არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი - The Georgian National Book Center

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი - The Georgian National Book Center   Sun Dec 18, 2011 11:38 pm



The Georgian National Book Center
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი

შეიქმნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ. ცენტრის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ცენტრზე განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

ცენტრი ემსახურება ქართული წიგნისა და ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, კერძოდ, ქართული ლიტერატურის და უცხოური ლიტერატრის თარგმნის პროცესის განვითარებას, ლიტერატურის მეშევეობით კულტურთაშორისო დიალოგის გაღრმავებას და საერთაშორისო ლიტერატურულ და საგამომცემლო სივრცეში საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ინტელექტუალური რესურსის წარმოჩენას.


პრიორიტეტები
ქართული ლიტერატურის ქვეყნის საზღვრებს გარეთ პუპულარიზაციის სტრატეგიის განსაზღვრა და ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნისა და გამოცემის ხელშეწყობა;
უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის ხელშეწყობა;
ქართული და უცხოური ლიტერატურის მხატვრული თარგმანების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება და ლიტერატურის მთარგმნელებისათვის სპეციალური სემინარების, კონფერენციების მოწყობა და მოკლევადიანი სარეზიდენტო პროგრამების შეთავაზება;
საქართველოში საგამომცემლო სექტორის განვითარების მიმართულებით სპეციალური პროფესიული სემინარების, კონფერენციების და ფორუმების ორგანიზება;
საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე ქართველი გამომცემლების მონაწილეობის უზრუნველყოფა და საქართველოს ეროვნულო სტენდების ორგანიზება.

2015-2018 წლებში ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციის კოორდინირება.

ბმული -
* http://book.gov.ge/ka/

Arrow


Last edited by Admin on Sat Nov 22, 2014 1:07 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი - The Georgian National Book Center   Sat Nov 22, 2014 1:13 pm

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მთარგმნელობითი პროგრამები

21/11/2014

21 ნოემბერს, 15:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ მთარგმნელობით პროგრამებთან დაკავშირებით.

პრესკონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი. ღონისძიებას საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის უცხოელი პარტნიორები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის აგენტები დაესწრნენ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ერთდროულად სამ მთარგმნელობით პროგრამას აცხადებს, რომელიც უცხოური და ქართული გამომცემლობებისთვის არის განკუთვნილი. იგი მიზნად ისახავს, როგორც ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე, ასევე უცხოური ლიტერატურის ქართულად თარგმნისა და გამოცემის ხელშეწყობას.

პროგრამა „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ განკუთვნილია უცხოური გამომცემლებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნა და გამოცემა.
პროგრამა „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ განკუთვნილია ქართველი გამომცემლებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ უცხოური ლიტერატურა ქართულ ენაზე თარგმნონ და გამოსცენ.
„საცდელი თარგმანების პროგრამა“ განკუთვნილია მთარგმნელებისათვის, გამომცემლებისა და ლიტერატურის აგენტებისათვის, რომლებსაც სურთ ქართული ლიტერატურის გერმანულ და ინგლისურ ენებზე თარგმნა. მომავალში კი ამ თარგმანების უცხოელი გამომცემლებისათვის გაცნობა და საზღვარგარეთ მათი გამოცემის შეთავაზება.
პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ მიიღო დეტალურო ინფორმაცია როგორც აღნიშნული პროგრამების, ასევე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის განახლებული ვებ-გვერდის შესახებ. www.book.gov.ge

ამასთანავე, წარმოდგენილ იქნა 2014 წლის ფარგლებში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ლიტერატურის თარგმანები.

ბმული -
* http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.12786.html

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი - The Georgian National Book Center   Sat Nov 22, 2014 1:30 pm

მთარგმნელების ინდექსი

ენის მიხედვით


ბერძნული
უძილაური ანი

ინგლისური
რაიფილდი დონალდ
პეტერსი ნატალია-ბუკია
კაკაბაძე მიხეილი
ყიასაშვილი მაია
ჰეივეი ელიზაბეტ
ჰილარი ფიჯეი
სანიკიძე გურამ
კოფინი ლინ

ჰოლანდიური
დეჰრავე ინგრიდ

გერმანული
კამარაული ანასტასია
მიქელაძე-ბახსოლიანი ნათია
ხოტივარი შტეფი
თაბუკაშვილი მაია
ბრეგაძე გიორგი
ჰაინცე სიბილა

უკრაინული
არაბული გიორგი

ფრანგული
თურნავა რუსუდანი
ბუაჩიზე გასტონ
ყუბანეიშვილი თამარ

თურქული
ფაჰრეთთინ ჩილოღლუ

იტალიური
ცხადაძე ხათუნა
ჩარკვიანი ქეთი

რუსული
სანიკიძე გურამ
ებანოიძე ალექსანდრე

შვედური
მაისურაძე თამარ

ბმული -
* http://book.gov.ge/ka/translators/index


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი - The Georgian National Book Center   Fri Dec 19, 2014 7:21 pm

საცდელი თარგმანები

საცდელი თარგმანების პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის და გამოცემის პოპულარიზაციას.

1. პროგრამის პირობები

1.1 პროგრამა განკუთვნილია გამომცემლებისთვის, მთარგმნელებისთვის და ლიტერატურის აგენტებისთვის, როლებსაც სურთ ქართული ლიტერატურის გერმანულ და ინგლისურ ენებზე თარგმნა და საზღვარგარეთ პოპულარიზაცია;
1.2 სათარგმნად შერჩეული ქართული ლიტერატურა არ უნდა იყოს ნათარგმნი და წიგნად გამოცემული შესაბამის უცხო ენაზე;
1.3 სათარგმნად შერჩეული ქართული ლიტერატურა უნდა იყოს წიგნად გამოცემული საქართველოში;
1.4 სათარგმნად შერჩეული ქართული ლიტერატურა უნდა განეკუთვნებოდეს შემდეგ ლიტერატურულ ჟანრებს: პროზა, პოეზია, დრამატურიგია, ესეისტური ლიტერატურა, საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურა (პროგრამა არ ითვალისწინებს სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის და ლექსიკონების თარგმანების ხელშეწყობას);
1.5 საცდელი თარგმანის პროგრამის განაცხადი განკუთვნილია მხოლოდ ერთი ნაწარმოებისთვის (პოეზიის შემთხვევაში, განაცხადი ივსება ერთ ავტორზე). 1-ზე მეტი საცდელი თარგმანის დაფინანსების თხოვნის შემთხვევაში, განაცხადი ივსება ახლიდან (ერთ განმცხადებელს შეუძლია მაქსიმუმ 3 განაცხადის შემოტანა);
1.6 პროზის, არამხატვრული ლიტერატურის და საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის შემთხვევაში დაფინანდება საცდელი თარგმანის არაუმეტეს 15 გვერდისა. პოეზიის შემთხვევაში, არაუმეტეს 4 გვერდისა;
1.7 2015 წელს დაფინანსებული საცდელი თარგმანები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2015 წლის 1 მაისისა.


2. დაფინანსება

2.1 საცდელი თარგმანები დაფინანსება ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს*:
ა) პროზის, არამხატვრული და საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის შემთხვევაში, 1 სტანდარტული გვერდი (არანაკლებ 400 სიტყვა) დაფინანსდება 18 ევროთი;
ბ) პოეზიის შემთხვევაში 1 გვერდი (არანაკლებ 35 სტრიქონი) დაფინანსდება 35 ევროთი;

* განაცხადების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადებს, რომელთა მიერ გათვალისწინებული ქართული ლიტერატურის მიმართ არსებობს კონკრეტული უცხოური გამომცემლობის ინტერესი.


3. საკონკურსო დოკუმენტაციის რეგისტრაციის პროცედურა

3.1 საკონკურსო დოკუმენტაცია ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოს მთარგმნელმა, ლიტერატურის აგენტმა ან გამომცემლობის დირექტორმა;
3.2 საკონკურსო განცხადების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.book.gov.ge;
3.3 საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელექტრონული სახით ცენტრის ელ-ფოსტაზე: book@mcs.gov.ge;
3.4 საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში (ელ-ფოსტა: book@mcs.gov.ge) 2014 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 5 თებერვლის ჩათვლით;
3.5 საკონკურსო განაცხადების წარმოდგენა უნდა მოხდეს გამოცხადებული ვადების დაცვით;
3.6 საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები აღარ მიიღება.


4. საკონკურსო განაცხადების შეფასების პროცედურები

4.1 ვადების დაცვით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები განსახილველად გადაეცემა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრთან არსებულ სპეციალურ კომისიას, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ განაცხადებს;
4.2 შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2015 წლის 1 მარტამდე.


5. სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია*

5.1 შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
5.2 მთარგმნელის რეზიუმე / CV (რეზიუმეში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მთარგმნელობითი გამოცდილება);
5.3 სათარგმნად შერჩეული ქართული ლიტერატურის თარგმანის ნიმუში - 3 სტანდარტული გვერდი (1200 სიტყვა). პოეზიის შემთხვევაში, არანაკლებ 35 სტრიქონი;.
5.4 სათარგმნად შერჩეული ტექსტის დედანი (შესაბამისი გვერდები);
5.5 საავტორო უფლებების მფლობელისგან თანხმობის წერილი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი მთარგმნელია);
5.6 ოფიციალური საბანკო რეკვიზიტები დამოწმებული ბანკის მიერ (საბანკო ანგარიშის მფლობელის სახელის, ბანკის დასახელების და მისამართის, IBAN, SWIFT მითითებით);
5.7 პირადობის მოწმობის ასლი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი მთარგმნელია).

* საჭიროების შემთხვევაში, ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა შეიძლება მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.


6. დაფინანსების და ხელშეკრულების პირობები

6.1 გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შემდგომ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი კონკურსში გამარჯვებულ განმცხადებელთან აფორმებს ხელშეკრულებას;
6.2 ხელშეკრულებას ხელს აწერს ორივე მხარის წარმომადგენელი: ერთის მხრივ, ცენტრის დირექტორი, ხოლო, მეორეს მხრივ, განმცხადებელი (მთარგმნელი, ლიტერატურის აგენტი, გამომცემლობის დირექტორი);
6.3 პროექტის განხორციელება უნდა დაექვემდებაროს ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობებს;
6.4 დაფინანსება მოხდება პროექტის განხორციელების და ორივე მხარის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ;
6.5 ხელშეკრულების პირობები შესრულებულად ითვლება მას შემდეგ, რაც ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილი იქნება შესრულებული საცდელი თარგმანის ელექტრონული ვერსია;
6.6 ცენტრის მიერ დაფინანსებული საცდელი თარგმანის საფუძველზე ქართული ლიტერატურის სრულად თარგმნის და საზღვარგარეთ გამოცემის შემთხვევაში უცხოური გამომცემლობა ვალდებულია, გამოცემულ წიგნში აღნიშნოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მხარდაჭერის შესახებ და წიგნში განათავსოს ცენტრის ლოგო.
6.7 ცენტრი უფლებამოსილია პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საცდელი თარგმანები გამოიყენოს სარეკლამო მასალებში (კატალოგები, ინტერნეტი და ა.შ.)

სააპლიკაციო ფორმა გადავიწეროთ ამ ბმულიდან -
* http://book.gov.ge/ka/programs/translation_program/2/10/


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი - The Georgian National Book Center   

Back to top Go down
 
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი - The Georgian National Book Center
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: