არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 არგანი – გია არგანაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: არგანი – გია არგანაშვილი   Thu Dec 18, 2008 10:25 am



დღე ორმოცდამეთერთმეტე
(დასაქმების პროგრამიდან)

მუშაობას რომ დავიწყებ, პირველი ხელფასით დენის, გაზის, ტელეფონის და ინტერნეტის გადასახადს გავისტუმრებ და ბანკის პროცენტს გავანულებ. მეორე ხელფასით სამშობლოს ვალს და დედის ამაგს გადავიხდი. არა, დედის ამაგი ჯობია პირველ ხელფასზე გადავიხადო...
როგორც კი ფული გამიჩნდება, ხელის გულზე ერბო-კვერცხი მოვიწვავ.
შაბათს ან კვირას, უფრო შაბათს, წავალ შეშის ბაზრობაზე, ცხრა-ათ ხმელი წიფლის ნაპობს ვიყიდი, სახლში მოვიტან და აივანზე დავაწყობ.
ნავთი მაქვს.
საღამოს სუპერმარკეტში ჩავალ, ხუთ ან ექვს სოფლის კვერცხს შევიძენ და მაცივარში შევინახავ.
ნახევარ ლიტრა ზეთსაც გამოვაყოლებ ხელს.
ცოტა ხანს დავისვენებ. ყავას დავლევ, სიგარეტს მოვწევ და საქმეს შევუდგები.
მარჯვენა ხელით სულ წვრილ-წვრილად ჩავანაფოტებ შეშის ნაპობს, მარცხენა ხელის გულზე ისე დავაწყობ, რომ ნაკვერჩხალი დაბლა არ გადმოვარდეს. ზედ ცოტაოდენ ნავთს დავასხამ და შორიდან, ალმა რომ თვალები არ დამწვას, ანთებულ ასანთს შევაგდებ.
ცეცხლს სულის შებერვით გავაძლიერებ. წვრილ-წვრილ კეწარებს რომ კარგად მოედება ალი, დიდ ნახეთქებსაც შემოვუწყობ გარშემო.
ავიღებ ტაფას და საჩვენებელ თითზე, არათითზე და ცერზე, როგორც სამფეხა ზედადგარზე, ისე შემოვდგამ. ნეკა თითს ცეცხლის საჩხრეკად გამოვიყენებ, შუა თითი თავისუფალი უნდა იყოს, რომ ტაფას ხანდახან ცალი მხარე აუწიოს.
ზეთი რომ კარგად აშიშხინდება, მაცივრიდან კვერცხებს გამოვიღებ, ტაფის კიდეზე გვერდულად ჩამოვკრავ და ჩავახლი.
ჯერ ერთს, მერე მეორეს, მერე მესამეს, მეოთხეს, მეხუთეს და მეექვსეს ისევ მაცივარში შევინახავ.
ნაჭუჭებს არ გადავყრი.Mმზეზე გავაშრობ, დავფქვავ და კუჭის წყლულს ვიმკურნალებ.
ცოტა ხანში კვერცხის მასას გადავაბრუნებ, მეორე მხარესაც შევწვავ და გადმოვიღებ.
ცეცხლს ჩავაქრობ.
შემწვარ კვერცხს დედას საუზმეზე მივუტან, თუ არ მოეწონა, იქით კვირას კიდევ გავიმეორებ, ოღონდ ამჯერად ნელ ცეცხლზე ვცდი.
მეორე ხელფასით სამშობლოს ვალსაც გავისტუმრებ და მერე სულ თავისუფლად ვივლი ამ ქვეყანაზე.


Last edited by არჩანდა on Sun Jan 04, 2009 1:50 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Thu Dec 18, 2008 10:27 am

ჩალით დახურული ქვეყანა

- აგერ უკვე ორმოცდაათი წლისა შევსრულდი და ჩემი ქვეყნისთვის ჯერ არაფერი მირგია, მამაო.
- უფალი მოწყალეა, შვილო.
სურვილი კი ყოველთვის მქონდა, მაგრამ თვიდან თვემდე, ხელფასიდან ხელფასამდე იწელებოდა მისი შესრულების ვადები. პირველად მთელი საზღვრის გასწვრივ დიდი კედლის შემოვლება გადვწყვიტე, მაგრამ მივხვდი, ამისთვის მთელი ცხოვრებაც არ მეყოფოდა. მერე ქვეყნისთვის თავის გაწირვა მინდოდა, მაგრამ არც ეს გამომივიდა, უფრო სწორად, სათანადო ნებართვა ვერ მივიღე (ნებართვებს იმ დროს პრეფექტურებში არიგებდნენ), დიდხანს დავდიოდი საჭირო დოკუმენტებით, თითქმის ყველა უწყება მოვიარე, მაგრამ აუცილებელი მოწმობას, რომელიც თავგანწირვის უფლებას მომცემდა, ვერ ვეღირსე. ასე აქეთ-იქით სიარულში სახლი ავიშენე, დავეფუძნე, ოჯახი მოვაწყვე, შვილებიც დავზარდე, მაგრამ ქვეყნის ვალი გადაუხდელი დამრჩა.
ახლა უკვე მარტო სურვილი აღარ კმაროდა, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ახალი იდეა იყო მოსაფიქრებელი, ბრძნული და კეთილშობილური იდეა, შემდეგ სრულყოფილი პროექტი, ინვესტიციების მოზიდვა და მისი განხორციელებისთვის დაუღალავი შრომა.
ამჯერად შემთხვევამ შემიწყო ხელი.
საიუბილეოდ ყველაზე მაღალ მწვერვალზე ავედი და იქიდან გადმოვხედე ჩემს ქვეყანას.
თითქოს ხელისგულზე გადამეშალა მთები, ხეობები, ქედები, ზეგნები, ველ-მინდვრები, ტბები და მდინარეები, ტყეები, ბუჩქნარი და სხვადასხვა ბალახეული.
მზე ამოდიოდა და მისი სხივები მთის წვერებს დასთამაშებდა.
მართლაც საოცრად ლამაზი და უნაკლო ყოფილა ჩვენი ქვეყანა. წარმოუდგენელია ამაზე მეტი სილამაზე ინატროს კაცმა, ნამდვილად არ მშურს სხვა ქვეყნებისა, მზერა ირგვლივ მიმოვატარე, სხვა ქვეყნებისკენაც გადავიხედე, მაგრამ სხვა ასეთი ლამაზი მხარე ვერსად აღმოვაჩინე.
კმაყოფილმა კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ფირუზისფერ ცას და ზურმუხტოვან მთა-ველზე დავაპირე ჩამობიჯება, მაგრამ ერთბაშად შენობების მეტისმეტად აჭრელებულმა სახურავებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.
ეს კი აღარ მომეწონა, რა თქმა უნდა, ყველაფერი რომ ერთ ფერში ყოფილიყო შეღებილი…აჯობებდა.
ვთქვათ, ჩემივე ქვეყნის ცისფრად...
მთის წვერზე ჩამოვჯექი დასაფიქრებლად..
არა, ახლა მათი ხელახალი გადაღებვა არ ივარგებს, ძალიან ძვირი დაჯდება, თანაც თუნუქის სახურავებიც არ მომწონს, იქნებ… (ამ დროს თავში ფანტასტიურმა აზრმა გამიელვა) რა მოხდება, თუ მთელ ქვეყანას ერთი სახურავის ქვეშ მოვაქცევ, როგორც ერთ დიდ სახლს? (ჩვენი ერთიანობის საუკეთესო გამოხატულება), რათა ნებისმიერ ამინდში, წვიმის (განსაკუთრებით სეტყვის) და სიცხის დროს ქვეყნის მოქალაქენი თავს დაცულად გრძნობდენ.
გარდა ამისა, სახურავი დაგვიცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, შეიქმნება ისეთ მიკროკლიმატი, სადაც ჩრდილო -დასავლეთის ქარი (ჩვენში ხომ უმეტესად ამ მიმართულების ქარი უბერავს) ასე თავისუფლად ვეღარ ითარეშებს.
პროექტი ეკონომიურიც უნდა იყოს, ამისთვის კი მასალად მხოლოდ ადგილობრივი ნედლეული უნდა გამოვიყენო. ვთქვათ თიხა, ამით ხომ მდიდარია ჩემი ქვეყანა, თიხისგან კრამიტი...… კრამიტი კარგია, განსაკუთრებით ძველებური ქართული, მაგრამ მისი წარმოება აღარ ხდება, თანაც კრამიტმა დაცურება იცის...
მეტალოპლასტმასი ძვირი დაჯდება, ასეთ პროექტს არცერთი ქართველი ან უცხოელი ინვესტორი არ დააფინანსებს.
იქნებ ჩალა გვეცადა?
ჩვეულებრივი ჩალა, მარცვლეულის ნაწვერალი, ზამთარში გლეხები საქონელს რომ აჭმევენ.
ჩალა, იგივე ლაქაში, ლელ-კალამი, ისლი, ჩვენს ზოგიერთ კუთხეში ხომ ძველთაგანვე იყენებენ მას სახლის გადასახურად..
ჩალა კარგია, თანაც იაფი, ჩალის ფასად იშოვის კაცი.
მოსამზადებელი სამუშაოები სახურავის ჩონჩხიდან უნდა დაიწყოს.
ამ საქმეში საამშენებლო კომპანიების იმედი ტყუილად მექნება, რადგან მათ მხოლოდ ბრტყელი გადახურვის გამოცდილება აქვთ.
ქვეყანას კი ორმხრივDდაფერდებული (სამკუთხა სახურავი) სჭირდება, რომ ავდარში წყალი არ დაგუბდეს, ხოლო ზამთარში გადათოვლა არ დაჭირდეს, უკეთესია,თუ თოვლი საკუთარი სიმძიმის ძალით მთებს იქით (როკისა და დარიალის) ვიწროებში გადაიყრება.
ასეთი სამკუთხა კონსტრუქციის შესაკრავად სამკუთხედის გვერდებად ანუ ფერდებად (სტრაფილად), რკინა არ გამომადგება, მძიმეა. ხე ჯობია, მურყანი. მურყანი მსუბუქია, თანაც, თუ მზეზე გამოშრა ძალიან დიდხანს ძლებს,. სამკუთხედის ჰიპოტენუზად გაქერქილი წიფლის კოჭებიც ივარგებს.
საყრდენ ბოძებზე ზრუნვა არ დამჭირდება, რადგან სახურავს პირდაპირ მწვერვალებზე დავაყრდნობ, ქვეყანის გეოგრაფიული მდებარეობა კარგ პირობას მიქმნის, რომ პროექტი ეკონომიურად უფრო მომგებიანი გამოვიდეს.
თუ მშენებლობას ადრე გაზაფხულზე დავიწყებ, ვვარაუდობ, რომ შემოდგომის დამდეგს, როდესაც ჩალის აღების დრო დადგება, კონსტრუქცია მზად მექნება.
ამის შემდეგ იწყება მთავარი, თუმცა ერთგვარად სახალისო შრომაც, მინდორში ჩალის მოგროვება და პატარ-პატარა კონებად შეკვრა, შემდეგ მისი ტრანსპორტირება და სახურავზე თანმიმდევრულად დალაგება ქვევიდან ზევით.
როცა ყველაფერი დასრულდება, კიდევ ერთხელ ავალ მწვერვალზე და ახლა უკვე სიამოვნებით გადმოვხედავ ჩემს ქვეყანას, სადაც პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე ერთ ჭერქვეშ მოვიყრით თავს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა (მათ შორის ჩვენს საერთო ქვეყანასაც). და როდესაც დაიწყება ღია დისკუსია ერთიანი ქვეყნის საერთო სახელწოდების ასარჩევად, ბუნებრივია კონკურსში “ ჩალისგან” ნაწარმოები სახელიც მიიღებს მონაწილეობას.
მე საჩალეთს დავუჭერ მხარს..
საჩალეთი. ჩალით დახურული ქვეყანა, რეალურად გაცოცხლდება. წმინდა ეროვნული ხასიათის ეს მყარი სიტყვათშეთანხმება, რომლის წარმომავლობა ჩვენს მითოლოგიურ ძირებთანაა საძებნი (“ღველფ არ გვინახავს კერაზე, საჩალეს მოვიზარდენით...”), საიდანაც არც თუ შორეულ წარსულში ისეთივე შიშველ-ტიტველნი გამოვძვერით, როგორც ამირანი გველეშაპის მუცლიდან...
მაშინ მთელმა მსოფლიომ თვალებზე ხელი აიფარა.
ახლა კი, როცა შეიტყობენ, რომ ასეთი იაფი პროექტი პირველად ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება, შურით გასკდებიან, ჩვენს იდეას დაბლოკავენ და თვითონ შეეცდებიან მის აღსრულებას.
მალე მთელი მსოფლიო ჩალით გადაიხურება.
ჩვენ კი ისევ პირშიჩალადამოვლებულნი ღია ცის ქვეშ დავრჩებით.
მე ალბათ ახალ პროექტზე მომიწევს მუშაობა...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Thu Dec 18, 2008 10:28 am

მზეო ამოდი, ამოდი...

მზე რომ არ ყოფილიყო, კაცობრიობა თავიდანვე ელექტრონული ქვის ხანაში იცხოვრებდა.
პირველყოფილი მეცნიერები გამოიგონებდნენ უზარმაზარ ნათურას და ცის ყველაზე მაღალ თაღზე დაკიდებდნენ.
ნათურას არ ექნებოდა მიზიდულობის ძალა და ადამიანები გრძელი ხელკეტებით დაატრიალებდნენ დედამიწას თავისი ღერძის გარშემო, რომ ყოფილიყო დღე და ყოფილიყო ღამე.
დაუზეთავი ბურთულაკების ხრჭიალი გააყრუებდა სამყაროს, მაგრამ ისინი მაინც კმაყოფილნი იქნებოდნენ, რადგან ყოველ დილით ნათურა ამოვიდოდა ცაზე და მისი სხივები თანაბრად მოეფინებოდა დიდსა და პატარა ქვეყნებს, ზესახელმწიფოებს და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს.
მადლიერი ადამიანები სპილენძისა და ალუმინის გამტარებისგან შექმნიდნენ ელექტროობიის ღმერთს და ჰიდროელექროსადგურების ტაძრებში მის სადიდებლად ლოცვებს აღავლენდნენ.
ხოლო უძველესი ადამიანები, ქურუმების ხელით, მსხვერპლად ენერგომამებს შეწირავდნენ.
ჩრდილები კი ჩვეულებრივად დაგრძელდებოდნენ დილით აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და საღამოობით საპირისპირო მიმართულებით..
მაგრამ ხანდახან სადენი გაწყდებოდა და დედამიწას მოიცავდა უკუნი სიბნელე.
ასეთ დროს ჩვენნაირი, პატარ-პატარა ქვეყნები დაიბნეოდნენ და დაკარგავდნენ პოლიტიკურ ორიენტაციას, რადგან აღარ ეცოდინებოდათ, თუ საიდან ამოდის მზე, საით არის დასავლეთი ან ჩრდილოეთი...
მდგომარეობას ისიც გაართულებდა, რომ მსოფლიოს ზესახელმწიფოები შეეცდებოდნენ ნათურის ჩამრთველის ხელში ჩაგდებას. ამის გამო დაიწყებოდა ომები, ბრძოლის დროს ერთი ან ორი ზებგერითი თვითმფრინავი დაეჯახებოდა ნათურას და მსოფლიოს რაღაცა დროს მანძილზე ისევ წყვდიადი მოიცავდა..
მერე, ყველა ქვეყანა თავის წილ ცაზე თავის ნათურას აანათებდა.
ჩვენს ტერიტორიაზე სამ ნათურას დაკიდებდნენ, აქედან ერთს, ევროკავშირის და ამერიკის შტატების დახმარებით _ თელასი, ხოლო დანარჩენ ორს _ რაოესი...
ჩვენ ვიქნებოდით ისეთივე ღარიბი ქვეყანა და ჩვენი პატარა სამოცვატიანი ნათურა სანახევროდაც ვერ დააკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნებს, რადგან ეკონომიის მიზნით ისიც უმეტესად გამორთული იქნებოდა.
სწორედ ამ დროს, სულზე მოგვისწრებდა სიღარიბის დაძლევის მსოფლიო პროგრამა და ჩვენ, ჩვენს საკუთარ მზეებს, დავკიდებდით სახლებში, ეზოებში, ქუჩებში..
ლიფტებში და სადარბაზოებში ქალაქის კეთილმომსახურების სამსახური გადაიხდიდა დანახარჯს.……
მხოლოდ მთები და მწვერვალები, მდინარეები, ტყეები და ველ-მინდვრები იქნებოდა ჩაბნელებული...
ხოლო მათ ნამდვილი მზე გაანათებდა.
და ისინი იმღერებდნენ: მზეო ამოდი, ამოდი!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Thu Dec 18, 2008 10:29 am

დეეედი

მთელი დღე ვცდილობდი ქვეყანა უჩემოდ წარმომედგინა.
_ დეე!
მე რომ არ დავბადებულიყავ, რა მოხდებოდა?
ვინ გაახარებდა ასე დედის გულს? ვინ იქნებოდა დედიკოს ჭკვიანი შვილი?
ვისზე იტყოდნენ დედის გულის ვარდიაო?
ვის დასწყევლიდნენ შენი ტუჩები და ვისთვის ილოცებდნენ შენი ძუძუები?
_ დეე!
მე რომ არ დავბადებულიყავ, ვინ ივლიდა სულ შენს ჭკუაზე? ვის დაუგეგმავდი ცხოვრებას? ვის დააყვედრებდი შენს გაწეულ ამაგს? ვინღა იტყოდა შენზე _ დიდი ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო?
მე რომ არ დავბადებულიყავ, ვინ დალევდა განსხვავებული სასმისით დედების სადღეგრძელოს? ნამთვრალევზე სიმღერებს დეეედაზე ვინ იმღერებდა? ლექსებს ვინ მოგიძღვნიდა? ვინ მოიგონებდა ასეთ მაგარ სიტყვებს: დედ-აენა, დედა-ბოძი, დედა-კაცი, დედა-ბუნება, დედა-მდინარე, დედა-ქალაქი, დედა-სამშობლო, დედა-მიწა?
ვინ დაიფიცებდა (წინათ) _ დედა შემერთოს ცოლადო; ვინ დაიგინებდა (ახლა) _ ჩემი დედა მოვტ...ნო.
_ დეე!
მე რომ არ დავბადებულიყავ, ვისთვის გადაიხვეწებოდი სიბერის დროს უცხო ქვეყანაში და იქ ვისი დარდი გაგითეთრებდა თმებს, რომლის დამალვასაც ძალიან ეცდებოდი სამუშაოს დაკარგვის შიშით.
ვინ შეინახავდა სამარადისოდ შენ ხსოვნას გულში? ვინ-ღა დაჰკიდებდა შენს სურათს შენი გამოგზავნილი ფულით შეძენილი ბინის მისაღებ ოთახში? ვინ-ღა დაარქმევდა ერთადერთ შვილს შენს სახელს?
ვის აუჩვილდებოდა გული, როცა სამოც-სამოცდაათი წლის ბიჭები თავთავიანთ ტკბილ დედიკოებს გაიხსენებენ?
ბოიშვილი ვიყო, თუ მართლა არ მეტირებოდეს?
მე რომ არ დავბადებულიყავ, ვინ დაგიდგამდა დედაქალაქში ამხელა ძეგლს (ხმალი რად გინდა, დეე?)? ვინ დაგიწესებდა შენს ქვეყანაში დედის დღეს? ხელის გულზე ერბო-კვერცხს ვინ მოგიწვავდა?
მე რომ არ დავბადებულიყავ. . .
_ დეე, დეე! ხო კაი ვქენი, რომ დავიბადე?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Thu Dec 18, 2008 10:29 am

მამა

მახსოვს, მამა სხვის ვენახში გადავიდა და თოკი ახსნა.
ბავშვები ეზოში დავრბოდით, თამაშმა ისე გაგვიტაცა, რომ შიმშილი სულ გადგვავიწყდა.
ტყუილია თითქოს მე მამასთვის მეთქვას, ცოტა მჭადი მომეცი და არ გაგამხელ-მეთქი.
მამას კი მარტო მჭადი ახსოვდა.
მამა ყოველთვის იმეორებდა: - დედა, ხომ ამას არ იზამდა?
_ მამა! _
მამას არაფერი ესმოდა და თოკს ხეზე აბამდა.
_ მამა! _ ჩვენ ვენახისკენ გავრბოდით.
ასე გრძელდებოდა წლების მანძილზე.
_მამა _ ჩვენ გავიზარდეთ და უფრო სწრაფად გავრბივართ.
აი, ახლა მგონი გაიგონა, შეჩერდა.
ჩვენც ახლა უფრო ხმამაღლა ვყვირით.
_ მამა, დაივიწყე რა ეგ შენი მჭადი, დავიტანჯეთ შენი საცოდაობით.
მამას თითქოს რაღაცა გაახსენდა, ჩვენსკენ შემოტრიალდა და გაიღიმა.
შეუძლებელია ორივეს ერთდროულად მოგვჩვენებოდა, ნამდვილად გაიღიმა, თითქოს ვიღაცას ნიშნი მოუგო.
იქნებ გადაიფიქროს და დაასვენოს ჩვენი სინდისი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Thu Dec 18, 2008 10:34 am

ჩვეულებრივი ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველას “არწივი” ვეღარ ახდენს მკითხველზე ისეთ გავლენას, როგორსაც თუნდაც ამ ოცდაათი-ორმოცი წლის წინათ, ეს კი სულაც არ ნიშნავს იმას რომ ახალთაობა პატრიოტული გრძნობის ნაკლებობას განიცდის, შეიცვალა დრო, გამოხატვის ფორმა, მეტაფორული ენა, ახლად ფეხადგმული და დანაწევრებული ქვეყანა სულაც აღარ იწვევს დაჭრილი არწივის ასოციაციას. მასწავლებელმა არ უნდა იწყინოს, თუ ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებში ირონიულ ღიმილს შენიშნავს. პატრიოტიზმი ერთ-ერთი ყველაზე სათუთი და ყოველწამიერად განახლებადი გრძნობაა, ძველი სახეებით და ფორმებით ეს გრძნობა აღარ გაღვივდება. სამშობლოს სიყვარულს, როგორც ყოველ ახლად დაბადებულ გრძნობას ახალი ქება სჭირდება.
შეიძლება დადგეს დრო და მკითხველმა წარსულთან დამაკავშირებელი ძაფები მოძებნოს, შეიძლება აღდგეს დროთა გაწყვეტილი კავშირი, შესაძლოა ჩვენმა ოცნებამ მართლაც არწივის ფრთები შეისხას და გადარჩენაზე ჩვენი ყოველდღიური ფიქრი ძლიერ სახელმწიფოზე ფიქრმა და ზრუნვამ შეცვალოს, შესაძლოა ჩვენი ძალისხმევა ასეთი ქვეყნის შესაქმნელად მართლაც არწივის ძლიერებით შეიმოსოს, მაგრამ ვიდრე ეს არ მომხდარა, ვიდრე ვაჟა-ფშაველას შემოქმედების გმირული მხარე ჩვენთვის სინამდვილის ჩრდილქვეშ მოექცა, ვაჟას შემოქმედებაშივე უნდა მოვძებნოთ იგივე მოტივი, ოღონდ უფრო ცოცხალი სურათი, რომელიც ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებს ზუსტად მიესადაგება.


არ უყვარდა ვაჟას ქორწილებში სიარული, არც ქეიფი და დროსტარება ალაღებდა, არც ცეკვა-თამაში, სიცილიც არ იცოდა ხეირიანი. ამიტომ არიდებდა თავს მხიარულ თავყრილობებს, იცოდა სასმელისგან შეგულიანებულ ხალხში ან ჩხუბი აიწეოდა, ან ვინმე სალექსოდ შემდგარი დაუპირებდა გატეხვას. კაცის საძრახისს რა დალევს, ამოიღებდნენ მიზანში და როგორც თხის გადასერილი კოჭიდან იწყებენ საგუდედ ტყავის გაძრობას, ისე გააშიშვლებდნენ იმის ლამაზად ჩაცმულ-დახურულ ოცნებას.
ვაჟას გატეხა მაინც სხვა რიგის სახელი იყო.
“-კაფიაობა მამამ ვერ იცოდა, ვერა... საიდან ეცოდინებოდა მამასა ეგა, შვილო, მამა ბუნების მგოსანი იყო, ბუნებისა...” გულქანს უთქვამს.
მაშ უფრო დიდი ხალისით შეუმღერებდნენ ფრუშკა და ხაჩით ჯაბანი, ჩონქარა და ქავთარი.
ვაჟას მთელი ქვეყანა მოევლო, თვითონაც ესწავლა და სხვებისთვისაც ესწავლებინა. ახლა მწერლობისთვის მოეკიდა ხელი, წერდა და უბეჭდავდნენ, ნელ-ნელა სახელსაც იხვეჭდა, მთელი ქვეყნის პატრონობას იჩემებდა, მაგრამ ამ პატარა სოფლის კაცობას მაინც არ თმობდა.
ეს არ მოსწონდა სოფელს, ამის უფლებას ვერ მისცემდნენ პავლე მღვდლის შვილს.
მწერლობაში ხომ არ ეჯიბრებოდნენ, „ივერიის“ კორესპონდენტობას არ სტაცებდნენ ხელიდან, საქვეყნო დიდებიდან ხომ არ სთხოვდნენ წილს, ჰოდა ვაჟასაც უნდა დაეთმო კარგი მხვნელ-მთესველის, მოჭიდავის, მოჯირითის, მოკაფიავის, მონადირის სახელი.
არ უთმობდა, ვაჟა უთმობდა, ლუკა _ არა.
ლუკა მიიბრძოდა, თავის წილს ითხოვდა ლხინშიც, ნადირობაშიც, ჭიდაობაშიც და თავპირისმტვრევაშიც.
ერთ კაცობაზე ეწერა და ორ წილს ითხოვდა.
იმის გულში საარაყე ქვაბივით დუღდა სოფლურ-გლეხური ვარამი, ისიც დღე-მუდამ სარეველს ატრიალებდა, რომ არ მიეწვა, ზედმეტ მხურვალებას არ წაეტუსა პირველ-ნახადი.
ამ ყოველდღიურობის წინწანაქარი მოწვეთავდა ვაჟას კალმის წვერიდან, „დაე, აყროლდეს სოფელი, სრულიად დაღრღნან ჭიათაო“
ლუკას თავაშვებულობას ვაჟას სიფრთხილე სდარაჯობდა, ფხიზლობდა ვაჟა, მაგრამ ერთხელ მასაც წამოჰყარეს თავდაჭერილობის ლაგამი და ლაშარის გორზე ფშაველებმა იხილეს იმისი გულის სიშიშვლე. „გავა დრო და ჩემს სახელზეც ისე ილოცებთ, როგორც ლაშარის ხატს ლოცულობთო“
არ უნდა ეთქვა? ჯიბრითა თქვა, ლუკაც აქეზებდა, არაფერს არ დაგითმობენ, არ გიშეღავათებენ. ბახტრიონიც რომ აიღო, შენს წილ მამულს მაინც გაგაკენჭვინებენო.
სოფელიც ადასტურებდა ამ ნათქვამს.
“_ შენ სოფელს გინდა გაუმკლავდე? ეჰეე, დიდი ძალა აქვს სოფელსა, თუ მოინდომა მალე ყირაზე გადაგატარებს”.
აკი მოუნდომეს კიდეც ყირაზე გადატარება, არც ეს ამბავი დაუმალავს გულქანს.
ერთი კაცი ვეღარ უნდა მოვიკვეთოთო? დამდგარან ამ პირობაზედ, შეყრილან კაკლების ქვეშ, ულაპარაკიათ, უყაყანიათ და დაშლილან.
ვერ მოიკვეთეს, ვერ ჩაუგდეს სამანი სოფლის მიჯნასთან.
ეს ამბავი სხვა დროს მოხდა, იმ ზაფხულს კი სოფლის საქონელმა ლუკას სათიბები გაატიალა.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Thu Dec 18, 2008 10:37 am

ჩვეულებრივი ვაჟა-ფშაველა

(გაგრძელება)

***
გაჯავრებული ბრუნდება მთიდან, დერეფანში ტრიალებს, ბობოქრობს, ვიღაცას ემუქრება... გაღმიდან ხმა ესმის, აყურადებს: _ ჩალხო გეპატიჟება შვილის ქორწილშიო, _ კაცი იძახის.
ჩალხოს ვაჟას მკითხველიც კარგად იცნობს, სოფელში ჩალხოს ყველა უძმოს ძმას ეძახის, რადგან სულ სხვისი გულისთვის ჩხუბობს. საკმარისია ვინმე დაჩაგრული ნახოს, რომ ჩალხომ მისთვის თავიც გადადოს სასიკვდილოდ, ამისთვის ბევრი გმობს, ბევრსაც ეშინია მისი მოქნეული მუშტისა, „ქვა დამკრა მაგ ოჯახდაქცეულმა, ნამდვილად დამკრაო“ _ ჩივიან სოფელში.
ლუკას კარგი მიმოსვლა აქვს ჩალხოსთან. ერთი ცეცხლი ნთებიათ მათ მამა-პაპათ, ქორწილს ვერ გამოაკლდება. მაგრამ არც პირველ-მაყრად, მახარობლად მისვლა უნდა, ამიტომ ფეხს ითრევს, ეზო-ყურეში ჩუჩუნებს და როდის-როდის გახშირებულ პირველ ღამეს გადადის წყალ-გაღმა.
ჭალაზე ადევნებული ძაღლები ჩალხოს ეზომდე ყეფით აცილებენ, ლუკა ჯოხის ცეცებით აგნებს კარის-კარს, აღებს და მოწნულ დერეფანში შედის.
დერეფნის ბოლოს სახელდახელოდ გამართულ სამზარეულოში, რამდენიმე კაცი ტრიალებს. ზედადგარზე შემოდგმულ ქვაბს პატარა ბიჭები ცეცხლს უნელებენ. დუღს ხორც-წვენი, ტრიალებს ქაფქირი, შხივის მსუქანი სამწვადე და ხონჩებზე ხორცის დიდ-დიდი ნაჭრები იყრება.
საკიდელზე სახინკლე ქვაბი ქანაობს, მდუღარე მორევივით ბრუნავს და ორთქლადქცეული წყლის თეთრი ქაფითვით მოწიპწულ ხინკლებს ზედაპირზე იყრის.
თანდათან უფრო მეტი და მეტი ცომის მოხარშული გუნდა იწყებს ტივტივს. ფსკერიდან წამოყრილი ჰაერის ბუშტებიც ხინკლად სკდება და ქვაბის ირგვლივ დაყუნცული ბიჭებიც იძაბებიან. მათ ახლა ეჯიბრის ალი უფრო უწვავს პირ-სახეს, ვიდრე ხმელი წიფლის აბრიალებული ნაპერწკალი. ვინ დაასწრებს, ვინ ამოიღებს მდუღარედან პირველ ლუკმას?
აგერ ერთმა ახალუხის სახელო გადაიწია, მეორემ ბოლისაგან აცრემლებული თვალები ცხელ ბურუსს ჩააშტერა. ერთდროულად დაიძრა ორი მკლავი და ორთქლის თეთრ ბინდში ერთდროულად დაიძირა.
პირველმა მაშინვე ამოჰკრა გაშლილი ხელისგული და მდუღარე ამოაშხეფა. მეორემ უფრო ღრმად ჩააწვდინა მკლავი, ერთი წამით დაახანა და კალმახივით მოთიმთიმე ხორციანი ზევით ამოაგდო, ერთი-ორჯერ ჰაერში შეათამაშა, მეორე ხელიც შეაშველა, სული შეუბერა და პირისკენ გააქანა.
_ შეჭამა, აჯობა, აჯობა, _ ხორხოცებენ ბიჭები.
გამარჯვებული ცალ-ფეხზე დახტის, გულ-მკერდს იბერავს და ცხელ ოხშივარს უკან, ჩათუთქულ გულ-მუცელში აბრუნებს.
ბერიკაცები სინანულით აქნევენ თავს, ახალგაზრდები ქირქილებენ, ლუკას ცალი თვალი უცინის და ზეზემოტრიალეებს ხელის ჩამორთმევით ესალმება.
სამზარეულოდან გამოვარდნილი ცხელი ორთქლი ქვის კიბეებზე მიხტის და ბანთ-უკან კალოსკენ უხვევს. ამ გზაზე ქარავანივით გაბმულა ცხელი ხინკლით სავსე ხონჩები. ლუკა უკან მიჰყვება, გზადაგზა ჩოხას იბერტყავს, ქუდს იხდის და ჭაღარამორეულ თმა-წვერს ხელისგულით ისწორებს.
სიბნელიდან შესულს, კალოს ბოძზე ჩამოკიდებული ჭრაქის მბჟუტავი შუქიც თვალსა სჭრის, მარცხენა ხელით იჩრდილავს, მარჯვენით _ უპეზე ჩამონადენ ცრემლს იწმენდს და იმ კუთხისკენ მიდის, საიდანაც ხმამაღალი საუბარი და ხალისიანი შეძახილები ესმის.
_ ოო, ლუკას გაუმარჯოს! მოხვედ მშვიდობით! ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!
_ დამხვდით მშვიდობით, მშვიდობა ამ სახლს, გაუმარჯოს ნეფიონს! _ მარცვალ-მარცვალ ფანტავს ახლად შემოსწრებული, ამგვარი შემთხვევისათვის აუცილებელ სახარჯო სიტყვებს.
ლუკას, როგორც ოჯახის ახლობელს, ნეფე-დედოფალთან იწვევენ და სავსე ყანწს სთავაზობენ, ქალისა და ვაჟის მაყრები, ერთმანერთის პირისპირ, სკამ-ფიცრებზედ სხედან. ლუკა ყველას იცნობს. აი, მისი ნათლიმამა ხეხერა, იმისი ცოლისძმა _ ფრუშკა, ნადირა, ჯაბანი, მჭედელა, ღვთისო, ქავთარი... ზოგი მეზობელია, ზოგიც მოკეთე ზოგს ყოველდღე ხვდება, ზოგსაც ათასში ერთხელ... ბევრთან კალთა-კალთაზე აქვს გაბმული, ბევრსაც დამდურებულია ყანის, სათიბის, ბოსტნის დანალევზე, მაგრამ ახლა, ქორწილში ყველა ერთმანერთს ურიგდება, ივიწყებენ წყენას, რომ ნამთვრალევზე კიდევ ერთხელ გაიხსენონ დამდურების მიზეზი და ხელახლა დაატრიალონ მუშტი.
ლუკა ილოცავს ქვეყნიერების დამბადებელს, ცისა და მიწის გამჩენს. მთა-ბარის წესთა გამრიგეს, თემისა და ოჯახის მფარველს, ადღეგრძელებს ახალ ჯვარდაწერილებს, ნეფიონს, ჯარს, იმის ნათქვამ სადღეგრძელოში ისმის ჩვეულებრივი სიტყვები „ნუ მაუშალოს ამ ოჯახს ქორწილი, დაიფარე მტრისგან, კეთილად მაუხდინოს ღმერთმა, კეთილად დაუბეროს“... ხმამაღლობენ საქორწილო სიტყვების მოლოდინით იმედგაცრუებული მაყრები. ლუკასაც უქრება ზედმეტი ყურადღებისგან გამოწვეული აღტაცებასავით ხალისი. ჯდება. როგორც მდინარეში შესული ადამიანი, რომელიც საკუთარი სხეულით აგუბებს დინებას, ტალღები ებრძვიან, ეხეთქებიან, ფეხქვეშ საყრდენს აცლიან. გრძნობს, სადაცაა დაკარგავს წონასწორობას. ამიტომ სწრაფად გამოდის ნაპირზე და ტანს იბერტყავს.
(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Thu Dec 18, 2008 10:41 am

ჩვეულებრივი ვაჟა-ფშაველა

(გაგრძელება)
ლხინის მდინარე _ თავდავიწყება, ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება. მაყრები ხშირ-ხშირად იცვლიან ადგილს, მოყვრები ერთმანერთთან სიახლოვეს ამჯობინებენ. მელექსეებს უკვე შეურჩევიათ თავიანთი მეტოქეები და ახლა მათთან პირისპირ მოხვედრას ლამობენ. მხოლოდ მოშუღლენი სხედან გაუნძრევლად, ხელისგულებს მუშტავენ, შუბლს ინაოჭებენ, ნაბზევ კალოს ამტვერებენ და ნამთევი კურეტებივით გაჰყვირიან ერთმანერთს.
ლუკა ოჯახის უფროსს, ჩალხოს კითხულობს. სასიძო რაღაცას ბუტბუტებს, ლუკას სიტყვები არ ესმის, ხელით ანიშნებს დაბლა სახლისკენ. ვაჟის გამოხედვაში ლუკა დაეძებს მამის ალი-კვალს, ჩალხოს მარიფათს და ლაზათს.
კალოს სიღრმიდან მორატრატებს მთვრალი მაყარი, ლასტის კედელს ებღაუჭება, დედაბოძს ეხვევა და გასასვლელის ძებნით დაღლილი იმისი მუხლები ლუკას ფეხებთან ისვენებენ.
ლუკა საქამრედან აზიდავს, მკერდზე მიიყრდნობს, მიაფარფატებს სათივისკენ, მაყარი ძუძუმოსხლეტილი ხბოსავით ჭირვეულობს, ტანში იძაგრება, იბერტყება. თუმცა მალე ურიგდება ბედს და ტყავ-ჩოხის ამარა, ხმელ თივაში ეხვევა.
ლუკა დერეფანში ჩადის, გაწივებულ ნაკვერჩხალს აღვივებს, ყალიონს აწყობს და ოთახის ჩაგმანულ კარს შინაურივით აღებს.
ჩამქრალი კერიის ახლოს, ჯეჯიმგადაფარებულ ტახტზე ჩალხო წევს, მოკლე ნაბადი მხოლოდ მკერდამდის ფარავს, თავქვეშ სიპი ქვა უძევს, აქვე სამფეხაზე ბჟუტავს სანთელი. სანთლის მკრთალი ნათელი აჩენს ჩალხოს გაყვითლებულ თითებს, თეთრ თმა-წვერს, ნიაღვრისაგან ჩამორეცხილი ფერდობივით დაღარულ შუბლს.
ლუკას უკვირს, რომ ჩალხო გამტკნარებული წევს, დიდრონი მკლავები გულზე დაუკრეფია, ტივის მორებივით შეკრული მუხლები გახევებული დაუყრია გამხმარ ფიცარზედ.
უკვირს ლუკას და ცდილობს მომხდარში გაერკვეს. უახლოვდება ჩალხოს, უნდა ხელით შეეხოს იმის მხარს, კრთება, აკრთობს ნაწყვეტ-ნაწყვეტი ბგერები, რომელიც კუთხიდან ისმის.
_ დავიღუპეთ ლუკავ, დავიღუპენით, _ ქალთამზე ჩალხოს დედაკაცი გულ-მკერდს იმჯიღავს და მწუხარების ნიშნად, ორივე ხელს მუხლის თავებზე იცემს.
ლუკა გაოგნებულია. ქალთამზე უყვება, რომ ჩალხო მაყრებს დახვდა, დასხა, თვითონაც აებ-გაება მექორწილეებს, მერე დაბლა ჩამოვიდა, ქალთამზეს უთხრა: ავადა ვარ უნდა, დავწვეო. მიწვა ტახტზე და ვიდრე ქალთამზე დასამიწი ხელებით ნაბადს მიაფარებდა, მოასწრო ეთქვა: ჯარზე არ აიშალონო და მიაბარა სული უფალს.
ქალთამზეს შეცხადება ვერ გაუბედავს, მხოლოდ ბერიკაცებისთვის გაუნდვია ჩალხოს დაღუპვის ამბავი, იმათ
ჩალხო გაუპატიოსნებიათ და გადაუწყვეტიათ, ვიდრე ნეფე-დედოფალს გვირგვინს არ აჰხდიან, მიცვალებული უნდა შევინახოთო. კერიაზე ცეცხლი ჩაუქრიათ, კარი გამოუჯარავთ და ქალთამზესთვის სახვალიო რიგის მზადების ნება მიუციათ.
ჩალხოს სიკვდილი მაინც არ დამალულა. მაყრებს შეუტყვიათ ოჯახში დატრიალებული უბედურების ამბავი, მაგრამ საიდუმლო შეუნახავთ, ლხინი არ მოუშლიათ. ოჯახის
გარდაცვლილი უფროსის სადღეგრძელო: გაუმარჯოს! გაუმარჯოს! _ ძახილით შეუსვამთ.
ლუკა დამწუხრებულია. უსმენს ქალთამზეს და აღარ იცის შვილის ბედნიერება მიულოცოს თუ მეუღლის სამძიმარი უთხრას, ფიქრობს და ვერ გადაუწყვეტია. სანუგეშო სიტყვები კი თავისთავად ცვივა. ქალთამზე უხმოდ იცრემლება ჩიქილის ყურში, გულისყურით უსმენს, თუმცა კი უწადინოდ ემორჩილება ლუკას რჩევა-დარიგებას. თავდახრილი გარეთ გადის.
ლუკა მარტო რჩება ცხედართან, ჩალხოს უეცარი სიკვდილით აღგზნებული იმისი გონება, სრულიად იმორჩილებს სხეულის ნებას და ისიც ანგარიშმიუცემლად დააბოტებს ოთახის ერთი კუთხიდან მეორე კუთხისკენ, ფიქრობს ჩალხოზე. ჩალხოს სახე, მიცვალებულის თავთან დანთებული სანთლის ალივით, ხან თვალწინ პარპალებს, _ ლუკა ამ დროს განზე იყურება, _ ხანაც ჩრდილივით უკან მისდევს და წარსულში ახედებს. იქ კი ჩალხო ხან ბანზე დგას, ხან ეზოში ტრიალებს, ცხენს კაზმავს ან ხარებს თივას უყრის. ლაპარაკობს, შეუსვენებლად ლაპარაკობს, წუხს ქვეყნის უსამართლობაზე, წუხს თავის სიბერეზედ: ეს ოხერი, დიდი ჭირი ყოფილაო: და მაინც გულმაგრად ებრძვის ამ წუთისოფლის უგრძნობელობას.
კედელზე ჩალხოს მათრახი ჰკიდია, უძმოს-ძმის ერთადერთი ამხანაგი უსამართლობასთან ბრძოლაში. ლუკას ახლაც ჩაესმის იმისი შოლტების ტყაშუნი, სისხლიან კვალს რომ ტოვებდნენ მოწინააღმდეგის სხეულზე.
მრავალი ასეთი კვალი და ნიშანი ჩალხოსთვისაც დაუმჩნევია ცხოვრებას. აი, ჭრილობა, მარცხენა მხრიდან მარჯვნისკენ რომ სერავს სახეს, ორ-სამგან ჩამტვრეული ცხვირი, ნახევრად ჩამოთლილი წარბი, ჯვარედინად დასერილი ნიკაპი, ნახმლევი ტანი, რომელიც საუკეთესო საბუთია ჩალხოს განვლილი ცხოვრებისა.
დღეს კი, ჩალხო თავის გათლილ ტახტზე ასვენია. სულ მუდამ წაღმა-უკუღმა მოტრიალე მუშტები გულზე უწყვია, თუმცა ისე ძლიერად შეუკუმშავს, თითქოს ისევ ვიღაცას ემუქრება, თითქოს აი, ახლა წამოიწევს, წამოდგება და იმისი მჭექარი ხმა ისევ ახდის ბანიან ჭერს: “არ მოვკვდი, არა, ცოცხალი ვარ და დედებს ვუტირებ ყველას, ვინც ბეჩავ კაცს იჩოლფოტებს.
ლუკა ფეხზე დგება და მიცვალებულს ზევიდან დაჰყურებს, ცალი თვალი უშტერდება, გაქვავებულ მაჯას ხელით ეხება, სიცივე ნელ-ნელა გადმოდის იმის სხეულში, წყდება აზრი, რჩება ფიქრი სიტყვების გარეშე და ეს უსიტყვო განცდა უფრო ცხადად აგრძნობინებს, რომ ჩალხო რაღაც დიდ ყოვლისმომცველ ძალასაა დამორჩილებული.
თანდათან ქრება სიცოცხლეშივე ხედ და ქვად ქცეული, ახლა ამ უხილავი ნებით ხელფეხშეკრული ჩალხოს სხეული. აღარ ისმის სულ მუდამ უმინდოდ ფქვისგან გალეული წისქვილის დოლაბის ხმა. მხოლოდ მატყლის ფთილასავოთ მსუბუქი ხსოვნა დაფარფატებს სახლის ბნელ კუთხეებში, ნატრობს ერთ წვეთ ცრემლს, მუჭში ჩაკარგულ უხმო ქვითინს, რომ გაცდეს ამ ბნელ ჯურღმულს, გადაუაროს წიფლის ხეებს, სათიბებს, მწვერვალებს და ჩალხოს მოურჩენელი ტკივილიც თან წაიღოს.
ლუკას არ აშინებს მიცვალებული, ადრეც ბევრჯერ გაუთევია სხვებთან ერთად ღამე. მაშინ შენდობასა და ახლად შესვენებულის ქებაში ილეოდა დრო. ახლა კი როგორ გაიწელა, თითქოს ჩალხო ეპოტინება წყვდიადს, არ უშვებს ღამეს, რომ გათენებამ არ დაამოწმოს ის სამწუხარო სინამდვილე, რომელიც სიზმრისეულ ჩვენებას უფრო წააგავს...


(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Thu Dec 18, 2008 10:42 am

ჩვეულებრივი ვაჟა-ფშაველა

(გაგრძელება)
მართლაც, ლუკა ღამით მოვიდა ქორწილში, ლხინში და დღეგრძელობებშიც დიდი ღამე გაილია, მერე ბანზე იდგა, დერეფანშიც... რომ არა ქალთამზეს ცრემლი, რომ არა ეს უსიცოცხლო ცხედარი, რომელსაც ხელით ეხება, შესაძლოა ყველაფერი მართლაც დაუჯერებელი სიზმარი ყოფილიყო. ისინიც, იქ რომ არიან, ზოგი კალოში, ზოგიც ბანზე, ზოგიც სიბნელეში დააბოტებს. ქალთამზემ თქვა ყველამ იცისო, მღერიან, მხიარულობენ, ბერიკაცებს რაღა ღმერთი უწყრებათ? ან დედაკაცებს რამ გაუშროთ ცრემლი?... იქნებ?... ჰო, ფშავლებს უყვართ სიცილი, თავშესაქცევი ამბის სანახავად ათ ვერსზეც არ დაგზარდებიან წამოსვლას. ხომ არავინ ცდილობს ეს ღამისთევაც სალექსოდ გახადოს?
ლუკა ჯვალოს აგლეჯს სარკმელს, გაფაციცებული გასცქერს მთის წვერებს. იქიდან უნდა დაიძრას ცისკარი. არ ჩანს. ახსენდება: ჯერ მამალსაც არ უყივლია, ჯერ ძაღლებიც არ დამცხრალან, გარედან _ მათი ღავღავი, ერდოდან _ გაძლიერებული სიმღერის ხმა გუბდება ოთახში.
დაგუბებული ეჭვი ერთბაშად ამტვრევს თხელ ნაჭუჭს. ლუკა ნელ-ნელა უახლოვდება მიცვალებულს, სანთელს ანათებს, იხრება, გულისცემას აყურადებს. ჭრიალებს ძალადამდგარი ტახტი, ირწევა ჩალხოს გაცრეცილი ახალუხის ღილ-კილო, ვეება ჩრდილები დააბოტებენ სახლის ბნელ კუთხეებში.

***
გარეთ კი ქორწილი გრძელდება, ღვინო უცეცხლოდაც დუღს. მთვრალი მაყარი კი ადიდებულ მდინარესა ჰგავს: იმღვრევა, ხასიათს იცვლის, ჩვეულებას ღალატობს, კალაპოტიდან გადმოდის და უნაპიროდ იშლება.
მისი აღელვებული გულისთქმა ვეღარა გრძნობს მიჯნას და თავდავიწყებას ეძლევა.
მან დიდი ხანია დაკარგა რეალობის შეგრძნება, ამიტომ უანგარიშოდ სვამს, წაქცევამდე ცეკვავს, ბოლო ამოსუნთქვამდე ჩხუბობს, და ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირის, აყრუებს ხეობას.
ის ჯერ ქორწილის მაყარია, მოცეკვავე, მომღერალი და უდარდელი, მაგრამ როდემდე გასტანს ლხენით სიმთვრალე?
მან იცის, რომ ღამე დიდ საიდუმლოებას ინახავს. ამიტომ ღამეს ეშურება, აშინებს გამიფხიზლება და დღის სინათლე, რომელიც სინამდვილეს დაუბრუნებს, ლხინის მაყარს ჭირის მოზარედ აქცევს.
სიკვდილის ხილვა დაიმორჩილებს იმის აღელვებულ გულისთქმას, ჩაუკლავს ჟინს, დაასუებს, დააზავებს საკუთარ თავს.
ჯერ კი ღამეა და ქორწილი მხრებში იშლება. საბძელს, სათივეს, ეზო-ყურეს ეპატრონება. ერთგან თუ ცეკვავს, მეორეგან ჯიხვის ყანწსა სცლის, მესამეგან ჩხუბობს, მეოთხეგან მტერს ურიგდება.
მექორწილეთა ერთ ჯგუფს, რომელთაც ჯერ კიდევ ფხიზლად მიჰყავთ ლხინის წეს-რიგი, ახალგაზრდები ნეფე-დედოფალს სტაცებენ.
ბანზე იშლება საცეკვაო, ხელგაშლილი გადმოდის ვაჟის მაყარი, ქალის მხარე აქეზებს. ქორწილის წესი პატარძლის ცეკვას ითხოვს.
ისიც თავდახრილი შემოდის წრეში, მკლავები მხრების სიმაღლეზე მოაქვს გაშლილი. თითები დახრილია, მხოლოდ ნეკი იბზიკება ცისკენ, თითქოს მხოლოდ ის ცეკვავს, ის ემორჩილება გაძლიერებული ტაშის რიტმს.
_ ტოში, ტოში!
ტრიალებს პატარძალი, იმის სანახავად გამორბიან ქალები, იღვიძებს სათივე, საბძელი, ფხიზლდება ქორწილი და მატულობს სანახაობა.
_ აბა, დედავ, შვილის ქორწილში უნდა გაცეკვო, _ ჯოხზე დაყრდნობილ ქალთამზეს მთვრალი მაყარი საცეკვაო წრისკენ მოახანხალებს.
ვიღაცა მხრებზე მოხვეულ შალს სტაცებს, სხვა ჯოხს ართმევს ხელიდან.
წონასწორობადაკარგული გაშლილი მკლავებით ეპოტინება ჰაერს. გასასვლელის ძებნაში უნებურად ტრიალებს. გზას არ აძლევენ, ახლა სხვა მხარეს მიდის, ისევ ხელგაშლილი, ველ-მინდვრებზე სიარულს შეჩვეული ფეხები თავისთავად მისრიალებენ. ცეკვავს ქალთამზე, მოძრაობა ასწრაფებს აზრს. გონება დასტრიალებს სიკვდილ-სიცოცხლის გამოცანას. ითვლის ფიქრს, როგორც წინდის ჩხირით ამოყვანილ თვლებს, უმატებს; მერე ისევ ითვლის, ამოჰყავს ახალ-ახალი, მოჰყვება ძაფი, გორაობს უცნაური გორგალი ბედ-იღბლისა, წერა-მწერლისა. უნდა გაჰყაროს ერთმანერთს იღბალი და ფათერაკი, უნდა ხურჯინის ცალ-ცალი თვალივით სხვადასხვა მხარეს გადაჰკიდოს, თავ-თავისი ადგილი მიუჩინოს ბედნიერებას და უბედურებას. გრძნობს, რომ ამაოა ამგვარი ცდა, რადგან შვილის ბედნიერება და ჩალხოს დაღუპვა ერთმანერთს დაესწორა. სჩანს, ასე იყო დაწერილი, ვერც თვითონ გაჰყრის. გვირგვინოსან შვილს რომ უყურებს, ჩალხოს ცხედარს ხედავს. ან კი როდის ყოფილა, ბედნიერებაში უბედურების წილიც არ ერიოს... ქალთამზეს ფიქრის ძაფი უწყდება, ერთი მეორის მიყოლებით იშლება თვლები, ირღვევა ნაქსოვი. ისევ ცდილობს შეაკოწიწოს... წრიდან გამოსული ერდოსთან იკუნჭება. ახლა უფრო გულმოდგინედ გამოჰყავს თვლები, ნაშალსაც აქსოვს ახლად გამონასკვულს. ჩამომჭკნარ სახეზე მოგორავს ცრემლი. ალბათ სიხარულისაა. მერე მწუხარებისას დაღვრის. დააცდის ცხოვრება, რომ სიხარულისა შეაშრეს? განა გული ერთდროულად არ იტევს ორივე გრძნობას. ენას რაღა უშლის, რომ ორივესი თქვას? იქნებ ლუკასავით ცალი თვალიდან სულ მუდამ ცრემლი უნდა გდიოდეს, ხოლო მეორე გიცინოდეს, რომ ერთდროულად ბედნიერიც იყო და უბედურიც. იქნებ ეს არის ხურჯინის ორი თვალი, ერთმანერთის საპირწონე, რომელიმე მათგანმა რომ არ გადაძალოს, რომ ადამიანი ბედნიერებამ არ დააუძლუროს უბედურებამ არ დასცეს.
მაშ რატომ გლოვის ზარს არ იტყვის? რატომ ხმამაღლა არ შეიცხადებს ჩალხოს სიკვდილს? განა გვირგვინნაკურთხი შვილ-რძალის ცრემლი საღვთო მადლსაა მოკლებული? განა მოზარეთა მოთქმა უფრო მისასვლელი არ არის სიკვდილ- სიცოცხლის დამრიგესთან, ვიდრე “თანუნანოს” ღიღინი? განა ცრემლით განათლებული ჩალხოს სული უფრო მოწყალედ არ ილოცებს შვილების ბედნიერებისთვის?



(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Thu Dec 18, 2008 10:43 am

ჩვეულებრივი ვაჟა-ფშაველა

(გაგრძელება)
მართლაც, პურის ხმელი თავთავივით იფშვნება ეს ამბავი. ცვივა მარცვალი, ზოგი კალთაში, ზოგი მიწაზე, ზოგიც თითებშუა სხლტება და შორს იპნევა.
ოთხმოცი წლის წინანდელ ამბავს მიყვება მოხუცებული. იხსენებს დავიწყებულს, ნანახსა და გაგონილს ერთმანერთში ურევს, საჩვენებელ თითს ინერწყვავს და მარცვალ-მარცვალ აგროვებს გაბნეულს.
რა ბარაქა უნდა დაუდგეს ასეთ შემგროვებელს?
. . .
არა, არაა საკვირველი თუ ზაფხულის ერთ ღამეს, ჩარგალში, ახალგაზრდა ფშაველის ქორწილში, ამავე სოფლის მკვიდრი ლუკა რაზიკაშვილი სტუმრობდა.
ისიც დასაჯერებელია, რომ სწორედ ქორწილის ღამეს, სამეფოდ გამზადებულ ოჯახს უბედურება ეწვია, გარდაიცვალა ოჯახის უფროსი ჩალხო, მეტსახელად უძმოს-ძმა, სამაყროდ მიპატიჟებულ ლუკას კი უნებლიეთ თუ განგებისად ჭირისუფლობამ მოუწია. თუმცა, მიცვალებულის შენახვამ თუ დამალვამ ისე გააოგნა, რომ ერთ წამს კიდეც დაეჭვდა მომხდარის სინამდვილეში.
ქრისტეს აქეთ, მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, მსოფლიოს ერთ-ერთ პატარა ქვეყნის პატარა სოფელში ასეთი სურათი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ:
ფშაველი გლეხის საცხოვრებელი სახლი, ქვის ყორეთი შემოღობილი ეზო, ეზოში ვაშლის ხე საჩრდილობლად, ტოტებქვეშ ბანიანი ერდო, ქვევით _ ოთახი, გომური, ბაკი. ზევით _ ბეღელი, სათივე, კალო. კალოში ქორწილია გაჩაღებული, ოთახის ჩანაცრებულ კერიასთან მიცვალებული ასვენია, სახლის გარშემო უკუნეთი წყვდიადია და ამ უჩვეულო ღამეს ორად-ორი ჭირისუფალი _ ლუკა, რომელიც თეთრად უთენებს მიცვალებულს, ოთახის ერთი კუთხიდან მეორე კუთხისკენ დააბოტებს და ქალთამზე, რომელიც ერდოსთან მიკუნჭულა, რადგან ადათი უკრძალავს გარდაცვლილი ქმრის საწესო ღამისთევას. ერთი _ უხმოდ, მეორე ჩუმი ქვითინით დასტირის ახლად შესვენებულის ცხედარს.
ბავშვობაში განცდილ ამ სურათზე გაყინულა მოხუცებული ფშაველის მზერა, სხვა არაფერი ახსოვს, იქნებ არც უნახავს? წყდება თხრობა... დაუსრულებელი ამბავი კი ისე ითხოვს გაგრძელებას, როგორც გაუთენებელი ღამე ელის მამლის ყივილს ან ცისკრის ვარსკვლავს.
მაგრამ, თავისთავად ხომ ვერ გათენდება? უთუოდ რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც განსაკუთრებულმა, გმირულმა მოქმედებამ უნდა გაფანტოს ღამის წყვდიადი. ლუკამ უნდა აიღოს თავისთავზე ეს მისია. ლუკამ უნდა დაუმტკიცოს მომავალ თაობას, რომ პოეტი /თანაც გენიალური/ არა მარტო აზროვნებს განსხვავებულად, არამედ მოქმედებს კიდეც, რადგან მხოლოდ განსხვავებული, გამორჩეული მოქმედება იმსახურებს საყოველთაო თანაგრძნობასა და სიყვარულს, მხოლოდ საზოგადოების მორალისა და ზნე-ჩვეულებისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს მკითხველის ცხოველ ინტერესს და პატივისცემას.
განა ასე არ იქცევიან მისი მარტოსული გმირები? ემორჩილებიან რა ირაციონალური იმპულსის კარნახს, არად აგდებენ აკრძალვის ზღვარს, აშკარად უპირისპირდებიან ტოტალურად დამრთგუნველი იდეოლოგიით შეკრული საზოგადოების ქცევის ნორმებს, თვითონ, თავისი ხელით სწირავენ კურატს ურჯულოს სულის მოსახსენებლად, მასპინძლობენ ძმის მკვლელს, მღერიან ჭირის სუფრაზე და ტირიან იქ, სადაც სხვები მხოლოდ მხიარულების მიზეზსა ხედავენ.
ჰოდა, ლუკამაც უნდა გადალახოს სოფლის მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის დაწესებული საზღვარი, რადგან ახლა ისიც პერსონაჟია, ზეაღმავალი გმირია ჩვენი საუკუნის ეპოსისა. უნდა დაარღვიოს ადამიანების მიერ დაწესებული სამართალი, უმრავლესობის მიერ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ქცევის ნორმა, რომელიც ხელს უშლის სიუჟეტის, ამბის განვითარებას.
თუმცა არავინ იცის, რა უფრო მოეწონება დღევანდელ, ცნობიერ და არაცნობიერ ფსიქიკათა შინაარსში გარკვეულ ელიტურ მკითხველს, _ ჩამოხსნას ლუკამ კედლიდან ჩალხოს მათრახი, მოზეიმე ხალხს გაერიოს და ამ მათრახით გამოაფხიზლოს თავდავიწყებაში ჩავარდნილი მაყრის დაძინებული სინდისი?
თუ სამგლოვიარო გვრინი თქვას, გაკივლებასავით ტირილის ხმაზედ რომ იმღერება, საქვეყნოდ გააცხადოს სიკვდილი, აშალოს ჯარზე მსხდომი მექორწილენი და საჭირისუფლო თალხით შემოსოს გვირგვინმოუხდელი ნეფიონი.
ლუკას ამგვარი მოქმედება აუცილებლად ხალხის აღშფოთებას გამოიწვევს. მცირე საბაბიც საკმარისი მიზეზი გახდება, რომ ლუკას მომავალი საბედისწეროდ დაუახლოვდეს მისი გმირების ბედს. ისევ შეიყრება აღელვებული თემი, აისხმება დროშიონი, ხევისბერი დაარისხებს ერთობის დამრღვევს, პირის მტეხელს, ხალხი გულიდან ამოიგლეჯს, დასწყევლის მოკვეთილს.
განა ეს ბედი ლუკასთვისაც სასურველი არ უნდა იყოს? უარი თქვას საზოგადოების რიგით წევრობაზე, ჯოგური ცხოვრებით მონიჭებულ უპირატესობაზე, დაგმოს ადამიანებთან ადამიანური ცხოვრების მთელი ამაოება, დაადგეს განკერძოების, განკაცების ამაღლებულ მიზანს _ ზეკაცობისკენ მიმავალ გზას, რომელიც ერთადერთი ბილიკია პიროვნული სრულყოფისაკენ.
დაწყევლილი და შეურაცყოფილი, მოკვეთილი და ყველასაგან მოძულებული, ტიტანური ძალისხმევით გაარღვევს ბედისწერის რკალს, განჭვრეტს პიროვნების კოსმიურ არსს და უკვდავებასთან წილნაყარი მიაღწევს ერთადერთობისა და განუმეორებლობის იმ მიჯნას, რომლის მიღმა სრულქმნილი სამყარო იწყება.
ალბათ ასე განვითარდებოდა მოქმედება, ლუკაში რომ ჩვენი პოეტი, ვაჟა- ფშაველა არ იცნობოდეს. ვაჟამ უკვე იცხოვრა თავისი გმირების ცხოვრებით, იხილა ღირსებაშელახული საზოგადოების შეუბრალებელი მსჯავრი; იცის, რა ტრაგიკულია თემიდან განდევნილი, მოკვეთილი პიროვნების ბედი. მაგრამ ისიც იცის, რომ თითო-ოროლა ადამიანის რევოლუციური თავგანწირვა, რომელიც ხშირად ამპარტავნებით და ქედმაღლობით არის გამოწვეული, ოდნავადაც ვერ ასუსტებს ბოროტმოქმედებას და ბიწიერებას, ვერ სპობს შურს, უსამართლობას, ვერ ცვლის საზოგადოების ცხოვრების წესს, და თუ დღეს სიკეთე მაინც სჯობნის ბოროტებას, ეს იმიტომ, რომ ჭკვიანი ადამიანები ისევ ხალხში ტრიალებენ, იბრძვიან, სხვებთან ერთად იმარჯვებენ ან მარცხდებიან, იზიარებენ სიხარულსა და მწუხარებას და ძალდაუტანებლად სწვრთნიან ხალხის გრძნობა-გონებას უკეთესი წეს-რიგის დასამკვიდრებლად.
საკუთარი ღირსებისა და შესაძლებლობის შეგრძნება ვაჟას ხელს არ უშლის, რომ უბრალო და თავმდაბალი იყოს. ამიტომ არ უყვარს გამორჩეული, თემისაგან განდგომილი, მოვალეობის შემგინებელი ზეკაცი, რომელიც მხოლოდ სუსტს, უსუსურს და მეწვრილმანე ადამიანს ენატრება. ამიტომ ვაჟას ცხოვრების ბოლომდე ლაშარის გორზე ვხედავთ; ვხედავთ საფიხვნოზე, სოფლის ჭირ-ვარამით შეწუხებულს, თიანეთში _ მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობის მაძიებლად, შირაქში _ მთიელთა ბარში ჩასახლების ორგანიზატორად და მათი იურიდიული უფლებების დამცველად.


(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Thu Dec 18, 2008 10:47 am

ჩვეულებრივი ვაჟა-ფშაველა

(გაგრძელება)
ჩალხოს კარ-მიდამოში კი თენდება, თავისთავად თენდება. ამომავალი მზის ნათელი აფხიზლებს მთვლემარე მაყრებს. გვირგვინახდილი ნეფე-დედოფალი სამძიმარზე სხდებიან, ქალთამზე ზარს ამბობს. შაოსანი ქალები სათითაოდ მიდიან ცხედართან, ეყრდნობიან მიცვალებულის ხმალს ან ხანჯალს და მოთქმით ტირიან. იხსენებენ ჩალხოს ცხოვრებას, აქებენ მის კაიკაცობას, იგონებენ თავიანთ მიცვალებულებსაც, ჩვილთა, უასაკოთა, უწილოთა, ხალხისაგან დავიწყებულთა, მზრუნველობას ავედრებენ შავეთისკენ მიმავალს.
კაცები დაკოჟრილ ხელებს ხანჯლის ვადაზე იწყობენ, მეტისმეტი მწუხარებისგან ქვითინებენ, ცრემლს გაშლილი ხელისგულით იწმენდნენ, იგლეჯენ ვიწრო საკინძეს და გულის ამოგლეჯასავითYოხვრას გზას აძლევენ.
ლუკაც აქვეა, სადღაც საბძლის ყურესთან ან დერეფნის ბოლოს, ჯოხს დაყრდნობია, თვალცრემლიანი იზიარებს ჭირისუფალთა დარდს, ხან “ტიჰოჰოს” ძახილით უერთდება საერთო გლოვას, ხანაც სხვა კაცებივით გულმკერდს იმჯიღავს.
მერე პროცესიას მიყვება, დაღმართში ხელს აშველებს დაფერდებულ საკაცეს, მხარზე იყრდნობს, უსიტყვოდ ემორჩილება ჭირისუფლის ნება-სურვილს, სამარეს ასუფთავებს ან აკლდამის კედლისთვის მძიმე ქვებს ეზიდება. უკანასკნელად ეთხოვება უძმოს-ძმას და ცნობისმოყვარეთა მზერას გარიდებული, საყდრის ნანგრევს აფარებს თავს.
მღვდელმა აღასრულა წესი მიცვალებულის გაპატიოსნებისა, მესაფლავენი კუბოსთან ჩალხოს შვილს უთმობენ ადგილს, ის უნდა გამოეთხოვის გარდაცვლილს, გაუმზადოს საიმქვეყნიო საგზალი: წყალი, ცეცხლი, თუთუნი, პირადი ნივთები, რომელიც, მათი რწმენით, აუცილებლად დასჭირდება მიცვალებულს საიქიოში. იგივე რწმენისა თუ ჩვეულების მიხედვით, ჭირისუფალმა რაიმე ნივთი უნდა მოპაროს გარდაცვლილს, რათა იმის მოსაკითხად მრავალჯერ აღსდგეს სამზეოში იმისი სული, სიზმრისეულ ხილვებში ეჩვენოს ჭირისუფალს, მოჰხედოს დაობლებულ ოჯახს, გაუზიაროს თავისი ფიქრი, გააფრთხილოს მოსალოდნელი ხიფათისა თუ უბედურების შესახებ.
ჩალხოს ვაჟი სათითაოდ იღებს მიცვალებულის თავ-სასთუმალთან ჩაწყობილ ნივთებს, ხელიდან ხელში გადააქვს, ათვალიერებს, არჩევს რომელი დაიტოვოს. “საქვეყნო ქურდობაში” სხვებიც მონაწილეობენ: ზოგი დანის მოპარვას ურჩევს, ზოგიც საღვინე დოქს აჩეჩებს ხელში. ლუკას თვალს სტაცებს გრძელშოლტიანი მათრახის ჭრელი ტარი. უნდა, დაიძახოს: მათრახი. უძმოს-ძმის მათრახი არ შეაჭმევინოთ მიწასო. შეიძლება ყვირის კიდეც, მაგრამ იმისი ხმა აღარ ისმის ხალხის ყაყანში. ჩალხოს შვილი კი სხვისი რჩევით თუ საკუთარი გულის კარნახით, ოქროსწყლით დაშიბულ სათამბაქოეს ინახავს ახალუხის გულის ჯიბეში.
დაკრძალვა გვიანობამდე გაგრძელდა, სხვებთან ერთად ლუკამაც სამგზის ჩასძახა სანახევროდ ამოვსებულ სამარეს, “მიწა ხარ და მიწად იქეცო”. თუმცა კარგად იცოდა, რომ იმ ნივთიერებათა შორის (ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწა), რაისგანაც შედგმულ არს სხეული კაცისა, ჩალხოში ყველაზე ნაკლები წილი ამ უკანასკნელისა იყო.

(დასასრული)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Fri Feb 13, 2009 5:19 pm

ჩემი გულწრფელი მადლობა არგანს...
არგანს, რომელიც არავის არ ჰგავს.
=================================

ძალიან მომეწონა.
Smile
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Fri Feb 13, 2009 5:26 pm

გაიხარე, მე და შენ მგონი გემზე (24 საათიანი საკონტროლო წერა რომ გვქონდა)ვიყავით ერთად, არა?
ნუგზარიც იქ იყო შატაიძე, და კიდევ ბევრნი...
Back to top Go down
View user profile
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Fri Feb 13, 2009 5:49 pm

არგანი wrote:
გაიხარე, მე და შენ მგონი გემზე (24 საათიანი საკონტროლო წერა რომ გვქონდა)ვიყავით ერთად, არა?
ნუგზარიც იქ იყო შატაიძე, და კიდევ ბევრნი...

ფოთში კი ვიყავი Smile კარგი დრო იყო Smile

2003–ში იყო მგონი.
შემდეგ წელს, 2004–ში ვიყავი(თ) გონიოში.
2005–ში არ ჩატარდა მგონი.
შემდეგ 2006 წელს უფლისციხეშიც ვიყავით. ციოდა მაგრად. ოქტომბერი თუ ნოემბერი იყო
შარშანწინ არ შემიტანია მოთხრობა, მაგ დროს დიპლომს ვიცავდი.

კარგ დროს ვატარებთ ხოლმე. Smile
გემზე მე და მე ჩქვანავა დავთვერით კონიაკით. Smile
გემზე ექვთიმიშვილის თავგადასავლები გახსოვს?
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Fri Feb 13, 2009 5:54 pm

ექვთიმიშვილი მერე თბილისში შემხვდა, თავისი ტექსტები მომცა წასაკითხად და დამეკარგა (ტექსტები არა, თვითონ თამაზი).
რაც შეეხება "პენ-მარათონს, ფოთი ჩემთვის ბოლო ბანაობა იყო, არ მიყვარს საგამოცდო (მით უმეტეს საკონკურსო) რაჟიმში მუშაობა.
Back to top Go down
View user profile
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Fri Feb 13, 2009 5:57 pm

არგანი wrote:
ექვთიმიშვილი მერე თბილისში შემხვდა, თავისი ტექსტები მომცა წასაკითხად და დამეკარგა (ტექსტები არა, თვითონ თამაზი).
რაც შეეხება "პენ-მარათონს, ფოთი ჩემთვის ბოლო ბანაობა იყო, არ მიყვარს საგამოცდო (მით უმეტეს საკონკურსო) რაჟიმში მუშაობა.

არც მე მიყვარს "დროში წერა".
დოღი ხომ არ არის?
მაგრამ უფრო ურთიერთობები, გართობა და ა. შ.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Fri Feb 13, 2009 6:02 pm

არგანი wrote:
ექვთიმიშვილი მერე თბილისში შემხვდა, თავისი ტექსტები მომცა წასაკითხად და დამეკარგა (ტექსტები არა, თვითონ თამაზი).
რაც შეეხება "პენ-მარათონს, ფოთი ჩემთვის ბოლო ბანაობა იყო, არ მიყვარს საგამოცდო (მით უმეტეს საკონკურსო) რაჟიმში მუშაობა.

Arrow

მე პირადად, ემაგ კონკურსისკენ გამხედი არა ვარ.
ეგ არ არი ნამდვილი მწერლობა და - ფულის შოვნა თუ მომინდება, ბოლო ბოლო, ვაგონებს დავცლი...

Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Fri Feb 13, 2009 6:09 pm

ხო,ვაღიარებ რომ ეგ ჩემთვისაც საყმაწვილო სენი იყო და გვიან მოვიხადე... Smile
Back to top Go down
View user profile
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Fri Feb 13, 2009 6:24 pm

არჩანდა wrote:
არგანი wrote:
ექვთიმიშვილი მერე თბილისში შემხვდა, თავისი ტექსტები მომცა წასაკითხად და დამეკარგა (ტექსტები არა, თვითონ თამაზი).
რაც შეეხება "პენ-მარათონს, ფოთი ჩემთვის ბოლო ბანაობა იყო, არ მიყვარს საგამოცდო (მით უმეტეს საკონკურსო) რაჟიმში მუშაობა.
Arrow
მე პირადად, ემაგ კონკურსისკენ გამხედი არა ვარ.
ეგ არ არი ნამდვილი მწერლობა და - ფულის შოვნა თუ მომინდება, ბოლო ბოლო, ვაგონებს დავცლი...

Wink

მართალია. ყოვეთვის ვიცოდი, რომ იქ ვერაფერს ვერ დავწერდი და არცერთხელ არცერთი იქ დაწერილი სისულელე (ნუ ის მოთხრობა არ იყო) გამოცეუმლ წიგნში არ შესულა.
მაგრამ უფრო ეს ახალგაზრდობასთან და გართობასთან კავშირშია.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Fri Feb 13, 2009 7:15 pm

Arrow

დაგვიდე, გაგავ, შენი წიგნის ფოტო ”წიგნებში და ავტოგრაფებში”. Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Fri Feb 13, 2009 7:18 pm

არჩანდა wrote:
Arrow

დაგვიდე, გაგავ, შენი წიგნის ფოტო ”წიგნებში და ავტოგრაფებში”. Exclamation

Very Happy
სად მაქვს წიგნი?!
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Fri Feb 13, 2009 7:23 pm

Arrow

”გამოცემული წიგნი” - იმათ წიგნზე გითქვამს.
მალე გამოსულიყოს, კაცოო... Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Sat Feb 14, 2009 8:53 pm

ჰო. იქ დაწერილი მოთხრობებისგან წიგნი რომ გამოდიოდა.
Smile
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Mon Feb 16, 2009 6:00 pm

ესეც ახალი ტექსტი.

Exclamation

გია არგანაშვილი

მადლობას გიხდით მოთმინებისთვის

და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი (ლუკა21.19)

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილის ოკუპაციისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში ხშირად დგება ისეთი წუთები, როდესაც კაცს მოთმინება გღალატობს და თავს ვეღარ ერევი.
არავინ იცის, რას ჩაიდენს გამწარებული ადამიანი?!
ასეთ დროს მე ყოველთვის ვრეკავ ტელეფონზე 480000 და ველოდები ავტომოპასუხის ჩართვას.
სასიამოვნოა წინასწარ ცნობილი ტექსტის ხელახალი მოსმენა. სასიამოვნოა, როდესაც იცი, რომ არცერთი სიტყვა, არც წინადადება, ხმის ტემბრიც კი არასოდეს შეიცვლება.
- მოგესალმებათ კავკაზუს ონლაინი. ფინანსურ განყოფილებასთან დასაკავშირებლად აკრიფეთ ორი, ტექნიკურ განყოფილებასთან დასაკავშირებლად აკრიფეთ სამი ან დაელოდეთ ოპერატორს.
გაცნობებთ, რომ სერვისის გაუმჯობესების მიზნით შემოსულ ზარებზე ხორციელდება მონიტორინგი.
თუნდაც მონიტორინგის პირობებში, მე ოპერატორს დაველოდები.
- სავარაუდო მოლოდინის დრო არის ცხრა წუთი...
რა თქმა უნდა, სავარაუდო მოთმინების დრო ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, მოთმინების სავარაუდო დრო ცხრა წუთზე ბევრად მეტია, მაგრამ ახლა ამაზე არ ვდაობ, მოუთმენლად ველოდები ამ ტექსტის გაგრძელებას...
- მადლობას გიხდით მოთმინებისთვის!
(მსუბუქი მუსიკა)
- მადლობას გიხდით მოთმინებისთვის!
(ისევ მსუბუქი მუსიკა)
- სავარაუდო მოლოდინის დრო არის ცხრა წუთი...
ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არის სასუფეველი ცათა.
- მადლობას გიხდით მოთმინებისთვის!
(მსუბუქი მუსიკა)
- სავარაუდო მოლოდინის დრო არის რვა წუთი...
(მსუბუქი მუსიკა)
ნეტარ იყვნენ მგლოვიარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ.
- მადლობას გიხდით მოთმინებისთვის!
- მადლობას გიხდით მოთმინებისთვის!
(მუსიკა)
- სავარაუდო მოთმინების დრო არის შვიდი წუთი...
ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.
- მადლობას გიხდით მოთმინებისთვის!
(მსუბუქი მუსიკა)
- სავარაუდო მოთმინების დრო არის ექვსი წუთი...
ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ.
- მადლობას გიხდით მოთმინებისთვის!
(მსუბუქი მუსიკა)
- სავარაუდო მოთმინების დრო არის ხუთი წუთი...
ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
- მადლობას გიხდით მოთმინებისთვის!
(მსუბუქი მუსიკა)
- სავარაუდო მოთმინების დრო არის ოთხი წუთი...
- მადლობას გიხდით მოთმინებისთვის!
- მადლობას გიხდით მოთმინებისთვის!
(მსუბუქი მუსიკა)
- სავარაუდო მოთმინების დრო არის სამი წუთი...
ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ.
- მადლობას გიხდით მოთმინებისთვის!
(მსუბუქი მუსიკა)
- სავარაუდო მოთმინების დრო არის ორი წუთი...
ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
- მადლობას გიხდით მოთმინებისთვის!
(მსუბუქი მუსიკა)
სავარაუდო მოთმინების დრო არის ორი წუთი...
ნეტარ იყვენით თქუენ, რაჟამს გყვედრიდენ და გდევნიდნენ. და თქუან ყოველი სიტყვა ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის.
- მადლობას გიხდით მოთმინებისთვის!
(მსუბუქი მუსიკა)
- სავარაუდო მოთმინების დრო არის ერთი წუთი...
გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნეს წინასწარმეტყუელნი უწინარეს თქუენისა.
- მადლობას გიხდით...
ყურმილს ხელიდან არ ვუშვებ, ტელეფონს ვთიშავ და ხელახლა ვკრეფ ნომერს.
- მოგესალმებათ კავკაზუს ონლაინი...
ჩემი მოლოდინის სავარაუდო დრო არის...
- მადლობას გიხდით მოთმინებისთვის!
- მადლობას გიხდით მოთმინებისთვის!
* * *
ხანდახან კი მოთმინება მაინც გღალატობს. ეს მაშინ ხდება, როდესაც ავტომოპასუხის ოდნავ დარცხვენილი (ან იქნებ მე მეჩვენება ასე?) ხმა მობოდიშებასავითი ისმის:
- ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია. გთხოვთ, დარეკოთ მოგვიანებით.
ტუ...ტუ... ტუ...
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Mon Feb 16, 2009 11:22 pm

გია, ამ შენი ბოლო ტექსტის შესახებ იხილე აი ეს - http://armuri.4forum.biz/-f6/-t57.htm

მაგარია!

cheers drunken

ჯავრს მოგცემ, ჯავრს დაგავიწყებო, - ეგეთ დღეშია ამ მინიატურის გმირი: აშლილ ნერვებს კიდევ უფრო ნერვების ასაშლელი ქმედებით იწყნარებს - ”კავკასუს ონლაინში” რეკავს და ავტომოპასუხის ტრაფარეტული ლაპარაკით მშვიდდება... სახარების ის ცნობილი ციტატებიც იმ ლაპარაკების შუალედებში ახსენდება...

საგიჟეთია, აბა რა არის - ეგეთ მეთოდს რო იპოვნის კაცი დასამშვიდებლად...
ეგეთი დროა და - აი, სწორედ ეს ჩვენი შეშლილი და ჩვენი გადარეული დრო არის უზუსტესად დაჭერილი ამ მინიატურაში.

Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: არგანი – გია არგანაშვილი   Today at 1:37 pm

Back to top Go down
 
არგანი – გია არგანაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: