არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გოგიტა არაბული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Sat Nov 05, 2011 4:56 pm


***
სიზმრის ხელებით ვეღარ გელევით,
ვხედავ ყვარის მთებს ხშირს და დათვიანს,
ტყის კაცები ხართ თქვენ ჯუთელებო:
არსენა,
კობა,
აბრამთ თოთია.

წუხელ გამოჩნდა მზე უხედარი...
ოჰ, გადავრჩი და მარტის ათია.
საით მიგქონდათ ჩემი ცხედარი? –
ერეკლე!
ძელო!
ნოშრე!
დათვია!


Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Tue Dec 27, 2011 1:33 pm

• • •
ჩემს დას – რუსუდანს
• • •

როს ჩემი ლექსი გაივლის ქვაზე...
მაშინ იმ ქვასთან შენაც გაივლი.
შენ მეტი იყავ რაღაცა დაზე,
და იყავ, მაგრამ მშობლისნაირი.
ახლაც ხარ! დღეებს ზრუნვაში იკლებ...
თალხით მოსილო...
მონაზონს გადრი.
ღვთისმშობლის გიდგას ფერცხალი იქნებ,
თან დაგაქვს მისი მადლი და ხათრი.
... ჯერაც მრავალი თავსხმა გადივლის,
სულის ცეცხლი კი გაგიღვივდება,
დაგეთოვლება სათნო მანდილი,
ლაჟვარდისფერად ალივლივდება...
და ჩემი ლექსიც გაჩნდება ქვაში,
შენიგოდების მრავალწერტილით.
და დედამიწის უთვალავ დაში
იქნები უფრო გულდაწყვეტილი.

|გოგიტა არაბული|




• • •
დარიალის ნელ ნიავს
• • •

დარიალის ნელ ნიავს
ნაზი ნარნარით მიაქვს
კალმახის მუცლის ფერი
შენი მკრთალი მუხლები.
მთვარის ალერსს დამაჩვია
წერა–კითხვამ ღამდაღამ.
იგი მსტუმრობს ფანჯრიდან,
ჩემთან რაც არ დახვალ.
მიაქვს, მიაქვს ნელ ნიავს,
ნაზი ნარნარით მიაქვს, –
მშრალი ნისლის ნაზი ფრთებით
შენი წელი და მხრები...

|გოგიტა არაბული|




•••

თითქოს მანდ ვიყო, ისე მიგრძვნია,
როგორ რბის ქარი ნოემბერული.
ახლა მანდ არის ჩემი ძიძია
და მთის ადათი ნაღდი, ბერული.
სახლებს ახურავთ თეთრი ქუდები,
თოვლიან შარას ტკეპნის ნამქერი.
„დაგთმე და აღარ დაგიბრუნდები“’
სოფელო, შენი ჭორით დავთვერი.

|გოგიტა არაბული|
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Tue Dec 27, 2011 1:35 pm

•••
ია
•••
(..-ს)

ლურთვალა ია, იის ხარ ცრემლი,
ოცნების ფესვზე მარტოდ შთენილი.
ან – დაზაფრული ყვავილი ტყემლის,
ან – სიო ჩრდილში შემორჩენილი.
გადავეყარე უცნაურ ფერებს
და უცნობ აღმართს გადავეღობე...
დაფანტულ მზერას ვერ მოვეფერე,
ვერ მოვეფერე – შენი მეხოტბე.
ირგვლივ ცისფერი წვანან ფოთლები,
სადაც უაზრო მზერა შრიალებს.
ქარი ჩაგივლის და შეშფოთდები –
მოგტაცებს ლექსით სავსე ფიალებს.
ლურთვალა ია, იის ხარ ცრემლი,
ოცნების ფესვზე მარტოდ შთენილი.
ან – დაზაფრული ყვავილი ტყემლის,
ან – სიო ჩრდილში შემორჩენილი.

|გოგიტა არაბული|


• • •

არ ვცხრები...
პირში კვლავ ოქროს მჩრიან.
არ მაქვს სურვილი
დაშნა ვეძებო.
ორივე ხელებს თუ დამაჭრიან,
კბილებით მაინც
დაგწერთ
ლექსებო.

|გოგიტა არაბული|



•••

ცივა, უღმერთოდ ბარდნის
ვიღაცის მზერამ ნამქერი მოგაყარა.
ვიღაცამ კი არა, არავინ არ იცის
შენი ყადრი და შენი ამბავი.
ვიღაცას ნიღაბითაც მოაქვს თავი,
რომელსაც თითქოს სიკეთე უნდა,
ერთი შენაც შემოგთავაზა –
ისე, ირიბად...
მაგრამ რას იზამ, როცა კაცად ხარ გაჩენილი.

|გოგიტა არაბული|
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Tue Sep 25, 2012 3:15 pm


●●●

ასე მეჩვენება, ისევ ბავშვი ვარო –
როცა მეფერები, დედი.
ასე მეჩვენება არსად მივდივარო,
როცა აღარაფერს მეუბნები.

ხშირად გაგიწყრები: რად გამაჩინეო,
რატომ არ მწყალობსო ბედი?
ან რა დღე იყოო, ან რა ვარსკვლავიო,
კალათში რატომ არ მოგიკვდი.

იცოდე, მინდა გული გაგიხარო
გავშალო შენეული ფრთები.
მერე მოვიდე და ქედი მოგიხარო,
თუნდაც ყმაწვილურად, დედი.

ერთი სათხოვარი უნდა შემისრულო,
თუმცა დაგეთოვა თმები:
კიდევ მომეფერე, ხშირად მომეფერე,
დედი,
გევედრები,
დედი!..

|გოგიტა არაბული|
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
Sponsored content




PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Today at 12:14 am

Back to top Go down
 
გოგიტა არაბული
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: