არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მარჯანიშვილის თეატრის კონკურსი–სემინარი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: მარჯანიშვილის თეატრის კონკურსი–სემინარი   Fri Mar 23, 2012 8:31 pm



კონკურსი–სემინარი

15 მარტს, 12 საათზე კოტე მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა
ახალი პროექტის პრეზენტაცია მწერლებისათვისათვის

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და
გაეროს ქალთა ორგანიზაცია გამოაცხადებს კონკურს-სემინარს
თანამედროვე მწერლებისათვის

თეატრალური ხელოვნების საფუძველი დრამატურგიაა, პიესები უშუალოდ თეატრისათვის იწერება და მის პოპულარიზაციას მეტწილად თეატრი განაპირობებს.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაარსებიის დღიდან ხელს უწყობდა თანამედროვე დრამატურგიის განვითარებას და დღესაც ცდილობს გააგრძელოს მისი დამაარსებლის ტრადიცია და ხელი შეუწყოს თანამედროვე სიტყვის დამკვიდრებას ქართულ სცენაზე.

მოგეხსენებათ, თეატრი არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ სოციალური სივრცეც გახლავთ. თუმცა ზოგჯერ თეატრი მიზეზთა გამო კარგავს (ან ივიწყებს) თავის ერთ-ერთ უმთავრეს მამოძრავებელ ფუნქციას - სოციალურობას, და შედეგად დროსთან და, რაც მთავარია, ადამიანთან, თანამედროვე მაყურებელთან, მის პრობლემებთან, შეხედულებებთან, მოლოდინებთან წყვეტს კავშირს. თეატრი ასეთ დროს ანაქრონისტულ რუდიმენტად იქცევა ხოლმე და მერე ამიტომაც იწყება მოსაწყენი საუბრები თეატრის კრიზისისა და მისი სიკვდილის შესახებ.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მარჯანიშვილის თეატრი აცხადებს კონკურსს-სემინარს თანამედროვე მწერლებისათვის.

ჩვენი პროექტის ამოცანა, ერთი მხრივ, გულისხმობს თანამედროვე თეატრის (ჩვენს შემთხვევაში, დრამატურგიის) ფუნქციის გააზრებას კონკრეტულ ეპოქაში, მეორე მხრივ კი უშუალოდ ეროვნული დრამატურგიის წახალისებას, პირობების შექმნას ახალი თეატრალური ტექსტების შესაქმნელად და დაწერელი პიესების ფორმისეულ, სტილისტურ, ხარისხობრივ ანალიზს.

ჩვენი წლევანდელი კონკურს-სემინარის სამუშაო თემად არჩეული იქნა საქართველოსათვის მეტად საჭირბოროტო და გარკვეული თვალსაზრისით ტაბუირებული მოვლენა; კერძოდ - ძალადობა ოჯახებში, ძალადობა ქალებზე. თითქოსდა ტრადიციად იქცა, რომ ამ (და ამგვარ) თემებზე მხოლოდ ხსენებულ პრობლემაზე მომუშავე ორგანიზაციები მუშაობენ, საზოგადოების დანარჩენი, საკმაოდ დიდი ნაწილი კი განზე დგას, ან თავს იკავებს რეაგირებისაგან. ან - ყველაზე უარესი - საერთოდ არც აღელვებს ეს თემები. ჩვენ კი, მარჯანიშვილის თეატრსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას გვსურს, რომ მიზეზთა გამო ამ თუ სხვა ტაბუირებულმა, მიჩქმალულმა, საჭირბოროტო და უაღრესად აქტუალურმა თემებმა დაკარგონ ერთგვარი უსამართლო და არაადეკვატური ექსკლუზიურობა და ლიტერატურის, თეატრის, ზოგადად, ფართო აუდიტორიის სჯა-ბაასის საგნად იქცნენ. ცხადია, ეს მნიშვნელოვანი იქნება, როგორც დრამატურგებისთვის (რაკი მათ თანამედროვე თეატრის ერთ-ერთ უმთავრეს დანიშნულებასა და ფუნქციაზე მოუწევთ კონცენტრირება), ასევე, საერთოდ, საზოგადოებისთვის.

ჩვენი სემინარი ერთდროულად კონკურსიცაა და ერთგვარი პროფესიულ-ლაბორატირიული კვლევაც. თბილისს გარეთ 7 დღის განმავლობაში, ვიდრე შერჩეული ავტორები თავიანთ ტექსტებზე იმუშავებენ, მოეწყობა დისკუსიები (როგორც თემატური, ასევე პროფესიული), კითხვა და მოწვეულ სტუმართა მოხსენებების პრეზენტაციები.



* სინოფსისები მიიღება 13 მარტიდან 20 აპრილამდე
* სინოფსისი არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს (შრიფტი 12)

შერჩეული 5-6 საუკეთესო იდეის ავტორი გაემგზავრება კახეთში სასტუმრო შატო ”მერე”-ში პიესის დასაწერად.

* პიესა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს



სამუშაო განრიგი

მოსამზადებელი პერიოდი

პირველი ეტაპი:
ავტორების შერჩევა
დისკუსია ავტორებთან (თეატრი აცნობს თემატურ პოლიტიკას)

მეორე ეტაპი:
შერჩეულ ავტორებს მოაქვთ სიუჟეტები (სინოფსისი სახით)
სიუჟეტების შერჩევა (თითოეული ავტორი მუშაობს ერთ კონკრეტულ სიუჟეტზე)
ავტორებს ეძლევათ ვადა რათა მოასწრონ შერჩეული სიუჟეტების მიხედვით პირველი დრაფტის (შავი ვარიანტის დაწერა)
დედლაინი 25 მაისი

მესამე ეტაპი-სემინარი:
სემინარზე ავტორები წარმოადგენენ თავიანთი პიესების პირველ დრაფტს

გარჩევა
ავტორებს ეძლევათ მცირე დრო რათა ცვლილებები შეიტანონ პირველ დრაფტში (სემინარზევე)
ავტორებმა უნდა წარმოადგინონ მეორე დრაფტის პრეზენტაცია
მსახიობები კითხულობენ მეორე დრაფტს -შესაძლებელია ავტორის მითითების შესაბამისად კონკრეტული სცენების იმპროვიზირება.
ავტორებს ეძლევათ ვადა წარმოადგინონ საბოლოო დრაფტი

მეოთხე ეტაპი:
საბოლოო დრაფტების გადარჩევა
პიესის ან პიესების შერჩევა

თანამედროვე დრამატურგიის სემინარების ჩატარება უნდა იქცეს ტრადიციად და ხელი შეუწყოს ახალი სახელების აღმოჩენას, ასევე ახალი საინტერესო თუ სოციალური თემების ახლებურად გააზრებას.

საკონტაქტო პირი თამარ ლალიაშვილი tamuna@marjanishvili.com
+995 322 95 35 82
+995 5 99 700 710
+995 5 74 77 11 71

ბმული – http://www.marjanishvili.net/geo/index.php#97

* https://www.facebook.com/notes/kote-marjanishvilitheatre/15-მარტს-12-საათზე-კოტე-მარჯანიშვილის-თეატრში-გაიმართება-ახალი-პროექტის-პრეზენტა/382422448448018

study


Last edited by Admin on Mon Dec 03, 2012 5:21 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარჯანიშვილის თეატრის კონკურსი–სემინარი   Tue Jun 12, 2012 7:49 am

2012 წლის 16 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის სამინისტროს,
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ
გამოცხადდა კონკურსი თანამედროვე დრამატურგებისათვის

20 აპრილს დასრულდა პირველი ეტაპი, სინოფსისების მიღება. სულ შემოვიდა 17 განაცხადი (სინოფსისი).

დიდ მადლობას ვუხდით ყველა ავტორს, ვინც მონაწილეობა მიიღო კონკურსში:

ალექს ჩიღვინაძე
ბაჩო კვირტია
ბესიკ კაიშაური
გურამ მეგრელიშვილი
დავით გაბუნია
დათო ტურაშვილი
ერეკლე დეისაძე
თამარ ფოლადაშვილი
იკო ზამბროტა
ირმა ტაველიძე
ლელა კოდალაშვილი
მიხო მოსულიშვილი
ნანუკა სეფაშვილი
ნატა ვარადაშვილი
ნესტან კვინიკაძე
სანდრო კაკულია
ზურა პაპიაშვილი

17დან 7 საუკეთესო ავტორის ვინაობას გამოავლენს ჟიური:

ლევან წულაძე - მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
ლაშა ბუღაძე - მწერალი, დრამატურგი
მანანა ანთაძე - ფილოლოგი
თამარ ბართაია - დრამატურგი
ლელა ოჩიაური - ხელოვნებათმცოდნე


ჟიურის მიერ გამოვლენილი 7 საუკეთესო იდეის ავტორი გამოვლინდება 14 მაისს, რომლებიც ივნისში გაემგზავრება კახეთში, სასტუმრო ”შატო მერე”-ში, სადაც განსაკუთერული გარემო და ატმოსფეროა პიესის დასაწერად

ყველა ავტორს ვუსურვებთ წარმატებას!

ბმული - https://www.facebook.com/MarjanishviliDramaTheatre/posts/434181039942989


Last edited by Admin on Fri Dec 07, 2012 1:01 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარჯანიშვილის თეატრის კონკურსი–სემინარი   Tue Jun 12, 2012 7:55 am

5 აგვისტო, 2012

შატო "მერე"

ბმული - http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=06-08-2012+22%3A11




კონკურს-სემინარში მონაწილე 17 სინოპსისიდან ჟიურიმ პირველი დრაფტის დასაწერად და "შატო მერეში" გასამგზავრებლად შეარჩია შემდეგი ავტორების ნამუშევრები:

ალექს ჩიღვინაძე
გურამ მეგრელიშვილი
დავით გაბუნია
დათო ტურაშვილი
ერეკლე დეისაძე
ირმა ტაველიძე
მიხო მოსულიშვილი
ნესტან კვინიკაძე
სანდრო კაკულია
ზურა პაპიაშვილი



პიესები ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ

4 დეკემბერს 12:00 საათზე; კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია უმასპინძლებენ პრესკონფერენციას, რომელიც გაიმართება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მარჯანიშვილის თეატრისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ცხრა ქართველი თანამედროვე დრამატურგის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შექმნილი პიესების კრებული „9 პიესა vs. ძალადობა“. ეს სპეციალური ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის, კერძოდ ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ საკითხების ირგვლივ საზოგადოებრივი დისკუსიის ხელშეწყობას. ინიციატივა ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Sida). პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის კომპონენტის ხელმძღვანელი, ქ-ნი ირინა ჯაფარიძე; კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი, ქ-ნი ეკატერინე მაზმიშვილი და დრამატურგი, ბ-ნი ლაშა ბუღაძე.

ბმული - http://newswire.ge/ka/news/70/


Mikho Mosulishvili in Château Mere, Kakheti, Georgia, 2012



study


Last edited by Admin on Sat Dec 08, 2012 10:32 am; edited 12 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარჯანიშვილის თეატრის კონკურსი–სემინარი   Sun Dec 02, 2012 11:41 am



9 პიესა VS ძალადობა

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველოს კულტურის სამინისტრო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია 4 დეკემბირდან 7 დეკემბრამდე უმასპინძლებენ ქართველი თანამედროვე დრამატურგების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შექმნილი 9 პიესის საჯარო წაკითხვებს.

პრეკონფერენცია და წიგნის პრეზენტაცია გაიმართება 4 დეკემბერს, 12:00 საათზე

ამ კონკურს-სემინარზე დაწერილი თანამედროვე ქართული პიესების კითხვა, 4-7 დეკემბერი

4 დეკემბერი
გურამ მეგრელიშვილი - "როგორ გავაკეთოთ ბიჭი"
ზურაბ პაპიაშვილი - "შვიდი სიზმარი"
დავით გაბუნია - "რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება"

5 დეკემბერი
დათო ტურაშვილი - "დოდოს მოლოდინში"
ერეკლე დეისაძე - "FaceFack"

6 დეკემბერი
ირმა ტაველიძე - "მაქსს უყვარს მარია"
სანდრო კაკულია - "ხიდზე წვიმს ან ცრის"

7 დეკემბერი
ალექს ჩიღვინაძე - "სიკვდილის დღის საჩუქარი"
მიხო მოსულიშვილი - "ჩემო მეჟოლია"

(კითხულობენ: მაია ტატიშვილი, ლილე ფილფანი, სალომე მაისაშვილი, ია შუღლიაშვილი, ზაზა იაკაშვილი, დიმიტრი ტატიშვილი, ვარლამ კორშია, კატო კალატოზიშვილი, გაგა შიშინაშვილი, პაატა ინაური)

დასაწყისი 14:00 საათზე. დასწრება უფასოა.

პიესები წარმოდგენილი იქნება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ თექვსმეტდღიანი კამპანიის ფარგლებში.

ბმული - https://www.facebook.com/events/373259392765213/

study


Last edited by Admin on Fri Dec 07, 2012 11:04 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარჯანიშვილის თეატრის კონკურსი–სემინარი   Tue Dec 04, 2012 4:42 pm



წიგნის დასახელება – "9 პიესა VS ძალადობა"
ავტორი – ავტორთა ჯგუფი: ალექს ჩიღვინაძე, დავით გაბუნია, დათო ტურაშვილი, ერეკლე დეისაძე, გურამ მეგრელიშვილი, ირმა ტაველიძე, მიხო მოსულიშვილი, სანდრო კაკულია, ზურაბ პაპიაშვილი
რედაქტორი - მაკა ქამუშაძე
მხატვარი – რობერტ კემპისტი
ISBN 978-9941-0-5074-9
კატეგორია – დრამატურგია
გამომცემლობა – "ესპო"
გამოცემის თარიღი – 2012
ყდა – რბილი
გვერდების რაოდენობა – 288

შინაარსი
ლაშა ბუღაძე - "ვის ეშინია მოძალადეების?" (შესავალი)
დამირა სარტბაევა (აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის პროგრამის დირექტორი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია) - "წინასიტყვაობა"
ალექს ჩიღვინაძე - "სიკვდილის დღის საჩუქარი"
დავით გაბუნია - "რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება"
დათო ტურაშვილი - "დოდოს მოლოდინში"
ერეკლე დეისაძე - "FaceFack"
გურამ მეგრელიშვილი - "როგორ გავაკეთოთ ბიჭი"
ირმა ტაველიძე - "მაქსს უყვარს მარია"
მიხო მოსულიშვილი - "ჩემო მეჟოლია"
სანდრო კაკულია - "ხიდზე წვიმს ან ცრის"
ზურაბ პაპიაშვილი - "შვიდი სიზმარი"

გამოცემა მომზადდა პროგრამის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს სააგენტოების: გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ. პროგრამის განხორციელებას მხარს უჭერს შვედეთის საერთშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida).

პროექტში მონაწილეობდნენ:
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველოს კულტურის სამინისტრო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია






study


Last edited by Admin on Fri Dec 07, 2012 12:25 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარჯანიშვილის თეატრის კონკურსი–სემინარი   Tue Dec 04, 2012 7:47 pm



"9 პიესა VS ძალადობა"

კატეგორია: კულტურა
ავტორი: ნინო კოლელიშვილი, თეონა ბრეგვაძე გამოქვეყნების თარიღი: 2012-12-04 14:05


კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია გამოავლენს საუკეთესო პიესას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ თემაზე, მარჯანიშვილის თეატრში, პრესკონფერენცია გამართეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ირინა ჯაფარიძემ და დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ. პრესკონფერენციაზე ცხრა ქართველი თანამედროვე დრამატურგის მიერ წარმოდგენილი იყო ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შექმნილი პიესების კრებული “9 პიესა VS ძალადობა“. ინიციატივა ქალთა მიმართ ძალადობის საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი ამა წლის მარტიდან მიმდინარეობს. პიესები შეირჩა კონკურსის შედეგად. ინიციატივის ფარგლებში, 4-7 დეკემბრამდე წარმოდგენილ ცხრა პიესას მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები წაიკითხავენ. 7 დეკემბერს გამოვლინდება გამარჯვებული პიესა, რომელიც მარჯანიშვილის სცენაზე დაიდგმება. საჯარო კითხვაზე დასწრება თავისუფალია.


ბმული - http://info9.ge/?l=G&m=1000&id=10548


მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები კითხვებზე, 2012 წლის 4-7 დეკემბერი

study

study


Last edited by Admin on Fri Dec 07, 2012 1:42 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარჯანიშვილის თეატრის კონკურსი–სემინარი   Wed Dec 05, 2012 1:29 am



"9 პიესა VS ძალადობა"





Last edited by Admin on Fri Dec 07, 2012 7:15 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარჯანიშვილის თეატრის კონკურსი–სემინარი   Fri Dec 07, 2012 10:23 am

"9 პიესა VS ძალადობა"


"2012 წლის 7 დეკემბერს, 17:00 საათზე
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) გამოავლენს 9 პიესიდან საუკეთესოს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ.

4 დეკემბრიდან მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმში იმართება პიესების საჯარო კითხვა, რომელიც ხვალ დასრულდება და გამოვლინდება გამარჯვებული.

წარმატებას ვუსურვებთ ყველა ავტორს!"


Marjanishvili Theatre



ბმული - https://www.facebook.com/MARJANISHVILI.THEATRE?ref=ts&fref=ts

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარჯანიშვილის თეატრის კონკურსი–სემინარი   Fri Dec 07, 2012 6:12 pm

"9 პიესა VS ძალადობა"


"2012 წლის 7 დეკემბერს, 17:00 საათი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცხრა პიესიდან გამოავლინა ორი გამარჯვებული:

1. დავით გაბუნია - "რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება" (1500 ლარი)
2. სანდრო კაკულია - "ხიდზე წვიმს ან ცრის" (1500 ლარი)

გურამ მეგრელიშვილის პიესა "როგორ გავაკეთოთ ბიჭი" დაჯილდოვდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის საპატიო სიგელით.

ვულოცავთ გამარჯვებას ამ ავტორებს...


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარჯანიშვილის თეატრის კონკურსი–სემინარი   Fri Dec 07, 2012 7:18 pm



მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები კითხულობენ პიესას "ჩემო მეჟოლია", 2012 წლის 7 დეკემბერი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მარჯანიშვილის თეატრის კონკურსი–სემინარი   

Back to top Go down
 
მარჯანიშვილის თეატრის კონკურსი–სემინარი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: