არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი Mariam Bakacho Khatchvani

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი Mariam Bakacho Khatchvani    Wed Dec 07, 2011 10:09 pm



Mariam Bakacho Khatchvani

მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი

დაიბადა 1986 წელს, მესტიის რაიონის სოფელ უშგულში.
2008 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო–ტელესარეჟისორო ფაკულტეტი (მიხო ბორაშვილის სახელოსნო).

დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა:
* "ბექნუ", 2008
* "კვირიკობა", 2009 (დოკუმენტური)
* "ლიჩანიში", 2009 (დოკუმენტური)

პროდიუსერი:
* "კვირიკობა", 2009 (დოკუმენტური)
* "ლიჩანიში", 2009 (დოკუმენტური)

პრემიები და ჯილდოები:
* გალა (ლიტერატურული პრემია) ნომინაციაში "წლის საუკეთესო კინოსცენარი" - კინოსცენარისათვის „დედე“, 2012
* პრიზი საუკეთესო „საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის“ - მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-8 ფესტივალი River Film Festival (იტალია, პადოვა), ფილმისათვის „დინოლა“, 2014
* „ჟიურის პრიზი“ - ხმელთაშუაზღვის არეალის ქალთა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი (საფრანგეთი, მარსელი), ფილმისათვის „დინოლა“, 2014

ბმულები:
* http://ka.wikipedia.org/wiki/მარიამ_ხაჭვანი
* http://20steps.ge/?site-path=films/&id=43
* http://www.geocinema.ge/ge/prod.php?kod5=260
* http://www.youtube.com/watch?v=yBK6ruHnJX4
* http://www.myvideo.ge/?video_id=1138979
* http://www.myvideo.ge/?video_id=1141313
* https://www.facebook.com/profile.php?id=100001030193603&sk=wall

მარიამ ხაჭვანი

***
სვანეთის მძიმე პირობებში, მხოლოდ სვანეთის სიყვარული თუ გაგაჩერებს და მეტი არაფერი...
და მე ბედნიერი ვარ ამ სამოთხეში რომ დავიბადე, როდესაც მანდ ვარ დაძინება არ მინდა.
მინდა, ვუყურო, უსასრულოდ ვუყურო ყველაფერს...
მინდა, ვუსმინო, უსასრულოდ ვუსმინო მდინარეს...
მინდა, დავაბიჯო, დავაბიჯო ფეხი მთის წვერზე...
მინდა, შევეხო, შევეხო ცას...
მინდა, ვისუნთქო, უსასრულოდ ვისუნთქო ცივი ჰაერი...
მინდა, მოვეფერო თითეულ ქვას...
მინდა, ვუყურო როგორ გაათბობს და გააწითლებს მზე ცივ შხარას...
მინდა, დავლიო ცივი წყალი, სულს რომ აფხიზლებს...
მინდა, ვითამაშო, გავისვარო ხელები მიწაში, როგორც ბავშობაში...
მინდა, ვიცინო, ხმამაღლა ვიცინო და ჩემი განწყობა ექომ გადასცეს სხვას...
მინდა, ვიტირო, როდესაც ჩემი ბებია-ბაბუის საფლავზე ვდგავარ...
მინდა, ვუყურო ხალხის გულწრფელ სახეებს, გულწრფელ სიყვარულს, გულწრფელ გაღიმებას...
იქ ყველაფერი ჩემია, ჩემია, ჩემი, ეს, სულ სხვა, ენით აუღწერელი სამყარო...

sunny


Last edited by Admin on Fri May 13, 2016 6:28 pm; edited 7 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი Mariam Bakacho Khatchvani    Wed Dec 07, 2011 10:19 pm



"ბექნუ"

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, დრამა, ერთი ნაწილი (10 წუთი)
სინეტექსი, სს "ქართული ფილმი", ეროვნული კინოცენტრი

რეჟისორი - მარიამ ხაჭვანი
სცენარი - მარიამ ხაჭვანი
ოპერატორი - გიორგი მაზიაშვილი
მხატვარი - აკაკი ჯაში
კომპოზიტორი - თამარ ჟორდანია
ხმის ოპერატორი - თამთა მანძულაშვილი.
მონაწილეობენ: გივი ჩუგუაშვილი, ენდი ძიძავა, დათო დავითულიანი.
პროდიუსერი - ნიკა აბრამიშვილი
გადაღების დრო - 2008

Logline:
ბექნუს შემთხვევით შემოაკვდება მეგობარი. სვანური ტარდიციით, მკვლელობას სისხლის აღება მოსდევს. იმისათვის, რომ ოჯახი იხსნას, ბექნუმ თავი უნდა მოიკლას და სამჯერ ცდის ამას.
უშგული თვითმკვლელობის მოლოდინშია...

მთლიანად ვნახოთ აქ - http://www.geocinema.ge/ge/filmy.php?id0=ZAGrdgXBops



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი Mariam Bakacho Khatchvani    Mon Oct 28, 2013 10:49 am



Courts métrages compétition / Shorts - competition


Dinola
Dinola - Mariam Khatchvani - Fiction

Géorgie - 2013 - 15 mn 57 s - Réalisation : Mariam Khatchvani - Scénario : Mariam Khatchvani - Image : Konstantin Mindia Esadze - Décor : Dimitri Arsanis - Montage : Levan Kukhashvili - Son : Nikoloz Paniashvili - Interprétation : Keta Lordkipanidze, Vakho Chachanidze, Nutsi Khaptani -

Contact : 20 Steps Production - 10A Akhmeteli St - 0159 Tbilissi - Géorgie - Tél : 995 32 252 0945/ 995 591 227 377 - e-mail : katcharava@20steps.ge - web : www.20steps.ge

Corum - Salle Pasteur Lundi 28 octobre 2013, 12 h 00
Corum - Salle Pasteur Jeudi 31 octobre 2013, 18 h 15

Svaneti, région montagneuse la plus haute de Géorgie, avec neuf mois d'hiver… Isolé par la neige, le village d'Ushguli, le plus haut d'Europe. Une femme transgresse les strictes lois de la montagne, elle choisit son mari par amour contre la volonté de sa famille. Quand elle atteint enfin le bonheur, son mari bien-aimé meurt. Elle est obligée d'épouser le premier homme qui la veut et d'abandonner son enfant.


Mariam Khatchvani

Née en 1986 en Géorgie. De 2004 à 2008, études au Shota Rustaveli Theatre and Film Georgian State University et à la Faculté de film et télévision, section réalisation. Elle a réalisé de nombreux courts documentaires: Verdzoba (2006), Beyond The Window (2007), Lichanishi and Kvirikoba (2009). Dinola est son dernier court métrage de fiction.


Links:
* http://www.20steps.ge/?site-path=films/&id=43
* http://www.cinemed.tm.fr/cgi-bin/film/film.cgi?id=15293&festi=69&uk=&mod=proguk&lemenu=2
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი Mariam Bakacho Khatchvani    Thu Feb 20, 2014 1:41 am

თეონა გოგნიაშვილი

მარიამის, მეტსახელად ბაკაჩოს, ფილმივით ცხოვრება და ცხოვრებასავით ფილმები


19 February, 2014


სვანეთში დაიბადა და ისეთია, დღეს უცნაურს რომ ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში ისეთია, როგორიცაა. მართლაც, არავის ჰგავს, არც ტყუპის ცალს… ისეთივე საინტერესო და გამორჩეულ ფილმებს იღებს, როგორიც თვითონაა, თუმცა თავადაც ფილმის გმირს ჰგავს, აი, ისეთს, რომელიც არ მოგწყინდება და მისი ყოველი ნახვის მერე, რაღაც ახალს რომ აღმოაჩენ. მისი გადაღებული ფილმები უკვე აღიარეს უცხოეთში, მაგრამ ნამდვილი აღიარება ჯერ კიდევ წინ აქვს. რეჟისორი და პოეტი,- მარიამ ხაჭვანი.

-შეიძლება ითქვას, რომ ტყუპები საკუთარ თავს გვერდიდან აკვირდებიან, მაგრამ რითი არ ჰგავხართ ერთმანეთს?
- ჩემი ტყუპისცალი ჩემგან იმდენად განსხვავებულია, რომ ყველაფერზე მაკრიტიკებს, მე დედამთილს ვეძახი და მიმაჩნია, რომ დედამთილთან ცხოვრების პრაქტიკა უკვე მაქვს. ჩემი ტყუპის ცალი და ძალიან სერიოზული და წინდახედულია, მე კი – ზედმეტად მხიარული და ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ, – სანამ გამაბრაზებენ. დავიბადეთ უშგულში და ბავშვობა ძალიან კარგად მახსოვს. გიჟი ბავშვი ვიყავი, – ყველას ვცემდი, სკოლაში 5 – წუთიან შესვენებებზე ჩხუბს ვასწრებდი, მერე კი მასწავლებელთან ბეჯითი ბავშვის გამომეტყველებით ვიჯექი. ვსწავლობდი კარგად, განსაკუთრებით მათემატიკა და ისტორია მიყვარდა. ბავშობაში ხატვა რომ დავიწყე, დედაჩემი გადაირია: ხატვა გაგაგიჟებსო და არ მანებებდა, ფანქრები ერთხელაც არ უყიდია. მათემატიკის ნიჭი რომ აღმომაჩნდა, დედაჩემს გაუხარდა და მათემატიკის მასწავლებელთან მიმიყვანა, თუმცა არ მჭირდებოდა და მალევე გამოვედი. ყველას ეგონა, რომ მათემატიკის ნიჭს გამოვიყენებდი, სპეციალური კონკურსი “კენგურუც” მოვიგე. მამიდაჩემს კი იმედი ჰქონდა, რომ ეკონომიკურზე ჩავაბარებდი და ბანკის მმართველი გავხდებოდი.
- და მიუხედავად ამისა, თეატრალურზე ჩააბარეთ...
- თეატრალურზე ჩაბარება მოულოდნელად გადავწყვიტე, ეს ამბავი მამაჩემს გაუხარდა. ბაბუაჩემის დამ კი ასე მითხრა, არ მომწონს, მსახიობები ბევრჯერ თხოვდებიანო, მე ვუპასუხე: რომელი მსახიობი დედაშენი იყო, ხუთჯერ რომ გათხოვდა – მეთქი?.. შემდეგ, პროფესიიდან გამომდინარე, ხალხის ცხოვრებით უფრო დავინტერესდი და სულ ხანდაზმულებთან დავდიოდი, მათ ისტორიებს ვაყოლინებდი. ჩემმა დამ – თამუნამ მოხუცების დაქალიც კი შემარქვა, უმეტესობა ერთი და იგივე ისტორიას მიყვებოდა, თუ როგორ იზრდებოდნენ მშობლების გარეშე. ამან ჩემში პროტესტის გრძნობა გამოიწვია. ვცდილობდი, ამ ტრადიციების დადებითი მხარეები გამეგო და ვეკითხებოდი, თუ რას ფიქრობდნენ ტრადიციებზე, თუ რამ გამოიწვია, ან რამდენად აუცილებელი იყო ტრადიციის დაცვა, ვეძებდი სვანი მწერლების მიერ აღწერილ იმდროინდელ ცხოვრებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერსად აღმოვაჩინე.
- პირველი კურსის ბოლოს ფილმი ,,ანდერძი“ გადაიღეთ, რომლის ნახვის დროს დღეს თურმე გეცინებათ, რატომ?
- “ანდერძი” არის ბავშვზე, რომელსაც ბაბუა სიკვდილის წინ სამედიცინოზე ჩაბარებას სთხოვს, რადგან მათ სოფელს ექიმი არ ჰყავს (უშგულში ეგ დიდი პრობლემა იყო). როდესაც ბიჭი სკოლას დაამთავრებს, ბებია გამოცდებზე ჩამოჰყვება იმის შესამოწმებლად, ნამდვილად სამედიცინოზე აბარებს თუ არა. მხოლოდ ბოლო გამოცდაზე ბებია შემთხვევით წაიკითხავს შენობაზე წარწერას: “თეატრალური უნივერსიტეტი”. გაგიჟებულ ბებიას შვილიშვილი დაარწმუნებს, რომ თეატრალურზე ჩააბარა, – ოღონდ მედიცინის განხრით, რასაც გახარებული ბებია მართლა დაიჯერებს… შემდეგ უკვე დახვეწილი მსახიობი ხალხს მკურნალობს, რა დროსაც ბებია მოკვდება… ბებიის როლის შემსრულებელი უშგულელი ქალბატონი მახსოვს, გადაღებაზე ისეთი გაპრანჭული მოვიდა, – ძლივს ვიცანი – წითელი პომადა, მწვანე საყურეები, ლაკის ფეხსაცმელები… საერთოდ, უშგულელებთან მუშაობა ძალიან ადვილია. ისინი კარგი მსახიობები არიან. ფილმ ,,დინოლას“ გადაღებისას ერთ სახლში ვითომ მიცვალებული უნდა დამეწვინა. ძალიან ვნერვიულობდი, უარი არ ეთქვათ, მაგრამ ბოლოს ისე რეალურად დაიტირეს, რომ სიცილი დავიწყე და პირველი დუბლი ამის გამო ჩავარდა. საერთოდ, უშგულელები ძალიან საინტერესო და თავისუფალი ხალხია. თეატრალურზე მიხო ბორაშვილის ჯგუფში ვსწავლობდი. ბატონი მიხო ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე მეფიქრა და შესაბამის მიმართულებას მაძლევდა, რის შედეგადაც ვიზიარებ ფრაზას: ,,მოუსმინე ყველას და გააკეთე შენი”, – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით….
- მარი, თქვენი ფილმი, რომელშიც პირველი ჰონორარი აიღეთ, ტელევიზიით უჩვენეს, რაც თავისთავად წარმატებას ნიშნავდა.
- მეორე კურსზე გადავიღე დოკუმენტური ფილმი “ვერძობა“, რომელიც “რუსთავი-2- მა“ აჩვენა და, მართლაც, ჩემი პირველი ჰონორარი მაშინ ავიღე. მახსოვს, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მესამე კურსზე გადავიღე დოკუმენტური ფილმი „პორტრეტი ფანჯრის მიღმა”, რომელიც ერთ ბიჭზეა, ვისაც ორი ცხოვრება ჰქონდა, ქუჩაში მხიარული, ვითომ უდარდელი ბიჭის იმიჯით ხედავდნენ, ხოლო როცა საკუთარ თავთან რჩებოდა, ძალიან სევდიანი იყო. ფილმშიც ასე მაქვს: ზაფხულიდან კარებს ზამთარში აღებს, ხანაც პირიქით. ხოლო მეოთხე კურსზე კი სტუდენტურ ”ზაფხულის კინოსკოლაში” მოვხვდი. ამ პროექტს “მშვიდობით, იარაღო“ ერქვა და კინოფირზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ბექნუ” გადავიღე. მახსოვს, თეატრალურში რომ მეკითხებოდნენ: რას აკეთებ ხაჭვანიო, ვპასუხობდი, რომ ფილმს ვიღებ ფირზე-მეთქი და ბავშვებს ვაოცებდი, რადგან იმ დროს ფირზე გადაღებაზე ოცნებაც კი არარეალური იყო. მაშინ ეს პროექტი არც არსებობდა და სულ რაღაც ნახევარ წელიწადში ეს ოცნება ამიხდა. ჩემმა მეგობარმა თამუნა გოლავამ კონკურსის ბოლო დღეს მითხრა: შევიტანოთ პროექტები კონკურსზეო, მე ვფიქრობდი: რა დამეწერა, მარტო სინოფსის ითხოვდნენ. ისე სწრაფად ავკრიფე თეატრალურის ბიბლიოთეკაში სინოფსისი და ამოვბეჭდე, რომ სახლში მოსული, ვერც ვიხსენებდი, რა მეწერა. მახსოვს, ზურა მაღალაშვილმა დამირეკა და მკითხა, სვანი მარიამი შენ ხარო? მე ვუთხარი კი – მეთქი, და როცა მითხრა: ზაფხულის კინოსკოლაში აგარჩიეთო, სიხარულისგან ხმას ვერ ვიღებდი. მიუხედავად სხვა მრავალ კონკურსში გამარჯვებისა, მსგავსი შეგრძნება არ მქონია!…
- სვანეთთან განსაკუთრებული მშობლიური დამოკიდებულება გაქვთ…
- ბედნიერი ვარ, რომ ამ სამოთხეში დავიბადე, როდესაც მანდ ვარ, – დაძინება არ მინდა. სვანეთის მძიმე პირობებში მხოლოდ სვანეთის სიყვარული თუ გაგაჩერებს, – მეტი არაფერი… სვანეთზე ადრე ასეთი ჩანახატი დავწერე:
„მინდა, ვუყურო, უსასრულოდ ვუყურო ყველაფერს… მინდა, ვუსმინო, უსასრულოდ ვუსმინო მდინარეს… მინდა, დავაბიჯო, დავაბიჯო ფეხი მთის წვერზე… მინდა, შევეხო, შევეხო ცას… მინდა, ვისუნთქო, უსასრულოდ ვისუნთქო ცივი ჰაერი… მინდა, მოვეფერო თითოეულ ქვას… მინდა, ვუყურო როგორ გაათბობს და გააწითლებს მზე ცივ შხარას… მინდა, დავლიო ცივი წყალი, სულს რომ აფხიზლებს… მინდა, ვითამაშო, გავისვარო ხელები მიწაში, როგორც ბავშვობაში… მინდა, ვიცინო, ხმამაღლა ვიცინო და ჩემი განწყობა ექომ გადასცეს სხვას… მინდა, ვიტირო, როდესაც ჩემი ბებია-ბაბუის საფლავზე ვდგავარ… მინდა, ვუყურო ხალხის გულწრფელ სახეებს, გულწრფელ სიყვარულს, გულწრფელ გაღიმებას…
იქ ყველაფერი ჩემია, ჩემია, ჩემი, ეს, სულ სხვა, ენით აუწერელი სამყარო“…
რაც შეეხება ფილმს, როცა სვანეთის ცხოვრებაზე ფილმის გადაღება გადავწყვიტე, სინოფსისი დავწერე და ირაკლი სოლომანაშვილს შევხვდი. მან მითხრა, სცენარი დამეწერა, ის კი დამეხმარებოდა, მერე პროდიუსერ ვლადიმერ კაჭარავას შემახვედრა, რომელმაც მირჩია, ჯერ მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაგვეღო ერთად. სანამ ბატონ ვლადიმერს შევხვდებოდი, მანამდე ბევრ პროდიუსერს ვესაუბრე, მაგრამ ვერავის გავუგე. ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. გამიმართლა და მყავს ისეთი პროდუსერი, რომელსაც მართალია, გენიოსი არ დაარქვეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ნამდვილი გენიოსია (მეგრელები გენიოსს არქმევენ ბავშვებს). მას ჰყავს ნიჭიერი ჯგუფი, რომელსაც ვენდობი და იმედი მაქვს, ყველა ერთად შევქმნით ფილმს სახელად – ”დედე” და ეს ფილმი პალმას დაიმსახურებს.
შემდეგ კი კინოცენტრის მხარდაჭერით ასე გადავიღეთ სრულმეტრაჟიანი ფილმი “დინოლა“. არ დამავიწყდება, როდესაც ,,დინოლაზე” კინოცენტრში დაფინანსება მოვიპოვეთ და პროდიუსერმა შემატყობინა, სიხარულისგან ხმა არ მქონდა. ეს ფილმი ასეთ თემაზეა: სვანეთში უწინ ქვრივებს იძულებით ათხოვებდნენ და ბავშვებს ქმრის ოჯახი იტოვებდა. მე კი ვეხუმრე ბაბუაჩემის დას, მაგრამ ეს თემა ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, მით უმეტეს, ჩემი ოჯახის წევრებს გადახდათ თავს. ბაბუაჩემი შალვა ხაჭვანი და ბებია – ლუბა ჭელიძე, როდესაც 4-5 წლის ბავშვები იყვნენ, ამ ტრადიციის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, რაც ფილმში სრული სიზუსტით გადავიტანე.
- 2012 წელს თქვენმა სცენარმა ფილმისთვის “დედე” გაიმარჯვა...
- დიახ, ეს იყო ლიტერატურულ კონკურსში “გალა“ და ის წლის საუკეთესო სცენარად დასახელდა. 2013 წელს კი “დედემ” ერევანშიც გაიმარჯვა და საუკეთესო რეგიონალურ პროექტად დასახელდა. ამის გარდა, “დედე“ რუმინეთშიც და გერმანიაშიც ვორკშოფზე აირჩიეს. წელს მოვიგეთ კონკურსი კინოცენტრში და ფილმის დაფინანსება მოვიპოვეთ. ამჟამად ვმუშაობთ სცენარის განვითარებაზე და პარალელურად ვეძებ ნიჭიერ სვანებს, რომლებსაც ამ ფილმში გადავიღებ. სვანებს იმიტომ, რომ ფილმი სვანურ ენაზე იქნება და მასში სვანი საკუთარ თავს ითამაშებს.
- საკუთარ თავზე რა ჟანრის ფილმს გადაიღებდით და როგორ?
-საინტერესო შეკითხვაა, ალბათ დრამას გადავიღებდი. ვაჩვენებდი, როგორ შეუძლია ადამიანს მწვერვალზე ასვლა ისე, რომ საკუთარ თავს არ გადააბიჯოს.
- გაიხსენეთ ორი ამბავი: პირველი, როცა ძალიან გაგიხარდათ, მეორე -როცა გეწყინათ...
- ჩემი ძმა-ლევანი სულ მეხუმრებოდა: ნუ ხატავ, მაინც გადასაყრელია შენი ნახატებიო. ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი თვალების არ მჯეროდა, მის ოთახში შევედი და რას ვხედავ, ჩემი ყველა ნახატი, გადაგდებულებიც კი, რომლებსაც კარადის უკან ვინახავდი, ყველაფერი თავის ოთახში კედელზე ჩამოუკიდია, მართლა ძალიან გამიხარდა და როცა ეს ამბავი მახსენდება, სულ მეცინება. რაც შეეხება წყენას, თამაშის დროს ჩემს ბიძაშვილს გაუტყდა დისკი, სადაც მოხუც ნათესავებზე ჩემ მიერ გადაღებული პირველი დოკუმენტური ფილმი იყო ჩაწერილი. ისინი დღეს ცოცხლები აღარ არიან, სხვა ეგზემპლარი კი არ მქონდა. კიდევ კარგი, მოგვიანებით დაუმონტაჟებელი მასალა აღმომაჩნდა. როცა მოვიცლი, აუცილებლად დავამონტაჟებ.
- მარიამ, თქვენი ფილმები უცხოეთშიც მოსწონთ...
-ახლა ჩემი პროდიუსერი ირანელ რეჟისორთან ფილმს იღებს. მოხსენ მახმალბახმა კანში პრიზი დაიმსახურა, ცნობილი რეჟისორია, ფესტივალებზე პროდუსერი აგზავნის, ფაქტობრივად მან გაიტანა უცხოეთში ფილმი „დინოლა“, რომლის პრემიერა “რუსთაველში“უკვე გაიმართა, მაგრამ სურათი ბევრმა ვერ ნახა. ავთო ვარსიმაშვილი დაგვპირდა, რომ “თავისუფალ თეატრში“ ამ ფილმის ჩვენებას მოგვიწყობს. ახლახან კი შეგვატყობინეს, ფილმი ესპანეთშიც გავა კონკურსზე. “დინოლა” აგრეთვე წარდგენილი იყო საფრანგეთში, მონპელიეს კინოფესტივალზე, სადაც ძალიან მოიწონეს, შემდეგ ასევე საფრანგეთში, კლერმონის კინოფესტივალზეც დაინტერესდნენ პროდიუსერები, რეჟისორები და მედია, რა თქმა უნდა – მაყურებელიც. ყველა ჩემს გაცნობას ცდილობდა, უამრავი მოწვევა მივიღე ფესტივალის დირექტორებისგანაც. “დინოლა“ ასევე მიწვეულია შვეიცარიაში, ჰონკონგში, სადაც მარტში მივემგზავრებით და ამის გარდა დანარჩენი კონკურსებიდანაც ველოდებით პასუხებს.
- როგორი და სად იქნებით 20 წლის მერე?
-20 წლის მერე ვიქნები ვარსკვლავი და საქართველოში ვიქნები!
- ძალიან თავდაჯერებული ხართ და წარმატების მისაღწევად ესეც გეხმარებათ...
- უშიშარი და ძლიერი ადამიანი ვარ, ამტანი და გამტანი, თუ ძალიან მინდა, ქვეყნის გადატრიალება რომ დამჭირდეს, რასაც ხელს ვკიდებ, მაინც ბოლომდე ვაკეთებ. მეტსახელად რევოლუციონერს და კიდევ რას აღარ მეძახიან… რაც მთავარია, მჯერა, რომ ადამიანისთვის ოცნება არაფერია, მისი შესაძლებლობა შეუზღუდავია, მთავარია, ჰქონდეს რწმენა და ბოლომდე უნდა სჯეროდეს საკუთარი თავის, რადგან ქვეცნობიერს ვერ მოატყუებ.

ბმული:
* http://kvira.ge/მარიამის-მეტსახელად-ბაკ/


Last edited by Admin on Fri Nov 14, 2014 6:17 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი Mariam Bakacho Khatchvani    Thu Jun 19, 2014 12:05 pm



მარიამ ხაჭვანის „დინოლამ“ გაიმარჯვა მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-8 ფესტივალზე River Film Festival (იტალია, პადოვა) და აიღო პრიზი საუკეთესო საერთაშორისო ფილმისთვის.



ბმული
* http://riverfilmfestival.org/vincitori-2014/
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი Mariam Bakacho Khatchvani    Mon Nov 24, 2014 11:12 am


ხმელთაშუაზღვის არეალის ქალების მოკლემეტრაჟიანი ფილმების „ჟიურის პრიზი“ დაიმსახურა მარიამ ხაჭვანის „დინოლამ“
10 ოქტომბერი, 2014, სინემა დე პრადო, მარსელი.

ელის რადოვანი: „ჟიური, რომელიც ამ წელს აერთიანებდა მემონტაჟე კატრინ პუატევენს, ფოტოგრაფ მონიკა დერეჟიბიუს, კინემატოგრაფისტ ბანია მედჟბარს და კინოს განვითარებაზე პასიხსმგებელ სილვი მორატას, დაიპყრო მღელვარე სურათმა, რომელიც ყველას შემჩნეული ჰქონდა: ქართველი მარიამ ხაჭვანის „დინოლამ“. რეალობის კინო, დაუვიწყარი ტრაგედიები ძალით თავსმოხვეულ ქორწინებებზე და თავიანთი შვილებისგან მოშორებული დედები სოფელ უშგულში, დაუსრულებელი ზამთრისაგან სამყაროს რომ არის მოწყვეტილი.“

10 Octobre, 2014
Prix du jury : Dinola, Mariam Khatchvani
Cinéma le Prado
36 Avenue du Prado
13006 Marseille
04 91 37 66 83
http://www.cinema-leprado.fr/

Elise Padovani: "Le jury professionnel qui réunissait cette année Catherine Poitevin, monteuse, Monique Deregibus, photographe, Bania Medjbar, cinéaste et Syvie Morata, chargée de développement en cinéma, a été conquis par une épure bouleversante, tout en retenue : Dinola de la géorgienne Mariam Khatchvani. Cinéma du réel, tragédie immémoriale des mariages imposés et des enfants séparés de leur mère dans le village d’Ushguli, isolé du monde par un interminable hiver."


ბმული
* http://www.journalzibeline.fr/critique/la-nuit-des-treize-courts/

:::
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი Mariam Bakacho Khatchvani    Sat Dec 17, 2016 10:10 am

მარიამ ხაჭვანი

„აქ, ახლოს არის ცა, ტაძართან დაჩოქილი ღმერთს ელაპარაკები...“

„მამაჩემი ამბობს ” მიყვარს უშგული , მაგრამ ზამთარში ცხოვრება ძალიან ძნელიაო”არ მესმოდა მისი.
მე ხომ სიგიჟემდე მიყვარს უშგული, მე ხომ უშგულის ლამარიის ეზოში ავიდგი ენა, მე ხომ ლამარიის ეზოში გადავდგი პირველი ნაბიჯები და სიგიჟემდე შემაყვარა ეს ჩემი მიწა… მერე მოვიდა ზამთარი… უსასრულო თოვლი…
მეზობლის სახლებში გათებული ღამეები…
რა საშიშია და რა სამოთხესავით ლამაზი ეს ჩემი კუთხე…
რა მკაცრია და რა ტკბილი სვანეთის მთები…
რა ცივია და რა თბილი ჩვენი წინაპრების სისხლიანი ხელებით აშენებული მურყვამები, სადაც მათი სულები გათბობენ…
აქ, ახლოს არის ცა ,ტაძართან დაჩოქილი ღმერთს ელაპარაკები…
თოვლში ჩაკარგული საფლავები და ფეხის ნაბიჯებით გახარებული სულები…
აქ სიცოცხლეა, ხმაურია…
აქ “ლილეოს” მღერიან მთები ბანს აძლევენ…
რა გიჟი ხალხია, რა უშარი…
როცა ულხინთ მღერიან, როცა უჭირთ მაშინაც…
ეს სხვა სამყაროა და რო გაიგო ამ სამყაროსა და ხალხის ხიბლი, ზამთარი უნდა გაატარო უშგულში, დღეს რომ არის ესეთი ზამთარი…
სხვანაირად გაგაგიჟებს სიცივე, სხვანაირად შეგაშინებს თოვა,
სხვანაირად შეგიყვარებს ხალხი
სხვანაირად გაგაგიჟებს გლოვა!
სხვანაირად გაგათბობს მზე კოშკთან,
სხვანაირად შეგცივდება ალიონზე,
სხვანაირად გაათენებ ღამეს,
ენგურის და დათოვლილი მთების ფონზე…
როგორ მინდა ეხლა თქვენთან ყოფნა“..

დიდი სიყვარულით:
მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი

ბმული
* http://www.jolo.ge/aq-axlos-aris-ca-tadzartan-dachoqili-gmerts-elapoarakebi/

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი Mariam Bakacho Khatchvani    

Back to top Go down
 
მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი Mariam Bakacho Khatchvani
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: კინო არმურზე: კამერითაც ცხონდების კაცი-
Jump to: