არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ხუმრობა ხადას იციან...

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ზაალ ხადელი

avatar

Male
Number of posts : 20
Age : 46
Location : თბილისი, საქართველო
Job/hobbies : რამოდენიმე...
Humor : "ხუმრობა ხადას იციან..."
Registration date : 16.10.09

PostSubject: ხუმრობა ხადას იციან...   Sun Mar 11, 2012 12:19 am

დაგძველებიათ ლექსები,
დაგობებიათ კაფია.
კაწალხეველო ვაჟიკავ,
შენ მაინც სადღა გაჰქრია?












გამარჯობა study



Last edited by ზაალ ხადელი on Mon May 21, 2012 12:13 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.gmail.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხუმრობა ხადას იციან...   Sun Mar 11, 2012 12:28 am

გაგიმარჯოს, ხადელო ზაალო... Smile

მოგივა აქა ვაჟიკა კაწალხეველი და ისიც კი საშიშია, მაგრამა იმაზე უფრო ბაო-სანათას დუეტს უფრთხილდი... Wink

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ზაალ ხადელი

avatar

Male
Number of posts : 20
Age : 46
Location : თბილისი, საქართველო
Job/hobbies : რამოდენიმე...
Humor : "ხუმრობა ხადას იციან..."
Registration date : 16.10.09

PostSubject: Re: ხუმრობა ხადას იციან...   Sun Mar 11, 2012 1:26 pm

მადლობელი ვარ ადმინო,
შამხვდი არმურის კარზედა.
არ დაიშურე "სმაილი"
სტუმარ-მასპინძლის თარგზედა
გულ ამიჩუყე ბერიკაცს,
ცრემლი მამადგა თვალზედა Smile
ვეცდები კარგად ვისტუმრო
და არც მე დაგრჩე ვალზედა Smile

რჩევებიც კარგი მომეცი
კაწალხეველით მაშინე Smile
ბაო-სანათა მამგვარე
დუეტს არ ვუფრთხი საშინელს!

pirat

Back to top Go down
View user profile http://www.gmail.com
ზაალ ხადელი

avatar

Male
Number of posts : 20
Age : 46
Location : თბილისი, საქართველო
Job/hobbies : რამოდენიმე...
Humor : "ხუმრობა ხადას იციან..."
Registration date : 16.10.09

PostSubject: Re: ხუმრობა ხადას იციან...   Mon Mar 12, 2012 8:54 pm

სტუმრად მოედი ხადელი,
ამაყი ვარ და თავნება.
ლექსად ვიწვიე ფშაველნი,
შიშით ვერცერთი შამება pirat



Last edited by ზაალ ხადელი on Mon Mar 12, 2012 9:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.gmail.com
ზაალ ხადელი

avatar

Male
Number of posts : 20
Age : 46
Location : თბილისი, საქართველო
Job/hobbies : რამოდენიმე...
Humor : "ხუმრობა ხადას იციან..."
Registration date : 16.10.09

PostSubject: Re: ხუმრობა ხადას იციან...   Mon Mar 12, 2012 8:56 pm

მაუს ამაოდ ვიქნიე,
ლაღი მარჯვენით პყრობილი.
აიძრახოდეთ ფშავლებო,
რადა ხართ გულჩათხრობილი? pirat


Last edited by ზაალ ხადელი on Sat May 19, 2012 9:23 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.gmail.com
ზაალ ხადელი

avatar

Male
Number of posts : 20
Age : 46
Location : თბილისი, საქართველო
Job/hobbies : რამოდენიმე...
Humor : "ხუმრობა ხადას იციან..."
Registration date : 16.10.09

PostSubject: Re: ხუმრობა ხადას იციან...   Wed Mar 14, 2012 11:46 am

რამ დაგადუმათ ფშაველნო? Surprised
კომპს ვინ გიჭირათ მარწუხი? Shocked
ლამის ჩემ ნათქომ კაფიებს,
მე თავად გავცე პასუხი pirat
Back to top Go down
View user profile http://www.gmail.com
ზაალ ხადელი

avatar

Male
Number of posts : 20
Age : 46
Location : თბილისი, საქართველო
Job/hobbies : რამოდენიმე...
Humor : "ხუმრობა ხადას იციან..."
Registration date : 16.10.09

PostSubject: Re: ხუმრობა ხადას იციან...   Wed Mar 14, 2012 1:33 pm

ბობოისკარზე შამოველ,
დავდივარ დონ-კიხოტივით. Very Happy
ხან აქათ ვეცი, ხან იქით,
ხან მარტო ვზივარ ჭოტივით. Shocked

ქარის წისქვილებს* ვეომე,
ვაძგერე შუბი-ჰოროლი.
ფშავლებო შამაიარეთ,
თქვენცა თქვით თითო-ოროლი pirat


*ქარის წისქვილებში აქ მიტოვებული ტოპიკები იგულისხმება Wink

Back to top Go down
View user profile http://www.gmail.com
ზაალ ხადელი

avatar

Male
Number of posts : 20
Age : 46
Location : თბილისი, საქართველო
Job/hobbies : რამოდენიმე...
Humor : "ხუმრობა ხადას იციან..."
Registration date : 16.10.09

PostSubject: Re: ხუმრობა ხადას იციან...   Wed Mar 14, 2012 8:30 pm

გამოდით ფშავლის შვილებო,
გემუდარებით ამასა.
მასმინეთ სხარტი კაფია,
ნუ ეფარებით კარავსა.

გამოდით, ბაყაყ უჩნდება,
ჰო იცით, დამდგარ წყალასა!
ბობოსკარს უთქვენობითა,
ობ-ხავსი გადაფარავსა.

გამოდით, გეპატიჟებით,
გაჭმევთ მთიულურ ქადასა.
ვაჟიკას ცალკე ვუმზადებ,
კომბოსტოს ხინკალს მაგარსა. Laughing

გამოდით, თუ არ გამოხვალთ,
მუქარით გეტყვით ამასღა. Mad
დავიპყრობ ბობოისკარსა,
შამავუერთებ ხადასა!!! pirat
Back to top Go down
View user profile http://www.gmail.com
ზაალ ხადელი

avatar

Male
Number of posts : 20
Age : 46
Location : თბილისი, საქართველო
Job/hobbies : რამოდენიმე...
Humor : "ხუმრობა ხადას იციან..."
Registration date : 16.10.09

PostSubject: Re: ხუმრობა ხადას იციან...   Wed Mar 14, 2012 9:17 pm

განა არ ვიცი მუქარა,
კარგად რომ არ მამივიდა. Rolling Eyes
განა ეგეთი ავიც ვარ,
ბრაზ უკვე გადამივიდა. Laughing

ლოდინით ძრიელ შავღონდი, Suspect
თან რითმაც ეგ წამივიდა. Wink
...
აქ საკაფიოდ შამოველ,
მონოლოგ გამამივიდა. pirat
Back to top Go down
View user profile http://www.gmail.com
ზაალ ხადელი

avatar

Male
Number of posts : 20
Age : 46
Location : თბილისი, საქართველო
Job/hobbies : რამოდენიმე...
Humor : "ხუმრობა ხადას იციან..."
Registration date : 16.10.09

PostSubject: Re: ხუმრობა ხადას იციან...   Sun Mar 18, 2012 7:34 pm

"ალათასა, ბალათასა,
ხელი ჩავყავ კალათასა"
ვერ მივაგენ დამბალხაჭუს,
ვერც ბაოს და სანათასა.

კაწალხეველ რაღა იქნა?
რად მოაკლდა მარაქასა?!
ვაჟავ აქათ გამოგვხედე,
ღმერთი მოგცემს ბარაქასა.
Back to top Go down
View user profile http://www.gmail.com
ზაალ ხადელი

avatar

Male
Number of posts : 20
Age : 46
Location : თბილისი, საქართველო
Job/hobbies : რამოდენიმე...
Humor : "ხუმრობა ხადას იციან..."
Registration date : 16.10.09

PostSubject: Re: ხუმრობა ხადას იციან...   Fri May 11, 2012 12:01 am

სადა ხართ ბობოსკარელნო?
რაისთვი გახდით ლტოლვილი?
ან შენ სად წახველ ადმინო?
დამტოვე აქ შაბოლვილი...

კერიას სული ვუბერე,
ამის ჩაქრობა ბრალია!
ბობოსკარს კერა არ ჩაქრეს
მგონი ადმინის ვალია... pirat

"შენი სახელიც მასწავლე
ჩემი ხომ გითხარ მართლადა"
ჰო, ვიცი მიხო რომ გქვია,
პროფილს ჩავხედე-არჩანდა pirat

აქათ მაიწი არჩანდავ,
გამაგებინე ამბავი
სადა გყავს ფალავანები?
კაფია-ლექსის მლამბავი.

აკი მითხარი მავლენო,
კაფიის ომგამოვლილი,
მეც აქ დავეცი ბანაკი,
იმათ მოველი ცოდვილი.

სად გაგეპარნენ ნაქებნი?
დაგრჩა-ღა ვინმე საჩინო?
თუ გყავს აქათკენ მოუშვი
ცრემლებ ფშანებად ვადინო... pirat
Back to top Go down
View user profile http://www.gmail.com
ზაალ ხადელი

avatar

Male
Number of posts : 20
Age : 46
Location : თბილისი, საქართველო
Job/hobbies : რამოდენიმე...
Humor : "ხუმრობა ხადას იციან..."
Registration date : 16.10.09

PostSubject: Re: ხუმრობა ხადას იციან...   Sun May 20, 2012 11:41 pm

"ნეტავი რადმე მაქცია"
გულთმისნად გადამაქცია.
იმის მეცნიერ გამხადა
ფშავლები ვინ გააქცია Shocked

კარი ვინ შახსნა ბობოსკარს?
ბაობაბ ვინ წააქცია? Shocked
იმ მამაძაღლმა პუტინმა
აქამდიც თუ მააღწია?

ანთუ ბოროტმა მოგზავნა,
ჭინკა, ალი და მაქცია.
შაშურდა კარგი კაფია
კერაზე წყალი აქცია

ბაოსგან ჩითილს შავიძენ
ეგება ჰქონდეს აქცია Rolling Eyes
ბაობაბის ტყეს ვაშენებ
გამოდით ქალი-კაცია Exclamation

გამოდით თითო თქვენც ჩარგეთ
გავბეზრდი მარტოკაცია Smile
ერთად მოვაწყოთ კაფიის
დიდი მანიფესტაცია cheers
Back to top Go down
View user profile http://www.gmail.com
Sponsored content




PostSubject: Re: ხუმრობა ხადას იციან...   

Back to top Go down
 
ხუმრობა ხადას იციან...
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: