არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ილია არეშიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
aresha



Male
Number of posts : 9
Age : 26
Location : mtskheta
Job/hobbies : usaqmuri da sul dasaqmebuli
Humor : aresha
Registration date : 31.01.12

PostSubject: ილია არეშიძე   Tue Jan 31, 2012 7:43 pm

ახლა ქარია


***

ახლა ქარია...არ მეშინია...
მე მიყვარს ქარი მთელი არსებით,
სამი ღმაეა არ მიძინია,
გამომეფიტა სული სავსებით.

ოცნება მერე-ახლა ომია,
ცა დედამიწას ფიცხად შეება,
უსასოობის კვლავ ფანტომია,
და ღიმილიც კი მეუხეშება.

ალისფრად ელავს,წყალი ღელდება,
შეშლილთა გროვას გვანან ხეები.
თურმე:ძლიერი გრძნობაც ნელდება
და უღიმღამო ხდება დღეები.

სამი ღამეა ცრემლის,ცხედრების,
უმისამართო მოთქმის,გოდების.
ახლა დადგება ღამე ყვედრების,
უტყვი ვედრების,ღამე ცოდვების.

ქარია...არეს არწევს,არია
ფიქრად კარგის და ცუდის რაობა.
ჩემი ლექსები,ჩემი ფარია
და სიცოცხლისთვის ბრძოლის მზაობა.
Back to top Go down
View user profile http://www.exe.ge
aresha



Male
Number of posts : 9
Age : 26
Location : mtskheta
Job/hobbies : usaqmuri da sul dasaqmebuli
Humor : aresha
Registration date : 31.01.12

PostSubject: ილია არეშიძე   Tue Jan 31, 2012 7:59 pm

განა არ მინდა?
***

განა არ მინდა,გვირგვინი მედგას?
ანდა კეისარს მეძახდეს ხალხი
ან თუნდ გენერალ სიმუსი მერქვას
ამო დიდების,მმოსავდეს თალხი.

განა არ ვეძებ ოქროს,დიდებას?
ამაოების ცისფერ დაფიონს,
კისერზე მედლის ჩამოკიდებას,
გრძნობებს და ვნებებს,ცხადს და მკაფიოს.

განა სხვებსავით არ შევსტრფი ღვინოს?
და არ ვოცნებობ,ან ეს რთულია?
თუ დამარცხების ძალა ვიწვნიო,
აღარ ვიარო გამართულია?

თუ ლხინს დაეძებ,ჭირს ვერ აცდები!
დიდებას ეძებ?უნდა წააგო!
ძირს დაეცემი,ხშირად შეცდები
კვლავ სიმარტოვე უნდა ააგო.

ავი თუ კარგი,სუსტი ძლიერი
პიროვნება ვარ,ასეც დარცჩება.
აქ ჯუნგლი მეფობს,ჯუნგლი მშიერი,
ვინც ძლიერია,ის გადარჩება.


10.10.2011


Last edited by aresha on Tue Jan 31, 2012 8:00 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.exe.ge
aresha



Male
Number of posts : 9
Age : 26
Location : mtskheta
Job/hobbies : usaqmuri da sul dasaqmebuli
Humor : aresha
Registration date : 31.01.12

PostSubject: ილია არეშიძე   Tue Jan 31, 2012 8:00 pm

გმირი ივერია
***
მათი ფრიალებდა,დროშა და მანტია,
სადღაა?დაეცა დიდი ბიზანტია.

ფალანგით მოუგიათ,უამრავი ომი,
სადღაა?დაეცა უძლეველი რომი.

ადრე ულმობელი,არწივი ასეთი,
სადღაა?დაეცა ზვიადი სპარსეთი.

ევროპას,აზიას სისიხლით რომ მოსავდა,
სადღაა?დაეცა სამეფო ოსმალთა.

მის ჩანთქმას ცდილობდა,ყველა იმპერია,
აქარის!კვლავ ცოცხლობს,გმირი ივერია!

შორს არი განთქმული,შორს მისი მშვენება,
აკურთხე უფალო,ივერთა შენება

22.11.09
Back to top Go down
View user profile http://www.exe.ge
aresha



Male
Number of posts : 9
Age : 26
Location : mtskheta
Job/hobbies : usaqmuri da sul dasaqmebuli
Humor : aresha
Registration date : 31.01.12

PostSubject: ილია არეშიძე   Tue Jan 31, 2012 8:02 pm

ზამთარი
***
სიცივე მახელებს,
რამდენი ნისლია.
ზამთრისგან ფანტელებს,
ბრძანება მისვლიათ.

მოაშთეთ, დაფარეთ,
სითბო და ნათელი.
მიწას დააფარეთ,
ყინვა და ფანტელი.

თოვლით მოიფინეთ,
მინდვრებო შარებო.
ნისლი მოიხურეთ,
მრისხანე ქარებო.

დაე გამძვინვარდეს
ნამქერთა ზვინული,
ზღვებსა და მდინარეს
ფარავდეს ყინული.

ამ ცივი სურათის
ერთი ვარ ავტორი,
ყინულის გვირგვინით,
ვარ იმპერატორი.
30.10.2009 წ.
Back to top Go down
View user profile http://www.exe.ge
aresha



Male
Number of posts : 9
Age : 26
Location : mtskheta
Job/hobbies : usaqmuri da sul dasaqmebuli
Humor : aresha
Registration date : 31.01.12

PostSubject: ილია არეშიძე   Tue Jan 31, 2012 8:03 pm

ზღვა
***

ზღვა ღელავდა,
ტალღა,ქაფით გავდა ფიქალს.
მზე ფერავდა,
შავ სამოსით მდგარსა,სხივ ქალს.

ანცი ტალღა,
კაბის ბოლოს უსველებდა.
სხივით მაღლა,
მზე,ბროლ სახეს უმშვენებდა.

მას დედოფალს
დავარქმევდი,ჩემი სევდის.
მე და ამ ქალს,
მინდა ეს მზე,მუდამ გვსდევდეს.

მას დედოფლად
ავირჩევდი,ჩემის სულის,
ამასოფლად
სატანჯველად ჩამოსულის.

ზღვა ღელავდა,
ქალი მშვიდად უცქეროდა,
მზე ელავდა,
ქალი ტალღებს უმღეროდა.
Back to top Go down
View user profile http://www.exe.ge
aresha



Male
Number of posts : 9
Age : 26
Location : mtskheta
Job/hobbies : usaqmuri da sul dasaqmebuli
Humor : aresha
Registration date : 31.01.12

PostSubject: ილია არეშიძე   Tue Jan 31, 2012 8:03 pm

სიმარტოვე
***

აქ,სიამრტოვეა,
გაფურჩქვნა ბაღების,
და სხვისი ცოდვების
შენს თავზე აღების.

სულის წარწყმენდაა,
თარეში,ნაცილთა.
ბოროტი ქვესკნელის
ბნელ საზღვრებს გაცილდა.

აქ,აღარ გეგებვის
მიზანთა დასახვა.
ერთია მიზანი,
თავის გარდასახვა.

არავინ მოყვარე,
აქ ყველა მტერია,
შურის,ბოროტების,
ფოლადის მტვერია.

აქ ბრძოლის კვალია,
აქ ყველგან სისხლია,
შენს ჰუმანობას,
რა თავში იხლიან.

აქ,გმირი არ არის,
არც რამე ორდენი.
აქ სიმარტოვეა,
შური რაოდენი.

ვერა,აქ ცრემლებით
ვერავის მოალბობ.
შენს ტკივილს,გასაჭირს,
ვერავის უამბობ.

აქ ყველგან ცოდვაა,
ცოდვა და ტკივილი,
დაღლილი სხეულის,
კვნესა და კივილი.

მე კი აქ მარტო ვარ,
ცოდვისგან დაჭრილი,
სიმართლის საძებრად
უშიშრად გაჭრილი.

ო,ღმერთო სად გაქრა,
რწმენა და მშვიდობა,
მის ადგილს რად იჭერს,
შური და ფლიდობა?

17,11,09
Back to top Go down
View user profile http://www.exe.ge
aresha



Male
Number of posts : 9
Age : 26
Location : mtskheta
Job/hobbies : usaqmuri da sul dasaqmebuli
Humor : aresha
Registration date : 31.01.12

PostSubject: ილია არეშიძე   Tue Jan 31, 2012 8:04 pm

სულის წამება
***
წამი წამებს,წუთი წუთებს
რომ გამოეკიდება,
გული გრძნობას შემოუტევს,
როს ნუგეში სჭირდება.
სევდით სავსეს,ვერ მიქარვებს
ფიქრთ,აჩრდილთა რიალი,
უშურველად აფრქვევს,
ჰანგებს,მტვრიალი როიალი.

წუთი წუთებს,წამი წამებს,
მისდევს დრო ვერ დაიცდის
ეშმა მტანჯავს,გულს მიწამებს
ალბათ სულ არ განიცდის.

ბროლით გლოვობს,ბნელის ბოლოს,
ქანდაკება შიშველი,
სულს სურს ტოტემს გაეტოლოს,
ყოველ ღამით შიშს ველი.

არ მშორდება,მაგონდება,
კდემა ლედი მინერვა,
ყოველ ღამით,ცის გოდება
ისიმის,სული ინგრევა.

წამი წამებს,წუთი წუთებს
მისდევს,არ მეპუება.
მტერი გულში ჩამიხუტებს
თუმცა ვერ მეგუება.

მეფერება,მემტერება
ლიქნით პოეტს მიოწოდებს,
სატირაა ემღერება
პლანეტაც რომ იწვოდეს.

დაიფანტა,განადგურდა,
უწარსულო ნერგები,
სისატიკე დასადგურდა,
ლუკმად მე ვის ვერგები.

კარგად ვხვდები,ვიღუპები,
მგონი ღმერთმაც დამტოვა,
არ მსურს მოვკვდე ღვთის ურგები
ჩემთან მადლი არ მოვა.

წამი წამებს,წუთი წუთებს,
რომ გამოეკიდება,
ამ ქვეყნიურ ყველა კერპებს
ხავსი მოეკიდება
Back to top Go down
View user profile http://www.exe.ge
aresha



Male
Number of posts : 9
Age : 26
Location : mtskheta
Job/hobbies : usaqmuri da sul dasaqmebuli
Humor : aresha
Registration date : 31.01.12

PostSubject: ილია არეშიძე   Tue Jan 31, 2012 8:07 pm

ჩუმი ოცნება
***
მიყვარდი... როგორც ჩუმი ოცნება,
მიყვარდა... შენი ცქერა შორიდან,
მე სხვანაირი არც მქონდა ნება,
ჩვენს სამწუხარო განშორებიდან.

ჰო... ეს სიტყვები ცივია ისე
ვით მკაცრი ზამთრის ციება, სუსხი,
შენი სიტყვები ცრემლით ამივსებს
თვალებს; და მტანჯველს ვეძლევი წუხილს.

ვერ გამიქარვა დრომ ულმობელმა,
ჩემს გულში შენზე ოცნების კვდომა,
პერიფერიამ საწყალობელმა,
ვერ შეძლო ჩემი გონების წვდომა.

მე აღარ ვეძებ ჩემს ძველ ოცნებას,
განქარდა, ფიქრმა შეჰყარა ნაპირს,
ვეღარ შეიპყრობს ჩემს გულს, გონებას,
დღეს ვშლი მე შენზე სულ ბოლო ნაფიქრს.

27.10.09
Back to top Go down
View user profile http://www.exe.ge
aresha



Male
Number of posts : 9
Age : 26
Location : mtskheta
Job/hobbies : usaqmuri da sul dasaqmebuli
Humor : aresha
Registration date : 31.01.12

PostSubject: ილია არეშიძე   Sun Feb 26, 2012 5:06 pm

თვალებს თაფლისფერს
***
თვალებს თაფლისფერს,თვალებს ცეცხლიანს
ამაყს ვით ჰერას,ზეცის დედოფალს
ვით ოლიმპოს მთას მკაცრს და სევდიანს
ვეტრფი მე ქვეყნად ერთ მშვენიერ ქალს

მის შემოხედვად სიცოცხლე მიღირს
ყველა ის ლექსი რაც მიწერია
თუ ანგელოზი მშვენებად მითვლის
მისი თვალები აღმიწერია

თუ ვერ გავექეც სატანის ბორკილს
ვერ გავექეცი ქვესკნელში ტკივილს
მწარე მომავალს ჩემადვე მომკლის
მე მას ვაჩუქებ ჩემს ბოლო ღიმილს

თვალებს თაფლისფერს,თვალებს უძიროს
ამაყს,სევდიანს,საედემო ტბას
ვუძღვნიდი მთვარეს ღამეს უძილოს
ჩემი ლექსებით ვასხამდი ხოტბას
Back to top Go down
View user profile http://www.exe.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ილია არეშიძე   Today at 12:14 am

Back to top Go down
 
ილია არეშიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: