არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ირმა რატიანი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: ირმა რატიანი   Wed Feb 22, 2012 3:08 pm



Irma Ratiani

ირმა რატიანი

დაბადების თარიღი: 19. 07. 1967

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო

ეროვნება: ქართველი E-mail: ratiani@litinstituti.ge

ოჯახური მდგომარეობა: გათხოვილი, ორი შვილი


განათლება:

11/1989 - 11/1992 – ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა, ლიტერატურის თეორიის სპეციალობით;

09/1984 – 07/1989 – ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი.


სამსახურეობრივი გამოცდილება:

28. 08. 2006 – დღემდე – სრული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

03. 06. 2006 – დღემდე – დირექტორი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი;

04. 10. 2004 – 28. 08. 2006 – პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი;

11. 12. 2004 – 03. 06. 2006 – ლიტერატურის თეორიის განყოფილების გამგე, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი;

03. 12. 2000 – 11. 20. 2004 – უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლიტერატურის თეორიის განყოფილება, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი;

04. 07. 1999 – 04. 10. 2004 – ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი;

10.06. 1993 – 04. 07. 1999 – უფროსი მასწავლებელი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი;

03. 13. 1991 – 10. 06. 1993 – მეცნიერ-თანამშრომელი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი.


პროფესიული აქტივობა:

01. 08. 2010 – 01. 09. 2010 – კემბრიჯის უნივერსიტეტის სტიპენდია `კემბრიჯის საუნივერსიტეტო სქემის~ პროგრამის ფარგლებში;

01. 01. 2008 – 31. 12. 2008 – შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიანტი (დონორი)

ორგანიზაცია – ფონდი “შოთა რუსთაველი”);

14. 05. 2007 – 20. 05. 2007 – მივლინება (მოხსენებითი) გერმანიაში, ჰესენის უნივერსიტეტი, DAAD-ის მიერ ორგანიზებული ბოლონიის პროცესის მონაწილე ევროპის უნივერსიტეტის კონფერენციაზე (Star Conference);

18. 11. 2006 – 23. 11. 2006 – მივლინება უნგრეთში (სტიპენდიის ფარგლებში), ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტი, პროგრამის “საუნივერსიტეტო მართვა და პროფესიონალიზმი” ფარგლებში;

01. 11. 2006 – 23. 11. 2006 – მივლინება ფინეთსა და ესტონეთში, სასწავლო-საკვალიფიკაციო პროგრამის “სამეცნიერო ადმინისტრირების ეფექტური მოდელის შექმნა” ფარგლებში;

03. 18. 2006 – 04. 12. 2006 – სამეცნიერო მივლინება გერმანიის ქ. ზაარლანდის უნივერსიტეტის ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დეპარტამენტში, DAAD-ის სტიპენდიის ფარგლებში;

08. 15. 2005 – 08. 31. 2005 – სამეცნიერო სტაჯირება (სტიპენდიის ფარგლებში) აშშ ცენტრალური აზია-აფრიკის ინსტიტუტში, ჯინს ჰოპკინსის უნივერსიტეტსა და წმ. იოანეს კოლეჯში;

03. 07. 2002 – 05. 06. 2002 – მიწვეული ასოცირებული პროფესორი, ოსაკას (იაპონია) სახელმწიფო უნივერსიტეტი, ენებისა და კულტურის ფაკულტეტი;

01. 22. 1998 – 11. 22. 1998 – მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი, ოსაკას (იაპონია) სახელმწიფო უნივერსიტეტი, ენებისა და კულტურის ფაკულტეტი;

03. 23. 1997 – 01. 22. 1998 - მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი, ოსაკას (იაპონია) სახელმწიფო უნივერსიტეტი, ენებისა და კულტურის ფაკულტეტი;



სამეცნიერო კონფერენციები:



17. 10. 2010 – 21. 10. 2010 – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია `ევროპის უსაფრთხოება და კავკასია~; იტალია, ფლორენცია;

23. 06. 2010 - 25. 06. 2010 – ისტორიის, ლიტერატურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ასოციაციის (AHLIST) ყოველწლიური საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია; ესპანეთი, მადრიდი;

03. 05. 2010 - 06. 05. 2010 – საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია `ინტელექტუალები და ტერორი: ფატალური მიზიდულობა (წარსული და აწმყო, თეორიისა და ისტორიის ასპექტები)~; ისრაელი, არიელი;

15. 08. 2010 – 21. 08. 2010 – კომპარატივისტული ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის (ICLA) XIX კონგრესი; კორეა, სეული;

07. 07. 2008 – 12. 07. 2008 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “რომანი და მისი საზღვრები” (აბერდინი, შოტლანდია);

05. 11. 2007 – 07. 11. 2007 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ილია და მისი ეპოქა” (თბილისი, საქართველო);

23. 09. 2007 – 30. 09. 2007 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ენა, კულტურა, საზოგადოება” (მოსკოვი, რუსეთი);

07. 05. 2007 – 12. 05. 2007 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “დისკურსის ახალი ჰორიზონტები” (ამანი, იორდანია);

03. 04. 2007 – 05. 04. 2007 I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” (თბილისი, საქართველო)

და სხვ.

წინა წლებში მრავალი ლოკალური და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე;


სამეცნიერო ხარისხი:

21. 11. 2003 ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

06. 01. 1994 ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

სხვა კვალიფიკაცია:

2007 წლის ეროვნული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული (“ლიტერატურათმცოდნეობითი დისკურსი. თანამედროვე კვლევები”);

11. 02. 2007 – დღემდე – ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო” ექსპერტი;

29. 09. 2006 – დღემდე – თსუ აკადემიური საბჭოს წევრი;

01/2005 – დღემდე – ყოველწლიური ლიტერატურულ-თეორიული სამეცნიერო ჟურნალების “სჯანი” და “Litinfo” მთავარი რედაქტორი;

არაერთი ლოკალური და საერთაშორისო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი და მონაწილე;


ავტორი

50 ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომისა. მათ შორის:

მონოგრაფიებისა: "ტექსტი და ქრონოტოპი", 2010; “ქრონოტოპი ილია ჭავჭავაძის პროზაში”, 2006;

“ქრონოტოპი ანტიუტოპიურ რომანში. ესქატოლოგიური ანტიუტოპიის ინტერპრეტაციისათვის”, 2005 (2006 წლის “საბას” ლიტერატურული პრემიის ნომინანტი);

სამეცნიერო წიგნისა “ლიტერატურის თეორია. XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები”, 2008;

სალექციო კურსებისა: “ლექციები ლიტერატურის თეორიაში. მ. ბახტინის თეორიული კონცეფცია (ჯანრის თეორია, დიალოგური კრიტიკა, ქრონოტოპის თეორია), ანთროპოლოგიური თეორიული კონცეფცია (დრო-სივრცის ლიმინალური თეორია)”, 2005;

ლექციები ლიტერატურის თეორიაში: “ჟანრის თეორია. ფორმირებისა და განვითარების ეტაპები”, 2005, 2006 (მეორე შევსებული გამოცემა);

პუბლიცისტურ-ესეისტური წიგნისა “იაპონური დღიურები” ქართულ და რუსულ ენებზე, 2000, 2002;

თარგმანისა კომენტარებით “ასი უძველესი იაპონური ლექსი”, 2008.


ენები:

ქართული, რუსული, ინგლისური – სრულყოფილად, იაპონური - ლექსიკონით.

ბმულები:
* http://www.litinstituti.ge/irmaratiani.htm

* http://www.irmaratiani.ge/monogrqart.htm
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა რატიანი   Wed Feb 22, 2012 3:21 pm



გამომცემლის წინათქმა

თარგმანზე მუშაობა დაიწყო 1997 წელს და თითქმის თორმეტ წელიწადს გაგრძელდა. მთარგმნელი ხანგრძლივად ცხოვრობდა იაპონიაში, რამაც საშუალება მისცა, თვითგანმცდელის პოზიციიდან ეთარგმნა იაპონური პოეზია. უცხო რეალობასთან და კულტურასთან უშუალო კონტაქტის პირობებში თარგმანის პროცესი გაცილებით ბუნებრივი და ძალდაუტანებელია. მთარგმნელის განწყობა და თარგმანის სირთულეები დეტალურად არის ჩამოყალიბებული წინათქმაში. თავისთავად, ამგვარი დაკვირვებები მთარგმნელისა მნიშვნელოვანია დაინტერესებული მკითხველისთვის. ძალზე ღირებულია კომენტარები, რომლებიც ერთვის თითოეულ ლექსს და საშულებას იძლევა, კიდევ უფრო მეტად მივუახლოვდეთ ორიგინალურ აზრს. წიგნს კვალიფიციური რეცენზირება გაუწია ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ერთ-ერთმა ბრწყინვალე ქართველოლოგმა იასუჰირო კოჯიმამ, რომელმაც წარადგინა კიდევაც იგი იაპონიის კულტურის სამინისტროსა და საქართველოში იაპონიის საელჩოს წინაშე. მკითხველების ინტერესიდან გამომდინარე, გამომცემლობა "სიესტამ" უკვე მესამე ტირაჟით დაბეჭდა თარგმანი. ვფიქრობთ, ეს წიგნი საყურადღებო და იშვიათი მოვლენაა ქართულ კულტურაში.

პატივისცემით,

გამომცემელი
ქეთევან კიღურაძე


თარგმანები

იმპერატორის მრჩეველი იაკომოჩი

როცა კაჭკაჭთა იდუმალ ხიდზე
ნაპერწკლებს გაჰყრის მეუფე ჭირხლი
და თრთვილის ფარდაგს გადააფენს კრიალა ხელით,
ვიცი, ახლოა დასასრული გრძელი ღამისა...
დგება ნათელი...




პრინცესა ისე

ო, ღმერთო ჩემო,
მინდა მწამდეს, მინდა მჯეროდეს,
რომ გულისსწორთან განშორება მოკლეა ისე,
ვით ბამბუკების ტანად ჯუჯა ლერწამ-ხლართები
ნანივას ქვებით გადაკირწყლულ სანაპიროზე...


იმპერატორის უმცროსი მრჩეველი მესაფუსა

ტაკასაგოზე, მთის ფერდობზე ჰყვავის საკურა,
აყელყელავებს ტოტებს...
ვაითუ ნისლი, სქელთითება,
ან სულაც ღრუბლის ფუმფულა ქულა,
უსახურ ლიბრად გადაეკრას ამ სილამაზეს...


საგამი

ნუ მიბრაზდები, მომიტევე, თუკი ცრემლები
კვლავ მდის ღაწვებზე...
ვტირი დაკარგულ სიყვარულზე
და მასთან ერთად -
მიტოვებული ქალის სახელზე.



შინტოს ოფიციალური პირი ტოშინარი

ვერ გავექეცი ამ სამყაროს ვარამს და ტკივილს,
არ ჩანს საშველი...
ვშიშობ, გახიზნულს უდაბურ მთებში,
მომწვდება მაინც
დაჭრილი ირმის ამობღავლება უკანასკნელი...

იაპონურიდან თარგმნა ირმა რატიანმა

ბმული:
* http://siestabooks.blogspot.com/2011/04/1997.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა რატიანი   Wed Feb 22, 2012 3:30 pm



წიგნის დასახელება – "ფაბულა და სიუჟეტი" Pro Et Contra
ავტორი – ირმა რატიანი
გვერდების რაოდენობა – 82
ყდა – რბილი
ISBN – 978-9941-0-3905-8
ISSN - 1987-7331
სარედაქციო კოლეგია - გაგა ლომიძე (რედაქტორი), სოლომონ ტაბუცაძე, რუსუდან ცანავა
დონორი ორგანიზაცია - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გამომცემლობა: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
გამოცემის წელი: 2011
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა რატიანი   Wed Feb 22, 2012 3:35 pm



წიგნის დასახელება – "იაპონური დღიურები"
ავტორი – ირმა რატიანი
გვერდების რაოდენობა – 88
ყდა – რბილი
ISBN – 99928-39-17-1
რედაქტორი - დავით აბულაძე
მხატვარი - დიმიტრი ანთაძე
გამომცემლობა: "საარი"
გამოცემის წელი: 2000
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა რატიანი   Fri Feb 24, 2012 8:25 am



Totalitarianism and Literary Discourse:

20-th Century Experience


Book Description
Publication Date: December 1, 2011

The collection Totalitarianism and Literary Discourse represents selected proceedings from the conference, Totalitarianism and Literary Discourse: 20th Century Experience, held in Tbilisi, Georgia, in October 2009. The Tbilisi conference pioneered scholarly inquiry into post-Soviet space, which evaluated political and cultural realia, emphasizing the challenges facing literature and culture in totalitarian strangleholds, various kinds of ideological diktat, their possible forms and consequences. The Soviet type of totalitarianism was especially accentuated. Decades after the collapse of the Soviet Union, full comprehension of the process of Sovietization has become possible, and in the field of literary studies scholars have worked on a number of issues: assessing conceptual and motivational models of Soviet-period texts; demonstrating the reaction of literary discourse to intellectual terror and systematizing alternative models offered by anti-Soviet discourse; exhibiting the myths and stereotypes of the totalitarian epoch; and classifying literary genres. The collection Soviet Totalitarianism and Literary Discourse has gathered papers by scholars from almost all of the post-Soviet states, as well as of some other countries. It is a first attempt to solve the above-mentioned issues and offers a wide array of questions.
Editorial Reviews

About the Author
Irma Ratiani is Professor at the Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Chairperson of the Department of General and Comparative Literary Studies, Director of the Shota Rustaveli Institute of Georgian Literature and President of the Georgian Comparative Literature Association. Her research interests include literary theory, and comparative literature in a wider cultural context. She is the author of several monographs, books, textbooks and over 70 articles.
Product Details

Hardcover: 515 pages
Publisher: Cambridge Scholars Publishing (December 1, 2011)
Language: English
ISBN-10: 1443834459
ISBN-13: 978-1443834452
Product Dimensions: 8.2 x 6 x 1.6 inches
Shipping Weight: 1.7 pounds (View shipping rates and policies)
Average Customer Review: Be the first to review this item

Link on amazon - http://www.amazon.com/Totalitarianism-Literary-Discourse-Century-Experience/dp/1443834459


შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის საერთაშორისო აღიარება!

2012 წელს გამომცემლობამ Cambridge Scholars Publishing გამოსცა წიგნი "ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი. მე-20 საუკუნის გამოცდილება"
(Totalitarianism and Literary Discourse. 20th Century Experience), რომელიც მომზადდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. წიგნის რედაქტორია ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირმა რატიანი.

წიგნს საფუძვლად დაედო 2009 წელს, ლიტერატურის ინსტიტუტში ჩატარებული ამავე სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციის მასალები. კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და თავი მოუყარა დარგის აღიარებულ სპეციალისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს იყო პირველი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც დაეთმო ტოტალიტარიზმის, უპირატესად საბჭოთა ტოტალიტარიზმის გავლენასა და შედეგებს ლიტერატურულ პროცესზე.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, 2010 წელს ქართულ ენაზე დაიბეჭდა მასალების კრებული, რომელმაც ფართო საერთაშორისო ყურადღება მიიზიდა.

სწორედ ამ მასალების რჩეული 2012 წელს ინგლისურ ენაზე გამოსცა ცნობილმა ინგლისურმა საგამომცემლო სახლმა _ Cambridge Scholars Publishing.

ეს არის ფილოლოგიური პროფილის პირველი სამეცნიერო წიგნი, რომელიც მომზადდა საქართველოში, ქართულ კვლევით ცენტრში და რომელმაც საერთაშორისო აღიარებს მოიპოვა.

წიგნის გამოცემა ესოდენ პრესტიჟულ უცხოურ გამომცემლობაში არის უაღრესად სერიოზული ნაბიჯი, გადადგმული ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისაკენ, რაც უსათუოდ შეუწყობს ხელს თანამედროვე ქართული ფილოლოგიური სკოლის მიღწევების ექსპორტს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა რატიანი   Mon Mar 05, 2012 10:34 pm

ირმა რატიანი

ფსევდოკარნავალური ნარატივი რომანში - კულტურათაშორისი დიალოგის ფორმა


ყოფის რიტუალიზაცია და კარნავალიზაცია რომანის ჟანრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მაგრამ სტრუქტურულად რთული ასპექტია. პრობლემის სირთულეს თავად რიტულიზებისა და კარნავალიზების სპეციფიკური ხასიათი განაპირობებს.

პირველი მკვლევარი, ვინც ღრმად შეისწავლა კარნავალური ტრადიციების გადააქცენტირების საკითხი იმპროვიზებული ფოლკლორული სამყაროდან ლიტერატურული ტექსტის დონეზე, იყო მიხაილ ბახტინი. თავის საპროგრამო ნაშრომში „ფრანსუა რაბლე და შუა საუკუნეებისა და რენესანსის ხალხური კულტურა“ (1965) მან მთელი სიმწვავით დასვა მენიპეური სატირისა და კარნავალური კულტურის მაკოორდინირებელი ფუნქციის საკითხი მსოფლიო ლიტერატურათმცოდნეობის წინაშე, შეძლო კარნავალიზაციის, როგორც კულტურული მოვლენის კონცეპტუალური და სტრუქტურული როლის გამოკვეთა ფრანსუა რაბლეს შემოქმედებაში და, რაც არსებითია, პრობლემის დამაჯერებელი განზოგადება. კარნავალური მოტივების რეინკარნაცია შუა საუკუნეებისა და რენესანსი ეპოქის (და მომდევნო ეპოქების) ლიტერატურაში ბახტინმა მჭიდროდ დაუკავშირა რეალისტური ტენდენციების დამკვიდრებას და ოფიციოზის, საეკლესიო დიქტატისა და ფეოდალური კულტურის წინააღმდეგ თამამი მანიფესტაციების გამწვავებას: გროტესკის, იუმორისა და სიცილის ფორმით გამოვლენილი კარნავალი, მისი აზრით, არა მარტო ეწინააღმდეგებოდა არასასურველ რეჟიმს, არამედ, ალტერნატივის სახით, უპირისპირებდა მას სიმართლეს. მკვლევარის სამეცნიერო ინიციატივამ ზედმიწევნით კარგად გამოხატა ევროპული ფილოსოფიური და ლიტერატურული აზრის ტენდენცია, გაერღვია განსაზღვრული, გამყარებული სუბსტანციის ჩარჩოები და დაენერგა ალტერნატიული ტიპის აზროვნება, რომელიც თავის თავში მოიცავდა გლობალური ტრანსფორმირების შესაძლებლობებს.

თეორია წარმატებული აღმოჩნდა არა მხოლოდ შუა საუკუნეებისა და რენესანსული რომანის, არამედ, ზოგადად, რომანისტიკის დონეზე. ხალხური კულტურის წიაღიდან აღმოცენებულმა კარნავალმა და კარნავალურმა ტრადიციამ ტექსტუალიზებული ფორმა მიიღო და იქცა იმ სპეციფიკურ კოსმოგონიად, რომელიც არ ცნობს სუბსტანციასა და მიზეზობრიობას და არსებობს მხოლოდ აქტიური ურთიერთობების სახით. „კარნავალმა არ იცის დაყოფა მაყურებლებად და შემსრულებლებად, - მიუთითებს მ. ბახტინი, - არ ცნობს რამპებს, თუნდაც ჩანასახოვან ფორმაში... კარნავალს არ შეიმეცნებენ, მასში ცხოვრობენ და ცხოვრობენ ყველანი, რადგან კარნავალი თავისი არსით საერთო-სახალხო მოვლენაა. სანამ მიმდინარეობს კარნავალი, მისეული ცხოვრება ცხოვრების ერთადერთ ფორმას წარმოადგენს. მისგან გაქცევა შეუძლებელია, ვინაიდან არ გააჩნია სივრცული საზღვრები. კარნავალის დროს მხოლოდ კარნავალის კანონებითაა ცხოვრება შესაძლებელი, კარნავალური თავისუფლების კანონებით. კარნავალი მსოფლიო მასშტაბის მოვლენაა, რადგან მთელი სამყაროს განსაკუთრებულ მდგომარეობას ასახავს, აღორძინებასა და განახლებას, რაც ყველას ხვედრია... კარნავალის ამგვარი იდეა მკაფიოდ ვლინდებოდა და აღიქმებოდა რომაულ სატურნალიებში, რომლებიც სატურნისეული ოქროს ხანის მიწაზე რეალურ და სრულ (მაგრამ დროებით) დაბრუნებად მოიაზრებოდნენ. სატურნალიების ტრადიციები არ შეწყვეტილა და განაგრძობდა არსებობას შუა საუკუნეების კარნავალში, რომელიც შუა საუკუნეების სხვა დღესასწაულებზე უკეთ და სრულყოფილად ასახავდა სამყაროს განახლების იდეას... კარნავალში თავად ცხოვრება თამაშობს... სხვა, თავისუფალ (ლაღ) ფორმას ცხოვრებისა, თავისსავე აღორძინებასა და განახლებას საუკეთესო საწყისებზე“ (ბახტინი 1986: 297-298).

კარნავალური ნარატივი განისაზღვრა ისეთი მკვეთრად ჩამოყალიბებული მახასიათებლებით, როგორიცაა: პაროდირება; თავისუფალი, ფამილარული ურთიერთობების დემონსტრირება; მსოფლმხედველობრივად, ზნეობრივად და ეთიკურად დაპირისპირებული წყვილების - დაბადება/სიკვდილი, სიყრმე/სიბერე, მაღლა/დაბლა, სახე/ზურგი, სიბრძნე/სიცრუე, ქება/ლანძღვა - ამბივალენტური გამთლიანება; არაცნობიერი ინსტინქტების - სექსი, ჭამა-სმა, - აქცენტირება; დაბოლოს, განახლებისა და აღორძინების მაგისტრალური მოტივების დამკვიდრება. აღნიშნული მახასიათებლების კომპოზიციური ფუნქცია ტექსტში, გამოხატავდა რა თანამედროვეობის პოლიტიკურ, სოციალურ, ეთიკურ და სულიერ პრობლემათა სპექტრს, სხვადასხვა ფორმითა და სიმწვავით ვლინდებოდა განსხვავებული ესთეტიკური და ლიტერატურული ეპოქების წიაღში.

ამ თვალსაზრისით, ვფიქრობთ, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, ერთი მხრივ, კლასიკური რეალიზმის ეპოქის რომანი (მე-19 საუკუნის 60-70-იანი წლები), რომელიც კრიტიკულად გაიაზრებდა ყოფას და სრულიად დაუფარავად იყენებდა ლიტერატურას მწვავე საზოგადოებრივ პრობლემათა გახმიანების ტრიბუნად და, მეორე მხრივ, რეალიზმის წიაღიდან ამოზრდილი და მაღალი მოდერნიზმის ჭრილსა და სტილში ფორმირებული მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლების რომანი-ესქატოლოგიური ანტიუტოპია. ესქატოლოგიური ანტიუტოპია წარმოადგენდა ერთგვარ სინთეზს კლასიკური ანტიუტოპიისა (ზამიატინი, ჰაქსლი), რომელიც იმ დროისათვის უკვე დაძლეულ ეტაპს წარმოადგენდა და სუბიექტივისტური რომანისა (პრუსტი, ჯოისი), რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო ფორმირებული: ესქატოლოგიური ანტიუტოპია თანაბრად იყო გაჟღენთილი ანტიუტოპიის მეამბოხე ფილოსოფიითა და ნონკონფორმისტი გმირის ღრმა ინდივიდუალურობით.

როგორც ერთი, ისე მეორე ჟანრის რომანების კონცეპტუალური და სტრუქტურული მოდელები ადასტურებს მათ ღიაობას კარნავალური ნარატივის მიმართ, რადგან კარნავალის ტექსტუალიზება, ბახტინის სამართლიანი მტკიცების თანახმად, გარდაუვალად უკავშირდება რეალიზმის, როგორც მეთოდის, აქცენტირებას. თუმცა არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში კარნავალი არ ვლინდება მისი კლასიკური გაგებით, არამედ მოდიფიცირებულია და, უმეტესწილად, გადაფარულია ფსევდოკარნავალური ნარატივითა და მისთვის ნიშანდობლივი ტექსტუალური ფორმებით, როგორიცაა: ფსევდოპაროდია, ფსევდოსიბრძნე, ფსევდოსიყვარული, ფსევდოოჯახი, ფსევდოღირებულებები და სხვა. ვფიქრობთ, სრულიად ცხადად იკვეთება პრობლემათა რიგი, რომელიც შემდეგი თანამიმდევრობით შეიძლება დალაგდეს: როგორ ხორციელდება ტექსტში კარნავალური ნარატივის ტრანსფორმაცია ფსევდოკარნავალურ ნარატივში? რით არის გამოწვეული კარნავალური ნარატივის ჩანაცვლება ფსევდოკარნავალური ნარატივით? როგორია ფსევდოკარნავალური ნარატივის დამოკიდებულება კონტექსტთან? არის თუ არა მისი კონცეპტუალური და სტრუქტურულ-კომპოზიციური ფუნქცია იდენტური ზემოთ აღნიშნული რომანების დონეზე? პასუხი ამ კითხვებზე უთუოდ შეიძენს მეთოდოლოგიურ მნიშვნელობას.

მიხაილ ბახტინის თეორიის თანახმად, კარნავალური რეალობის ცენტრალური მახასიათებლები - განახლება და აღორძინება - არასოდეს ხორციელდება კონკრეტული კარნავალური სუბიექტის დონეზე, იგი ხალხის, როგორც ერთი მთლიანი, მონოლითური ორგანიზმის თვისებაა და გარდაუვალად უკავშირდება სიკვდილს. კარნავალური ინდივიდის სიკვდილი, ბახტინის აზრით, ხალხის ცხოვრების მხოლოდ პატარა ფრაგმენტია, წამი, რომელიც ამ ხალხისავე განახლებისა და სრულყოფისათვის არის საჭირო. სიკვდილისა და განახლების თემების ამგვარ გააზრებას ბახტინოლოგთა ნაწილმა „ინდივიდუალური სხეულის რეკვიემი“ უწოდა (მ. რილკინი, ნ. გლაზენერი) და აღიქვა, როგორც სტალინური რეჟიმის კოლექტიური პათოსის ინფილტრაცია ბახტინის თეორიულ ნააზრევში. ვფიქრობთ, მსგავსი ვარაუდი მცდარია. ბახტინის ფილოსოფიური თუ ლიტერატურათმცოდნეობითი ხასიათის შრომები ინდივიდუალურობისა და პერსონალურობის პათოსითაა გაჟღენთილი, კარნავალის შემთხვევაში კი ბახტინი პრინციპულად იცავს პოზიციას, რომლის თანახმადაც, კარნავალი გამორჩეულად არაპერსონალურ მოვლენად აღიქმება. მიგვაჩნია, რომ კარნავალის სწორედ არაპერსონალური პარადიგმა, კოლექტიურობა, როგორც თვისება, იქცევა ტექსტში ფსევდოკარნავალური მოტივის დამკვიდრების საფუძვლად, იმ ძირითად მოტივაციურ მოდელად, რომელიც ინერგება ტექსტში და რომლის მიმართაც საკუთარ დამოკიდებულებას აყალიბებს მთავარი პერსონაჟი: ის ან კონფორმისტულ თანხმობაშია ფსევდოკარნავალურ ნარატივთან, ანდა აქტიურად უპირისპირდება მას ნონკონფორმისტის პოზიციიდან.

ფსევდოკარნავალური ნარატივის დაპირისპირება კარნავალურ ნარატივთან ხორციელდება კონცეპტუალური ოპოზიციის „უწყვეტი/დროებითი“ ჭრილში. სწორედ „დროებითობა“ განასხვავებს კარნავალს „დაუსრულებელი“ და „უწყვეტი“ ფსევდოკარნავალისგან. კარნავალური დღესასწაულები, რომლებიც ზედმიწევნით კარგად ასახავდნენ კაცობრიობის რეალურ და მსოფლმხედველობრივ ფასეულობებს, მუდამ ჯანსაღ დამოკიდებულებაში იყვნენ დროის ფენომენთან. „საფუძვლად მათ ყოველთვის ედოთ ბუნებრივი (კოსმიური), ბიოლოგიური და ისტორიული დროის გარკვეული და კონკრეტული კონცეფცია, - წერს მიხაილ ბახტინი, - ...დღესასწაული აქ მეორე ცხოვრების ფორმად იქცეოდა ხალხისათვის, რომელიც დროებით აბიჯებდა საყოველთაოობის, თავისუფლების, თანასწორობისა და კეთილდღეობის უტოპიურ სამეფოში“ (ბახტინი 1986: 299-300). ფსევდოკარნავალურმა ატმოსფერომ უკუაგდო „დროებითობა“, როგორც კარნავალის განმსაზღვრელი მახასიათებელი და ის „განუწყვეტელი მუდმივობის“ ამპლუაში გადაწყვიტა. კარნავალის „დროებითობა“ „დროებითი იდილიის“ რელევანტური ცნებაა, იმ „დროებითი უფლებისა“, რომლის მეშვეობითაც ცხოვრების ნორმირებული ჩარჩოებით შეზღუდული ადამიანი დროებით იმეცნებს საკუთარ თავს და იკმაყოფილებს თავისუფლების მარადიულ წყურვილს. ფსევდოკარნავალის „მუდმივობა“ კი, პირიქით, არც „მეორე ცხოვრებას“ ქმნის და არც არსებული წესრიგის ხუნდებისაგან ათავისუფლებს ადამიანს. ის, როგორც გამყარებული რეალობისა და გაბატონებული იდეოლოგიის შენელებული მოდელი, განამტკიცებს თავსმოხვეული სიმართლის, ანუ რეალურად არსებული მოდელის მუდმივობას. ფსევდოკარნავალური „დაუსრულებლობის“ კონტექსტში აქტიურად რეალიზდება კარნავალური ლიტერატურისათვის ნიშანდობლივი „კოლექტიურობის“ პათოსი, რომელიც ტექსტში პერმანენტული ფსევდოსაზეიმო განწყობილების მატარებლად გვევლინება. ფსევდოსაზეიმო განწყობილებას ქმნის კარნავალისათვის ტიპური ისეთი ფსევდორიტუალური მოვლენები, როგორიცაა ფამილარული ურთიერთობების პროვოცირება განსხვავებულ სოციალურ ფენათა წარმომადგენლებს შორის, ჭამა-სმისა და სექსუალური ინსტინქტების უხვი დემონსტრირება და, რასაკვირველია, სიუჟეტის დატვირთვა პაროდიული მოტივებით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კარნავალური ნარატივის ჩანაცვლება ფსევდოკარნავალური ნარატივით ტექსტში მოტივირებულია ბრუტალური რეალობის აქცენტირებითა და მასთან პერსონაჟის მიმართების მკვეთრი ფიქსირებით. თავის მხრივ, პერსონაჟის დამოკიდებულება ფსევდოკარნავალურ ნარატივთან მუდმივად არის მართული კონტექსტის მიერ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, განსაზღვრულია იმ ლიტერატურული პრინციპებით, რომლის წიაღშიც ინერგება ფსევდოკარნავალური ნარატივი. გერმანელი ლიტერატურათმცოდნის ბ. ტოიბერის სამართლიანი შენიშვნით, ახალი დროის მიჯნაზე მდგარი ფილოლოგიის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს გონის ამბივალენტურობის ძიება ყოველ კულტურულ მოდელში, ანუ მითის იმ ტრაგიკული ნიღბის გააზრება, რომლის მეორე მხარესაც „კარნავალის დიონისური ხიბლი“ წარმოადგენს. ამ კონცეპტუალური ამბივალენტურობის კონტექსტში განიხილავენ პ. ვაილი და ა. გენისი ლიტერატურის, როგორც კულტურის უმნიშვნელოვანესი ფორმის, განვითარების ზოგად ტენდენციებსაც. ლიტერატურა, მათი აზრით, ორი ნაკადის მთლიანობას წარმოადგენს, „ორი ლიტერატურისა“, სადაც „პირველი მომდინარეობდა პრინციპიდან: ადამიანს განაპირობებს საზოგადოება - და ქმნიდა პიროვნების, როგორც «Homo socialis»-ის კონცეფციას, მეორე კი - უბრალოდ «Homo»-სი“ (ლანინი 1993: 108). თუ პირველი ტიპის ლიტერატურისათვის „კონფლიქტი კონკრეტულ-ისტორიული გარემოებითაა განპირობებული და საზოგადოების ანალიზი გარდაუვალად უკავშირდება პიროვნების ანალიზს“, მეორე ტიპის ლიტერატურაში „ადამიანი წარმოდგება არსებად, რომელსაც გამოარჩევს გენეტიკური მემკვიდრეობით მიღებული ინდივიდუალური თვისებები (შეიძლება - ღვთისაგან მომადლებულიც. ეს ავტორის შეხედულებაზეა დამოკიდებული). საზოგადოება, ამ შემთხვევაში, ბრძოლის ველია, არენა, სადაც თითოეული ინდივიდის ნება უპირისპირდება სტიქიურად (ან ორგანიზებულად) შემუშავებულ სოციალურ ეტიკეტს. ბუნებრივი არსება და ხელოვნური სტრუქტურა. ვინ ვის დაჯაბნის?“ (ლანინი 1993: 108). ანალიზის სწორედ ამგვარი მიმართულება იძლევა ფსევდოკარნავალური ნარატივის კონცეპტუალური და სტრუქტურულ-კომპოზიციური ფუნქციების თეორიული გამიჯვნის საშუალებას განსხვავებული კულტურული და ლიტერატურული კონტექსტების დონეზე. თუ კლასიკური რეალიზმის ეპოქის რომანი (მე-19 საუკუნის 60-70-იანი წლები) შეიძლება მივაკუთვნოთ ლიტერატურის პირველ ტიპს, მაღალი მოდერნიზმი წიაღში ფორმირებული ესქატოლოგიური ანტიუტოპია მეორე ტიპის ლიტერატურის გამოვლინებაა. მათი კონცეპტუალური მიმართება ფსევდოკარნავალურ ნარატივთან, როგორც ბრუტალური რეალობის მოდელთან, იდენტურად უარყოფითია, პრობლემის გადაჭრის სტრუქტურულ-კომპოზიციური გზები კი - ძირეულად განსხვავებული, რაც, უპირველეს ყოვლისა, პერსონაჟთა სისტემითაა გამოხატული: შესაბამისი ისტორიული, სოციალური და კულტურული კონტექსტიდან გამომდინარე, იქმნება სოციალური იმაგოლოგიის განსხვავებული მოდელები, რომლებიც კონკრეტული კონტექსტისათვის ნიშანდობლივ გამყარებულ სოციალურ სტერეოტიპებად შეიძლება მოვიაზროთ და რომელთა თვისებრივი არაერთგვაროვნებაც ვლინდება ოპოზიციის „კონფორმისტი/ნონკონფორმისტი“ ჭრილში.

თუ კლასიკური რეალიზმის ეპოქის რომანის მთავარი პერსონაჟი, რომელიც აქტიურადაა ჩართული ფსევდოკარნავალურ ფსევდოზეიმში, ნებაყოფლობითი კონფორმისტია, რეალური გარემოების ტიპიური ტყვეა და ცდილობს მასთან ჰარმონიული დამოკიდებულების შენარჩუნებას, ესქატოლოგიური ანტიუტოპიის პერსონაჟი ამბოხებული ნონკონფორმისტია, დროსთან დაპირისპირებული ინტელიგენტი, რომელიც საკუთარი ნების წინააღმდეგ არის ჩაკარგული ფსევდოკარნავალის ლაბირინთში და ცდილობს თავის დაღწევას. თუ პირველი ტიპის რომანების პერსონაჟები ძალიან ჰგვანან ბევრ „სხვას“, თავის თანამედროვეს, და კომფორტულად არიან განთავსებულნი საკუთარ ფსევდოკარნავალურ ნაჭუჭში, მეორე ტიპის რომანების პერსონაჟები, დამცირებულნი, უარყოფილნი, განსხვავდებიან „სხვებისაგან“ როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი მახასიათებლებით და საკუთარ თავშივე ეძიებენ ფსევდოკარნავალისაგან ხსნის გზას. თუ პირველი ტიპის რომანების მთავარი პერსონაჟები წარმოადგენენ რეალობისადმი კრიტიკულად განწყობილი ყოვლისშემძლე და გავლენიანი რეალისტი ავტორების გაკიცხვის საგანს, მეორე ტიპის რომანების მთავარი პერსონაჟები მეამბოხე ავტორების რჩეულნი არიან და მაქსიმალურად გრძნობენ მის მხარდაჭერას. სოციალური იმაგოლოგიის სფეროში მსგავსი ლიტერატურული და ეპოქალური სტერეოტიპების არსებობა დასტურდება ინტერკულტურულ ჭრილში წარმოებული შედარებითი ანალიზის მეშვეობით.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა რატიანი   Mon Mar 05, 2012 10:40 pm

ირმა რატიანი

ფსევდოკარნავალური ნარატივი რომანში - კულტურათაშორისი დიალოგის ფორმა

(დასასრული)

საილუსტრაციოდ მოვიხმობთ ოთხ ტექსტს: ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“, ივან გონჩაროვის „ობლომოვი“, მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ და ვლადიმირ ნაბოკოვის „მოპატიჟება სიკვდილზე“. ლიტერატურულ-ესთეტიკური კონტექსტის ნიშნით იკვეთება შემდეგი წყვილები: „კაცია-ადამიანი?!“/„ობლომოვი“; „ჯაყოს ხიზნები“ / „მოპატიჟება სიკვდილზე“. თუ პირველი წყვილი განეკუთვნება კლასიკური რეალიზმის ეპოქას, მეორე წყვილის წაკითხვა საშუალებას იძლევა, მივაკუთვნოთ ისინი ესქატოლოგიურ ანტიუტოპიათა რიგს. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტები განეკუთვნება განსხვავებულ კულტურულ მოდელებს, ოთხივე ტექსტი გახსნილია ფსევდოკარნავალური ნარატივის მიმართ, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ფსევდოკარნავალური ტექსტი გვევლინება ლიტერატურათაშორისი და კულტურათაშორისი დიალოგის ფორმად. იდენტური ლიტერატურულ-ესთეტიკური კონტექსტის დონეზე დიალოგი ჰარმონიულია, განსხვავებული ლიტერატურულ-ესთეტიკური კონტექსტის დონეზე - წინააღმდეგობრივი, ვინაიდან წყვილების სტრუქტურულ-კომპოზიციური მიმართება ფსევდოკარნავალურ ტექსტთან განსხვავებულია - პირველი წყვილი ექვემდებარება კლასიკური რეალიზმის ეპოქის რომანის პრინციპებს, მეორე წყვილი - მაღალი მოდერნიზმისა: თუ ლუარსაბ თათქარიძე და ილია ობლომოვი განპირობებულნი არიან საზოგადოების მიერ, ანუ, წარმოადგენენ დაავადებული საზოგადოების ორგანულ ნაწილს, ნებაყოფლობით არიან ჩართულნი დაუსრულებელი ფსედოკარნავალის ფსევდოზეიმში და ღრმად სწამთ მისი უწყვეტობისა, თეიმურაზ ხევისთავი და ცინცინატი ც. განხვავდებიან დაავადებული საზოგადოების დანარჩენი წევრებისაგან, საკუთარი ნების წინააღმდეგ არიან მოქცეულნი ფსევდოკარნავალურ ფსევდოზეიმში, გრძნობენ ვითარების აბსურდულობას და სტიქიურად უპირისპირდებიან მას. თუ ილია ჭავჭავაძე და ივან გონჩაროვი იძულებულნი არიან, გაამათრახონ საკუთარი კონფორმისტი პერსონაჟები და თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციიდან დაუსვან წერტილი მათ ფსევდოკარნავალურ ცხოვრებას, მიხეილ ჯავახიშვილი და ვლადიმერ ნაბოკოვი თავგანწირულად იბრძვიან ნონკონფორმისტი პერსონაჟების ინდივიდუალური ნების გადასარჩენად, ვინაიდან სწამთ, რომ ხსნის გზა სწორედ ინდივიდის გონზე ძევს.

რეალიზმის ეპოქის ფსევდოკარნავალური ნარატივი დომინანტურად არის გამოხატული ჭამა-სმის აქტისა და იდილიური განცხრომის აქცენტირების, აგრეთვე, ურთიერთობათა პაროდირების ფორმით. ჭამა-სმის აქტი კლასიკური რეალიზმის ეპოქის ტექსტში (ლუარსაბ თათქარიძისა და ილია ობლომოვის გადამეტებული ტრფიალი ჭამა-სმისადმი) ცალსახად იცავს რაბლეანურ პრინციპს და არაჯანსაღი საზოგადოებრივი ცნობიერების ზეობას გამოხატავს: კარგავს ნორმირებულ ფორმას და უსასრულო ღრეობის სახეს იძენს. ის ისეთივე უწყვეტია, როგორც თავად ფსევდოკარნავალი („დღეს რა ვჭამოთ“, - იტყოდნენ დილით. „ხვალ რა ვჭამოთ“, - იტყოდნენ საღამოზედ“). გასტრონომიული ფსევდოზეიმის პირდაპირ შედეგს პერსონაჟთა გარეგნული დეგრადაცია წარმოადგენს - ხორცისა და ქონის ზეობა, რაც მიუთითებს, ერთი მხრივ, პერსონაჟის სულიერ ღირებულებებათა დევალვაციაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ავტორის კრიტიკულ-ცინიკურ პოზიციაზე პერსონაჟის მიმართ. პერსონაჟები ჭამენ, სვამენ, ნებივრობენ: ობლომოვისათვის ყველაზე დიდი ტრაგედია ლოგინიდან წამოდგომაა, ხოლო ლუარსაბის საყვარელი ნივთი მისი საძინებელი ტახტია. ჭამა-სმის აქტიცა და იდილიური ნებივრობაც ორივე ტექსტში პაროდირებულია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა გამოვლინება ყოფისა.

აღსანიშნავია, რომ კლასიკური რეალიზმის ეპოქაში პაროდირება, ინარჩუნებს რა რაბლეანურ მუხტს, ახდენს ძირითადი სულიერი ფასეულობების დაკარგვის ტენდენციის აქცენტირებას. პაროდია, მისი კლასიკური გაგებით, არის ბაძვა, რომლის წიაღშიც აღინიშნება ბაძვის საგნის დამახინჯება. „დამახინჯება“ ამ შემთხვევაში გულისხმობს მისაბაძი საგნის სატირულ-ირონიულ იმიტაციას. პაროდიის ძირები ანტიკური ეპოქის ლიტერატურაშია საძიებელი (არისტოფანე, ლუკიანე, აპულეიუსი), ხოლო ლიტერატურული ასახვის სპეციფიკურ ხერხად მისი ტრანსფორმირება - აღორძინების ეპოქაში (რაბლე, სვიფტი, სერვანტესი). ლიტერატურული პაროდირების განმსაზღვრელ მახასიათებელს ე.წ. მოტივთა დამდაბლება წარმოადგენს, რაც მოტივთა სტრუქტურული ამბივალენტურობითა და გროტესკული მატერიალიზაციითაა აღნიშნული. ამ კონცეფციას ცენტრალური ადგილი უჭირავს მიხაილ ბახტინის თეორიაში კარნავალური ლიტერატურის შესახებ. ბახტინის აზრით, დეგრადაცია, ანუ დამდაბლება გროტესკისათვის ტიპური და მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ამბივალენტურ ხასიათს ატარებს და „აბსოლუტურ და მკაცრ ტოპოგრაფიულ მნიშვნელობას იძენს“ (ბახტინი 1986: 313): დამდაბლება, ერთი მხრივ, გულისხმობს რადიკალურ „დაღმასვლას“, დაშვებას ციდან მიწაზე, მეორე მხრივ კი - აღმასვლასა და თავიდან დაბადებას. „დაღმასვლა“ და „აღმასვლა“, ბახტინის აზრით, ერთმანეთთან გენეტიკურად დაკავშირებული ცნებებია. „დაღმასვლა“ და „აღმასვლა“ მიწის რელევანტურ კატეგორიებს წარმოადგენს. მხოლოდ, პირველი მოიცავს მიწას როგორც შთანმთქმელს (სამარე ან საშო), მეორე როგორც მშობელს (საშო). მაგრამ რამდენად არის შენარჩუნებული პაროდიის ეს სიღრმისეული დატვირთვა კლასიკური რეალიზმის ჩვენთვის საინტერესო ტექსტებში? „შუა საუკუნეების პაროდია, - წერს ბახტინი, - სრულიადაც არ ჰგავს ახალი დროის ფორმალურ ლიტერატურულ პაროდიას. ლიტერატურული პაროდია, მსგავსად ნებისმიერი სხვა პაროდიისა, ამდაბლებს, მაგრამ ეს დამდაბლება წმინდად უარყოფით ხასიათს ატარებს და მოკლებულია ამაღორძინებელ ამბივალენტურობას. ამიტომაც, პაროდიას, ისევე როგორც დამდაბლების თვისების მქონე სხვა ჟანრებს, ახალი დროის პირობებში, არ ძალუძს თავისი წინანდელი უდიდესი მნიშვნელობის შენარჩუნება“ (ბახტინი 1986: 314). ვფიქრობთ, ბახტინის ეს მოსაზრება იმდენადვე სამართლიანია კლასიკური რეალიზმის ტექსტების - „კაცია-ადამიანი?!“ და „ობლომოვი“ - მიმართ, რამდენადაც უსამართლოა მაღალი მოდერნიზმის ეპოქის ტექსტების მიმართ.

თუ ლუარსაბისა და ილიუშა ობლომოვის სულიერი (ფსევდორწმენა), ოჯახური (ფსევდოოჯახი, ფსევდოქორწინება, ფსევდოშვილი), საზოგადოებრივი (ფსევდომემამულეობა, ფსევდოთავადობა) და ა.შ. ურთიერთობების პაროდირება პერსონაჟთა, და შესაბამისად საზოგადოებრივი, მანკიერების გამოვლენისა და გამათრახების საუკეთესო საშუალებაა, თეიმურაზ ხევისთავისა და ცინცინცატ ც.-ს პერსონალური მოდელების პაროდირებას გაცილებით ღრმადა აქვს ფესვები გადგმული.

მაღალი მოდერნიზმის კონტექსტში ფორმირებულ ესქატოლოგიურ ანტიუტოპიაში პაროდიის სტილისტური ხერხის დამკვიდრება მჭიდროდ დაუკავშირდა პაროდიის ჟანრისათვის ნიშანდობლივ მოტივთა დამდაბლებას. ანტიუტოპიური დამდაბლების ძირითად სამიზნედ საკრალურის პაროდირება იქცა, რამაც შესაძლებელი გახადა ძირითადი ანტიუტოპიური ოპოზიციის - მოწესრიგებული საზოგადოება/ინდივიდუალური ადამიანი - შემდგომი ტრანსფორმირება თვისებრივად ახალ ოპოზიციაში - საკრალური/დესაკრალური. დესაკრალიზაციის მოტივი, ცხადია, უცხო არ იყო მხატვრული ლიტერატურისათვის (ამას ჯერ კიდევ ბაბილონის გოდოლის ბიბლიური სიუჟეტი ადასტურებს), მაგრამ ანტიუტოპიურმა ჟანრმა, ჩვენი აზრით, აღადგინა და განავითარა შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის ლიტერატურაში გამოვლენილი მისი არაერთგვაროვანი, ამბივალენტური გააზრება. იძულებულნი ვართ, გავემიჯნოთ მიხაილ ბახტინის ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებას და მივიჩნიოთ, რომ ანტიუტოპიურ თხზულებებში აქტიურად დანერგილმა პარადორების სტილისტურმა ხერხმა შეინარჩუნა თავისი „ამაღორძინებელი ამბივალენტურობა“ და „ახალი დროის პირობებში“ მოახდინა არა მხოლოდ ძირითადი სულიერი ფასეულობების დაკარგვის ტენდენციის აქცენტირება, არამედ მათი რეინკარნაციისათვის საჭირო ნიადაგის მოსინჯვა და მომზადება. მე-20 საუკუნის დასაწყისში, ანუ რელიგიური ცნობიერების სრული რეგენერაციის ეპოქაში, ოპოზიციამ საკრალური/დესაკრალური უკიდურესი სიმწვავე შეიძინა და თავი იჩინა ისეთ დამდაბლებულ მოტივებში, როგორიცაა: რელიგიის პროფანაცია, საეკლესიო თემატიკის პაროდირება და დემიურგული ფუნქციის ირონიზირება. პაროდიული სიცილი, ამ შემთხვევაში, გვევლინება იმ უმნიშვნელოვანეს საფეხურად, ფასეულ კარიბჭედ, რომელიც გულისხმობს „იმანენტურ გადასვლას, პერტურბაციას გარკვეული მონობის მდგომარეობიდან გარკვეული თავისუფლების მდგომარეობაში“ (ავერინცევი 2001: 470). თავისუფლებაში გადასვლა აღნიშნავს არა ყოფნას თავისუფლებაში, არამედ გათავისუფლების პროცესს, რომლის დადებითი თუ უარყოფითი ღირებულება დამოკიდებულია იმ მოვლენის დადებით თუ უარყოფით ღირებულებაზე, რომლისგანაც თავისუფლდება ადამიანი. „თავისუფლება“ ანტიუტოპიის გმირისათვის გულისხმობს გათავისუფლებას, ერთი მხრივ, ოფიციოზის, ოფიციალური რეჟიმისა და კულტურის თავსმოხვეული ნიღბისგან, მეორე მხრივ კი - საკუთარი ადამიანური სისუსტეების ანუ „მე“-ს ჩრდილოვანი მხარეებისგან.

ჩვენთვის საინტერესო ტექსტებში - „ჯაყოს ხიზნები“ და „მოპატიჟება სიკვდილზე“ - ნარატივის სიმძიმის ცენტრი არის მთავარი პერსონაჟების ლტოლვა ფსევდოკარნავალური ტექსტიდან გარეთ, ფასეული ალტერნატივის, ახალი რეალობის, ახალი კოსმოსისაკენ. ეს პროცესი გულისხმობს არა ოდენ თვალსაჩინო განსხვავების აქცენტირებას რეალურ და წარმოსახულ სამყაროებს შორის, არამედ იმ ლოგიკური და ონტოლოგიური წინააღმდეგობების წარმოჩენას, რომელიც აუცილებლობასა და შესაძლებლობას შორის არსებობს. ალტერნატიული სამყარო მხოლოდ მაშინ იქცევა შესაძლებლობად, როდესაც იგი ავტორის წარმოსახვაში ყალიბდება და თანამიმდევრულად ხორციელდება რჩეული პროტაგონისტის ტრანსფორმაციული სულისკვეთების მეშვეობით. ტრანსფორმაციის პროცესის არსებით მხარეს წარმოადგენს შუალედური, გარდამავალი, ლიმინალური ფაზა, როგორც ალტერნატიულ სამყაროებს შორის განფენილი ტრანზიტული სივრცე, არსებული და წარმოსახული სისტემების წყალგამყოფი, ამბივალენტური ონტოლოგიური ლანდშაფტი, რომელიც უნდა დაძლიოს პერსონაჟმა. ამ თვალსაზრისით, წარმოსახული, ანუ გამონაგონი სამყარო აღიქმება არა როგორც „არარსებული ობიექტი“, არამედ როგორც ალტერნატიულ ონტოლოგიურ პრინციპებზე დაფუძნებული „არსებითობა“, რომელიც ტრანზიტული ფაზის მიღმა ყალიბდება პერსონაჟის თავისუფალ გონში. ტრანზიტულობის უმთავრეს და განმსაზღვრელ კატეგორიებს, ცხადია, დროისა და სივრცის სპეციფიკური, საკრალური კატეგორიები წარმოადგენს (დაწვრილებით იხ. რატიანი 2005).

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ორი განსხვავებული ლიტერატურულ-ესთეტიკური ეპოქის ტექსტების ანალიზი ფსევდოკარნავალურ ნარატივთან მათი მიმართების ჭრილში ადასტურებს შემდეგს:

1. ფსევდოკარნავალური ნარატივი, როგორც „განუწყვეტელი მუდმივობა“ ყალიბდება კარნავალურ „დროებითობასთან“ წინააღმდეგობაში;

2. კარნავალური ნარატივის ჩანაცვლება ფსევდოკარნავალური ნარატივით ტექსტში მოტივირებულია ბრუტალური რეალობის აქცენტირებითა და მასთან პერსონაჟის მიმართების მკვეთრი ფიქსირებით;

3. რეალიზმის მეთოდოლოგიური მოდელის ფარგლებში ფორმირებული ნებისმიერი ლიტერატურული ტექსტი, მიუხედავად მისი ლიტერატურულ-ესთეტიკური თუ კულტურული კუთვნილებისა, გახსნილია ფსევდოკარნავალური ნარატივის მიმართ, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ფსევდოკარნავალური ტექსტი გვევლინება ლიტერატურათაშორისი და კულტურათაშორისი დიალოგის ფორმად;

4. იდენტური ლიტერატურულ-ესთეტიკური კონტექსტის დონეზე დიალოგი ჰარმონიულია, განსხვავებული ლიტერატურულ-ესთეტიკური კონტექსტის დონეზე - წინააღმდეგობრივი, ვინაიდან განსხვავებულია სტრუქტურულ-კომპოზიციური მიმართება ფსევდოკარნავალურ ტექსტთან;

5. თუ კლასიკური რეალიზმის ეპოქის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ფსევდოკანავალური აბსურდის, როგორც არაჯანსაღი საზოგადოებრივი ცნობიერების ზეობის გამოაშკარავება, პაროდირება და გამათრახება, მაღალი მოდერნიზმის ეპოქაში ფორმირებული ესქატოლოგიური ანტიუტოპია არ კმაყოფილდება პრობლემის მხოლოდ ეგზიბიცირებით, არამედ ააქტიურებს პაროდირების „ამაღორძინებელ ამბივალენტურობას“ და „ახალი დროის პირობებში“ ახდენს არა მხოლოდ ძირითადი სულიერი ფასეულობების დაკარგვის ტენდენციის აქცენტირებას, არამედ მათი რეინკარნაციისათვის საჭირო ნიადაგის მომზადებასა და რეალიზებას.

განსხვავებული სტრუქტურულ-კომპოზიციური პოზიციის არსებობა ფსევდოკარნავალური ნარატივის მიმართ მიუთითებს კულტურული კონტექსტების არა კონცეპტუალურ დისჰარმონიაზე, არამედ - მეთოდოლოგიურ განსხვავებებზე. მეტიც, იქნებ გამომდინარეობაზეც კი ვისაუბროთ? იქნებ იმოტომ კვდება ლუარსაბი, რომ მოხდეს კულტურული განახლება და იშვას თეიმურაზი? იქნებ ეს კულტურული მემკვიდრეობითობაა?

ვფიქრობთ, კლასიკური ეპოქის რეალიზმისა და მაღალი მოდერნიზმის ეპოქის ტექსტების კომპარატივისტული ანალიზის ესთეტიკური პერსპექტივა შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთმანეთთან დაახლოება. ანალოგიები კონტაქტის გარეშე უზრუნველყოფენ კონკრეტული ლიტერატურული ტექსტების სინთეზირებას სპეციალურ კულტურულ-შემოქმედებით მოდელში. შესაბამისად, კომპარატივისტიკის მეთოდი წარმოადგენს ლიტერატურატურულ-ანალიტიკური აზრის გლობალურ მიმართულებას, რომლის საბოლოო მიზანი შემოქმედების ლიტერატურული საფუძვლების გამოვლენა და ნაციონალური ლიტერატურების მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებში ინტენსიური ინტეგრაციის დადასტურებაა.

დამოწმებული ლიტერატურა:

ავერინცევი 2001: Аверинцев С. С. Бахтин, смех, христианская культура, М. М. Бахтин: Pro et contra: Антология, т. 1, СПб., 2001.

ბახტინი 1986: Бахтин М. М. Литературно-критические статьи. М.: 1986.

ლანინი 1993: Ланин Б. Русская литературная антиутопия, М. :1993.

რატიანი 2005: რატიანი ი. ქრონოტოპი ანტიუტოპიურ რომანში, თბ.: 2005.

Irma Ratiani

Pseudo-Carnival Narrative in a Novel - Form of an Intercultural Dialogue


In 20th century, M. Bakhtin was the first scholar to raise the question of the coordinating function of carnival culture in a literary text. The aim of our research is to display that Bakhtin's theory turned out to be a success not only on the level of medieval and Renaissance novel, but of novel in general, though it went through a number of structural and stylistic modifications. The characteristic traits of textual model of carnival were revealed with various conceptual and compositional functions in different aesthetic and literary epochs. From this viewpoint, it is worth to notice the 19th century realistic novel, filled with social pathos and the 20th century modernistic novel, entailing subjective visions. The conceptual and structural models of the above mentioned types of novel serve as a proof to their openness towards the carnival narrative, although in neither cases is carnival revealed in its classic sense, but is modified and is mostly overlapped by the pseudo-carnival narrative, textual forms of which are peculiar for it.

The replacement of the carnival narrative with the pseudo-carnival one is motivated by the fixation of personage's relationship towards it. This process, from the stylistic viewpoint, causes the formation of different models of social stereotypes for one particular context.The usage of comparative analysis, which is the research method of our paper, enables us the search for analogies and oppositions.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა რატიანი   Wed Mar 07, 2012 2:24 pm

ირმა რატიანი

თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესი
(მოხსენების სახით წაკითხულ იქნა 2011 წლის 24 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის გახსნაზე)


წერილი, რომელსაც მკითხველის ყურადღებას მივაქცევთ, შეეხება თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს და მის ადგილსა და მნიშვნელობას ზოგადლიტერატურულ სივრცეში. თავად საკითხის სირთულისა და მასალის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ნარკვევი უფრო მიმოხილვით ხასიათს ატარებს, ვიდრე _ ფუნდამენტურს, თუმცა, მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესის, უპირატესად პროზის, თეორიულ-მეთოდოლოგიურ შეფასებასა და კლასიფიცირებასაც კი. წერილი დამყარებულია არა ავტორის პირად სიმპათიებსა თუ ანტიპატიებზე, არამედ _ პროცესის ზოგადი პარადიგმის გამოკვეთის პროფესიულ სურვილზე. მით უფრო, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა საერთაშორისო კულტურული პროცესის ნაწილს წარმოადგენს და მისი დისკურსული სტრუქტურის განსაზღვრა ძალზე საშურ საქმედ გვესახება. 

დღეს, ინტერკულტურული კომუნიკაციების მზარდი განვითარებისა და გაღრმავების ეპოქაში, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ნაციონალური ლიტერატურების, როგორც აზროვნების ორიგინალური მოდელების რეცეფცია, მათი გამოყვანა კულტურული იზოლაციის მდგომარეობიდან და ფასეული ჩართვა ფართომასშტაბიან კულტურათაშორის დიალოგში. გამონაკლისი, ცხადია, არც ქართული ლიტერატურაა. ამ თვალსაზრისით, უპირველეს საჭიროებას წარმოადგენს თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესის სწორი ინტერპრეტაცია და მისი ადგილის განსაზღვრა საერთო-ლიტერატურულ პროცესში, რაც, თავის მხრივ, დაასაბუთებს (თუ გაამართლებს) ისეთი აქტივობების აქცენტირებას, როგორიცაა საქართველოში ლიტერატურული საქმიანობის (როგორც შემოქმედებითის, ისე _ კვლევების) ფინანსური ხელშეწყობა, მთარგმნელობითი მუშაობის გაძლიერება და ქართული მხატვრული ლიტერატურის ნიმუშების გამოცემათა განხორციელება სხვადასხვა ენებზე.
შეკითხვა, `რატომ?~ აქ ნამდვილად უადგილოა, ვინაიდან ლიტერატურა საქართველოში ყოველთვის ასრულებდა და დღესაც ასრულებს ინტელექტუალური ლიდერის ფუნქციას. სწორედ ლიტერატურაა ის მყარი ბერკეტი თუ დასაყრდენი, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა ოდითგანვე საიმედოდ იყო ჩართული საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობებში და მსოფლიო ლიტერატურულ-კულტურული პროცესის ძალზე მნიშვნელოვან ლანდშაფტს წარმოადგენდა. ვფიქრობთ, არც ჩვენი ეპოქაა გამონაკლისი და თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესი მსოფლიო ლიტერატურული პროცესის ისეთივე არსებითი რგოლია, როგორიც წარსულ ეპოქებში იყო.
თანამედროვე მსოფლიო მკითხველი საზოგადოებისათვის ქართული მწერლობა მრავალი კუთხით უნდა იყოს საინტერესო. მათ შორის: 1. უახლესი ქართული ლიტერატურა თხუთმეტსაუკუნოვანი ტრადიციის ნაწილია და განეკუთვნება იმ ერთეულ ლიტერატურულ მოდელთა რიგს, რომელშიც მოდერნისტული ტენდენციები მუდმივად იკვეთება ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ცნობიერებასთან; 2. ქართული მწერლობა, როგორც უძველესი, ისე _ თანამედროვე, გახსნილ კულტურულ კონსტრუქციას წარმოადგენს, რომელიც ღია იყო და არის მსოფლიო თუU ევროპულ ლიტერატურულ სივრცეში მიმდინარე პროცესებისათვის; 3. უახლესი ქართული ლიტერატურა თავსდება რა საერთოლიტერატურულ კონტექსტში, ამავე დროს, ინარჩუნებს ორიგინალური სააზროვნო არეალის სტატუსს, რომელიც, თავის მხრივ, აფართოებს საერთაშორისო ლიტერატურული პროცესის ჰორიზონტებსა და მასშტაბებს.
მიგვაჩნია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღირსება ქართული ლიტერატურისა ცხადყოფს მის უნიკალობას და სრულიად ამართლებს იმ ინტერესს, რომელიც დღეს არსებობს მისდამი საერთაშორისო ლიტერატურული თუ საგამომცემლო წრეების მხრიდან. თანამედროვე ქართული ლიტერატურა იმსახურებს, იყოს თარგმნილი, პოპულარიზებული და სრულფასოვნად ჩართული მსოფლიო ლიტერატურის თანამედროვე ისტორიაში.
მთავარი კითხვა, რომელსაც, ალბათ, ამთავითვე უნდა გაეცეს პასუხი, ასეთია: საიდან იწყება `თანამედროვე” ან, გნებავთ, `უახლესი” ქართული ლიტერატურის ისტორიის ათვლა? ქრონოლოგიური ჩარჩოების მონიშვნა, ვფიქრობთ, მეთოდოლოგიურ აუცილებელობას წარმოადგენს.
ჩვენი ვარაუდით, რომელიც გამყარებულია იმ აზრით, რომ ყოველი ლიტერატურული ეპოქა წინასწარი, ხშირად ხანგრძლივი კულტურული მომზადების, ერთგვარი პრეპარაციის, შედეგია, თანამედროვე ქართული მწერლობის ისტორიის ათვლა გასული საუკუნის 50-იანი წლების მიწურულიდან და 60-იანი წლებიდან უნდა დავიწყოთ, იმ ეპოქიდან, როდესაც ქართული ლიტერატურა მასშტაბურად მოიცვა საეტაპო მნიშვნელობის თემატურმა და სტილისტურმა ინოვაციებმა. მიმდინარე ქართული მწერლობა, პროზა, პოეზია თუ დრამატურგია, საკმაოდ მჭიდრო კონტაქტშია მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურულ პარადიგმასთან, თუნდაც იმ უტყუარი მიზეზის გამო, რომ თანამედროვე ქართული მწერლობა, მისი განვითარების არც ერთ ეტაპზე, არ წარმოადგენს სტატიკურ, გამყარებულ ან დამთავრებულ მოცემულობას, არამედ მუდმივად განახლებადი პროცესია, გამჭვირვალე როგორც ტრადიციული, ისე _ ახალ-ახალი მგრძნობელობებისათვის: 60-იან წლებში ჩამოყალიბებულმა შემოქმედებითმა გემოვნებამ მწერლისა შეიძლება 90-იან წლებში, სწორედ ახალი ხედვების ზეგავლენით, განიცადოს ტრანსფორმაცია, 21-ე საუკუნის მწერალმა კი თავისუფლად მიმართოს გამოსახვის უკვე დაძლეულ მეთოდებსა და ხერხებს. ეს უნიკალური კოჰერენტულობა თანამედროვე ქართული მწერლობისა საშულებას გვაძლევს, ვისაუბროთ მასზე როგორც ერთიან, მთლიან, ურთიერთგამჭოლ თუUურთიერთგავლენად სისტემაზე.
50-იანი-60-იანი წლების მიჯნაზე, ე.წ. `დათბობის” (`ოტტეპელის~) ხანაში საბჭოთა ქვეყნების და, მათ შორის, საქართველოს ლიტერატურულმა ცხოვრებამ თვისებრივად განსხვავებულ საფეხურზე გადაინაცვლა. კომუნისტური რეჟიმის პირობებში, ინტელექტუალური ტერორით, რეპრესიებით, ბრძოლით, წინააღმდეგობებითა და შიშით აღსავსე მტკვინეული გამოცდილების ფონზე, საბჭოეთის `რკინის ფარდის~ ოდნავმა აწევამაც კი მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ხელოვნურად კონსტრუირებული ქვეყნის კულტურულ და ლიტერატურულ ცხოვრებაზე. მონიშნულ პერიოდში დაუფარავად იზრდება ზეგავლენა დასავლური ლიტერატურული ტენდენციებისა, რომლებიც ჰემინგუეისეული თემებითა და თამამი ნეორეალისტური ექსპერიმენტებით იჭრება საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიებზე და თან მოიყოლებს რომანტიკულ ოცნებებს მეგობრობაზე, გულახდილობაზე, ურთიერთობების სიფაქიზეზე, და ესოდენ ნანატრ თავისუფლებაზეც კი! ამ ახალი ლიტერატურული ტალღის ღირსეულ წარმომადგენლებად 50-იანი წლების მიწურულის ქართულ პროზაში დავასახელებთ გურამ რჩეულიშვილსა და ერლომ ახვლედიანს. მათი შემოქმედება შეიძლება განვიხილოთ, როგორც იზოლირებული ქართული საბჭოთა ლიტერატურის საერთაშორისო ლიტერატურულ ორბიტაზე დაბრუნების წარმატებული მცდელობა, განხორციელებული ქართული მოდერნიზმის მეთოდური განადგურებიდან თითქმის ოცდაათწლიანი ინტერვალის შემდეგ. გურამ რჩეულიშვილის პროზა არის დასტური ლიტერატურული თემატიკისა და სტილის ძირეული და პრინციპული ცვლილებებისა, რითაც მწერალი სრულად ემიჯნება “Hომო შოვიეტიცუს”-ის კულტურულ-სტილისტურ მოდელს და მიმართულია კონცეპტუალური, ემოციური და რეპრეზენტაციული თავისუფლებისაკენ. Mმისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა არაერთ შესანიშნავ მოთხრობასა თუ ნოველას ითვლის, გამორჩეულს ინდივიდუალური რეალისტური მანერითა და თხრობის ლაკონური სტილით. რჩეულიშვილი დამსახურებულად იქცევა ახალი თაობის ქართველ მწერალთა ლიდერად, რომლის გავლენაც დღემდე არის შენარჩუნებული ქართულ ლიტერატურულ სივრცეში. დასავლურ ლიტერატურულ სტანდარტზეა ორიენტირებული მისივე თანამედროვე, ერლომ ახვლედიანი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა მენტალობის მატარებელ ქართველ მკითხველს თამამად შეუძღვა წარმოსახვის უჩვეულო და სიღრმისეული შრეებისაკენ. მოგვიანებით, ერლომ ახვლედიანის წიგნმა `ვანო და ნიკო” საეტაპო მნიშვნელობა შეიძინა ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის.
ამავე ათწლეულთა გზაგასაყარზე, ტრაგიკულად დასრულდება მე-20 საუკუნის ქართული პოეზიის ისტორიის ერთი ეტაპი, აღნიშნული დიქტატურისა და ჭეშმარიტი პოეზიის საბედისწერო შეჯახებით, _ თავს მოიკლავს მე-20 საუკუნის გენიალური ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე, რომლის შემოქმედებასთან მიმართებაში, თანხმობასა თუU წინააღმდეგობაში ჩამოყალიბებას იწყებს უახლესი ქართული პოეზია, აღნიშნული მასშტაბური თემატური და სტილისტური ტრანსფორმაციებით.
განსაკუთრებული ინოვაციურობით გამოირჩევა ანა კალანდაძის პოეტური ხმა. მიუხედავად ქალთა პოეზიის მარგინალური პოზიციისა იმ ეპოქის ქართულ პოეტურ სივრცეში, სწორედ ანა კალანდაძის პოეზია არის ერთ-ერთი უადრესი გამოვლინება პოეტური დისკურსის ლიბერალიზაციისა საბჭოთა პოლიტიკური ზეგავლენისაგან; ღრმა, ემოციური, ფიქრიანი ლექსი, დაფუძნებული გამოხატვის მინიმალისტურ მანერაზე, რითაც კალანდაძის შემოქმედება ორგანულ თავსებადობას ამჟღავნებს მისი თანამედროვე დასავლელი ქალი პოეტების შემოქმედებით ხედვებთან. თუმცა, ანა კალანდაძის პოეზიაში ქალური ხედვა ელეგანტურად იკვეთება ნაციონალური ცნობიერების ტრადიციულ ქართულ მოდელთან, ისტორიული, მითოლოგიური და კულტურული არქეტიპების სისტემასთან. 50-60-იანი წლებიდან ახალი ქართული პოეზიის ისტორიას, _ ლიბერალიზებული პოეტური დისკურსის სახით, _ მასთან ერთად ქმნიან: შოთა ჩანტლაძე, ოთარ ჭილაძე, თამაზ ჭილაძე, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, გივი გეგეჭკორი, შოთა ნიშნიანიძე, არჩილ სულაკაური, ტარიელ ჭანტურია, ვახტანგ ჯავახაძე, მიხეილ ქვლივიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ემზარ კვიტაიშვილი, რეზო ამაშუკელი, მორის ფოცხიშვილი _ აი, არასრული ნუსხა ქართველი სამოციანელებისა, რომელთა პოეტურ ტექსტებში ცხადად შეიგრძნობა ზეგავლენა დასავლური ლიტერატურული მოდისა, მოჭარბება თავისუფალი პოეტური სტილისა, რომელიც ორგანულად ერწყმის ქართულ ტრადიციულ პოეტურ სულისკვეთებას. Aუნდა აღინიშნოს, რომ პოეტთა ახალგაზრდა თაობის გვერდით მუშაობას აგრძელებენ არასამოციანელებიც _ ირაკლი აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, იოსებ ნონეშვილი, რომელთა პოეტური გემოვნების ფორმირება საბჭოეთის პოლიტიკური და კულტურული აღმავლობის პერიოდს დაემთხვა, მაგრამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა `ახალი დროების~ პირობებში. სამოციანელები კი თანდათანობით იპყრობენ ლიტერატურულ სივრცეს: იბეჭდებიან წამყვან ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში, გამოსცემენ პოეტურ კრებულებს და ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებულ პოეტურ ხედვებს სთავაზობენ ქართველ მკითხველს, თუმცა, დისკურსის ეს პროდასავლური მოდელი, ერთნაირად დამკვიდრებული ქართულ პოეზიასა და პროზაში, არცთუ ხანგრძლივი პოლიტიკური `დათბობის~ შედეგი აღმოჩნდება. 70-იანი წლებიდან, როგორც კი ყინულის დნობამ საშიში სახე მიიღო, საბჭოთა ლიდერებს კვლავ გაუაქტიურდათ უცხო ხილის აკრძალვის ინსტიქტი: მძაფრდება საბჭოთა ხელისუფლების აგრესია ყოველგვარი სიახლისადმი, რაც, ერთი მხრივ, იძენს უკიდურესად ხელოვნურ ხასიათს, ხოლო, მეორე მხრივ, არღვევს კომუნიკაციის ელემენტარულ ნორმებს; შედეგად, მწერალი, როგორც ინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიცირებული მომხმარებელი განიცდის ინფორმაციულ დეფიციტს. პოლიტიკური მარწუხებით შებოჭილმა ამ ეპოქამ სამართლიანად შეიძინა `უძრაობის~ ხანის სტატუსი, ხოლო მწერლობა მოთმინებით შეუდგა რეპრეზენტაციის ალტერნატიული გზების ძიებას.

(გაგრძელება ქვემოთ)



Last edited by Admin on Wed Mar 07, 2012 2:51 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა რატიანი   Wed Mar 07, 2012 2:29 pm

ირმა რატიანი

თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესი
(მოხსენების სახით წაკითხულ იქნა 2011 წლის 24 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის გახსნაზე)

(გაგრძელება)

შექმნილ ვითარებაში ქართული ლიტერატურული სივრცეში იკვეთება დისკურსის სხვადასხვა მოდელები, რომელთა შორისაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს სუბიექტივისტური დისკურსი, როგორც ანტისაბჭოთა ნარატივის სიღრმისეული მოდელი, წარმოდგენილი `სხვაგვარად~ მოაზროვნე მწერალთა შთამბეჭდავი ჯგუფით _ ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ ჩხეიძე, გურამ დოჩანაშვილი, გურამ გეგეშიძე, ჯემალ ქარჩხაძე. მათ შემოქმედებაში დასუსტებასა და გაუჩინარებას იწყებს საბჭოთა სოციალისტური რეალიზმისათვის ნიშანდობლივი კონცეპტუალური და სტილისტური მახასიათებლები. სუბიექტივისტთა ტექსტებში წამოწეულია მათივე თანამედროვე მსოფლიო და ევროპული მწერლობისათვის აქტუალური თემები: სულიერი ღირებულებების დევალვაცია; ფუჭი მიზნებითა და იდეებით ნაკვები საზოგადოების ზნეობრივი კრიზისი; ინტელექტის მწვავე დეფიციტი; მარტოობა, გაუცხოება და საკუთარი თავის ძიება. ეს მსოფლიო თემები სიღრმისეულად იკვეთება, ერთი მხრივ, აზროვნების ანტი-საბჭოთა მოდელთან, ხოლო მეორე მხრივ, ლოკალურ პრობლემებთან და თემებთან, როგორიცაა: სწრაფვა თვითრეპრეზენტაციული თავისუფლებისაკენ, იდეოლოგიური კლიშეებისაგან თავდაცვის ინტელექტუალური მექანიზმების ძიება, ბრძოლა ნაციონალური იდენტობისათვის. საგულისხმოა, რომ მწერლები სრულიად განსხვავებულ ჟანრებს, მეთოდებსა და სტილისტურ მოდიფიკაციებს მიმართავენ. თუ ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი და ოთარ ჩხეიძე უპირატესობას ანიჭებენ რომანის ჟანრს _ `გზაზე ერთი კაცი მიდიოდა~ (ო.ჭ.), `ყოველმან ჩემმან მპოვნელმან~ (ო.ჭ.),, `დათა თუთაშხია~ (ჭ.ა.), `კვერნაქი” (ო.ჩ.), `ბორიაყი~ (ო.ჩ.), და სხვ., გურამ დოჩანაშვილი, გურამ გეგეშიძე, ჯემალ ქარჩხაძე არცთუ იშვიათად ირჩევენ მოთხრობის ჟანრს _ `კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა~ (გ.დ.), `ვატერპოლოო~ (გ.დ.), `ჟამი~ (გ.გ.), `იგი~ (ჯ.ქ.) და სხვ. სახეზეა არამარტო ჟანრების, არამედ მხატვრული მეთოდების დიდი მრავალფეროვნება. ერთმანეთს ენაცვლება ნეორეალიზმის, მითოლოგიზმის, მაგიური რეალიზმის, ფანტასტიკური იმაგოლოგიის ელემენტები. თხრობის ამპლიტუდა მერყეობს რეალისტურ დისკურსს, დრამატულ ნარატივს, გროტესკსა და, ხშირად, აბსურდს შორის. ყველა დასახელებული მწერალი დღეს უკვე სამართლიანად არის მიჩნეული ქართული ლიტერატურის კლასიკოსად, მიუხედავად იმისა, განაგრძობენ თუ არა ამჟამად თავიანთ მოღვაწეობას. აწ გარდაცვლილი ოთარ ჭილაძე მრავალგზის იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე, 2009 წელს კი მისი სახელი ნომინანტთა საბოლოო ნუსხაში იქნა შეტანილი.
განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევდი ქართველ მწერალთა კიდევ ერთ ჯგუფს, რომელიც, ასევე 60-70-იანი წლებიდან, დიდი წარმატებითაა ჩართული ლიტერატურულ პროცესში და ორიენტირებულია საზოგადოების არა მარტო სულიერ-ინტელექტუალურ თუ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ, არამედ ყოფით-სოციალურ პრობლემებსა და ცვლილებებზე. მათი მოღვაწეობა ათწლეულებზეა განვრცობილი: რეზო ინანიშვილი, ნოდარ დუმბაძე, რეზო ჭეიშვილი, არჩილ სულაკაური, ვაჟა გიგაშვილი, ნოდარ წულეისკირი, თამაზ ბიბილური, ნუგზარ შატაიძე. ორდინარული, თუმცა, ხშირად არაორდინარული სიტუაციებიც, სხვადასხვა ცხოვრებისეული პრობლემები, ადამიანური დილემები, ღირსეული გამოსავლის მუდმივი ძიება _ ამ თემების რეალიზაციისათვის დასახელებული მწერლები წარმატებით იყენებენ როგორც რომანის, მოთხრობისა და ნოველის, ისე _ ზღაპრისა და იგავის ჟანრს. წერის მანერა ძალზე დინამიურია, ხშირად _ აღსავსე იუმორით, სატირითა და პაროდიით. ინანიშვილი ვირტუოზულად ფლობს მოთხრობისა და ნოველის ჟანრებს და ქმნის შეუდარებელი მწერლური ალღოთი და გემოვნებით გამორჩეულ ქართულ შედევრებს _ `დავითის ხმალი~, `კაცი და ქალი~, `ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი~, `უკუღმა დაჭედილი~, და სხვ., რომელთა ენა, მართალია, ქართულია, მაგრამ სათქმელი _ საყოველთაო.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველ 60-იანელთა და 70-იანელთა ტექსტები სხვადასხვა ენებზეა თარგმნილი, თარგმანის სტრატეგია მაინც საბჭოური სტანდარტით იყო განსაზღვრული და, ვფიქრობთ, საფუძვლიან გადახედვას საჭიროებს. ამ მწერალთა შემოქმედების ამეტყველება საერთაშორისო ენებზე თანამედროვე ქართული მთარგმნელობითი სკოლის პრიორიტეტადაც შეიძლება განისაზღვროს: ქართველი მარკესების, კორტასარების, სოლჟენიცინების თარგმანის გააქტიურება, ენობრივი არეალის გაფართოება და გამოცემა მნიშვნელოვნად აამაღლებს თანამედროვე ქართული კულტურის ავტორიტეტს საერთაშორისო კულტურულ სივრცეში. მკითხველის (არაქართულენოვანის) ინტერესი დისკურსის ამ მოდელისადმი რომ მაღალია, ამაზე არაერთი ბოლოდროინდელი ფაქტი მეტყველებს: ნიდერლანდურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ერლომ ახვლედიანის `ვანო და ნიკო~ (მთრგმნელი _ ინგრიდ დეხრავე) და წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი ბაზარზე, დასრულებულია წიგნის ინგლისურენოვანი თარგმანიც (მთარგმნელი _ მერი ჩილდსი) და, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უკვე ელის თავის გამომცემელს; სლოვენიურ ენაზე 2012 წელს გამოიცემა `მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობა”, სადაც დაიბეჭდება გურამ დოჩანაშვილის, რევაზ ჭეიშვილის, რეზო ინანიშვილის, ნუგზარ შატაიძის მოთხრობები (რასაკვირველია, კრებული მოიცავს უფრო ადრეული პერიოდის ქართულ მწერლობასაც); ინგლისურ ენაზე დასრულდა ოთარ ჭილაძის რომანის `გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” თარგმანი (მთარგმნელი _ მერი ჩილდსი), რომელიც უხლოეს ხანებში დაიბეჭდება აშშ-ში; რამდენიმე წლის წინათ, იაპონურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ნოდარ დუმბაძის რომანი `მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (მთარგმნელი _ იასუჰირო კოჯიმა), რომელიც დიდი ინტერესით მიიღოO მკითხველმა. ინგლისურ ენაზე ითარგმნება ჯემალ ქარჩხაძის რომანები. ეს დადასტურებაა იმისა, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროდუქცია საინტერესო და მიმზიდველია უცხოელი მკითხველისათვის, მით უფრო რომ მასალის არჩევანი საკმაოდ ფართო და არაერთგვაროვანია: 60-იანი-70-იანი წლების მიჯნაზევე და მოგვიანებით, ქართულ სალიტერატურო სივრცეში დისკურსებისა და ნარატივის ფორმების დიდი მრავალფეროვნებაა: ნეორომანტიკული დისკურსი, წარმომადგენლები _ გიორგი ბაქანიძე, ვლადიმერ (ვოვა) სიხარულიძე, მერაბ აბაშიძე, ჯემალ თოფურიძე, სოსო პაიჭაძე, რომელთა მწერლური ხმა განსაკუთრებული სიახლითა და სიხალასით ჟღერს `უძრაობის ხანის~ ლიტერატურულ სივრცეში და ინტელექტუალური ოპტიმიზმით აღავსებს ჩარჩოებში იძულებით ჩასმულ საბჭოთა ახალგაზრდობას; ამავე სიბრტყეზე მუშაობენ, თუმცა, უფრო მოზარდების ნარატივის მიმართულებით ¬_ ყარამან კიკვიძე, ედიშერ ყიფიანი, გურამ პეტრიაშვილი; კვლავაც რეკონსტრუირებულია ისტორიული დისკურსი, წარმომადგენლები _ ლევან გოთუა, გრიგოლ აბაშიძე; არსებობას განაგრძობს რეალისტური დისკურსიც, წარმომადგენელი _ გურამ ფანჯიკიძე.
ასევე მრავალფეროვანი და დისკურსული თვალსაზრისით დატვირთულია 70-იანი-80-იანი წლების ქართული პოეზია. ვლინდება პოეტური ნარატივის როგორც რადიკალურად ანტისაბჭოთა, ისე _ დასავლური ხედვებით გაჯერებული სიღრმისეული მოდელები; ნაციონალური პრობლემებისა თუ ფილოსოფიური ჭვრეტის ზღვარზე იქმნება შესანიშნავი პოეტური ტექსტები; მათი ავტორები სამოციანელებთან ერთად არიან ბესიკ ხარანაული და ლია სტურუა, რომელთაც დიდი წარმატებით შემოაქვთ დასავლეთში უკვე აპრობირებული თავისუფალი ლექსის ფორმა _ ვერლიბრი; ამავე პერიოდში იბეჭდება გივი ალხაზიშვილის, იზა ორჯონიკიძის, დავით მჭედლურის, თედო ბექიშვილის, ჯარჯი ფხოველის, მამუკა წიკლაურის, თამაზ ბაძაღუას, ბათუ დანელიას, ელა გოჩიაშვილის პირველი პოეტური კრებულები, აღსავსე თემატური და ჟანრული ძიებებით.
60-70-იანი წლებიდანვე ყურადღებას იმსახურებს მნიშვნელოვანი ძვრები ქართულ ორიგინალურ დრამატურგიაში, წარმოდგენილი შესანიშნავი ავტორებით _ თამაზ ჭილაძე, რეზო გაბრიაძე, რეზო ჭეიშვილი, ერლომ ახვლედიანი, ოტია იოსელიანი, მერაბ ელიოზიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, ზაირა არსენიშვილი. აქცენტირებულია ფსიქოლოგიური და სოციალური თემატიკა. ეს უკანასკნელი ხშირად არის განზავებული საბჭოთა რეჟიმის ირონიზებისა და პაროდირების ტენდენციასთან. ქართველი დრამატურგების სცენარების მიხედვით არამარტო საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლები იდგმება, არამედ _ იქმნება მსოფლიო დონის კინოფილმები: `არაჩვეულებრივი გამოფენა”, `შერეკილები”, `როცა აყვავდა ნუში~, `ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი~ და სხვა, რომლებიც არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო პრემიით არის აღნიშნული. 80-იანი წლებიდან დრამატურგთა ამ გუნდს შეემატებიან სრულიად ახალგაზრდა ავტორები _ ლაშა თაბუკაშვილი და ირაკლი სამსონაძე. მათი პიესები იმთავითვე მიიქცევს ყურადღებას გაბედული თემატური ექსპერიმენტებით. მაგალითისათვის: ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პიესა ლაშა თაბუკაშვილისა `მერე რა რომ სველია სველი იასამანი” ძალზე ფართო კონტექსტში გაიაზრებს თანამედროვე ქართული საზოგადოების პრობლემებს, არ ერიდება ტაბუდადებულ თემებს, ცდილობს მიაგნოს სიმართლეს; ირაკლი სამსონაძე კი თანდათან გადაიქცევა ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალად თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში, თავისი სიღრმისეული, მრავალფეროვანი პრობლემატიკით გამორჩეული პიესებით, რომელთაგანაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პიესა `ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი”. ახალგაზრდა დრამატურგები აღარ მიმართავენ ირონიზებისა და პაროდირების ნაცად ნიღბებს, არამედ `პირდაპირ ნასროლი ქვებით” ეწინააღმდეგებიან საბჭოურ სტანდარტს.
მიუხედავად რთული იდეოლოგიური ვითარებისა, ამ ეპოქის ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურული პროცესების ღირებულ იმპლიკაციას წარმოადგენს, რომელიც არა მარტო აირეკლავს ამ ინტერკულტურულ მოდელს, არამედ ამდიდრებს მას საკუთარი, ორიგინალური თემებითა და წარმოსახვებით: საბჭოთა ლიტერატურა, როგორც ცნება, ღიად განიცდის კონცეპტუალურ დევალვაციას.
80-იანი წლების მიწურულს საქართველო უმძიმეს პოლიტიკურ ფაზაში შეაბიჯებს: წინ არის რეჟიმის დასასრული, სამოქალაქო ომი, მსხვერპლი, ქაოსი. იცვლება რეალობა, დისკურსი, სტილი. 50-60-70--იან წლებში შემუშავებული ნარატიული მოდელები, როგორც ახალი ტრადიცია, თუმცაღა ინარჩუნებს პოზიციებს, ექვემდებარება კონტექსტით ნაკარნახევ ცვლილებებს. მწერლობა თითქოს ავისმომასწავებელ მოლოდინის რეჟიმში გადაინაცვლებს, ის უაღრესად გულახდილი ხდება, რადიკალიზმი ერწყმის თაობის ტრაგიზმს, სოციალური პლანი გაჯერებულია ბრაზით, პროტესტით, ტკივილით, ფსიქოლოგიური დილემის შეგრძნებით; სწორედ ეს ტენდენციები, მრავალფეროვან რეალიზებას პოულობს ნეორეალისტური დისკურსის სახით _ კოტე ჯანდიერის, ზაალ სამადაშვილის, ირაკლი ლომოურის, ირაკლი სამსონაძის, ზაზა თვარაძის, ლაშა იმედაშვილის, მიხო მოსულიშვილის, მამუკა ხერხეულიძის ტექსტებში. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ 80-იანელები ძალზე დინამიურად ერთვებიან 90-იანი და უფრო გვიანდელი პერიოდის მგრძნობელობაში და, მეტიც, განაგრძობენ ახალ შემოქმედებით ძიებებს. ამის დადასტურებაა კოტე ჯანდიერის ბოლოდროინდელი მოთხრობები, განსაკუთრებით კი კრებული `კონკიას ღამე~, გამორჩეული თემატიკური მომცველობით, რეალური კონტექსტიდან ვიდრე ფსიქოლოგიურ ასოციაციებამდე, სოციალური პრობლემებიდან ვიდრე გლობალიზაციამდე; ზაალ სამადაშვილის ხაზგასმულად ნარატიული პროზა, ორიენტირებული ავტორისა და მკითხველის კონტექსტთა ინტელექტუალურ თამაშზე _ `პლეხანოვური ამბები~, `მოთხრობები ბიჭებისათვის~; ლაშა იმედაშვილის პოსტმოდერნისტული ექსპერიმენტები, როდესაც პოსტმოდერნიზმის მხატვრულ მოდელში ორგანულად არის ჩართული ბიოგრაფიული თუ დეტექტიური ნარატივი; ირაკლი ლომოურის მისტიფიკაციური და დეტექტივის ჟანრის პროზა _ მოთხრობები, ნოველები, რომანები `მკვლელობა სექსოლოგიურ ცენტრში~, `ქალაქ ტფილისის მარკა, ანუ მკვლელობა ოჯახურ წრეში~, _ რაც სწორედ იმ მიზეზით, რომ დეტექტივი არ წარმოადგენს ქართულ ტრადიციულ ჟანრულ მოდელს, უზრუნველყოფს თანამედროვე ქართული პროზის საინტერესო მრავალფეროვნებას.
სტილის უაღრესი თავისთავადობით გამოირჩევა აწ უკვე გარდაცვლილი შესანიშნავი მწერლის, სცენარისტისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის შემოქმედება. მის წიგნებში _ `ბინდისფერი ხეობა~, `ადამიანთა სევდა~, `მგელი~ თუ სხვა _ რეალობა მუდმივად არსებობს ქართული მითოლოგიური არქეტიპებისა და სამყაროს ილუზორულობის განცდის საზღვარზე. გოდერძი ჩოხელის პროზაში, ისევე როგორც ამ ეპოქის მთელს ქართულ მწერლობაში უმწვავესად შეიგრძნობა რეალობის ტრაგიკული განცდა, ზნეობრივი ღირებულებებისა და საყრდენების ძიების გარდაუვალი აუცილებლობა.
აღსანიშნავია, რომ 80-იანი წლებიდანვე საქართველოში საგრძნობლად აქტიურდება ქალთა დისკურსი. ის უკვე აღარ არის მარგინალური დისკურსი, დაფუძნებული ცალკეულ შემოქმედთა ხმებზე, არამედ ირგებს ქართული მწერლობის ერთ-ერთი ძირითადი მოდელის სტატუსს. ალბათ არ შევცდებით თუU ვიტყვით, რომ ქალთა მწერლობა 80-იანი წლების საქართველოში ნაკლებად ემთხვევა მსოფლიო ფემინისტური პროზის სტანდარტულ მოდელს. ის განსხვავებულია და სწორედ ეს განსხვავებულობა უმკვიდრებს მას განსაკუთრებულ ადგილს საერთაშორისო გენდერულ მწერლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის ქალთა მწერლობა საქართველოში უტრიალებს ინტერნაციონალურ თემებს, როგორიცაა: ფსიქოლოგიური პრობლემები, გაუცხოება, მარტოობა, ტრაგიკული სიყვარული (ინტიმური ურთიერთობების მინიმალური აქცენტირების ფონზე), ის ინარჩუნებს ორგანულ კავშირს ტრადიციულ ქართულ სტანდარტთან, როგორიცაა _ ზნეობრიობის პრევალირება, ნეო-რომანტიკული განწყობილებების შემოტანა, ეროვნული ღირებულებების ძიება. დავასახელებთ ავტორებს: ანა მხეიძეს, მისი სეტაპო მოთხრობით `არჩევანი მე~, ნაირა გელაშვილს, შესანიშნავი ტექსტებით _ `დედის ოთახი~, `ამბრნი, უმბრნი და არაბნი~, `სერსო~, `პირველი ორი წრე~, ზაირა არსენიშვილს, ბრწყინვალე რომანით `ვა, სოფელო....~, მაკა ჯოხაძეს, ფაქიზი, სიღრმისეული მოთხრობების კრებულებით `გურამ-გურამ~, `გადარჩენილი პეიზაჟი~, რომანით `მარადიული ბალაგანი~, ქეთი ნიჟარაძეს, რომანით `ავტოპორტრეტი~. ამ ქალბატონებმა, რომელთა უმეტესობა ახლაც წარმატებით განაგრძობს მოღვაწეობას, საფუძველი ჩაუყარეს ძალზე მძლავრ ტრადიციას. დღეს ქალთა მწერლობა ანგარიშგასაწევი ძალაა ქართულ სალიტერატურო სივრცეში: თამრი ფხაკაძე პროზაული კრებულებით `სანამ დაგვიძახებენ~, `ვნებანი~, რომანებით `ჩვენ სამნი და ანგელოზი~, აგრეთვე, საბავშვო წიგნებითა და პიესებით; ანა კორძაია-სამადაშვილი, კრებულებით `ბერიკაობა~, `მე, მარგარიტა~, რომანით `შუშანიკის შვილები~; თეონა დოლენჯაშვილი მოთხრობების კრებულით `იანვრის მდინარე~, რომანით `მემფისი~; ნენე კვინიკაძე მოთხრობებითა და რომანით `ისპაჰანის ბულბულები~, მაკა მიქელაძე პროზაული კრებულით `წეროს ჯვარი~. ეს ქალბატონები 90-იანი წლებისა და 21-ე საუკუნის თაობის თემებითა და ინტერესებით იჭრებიან ქართულ მწერლობაში. მათ ჩაანაცვლეს 80-იანელთა თემები თამამი ექსპერიმენტებითა და სტილური ინოვაციებით. მათი მწერლობა უფრო მეტად უახლოვდება ფემინისტური დისკურსის ზოგად გაგებას, ნაკლებად არის შეზღუდული კონცეპტუალური ან მორალური კლიშეებით; სოციალური თუ ფსიქოლოგიური დისკურსის პარალელურად გაძლიერებულია ავტობიოგრაფიული დისკურსი, ქალაქური და ეროტიული ნარატივი, რეალიზებული ტრადიციულ ან პოსტმოდერნისტულ, ან სულაც _ მინიმალისტურ სტილში. ქართული ფემინისტური პროზის თარგმნა და გამოცემა, ვფიქრობ, წარმოაჩენს არა მხოლოდ მის სიახლოვეს საერთაშორისო სტანდარტთან, არამედ _ მის გამოკვეთილ ინდივიდუალობას, დაფუძნებულს ქართულ კულტურულ მარკერებზე.
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან და 21-ე საუკუნის ათიან წლებშიც ქართული ლიტერატურის დიდი ნაწილი განთავსებულია პოსტმოდერნისტული მგრძნობელობის სივრცეში. პოსტმოდერნისტული დისკურსი, როგორც რეპრეზენტაციის სპეციფიკური მოდელი, შეიძლება ითქვას, მთელი სისრულით არის რეალიზებული თანამედროვე ქართულ მწერლობაში. ქართული პოსტმოდერნისტული მწერლობა ახდენს ამ ლიტერატურული მიმდინარეობისათვის მნიშვნელოვანი ყველა მხატვრული ხერხის აკუმულირებას: სიმულაკრულობა იქნება ეს, ორმაგი კოდირება, ირონია, შენიღბვა, პარანოია, მხატვრული ენის ლიბერალიზაცია, ჟარგონის მოზღვავება თუ სხვა. პოსტმოდერნიზმისათვის ნიშანდობლივი ამ მხატვრული ხერხების მეშვეობით ქართველი მწერლები დიდი წარმატებით ართმევენ თავს ზოგად-პოსტმოდერნულ თემებს, როგორიცაა: კრიზისულობა, უნდობლობა, სიმულაცია, კლასიკური ტექსტების რე[დე]კონსტრუქცია პაროდირების ეფექტით და ა.შ. პოსტმოდერნიზმმა იმდენად საფუძვლიანი და მასშტაბური ლიტერატურული მიმდინარეობის სახე მიიღოOსაქართველოში, რომ მის წიაღშივე მოხდა ცალკეული, ერთმანეთისაგან განსხვავებული მოდელების გენერირება. გამოიკვეთა რამდენიმე ნაკადი: ნარატიული, ანტი-ნარატიული, ირონიულ-პაროდიული, ფრაგმენტირებული.
ქართული ნარატიული პოსტმოდერნისტული დისკურსის ბრწყინვალე ნიმუშია აკა მორჩილაძის ტექსტები, გამორჩეული აკინძული მხატვრული თხრობით და შესრულებული ბაზისური პოსტმოდერნისტული მანერით: ძველი, ნაცნობი სიუჟეტებისა და პერსონაჟების პაროდირება-ინტერპრეტირება, ალუზიების ეფექტის გამოყენება, ავტორის, პერსონაჟებისა და მკითხველის კონტექსტების გამთლიანება ირონიზების მეშვეობით. აკა მორჩილაძის შემოქმედება ძალზე ფლექსიურია ჟანრული თავლსაზრისითაც: მწერალი მუდმივად მერყეობს რეალობასა და ფსევდო-რეალობას, მისტიფიკაციასა და ფანტასმაგორიას, ალუზიასა და დეტექტივს შორის. ის წარმატებით ახდენს ნაცნობი თემების არანჟირებასა და პაროდირებას, მონტაჟის ტექნიკის გამოყენებით ქმნის კოლაჟებს, აპლიკაციებს, აგროვებს და თავს უყრის ცოდნას, თამაშით `ართობს~ მკითხველს. მისი რომანები `გადაფრენა მადათოვზე და უკან”, `ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები”, `აგვისტოს პასეანსი”, `მეიდ ინ ტიფლის (Mაიდ ინ თიფლის). ”, `სანტა ესპერანსა~, `შენი თავგადასავალი~ და სხვა, აგრეთვე, ცალკეული მოთხრობები და დოკუმენტური ჩანაწერები ზედმიწევნით ერგება თანამედროვე ქართველი (და არამარტო ქართველი) მკითხველი საზოგადოების გემოვნებას. ის მრავალი ბესთსელერის ავტორი, არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი და ერთ-ერთი ყველაზე თარგმნადი თანამედროვე ქართველი მწერალია.
ანტინარატიული პოსტმოდერნისტული დისკურსის ნიმუშია ზაზა ბურჭულაძის ტექსტები: `მინერალური ჯაზი”, `სახარება ვირისა”, `ხსნადი კაფკა” და სხვა. დასავლური პოსტმოდერსნიტული ტექსტების მსგავსად, მის რომანებში თხრობა ანტინარატიულია. მწერალი მიუთითებს ნარატივის შეუძლებლობაზე, ვინაიდან ყველაფერი უკვე დაწერილია! თუმცა, პოსტმოდერნისტული ამოცანების პარალელურად, ზაზა ბურჭულაძის ტექსტები გარემომცველი სინამდვილის რეფლექსიაცაა, კონცეპტუალური პროზაა, სადაც ეპატაჟიც კი იკითხება როგორც სინამდვილეზე რეაგირების კონკრეტული ფორმა.
ანტინარატიული სტილის მიმდევარია ზურაბ ქარუმიძეც. ქარუმიძე საინტერესოა არა მარტო როგორც მწერალი, არამედ როგორც პოსტმოდერნიზმის კრიტიკოსი. ის მრავალფეროვანი შემოქმედია. მისი ერთ-ერთი ბოლო ტექსტი `ჯაზის ცხოვრება” წარმოადგენს დოკუმენტური პროზის წარმატებულ შერწყმას თხრობის პოსტმოდერნისტულ მანერასთან. ასევე, ანტინარატიული პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი პირველი ქართული ნიმუშია დათოO ბარბაქაძის ტექსტი `ტრფობა წამებულთა~, სადაც პოსტმოდერნისტული გადათამაშებისა და მონტაჟის გზით, კონკრეტულ კონცეპტუალურ ღერძზე ასხმულია ტრადიციული ქართული ლიტერატურული ნიმუშები. მიუხედავად იმისა, რომ ბარბაქაძე პრიორიტეტულად პოეზიის მიმართულებით მუშაობს, მისი პროზაული ტექსტები ანგარიშგასაწევი ნიშნულია ქართული პოსტმოდერნიზმის განვითარების გზაზე.


(გაგრძელება ქვემოთ)



Last edited by Admin on Wed Mar 07, 2012 2:52 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა რატიანი   Wed Mar 07, 2012 2:32 pm

ირმა რატიანი

თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესი
(მოხსენების სახით წაკითხულ იქნა 2011 წლის 24 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის გახსნაზე)

(გაგრძელება)

პოსტმოდერნისტული ირონიისა და პაროდიის დახვეწილ მოდიფიკაციებს გვთავაზობს ლაშა ბუღაძის პროზა. მისი მოთხრობები, რომანები და პიესები გამოირჩევა როგორც რეალობის არაორდინარული რეცეფციით, ისე _ სტილისტური მრავალფეროვნებით. მწერალი ეფექტურად იყენებს პოსტმოდერნიზმისათვის ნიშანდობლივ მხატვრულ ხერხებს და, არცთუ იშვიათად, ახდენს მათ ჩართვას ტრადიციულ ლიტერატურულ მოდელებში. მისი ტექსტები `საუკუნის მკვლელობა~ და `პირველი რუსი~ პოსტმოდერნისტული ტექნიკით შესრულებულ ისტორიოგრაფიული მეტაპროზის ნიმუშებს წარმოადგენს. ბუღაძე არ იფარგლება მხოლოდ პროზის ჟანრებით, არამედ _ წარმატებით მუშაობს დრამატურგიის დარგში. სოციალურ გარემოზე ორიენტირებულ და ირონიულ-პაროდიული თუ სატირული ეფექტებით გაჯერებულ მის პიესათა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: `ნუგზარი და მეფისტოფელი~, `ოთარი~, `ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი~. ბუღაძის პიესები წარმატებით იდგმება სხვადასხვა თეატრების სცენებზე, მისი მწერლობა კი მისი დროისა და თაობის სულისკვეთების მატარებელია.
მისი თაობის სულიერ და ინტელექტუალურ პრობლემებს უღრმავდება კიდევ ერთი საინტერესო ქართველი მწერალი, ბესო ხვედელიძე. თანამედროვე დემორალიზებული სამყაროს ფრაგმენტული ასახვა არის ხვედელიძის პროზის ძირეული ძარღვი. თავისი შემოქმედებითი მიზნებით ეს მწერალი მხოლოდ ნაწილობრივ ემთხვევა პოსტმოდერნისტულ კანონებს, ვინაიდან ფართოვდება უკვე ახალი თემებისა და ფორმების ძიების მიმართულებით. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ირაკლი ჯავახაძის ტექსტები _ `შავი სიის კავალერები~, `თავიდან ბოლომდე მოგონილი ამბავი~, `ობლიგაცია~ და სხვები, სადაც თითქოს ჩვეულებრივი, ყოველდღიური ამბების ფონზე ჭარბად შეიგრძნობა ორიგინალური თემატური და სტილური ექსპერიმენტები.
ბოლო ოცწლეულის მანძილზე ქართული ლიტერატურა ძალზე მრავალფეროვანი, დინამიური და ენერგიულია, აღსავსე ხშირად მოულოდნელი ჟანრული და სტილისტური ინოვაციებით. ამ ფონზე გამოვარჩევდი ზურაბ ლეჟავას, არჩილ ქიქოძეს, დათო ტურაშვილს, სხვადასხვა თაობისა და სტილის მწერლებს, რომლებიც 90-იანი წლებიდან უკვე აქტიურად არიან ჩართულნი ქვეყნის ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ზურაბ ლეჟავას მოთხრობების კრებული `ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში~, `გალას~ ლიტერატურული პრემიით აღინიშნა, ხოლო მწერლის მოთხრობა `მაცივარი სექსისა წილ” ამერიკულმა გამომცემლობამ Dალკეყ Aრცჰივე Pრესს-მა, რომელიც ილიონისის უნივერსიტეტის გამომცემლობის ფილიალია და ყოველწლიურად ბეჭდავს კრებულს `საუკეთესო ევროპული მოთხრობა~, 2011 წლის ანთოლოგიაში შეიტანა. მას გამოარჩევს ნაივური სტილი, შერწყმული ორიგინალურ იუმორთან და ფანტასმაგორიულ წარმოსახვებთან. ნაივური ნარატივი რეალიზდება როგორც სიუჟეტისა და კომპოზიციის, ისე _ ტექსტის მხატვრულ-ენობრივი მოდელის დონეზე. რომანში `იყიდეთ ჩვენი სულები~, მოთხრობებში `მსტოვარი და მზვერავი~, `მილიონი ბედნიერება~ და სხვა მწერალი წარმატებით იყენებს თხრობის ნატურალისტურ ხერხს, დაფუძნებულს შინაგან, რითმულ დიზაინსა და არაორდინარულ სტილისტურ მანერაზე. მიუხედავად პირდაპირი, ხანდახან თითქოს გულუბრყვილო თხრობისა და მოქმედებათა მოულოდნელი, ხშირად დაუჯერებელი განვითარებისა, ლეჟავა სერიოზულ ლიტერატურას ქმნის, დატვირთულს თავისი ეპოქის თემებითა და პრობლემებით.
თავისი თაობის ხედვებისა და პრობლემების ინტელექტუალურ გამოძახილად უნდა შეფასდეს არჩილ ქიქოძის პროზაც. ქიქოძე ისეთივე მრავალფეროვანი მწერალია, როგორი მრავალფეროვანი პიროვნებაც მოსჩანს: ლიტერატურა, ფოტოხელოვნება, კინოდოკუმენტალისტიკა, პუბლიცისტიკა, ეთნოგრაფია თითქმის თანაბრად შემოდის მის ინტერესთა სფეროში. მის მოთხრობებს გამოარჩევს ძალზე ზომიერი და მოქნილი სტილი, სათქმელის დიდი ამპლიტუდა. არჩილ ქიქოძის ტექსტები იმთავითვე დიდი ინტერესით მიიღო ქართველმა მკითხველმა და, ვფიქრობთ, კიდევ მეტის მოლოდინშია.
დათო ტურაშვილი კი, 80-იანი-90-იანი წლების მიჯნაზე ამბოხებული ქართველი სტუდენტობისა და ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური ლიდერი, უპირატესად ამავე პრობლემატიკით გადაინაცვლებს ლიტერატურულ სიბრტყეზე. ის აქტიურად ერთვება პოსტმოდერნისტულ მგრძნობელობაში, თუმცა, ნარატივის სხვა ნაკადების ადაპტირებასაც ახდენს. ტურაშვილი სხვადასხვა ლიტერატურულ ჟანრულ მოდელებში განათავსებს თავის შემოქმედებით ინტერესებს: რომანი, ისტორიული პროზა, დოკუმენტური პროზა, დრამატურგია. მისი პიესა `ჯინსების თაობა~, რომელიც უახლესი ქართული საზოგადოებრიობის ისტორიის ერთ მტკივნეულ თემას ეხება, დიდი წარმატებით იდგმება ქართულ სცენაზე. ტურაშვილი ხშირად მუშაობს მხატვრული პროზისა და პუბლიცისტიკის ზღვარზე, რაც ქმნის კიდევაც მის ინდივიდუალურ ხელწერას. თემები, რომელთაც მწერალი უტრიალებს მერყეობს ღირებულებებისაგან დაცლილი საზოგადოების ტრაგიკულ რეცეფციასა და ნაციონალური იდენტობის პრობლემას შორის.
ნაციონალური იდენტობისა და ეროვნული ღირებულებების დაცვა აქტუალურ დატვირთვას იძენს 90-იანი წლებიდან და გრძელდება მიმდინარე ქართულ ლიტერატურაშიც. ომის დისკურსი _ აფხაზეთისა თუU აგვისტოს ომის თემები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დევნილ მოსახლეობასა თუ დარღვეულ ისტორიულ მთლიანობაზე ფიქრი, როგორც ქართველი ხალხის დიდი ტკივილის გამოხატულება, _ თანამედროვე ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამ თემებზე მუშაობენ არა მხოლოდ ის მწერლები, რომლებმაც საკუთარ თავზე, ფიზიკურად გამოსცადეს ომების სიმწარე, არამედ ისინიც, ვინც მხოლოდ სულიერად არიან ჩართულნი ამ პრობლემებში. დავასახელებდი რომანის `სოხუმში დაბრუნება~ ავტორის, გურამ ოდიშარიას მოთხრობებსა და თარგმანებს, გელა ჩქვანავას მოთხრობებს, თამარ ბართაიას პიესას `სარდაფი გორში~; ამ პრობლემებსვე, სხვადასხვა ლიტერატურული მანერით, ეხმიანება ახალგაზრდა მწერლების ტექსტები: ზაზა ბურჭულაძის `ადიბასი~, თამთა მელაშვილის `გათვლა~, ბასა ჯანიკაშვილის `ომობანა~. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტექსტებში ომის თემა უფრო ფონია, ვიდრე ძირითადი სიუჟეტური ხაზი, ის მნიშვნელოვნად შეიგრძნობა საერთოკომპოზიციურ ქარგაში.
როგორც ვხედავთ, 90-იანი და მიმდინარე საუკუნის ათიანი წლების ქართული მწერლობა დისკურსებისა და ნარატივების მართლაც რომ დიდ მრავალფეროვნებას გვთავაზობს. არის ტრადიციული თემები და მეთოდები, რომლებიც აახლოვებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის მიჯნაზე ან ცოტა მოგვიანებით გამომუშავებულ გამოცდილებასთან, არის თემები და მეთოდები, რომლებიც პირიქით, აშორიშორებს, თუმცაღა კავშირი, რომელიც არსებობს მათ შორის კულტურული ცნობიერების დონეზე, უზრუნველყოფს ამ პროცესების კონცეპტუალური თუ სტილისტური კოჰერენტულობის საკმაოდ მაღალ ხარისხს.
ამ განცხადებას კიდევ მეტად გავამყარებდი კონკრეტული არგუმენტებით: პოსტმოდერნისტული დისკურსის გვერდით 90-იან წლებში კვლავ აქტიურდება სუბიექტივისტური დისკურსი, ცნობიერების ნაკადის სიღრმისეული ეფექტით, რომელსაც ჩინებულად ართმევს თავს გურამ დოჩანაშვილი რომანით `ლოდი ნასაყდრალი”; რეკონსტრუირდება მხატვრულ-დოკუმენტური დისკურსი, რომლის ნიმუშადაც დავასახელებდით ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, ოთარ ჩხეიძის რომანებს `არტისტული გადატრიალება”, `თეთრი დათვი~, სადაც ისტორიული ნარატივი ამ დიდი მწერლისათვის ნიშანდობლივი ინდივიდუალური სტილით სინთეზირდება დოკუმენტურ თხრობასთან; იკვეთება ავტობიოგრაფიულ-დოკუმენტური დისკურსი _ გივი ალხაზიშვილის `მომავალი წარსული~; ისტორიული და პუბლიცისტური დისკურსი _ ჯანსუღ ღვინჯილიას `ქართლოსის საფლავი~, რეზო ჭეიშვილის `კუდიანი ვარსკვლავი~; ფილოსოფიური დისკურსი _ ჯანსუღ კორძაის პოეზია და სხვა. დისკურსის ამ მოდელებს წარმატებით იყენებენ როგორც წინარე, ისე _ ახალი თაობის პროზაიკოსები და პოეტები. საგანგებო აღნიშვნის ღირსია კლასიკური ლიტერატურული ტრადიციისათვის ნიშანდობლივი ბიოგრაფიული ნარატივის აღორძინება _ როსტომ ჩხეიძის დინამიური ტექსტები ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებზე _ ალექსანდრე ორბელიანზე, ალექსანდრე ყაზბეგზე, იაკობ გოგებაშვილზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილზე, მიხაკო წერეთელზე, არჩილ ჯორჯაძეზე, _ როგორც მცდელობა საქართველოს ისტორიის მხატვრული რეკონსტრუირებისა; მიხო მოსულიშვილის მხატვრულ-დოკუმენტური რომანი "ვაჟა-ფშაველა", რომელშიც მწერლის თვალით არის დანახული ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების დეტალები. ბოლოხანს როსტომ ჩხეიძე, ამავე შემოქმედებითი მიზნებით, ქმნის საინტერესო პიესებს და უერთდება ქართველ დრამატურგთა დღევანდელ თაობას: გურამ ქართველიშვილს, ბასა ჯანიკაშვილს, თამარ ბართაიას, მანანა დოიაშვილს, რომლის პიესაც `3+3~, სულ ახლახანს, წარმატებით დაიდგა პოლონეთში. თუ დოიაშვილის დრამატურგია უფრო დასავლურ კანონებზეა ორიენტირებული, გურამ ქართველიშვილი ტრადიციულ ქართულ თემატიკას უღრმავდება. გახმაურებულ პიესაში `ქაქუცა ჩოლოყაშვილი~ ავტორი შესაშური ექსპრესიულობით აცოცხლებს ქართველი ერისათვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პერიოდსა და გმირებს. პიესა დაიდგა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე და დღესაც ანშლაგით მიდის. მასვე ეკუთვნის პიესები `ქრონიკა~ და `ცერკოვნი ბუნტი~. ქართველიშვილი საკმაოდ საინტერესო მოთხრობების ავტორიცაა, რომლებიც თავმოყრილია კრებულში `ჩემი ქარის წისქვილები~. დრამატურგიასა და პროზაში ერთდროულად მუშაობს ბასა ჯანიკაშვილიც. მისი ტექსტი `აბსურდისტანი~ შეტანილია გერმანულ ენაზე გამოცემულ `თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგიაში~, სადაც, აგრეთვე, დაბეჭდილია ლაშა ბუღაძის `ლიტერატურული ექსპრესი~, დათო ტურაშვილის `ჯინსების თაობა~, ბესო ხვედელიძის `თაგვის გემო~, აკა მორჩილაძის `ტერცო მონდო~ და ზაზა ბურჭულაძის `პასსივე ატტაცკ~ და `ადიბასი~. ანთოლოგიის პრეზენტაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე შედგა და გამოცემა შეფასდა, როგორც პოსტსაბჭოთა საქართველოში მცხოვრები ადამიანების ამბავი ერთ წიგნად.
საერთოდაც, წარმოდგენილი მიმოხილვიდან, ალბათ, ნათელია, რომ ქართველი ავტორები თავისუფლად მოძრაობენ პროზისა და დრამატურგიის, პროზისა და პოეზიის ჟანრულ სივრცეებს შორის. საზღვრები საკმაოდ მყიფე და ფლექსიურია. ბოლო წლებში ჩვენ მომსწრენი ვართ გამორჩეული ქართველი შემოქმედის, ბესიკ ხარანაულის არამარტო პოეტური, არამედ პროზაული ტექსტების წარმატებისა. მისი პუბლიცისტური პოემა `წიგნი ამბა ბესარიონისა~ დიდი ინტერესით მიიღო ქართველმა მკითხველმა, წიგნი ითარგმნა ფრანგულ ენაზე და გამოიცა კიდევაც. ასეთივე პროდუქტიულობით მუშაობს ხარანაული პროზაში. მის ტექსტში `ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისათვის” მოდერნისტული მანერა შერწყმულია ნეორეალისტურ რეცეფციასთან, ხოლო `სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი, ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა” ერთგვარი სუბჟანრული ნარატივია, მრავალი განსხვავებული შრითა და თხრობის ფორმებით. ბესიკ ხარანაული არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია, ხოლო ამჟამად მისი კანდიდატურა წარდგენილია ნობელის პრემიაზე. აღსანიშნავია, რომ ბესიკ ხარანაულის პირველი პოეტური კრებული 70-იანი წლების დასაწყისისთვის დაიბეჭდა, მაგრამ პოეტი უაღრესად ორგანულად ჩაერთო თანამედროვე რეცეფციებში და მიმდინარე ქართულ პოეტურ პროცესში, რომელიც თავისთავად ძალიან საინტერესოა.
ახალი თაობის ქართული პოეზიაში სტილისტური რადიკალიზმი ერწყმის პოეტური აზროვნების შედარებით ტრადიციულ ფორმებსაც, მათ შორის ნეოკლასიცისტურს, ხოლო თემატური სპექტრი გამოკვეთილად ფართო და მასშტაბურია: ფილოსოფიური ძიებები, სულიერ ღირებულებათა კრიზისი, რეალობის ირონიული განცდა, აბსურდულობის შეგრძნება, გაუცხოება, არქეტიპული ძიებები, მითოლოგიური სახისმეტყველება; დომინირებს მედიტაციური დისკურსი, რაც პოეტებს სუბიექტური განცდების უფრო სიღრმისეული გამოვლინების საშულებას აძლევს. ეს არის პოეზია `საზღვრებისა და ჩარჩოების გარეშე~, რომელმაც 90-ინი წლებიდან მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება თავისი სტილისტური და ვერსიფიკაციული მრავალფეროვნებით. დავასახელებდით შემდეგ ავტორებს: რატი ამაღლობელი, ზვიად რატიანი, გაგა ნახუცრიშვილი, დათო ბარბაქაძე, გიორგი ლობჟანიძე, შოთა იათაშვილი, მაია სარიშვილი, ნიკა ჯორჯანელი, გელა დაიაური. აქვე, 80-იანელები _ გიგი სულაკაური, ირაკლი ჩარკვიანი, დათო ჩიხლაძე, დათო მაღრაძე, ნინო დარბაისელი, ზურა რთველიაშვილი, რომელთა პოეზია გამოირჩევა ტრადიციული და ალტერნატიული პოეტური ფორმების უაღრესოდ საინტერესო მრავალფეროვნებით, და ბოლოს, დიდი გუნდი სრულიად ახალგაზრდა პოეტებისა, რომლებიც 21-საუკუნის 10-იანი წლებიდან გამოჩნდნენ ქართულ სალიტერატურო სივრცეში და რომელთა ლიტერატურათმცოდნეობითი შეფასებაც, ალბათ, ჯერ კიდევ წინ არის. თანამედროვე ქართველი პოეტები არამარტო ქმნიან ნაციონალური პოეზიის ახალ ისტორიას, არამედ _ დიდი წარმატებით თარგმნიან სხვა ქვეყნების პოეტთა ნიმუშებს გერმანული, ინგლისური, ფრანგული, ირანული, რუსული ენებიდან და თავადაც ხშირად იბეჭდებიან პრესტიჟულ უცხოურ გამოცემებში.
ვფიქრობთ ეს მოკლე, ზოგადი მიმოხილვაც კი თანამედროვე ქართული ლიტერატურისა, ცხადყოფს, რომ ქართველი 60-იანელებისა და 70-იანელების, 80-იანელების, პოსტმოდერნისტების, 90-იანელებისა და უფრო გვიანდელი თაობის მწერლების შემოქმედება უაღრესად მრავალფეროვანი და მრავალწახნაგოვანია, დატვირთულია განსხვავებული თემებითა და სტილისტური მოდელებით, დისკურსული პლანებითა და ამოცანებით, და, ხანგრძლივი იდეოლოგიური იზოლაციის მიუხედავადაც კი, თითქმის მუდმივად შეესატყვისება საერთაშორისო ლიტერატურულ სტანდარტს. ამ პერიოდის ქართულ ლიტერატურაში საცნაურია არა მარტო დასავლური ლიტერატურული მიმდინარეობებისა თუ სტილების შემოჭრა და ადაპტირება, არამედ _ მწვავე ლოკალური პრობლემების, ქართული ნაციონალური ნარატივის აქცენტირება, რაც უდაოდ ადასტურებს ჩვენს მიერ წერილის შესავალში გამოთქმულ მოსაზრებას: თანამედროვე ქართული ლიტერატურა თავსდება რა საერთოლიტერატურულ კონტექსტში, ამავე დროს, ინარჩუნებს ორიგინალური სააზროვნო ლანდშაფტის სტატუსს, რომელიც, თავის მხრივ, აფართოებს საერთაშორისო ლიტერატურული პროცესის, ე.წ. "მსოფლიო ლიტერატურული კანონის" ჰორიზონტებსა და მასშტაბებს.

წერილის მიზანს არ შეადგენდა ცალკეული ქართველი მწერლების _ პროზაიკოსების, პოეტებისა თუ დრამატურგების შემოქმედების კრიტიკული ანალიზი, არამედ, ზოგადად, თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესის შეფასება, ძირითადი დისკურსული და ჟანრული პლასტების გამოკვეთა, აგრეთვე, კონცეპტუალური და სტურქტურული მიმართებების ძიება როგორც შიდა, ისე _ საერთაშორისო ლიტერატურულ პროცესთან, რომლის წიაღში ჩართულობაც ქართული კულტურული და აკადემიური აქტივობების მუდმივ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.
ლიტერატურა აღიარებული ინტელექტუალური ლიდერია საქართველოში. ეს კარგად უწყოდნენ ჩვენმა წინაპრებმა, როდესაც ერთ-ერთ უპირველეს საქმედ ქართულ ენაზე შექმნილი შედევრების თარგმნა გაიხადეს. ასეთივე საშური საქმეა თანამედროვე ქართული ლიტერატურული ტექსტების თარგმნა და გამოცემაც, მათი შემდგომი პოპულარიზაცია, რაც სამართლიანად აამაღლებს ქართული ლიტერატურის საერთაშორისო ავტორიტეტს და გაზრდის მისი მონაწილეობის ხარისხს თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურულ და კულტურულ დიალოგში. მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევების, როგორც ეროვნული ლიტერატურის კვალიფიციური ინტერპეტატორის ხელშეწყობა და მხრდაჭერაც: ჩვენ მოვალენი ვართ არამარტო გავაცნოთ თანამედროვე მსოფლიოს ქართული ლიტერატურა, არამედ _ პროფესიული კორექტულობით დავიცვათ მისი საერთაშორისო ღირსება და თავი დავიზღვიოთ ბოლოხანს მომრავლებული ტენდენციური "აკადემიური" შეცდომებისგან. დაბეჯითებით მიგვაჩნია, რომ მრავალხმიანი, პოლიფონიური, ჯერ კიდევ უცნობი თანამედროვე ქართული ლიტერატურა ფამუქისა და მურაკამის შედევრებზე არანაკლებ აღმოჩენად იქცევა გლობალიზაციის ეპოქის მკითხველისათვის.

(დასასრული)

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ირმა რატიანი   

Back to top Go down
 
ირმა რატიანი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: