არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 არგანი – გია არგანაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Tue Feb 17, 2009 12:58 pm

მიხო, აქეთ შენმა კომენტარმა და იქით (ლიტერატურა.გე-ზე) ნინო დარბაისელისამ სრულიად მოიცვა ამ მინიატურის სათქმელი.
ორივეს გმადლობთ! sunny
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Tue Feb 17, 2009 12:59 pm

არგანი wrote:
მიხო, აქეთ შენმა კომენტარმა და იქით (ლიტერატურა.გე-ზე) ნინო დარბაისელისამ სრულიად მოიცვა ამ მინიატურის სათქმელი.
ორივეს გმადლობთ! sunny

Arrow

ეეე, მე იქით როგორ ვიპოვნი - გადმოიტანე რა აქაც?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Tue Feb 17, 2009 1:01 pm

ესეც ნინოს კომენტარი.1) ნინო დარბაისელი (Feb 14, 12:56)

უზარმაზარი კომენტარი დავწერე და წამეშალა.ახლა მოკლედ აღვნიშნავ,რომ ამ მცირე პროზაული ოპუსის სტრუქტურის ანალოგი ,აგებული ყოფითი და საკრალური დისკურსების მონაცვლეობით,პორტალის მკითხველმა ამ რამდენიმე დღის წინ გაიცნო შოთა იათაშვილის ნაწარმოებით''სწავლა''.განსხვავებას ის ქმნის,რომ კონფლიქტის ობიექტი იქ თუ გუნების კონცენტრაციაა ლოცვის დროს, აქ მოთმინების კონცეპტია.
ვრცელი მასმედიური სტილით გამართული დასაწყისის შემდგომ გამართული მწვავე დიალოგი ყოფითსა და მის დასაძლევად მოხმობილ საკრალურ დისკურსს შორის , რომელიც კონტრასტის წყალობით ქმნის ტემპო-რიტმს, დინამიურად მიდის ეფექტურ ფინალამდე .
Back to top Go down
View user profile
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Wed Feb 18, 2009 6:14 pm

ძალიან კარგი მინიატურაა.
ვის არ დაურეკავს კავკასუსში...
თმცა მოთხრობა არგანმა დაწერა...
კარგია Very Happy
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Thu Feb 26, 2009 1:03 am

გია არგანაშვილი
ბრძოლა ჰაკისთვის

ლეო ქიაჩელის “ჰაკი აძბა”. (ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანი). “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”. 2007
ალბათ, გამომცემლობას დიდი სურვილი ჰქონდა, რომ აფხაზი გლეხის თავგადასავალი პოლიტიკურადაც აქტუალური გაეხადა, ამიტომ წინასიტყვაობაში ქართულ-აფხაზურმა ურთიერთობამ იჩინა თავი. ტექსტს ამ კონფლიქტში დიპლომატიური მისიის შესრულება დაევალა.
ჰაკიც ხომ ცდილობდა გული მოელბო მრისხანე კუზმასთვის. არწმუნებდა: ძმასავით ვიტირე შენი მეზღვაურიო. თუმცა კაპიტანი ეშმაკობას მიუხვდა და ჰაკის თავგანწირვაზე მეტად ეს “სასტიკად დაფარული პირფერობა” აშფოთებდა.
წელს აბიტურიენტებს ეს ნაწყვეტი შესთავაზეს საანალიზოდ. გამომცდელთა ვარაუდი ალბათ არ გამართლდა, როდესაც ზოგიერთმა ამ ეპიზოდში კუზმა უფრო მართალ ადამიანად ჩათვალა, ხოლო ჰაკი ფარისევლობაში ამხილა.
ახალგაზრდებმა ვერც ის გაიგეს, რა აიძულებდა გლეხს თავადისთვის თავი გაეწირა, დამხმარე ლიტერატურას მიმართეს და უფრო დააბნია განმარტებამ, რომ თურმე, ძიძიშვილობა “რაღაც მაგიური ძალით აკავშირებდა ადამიანებს.”
ალბათ, უკეთესად ვერც კუზმას აუხსნეს მორდუობის წესი, ამიტომ მისთვის გაუგებარი დარჩა ჰაკის თავგანწირვის მიზეზი, კაპიტანმა მისი ერთგულება კლასობრივ შეუგნებლობად ჩათვალა.
კრიტიკოსების აზრით, ნაწარმოებში ორი ერის ფსიქიკა უპირისპირდება ერთმანერთს, ვერც ამ შეხედულებამ გაუძლო დროის გამოცდას, ტექსტში მოცემული დრო და გარემო განზოგადდა, პერსონაჟებმა (უჯუში, ჰაკი), ზოგადადამიანური ხასიათი შეიძინეს, ხოლო კუზმა ყოველთვის განზოგადებულ ტიპად ითვლებოდა ქართულ ლიტერატურაში.
ღირებულებათა ამგვარი გადაფასების შემდეგ ტექსტის ხელახალი გამოცემის და წაკითხვის აუცილებლობა დადგა.
ყველა შეთანხმებულია, რომ კრეისერ “შმიდტის” გამოჩენამ ქალაქს თავზარი დასცა, ხალხი პანიკამ მოიცვა, მოქალაქეთა შორის თავი იჩინა შიშმა, სიმხდალემ და გაუტანლობამ.
ყოველთვის ასე ხდება, როდესაც მშვიდობიან მოსახლეობას შეიარაღებულ მომხვდურთან უწევს ურთიერთობის გარკვევა.
ამ ფონზე ვითარდება ღია კონფლიქტი რუსეთის ორ, ძველი და ახალი არმიის წარმომადგენელს შორის, სადაც ძლიერი იმარჯვებს.
ავტორის სიკეთეა, რომ თითოეულ მხარეს თავისი სიმართლე შეუნარჩუნა. ამ მხრივ უჯუში და კუზმა ტოლი მეტოქენი არიან.
ანალიზისთვის იმ ადგილებს ამოვკრეფ, რომელიც ამ საკამათო მოსაზრებას დაადასტურებს:
ამხანაგი კუზმა კილგა, მრისხანედ წოდებული. კრეისერ “შმიდტის” წითელი კაპიტანი, რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე, 1905 წლის მეამბოხე, მისჯილი ჰქონდა კატორღა.
კუზმა საკმაოდ კორექტული და სამართლიანია ქალაქის დეპუტატებთან შეხვედრის დროს. არ ამცირებს უჯუშს, ისე როგორც ვასკა-პირატი. მან იხსნა თეთრი ოფიცერი, როდესაც ლინჩის წესით გასამართლებას უპირებდნენ. კუზმამ გაათავისუფლა ჰაკი, რადგან მის უდანაშაულობაში დარწმუნდა. შეასრულა პირობა, როდესაც უჯუშ ემხა გადასცეს და მძევალი გაათავისუფლა. კუზმამ კრეისერი დაატოვებინა მეზღვაურს, რომელმაც ამხანაგები გასაჭირში მიატოვა.
თავადი უჯუშ ემხა. მეფის ოფიცერი. ჩერქეზთა რაზმის აფხაზური ასეულის შტაბს-როტმისტრი. წმიდა გიორგის ორდენის კავალერი.
უჯუშმა ვაჟკაცურად დაიცვა საკუთარი ღირსება, ასე ადვილად ხელწამოსაკრავი რომ აღმოჩნდა ვასკა-პირატისთვის. ჩაბარდა მტერს და ბექირბი ჩაჩბა გადაარჩინა. უჯუშმა არ დაუშვა, რომ ჰაკის საკუთარ თავზე აეღო მისი დანაშაული და ამით ძიძიშვილისადმი სიყვარული დაამტკიცა. უჯუში ვაჟკაცურად შეეგება სიკვდილს, როგორც ამას პიროვნული ღირსება და კეთილშობილება ავალებდა.
ვფიქრობ, გარემოებას რომ ხელი შეეწყო და როლები შეცვლილიყო თეთრი ოფიცერიც დახვრეტდა წითელ კაპიტანს.
ტექსტის მოცემულობას არ დავარღვევ, თუ ჰაკის დღევანდელი შეხედულებების შესაბამისად პირად მცველად მოვიხსენიებ.
ჰაკი უჯუშის პირადი მცველია. მის საკონტრაქტო პირობებს მორდუობის წესი განსაზღვრავს. Aამას ახსენებს მამის ანდერძი: “უჯუში შენი მზე არის, სიცოცხლე იმისთვის მომიცია, რომ იგი უჯუშს შესწირო.” ამოწმებს ხალხი: “ძიძიშვილი რომ არის, თავიც უნდა გაწიროს.”ამ ვალდებულებას იზიარებს ჰაკის ბიძა კაც და მთელი მისი სახლეული: “ჩვენი გაზრდილი ხარ უჯუშ, ვალდებულნი ვართ, შენს მაგიერ ჩვენ მოვკვდეთ ყველა.”
ჩვენ ვთქვით, რომ კუზმას ვერ აუხსნეს ძიძიშვილობის ნამდვილი არსი, სამსონ დავანაძეს სიტყვები არ ეყო იმ გრძნობის გამოსახატავად, რომელიც თვითონ არ გააჩნდა. არადა, საკმარისი იყო ეთქვათ, რომ ჰაკი უჯუშის პირადი მცველია და კილგა ყველაფერს მიხვდებოდა. პირადმა მცველმა დიახაც თავი უნდა გაწიროს პატრონისთვის, მთავარია, როგორ გადაიხდის ამისთვის პატრონი. ჩვენ კი არ ვიცით თუ რა ვალდებულება ეკისრებოდა თავადს გლეხის თავგანწირვის სანაცვლოდ, ისე კი “ბატონ-ყმობას შორის რომ სიყვარულის ხიდი არ გაიდება” (ილია ჭავჭავაძე) ეს კუზმამაც იცოდა.
ნოველის ფარული კონფლიქტი უჯუშსა და კუზმას შორის პირადი მცველის, ჰაკის დასაკუთრებისთვის გაჩაღდა. უჯუში პასიურია ამ ბრძოლაში, მის პოზიციას საუკუნეებით განმტკიცებული ცხოვრების წესი ამაგრებს. კუზმა ცდილობს ჰაკის “დამუშავებას” რევოლუციური იდეის შესათვისებლად. კარგად იცის, რომ ჰაკისნაირი ერთგულები (ერთგულება მისი ადამიანური თვისებაა) ყველა ხელისუფლებას სჭირდება. Aამიტომ მოეფერა, დაიახლოვა და ჰაკიც თითქოს თანახმა იყო ებრძოლა რევოლუციისთვის, ოღონდ უჯუშთან ერთად ან მის გადასარჩენად.
კუზმამ ვერ შეძლო ჰაკის ნდობის მოპოვება, რადგან ის, მამის ანდერძით, როგორც ფიცით, იყო შეკრული, რაც ყოფნა-არყოფნის არჩევანს არ უტოვებდა.
ჰაკი უჯუშთან ერთად დაიღუპა. საკუთარი ნებით გაყვა ძიძიშვილს, როგორც ეგვიპტელი მონები მიყვებოდნენ ფარაონებს აკლდამებში, რათა იმქვეყნადაც გაეწიათ სამსახური პატრონისათვის.
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Thu Feb 26, 2009 1:12 am

გია არგანაშვილი


ხევსურები და ქაქუცა
ივანე ლიქოკელი “ხევსურები და ქაქუცა”. გამომცემლობა “არტანუჯი” თბილისი 2006.



1922 წელს ხევსურებმა საბჭოთა ხელისუფლებას ომი გამოუცხადეს.
ასეთ ცნობას ისტორიის ვერც ერთ სახელმძღვანელოში ვერ შეხვდებით, რადგან დღემდე 1922 წლის ზაფხულში ხევსურეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელშიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმიც მონაწილეობდა, აჯანყების სახელით ვიცნობდით.
რა თქმა უნდა, საუბარია ერთსა და იმავე მოვლენაზე, ივანე ლიქოკელის წიგნი “ხევსურები და ქაქუცა” კი მხოლოდ ცდაა ამ ისტორიული მოვლენის რაობის, ფორმისა და შინარსის გარკვევისა.
ომია და ომი იყოს. შესაძლოა ასეთი გამარტება უფრო მისაღებია ისტორიული მეცნიერების მკვლევართათვის, ხოლო ჩვეულებრივი მკითხველისათვის ამას გადმწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ის კმაყოფილი დარჩება, რაც ადრე ყურმოკვრით, ზეპირგადმოცემით იცოდა და რასაც ბოლო წლებში გამოცემულ მოგონებათა მთელი წყება ადასტურებს, კიდევ გამდიდრდება ახალ-ახალი მასლებით და მოვლენათა სრული, შეულამაზებელი სურათი აღდგება.
ავტორიც წინასიტყვაში დაგვპირდა, რომ არ გაიმეორებდა სხვადასხვა მემუარებში გამოქვეყნებულ მასალებს და მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომს დოკუმენტური მასალა წითელი არმიის, ჩეკისტური ნაწილების შესახებ აკლია (ავტორი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ სათანადო არქივზე ხელი არ მიუწვდებოდა), აჯანყების მონაწილეთა მონათხრობით, ზეპირგადმოცემაზე დაყრდნობით ახალი ფაქტებით გაამდიდრებდა მოვლენებს, მთელი ამ მოძრაობის ისტორიას და ადგილობრივი გარემოს, ხევსურთა წეს-ჩვეულებების და მათი სულირი საწყისების სათანადო ცოდნით გამოკვლევას ობიექტური ისტორიის სახელს შესძენდა.
ასეთი პირობა ჯერ კიდევ ამ ოციოდე წლის წინ სრულიად საკმარისი იქნებოდა მკითხველის ნდობის მოსაპოვებლად, მაგრამ თუნდაც ბოლოდროინდელი პოლიტიკურ-საბრძოლო მოვლენების ურთიერთგამომრიცხავმა შეფასებებმა მას სამწუხარო გამოცდილება შესძინა და უნდობლობა გაუმძაფრა ისტორიული ტექსტების მიმართ. ასე ადვილად აღარც ზეპირი გადმოცემებისა სჯერა და არც მოვლენების გაპოეტურების ცდა ხიბლავს, მან უკვე იცის, რომ წარსულის დავიწყება ან გაიდიალება ფასეულობათა აღრევას იწვევს და აწმყოში შეცდომების დაშვების ალბათობას ზრდის, ამისთვის კი უანგარიშოდ არავინ ირჯება.
ასეთ მკაცრ რეალობაში მოუწევს ამ წიგნს მკითხველთან შეხვედრა, მე კი გულწრფელად ვუსურვებ მას წარმატებას, რადგან ავტორს წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი უმუშავია, კვლევა კი ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს-- ხევსურეთის აჯანყებას და ქაქუცა ჩოლოყაშვილის პიროვნებას ეხება.
ხევსურეთის აჯანყება 1921-24 წლებში ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი ათეული წელია იმ მოვლენების კვლევა მიმდინარეობს, ჯერ კიდევ ბევრი რამ ბურუსითაა მოცული, (ამ მხრივ “ხევსურეთის ფრონტზეც“ ბევრი გაურკვევლობაა) ამის მიზეზი კი ისაა, რომ კვლევა კონკრეტული დროით იზღუდება და არ ხდება თემის სრულყოფილი განხილვა, რომელიც მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ფორმატშია შესაძლებელი. დასაწერია ვრცელი ისტორიული ეპოპეა 1801 წლიდან მოყოლებული, ვიდრე 1989 წლის აპრილამდე და კიდევ აქეთ, რომელიც ალბათ მომავალში დაიწერება. (დღევანდელობა მზად არ არის ამ წიგნის დასაწერად) ამისთვის კი მომავალ ისტორიკოსს ხელთ სწორედ ასეთი დოკუმენტური მასალა უნდა ჰქონდეს, რომ საკითხის განხილვა გაუადვილდეს.

გაგრძელება იქნება
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Thu Feb 26, 2009 1:14 am

ხევსურები და ქაქუცა

ივანე ლიქოკელი “ხევსურები და ქაქუცა”. გამომცემლობა “არტანუჯი” თბილისი 2006.

(გაგრძელება)

შეუძლებელია ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელის გამიჯვნა ხევსურეთის მოვლენებისგან, მიუხედავად იმისა, რომ შეთქმულთა მოქმედება და ხევსურთა წინააღმდეგობა ორი სრულიად დამოუკიდებელი პროცესია, ერთ შემთხვევაში თუ ავსებენ ერთმანერთს, მეორე შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდიან და ავტორს უხდება მტკიცება, რომ ხევსურეთის აჯანყება მაინც დაიწყებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი რომ არ შესულიყო ხევსურეთში და შეფიცულთა რაზმის მიერ ხევსურეთის დატოვება ობიექტური მიზეზებით იყო ნაკარნახევი.
ირკვევა, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის პიროვნების ირგვლივ პასუხგაუცემელი კითხვები მაინც არსებობს, თუმცა ჩვენი ცხოვრების უცნაურობა ისაა, რომ ამ კითხვების დასმას საზოგადოებიდან შეიძლება ისეთი რეაქცია მოყვეს, როგორსაც ცოტა ხნის წინ მისი სახელის ხსენება იწვევდა.
ასეთი უცნაურია ამ დატანჯული კაცის ცხოვრება და ბედისწერა. ბრწყინვალე არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელს, დაუდგრომელი ხასიათის გამო შინაურებმა მეტსახელად ქაქუცა რომ დარქვეს. ამ სახელით, თუნდაც კავალერიის პოლკოვნიკი თავის სოფელს მატანსაც ვერ უნდა გაცდენოდა, მაგრამ სხვაფრივ ინება განგებამ, სწორედ ამ სახელით (ასე იხსებს მას ხალხი) და ეროვნული გმირის მანტიით 2005 წელს ხალხმა მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო პანთეონში დიდი პატივით მიაბარა მშობლიურ მიწას. ხოლო, ჯერ კიდევ ოცი წლის წინ, ეს ხალხი არ იცნობდა მას, თუ გაეგონათ მოღალატედ იხსენიებდნენ. (არავინ იცის რას იტყვიან ოცი წლის შემდეგ) დაუფარავად კი მხოლოდ 90-იან წლებში გაცხდდა მისი სახელი, როცა ეროვნული მოძრაობის მესვეურებმა თავდადებულთა გალერეაში ცარიელი ჩარჩოების შევსება მოიწადინეს, თუმცა მაშინ ის ჯერ კიდევ რიგითი თავგანწირული იყო, შემდგომმა თაობამ უფრო ზევით, მთაწმინდაზე მაღლა ასწია მისი სახელი და თავიანთ სულიერ წინაპარად გამოაცხადა.
წიგნში სათანადო ადგილი ეთმობა ამ აჯანყების მონაწილე, ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის, ცნობილი მოლექსის მიხა ხელაშვილის პიროვნებასაც. მისი ლექსები, როგორც უტყუარი მემატიანის შეფასება, ქრონოლოგიურად მიჰყვება მოვლენებს, თუმცა ამ თემაზე რამდენიმე ლექსი და მათ შორის ეს ცნობილი სტრიქონებიც, “ერთი შეცდომა დავუშვი, გამოვყევ ქაქუცელებს...” დამაკლდა თვალში...
ველოდი, რომ ამ წიგნიდან უფრო მეტს შევიტყობდი მამა-შვილ ლიქოკელების ტრაგიკული ბედისწერის შესახებ, რადგან ამ უკანასკნელთა თვითმკვლელობაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის სინდისზეა და ხევსურეთში მის ყოფნას უკავშირდება.
როგორც ჩანს, ეს ის შემთხვევაა, რაც უფრო მეტს ვიგებთ, მით უფრო ბევრი რჩება გაუგებარი.
წიგნს კი უხდება იშვიათი ღირებულების შავ-თეთრი ფოტოები და ფერადი ხევსურული დიალექტი, ასე ქაქუცას მნახველები იხსენებდნენ მის ხასიათს და გარეგნობას “…... ტყვიის წვიმაში შემკრთალ არვის უნახავ ის-ი, სიკვდილს ქვე არას ჩაგიხედევდ... ცხენზე ჯდომა რახელ-იცოდის, ქვეთას გვერდზეით მაევლის აი უნაგირს უზანგაის უხმარად... ქვე რახე შეშპრობა-თამაშობა იცოდა იმან, აი ფეხთ რო ცეცხლი ეკიდის, ჩოხის კალთან ქვე არ იძროდიან... და ასე დაუსრულებლად, გმირის სახეს დანატრებული ხევსურები ფარდაგებს აქსოვენ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს სახელს.
ხევსურეთს ხომ ყოველთვის მითებით ჰყავდა განებივრებული დანარჩენი საქართველო, ჰოდა, ამჯერადაც მითიურ გარემოს უქმნიან ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის პორტრეტისათვის. მალე აქ, ფიცხ-ვერცხლით შეკრულ და ღვთიური ფიცით შედუღაბებული რაზმის, ღვთით მოცემულ და დამტკიცებულ, გაბელადებულ პოლკოვნიკს ისეთ საგმირო ლექსს გამოუთქვამენ, რომ როგორც ბესიკ ხარანაული ამბობს, ჰომეროსის მუზაც დაიმორცხვებს მის წინაშე...
ამიტომ სჯობს, ისევ ხევსურთა გმირულ პანთეონში დარჩეს მისი სახელი, რომ ისტორიკოსთა განმაქიქებელი სიტყვა ვერასოდეს მიწვდეს.

Idea
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Thu Feb 26, 2009 1:41 am

თქვენს გვერდს ვესტუმრე დაSmile ლიტგედან მახსოვს რამდენიმე მოთხრობა.
სასიამოვნო იყო.
sunny
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Thu Feb 26, 2009 12:59 pm

მადლობას გიხდით მოთმინებისთვის! Wink
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Thu Feb 03, 2011 9:29 pm

გია არგანაშვილი

მგელი საკუთარ ტყავში

ოდესღაც, მგელიც ბალახისმჭამელი ცხოველი ყოფილა. ეს ამბავი ყველამ ვიცოდით და არ გაგვკვირვებია. ჩვენს გვერდით რომ დავინახეთ, იმან დაგვაფრთხო და გასაქცევად ერთმანეთს მივაწყდით.

არ გაგვიგია როდის გამოვიდა ტყიდან და როდის შეერია ჩვენს რიგებს. თურმე, ჩვენსავით ისიც თავდახრილი მოუყვებოდა საძოვარს, მადიანად სძოვდა და ცდილობდა ბალახი ზედმეტად არ გაეთელა. ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ შევამჩნევდით, კბილების კრაჭუნით რომ არ მიექცია ჩვენი ყურადღება. ძალიან მოუხერხებლად ცდილობდა მაგარძირიანი ბალახის მოწყვეტას და ზედმეტი დაძაბულობისგან კბილს კბილზე აცემინებდა.

ჩვენ რომ შეშინებულები დაგვინახა, თვითონაც დაფრთხა და ტყეს მისცა თავი. შორს არ წასულა. იქვე, ხის ძირში დაეგდო და ისეთი თვალებით გამოგვხედა, ჩვენი უნდობლობის გამო თავი დამნაშავედ ვიგრძენით.

თუმცა, ასე უცებ მაინც ვერ დავწყნარდით. ვირბინეთ და ვაწყვიტეთ ფეხები აქეთ-იქით, ვიდრე არაქათი არ გამოგველია და მინდორზე არ დავეყარეთ.

ცხადია, სამტროდ არ იყო მოსული, რადგან არაფერი უშლიდა ხელს ერთი ან რამდენიმე ჩვენგანი თამამად დაელუკმა. რადგან ეს არ უცდია, მაშ რას ნიშნავდა საკუთარ ტყავში გახვეული მგლის ასე თამამი და მოურიდებლი გამოჩენა? ვინ გვეტყოდა? ჩვენ შორის დიდიხანია აღარ იყო პირველშეწირული, რომელსაც ცხვრისა და მგლის მეგობრობის ამბავი რქებზე შეგონებად ეწერა.

ძნელი დასაჯერებელი იყო, მაგრამ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ახლა სწორედ ის დრო დამდგარიყო.

მგელმა თავისი საქციელით უკვე მოინადირა ჩვენი გულები და გადავწყვიტეთ, ზედმეტი ყურადღებით აღარ დაგვეფრთხო. მართლაც, ნელ-ნელა ისევ მოგვიახლოვდა და ჩვენთან ერთად განაგრძო ძოვა.

შორიდან ალბათ ისიც ცხვარს ჰგავდა. თუმცა, ნამდვილი ცხვრები მხოლოდ ჩვენ ვიყავით. ჩვენ ვიძლეოდით რძეს და მატყლს და ყოველდღიურად, როგორც შეგვეძლო, ისე ვებრძოდით პატრონის სიღარიბეს

ისიც განსაკუთრებით ზრუნავდა ჩვენზე. საძოვარს გვიცვლიდა. ბალახს გვირჩევდა. სიცივეში ფარეხს გვითბუნებდა. სიცხეში წყალს გვასმევდა და ხის ჩრდილში მიგვერეკებოდა.

ამჯერად მდინარეზე მგელიც წამოგვყვა. ჩვენ ძალიან დასიცხულები ვიყავით და მოურიდებლად შევცვივდით წყალში. მგელი კი ნაპირზე იდგა, მოთმინებით იტანდა წყურვილს, ვიდრე ჩვენ წყლიდან არ გამოვედით. შევამჩნიეთ, რომ არ თაკილობდა ჩვენგან ამღვრეული და ნალუფხარი წყალი ესვა.

მდელოზეც ჩვენსავით წამოწვა და ბალახის ამოცოხნა დაიწყო. უჭირდა, მაგრამ თავს ძალას ატანდა. ხანდახან მალულად გადმოგვხედავდა, ცდილობდა ზუსტად ჩვენაირად ემოძრავებინა ყბები. თავიც ისე ეჭირა, თითქოს ბალახის ღეჭვაზე მეტი საქმე არ ჰქონდა. ეს უკეთ გამოსდიოდა. აი, კბილებს კი მაინც სასაცილოდ აღრჭიალებდა, როცა საფქვავზე ნედლი მასის ნაცვლად შიშველი ემალი გაკრთებოდა დღის სინათლეზე.

სასაცილო იყო, მაგრამ რა გაგვაცინებდა, როცა მის თათებზე წამახვილ ბრჭყალებს ვხედავდით.

ეს ამბავი ადრე გაზაფხულზე დაიწყო და შემოდგომამდე ისე გავუშინაურდით ერთმანეთს, სრულიად აღარ გვერიდებოდა მასთან ერთად ბალახში კოტრიალი და ჩირგვებში კუნტრუში.

ბინად ჯერ კიდევ ტყეში ცხოვრობდა. ერიდებოდა, ჩვენს პატრონს და მის კუდჩაწნულ ქოფაკს, რომ არ შეემჩნიათ. თუმცა, ხანდახან, ღამღამობით ბაკშიც იპარებოდა. დაიყურსებოდა სადმე დაბალში, დაჭანჭახებულ ადგილას, გაუშტერებდა მილეულ (ხანაც სავსე) მთვარეს მზერას და დილამდე გვიყვებოდა, თუ ვის, სად და როდის ადინა ცხელი სისხლი, ვის მოუსწრაფა ადრე და მალე სიცოცხლე, ვისი ლეშით გაძღა და მეტისმეტი სიხარბისგან როგორ უჭირდა ნანადირევის მონელება.

მის ხმაში იგრძნობოდა დიდი სინანული და ჩვენ არ გვქონდა მიზეზი მის გულწრფელობაში ეჭვი შეგვეტანა.

ჩვენ თვალწინ იმსხვრეოდა მითი მგლის უწვრთნელობის შესახებ.

ჭამით ძალიან ცოტას ჭამდა. ოთხშაბათს და პარასკევს ნედლ ბალახს არ ეკარებოდა. სხვა დღეებშიც შეგვიმჩნევია, თუ როგორ არიდებდა ქორფა ფოთოლს პირს. ჩვენც გვირჩევდა, გამხმარი თივა გაგვეცოხნა და ახლადამოსული ბალახის, განსაკუთრებით კი ყვავილების ჭამას მოვრიდებოდით.

_ ბალახიც ცოცხალია, _ გვასწავლიდა მგელი, _ ჩვენ კი არ ვაცლით, რომ დაითესლოს და მომავალ წელს ხელახლა ამოვიდეს. აბა, გადახედეთ ჩვენ მიერ გადაძოვილ მინდვრებს, _ მინდვრისკენ გვახედებდა, _ სადღა ნარი? ოთხფოთლიანი სამყურა საერთოდ გაქრა, ბევრგან შიშველი მიწა ჩანს, მალე აქ ეროზია დაიწყება და ეს ფერდობები შეიძლება მთლიანად ჩამოიშალოს...

ამას ამბობდა და ჩვენს ნაფეხურებში ჩამდაგარ წვიმის წყალს გზას აძლევდა, მიწას აფხვიერებდა და ნაკვალევს შლიდა.

_ ამბავი ჩვენი უმანკოებისა, რა თქმა უნდა, გაზვიადებულია – უდასტურებდა დედა-ცხვარი, _ გაიხსენეთ, თითოეულ თქვენგანს რამდენი გველისთვის გაუჩეჩქვავს თავი? უვნებელ გველხოკერებსაც კი არ ვინდობთ...

დედაცხვარს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ჩვენში. მამაცხვარზე უფრო მეტი, ამიტომ, როცა მის მიმართ ნდობას ბღავილით გამოვხატავდით, ეს თავისთავად მგლის აზრებისადმი პატივისცემასაც გულისხმობდა.

მგელი ხომ საკუთარი საქციელით გვაძლევდა მაგალითს, თუ როგორ უნდა გვეცხოვრა,

თანდათან ნედლი ბალახის ჭამას გადავეჩვიეთ. ჯერ ჩალაზე გადავედით, მერე ტყის კენკრას შევესიეთ, ბოლოს კი ხის გამხმარ ტოტებსაც გავუსინჯეთ გემო.

წველას მოვუკელით. მატყლი გაგვცვივდა და ერთიანად გავძვალტყავდით.

პატრონი ყოველდღე ახალ-ახალ საძოვრებს გვირჩევდა, მაგრამ ჩვენ კრიჭაშეკრულნი, მხოლოდ მიწას ვლოკავდით და ნამარილევზე ცივ წყალს ვაყოლებდით.

ერთ საღამოს, როცა მონაწველმა რძემ ჭურჭლის ფსკერიც ვერ დაფარა, პატრონს მოთმინება გამოელია, ბაკის კარები ჩაკეტა და თხილის კავიანი ჯოხით საცემრად დაგვერია.

პირველ მოქნევაზე ჯოხმა ჰაერში გაიშხუილა. დამფრთხალნი ღობეს ავეკარით, რადგან ბაკის კარი მაგრად იყო ჩაკეტილი, გრძელი ჯოხი კი ყველგან მოგვწვდებოდა.

იმ ღამეს ყველაზე მეტად მგელი იცემა.

ბნელოდა, მაგრამ ეტყობა, პატრონი ბრაზისგან ისედაც თვალებდაბნელებული იყო, რადგან ვერ შეამჩნია, როცა ერთი კუთხიდან მეორეში მივაწყდით, ჯოხის მოქნევის მანძილზე, წინ მხოლოდ შეუმჩნევლად შემოპარული მგელი დახვდა.

ვერ მივხვდით თუ როგორ ასწრებდა, რომ ყველა მოქნეული ჯოხისთვის თვითონ დაეხვედრებინა თავისი გაძვალტყავებული სხეული.

ან რამდენს გაუძლო? ვიდრე პატრონს მისი ცემა არ მოწყინდა და წელმოწყვეტილი არ დაეცა ჩვენს თვალწინ.

_ როგორც გიცხოვრიათ, ისე იცხოვრეთ, – კვდებოდა და უკანასკნელ სიტყვებს გვიტოვებდა მგელი, _ ასეთ ტანჯვას ვერ გაუძლებთ, თქვენ ამისთვის არა ხართ დაბადებულნი, იქნებ არც არის საჭირო... ხვალიდან თქვენ რძეს მიცემთ თქვენს პატრონს, კიდევ მატყლს და ხორცს, მე კი ... ხორცი ჩემი არ ვარგა და ტყავი... ჰო, ტყავი, ტყავი... ხვალ პატრონი ჩემს ტყავს ბაკის ღობეზე რომ გადაფენს, თქვენებურად არ დაფრთხეთ და არ შეშინდეთ, _

შეშინებული ცხვრის ხორცს მწარე გემო აქვს.

study

წყარო – http://www.facebook.com/notes/gia-arganashvili/mgeli-sakutar-tqavshi/496847253014

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
არგანი – გია არგანაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: