არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 "ლიტბუნიობა"

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4031
Registration date : 09.11.08

PostSubject: "ლიტბუნიობა"   Thu Aug 25, 2011 2:14 pm


Illumination of Earth by the Sun at the March equinox – დედამიწის ილუნინაცია მზის მიმართ მარტის ბუნიობისას, 21 მარტს.


"ლიტბუნიობის" რიგით მეორე კონკურსი

ლიტერატურული საიტი "ურაკპარაკი" სავაჭრო კომპლექს "კიდობანი"-ს თანადგომით აწყობს ლიტერატურულ კონკურსს პროზაში

კონკურსის ფინალური ეტაპი ემთხვევა გაზაფხულის ბუნიობას და ჩატარდება 2012 წლის 20 მარტს.
კონკურსში გამარჯვებული აირჩევა საკონკურსოდ წარდგენილი ნაწარმოებებიდან, რომლებიც არ ყოფილა გამოქვეყნებული რაიმე ფორმით (ინტერნეტ სივრცეში ან ბეჭდური სახით).

საკონკურსო პრემიების ოდენობა:
* ერთი პირველი პრემია – 1200 ლარი
* ერთი მეორე პრემია – 800 ლარი
* ორი მესამე პრემია – 500–500 ლარი თითოეულს


საკონკურსოდ ნაწარმოებები მიიღება 2012 წლის 15 თებერვლის ჩათვლით მხოლოდ ელექტრონული სახით ელ–ფოსტაზე: urakparaki@gmail.com

კონკურსზე ნაწარმოების გამოგზავნა ნიშნავს, რომ თქვენ გაეცანით და ეთანხმებით კონკურსის წესებს.


კონკურსის მიმდინარეობა და წესები:

კონკურსი იყოფა ეტაპებად:

I – კონკურსის ორგანიზატორების მიერ შემოსული ნაწარმოებები გადაირჩევა ჟიურისთვის გადასაცემად.
II – 2012 წლის 15 თებერვალს გამოცხადდება კონკურსის ჟიურის ვინაობა, რომელიც
გადარჩეული ნაწარმოებებიდან ამოარჩევს 7 საუკეთესო ნაწარმოებს.
კონკურსის ჟიური შედგება 5 წევრისგან.
III – 7 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამოვლინდება გამარჯვებულები
IV – გამოცხადდება კონკურსის შედეგები და დაჯილდოვდებიან ლაურეატები

კონკურსის წესები და მოთხოვნები:

კონკურსის მონაწილეები საკონკურსოდ გამოყოფილ ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნიან გამოუქვეყნებელ საკონკურსო ნაწარმოებს, მონაწილის გვარ-სახელს ( ან ფსევდონიმს ) და საკონტაქტო ინფორმაციას.
თითოეული მონაწილისგან მიიღება ერთი ნაწარმოები.

ნაწარმოებების თემატიკა არ არის შეზღუდული

ნაწარმოების მიღების დადასტურება ავტორს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
მიღების დადასტურების გარეშე ითვლება, რომ ნაწარმოები არ არის კონკურსზე შემოსული. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დააზუსტოთ იმავე მაილზე, ან ურაკპარაკის ადმინისტრაციასთან.
საიტზე urakparaki.com. მენიუში აირჩიეთ პუნქტი "მოგვწერეთ" და წერილში მიუთითეთ თქვენი ელ ფოსტა, სახელი( ფსევდონიმი ) და საკონტაქტო ნომერი.

ნაწარმოები მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით, მხოლოდ word –ის ფაილით, იუნიკოდში ან აკადნუსხურში ჩაწერილი.
ნაწარმოების ზომები შეზღუდულია 5 000 ასონიშნიდან 40 000 ასონიშნამდე ( მიახლოებით 3 გვერდიდან 20 გვერდამდე )

თუ კონკურსის მიმდინარეობისას, ან მისი დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება, რომ საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოები კონკურსამდე, ან კონკურსის მიმდინარეობისას სადმე, რაიმე სახით იყო გამოქვეყნებული,
ავტორი 2 წლით დაკარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას.
თუ მსგავსი ფაქტი აღმოჩნდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნაწარმოები მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ საიტზე გამოქვეყნდეს ასეთი ნაწარმოების ავტორი, წესის დარღვევის ფაქტის მითითებით.

ნებისმიერ ეტაპზე კონკურსში მონაწილე ნაწარმოებების ავტორები უცნობია ყველასთვის, გარდა კონკურსის ორგანიზატორისა.

16 თებერვლის ჩათვლით, კონკურსის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია უკან გაითხოვოს თავისი ნაწარმოები.
ასეთ შემთხვევაში ნაწარმოები არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას და არ გამოქვეყნდება.

გამარჯვებული ნაწარმოებები გამოქვეყნდება ლიტერატურულ ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" მაისისა და ივნისის ნომრებში.
ავტორს ეკრძალება გამარჯვებული ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ბეჭდურ გამოცემებში კონკურსის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში.

კონკურსის დასრულების შემდეგ:
ა) ავტორების წერილობით ( ელექტრონულ ფოსტაზე ) დადასტურებული სურვილის შემთხვევაში, ერთად გამოქვეყნდება ყველა ის ნაწარმოები, რომელმაც მიიღო ჟიურის შეფასებები.
ბ) ავტორების წერილობითი ( ელექტრონულ ფოსტაზე ) მოთხოვნის შემთხვევაში, გამოქვეყნდება ნაწარმოები, რომელიც კონკურსიდან მოიხსნა ავტორის სურვილით, ან ვერ გადავიდა რომელიმე ეტაპზე.

კონკურსის დასრულების შემდეგ, მეტი გამჭვირვალეობის მიზნით, გამოქვეყნდება ჟიურის ყველა წევრის ყველა შეფასება, ჟიურის წევრთა სახელების მითითების გარეშე.
თუკი ჟიურის რომელიმე წევრი ვერ აღმოაჩენს თავისი შეფასების იდენტური შეფასებების ჩამონათვალს, ამის შესახებ მან საჯაროდ უნდა განაცხადოს კონკურსის გამომცხადებელ საიტზე შესაბამის თემაში.

ნაწარმოებების შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით.

ჟიურის თითოეული წევრი დამოუკიდებელია თავის არჩევანში.
დასაშვებია ჟიურის წევრის შეფასების კორექტირება შემდეგ შემთხვევაში:
თუკი ჟიურის რომელიმე წევრის შეფასება სხვა ოთხი წევრის შეფასების საშუალო ქულისგან განსხვავდება 5 ან მეტი ერთეულით.
დაბალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება სხვა 4 წევრის შეფასებებიდან ყველაზე დაბალ შეფასებას გამოკლებული ერთი ქულა
ხოლო მაღალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება სხვა 4 წევრის შეფასებებიდან ყველაზე მაღალ შეფასებას დამატებული ერთი ქულა

გამარჯვებული ნაწარმოების გამოვლენის კრიტერიუმები:

1) მეორე ეტაპზე გადარჩეული ჯამურად უმაღლესქულიანი ნაწარმოებებიდან ჟიური 10 ბალიანი შეფასების სისტემით შეარჩევს 7 უმაღლესქულიან ნაწარმოებს.
ჯამურად ერთნაირი ქულების აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ ეტაპზე, გარდა პირველი ადგილის გამოვლენისა, უპირატესობა ენიჭება ჯამის შემადგენელ ქულებში მაღალი ქულების რაოდენობას.ერთნაირი ქულების არსებობისას გათვალისწინებული იქნება წინა ტურის შედეგები .
2) მესამე ეტაპზე 7 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამარჯვებულთა გამოსავლენად ჟიურის თითოეულ წევრს უფლება ეძლევა დაწეროს:
ერთი 10 ქულა, სამი 9 ქულა და ოთხი 8 ქულა. 7 და უფრო დაბალი ქულები - რაოდენობის შეუზღუდავად.

3) პირველ ადგილზე გასული ნაწარმოები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
უნდა ქონდეს მიღებული მინიმუმ ორი 10 ქულიანი შეფასება და საბოლოო ჯამური ქულა არ იყოს 46-ზე ნაკლები.
4) იმ შემთხვევაში, თუ პირველი ადგილის კანდიდატი გახდა ორი თანაბარ ქულიანი ნაწარმოები, პირველი ადგილი დადგინდება ჟიურის მიერ ამ ორი ნაწარმოებისათვის კენჭისყრის გზით.
5) თუ ვერცერთი ნაწარმოები ვერ დააკმაყოფილებს პირველი ადგილის კრიტერიუმებს, პრემია არ გაიცემა და საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პროზის კონკურსის პირველი ადგილის საპრიზო ფონდს.

6) მეორე ადგილზე ნაწარმოებები გადის ჯამური ქულების მაქსიმალური რაოდენობით. ამასთან, მეორე ადგილზე გასასვლელად, ნაწარმოებს გადასალახი აქვს მინიმუმ 35 ქულიანი ბარიერი (ქულათა ნებისმიერი კომბინაციით).
7) იმ შემთხვევაში, თუ მეორე ადგილის კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ვერცერთმა ან მხოლოდ ერთმა ნაწარმოებმა ,
გაუცემელი საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პოეზიის კონკურსის პირველი და მეორე ადგილების საპრიზო ფონდს.

Cool მესამე პრემია მიენიჭებათ შეზღუდვების გარეშე ჯამური ქულების მიხედვით.


ბმული – http://urakparaki.com/?m=13&Theme=1098

ფეისბუკზე – http://www.facebook.com/armury.litarena/posts/240495799339700?notif_t=like

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4031
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "ლიტბუნიობა"   Wed Feb 29, 2012 8:56 pm

ჟიურის წევრების სია

სია მოცემულია
თანხმობის მიღების რიგითობის მიხედვით

მიშა რატიანი
რეზო ჭეიშვილი
დალი ფანჯიკიძე
თამრი ფხაკაძე
აკა მორჩილაძე


ბმული - http://urakparaki.com/?m=13&Theme=1098
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4031
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "ლიტბუნიობა"   Wed Mar 21, 2012 1:17 pm

საუკეთესო ოცეული:

#6 ბერიკას გარდაცვალება
#8 მამაკაცთა კონსულტაციები
#10 28-ე, ანუ მე ჯონის ვღალატობ
#12 ბიძაჩემი ( ანუ როგორ თეთრდება თმები )
#18 სურათები
#19 ჯო(რ)ჯო
#26 ბუშლატის სახელოდან დანახული ქვეყანა
#31 ომი
#32 ნაცრისფერი ყვავის კვირადღე
#33 წმინდა ვალენტინის დღე
#34 მერვე ტყვია
#41 Wisteria sinensis
#49 მიფრინავენ წეროები...
#54 ბოლო დღე
#55 ალო... მე ლილი ვარ
#57 კოჩიას პირველი სიყვარული
#58 მადამ იანი
#61 სამოვარი
#65 ჭაობის ალქაჯი
#66 მას არ სძინავს

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4031
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "ლიტბუნიობა"   Wed Mar 21, 2012 1:57 pm

ლიტბუნიობა (2012, 20 მარტი)
შედეგები

პირველი პრემია (1200 ლარი)
არ გაცემულა

მეორე პრემია (800 ლარი)
* ირაკლი ლომოური – #19 "ჯო(რ)ჯო".


ორი მესამე პრემია (500–500 ლარი)

* მიხო მოსულიშვილი – # 34 "მერვე ტყვია".

* ირაკლი ჩოფიკაშვილი – #26 "ბუშლატის სახელოდან დანახული ქვეყანა";


ამათ გარდა საუკეთესო შვიდეულში შევიდნენ:
4. ლადო კილასონია – #31 "ომი"
5. დავით ალელიშვილი – # 6 "ბერიკას გარდაცვალება"
6. ნათია როსტიაშვილი – # 10 "28-ე, ანუ მე ჯონის ვღალატობ"
7. ტენდი – # 61 "სამოვარი"

study





Last edited by Admin on Sat Sep 22, 2012 8:46 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4031
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "ლიტბუნიობა"   Fri Jun 08, 2012 8:34 am

ლიტბუნიობა (2012, 22 სექტემბერი)

"ლიტბუნიობის" რიგით მესამე კონკურსი

ლიტერატურული საიტი "ურაკპარაკი" სავაჭრო კომპლექს "კიდობანი"-ს თანადგომით აწყობს ლიტერატურულ კონკურსს პოეზიაში

კონკურსის ფინალური ეტაპი ემთხვევა შემოდგომის ბუნიობას და ჩატარდება 2012 წლის 22 სექტემბერს.
კონკურსში გამარჯვებული აირჩევა საკონკურსოდ წარდგენილი ნაწარმოებებიდან, რომლებიც არ ყოფილა გამოქვეყნებული რაიმე ფორმით (ინტერნეტ სივრცეში ან ბეჭდური სახით).

საკონკურსო პრემიების ოდენობა:

ერთი პირველი პრემია – 2000 ლარი
ორი მეორე პრემია – 500 ლარი თითოეულს
ოთხი მესამე პრემია – 250 ლარი თითოეულს


ამას გარდა გათვალისწინებულია წამახალისებელი პრიზები, რომლებიც მოგვიანებით გამოცხადდება

საკონკურსოდ ნაწარმოებები მიიღება 2012 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით მხოლოდ ელექტრონული სახით ელ–ფოსტაზე: urakparaki@gmail.com

კონკურსზე ნაწარმოების გამოგზავნა ნიშნავს, რომ თქვენ გაეცანით და ეთანხმებით კონკურსის წესებს.


კონკურსის მიმდინარეობა და წესები:

კონკურსი იყოფა ეტაპებად:

I – კონკურსის ორგანიზატორების მიერ შემოსული ნაწარმოებები გადაირჩევა ჟიურისთვის გადასაცემად.
II – 2012 წლის 7 სექტემბერს გამოცხადდება კონკურსის ჟიურის ვინაობა, რომელიც
გადარჩეული ნაწარმოებებიდან ამოარჩევს 15 საუკეთესო ნაწარმოებს.
კონკურსის ჟიური შედგება 5 წევრისგან.
III – 15 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამოვლინდება გამარჯვებულები
IV – გამოცხადდება კონკურსის შედეგები და დაჯილდოვდებიან ლაურეატები

კონკურსის წესები და მოთხოვნები:

კონკურსის მონაწილეები საკონკურსოდ გამოყოფილ ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნიან გამოუქვეყნებელ საკონკურსო ნაწარმოებს, მონაწილის გვარ-სახელს ( ან ფსევდონიმს ) და საკონტაქტო ინფორმაციას.
თითოეული მონაწილისგან მიიღება ერთი ნაწარმოები.

ნაწარმოებების თემატიკა არ არის შეზღუდული

ნაწარმოების მიღების დადასტურება ავტორს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
მიღების დადასტურების გარეშე ითვლება, რომ ნაწარმოები არ არის კონკურსზე შემოსული. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დააზუსტოთ იმავე მაილზე, ან ურაკპარაკის ადმინისტრაციასთან. საიტზე urakparaki.com. მენიუში აირჩიეთ პუნქტი "მოგვწერეთ" და წერილში მიუთითეთ თქვენი ელ ფოსტა, სახელი( ფსევდონიმი ) და საკონტაქტო ნომერი.

ნაწარმოები მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით, მხოლოდ word –ის ფაილით, იუნიკოდში ჩაწერილი.

თუ კონკურსის მიმდინარეობისას, ან მისი დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება, რომ საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოები კონკურსამდე, ან კონკურსის მიმდინარეობისას სადმე, რაიმე სახით იყო გამოქვეყნებული,
ავტორი 2 წლით დაკარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას.
თუ მსგავსი ფაქტი აღმოჩნდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნაწარმოები მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ საიტზე გამოქვეყნდეს ასეთი ნაწარმოების ავტორი, წესის დარღვევის ფაქტის მითითებით.

ნებისმიერ ეტაპზე კონკურსში მონაწილე ნაწარმოებების ავტორები უცნობია ყველასთვის, გარდა კონკურსის ორგანიზატორისა.

8 სექტემბრის ჩათვლით, კონკურსის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია უკან გაითხოვოს თავისი ნაწარმოები.
ასეთ შემთხვევაში ნაწარმოები არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას და არ გამოქვეყნდება.

კონკურსის ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე ავტორს ეკრძალება გამარჯვებული ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ბეჭდურ გამოცემებში კონკურსის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში.
კონკურსის დასრულების შემდეგ:
ა) ლიტპორტალ "ურაკპარაკზე" გამოქვეყნდება ყველა ის ნაწარმოები, რომელმაც მიიღო ჟიურის შეფასებები. ( კონკურსში მონაწილეობა ავტომატიურად ნიშნავს რომ თქვენ ეთანხმებით ამ წესს )ბ) ავტორების წერილობითი ( ელექტრონულ ფოსტაზე ) მოთხოვნის შემთხვევაში, გამოქვეყნდება ნაწარმოები, რომელიც კონკურსიდან მოიხსნა ავტორის სურვილით, ან ვერ გადავიდა რომელიმე ეტაპზე.

კონკურსის დასრულების შემდეგ, მეტი გამჭვირვალეობის მიზნით, გამოქვეყნდება ჟიურის ყველა წევრის ყველა შეფასება, ჟიურის წევრთა სახელების მითითების გარეშე.
თუკი ჟიურის რომელიმე წევრი ვერ აღმოაჩენს თავისი შეფასების იდენტური შეფასებების ჩამონათვალს, ამის შესახებ მან საჯაროდ უნდა განაცხადოს კონკურსის გამომცხადებელ საიტზე შესაბამის თემაში.

ნაწარმოებების შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით.

ჟიურის თითოეული წევრი დამოუკიდებელია თავის არჩევანში.
დასაშვებია ჟიურის წევრის შეფასების კორექტირება შემდეგ შემთხვევაში:
თუკი ჟიურის რომელიმე წევრის შეფასება სხვა ოთხი წევრის შეფასების საშუალო ქულისგან განსხვავდება 5 ან მეტი ერთეულით.
დაბალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება სხვა 4 წევრის შეფასებებიდან ყველაზე დაბალ შეფასებას გამოკლებული ერთი ქულა
ხოლო მაღალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება სხვა 4 წევრის შეფასებებიდან ყველაზე მაღალ შეფასებას დამატებული ერთი ქულა

გამარჯვებული ნაწარმოების გამოვლენის კრიტერიუმები:

1) მეორე ეტაპზე გადარჩეული ჯამურად უმაღლესქულიანი ნაწარმოებებიდან ჟიური 10 ბალიანი შეფასების სისტემით შეარჩევს 15 უმაღლესქულიან ნაწარმოებს.
ჯამურად ერთნაირი ქულების აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ ეტაპზე, გარდა პირველი ადგილის გამოვლენისა, უპირატესობა ენიჭება ჯამის შემადგენელ ქულებში მაღალი ქულების რაოდენობას.ერთნაირი ქულების არსებობისას გათვალისწინებული იქნება წინა ტურის შედეგები .
2) მესამე ეტაპზე 15 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამარჯვებულთა გამოსავლენად ჟიურის თითოეულ წევრს უფლება ეძლევა დაწეროს:
ერთი 10 ქულა, სამი 9 ქულა და ოთხი 8 ქულა. 7 და უფრო დაბალი ქულები - რაოდენობის შეუზღუდავად.

3) პირველ ადგილზე გასული ნაწარმოები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
უნდა ქონდეს მიღებული მინიმუმ ორი 10 ქულიანი შეფასება და საბოლოო ჯამური ქულა არ იყოს 46-ზე ნაკლები.
4) იმ შემთხვევაში, თუ პირველი ადგილის კანდიდატი გახდა ორი თანაბარ ქულიანი ნაწარმოები, პირველი ადგილი დადგინდება ჟიურის მიერ ამ ორი ნაწარმოებისათვის კენჭისყრის გზით.
5) თუ ვერცერთი ნაწარმოები ვერ დააკმაყოფილებს პირველი ადგილის კრიტერიუმებს, პრემია არ გაიცემა და საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პროზის კონკურსის პირველი ადგილის საპრიზო ფონდს.

6) მეორე ადგილზე ნაწარმოებები გადის ჯამური ქულების მაქსიმალური რაოდენობით. ამასთან, მეორე ადგილზე გასასვლელად, ნაწარმოებს გადასალახი აქვს მინიმუმ 35 ქულიანი ბარიერი (ქულათა ნებისმიერი კომბინაციით).
7) იმ შემთხვევაში, თუ მეორე ადგილის კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ვერცერთმა ან მხოლოდ ერთმა ნაწარმოებმა ,
გაუცემელი საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პოეზიის კონკურსის პირველი და მეორე ადგილების საპრიზო ფონდს.

Cool მესამე პრემია მიენიჭებათ შეზღუდვების გარეშე ჯამური ქულების მიხედვით.

ბმული - http://urakparaki.com/?m=13&Theme=1152
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4031
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "ლიტბუნიობა"   Sat Sep 22, 2012 6:40 pm

"ლიტბუნიობის" მესამე კონკურსის ჟიური

ნინო დარბაისელი,
ლელა სამნიაშვილი,
ბესიკ ხარანაული,
გიო საჯაია,
თენგიზ ვერულავა



ლიტბუნიობის 2012 წლის 22 სექტემბრის მესამე კონკურსის შედეგები


პირველი ადგილი არ გამოვლინდა. შესაბამისად, ერთი წლის შემდეგ, პირველი ადგილის საპრიზო ფონდია 3000 ლარი.


მეორე პრემია, 500 ლარი თითოეულს

* ნიკა ჩერქეზიშვილი - (მე გიწერ ამ ლექსს...) #104 (41 ქულა)
* ლელა ცუცქირიძე (Prei Prei) - "შეწყვეტილი იავნანა", #091 (40 ქულა)



მესამე პრემია, 250 ლარი თითოეულს

* ლია ლიქოკელი - "მინდა, დედაჩემი გათხოვდეს", #080 (38 ქულა)
* ნინო სადღობელაშვილი - "ოთახები", #086 (38 ქულა)
* თათია მთვარელიძე - "მანძილთა შესაქმე", #006 (36 ქულა)
* სოსო მეშველიანი - "მიჟლავარ", #022 (36 ქულა)



მკითხველთა სიმპათიის პრიზი, 100 ლარი თითოეულს

* ლია ლიქოკელი - "მინდა, დედაჩემი გათხოვდეს", #080 (38 ქულა)
* ლევან მაისურაძე - "ქირომანტია", #045 (27ქულა)



study




Last edited by Admin on Tue Sep 25, 2012 10:57 am; edited 7 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4031
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "ლიტბუნიობა"   Sat Sep 22, 2012 7:20 pm

ლიტბუნიობის 2012 წლის შემოდგომის კონკურსის ლაურეატები გახდნენ


პირველი ადგილი არ გამოვლინდა. შესაბამისად, ერთი წლის შემდეგ, პირველი ადგილის საპრიზო ფონდია 3000 ლარი.



მეორე პრემია, 500 ლარი თითოეულს


* ნიკა ჩერქეზიშვილი - (მე გიწერ ამ ლექსს...) #104

(მე გიწერ ამ ლექსს...)

„მე წყვდიადისკენ შებრუნებულ მთვარეს ავძახე -
ჩემი ხელები ჩემი სულის გაგრძელებაა...“
თამაზ ბაძაღუა



სანამ სიყვარული აღარ არსებობს
და იდეა რჩება უცვლელი -
ქუჩა,
შიში,
წყვდიადი,
სექსუალური აქტი,
რომ არაფერი ვთქვა არსებობის მარტივ სურვილზე
- მე გიწერ ამ ლექსს.

სუბიექტს მიღმა დარჩენილ სულებზე
და სრულიად მიტოვებულ სხეულებზე
- მე გიწერ ამ ლექსს.

პოეზია არაფერია გარდა ტყუილისა,
და ამოჭრილ სივრცეზე
და მანიპულირებულ დროზე
- მე გიწერ ამ ლექსს.

მე არ მაღელვებს სოციალური სისტემები
და მსოფლიო ხედვა,
და ჩემს პირად სურვილებზე
და შენს ეროტიზმზე
- მე გიწერ ამ ლექსს.

მე არ ვფიქრობ ფილმის დასრულებაზე,
და ცალკე აღებულ მომენტებზე
და გაელვებულ კადრებზე
- მე გიწერ ამ ლექსს.

ეს მიმდინარე დღიურია
ჩვენს ცხოვრებაზე და ურთიერთობაზე
და რამდენი დღეც არ უნდა იყოს წინ დარჩენილი
- მე გიწერ ამ ლექსს.

აუცილებელია,
სერიოზულად დავფიქრდე,
რა შემიძლია გავაკეთო
ჩემი სიცოცხლის დარჩენილი დროის მანძილზე
და გიწერ ამ ლექსს.

რომ როცა ეს დრო ამოიწურება,
შეგეძლოს თავის მოკატუნება,
ვითომ უბრალოდ მაღაზიაში ჩავედი და მალე დავბრუნდები.

მე არ მცალია იმისთვის, რომ მოვხუცდე.

და გიწერ ამ ლექსს -

პირველი ყოველთვის ქარები მოდიან, მოდიან ქარები,
მოდიან და მიაქვთ, რაც სადღაც წარსულში აქ მოუტანიათ.
და სანამ ეს ღამეც (ჩვენი ერთადყოფნის) მტვრით დაიფარება,
მე მთვარეს ავძახე, რომ ჩემს ცოლს დღესავით ნათელი ტანი აქვს.

პირველი ყოველთვის ქარები მოდიან, მოდიან ქარები,
მოდიან და მიაქვთ, რაც სადღაც წარსულში აქ დაუწერიათ.
და სანამ ეს ღამეც (ჩვენი ერთადყოფნის) მტვრით დაიფარება,
მე მთვარეს ავძახე, რომ შენი ტერფები მზესავით მწველია.

პირველი ყოველთვის ქარები მოდიან, მოდიან ქარები,
მოდიან და მიაქვთ, რაც სადღაც წარსულში აქ გადარჩენილა.
და სანამ ეს ღამეც (ჩვენი ერთადყოფნის) მტვრით დაიფარება,
მე მთვარეს ავძახე, რომ მუდამ ცოცხალი და მუდამ შენი ვარ.


Arrow

* ლელა ცუცქირიძე (Prei Prei) - "შეწყვეტილი იავნანა", #091

შეწყვეტილი იავნანა

ბავშვებო, ბავშვებო...
როცა ბაბუაწვერას რძისფერი ჩრდილებივით
ფრთებისცეცებით გამოჰყვებით
ჩემი სიზმრიდან გამოჟონილ ხმას,
თითქოს თითი მიჰყვება სტრიქონს
უცხო სიტყვის ამოსაკითხად

დედა
დე-და
დ ე დ ა

და ნაცრისფერ ოთახს მოადგებით,
არ შემოხვიდეთ!
ნუ მაიძულებთ გეთამაშოთ
ეს საშინელი თამაში - დედაშვილობანა!
მოვიმართო,
როგორც მექანიკური, მუსიკალური ზარდახშა,
ფერადი ფანქრებივით მოღრღნილი თითებით
მუცელზე მიგიხატოთ
და დაგარწიოთ,
ვითომ დედა ვარ,
ვითომ მყავხართ
და საწოლში ხელმეორედ ჩაგიწვინეთ.

არ შემიძლია!
ვდგავარ მიტოვებული საბავშვო ბაღის კარადასავით,
ღრიჭოებიდან, როგორც გადამტვრეულ რძიანას ღეროს,
შხამიანი რძე გადმომდის,
მოღიავებული კარიდან კი,
რეზინმობმული ხელთათმანივით კონწიალობს
თქვენი წითლად დაფიფქული,
პატარა ხელი.

არ შემოხვიდეთ ამ ოთახში!
არ დამანახოთ თოთო ყელზე
გატეხილი ზანზალაკივით შებმული გული,
არ მომეფეროთ!
...ისეთ საზარელ იავნანად ვჭრიალებ, რომ
შეგეშინდებათ...



მესამე პრემია, 250 ლარი თითოეულს

* ლია ლიქოკელი - "მინდა, დედაჩემი გათხოვდეს", #080

მინდა, დედაჩემი გათხოვდეს

მინდა დედაჩემი გათხოვდეს.
ადგეს, აიღოს თავისი ჩუსტები, კოპლებიანი კაბა და წავიდეს.
თენების უდედაჩემო სიჩუმე სწრაფად წამოგვყრის საწოლებიდან.
ჩავმწკრივდებით მე, ჩემი ძმა და მამაჩემი,
როგორც დედაჩემის ბალიშიდან ამოთხრილი სიზმრები,
და სათითაოდ დავითვლით ნივთებს.
სარკე მოყვება, როგორ შეიღება გაწვრილებული, მოკუმული ტუჩები,
ხელის ერთი აქნევით დააფრთხო თვალებთან კვირიონებივით შესეული ნაოჭები,
გაიცინა და წავიდა.

ჩვენ ვივლით ოთახიდან ოთახში და ყველა ზღურბლზე დავეჯახებით ერთმანეთს.
გავაღებთ ყველა კარადას, გავქექავთ ყველა თაროს
და ვიტყვით: გათხოვდა.

უჩრდილო ეზოში საღამომდე ამოიზრდება მზესუმზირის ჩენჩოების სამი ბორცვი.
ალყაში მოგვაქცევს გასარეცხი ყავის ჭიქების არმია.
მამაჩემს გასცვივდება თმა და გაუთეთრდება წვერი,
საკვირველი სისწრაფით გაგვეზრდება თმა და ფრჩხილები.
გაიზრდებიან ცხვირის სრუტუნის და ნერწყვის ყლაპვის ეკლებგამოსხმული
სიჩუმის კაქტუსები.
სახლი ააშრიალებს დედაჩემის შესაღებ თმასავით წამოზრდილ აბლაბუდის ბუჩქებს,
დედაჩემის ყურებზე დაბერებული ოქროს რგოლებივით
ფანჯრის კუთხეებს საყურეებად შემხმარ ძახველის ტოტებს,
და კედლებში წყვილ-წყვილ ღრმულებს გამოგვითხრის
ჩვენი ნესტიანი თვალების დასასვენებლად.

ავდგები და ავითრევ დედაჩემის ტერფების ტკივილს,
ჩატეხილ სახსრებს, ფერშემხმარ სახეს.
სარკიდან ჩამოვწმენდ მის გათხოვილ ზურგს,
სამად გადავამტვრევ მის სავარცხელს.
მერე შემოვუსხდებით მაგიდას სამზარეულოში.
მამაჩემი დაიბანს ნადედაჩემარ ხელებს,
თვალების საცერში გამოუვლის ოცდაათი დედაჩემიანი წელი და ეცდება,
მაცივარში დავიწყებული უმარილო კომბოსტოს სალათივით ჩამოგვირიგოს
მათი გამოგონილი სიყვარულის ამბავი.

შევთანხმდებით, რომ რიგრიგობით გავანიავოთ
კარადაში პალტოებს და ჟაკეტებს შორის შეკიდებული მისი სუნი,
და ტილოში შეხვეულ ჩურჩხელებს შორის ჩარჩენილი
ხურმის ჩირივით ჩარბილებული დედაჩემის ტირილი.
შევთანხმდებით, რომ შემოდგომამდე არ ჩამოვხსნათ თოკიდან
მისი გაფენილი ზეწრები,
სანამ მის ხელებს საბოლოოდ არ ამოწვავს მზის სახამებელი,
და ღამღამობით რიგრიგობით შევიპარებით საკუჭნაოში,
რომ ზამთრამდე დავაცარიელოთ მისი საყვარელი ლეღვის მურაბიანი ქილები.
შევთანხმდებით, რომ კარგი იქნებოდა, დაეტოვებინა თავისი თავის ნახევარი,
რომელსაც მივაბამდით რომელიმე ჟანგიან კარის სახელურზე,
რიგრიგობით დავსერავდით გასალესი სამზარეულოს დანებით
და ვათქმევინებდით ყველაფერს ჩვენზე,
რასაც გვიმალავენ მასთან შეთქმული სარკეები
და მის ენაზე დასაფლავებული სიტყვები.

ბოლოს ჩვენ ჩამოვირიგებთ ჩაქუჩებს,
მივუშვერთ ერთმანეთს ზურგებს
და ჩავიჭედებთ ლურსმნებს თვალებს შორის
დედაჩემის გათხოვების ჩამოსაკიდებლად.

მერე შევადგენთ მისალოც ბარათს-
მამაჩემი ფანქარს წვერს წაუთლის,
ჩემი ძმა ყვავილებს დახატავს ფურცელზე,
მე დავწერ:

გილოცავთ.
გვიხარია, რომ გათხოვდი.
ბედნიერებას გისურვებთ, დედა.

Arrow


* ნინო სადღობელაშვილი - "ოთახები", #086

ოთახები

გუშინ ოთახები გავცვალეთ.
გადაბარგება მხარის შეცვლას გავდა,
მზის მობრუნებას ან
მდინარის აღმა დინებას.
შევსახლდით და მიმოვიხედეთ:
ჩემი წიგნები შენ დაგრჩა,
შენ გერგო მთელი ჩემი წლების
ნაფხაჭნი და დაზვინული ნავსაყუდელი -
ნივთებით, ფერებით,
მტვრის კუნძულებით ამ ნივთებს
შორის,
ბლანტი ჩრდილებით და
ფარდების ფოთლისფერ ყუას
შემოყოლილი სუფთა ჰაერით. . .
მე მიმასპინძლა შენმა დიდმა
სიცარიელემ -
კედლების თეთრმა უბატონობამ,
თეთრმა რაფამ, თეთრმა
სიჩუმემ და ამ თეთრში
მოლივლივე სიხარულის
ბასრმა ხიჭვებმა,
როგორც რძეში ჩატეხილმა
თივის ღერებმა.
ჩავწექი შენს ლოგინში.
შენ - ჩემსაში თავით ჩაემხე
და ალბათ მაშინვე ჩაგეძინა, რადგან
შენ გერგო არა ლოგინი,
არამედ აბრეშუმის მღვრიე მორევი,
რომელიც წამიერი შეხებისასვე გითრევს,
გითრევს და იქ ჩაყავხარ,
სადაც ადამიანობის მოფუთფუთე
ჭიანჭველები დიდხანს ვერ ძლებენ,
სადაც კვდება ყოველი ბაქტერია,
ჭია და მატლი,
სადაც არ ხარობს ბალახი და,
სადაც მიწას, რაც არ უნდა
ბანალური იყოს - ზეცის სუნი აქვს,
ანუ მთვარის და ვარსკვლავების,
ანუ დიდი შეუცნობელის. . .
გადავბრუნდი ფანჯრისკენ და
თავი პეიზაჟით შევიქციე -
ნაძვი და ერთი ჩიტი მასზე,
- მთელი შენი დილის მხატვრობა.
მთელი შენი ავლდიდება.
კედელი გვყოფდა.
ოთახები გავცვალეთ, რომლებიც
ერთმანეთს ვერასდროს დავამთხვიეთ,
რომლებიც ვერასდროს შევაერთეთ,
და სწორედ ამ ერთი კედლის ძალით -
ეს ოთახები მუდამ
გვერდიგვერდ იქნებიან,
და სწორედ ამ ერთი კედლის კანონით -
ჩვენ ვერსად წავალთ
ერთმანეთის ოთახებიდან.


Arrow


* თათია მთვარელიძე - "მანძილთა შესაქმე", #006

მანძილთა შესაქმე

“რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი, განგეხუნენ თქუენ თუალნი და
იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა”. დაბადება, 3,5



„ეს მაშინ იყო, როცა მე შენ ვიყავი და შენ მე იყავი,
როცა ერთმანეთს ენივთებოდნენ ცა და მიწა, წყალი და ცეცხლი,
ეს მაშინ იყო, როცა ღმერთზე მეტად მიყვარდი,
როცა ბუდეებს ვუშენებდი გაფრენილ მერცხლებს.
ეს მაშინ იყო,
ყველა ლოცვა რომ ერთ მზერაში გარდაგვეცვალა,
როს ცოდვის ნაცვლად ერთმანეთის თვალებს ვინდობდით,
როცა წალკოტი ხმელ უდაბნოდ გადაგვექცა და
იმ უდაბნოში როცა წყალზე მეტად გინდოდი.
მერე კი, ოდეს განდევნილებს გზები დაგვებნა,
შენ ხმელეთსა და მე კი ზღვათა ტალღებს მივაწყდით,
როდესაც წყლების სიღრმეებთან ბრძოლებს აგებდი,
მე კი წვეთობით ვამცირებდი მანძილს მიწამდე,
მაშინაც ყველა ღმერთზე უფრო მეტად მომენდე,
მაშინაც ყველა ღმერთზე უფრო მეტად გიწამე“ –

სანამ ეს წერილი შენამდე მოაღწევს,
ეს ზღვა კიდევ უფრო გაჭაღარავდება,
ეგ ზღვაც ალბათ უფრო მეტად გაშავდება...
ნეტავ რა აბერებთ ზღვებს?..
ნუთუ მათაც იციან დარდი და მონატრება...
სანამ ნიჟარის გულში ჩათქმულ ჩემს წერილს გახსნი,
შენი თმა ალბათ ამ ჭაღარა ზღვის ქაფზე უფრო თეთრი გახდება,
ჩემი დარდი კი მაგ ზღვის გულზე მეტად გაღრმავდება,
ნეტავ რა ატირებთ ზღვებს?..
ცრემლების მალვით რატომ ხვდებიან ყოველ დაღამებას?..

როცა ამ სიტყვებს წაიკითხავ თუ გაგახსენდეს
ის ბაღი, სადაც სულ პირველად შევისწავლეთ ერთმანეთის სხეულის კითხვა,
შენი მუქი ზღვის ნაპირიდან სივრცეს გახედე
და მოიგონე ქალი, ვინაც პირველად გითხრა,
რომ მის წალკოტზე ლამაზია შენი თვალები,
რომ მის სიტყვებზე ტკბილი არის სხეული შენი
და რომ ყველაზე რთული სიტყვაც მ-ზე იწყება
და არ მთავრდება
და რომ ყველაზე მეტად იგი შენს ბაგეს შვენის.

სანამ ეს წერილი შენამდე მოაღწევდეს,
შენ ალბათ ისევ მიაკითხავ შენი მუქი ზღვის სანაპიროს
და გაიხსენებ, თუ ვით გვექცა დიდი ხნის წინათ
ბაღი უდაბნოდ,
უდაბნო ცრემლად,
ცრემლი ზღვად და
ზღვა კი მანძილად...

Arrow

* სოსო მეშველიანი - "მიჟლავარ", #022

მიჟლავარ

ჩემი სრულყოფა, გარდასახვა, ლოდინად არც ღირს,
ჩვენს უკითხავად, ღმერთმა თავად დაგვახარისხა.
უთრთის, რატომღაც, ეკლიანი ფოთლები ბარცხილს,
მთიდან ნისლიან ტევრებამდე აღწევს ხარის ხმა.

პატარა, მწვანე, ეკლის ბურთებს ისხამს ლენცოფა
ნაწვიმარ ღრუბლებს ქარი ახლა ჩემკენ მოდენის,
ქოხის წინ მორზე ჩამომჯდარი ღმერთი მეცნობა,
ერთ კაცს მაგონებს, ეჭვიცა მაქვს მცირეოდენი,

რომ მამაჩემის თვალები აქვს...(მალავს ნაქურდალს)
თვალდახუჭული ბეწვს უვარცხნის, ფოცხვერს, ბეწვიდან
რაღაც ანათებს. ეს ხილვაა?! იქნებ, აქ უნდა
ბაძგის ფოთლებით თვალის ფსკერი ამომეწმინდა.

ძუაზე აცმულ ეშვებს ვიხვევ მაჯაზე. წყევლის
რიტუალიდან განდევნილი ვხედავ წარმართებს
შავ-შავი ცხვრებით, ცხადი არის ეს მოსაწყენი...
არსებობაც კი ტყის სულებმა თითქმის წამართვეს.

ძვლებში მამტვრევდა, თვითსიყალბე, ვგრძნობდი, რაკი ცხვრის
ქურქს ვერ მოვერგე. რაც ვიყავი ვჩანდი ნახევრად.
ვარ კი საერთოდ, ღირსი ქების, ანდა გაკიცხვის,
ღმერთი დუმს, მაგრამ არც ეგ მიღირს, უკანდახევად.




მკითხველთა სიმპათიის პრიზი, 100 ლარი თითოეულს

* ლევან მაისურაძე - "ქირომანტია", #045

ქირომანტია

გულის ხაზი (დედას)

ატყობ, საგრძნობლად მოვუკელი ბოლოს ჩამოსვლას,
მითუფრო, როცა საწვიმარი ასე ჭოჭმანობს,
დგახარ სარკმელთან, მელოდები ძალზე მორჩილად
და ვერ დანახვა ყოველ ჯერზე თვალთან ნაოჭებს
გიჩენს, ხოლო მე კვირის ბოლოს გირეკავ ფულზე,
გატყუებ, თითქოს არ მაძლევენ სამი თვის ხელფასს.

დედა, მე ახლა წესით მძინავს, კიჩოზე უზის
დღეს გათენება და სიმშვიდეს უკარგავს ელფერს.
ერთ-ორ საათში უნდა ავდგე, ჩაი დავლიო,
ვუქნა შაქარი, დავუმატო შენი მურაბა,
თბილი ხელებით რომ ჩამიწყე ზამთრის ალიონს.
შენი სიტკბო აქვს, თვალებს ვხუჭავ ამ დროს უმალვე.
მერე სახლია, უაივნო, ჩემი ოთახი,
ფეხბურთელების სურათებით ვიწრო კედლებზე,
(ჩემს ძმას არასდროს არ მოსწონდა, მაგრამ ხათრი აქვს.)
და როცა დილით ეცემოდა თბილი მზე კეგლებს -
უშნო კორპუსებს, მაღვიძებდი ღმერთივით მშვიდად
და აღარ ჰქონდა აზრი ამინდს, როგორი იდგა.

არასდროს მითქვამს, ბავშვობაში რაღაც მინდოდა,
თეთრი კურდღელი, თოვლისფერი, მუქი თვალებით,
ნორჩი ბალახი მომეტანა სადმე მინდვრიდან,
მეკვება, მექნა ყველაფერი რაც კი მევალა..

ერთ-ორ საათში უნდა ავდგე, დედა, დავლიო
ჩაი მურაბით, გამოვეწყო ფერით მოშავო
ტანისამოსში და გავასწრო უშნო ალიონს
იმ სამსახურში, რომელშიც დღეს აღარ ვმუშაობ.
და რომ ჩამოვალ, ბავშვობაში, როგორც, მეჩხუბე,
თითქოს პატარა ვიყო ისევ, როცა გუბეებს
ფეხით ვამღვრევდი, ვსველდებოდი, დედა, მე წუხელ,
ვნახე, ვანგრევდი ჩვენი სახლის მერცხლების ბუდეს.
და როცა შიშით გამეღვიძა, კედლებზე მწუხრი
მთვარეულივით ადიოდა და ავად დუმდა.


ბედის ხაზი (საყვარელ ქალს)

ვიცი, არ მეტყვი, რომ რაღა დროს წერილებია,
მითუფრო, როცა სულ სხვა დროში ვცხოვრობთ შეცდომით,
ნაცვლად იმისა, როცა წვიმებს წლები ებარათ,
სულ სხვანაირად წვიმდა გარეთ, როცა შელოცვებს
ჰქონდათ ძალა და მოყვითალო, ღია ბარათებს
დაჰკრავდათ სუნი სიშორისა, ნაცვლად ამისა,
ვცხოვრობთ სხვა დროში და გვალვაა, ხვატი ქალაქში,

ძვირფასო, წვიმას ვერ იტანენ, სადღაც წავიდა,
დაიკარგა და მხოლოდ ცხელი ქარი ლაქლაქებს
ქალაქებს შორის, სოფლებს შორის, დაღად ატყვიათ
სიმშრალე კაცებს, ქალებს, ბავშვებს, ყველა ლაქიას.

და მე ყოველთვის, დაბნეული, თვალებით ვეძებ
რაიმე საყდარს, ეკლესიას, როცა ქუჩაში
ჩერდები, პირჯვარს გადაიწერ და ამ დროს გვერდზე,
ან თუნდაც სადმე, ახლომახლო, პოვნა ფუჭია
რაიმე საყდრის, ეკლესიის, ანდა ამგვარის.

და მე ყოველთვის, დაბნეული, თვალებს ვერ ვმალავ,
როცა ჩერდები, ხურდას იღებ, უკან ბრუნდები
ათი ნაბიჯით გამოცელილ უპოვრის კალთას
მატებ სიკეთეს და ზუზუნებს ქარი ბუნდოვნად.

და მე ყოველთვის, შიშშემდგარი ვდგები სარკესთან,
სახლში მისული, ვაკვირდები თვალებს იქამდე,
სანამ არ ვნახავ, რომ სიმშრალის მცირე რისკიც კი
არ მემუქრება.
აუცილებლად გაწვიმდება, ჩვენთან, ქედებზე.



სიცოცხლის ხაზი ( სამშობლოს)

არ ვიცი ახლა რა მოგწერო,
ღრმად ისუნთქე...

Arrow

* ლია ლიქოკელი - "მინდა, დედაჩემი გათხოვდეს", #080
(იგივე).


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4031
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "ლიტბუნიობა"   Tue Dec 11, 2012 10:34 pm

"ლიტბუნიობის" რიგით მეოთხე კონკურსი

ლიტერატურული საიტი "ურაკპარაკი" სავაჭრო კომპლექს "კიდობანი"-ს თანადგომით აწყობს ლიტერატურულ კონკურსს პროზაში

კონკურსის ფინალური ეტაპი ემთხვევა გაზაფხულის ბუნიობას და ჩატარდება 2013 წლის 20 მარტს.
კონკურსში გამარჯვებული აირჩევა საკონკურსოდ წარდგენილი ნაწარმოებებიდან, რომლებიც არ ყოფილა გამოქვეყნებული რაიმე ფორმით (ინტერნეტ სივრცეში ან ბეჭდური სახით).

საკონკურსო პრემიების ოდენობა:
ერთი პირველი პრემია – 2400 ლარი ( 1200 ლარი წინა კონკურსიდან გადმოსული )
ერთი მეორე პრემია – 800 ლარი
ორი მესამე პრემია – 500 ლარი თითოეულს

საკონკურსოდ ნაწარმოებები მიიღება 2013 წლის 15 თებერვლის ჩათვლით მხოლოდ ელექტრონული სახით ელ–ფოსტაზე: urakparaki@gmail.com

კონკურსზე ნაწარმოების გამოგზავნა ნიშნავს, რომ თქვენ გაეცანით და ეთანხმებით კონკურსის წესებს.


კონკურსის მიმდინარეობა და წესები:

კონკურსი იყოფა ეტაპებად:

I – კონკურსის ორგანიზატორების მიერ შემოსული ნაწარმოებები გადაირჩევა ჟიურისთვის გადასაცემად.
II – 2013 წლის 15 თებერვალს გამოცხადდება კონკურსის ჟიურის ვინაობა, რომელიც
გადარჩეული ნაწარმოებებიდან ამოარჩევს 7 საუკეთესო ნაწარმოებს.
კონკურსის ჟიური შედგება 5 წევრისგან.
III – 7 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამოვლინდება გამარჯვებულები
IV – გამოცხადდება კონკურსის შედეგები და დაჯილდოვდებიან ლაურეატები

კონკურსის წესები და მოთხოვნები:

კონკურსის მონაწილეები საკონკურსოდ გამოყოფილ ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნიან გამოუქვეყნებელ საკონკურსო ნაწარმოებს, მონაწილის გვარ-სახელს ( ან ფსევდონიმს ) და საკონტაქტო ინფორმაციას.
თითოეული მონაწილისგან მიიღება ერთი ნაწარმოები.

ნაწარმოებების თემატიკა არ არის შეზღუდული

ნაწარმოების მიღების დადასტურება ავტორს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
მიღების დადასტურების გარეშე ითვლება, რომ ნაწარმოები არ არის კონკურსზე შემოსული. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დააზუსტოთ იმავე მაილზე, ან ურაკპარაკის ადმინისტრაციასთან.
საიტზე urakparaki.com. მენიუში აირჩიეთ პუნქტი "მოგვწერეთ" და წერილში მიუთითეთ თქვენი ელ ფოსტა, სახელი( ფსევდონიმი ) და საკონტაქტო ნომერი.

ნაწარმოები მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით, მხოლოდ word –ის ფაილით, იუნიკოდში ან აკადნუსხურში ჩაწერილი.
ნაწარმოების ზომები შეზღუდულია 5 000 ასონიშნიდან 40 000 ასონიშნამდე ( მიახლოებით 3 გვერდიდან 20 გვერდამდე )

თუ კონკურსის მიმდინარეობისას, ან მისი დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება, რომ საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოები კონკურსამდე, ან კონკურსის მიმდინარეობისას სადმე, რაიმე სახით იყო გამოქვეყნებული,
ავტორი 2 წლით დაკარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას.
თუ მსგავსი ფაქტი აღმოჩნდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნაწარმოები მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ საიტზე გამოქვეყნდეს ასეთი ნაწარმოების ავტორი, წესის დარღვევის ფაქტის მითითებით.

ნებისმიერ ეტაპზე კონკურსში მონაწილე ნაწარმოებების ავტორები უცნობია ყველასთვის, გარდა კონკურსის ორგანიზატორისა.

16 თებერვლის ჩათვლით, კონკურსის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია უკან გაითხოვოს თავისი ნაწარმოები.
ასეთ შემთხვევაში ნაწარმოები არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას და არ გამოქვეყნდება.

გამარჯვებული ნაწარმოებები გამოქვეყნდება ლიტერატურულ ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" მაისისა და ივნისის ნომრებში.
კონკურსის ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე ავტორს ეკრძალება გამარჯვებული ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ბეჭდურ გამოცემებში კონკურსის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში.
კონკურსის დასრულების შემდეგ:
ა) ავტორების წერილობით ( ელექტრონულ ფოსტაზე ) დადასტურებული სურვილის შემთხვევაში, ერთად გამოქვეყნდება ყველა ის ნაწარმოები, რომელმაც მიიღო ჟიურის შეფასებები.
ბ) ავტორების წერილობითი ( ელექტრონულ ფოსტაზე ) მოთხოვნის შემთხვევაში, გამოქვეყნდება ნაწარმოები, რომელიც კონკურსიდან მოიხსნა ავტორის სურვილით, ან ვერ გადავიდა რომელიმე ეტაპზე.
გ) ფინალურ შვიდეულში გასული ნაწერები აუცილებლად გამოქვეყნდება ურაკპარაკის ფორუმზე.


კონკურსის დასრულების შემდეგ, მეტი გამჭვირვალეობის მიზნით, გამოქვეყნდება ჟიურის ყველა წევრის ყველა შეფასება, ჟიურის წევრთა სახელების მითითების გარეშე.
თუკი ჟიურის რომელიმე წევრი ვერ აღმოაჩენს თავისი შეფასების იდენტური შეფასებების ჩამონათვალს, ამის შესახებ მან საჯაროდ უნდა განაცხადოს კონკურსის გამომცხადებელ საიტზე შესაბამის თემაში.

ნაწარმოებების შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით.

ჟიურის თითოეული წევრი დამოუკიდებელია თავის არჩევანში.
დასაშვებია ჟიურის წევრის შეფასების კორექტირება შემდეგ შემთხვევაში:
თუკი ჟიურის რომელიმე წევრის შეფასება სხვა ოთხი წევრის შეფასების საშუალო ქულისგან განსხვავდება 5 ან მეტი ერთეულით.
დაბალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება სხვა 4 წევრის შეფასებებიდან ყველაზე დაბალ შეფასებას გამოკლებული ერთი ქულა
ხოლო მაღალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება სხვა 4 წევრის შეფასებებიდან ყველაზე მაღალ შეფასებას დამატებული ერთი ქულა

გამარჯვებული ნაწარმოების გამოვლენის კრიტერიუმები:

1) მეორე ეტაპზე გადარჩეული ჯამურად უმაღლესქულიანი ნაწარმოებებიდან ჟიური 10 ბალიანი შეფასების სისტემით შეარჩევს 7 უმაღლესქულიან ნაწარმოებს.
ჯამურად ერთნაირი ქულების აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ ეტაპზე, გარდა პირველი ადგილის გამოვლენისა, უპირატესობა ენიჭება ჯამის შემადგენელ ქულებში მაღალი ქულების რაოდენობას.ერთნაირი ქულების არსებობისას გათვალისწინებული იქნება წინა ტურის შედეგები .
2) მესამე ეტაპზე 7 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამარჯვებულთა გამოსავლენად ჟიურის თითოეულ წევრს უფლება ეძლევა დაწეროს:
ერთი 10 ქულა, სამი 9 ქულა და ოთხი 8 ქულა. 7 და უფრო დაბალი ქულები - რაოდენობის შეუზღუდავად.

3) პირველ ადგილზე გასული ნაწარმოები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
უნდა ქონდეს მიღებული მინიმუმ ორი 10 ქულიანი შეფასება და საბოლოო ჯამური ქულა არ იყოს 46-ზე ნაკლები.
4) იმ შემთხვევაში, თუ პირველი ადგილის კანდიდატი გახდა ორი თანაბარ ქულიანი ნაწარმოები, პირველი ადგილი დადგინდება ჟიურის მიერ ამ ორი ნაწარმოებისათვის კენჭისყრის გზით.
5) თუ ვერცერთი ნაწარმოები ვერ დააკმაყოფილებს პირველი ადგილის კრიტერიუმებს, პრემია არ გაიცემა და საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პროზის კონკურსის პირველი ადგილის საპრიზო ფონდს.

6) მეორე ადგილზე ნაწარმოებები გადის ჯამური ქულების მაქსიმალური რაოდენობით. ამასთან, მეორე ადგილზე გასასვლელად, ნაწარმოებს გადასალახი აქვს მინიმუმ 35 ქულიანი ბარიერი (ქულათა ნებისმიერი კომბინაციით).
7) იმ შემთხვევაში, თუ მეორე ადგილის კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ვერცერთმა ან მხოლოდ ერთმა ნაწარმოებმა ,
გაუცემელი საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პოეზიის კონკურსის პირველი და მეორე ადგილების საპრიზო ფონდს.

Cool მესამე პრემია მიენიჭებათ შეზღუდვების გარეშე ჯამური ქულების მიხედვით.



ბმული - http://urakparaki.com/?m=13&Theme=1191


Last edited by Admin on Sun Feb 17, 2013 4:16 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4031
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "ლიტბუნიობა"   Sat Feb 16, 2013 12:39 am

"ლიტბუნიობის" რიგით მე-4 კონკურსის (პროზა) ჟიური

გურამ დოჩანაშვილი
მანანა კვაჭანტირაძე
ნინო თარხნიშვილი
თამაზ ვასაძე
რამაზ იოსელიანი

ორგანიზატორების განცხადებით, კონკურსზე დაშვებულია 51 მოთხრობა.


Last edited by Admin on Wed Mar 20, 2013 12:06 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4031
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "ლიტბუნიობა"   Fri Mar 01, 2013 7:36 pm

ვირტუალური „ბუნიობა“ რეალური პრიზებით...
24 საათი 28.02.13

„ურაკპარაკის“ რიგით მეოთხე ლიტერატურული კონკურსი

იდეა, რომელიც ლიტერატურული ვებგვერდის „ურაკპარაკის“ მესვეურებს გაუჩნდათ, სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და კონკურსი „ლიტბუნიობა“ წელს უკვე მეოთხედ გაიმართა - კვლავ სავაჭრო კომპლექს „კიდობანის“ თანადგომით და ტრადიციულად ავტორიტეტული, კვალიფიციური ჟიურით. მის შემადგენლობაში არიან: გურამ დოჩანაშვილი, მანანა კვაჭანტირაძე, თამაზ ვასაძე, ნინო თარხნიშვილი და რამაზ იოსელიანი.

20 მარტს „ლიტბუნიობა“ პროზის კონკურსის ლაურეატებს დაასახელებს და საუკეთესო ნამუშევრებისთვის დაწესებულ პრემიებს გასცემს.

დამწყებ ავტორებს შესაძლებლობა აქვთ, რეალურად შეაფასონ საკუთარი დონე და დასკვნები გააკეთონ - თავიანთ ძალებში დარწმუნდნენ და შთაგონებით აივსონ ანდა მიწაზე დაეშვან. თუმცა, კონკურსში გამოცდილი და გამოცემული მწერლებიც მონაწილეობენ. აქ არ არის შეზღუდვები ცნობადობის მიხედვით, მნიშვნელობას კარგავს წინა დამსახურებანი. მონაწილეეები ზოგჯერ საკუთარ სახელზე უარს ამბობენ და კონკურსში ფსევდონიმითაც ებმებიან. კრიტერიუმი ერთია - ნიჭიერი პროზა და პოეზია.

ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მონაწილეთა დიდი ნაწილისთვის ეს შეიძლება, ერთადერთი საშუალება იყოს, რომ მათი ნაწერები შეაფასონ ცნობილმა მწერლებმა და ლიტერატორებმა და ამავე დროს კოლეგებმა თუ, უბრალოდ, მოყვარულებმა. ლიტერატურული ვებგვერდი შუამავალივითაა ტექსტსა და მკითხველს შორის, რადგან საკმაოდ იშვიათია უკუკავშირი ავტორისა მკითხველებთან და ეს სხვა პირობებში ნაკლებად ხერხდება. აქ კი „ურაკპარაკის“ პროფესიულად გაკეთებულ ლიტერატურულ ვებგვერდზე მკითხველს შესაძლებლობა აქვს, შეაფასოს კონკურსის მონაწილენი, კომენტარი დატოვოს, რეცენზია დაწეროს, ფორუმზე კრიტიკით გამოვიდეს ან ავტორს დაუკავშირდეს. ეს ყველაფერი ავტორის მიმართ მკითხველის რეალური დამოკიდებულების გამოვლენას ეხმარება.

ნებისმიერ კონკურსს უნდა ჰქონდეს წესები. „ლიტბუნიობას“ მარტივი და გასაგები ფორმატი აქვს. მოკლედ შეგახსენებთ: მონაწილეების, ჟიურის, ეტაპების დასრულების შესახებ ყველა ინფორმაცია ონლაინრეჟიმში იმართება - საიტის კონკურსის გვერდზე ქვეყნდება.

კონკურსზე ნაწარმოების გამოგზავნა ნიშნავს, რომ მონაწილეობის მსურველი გაეცნო და ეთანხმება კონკურსის წესებს. მონაწილეები საკონკურსოდ გამოყოფილ ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნიან გამოუქვეყნებელ საკონკურსო ნაწარმოებს, რომელიც მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით, მონაწილის გვარ-სახელს (ან ფსევდონიმს ) და საკონტაქტო ინფორმაციას. თითოეულ მონაწილეს მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარდგენა შეუძლია. ცოტა არ იყოს, გაბედული გადაწყვეტილებაა თემატიკის არჩევანის თავისუფლება, თუმცა ნაწარმოების ზომები შეზღუდულია - დაახლოებით, 3-დან 20 გვერდამდე. თუ კონკურსის მიმდინარეობისას ან მისი დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება, რომ გამოგზავნილი ნაწარმოები კონკურსამდე ან კონკურსის მიმდინარეობისას სადმე რამე სახით იყო გამოქვეყნებული, ავტორი 2 წლით დაკარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას.

კონკურსში მონაწილე ნაწარმოებების ავტორები ნებისმიერ ეტაპზე უცნობია ყველასთვის, გარდა კონკურსის ორგანიზატორისა.

თავდაპირველად კონკურსის ორგანიზატორები შემოსულ ნაწარმოებებს ჟიურისთვის გადასაცემად გადაარჩევენ. მხოლოდ შემდეგ ცხადდება ჟიურის ვინაობა, რომელმაც გადარჩეული ნაწარმოებებიდან 7 საუკეთესო უნდა ამოარჩიოს. იმ საუკეთესოთაგან გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

ნაწარმოებები 10-ქულიანი სისტემით ფასდება. ჟიურის თითოეული წევრი თავის არჩევანში დამოუკიდებელია.

გამარჯვებული ნაწარმოებები გამოქვეყნდება ლიტერატურულ ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრის“ მაისისა და ივნისის ნომრებში. ფინალურ შვიდეულში გასული ნაწერები კი - „ურაკპარაკის“ ფორუმზე.

კონკურსის დასრულების შემდეგ, მეტი გამჭვირვალეობის მიზნით, გამოქვეყნდება ჟიურის ყველა წევრის ყველა შეფასება, წევრთა სახელების მითითებით ან მის გარეშე. ეს დამოკიდებულია მონაწილის სურვილზე.

რაც მთავარია, კონკურსს აქვს საპრიზო ფონდი. თუ საკონკურსო ნაწარმოებები ვერ დააკმაყოფილებს პირველი ადგილის კრიტერიუმებს, პრემია არ გაიცემა და საპრიზო ფონდი დაემატება „ლიტბუნიობის“ მომდევნო პროზის კონკურსის პირველი ადგილის საპრიზო ფონდს. მეორე ადგილზე ნაწარმოებები გადის ჯამური ქულების მაქსიმალური რაოდენობით. ამასთან, მეორე ადგილზე გასასვლელად ნაწარმოებმა უნდა გადალახოს, მინიმუმ, 35-ქულიანი ბარიერი (ქულათა ნებისმიერი კომბინაციით). იმ შემთხვევაში, თუ მეორე ადგილის კრიტერიუმი ვერც ერთმა ნაწარმოებმა ვერ დააკმაყოფილა ან მხოლოდ ერთმა „უპასუხა“, გაუცემელი საპრიზო ფონდი დაემატება „ლიტბუნიობის“ მომდევნო კონკურსის პირველი და მეორე ადგილების საპრიზო ფონდს.

კონკურსის მიზანია, გამარჯვებული გამოვლინდეს არა შემოსული მასალის ფონზე, არამედ ხარისხიანი ლიტერატურის ფასეულობის გათვალისწინებით. შესაძლოა, ჟიურიმ პირველი ადგილი არც ერთ ნაწარმოებს არ მიანიჭოს, როგორც შარშან, „პოეზიის ბუნიობაზე“. ამიტომ წელს პირველი პრემია 2 400 ლარია (1 200 ლარი წინა კონკურსიდან გადმოსული), ერთი მეორე პრემია - 800 ლარი, ორი მესამე - 500 ლარი თითოეულს.

ამ კონკურსის წესების შესახებ იმაზე მეტის თქმა არ შემიძლია, ვიდრე ნახავთ „ურაკპარაკის“ ვებგვერდზე, რომლის მისამართია: http://urakparaki.com/

კონკურსში დამკვიდრებულია ერთი მისასალმებელი ტრადიცია: ნებისმიერ მსურველს, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, შეუძლია, პერსონალური პრიზი დააწესოს. წელსაც, ისევე როგორც წინა კონკურსებზე, თავისი პრიზი დააწესა პოეტმა და ლიტერატორმა ნინო დარბაისელმა - ამჯერად ლიტერატურის მუზეუმის საუკეთესო გამოცემა, გრიგოლ რობაქიძის თხზულებათა სრული ხუთტომეული, გადაეცემა „ურაკპარაკზე“ ღიად დადებულ საკონკურსო ნაწარმოებთაგან ნინო დარბაისელის მიერ მოწონებულ იმ ნაწარმოებს, რომელიც ფინალში გავა.

მეორე ადგილზე გამსვლელისთვის კი მიშა რატიანმა დააწესა პრიზი - სავაჭრო კომპლექს „ქარვასლის“ პავილიონ „პიაცა იტალიაში“ 200-ლარიანი ვაუჩერი.

ალბათ არ არსებობს ისეთი ავტორი, რომელსაც თავისი წიგნის გამოცემა არ სურდეს, ნამდვილი ლიტერატურული ლეგიტიმაცია მაინც ტექსტის წიგნად გამოცემაა. ჩვენც ამას ვუსურვებთ კონკურსში გამარჯვებულ ავტორებს.

მომავალი „ლიტბუნიობა“, ამჯერად როგორც უკვე პოეტური ნაწარმოებების კონკურსი, სექტემბერში ჩატარდება.

სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/society/2013-02-28/36103.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4031
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "ლიტბუნიობა"   Mon Mar 18, 2013 10:23 am

გაეცანით „ლიტბუნიობის“ მეოთხე (პროზის) კონკურსზე წარდგენილ ორმოცდათერთმეტ მოთხრობას - http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1191&st=0

კონკურსის ფინალური ეტაპი ემთხვევა გაზაფხულის ბუნიობას და ჩატარდება 2013 წლის 20 მარტს, ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ 14:00 საათიდან (სათანადო ბმული დაიდება ამავე ფორმუზე).

Arrow

მოთხრობების ავტორებს და აგრეთვე მათ მეგობრებს, ან სხვა პიროვნებებს, რომელთათვისაც ცნობილია ავტორის ვინაობა,
გთხოვთ, თავი შეიკავოთ მათი დასახელებისგან, რათა ეს არ გახდეს მოთხრობის კონკურსიდან მოხსნის მიზეზი.


თუ საკონკურსოდ გამოგზავნილი რომელიმე მოთხრობა არ მოხვდა ამ ჩამონათვალში, ავტორებს შეუძლიათ მოგვწერონ ელ-ფოსტაზე: urakparaki@gmail.com

კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 20 მარტს. ლიტბუნიობის ფინალურ ინტერნეტცერემონიალზე, რომელიც სავარაუდოდ დაიწყება 14:00-ზე და გაგრძელდება რამოდენიმე საათი

უფრო ზუსტი ინფორმაცია და ბმულები, სადაც შეგიძლიათ უყუროთ ამ ცერემონიალს, დაიდება ამავე თემაში
ეცადეთ, არ გამოტოვოთ საინტერესო სანახაობა.
-- http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1191&st=60


https://www.facebook.com/mimosu/posts/525367027514078?notif_t=like


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4031
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "ლიტბუნიობა"   Wed Mar 20, 2013 7:43 pm

„ლიტბუნიობის“ მეოთხე (პროზის) კონკურსზე გამარჯვებულები გახდნენ:

პირველი ადგილი - გამარჯვებული არ გამოვლინდა

მეორე ადგილი - გია არგანაშვილი "შავ-თეთრი მოთხრობა" (# 51) - 800 ლარი


მესამე ადგილი - დავით ალელიშვილი "ზეცის კარიბჭე" (# 19) - 500 ლარი
მესამე ადგილი - ირაკლი კაკაბაძე "ღვთის ჩიტები" (# 27) - 500 ლარი


ვულოცავთ გამარჯვებულებს! Smile

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: "ლიტბუნიობა"   

Back to top Go down
 
"ლიტბუნიობა"
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: