არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ეთა კაპანაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
etuna



Female
Number of posts : 14
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : poezia
Humor : lilo
Registration date : 04.04.12

PostSubject: ეთა კაპანაძე   Wed Apr 04, 2012 2:06 am

ლურჯი ფიფქების თოვა მესიზმრა,
აღსარებისთვის დრო რჩება მცირე,
ცხოვრება მიდის უჩუმრად,მდორედ,
მე და შენს შორის გაუსვამთ ტირე,
ფიფქები ცვივა,ფერია უცხო,
ვერავინ იგებს,მძიმეა სევდა;
ხელი დამადო ცხოვრებამ ხელზე,
გამქრალა სადღაც ამ გულის ფეთქვა,
ლურჯი ფიფქების თოვა მესიზმრა,
აღსარებისთვის დრო რჩება მცირე,
მე და შენს ამბავს ტანჯვით დავუსვი
არაფრისმთქმელი მდუმარე მძიმე.
Back to top Go down
View user profile
etuna



Female
Number of posts : 14
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : poezia
Humor : lilo
Registration date : 04.04.12

PostSubject: Re: ეთა კაპანაძე   Wed Apr 04, 2012 11:11 pm

მაქვს უთვალავი ფიქრი,
საკემსი,შესაკერი;
კაბად ავასხა უნდა
ჩემივე შესაფერი,
გადავაყოლე გრძნობებს
უდგარი–ჩემი ბედი,
განაწამებმა არ თქვა,
არ გზის,არ მიკრა კვერი.
გადმომისროლა კარში,
გადმომაყარა მტვერი.
მაქვს უთვალავი საქმე,
საკემსი,შესაკერი;
მაქვს შემოდგომით სავსე,
სევდის მტევნების რთველი.
არ მეხმარება არვინ,
ბედიც გამხდარა გველი,
შუა მინდორში მზეზე
ვდგავარ ფიქრებით სველი.
Back to top Go down
View user profile
etuna



Female
Number of posts : 14
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : poezia
Humor : lilo
Registration date : 04.04.12

PostSubject: Re: ეთა კაპანაძე   Wed Apr 04, 2012 11:17 pm

* * *
ამოიოხრა...
ქარს გაატანა შემოდგომამ
ჭრელი ფოთლები.
გრძნობამ იფეთქა
და გააყოლა დანანებით,
სევდის თვალები.
ის კი მოვარდა,
არ დააცადა სუსხმა დილას
სამოსის ჩაცმა,
არვინ დაინდო,
ყველას სულში მახვილი
ჩასცა.
ღამე ვათიე,
კრუტუნებდა ფეხებთან კატა,
ფიქრი ვეძიე
და რწყილივით ახტა და დახტა.
ღამე მღეროდა...
შემოდგომა სწყევლიდა ზამთარს,
გაყინულ ხელით დასაჭერად დავდევდი

ანც ქარს.
ვიღაც ოხრავდა
და ფეხებთან ეძახდა კატას.
ვიღაც ოხრავდა...
ეჰ,ზამთარიც უნდობლად დადგა.
Back to top Go down
View user profile
etuna



Female
Number of posts : 14
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : poezia
Humor : lilo
Registration date : 04.04.12

PostSubject: Re: ეთა კაპანაძე   Wed Apr 04, 2012 11:22 pm

* * *
ვქსოვ...
ბილიკებს ვქსოვ.
ვწნეხავ ოცნებას,ჯიუტს
და თავნებას.
ვთხოვ...
ფანტია დროს,
ვთხოვ,ხელის გაშვებას,
ვგრძნობ...
მე გრძნობებს ვგრძნობ,
ქვეყნის გასაღებს ვფლობ.
ვქსოვ...
თეთრ გორგალს ვქსოვ,
ფიქრში ვიფლობი,
ღმერთს ზედმეტ წამებს ვთხოვ.
Back to top Go down
View user profile
etuna



Female
Number of posts : 14
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : poezia
Humor : lilo
Registration date : 04.04.12

PostSubject: Re: ეთა კაპანაძე   Fri Apr 27, 2012 9:59 pm

* * *
დარდიმანდი ვიყავ ადრე,
არვის დარდი მიდარდია,
ახლაც ისე დავდარდულვარ,
არვის დარდი მადარდია.
დარდიმანდი სხვა გამხდარა,
დარდი ფეხქვეშ გასდებია,
მე კი ირგვლივ ვიხედები,
ჭრელა–ჭრულა დარდებია.
დარდი...
დარდი...
ვთვალე ასჯერ,
ფურცელ–ფურცელ
ვარდი ავჭერ,
დარდიმანდი ვიყავ ადრე,
არვის დარდი მიდარდია,
ახლა ისე დავდარდულვარ,
დარდით ღამე მითევია.
Back to top Go down
View user profile
etuna



Female
Number of posts : 14
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : poezia
Humor : lilo
Registration date : 04.04.12

PostSubject: Re: ეთა კაპანაძე   Fri Apr 27, 2012 10:08 pm

* * *
ზამთარის თავსუსხა
ქარაშოტში
შენთან გავჩნდები,
ღილებს შევიხსნი
საკინძეზე
მორცხვი ქალივით,
გულ–მკერდს შევუშვერ
შენგან ნასროლ
დამბაჩის ტყვიას
და სამუდამოდ
წყვდიადებში ვივლი
ალივით.
ჩამოთოვდება მწვერვალები
ბროლის ფერებად,
ფეხით დავივლი
გადასერილ მდუმარე
ველებს,
თმაგაწეწილი,დახეული

კაბის ამარა
ღამის წყვდიადში
შემოგახვევ
მგზნებარე ხელებს.
და ისევ მოვალ
წარღვნა ქარებში,
რომ კვლავ
საკინძე შემოვიხიო,
თოვლის ყინულით
გადაპენტილმა
ტანთ შენი სული
შემოვიხვიო.
Back to top Go down
View user profile
etuna



Female
Number of posts : 14
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : poezia
Humor : lilo
Registration date : 04.04.12

PostSubject: Re: ეთა კაპანაძე   Fri Apr 27, 2012 10:14 pm

* * *
დღეები გადიან
თვეებს ახუნძლული,
ქარები დაჰქრიან,
ნისლით დაბინდული.
ღამე იბურება
ჩვეული სიმკაცრით,
მე კი თვალებს ვხუჭავ
ყოველთვის სხვის ხათრით.
არაფრად მიღირან
ალმასის გორები,
არვისთვის მინდიან
მდინარის ფონები.
უბრალოდ ასხმიან
ცხოვრებას დღეები,
ხელში ჩამჭკნობია
შიშველა ხეები.
Back to top Go down
View user profile
etuna



Female
Number of posts : 14
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : poezia
Humor : lilo
Registration date : 04.04.12

PostSubject: Re: ეთა კაპანაძე   Fri Apr 27, 2012 10:25 pm

* * *
სიბერეს მიტანებული ღამე,
მიტოვებული,ჩუმი,
შეხედავ გაგაჟრჟოლებს,
სახე აქვს კუშტი,ყუმი.
ხმას არვის გასცემს
ქვეყნად,
სიტყვა ამოსდის უმი,
დაუფიქრდები მის აზრს,
გამოსდის მკაცრი
მრუმი.
მოდის ნაბიჯით
ფრთხილით,
თვალს მოგადგება რული,
ვერაფერს უზამ,
ქვეყნად,
სიზმრები მოაქვს რთული.
სიბერეს მოუტეხავს
ღამე ყველასგან
კრული,
მხოლოდ მე ერთმა
შევძელ,
მას შევაჩვიო
სული.

Back to top Go down
View user profile
etuna



Female
Number of posts : 14
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : poezia
Humor : lilo
Registration date : 04.04.12

PostSubject: Re: ეთა კაპანაძე   Fri Apr 27, 2012 10:33 pm

* * *

ხევ–ხევ,
ხრამ–ხრამ,
ჩუმჩუმელად,
ჩურჩულ–ჩურჩულ მოდის დილა,
ნაცრისფერი,მარცვლისფერი,
ტანთ აცვია სამოსელი.

ვიღაც–ვიღაც,
რაღაც–რაღაც,
თავს უსწორებს დილას საბანს.

ავლა–დავლა ალვის ხეებს,
თავს დსხმია ნისლი–ისლი,
საუკუნის ძაფის სელი. 
სადღაც–სადღაც,ხრამ–ხრამ ველი,
მოსაკრეფი დარჩა რთველი,
რადგან დილამ სილამაზით
დაატყვევა გული–ხელი.
ნაცრისფერი,მარცვლისფერი
ღრუბლი მოაქვს ფთილა–ფთილა,

ხევ–ხევ,
ხრამ–ხრამ,
ჩუმჩუმელად,
ჩურჩულ–ჩურჩულ მოდის დილა.
Back to top Go down
View user profile
etuna



Female
Number of posts : 14
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : poezia
Humor : lilo
Registration date : 04.04.12

PostSubject: Re: ეთა კაპანაძე   Fri Apr 27, 2012 10:40 pm

* * *
ქარი წვეთავს...
ანგელოზის ფრთა ვიხილე
ღობის კუთხეს,
ეტყობ,წუხელ დარჩა საწყალს,
სხვებმაც ალბათ არც რა უთხრეს.
მოვიზომე,არ მომერგო,
ამას ქვია „ბედი გქონდეს“.
ვეღარ მოვალ შენს სარკმელთან,
დარდი „ტყუილ“აღარ გქონდეს,
ქარი წვეთავს...
სარკმლის ღრიჭოს,
შამაცია იანვარმა.
დავაბრუნო უნდა ფრთები,
განშორების დაჰკრა ჟამმა.
Back to top Go down
View user profile
etuna



Female
Number of posts : 14
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : poezia
Humor : lilo
Registration date : 04.04.12

PostSubject: Re: ეთა კაპანაძე   Fri Apr 27, 2012 10:42 pm

* * *
„ცხოვრებამ დამტანჯა“
ნაცნობი ფრაზაა,
ჩემს წინ გადაშლილი
ცოდვების არზაა.
არ გაქვსო ლამაზი,
წკრიალა თვალები,
არ მსურსო,შენს გამო
ვათრიო დარდები.
დამტანჯა?დავტანჯავ,
სხვა რა დამრჩენია,
ხელში მიჭირავს,
სევდა გამჩენია.
Back to top Go down
View user profile
etuna



Female
Number of posts : 14
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : poezia
Humor : lilo
Registration date : 04.04.12

PostSubject: Re: ეთა კაპანაძე   Fri Apr 27, 2012 10:47 pm

* * *
დაბერა...
შორს გადახვეწა სამოსი ხეთა,
დამწერა...
ჯვარი დამწერა და ღამეს შემრთა.
შეკერა...
კაბა შეკერა გავარდნილ მეხთა,
ჩამოჯდა ქვაზე,
სულ წამით შედგა,
გაფითრდა...
ნისლი მოადგა უმალვე სევდად.
სარკმელს მოაწყდა
მშფოთვარე ელდად,
თვალი მოვკარი...
შემოდგომა მეგობრად ეხლდა.
Back to top Go down
View user profile
etuna



Female
Number of posts : 14
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : poezia
Humor : lilo
Registration date : 04.04.12

PostSubject: Re: ეთა კაპანაძე   Fri Apr 27, 2012 10:59 pm

* * *

ანკარა წყაროსავით
წკრიალა თვალები,
ბუღი,
ქარბუქი,
თავდავიწყება,
გულში ჩამბალი
შავი დარდები,
დაგინახავ და
დამავიწყდება,
ცისფერი გვირილების
პეპლები,
პეპლები,
ჩემად რომ გიგულო,
მომხვიო ხელები.
ნისლი,
ქარბუქი,
ცრემლის აგონია...
უშენოდ სამყარო
უფსკრული მგონია.
ანკარა წყაროსი
წკრიალა თვალები,
ნისლი,ბურუსი,
თავდავიწყება...
გულში მტირალი
შავი დარდები,
გამიღიმებ და
დამავიწყდება.
Back to top Go down
View user profile
etuna



Female
Number of posts : 14
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : poezia
Humor : lilo
Registration date : 04.04.12

PostSubject: Re: ეთა კაპანაძე   Fri Apr 27, 2012 11:07 pm

* * *

იასამნების ჯარი,
ოცნება ვარდისფერი,
ეზოში ავი ძაღლი,
კეცზე შემცხვარი კვერი,
აღერებული ყლორტი,
ოფოფის სავარცხელი,
სურნელი გაზაფხულის,
მზის სხივი ძალზე ცხელი.
მორზე შემომჯდარი კატა,
ტალახიანი ქოში...
ბოსტანში თოხის კვალი
და მოწყალების გროში.
ღობეზე ყვავლიები,
ჭის ჟანგიანი ვედრო,
სამინდის ჩასაყრელი
და სააღდგომო ენდრო.
სოფლის ორღობე ვიწრო,
ყაყაჩოების ველი...
ამ მოგონებით გიხმობ
და ბავშვობაში გელი.
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ეთა კაპანაძე   Today at 1:39 pm

Back to top Go down
 
ეთა კაპანაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: