არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 კატო კიკაბიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: კატო კიკაბიძე   Tue Jan 24, 2012 12:17 pm


Kato Kikabidze

კატო კიკაბიძე

დაბადების თარიღი: 29 მარტი 1990
ჰობი: პოეზია
ზოდიაქო: ვერძი
საყვარელი მწერალი: გოეთე
საყვარელი რეჟისორი: ფელინი
საყვარელი ფილმი: ევიტა, 39 ფრანკი, დათა თუთაშხია
საყ. მუსიკალური ჟანრი: ფოლკლორი, ჯაზი
მოკლედ საკუთარ თავზე: მხიარული, კონტაქტური, მეგობრული, ხანდახან მომაბეზრებლად თბილი, მიყვარს ღიმილი.

ბმული – http://dardimandi.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=4&info_id=78


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
katato



Female
Number of posts : 3
Age : 26
Location : Tbilisi
Job/hobbies : radio "dardimandi" music dj
Humor : yes
Registration date : 24.01.12

PostSubject: * * *   Tue Jan 24, 2012 12:33 pm

***
ღამის დარაბებს შემოაღებს გარიჟრაჟება,
აპრილის მსგავსად შენც გცოდნია ღმერთების ენა,
ეს დუეტია-ერთმანეთის ფეთქვაზე ვფეთქავთ
და საგიჟეთი-მონატრება ჩემ კანქვეშ სკდება.

ვცდილობ მოვზიდო, მთელი ძალით ვნების აღვირი,
შეხვედრა შედგა- ხელის ხელთან, თვალის კი თვალთან.
და თუ წახვედი წლების მერეც დაგხვდები ასე,
კედლის მხარისკენ, არ ნათქვამი ფიქრი , რომ დაგრჩა.

და სანამ სუნთქვას, მოგონებად ამომაყოლებ,
სანამ სამოთხედ მიმაჩნია სულისკენ მოსვლა,
ამომიჩემე- ყველაფერი თუ ამად გიღირს,
მარადისობა გამიყავი უბრალო მოკვდავს...




***
... და ტუჩი დაყრდნობილი,
ფიქრი ალმაცერი,
ტანზე მოხვეული მეტრი-ნაწნავები.
ჩემზე დაგეშილი ფეთქვა გულ-მკერდის და
ვტკბებით ღმერთისა თუ ეშმას განაჩენით.

გენში გამჯდარი გაქვს ტალღის სიძლიერე,
ხოდა მომაშველე მთელი ემოცია,
კოცნა უკოცნელი, შეგრჩი თამამი და
მგონი სხეულებში ახლაც დებოშია.

...ქალი დამშეული, დამყოლი და მწველი,
თეძოს სისქეს ზომავს სუნთქვის მელოდია,
ვხვდები, ყველა-ფერი. ჩემი სიჯიუტეც,
ერთი ხელის მოსმით ტანზე შემომცლია.

ტუჩი დაყრდობილი,
ვნების განაჩენი,
...რა უაზრო იყო
მაშინ დანარჩენი...



Last edited by katato on Tue Jan 24, 2012 12:39 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.dardimandi.ge
katato



Female
Number of posts : 3
Age : 26
Location : Tbilisi
Job/hobbies : radio "dardimandi" music dj
Humor : yes
Registration date : 24.01.12

PostSubject: Re: კატო კიკაბიძე   Tue Jan 24, 2012 12:36 pm

ტანგო

სადაც ჩემი ჩრდილი მთავრდება,
სადახ შენ დამხვდები მხოლოდ,
სხეულს წარსულისგან ავუშვებ,
სხეულს ვეცეკვები სოლოს.

ცრემლებს გაუკეთე აბორტი,
ხელი მიატოვე წელთან,
სახე - სახესთან და მეცეკვე
თითქოს ღამით წევხარ ჩემთან.

სიმებს დაამსგავსე თითები,
ლადას შეასრულებს - ტანი,
არა! დედამიწა არ გვინდა,
მეტი! - გალაქტიკას გაცდი.

ფილტვის გახეთქვამდე მაცეკვე,
სუნთქვას ეშაფოტი დარჩა,
წელზე შემატოვე ხელი და
წელზე შემომადნე კაბა.

ცრემლებს გაუკეთე აბორტი,
სოლოს გეცეკვები ხვალაც.
წელზე შემატოვე ხელი და
წელზე შემომადნე კაბა.



Last edited by katato on Tue Jan 24, 2012 12:39 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.dardimandi.ge
katato



Female
Number of posts : 3
Age : 26
Location : Tbilisi
Job/hobbies : radio "dardimandi" music dj
Humor : yes
Registration date : 24.01.12

PostSubject: tango   Tue Jan 24, 2012 12:38 pm

ორი კადრი

ჰორიზონტს გაცდა
ღამის განცდა,
სუნთქვა ჩემ თმასთან
და გაორება გასამებამ შეცვალა,
მტკივა....
ხან მზის ამოსვლა მამშვიდებს და
ხანაც მზის ჩასვლა,
ხან სული მინდა გაჩუქო
ან უკვალოდ ჩაგკლა.

შემოათენდა უძილობით
ოთახს და თვალებს,
ძველი კედლები ინახავენ
ჩვენ ყოველ სიტყვას,
და როგორ მინდა ამ დუმილით
იცხოვრონ წლები,
რომ ვერასოდეს ვერ იყვირონ ის რაც აქ ითქვა.

მე შენ მიყვარხარ,
სხვაზე მეტად ან სხვაზე მცირედ,
ჭირმაც წაიღოს ყოველივე,
მე ხომ მიყვარხარ
და სიყვარულით შენ აფსურდულ საქციელს ვითმენ.
ჭირმაც წაიღოს საქციელი,
მე ხომ მიყვარხარ.

გამოვიფიტე,
გამომაკლდა გულის ცხრა დარტყმა,
იქნებ ათიც და ვერ გავიგე,
მღალატობს გონი.
სულიერება რაც კი მქონდა წარსულში ჩაკვდა,
ხვალ მე ახლიდან ვიბადები,
გუშინ კი მოვკვდი.

ხელი მომკიდე,
წაქცევამდე ნაბიჯი დამრჩა.
მეხსიერებას შემორჩება-
-თითები მკლავზე.
კადრი მეორე-
-ვიქცევი და შენ არსად ჩანხარ.
...თუმცა არ გავხარ არც დამრჩენს და
არც სადმე წამსვლელს.

-პირველი კადრი,
მემატება გულში ცხრა დარტყმა,
იქნებ ათიც და ვეღარ ვითვლი მღალატობს გონი
და სიყვარული რაც კი მქონდა შემთხვევით გაგყვა,
შენთვის ვაპირებ დაბადებას
გუშინ კი მოვკვდი.

-მეორე კადრი...
წაქცევის დროს, რომ არსად ჩანხარ,
წარმოდგენაც კი არ გაბედო,
სულ ვზომავ ნაბიჯს,
ნახევარ მტკაველს სულ ვიტოვებ გულშიც და ისეც,
სადაც არც შენ ხარ არც მე ვარ და მიწაა მყარი.

ჰორიზონტს გაცდა
ღამის განცდა,
სუნთქვა ჩემ თმასთან
და გასამება გა- (ღმ) ერთება-მ შეცვალა ისევ....
Back to top Go down
View user profile http://www.dardimandi.ge
Sponsored content




PostSubject: Re: კატო კიკაბიძე   Today at 1:38 pm

Back to top Go down
 
კატო კიკაბიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: