არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გოგიტა არაბული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: გოგიტა არაბული   Tue Oct 25, 2011 6:42 pm



გოგიტა არაბული

დაიბადა ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში, 1975 წლის 23 თებერვალს, აქვე მიიღო დაწყებითი განათლება. საშუალო სკოლის კურსი ბარისახოს სკოლა–ინტერნატში გაასრულა. ამის შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2000 წელს. სტუდენტობის პერიოდში იყო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა გაერთიანების თავჯდომარე.
გოგიტა არაბული გარდაიცვალა 2001 წლის დეკემბერს, დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.



Last edited by დადალა გაბიდოური on Fri Nov 04, 2011 2:04 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Tue Oct 25, 2011 6:47 pm


საზღვარი

საზღვარი სამხედრო ფარაჯის
ლაქებით მორთული თრთის...
ბარბაცებს სიკვდილის აბზაცი,
შავ ხელებს მიწაზე ხრის.
ჯიბეში სურათით მეუღლის,
ორი თვის ბუთხუზა ყრმით...
ქართველი მებრძოლი მუხლს მოხრის,
თვალებში ჩახედავს ჩვილს.
აახლეჩს უმანკო ცას ღიმილს,
ყუმბარის ეშვები სტვენს...
საზღვარი ყუჩდება ნაღმივით,
საზღვარი ეშლება მტერს!..


Last edited by მხოლოდ მთებშია თვისუფლება on Tue Sep 25, 2012 3:19 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Tue Oct 25, 2011 6:48 pm

***
ბერდება ხუცესის შვილი,
ეგაც ადამის წესია.
ჯუთის ცამ ერთი მნათობი
ბერდიშვილთ გადაესრია.
ყვავილობს რიგი ვარჯების,
კოტრიალობენ კორდები.
სულ სხვაგან გავისარჯები,
სხვაგვარად მოგაგონდები.
მე მიცქერიან ახლები,
ახლები ისარს მესვრიან...
ცოლ–შვილზე უძვირფასესი
ჩემთვის ვეფხვივით ლექსია.


***
დღეს ჩემთვის ყველა დაყრუებულა,
მსოფლიო მოდის ყალბი განგაშით,
ცხოვრებისაგან მოტყუებული,
ბალღივით ვტირი ლექსის ქარქაშში.
დღეს ზამთარია, დღე ყველას სცივა,
ენატრებათ მზე და ზღვის ხმაური...
ჩვენი ცხოვრების ჯურღმულში ვზივარ,
პატიოსნების დანაშაულით.




მთელი ღამე ბარდნიდა


მთელი ღამე ბარდნიდა,
ცა ყვებოდა ჯეკ ლონდონს...
მარტო ყოფნა არ მინდა,
მაგრამ ვის, ვის ველოდო?
ო, ზამთარო, მუ მიწყენს
თქვენი თეთრი კრებული,
რა მოხდება ერთ ფიფქზე
ვიყო შეყვარებული.
როცა სევდის ნამქერში
შესუდრული ვიდგები,
დამინახოს და ხელში
ჩამიკუჭოს თითები...
მთელი ღამე ბარდნიდა,
ცა ყვებოდა ჯეკ ლონდონს...
მარტო ყოფნა არ მინდა,
მაგრამ ვის, ვის ველოდო?


Last edited by მხოლოდ მთებშია თვისუფლება on Tue Sep 25, 2012 3:19 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Tue Oct 25, 2011 6:56 pm



შუქია

მხარზე შეგიდგამს მთვარე, როგორც თულუხი,
ვნებაჩანასკვული დალალები ღრუბლებია,
მყვირალა ხმები ირგვლივ ექოებად ბრუნდებიან,
შენი სწორფერი ვაჟის ელჩი – ჭერხოს ქარია.
წყაროზე ჩანაცერი შენი ვარსკვლავი თუ ქათიბის ღილებია,
ელვაში დამფრთხალი კულულები ცრემლივით იღვრებიან,
და აგერ! არაგვზე დამრჩენია წელი მეცხრამეტე.
ჩამოდი წყაროზე, შუქია!

მტირალა წამწამებით გული დაისრული, ბაგე მოლოდინი.
ბინდთან წილნაყარი რაყიფის მთრთოლვარე შემოხედვა.
მკივანა მახვილი ღამეში ანთებული ,
მთვარის გუბეზე გადახრილი შენი მანდილი....
ო, ნუ ტირიხარ, ჩემი აჩრდილი კვლავ მოგელის ჭერხოს კართან.

თვალები მორცხვად დახრილები,
ბაგესთან მიმკვდარი ღიმილი.
კვლავ შენს ჭერხოზე ჩემი ლექსის მეცხრამეტე გაზაფხულია...
მტირალა წამწამებით გული დაისრული, ბაგე მოლოდინი,
ჩამოდი წყაროზე, შუქია!


Last edited by დადალა გაბიდოური on Fri Nov 04, 2011 2:09 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Tue Oct 25, 2011 7:53 pm

***
არ დაგვჭირდება, ჩემო ნოშრე, მოხდა ბოდიშის,
ჩვენ დავადგებით ღამე პოეტ კარლო ოდიშვილს.
სულაც სპირტს დავლევთ, არ აიყვანს ხელში მამა შვილს;
საიქიოდან გამოვიხმობთ ფიროსმანაშვილს.
ნაღდმა პოეტმა ოცი მცნებით უნდა იცხოვროს;
კარლო, შენს ბაღში ტილოების ლურჯი ბოლია.
თუ ჭეშმარიტი გამოცდით გსურს სული იცხონო;
საქართველოზე უკეთესი არსად მგონია.


Last edited by დადალა გაბიდოური on Fri Nov 04, 2011 2:09 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Tue Oct 25, 2011 9:17 pm

შური
თვალყურმახვილო ბოროტო კაცო,
ჩვენივე სხეულიდან ამოზრდილო,
გულქვავ და მკაცრო,
შენ, ეკლის ღობევ შორის მოყვასთა,
კბილთა ღრჭიალმა აღარ მოგქანცა?!
ვერაგობათა შენის მიზეზით
სამარადისოდ ჭკნება ფხიზელი...
მოჩანს ხელები, სამომავლოდ აღტკინებულნი.
ილევა უფლის ნაბოძები სიკეთის ბოხჩა,
ჰოი! ვერაგო ირჯები და ბოროტად მოსჩანს.

მე მიბნევია სიყვარულის უხვი მარცვალი,
თურმე დანაღმული ყოფილა მინდორი...
დედაქალაქო ხომ არ გადედინაცვლდი?
დედაშვილობას,
დედად მინდოდი!..


დავით გურამიშვილზე


შორს, უკრაინის მიწაში,
საფლავი ვიცი ნიშივით.
ქართლს ვერ ეღირსა ცოცხალი,
ვერც მკვდარი გურამიშვილი.


***

ვინ დაგდო ჩემი ბედის სარაჯო,
ცრემლო, რა ქვაზე უნდა გადინო?
საკუთარ ძვლებით აგებ ხარაჩოს,
უფლის ხილვა რომ მოიწადინო.
აკვარიუმის მწერლად მოგზილონ,
დუმილით დაგხრან, ნიღბით ჩაფარის...
არ მოგერგება ტანზე, ძმობილო,
შუშა და იფრენ, როგორც ჯაფარი.
სულ ტალიკანა დაბარავ ფერდობს,
ცრემლს მოიწმენდენ ქარით ვაშლები.


Last edited by დადალა გაბიდოური on Fri Nov 04, 2011 2:05 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Tue Oct 25, 2011 10:04 pm

***
სიბერისაგან მწყემსი ქარონის
მოჰყვება ცახცახს, ლოცვად გართული.
უფალთან მივალ, ვით აარონი,
ვერძის ყელიდან შუბლგაბალთული...
და თავს დავაფშვნი სამსხვერპლოს ბერკეტს,
სულს წაიყვანენ მტრედის ხუნდები.
ღმერთი დამიწყებს უმკაცრეს კირკიტს,
მე კი განბრავალს არ მოვუდგები.


***
სად ფრინავს მამა არწივი,
მავალი ცის კენწეროთა?!
სად მიხვალთ ზეცის წამწამნო-
მჭყივანა გუნდნო წეროთა?
ალბათ უამბობთ ერთ-ურთსა
ამბებს საბედისწეროთა,
იქნება ჩემსა ჯუთასც
პირს ჯვარი გადასწეროთა.


***
არა ვარ კაცი ბოღმის,
არა ვარ კაცი შურის.
სხვას რომ შურს ისიც დამღლის,
სხვას რომ სძულს – ისიც მტკივა.
ხმა აღარ მესმის არღნის,
და არც ჭყვიტინი ზურნის...
მე ჯგუფელი მყავს მარღი
და გაგება გვაქვს ძმური.



შეგონება
ხაფანგი ვინც დაგიდგას,
მარჯვედაც დაგაკვირდეს,
ხომ არ შემატყოვო...
თუ შეიტყვე.... არ შეიმჩნიო!
არ გაიჩინო ზედმეტი მტერი.
რომ ვერ იტყობენ,
მაგაშია ბრიყვთა ღბალი.



***


ო, დედამიწავ! ისე მძიმდები,
მშობელს ხელიდან გაუვარდები,
მთვარეო ცივო, დაიღვენთები,
მზეო, ტირილით გადაბჟირდები,
ვარსკვლავთა დასნო, გაგითენდებათ.
ეთერო, ცრემლით გაიჟღინთები.
ო, დედამიწავ! ისე მძიმდები,
რომ სამუდამოდ დაიბინდები.


Last edited by დადალა გაბიდოური on Fri Nov 04, 2011 2:06 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Tue Oct 25, 2011 10:10 pm

მონაზონი
მინდორს ჭორფლი გასჩენია მარტის,
თოვლმ არ იცის მზეს სად დაემალოს.
მეც თოვლი ვარ, შენს ტრფობაში დავდნი...
თვალი მაინც გამადევნე ქალო.
თქვენს მონასტრეს მალე ცვარი გაბანს,
უნებურად ოცნებებსაც გავშლი...
ვნების ცეცხლი დაგიღეჭავს კაბას
და ლირიკა ამოკაწრავს ქვაში...
ანაც მთვარე გაგიტყუებს ველად,
მკრთალი ხელით ძაძას შემოგაფშვნის .
...ციდან ღრუბლის გაიგონებ ხველას
და სენაკში დაბრუნდები ბავშვი.



***

მთები იშლება ნისლის საშლელით,
მე შენ გიგონებ და მედარდები...
მოსჩანს საყდარი დასჯილ ბავშვივით ,
უნუგეშარი დგანან ჭადრები.
წვიმამ მოხაზა ჭრუბლის კონტური
შენ შგეშინდა თამამ სიმაღლის ...
მე კი გავიჭერ...და უგუნთური
თავს რომელიმე ღრუბელს მივახლი.


Last edited by დადალა გაბიდოური on Fri Nov 04, 2011 2:07 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Tue Oct 25, 2011 10:11 pm


***

ჩემს სამშობლოში
გერივით ვცხოვრობ,
დიდ ქართველივით
დადის მულატი...
მკლავდახვასტული ვხაბაზობ, ვპოვროვ,
ღარიბი,
მაგრამ მაინც პურადი....



***
ჩემი თეთრი ყაზბეგი
საქართველოს თაღია.
ნისლმა დასცა თავს ბექი
და მყინვარმა გახია...
მთებმა ჩამოიწურეს
თვალებიდან თერგები,
თავზე გადაიცურეს
ლურჯი აისბერგები.
ჩემი თეთრი ყაზბეგი
დარიალის კარია.
დამსხვრეული რაზმები
ყრია...დიდი ხანია.


Last edited by დადალა გაბიდოური on Sun May 27, 2012 12:37 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Tue Oct 25, 2011 10:23 pm


წასვლისა

აი, ეს არის ჩემი ბარათი
გამოთხოვების სათადარიგო.
დედაქალაქში მიდის პირადი,
თუმცა ტარიგი ისევ ტარიგობს...
ქალაქს მე ახლა ვტოვებ, ლომებო,
უცნაურია, ცოტაც არ იყოს.
მოხუც დედ–მამას დავაღონებო,
ვწუხვარ და... იქნებ ვინმემ გამიგოს.
მარჯვენა აღარ მემარჯვენება,
თავს სარეცელი მიდგას ჭირიანს.
უწყალოდ მხანჯლავს ავი ჩვენება,
უკვე სუდარაც გამოჭრილია.
მაიმედებენ ხევსურთ ვაჟები,
გულს მისინჯავენ დოსტაქარები,
და ჩემი სულის ექიმბაშები
ჰქრიან ქარები!
მოგონებათა საზანდარები
ბევრი ათენებს, ბევრი აღამებს, –
მაგრამ თვალები, თაფლის თვალები,
ვეღარასოდეს დამინახავენ.
ველი ტრამალებს, ბედს და ლიანდაგს, –
მაცილებს თქვენი ხილვების ქარგა.
ჩემს მატარებელს დააგვიანდა!...
და მის ადგილას უკუნი ჩადგა.
უკანასკნელი ვათიე ღამე
უკანასკნელად შევსვი!
გემშიდობებით და მაპატიეთ
უკანასკნელი ლექსი.


Last edited by დადალა გაბიდოური on Fri Nov 04, 2011 2:09 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Tue Oct 25, 2011 10:40 pm

***
სამოთხიდანაც დაგინახავდი...
ქვესკნელიდანაც ამოვიდოდი.
ჩემო ჯუთაო, ძველი ბარხატი
რომ შეგრჩენოდა – მე ის მინდოდა.
ბედო! შემყარე კაცის სახადი,
ღმერთო! – ამიხდა ყველა ქარაგმა:
დღე გაიცრიცა, როგორც ქაღალდი,
მთები მოძოვა ნისლის ხვასტაგმა



23 მაისი


მორჩა დიდი ბოჰემა,
დროა წასვლის აქედან.
ნუ იქნება დახევა,
ნუ იქნება წაგება.
მომიტევოს განგებამ,
შენი თვალის ბაგემაც,
სამუდამოდ გაგდება
ცოცხლად დასამარების.
ძაღლურია ეს წუთი,
არ არსებობს დანდობა,
ამ ქვეყანას ვეკუთვნი
და ყველაზე მარტო ვარ.



Last edited by დადალა გაბიდოური on Fri Nov 04, 2011 2:08 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Fri Oct 28, 2011 4:06 pm

***
სამოთხიდანაც დაგინახავდი....
ქვესკნელიდანაც ამოვიდოდი.
ჩემო ჯუთაო, ძველი ბარხატი
რომ შეგრჩენოდა – მე ის მინდოდა.

ბედო! შემყარე კაცის სახადი,
ღმერთო! – ამიხდა ყველა ქარაგმა:
დღე გაიცრიცა, როგორც ქაღალდი,
მთები მოძოვა ნისლის ხვასტაგმა.


Last edited by დადალა გაბიდოური on Fri Nov 04, 2011 2:07 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Fri Oct 28, 2011 4:07 pm

ფიქრის დასასრული


შორია, თქვენამდე შორია,
დღითიდღე იცვლება სავალი,
გიგონებთ და ასე მგონია,
რომ ჩემთან არ დარჩით არავინ.
ვიარე, ვიარე, ვიარე...
სადღა არ დავეცი კარავი.
არავინ არ შემრჩა ( თუ იყო გვიანი),
არავინ, არავინ, არავინ....
შორია, თქვენამდე შორია, –
ამბობენ თებერვლის რტოები.
გიგონებთ და ასე მგონია –
მე მხოლოდ დაგშორდით დროებით.
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Fri Oct 28, 2011 4:08 pm

ჩემი ცხოვრება


ტკივილი უფრო არ მაბოროტებს,
ტკივილებს მხოლოდ ლექსით შველიან,
დავაკვირდები დროს და ფოტოებს
და ვგრძნობ, მომავლის არ მეშინია.

მაგრამ მძიმეა ეს დრო ნაწყევლი,
მე მისთვის თვი შემიწირია.
ვიყავ მწერალი მხოლოდ დამწყები
და უშიშარი, როგორც კვირია!..
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Fri Oct 28, 2011 4:09 pm

***
თერგს გასცქეროდა მთელი ხეობა,
იმედის ძესთან ძმადშეფიხული.
მე და ნოშრევანს გვქონდა დღეობა,
გვეტანა ლექსი როგორც ძმისწული.





განშორება
დეკემბრის ნაძვებს, ვით ქარის ძონძი,
ჰკიდია მთვარის რაღაც ნაწილი.
ჩამომხრჩვალია ელექტრობოძზე
კენტი ნათურა ქონდრისკაცივით.

................................................
ოკიანეში, როგორც მარჯანი,
თევზის ჩავლაზე გაიზმორება.
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Sun Oct 30, 2011 12:07 pm

***

დასრულდა ყველა ჩემი ბილიკი,
ვერ გამოვდექი ბედის მჭედელად.
მაღლა კი არა – უკვე პირიქით
მიექანება თეთრი პეპელა.
ალბათ ეს იყო ჩემი მწვერვალი,
ახლა სხვა ხვედრი უნდა ვიწამო, –
დაგებჯინებით კუბოს ცერებით,
ჩემი პატარა სოფლის მიწანო.





***


იელვა!
ზეცის მაჯა დაიმსხვრა,
ლურჯმა ღრუბელმა მწარედ იტირა,
(და ჩვენი ჭადრის მადლი მოისხა) ,
შენ კი მიდიხარ,–
რომ წაიკითხო სახლის კედელზე
რას ჩხაპნის წვიმა ტაკიმასხარა
და სიცუღლუტის რამე მიზეზით
ჩვენზე ხომ არა დაუწერია...



Last edited by დადალა გაბიდოური on Fri Nov 04, 2011 2:04 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Sun Oct 30, 2011 12:30 pm

ვხედავ

ასეთი ბინა
არავის არ აქვს,
ასე ღარიბიც არავინ არის.
დედაქალაქში შენს ლეგა ბარაკს
უწყალოდ ახრჩობს ხვითქი და ქარი.
გიტოვებ ბარათს: „ მგელო შაბურო –
სახლში არ დამხვდი
და ნაღვლის შამბი მომესაგზურა.
იმასაც მივხვდი, რომ ამ ოხერ დედაქალაქში
სხვა, – შენი ძღვენით მოსაკითხი კაცი არ ცხოვრობს“.


Last edited by დადალა გაბიდოური on Fri Nov 04, 2011 12:02 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Thu Nov 03, 2011 9:39 pm



***

ვფითრდები. სხეულს ნელ–ნელა ვიხდი
სულში ჰანგია
კეთილ მეზურნის.
მე ვემზადები,
რომ შევხვდე სიკვდილს,
როგორაც უნდა შეხვდეს ხევსური.


***
ლოდებს ემსხვრევა არაგვის ტალღა
და უფსკრულებში ტირის ჩანჩქერი.
მე და არაგვმა არ ვიცით დაღლა,
სიკვდილს თვალებშიც ერთად ჩავცქერით.


Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Thu Nov 03, 2011 9:40 pm

მამულო


მიყვარხარ, მაგრამ მიყვარხარ ჩუმად,
მიყვარხარ, მაგრამ მიყვარხარ ჩემთვის.
ისე, ვით გლეხკაცს ვენახში შრომა,
ისე, ვით ბალახს მშობელი ბელტი.
არ ვყვირი, მაგრამ ვიღლები შენთვის,
ოდესღაც ისე მძლავრსა და გულადს...
როგორ გჭირდება თვალთვალი ღმერთის.
ვლოცულობ, მაგრამ ვლოცულობ ჩუმად.
ვლოცულობ, მაგრამ ვლოცულობ შენთვის.
ხელს ხმალსაც ვიკრავ, ამის დრო თუა,
ოღონდაც ღმერთი...
სად არის ღმერთი?
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Thu Nov 03, 2011 11:40 pm



***
თვალს ჭუტავს, მთვარეს გახედავს
და ხმამაღლა ფიქრს იწყებს ლაგაზა:
„ ამ დედამიწას რა უძლებს,
ნეტა რაის რა ღერძია?“
(მე ვუპასუხებ, რომ სიყვარულის)
დამაკვირდება,
წვერს გაისწორებს,
და თოვლზე ჯოხით ისარს გახაზავს.


Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Fri Nov 04, 2011 1:57 pm



***


მთებმა დამიხსნეს, დავღამდი, ბრმაჩრდილას მთვარე ჩამიქრა,
ჩამოილია ფხისწყალი – ლექსის ნაპრალში ჩაინთქა.
ჯუთის ბილიკებს ვაღვიძებ, გულს ნამი ცრემლავს აიქა,
მე რომ მიყვარდა ცქრიალა, ის ქალი ნეტავ რა იქნა?!
რა იქნა? ვუხმობ ქარაფებს. ლექსს ვუქათიბებ ვნებიანს,
წარსულ ზმანებებს მიველტვი, სამძიმარს მეუბნებიან.
ცას ახსოვს შენი თვალების სითბო, გულში რომ მგზნებია,
მთებს – ქეჩა გადაფენილი, იქნება შენი თმებია.

..............................................................................

კვლავ იმ ბილიკებს მივტირი, სად გაზაფხული ჩამიქრა,
ჯუთის ღამეებს ვაღვიძებ, გულს ნამი ცრემლავს აიქა,
მე რომ მიყვარდა ცქრიალა, ის ქალი ნეტავ რა იქნა?!





Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Fri Nov 04, 2011 2:01 pm

მთისა და ჭიუხის გაბაასება


– ცას
რად გახედავ, ჭიუხო,
შემორაგვულო ქარითა?
ჩვენი სამშობლოს ვარსკვლავი
ჰკიდია?! ხომ
არ ჩავიდა?
– ჰკიდია, მაგრამ ვაი მას,
ძლივსღა ჰკიდია ჯაჭვითა.
დევი უღერებს ხანჯარსა
სამზეოს კარის დაჯრითა.
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Fri Nov 04, 2011 2:02 pm



ისევ ნათიას ხსოვნას


ცა მოღალა წვიმით,
შენ ცა გგლოვობდა დიდხანს.
სამყაროს მზის და მიწის
ორივე თვალში ზიხარ.
ბეღურასავით ქალო,
ლექსი წაიღებს გლოვას..
შენ იქნებ ცოცხლებს გვბრალობ...
მოვა შავეთი, მოვა.
გული აუდის ვარამს,
შენ მიწა არ გიხდება –
არა, ნამდვილად არა.








რატი ნინუას ხსოვნას


ვერ
გიჯავრდები...
ვერ გეუბნები...
მესმის და მიტომ ჭაბუკ პოეტის.
წევხარ, სუდარის თეთრი ღრუბელი
ხელებს გიკოცნის, როგორც მშობელი.
რიდით და ჯავრით ვჩერდები, სადაც
უხიაგ ყოფას ასე დასცინე.
მსურს შეგეყარო წამოსულს ცადაც
და მერე ბიჭებს რა დაგვაძინებს...
აქ ვიღაც თვალებს ცრემლივით დარგავს,
ქალწულ თითებით დაშლის ყვავილებს.
გვექნება ეზო და მომცრო ბან–კარს
ალუბლის მთვერი დაამარილებს...


Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Sat Nov 05, 2011 4:16 pm



***

წვიმების ჩქამიც ჩამესმის თქვენით,
ასკინკილით რომ უვლის კრამიტებს.
ზაფხული არ ყრის მაშიებს ხელით,
ქალაქს კი თავი ვერ მოვარიდე.
(სოფელი ნისლის პატარა ბოხჩით
უფრო ახლოა, ვიდრე აქ – ბარში,
მეზობელი და მისი ჯალაბი,
გინდ ტროტუარი – ყველა ამბავში).
მონატრებანი, ე, მაგ მთა–მბილის
მისვამს და მისვამს მწყურვალს პეშვებით.
და ცისარტყელა, როგორც მანდილი,
ცასა და მიწას შორის ეშვება,
და ჩვენში დარჩეს, –
მე რასაც ვფიქრობ ახლა სოფელზე,
თქვენ, მთიელებო, ნააღდგომევს გაგიცხადდებათ.


Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Sat Nov 05, 2011 4:30 pm



***


შუადღეა.
ძველი თეთრი სახლი
ცუგოსავით ჩამომჯდარა ჩრდილში.
მოგელი და თვალებს დღესაც დავღლი,
გულსაც კიდევ ერთხელ გადაგიშლი.
სიყვარულის რად მომეცი აბი? –
ქერა ექთანს მგონი რაღაც შესცდა.
მე ხათუნა როგორ ვერ დავაბი, –
ვიდრე მზერას ზეცა მომტაცებდა.
შუადღეა.
ის მაგიდა ძველი –
მარტო დგას და მარტოობას მირჩევს.
ვიდრე გრძნობას მომითიბავს ცელი,
შენს მისამართს წავიკითხავ შვიდჯერ.





Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
Sponsored content




PostSubject: Re: გოგიტა არაბული   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
გოგიტა არაბული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: