არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3995
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილი   Fri Dec 19, 2008 9:28 pm

ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილი (დ. 1895 — გ. 16 თებერვალი 1923), ქართველი სამხედრო ოფიცერი, ვაჟა-ფშაველას ვაჟიშვილი.

სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში, სადაც დაუახლოვდა თავად ქაქუცა ჩოლოყაშვილს. 1917 წ. გაწევრიანდა საქართველოს სოციალ-ფედერალისტურ პარტიაში. შემდგომში სამხედრო სამსახურში იყო. მსახურობდა ფშავის მილიციის უფროსად. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ თანაუგრძნობდა ხევსურეთში მოქმედ პარტიზანებს, რის გამოც 1922 წ. დააპატიმრეს და „ბანდიტიზმის“ ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯეს. ქართველი მწერლების შუამდგომლობა სერგო ორჯონიკიძესთან უშედეგო აღმოჩნდა. 1923 წ. რაზიკაშვილი სიკვდილით დასაჯეს.


ლიტერატურა –
ციციშვილი, გოგი. რისთვის დახვრიტეს ვაჟა ფშაველას პირმშო ლევან რაზიკაშვილი: ჩეკისტური სამძებრო საქმე N2315/ [რედ.: ჯიბო ლომაშვილი; მხატვ.: გოგი ავსაჯანიშვილი]; ვაჟა-ფშაველას საზ-ბა - თბ.: ლეგა, 2001 - ISBN 99928-840-4-5



"ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილი ბანდიტიზმის ბრალდების გამო დაისაჯოს დახვრეტით" - განაჩენი მიღებულია საქართველოს "ჩეკას" კოლეგიის მიერ 1922 წლის 3-5 დეკემბრის დადგენილებით.
ლევან რაზიკაშვილის საქმის განხილვისას მართლმსაჯულთ გვერდი აურეს შემამსუბუქებელ გარემოებებს, როგორიცაა: ქვეყნისადმი ლევანის ერთგულება; "ჩეკას" წინაშე ლევანის გულწრფელობა, რომ მას ფშაველები არ აუჯანყებია; რომ ლევანის გათავისუფლებას მთელი ფშავი ითხოვდა; რომ ლევან რაზიკაშვილი გენიოსი მწერლისა და დიდი მამულიშვილის, ვაჟა-ფშაველას შვილი იყო...
ამასთანავე საქვეყნოდ ცნობილია შემდეგი ფაქტი:
მწერლებმა ა. აბაშელმა, შ. დადინმა და პ. ინგოროყვამ სთხოვეს ს. ორჯონიკიძეს, ვაჟა-ფშაველას შვილი შეეწყალა... ს. ორჯონიკიძეს კი უპასუხია: "ვაჟას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ იყოს ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდიო"...
ლევან რაზიკაშვილის ბრალდებათა სერია კი იწყება საქართველოს სუვერენიტეტისათვის მებრძოლი საზოგადო მოღვაწეების საერთო სულისკვეთების თანაზიარობით. ვაჟა-ფშაველა ფედერალისტებს თანაუგრძნობდა და მისი შვილიც "სკოლის მერხიდან სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო". სკოლის მერხზე კი, თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით იჯდა. მათი მეგობრობა, კეთილგანწყობა და თანადგომა შემდეგად გაგრძელებულა. 1915 წელს ქაქუცა ვაჟა-ფშაველას დაკრძალვასაც კი დასწრებია.
ეს ფაქტები რადიკალურად განწყობილი ხელისუფლების წარმომადგენლთათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და დროს ეძიებდა... შესაფერისი დროც მალე დადგა.…
ჩოლოყაშვილი და მისი რაზმი გააფთრებით იბრძოდა საბჭოთა მონსტრის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მასშტაბური ხევსურეთის აჯანყება იყო.
ქაქუცას პარტიზანული რაზმების წევრებისა და აჯანყებულ ხევსურთა მიმართ საბჭოთა ხელისუფლება დაუნდობელი და სასტიკი სადამსჯელო ღონიძიებების გატარებას შეუდგა. ს. ორჯონიკიძის ინიციატივით ხევსურეთის სიღრმეში მსხვილი სამხედრო შენაერთები შეიგზავნა, რომელთაც დაევალათ აჯანყების უმოკლეს ხანში ჩახშობა და ხევსურთა დათრგუნვა. ს. ორჯონიკიძე ბოლშევიკების იდეური მოწინააღმდეგეებისა და საშიში "კლასობრივი მტრების" ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად.
ლევან რაზიკაშვილი ამ დროს ფშავის მილიციის უფროსი იყო... და მას უშულოდ ევალებოდა აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლა.
...იგი ორწყალშუა აღმოჩნდა. ერთი მხრივ, მოვალეობა ხალხისა და სამშობლოს წინაშე და თავისი მრწამსი და, მეორე მხრივ, სამსახურებრივი ვალდებულება...
ჩანს, ლევან რაზიკაშვილმა თავის როლს თავი წარმატებით ვერ გაართვა და...
მალე მას სამსახურებრივი საქმეების გამო თიანეთის მილიცაში იბარებენ.
1922 წლის 30 სექტემბერს იგი თავისი ფეხით გამოცხადდა თიანეთის საგანგებო კომისიაში, საიდანაც, როგორც ბრალდებული, შინ აღარ გაუშვეს.
ლევან რაზიკაშვილი საქართველოს შინსახკომის მოადგილისა და მილიციის სამმართველოს უფროსის, იოვიძის ბრძანების საფუძველზე დააპატიმრეს. დაკავებას ოფიციალურ საფუძვლად დაედო თიანეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარის, სერგო სურგულაძის განკარგულება, ბრალდებად კი წაუყენეს: "1. ბანდიტიზმში მონაწილეობა; 2. თვითნებური მიტოვება სამსახურისა".
ბრადლებების არსი კი შემდეგში მდგომარეობდა: ს. სურგულაძემ, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა, თავისი რაზმით, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, გზა გადაეღობა ხევსურეთისაკენ დახეულ ჩოლოყაშვილის ბანდისათვის, დახმარება სთხოვა ფშავის მილიციის უფროსს. რაზიკაშვილი 2 მილიციელით, მართლაც, წინ გადაუდგა ჩოლოყაშვილის რაზმის ნაწილს. სროლის დროს მოკვდა 1 მილიციელი, რაზიკაშვილი და გადარჩენილი მილიციელი ჩოლოყაშვილს "დანებდა". ჩოლოყაშვილმა ლევან რაზიკაშვილი თავის რაზმში რამდენიმე დღე დატოვა. ირკვევა, რომ ჩოლოყაშვილმა ძველ მეგობარს რაზმის წევრები გააცნო და დავალებაც მისცა - მოემზადებინა ფშაველები და როცა წითელი ჯარები ხევსურეთისკენ წავიდოდნენ, მათთვის ზურგში დაერტყათ. მართალია, რაზიკაშვილმა ეს დავალება არ შეასრულა, მაგრამ მოგვიანებით ჩოლოყაშვილმა რაზიკაშვილის ხელშეწყობით შეძლო ალყიდან თავის დაღწევა და მიმალვა.…
რაზიკაშვილი მიჩნეულ იქნა ქაქუცას რაზმის აქტიურ წევრად, რომელიც შეიპარა საბჭოთა მუშაკებს შორის ჩოლოყაშვილისგან მიღებული დავალებების ცხოვრებაში გასატარებლად.
ლევან რაზიკაშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა.
განაჩენის სისრულეში მოყვანა ცოტა გაჭიანურდა: მიზეზი მრავალი იყო, საყურადღებო კი, სავარაუდოდ, ბრალდებულის უკან მდგარი ავტორიტეტული პიროვნებების მხარდაჭერა და შუამდგომლობები ხელისუფალთა წინაშე; ასევე ლევან რაზიკაშვილისაგან რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღება ჩოლოყაშვილის ბანდის წევრთა ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.
განაჩენი საბოლოოდ მაინც აღსრულდა. საარქივო საქმის დოკუმენტში ვკითხულობთ: "საქართველოს ჩეკას 1923 წლის 13 თებერვლის და საქართველოს ჩეკას პრეზიდიუმის 1923 წლის 13 თებერვლის 913 მიწერილობის საფუძველზე ჩემი, საქჩეკას კომენდარტის მიერ, 1923 წლის 15-დან 16 თებერვალს, ღამის 2 საათზე სისრულეში იქნა მოყვანილი სასიკვდილო განაჩენი - დახვრეტა შემდგომ ქვემოთ დასახელებულ განსასჯელებზე: 1. რაზიკაშვილი ლევან ლუკას ძე, 35 წლის... ყურადღებიანი დათვალიერების შემდეგ ცხედრები დაფლულ იქნა დახვრეტის ადგილას" – http://archive.security.gov.ge/razikashvili.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3995
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილი   Sun Feb 27, 2011 2:03 am



ვაჟა–ფშაველა, მისი მეორე ცოლი – თამარი, ვახტანგ რაზიკაშვილი – ბალღი და სულ უკან დგას ლევან რაზიკაშვილი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "მზე ხატავს სახლის ფერად რიკულებს..." - სტუმრად კესოსთან-
Jump to: