არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ივანე ჯაფარიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: ივანე ჯაფარიძე   Wed Oct 12, 2011 4:22 pm


Ivane Japaridze


ივანე ჯაფარიძე

ივანე ჯაფარიძე დაიბადა 1944 წლის 22 თებერვალს, ქ. ჭიათურაში. იშვილა და აღზარდა მამიდამ, ლეგენდარულმა მთამსვლელმა ქალმა ალექსანდრა ჯაფარიძემ.

1962 წ. დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. 1967 წ. თსუ გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1966 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტი, მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიურ ინსტიტუტში. 1967 წლიდან, როგორც მეცნიერ-თანამშრომელი და ექსპედიციების ხელმძღვანელი, სისტემატურად მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებსა და სახელშეკრულებო სამუშაოებში. 1983-90 წლებში, საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოსა და საქ. მეცნ. აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის ექსპედიციებისათვის ჩაატარა კვლევები და შეიმუშავა რეკომენდაციები უფლისციხის ისტორიულ_არქიტექტურული ძეგლის ცვეთის თავიდან აცილებისა და დავითგარეჯის მიდამოებში უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენის _ ძველი ნაქალაქარის მეტალურგიული წარმოების კერებისათვის რკინის საბადოს აღმოჩენისა და მისი ავტოქტონურობის დადგენის მიზნით. 1985 წელს, როგორც ერთ_ერთი ავტორი, მონაწილეობდა ხმელთაშუაზღვიური ნეოგენის მე_8 მსოფლიო კონგრესის მიერ საქართველოში ჩატარებულ საველე_საექსპედიციო სამუშაოებში.

უფლისციხის ისტორიულ ციხე_ქალაქის მიდამოებში აღმოაჩინა 20_25 მილიონი წლის წინანდელი უნიკალური განამარხებული მცენარეული ნაშთები, რომლის შესწავლის საფუძველზე 1980 წელს, თსუ-ში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. სტრატიგრაფიასა და პალეონტოლოგიაში ამ თემაზე ეს იყო პირველი მეცნიერული კვლევა ევროპაში. 11.10.2006 წლიდან გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია. არის 30_ზე მეტი მეცნიერული შრომისა და ერთი მონოგრაფიის ავტორი.
ჯერ კიდევ მოწაფეობის დროს მამასთან ერთად მონაწილეობდა ქ. ჭიათურაში ჩამოყალიბებული ალპინისტური სექციის ექსპედიციებში, რომლის მიზანი იყო ჭიათურა-საჩხერის რაიონსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული მიუვალი მღვიმე-გამოქვაბულებისა და ბუნების ფენომენების კვლევა.
ბავშვობაში დაწყებული მოგზაურულ-კვლევითი საქმიანობა, შემდგომ, მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ამის დასტურია, რომ სტუდენტობისას, პრაქტიკაზე ყოფნის დროს გეომორფოლოგიური თვალსაზრისით შეისწავლა მთელი ყირიმის ნახევარკუნძული, საიდანაც უმდიდრესი ფოტომასალა ჩამოიტანა, რომელიც შემდეგ, უნივერსიტეტში მოწყობილი ფოტოგამოფენის საფუძველი გახდა.

სხვადასხვა დროს იყო საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების სწავლული მდივანი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სახალხო უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი.

1984 წელს აირჩიეს საკავშირო პალეონტოლოგიური საზოგადოების წევრად, 1972 წლიდან არის საქართველოს გეოლოგიური, 1994 წლიდან _ გეოგრაფიული საზოგადოებების წევრი, 1989 წლიდან კი საქართველოს ისტორიულ_კულტურული მემკვიდრეობის მომძიებელ_შემსწავლელი ასოციაცია "ხომლის" საპატიო წევრი.
ძირითადი საქმიანობის პარალელურად, 1966 წლიდან ნაყოფიერად მოღვაწეობს ჟურნალისტიკაში. მისი წერილები, ნარკვევები, სტატიები სისტემატურად იბეჭდება ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. 1983 წლიდან, რადიოსა და ტელევიზიაში, სხვადასხვა თემაზე 3000_დე გადაცემა, ნარკვევი და სიუჟეტი აქვს მომზადებული, მისი გადაცემები დაცულია საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში.

1992 წელს, ძმასთან და მეგობრებთან ერთად ავიდა კაცხის სვეტზე, გასაბერი ნავით შევიდნენ სოფ. ხრეითში არსებულ ე.წ. `კარიან კლდეში", სადაც კარსტული წარმოშობის უდიდესი ტბაა, გამოიკვლიეს და ვიდეოფირზე აღბეჭდეს წითელ წიგნში შეტანილი ეს ობიექტები და ორ ფილმად წარუდგინეს ქართველ ტელემაყურებელს. ამ ფილმების საფუძველზე საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე დაფუძნდა პროგრამა "ირაო", რომლის ერთ-ერთი ავტორი და წამყვანი წლების მანძილზე ივ. ჯაფარიძე იყო. 1993 წელს, პროგრამა "ირაო" საქართველოს რადიოშიც დაამკვიდრა. გარდა ამისა, საქართველოს რადიოში, სხვადასხვა დროს დააფუძნა ისეთი პროგრამები და რუბრიკები, როგორიცაა "ამერ-იმერი", "საქართველოს სოფლები", "დილის ირაო", "ამ შაბათ-კვირას", "თბილისის ისტორია", "ჩვენი საგანძური" და სხვ. საქართველოს ტელევიზიის დილის პროგრამაში "ალიონი" მიჰყავდა გადაცემების ციკლი რუბრიკით "ვიმოგზაუროთ საქართველოში". ტელევიზიის სპორტულ პროგრამაში "ჩემპიონი" უძღვებოდა ყველა იმ გადაცემას, რომელიც მთამსვლელობასა და სახელოვან მთამსვლელებს ეძღვნებოდა.

მრავალი წელია იკვლევს ქართული სპორტის, კერძოდ, ალპინიზმის ისტორიის საკითხებს. მის სტატიებს, წერილებსა და ნარკვევებს შეხვდებით სპორტსმენებზე გამოცემულ წიგნებში, ალბომებში, ენციკლოპედიებსა და სპორტულ ცნობარებში. ქართველ მთამსვლელებსა და მთამსვლელობაზე, საქართველოს მთიანეთის პრობლემებზე, 100_ზე მეტი წერილი, სტატია და ნარკვევი აქვს გამოქვეყნებული, შექმნილი აქვს 7 სატელევიზიო ფილმი, რომელთაგან ერთმა - "სუ-ალტო (მიხეილ ხერგიანის ხსოვნას", მთისადმი მიძღვნილი ფილმების მე_5 საერთაშორისო კონკურსზე მოსკოვში, 2001 წელს მოიპოვა პრიზი "ალპინისტური ტრადიციების შენარჩუნებისათვის", ხოლო, 2004 წელს, თბილისში გამართულ სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე "ნიამორი", გაიმარჯვა ნომინაციაში "სამთო ექსპედიცია". ივანე ჯაფარიძე ფესტივალ "ნიამორის" 2008 წლის ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულიცაა. დოკუმენტური მოთხრობისათვის "მთამსვლელობის დედამთავარი" დაიმსახურა პირველი ადგილი და ფულადი პრემია.

1988 წელს, მისი ავტორობით გამოიცა ბუკლეტი "საბჭოთა ალპინიზმის სახელოვანი წარმომადგენლები", თანაავტორია 2006 წელს გამოცემული უნიკალური წიგნისა "სპორტის ენციკლოპედია", რედაქტორია წიგნებისა "ჭიათურა_საჩხერის რაიონი (გეოგრაფიულ _ ეთნოგრაფიული ანალიზი)", რომელსაც წამძღვარებული აქვს რედაქტორის სტატია საქართველოს ეკოლოგიური პრობლემების შესახებ (2001 წ.), "პოეზიის შუქი ოჯახად" (პოეტური კრებული, 2006 წ.), "ჭიათურა" (ტურისტულ-გეოგრაფიული დახასიათება, 2010 წ.). რეცენზენტია 2007 წელს გამოცემული საყმაწვილო ენციკლოპედიის მე-5 ტომისა "დედამიწის ბიოგრაფია". მისი შესავალი წერილით იწყება წიგნი_ალბომი "კაცი ლეგენდა", რომელიც "კლდის ვეფხვს" _ მიხეილ ხერგიანს მიეძღვნა (2003 წ.). 2010 წელს მისი ავტორობით გამოიცა ყველა მთამსვლელისათვის სამაგიდო წიგნი - ქართული ალპინიზმის ისტორია - "მყინვარწვერიდნ ევერესტამდე".

წლების მანძილზე შეკრიბა და თავი მოუყარა ქართველ მთამსვლელთა შესახებ არსებულ უნიკალურ დოკუმენტურ მასალას დღიურების, ჩანაწერების, მწვერვალებიდან მოხსნილი ბარათების, ჯილდოების, სიგელების, ეპისტოლარული მემკვიდრეობის, ფოტო, კინო, ვიდეო და აუდიოჩანაწერების სახით, შექმნა უნიკალური არქივი, რითაც გადაარჩინა და შთამომავლობას შემოუნახა ქართული ალპინიზმის 88_წლიანი ისტორია, რომლის შემქმნელები მისი წინაპრებიც იყვნენ.

ივანე ჯაფარიძის თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით, ჭიათურის რაიონის სოფ. ხრეითში, მამაპაპეულ სახლში, გაიხსნა მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური სახლ-მუზეუმი. მისივე ინიციატივითა და ხელშეწყობით, 1988 წელს, ქ. ჭიათურაში დაფუძნდა "მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალი" - ტრადიციული შეჯიბრება მეკლდეურობაში. მისი ზრუნვის შედეგად, 1994 წელს ალექსანდრა ჯაფარიძის სახელი მიენიჭა, 1913 წელს მის მიერ დაარსებულ სოფელ ხრეითის საშუალო სკოლას.

ივანე ჯაფარიძე იყო ალიოშა ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბის დირექტორი, არის ქართული ალპინიზმის ისტორიის საკითხებში აღიარებული ექსპერტი და კონსულტანტი, საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პრეზიდიუმის წევრი და პრეს-სპიკერი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მთის მოყვარულთა კავშირი"-ს წევრი, ქართველ მამულიშვილთა არაერთი საიუბილეო თუ ხსოვნის საღამოების ორგანიზატორი, ქართული ალპინიზმის გულშემატკივარი და გულმხურვალე პოპულარიზატორი.
მისი სახელი, მრავალმხრივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, შეტანილია ქართველ მოგზაურთა, გეოგრაფთა და ბუნების მკვლევართა შესახებ 2003 წელს გამოცემულ ენციკლოპედიაში.

ამჟამად არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხის რადიოპროგრამა "ჩვენი საგანძურის" ავტორი და წამყვანი.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ივანე ჯაფარიძე   Wed Oct 12, 2011 4:47 pm



Book of Peoples of the World: A Guide to Cultures (National Geographic) [Hardcover]
Wade Davis (Editor), K. David Harrison (Editor), Catherine Herbert Howell (Editor)
Hardcover: 384 pages
Publisher: National Geographic; 2nd edition (November 18, 2008)
Language: English
ISBN-10: 1426202385
ISBN-13: 978-1426202384

Editorial Reviews:
Product Description

As cultures and languages disappear from the Earth at a shocking rate, it becomes all the more urgent for us to know and value the world’s many ethnic identities. National Geographic’s Book of Peoples of the World propels that important quest with concern, authority, and respect. Created by a team of experts, this hands-on resource offers thorough coverage of more than 200 ethnic groups—some as obscure as the Kallawaya of the Peruvian Andes, numbering fewer than 1,000; others as widespread as the Bengalis of India, 172 million strong. We’re swept along on a global tour of beliefs, traditions, and challenges, observing the remarkable diversity of human ways as well as the shared experiences. Spectacular photographs reveal how people define themselves and their worlds. Specially commissioned maps show how human beings have developed culture in response to environment. Thought-provoking text examines not only the societies and the regions that produced them, but also the notion of ethnicity itself—its immense impact on history, the effects of immigration on cultural identity, and the threats facing many groups today. Threading through the story are the extraordinary findings of the National Geographic Society’s Genographic Project—a research initiative to catalog DNA from people around the world, decoding the great map of human migration embedded in our own genetic makeup.
At once a comprehensive reference, an appreciation of diversity, and a thoughtful look at our instinct to belong, this uplifting book explores what it means to be human and alive.

About the Author
Wade Davis was named one of the Explorers for the Millennium by the National Geographic Society. He is an anthropologist and ethnobotanist whose books include the international bestseller The Serpent and the Rainbow.

K. David Harrison is a linguist whose work with endangered languages is receiving national attention. He conducts expeditions to remote places around the world in his study of global language loss.

LINK - http://www.amazon.com/Book-Peoples-World-Cultures-Geographic/dp/1426202385


ჯუმბერ ჯიშკარიანი

ოთხმოცდაცამეტი წელი საქართველოზე ფიქრით

2010 წლის 18 ოქტომბერს, სამების ტაძრის წმინდა თაღებქვეშ, გაიმართა ამერიკაში დროებით მცხოვრები ჩვენი თანამემამულის, ცნობილი ჟურნალისტის ციცინო ჯერვალიძის წიგნის წარდგინება.
"პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით", _ ასე ჰქვია ამ დიდებულ წიგნს, რომელიც ქართველი ემიგრანტების ლევან ზურაბიშვილისა და პეტრე ხვედელიძის მეგობრობას ეძღვნება. მის წარდგენას უამრავი ხალხი დაესწრო.
წიგნის მთელი ტირაჟი უსასყიდლოდ მიიღო საზოგადოებამ: _ დაე, ეს იყოს ჩემი მოკრძალებული საჩუქარი თანამემამულეებისადმი შორეული ამერიკიდან, _ გახმიანდა საღამოზე ავტორის სურვილი.
იმ დღეს პარიზიდან საგანგებოდ ჩამობრძანდა ბ-ნი ლევან ზურაბიშვილის მეუღლე ქ-ნი ზეინაბ კედია. მან დიდი მადლობა გადაიხადა სამშობლოსათვის დამაშვრალი მამულიშვილების ღვაწლის დაფასებისათვის.


Ivane Japaridze

* * *
2011 წლის 25 ივნისს, ჟურნალისტმა და მეცნიერმა ბ-ნმა ივანე ჯაფარიძემ სავტორო პროგრამაში "ჩვენი საგანძური", გადაცემა მიუძღვნა ამერიკაში მცხოვრებ ქართული ემიგრაციის უხუცეს წევრს, სრულიად განსაკუთრებულ პიროვნებას, ბ-ნ პეტრე ხვედელიძეს, რომელსაც ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად-აზნაურთა და მათ თანმდგომთა საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატმა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა "უფლის რჩეული" უწოდა.
გადაცემაში მონაწილეობდნენ: ცნობილი მწერალი და კრიტიკოსი, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თავმჯდომარე, ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" რედაქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ბ-ნი როსტომ ჩხეიძე, წიგნის - "პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით" - რედაქტორი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ჟურნალისტი სოფიკო ჯერვალიძე და ამ სტრიქონების ავტორი.


* * *
2008 წლის 25 ივნისს, ამერიკის სხვადასხვა შტატსა და ქალაქში მცხოვრებმა მეგობრებმა და თანამოაზრეებმა ბატონ პეტრეს დაბადებიდან 90 წლისთავი მივულოცეთ:
_ "ძვირფასო ბ-ნო პეტრე! ქართული ენის ლექსიკა უმდიდრესი და უმშვენიერესია დედამიწაზე, მაგრამ ამჯერად ამაოდ დავშვრით _ საჭირო სიტყვები ვერ ვიპოვნეთ აგვეწერა თქვენი ღვაწლი და პიროვნული ხიბლი... თუმცა, განა შესაძლოა, აღწერო წყაროს წყლის სიკეთე? მას ხომ არც სუნი აქვს, არც გემო და არც ფერი, მაგრამ სწორედ ისაა ყოველივეს საწყისი დედამიწაზე, სიცოცხლის მიმნიჭებელი, რომლის ჭეშმარიტ ფასს ვერანაირი ამქვეყნიური განძი ვერ გადაწონის...
ასეთ ანკარა წყაროსთვალს გადარებთ ძვირფასო ბ-ნო პეტრე, რომელიც ჩუმად, უხმაუროდ, დაუშრეტლად ამოედინება დედამიწის გულიდან, უხვად გასცემს მაცოცხლებელ სითხეს, თავად კი არაფერს ითხოვს", _ ვწერდით მაშინ მისალოც ბარათში...
მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა, მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ, წლები ბ-ნ პეტრეს ვერას აკლებს. იგი კვლავ ჭაბუკური გატაცებით მუშაობს მემუარებზე; ამავე დროს, ყველაფრის საქმის კურსშია: იცის რა ხდება მსოფლიოსა თუ მის სათაყვანო სამშობლოში. ბევრ სახელოვან პოლიტიკოსს შეშურდება მისეული ალღო და ანალიზის სიღრმე, ან კი რა გასაკვირია _ იგი ხომ თვრამეტი წელი მუშაობდა "ამერიკის ხმაში" და მსოფლიო პოლიტიკის შუაგულში ტრიალებდა... ბ-ნ პეტრეზე იმდენი სათქმელი დამიგროვდა, საათობით შემიძლია საუბარი, მისი პიროვნული კეთილშობილება, ნებისმიერ დეტალში მჟღავნდება.

"კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე _
აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?!"

დიდი ილიასეული ეს შეგონება, ასე მგონია, სწორედ პეტრე ხვედელიძეზეა...
ვაშინგტონში, სამხედრო ჰოსპიტალში, ერაყში დაჭრილი ორი ქართველი ჯარისკაცი მოათავსეს. მათ კიდურების ამპუტაცია დასჭირდათ. ბატონმა პეტრემ, როგორც კი შეიტყო ეს ამბავი, მოსაკითხით დატვირთული უმალ ჰოსპიტალში გაჩნდა. საათობით ეჯდა სასთუმალთან ახალგაზრდებს, ესაუბრებოდა, ამხნევებდა...
ამას წინათ კი ბ-ნმა პეტრემ ერთი შემთხვევა მიამბო, რომლის უპასუხოდ დატოვება დაუშვებლად მიმაჩნია:
_ ერთი მეგობარი მყავდა, გვარად ბრუმბახი, _ მიყვება ბ-ნი პეტრე, ქალ-ვაჟი ჰყავდა. 70-იან წლებში მის ქალიშვილს ლინდას, რეკომენდაცია გავუწიე და National Geographic-ში დაიწყო მუშაობა. ძალიან კმაყოფილი იყო. მას შემდეგ, ამ ჟურნალის მკითხველი გავხდი. ამიტომ, როგორც მუდმივ კლიენტს, ხშირად მიგზავნიდნენ სხვადასხვა გამოცემების რეკლამებს. მაშინაც, როცა წიგნი "მსოფლიოს ხალხები" (Book of Peoples of the World) შემომთავაზეს, სიამოვნებით გამოვიწერე და სულმოუთქმელად ველოდი მის გამოსვლას. მაინტერესებდა რას წერდნენ ჩვენი ქვეყნის შესახებ, მაგრამ რომ გადავშალე, მიკვირს, გული არ გამისკდა! ამ ოთხასგვერდიან წიგნში ერთი სტრიქონიც არ იყო ჩემს სამშობლოზე, თითქოს საქართველო არც არსებულა!
მეორე დღესვე მივედი გეოგრაფიულ საზოგადოებაში და მტკიცე პროტესტი გამოვთქვი, წიგნიც მივუბრუნე და რედაქტორთან შეხვედრაც მოვითხოვე, მაგრამ დამემალა.
ამის შესახებ ლინდას ვუამბე. ძალიან შეწუხდა. ეტყობა, მანაც მიიტანა ამბავი რედაქტორებთან და... მომიბოდიშეს. სამწუხაროა, რომ ასეთი გამოხდომები, ხშირად პასუხგაუცემელი რჩება, _ თქვა მან.
გამოცემაზე წარმოდგენა რომ მქონოდა, ბ-ნ პეტრეს ვთხოვე წიგნის გარეკანის, შესავალი წერილისა და კავკასიის რეგიონის ქსეროასლი გამოეგზავნა.
_ მე თქვენ წიგნს გამოგიგზავნით! _ მტკიცედ მითხრა მან.
მართლაც, რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონიდან მივიღე (ბ-ნი პეტრეს გამოგზავნილი) წიგნი "მსოფლიოს ხალხები" (Book of Peoples of the World), ავტოგრაფით: _ "ამ წიგნს ვთავაზობ ჩემს მეგობრებს, რათა გაეცნონ 96-ე და 97-ე გვერდებზე დაბეჭდილ უხამსობას. პატივისცემით პეტრე ხვედელიძე, ვაშინგტონი, 6 მაისი, 2011 წელი".
ხელთ მაქვს უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე დასტამბული, ბრწყინვალე, ფერადი ილუსტრაციებით დამშვენებული წიგნი, თუმცა, ყველაფერი რაც ბრჭყვიალებს (სწორედ რომ ბრჭყვიალებს და არა ბრწყინავს), ოქრო როდია! მინდა, ეს წიგნი ბ-ნ როსტომ ჩხეიძეს გადავცე გასაცნობად, რომ შემდეგ ერთობლივად შევიმუშაოთ საკადრისი პასუხი ისტორიის გამყალბებელთათვის.
წიგნთან ერთად მივიღე, ბ-ნი პეტრესადმი გამომცემლობიდან გამოგზავნილი ბარათიც, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
"ბ-ნო პეტრე ხვედელიძე! გწერთ 4 იანვარს თქვენს მიერ გამოთქმული საჩივრის პასუხად, როდესაც National Geographic-ის საზოგადოების მისაღებში დააბრუნეთ თქვენი კუთვნილი წიგნი მსოფლიო ხალხთა შესახებ. ჩემთვის გასაგებია, თქვენი გულისტკივილი, რომ ქართველები ვერ მოხვდნენ მსოფლიოს ხუთიათასი ეთნიკური ჯგუფიდან შერჩეულ ორასოცდაორს შორის. მე ვესაუბრე წიგნის გამომცემლებს, მათ კი შემახსენეს, რა სირთულეებს უკავშირდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ერთ-ერთმა მთხოვა, თქვენთვის შემეხსენებინა წიგნის შესავალ ნაწილში უეიდ დევისის (Wade Davis) მიერ გამოთქმული აზრი:

"ჩვენ შევეცადეთ ამ წიგნში მოგვეწოდებინა მსოფლიო კულტურათა წარმომადგენლობითი ნიმუშები, შერჩეული ყოველი კონტინენტისა და ცხოვრების წეს-ჩვეულების გათვალისწინებით. ეს ყველაფერი არა მარტო ადამიანთა ექსპერიმენტის ბრწყინვალებისა და საოცრების აღსანიშნავად გაკეთდა, არამედ იმ იმედით, რომ ყურადღება გაგვემახვილებინა შედარებით დიდ თემებზე. ყველა ეს, ისევე, როგორც ათასობით სხვა კულტურა, რომელთათვის ადგილი შეიძლებოდა გამონახულიყო ამ წიგნში შესატანად, შეადგენს ინტელექტუალურ, სოციალურ და სულიერ ცხოვრებისეულ ქსელს, რომელსაც მოიცავს დედამიწა და თითოეული ნაწილი, რომელიც ისევე მნიშვნელოვანია პლანეტის კეთილდღეობისათვის, როგორც ცხოვრების ბიოლოგიური ქსელი, რომელსაც ბიოსფეროს სახელით ვიცნობთ".

"ქართველ ერს ასევე თავისუფლად შეეძლო დაეკავებინა ღირსეული და საინტერესო ადგილი ამ წიგნში. ჩვენ უბრალოდ, მოგვიწია რთული არჩევანის გაკეთება. გულწრფელად ვწუხვართ იმ მძიმე გრძნობების გამო, რაც განიცადეთ და რაც გამოიწვია როგორც თქვენი, ასევე სხვათა კულტურული მემკვიდრეობის გამოტოვებამ, რომლებიც აუცილებლობის გამო წიგნში ვერ მოხვდა.
პატივისცემით,
სუზან ტაილერ ჰიჩკოკი (Susan Tyler Hitchcock)
საგამომცემლო პროექტების მენეჯერი".


მასალა კავკასიაზე 96-ე გვერდზე იწყება. კავკასიას, ისევე, როგორც წიგნში დასტამბულ ყოველ რეგიონს, ახლავს "გობი" (თავკიდური ტექსტი), სადაც ვკითხულობთ: "კავკასიის რეგიონი ორ ძირითად ქვერეგიონადაა გაყოფილი _ ჩრდილო კავკასია რუსეთს ეკუთვნის და სამხრეთი კავკასია, რომელიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავს. აქ ტოპოგრაფიას განსაზღვრავს 750 მილის სიგრძის ქედი, რომელიც გადაჭიმულია შავი ზღვიდან და ყუბანის სათავეებიდან აფშერონის ნახევარკუნძულამდე, რომელიც კასპიის ზღვაშია შეჭრილი. ათასწლეულების მანძილზე ეს მთები მოიაზრებოდა საზღვრად ევროპასა და აზიას შორის. ეს ის მთებია, სადაც ძველი ბერძნული მითის თანახმად, ზევსმა პრომეთე მიაჯაჭვა. ეს იყო სასჯელი, რომ პრომეთემ ადამიანებს ცეცხლი მისცა.
რეგიონი ასრულებდა კარიბჭის ფუნქციას და ხსენებულ ორ რეგიონს ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებდა.
ამ ტერიტორიების პოლიტიკური, კულტურული და ლინგვისტური სურათი, მათ შორის გამავალი შიშისმომგვრელი მთიანი ზოლის არსებობის მიუხედავად, ვაჭრობისა და მოგზაურობის გავლენის შედეგად, მუდმივად იცვლიდა სახეს"
_ წერს რეგიონის შესავლის ავტორი.
მე არ ვიცი, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს გამომცემლებმა კავკასიის რეგიონიდან ოთხი სუბიექტი _ სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩეჩნეთი და ინგუშეთი?! მიმაჩნია, რომ მსგავსი საცნობარო დანიშნულების ნაშრომის შედგენისას, პირველ რიგში, ამოსავალი უნდა იყოს იმის გათვალისწინება, თუ რით გაამდიდრა ამა თუ იმ ერმა მსოფლიო კულტურის საგანძური. წიგნის გამომცემლებს უცოდინრობას ვერ დასწამებ. ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოება 1888 წელს შეიქმნა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი არასამთავრობო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციაა მსოფლიოში. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება ამერიკულზე მთელი მეოთხედი საუკუნით ადრე, 1850 წელს დაარსდა. მართალია, ჩვენი საზოგადოება ამერიკულივით მდიდარი არაა, მაგრამ სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობას დღემდე კეთილსინდისიერად ეწევა. ეს ისე, ცნობისათვის.
National Geographic-ი ერთ-ერთი საინტერესო და დიდტირაჟიანი ჟურნალია მსოფლიოში. საზოგადოებას აქვს ტელე- და რადიოპროგრამები, იღებენ ფილმებს, გამოსცემენ წიგნებს. სხვადასხვა დროს საზოგადოებამ რვა ათასზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა დააფინანსა.
გავიხსენებ იმასაც, რომ რამდენიმე წლის წინ National Geographic-ში დაიბეჭდა საინტერესო მასალა "დმანისელ ადამიანზე". ეს იყო ინტერვიუ მეცნიერებათა დოქტორ დავით ლორთქიფანიძესთან.
ერთი სიტყვით, შეუძლებელია გამომცემლებმა არ იცოდნენ, რომ ქართველები კავკასიის მკვიდრი ერია და ქართული ცივილიზაციის ფესვები ათასწლეულების სიღრმეებიდან მოდის; რომ ქართველურ ტომთა უძველესი სახელმწიფოები ასურულ და ურარტულ წარწერებში იხსენიება; რომ სამხრეთი კავკასია, ქართველების სამშობლო _ წინა აზიის ნაწილია, სადაც კაცობრიობის ცივილიზაციის აკვანი დაირწა; აქ ჩაეყარა საფუძველი მიწათმოქმედებას.
გამოჩენილი გენეტიკოსისა და გეოგრაფის, თანამედროვე სელექციის მეცნიერული საფუძვლების, კულტურულ მცენარეთა წარმოშობის მსოფლიო ცენტრებისა და მათი გეოგრაფიული გავრცელების შესახებ მოძღვრების შემქმნელის, საკავშირო გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტის, აკადემიკოს ნიკოლოზ ვავილოვის შრომების მიხედვით, საქართველოში აღწერილია დედამიწაზე არსებულ ხორბლის უძველეს სახეობათა ნახევარზე მეტი. რაჭაში დღემდე შემორჩენილია მახა და ზანდური, რომელთა შესახებ ყოველმა ქართველმა იცის.
ბიბლიის თანახმად, მევენახეობის სამშობლო კავკასიაა; ხოლო კავკასიაში საქართველოს, ყოველთვის პრიორიტეტული ადგილი ეკავა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მსოფლიოში, სადაც კულტურული ვაზის ხუთასზე მეტი ჯიშია აღწერილი.
საგულისხმოა, რომ სიტყვა "ღვინო" მსოფლიოს მრავალ ენაში, მათ შორის წიგნის გამომცემელთა მშობლიურ, ინგლისურ ენაშიც, ქართულიდანაა შესული.
თუნდაც ამ ორი ფაქტის მიჩქმალვაც საკმარისია, წიგნის შემდგენელთა მიუკერძოებლობაში დასაეჭვებლად.
უძველესი ბერძნული მითის მიხედვით, კოლხეთისა და ბერძენთა პირველი მეფის, ჰელიოსის შვილი აიეტი, ოქროს საწმისს ფლობდა, რომელიც მისმა ასულმა მედეამ იაზონს გადასცა. მედეას სახელიდან წარმოსდგება სიტყვა "მედიცინა". მასვე უკავშირდება სხვადასხვა დაავადებების განკურნება, წამლების მომზადება, სამკურნალო მცენარეთა მოშენება და მათი თვისებების შესწავლა (ჰეკატეს ბაღი). ამიტომაც, ბერძენი და რომაელი კლასიკოსები _ დიოსკორიდე, ჰორაციუსი, პლინიუსი, ქსენოფონტე, სტრაბონი და სხვები, მიუთითებენ საქართველოში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეებზე, მათ მოქმედებაზე, დამზადების ტექნოლოგიაზე და სხვ.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ გამოჩენილი გერმანელი ისტორიკოსი კ. შპრენგელი (K. Schprengel) თავის ხუთტომიან "მსოფლიო მედიცინის ისტორიას" კოლხური მედიცინით იწყებს.
თუნდაც ეს ერთი ფაქტიც საკმარისია, მსოფლიოს ხალხების შესახებ წიგნის მიუკერძოებელ, კეთილსინდისიერ შემდგენელს გონება გაუნათდეს და "ბევრი წვალება აღარ დასჭირდეს", მაგრამ რას იზამ, ზოგის ბამბაც ჩხრიალებს, ზოგის - კაკალიც არა...
ეტყობა, ესეც ჩვენი ბედისწერაა...
უძველეს საუკუნეებში ქართული კულტურის უდიდეს მიღწევებთან ერთად, ქართველმა ერმა განსაკუთრებულ შემოქმედებით აღმავლობას შუა საუკუნეებში, ოქროს ხანის პერიოდში მიაღწია. მაშინ შიქმნა ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის, ხუროთმოძღვრებისა და მონუმენტური ფერწერის, საერთო საკაცობრიო მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლები, საგალობლები, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი"...
სამწუხაროდ, ყოველივე ეს საკმარისი არ აღმოჩნდა წიგნის მთავრი რედაქტორის უეიდ დევისის "მაღალი" ყურადღებისათვის.
საგამომცემლო პროექტის მენეჯერი სიუზენ ტაილერ ჰიჩკოკი (Susan Tyler Hitchcock) გვამშვიდებს, რომ "ქართველ ხალხს თავისუფლად შეეძლო ღირსეული და საინტერესო ადგილი დაეკავებინა ამ წიგნში. ჩვენ უბრალოდ, რთული არჩევანის გაკეთება მოგვიხდაო". ქალბატონი ჰიჩკოკი უნდა დავამშვიდოთ, _ ქართველ ერს მათი შუამავლობის გარეშეც ეკავა და უკავია ღირსეული ადგილი ამ ცოდვილ მიწაზე, მაგრამ რა ეშველებათ მათ, ვინც ასე უღირსად მოიქცა და სცადა მსოფლიო რუკიდან გაექრო ოთხიათასზე მეტი წლის ისტორიის მქონე ერი?!. მაგრამ ეს მათი პრობლემაა. რას ვიზამთ! როგორც ჩანს, მავანთათვის ზნეობრივი ნორმები როდია გადამწყვეტი. სამაგიეროდ, ასე უფრო ადვილია ცხოვრება.
წერილში ქალბატონი სიუზენი გვაყვედრის _ რთული არჩევანის გაკეთება მოგვიხდაო. ვნახოთ რა არჩევანი დასჭირდათ წიგნის პატივცემულ შემდგენლებს...
წიგნში Book of Peoples of the World ხალხები დაჯგუფებულია დიდი რეგიონების მიხედვით: აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, ოკეანეთი, ევროპა, ჩრდილო ამერიკა, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა.
რადგან კავკასია (Caucasus) აზიის რეგიონშია განხილული, მე მხოლოდ აზიის იმ ხალხებს ჩამოგითვლით, რომლებიც წიგნის შემდგენლებმა, თურმე, "დიდი წვალებით" გამოარჩიეს იმ 5000 ეთნიკური ჯგუფიდან, რომელთა შორის საქართველო ვერ მოხვდა
აზია დაყოფილია ხუთ სეგმენტად _ ცენტრალური აზია, ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია.
მაშ ასე! აზიის რეგიონში სომხებისა და აზერბაიჯანელების გარდა შევიდნენ: უზბეკები, თურქმენები, ყირგიზები, ყაზახები, კორეელები, იაპონელები, ტიბეტელები, მონღოლები, ვიეტნამელები, ქხმერებიტამილები, სინხალები, პენჯაბელები, ნეპალელები, გუჯარეთელები, ბენგალელები, იაკუტები, ტუველები, ნენცები, ევენკები, კორიაკები, ჩუქჩები...
დაბეჯითებით ვამტკიცებ, წიგნის "მსოფლიოს ხალხები" შემდგენლები ტენედენციურად მოიქცნენ! არ ვიცი, ვისი ზეგავლენით, ვისი დაკვეთით ან რის ფასად, მაგრამ მათი ტენდენციურობა ფაქტია!
მძიმე ბრალდებაა! მაგრამ, საბედნიეროდ, ამის დასაბუთების საშუალება თავადვე მომცეს...
ძვირფასო მკითხველო, გთხოვ, გაიხსენო, რას წერდა წიგნის შემდგენელი 96-ე გვერდზე თავში _ კავკასია: "ათასწლეულების მანძილზე, კავკასიის მთები მოიაზრებოდა სასაზღვრო ზოლად ევროპასა და აზიას შორის. ეს ის მთებია, სადაც ძველი ბერძნული მითის თანახმად, ზევსმა პრომეთე მიაჯაჭვა. ეს იყო სასჯელი იმისათვის, რომ პრომეთემ ადამიანებს ცეცხლი მისცა".
ევრიკა!
თურმე, წიგნის შემდგენლები კარგად იცნობენ ჰომეროსის თხზულებას. კარგად იციან კოლხეთში, აიეტის სამეფოში არგონავტების მოგზაურობის შესახებ; ასევე, აპოლონიოს როდოსელის მიერ აღწერილი არგონავტების მოგზაურობის ამბები, მითი ზევსისა და კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული პრომეთეს შესახებ!
აპოლონიოს როდოსელი, ესქილე, სტრაბონი, არიანე თუ სხვები, პრომეთეს მიჯაჭვის ადგილად, ერთხმად, კავკასიის ქედს მიუთითებენ.
არადა, წიგნის შემდგენლების მიერ "კავკასიაში" აღწერილ არც სომხებს, არც აზერბაიჯანელებს, ევროპა-აზიის წყალგამყოფ კავკასიონის ქედთან არავითარი გეოგრაფიული შეხება არა აქვთ! არც პრომეთე-ამირანის მითთან აქვთ რაიმე კავშირი...
სამაგიეროდ, 96-ე გვერდზე მოხმობილი მითი ზევსისა და პრომეთეს შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ კოლხეთს, ანუ საქართველოს უკავშირდება! იმ საქართველოს, რომელიც წიგნის შემდგენლებმა დავით კოპერფილდივით, თვალის დაუხამხამებლად "გააქრეს"... იმ ერს, რომელიც მსოფლიოში არსებულ თოთხმეტ ანბანთა შორის ერთ-ერთის შემქმნელია! თანაც ყველაზე სრულყოფილისა! ამის დასაბუთებაც ძალიან ადვილია.
როგორც ცნობილია, ანბანური დამწერლობა იმდენად უფრო სრულყოფილად ითვლება, რამდენადაც თითოეული ასო (გრაფემა) ზუსტად შეესაბამება სათანადო ბგერას (ფონემას). ამ მხრივ, ქართული ანბანი მართლაც ყველაზე სრულყოფილია მსოფლიოში!
კომენტარი თქვენთვის მომინდვია!
წერილს კი ამერიკის რიგით მესამე პრეზიდენტის სიტყვებით დავასრულებ: "სული მიშფოთავს ჩემი ქვეყნის გამო, როდესაც გავიფიქრებ, რომ ღმერთი სამართლიანია", _ წერდა თომას ჯეფერსონი.
თქვენ კი, ძვირფასო ბ-ნო პეტრე, ათასი მადლობა, რომ ეს წიგნი გამოგვიგზავნეთ; იქნებ, ამან მაინც აგვაფორიაქოს, დაგვაფიქროს, გამოგვაფხიზლოს, თორემ დრო ულმობლად მიქრის და თუ ასე გავაგრძლებთ, არა მარტო ისტორიას დავკარგავთ, საერთოდ, ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდებით...
მავანნი და მავანნი, ჩვენი გულარხეინობითა და მიმტევებლობით გათამამებულნი კი ხან რუსთაველს წააპარებენ ხელს, ხან ფიროსმანს, ხან ჯვარსა და ხანაც მთელ ტაო-კლარჯეთს...
გმადლობთ, ბ-ნო პეტრე! ხომ ხედავთ, როგორ გვეიმედებით!
დიდხანს უნდა იყოთ ჯანმრთელად და შემართებით!
თქვენ სჭირდებით საქართველოს!
დაბადების დღეს გილოცავთ, გაგიმარჯოთ, მრავალჟამიერ!



Perte Khvedelidze

პეტრე ხვედელიძე

პეტრე ხვედელიძე დაიბადა 1916 წელს თბილისში. 1937 წელს დააპატიმრეს მისი უფროსი ძმა. ამის გამო თბილისში სწავლა ვეღარ გააგრძელა, გაემგზავრა ჯერ სტალინგრადში, მერე მოსკოვში...
1939 წელს დაბრუნდა თბილისში. მალე წითელ არმიაში გაიწვიეს. იბრძოდა II მსოფლიო ომში. ტყვედ ჩავარდა.
1942 წელს ჩარიცხეს ბრანდებურგის სასწავლო პოლკში მოხალისედ. დაიჭრა. 1944 წელს გერმანული ჯარის ნაწილებიდან გადაიყვანეს ქართულ ლეგიონში, რომელიც მერე დე გოლის ნაწილებს შეუერთდა.
1951 წელს პარიზშია როგორც ომის ვეტერანი, 1958 წლიდან მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
1956 წელს აირჩიეს ამერიკის ქართველთა სათვისტომოს გამგეობის წევრად, 1983 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო.
მუშაობდა "ამერიკის ხმის" ქართულ განყოფილებაში. მისი გადაცემები გადიოდა "კიკა ჭალელის" ფსევდონიმით.



ამერიკის ხმის ქართული რედაქცია გთავაზობთ ინტერვიუს უხუცეს ქართველ ემიგრანტთან აშშ-ში, ბატონ პეტრე ხვედელიძესთან. სიუჟეტი მოამზადა ლევან ღირსიაშვილმა

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ივანე ჯაფარიძე   Wed Oct 19, 2011 11:41 pm



წიგნის დასახელება – "მყინვარწვერიდან ევერესტამდე" (1923 – 1991)
ავტორი – ივანე ჯაფარიძე
გამომცემლობა – სტამბა "ფორმა"
რედაქტორი – გივი ქართველიშვილი
სტლისტ–კორექტორები – მაია მიქაძე, სოფიო ჯაფარიძე
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2010
ISBN 978–9941-0-2303-3
გვერდების რაოდენობა – 272


ივანე ჯაფარიძე


ჯუმბერ ჯიშკარიანი

წიგნი, რომელსაც ნახევარი საუკუნე ველოდით...

"ჩვენში მთამსვლელობა მარტო მთაზე მსვლელობა არასოდეს ყოფილა. იგი ჩვენი ეროვნული ყოფით, ისტორიითა და გეოგრაფიით ნაკარნახევი ვაჟკაცური მოღვაწეობა იყო და არის".
ლევან გოთუა


მსოფლიოში მთამსვლელობის, ანუ ალპინიზმის დასაწყისად 1786 წელი ითვლება, როდესაც ფრანგი ექიმი მიშელ პიკარი და შვეიცარიელი გამყოლი ჟაკ ბალმა ალპების უმაღლეს მწვერვალ მონბლანზე ავიდნენ, თუმცა, თუ თვალს გადავავლებთ საქართველოში მთაზე ასვლების ისტორიას, სათავეები უფრო შორეულ წარსულშია საძიებელი. ჩვენში მრავალი მითი, ლეგენდა და მაგალითი ადასტურებს, რომ ქართველი მთიელები უძველესი დროიდან იყვნენ მთასვლასთან დაკავშირებული.
ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია სვანეთში, სოფელ ჭუბერში მიკვლეული მონადირის სამარხი, რომელშიც თანამედროვე წერაყინის ანალოგიური ნივთი მოიპოვეს.
- ლარი-ლარის კრემაციულ სამაროვანში აღმოჩნდა მთაში სასიარულო ჯოხი - წერაყინი, "ალპენშტოკს" რომ ვეძახით საერთაშორისო ტერმინოლოგიით. ესაა პირველი ალპენშტოკი, რომლის მსგავსი არსადაა მსოფლიოში! მისი ასაკი 2500 წელია, - წერს სვანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, სპორტის ოსტატი მთამსვლელობაში, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ჩართოლანი.
დარმუნებული ვარ, ასეთ უნიკალურ აღმოჩენას, მთამსვლელთა უმაღლესი სპორტული მიღწევებით განთქმულ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უფრო დიდი რეზონანსი ექნებოდა. ასეთ ინფორმაციას არა მარტო ტურისტულ ცნობარებსა და გზამკვლევებში, არამედ საგანგებო წიგნებსა და ენციკლოპედიებშიც დააფიქსირებდნენ; ჩვენში კი სამეცნიერო კრებულების ჩარჩოს ვერ გასცდენია...
ეს ისე, ცნობისათვის.

***
სულ ახლახან დაისტამბა გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ცნობილი ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯაფარიძის წიგნი - "მყინვარწვერიდან ევერესტამდე" (1923-1991 წ.წ.); წიგნი, რომელსაც ორმოცდაათი წელი ველოდით. მასში, გარდა ქართველ მთამსვლელთა დიდი სპორტული მიღწევებისა, გაცოცხლებულია ქართული მთამსვლელობის ფუძემდებლებისა და იმ მამულიშვილთა სახეები, რომელთაც წარუშლელი კვალი დატოვეს როგორც მთამსვლელობაში, ისე ქართულ მეცნიერებაში, მწერლობასა თუ ხელოვნებაში.
სრულიად სამართლიანად წერს წიგნში დასტამბული მოგონების ავტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მთამსვლელი რამაზ შენგელია, რომ "ალპინიზმი ინტელექტუალების სპორტია".

***
საქართველოში, ისევე როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში, ალპინიზმის ისტორია 1923 წლიდან იწყება, როცა თვრამეტკაციანი ჯგუფი, მათ შორის ხუთი ქალი, გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მყინვარწვერზე ავიდა. თითქმის იმავდროულად, მწვერვალზე ავიდა სამეცნიერო ექსპედიციის შვიდკაციანი ჯგუფი, რომელსაც გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი, პროფესორი ალექსანდრე დიდებულიძე ხელმძღვანელობდა.
მას შემდეგ, ქართველმა მთამსვლელებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს. ჩვენმა სპორტულმა გუნდებმა ყოფილ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში მრავალჯერ დაიმსახურეს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების წელს, რომან გიუტაშვილმა ქართველთაგან პირველმა შედგა ფეხი დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე, ევერესტზე, ანუ ჯომოლუნგმაზე, და საქართველოს ეროვნული დროშა ააფრიალა, რითაც ფრთები შეასხა ჩვენი ყველა თაობის მთამსვლელთა ოცნებას. ხოლო 1999 წელს, საქართველოს ორი გუნდი, თითქმის ერთდროულად ავიდა ევერესტზე სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევაა!
მიუხედავად ამისა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ოთხმოციან წლებში საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის თავმჯდომარის, ბატონ ოთარ გიგინეიშვილის ავტორობით "ცოდნის" ხაზით დასტამბულ ბროშურას - "მთამსვლელობა საქართველოში"; - ნახევარ საუკუნეზე მეტია, ჩვენთან მთამსვლელობაზე წიგნი არ დასტამბულა.
ამ ხარვეზის შევსების პატივი ივანე ჯაფარიძეს ერგო.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, - ამ მრავალმხრივ საყურადღებო და სასარგებლო წიგნს მთამსვლელ ჯაფარიძეთა ოჯახის შთამომავალი, ლეგენდარული ალექსანდრა ჯაფარიძის ოჯახურ გარემოში გაზრდილი და მისი შვილობილი, ივანე ჯაფარიძე მთელი შეგნებული ცხოვრება წერდა. სკოლის ასაკიდან, იგი რუდუნებით აგროვებდა ქართულ მთამსვლელობასთან დაკავშირებულ ყოველგვარ მასალას. თავისი სახელოვანი წინაპრების მშობლიურ სოფელში, ხრეითში, მამაპაპეულ სახლში გახსნა მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური სახლ-მუზეუმი; მოამზადა შვიდი ტელეფილმი, რომელსაც დღემდე უჩვენებენ ქართულ ტელეარხებზე; შექმნა თანამედროვე მთამსვლელთა საუბრის აუდიო ჩანაწერების კართოტეკა, რომლის მეშვეობითაც ჩვენი სახელოვანი მთამსვლელების ხმები სამუდამოდ დარჩება მომავალ თაობებს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია გამოჩენილი მთამსვლელის, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტის გივი ქართველიშვილის დაჟინებული თხოვნა - წიგნი ქართველ მთამსვლელთა მოღვაწეობისა და მიღწევების შესახებ სწორედ ივანე ჯაფარიძეს შეექმნა.
გთავაზობთ ამონარიდს წიგნის რედაქტორის, ბატონ გივი ქართველიშვილის წინასიტყვაობიდან:
" - სწორედ ივანე ჯაფარიძის ოჯახის უფროს თაობას და პირადად მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ გადარჩა ჩვენი სახელოვანი მთამსვლელებისა და დიდი მამულიშვილების გიორგი ნიკოლაძის, სოსო ასლანიშვილის, ალექსანდრა, სიმონ, ალიოშა ჯაფარიძეების, იაგორ კაზალიკაშვილის, სანდრო გვალიას, მიქელ პატარიძის, ლევან გოთუას, ლევან მარუაშვილის, გაბრიელ და ბექნუ ხერგიანების, ქელეშბი ონიანის, არჩილ ღუდუშაურის, რომანოზ ავალიანის, დავით წერეთლის, დავით ფურცელაძის, კაკო მარის, ოთარ გიგინეიშვილის, მზია ერისთავის, მარინე უთმელიძის, ლევან სუჯაშვილის, ალექსანდრე ნემსიწვერიძის, მაკრინე ქურდიანისა და სხვათა მიმოწერა, ფოტოსურათები, დღიურები და სხვა. ფასდაუდებელია მის არქივში შემონახული იმ ისტორიული დოკუმენტებისა თუ ეპისტოლარული მასალის მნიშვნელობა, რომელსაც ქართული მთამსვლელების სათავეებთან მივყავართ და პირველად ამ წიგნში იხილავს დღის სინათლეს. ასევე კარგადაა წარმოდგენილი ჩვენი მთამსვლელებისა და მეკლდეურების მიღწევები, ამ მიღწევათა ქრონოლოგია და ის თბილი მოგონებები, რომლებმაც როგორც ჩვენ, ასევე მთელ ქართველ საზოგადოებას მართლაც გაგვიცოცხლა და ხელშესახებად წარმოგვიდგინა უძვირფასესი ადამიანების სახეები. ამდენად, ავტორმა დიდი და ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ქართულ მთამსვლელობას".
ძნელია, უფრო ზუსტად შეაფასო წიგნის ავტორის მრავალი წლის უანგარო გარჯა...
წიგნი "მყინვარწვერიდან ევერესტამდე" სულმოუთქმელად იკითხება. რაც მთავარია, იგი მრავალს აღუძრავს მთასთან ზიარების სურვილს.
ერთი სიტყვით, ესაა საუკუნის წიგნი ქართულ მთამსვლელობაზე.
დარწმუნებული ვარ, წიგნი მომავალშიც მრავალს ააღებინებს ხელში კალამს, რათა მადლობა გადაუხადონ წიგნის ავტორს; ასევე წიგნის რედაქტორს, უანგარო გარჯისათვის; ასევე ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ წიგნის გამოცემაში; პირველ რიგში - "მაგთის", რომელიც ჭეშმარიტად ქართულ საქმეს ემსახურება.
დასასრულ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, - ავტორის კეთილშობილურ ჟესტად მიმაჩნია, რომ ათეული წლების მანძილზე ნალოლიავები მასალებით შექმნილი წიგნი, არა მის სახელოვან წინაპრებს, არამედ ყველა ქართველი მთამსვლელის ხსოვნას ეძღვნება.


"საქართველოს რესპუბლიკა", 2010-06-09 – http://www.open.ge/index.php?m=12&y=2010&art=14161





წიგნში საარქივო მასალის გამოყენებით წარმოჩენილია ქართული სპორტული ალპინიზმის ისტორია 1923 წლიდან 1991 წლამდე, როცა გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მყინვარწვერზე ასვლით დასაბამი მიეცა მთამსვლელობას საქართველოსა და საბჭოთა კავშირში, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების წელს რომან გიუტაშვილმა ქართველთაგან პირველმა შედგა ფეხი დედამიწის უმაღლეს მწვერვალ ევერესტზე და ფრთები შეასხა ყველა თაობის მთამსვლელთა ოცნებას.

წიგნში გაშუქებულია ქართველ მთამსვლელთა საეტაპო, მნიშვნელოვანი ასვლები. აგრეთვე ის ასვლები, რისთვისაც საქართველოს გუნდებმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.

გაცოცხლებულია ქართული მთამსვლელობის ფუძემდებლებისა და იმ მამულიშვილთა სახეები, რომელთაც წარუშლელი კვალი დატოვეს როგორც მთამსვლელობაში, ასევე ქართულ მეცნიერებაში, მწერლობასა თუ ხელოვნებაში.

სხვადასხვა თაობის მთამსვლელთა მოგონება-თავგადასავლებში აღწერილია მწვერვალებზე ასვლის პერიპეტიები, თოკის მეწყვილეთა პორტრტები, განსაზღვრულია მთამსვლელობის - ამ ვაჟკაცური სპორტის როლი და მნიშვნელობა ადამიანის სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. გამოყენებულია ავტორის, ევა აბგაროვიჩის (პოლონეთი), არჩილ ბენაშვილის, მიხეილ ზარგარიანის, დევი თარხნიშვილის, გურამ თიკანაძის, დავით იაკობაშვილის, სილვიო კალვის (იტალია), ნიკო კეცხოველის, მიხეილ კვირიკაშვილის, ტარიელ ლუკაშვილის, გიორგი ნიკოლაძის, მიქელ პატარიძის, ბენო ქაშაკაშვილის, ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეებისა და სხვათა მიერ გადაღებული ფოტოები.
სტილისტ-კორექტორები: მაია მიქაძე, სოფიო ჯაფარიძე

ივანე ჯაფარიძე, მყინვარწვერიდან ევერესტამდე 2010
ყველა უფლება დაცულია
დაბეჭდილია შპს "ფორმაში"



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ivjapar



Male
Number of posts : 1
Age : 73
Location : tbilisi
Job/hobbies : radio
Humor : yes
Registration date : 01.03.12

PostSubject: Re: ივანე ჯაფარიძე   Thu Mar 01, 2012 8:44 pm

ლევან გოთუა

მრავალთაგან ერთადერთი


არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვაოცებენ თავიანთი სიმშვიდით. მე იგი ლაშქრობისწინა ცხარე კამათის პირობებშიც მინახავს, ყოველთვის მშვიდად და გულისხმიერად გამოიყურებოდა. მაგრამ, როცა იგი წყნარი ხმით იწყებდა საუბარს, ყველა უნებურად ჩუმდებოდა და ყურადღებით უსმენდა. იგი მინახავს ალპინისტური ბანაკების მოუსვენარ ვითარებაშიც, როცა მწვერვალის შტურმის წინ ზუსტად და საქმიანად იძლეოდა უკანასკნელ განკარგულებებს, თავისი მშვიდი გამომეტყველებით ყურადღებას აქცევდა რა ყველა წვრილმანს, უნებურად მუხტავდა სიმშვიდით ახალბედა ალპინისტებს, რომლებიც პირველ მწვერვალზე მღელვარებით მიდიან და გამოცდილ ინსტრუქტორებსაც, რომლებიც მოუსვენრად გამოიყურებოდნენ. იგი უზარმაზარ ზურგჩანთამოკიდებული ვნახე აილამას რთულ ყინვარდნილზე როგორ ეკიდა თოკით უძირო ნაპრალის თავზე და იქაც ისეთივე წყნარი და თავშეკავებული იყო, როგორც ყოველთვის.
დიახ, ალექსანდრა ჯაფარიძის სიმშვიდე და თავშეკავებულობა ნამდვილად განცვიფრებს.
მთამსვლელობას იგი 1923 წლიდან მისდევს, როცა ალექსანდრე დიდებულიძის მიერ მოწყობილ მყინვარწვერის ექსპედიციაში მონაწილეობდა.
იგი, როგორც მთამსვლელი, უფროსია მთამსვლელ ჯაფარიძეთა შესანიშნავ ოჯახში. ამ ოჯახიდან იყო გამოჩენილი მთამსვლელი სიმონ ჯაფარიძე, რომელიც 1929 წელს დაიღუპა თეთნულდზე, მაგრამ ამ მსხვერპლმა მხოლოდ გაძლიერა ალპინისტური მოძრაობა.
მეორე წელსვე (1930 წ.) ალექსანდრა ჯაფარიძემ, თავის ძმასთან – ალიოშასთან (ამჟამად ალპინიზმის სპორტის ცნობილი ოსტატი) ერთად განახორციელა პირველი საბჭოთა ასვლა ბედუკუღმართ თეთნულდზე, რომელიც დაღუპული ძმის ხსოვნას მიეძღვნა. ეს საკვირველი ალპინისტური `შურისძიება~ თავისი არსით ღრმად ადამიანურ გრძნობას წარმოადგენს, რომელიც სცილდება ალპინიზმის ფარგლებს.
ალექსანდრა ჯაფარიძის მთელი შემდგომი ალპინისტური მოღვაწეობა დაკავშირებულია იმ ასვლებთან, რომლებიც ქართული და საბჭოთა ალპინიზმისათვის საეტაპოა. მაგალითად, 1934 წლის პირველი საბჭოთა ასვლა უშბაზე, კავკასიონის ქედის ტრავერსი გაუვალ მონაკვეთში, ფასის მთიდან წურუნგალამდე 1938 წელს და ბოლოს წურუნგალა-შხარის უმაგალითო ტრავერსი. განსაკუთრებით ფასეულია ის, რომ ალექსანდრას პიროვნებაში ჰარმონიულადაა შერწყმული გამორჩეული ალპინისტური ტალანტი პედაგოგის ტალანტთან.
მან ასეულობით ახალგაზრდა მთამსვლელი აღზარდა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით სრულყოფდა და იმაღლებდა კვალიფიკაციას ალპინიზმის მრავალი ინსტრუქტორი. იგი ალპინიზმში მეგობრებისა და მოწაფეებისათვის მართლაც ცოცხალი მაგალითია.
მოწინავე მთამსვლელი, მეცნიერი, პედაგოგი, მეგობარი და საზოგადო მოღვაწე – განსაკუთრებული თავშეკავებულობითა და გულისხმიერებითაა გამორჩეული.
იგი მართლაც ერთადერთია მრავალთა შორის.

study
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ივანე ჯაფარიძე   

Back to top Go down
 
ივანე ჯაფარიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: