არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 სადა თბილა და სადა გრილა და სადა - სუ გაყინულია...

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: სადა თბილა და სადა გრილა და სადა - სუ გაყინულია...   Fri Dec 19, 2008 8:44 pm

ბაო –
ეეჰ, მაგის მეტ რა მიწერ-მიკითხ-მილალავია, მარა მე ხო ვიცი, რო ვინც ეგ უნდა “გიიგოს”, ის აქ ცხვირს არ შემოჰყობს და ვინც აქ ცხვირს შემოჰყობს ,უჩემოდაც იცის ეგა. და აი, შენა იქა, ერთი წარმატებული გამომცემლის წიგნი რო გამოგიდევს და თან სიხარულით გვამცნობ, რო ეს დაურიგეს ბალღებსო, აბაო, კანფეტებს ხო შეჭამდნენო და მართლა გადასარევია წიგნის ჩუქება, აი, სწორედ მაგ გამომცემელი გამოდგა “წითელ ზონაში “ შარშან და იძახა, ქართული საბავშვო მწერლობა არ არსებობსო .და იცი, რატო?
თავისი ნაყიდი კოპირაიტიანი პროდუქცია რო გაყიდოს უკეთ და სხვა წიგნმა ხელი არ შეუშალოს. და აბა, ძაან რო მოგწონს ეს “ბრანდი-ბრუნდი”, მკითხე, ერთი ცალი თუ მოხვდება ეგეთ სახელმწიფოს ფინანსებით ნაყიდ სასაჩუქრე წიგნებში ან რაიმე ჰუმანიტარულ პროგრამაში? არ გინდა ეხლა, ბობორიკო, “პეპისთმისფერი” ბაზარი, შენ ჩემზე უკეთ იცი, სადა თბილა და სადა გრილა და სადა სუ გაყინულია და მაზოლებზე ფეხს ნუ დაგვადგამ საბრალო ქართველ საბავშვო მწერლებსა. და ისე კი იმდენი მიქაქანია, ბოლოს მე თვითონ დავირქვი ვალოდია ჯინჭარაძე და დავამთავრე ეგ “ლალაობაც”. პრაზდნიკები სხვაგან ტარდება, მიხო, ჩვენ აქ თითო შავი პურის ლუკმითაც ვკმაყოფილდებით.


cat


არჩანდა –
ვიცი, რასაც ამბობ.
და მაგ წიგნის გამომცემელი არის მრჩეველივით ვინმე ზემოთა და თავის წიგნს მიასაღებს ეგეთ პროექტებში, მა რას იზამს?
ესეც მოგვიყევი კარგადა.

და მემრე ისიც გვითხარი - გია ქარჩხაძე რო ატარებს კონკურსს - "ოქროს ბუმბული".
მოგვიყევი, კაცოო, რამეები აქა. ხო კარგი რამეა ის კონკურსი? რო ქართველმა მწერლებმა დაწერონ საბავშვოები...

ანდა კიდევა - აი, რა კარგი საბავშვო საიტია - http://children.iatp.ge/main_red.htm
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სადა თბილა და სადა გრილა და სადა - სუ გაყინულია...   Fri Dec 19, 2008 9:04 pm

გია ქარჩხაძე რო ატარებს კონკურსს - "ოქროს ბუმბული".

აი, რას ამბობენ იქ:

ნაწარმოებების შემოტანა დასრულებულია. სულ შემოსულია 91 ერთეული. ამჟამად ჟიური მუშაობს ნაწარმოებების შეფასებაზე. გისურვებთ წარმატებას!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სადა თბილა და სადა გრილა და სადა - სუ გაყინულია...   Fri Dec 19, 2008 9:16 pm

Basketball
აი, მე იმ რადიოში მთელი საათი მქონდა საუბარი ქარჩხაძესთან, სუ წვრილად გავიტან-გამოვიტანეთ ამ საბავშვოების და კონკურსების ამბები და ვთხოვ რადიოს, რო გაიმეოროს ამ დღეებში და მოუსმინე, აბა, ბობორიკო, რა საინტერესო კრიმანჭულს ვახვევთ იქა. ძაან კაი მამის ძაან კაი შვილია ეგა. და აკეთებს კარგ საქმეს. ადრეც , 1996 მაგათმა გააკეთეს პირველი საბავშვო პროზის კონკურსი: იქ გაიმარჯვა დათო ზურაბიშვილმა "ანასტასიასა და გიორგის მოგზაურობით", მეორეზე გავიდა თეა ლომაზე "მეფის ასული პალომატი". მესამეზე ნანა კაციაშვილი "ცხვირა ჩემპიონით". და ას მაგრამ მერე აი, დღემდე ვერ გააკეთეს ვერაფერი და ახლა ყოჩაღ, იმ ბანკს, რო დებს თანხებს ამაში. ნეტა კარგმა ავტორებმა გაიმარჯვონ, მარა ჩვენ რა ვქნათ,რა?
პოეტებმა?
ჩვენ არ გვინდა კონკურსი?
წიგნი?
აი, შენ რო დევებზე გიჟდები, მე ანდრეზული პერსონაჟები მოვლალე პირველმა, სხვათაშორის, ქართულ საბავშვო ლექსებში, მაგრამ დაინახა ვინმემ?
თქვა რამე?
მიხვდა, ვინ არიან საერთოდ ეს თადია, ბაჭიჭაური და ა. შ.
ჰოდა, მე ბევრი წუწუნი გამომდის ხოლმე და ამიტომაც არ ვხსნი არც აქ და არც სხვაგან არანაირ კარნავალებს.
მე ხევსური ქალი ვარ, სიმართლეს ვიტყვი და არავის მიველაქუცები და ეს შენი სიმართლე არასოდეს ჰყვარებია ხალხს, თორე მაშინ არც პოეზია და არც ხელოვნების ენა შეიქმნებოდა.
"გიგე,ბალღო?"

santa
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სადა თბილა და სადა გრილა და სადა - სუ გაყინულია...   Fri Dec 19, 2008 9:23 pm

ბობორიკო, მე შენა პროფანი ხო არა გგონივარ?
მე ის არ ვიცი, ვინ არის მრჩეველი და რჩეული?
ან საბავშვო საიტები არ ვიცი?
მარა, ეჰ, ვიცი, რასაც ვამბობ და ბევრიც რომ ვიკამათოთ, შენ თუ დამეთანხმები, თორემ მე ვერ დამითანხმებ, რადგან ათი წელია, რაც ამ საქმეში ლამის "ექსპერტად" ვიქეცი და ანდაზაც გამოვუგონე თავსა: "გაჭირვება მიჩვენე და ექსპერტობას გიჩვენებო".

Smile)cheers santa
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სადა თბილა და სადა გრილა და სადა - სუ გაყინულია...   Fri Dec 19, 2008 9:34 pm

amonaridia erti cemi interviudan

საბავშვოს წინაშე მდგარი პრობლემები აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებებისაა. არსებობს საბავშვო მწერლის, საბავშვო გამომცემლის, საბავშვოს მკითხველის და ა. შ. პრობლემები. ყველას თავისი გასაჭირი აქვს. მე მწერლის გადასახედიდან გეტყოდით.. შემიძლია ყველა წვრილმანზე გესაუბროთ, მაგრამ გამოვყოფ უმთავრე პრობლემებს. დღეს გამომცემელს გაცილებით იაფი უჯდება უცხოური წიგნის „საგამომცემლო უფლების” ყიდვა და ბიზნესის წარმოება. ამიტომ მას ურჩევნია შეიძინოს მზა წიგნები საზღვარგარეთ, შემეცნებითი თუ ლიტერატურული პროექტები და კარგად აპრობირებული და რეკლამირებული სახელი გამოსცეს, ვიდრე ქართველ მწერალზე, მის ილუსტრირებაზე, გაპიარებაზე, გაყიდვაზე და ჰონორარის გადახდაზე დაიხარჯოს. ქართველი ავტორები რჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში. კი გაუღიმა ბედმა ერთი-ორს, მაგრამ ეს საკმარისი როდია, მართლაც დიდი პოტენციაა აუთვისებელია და რაც მთავარია, ქართველ ავტორებს დაუკარგეს წერის ხალისიც კი. ღიად, ტელეეკრანიდან მიდის ასეთი ლაპარაკი, რომ არ არსებობს ქართული საბავშვო მწერლობა და უნდა შეიქმნასო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მაგრამ კარგი, ვთქვათ არ არსებობს, მაგრამ შესაქმნელად რას აკეთებ? არც ლიტერატურული პერიოდიკა გამოდის, რომ იქ დაიბეჭდო, არც კონკურსებია (გია ქარჩხაძის გმირობას თუ არ ჩავთვლით „ოქროს ბუმბულის” ჩატარებას ვგულისხმობ, რომლის შედეგებს ახლა ველით და ისიც მხოლოდ პროზაში), არც საბავშვო გადაცემებია, რომ ამ ავტორებს რაღაცით მაინც ოდნავ დავეხმაროთ წარმოჩენაში, გაპიარებაში, ან შევაგულიანოთ.. რა გაუხდა სახელმწიფოს, ან კულტურის სამინისტროს ამ საკითხებზე სერიოზული დაფიქრება? ფონდ „ლიბოს” ეგიდით დავაარსეთ „ქართული საბავშვო წიგნის დღე - 27 ოქტომბერი” (იაკობ გოგებაშვილის დაბადების თარიღი), გამოვეცით საბავშვო ლიტერატურის ალმანახის სამი ნომერი და ვცდილობთ რომ საკუთარი ძალებით რაღაც გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ ვერ დავუპირისპირდებით ბიზნესს და არცაა ეს ჩვენი ამოცანა,პირიქით, გვინდა დავაინტერესოთ ქართველი გამომცემლები ქართველი საბავშვო ავტორებით და ხშირად გვიხდება მტკიცება იმისა, რომ ქართველმა გამომცემლებმა ელემენტარულად კეტილი ნება უნდა გამოხატონ და მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარ ავტორებს, რატა განვითარდეს ქართული საყმაწვილო ლიტერატურის ტრადიცია. ბავშვებისათვის წერამ ერთ რამეში დამარწმუნა:…მას მართლა სჭირდება ბუნებრივი და განსაკუთრებული უნარის ფლობა, რომელიც ან გაქვს ან არა. და თუ კი გაქვს ეს უნარი, უნდა ჩაეჭიდო მას და არაფერში გაცვალო. დიდებისთვის, მით უფრო დღეს ყველაფრის შეთავაზება შეგიძლია, ბავშვებისათვის კი აბა, გაბედე და ნახე. თანაც ერთი ფანტასტიური რამ აღმოვაჩინე: საბავშვო ლიტერატურა საერო ლიტერატურის ყველაზე სარწმუნოებრივი დარგია, რადგან იგი დაუეჭვებელი რწმენის მატარებელია სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ბრძოლაში სიკეთის უცილობელი გამარჯვებისა. სადიდო ლიტერატურა კი სულ ეჭვებს ებრძვის და ვერც ამარცხებს ასე პირწმინდად, როგორც საბავშვო; ადამიანი საბავშვოს წიაღში სულ გამარჯვებულია და ფსიქოლოგიურადაც, სულიერადაც ფანტასტიურად გრძნობს თავს. საბავშვო ისეთივე უძველესი მწერლობაა, როგორც სადიდო. ძველ შუმერებთანაც კი აღმოაჩინეს პერსონაჟი, მაიმუნი ლუსილუსი, ძალიან სასაცილო ვინმე. სავარაუდოდ ეს მაიმუნი საბავშვო ლიტერატურის უძველესი პერსონაჟია. santa bom
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სადა თბილა და სადა გრილა და სადა - სუ გაყინულია...   Mon Dec 22, 2008 10:42 pm

კარგი თემაა, კარგი და სასარგებლო მსჯელობა.
სამჯერ დავწერე მოზრდილი კომენტარი და სამჯერვე წამიშალა.
ეტყობა საბავშოს არ მიხდენს...
მოგვიანებით კიდევ ვცდი. Shocked
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სადა თბილა და სადა გრილა და სადა - სუ გაყინულია...   Tue Dec 23, 2008 2:08 pm

არგანი wrote:
კარგი თემაა, კარგი და სასარგებლო მსჯელობა.
სამჯერ დავწერე მოზრდილი კომენტარი და სამჯერვე წამიშალა.
ეტყობა საბავშოს არ მიხდენს...
მოგვიანებით კიდევ ვცდი. Shocked

Rolling Eyes

გია, შენი კომენტარი თუ მოკლე არ არის, არ დაგადებინებს. ოთარ ჩხეიძის ესეს ერთი საათი მოვუნდი - მოკლე-მოკლეები რომ დამედო.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სადა თბილა და სადა გრილა და სადა - სუ გაყინულია...   Tue Dec 23, 2008 2:55 pm

რითი შეიძლება დავეხმაროთ ამ კარგ ადამიანს და "მის საბავშო მწერლობას", ჩვენ ვისაც არც ფული გვაქვს, არც გამომცემლობა და არც საბავშო მოთხრობებსა ვწერთ, ჰა?
თუ არამე შეგვიძლია, გვიმსახურეთ, ბატონო!
ბავშვებს მაინც შეგიშინებთ afro
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სადა თბილა და სადა გრილა და სადა - სუ გაყინულია...   Wed Dec 24, 2008 12:15 am

ჩათვალეთ, რომ უკვე დაგვეხმარეთ ამ კომენტარით... Smile
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სადა თბილა და სადა გრილა და სადა - სუ გაყინულია...   Thu Dec 25, 2008 11:08 pm



საბავშვო პროზის ლიტერატურული კონკურსი ოქროს ბუმბული დაფუძნებულია 2008 წელს.
კონკურსის მიზანია ქართული ორიგინალური საბავშვო მწერლობის განვითარება.
კონკურსი რეგულარულად ჩატარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.

2008 წელს ოქროს ბუმბულის საპრემიო თანხაა 10000 ლარი.

I პრემია: 5000 ლარი
II პრემია: 3000 ლარი
III პრემია: 2000 ლარი


2008 წლის ოქროს ბუმბულის დაჯილდოება გაიმართება საახალწლოდ.

29 დეკემბერს, ორშაბათს, 4 საათზე, არტ-კაფე ”ქარავანში” გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებულები. გთხოვთ მობრძანდეთ!

მისამართი: ფურცელაძის ქ. 10
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სადა თბილა და სადა გრილა და სადა - სუ გაყინულია...   Sat Jan 03, 2009 1:20 pm

რადგან ეს კარგი კონკურსი ჩატარდა და უკვე გამარჯვებულებიც გამოვლინდა და უკვე მთელი გოზინაყიც მირთმეულია და მოვიცალეთ აქ შემოსახედად, სიხარულით გაუწყებთ, რომ

პირველი პრემია მიენიჭა ნატო დავითაშვილს
მეორე პრემია მიენიჭა თამრი ფხაკაძეს
მესამე პრემია მიენიჭა თეა თოფურიას

ვულოცავთ მწერლებს გამარჯვებას!!!!!
და ველით მათ ახალ წიგნებს, რომლებიც მალე გამოიცემა.

კონკურსის სტრატეგია გამოიკვეტა ახალი ქართული ფანტასტიკის სასარგებლოდ (ამ ავტორის ფსევდონიმით გამოცემული მოზრდილი წიგნი "ლილე ორუელის თავგადასავალი" გასულ წელს შესთავაზა მკითხველს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" და უცნობი ავტორი საზოგადოებას ჯორჯი ვაშატელის გვარ-სახელით წარუდგინა). ქართული მითოსის გმირების თავგადასავალი ეტყობა ბევრ ახალ წიგნს გაწვდება თემად... ხომ არ აქვს ჩაფიქრებული გამომცემელს ამ უცნობი ქალბატონის მიმართ ამერიკელი მწერლის, როულინგის წარმატების მოდელის მორგება და გამეორება? ვნახოთ... ფენტეზი დRეს უდაოდ სწორი არჩევანია,მით უფრო ქართული მითოსის გამოყენება. დარწმუნებული ვართ,ეს ქართული წიგნები უცხოურ გამომცემლებშიც გამოიწვევენ ინტერესს. წარმატებებს ვუსურვებთ მწერალსაც და გამომცემლობასაც, რომელსაც თავისი მყარი და წარმატებაზე გათვლილი საგამომცემლო პოლიტიკა,საშუალებას აძლევს ყველა კონკურსის გამარჯვებულთა შორის ჰყავდეს ლიდერები.
სხვა გამარჯვებულთა ნაწარმოებებიც იმის საწინდარია, რომ ქართულ საყმაწვილო ლიტერატურას ახალი ჰორიზონტები ეხსნება და იგი თავისუფლდება ტრადიციისაგან, რომელიც ითვლება მისი განვიტარების შემაფერხებლად
"ოქროს ბუმბულის" ორგანიზატორებს, სპონსორებსა და ჯიურის წევრებს ვულოცავთ კონკურსის წარმატებით დამთავრებას და ვუსურვებთ ,რომ ეს კონკურსი ყოველწლიური გამხდარიყოს.
ყველა სხვა მონაწილესაც, ვინც სამწუხაროდ ვერ მოხვდა გამარჯვებულტა შორის, ასევე ვუსურვებთ წარმატებებსა და მათი ნაწარმოებების გამოცემას, რადგან,ისინიც იმსახურებენ ამას და 91 ნაწარმოებტაგან 15-20 მაინც,იმედია, ახალი წიგნის სახით დაამშვენებს ჩვენი პატარების ბიბლიოთეკებს . santa
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სადა თბილა და სადა გრილა და სადა - სუ გაყინულია...   Sat Jan 03, 2009 1:23 pm

scratch ახლა იმაზეც ეღირება საუბარი, რა ითვლება "განვითარების შემაფერხებლად" ქართულ საყმაწვილო ლიტერატურაში... მეც ეს მინდა , ამ თემაზე შემეხმიანოთ და განატავსოთ აქ პოსტები.

santa
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: სადა თბილა და სადა გრილა და სადა - სუ გაყინულია...   

Back to top Go down
 
სადა თბილა და სადა გრილა და სადა - სუ გაყინულია...
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ბრანდი-ბრუნდი" - სტუმრად მარიამ წიკლაურთან-
Jump to: