყდეს, გთხოვ, ეს ლუკასთვის მნიშვნელოვანი დღეა, მასთან უნდა ვიყოთ.
_ რა თქმა უნდა, აბა რა, გაგაღვიძებ, ლევან, _ ალბათ, დავამშვიდებ მე.
ლევანი თავს ბალიშზე მიდებს და იმ წუთშივე ჩაეძინება. მე დავჯდები მასთან ახლოს და აღარ მოვაცილებ თვალს.
. . .
ოთახში ვიღაც შემოვიდა.
-დედიკო, დაგეძინა? მთელი დღეა წევხარ, მართლა ცუდად ხომ არ ხარ?
_როდის ჩამეძინა? _ გაოცებული ვკითხულობ, _ ღმერთო ჩემო, ლევანი...
_ვინ?_ შეშინებული მიყურებს დედა.
_დღეს ხომ ლუკას დაბადების დღეა, ლევანი უნდა გამეღვიძებინა.
_ნუ მაშინებ, _ მეხვეწება დედა, _ დღეს რა დაგემართა?! უცნაურად იქცევი.
ვერ ვიტან, როცა დედა ტირის. თმებზე ვკოცნი, ვამშვიდებ, აღარ მინდა ეს სისულელეები, ჩემი თავი მჭირდება, სასწრაფოდ უნდა დამიბრუნდეს, მაგრამ სად ვიპოვნო? მეშინია...

. . .
ალბათ, მთვარის შუქი გამაღვიძებს. ლევანს ისევ მშვიდად ეძინება, ალბათ, მეც ჩამეძინა. დიდხანს ვიფიქრებ, გავაღვიძო თუ არა?! ბოლოს თავს დავანებებ.
_უკვე გვიანია, ახლა წასვლას აზრი აღარ აქვს, _ გავიფიქრებ მე, ფანჯარას დავხურავ და იქვე დივანზე მივწვები.
დილით ლევანი, ალბათ, ძალიან ბევრს მიყვირებს იმის გამო, რომ არ გავაღვიძე. ალბათ, სასწრაფოდ აიღებს ფუმფულა სათამაშოს და წავა, მე არაფერს ავუხსნი, რადგან ჩემთვის ჯერ არავის უყვირია. ალბათ, თავს პირობას მივცემ, რომ აღარასოდეს ვიფიქრებ მასზე, აღარასოდეს დაველაპარაკები, რადგან ის სხვანაირია, მე კი მის გამო ვეღარასოდეს შევიცვლები.
ლევანი, ალბათ, მალევე დაბრუნდება ამღვრეული თვალებით და მეტყვის მხოლოდ ორ სიტყვას, თან ისე ცივად, რომ აღარასოდეს დამავიწყდება.
_ ის მოკვდა.
ჩემს ირგვლივ, ალბათ, ყველაფერი თავდაყირა დადგება. მე, ალბათ, შეშინებული დავჯდები დივანზე.
_ თურმე მთელი დღე მელოდებოდა. რომ არ მივედი, მოიწყინა, ფანჯარასთან დაჯდა და არც განძრეულა, დედამისს უნახავს და...
მე, ალბათ, სუნთქვა მეკვრის და არაფრის გაგონება არ მინდა. ლევანი კი მიყურებს და მე, ალბათ, მეშინია, არ დავინახო მის თვალებში სიძულვილი. სახეზე ხელებს ვიფარებ და ვყვირი, არ ვიცი _ რას. ლევანი კი მიდის და მე, ალბათ, საშინლად მეცოდება საკუთარი თავი.
ლუკას საფლავზე, ალბათ, ხშირად ვივლი. ვიცი, ის მაინც მაპატიებდა. ლუკას საფლავზე, ალბათ, უამრავი მტრედი მოფრინდება, მისი მტრედები... ოდესმე, ალბათ, იქ ლევანსაც შევხვდები.
_მე ხომ არ ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, მე ხომ შენსავით კეთილი არ ვარ?! _ვეტყვი ლევანს, _თავს ცუდად ვგრძნობ, ეს ყველაფერი მტანჯავს, მითხარი, ჩემი ბრალია?
_რა შენი ბრალია, _ მეტყვის ლევანი, მაგრამ მივხვდები, რომ არასოდეს მაპატიებს.
_როგორ ეშინოდა, რომ მისი მტრედები აღარ მოფრინდებოდნენ... _ იტყვის ლევანი და იმას კი ვერ მიხვდება, რომ მეც მეშინია, მეშინია მისი დაკარგვის, მეშინია საკუთარი თავისა და გრძნობების გამო... მე ხომ....... მაგრამ ლევანი, ალბათ, არასოდეს მაპატიებს.

ალბათ, პატარა ლუკამ გაიღვიძა დილით და მიხვდა, რომ რაღაც აკლდა, რაღაც მნიშვნელოვანი. ალბათ, ღამით როცა მარტო იჯდა და ციცინათელებით აციმციმებულ ცას შეჰყურებდა, მიხვდა, რომ გაფრენა არ არის ძნელი. ალბათ, იმ წუთს აღარ სძულდა არავინ და არავიზე ფიქრობდა ცუდს. ლუკას, ალბათ, იმ წუთას ყველა უყვარდა, ყველას ყველაფერს პატიობდა, მერე, ალბათ, მისი მტრედები მოფრინდნენ და ყველამ გაიმეტა მისთვის თითო ბუმბული, აჩუქეს ფრთები პატარა ლუკას, მანაც თვალები დახუჭა და გაფრინდა, სულ უბრალოდ... უბრალოდ, გაფრინდა და მორჩა...

მე, ალბათ, იმდენს ვიტირებ, რომ აღარ მექნება ცრემლები, მერე ავდგები და წავალ, წავალ იმ რაღაცის მოსაძებნად. ვივლი ძალიან ბევრს, ზღვებს გადავცურავ, მთებს გადავივლი, სათითაო ვარსკვლავს გავსინჯავ საკუთარი თითებით და მაინც ვერ ვიპოვნი იმას, რასაც ვეძებდი, დავიღლები და ჩამეძინება. ალბათ, სიზმარში ვნახავ, რომ სადღაც ერთი გოგონა ცხოვრობს, რომელმაც საკუთარი თავი დაკარგა და ახლა სულ მარტოა. გამეღვიძება და მივხვდები, ის გოგონა მე მელოდება, მას ხომ მე დავეკარგე?! მე ვარ. მე აქ ვარ... ახლა უკვე ვიცი, საით უნდა წავიდე, ალბათ, სიმშვიდეს ვიგრძნობ, გავივლი უამრავ ქუჩას და ნაცნობი სახლის კარის წინ შევჩერდები. მე გავიარე გზა საკუთარი თავისკენ და ახლა აქ ვარ, გამიღეთ კარი.
. . .

_დედა, კარზე ზარია, _ ვეუბნები დედას.
_მე არაფერი მესმის, _მპასუხობს ის.
რაღაცას ვხვდები, კარს ვაღებ, კარებში ჩემი საკუთარი ანარეკლი დგას. არ გამკვირვებია, თითქოს ასეც უნდა იყოს და თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, როცა შენთან სტუმრად საკუთარი თავი მოდის.
_ შემოდი, დაღლილი ჩანხარ.
_ ჰო, ბევრი ვიარე, სანამ შენ გიპოვნიდი.
_ რომ იცოდე, როგორ გელოდებოდი.
. . .
ყოველი ადმიანი იბადება, იზრდება და კვდება. ადამიანი ცხოვრობს და ყოველთვის აკლია რაღაც. ეძებს დიდხანს. ზოგი პოულობს, ზოგი _ ვერა. ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან და თანაც საოცრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ადამიანებს უყვართ და სძულთ, უხარიათ და სწყინთ, ტირიან და იღიმებიან და ასე გადის მათი ცხოვრება. ბედნიერებას უბედურება ცვლის, უბედურებას _ ბედნიერება. ცხოვრება ქაოსად გეჩვენება და გგონია, ამ სამყაროში ჩაკარგული ხარ მარტო, ყველას გარეშე. შენ ცდილობ, ეს ქაოსი მოაწესრიგო, ცხოვრება ისე მოაწყო, როგორც შენ გინდა, წვალობ, ყველაფერს ადგილს უცვლი, ჯერ ასე, მერე ისე, მაინც არ მოგწონს, გვიან ხვდები, რომ ეს ქაოსია შენი ცხოვრება. შენ უნდა იცხოვრო და არ დაკარგო საკუთარი თავი, საკუთარი გრძნობები, ოცნებები. უნდა იარო საკუთარი თავისკენ, იარო და არ გეშინოდეს, იარო მარტომ, რადგან გზა საკუთარი თავისკენ მარტომ უნდა განვლო.
ხანდახან გგონია, რომ შენი არავის ესმის. გახსოვდეს, ცხოვრების ჰორიზონტი შორსაა, იქამდე მისასვლელი გზა კი შენი გასავლელია. ნუ შეშინდები, რადგან არასოდეს ხარ მარტო, მაშინაც კი, როცა შენს გვერდით არავინაა. მაშ, რატომ ტირი?! გაიღიმე, გაიღიმე ძალიან ხშირად და მაშინ შენს ირგვლივ ყველა ბედნიერი იქნება.
ბავშვობაში ისე ახლოს მოჩანდა ცა, ასე მეგონა, კიბეს მივადგამდი და რაღაც ხელის გაწვდენაზე იყო ბამბის ქულა ღრუბლები. როცა პატარა ხარ, შენთვის მიუწვდომელი არაფერია. იზრდები და ნელ-ნელა გშორდება ვარსკვლავებიანი ზეცა, იზრდება მანძილი შენსა და იმ მთებს შორის, ბავშვობაში ორ ნაბიჯზე რომ ჩანდა. ფერი ეცვლება სამყაროს და აღარც ფერადი შუშები შველის, ადრე რომ აგროვებდი, რადგან მათში ფერადი და ლამაზი ჩანდა სამყარო. ბავშვობაში ყველაფერი მარტივადაა, ახლა კი... ასე, ნეტავი, როდის გავიზარდე? სად დასრულდა ის გზა, ბავშვობაში რომ მივაბიჯებდი? თითქოს მთვარეც კი ხის კენწეროზე ეკიდა და დამალობანას მეთამაშებოდა... ახლა კი ყველაფერი თავდაყირა დგას, როგორც ბავშვობაში ჩანდა, თუ კი თავდაყირა დადგებოდი.
მზე თუ გიღიმის ყოველ დილით, ჩათვალე, რომ ბედნიერი ხარ.... თუ გრძნობ, რომ გიყვარს, ჩათვალე, რომ შენ ცხოვრობ და მანამდე იცხოვრებ ამქვეყნად, სანამ გეყვარება და სანამ ეყვარები ვინმეს.
შენზე არავინ დაწერს მოთხრობებს, არავინ გადაიღებს კინოს, არაფრით შემორჩები ისტორიას. შენ ჩვეულებრივი მოკვდავი ხარ, თითქოს არაფრით გამორჩეული საერთო მასიდან, მაგრამ შენ პიროვნება ხარ და ამით განსხვავდები სხვებისგან ისევე, როგორც ისინი განსხვავდებიან შენგან.
თუ კი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიღაც შენი მადლიერია, ჩათვალე, რომ უაზროდ არ გიცხოვრია.



Back to top Go down
View user profile
ninii



Female
Number of posts : 7
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : literatura
Humor : lilo
Registration date : 05.04.12

PostSubject: Re: ნინო დიღმელაშვილი   Mon Apr 09, 2012 6:21 pm

სათაური _ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის ჩატევა რამდენიმე სიტყვაში ვერ მოვახერხე...



_გამარჯობა, კევი გაქვთ?

_რომელი? _ ისეთი შეწუხებული სახით მითხრა გამყიდველმა ქალმა, რომ შემეცოდა, პრობლემები აქვს, ალბათ.

_რომელი და... ფერადი ბურთულებია, როცა ღეჭავ, ფერი გასდის და ენას გიფერადებს, გააქვთ ასეთი? _ასეთი არ გვაქვს, _ ცივად მომიგო, _ ჩვენ ხარისხიან პროდუქტს ვყიდით.

_არც გექნებათ?

_შვილო, რა გინდა? მეტი საქმე არ გაქვს?!

_ხომ გითხარით, კევი მინდა-მეთქი.

_არ გვაქვს! _ სახეზე წამოწითლდა გამყიდველი, უკვე მეორედ შემეცოდა და გამოვბრუნდი.

მაინც არ ვიცი, რას ავიტეხე ეს ფერადი კევები, ასე ვიცი. რამეს ავიკვიატებ და მორჩა, წასულია ჩემი საქმე... დღეს მგონი მოვრჩი, ეს ბოლო მაღაზია იყო, რაც მინდოდა, არსად არ ჰქონდათ... გული დამწყდა... მამა მომენატრა უცებ... რამდენი ხანია არ მინახავს, ნეტა ახლა, აი, ამ წუთს, როცა მე მასზე ვფიქრობ, ის რას აკეთებს? ისე მომინდა ამის გაგება, თავიც კი ამტკივდა და შევეშვი. მეტროსკენ დავეშვი. დავეშვი რა... ნელი ნაბიჯით გავუყევი გზას. ისევ სისულელეებზე ვფიქრობ... დაკვირვებული ვარ, როცა მე ქვევით მივდივარ, მეჩვენება, რომ ძალიან ბევრი ხალხი მიდის ზევით და პირიქით... ახლაც ასე მგონია. ყველას სადღაც მიეჩქარება ჩემს გარდა. სულ ასე ვარ, როცა ნელა მივდივარ, თან ხალხს ვაკვირდები და ვცდილობ გამოვიცნო, ვინ არის, რა პროფესიის, რაზე ფიქრობს, სად მიდის, ვინ ელოდება და ა.შ. სასაცილოა, არა!? საკუთარი თავისა ვერ გამიგია ნორმალურად და სხვებისას რას გავიგებ?

აი, ჩემი საყვარელი ადგილიც, ჩემი თავშესაფარი... თოჯინების მაღაზია... ხშირად შევდივარ, თუმცა არაფერს ვყიდულობ. დავხეტიალობ ხოლმე, თოჯინებს ვეფერები... გამყიდველიც ისეთი საყვარელი გოგოა, სულ არ ბრაზობს, არაფერს რომ არ ვყიდულობ, სულ იღიმება, თავს შეგაყვარებს ისეთი კარგი ვინმეა. ახალი თოჯინა მოუყვანიათ, თავი და ხელები რეზინის აქვს, ვგიჯდები ასეთ თოჯინებზე, დიდი, ძალიან დიდი თვალები აქვს და ცისფერი თმები... ამ თოჯინას ოცნება უნდა ერქვას და უცებ მივხვდი, რომ არც ერთი ბავშვი მას ამ სახელს არ დაარქმევდა და გული დამწყდა. მას დაარქმევდნენ თაკოს, სალუკას, მანჩოს და ვინ იცის, კიდევ რას, მაგრამ არავინ დაარქმევდა ოცნებას, არადა ისეთი დიდი თვალები და ცისფერი თმები ჰქონდა... ავდექი და ვიყიდე, ახლა მთელი თვე შოკოლადის გარეშე დავრჩი, სამაგიეროდ, მეყოლება თოჯინა, სახელად ოცნება, დიდი თვალებითა და ცისფერი თმებით... ბედნიერი ვარ, ხან მგონია, რომ აღარასოდეს გავიზრდები...

პატარა რომ ვიყავი, სულ ერთ რაღაცაზე ვოცნებობდი, მეყიდა ბევრი, ძალიან ბევრი ფერად-ფერადი გასაბერი ბუშტი, გამეშვა ცაში და მეც თან გავყოლოდი, ამაში შეუძლებელს ვერაფერს ვხედავდი. ახლა გავიზარდე და ამაზე მაინც ხშირად ვფიქრობ, სისულელეა, არა? მეგონა, გავიზრდებოდი და იმ ყველაფერს, რაც გაუგებარი იყო, ფარდას ავხდიდი, ცხოვრებას გავამარტივებდი, მაგრამ პირიქით კი დამემართა. ვიზრდები და ცხოვრებაც უფრო რთულდება, უკვე იმის ახსნაც კი მიჭირს, რასაც ბავშვობაში კარგად ვიგებდი.

მეტროს კარგა ხანია ჩავცდი... არა უშავრს, მიყვარს უმიზნოდ ხეტიალი, სახლში თუ არა, რომში ხომ მაინც ჩავალ (ამბობენ, ყველა გზა იქ მიდისო)... ახალი გასართობი მოვიგონე. თავი ძირს მაქვს დახრილი და ისე მივდივარ, მხოლოდ ჩემსკენ მომავალ ფეხებს ვხედავ. რა საინტერესოა, იცით? ხედავ მხოლოდ ფეხსაცმელს და უნდა ამოიცნო, რამდენი წლის იქნება ის, ვისაც ეს ფეხსაცმელი აცვია, ვერც ერთი ვერ გამოვიცანი და მომბეზრდა. ლამაზ ქალს თავისნაირი ლამაზი ბავშვი მოჰყავდა, ასე, 3-4 წლის. ისეთი საყვარელი იყო... უცებ ჩემი თავი შემეცოდა, არ ვიცი, რატომ, ერთი კი გავიფიქრე: ამ ქალს ვთხოვ, ბავშვი მაჩუქოს-მეთქი, მაგრამ მივხვდი, სისულელეს ვფიქრობდი. ხან მგონია, რომ მართლა ასეთი სულელი ვარ. პატარა გუბეს მივადექი... თქვენ გინახავთ ოდესმე ცისარტყელა პატარა გუბეში? მე გასწავლით, როგორ ნახოთ. სულ ცოტა ბენზინი ჩაასხით გუბეში და დაელოდეთ მზეს, როცა მზე წყალს მიანათებს, მასში ცისარტყელა გაჩნდება და მისი შემხედვარე ისეთი კეთილი გახდები, რომ საკუთარ თავს ვეღარ იცნობ. საოცარია, ასე გგონია, მთელი ცა ეტევა ამ პატარა გუბეში, მთელი ცა... ან ის ნაწილი მაინც, რომელიც შენს გულშია...

ერთხელ, პატარა რომ ვიყავი, თვითმფრინავით ვიმგზავრე, ახლა რომ მახსენდება, გული მწყდება, რომ არაფერი მახსოვს, იმ დროს რას ვგრძნობდი, რაზე ვფიქრობდი არ ვიცი, უბრალოდ, არ მახსოვს... ახლა რომ ვიმგზავრო, შეიძლება გავგიჟდე კიდეც, როცა გავიხედავ და დავინახავ, რომ ცაში ვარ, ჩემს ირგვლივ მხოლოდ ცისფერი სივრცეა, ან თეთრი, ან რაღაც სხვა ფერი, რომლის სახელიც არ ვიცი და მე სადღაც სხვაგან ვარ, დედამიწიდან ძალიან შორს.

არ მახსოვს, როგორ მიდიოდა მამა სახლიდან, მარტო ის მახსოვს, როგორ ბრუნდებოდა. კიდევ ის მახსოვს, როგორ ვიდექი ხოლმე ეზოში და თვითმფრინავს, რომელიც ცაში თეთრ ხაზს ტოვებდა, ვთხოვდი, მამა ჩამოეყვანა ჩემთან. მამაც ბრუნდებოდა და უამრავი რაღაც ჩამოჰქონდა ჩვენთვის, ყველაზე მეტად რა მახსოვს, იცით? ფერადი კევები, ბურთულების ფორმა ჰქონდა, როცა ღეჭავდი, ფერი გასდიოდა და ენა გიფერადდებოდა, ვგიჟდებოდი ამ კევებზე.

მამა მომენატრა, ალბათ... ნეტა გაწვიმდეს, მაშინ ვეღარავინ შეამჩნევს ჩემს ცრემლებს.

_გოგონაააააააა, გოგონააააააა, გოოოოოოგოოოოოოოონაააააა!!!

მგონი მე მეძახიან, გავჩერდი. გამყიდველი ქალი გაღიმებული სახით მომძახოდა, რაღაც ბედნიერი ჩანდა, ეტყობა, ხელფასის დღე ჰქონდა.

მე გავჩერდი, რაღაც იდუმალი სახით მიქნევდა ხელს, შევედი.

_იცით, ისეთი კევები მოვიტანეთ, თქვენ რომ ეძებდით.

_მართლა?

_აი, ნახეთ. მთელი შეკვრა 75 თეთრი ღირს.

_სულ ავიღებ.



_ოცნება, როგორ ხარ? იცი, რა მაგარი მაღაზია ვიპოვნე? იქ ჩემი მოგონებები იყიდება, სულ რაღაც 75 თეთრად, არ გიხარია?

ოცნებას, რა თქმა უნდა, ძალიან უხაროდა, სხვაგვარად არც შეეძლო, მას ხომ დიდი თვალები ჰქონდა და ცისფერი თმები...
Back to top Go down
View user profile
ninii



Female
Number of posts : 7
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : literatura
Humor : lilo
Registration date : 05.04.12

PostSubject: Re: ნინო დიღმელაშვილი   Mon Apr 09, 2012 6:24 pm

მე ვარ გოგონა გვირილისფერი...

სულს სტკივა ეს ეპოქა, ეპოქა ნაცრისფერი წვიმების...

დრო გარბის ისე სწრაფად, რომ მიჭირს დაწევა და ვეღარ ვასწრებ არსებობას, მხოლოდ მივყვები ფეხდაფეხ დროს, მაგრამ სულს უნდა ჩამორჩენა, ჩარჩენა სადღაც სხვაგან, ხორცი კი გარბის, რომ დაეწიოს სხვებს...მხრებს აწევს უამრავი წვრილმანი და საზრუნავი, სული ვეღარ ითქვამს სულს, არც ეს სხეული ყოფნის, არც ეს დედამიწა და ვერც ეს ეპოქა დაუამებს ტკივილს... სულს უნდა გაქცევა, საზღვრების დარღვევა და დაღლა თავისუფლებით.სხეულსაც უნდა თავისუფლება, ოღონდ სხვანაირი, სულის მხილებების გარეშე მოპოვებული...სულს ცა უნდა, სხეულს დედამიწა მხოლოდ... სხეულს საკუთარი ტკივილიც აკრთობს, სულს კი სურს, მთელი სამყაროს ტკივილი რომ გაიზარდოს და ზეცაში გაიდგას ფესვი...სხეულს შენ უყვარხარ, სულს კი შენც და შენთან ერთად მთელი მსოფლიოც.Mმე ვარ სხეულიც და მე ვარ სულიც და აღარ მინდა ვიყო გახლეჩილი ორად... მინდა ვიყო ერთი მთლიანი, ჰარმონია ზეცის და მიწის.მინდა მე მთლიანს მტკიოდეს ეს ეპოქა, ნაცრისფერი წვიმების გამო...მინდა მტკიოდეს შენი სამყაროც, შენს მიერვე დახატული რომ კიდია ახლა კედელზე, რომლის წინაც ვდგავარ ახლა მე და ვფიქრობ ... და მინდა შეღწევა მასში... ხელს ვახებ შენს ლურჯ ზეცას და აღარ მინდა ის იყოს ასე მარტივად ხელშესახები იმიტომ, რომ ამას სხვებიც მოახერხებენ. ვუყურებ სურათს და მინდა გავექცე ამ ეპოქას, თუნდაც სურათში, შენივე ხელით დახატული რომ კიდია ახლა კედელზე.მინდა გავიქცე, რადგან ახლა ვგრძნობ, რომ მე თვითონაც შვილი ვარ ამ ეპოქისა, რომ მეც ისევე შევქმენი ის, როგორც სხვებმა, ვინც ახლა ცხოვრობს. ჩვენ, ყველას გვინდოდა ასეთი დრო და ასეთი სიზმრები და ისევ სულს სტკივა ეს შეგრძნება, სხეული კი _ დუმს.ჩემი თითები ისევ ეხება შენს ლურჯ ზეცას, სული კი შორდება თითქოს მასაც და სხეულსაც...

_ იცი? ასე მგონია, ჩემს სურათს რაღაც დაემატა, რაღაც გვირილისფერი, _ ამბობ შენ და შეშინებული მიმზერ, _ შენ კი როგორ გაიცრიცე, თითქოს რაღაც დაგაკლდა.

_ ამ ეპოქაში თითქოს უსულოდ დავრჩი, _ ხმამაღლა ვფიქრობ და ვიღაც მოხუცი, ჩემს გვერდით მდგარი, თვალცრემლიანი მიყურებს, თითქოს და მეუბნება: ნაცრისფერ წვიმებს სული არ უნდათ, მხოლოდ სხეული და ჩვენ, ყველანი, ვკარგავთ რაღაცას, რასაც უნდა ავეყვანეთ მაღლა ზეცამდე!

_ საკუთარ თავს როცა ფიქრი ავუკრძალეთ და ასე გავიმარტივეთ ცხოვრება, მაშინ დავკარგეთ ყველაფერი და ახლა გვიანი ხომ არ არის? _ არ ვიცი ვინ თქვა ეს, სულს კი ეტკინა, რადგანაც იცის, რომ დასასრული თავისთავად დასაწყისია რაღაც სხვა გზისა...

რაღაცას ვხვდები და მინდა, ვიფიქრო ბევრი, იმდენი, სანამ საკუთარ სულს არ დავიბრუნებ.

მე ვარ გოგონა გვირილისფერი...
Back to top Go down
View user profile
ninii



Female
Number of posts : 7
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : literatura
Humor : lilo
Registration date : 05.04.12

PostSubject: Re: ნინო დიღმელაშვილი   Mon Apr 09, 2012 6:25 pm


ფორთოხლისფერი ავტობუსის მგზავრები


გაზაფხული დადგა. გაიღვიძეს ფურუსულებმა და გამოიღვიძა ჩემს სხეულშიც სამყარომ. მთლიანად ვივსები ამ დროს, ვიცი, ახლა გამაგიჟებს ეს მარტი...

_ ლევან, ფურუსულები მომიტანე?

_ დამავიწყდა, მაპატიე, აქვე სადმე გიყიდი, ახლავე.

_ მე ნაყიდი ფურუსულები არ მინდა!

_ აბა, საიდან დაგიკრიფო?

_ არ ვიცი.

_ ნინ, დავიღალე, ყველაფერს ასე რატომ ართულებ? არ შეგიძლია ისეთი იყო, როგორიც ყველა ნორმალური ადამიანია? შენი ამოხსნით დავიღალე, აღარ ვიცი, შენთან როგორ უნდა მოვიქცე.

_ მე ჩვეულებრივი გოგო ვარ.

_ არა, შენ ჩვეულებრივი არ ხარ

მზე კი ანათებს, მაგრამ არ მათბობს. ჩემში სამყარო იყინება...გაჩერებაზე ვდგები, მარტო ვარ; ესეც გაზაფხული... ასე მგონია, უკვე საუკუნე გავიდა, რაც აქ ვდგავარ, ტრანსპორტი კი არ ჩანს, თითქოს განგებ იგვიანებს, რომ გამაგიჟოს კითხვებმა, რომლებიც ჩემს თავში დაფუსფუსებენ...ყოველ გაზაფხულს ფურუსულები მიყვავდება ხოლმე ჩემს სამყაროში, ახლა კი არ ჩანან, ქარია მხოლოდ და კიდევ მზე, რომელიც ანათებს, მაგრამ არ მათბობს, მცივა...ფორთოხლისფერი ავტობუსი გაჩერდა. უცნაური წარწერა ჰქონდა: ,, ყველგან მიდის".

_ უნივერსიტეტთან გაივლით? _ მაინც ვკითხე.

_ ყველგან გავივლით, _ გამიღიმა მძღოლმა.

ავედი თუ არა, ყველა მე შემომაჩერდა.

_ აი, კიდევ ერთი, _ ბუზღუნით ჩაილაპარაკა მსუქანმა, მელოტმა კაცმა, რომელსაც ზოლებიანი მოხდენილი კოსტუმი ეცვა და მცირე ზომის ჩანთა ისე მიეხუტებინა მკერდზე, თითქოს ვინმე წართმევას უპირებსო.

თავისუფალი სკამი ბევრი იყო. დავჯექი, რაღაც მეუცნაურა, ავტობუსი, რომელიც ყველგან მიდის, წესით ცარიელი არ უნდა იყოს. მგზავრები შევათვალიერე. ჩემს გვერდით საშუალო ასაკის ქალბატონი იჯდა. სახეზე რომ შევხედე, შემეშინდა, გაქვავებულივით იყო, თითქოს არაფერზე ფიქრობდა. ცოტა მოშორებით მოხუცი შევნიშნე, თავი ფურცლებში ჩაერგო, რაღაცას წერდა გამალებით, მერე კითხულობდა, გამწარებული ნაკუწებად აქცევდა დაწერილს და ისევ თავიდან იწყებდა.

სად ვარ? ფანჯრიდან გავიხედე, არაფერიც არ ჩანდა, მხოლოდ ფორთოხლისფერი სივრცე...

_ სად ვარ? _ ვიკითხე და ყველას ერთად შევაჩერდი.

მელოტმა რაღაც ჩაიბუზღუნა და უფრო მაგრად მიიხუტა ჩანთა. მოხუცმა მხოლოდ ერთი წამით მოსწყვიტა თვალი ფურცლებს, შემომხედა და მერე ისევ წერა განაგრძო. ჩემს გვერდით მჯდომ ქალბატონს კი, მგონი, არც არაფერი გაუგია.

_ სად ვარ? – მძღოლს მივუბრუნდი.

_ საკუთარ ცნობიერებაში მოგზაურობ! _ მშვიდად მომიგო და გამიღიმა რაღაც სხვანაირად, იქნებ ღიმილი არც ერქვა სახის ამ გამომეტყველებას.

_ რა? _ უცებ ვერ მივხვდი, რა მითხრეს.

_ რა ვერ გაიგე! _ მომახალა მელოტმა, _ აქ ყველანი საკუთარ თავში სამოგზაუროდ ვართ წამოსული.

_ მე არავითარი მოგზაურობა არ დამიგეგმავს.

_ კითხვები შენც ხომ გაწუხებს?

_ რა ვიცი, _ შევყოყმანდი, _ პრინციპში... კი.

_ ჩვენ, ყველა აქ პასუხებს ვეძებთ.

_ აქ? _ ირგვლივ მიმოვიხედე, _ ამ ფორთოხლისფერ ავტობუსში?

აღარავინ გამომეპასუხა. მეც გავჩუმდი, ვერაფერზე ვფიქრობდი. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ძალიან დიდი სისულელე იყო, მაგრამ მე აქ ვიყავი, ამ უცნაურ მგზავრებთან ერთად... ცოტა ხანში კიდევ ერთი შემოგვემატა.

_ ისევ მოხვედი? _ მეგობრულად გაუღიმა მძღოლმა.

_ აბა, რა ვქნა? ვეღარაფერს ვიგებ, მგონი ჭკუიდან ვიშლები. დღითიდღე ყველაფერი რთულდება, უფროდაუფრო მიჭირს.

ეტყობა, ლაპარაკი უყვარდა, მეც მას მივმართე.

_ დიდი ხანია ამ ავტობუსით მგზავრობთ?

_ ახალი ხარ? _ ინტერესით მომაჩერდა, _ არ მეგონა, თქვენს ასკშიც თუ ვერ უმკლავდებოდნენ უიმედობას.

_ ხდება ხოლმე...

_ ალბათ, _ უცებ გამოცოცხლდა, _ აი, იმ მოხუცს ხედავ? რამდენი ხანია თურმე აქ არის, ცდილობს საკუთარი ცხოვრების გამოცანას ჩასწვდეს, სულ რაღაცას იძიებს, იძიებს, ხსნის, მაგრამ ჯერ ისევ აქ არის.

_ მერე წავიდეს, ვინ უშლის?

_ შენ რა, არ იცი? _ ისეთი კაცის გამომეტყველებით შემომაჩერდა, რომელმაც რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გაგანდოს.

_ რა?

_ ამ ავტობუსს ორი კარი აქვს. ვინც თავის კითხვებზე პასუხებს იპოვნის, წინა კარიდან ჩავა, ვინც ვერა _ უკანა კარიდან და მერე აუცილებლად ისევ დაბრუნდება აქ.

_ გინდათ საბოლოოდ გამაგიჟოთ?

ახალმოსულმა მხრები აიჩეჩა. გამშორდა. ისევ მარტო დავრჩი. უნდა დავფიქრდე. არა, რა სისულელეა, სიგიჟეა. ახლა ავდგები და ჩავალ.

_ გამიჩერეთ!

მოხუცმა თავი ასწია, გაოცებით შემომხედა.

_ ჯერ ადრეა, _ მკაცრად მითხრა მძღოლმა, _ თქვენ არც კი დაფიქრებულხართ!

ღმერთო, სად ვარ? ისევ დავჯექი. ან აქ რატომ ვარ? კითხვები... კითხვები... ისინი იმდენია, ვერასოდეს ვიპოვნი პასუხს, უცებ ვიგრძენი, როგორ მჭირდებოდა ეს დაფიქრება. თავს ვეღარ დავაღწევ ამ სულელურ ხუმრობას... კარგი, დავიწყოთ. რა მინდა საერთოდ ამ ცხოვრებაში? რატომ ვართულებ ყველაფერს? რატომ ვერ გავიზარდე? როგორ ვებრძოლო საკუთარ თავს, რომელსაც ბავშვობაში ჩარჩენა სურს და არაფრით უნდა იმ სამყაროდან გამოსვლა? როგორ გავხდე უკეთესი? რატომ არ შემიძლია სხვებივით ვიცხოვრო? როცა შიგნით რაღაც მტკივა და ფურუსულები იყინება ჩემში, რატომ ვარ გარეგნულად მშვიდი და როცა რაღაც მიხარია, რატომ არ შემიძლია სხვებსაც გადავდო ეს სიხარული? რატომ მიყვარს ასე ფურუსულები და რატომ მაგიჟებს ყოველ წელს ეს მარტი? რა ხანია პასუხებს ვეძებ. მე ვერასოდეს შევძლებ ეს მოგზაურობა დავასრულო.

_ მივხვდი! ყველაფერს მივხვდი! ამოვხსენი! _ მოხუცის ხმამ ფიქრები შემაწყვეტინა, _ ვიპოვნე ის საყრდენი, რაც ამ ცხოვრებაში მთავარი ყოფილა, რამდენი ხანი დამჭირდა ამისთვის, არადა, რა ადვილი ყოფილა, რა სულელები ვართ ადამიანები...

ყველა აღელდა, მეც რაღაც უცნაურად ავფორიაქდი, გული ამოვარდნას მქონდა. მოხუცს თვალები უბრწყინავდა, ღრმად სუნთქავდა, სიხარულს ვეღარ მალავდა.

_ ახლა რა მოხდება? _ ჩურჩულით ვკითხე მელოტს.

_ გათავისუფლდა, მშვიდად იცხოვრებს, _ მელოტი აღარ ბუზღუნებდა, დაძაბული ხმა ჰქონდა.

მოხუცი მძღოლთან სულ რამდენიმე წუთს გაჩერდა და მერე... წინა კარი გაიღო. ფორთოხლისფერმა სივრცემ თვალები მომჭრა. მელოტი ელვისებური სისწრაფით წამოხტა და წინ გაიწია, მაგრამ კარები მოხუცის ჩასვლისთანავე დაიხურა.

_ მეც ჩამიშვით, აღარ შემიძლია, აქ დაბრუნება აღარ მინდა! აღარ მინდა საკუთარი თავის ძიება, ეს სისასტიკეა, გამიშვით, გთხოვთ, გთხოვთ! – იქვე სკამზე მიესვენა, აქვითინდა.

საშინლად დავითრგუნე, შევშინდი, ეს ხუმრობას აღარ ჰგავდა. რამდენი რამეა, რისი გახსენებაც ტკივილს გაყენებს, ან სირცხვილს, ან თუნდაც უსიამოვნო განცდას. რა ძლიერად გაწუხებს ძალით მიძინებული სინდისი, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები.

_ ვიცი, ეს ყველაფერი ძნელია, _ ისევ გვერდით მომიჯდა ის კაცი, ბოლოს რომ ამოვიდა.

_ ამ ყველაფერს თავი უნდა დავაღწიო, უნდა გავიქცე აქედან.

_ სისულელეა, ეს ხომ რეალობა არ არის, ეს შენშია, შენი ფიქრებია, არარსებული სივრცეა, იმას კი, რაც არ არსებობს, ვერსად გაექცევი. ასე არ არის?

_ აბა, რა ვქნა?

_ იფიქრე და იპოვე პასუხები. აი, იმ ქალს შეხედე. უკვე რამდენი ხანია ასე ზის. ვერ შეძლო და საკუთარი თავის გამოძიება შეწყვიტა და ახლა აღარაფერი აწუხებს, ცხოვრობს, მაგრამ თითქოს უკვე მკვდარია. საყრდენი... იმ მოხუცმა თქვა, საყრდენი ვიპოვნეო. რას გულისხმობდა ნეტა? მას ამდენი წელი დასჭირდა პასუხების საპოვნელად, მე ამას ვერ შევძლებ... სარკმლიდან გავიხედე. კვლავ არაფერი, მხოლოდ ფორთოხლისფერი სივრცე... ისე, დროა საკუთარ თავს ცოტა ჩავუღრმავდე...

_ დღეს საკმარისია, _ გაიღიმა მძღოლმა, _ შეგიძლიათ ჩახვიდეთ.

მე, რა თქმა უნდა, უკანა კარიდან ჩავედი.

გაზაფხული დადგა... გაიღვიძეს ფურუსელებმა და გამოიღვიძა ჩემში სამყარომ... მთლიანად ვივსები ამ დროს... ვიცი, ახლა გამაგიჟებს ეს მარტი...

_ ნინ, ფურუსულები მოგიტანე...

_ თვითონ დაკრიფე?

_ არა...

_ მე ნაყიდი ფურუსულები არ მინდა, ლევან.

რატომ არ შემიძლია უბრალოდ ვუთხრა, რომ მიყვარს?! მე ხომ მის გარეშე მოვკვდები.

რატომ არ შემიძლია, უბრალოდ, ვაპატიო, თუ კი მინდა, რომ ვაპატიო...

ვიცი, ხვალ გაჩერებაზე ისევ დამელოდება ფორთოხლისფერი ავტობუსი თავისი უცნაური მგზავრებით...
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ნინო დიღმელაშვილი   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
ნინო დიღმელაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: