არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 „ხვარამზეობა“

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: „ხვარამზეობა“    Thu Aug 25, 2011 2:10 pm


მხატვარი ნანიკო ბურდული-ტალიაშვილისა

ლიტერატურული კონკურსი “ხვარამზე 2011”


ა/ს კავშირი “ფშავის აღორძინება და განვითარება” და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აწყობენ ფოლკლორის ზეიმს და სახალხო დღესასწაულს “ხვარამზეობა”.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ლიტერატურული კონკურსი პოეტი ქალებისათვის ხვარამზეს სახელობის პრემიის მოსაპოვებლად.
კონკურსის გამარჯვებულთათვის დაწესებულია სამი პრემია “ხვარამზე”

I პრემია - 500 ლარი
II პრემია 300 ლარი
III პრემია 150 ლარი

საკონკურსოდ ნაწარმოებები მიიღება 2011 წლის 11 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით. გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება თიანეთის რ-ნის სოფ. არტანში 2011 წლის 20-21 აგვისტოს “ხვარამზეობის” დღესასწაულზე.


კონკურსის წესები და პირობები

კონკურსში მონაწილეობისათვის დაიშვებიან პოეტი ქალები;
საკონკურსოდ მიიღება ავტორის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი სამი ლექსი, რომლებიც რაიმე ფორმით არ ყოფილა გამოქვეყნებული (ინტერნეტსივრცეში განთავსებული, ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წაკითხული);
კონკურსში მონაწილეობისათვის ავტორებმა უნდა წარმოადგინონ ორი დახურული კონვერტი მათთვის სასურველი დევიზით.
- პირველ კონვერტში მოთავსებული უნდა იყოს საკონკურსო ნაწარმოებები - ცალ-ცალკე თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი სამი ლექსი და ამ კონვერტზე მიეთითება “კონკურსი – ხვარამზეობა 2011”
- მეორე კონვერტში მოთავსებული იქნება ინფორმაცია ავტორის შესახებ (გვარი, სახელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და საკონკურსო ნაწარმოებების ჩამონათვალი) ეს კონვერტი იქნება მითითების გარეშე. ავტორის გვარ-სახელის დაწერა კონვერტზე აკრძალულია.
ნაწარმოებების წარმომდგენები მიიღებენ სარეგისტრაციო ნომერს, რომელიც იმავდროულად მიენიჭება ნაწამოებებს და წაეწერება მათ მიერ წარმოდგენილ კონვერტებს.
ნაწარმოებების წარმოდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ კონვერტებს ნაწარმოებებით მიიღებენ ჟიურის წევრები, ხოლო კონვერტები ავტორების შესახებ ინფორმაციით დარჩება საორგანიზაციო კომიტეტში.
ნაწარმოებებს 10 ქულიანი შეფასების სისტემით შეარჩევს ჟიური 5 წევრის შემადგენლობით.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. პირველი ეტაპის შემდეგ შეირჩევა 15 ყველაზე მაღალქულიანი ნაწარმოები.
კონკურსის მეორე ეტაპზე 15 ყველაზე რეიტინგული ნაწარმოებიდან ჟიური შეარჩევს სამ გამარჯვებულს.
ნებისმიერ საპრიზო ადგილზე ორი ან მეტი თანაბარქულიანი კანდიდატის აღმოჩენის შემთხვევაში ჟიური მოაწობს კენჭისყრას უმჯობესის გამოსავლენად.
კონკურსის ორივე ეტაპზე მონაწილე ავტორების ვინაობა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგაც დარჩება უცნობი ჟიურის წევრებისა და კონკურსის ორგანიზატორებისათვის.
15 ყველაზე მაღალქულიანი ნაწარმოებების ავტორები მიწვეულ იქნებიან თიანეთის რ-ნის სოფ. არტანში “ხვარამზეობაზე”.
კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება და გამარჯვებულთა დაჯილდოება მოეწყობა 21 აგვისტოს “ხვარამზეობის” დღესასწაულზე.
კონკურსში შერჩეული 15 ყველაზე მაღალქულიანი ლექსი დაიბეჭდება ალმანახში “პირიმზე”

საკონკურსო მასალა 3 გამოუქვეყნებლი ლექსი და თანდართული (მეორე კონვერტში) ინფორმაცია ავტორების შესახებ უნდა გამოაგზავნოთ (მოიტანოთ) მისამართზე თბილისი, გამსახურდიას გამზ. # 31, ლიტ. კაფე, ბიბლიოთეკა #33.

საკონტაქტო ტელეფონები 593 903940 (მარიამ ხუცურაული)
597 762244 (ნინო ჩეკურიშვილი)
2370774

study


Last edited by Admin on Mon Sep 16, 2013 11:47 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: „ხვარამზეობა“    Mon Nov 07, 2011 12:34 pm


"ხვარამზეობა–2011", ირმა ხარშილაძის ფოტო, არტანი (თიანეთის მუნიციპალიტეტი) – გვირგვინებით თავშემკულები არიან (მარჯვნიდან მარცხნივ): ლელა ცუცქირიძე (პირველი ადგილი), ნინო ქადაგიძე (მესამე ადგილი), მარიამ წიკლაური (მეორე ადგილი).

http://www.facebook.com/video/video.php?v=239595149415635&comments – ამ ვიდეოდან ჩვენთვისაც გამოირკვა, თუ ვინ იყო ლიტერატურული კონკურსის, "ხვარამზეობა–2011" სამოცდახუთი მონაწილიდან ინკოგნიტო ჟიურის მიერ ამორჩეული თხუთმეტი ავტორი, – და ქვემოთ, სახელისა და გვარის წინ იმიტომაც წერია კონკურში მონაწილის ნომერი...


#51 ლელა ცუცქირიძე

დიაფილმი - პირველი ადგილი

ასეა ყოველ ლილოჭრელობას:
დნება და დნება თვალსდახელსშუა ჩემი სოფელი –
მთის კალთაზე შერჩენილი მყიფე ლოლუა,
დნება და დნება...
ჯერ ერთი სახლი ემსგავსება გატეხილ კოკას,
მერე – მეორე...
ჯერ ერთი ეზო ჩაცურდება ფერდობებზე ჩალის ზვინივით,
მერე – მეორე...
დრო რომ უქსოვს ანწლისა და შამბის არშიებს, ეგ რა შვებაა. . .

რაც იყო, ახლა დიაფილმის კადრებია, უხმო კადრები:
“ვისი სული გსურს”,
“ხიდობანა”
და “ბორა-ბორა”,
დაბორიალობს ორღობეში ბერიკაცივით
ბიის სურნელი და ბაიზე – ზანტი ობობა.
უღელში მარტოდ დარჩენილი ნიშა ხარივით
ძლივსაღა მოათრევს ცის ძირიდან მთვარეს დაისი,
კადრზე კითხულობ გადაძახილს;
- ზურია უუუ!
- ვახტია უუუ!
- რუსუდან უუუ!
ეს უკვე ნიშანვს: საღამოა.
ასეთ ამინდში,
მეტი რა უნდათ ციცინათლებს,
ყველაზე კარგად თამაშობენ დახუჭობანას.
აჩერებ კადრებს.
აქ წაკითხვაც აღარ გჭირდება:
ბებია, გობი, გობზე – ფქვილი და კეცზე - მჭადი,
დედა, რომელიც ყოველ ღამით შიშზე გილოცავს,
მამა, რომელიც ყოველ დილით წყაროზე ჩადის.
კედლები, ძველი გაზეთები შპალერის ნაცვლად,
წვივებისა და მხალისათვის – თოთო ჭინჭარი,
წყალ-წყალა ღვინო თლილ ჭიქაში, გათვალვა - ნაცრად,
თეთრი მაქმანი “შიფანერზე”, ჭრელი ჭილობი...
მეზობლის ლუბა, მეზობლის ნინა, ჟოჟიკა, ბაღდო...
ბარდებში - დედის მომლოდინე ბუსუსა ბარტყი,
შემოდგომობით - ქარისაგან სილაგწნული
შაფრანი,
აუჰ, ზამთარში კი, ბარდნის და ბარდნის. . .

ეს დიაფილმის კადრებია, კადრებს მიღმა კი:
ჩვენსავით ასე,
თამაშ-თამაშით,
ბედნიერების თამასას წევს მაღლა სიკვდილი
და დაცლილ მთაში,
მარტოობა მობეზრდება საფთხობელასაც,
ჯოხზე დაკიდებს გვიმრის ფუთაში გამოკრულ სოფელს,
მხარზე გაიდებს
და გაღმა, რკინისმესრიანი სასაფლაოსაკენ წაჩანჩალდება.

ჩემს დიაფილმზე...
ჩემს დიაფილმზე ბოლო, ხმოვანი კადრი დარჩა:
ბალახებში კუტკუტებენ კუტკალიები:
“ამის პატრონმა რა ქნას...”
“ამის პატრონმა რა ქნას...”
“ამის პატრონმა რა ქნას...”



#35 მარიამ წიკლაური

ცას აბია ცაბაურთა - მეორე ადგილი

ცას აბია ცაბაურთა –
ცის და მიწის უდის საყმო.
ღრუბელი რომ დაადგება –
ღვთისკარსა ჰგავს, უფლის სამყოფს.
არ იქნება, ეს სამყარო
კაცისად და ღვთისად დაჰყონ.

ცას აბია ცაბაურთა,
შუაფხოს მზერს არაგვიანს.
ავისგორზე ჟამთა ყანას
არც თესავენ, არცა მკიან.
წამი მწიფს და წამიHყვავის,
რად არ ჰყოფნის ადამიანს?!

ბებერ კაკლებს - ჟამის აკვნებს
ცეცხლი უწევთ მკლავზე ელვის,
ნასახლარი ადევს გულზე –
დადის ლანდი ხევისბერის,
ქვის აკვნებში სევდას არწევს
ბერდედოთა მონამღერი.

იახსარის ნაქუსლარზე
მზის ცვრიანი ელავს ბუნჩი,
კარატისწვერს ტბის ცრემლია,
იქ ყვავილიც ყმაა უნჯი
ამ მთებს, უფლის მადლით სავსეს,
მაინც უჩვენობა უჭირს.

მზე გადის და მზე გამოდის,
აქ მარადი ერთი დღეა!
ღამე ვარსკვლავმსხმოიარე,
ბინდის ლურჯი ნათლის ხეა,
სიყვარული არაგვივით
გახმიანებს, სულიც მხნეა.

ყორნები ცის ძაძებივით
ჩანან, მკვდარ დროს თვალებს თხრიან,
თენდება თუ დარჩენიათ
ღვთისშვილთ ზეცის კარი ღია?
გაწყვერტილი ოქროს შიბი
ცაბაურთის წვერს აბია.


#48 ნინო ქადაგიძე

მეტრფე - მესამე ადგილი

მწყემსის მეტრფე ვარ,
მთის წვერზე ვცხოვრობ,
მიმწიფს ბალახი
ფიფქების ქოხში.
ცოტა არტოსი, ნაკურთხი წყალი,
ან სეფისკვერი
საუზმედ მყოფნის.
ოცდაცამეტი ცხვარი დამიდის
ფერისცვალების იალაღებზე,
ხან ჭყინტი დილა
ამომყავს მუჭით,
ხან ღრუბელს ვახვევ...
კუდიხრილას
ჯეჯიმზე ვქარგავ
წვიმების თხორით.
ამ მოფუსფუსე დილასავით
ნისლები – როგორც თაფლი და რძე
ბილიკზე მომდის.
მწყემსის მეტრფე ვარ,
მთის წვერზე ვცხოვრობ,
მიმწიფს ბალახი
ფიფქების ქოხში.
მე ესეც მყოფნის...



#52 ნინო ქოქოსაძე

ლიფტის მინიმა

მეორე...
მესამე...
მეოთხე...
ტაბლოზე ინთება სართული.
მე ხომ უცნაური ჩვევა მაქვს –
ყველაფერს ვართულებ!
ახლაც მეეჭვება – სახლში ხარ?
ან იქნებ აღარც კი მიმელი.
აჰ, სხვა დროს!
აჰ, სხვა დროს, ძვირფასო!
მესამე...
მეორე...
პირველი...


#37 მაია იასეშვილი

ვაი, თემო და სოფელო

”ან შენი ძმა მქნა მოწილე
აროდეს გაგეყრებოდი”.
სამუკათ ხვარამზე


მიჯნურის ცეცხლი არა მწვავს,
გულს სხვა სახმილი მინთია,
რით მჯობს სამუკათ ხვარამზე,
ჩემზე ლამაზი რითია?!

უნდა გულს ჯავრად ჩაგერჭოს,
ნანდაურობა სწადია,
მეც ვილტვი შენი გულისკენ
სამ-ოთხი წელიწადია.

“ან შენი ძმა მქნა მოწილე”,
გაგეყრებოდი აროდეს,
კელაპტრად აგენთებოდი,
ხახმატის ჯვარი გწყალობდეს.

მაგრამ ეგ შენი სწორფერი
ლეგენდაა და მითია,
ვინ არის ნეტა, ხვარამზე?
ჩემზე ლამაზი რითია?!

წარსულის ლანდებს აღმერთებ,
ცოცხალთა უარმყოფელო,
თვალწინ გყავარ და ვერ მამჩნევ,
“ვაი, თემო და სოფელო”.


#6 ნინო ლარცულიანი

ლამარია

აღმართს მოვუყვები შენსკენ,
ლამარია,
სისხლის მდინარე მაქვს
- ურჩი არაგვივით.
ლილეეეე!..
სიყვარულმა ისე გადამრია,
გული მიფრიალებს
ომში - ალამივით!

აღმართს მოვუყვები შენსკენ,
ლამარია,
გზაზე თმებს მიშლიან,
ქარის ასულები,
თითქოს მხლებლებივით,
გვერდით მომყვებიან
მხარზე შემოუდგამთ
კოკა და სურები.…

როგორ მესურვები,…
მგონი, აღარ დარჩა
ჩემში არაფერი
შენით შეუცვლელი,
შენი მონატრება
მთიბავს უთიბესად,
მთიბავს უთიბესად,
როგორც თავთავს
- ცელი!
ნაწნავს დანაწვიმებს
შავი ყურძენივით,
ნელა ჩაგაწურავ
უბის საწანხელში,
გულიდან აგიფრენ
მაგ ველურ არწივებს,
მერე დამედევნე
მზიან სანახებში!..

აღარ მენაღვლება
აწი არაფერი,
რაკი გაერთხაზდა
ჩვენი ბილიკები,
რაკი მზერა ისე
ფიცხად დამადევნე,
როგორც მონადირის
ჩქარი მარეკები!

მე ვერ მეყვარები
უმთო და უმზეო,
გულზე უნდა გედოს
ცეცხლის ნაკერები,
მთელი უმზევეთი
უნდა გავამზეოთ,
უნდა ჩამოვკრიფოთ
მწიფე ვარსაკვლავები!

ახლა ქარი მთიბავს,
აღმართს მივუყვები,
ლილეეე! – ჩემი სისხლი
ურჩი არაგვია,
რაც ვერ გაგიმხილე
- უშგულს მოვუყვები
როცა ჩამიხუტებს
გულში ლამარია!



#12 თამარ ლომიძე

როგორც ბიბლიას

შეხედე, ჩემო...
მთვარე როგორ უცებ აიმღვრა,
ჩამოიშალა ჩუქურთმები
ვერცხლის დაშნიდან...
სარკის ნატეხებს დაემსგავსა
ნისლის მორევში,
სულში ჭრილობა შემატოვა
სასჯელის ნიშნად.
ახლა...
მეც მალე დამცვივდება
ფერები ნატვრის
და წვიმის ფარდებს დაუშვებენ
ციდან მიწამდის...
ო, რომ შემეძლოს,
ევას ნაქონ ლეღვის ფოთოლსაც
გასაავდრებელ ხვალესავით
გადავიცვამდი,
ოღონდ ვიცოდე,
რომ ზეცისას მეტს ითხოვ ახლა,
გამწყდარი ხმები
ხმელ ტოტებად ჩაცვივდნენ ხევში,
მავანის მკერდში
აღარ ტოკავს მცირე კაენი,
არ მემწარება
დათაფლული ვაშლის ნაკბეჩი.
ოღონდ ვიცოდე,
ბედის მწერალს
რა სიტყვა დასცდა,
რა ხაფანგს მიგებს
ხავერდივით მიწის ალერსი...
რას მეტყვის დედა,
შეშლილი თვალებს როცა ჩახედავს,
რას დაარქმევენ მეგობრები
ნათლობას ლექსით.

ჩემი ედემი
არ ნებდება ხილვებთან ჩურჩულს,
ყრუ ტყვიასავით
მეკარგება ბოლო მარცვალი...
თურმე, სიზმარში
ცხადზე ცხადი არის ყოველი,
სადგან სიცრუეს
სინამდვილე უკეთ გასწავლის.

შენს ნაკრძალშიაც
სულ საეჭვო ხილი მწიფდება...
ცრემლი ისე დუღს,
ტანჯვაც, თურმე,
ხდება ნეტარი...
პირს მომდგარ სულსაც
ჩავაბრუნებ ისევ სხეულში,
ოღონდაც
მთვრალი სიყვარულით ავივსო თვალი.

სხვა ჟამი დგება...
ბროწეულის გვიგვინებს ვიწნით,
ცხვრის ფარასავით ვერეკებით
ჩიტებს მახეში,
უძაღლო სოფელს
კატითაც კი ვაყეფებთ, ჩემო,
როცა სიმწრისგან
ლოდებიც კი ყრია ნაღეჭი.

ყველას თავისი
წილი მზერით მოეკითხება,
ჩვენი წამები
ჩვენთან ერთად გადათვლილია...
როგორც ურჩ ბატკნებს
დაგვატრებს უფალი მხრებით
და სულს გვიფურცლავს
სიყვარულით,
როგორც ბიბლიას.


#13 ნანა ცინცაძე

ვეძებ

ისე ძალიან მიყვარხარ,
ვერ გაგიმეტე ჩემთვის...
გული შეასკდა ნიაღვარს,
სულის კივილი შემშლის.
ნეტა, ვის ვარქმევთ პირველს და
ნეტა, ვინ არის ბოლო...
კვირტმა მიწის ქვეშ იფეთქა,
მე მელოდება მხოლოდ.
წამით გაშეშდა მსოფლიო,
წამი არ კვდება წამში.
ჯერ სისხლით ვწერდი, მოდიო, -
მერე მე თვითონ წავშლი.
ისე ძალიან მინდიხარ,
ჩემი სურვილი მეწვის.
მაინც სხვა გზებით მივდივარ,
ხიდია მხოლოდ ბეწვის.
არ მინდა შენი შეხება,
წადი, რომ სადმე გნახო,
შენი აჩრდილი მეხვეწა,
რომ ისევ ხელი ვახლო.
ეს სულ ერთია, ვინა ხარ,
არ გკითხები სახელს.
ეს მე მინდა და მიყვარხარ
და ჩემი ხორციც ამხელს,
რომ მავიწყდება სიკვდილი,
როცა ქვესკნელშიც გეძებ.
გკარგავ... მოგიხმობ გიჟივით,
გპოულობ... შენთან ვერ ვძლებ.



#19 ფიქრია ყუშიტაშვილი

ცალ წინდად დაქსოვილი არაკი

(ვახუშტი კოტეტიშვილის ხსოვნას)

ზეცაში ციცქნა ქოხია,
იმ ქოხში მგზავრი ისვენებს,
საჭმელად ხმელა პური აქვს,
სასმელად ღვინო ხელადით,
სტუმარი, მშიერ-მწყურვალი,
თუ მოსვენებას ინებებს,
ქოხამდე მიდის ბილიკი,
გზა კლაკნილი და ცერადი.
ქოხს დასცქერს შვიდი მნათობი,
ვარსკვალავთა მნათი კრებული
და წნული ღობის სანაცვლოდ
ცისარტყელაა შვიდფერი.
ცად გამჭვირვალე ეთერში
ღრუბელი გარინდებული,
საკვამურს ასდევნებია
როგორც ოცნება ცისფერი.
ქოხს არც კარი აქვს რაიმე,
ძნელად სახსნელი კლიტენი,
არც მცირეოდენ სარკმელი,
ან ჭუჭრუტანა პაწია,
იმედის დნება სანთელი,
იწვის და არცა იმდენი,
ჩემ სიყმაწვილის ნდომანი,
ფიქრმა ჰამაკში არწია.
ვერ ავისრულე ვერცერთი,
დინჯ გუნებაზე ნაფიქრი,
ქოხამდე ბილიკს მივდევდი
და გზაში გამიავდარადა,
მე უშენობას რა მრჯიდა,
ფიქრის გორგალი ძაფივით
გაწყდა და ვერ გადავაბი,
იმად ვარ უფრო ავადა.
თუ არ მიმუხთლა განგებამ
და ადრიანად მომცელა,
დაგელოდები მაშვრალი,
მძებნელი სვე და ბედისა.
ნაგვიანევი თუ იყო,
ამქვეყნად ჩვენი შეხვედრა,
რომ მასპინძლობა იმ ქოხში
უფლისგან მე ვერ მეღირსა
და შენი პურის ყანების
მწიფე მტევნების ზვრებისა,
ნაფერებ-ნასათუთევი
ერთი ობოლი ოცნება,
თვალისმომჭრელი ნათებით,
ვით კუდიანი ვარსკვლავი,
გახევს სამყაროს რიდეთა,
ზეცაში გაიტყორცნება,
ქოხს მოადგება დაღლილი,
იქ დაგიხვდება მღიმარი,
პური და ღვინო ხელადით –
ტრაპეზი ჩვენი ქორწილის
და შეფერებულ ხატებად
ნეფე-დედოფლის არაკში
ნებიერ ქმრისთვის ვიქნები
ცოლი ნაზი და მორჩილი.

იყო და არა იყო რა,
ჭირი და ლხინი რამ გაყო,
უფლისგან ცოდვილ-უცოდველ
ყველა ერთადა ვხსენდებით,
ერთი პატარა ამბავი
უბრალო სიყვარულისა,
რითმაში წინდად დავქსოვე
თავისი “ჰეფი ენდებით”...



#34 დალი მუხაძე

ფშავის მზეს

სააქაოში ლოდი ვარ,
იქ – სულის ლურჯი ყვავილი.
შორი მთებიდან მოვდივარ,
გზაწვრილსაც მალე ჩავივლი.
ცას სამკაული შევხსენი -
ვარსკვლავიანი იოტა,
სინანულის კარს დავკიდე,
ნასეტყვი მხარი მტკიოდა.
მთვარე ვიკერე პერანგზე,
სვემ ბინდისფერი მარგუნა,
მაინც შენ მავსებ, დედამზევ,
დამეფინები სალბუნად.
შემოგკივლებენ ქორები
მთის წვერზე მდგარო ბორჯღალო,
ცოდვილთა ცაზე გორებით
ვერგაცევთილო ბორბალო.
საწუთროს ჭია ვერა მჭამს,
ჩამომცქერიან ტინები,
ცისდასალიერს, მწუხრის ჟამს
ცვარ-ნამად დამეფინები.




#36 ნატა ვარადა

მოულოდნელად მწვანე ქლიავი ალაპარაკდა

25 ივლისი. დილის საარი, ხუთი გამხდარა.
გამეღვიძა. მთელი ღამის ჩაკეტილი კარი შევხსენი.
ურდულისაგან ვათავისუფლე-მეთქი, ჰაერი შემოვუშვა.
დამწვარი ნაგვის კვამლი ქურდივით შემოიძურწა.
სულდგმულები, თავ-თავიანთა გაყურსულნი, ძილში იდგნენ.
როგორ ვინატრე სოფლის სახლში ყოფნა.
მამასთან.
ჩამოვიდოდი დაბლა, სადაც წევს.
- რა იყო, შვილო,
მუცელი გტკივა? მოდი, აბა, შემომიწექი.
ჯერ ვუარობ. ტკივილს ვეღარ მოერევა ჩემი სიმორცხვე.
ვუწვები, მაგრამ ნაპირისკენ მივიწევ მაინც,
სადაცაა გადავვარდები. მამაჩემი რაღაცნაირი კმაყოფილი
ჩემი ასეთი მორიდებული სხეულის გამო,
თავქვეშ ამომდებს მარჯვენა მკლავს,
ძალიან გამხდარს, მაგრამ კუნთიანს.
საბანს ძლიერად ამომიკეცავს მარცხენათი,
ჩამათბუნებს და ჯადოსნურად ილოცება, თვისებურად:
ახლა გაგივლის!
ჩემეძინება. გამხდარ სხეულს ისე ვეკვრი,
მამაჩემი იწევა განზე,
სიზმრად ვარ, მაგრამ ასე მგონია,
ჩემს ნაწილში დავბრუნდი და მეორე ნაწილს, ანუ დედას,
სხვა საწოლში მწოლარეს ჩუმად,
უნდა შევერწყათ. თითქოს ჩემი ნახევარი შემოვიერთე.
ქრება ტკივლი თავისთავად. რა ძალა აქვთ მამის სიტყვებს:
ახლა გაგივლის.
დილით კი ადრე, ხუთისკენ ასე,
სანამ მამა ადგება და ღუმელს აანთებს,
გამოაცურებს ფრთხილად მკლავს და თავქვეშ დაიდებს,
გადახსნის ფარადს, წითელვარდება, მწვანე ფარადს,
ღამეს რომ ძველი მხედარივით არ უშვებს სახლში,
გადასწევს და ჩვენი ეზო კარალიოკისფრად ანათებს.
ისე ღუის იანვარში კარალიოკი, ისე ღუის,
გადამწიფებულ დამსკდარ ნაყოფებს თვითონ სთავაზობს
ნისკარტმაგარ მთის ბეღურებს.
შავ-შავ შაშვებსაც ჩამოიხმობს შორი ტყიდან და...
თითო-თითოდ, ალაგ-ალაგ მოდის
ასე სათითაოდ, ზეციდან თოვლი.
თეთრდება მიწა, კარალიოკისფერი წმინდა სითეთრეში ეხვევა.
თითქოს სუდარაში ახვევენ ეზოს.
მამაჩემი გაყურსული გასცქერის თოვას,
ერთი სული აქვს, გავიღვიძო, აღტაცებისგან მოვრთო კივილი,
“თოვლიი, თოვლიი!”, წამოვხტე მისი თბილი საწოლიდან
და მთელი სახლი შემოვირბინო.
მაგრამ თავს ვიმძინარებ,
მიყვარს, როცა მამაჩემი თავქვეშ ორივე მკლავამოდებულია.
წევს, თითქოს ჯვარცმიდან ახლად ჩამოხსნილი, ისევე ცოცხალია.
გასცქერის ჩუმად ეზოს ხეებს და
ხეები თოვლის სიწმინდეში გათხუპნულები, ხმელტოტებით უდასტურებენ:
წელს მოვისხამთ. ჩიტბუდეებს კი არა, როგორც შარშან,
ნაყოფით ტოტებს დავიზნიქავთ.
გვახსოვს შენი ცულის სიმწარე.
სამჯერ რომ დაგვკარ შემოდგომისას.
დააშინო უნდა ხეო,
ვინც არ დაისხამს, დაჰკრაო ცული.
ყველა კაკალი, თავის ტანზე აყოლება ჭრილობას მალავს –
მოულოდნელად მწვანე ქლიავი ალაპარაკდა.

მამაჩემი კი ამ ხესთან, წლებია, უბრადაა.
მე და ჩემმა ბებიამ,
ერთ ზაფხულს, გავმართეთ ომი.
ამ ძალიან ლამაზ ქლიავს ერთმანეთს არ ვაცლიდით.
უცნაურად გემრიელი ჰქონდა ნაყოფი,
დახუნძლულიც იყო,
მაგრამ ბებიაჩემი ყოველ ფოთლის შეწყვეტაზე ეჭვიანობდა.
მამაჩემის ცული ჩაერია ამ ბრძოლაში,
ვერცხლისთმიანმა,
დამარცხებული ჯარის მესარდლემ, დროშა დასწია.
ახლაც ხანდისხან მიწიდან ამბობს:
- ეს ერთი ხე დამრჩა არჩილასაგან.
ჩემი თექვსმეტი წლის ძამიასაგან.
ქერჩში დაიღუპა ის საწყალი,
მისი საფლავიც კი არ გვეღირსა.
ქლიავის ნერგი არჩილამ მომიტანა,
დარგე ჩემს სახელზე, მარიამოო, შენ კი
ამ ბალღის ახირებამ მოგაჭრევინა.


#41 ნინო სადღობელაშვილი

ქარისპირული

მზემ გაგიხსნა დარაბები, დილაო და ნანა,
მოგამზადებთ, ჩვენ შეგმოსავთ, ვარდის წყალო, ნანა,
თავზე იას, შუბლზე – ზამბახს, გულის ბჭეო, ნანა,
მუხლებს ღრუბლის წვენში გაგბანთ, სილაჟვადრე, ნანა...

მიგაცილებთ კარიბჭემდე, შენ არ შეშინდეო,
მინდორზე კრავს გაგაყოლებთ, ჩვენ კი შეგვინდეო -
ამ ნაპირზე იფურჩქნება ჩვენი შებინდება,
შენ კი, ბალახს ფეხს რო დაჰკრავ, მეტი მოგინდება...

ვარსკვალვებს რომ ჩამოურბენ, ადრიანო ცაო,
არ დახარბდე, ყოველ ჩქერზე ხელი დაუცალე.
მაინც შიშვლად იბადები, სიყვარულის ცალო,
ვერ გამოცვლი იმ შენს ვარსკვლავს, ცაც რომOგამოცვალო.

უკან აღარ მოიხედო, ლურჯთვლება ნანა,
მიგელიან შენს ნაპირზე, ყვავილებით დგანან,
შენზე უფრო ჩვილებია, უმწეონი, ნანა,
მშობლის ენადავიწყბულ უცხო მგზავრებს ჰგვანან...

არ შეშინდე, ციცქნა ძვლებით ამ ცის ხსოვნას გატანეთ
და როდესაც ქარი მოვა და ფრთებს შენზე გაშლის,
შენი ძვლები იმღერებენ მაგ სიმღერას ქართან
და იდგები სამყაროში ფრთაგაშლილი ბავშვი.

მზემ გაგიხსნა დარაბები, დილაო და ნანა,
მორჩა დავიდარაბები, მალე გაჩნდი, ნანა...




#47 მაია მიქაია

გამხელა

გაზაფხულს დაუსკდა დვრილები,
წლიდან წლის მოაქვს სასწაული.
მთას აქეთ მახარებს თრთვილები,
მთას იქით – ჩემი ნანდაური.
ფეხქვეშ ბალახს სძინავს ლორთქოს და
მასაც აქვს რამ სავედრებელი,
თოვლს ისე ეკრობა, როგორაც
დაგლეჯილ გულს საკერებელი.
თვალებში ცრემლი რომ გგონია,
წყაროა, ხიდს ელის ბონდისას,
ვერ შევებრძოლები გოლიათ
სიყვარულს, ასე რომ მჯობნის და
ბუდეს ავიშენებ ვარდებით,
იყოს სალაღო და სალხინო,
იქ ვყავდეთ ერთმანეთს, ბარტყებიც
იქ ვაფრთიანოთ და ვაფრინოთ.
დღეები წლებს ისე კეცავენ,
რა დროს ლოდინია, ნუ მიწყენ!
ახლავ სჯობს ტკივილი კვნესამდე,
სისხლს რომ დაარუებს გულისკენ.
ახალავ სჯობს ნამალის გამხელა –
შენა ხარ ამ გულის მიზანი,
მე - შენი თვალების გახელა
და შენი მკლავების ხიზანი!


#56 მაია გონჯილაშვილი

მუხამბაზი

შემოდგომის ფოთოლივით
ავცახაცახდე?..
გვერდს ნუ მივლი,
განა შიშის მონა ვარ.
ჩემს სხეულში, თრთოლვა,
გრძნობის სითამამე
პრიაპს მოჰგავს,
მითებიდან მონატანს...
მთის წყაროს წყალს ნუ ჩამივლი
შორიახლოს,
პეშვით შემსვი,
შემიგრძენი ვინა ვარ,
უკვდავების ქალღმერთივით
შემისახლო,
ვეღარ დამთმობ, შენი სულის
ბინადარს...


#65 კატო ჯავახიშვილი

***

ქალავ, მთას ნაწნავი უმოკლდება,
ბარად, მთები არა, ბორცვებია.
ეგებ შეგაჩერონ ამ კლდეებმა
სანამ ფერდობები გაცვდებიან.
ტოვებს ნისლი ახლა და ხეობებს
ადევთ ჭირხლად ჩემი ანათალი,
ნეტა, სუროსავით მეხვეოდე,
ნეტა, ღამეებად დამეთვალე.
ქარებ დაგივლიან სიზმარეთში,
კაბა აგწევია მუხლისთავზე,
იქნებ სიტყვად მაინც ამომეთქვი,
ფურცელს ლექსად მაინც დაგსრისავდე.
ვარცლში გულმოკლული მთვარე გდია,
ხევი ივსება და იბურება,
აღარ შემომძახო შარაგზიდან,
აღარ გამაგონო დაბრუნება.
ცრემლი დასდენია კარიბჭეს და
ხავსი დავიწყებად მოსდებია...
ქალავ, მთას ნაწნავი უმოკლდება,
ბარად, მთები არა, ბორცვებია.

study


Last edited by Admin on Sun Jul 08, 2012 9:07 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: „ხვარამზეობა“    Wed Jun 06, 2012 8:57 am

2012 წლის 18 08, შაბათი
13:00-დან 19:00-მდე


თიანეთი, არტანი

ლიტერატურული კონკურსი “ხვარამზე 2012”

ა/ს კავშირი “ჩვენი ფშავი”, მცხეთა-მთანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და აწყობენ პოეზიის ზეიმს და სახალხო დღესასწაულს “ხვარამზეობა”.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ლიტერატურული კონკურსი პოეტი ქალებისათვის ხვარამზეს სახელობის პრემიის მოსაპოვებლად.
კონკურსის გამარჯვებულთათვის დაწესებულია სამი პრემია “ხვარამზე”
I პრემია - 500 ლარი
II პრემია 300 ლარი
III პრემია 200 ლარი
ჟიურის და საზოგადოების ჯგუფების მიერ შერჩეული ლექსების ავტორებისათვის ასევე გათვალისწინებულია წამახალისებელი პრიზები.

საკონკურსოდ ნაწარმოებები მიიღება 2012 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით. გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება თიანეთის რ-ნის სოფ. არტანში 2012 წლის 17–18 აგვისტოს “ხვარამზეობის” დღესასწაულზე.

კონკურსის წესები და პირობები
კონკურსში მონაწილეობისათვის დაიშვებიან პოეტი ქალები;
საკონკურსოდ მიიღება ავტორის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი სამი ლექსი, რომლებიც რაიმე ფორმით არ ყოფილა გამოქვეყნებული (ინტერნეტსივრცეში განთავსებული, ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წაკითხული);
კონკურსში მონაწილეობისათვის ავტორებმა უნდა წარმოადგინონ ორი დახურული კონვერტი მათთვის სასურველი დევიზით.
- პირველ კონვერტში მოთავსებული უნდა იყოს საკონკურსო ნაწარმოებები - ცალ-ცალკე თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი სამი ლექსი და ამ კონვერტზე მიეთითება “კონკურსი – ხვარამზე 2012”
- მეორე კონვერტში მოთავსებული იქნება ინფორმაცია ავტორის შესახებ (გვარი, სახელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და საკონკურსო ნაწარმოებების ჩამონათვალი) ეს კონვერტი იქნება მითითების გარეშე. ავტორის გვარ-სახელის დაწერა კონვერტზე აკრძალულია.
ნაწარმოებების წარმომდგენები მიიღებენ სარეგისტრაციო ნომერს, რომელიც იმავდროულად მიენიჭება ნაწამოებებს და წაეწერება მათ მიერ წარმოდგენილ კონვერტებს.
ნაწარმოებების წარმოდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ კონვერტებს ნაწარმოებებით მიიღებენ ჟიურის წევრები, ხოლო კონვერტები ავტორების შესახებ ინფორმაციით დარჩება საორგანიზაციო კომიტეტში.
ნაწარმოებებს 10 ქულიანი შეფასების სისტემით შეარჩევს ჟიური 5 წევრის შემადგენლობით.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. Pპირველი ეტაპის შემდეგ შეირჩევა 15 ყველაზე მაღალქულიანი ნაწარმოები.
კონკურსის მეორე ეტაპზე 15 ყველაზე რეიტინგული ნაწარმოებიდან ჟიური შეარჩევს სამ გამარჯვებულს.
ნებისმიერ საპრიზო ადგილზე ორი ან მეტი თანაბარქულიანი
კანდიდატის აღმოჩენის შემთხვევაში ჟიური მოაწობს კენჭისყრას უმჯობესის გამოსავლენად.
კონკურსის ორივე ეტაპზე მონაწილე ავტორების ვინაობა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგაც დარჩება უცნობი ჟიურის წევრებისა და კონკურსის ორგანიზატორებისათვის.
15 ყველაზე მაღალქულიანი ნაწარმოებების ავტორები მიწვეულ იქნებიან თიანეთის რ-ნის სოფ. არტანში “ხვარამზეობაზე”.
კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება და გამარჯვებულთა დაჯილდოება მოეწყობა კონკურსის მესამე ეტაპზე, 18 აგვისტოს, “ხვარამზეობის” დღესასწაულზე.
კონკურსში შერჩეული 15 ყველაზე მაღალქულიანი ლექსი დაიბეჭდება ალმანახში “პირიმზე”

საკონკურსო მასალა 3 გამოუქვეყნებლი ლექსი და თანდართული (მეორე კონვერტში) ინფორმაცია ავტორების შესახებ უნდა მოიტანოთ მისამართზე თბილისი, გამსახურდიას გამზ. # 31, ლიტ. კაფე, ბიბლიოთეკა #33.

საკონტაქტო ტელეფონები 593 903940 (მარიამ ხუცურაული)
597 762244 (ნინო ჩეკურიშვილი)
2370774

ბმული - https://www.facebook.com/events/312242325528459/

lol!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: „ხვარამზეობა“    Wed Aug 15, 2012 3:22 pm

Mariam Xucurauli, იგივე სანათა "ხვარამზეობის" კონკურსის გვერდზე - https://www.facebook.com/events/312242325528459/343213039098054/?notif_t=plan_mall_activity - აცხადებს:

"ამ დროისათვის მეორე ეტაპზე გადავიდნენ შემდეგი სარეგისტრაციო ნომრების
მფლობელი ავტორები:

##20, 22, 24, 45, 46, 47, 48, 49, 53, 54, 56, 58, 59, 61
მეთხუთმეტე ავტორის ნომერი გამოცხადდება 20 აგვისტოს.

ზემოთ მითითებული ნომრების მფლობელებს ვთხოვთ, თუ ემოციის გამოხატვისაგან თავს ვერ შეიკავებენ, აქ ნუ გაამხელენ საკუთარ ნომრებს. Smile Smile Smile

ფაქტობრივად თქვენ ყველა უკვე გამარჯვებულები ხართ. გილოცავთ და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს".
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: „ხვარამზეობა“    Tue Sep 11, 2012 3:13 pm



2012 წლის 15 სექტემბერს, 14.00 საათზე გიწვევთ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. არტანში ხვარამზეობის ზეიმზე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ხვარამზეს კრებულის "ვერცხლის თასადამც მაქცია" წარდგინება;
პოეტ ქალთა ერთი ლექსის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება;
ფოლკლორული კოლექტივების და ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონცერტი;
ხელნაკეთი ნივთების და ნატურპროდუქტის გამოფენა-გაყიდვა.
ორგანიზატორები ა/კ "ჩვენი ფშავი";
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია.
სპონსორები:
"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი"; შპს "ააფ-მენეჯმენტი"; შპს "ახალი ნათება"; საქართველოს გარერთიანებული პროფკავშირები; გამომცემლობა "საუნჯე"; გამომცემლობა "ინტელექტი".


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: „ხვარამზეობა“    Sat Sep 15, 2012 10:49 pm


დგანან (მარცხნიდან) - ლელა ცუცქირიძე, თამილა გოგოლაური, ქეთი დიდიშვილი, ეთერ მათურელი, თაკო ლომიძე; სხედან - მარიამ ხუცურაული და ლია ლიქოკელი.


ხვარამზეს პრემიის 2012 წლის ლაურეატები გახდნენ და ჯილდოები გადაეცათ:

გრან-პრი ლია ლიქოკელს, ლექსისათვის "აშექალის ქორწილი" (#20)

პირველი პრემია ქეთი დიდიშვილს, ლექსისათვის "ჭრიჭინობელებმა რა იციან" (#58)

მეორე პრემია ლელა ცუცქირიძეს, ლექსისათვის "შემოიარე, სიყვარულო" (#59)

მესამე პრემია თამარ ლომიძეს, ლექსისათვის "გალატეა" (#47)


study

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: „ხვარამზეობა“    Sun Sep 16, 2012 9:52 am

"ხვარამზეობა-2012"-ის გამარჯვებული ლექსები

ლია ლიქოკელი
(# 20 - გრანპრი)

აშექალის ქორწილი


ორი ბუ კივის ორი გორიდან,
ორი სახლი გაჰკივის ერთმანეთს:
-წავიდა აშექალი?
-წავიდა, წავიდა...
მისი სახელი მთვარესავით კიდია ცაში.
წავიდა აშექალი, შიშინებს ჭინჭარი
და ჩემს სიყრუეზე კბილები აცვდება.
ვზივარ, ჩამწვარი ნაღვერდალივით ნაწილ-ნაწილ მეშლება თავი.
წევს აშექალი. მშვიდი და შავი.

ღამეს გაგითენებ, აშექალო.
ისე დაგიჯდები, როგორც კრუხი
და ქოთქოთით დავაფრთხობ ლანდებს,
შენს გასათრევად გამოშვერილ შავ ფრჩხილებს რომ ჩამომისვამენ.
ღამეს გაგითენებ, აშექალო.
გიამბობ, როგორ შემეკრა ყელში მწკლარტე სუნთქვად
უშენო, ცარიელი ქვეყანა.

...

როგორ მივაყუდეთ თავები ერთმანეთს, აშექალო...
ბალახში ფუტკარივით იჯექი თმაყვითელი,
შენს თვალებს ვამღვრევდი, როგორც ლურჯ გუბეებს.
შიშველ ტერფებს ძირს დაყრილ მაყვალში ვისრესდი.
მკერდამდე გაწვდენდი თავს.
მაყვლიან პირს მომწმენდდი ჭრელი კაბის კალთით,
ქალი ხარო, სირცხვილიაო, ამბობდი.
წვრილ ხელებს მომხვევდი-
ჩემო დობილო, უნდა იცეკვო ჩემს ქორწილში,
ჩემო ასკილო,- მეუბნებოდი.
მინდვრის ყვავილებივით ობოლი დობილები,
მე და შენ- მზეთვალები.

ახლა ნახე შენი სიცილი, შენი სიცოცხლე,
ხმელ პიტნასავით ჩაფშვნეტილი წყლიან ჯამში,
ჩემი კაბის ნახევს რომ ვაწებ და სახეს გიწმენდ.
თავს ვერ მოვუყრი შენს გახსნილ ტუჩებს-
ნამაყვლარივით შეგხმობია მათზე სიკვდილი.
ვზივარ. ჩემს ფეხებს შენი ჭუჭყის ჭიანჭველები ესევიან
და მლაშე პურის კვერებივით გიცხობ ნელ-ნელა
საგზლად წასაღებ დამშრალ ცრემლში გაბანილ სიტყვებს.

წავიდა აშექალი, მითხრეს, შენი ობოლი დობილი.
გამოკეტა კარი და გზას დაადგა.
ლურჯი ნარი ღელავდა მინდორზე
და ჩემი წითელი წვივები
ზღვაში დაკარგულ ნიჩბებივით ტივტივებდნენ.
წვიმდა.
წავიდა აშექალი.
სისხლი მდიოდა კაბის ქვეშ. გავრბოდი.
იქნებ მომესწრო მაინც და მეთქვა...
სველი თმის კონით მცემდა ბალახი.
გავრბოდი, გზაზე ლღვებოდა აშექალის ზურგი,
ქვამარილივით მიდნებოდა თვალებში.

ვიწმენდდი ტუჩებს, აშექალო.
ქრისტესისხლას წვენით ვიწმენდდი ტუჩებს:
გადამეწმინდა უნდა ნაკოცნი.
უნდა მომესწრო შენთვის და მეთქვა:
ამომთხარე, ამომიბრუნე ფესვები,
მიწასავით ჩამომფერთხე მისი ხელების კვალი და წაიღე, წაიღე...
ნეტა მოგიკვდეს შენი თვალჭრელი დობილი, აშექალო.
შენი გულჭრელი დობილი.
შენი კაცის თვალების ქურდი,
შენი კაცის ტუჩების მძარცველი.
შენს კვალს ამოვუკოცნიდი, აშექალო, ცეცხლის ზღვა მივლიდა მუცელში.
ეკალი გამოვისხი, ავყვავდი.
გვიან დაინახე შენი დამწიფებული ასკილი, აშექალო...

...

ისე წევხარ, თითქოს სული მოითქვი სულეთის მინდვრების დედამ.
გიგროვებია ველური მარწყვი, თავსვილას ღეროზე აგისხამს.
ვეღარ გიჭამია, ჩაგჭყლეტია ხელებში.
მე თუ მხედავდი, მას თუ ხედავდი ისევ, აშექალო,
ისეთი ფერი ადევს შენს სიკვდილს,
ღია პირიდან დასიებულ ენასავით რომ გამოგჩრია.

თუ ხედავდი, ხევის პირს რომ დამეწია და
ყურთან ჩურჩულით მომიგერია წვიმის თითები,
მითხრა: წავიდეს აშექალი.
ახლა აღარ მოვეფარებით ბუჩქებს,
აღარ დაგიკენკავს შიშველ ტანს ეკალი,
ვეღარ დაგვინახავს- მშვიდად ვაჭამოთ მარწყვი ერთმანეთს.
წითელი წყალი დამალევინე შენი კანიდან.
ჩემი ენა და მკლავები მოიხვიე,
თვალების ტყვიას რომ დაგაყრის აშექალი.

...

სანამ ჭოტივით ტყეებს გაჰკივის თმაყვითელი შენი დობილი,
სანამ ხევსგაღმა შავი თვალივით ბრმავდება მისი ცარიელი სახლი,
წადი, იცეკვე, გვერდზე დაისვი მისი დანიშნული,
გადაიხადე ქორწილი, მითხრეს.

...

ჩამობერებულა შენი სამოსიც.
შენი სიმარტოვის სიმწარეს დაუფხავებია.
წევხარ, ნათელი გადაგდის შუბლზე.
ტუჩებს დაგადებ ღია თვალებზე მოცვეთილ ნისკარტივით,
ზიზღის ნაოჭებს ჩამოგწმენდ სახიდან-
მიყურე,
რამდენი წელია, არ გინახავს შენი დობილი,
ჩემს ჩრდილს ხედავდი და წყევლიდი.
ჩემს კვალს ნაცარს აყრიდი და ისე გაივლიდი.
მინდა, დამლოცო,
ერთი სიტყვა გადმოაფურთხო საჩემოდ და დამლოცო ასე:
მოკვდი, მოკვდი, ათასი წლის ყვავო.

...

იქნებ მართლა ტყეში იჯექი,
იქნებ მართლა ტყეში იცხოვრე ის სამი წელი.
მგელმა გააჩინა, ამბობდნენ შენზე.
იქნებ აშექალი მგლის ლეკვებს აჩენს, ვფიქრობდი მე
და ისინი ყმუიან ღამღამობით,
როცა კაცტიალის ხელები ტანს მიწვავენ.
ტყის სულად იქეცი და ნისლის თვალებად.
ყველაზე მაღალ ხეზე შემოჯდებოდი ჩხიკვად ქცეული და გვწყევლიდი.
და როცა ერთმანეთი სიძულვილამდე შევიყვარეთ,
გაიხსენე ზურგიდან კუზივით ჩამოწყვეტილი შენი სახლი.
ხევს გაღმა მჯდარი მაჯლაჯუნა.
როცა დაბრუნდი,
წისქვილის ქვასავით დაბრუნდი ჩემს თავზე, აშექალო.
და აჰა, ვისხდეთ ეხლა,
დღედამდნარი და თავდამდნარი,
ზოგი ცოცხალი და ზოგი მკვდარი.

...

ხევის ერთ მხარეს, გორის წვერზე, ობობასავით ზის შენი სახლი,
მწვანე ქსელივით გადმოშლის ეზოს.
მეორე მხარეს ჭიანჭველების ბუდესავით ფუთფუთებს
ჩემი ათასი შეშლილი თავით გამოტენილი მშიშარა ქოხი,
პერანგივით რომ შემოვიცვითე.
სხედან სახლები, როგორც უმძრახი ბუები.
როგორც მკვდარი კუნძულები ნისლში.
სხედან, უკვე ასი წელია.

...

რა ქალია აშექალი, მითხრეს.
ლამაზი.
კაცის თვალს ღილივით აიწყვეტს მკერდიდან,
გაივლის, ჩაწვავს, ჩანაცრავს მიწას,
მზეს ვაშლივით ჩამოამწიფებს.
თვალები უნდა დავთხარო.
სისხლი უნდა გამოვწოვო ჩემ კაცტიალს,
ტანში უზის თმაყვითელი.

ძაღლო.
ძაღლივით ითრიე ჩემი ძვლები, ჩემი ძარღვები-
მზეზე ფარდაგივით გადმოფინა ენა აშექალმა.
შეჯდა თავის დაყრუებულ სახლში, როგორც მარტოხელა ბაყაყი.
ქვებს თუ გააჩენს, გველებს თუ გააჩენს მაგის მუცელი,
ეგ ბერწი ძაღლი-
ამბობს ჩემზე.

თავებს აწყვეტს და უმად ჭამს ქათმებს აშექალი, მითხრეს.
შესალოცად დაჰყავთ ბალღები მასთან.
გამოულოცავს ავი თვალისას.

მიშველე, აშექალო...
ნეტა ხევში დამაგორებინა ეს კაცტიალი.
ზის და შენი სიტყვის სუნით მყრალდება.
მის ნაჭამს ვჭამ, მის კოვზს ვლოკავ. მის ნაპირალ ჯამს ვიყუდებ-
შენი გემო მოჰყვება, აშექალო.
იქნებ შემილოცო. სიზმარი ამესია:
სამი ბალღი თამაშობს მინდორში.
შენ ჩემი კაცი ხარ, ამბობს აშექალი.
მე და შენ ქორწილი გვექნება, ეს იცეკვებს.
ვცეკვავ, ისინი გვირგვინებს იდგამენ.
აშექალი თითის წვერებზე აიწევა და ყელში კოცნის.
ვცეკვავ, ძილის მზეში ცეცხლივით ღვივდება თქვენი ქორწილი.
ვიღვიძებ, ყელზე ნაკოცნს ვუძებნი-
ხელის კვრით მიშორებს კაცტიალი.
შემილოცე, აშექალო, ჩემი ავი თვალისა,
ჩემი შავი გულისა.
ისე გავიყარე გულში შენთვის მოპარული წლები,
როგორც ჟანგიანი საქსოვი ჩხირები-
ნახევრად ამოქსოვილ წინდასავით ცალ ფეხზე ძლივს ამომეტია ცხოვრება.

...

გაგხადე. ლურჯი ჩურჩულივით გაშეშებულან შენს ტანზე ძარღვები.
ყინულის თხელი, გრძელი ლოდივით წევხარ და იქნებ გათენებამდე არ დამიდნე.
შეგმოსავ ახლა სადედოფლოდ, ჩემო დობილო,
ქორწილი უნდა გადაგიხადო.

...

ხმელი კაკლის ხეები ნისლში ტოტებს ფარჩხავენ.
ცას ჩამოიცვამენ, წვიმის სისხლს ადენენ.
ჩემი კაცის ფეხის კვალი გიშრის მძივივით შემოუვლის შენს ეზოს.

უნდა დაგწეოდი მაშინ და მეთქვა-
აჰა, შენი იყოს.
სისხლი მდიოდა კაბის ქვეშ.
ლურჯი ნარის კივილს სველი აპკი უსკდებოდა მინდორზე-
წავიდა აშექალი. წავიდა სისინით-
ეხლა გაჭამოს მარწყვი ხელისგულიდან,
მესამის ბნელი ვნების ბოსელში გაცხოვროს...

ჩემი კაბის სახელოები ტყუპ-ტყუპად აჩენდნენ შენს ხელებს.
იზრდებოდნენ ისინი, ყვაოდნენ
აშექალის წვრილი, გრძელი ხელის მტევნები.
ყელს უღეღდნენ კაცტიალს,
გულის თავზე ემარხებოდნენ.
ვერ ვაჩერებდი.
ავიღებდი ხელებს, კუნძზე დავაწყობდი,
ქვით ვცემდი, ვჭყლეტდი, ვჟეჟავდი,
ჩიტებივით ვხოცავდი,
ყაყაჩოს ფურცლებივით მცვიოდა ფრჩხილები.

ცეცხლივით მენთო სახეზე აშექალის ტუჩები.
დაგვალულ თიხა-მიწასავით სკდებოდნენ ისინი
და ვერაფრით იკლავდნენ წყურვილს ჩემი კაცისას.

ჩემი თმა ქერის ყანასავით შრიალებდა და ფერს იცვლიდა.
დილას ვიკრეჭდი და ღამე ისევ ამომდიოდა აშექალის თმა.
ჩემი ფეხები ბატკნებივით დასდევდნენ კაცს უკან,
და ერთხელაც ბასრი ცელის პირი
ასე ამოვისვი მარცხენა კოჭზე, როგორც შენი გალესილი ენა, აშექალო,
ამოვიჭერი.

ვიხდენ სიკოჭლეს,
სიგიჟის ნელ ცეცხლზე ჯოხზე წამოცმულ სოკოსავით წავტუსავ დღეებს.
წლებს ისე დავიმატებ, როგორც მატყლს საზამთრო საბანში,
ჩემი კანის ჭკნობაში ჩავთბები შემრეშილი ხილივით.
დავჯდები. თამბაქოს ტოტებს ჩავყრი ღადარში,
თვალებს მივუშვერ დასაბრმავებლად
და გულდაგლეჯილს ბნელი ტყიდან მომისვენებენ.
შავი თავშალი დაიხვიე, აშექალო.
მოგვიკვდა.
ლოდივით მიდევს ჩვენი კაცი.
მგლის ეშვი ამოაფურთხა გადაფლეთილი გულიდან.

...

ყოფილა აშექალი, მითხრეს.
ყოფილა კაცტიალის ტირილში.
ბოსლის უკან ჯოხზე დაყუდებულა,
თვალები ყორის ქვებს შუა გაუჩრია,
ქუსლით უზელია ნეხვის გუნდა,
როგორც ჩემი სახელი,
ხმა დიყის თესლივით გამოუფშვნეტია კბილებს შორის,
ნიშა მოზვრისთვის ხელი შუბლზე დაუყოლებია, სანამ დაკლავდნენ
და მიბრუნებულა. თავაღერილი წასულა.
მზედ ჩასულა გორისპირზე ხევში აშექალი.

...

ფარდაგში გაახვიეს. წაიღეს, დაფლეს.
მივალ, ჯოხს დავეყუდები, შორიდან გავხედავ საფლავს.
მიხვალ, თავთან ჩაყუდებულ ქვას ხელს დაადებ.
გაშლილი ლოგინივით გველოდება მე და შენ მისი საფლავი.

ავდგეთ, ჩავიცვათ, ავისხათ საქორწილო სამკაული,
წევს მატლის მძივ-ღილით მორთული ჩვენი ნეფე,
ტანზე ჩემი ნაქარგი ტალავარივით აცვდება მიწა.

...

წავიდა სოფელი. გალოკილ თითებივით დაგვტოვა,
ჩვენი ვნების დარაჯები.
წავიდა, ერთმანეთს მიბჯენილი,
სასროლად მომართული თოფის ლულებივით დატოვა ჩვენი სახლები.
წავიდა კაცის ფეხი ძაფივით ამოსახვევ ბილიკებიდან.
შემოუსვლელი კაკლის ლებნებივით შავად დაჭლექილი დღეები დამიდგა.
ნისლში გადავყარეთ თვალები-მაშხალები,
ვესროლეთ ერთმანეთს მე და აშექალმა.

ბოლი ამოდის ჩემი სახლიდან, ბოლი ამოდის მისი სახლიდან.
ბოლი ამოგვდის მე და აშექალს.
ხელს გამოყოფს შეხსნილი კარიდან, ნაცარს გადმოყრის, ფურთხს მოაყოლებს.
ფესვივით თეთრია აშექალის ხელი.

ნისლი კაცივით დადის სოფელში.
გამოვალ, გამხმარ ფეხს ავითრევ, გავხედავ-
ისე შემორჩნენ ქოხები სოფელს,
როგორც საფიხვნოს ყრუ-მუნჯები.
შავ-შავ მეჭეჭებს გამომაყრის
ხევის წყალში თავჩამხრჩვალი მათი სიჩუმე.
აჰა, აჩქამდა ჩემი ბერწი მუცელი, აშექალო.
ქვირითივით დაყარა სიკვდილი.

გორდაგორ მოვიდა, წყალდაწყალ მოვიდა სიბერე.
სველი ფოთოლივით აგვეკრო კაბაზე.
ისე გვაბია ერთმანეთი, როგორც დამხმარი კიდურები,
წლებს ჯოხებივით დავიარგნებთ,
თოვლში გავკვალავთ უთქმელ სიტყვებს, სიზმრებს გადავცვლით.
დავსხდებით, როგორც ერთმანეთის წყევლაში კბილებდაცვეთილი
სიმარტოვის და სიკვდილის დედები.
ორი ბებერი ნეხვის ხოჭო,
ძილ-ღვიძილის გასაყარზე მიჩუტულ დღეებს რომ ასორსოლავებს.
ჩვენი სახლები აკვნებივით გვირწევენ სხეულებს,
ზღურბლის წაკვრით გვაქანავებენ.
ისე მოგვიჯდა ცხოვრება,
როგორც ციცა უპატრონო ცხედრების სუფრას,
ამოგვიჭამა თვალები.

...

ეკალს იწეწავს მინდორში ნარი.
ჩემი შიშის სისხლი ჩამოსდის.
შენმა სახლმა ბოლის ბოლო ყლუპი ჩაყლაპა.
ვზივარ, დაბლანტებულ თვალებს ფანჯარას ვაჭყლეტ,
ღამე ტალახივით ჩამომდის სახეზე.
ჩემი კაკლის ხე დილის ნისლში ყვავებს ისხამს და შავად ამწიფებს.
წავიდა აშექალი, ჩხავიან ისინი.
თვალის ბროლივით ჩაიტეხა ფანჯარა სახლმა,
დამპალი ფილტვებიდან ქალი კვამლივით ამოუშვა.
წავიდა აშექალი, კივის იელი გორიდან.
ჩემი დობილი აშექალი.
ნაცრის ცომივით გავზილე ის დღე.
ჭვარტლით გამივსო პირი შენმა სახელმა.
ვერ დავიძახე.
სხედან ყვავები და ყროლდებიან:
შენ დობილ აშექალს თავი სამიწედ ჩაულაგებია და წასულა, ბებერო.
როცა დაღამდა, ჩიფჩიფით გავიარე ეშმათ ბუდედ ქცეული ხევი.
და გამხმარი ფეხი სიკვდილის ჯოხივით შემოვდგი ეზოში.
კარი შემოვხსენი. გნახე.

ღამეს გითენებ, აშექალო.
კრუხივით ვზივარ შენი ბოლო სიზმრის ბუდეში
და ჩვენი დობის დალაყებული კვერცხებიდან
უსუსურ ხილვებს ტყუპ-ტყუპად ვჩეკავ.
გიამბობ, როგორ გამიფაფდა ცა მღვრიე ნისლში,
სიძულვილის ჩირქში დამბალი გამოსაცვლელ სახვევივით ჩამილპა სული.
და ჩემი თავი ნაწილ-ნაწილ, კიდურ-კიდურ ვკაფე და ვკალი.

...

მორთული. მშვენიერი ცისკრის სხივებს გამოშლი შუბლიდან.
აიშლებიან შენს კაბაზე აყვავებული ჩრჩილის პეპლები.
მსუბუქი ხარ.
კარგად გამოგახმო სამიწე ჩირად ცხოვრებამ.
მარხილს მოგითრევ, როგორც ტახტრევანს,
დაგაბრძანებ-
ქორწილი უნდა გადაგიხადო.

როცა გათენდა,
გავამოქცეულ ვირივით შევები მარხილში.
წავიბჯინე წერაქვი, ტარში სისხლად რომ ჩასდგომია კაცის ოფლი.
წინ გავირეკე ფეხები ჩემი მუხლების დედინაცვალმა.
მე და მარხილი ხმაშეწყობით ვჭრიალებთ, ვმღერით-
მოგვყავს დედოფალი აშექალი.
მიწავ, დაგვახვედრე ფერადი სეფა -
საქორწილო სუფრად გაშლილი საფლავები.

კიდევ ყოფილა მზე საჩვენოდ, ნახე...
რამდენი ხანი ვლპებოდით ნისლში.
ნახე, რა დღეა. საზეიმოდ მოირთო სამზეო.
მოდის აშექალი, ღელავენ გვირილები, კაბებს ისწორებენ,
მაგრამ შენ უფრო მშვენიერი ხარ.
ფრთებივით გადმოშლი ხელებს მარხილიდან,
ჭიამაიებს ბეჭდებივით აისხამ თითებზე.
თავზე შემოუდგამთ თეთრი გვირგვინები-
აშექალის ქორწილში მიდიან კენკეშები.
მაგრამ შენ უფრო მშვენიერი ხარ-
შარავანდედივით მოგდევს შენი თეთრი,
ბალახზე გადმოშლილი თმა,
თოვლი ყვავილივით შეგინახავს შავი თავშლის ქვეშ.
მოჰყავთ მინდვრებს კესანე-თვალები აშექალის მაყრებად,
მაგრამ მისი თვალები უფრო ლურჯია,
უპეები გამოუვსია ცის ნატეხებით.
ხევში ბუერის დაფდაფებს დაჰკრავენ ნემსიყლაპიები,
სვინტრი მსუბუქ ზანზალაკებს ააწკრიალებს-
მოდის აშექალი, მღერიან.

ახლა უნდა მეყოს ძალა და შუა გზაში არ გამითავდეს ჩემი თავი.
ბალახს უნდა წავებღაუჭო,
რამდენჯერმე პირით დავღერღო ფეხქვეშ ჩაშლილი თეთრი ქვიშა,
ავებღატო მზის კვალს ხვლიკივით და გორის წვერზე დაგაბრძანო.
აქ წევს. ძირხვენად ამოზრდია თავიდან შენთვის უთქმელი სიყვარული, აშექალო.
ბოლომდე რომ ვერ მოინელა.
ჯერ ეკლებს გავგლეჯ. მერე გავთხრი.
მზე მწყერივით იფართხალებს ჩემი თავშლის ქვეშ.
წერაქვის წვერზე შემომიჯდება და თვალებიდან გამომწოვს
სიცოცხლის რძეს.
თეთრი მარილით დამეფარება ტანი.

მოდი, აშექალო. ნახე, აქ არის.
გადავაფხრეწ სახის ძვლებზე ჩაფრენილ ფარდაგს.
სისხლიან ხელებს ჯამებივით შევუშვერ
მისი ხორხიდან შავ სიცილად ამოშლილ მიწას.
წევს კაცი. ისე ლამაზი. როგორც დილის ცისპირი.
წევს კაცი. ნახე, რა ახალგაზრდა ყოფილა.
მისთვის უკვე ბებრები ვართ, იქნებ კიდეც დაგვიწუნოს.
გულიდან მიწას გადავფერთხავ და დაგაწვენ.
ჩემ კაცთან დაგაწვენ, აშექალო.
პირქვე ჩაგაწვენ-
ჩაუკოცნო გველის დახრული ყვრიმალები.
ჩაეშალო, ჩაებნიო გულ-მკერდით,
ჩემი ღვიძლის თაფლივით ჩადნე მიწაში.

თვალებს იფშვნეტენ ღიღილოები,
ღოლოს ფოთლები ცისკენ აშვერილ ენებივით სავსავებენ,
ხავსიანი ლოდები გადაიყარეს გულიდან საფლავებმა და წამოსხდნენ,
წამოიშალნენ,
ჩემს სანახავად მოჯარდნენ მკვდრები-
უნდა ვიცეკვო აშექალის ქორწილში.

მოვიძვრე შავი თვშალი და ფეხით გავსრისე, როგორც ჯოჯო.
სისინით ჩასრიალდა ღია საფლავში.
ამომხედეთ, ამომძახეთ საქორწილო სიმღერა.
ვიცეკვებ.
თმა ჩამოვშალე.
მწვანე თმა მაქვს, თამბაქოსფერი, ნახეთ.
ყვითლად ამდის სიბერის ბოლი.
ოქროს კვერთხივით შევმართავ ჯოხს, დავიკივლებ
და ჩემი გამხმარი, კუნთწათლილი ფეხი
იელის ყვავილს გამოისხამს.
დავტრიალდები, დავიხვევ ფუტკრებს,
ცას ჩამოვხევ ფრჩხილებით,
ბალახს დავთელავ, მარწყვს ამოვსრეს თქვენს სუფრაზე დამწიფებულს.
ნახე, აშექალო, ლამაზები ვართ, როგორც ბალღები,
ფიჭვის ტოტებქვეშ მომღრლები ფერად ჭალაში.
ჩამოვიცვათ თავზე გვირგვინები ავადმყოფი ნარის ყვავილების.
ისე ვიმღეროთ მე და შენ,
არ გაირჩეოდეს დღე და ღამე,
მზე და უკუნი.
ისე ვიცეკვოთ მე და შენ,
ვერავინ გაიგოს, რომელია ჩვენს შორის ცოცხალი,
რომელია ჩვენს შორის მკვდარი.

წავიდა აშექალი- ვიმღერებ,
ჩემი დობილი აშექალი გულზე ასკილს აიყვავებს.
ჩემი დობილი აშექალი ასკილივით ამომდის გულიდან და ყვავის..

დავთვერი, აშექალო. შენი სიკვდილის ღვინო ვსვი.
მზესავით გამისკდი მუცელში.
სამისთვის ვშლიდი ლოგინს, სამისთვის ვთხარე საფლავი.
ფესვებივით მეზრდება თითები, მიწას ეჭიდებიან,
ისევ თქვენთან მოძვრებიან დაწყევლილები.
ვერ დავხოცე ისინი, აშექალო.
მარტო ჩემს შვილებს ვხოცავდი.

მოდი, თავები გავცვალოთ, აშექალო-
მე მკვდარი ვივლი, შენ ცოცხალს დაგმარხავ.
მიწით მუცელს ამოვივსებ შენს ქორწილში მოცეკვავე.
მოდი, გავცვალოთ, აშექალო-
დამიტოვე შენი მკლავები,
ფრთებივით დავიქნიო,
კაკლის ხეზე შემოვჯდე
და სამასი წელი, სამჯერ სამასი წელი
შავ მზესავით ვიჩხავლო ნისლში:
წავიდა აშექალი, წავიდა...
ძვლებში გამოიკრა ჩემი ცხოვრება და წაიღო.


Arrow

ქეთი დიდიშვილი
(#58 - პირველი პრემია)

ჭრიჭინობელებმა რა იციან

ჭრიჭინობელებად აკინძულო, ზაფხულის ღამეების მონატრებავ,
მითხარი, როგორ არ ვიფიქრო, ან ზაფხულს როგორ გადავურჩე,
როცა ღამეებიც მთავრდებიან და შენ კი მაინც არ გშორდება
წარსულის ფარღალალა ლანდებიდან ისრებად გაჩრილი სიმარტოვე.
რაც იყო, უკვე წარსულია. არ გეტყვი. . . ან გეტყვი, იმად, რომ ეს
იგრძნონ ღამეებმაც, აბსურდია - დარჩე და დროზე იბატონო.
ხედავ?! ნაოჭები მრავლდებიან, დრო კი ისევ ისე მსხმოიარე
გიყვება ვარსკვლავებხალებიან ზღაპარს, რომელიც მოიგონეს
ჩემსავით მეოცნებე პოეტებმა. . .
ჰო, სწორედ ასე მიამბობენ,
რომ ცაზე იმდენი ვარსკვლავია, რამდენი სურვილიც აგვიხდება.
რომ ახალა ქარდაკრულ ამ მკლავებზე მოხვევა ისე ადვილია,
თითქოს პაწაწინა ჩიტბატონას ბარტყი დაუვარდა ბუდიდან და
მიხვედი, ხელში აიყვანე ფრთხილად და ისე ჩაეხუტე. . .
როცა ვარსკვლავები მრავლდებიან, სახეზე ნაოჭები ფერმკრთალდება,
ღამის ძილჩამდგარი ფარდებიდან შემოდის მონატრება ფეხაკრეფით
და მაშინ ისეთი მარტივია აგვისტოს ღამეების ახირება,
ჭრიჭინობელებმა არც იციან . . .
ჭრიჭინობელებმა რა იციან,
ჭრიჭინობელებმა რა იციან
რა ზღაპრებს მიამბობენ.

Arrow


ლელა ცუცქირიძე
(#59 - მეორე პრემია)

***
შემოიარე, სიყვარულო,
გზად რომ სახლია,
სახლთან დგას ალვა და ალვაზე -
მთვარის ბუდეა,
დახუჭულია დარაბები
და კიბეებთან
ბეღურებივით მობუზულებს, სძინავთ ბუერებს...
საკვამურიდან ბინდისპირზე
ჩიტის ბარტყივით
თავს რომ ჰყოფს კვამლი,
სუსტი ფრთებით აფრენას ლამობს...
შემოიარე, სიყვარულო,
ამ სახლში ვცხოვრობ,
ჩემი სახლია,
სამოვარს რომ წააგავს ამ დროს
და ეზო...
ეზო - ქაშანურის ლურჯი ფინჯანი
სავსეა ღამით
და ლიმონის გრილი სურნელით,
შემოიარე, ჩამოვსხდეთ და მე მოგიყვები
რაც ვერ გითხარი,
რაც აქამდე დამრჩა უთქმელი:
რომ გელოდები,
რომ არასდროს არ გადმოსულა
ჩემი მდინარე შეშლილივით,
კალაპოტიდან,
რომ ძლივს დავათრევ
და მიწისკენ მეხრება მხრები
მწიფე ნაყოფით დახუნძლული
ვაშლის ტოტივით,
რომ ვეღარ ვუძლებ...
რომ საცაა, როგორც ბალახი,
ყველა ნერვიდან ამომტეხავს
ცხელი სურვილი,
რომ შენ თუ არა, მოვა უცხო
და ერთ ღამეში
უსიყვარულოდ და მარტივად დამისაკუთრებს.

...შემოიარე, სიყვარულო,
ღიაა კარი,
დუღს სამოვარი,
დგას ლიმონის გრილი სურნელი,
ჩუმი ვნებით და მოლოდინით სავსეა სახლი,
რომელშიც ვცხოვრობ,
უხმაურო გაზაფხულივით...

Arrow

თამარ ლომიძე
(#47 - მესამე პრემია)


გალატეა

შენ
ღამესავით მარტოს მტოვებ საკუთარ თავთან,
მეც არ გიგზავნი
აყვავებულ მყინვარს სურნელს...
გალატეა ვარ...
სიყვარულით გაცოცხლებული,
ნუ გიკვირს ქვასაც
გაზაფხულის სურნელი მსურდეს.
დაბრუნდი...
ახლა დარია და
მე სუნთქვას ვიწყებ,
მზეს გულში ვინთებ,
როგორც ლამპარს ყოფნა-არყოფნის,
ჩემს თვალებში რომ მთვარე დაგრჩა დატყვევბული,
იმ მთვარესავით ვწრიალებ და
სივრცე არ მყოფნის.
დაბრუნდი...
ზეცა არ იმეტებს ჩემგან წასულებს,
წყალს როცა სძინავს,
მთელი გულით ვგრძნობ, როგორ მნატრობ...
ამ კოშკზე
სარკმელს ვეღარ ნახავ,
ეჭვებით ვკემსავ,
ვბზარავ ცრემლებით
ჩურჩულს შენსას-
წვიმად ნაამბობს...
დაბრუნდი...
ისევ დმობრუნე მთრთოლვარე ვნება,
შენ შემქმენი და
შენვე მინდა მომიღო ბოლო...
მე სხეულიდან
შენს ხელებში მოვედინები-
მარადისობად,
უკვდავებად,
სიტყვის სიმბოლოდ.
ნახე-
გულ-ნკერდზე გვირილები ამომეზარდნენ,
ნახე-
ბაგეზე ყაყაჩო რომ ყვავის ბავშვივით...
მე დუმილს ვწირავ შენს სიმღერას
და ვფერადდები,
მე ვმეორედები,
ვუბრუნდები სამყაროს შეშლილს.
არ მეშინია...
აღარფრის არ მეშინია...
შენ და სიცოცხლეს
ერთნაირად მსურს დაგეუფლოთ,
რადგან უფალი
სიყვარულად მომავლენს ქვეყნად
მე
ჩემი თავის მეშინია
უფროდაუფრო...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: „ხვარამზეობა“    Wed Sep 19, 2012 9:19 am

"ხვარამზეობა-2012"-ის დანარჩენი თერთმეტი მაღალრეიტინგული ლექსი, რეგისტრაციის ნომრების მიხედვით, ზემოთ ჩამოთლილი ოთხი გამარჯვებულის შემდეგ


#18 მარიამ კოზმანიშვილი


მეპატიჟება ცად თუთარჩელა


ნეტავ რა ჰქვია ჩემს ყოფას ახლა,
რა ენატრება ფრთებდაჭრილ სურვილს?
რად არ მახარებს ფანტელთა თოვა,
რად იცრემლება თავნება სული?
რატომ მაბოდებს, რატომ მაბოდებს
მთვარეულივით კვლავ გაზაფხული?..
ვერ შევეგუე უდარდელ ნიღაბს,
ვეღარ მოვერგე ეშმაკის ყალიბს,
და რაც დრო გადის, ჩემში უფრორე,
ჩემში უფრორე ნებივრობს ქალი
და მომაქვს გული, როგორც ჭრილობა,
ეკალბარდიან აღმართთა ავლით.
გაოცებული გავყურებ წარსულს,
მარაოსავით დავკეცე წლები,
ჩამოვაფარე სინაზე ფარდად,
სახლს დედისა და ქალის უფლებით,
სული კი მაინც ვერ გახდა ღირსი
დღემდე ნანატრი თავისუფლების...
თითებზე ვითვლი ყინვიან დღეებს,
რაღაცა უნდა შეცვალოს მარტმა,
სიტყვებადქცეულ დარდს და საწუხარს
უმისამართო ბარათებს ვატან.
გადაიზამთრებს, ნაზამთრალ ხეებს
კვირტებად დაცლის კვლავ გაზაფხული,
მწვანე მინდვრებში იხეტიალებს
ფიქრი – დაღლილი და გალახული.
მზე მიწას იით გადაანათებს
და ყოჩივარდებს ვნებად მიმოშლის,
აპრილი ატმის ლამაზ ყვავილებს
გაიბნევს ჩოხის ლურჯ ღილკილოში.
აღარ ვსაუბრობ მე შენთან ახლა
რაღაც მოკვდა და რაღაც დაიმსხვრა,
და ბარათები, სავსე - ტკივილით,
გამეტებული დარჩა ქარისად.
სადღაც ფერმკრთალობს ნათელი სხივი,
მე რომ სიცოცხლე გამიხალისა.
არ დაგაღონებს ამიერიდან,
შენ, შემოხედვა ჩუმი ქალისა.
სხვადასხვა ნაპირს შევრჩით ეულად,
გაუცხოვების გაგვრიყა ტალღამ.
აღარ დაგიწყებ ქუჩებში ძებნას,
არც გაგიხსენებ, აღარ და აღარ!..
არც არსებობდი იქნებ არასდროს,
ისეთი, მე რომ ფიქრში გხატავდი...
ვაიმე ჩემი გულუბრყვილობა
გამომყოლია თურმე სადამდის...
რა ჯანღი ფარავს დიდებულ რაინდს,
ან ის ამაყი მოყმე სად არის?
სარკიდან მიმზერს დაღლილი სახე,
ფიქრის სიმძიმით მიმოღარული,
თვალს ენატრება მწვანე კორდები
და ბილიკები მზით მოქარგული
ბერდება სული, უცხო ხილვების
და შორეული გზის მონატრული,
მიქრიან დღენი უსასრულოდ და
განსაცვიფრებლად ჩქარი მარულით.
ბავშვობის დღეებს გადაჰყვა ყველა
ლამაზი ფიქრი და სიხარული.
აღარ მახედებს სახლიდან გარეთ,
ტკივილი უხმო და დაფარული.
წუხილმა გრძნობა გაასათუთა,
ცრემლიც გახადა უფრო ქალური.
აღარ მიგზავნის ბარათებს Aრვინ,
გადავავიწყდი ამ ცისქვეშ ყველას,
მარტოობის და მიუსაფრობის
ლეგა ღრუბელი სურვილებს თელავს.
ხოხბის ფრთებივით დავკეცე წლები,
ქარს გავატანე ოცნება ველად.
ჩემთა წუხილთა უტყვი მეზარე,
მეპატიჟება ცად თუთარჩელა.



#22 მაია გონჯილაშვილი
(მცხეთის მედიასკოლის და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების რჩეული ლექსი)

თოვს და...

თოვს და,
ზეცამ გამოისხა ფრთები,
მოლოდინად შევეხიზნე სარკმელს,
დავიჯერო ზმანება ხარ მთების,
ქარი მახვევს თრთოლვას უკანსაკნელს.
თოვს და...
ნამქერს დაუფარავს გზები,
სევდისფერი გარინდება მამხელს,
ფანტელივით მეც უმწეოდ ვქრები
და სიმორცხვე აღარ მიკრთობს ღაწვებს.
ყინვა სარკმელს მომიქარგავს შიბით,
უსასრულო სიმარტოვით შეშლილს,
თურმე გული დამრჩენია შენში...
თოვს და...
ისევ იმედებით გქარგავ,
თოვს და...
თმასაც შეუცვლია ფერი,
ფიქრი მოჰყვა ფანტელივით ფარფატს,
მაინც ურჩად გულის კართან გელი...




#24 ნინო ქოქოსაძე


წყალწაღებული


როდესაც დამრჩა პური და წყალი,
ვირჩიე წყალი,
რადგანაც ჩემი კიდურები ისე დახავსდა ,
ვიფიქრე ასე: თუ წაგვიღო მოვეჭიდებით.

გაღმით შენა და მე გამოღმით
შუაში-პური.

როდესაც დამრჩა ღვინო და წყალი,
ვირჩიე წყალი,
რადგან ვადაში გადავტყდით და არ დაიმჩნია,
ვიფიქრე ასე: ჩვენს ამბავსაც ვერვინ გაიგებს.

გაღმით შენა და მე გამოღმით.
შუაში ღვინო.

ბოლოდ დამრჩა –
არა პური, არა ღვინო, არა წყალი,
მხოლოდ მარილი.
გაღმით შენა და მე გამოღმით –

გამო
(ვ)
ხმით.




#45 ნატა ვარადა

(გამომცემლობა "ინტელექტის" და გამომცემლობა" საუნჯეს" რჩეული ლექსი)


ხელმწიფის შვილის ყამარის მოთქმა


როდესაც მზე ლღვება ჩემი საბრძანებლის,
კოშკის ვიტრაჟი ფერებად იღვრება.
აქ, სარკეებს სული აქვთ იმათი, ვისი სხეულებიც ტალღებმა
შესანსლეს.
ღრუბელთა მეუფემ ააგო,
უპატრონო დამხრჩვალთა სულების სანუგეშოდ,
ასეთია მისი ერთადერთი ქალიშვილის
შუა ზღვაში გაშლილი სამყოფელი.
როდესაც მზე ჩადის, როდესაც აწითლებს დასალიერს
ავხორცული ცხელება,
შემოდის ზღვის კარით მკვდრების მზე,
მინები მღერიან ფერებით – მე სისხლში ვბანაობ,
მო-ფერებით.
და ახლა შორიდან ჭიხვინი მომეყურა.
და ახლა, ნესტოებს დავბერავ უნებურად,
ეს უცხო სუნი მამრისა სხეულს მართმევს,
თავბრუს მხვევს – მიყვარხარ.
თეთრონი ღრუბელია თუ ცხენი აბრსკილის?!
უეჭველია, ქარბორბალა აცხადდება.
უკარო კოშკში ჩემი თმითშემოგაძვრენ,
სვილისფერი თმა – ჯიხვები მწვერვალებს გადარბიან,
ღიმილი – მაღალი მყინვარი იცინის.
ასეთი სილამაზე მე ჯერარ მინახავს.
ბრმა სარკე – ჯარისკაცი – ტყდება
და ამბავს ნატეხ-ნატეხ წაიღებს.
უდროზე გავასწროთ მამაჩემს,
სულებზე მონადირე ბერიკაცს,.
ხელეწიფება ტალღების მიქცევა-მოქცევა,
ხელმწიფის ასული ვტოვებ ზღვას,
მწიფს მიწა, ხმელეთის ქალღმერთის ვაჟწულის
აბრსკილის სხეულში.
მივქრივართ,
შავი ღრუბლები შეგვესიენ.
თეთრონით ღრუბლებზე მივაჭენებთ.
ზღვას არ ჩახედო კლდეებში
გაჩენილო,
მონადირე სულკალმახის სული,
ვეღარ შეგმალავს კუროს ფაშვში.
ვერც დედა, ქალღმერთი გასკდება ნაკერზე.
სიკვდილის შემდეგ მოხდა სასწაული,
ოქროს თმები ბოლომძუარებით დაკუტდნენ,
მის სილამაზეს კლდის ხავსმა გადაუარა,
მისი ჯიხვები დადიან უპატრონოდ.

მიყურე მამაჩემო, განა დამავიწყდა, შენ მატირებდი ჩვილ ქალწულს,
როდესაც ჩემთან სათამაშოდ,
ზღვის ფსკერზე ნაპოვნი უცნობი სულები მოგყავდა,
ისინი მიანბობდნენ მიწის კაცების დარდებს,
ისინი წყევლიდნენ უდროო ავდარსა და ტაროსს.
ბოზი ვარ, კახპა ვარ, გაგყიდე – სიყვარულს მივყავარ.
მაგრამ აბრსკილი უბრალო კაცი არ აღმოჩნდა,
ჩავიდა თავის ძმებთან, ჩავიდა,
უკუნეთს ჩავიდა და მთელი ამოვიდა.
აბრსკილ, არც როდის მოკვდები,
შენ დალის ძუძუ გიწოვია,
შენ ქალღმერთის ძეო, ღმერთების რძეს გემულო.
დავჯდები მეც აქ ტიალი, ზღვათა მეფის ასული,
ხმელეთს ვეხორცები წყლის არსება,
მინდორზე ფრჩხილებით მოვფხოჭნე მიწა:
ჩემი მკვდარი და შენი ღალატი.

აჰა, თაგვო ჩემი სიბრძნის კბილია,
ყამარისი, ოქროსია,
წაიღე და მომიტანე უკვდავების წამალია.

გაცოცხლდი, მკვდარო, ჩემო ქმარო, გაცოცხლდი და გულს ჩამიკარი.
ღმერთებს სიყვარულის და სიკვდილის შური აქვთ,
მიუვალ ჭიუხებს ადამიან-ჯვარივით გამოკრულო,
რატომ დამივიწყე, მე შენი ყამარი,
ხმელეთზე უწყლო თევზივით უწყალოდ ვაგდივარ.
ათასი საუკუნე, გინდ ათიათასი – ცოცხალ-მკვდართათვის,
სიყვარული კი ჩვენ შორის ნისლებივით მიმოირწევა.

(აბრსკილი – აფხაზურ მითოლოგიაში ამირანი)




#46 ლალა მდივანი (ფუნიქსი)


ხაფი აშუა


ჩემი მამრი მგლია
ღამე ტალახში დადის და დაღესტნელ ქალებთან წვება,
როგორც პირველად.
მერე მათ თმებს ფრჩხილებით ატარებს და მიწაში ურევს.
ჩემი მამრი.

მე თიხად ვხმარობ ამ მიწას – სახეზე ვიწვენ
მზესავით ანათებს.
და როცა ჩემი მგელი კბილებს ილესავს-
მეცინება,
მე მიყურებს – იქ არა ვარ.

ვეფხვი მიგდია ფერხთით “ხაფი აშუა”
ბროილს კანი
მარგალიტს დაშლი:
მომეკერება-
როგორც ნაკბენი კლიტორზე, თავს მახსენებს:
როცა მგლად ვაქციე, აღვირი ავხსენი, დავგეშე და
კლდიდან გადავაგდე.

ჩემი მამრი მგელია
ხაფი აშუა,
ღამით ქალებს ნერწყვავს.
თეძოს იხსნიან
რომ დამემგვანონ.
მე კი ვითვლი ხაფი აშუა,
და თუ იტირებს დათვლისას
ვამშვიდე
-ნუ ტირიხარ,
ეგ კაცი შენი ქმარია
მგლის ენაზე ლაპარაკობს?
ყური დაუგდე
ყველას ერთნაირი საშო აქვს.
ნუ გეშინია.
ფეხები გაუშალე.

ან არ ვამშვიდებ ხაფი აშუა
იტიროს
მგელია მისი ქმარი.

მე თიხა.
გარეთ ატლასი.
ერთხელ გადაჩეხილი – უკან ვერ ბრუნდება
ხაფი აშუა.
მე გადავჩეხე.
ტყავებს ვბერტყავ ზემოდან,
ზანზალაკების ხმა ისმის.



#48 მარიამ წიკლაური

(კომპანია "ბილაინის" რჩეული ლექსი)


გეთამაშები


გეთამაშები... ახლა როცა ორ ფეხზე ვდგავარ,
ზურგი სწორი მაქვს, მზერა – შორი, ყური – მახვილი,
როცა თანაბრად ვბედავ შენთან ლოცვას და კამათს,
როცა იმედით და დარდით ვარ ერთად ავსილი.
ფერხთით ვუზივარ როცა ლაჟვარდს, ვით ბნელი – სანთელს,
როცა ამოვცდი მიწას ხავსად, ხეებს - რტოებად,
და უჟამობის ბგერებიდან სიტყვები ვზარდე,
რომ შენს წინაშე სიცოცხლისთვის თავი მომება.
შენი თვალები მივახატე კლდეს – ღმერთსა ჰგავდი!
ვჭედე ხმლები და ბარძიმები ოქროს ეჟვნებით
და არ გამსვლია შერქმეული სახელის ყავლი,
ვდგავარ სიკვდილში და გაქრობის ნაცვლად ვბევრდები.
ისე დიდია აქაობის ძალა და ჟინი!
დახელთილი ვარ მზიანობის ძველი მწირველი,
გეთამაშები... დაბადებამდეც სხვისავსესე მჭირდი,
ღვთის ბაღი ვიყავ, მე ვიყავი თეთრი ფრინველი.
ირაოს ვკრავდი, ფრთებში მედგა ქარი ცის ველთა,
შენს სიზმრებში რომ დავიბარტყე, დავიგალობე,
გაჩენის დღიდან გულში ჯვარი მზესავთ მედგა,
როგორ იქნება, რომ აქ ღმერთი არა მწყალობდეს?!
რაღატომ გინდა, შიშის ნანას მიმღერდეს ღამე,
დღეს ფერი ედოს მარტოობის სიფერმკრთალისა,
გეთამაშები... მივაფრატუნებ შენსავე ხამლებს –
ირმის ნისლეულს, მძივს ვიკიდებ სავსე მთვარისას.
ნუ მიბრაზდები, ნუ იქნები შენს თავზე მკაცრი,
მსურს სიმშვიდეში ვარსკვლავების აკვნებს გირწევდე,
გახსოვს, სულ პირველ სიტყვაში რომ გუმანით გმარცვლე,
ახლა მინდა, რომ იმ მარცვლებით ხნულებს გივსებდე.
ნუ დამაკვიდრებ ცეცხლის ზღვების ღამეუთევში
უსასრულობის სინათლეს ვარ ძუძუნაჩვევი.
მზეკაბანივით ბიბინებდეს ღვთისთვის სათქმელი
სიტყვა – ჩვენს სულზე ერთმანეთის ძალით ნაჭდევი.
გეთამაშები...
ჰეი, სამყაროვ...



#49 ნინო გუგეშაშვილი


ბერუკა


ოცდათორმეტის დაუბრუნდა სოფელს ბერუკა,
ნახა ბაღები
და იმ ბაღებში გახლართული აპრილის კაბა,
ხევში ღელუკა,
ხევისპირს ქოხი,
ქოხში მტვრიანი ჯამ-ჭურჭელი,
ტაფა, ჩანგლები,
ჩაჟანგებული კლიტე, ანჯამა,
აჯანჯღარა და გახსნა ფანჯრები,
წრიული მტების შემოტება ვერ შეაჯამა,
მტვრიან რაფაზე იქვე ჩამოჯდა და დაუსტვინა,
ჩიტმა მთისტოლა კაკლისხიდან გამოაჯავრა –
ბედნიერების კენწეროსთან გადაუფრინა...

* * *
-მივაწკრიალე!-
გაიცინა ლამაზმა ცოლმა,
კაბის შრიალით მიდგა-მოდგა,
დავარცხნა სახლი,
ჩამოკიდა ფანჯრებზე სხივი,
ძველ თაროებზე სიმყუდროვე ჩამოამწკრივა,
ბერუკას გულში ბაგა-ბუგი ატეხა დოლმა,
დავასველოთო –
კრამიტს წითლად წამოაწვიმა
და ზეციური სასმისების უცხო ჭახანი
დასავლეთისკენ გააქანა,
წაიღო ელვის ბარბაცა ზოლმა...

ორი ბაია ფანჯრების წინ
ბაიას ჰკრეფდა,
ვერხცლის წკრიალი მოისმოდა მწვანე ბაღიდან
აქანავებდა ბაიებს ქარი,
ბაბუაწვერებს თავებს აცლიდა.
ეს ვინ მღერისო?! ადგა ბერუკა(ადიდებული გუშინდელი მღვრიე ღელუკა
ყეფდა რძიანი ყავის ქაფიდან),
“ბავშვი ღიღინებს”,
უთხრა ცოლმა,
-კი მაგრამ, როგორ?! რანაირად?! ორ ხმაში ერთად?!
კითხვის ნიშნები შეანათეს თვალებმა თვალებს,
გავიდნენ, ნახეს:
აბელაური ფურცლებს ყრის თეთრად,
უფროსი მღერის (აღარ უკვირთ მისი სიმღერა),
იქვე უმცროსი, ჯერ ხმა რომ არ ამოუღია,
უზადო პირველ ხმაზე მიჰყვება,
ვერცხლად იღვრება,
აბელაურის ფანტელებს დასდევს
და იჭერს დედის ქათქათა სიცილს –
აამღერესო ყვავილებმა! ე, ასე იცის
ყვავილის დევნამ,
ქარის თხოვნამ,
მიწის მოძებნამ,
ღეროს გადაბმამ
და ფესვის პოვნამ!
ბერუკას გულზე სიხარულმა გადაურბინა,
აპრილმა ლანგრით ყვავილები ჩამოატარა,
მამამ დაკოცნა ორი პატარა,
ქვაზე ჩამოჯდა და დაუსტვინა,
ხეჭეჭურიდან ჩიტბატონამ გამოაჯავრა...


* * *
პირველ სიზმარში,
პირველ ღამესვე მოვიდა იგი,
მზის სუნი ჰქონდა,

მზეზე გაშლილი ახალნათიბი ნედლი ბალახის,
მოჰქონდა პეშვით კამკამა წყალი
და საკაურას ოთხი კალმახი...
-მიცანი?
-რავა არ გიცანი?! შენ ხარ დათია,
ბერუკაანთი, ას ოცი წლის ბაბუაჩემი.
-დიდხან დარჩები?
-სულ დავრჩები.
-რატო დაბრუნდი?
-სასწაულისთვის.
იქ, ქალაქში, არ ხდებოდა სასწაულები.
-აქ ხდება?
-აბა?!
-მაგალითად?..
-ჩვენი ბავშვები დღეს ორ ხმაში თვითონ ამღერდნენ!
რა გინდა მეტი სასწაული?!
-კიი, ეგ კია. რაკი დარჩები, აჰა შენ თევზი!
ვეებერთელა პეშვები გახსნა
და შეაცურა კალმახები ღელუკას ჩქერში,
მერე პერანგის გულისჯიბეში
ჩაიყო ხელი:
-აჰა, შენ ჩიტი, შაშვანა ერქვას!
გაფრთხიალდა და იქვე შეძვრა
თივის ბულულში ეზოს შაშვანა,
დათიამ ჭრელი გუდა მოხსნა,
დადგა მიწაზე და იქიდან წითელი ხბო ამოაძვრინა.
-აჰა, შენ შენი საქონელი, ვარსკვლავა ერქვას!
დაფერთხა გუდა, იქვე დატოვა, ნელა გაბრუნდა,
-ხვალ აღარ მოხვალ?
-რავა არ მოვალ, აპა, შეკაცო,
ქვეყნის რაღაცა გჭირდება კიდე:
ბარი, ბარ-თოხა, სამნაირი მარტვა ნაჯახი,
თოხები, სარცხი, იღა-ტაბაკი.
ჩელები, ფოჩხი,
ფარცხი, გუთანი, კვერი დგვემლი,
რთონე, უღელი, შრამელები, კალო, ნალია,
ნამგალი, სოლი, გიტარა ქვე მოგიტანია,
რკინიმკეტები, ურო, ხრიკოლა,
ყოველდღე მოვალ, აპა, არ მოვალ?!

შეტრიალდა და მიდის დათია ბუბუნ-ბუბუნით,
ითვლის თითებზე:
-ჩაქუჩი, კვარი, ნალ-ლურსმანი, კოდი, სამფეხა,
გობი, ჯილორა, ოჯინჯახი, საკეცურები,
საფეხა, კეცი, სარქვიელი, ჭაპან-ბაწარი, აპეურები,
ცხოვრება, ბეჩა, - ათასნაირი ხარახურები, ეეჰ, შეკაცო!.
მიდის დათია,
ას ოცი წლის ბერი ზეკაცი და მიბუბუნებს,
ითვლის თითებზე,
ზრუნვა მიაქვს, მოიტანს ზრუნვებს...
უკვე შორიდან ისმის ექო, ბოხი ბუბუნი,
ორხმიანი და მოგუდული,
მისი ბანი და მთების დვრინია:
-ჯორკო, გონიო, ნაოთხალი, კვახუჯი, წუღა,
წერაქვი, გელა, ბირდაბირი, სისო-ხერხუკა,
ყოველდღე მოვალ, ნუ გეშინია!..

... გარინდებული დადგა ბერუკა,
ექოს უსმინა, ბედს გაუცინა,
ბღუჯა ბალახი მოგლიჯა და ხბოს შეაჭამა,
მერე მინდორზე გაიშოტა და დაუსტვინა,
შაშვანამ თივის ბულულიდან გამოაჯავრა...




#53 მარინა თექთუმანიძე


შიში


მე მახსოვს ჩემი პირველი შიში
და დედაჩემის ვაი და ვიში,
-“უჭმელია და მეტად გამხდარი”
და ერთ საღამოს შებინდებისას,
დედა მაშინებს:
“თუ არ შეჭამ, შეგჭამს ტურა:
სოფლის შარაზე ჩავლილი ძაღლი მეგონა ტურა
და შიშმა ჩემში დაისადგურა.
მას მერე ყველა მშინებდა:
უფალი დედის წართმევით,
დედა – სასჯელით, თუ არ ვიქნები დამჯერი,
ბებია ცელქობისთვის – დედასთან დაბეზღებით,
ჩემი და მიყვიროდა:
“თავი ნუ მომაბეზრე!”
მასწავლებელი:
“ყოფაქცევაში დაგიწერ ორიანს,
თუ შემდეგ ორშაბათს დედას არ მოიყვან!”
და როგორც ყველა გზა რომში რომ მიდის,
დედასთან იყრიდა თავს ყველა შიში.
მერე რომ გავთხოვდი,
ქმარი მაშინებდა:”მიგატოვებ!”
ერთ დღესაც დანაპირები ამისრულა
და კარი ჯახუნით გაიხურა...
უფალმაც არ ისმინა მუდარა და
დედა შემიმოსეს სუდარით...
გამიქრს შიში და დარცა ტკივილი...
მერე მეშინოდა მეგობრის ღალატის
და თურმე ახალი არც ეს არ არის.
საშიში მხოლოდ სიკვდილი აღმოჩნდა,
მაგრამ რომ ვინატრე, ისიც გაოჩნდა,
ნატვრით მოგვრილი თავისუფლების თუ
შვების სიდიდით სიკვდილიც გაოცდა...
დავდივარ ახლა უშიშარი
და დამაქვს შიში,
შიში, რომელიც ვერაფრით დავჯაბნე,
ეს არის საღვთო შიში, სამსჯავროს შიში.



# 54 ირმა შიოლაშვილი


სიყვარულის ახსნა


ყველაფრისთვის მზად ვიყავი –
მეღეჭა დუმიმესვა შენი სულის წვიმა,
გამემეორებინე გაკვეთილივით,
მცოდნოდი ზეპირად,
გავწითლებულიყავი –
როცა სიყვარულზე წამასწრებდი,
მეცვალა სიზმრები ჭრელი კაბებივით
შენთვის,
ოღონდ არ გეთქვა, რომ
ცოლის თითებიდან
ამოზრდილ ეკალზე სახე გაგეკაწრა.
----
ძვირფასო, მე ისევ პატარა გოგო ვარ,
შენ რომ გაგიცნო და დანამულ ღაწვებზე
ცეცხლი მოეკიდა და თქვა, რომ მძივების
ასხმულებს ერთბაშად დაგიბნევს გზაწვრილზე
და შენთან დარჩება, და შენი კარავის
კალთაზე მიაყრდნობს მხრებს-სველს და მიწიანს,
ძვირფასო, ყოველთვის შევძლებ და ხელებით
ქოლგას გამოვძერწავ-როდესაც იწვემებს.
ყოველთვის მოგიქსოვ წინდებს და ჯავშანსაც -
დროისგან შეფერილს, საბძელში მიგდებულს,
უსიტყვოდ ავაცლი მტვრის ფენას, და მერე
თუ კი მოისურვებ, გზის თავში ვიდგები
და ისე გაგიშვებ საომრად -არცერთი
ცრემლი არ დამცდება ხმამაღლა, არ გავყოფ
გულს და სინამდვილეს და დავწერ ქვიშაზე
რომ შენით ძალიან, ძალიან ვამაყობ.

და შენი სულიდან წამოსულ წვიმაში
ვივლი უსურულოდ სიცოცხლის ბოლომდე.



#56 ირმა ბერიძე


ავტოპორტრეტი


ხან კონკია ხარ –
მარცვლავ უპურო დღეებს ცრემლების კრიალოსანზე,
ამაღამ შენთვის გაამზევლებენ ძველი სკივრები ჯადოსნურ ზღაპრებს,
რომ უფლისწული ცისფერ ვერანდებს
ვარდის ტვიფრად ჩამეშალო.
ხან პეპლის ფრთათა თბილი მტვერი ხარ,
და უსხეულო, სუნთქვაზე უხმო –
ბაბუაწვერას გულზე იძინებ.
ხან ქალწული ხარ, საკუთარი სხეულით მთვრალი
ვაშლის ყვავილებს, ლორთქო კვირტებს ტუჩებში ჰკოცნი,
ნაზად გაჟრჟოლებს...
ხან კი ხვარამზევ,
ნამგლის პირზე ვნებით შეჭრილ ბალახებს ჰგავხარ,
სიკვდილს ჩაასწრებ-
სანთლით ხელში დაუხვდები შენს გულისსწორს შავეთის კართან.
ორშაბათიდან პარასკევამდე
ყველა სიტყვა ისარია ალესილი შუადღის ხვატზე,
ყველა მზერა, ხმა, დუმილი – ნასროლი ქვაა.
ორშაბათიდან – პარასკევამდე
დღეებს ხორკლიანს, წმინდად გაცრილს მოთმინების მტკივან საცერში,
დაფქვილს თითქმის სიყვარულამდე,
სინანულის სურნელი აქვს –
ეგ არის შენი გულის ტკბილი ნელსაცხებელი
რაც უფალს ყველა ძარღვზე მეტად ეძვირფასება.
და გელის ხოლმე
შაბათს,
ცისკარზე,
იისფერად რომ ირიჟრაჟებს,
სველ სიჩუმეში,
სულაკრეფით მისკენ მიმავალს...



#61 მზია ხეთაგური

( მცხეთის მედიასკოლის რჩეული ლექსი)


ისე როგორც მინდოდა...


აღმართებით დავეძებდი მეციხოვნეს,
დაღმართები ფეხთან ჩამომიგორდა...
მაგრამ მაინც, ნეტავ მაინც, თუ ვიცხოვრე,
თუ ვიცხოვრე ისე, როგორც მინდოდა?

სულ არაფრის, სულ არაფრის თურმე მცოდნე
ბედს მივდევდი... ის კი სხვაგან მირბოდა...
მაგრამ მაინც, ნეტავ მაინც, თუ ვიცხოვრე,
თუ ვიცხოვრე ისე, როგორც მინდოდა?

ზღაპრულ დევებს, გველეშაპებს შევებრძოლე,
ქარებს ვდიე ფაფარაყრილ მინდორთან...
ახლა ვფიქრობ, ნეტავ მართლა თუ ვიცხოვრე,
თუ ვიცხოვრე ისე, როგორც მინდოდა?

რა ვიცოდი თუ სამყარო ასე ყრუა,
თუ დრო ასე დაუნდობლად მიჰქროდა...
მე ვინ მომცა იმის ბედი, ან ის ჭკუა,
რომ მეცხოვრა ისე, როგორც მინდოდა!


მბული - https://www.facebook.com/events/312242325528459/permalink/356096754476349/

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: „ხვარამზეობა“    Thu Jun 13, 2013 9:28 am

ლიტერატურული კონკურსი “ხვარამზე 2013”


ა(ა)იპ კავშირი “ჩვენი ფშავი” და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აწყობენ ფოლკლორის ზეიმს და სახალხო დღესასწაულს “ხვარამზეობა”.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ლიტერატურული კონკურსი პოეტი ქალებისათვის ხვარამზეს სახელობის პრემიის მოსაპოვებლად.
კონკურსის გამარჯვებულთათვის დაწესებულია ოთხი პრემია “ხვარამზე”
გრან-პრი – 700 ლარი
I პრემია - 500 ლარი
II პრემია 300 ლარი
III პრემია 200 ლარი
ჟიურის და სპონსორების მიერ შერჩეული ლექსების ავტორებისათვის ასევე გათვალისწინებულია წამახალისებელი პრიზები.

საკონკურსოდ ნაწარმოებები მიიღება 2013წლის 15 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით. გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება თიანეთის რ-ნის სოფ. არტანში 2013 წლის აგვისტო/სქტემბერში (ზუსტი თარიღი გეცნობებათ) “ხვარამზეობის” დღესასწაულზე.

კონკურსის წესები და პირობები
კონკურსში მონაწილეობისათვის დაიშვებიან პოეტი ქალები;
საკონკურსოდ მიიღება ავტორის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი სამი ლექსი, რომლებიც რაიმე ფორმით არ ყოფილა გამოქვეყნებული (ინტერნეტსივრცეში განთავსებული, ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წაკითხული);
კონკურსში მონაწილეობისათვის ავტორებმა თავისი საკუთარი სახელით ან ლიტერატურული ფსევდონიმით უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე xvaramze@list.ru

ნაწარმოებების წარმომდგენები კონკურსის ორგანიზატორებისაგან მიიღებენ დასტურს ნაწარმოებების რეგისტრაციის შესახებ და სარეგისტრაციო ნომერს, რომელიც იმავდროულად მიენიჭება ნაწამოებებს .
ნაწარმოებების წარმოდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ საკონკურსო მასალას მიიღებენ ჟიურის წევრები, ხოლო ინფორმაცია ავტორების შესახებ დარჩება საორგანიზაციო კომიტეტში.
ნაწარმოებებს 10 ქულიანი შეფასების სისტემით შეარჩევს ჟიური 5 წევრის შემადგენლობით.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. პირველი ეტაპის შემდეგ შეირჩევა 15 ყველაზე მაღალქულიანი ნაწარმოები.
კონკურსის მეორე ეტაპზე 15 ყველაზე რეიტინგული ნაწარმოებიდან ჟიური შეარჩევს ოთხ გამარჯვებულს.
ნებისმიერ საპრიზო ადგილზე ორი ან მეტი თანაბარქულიანი კანდიდატის აღმოჩენის შემთხვევაში ჟიური მოაწყობს კენჭისყრას უმჯობესის გამოსავლენად.
კონკურსის ორივე ეტაპზე მონაწილე ავტორების ვინაობა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგაც დარჩება უცნობი ჟიურის წევრებისა და კონკურსის ორგანიზატორებისათვის.
15 ყველაზე მაღალქულიანი ნაწარმოებების ავტორები მიწვეულ იქნებიან თიანეთის რ-ნის სოფ. არტანში “ხვარამზეობაზე”.
კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება და გამარჯვებულთა დაჯილდოება მოეწყობა კონკურსის მესამე ეტაპზე, 2013 წლის აგვისტო/სექტემბერში “ხვარამზეობის” დღესასწაულზე.
კონკურსში შერჩეული 15 ყველაზე მაღალქულიანი ლექსი დაიბეჭდება ალმანახში “პირიმზე”

საკონკურსო მასალა 3 გამოუქვეყნებლი ლექსი უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე xvaramze@list.ru 2013 წლის 15 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის ორგანიზატორებისაგან – განზრახულია ხვარამზეს კრებულის "ვერცხლის თასადამც მაქცია" განმეორებითი, გადამუშავებული და შევსებული სახით გამოცემა. აღნიშნულ კრებულში შესატანად, სასურველია, კონკურსის მონაწილეებმა არასაკონკურსოდ წარმოადგინონ ხვარამზეს თემაზე მათ მიერ შექმნილი ნაწარმოებები ჟანრის შეუზღუდავად.
მოწონებული ნაწარმოებები შეტანილ იქნება ხვარამზეს კრებულის ახალ გამოცემაში.

საკონტაქტო ტელეფონები 593 903940 (მარიამ ხუცურაული)

ბმული - https://www.facebook.com/events/179473825552992/

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: „ხვარამზეობა“    Fri Aug 09, 2013 11:08 pm



ხვარამზე და „ხვარამზეობა“ - ქართული ბრენდი ფშავიდან

ავტორი ეკა ქევანიშვილი

09.08.2013

პირველ აგვისტოს შეწყდა ლიტერატურული კონკურსის, „ხვარამზე 2013“-ის მონაწილეთა საკონკურსო ნაწარმოებების მიღება. 15 სექტემბერს თიანეთის სოფელ არტანში „ხვარამზეს“ გრან-პრის მფლობელი და საუკეთესო ლექსების ავტორები გამოვლინდებიან. ფშავი მელექსე ქალის სახელობის ეს კონკურსი წელს უკვე მესამედ ტარდება.

როცა ლელა თათარაიძემ ცნობილი ფშაველი მელექსე ქალის, სამუკათ ხვარამზის ლექსზე („ვერცხლის თასადამც მაქცია“) სიმღერა იმღერა, მაშინ არც სახალხო დღესასწაული და არც ლიტერატურული კონკურსი „ხვარამზეობა“ ჯერ არ არსებობდა. „ხვარამზეობა“, რომელიც უკვე ტრადიციულად თიანეთის სოფელ არტანში ტარდება, სამი წლისაა და წელს, სექტემბერში, პოეზიაში პოეტ ქალებს შორის ახალ გამარჯვებულებს გამოავლენს. „ხვარამზეობის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, პოეტი მარიამ ხუცურაული მოგვითხრობს, რომ „ხვარამზეობის“ იდეის ავტორი მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი გახდა. ერთ გაზაფხულზე, მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, როცა თეონას სიმღერების საღამოს გეგმავდნენ, მასვე უთქვამს, აჯობებს ხვარამზეს საღამო გავაკეთოთ, მე კი ამ საღამოზე ვიმღერებო... ასე გაჩნდა „ხვარამზეობის“, როგორც სახალხო დღესასწაულის, ჩატარების იდეა. პირველი „ხვარამზეობა“ 2010 წელს თიანეთის რაიონის სოფელ არტანში ჩატარდა. ორგანიზატორებს სურდათ ეს დღე ხვარამზესთან დაკავშირებულ ადგილას აღენიშნათ. სახალხო დღესასწაული მალე იქცა ლიტერატურულ კონკურსად პოეტი ქალებისათვის - „ხვარამზეს“ პრემიის მოსაპოვებლად. წელს „ხვარამზე“ უკვე მესამედ ტარდება. მარიამ ხუცურაული იხსენებს, რომ პირველ წელს მხოლოდ ქალებისათვის დაწესებული ლიტერატურული კონკურსი ჯერ კაცმა ავტორებმა გააპროტესტეს, მერე თავად ქალებმაც. არადა, რატომაც არა? კითხულობს მარიამი:

„ჩემი თვალთახედვით, ხვარამზე იყო პირველი ფემინისტი ქალი მთაში, რომელიც არღვევდა მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს მაშინ ქალებისთვის არსებულ ყველანაირ ტაბუს. მაშინ, როცა ქალისათვის განათლების მიღება იყო სირცხვილი, ეს ქალი დადიოდა და მამაკაცების სწორად, რა თქმა უნდა, სავარაუდოდ, ხმამაღლა ლექსობდა. ეს მაშინ, როცა ფშავში მხოლოდ 40-50 წელს გადაცილებულ ქალს შეეძლო მიცვალებული დაეტირებინა და მთელი თავისი პოეტური ნიჭი იქ გამოემჟღავნებინა“.

პოეტი მარიამ წიკლაურიც ხვარამზეს ფენომენზე საუბრისას, იმ დროში საქართველოს მთაში, სადაც ქალისათვის უამრავი რამ იყო აკრძალული, ხვარამზეს განსაკუთრებულობასა და გამბედაობაზე ლაპარაკობს:

„ნახე, რას ამბობს ეს ქალი: „მთქმელო, ვერამსრულებელო, რაღა შენ სიცოცხლე არიო“. ეს კიდევ მორალურ კოდექსებს უწესებს მამაკაცს და ნატრობს, ოხ, ერთი კაცი ვიყო და მნახო, ტოლად დაგიდგე, კაცო, იქ ნახავდი ჩემს გულისთქმას და ძალასო. ეს იყო ძალიან დიდი წინსწრება დროსთან - სრულიად თავისუფალი ადამიანი, რომელიც არ იყო შებორკილი ადათ-წესებით თუ სხვა რამეებით, სიყვარულში იქნებოდა ეს თუ სხვა ურთიერთობებში“.

წელს ლექსების წარდგენა „ხვარამზეს“ პრემიის მოსაპოვებლად უკვე დასრულდა. გამარჯვებულს 15 სექტემბერს ხუთკაციანი ჟიური გამოავლენს. „ხვარამზეობას“ არ ჰყავს მუდმივი სპონსორი, მას მხოლოდ კეთილის მსურველები აფინანსებენ. რაც შეეხება შერჩევის წესს, ჟიურის წევრებს კონკურსანტების ნაწერები მათი სარეგისტრაციო ნომრების მიხედვით გადაეცემათ, გამარჯვებულადაც კონკრეტული ნომერი სახელდება და მონაწილეები არტანში იგებენ, თუ ვის გაუმართლა ამჯერად.

„ჩემი რჩეული ხუთი ავტორი სხვაა, შენი სხვა, დანარჩენი სამისაც სხვა, მერე ვსხდებით და ამ ჟიურის სუბიექტური ხუთი წევრის ობიექტური შეფასება გამოდის, საბოლოოდ. ჟიურის მოვალეობა, ალბათ, სწორედ ეგ არის“, - გვეუბნება ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მწერალი მიხო მოსულიშვილი. მისი სიტყვებით, კონკურსზე წარდგენილი ლექსების ხარისხი ყოველ წელს უმჯობესდება. აქვე მიხო მოსულიშვილი თავის სურვილს და გულისტკივილსაც ამბობს:

„განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა კულტურის სამინისტრომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეს კონკურსი იყოს დაფინანსებული, რადგან ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი, ფშაური ბრენდი, ეს კონკურსი შესაძლოა ფესტივალის შემადგენელ ნაწილად, ხოლო ფესტივალი შეიძლება საერთაშორისო ფესტივალად იქცეს, ოღონდ კულტურის სამინისტრომ ამაზე უნდა იფიქროს“.

ისევ ხვარამზეს რომ დავუბრუნდეთ, წყაროების მიხედვით, ხვარამზე სამუკას ასულ მინდოდაურს XIX საუკუნეში უცხოვრია. ჩვენამდე მისმა რამდენიმე სატრფიალო ლექსმა მოაღწია. მათგან ყველზე ცნობილია "სიყვარული ვაჟიკასი და ხვარამზისა". ასეთ ლეგენდასაც ჰყვებიან ფშავში: ერთ წვიმიან დღეს ვაჟიკამ ცხენით გაიარა თურმე ხვარამზეს სოფელზე, მათი სახლის ახლოს. ხვარამზეს მისი ცხენის ნაფეხურისთვის ღობე შემოუვლია, არ წაიშალოსო...

მაინც, ვინ იყო ხვარამზე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პოეტ ეთერ თათარაიძეს დაფიქრებაც არ სჭირდება, ისე ამბობს:

„ეს ამომავალი მზე, მართლაც, სულ უნათებს ჩვენს ქვეყანას, ვინც იცის ხალხური პოეზიის ანა-ბანა მაინც“.

ეთერ თათარაიძე იხსენებს ზეპირსიტყვიერების მკვლევარის, ვახტანგ კოტეტიტიშვილის (ვახუშტის მამის) სიტყვებს ხვარამზეზე:

„ის ამბობს, რომ ხვარამზე არის ადამიანი, რომელიც შუა საუკუნეებამდე და შემდეგ ამებური სასიმღერო სივრცისმაგვარ პოეზიას ქმნის. ხვარამზესთვის რომ გეკითხათ ამებური რა არის, წამებული დარჩებოდა, ვერაფრით გაიგებდა, რას ეკითხებოდნენ. ეს მდინარე, რაც დრო გადის, კი არ კლებულობს, ხვარამზეს ძირი საიდანაც მოდის, არამედ, პირიქით, მატულობს. 21-ე საუკუნეა, წარმოიდგინეთ, და ჩვენ ვლაპარაკობთ შუა საუკუნეების და უფრო წინარე ფიქრზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში სოფელ არტანში გამონათდა... სათქმელი ის არის, რომ ეს არის ბევრ და ზოგჯერ ძალიან სახელდებულ კონკურსებს შორის უდიდესი კონკურსი პოეზიაში“.

ფშაველი მელექსე ქალის ამბავი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ ძველდება რეალური ამბავი და თანდათან მითოსად გადაიქცევა მანამდე არარსებული, უპრეცენდენტო სიყვარულის ამბავი, ამბობს ამირან არაბული და ხვარამზეს პოეზიას მთიელი ქალის ხელსაქმეს, ნაჭრელას ადარებს:
„როცა ადამიანს არ შეეძლო საკუთარი განცდების ხმამაღლა გამოთქმა, მთიელი იყო და მაგიტომ იზღუდებოდა, არ ჰქონდა უფლება, რომ საკუთარი ლირიკული ინტიმური განცდები გაემხილა და გაეხმამაღლებინა. აი, მაშინ ის თავის გულისსათქმელს იმ ნაჭრელაში, ნაქსოვსა თუ ნაქარგში აქსოვდა. იგივე პოეზიაა ის სადიაცოც და მამაკაცის პერანგიც. ხვარამზე კი, რამდენადაც ლოკალურია, კუთხური და ალაგობრივი, მით უფრო ზოგადსაკაცობრიოა მისი შემოქმედება. ვაჟა-ფშაველა შეიძლება გავიხსენოთ, ყველაზე დიდი მაგალითი ამ თვალსაზრისით. ვაჟა არის უაღრესად ლოკალური, ფშაველი, ჩარგალელი, მაგრამ, ამავდროულად, არის მსოფლიო პოეტი, შეუდარებელი ავტორი თავისი ფილოსოფიით და დამოკიდებულებით. ეგეთივეა ხვარამზე“.

„ხვარამზეობის“ შარშანდელი გრან-პრის მფლობელის ლია ლიქოკელისათვის ეს კონკურსი ძალიან სიმბოლურია. ნათლობასავით იყოო, იხსენებს, რადგან სწორედ ამ კონკურსის შემდეგ გაიცნეს ლია ლიქოკელის პოეზია. მისი „აშექალის ქორწილი“ ჟიურის რჩეული გახდა:

„ხვარამზე განსაკუთრებით მიყვარდა ამ კონკურსამდეც. სწორედ ამის გამო ყველანაირ ლექსს იქ ვერ გავგზავნიდი. ამიტომ იყო, რომ კონკურსისთვის საგანგებოდ დავწერე. ეს ჩემთვის პირველი კონკურსი იყო და, შეიძლება ითქვას, არც არავინ მიცნობდა. ამ კონკურსით შედგა ჩემი ნათლობა პოეზიაში. ჩემს ლექსებს მკითხველი შეემატა და მერე წიგნიც გამოვიდა“...

ხვარამზეს შემოქმედებაზე გამომცემლობა საუნჯემ წიგნიც გამოსცა. მარიამ წიკლაური ამ წიგნს ძეგლს უწოდებს. მასში ყველა ცნობა, ლექსი და წერილია თავმოყრილი ფშაველი მელექსის შესახებ:

„განა ბევრ კულტურულ ქვეყანას შეუძლია დაიტრაბახოს და ასეთი რამ შესთავაზოს მკითხველს? ისევ ვამბობ, „ხვარამზე“ უნდა იქცეს ბრენდად“.
დიახ, ქართულ ბრენდად, ეთანხმება მარიამს ეთერ თათარაიძეც და ბოლო სიტყვად ისევ ხვარამზეს უკვე სიმღერად ქცეულ ლექსს იხსენებს:

„ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდე,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი, შაგერგებოდე“ -
სიყვარულის ჰიმნია, მეტი, აბა, რაღა უნდა ეთქვაო...

ბმული -- http://www.radiotavisupleba.ge/content/khvaramze-and-khvaramzeoba/25071216.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: „ხვარამზეობა“    Sun Sep 15, 2013 10:37 am



„ხვარამზეობა-2013“-ის გამარჯვებულები:

I ადგილი -- ლელა ცუცქირიძე # 26 -- ლექსისათვის „სინამდვილეში კი“
II ადგილი -- ნინო გუგეშაშვილი # 23 -- ლექსისათვის „ბახოს ხარები“
III ადგილი -- მაია მიქაია #8 -- ლექსისათვის „შურიმშინე“

Arrow

ჟიური:

* თამილა გოგოლაური (თავჯდომარე)
* ვაჟა ხორნაული
* გიორგი ლობჟანიძე
* გიო საჯაია
* შადიმან შამანაძე


Arrow


2013 წელს „ხვარამზეობის“ მეორე ეტაპზე გადასული, ესე იგი, გამარჯვებული 15 პოეტი ქალბატონის 15 ლექსი.

#1 ირმა შიოლაშვილი „ხუთი მართალი ბარათი ქმარს“
#7 ნინო ქადაგიძე „ნამზეურიანეულები“
#8 მაია მიქაია „შურიმშინე“
#9 მაგდანა ბებიაშვილი „მაისის წვიმაში“
#15 დალი მუხაძე „მგლები“
#17 ქეთა დიდიშვილი „არ დაიჯერო ჩემი სილამაზე, მხოლოდ მითია“
#18 თამარ ლომიძე „ჰარალე“
#23 ნინო გუგეშაშვილი „ბახოს ხარები“
#24 ეთერ თათარაიძე „* * * (აუუ, რამდენ ხნის ნანატრ)“
#25 ლელა გაბური „* * * (მთელი დღეა)“
#26 ლელა ცუცქირიძე „სინამდვილეში კი“
#27 ეკა დონდუა „მზე ისევ მიწნავს მუხლამდე ნაწნავს“
#28 მარიამ წიკლაური „იორო“
#29 ირმა მალაციძე „ჩუ“
#32 ნინო ლარცულიანი „გამაქალთამზე“


Arrow


#26 -- ლელა ცუცქირიძე (პირველი ადგილი)

სინამდვილეში კი...

როგორც ყოველთვის, აღდგომა დღეს ელოდნენ სტუმრებს.
გამოიპრანჭნენ ბებიაჩემი ნინა და მეზობლის ქალი, ისიც ნინა.
ბებიაჩემს დილაბინდის სილურჯეში გავლებული,
მაყვლის ყვავილებმიყრილი კაბა ეცვა აფუებულ ტანზე,
მეზობლის ნინას, სარეველასავით კაფანდარას და წვრილწელიანს,
ციდა ყვავილების მძივი ეკიდა.
ელოდნენ სტუმრებს, დიდხანს ელოდნენ,
და როცა მზე მთების იქით გადაგორდა წითელი კვერცხივით,
ადგნენ, გამოხსნენ ბრაზიანად დაჟანგული რკინის ჭიშკრები
და გზას გაუყვნენ.
როგორ იწვალეს, იფუსფუსეს,
დააცხვეს მჭადი ცხელ კეცებზე და
ხაჭაპურიც, იმერული, ჩემო ბატონო.
შვილებს ელოდნენ, შვილიშვილებს, იმათ შვილებს და ასე შემდეგ,
და რა, არავინ არ მოვიდა, სულ არავინ!

მიდიან ხვლიკივით ზანტად გადაწოლილ ბილიკებზე,
დიდხანს მიდიან, მიშრიალებენ.
მსუქანი ნინა, ბებიაჩემი, დინჯი ნაბიჯით,
დღესავით თეთრი მაყვლის ყვავილები უღამდება.
გამხდარი ნინა, მეზობელი, მსუბუქად მიხტის,
გზადაგზა ციდა ყვავილების მძივი ეპნევა.
იშვიათად შეხვდებათ ვინმე,
მაგალითად, ერთი -
ანწლის არყისაგან გვარიანად შეწითლებული,
ხან ხევისპირას მიწვება და ხან ორღობეზე,
ხან აღმართზე და ხან დაღმართზე,
თავის კანტურით ესალმება,
თან ბოდიშს უხდის,
იმერეთია, ჩემო ბატონო.
მეორე - ჯონჯლის ჯინჯილებიანი ეპოლეტებით,
გადამდგარი პოლკოვნიკივით წელგამართული ესალმება,
მესამე - ჭრიჭინასავით მხიარული და მოჭრიჭინე,
წითელბანტიან გიტარას უკრავს.
მეოთხე - ვითომ მორცხვი ციცინათელა,
ხან გადამდგარ პოლკოვნიკს უკრავს თვალს,
ხან - ანწლის არყით გვარიანად შემთვრალს.
მსუქანი ნინა გაუვლის გვერდზე და გაკაწრავს გაბრაზებული,
გამხდარმა ნინამ შეიძლება ფეხიც წამოსდოს.
როგორც ჩანს, ძველი ანგარიშები აქვთ
ვითომ მორცხვ ციცინათელასთან,
ალბათ ქმრები გადაურია თავის დროზე
და ღამით გარეთ გაიტყუა თვალის პაჭუნით.
ხვდებიან ოდებიც, იმერელი ქალბატონებივით.
ათასჯერ წვიმის წყლით გარეცხილი,
უკვე დამდნარი, ჩუქურთმიანი აივნები აცვიათ,
მაგრამ მაინც კოპწიები და კოხტები, ჩემო ბატონო.
მიდიან ასე.
მთელი სოფელი გადაიარეს,
წყაროსთან ფეხზე გმოიცვალეს
აყალოს სარჩულგამოკრული კალოშები.
მსუქანმა ნინამ რძლის ჩატანილი თბილისური ”ბასანოჩკი” ჩაიცვა,
გამხდარმა ნინამ - ადრე ჩემი ნაჩუქარი
წითელი საბავშვო ფეხსაცმელი,
თავის დროზევე დიდი რომ ჰქონდა
და მაინც იმით დადიოდა გასვენებებში,
თავს იწონებდა.
ჩამოიფერთხეს კაბებიდან მტვერი და
ჩვენი ეზოს ჭიშკარი შეხსნეს.
-ჰაიიიტ! - დაჰკივლა ამ დროს
ცხენივით ფაფარაშლილი კაკლის ხიდან ბაბუაჩემმა,
თვალები გააკვესა ბუსავით.
ბებიაჩემმა, მსუქანმა ნინამ, ყურადღება არ მიაქცია,
მიჩვეულია ამ ”ჰაიტ-ჰაიტს”,
ერთიც იმერელია და მეორეც, ჩემო ბატონო.
ჩამოსწია ოდის ურდული.
ერთი სული აქვს, სახლში შევიდეს,
აინტერესებს, იქ რა ხდება.
ალბათ სანამ სახლში არ იყო,
თაგვებმა რაგბი ითამაშეს
(ასე მე ვფიქრობ, თორემ ბებიაჩემმა რა იცის რაგბის),
ობობებმა თავიდან გადაქსოვეს სახლი
(მანამდე თავად ჰქონდა გადაქსოვილი ყაისნაღით)...
-ჩიტმაც თავისი ბუდე იცის
და ამათ რაღა მოუვიდათ,
სახლისთვის რომ ვერ მოუგნიათ, -
ჩვენზე ამბობს, მაგრამ ჩუმად,
გამხდარმა ნინამ რომ არ გაიგოს, ისე.
იმას კი თავისი საფიქრალი ჰყოფნის, თავისი სახლის,
მისი ენაჩავარდნილი დღეებისა და ღამეების.

სინამდვილეში კი ყველაფერი ასე არაა.
სინამდვილეში მსუქანი ნინა, ბებიაჩემი, მაყვლის ბუჩქია,
ღობე არ ეყო და სახლს მიადგა,
უკვე ურდულს სწევს.
გამხდარი ნინა სარეველაა,
სანამ თავის სახლს მიადგება,
მანამდე ისიც ჩვენთან მოსდებია გადაშლილ ეზოს,
თითქოს ისვენებს.
ისედაც, ჩვენი ეზოთი იმოკლებდა გზას,
ჩამოჯდებოდა და სოფლის ამბებს ლობიოსთან ერთად არჩევდნენ.
მერე ამ სოფლის ამბები არ ეყოთ და
იმ სოფლის ამბების გასაგებად სასაფლაოზე გადავიდნენ,
რა თქმა უნდა, გაპრანჭულები,
”რედიკულებით”, ჩემო ბატონო.
დანარჩენები, გზად შემხვედრნიც, სინამდვილეში -
ანწლი, ჯონჯოლი, ციცინათელა და ჭრიჭინაა,
იმ უბანში ეგენი დარჩნენ ერთგულად და დაუფასდათ,
კარგად გამრავლდნენ.
და ბაბუაჩემი აფრასიონიც, სინამდვილეში ბუა -
ცხენივით ფაფარაშლილი კაკლის ხის გამოჭრილი ფუღუროდან
რომ იყურება.
სწორედ მაგას ჰგავს ერთ ფოტოზე -
კაკლის ხესავით ფერშეცვლილზე და ძველისძველზე:
მუყაოს ფაფარაშლილ ცხენზე ამხედრებულს,
ტოტივით მაღლა აწეულ მუყაოს ხელში მუყაოსავე დამბაჩა უჭირავს,
მარტო თავი აქვს ნამდვილი, გამოჭრილი წრიდან მოუჩანს.
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ბუს წარბები აუპრეხია,
ბაბუაჩემს - ულვაშები.
-ჰაიიტ! - დასძახებდა-ხოლმე კედლიდან
ლამის ბავშვობაშივე დაქვრივებული ბებიაჩემის
და ობოლი შვილების შემწუხებლებს.
-ჰაიიიტ! - და მუყაოს დამბაჩას ჰაერში დააქუხებდა.
სინამდვილეში კი,
წვიმდა და ქუხდა,
წვიმდა და ქუხდა
და ჭერიდან წვიმის წყალი ჩამოდიოდა.
ჩამოდიოდა,
ჩამოდიოდა...


Arrow


#23 -- ნინო გუგეშაშვილი (მეორე ადგილი)

ბახოს ხარები

ახლოს მოგიტანს მზერას ავდარი,
ჩაგხედავს სახლში, საბძელში, ბაღში,
გაგიწეწავს თმებსა და თივას,
სულსა და ღრუბელს,
მიმოქანდება ბალახში, წყალში,
დაიგრუხუნებს –
დაგემუქრება, რომ მოჰყავს ჯარი,
მოჰყვება უკან ცხენოსანი წვიმის ლაშქარი
და ფეხოსანი სვეტები ქარის,
დაბერავს ქურას, გაშლის ფრთებს და
ემსგავსება ვეებერთელა წვიმის ღამურას –
იზრდება, სხლტება, გშორდება და გაიდგაფუნებს,
– ბახო სად არი? ბახო სად არი?
მოდის ავდარი.
– ბახო მთაშია, ჩაბალახას, ხარებს ალაღებს.
ხარი უხდება ჩაბალახას,
ხარს – მთის ბალახი,
კაცი უხდება ჩაბალახას, ხულა და ნისლი,
გაილაღებენ ხარები და წითურდებიან,
ფერდებს ივსებენ, იზნიკებიან,
მიმობოხნიან მთებზე გარჩენილ ღრუბლის ხვეულებს,
გახურებულზე ნისლის ნაფლეთით დარწყულდებიან,
ერუჯებათ მზეზე ზურგები კბენია მზით გადარეულებს,
დღით – ქორის ჩრდილი, საღამოზე მთვარე ალბუნებთ.
გაფცქვნის დიმელას, ხანაც ძენწლას, მწყემსი ბახო –
გააახრამუნებს,
თვალით ღრუბელში გამოჭვრეტილ
წვრილ სხივებს კენწლავს,
„ავდარი მოდის“, გაიფიქრებს, „მჯოხი სად არი?“
თავის ქერუჩას და ორი სოფლის ხარებს გახედავს:
არ უნდათ „მჯოხი“ – ძოვა–ძოვით პატრონისკენ იზიდებიან,
თავს წამოწევენ, თვალს აფეთებენ – ბოლო ვერ უჩანს
მგლისფერ ღრუბლების მოვარდნილ ხროვას,
ჩქარობენ ძოვას – მიწა, ქარი, ბალახის გემო, დიყის ანძები –
ცალ–ცალკე, ერთად, შფოთავენ და ილანძებიან,
გეფიცებიან – მოდის დიდი, დელგი ავდარი!
არნახული, არშესადარი!
შეზიდავს შეშას ხულაში ბახო,
დიდ კოტორზე დააგდებს ასანთს
და ზემოდან ხის გობს დაამხობს.
მოიღებს ჭექას მახვილაში მეხი ვამეხი,
აქ უპასუხებს ჩაბალახა, იქით – ბუძგორი,
გადირბენს ელვა მთლიან ცაზე –
ჭუთხაროსთან გამოილევა,
გადაფითრდება ხარ–ხალიანი წამით მინდორი,
ზეციდან ჩანან ხარ–ბიკიკები პაწაწინები,
დახედავენ ავდრის ქაჯები, დაჰხარხარებენ,
გადმოანთხევენ ისევ ქვევრებით ღამის წკვარამს და
იფშვნეტენ ხელებს, აფართხალებენ,
დააგორებენ გრუხუნით ქვევრებს...
– ამ ხნის კაცი ვარ, ამნაირ დელგმას არ მოვსწრებივარ!
ხელებს შლის მამა.
– რაღა ვქნა, ბახო სულ მარტვაა ჩაბალახაში!
მეასედ გადის აივანზე ღამეში დედა,
გახედავს ღამეს იქით, საითაც ჩაბალახაა.
რას დაინახავს?!
კუპრის ფარდას წამიდან წამზე ელვები ხევენ
და ნაკუწებში გამოკრთიან მთები და მთები
და იმათ მიღმა კიდევ მთები,
მთის პროფილები მარჯვენები და მარცხენები,
ზოგი კაცსა ჰგავს, ზოგიც მდევ–დათვას,
მთათა ჯარები, ცახცახებენ, ათმაგდებიან
და იმ ჯარებში ერთ–ერთ მთაზე – ჩაბალახაზე
ხულა დგას,
ხულას ჯოგად შემოსჯარვიან
ორი სოფლის მარჩენალები –
ბახოს ხარები.
თვალს აფეთებენ, თავს იფერთხავენ –
უფეთქდებათ ყურებში მეხი – ეფეთებიან,
ზმუიან, კბილებს აღრაჭუნებენ,
გახედავს ბახო ქოხმახიდან –
იელვებს და სიბნელიდან გამოხოხდება
გადაფერფლილი ხარის ნიღბებით
მომზირალი ღამე–ალქაჯი...
– გეყოფა, დაჯე, კაი ქალო, ნუღარ დაგვტანჯე!
– რაღა ვქნა, ბახო სულ მარტვაა ჩაბალახაში!
– ბახოს რა უჭირს, ხულაში შევა.
– რა ხულა გაძლებს ამ ლეშტერში?! სახლი ძლივს უძლებს.
– ჩაბალახაში კაი ხულაა, ნუ გეშინია, არ წაიქცევა.
ამბობს მამა და ფიქრში თავს უქნევს:
„რა ხულა გაძლებს ამ ლეშტერში! სახლი ძლივს უძლებს“,
– შენ ნამყოფი ხარ? – ეკითხება იმედით ქალი.
– აპა! – პასუხობს და ირიბად მიურბის თვალი...
როცა საათი არც რას აჩვენებს,
როცა ალქაჯი დელგმას აჭენებს,
გარეთ ხარია, თვალებს გადევნებს,
ბევრი თვალები ელვებს აბევრებს,
როცა ელავს და ნიღბებს ატევრებს,
როცა დგას შიში, იქნევს სატევრებს,
როცა სველ დრუნჩებს შფოთიც ასველებს,
როცა ნიკორას რაღაც აღელვებს –
ბახოს ხულაში რა გააჩერებს?
– ნუ გეშინია, ნიკორა! – ჩაჰყვირის ყურში – ეს ელვამ გადაიგორა!
ნიკორამ ყური მიუშვირა, თითქოს „რაიო?“ ვერ გაიგონა.
– ღვინია, ნუ გეშინია, გაღმიდან მოდის, ტყის ლიწინია!
– ნუ გეშინია, ქერუჩა, ღრუბელი იდორბლება სქელტუჩა!
– ნუ გეშინია, წიქარა, ცოტა ქე გადაიკარა!
– შენ არ შეშინდე, ვეფხია, ზეცის წკიპურტი – მეხია!
– შენ არ შეშინდე ვეჟანა, ღმერთს აბარია ქვეყანა!
დადის და ხარებს ყურში ჩაჰყვირის,
ჰხვევენ ყელებს სველი ხარები, ყელქვეშ იქცევენ,
მოჰხედავენ, თავს აიქნევენ,
დრუნჩებით ყურში ჩაუქშენენ –
რაღაც დიდ ამბავს ჩაუბერავენ,
არ ეშინიათ – მასთან უნდათ, უბრალოდ კაცთან.
ბახოს ამდენი კაცებთანაც არ აქვს ნათქვამი – სიტყვაძუნწია,
სიჩუმე უყვარს, უსიტყვო შრომა,
აქ ლაპარაკობს – აქ მოუწია.
კაცის და ხარის ქედჩაგრეხილი ერთგული დგომა
ავდრის ქაჯებმა შეამჩნიეს, დაახარხარეს,
გაცვივდნენ უცებ, მყინვარებიდან ააფხოკნეს, ააქარქარეს
და ვეება ცის ჯამებიდან
ტყის თხილისტოლა ცივი სეტყვა წამოაყარეს.
გაანჩხლდა უფრო ავდარი და გადაფიჩინდა.
მწყემსმა კისერზე გადახვია მკლავი ძმაკაცებს –
ქერას და კვამლას, ხელისგულები ლაღად გაშალა
ჯერ აღიღინდა, მერე ამღერდა, ღმერთს მიებარა:
– ჰოი ჰოიდაა! ჩაბალახა, ვინ გალახაა, ჰოოი
ჰოოიდა, აპა გვიხაროოდეს, ჰოოი!
ჰოიდაა! გვესევიან მეხებიო, ჰოოი,
ჰოოიდა, აპა გვიხაროიოდეს, ჰოოი!
ჰოიდაა! ვერ მოგვჭამეს ფეხებიო, ჰოოი,
ჰოოოიდა, აპა გვიხაროიოდეეეს, ჰოოი!
ივაგლახეს, ვერ გაგვლახეს,
დაიღალენ, გაიპარენ,
ღამევ, ნუ გვეჯღანებიო
გათენდება დარებიო,
ვიბალახებთ ჩაბალახას
მე და ჩემი ხარებიო... ჰოი!

გამთენიისას დაიცალა ღრუბელი, დადნა,
ჩამოეწრიტათ ფერდებიდან წყალი
დაქანცულ მთებსა და ხარებს,
ბახომ ქოხიდან მშრალი შეშა გამოიტანა:
– ნუ გეშინიათ, ახლა გათბებით, – სველებს ახარებს, –
ჯერ თეთრი კვამლი წამოვა და ქერუჩებო, ჯერ თქვენ გათბებით,
მერე წამოვა კამკამა კვამლი და კვამლიებო, თქვენ გაშრებით,
მერე წითელი ალი ავარდება და წიქარებო, ცეცხლი თქვენია.
მერე ღვინისფერი ნაკვერჩხალი დარჩება და ღვინიებო, თქვენი ჯერია.
მერე ფერფლი შეერევა და ვეჟანებო, თქვენ ჩამოდექით,
ბოლოს შავი ნახშირი დარჩება და
მურეშა და გიშერა, თქვენ წამოწექით. –
იცინის ბახო, გალუმპული,
ფიჩხებს ამტვრევს და ლაპარაკობს,
ცდილობს, ხარები გააცინოს, გაათბოს და ააბალახოს.
ხარი გისმენს და ვერას ამბობს, ხარი – ხარია,
ხალხთან ამდენი არასოდეს უქაქანია...
...
– დღეს მოვა ბახო, ლობიანები უნდა დავაცხო,
მოჭერი ლორი, ჩამოგვივლენ მთებიდან ორნი –
ეგ და ქერუჩა, აწყვეტილები, ნამთეურები,
ისე დასქელებიათ კისრები და ბარკლეულები
ვეღარ გაუძლებთ აპეურები.
იცინის დედა, ახსენდება შვილი გამხდარი და
აწოწილი ჩვილ ძეწნასავით,
თვალი ევსება ღიმილის და სევდის ნაზავით.
– ქე რა! გეტყვის რამეს და მოგიყვება, თუ?
მოვა, კარებში ჩამოდგება, ჩაყლაპავს ენას –
გაბლიხდება იმ თავისი ქერუჩასავით...


Arrow

#8 -- მაიკო მიქაია (მესამე ადგილი, გამომცემლობა „საუნჯის“ პრიზი)

შურიმშინე*

ცისფერ ზაფხულს შემოდგომა გადაება,
ზღვას ქარებმა ღრუბლის გული შეუშვირეს
და შენსავით ბაგეტკბილი გულაბების
და შენსავით ბაგეტკბილი გულაბების
ყვითელ ფოთლებს აშრიალებს,
შურიმშინე.
გითხარი, რომ ვერ დავრჩები, მალე წავალ,
შენ თვალები დახარე და მოიწყინე.
როგორ ვდარდობ, მაგრამ შენთან მე არა ვარ,
როგორ გნატრობ, რადგან შენთან მე არა ვარ,
მე არა ვარ, შენთან ზღვაა,
შურიმშინე.
სანამ ნისლებს დავიწყების შევერევი,
თვალს აყოლებ პეპლის ფრთებად მობიბინე
ფირუზისფერ კაბას, ქარში გადარეულს,
ფირუზისფერ კაბას, ქარში გადარეულს,
თვალს _ აყოლებ, გული _ გწყდება,
შურიმშინე.
ახლაც გხედავ მხარმიყრდნობილს სევდის ლოდთან,
ზღვის ნაპირზე რომ იდექი მომლოდინე,
მიმწუხრისას მზე დასავლეთს მიდიოდა,
სხივჩამქრალი მზე დასავლეთს მიდიოდა,
მზესთან ერთად მეც წავედი,
შურიმშინე.
სიშორეში რადგან მე ვარ დამნაშავე,
გავჩუმდი და უშენობა მოვითმინე.
ზღვის ტალღებზე მიტორტმანებს შენი ნავი,
უიალქნოდ მიტორტმანებს შენი ნავი,
მეც დინებას მივუყვები,
შურიმშინე.
დედამიწას, მრგვალს და მრავალწახნაგოვანს,
გარს ვუვლი და გული ვეღარ მოგაწვდინე.
დღეს ჩვენს შორის ბინდისფერი სამყაროა,
გზებით შორით დასერილი სამყაროა
შენს კუთხიდან ჩემს კუთხემდე,
შურიმშინე.
მაგრამ იცი, ვერასოდეს მიგატოვებს,
ვისაც ერთხელ ასე თბილად გაუცინე.
მიყვარს, როცა ცა ირეკლავს ღიღილოებს,
შენს თვალებში მოციმციმე ღიღილოებს,
შეყვარებულ შენს თვალებში,
შურიმშინე.
ღმერთო ჩემო, რა მძიმეა ქალის ტვირთი!
მე კი შენით უფრო მეტად დავიმძიმე.
ზღვას მზის ჩასვლით შეეფაკლა ლაზურიტი,
ზღვას მზის ჩასვლით შეეფაკლა ლაზურიტი
და ნაპირი გაირინდა,
შურიმშინე!

შურიმშინე _ (ლაზ.) გენაცვალე, შენი ჭირიმე.


Arrow

დანარჩენი თერთმეტი ლექსი:


# 1 -- ირმა შიოლაშვილი

ხუთი მართალი ბარათი ქმარს

1-
შორიდან მიყურებ.
იმდენად უცხო ვარ
ჩემი ნაწერებით და ჩემი სიზმრებით
რომ ვიცი, ყოველთვის გული გეკუმშება
და დარდად ამოგდის
თვალებთან წამწამი. თითებთან ფრჩხილები.
შორიდან ვიწყები.
ვიხრები. ვსწორდები
და შენკენ მოვლალავ გრძელი ფარასავით
ყველაფერს, რაც მიყვარს, რაც ჩემი ნათელი
სულიდან სიტყვების ბალახად ამოდის.
ყოველთვის მიყვარდი... ზეცაშიც, მიწაზეც
და შენთან შეხვედრის მზეებით ვხარობდი.

2-
შენი სახლი ვარ-
აგიშენე ყოველდღიური საცხოვრისი
დაგიფინე: შესასვლელში მარილის ქვის ნამტვრევები,
აივანთან ხორბლის სიყვითლე,
შუა ოთახში ნატვრით სავსე ვარცლი დაგიდგი.…
ფანჯრები დამრჩა -აღარ ვიცი
ფარდის ნაცვლად ლექსიანი ქაღალდები აგიკრა თუ
უბრალოდ სიტყვა მივაწებო ფანჯრის მინაზე.
----------------------------------------------------------------
მახსოვს, მოგწონდა ჩემს სუნთქვაში მძინარე ლავა
და ჩემი გრძელი, დარდიანი მოსახვევები,
მაინც ამბობდი, რომ ქალები ერთმანეთს ვგავართ
პრეტენზიებით, ნერვიული, მშრალი ხელებით,
რომ ყველას სულზე დაგვიდის წვიმა
რაღაცნაირი- ლურჯი ან მწვანე,
რომ აბა, როგორ წაგვაქცევს ქარი
ასე ძალიან ხეების მგვანებს,
რომ ვღლით გარშემო კაცების მოდგმას
როდესაც ყელთან ეგოიზმი ცრემლად გვაწვება...…
---------
მაგრამ რატომღაც მაინც სახლად ამომირჩიე
და მოგწონს, როცა ფანჯარაზე სიტყვებს ვაწებებ.

3-
დიდი ხანია, სამი რამე კარგად გამომდის:
წერა, ტკივილში შეყუჟვა და გრძელი დუმილით
დამორჩილება შენი ღრმა და ლურჯი თვალების;
დიდი ხანია, რაც მიწოდებ პირველ ნახევარს
და გებრალები. და ხანდახან არც გებრალები
როცა ვცდილობ, რომ მზარეულის როლი მოვირგო
და დავწვა ტაფა, ანდა კვერცხი, ანდა წავიდე
აღელვებული სასეირნოდ, რადგან გავწბილდი
და შენი გრძელი მოლოდინის ცოდვა დავიდე.
დიდი ხანია, აკვირდები, როგორ მეშლება
ბაგიდან ლექსი და თავიდან თმების თავშალი
და თვალებიდან გრძელი სევდა როგორ ეშვება
მრგვალი მიწისკენ, რომ ბალახი სუნი წაშალოს
და გითხრას, როგორ ვარჯიშობდა მთელი ცხოვრება
რომ ყოფილიყ თეთრი მიწა - შენი ნაწილი,
როგორი თმენით მოელოდა გამეორებას
ამ სამყაროში - ხანდახან რომ ასე აწბილებს.

4-
(ცოლის დღიური.)

ძველებური ვარ
და, შენც ასე,
ძველებურად, გულუბრყვილოდ,
ლამაზად გეტრფი,
მამრი ხარ და ჩემს გრძნობებში
რას გაერკვევი.
თანაც უცხოდ წერ, უცხოდ გტკივა,
უცხოდ საუბრობ
და როცა სუნთქავ-
მკერდზე უცხო ღრუბლები დაგდის.

მაინცდამაინც შენს სიტყვებში შემოვეხეტე
და თავბრუც უცხოდ,
სიტყვასავით მართლად დამეხვა;

ვერ მოვინელე, რა ვქნა, დღემდე, ის სიტყვისფერი
და ზეცისფერი თავბრუსხვევა,
ვერ დავიწმინდე მდედრის ცრემლში ამოვლებული
პოეტური და გულუბრყვილო გულის ღარები,
ვერ შევეგუე ყოველდღიურ, მსუბუქ ცხოვრებას
და სისხლშიც ეჭვის გრძელი ჭია დაიარება

და რამდენჯერაც არ უნდა მითხრა:
ჩემი მეორე ნახევარი,
ან უფრო სწორედ
ჩემი პირველი ნახევარი ნამდვილად ხარო,
ზუსტად იმდენჯერ საყვედურით მოგიბრუნდები
და ვეფხვის მზერით გიპასუხებ
რომ შენს მითებზე დიდი არის ეს სიყვარული,
რომ ძველ ჩრდილებში ორივენი პატარად ვჩანვართ.

5
***
ხანდახან სხეულს თუ ასცდები -
კედლიდან გადმოსული ჩრდილები დაგახრჩობენ.
მე ამ ჩრდილებმა მასწავლეს, რომ მეტისმეტია
ასე ძალიან მიყვარდე და მჯეროდეს შენი.
ხანდახან სიცხე ამიწევს და ისე ვცახცახებ
ვერაფერს მშველი-
ვერ მაჩერებ-
ლექსად მახველებს ათიათასი საყვედური
და ყელზე გაბამ საკუთარ მკლავებს
და გინასკვავ მკლავებს ბანტივით.

რომელი ქალი იქნებოდა ნეტა მარტივი,
რომელი ქალი გასწავლიდა, რომ სათვალის მიღმა მიწაა
და არა ციდან ჩამოშლილი ღრუბლის ნამტვრევი...
მივდივარ.
შენ კი სხეულს ასცდი.
და რომ ასცდები,
საწერ მაგიდას გადახედე - ჩემით დამტვერილს.


#7 -- ნინო ქადაგიძე

ნამზეურიანეულები

როგორ ხარობენ
ნამზეურიანეულები,
კოჭებამდე უნდა შევიდე,
განა წამიღებს?!
გამახარებს, გამაჯეჯილებს.
მოფრინდებიან
ცხრაფრთიანი გუთნისჩიტები
და მზიან ამბებს მომიტანენ
შენი მხარიდან,
შენ დაკოჟრილი შენი ხელებით
ჩამიფშვენი ამ ამბების ხმიადები
ხორბლის რძეში და
ჩამილბე მოგონებებად,
როგორა აბუჟბუჟებს
შენს ტკბილ სიტყვებს ,
როგორ ააფუვებს ლოცვასავით.
ყველას ვუამობ
რა კარგია ბებოს ქალობა!
შენი ნაჩეჩი ანაგულები
გაიშლება თეთრი ვარდივით
და ყოველ ღამით
მისი სურნელით გაბრუებული
ცალთვალა მთვარე
აგორდება ჩვენი ბანიდან,
ხან ფანჯარასთან
მოფრინდება თეთრი ზარნაშო,
მაგანაც იცის ყველაფერი
ბებოსქალობის!
ზეპირად ახსოვს როდის მივირთვი
შენი ხელის ცხელი გულიდან
ამოყრილი ტკბილი ნაზუქი,
ან შვილიშვილის მოლოდინით
როგორ ღუღუნებს
ზამთრის თეთრი თრითინა ღამე
ბებოს მოქსოვილ შალის წინდებში.
მაგრამ სულ სხვაა,
როგორ ხარობენ
ნამზეურიანეულები,
კოჭებამდე უნდა შევიდე,
განა წამიღებს?!
გამახარებს, გამაჯეჯილებს!


#9 -- მაგდანა ბებიაშვილი

მაისის წვიმაში

დღე და ღამე ერთმანეთს მისდევს
სევდით და ღიმილით
და ისეთი თანმიმდევრობით
სარძევე კბილებს რომ იცვლიდა
ასკინკილა ჩემი ბავშვობა.
“თაგვო, თაგვო,
ჩემი ჭიანი კბილი შენ...”
და... ასე შემდეგ,
სახურავზე გააქვს წკაპანი
წკიპურტებივით მოგონებებს
მაისის წვიმის.
...
დღემდე ასეა.
მძიმედ მოსული, გულგამოხრული,
უფერული საღამოები
მინდა, ფანჯრიდან მოვისროლო.
თაგვებს კი არა,
სადარბაზოს ვირთხებს ავუგდო საჯილდაოდ.
სასთუმალთან კი მხოლოდ ის დღეები დავილაგო,
საღამურებივით უთოს სითბო რომ შერჩენია.
დილა კი,
საღი კბილების ღიმილით მომიყვანოს
საათის ტიკტიკმა და ტიტინმა პატარა შვილის,
რომელმაც არ იცის,
რომ სახურავზე სხვა სამყაროა,
ხოლო სარდაფში
ერთხელ მაინც მოუწევს ჩასვლა
და იმის აღქმა,
რომ უბით მხოლოდ თეთრ ზაზუნებს დაატარებენ,
ხოლო ნაცრისფერს ფერებს შორის
ღამურების ატყვია დამღა...
...
რა დამღლელია ეს ყოველივე,
თუ რუხ ღამეებს
არ დაჰყვება გარიჟრაჟის ჟღალი არშია.
თუ დღის სინათლეს მონატრებულ ჟანგიან ლექსებს
სულ ერთხელ მაინც, ტანზე სველი კაბა არ ცმიათ.
...
“_არ გამიცივდე მაგ წვიმაში, სულელო გოგო!”
და... ასე შემდეგ,
სახურავზე გააქვს წკაპანი
წკიპურტებივით მოგონებებს
მაისის წვიმის.


#15 -- დალი მუხაძე

მგლები

ცეცხლოვან ლახტის შემოკვრას ჰგავდა
თქვენი ყმუილი, მგლებო.
ბნელ ხეობაში ახმაურდა შემზარავი სიჩუმე
შიშის ფერი...
მთვარემ მოცელა ვარსკვლავები და ჩაიმუხლა
მდინარის პირას.
მდინარე ტიროდა...
გამოხრულ სოფელს შეაჟრჟოლა,
ბინდში შეცურა დაკარგული გემივით და
ნარ–ეკლის ბილიკს გაჰყვა თქვენი
გაბმული ზარი, მგლებო..
იქ ვის შესტირით,
ვისგან ითხოვთ ნუგეშს და შველას–
ქვებია მხოლოდ...
სარკმელებში ჩაბუდებული,
ღამურასავით იყურება სიცარიელე;
ხსოვნის ფესვებს კი მშვიდად ხრავენ
ჟღალი მახრები.
ნაკვერჩლის თვალებს აშიშხინებს ჩამდგარი ცრემლი,
ელვარე ეშვით გაკაწრავენ ლილისფერ ღამეს,
ვერცხლის ბალანი მდინარის ზვირთს გაიმეორებს...
ეჰ, მგლებო, მგლებო...
იქნებ ჩაქცეულ სოფელს გლოვობთ, ტრებით ფხაჭნით
გამომხმარ მიწას,
ჩაძინებულს და უცვარნამოს,
თუ ემზადებით, რომ იცეკვოთ „სიკვდილის ცეკვა“
და უცხო შუქით განათებულ
მწვერვალს შეჰყმუით?
... ცეცხლოვანი ლახტის შემოკვრას ჰგავდა
თქვენი ყმუილი, მგლებო.


#17 -- ქეთა დიდიშვილი

არ დაიჯერო ჩემი სილამაზე,
მითია


არ დაიჯერო ჩემი სილამაზე,
მითია.
მე უბრალო ხე-მცენარე ვარ.
თვალი ერთთავად ცისკენ მიჭირავს,
ანუ, არც ისე მყარად ვდგავარ დედამიწაზე.
არ დაიჯერო ჩემი სილამაზე,
მითია.

ამ გაზაფხულზე ყვავილდი,
ალბათ მაშინ თუ დამინახე
და შეგიყვარდი...
მიმოიხედე,
რამდენიც გინდა, იმდენია აქ ჩემნაირი.
უგუნებობა საბაბია,
წასასვლელი რომც ქონდეთ მაინც,
არ იციან საით წავიდნენ.
ჰოდა, მეც ასე_
ცაში ვარსკვლავებს ფიქრებით რომ ვეპოტინები,
სინამდვილეში, მხოლოდ ვშრიალებ.

საკარნავალო კოსტუმია
ჩვენი ყვავილი, დროებითია,
სხვა დროს რომ გვნახო, დამიჯერე,
ვერც კი შეგვამჩნევ,
უნიათოა ჩვენი ყველა გამოღვიძება,
სახლში საღამოს, მშიერ შვილებს რომ ვერ ვაპურებთ,
ჩუმდ ვტირით და საგარეოდ ვისხამთ ყვავილებს.
და სხვაზე რა ვთქვა,
ინსტიქტები როგორც მოქცევა,
მთვარის ფაზებზე გამობმული,
თუ ვერ იმარჯვებს,
ჰო, სხვაზე რა ვთქვა,
არ იცვლება ლექსი კარაქზე_
პურზე წაუსვა, ... ხმელი პურივით
სულს გიკაწრავს მცირედი წყენაც,
რას მოერევი დიდ ტკივილებს,
დიდ ქარტეხილებს...
უბრალოდ ვიცვამთ ამ ტკივილებს როგორც პერანგებს
(აქ შეიძლება დაგვაბრალონ ზოგჯერ სიგიჟეც),
როდესაც გვცივა, ანდა, გვინდა გვქონდეს რაიმე
ინტიმური, მხოლოდ ირიბად,
მარტო ჩვენი და სულთან ახლოს, გაღიმებამდე...
საოცარია, არ სქელდება მაინც მერქანი, არ ვუხეშდებით,
უფროდაუფრო დაუცველნი ვხდებით, პირიქით,
და ყველა ტკივილს გულში ვიკრავთ ქრისტეს კვართივით,
დაუწერელი, ერთნაირი, თუმცა სცენარით....

ფრინველს გავხარო,_
რას გაუგებ ამ ასტროლოგებს,
ჩიტებს კი არა, მე ხეებს ვგავარ,
მერე რა, თუ კი თვალი სულ ერთთავად ცისკენ გამირბის
და გაზაფხულზე ჭრელა_ჭრულას ვისხამ ყვავილებს,
არ დაიჯერო ჩემი სილამაზე,
მითია.


#18 -- თამარ ლომიძე

ჰარალე*

ჩემო ჰარალე,
გადაშალე,
გახსენი გული,
მინდა ფესვებთან ჩავიმუხლო,
ვილოცო მინდა...
რომ ჩემი მიწის გულისცემას
დავუგდო ყური,
გამილღვეს სისხლი,
ჩაგეწვეთო,
ჩაგეზიარო...

ამოვშრე ლამის,
დამიბზარა შიშმა სიცოცხლე,
ფსკერზე იმღვრევა წარღვნასავით
ღამის მორევი,
ჟამიდან ჟამზე მათამაშებს
დროცა და სივრცეც -
ვით გზაარეულ,
ვით გარიყულ ბატკანს უსუსურს.
გამიუცხოვდა საკუთარი აჩრდილიც რადგან,
სულზე მივუსწარ,
სიყვარულის ვუთვლი ნაბიჯებს,
ჩემს ნაკვალევებს,
როგორც ბებერ ბაბუაწვერებს
სულს უბერავენ
და ფანტავენ ფერფლად და ნაცრად...
ჯერ კიდევ დამრჩა გასავლელი ცოტა და მცირე,
ჯერ კიდევ შორს მყავს წინაპარი,
ჩემო ჰარალე!
ვაზის ცრემლებში დამიტოვა
სამშობლოს გული,
ეძებენ შლეგნი და ვერაფრით
ვერ მიუგნიათ...
და სცივათ ქარებს,
სცივათ შური,
მტრობა და
ზიზღი...
მე ვუძლებ ჯერაც
და უხრწნელი დუმილით ვითმენ,
ამომშრალ ბაგეს
სიჩუმისგან ვასკდები ლოცვად,
ვზივარ ნისლებზე და
თვალდათხრილ ანგელოზს ვძერწავ...

ჩემო ჰარალე,
ახლა აქ რომ ფერი დასრულდა,
სიმღერა გაწყდა,
ხიდიანად აფრინდა მტრედი,
ჩემს ცეცხლზე წყალი იფერფლება,
ჩემს წყალზე ცეცხლი,
ჩემი სხეულის ლაქების რომ
მიმძიმს ტარება,
დამძიმებული და შემხმარი ფესვის ტარება,
ათას ეკალ-ბარდს
გადახვეულ-გადახლართულის,
იქნება მითხრა
გაქვავებულ სისხლის სურნელსაც
ვუწამლო რითი,
რით ვუშველო ჩხრიალს მონეტის...
რითი ვუშველო
ღალატივით სახეჩამომჭკნარ
აპრილისა და შინაბერა მაისის მზერას...
როგორ ვიპოვო სინდისის ხმა სხვათა კედლებში,
როცა საკუთარს
უცხოსავით ვათვალიერებ...

ხანდახან
სულზე ათრთოლდება ცრემლი ალალი,
ხანდახან
აღმართს საკუთარი ხელებით ვკემსავ...
ლაღი ვარ მაშინ,
როცა ნისლის ფთილა ვარ მხოლოდ -
ჩემი სამშობლოს
წარსულიდან გამოჟონილი...
ჩემო ჰარალე!
დამაპურე, შენ შემოგევლე,
თორემ მზის გულზე ნაღვერდალსაც ვეღარ იპოვი,
ვით საფრთხობელა,
დაკიდებულ მარჯვენას ვახმობ
და ვიწყევლები...
შვილს ვამადლი ჩემს დაბადებას...

მალე, ჰარალე,
წარსულში მაქვს მე მომავალი,
გადამიხსენი მკლავები და
ჩამტიე მკერდში...
მალე, ჰარალე,
სანამ ისევ დაღამებულა,
სანამ ბილიკი ამირია
ყველა ურჯულომ.
სანამ ხმას გაწვდენ,
სანამ წრფელი სურვილი მითრთის,
სანამ მიაგნეს ვაზის ცრემლებს,
სანამ მიპოვეს...
არ მინდა ყალბად,
მარცვალ-მარცვალ წამოსცდეს მავანს:
ყაყაჩოსავით ჩაიწვაო ეს უბედური...

მალე, ჰარალე!...

*მიწის ღმერთი ქრისტიანობამდულ საქართველოში



#24 -- ეთერ თათარაიძე (საპატიო ჯილდო)

* * *
აუუ, რამდენ ხნის ნანატრ
მელოდების დანოჲ,
ჩემ წილ სულიმ ჩაგედგმისთ
ღონელევას, მთანოო.
ჩემიმ ფერფლ გეფარებისთ
უქმად ნამეტ გზანოო,
ჩემიმ გულ ჩაგედგმების
გულისფერვას წყაროო.
ჩემიმ მუჴლ შეგემბების
რომას ნამშვრალ წყალოო,
ჩემიმ თვალის სინათლე
ბნელს წაგართვამს, ცაოო,
ჩემიმ ფერფლ გეფარების
ჩემდ _ ჩემვ, ცხვათად _ ცხვაოო.


#25 -- ლელა გაბური (გამომცემლობა „საუნჯის“ პრიზი)

* * *

მთელი დღეა,
უცნაურად ნირშეუცვლელნი მიმზერენ მთები:
როგორ ვწრიალებ ჩემი აივნის თეთრ კუბოში
სიკვდილისთვის გამზადებული...
(ეს იგივე აივანია,
სადაც, ოდესღაც დრო გაჩერდა და
სადაც სიცოცხლე პირველად ვიგრძენ)
და ახლა...აქვე, მოწრიალეს,
სუნთქვაშეკრულნი მიმზერენ მთები–
მარადისობის მარადმწვანე ნიშანსვეტები...
და... ვიმეორებ ჯიუტად ისევ :
– უნდა მოვიდეს რომელიმე, ორიდან ერთი!
სულერთია, რომელი მოვა,
ან ლეგა ნისლი კარატის წვერის,
ან ფერლეგა ჩემი ქმარი –
კარატის ჯვრის ყმა!
უნდა მოვიდეს და მიბრძანოს:
–გამოვედ, გარე!
და გამომიხმოს , აღმადგინოს თეთრ აკლდამიდან
როგორც ლაზარე...
სადა ხართ, მოდით!
თორემ ლოდინი გზისპირიდან მზისპირისკენ გადაიხარა,
და დაიღალა...
სადა ხართ, მოდით!
ხომ უნდა ნახოთ, როგორ ლამაზი,
ლერწმის სტვირივით ტირილი ვიცი...
(ძეხორციელი ვერ იტირებს ჩემზე ლამაზად!)
და ვერ დააგზებს მთისძირ კარავში,
ჩემებრ მჟღერი ჰანგების კოცონს...
ხომ უნდა ნახოთ,
ლაჟვარდოვანი ოკეანის ძველი ნახმლევი,
როგორ დაადნა არაგვის ტალღებს,
და როგორ მეწვის შავ თვალებში,
მზედაკარგული მერცხლების გუნდი...
სადა ხართ, მოდით!
ცა მიწას ეკვრის არაგვსგაღმა და აღარ სუნთქავს,
არაგვსგამოღმა იფნის მწკრივსაც ცახცახი იტანს –
როცა ეხება უმედროშეოდ დარჩენილი
დროშის ფესვები...
ქარიც შლეგდება, ქარსაც მოსწყინდა,
უკაცისხელოდ დარჩენილი დროშის ფრიალი...
აჰა, ხმა ისმის!
აჰა, ძლიერი, მოქნილი ხელით,
მგონი გაიღო სამარის კარი...
მოდის, მოვიდა! ორიდან ერთი!
ან ღრებელია კარატის წვერის,
ან ღრუბლისფერი ჩემი ქმარი –
კარატის ჯვრის ყმა!
თითისწვერებით
ნაჭრელაის წინდის წვერებზე ავიწიე და
ჩუმად გავხედე...
არავინ ჩანდა!
ჩემი გულის ხმა – ნაბიჯების ხმად მომეჩვენა!
როგორ ბედავენ,– გავიფიქრე...
ფარშევანგის კაბა მეცვა, მკლავშიბიანი,
ფარშევანგივით სული მედგა –ყელღილიანი,
კდემა ქალწულური
მენთო სუსტ მაჯებზე–
როგორც გვირილების ხელბორკილი...
ჰოდა, წაუვედი,
სამწყრალოს წაუვედი ორივე ბატონს...
სამწყრალოს წაუვედი–
სისხლიან ხილვებს და მუზების სულთზიდებას!
სამწყრალოს წავედი და ფარშევანგის ბოლოს
ცისარტყელამდე მივიქნევდი...
მერე დაღამდა და...
ტირილდაკარგულმა,
ნუგეშდაკარგულმა,
უგერშდაკარგულმა,
ფარაონის თეთრ აკლდამაში სადედოფლო გუდანური შემოვიფუთნე...
და...აი


Last edited by Admin on Mon Sep 16, 2013 11:45 am; edited 19 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: „ხვარამზეობა“    Sun Sep 15, 2013 10:39 am


ხვარამზეობის“ დიპლომი -- მხატვარი თეა აკობია


2013 წელს მეორე ეტაპზე გადასული, ე.ი. გამარჯვებული 15 პოეტი ქალბატონის 15 ლექსი

27, 28, 29, 32


#27 -- ეკა დონდუა (გამომცემლობა „საუნჯის“ პრიზი)

*******
მზე ისევ მიწნავს მუხლამდე ნაწნავს
და ჭიუხებში სული მეძახის,
მე დავიბადე ამ წუთას, ამ წამს,
არ დამყოლია სული მეძავის...
ერთგგულებ, როგორც მთვარიან ღამეს
ნაგაზი თავის პატრონის სახლ-კარს,
ო, ეს ჯადოსნურ სიზმრებით სავსე,
წვრილშვილიან სხვა ღამეებს არ ჰგავს...
მიყვარხარ, როგორც ორი დღის თოთოს
დედის რძის სუნი,
რომ ეძებს, ეკვრის,
შენ კი საშინლად, ვით ადრე, უწინ,
გტკივა ამოცლა განწირულ ნეკნის...
გასავლელ სივრცეს გილოკავ ისე,
როგორც მტკივან ფეხს პატარა ლეკვი,
ცარიელ ყოფას მაგ მზერით ვივსებ,
შენს თბილ ღიმილებს ტყუპივით ვეკვრი...
და როცა ღამე ჩამოიშორებს
დაღლილ თვალთაგან ნამსხვრევებს ბინდის,
წამომტკივდება შენი სიშორე
ისევე მძაფრად, როგორაც მგვრიდი...
და მოხვალ...
..........
მთვარე გვიძერწავს გრძნობის სანახებს,
იჭვიც კი ქრება, არ ითხოვს ხურდას,
მე ვეკვრი თრთოლვით სავსე ბალახებს,
სამყაროს,
რომლის შეცვლაც ჩვენ გვსურდა...
..........
რიჟრაჟი რძისფერს მოიფშვნეტს თვალებს,
ზანტად გაქრება ფერები ბინდის,
განშორება ხომ არ გვიყვარს ქალებს
და მაინც შუბლზე მკოცნის და მიდის...
..........
მზე ისევ მიწვავს მუხლამდე დალალს,
ხელს მიწვდის, თბილად მეძახის: დობილს,
მე მაინც ღამეს ვუხმობ და ალალ
გრძნობას ვუმზადებ ბალახის ლოგინს...


#28 -- მარიამ წიკლაური

იორო

რა პატარა ხარ, იორო,
ირმის სასმელო წყალო.
ქალს, ყვავილივით მშვენიერს,
რა მადლიანად წყალობ:
შენს გადაცურვას არ უნდა
საამირანო ღონე,
კალმახის ზურგის ბილიკით
აითავებენ ფონებს.
არც წითელ მოვის პერანგზე
დაედინებათ ცრემლი,
არც ქარი სანთელს ჩააქრობს
ავი დედაბრის წყევლით.
რა პატარა ხარ, იორო,
კაცი პეშვებით დალევს
შენს მჭვირვალ ჩქერებს,
ფშანებს და
შენით განაკვებ ღელეს.
აბა, სახელი ბოლომდე
დაერქვათ _ იორ-დანე?!
რატომ გაუწყდათ პირს სიტყვა,
რა საიდუმლოდ გმალეს?
იორო, ჩემო იორო,
იორო, იორდანევ.
აბა, გყოლოდა პატრონი,
შენ და შენს ლამაზ მხარეს?!
ან გვეგუმანა, ვის ხვევდა
უფალი მადლის ხალენს?!
რა პატარა ხარ, იორო,
იორო, იორდანევ.
მოდიხარ, მოედინები,
ნისლებს მოისხამ თეთრად,
მე იორდანეს დაგარქმევ,
ქრისტემც გაწვიოს ღმერთმა.



#29 -- ირმა მალაციძე

_ ჩუ!

_ ჩუ!
ძილი არ დაუფრთხო ჩემს პატარას,
სიზმარში ანგელოზებს ხედავს და
ბამბის ნაყინის
ღრუბელზე
სძინავს.
სასთუმლად ჩემი მოქსოვილი სიზმრები უდევს.
_ ჩუ!
ნუ ხმაურობ ჩემს მყუდრო სამყაროში,
დუმილთან ზავი მაქვს დადებული
და ნუ ჩხრიალებ
გველის
ხერხემალივით.
_ ჩუ!
ფეხაკრეფით შემოიპარე,
ჩრდილივით თუ აჩრდილივით
(როგორც გენებოს)
როგორც გჩვევია
მოსვლაც
და
წასვლაც,
როგორც ნადირი ეპარება თავის მხვერპლს,
როცა ჩანთქმას უპირებს.
და როგორც დამნაშავე იპარება
დანაშაულის
ადგილიდან,
ისე.
_ ჩუ!
არ გამიღვიძო ანგელოზი!
არ დააფრთხო _
აკაციის ყვავილის ნექტარს წოვს საწოვარადან
და საკუთარ
თითებს
გაოცებული
ათვალიერებს.
_ ჩუ!
სიკვდილი მაინც მაცალე,
თუ სიცოცხლეს არ მაცლიდი
მთელი
სიცოცხლე!


#32 -- ნინო ლარცულიანი

გამა-ქალთა-მზე

დუღს ჩემს ძარღვებში
შენი მდინარე
და ვიბადები
მარად
და
მარად,
ჩვენ ერთადა ვართ
ნაზიც,
მძვინვარეც
და ჩვენ არ ვიცით
რა არის დაღლა....
შემომაჩერდი
ცხელი თვალებით,
ლილე,
ცარგვალზე მოხეტიალევ,
შენ მაღალი ხარ,
როგორც არასდოროს
ახლა,
ამ წუთს...
და....
ამაბრიალე!
მე შენს მზერაში
ჩავდე სუნთქვები,
და თბილი ქვების
ვკოცნი საკინძეს....
მზევ,
ლამარიას მხრებზე
დაეშვი
და შენს სხივებზე
ნელა ამკინძე...
ამკინძე ისე,
რომ ვერ დაშალონ
მერე ყინვებად
და ნამქერებად,
ამკინძე ისე,
რომ ავციაგდე
უთვალავ მზედ
და
ცის ვარსკვალევებად!.....
მზევ,
ლამარიას
მხრებზე
დაეშვი!...
მზევ,
შინ შემოდი ...
გამა-ქალთა- მზე!

ბმული -- https://www.facebook.com/events/179473825552992/permalink/219227384910969/
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: „ხვარამზეობა“    Mon Sep 16, 2013 11:42 am



ორიოდე სიტყვა „ხვარამზეობა-2013“-ის თაობაზე

რაზე ვფიქრობ და, წლევანდელ, უკვე მესამედ ჩატარებულ „ხვარამზეობაზე“, რომელიც მარიამ ხუცურაულის უშუალო ორგანიზებით, ფინანსირებითა და იდეით ტარდება ხოლმე...
თუმცა ჩვენმა კულტურის სამინისტრომ წელს მხარი არ დაუჭირა ამ ლიტერატურულ კონკურსს, პოეზიის საერთშორისო ფესტივალად გადაქცევის დიდი პერსპექტივა რომ აქვს, სამაგიეროდ, ამ კონკურსით მოიხიბლნენ საქართველოში სტუმრად მყოფი ნორვეგიელი მწერალი ქალები, რომლებიც წარმოადგენდნენ მე-19 საუკუნეში მოღვაწე (ზუსტად ხვარამზეს პარალელურად) ნორვეგიელი მწერალი და ფემინისტი ქალის, კამილა კოლლეტის (Camilla Collett) სახელის მქონე შემოქმედ ქალთა 600 წევრიან გაერთიანებას, -- მათ თავიანთი შეგროვილი თანხა, 700 ლარის ოდენობით გადასცეს თამარ ლომიძეს „ხვარამზეს“ წლევანდელი კონკურსის ფონდისათვის...
წლევანდელი კონკურისის მაღალ დონეს და სანდოობას განაპირობებდა პროფესიონალ პოეტებისგან შეგდენილი ჟიური:

* თამილა გოგოლაური (თავჯდომარე)
* ვაჟა ხორნაული
* გიორგი ლობჟანიძე
* გიო საჯაია
* შადიმან შამანაძე

ქვემოთ მოცემულ ბმულს თუ მიჰყვება, მკითხველი ნახავს ამ ჟიურის მიერ შერჩეულ, „ხვარამზეობის“ მეორე ეტაპზე გადასულ, ესე იგი, გამარჯვებული 15 პოეტი ქალის 15 ლექსს.
რაკი ნებისმიერი ჟიური სასრულია, აქ სულ ხუთი წევრით, ისინი ყოველთვის მიიღებენ სუბიექტურად ობიექტურ გადაწყვეტილებას, რაშიც უნდა დავეთანხმოთ, თუკი მათ პროფესიონალიზმს ვენდობით.
ასე რომ, „ხვარამზეობა-2013“-ის გამარჯვებულები არიან:

I ადგილი -- ლელა ცუცქირიძე # 26 -- ლექსისათვის „სინამდვილეში კი“
II ადგილი -- ნინო გუგეშაშვილი # 23 -- ლექსისათვის „ბახოს ხარები“
III ადგილი -- მაია მიქაია #8 -- ლექსისათვის „შურიმშინე“

მე ვულოცავ „ხვარამზეობის“ ყველა მონაწილეს წარმატებულად ჩავლილ წლევანდელ კონკურსს და მომდევნო წლისთვის ვისურვებდი, რომ „ხვარამზეობა“ გადაქცეულიყო პოეზიის საერთაშორისო ფესტივალად, ინგლისურად თარგმნილი უცხოელი თუ ჩვენი პოეტების ლექსებითა და საერთაშორისო ჟიურის მონაწილებით, და, რასაკვირველია, ჩვენი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითაც...

მიხო მოსულიშვილი
16. 09. 2013

ბმული -- https://www.facebook.com/mimosu/posts/507972885947210

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: „ხვარამზეობა“    Tue Sep 01, 2015 12:08 pm



ლიტერატურული კონკურსი „ხვარამზე 2015“


ა(ა)იპ კავშირი “ჩვენი ფშავი”, შპს "სანათას სახლი", აა(ი)პ "პოეზიის მეგობართა კლუბი" და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აწყობენ ფოლკლორის ზეიმს და სახალხო დღესასწაულს “ხვარამზეობა”.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ლიტერატურული კონკურსი პოეტი ქალებისათვის ხვარამზეს სახელობის პრემიის მოსაპოვებლად.
კონკურსის გამარჯვებულთათვის დაწესებულია სამი პრემია “ხვარამზე”

I პრემია - 700 ლარი
II პრემია 400 ლარი
III პრემია 300 ლარი

წლევანდელი კონკურსის "ხვარამზე 2015" პირველი პრემია დაფინანსდება ნორვეგიელ პოეტ ქალთა მიერ შეგროვილი თანხით და გაცემული იქნება ნორვეგიელი პოეტი ქალის კამილა კოლლეტის სახელით...



ხვარამზე 2015 -- 15 ფინალისტი ლექსი


# 9
ნაპოვნი ბარათიდან ამონარიდი

...მე რახანია ველი თქვენს დაბრუნებას,
გზავნილს,
მოკითხვას,
რომელიც იგვიანებს, მაგრამ ზუსტად ვიცი,
რომ ადრე თუ გვიან
უთუოდ მოვა...
მე კარგად ვიცი, დუმილის ფასი,
ფასი მოთმინების,
ფასი მდუმარების
რომელიც ყველა პასუხზე ძვირფასია,
რადგან თანხმობას ნიშნავს...
მე ისიც ვიცი, რომ გაივლის დრო
და გავიხსენებ ღიმილით დღეებს
დაღამებულს ამ მოლოდინში,
რომელმაც იდუმალი ნაბიჯებით ჩაიარა
და გაქრა
როგორც ნაკადულის ვიწრო სათავე
დაკარგული მთების გულში როგორც მზის სხივი
მწირი მლოცველის რწმენის სკანში
და ეს რწმენა მასულდგმულებს დაუსაბამოდ...
კიდევ ერთი სანთელი ჩაიფერფლა თქვენზე ლოცვაში
და დაენთო ჩემს ცოდვილ სულს სადღაც შორეთში
- პარალელები ისე მხიბლავს
ვით მოგზაურს ბილიკის პოვნა,
იმ ბილიკის თქვენს გულამდე რომ მიიკვლევს გზას,
საცალფეხოს და დაბურულს ჭორის ეკლებით....
ასეთ წუთებში ყველაზე მკაფიოდ ვგრძნობ,
რომ ჩემთან ხართ და
უკიდეგანოდ,
უსაზღვროდ და
უგზო-უკვლოდ
ძლიერ მჭირდებით!
მჭირდებით, რადგან თქვენებრ არავინ მანუგეშებს,
როცა მტკივა ყველაზე მეტად,
და არვის ვანდობ ფიქრს და სურვილებს,
ჩემს საოცნებო „კაიმანებს“
რომელთა პეიზაჟიც მარტივია:
თაღოვანი ღრმა სარკმლის რაფა
თუჯის გისოსის ორნამენტი
და რაფაზე მიყრილ-მოყრილ ჭრელა-ჭრულა ბალიშებზე
თქვენი ბარათი:
ჩაკეცილი წიგნი სანიშნით...


#25
ღამე

არაფერი უთქვამს,
სულ არაფერი.
ადგა და თავის თავს შეერია.
არ უნდოდა, დამენახა,
როგორ უთრთოდა მხრები,
ან როგორ ჰქონდა ზურგზე მოგდებული
ჩემი მარტოობის სიმძიმე.
გაუძელიო ახლა შენ თვითონ, _
მეუბნებოდნენ მისი ნაბიჯები,
მაგრამ ვერ ვხედავდი.
გზამდე მაინც გაჰყევიო, _
იდაყვი გამკრეს კარის მორყეულმა სახელურებმა,
ან ყური მაინც დაუგდეო ალაყაფის ჭრიალს,
იქნებ არც წასულაო.
მოულოდნელად რომ მოტრიალდეს-მეთქი,
ამოვთქვი ჩემთვის.
იქნებ თავისი ჯიბის ვარსკვლავი დარჩა
საძინებელი ოთახის ბათქაშჩამონგრეულ კედელზე,
ანდა სულაც,
საკუთარი ფეხის ხმა უნდა აკრიფოს
გათელილი ბალახის ბილიკიდან
და უცბად რომ შემეჩეხოს
ყურდაგდებულს და მიყურადებულს,
დაკვნეტილი და გაცრეცილი ტუჩებით ხელში,
ხო გადამივლის სახეზე მერე მთელი ალმური
და ალიყურსაც გადაიწნავს ჩემი ტანიდან აყალო მიწა.
წავიდა და წავიდეს!
მაინც არასოდეს ეცალა ჩემი დღეების დასაღამებლად.
სულ სხვებთან მიჰქონდა ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული
ჭრელი სიზმრები__დაშაქრული შავი ალუბლები.
ათასში ერთხელ თუ გაიმეტებდა და
სასთუმალთან დამიდებდა ჟანგიან მონეტას.
მერე მთელი ზამთარი სულ უმი მადლობები უნდა მეხარშა,
მთელი თვის სამყოფი კვერები მეცხო,
მერეცხა წვიმიანი შემოდგომაც
და ჭირვეული გაზაფხულისთვის
სულ ხონჩით მიმერთმია გამოლოცვილი ბატონები.
ჰოდა, დავიღალე, ბატონო-ჩემო.
სულ თვალები დამეთხარა მაგის ლოდინში.
ვიჯექი ხოლმე ფიქრებდაყუდებული და
ციცინათელასავით ციცქნა იმედს
ჩემი ოცნებებდაჭიანებული მუჭიდან
სხვაგან არსად ვუშვებდი.
იქნებ ახლა მაინც მომიტანოს-მეთქი
შეპირებული ძილი, საშობაო სიზმარი,
ან სააღდგომოდ ნუშის ხის ტოტების ნაცნობი მზერა.
იქნებ ერთხელ თვითონაც დაიღალოს-მეთქი
ამდენი აბლაბუდა ამბით,
ჩემს მუხლებზედაც ჩამოდოს ის დასაბერებელი თავი,
წათვლიმოს მაინც,
რომ მისი ნაცრისფერი რულით
მეც ავიხვიო დაჭყეტილი ჩემი თვალები.
იქნება, იმ წუთში მდინარეც დამდგარიყო,
წყაროც ქვის გულ-მკერდზე გარინდებულიყო,
მოწყვეტილი ვარსკვლავიც იქვე გაშტერებულიყო და
ქარის გადარეულ ფრთებსაც
ჩვენი ქვიტკირის სუნთქვისთვის ედარაჯათ.
ვინ იცის!
იქნებ მეც აღარ გავდგომოდი იმ ორპირს მარტო,
უჟმურიც არ ამეკიდებინა
და საგულეში არც ის მუჭისსიმსხო მონატრება გამეცივებინა.
არადა, როგორ ვუვლიდი.
სულ ვაფრთხილებდი,
აღმოსავლეთის ქარს ერიდე-მეთქი,
მაგ თავდაკარგულ ნიავს.
ერთი ნახვით თუ არსებობს შეყვარება,
გადაყვარებაც იცის უსაშველო უამინდობამ.
ხანდახან მაინც დატოვე გულის კარი ღია-თქო.
ღამე მაინც ღამეა.
რა იცი, სად დაუღამდება?
რა იცი, როდის მიატოვებენ მოხეტიალე სურვილები?
იქნებ ერთხელ
შენს უსიზმრო ზეწარზეც შეკვროდა კუპრივით შავი სუნთქვა,
ხელისცეცებითაც გამოეგნო გზა შენს გულისყურამდე
და ვინ იცის,
სულ მოციმციმე ვარსკვლავები დაემცნია
მაგ ღიმილაწყვეტილ საღილეზე.
ეჰ, რას გაუგებ მთვარეულ და ფეხებარეულ ღამეს?
არც გეტყვის რამეს.
ისე ამოიშაქრავს ხველებისგან ჩახრენწილ ყელს,
ისე მოადგება ჭიშკარს, მერე ეზოს, კიბეს და წინკარს,
თითქოს არცერთი წელიწადი ხელს გაყოლებული არ ჰქონდეს.
არცერთი ზამთარი უთოვლოდ არ თოვდეს...
...
ჩემი თვალების დარაბებთან კი თეთრი ღამეების სუფრა _
სქელი, მუქი ფერის ფარდები იყო ჩამოფარებული.
თვითონვე ვიგონებდი ფერად ფიგურებს,
ფიქრებით სხვადასხვა თარგებზე ვჭრიდი
და სიბერეში ბედნიერად დასასიზმრებელი
სიზმრების კალთებზე ვაკერებდი.
შიშველ მხრებზე რომ ჩრდილი წამომადგა,
მივხვდი, დაბრუნებულიყო.
თავიც ვერ მივატრიალე,
თვალებსაც ვერ მოვიფშვნეტდი.
სულ სიბნელეში ჩამეშლებოდა
მარტოხელა ქალის წინსაფარში გამოკრული
ამოდენა ხელსაქმე,
წვალებით დახვეული ამდენი გორგალი და
ხისგან გამოჩორკნილი ყაისნაღი,
მთვარე და კუდიანი ვარსკვლავები
და სულ ციმციმა ვერცხლისფერი _
ლოკოკინას ნაკვალევით ნაგვირისტევი.
აბა, ასე შექუჩებული მარტოობა _
მთელი სამყარო
კალთიდან როგორ ჩამომებერტყა?
ან ამხელა მოლოდინი
გულიდან როგორ მომეგლიჯა?
და ეს ყველაფერი,
სულ ერთი თვალის წადებისთვის,
ერთი ღამის მასპინძლობისთვის,
ერთადერთი სიზმრის ასრულებისთვის.
ავდექი და
აღარც ავდექი.
არც არაფერი მითქვამს.
სულ არაფერი.
ისიც ადგა და წავიდა.
თავის თავს შეერია...
წუხანდელს აქეთ
ღამე მაქვს თვალებში.
ღამეს კიდევ ვარსკვლავები _
ჩემი თვალების ჩინი.


#27
შაშვი

შაშვო, აქ ხარ? ვერ შეგნიშნე,
შენ მიშლიდი დალალებს?
მე, ბეღურებს ვაპურებდი
გულნამცეცა ალალებს.
დამისკუპდი ხელის გულზე,
შენც მიირთვი, არ გშია?
თეთრ კაბაზე შემომევლე
შავო შაშვო არშიად.
გახსოვს? მთხოვე : მაკოცნინე
მე , გითხარი: არაო!...
შენი ფრთები მოვიშველე,
მაშინ მაშველ მარაოდ...
კაი,ნუღარ იბუტები!,
ვერა ხედავ?-ვბანაობ
გაიხედე,ნაძვის ტოტზე,
ჩემი კაბა ქანაობს
...ხომ მიხდება თეთრი კაბა?
შენც, შენ შავ ფრაკს უხდები,
მოდი,ჯვარი დავიწეროთ,
ვიდრე გადავხუნდებით...
დრო მოდის და დრო მიფრინავს
ცისკენ თანდათანაო ,
უფლის გზაზე მიგალობე
შენი სულთათანაო....



#28
Google Earth


აქ მე უნდა მეცხოვრა _
ასე დაგეგმეს ზევით!
საქორწინო კაბა შემიკერეს
ღრუბლის რძისფერი ნაფლეთებისაგან.
ქოწილიც აქ უნდა მქონოდა,
სოფლის ორღობეში
სეფას გაშლიდნენ და ძველ,
აგურისფერ ხალიჩას
დამიფენდნენ ფერხთით...
მთელი სოფელი მოვიდოდა ჩემს სანახავად.
(როგორიაო ახალი პატარძალი -
სათვალთვალოდ, შესადარებლად).
აქ მე უნდა მეცხოვრა!
ამ ეზოში,
ოღროჩოღროდ რომ მიჰყვებოდა ღობეს ფიცრები.
გახუნებული ტილოზე შერჩენილი საღებავივით
ალაგ-ალაგ შელესილ სახლში.
მამლის ყივილზე უნდა გამეღვიძა,
ვნებიანი ღამის შემდეგ
ძლივს ამეწია თავი შენი ძლიერი მკლავიდან.
თმა ამეკრიფა და კეფაზე სადაფის სარჭით დამემაგრებინა _
(ერთადერთი რაც წარსულიდან გამომყვა).
აივნიდან დამეპურებინა ქათმები
(რკინის ბადის მიღმა)
და თავისუფალი ჩიტები.
ძროხაც უნდა მომეწველა –
მესრიალებინა ნატიფი თითები მსუქან ცურზე და
მერე, სიცივისაგან დამსკდომოდა.
აქ ხომ მე უნდა მეცხოვრა!
ასე დამიგეგმეს.
დამარწმუნეს და დამაჯერეს,
რომ ბუნებაში არსებობს კანონზომიერებები.
რომ მე უნდა გამეკრიფა ვაშლის ხეები _
კალთაში ჩამეყარა კეხურა,
როგორც ვირტუალურ ფერმაში _
მაუსის ერთი დაწკაპუნებით:
ჰოპ და – კალათა სავსეა!
მერე ამ ვაშლით დამეპურებინეთ
შენ და ჩვენი შვილები.
მე უნდა მეცხოვრა აქ _
სიზმრები მეკაფა ბლაგვი ცელით
და ჩხვლეტია ბალახზე გამეშალა
სელით ნაქსოვი უხეში სუფრა.
ახლა G Google Earth–ით დავყურებ იმ ადგილს,
სადაც მე უნდა მეცხოვრა, შენთან ერთად.
თანამგზავრის თვალს არაფერი დაემალება:
_ ვერც ვაშლის ბაღი (ჩემი საბედო),
რომელიც გახმა!
ვერც სახლი (ჩვენი საერთო),
რომელიც დაინგრა!
ვერც ქათმები (რკინის ბადეში),
რომლებიც დაიხოცნენ!
და თავისუფალი ჩიტები.
ვერც შენი კუბოკრული პერანგი,
ქარმა რომ გაიტაცა და
ახლა მავთულხლართებზე ფრიალებს.
ახალი საზღვარი გაავლეს ჩემს ოცნებასა და ჩვენს შორის...
არადა,
მე უნდა მეცხოვრა აქ!!


#31
(ასეც ხომ ხდება)
* * *

ასეც ხომ ხდება,
როცა სისხლში სიკვდილი გიზის,
როცა დუმილს სმენით მალავ,
მზერაში ცხოვრობ,
როცა არ გინდა შეგამჩნიონ,
არ გინდა მოგცენ
იმაზე მეტი მზე და ფერი,
ვიდრე წესია...
იმაზე მეტი გაზაფხული,
ვიდრე რეცეპტით გაქვს გამოწერილი,
- ზედმეტი ყველაფერი მომწამვლელია..
არ გინდა მათი თანაგრძნობა,
გინდა თქვა, რომ
სხვისთვის მოძველდი,
ყრუ ხარ,
მარტო ხარ,
მთაზე ცხოვრობ,
გიყვარდა,
გიყვარს...
იმაზე უკეთ,
ვიდრე წესია...
სამყარო ხომ შენი გულია...
ზეცის გადაღმა,
ავდრისა და დარის მეზობლად,
ბედით ნარჩევ ადგილას ხარ,
საკუთარ გოდოლს
სიტყვებად აგებ,
გინდა თქვა, რომ
სხვაგან ხარ და
სისხლით ივსები,
თვრები თენებით,
სიკვდილივით სიკვდილამდე და...
თუ სურთ გაიგონ
როგორ დუმხარ,
როგორი ყრუ ხარ,
შენ იხუჭები,
წყვდიადში რჩები,
წყვდიადით ბჟუტავ...
ისინი კი იმალებიან,
სამუდამოდ.


#32 „ხვარამზე 2015-ის ინტერნეტრჩეული გახდა ლექსი სარეგისტრაციო ნომრით 32 (ისევ ვიხსენებ) 171 ხმით.

***
(ისევ ვიხსენებ)

ისევ ვიხსენებ ჩემი ბავშვობის,
ჭრელი ზღაპრების
ფერსა და სურნელს,
ხანდახან ასე, ძველი ამბებით
თავის გატანაც
შვებაა, თურმე...
შვებაა, როცა თვალწინ ამინდი,
ავად ღმუის და
მუქარებს გითვლის...
დღეები ვისთვის მშვიდად მიდიან
გულში იარებს
ტოვებენ ვისთვის...
ვბრუნდები ახლა ჩემი ბავშვობის
ლიბომაგარ და
მზით სავსე სახლში,
გადმოვალაგებ ზღაპრებს თაროდან
და იატაკზე
ფარდაგად გავშლი...
მჭიდროდ მივხურავ მერე ამ სახლის
ყველა კარსა და
ყველა დარაბას,
რომ საუბარი გათენებამდე
სახლის კედლებთან
მარტომ გავაბა..
რომ გადმოვიდეს მამა ჩარჩოდან
და შემირჩიოს
წიგნი საჩემო,
რომ როგორც მაშინ, ჩემს ბავშვობაში,
ნატკენი გულის
ფსკერი ვაჩვენო...
მომიყვეს იქნებ, როგორ ითმენდა,
როგორ უძლებდა
მღვრიე ამინდებს,
და საუბარში იქნებ გათენდეს,
იქნებ, ეს ღამე
მართლა გავიდეს...
ჰოდა, ვიხსენებ ჩემი ბავშვობის,
ჭრელი ზღაპრების
ფერსა და სურნელს,
ხანდახან ასე, მოგონებებით
თავის გატანაც
შვებაა, თურმე...


#44
კოპლიანი პეპელა

მომხსენი ფრთებიდან ქვამარილის მხრები,
ამყარე რჯულის, ტრადიციის
ხელბორკილები,
გულის ძარღვებში გამლღვალ
სანთელივით გამიარე,
აამსუბუქე ძნელი უღელი
და მაშინ ნახავ,
მსუბუქი ტანის ქანდაკება
ზურგს თუ შეგაქცევს,
ყოფიერების უდაბნოში
თვეობით თუ დაგემალება,
მომხსენი მხრებიდან ქვამარილის ფრთები,
ჩემი მარილიანი ტბებიც დაშრიტე
და მაშინ ნახავ, იმ აკლდამიდან,
შენ რომ ჩუმჩუმად დასცინი და
ყოფიერების უდაბნოში
თვეობით კარგავ,
რა თეთრფრთება და
კოპლიანი პეპელა გამოფრინდება,
წყნარი პეპელა, თითქოს
საოჯახო ალბომიდან
ჩემი ოცი წლის წინანდელი
ფოტოსურათი გადმოფარფატდა.
ის პეპელა თუ იტვირთავს
შენთვის განკუთვნილ მძიმე ამბორს
და ჩამოტვირთავს მის სიმძიმილს
შენს თვალებს ქვემოთ
შენი კისრის და შენი მხრის გადაკვეთასთან...


#45
იდილია

მთვარე მოყვებოდა რიყეს,
გზას ზომავდა არშინ-არშინ.
მკათათვეში მოსულიყავ,
გაგეჯიბრებოდი მკაში.
პეშვით მოგიტანდი წყალს და
მზეს გადავდენიდი შორით,
ჩემზე უსამართლოდ გამწყრალს
სოფლად ყურმოკრული ჭორით;
შემოგირიგებდი მდუმარს,
ცრემლთა მოკამკამე ღვარით,
გამთლიანდებოდა უმალ
ჩაწეწკვილი სულში ლარი.
დაფერილი, როგორც გორდა,
ღამე იქნებოდა მტკნარი,
მოგვეგებებოდა ოდა,
სოფლის განაპირას მდგარი.
მთვარე მოყვებოდა რიყეს,
გზას ზომავდა არშინ-არშინ,
მკათათვეში მოსულიყავ,
გაგეჯიბრებოდი მკაში.


#48
*** (ღმერთო, მე აქ ვარ... )

ღმერთო,
მე აქ ვარ,
ახლა ვიცი უთუოდ მისმენ,
სადღაც მიჩუმდა,მარტოსულის ცრემლთა არია,
ვერ მოგიყვები,რატომ ვეძებ მუდმივად მიზეზს,
რომ შენი მწამდეს,თაყვანს გცემდე,რაც მთავარია.
თუმცა,ხომ ხედავ,
საკუთარი კბილებით ვიღრღნი
მაჯებს,
როდესაც სუსტ ნერვებზე უკრავს აკორდებს
ცხოვრება,
რასაც ვერ მოვერგე სხვებივით ნიღბით,
არც პოეტი ვარ,მხოლოდ ღამით გრძნობა მაბოდებს.
ჰოდა,უფალო,არაფერი ლექსების გარდა,
არ გამაჩნია,
გულიც ვფიქრობ მდგმურია სხვისი
და თითო მუჭა ცრემლით იხდის საზღაურს, რადგან,
მარტის სიგიჟე უცხო არის ხანდახან მისთვის.
ხომ ხედავ ღმერთო,
დაგვათენდა...ალბათ დაგღალე...
შენდობას ვითხოვ ,
თუმცა სულაც არა ვარ ღირსი,
მაგრამ ერთი რამ სულს მიშფოთებს,
მტანჯავს,
მაწვალებს,
მონის ბორკილებს რატომ მხოლოდ ძილის წინ ვიხსნით?!
მანამდე ვდუმვართ,
ამღვრეულ სულს,კითხვებს,პასუხებს
სადღაც სოროში გამოვკეტავთ,გიმალავთ ვითომ,
ვიღაცას ვკიცხავთ,იშვიათად რაიმე ვიცით
მის ცხოვრებაზე
ლოცვისას კი წარმოვთქვამთ ლიტონ
სიტყვებს თან გვიკვირს რატომ ჯერაც ვგონივართ უფალს
მხოლოდ ტარიგი,მონა, ანდა თუნდაც მხევალი,
თითქოს, ხსნის ნაცვლად,გვიმეტებ და მზაკვრულად გვღუპავ,
ეს მხოლოდ ღამე...
დილით პირჯვარს გვასწრებს ვერავინ.
ყოველდღე ასე ხომ გვგონია, ქრისტეს გზით ვცხოვრობთ,
ვატარებთ კაბებს კოჭებამდე,ვადიდებთ უფალს
და თუმცა ,,ტეხავს" ,შორტით დადის მეზობლის გოგო,
ეშმაკს ახარებს! ჯოჯოხეთში ვაგზავნით უმალ...
მაგრამ ვინა ვართ?
ჯოჯოხეთი გვინახავს ოდეს?
ანდა სამოთხის არსებობა საიდან ვიცით?
ჩვენც გვინდა გვეცვას,მავანივით ჭრელი ან მოკლე,
და უღმერთობას სულაც არა,ამას განვიცდით.
იქნება ჯობდეს ყველამ ისე ვიცხოვროთ როგორც
თვითონ გვგონია,მიგვაჩნია სწორად და მართლად
გვიყვარდეს ლოთი მეზობელი,შორტებით გოგო,
თავისუფლება, მეგობრებო,მონობის ნაცვლად!


#51
**** (რა დაღვრემილი იყო ქუჩები)

რა დაღვრემილი იყო ქუჩები!
მიწას კაეშნად ჭავლები ეცვა
და გუბეებში განაყუჩები
ილანდებოდა მიმქრალი ზეცა;
ქარში ხე იდგა,როგორც ნარცისი_
მიუწვდომლობით განაწამები,
მიწის ტუსაღი და ზეცის ღირსი
სველი ფოთლებით (თუ წამწამებით)
ცრემლს აპკურებდა თავის ხატებას,
ობლად ჩარჩენილს მღვრიე გუბეში,
ეძებდა საშველს,ძალას ჰმატებდა
ცა და...არც ციდან ჩანდა ნუგეში.
ჩვენც,ნარცისივით, სულში არეკლილ
ლანდებს რეალურ ხატად ვასაღებთ
და, დაკაწრულნი ყოფის ნარ-ეკლით,
ვარგებთ სიცოცხლეს, როგორც გასაღებს.


#52
*** (რა ცარიელი იქნებოდა)

რა ცარიელი იქნებოდა ჩემი სახლის ყველა კარადა,
ყველა უჯრა და ყველა თარო...
უამრავ რამეს დავატევდი,
ამდენ ძველისძველ, გახუნებულ და გაცვეთილ ნივთს რომ არ ვინახავდე.
არ ვინახავდე დედაჩემის შიფონის კაბას,
თეთრს, კალმახივით გადაწინწკლულს ლურჯად და წითლად,
რომლითაც მამას პირველად შეხვდა.
არ ვინახავდე მამაჩემის გაჩერებულ ჯიბის საათს -
ოქროსფერს, უკან აფრებიანი ხომალდის ტვიფრით,
თითქოს დროებით წავიდა სხვაგან ჩვენი მამაცი კაპიტანი,
ოქროსფერ ძეწკვზე გამობმული ხომალდი კი
აქ, ოჯახში, ყველაზე მყუდრო ნავსაყუდელში დატოვა მშვიდად.
არ ვინახავდე ბიძაჩემის ნაქონ პორტსიგარს,
საიდანაც ბოლო ღერი პაპიროსი ამოიღო და გააბოლა,
სანამ სიყვარულისთვის თავს მოიკლავდა.
არ ვინახავდე ბებიაჩემის გაბზარულ კეცს,
რომლითაც სამი პატარა ობლის შიმშილს აფრთხობდა.
არ ვინახავდე კალამდაჟანგულ, წითელ კალმისტარს,
რომლითაც ერთი ტყუპისცალი ჩემი დეიდა მეორეს წერდა: „ალბათ დიდხანს ვეღარ გავატან. ბავშვს მიმიხედე“.
ან ამ დღიურებს არ ვინახავდე!
აი, ასეთს:
„...უკვე დაპატიმრებები მიდიოდა, თითქმის ყველა დააპატიმრეს ჩვენები...
ღამით მოვიდნენ, ოთხი კაცი, სულ გადააბრუნეს ოთახი, ვერაფერი ნახეს.
ბოლოს ჩემს ქმარს მიუბრუნდნენ.
უნდა წამოხვიდეთ, ჩაიცვით...
ტობოლსკი. 1937 წელი“
არ ვინახავდე ამ გაცვეთილ, ნაცრიფერ ქაღალდს,
რომელზეც ძლივსღა ამჩნევია მკრთალად წარწერა:
«ПРИГОВОРЕН – ТРОЙКА Омского УНКВД 26 олтября 1937 г.
Приговор – ВМН расстрелян 30 олтября 1937г.
Реабилитирован 12 марта 1960 г.“
არ ვინახავდე შვილმკვდარი დედის უბის წიგნაკს,
რომელზეც ბოლო ჩანაწერია: „მალე გნახავ, უკვე მოვდივარ, შვილო!“
არ ვინახავდე კუბოკრულ პერანგს!
გაურეცხავად რომ მიკიდია კარადაში,
რადგან ჩემს შვილს დიდხანს, დიდხანს გამოვუზოგო მამის სუნი,
ტკბილეულივით.
არ ვინახავდე, არ ვინახავდე ამ ყველაფერს!
...რა ცარიელი იქნებოდა კარადები,
დავატევდი ახალ კაბებს, ახალ ჭურჭელს,
ახალ ფეხსაცმელს...
რა ცარიელი იქნებოდა თაროები...
რა ცარიელი იქნებოდა ჩემი გული.
რა ცარიელი ვიქნებოდი მე.


#53
შალის პერანგი

ამოვილაგეთ გულის კალათიდან
ფერადი ძაფები.
თითის სიმსხო ჩხირებით - შენ,
ჩხირივით წვრილი თითებით - მე,
ვქსოვთ.
შალის პერანგია ჩვენი სიყვარული,
ერთად მოსაქსოვი და ერთად მოსაცმელი.
პირველი ნახევარი - შენ,
მეორე ნახევარი - მე,
ვქსოვთ.
მე კალთაზე ვარდებს ვაქარგავ, ვარდზე - მწყერჩიტას,
შენ ამბობ, რომ ქსოვა არ ვიცი.
რომ საერთო შალის პერანგზე ამდენი ვარდი -
სისულელეა.
რომ საერთო მოსასხამები ვარდებს აჭკნობენ.
მე გეუბნები, რომ უჭკნობი სიყვარულის მწამს.
ვქსოვთ.
ყოველი ხაზის ბოლოს, გზის ბოლოსავით უნდა ჩამოჯდე, ჩამოისვენო.
თვლებს, რომლებიც ბილიკებად გაიყვანე, გავცქერი და ვჩურჩულებ:
_ გრაფ, სახლივითაა ჩვენი სიყვარული! - გვათბობს.
_ ეგ შალის თვისებაა... - ამბობ.
მინდა ერთი ჯიბე მოვაქსოვოთ,
ჩავაწყოთ ამბები და წერილები,
ჩავბერტყოთ სიტყვები, თარიღები,
ერთმანეთს განა რას ვერიდებით...
შენ გიკვირს: „ეგ ვის გაუგია,
ვინ აქსოვს შალის პერანგს ერთ დიდ ჯიბეს?!
შენ იქით, მე აქეთ ვიქონიოთ,
ჩავკეტოთ შესასვლელი დარაბები!
გავჩუმდი. უტყვად ვქსოვე მაქმანები,
და სანამ მაქმანებზე ვარდი ვამყნე,
სანამ ნამყნობ ვარდზე ჩიტი შევსვი,
ოქროს ნისკარტი მოვაქარგე...
შენ ალბათ ერთად ქსოვის მოყირჭებით,
თვალი გაგექცა და ჩაარღვიე...
„თვალი ოხერია - გაგექცევა,“ –
გიცავენ გამოცდილი მქსოველები...
მოდიან მნახველები, მაქებრები,
წაღმას მხარს ვუჩვენებ და ვულამაზებ,
უკუღმა მხარეს კი ამჩნევია
(ჩემს მკერდქვეშ) ნაკვანძი და ნაწიბური...
ყოველი ხაზის ბოლოს, გზის ბოლოსავით უნდა ჩამოჯდე, ჩამოისვენო.
თვლებს, რომლებიც ბილიკებად გაიყვანე, გავცქერი და ვჩურჩულებ:
_ გრაფ, როგორ გვსუსხავს (თვალწასული) ჩვენი პერანგი...
_ ეგ, შალის თვისებაა... - ამბობ.
გავბრაზდი, აღარ მინდა ეს პერანგი,
ჩემს მხარეს ჩავაჭრი და შემოვიცვამ,
შენ ამბობ: „დავარღვევ და ისევ მოვქსოვ,
დავიწყოთ თავიდან და მჭიდრო თვლებით.“
„ქსოვა სულ არ იცი - გეუბნები, -
დარღვეულს რაღას მოქსოვს ძველებურად...“
ვაქარგავ თვალწასულზე იადონებს,
(არ ჩანს, ვინ რა იცის, ქვეშ რა ხდება)
მკერდთან მიკერებულ ყვავილებზე
თითქოს გული იყოს - ღილი მწყდება...
ბოლო ხაზის მერე, გზის ბოლოსავით უნდა ჩამოჯდე, ჩამოისვენო.
თვლებს, რომლებიც ბილიკებად გაიყვანე, გავცქერი და ვჩურჩულებ:
შედგა, შეითელა, ვეღარ გვათბობს ჩვენი სიყვარული...
-ეგ შალის თვისებაა... - ამბობ.


#54
მე წავედი

მე წავედი,
სახლი დალაგებულია,
ჭურჭელი დარეცხილი,
საჭმელი გაზზე დგას,
პური კარადაში.
ფანჯრები ღია დავტოვე, განიავდეს.
მე წავედი,
სახლი მილაგებულია,
ყველაფერი თავის ადგილზე დევს,
ჩემი ტანსაცმელიც,
(არ დამჭირდება),
წიგნები ყველა დავტოვე,
კედელზე ლექსები ისევ გაკრულია ნახატების მაგივრად.
მე წავედი,
აღარ მელოდო,
სადაც ახლა ვარ არაფერია,
შენს იქეთ მაინც არსაით მიდიოდნენ გზები
და ახლა ვხვდები,
სახლი კი არა ცხოვრება უნდა მიმელაგებინა,
მე წავედი,
აღარ მელოდო,
ვხტები.


#55
დედაკაცის არაფრობის დიდი ამბავი

აი, ასეთი ამბებიც ხდება,
აღარაფერი რომ ხდება და ესაა მთელი დიდი ამბავიც.
ასე ცხოვრობენ დედაკაცები
დიდი ღმერთის ძველი ტაძრიდან
შერისხულნი, გამოდევნილნი.
დედაკაცური სექტის წევრები
თავთავიანთი მონასტრებით, ზურგზე რომ აქვთ მოკიდებული _
ყოველდღიური რუტინის მხევალს
არ აქვს უფლება, გასცეს თავი ან თავის ღმერთი!
და რომც სული ამოჰხადო, და ჯვარზეც აცვა,
ცეცხლზეც დასწვა, კუპრშიც დახრუკო,
ვინ გამოტყდება, ვინ აღიარებას
ამ არაფრობით ვარო ორსული?
ვინ გაჩვენებს ან სად უდგათ სარეცელი,
სარიტუალო სამოსი როდის დაქარგეს ასე?!
როგორ გავიდნენ გააღწიეს ან კოშკიდან,
ან თავიდან, ან ცხოვრებიდან?
აკრული აქვთ არფრობით სავსე მუცლებზე
ყოველდღიური ფაცი-ფუცის ხამი ტილო,
მძივებად ხურდა ფული აუცვამთ,
საყურეებიც ქვაბის ჰკიდიათ,
სამაჯურები ჯამ-ჭურჭლის და
სუნამოებად ქინძის თუ პიტნის არომატები,
პუდრად უცხო სუნელი და რუჯად ზაფრანა,
კაბა ჯინსებზე გადაცვალეს კარგა ხანია
აბა, მარმაშებს, ნიკბიან რუშებს რატომ უნდა ახეხინონ ბაზრის ბილიკი
ან სახლების და სასახლეების ტუალეტები
ან როდის იყო ცეცხლის ხაზზე ჯარისკაცებს ფარჩებით რთავდნენ?
რკინისაა მათი სამოსიც, იარაღიც, კანიც, ნერვებიც...
ყავის ნალექს, სიგარეტის კვამლს, თმის საღებავს
რა ხანია აღარ ჰქვია აღარაფერი,
ან ვინ იყო რომ
ჰაერს გემოს და სახელს ურჩევდა შესუნთქვამდე,
წყალს _ შესმამდე,
მიწას და ცეცხლსაც ვინ იყო რომ აკვირდებოდა
წაკიდებისას ან ჩაწოლის წინ...
ზოგმა თავისით მოიკვეთა მარჯვენა ხელი
და დაიმყნო ზედ ზოგმა_ ცოცხი,
ზოგმა _ დახლი, ზოგმა _ პამპერსი.
აბა, რიღასთვის ეტარებინათ ხელის მტევნები,
ყვავილებს მაინც აღარვინ ჩაუჩურთავდა ლამაზ თითებში,
და არც ბეჭდებს წამოაცვამდნენ
ბალახებისგან დაწნულ ბეჭდებს,
აღარც თრთოლვით შეეხებოდნენ
რომ თბილი სუნთქვა ჩაედოთ პეშვში კოცნის სიჩვილედ...
მოღეღილი აქვთ ძუძუები,
თეძოებიც მოღეღილი აქვთ
აღარც საცვლებს იმალავენ,
დადიან და დაფრიალებენ
ეს ძონძროხა თუ კაფანდარა მულეტები
და ცხოვრებაც – გავეშებული მთვრალი ხარი
იმის ნაცვლად რომ დაედევნოს,
რომ აფატროს თავის რქებით,
უკან მიჰყვება მორჩილი ცხვრის დუმის ქანქარით.
და ყოჩად ქცეულ დედაკაცებს
სხვა მეტი აბა რა დარჩენიათ,
უნდა ასწიონ თავი ამაყად,
თვითონ უნდა გაიგნონ გზები
გადაუარონ მთელ დედამიწას,
უნდა ყველა ჩასვრილს მიხედონ,
მაჩანჩალებს, მუქთახორებს, ტვინდასეტყვილებს,
უნდა უდონ პირში ლუკმა,
უშხაპუნონ სისხლში წამალი,
ჯიბეში _ ფული,
მანქანაში კარგი ბენზინი,
ქორწილები უხადონ უნდა,
საყვარლები შეუნახონ,
სინდის-ნამუსიც.
ასეთია დედაკაცის არაფრობის დიდი ამბავი.
ზოგი ბაზრის ანგელოზად გადაქცეულა,
ზოგი როსკიპად,
ზოგი თავის პატიოსნებით და დიდი რწმენით
გადაქცეულა ცხოვრების ჭიად და
მხოლოდ ღამით მოისმიs ხმა
ამ ცხოვრების თავხეებიდან მათი კვნესისა და ცვივა რკილი
ცვივა რკილი, სამყაროს რკილი,
ჭია არცა ჩანს. ვინ იცის ეს ხმა, ეს სუსტი ხმა
ლოცვისაა თუ თავხეს ხრავენ
მარტოობით გადაღლილები, არაფრობით გაბეზრებულნი
რომ დაუსვან იმას წერტილი, საიდანაც ყველაფერი დაიწყეს თავად...
და ასეთია სიყვარული სავსეობისა! და განეჩინათ!
რა აღარ ავსებს ამ უძირო დღეებს იმათთვის
საკუთარი ამბების გარდა...


#57
* * * (ეს დარდი - როგორც)
ეს დარდი - როგორც ფეხსაცმლის შიგნით გახეული წინდა,
სხვა რომ ვერ ხედავს და შენ იცი.
როგორც დილის მაღვიძარა,
სიჩუმეში ერთბაშად რომ აკივლდება,
როგორც ლეიკოზი, ყველაზე მთავარს, სისხლს რომ წამლავს,
ადგილის დარდია, შესახვედრი ადგილის.
სად ხვდებიან ერთმანეთს ჩემნაირები?
ისეთები, ტანჯვით რომ ცხოვრობენ და სულს მშვიდად ლევენ.
ორი წუთით ჩავიხუტებდი, ვეტყოდი:
„ნუთუ მართლა არსებობ, ნუთუ მართლა?
ახლა მშვიდად ვიცოცხლებ,
და ტანჯვით მოვკვდები“.

ბმული -- https://www.facebook.com/events/1384354478561710/permalink/1450155375314953/

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: „ხვარამზეობა“    Sun Sep 06, 2015 9:13 am



ლიტერატურული კონკურსი „ხვარამზე 2015“


ა(ა)იპ კავშირი “ჩვენი ფშავი”, შპს "სანათას სახლი", აა(ი)პ "პოეზიის მეგობართა კლუბი" და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აწყობენ ფოლკლორის ზეიმს და სახალხო დღესასწაულს “ხვარამზეობა”.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ლიტერატურული კონკურსი პოეტი ქალებისათვის ხვარამზეს სახელობის პრემიის მოსაპოვებლად.
კონკურსის გამარჯვებულთათვის დაწესებულია სამი პრემია “ხვარამზე”

I პრემია - 700 ლარი
II პრემია 400 ლარი
III პრემია 300 ლარი

წლევანდელი კონკურსის "ხვარამზე 2015" პირველი პრემია დაფინანსდება ნორვეგიელ პოეტ ქალთა მიერ შეგროვილი თანხით და გაცემული იქნება ნორვეგიელი პოეტი ქალის კამილა კოლლეტის სახელით...


ხვარამზე 2015 -- 15 ჟიური

თამილა გოგოლაური (ჟიურის თავმჯდომარე)
გიორგი კაკაბაძე
ნუგზარ ზაზანაშვილი
რობერტ მესხი
მიხო მოსულიშვილი


ხვარამზე 2015 -- 15 გამარჯვებულები


I პრემია - 700 ლარი -- ნათია როსტიაშვილი

#53
შალის პერანგი

ამოვილაგეთ გულის კალათიდან
ფერადი ძაფები.
თითის სიმსხო ჩხირებით - შენ,
ჩხირივით წვრილი თითებით - მე,
ვქსოვთ.
შალის პერანგია ჩვენი სიყვარული,
ერთად მოსაქსოვი და ერთად მოსაცმელი.
პირველი ნახევარი - შენ,
მეორე ნახევარი - მე,
ვქსოვთ.
მე კალთაზე ვარდებს ვაქარგავ, ვარდზე - მწყერჩიტას,
შენ ამბობ, რომ ქსოვა არ ვიცი.
რომ საერთო შალის პერანგზე ამდენი ვარდი -
სისულელეა.
რომ საერთო მოსასხამები ვარდებს აჭკნობენ.
მე გეუბნები, რომ უჭკნობი სიყვარულის მწამს.
ვქსოვთ.
ყოველი ხაზის ბოლოს, გზის ბოლოსავით უნდა ჩამოჯდე, ჩამოისვენო.
თვლებს, რომლებიც ბილიკებად გაიყვანე, გავცქერი და ვჩურჩულებ:
_ გრაფ, სახლივითაა ჩვენი სიყვარული! - გვათბობს.
_ ეგ შალის თვისებაა... - ამბობ.
მინდა ერთი ჯიბე მოვაქსოვოთ,
ჩავაწყოთ ამბები და წერილები,
ჩავბერტყოთ სიტყვები, თარიღები,
ერთმანეთს განა რას ვერიდებით...
შენ გიკვირს: „ეგ ვის გაუგია,
ვინ აქსოვს შალის პერანგს ერთ დიდ ჯიბეს?!
შენ იქით, მე აქეთ ვიქონიოთ,
ჩავკეტოთ შესასვლელი დარაბები!
გავჩუმდი. უტყვად ვქსოვე მაქმანები,
და სანამ მაქმანებზე ვარდი ვამყნე,
სანამ ნამყნობ ვარდზე ჩიტი შევსვი,
ოქროს ნისკარტი მოვაქარგე...
შენ ალბათ ერთად ქსოვის მოყირჭებით,
თვალი გაგექცა და ჩაარღვიე...
„თვალი ოხერია - გაგექცევა,“ –
გიცავენ გამოცდილი მქსოველები...
მოდიან მნახველები, მაქებრები,
წაღმას მხარს ვუჩვენებ და ვულამაზებ,
უკუღმა მხარეს კი ამჩნევია
(ჩემს მკერდქვეშ) ნაკვანძი და ნაწიბური...
ყოველი ხაზის ბოლოს, გზის ბოლოსავით უნდა ჩამოჯდე, ჩამოისვენო.
თვლებს, რომლებიც ბილიკებად გაიყვანე, გავცქერი და ვჩურჩულებ:
_ გრაფ, როგორ გვსუსხავს (თვალწასული) ჩვენი პერანგი...
_ ეგ, შალის თვისებაა... - ამბობ.
გავბრაზდი, აღარ მინდა ეს პერანგი,
ჩემს მხარეს ჩავაჭრი და შემოვიცვამ,
შენ ამბობ: „დავარღვევ და ისევ მოვქსოვ,
დავიწყოთ თავიდან და მჭიდრო თვლებით.“
„ქსოვა სულ არ იცი - გეუბნები, -
დარღვეულს რაღას მოქსოვს ძველებურად...“
ვაქარგავ თვალწასულზე იადონებს,
(არ ჩანს, ვინ რა იცის, ქვეშ რა ხდება)
მკერდთან მიკერებულ ყვავილებზე
თითქოს გული იყოს - ღილი მწყდება...
ბოლო ხაზის მერე, გზის ბოლოსავით უნდა ჩამოჯდე, ჩამოისვენო.
თვლებს, რომლებიც ბილიკებად გაიყვანე, გავცქერი და ვჩურჩულებ:
შედგა, შეითელა, ვეღარ გვათბობს ჩვენი სიყვარული...
-ეგ შალის თვისებაა... - ამბობ.




II პრემია 400 ლარი -- მარიამ წიკლაური

#55
დედაკაცის არაფრობის დიდი ამბავი

აი, ასეთი ამბებიც ხდება,
აღარაფერი რომ ხდება და ესაა მთელი დიდი ამბავიც.
ასე ცხოვრობენ დედაკაცები
დიდი ღმერთის ძველი ტაძრიდან
შერისხულნი, გამოდევნილნი.
დედაკაცური სექტის წევრები
თავთავიანთი მონასტრებით, ზურგზე რომ აქვთ მოკიდებული _
ყოველდღიური რუტინის მხევალს
არ აქვს უფლება, გასცეს თავი ან თავის ღმერთი!
და რომც სული ამოჰხადო, და ჯვარზეც აცვა,
ცეცხლზეც დასწვა, კუპრშიც დახრუკო,
ვინ გამოტყდება, ვინ აღიარებას
ამ არაფრობით ვარო ორსული?
ვინ გაჩვენებს ან სად უდგათ სარეცელი,
სარიტუალო სამოსი როდის დაქარგეს ასე?!
როგორ გავიდნენ გააღწიეს ან კოშკიდან,
ან თავიდან, ან ცხოვრებიდან?
აკრული აქვთ არფრობით სავსე მუცლებზე
ყოველდღიური ფაცი-ფუცის ხამი ტილო,
მძივებად ხურდა ფული აუცვამთ,
საყურეებიც ქვაბის ჰკიდიათ,
სამაჯურები ჯამ-ჭურჭლის და
სუნამოებად ქინძის თუ პიტნის არომატები,
პუდრად უცხო სუნელი და რუჯად ზაფრანა,
კაბა ჯინსებზე გადაცვალეს კარგა ხანია
აბა, მარმაშებს, ნიკბიან რუშებს რატომ უნდა ახეხინონ ბაზრის ბილიკი
ან სახლების და სასახლეების ტუალეტები
ან როდის იყო ცეცხლის ხაზზე ჯარისკაცებს ფარჩებით რთავდნენ?
რკინისაა მათი სამოსიც, იარაღიც, კანიც, ნერვებიც...
ყავის ნალექს, სიგარეტის კვამლს, თმის საღებავს
რა ხანია აღარ ჰქვია აღარაფერი,
ან ვინ იყო რომ
ჰაერს გემოს და სახელს ურჩევდა შესუნთქვამდე,
წყალს _ შესმამდე,
მიწას და ცეცხლსაც ვინ იყო რომ აკვირდებოდა
წაკიდებისას ან ჩაწოლის წინ...
ზოგმა თავისით მოიკვეთა მარჯვენა ხელი
და დაიმყნო ზედ ზოგმა_ ცოცხი,
ზოგმა _ დახლი, ზოგმა _ პამპერსი.
აბა, რიღასთვის ეტარებინათ ხელის მტევნები,
ყვავილებს მაინც აღარვინ ჩაუჩურთავდა ლამაზ თითებში,
და არც ბეჭდებს წამოაცვამდნენ
ბალახებისგან დაწნულ ბეჭდებს,
აღარც თრთოლვით შეეხებოდნენ
რომ თბილი სუნთქვა ჩაედოთ პეშვში კოცნის სიჩვილედ...
მოღეღილი აქვთ ძუძუები,
თეძოებიც მოღეღილი აქვთ
აღარც საცვლებს იმალავენ,
დადიან და დაფრიალებენ
ეს ძონძროხა თუ კაფანდარა მულეტები
და ცხოვრებაც – გავეშებული მთვრალი ხარი
იმის ნაცვლად რომ დაედევნოს,
რომ აფატროს თავის რქებით,
უკან მიჰყვება მორჩილი ცხვრის დუმის ქანქარით.
და ყოჩად ქცეულ დედაკაცებს
სხვა მეტი აბა რა დარჩენიათ,
უნდა ასწიონ თავი ამაყად,
თვითონ უნდა გაიგნონ გზები
გადაუარონ მთელ დედამიწას,
უნდა ყველა ჩასვრილს მიხედონ,
მაჩანჩალებს, მუქთახორებს, ტვინდასეტყვილებს,
უნდა უდონ პირში ლუკმა,
უშხაპუნონ სისხლში წამალი,
ჯიბეში _ ფული,
მანქანაში კარგი ბენზინი,
ქორწილები უხადონ უნდა,
საყვარლები შეუნახონ,
სინდის-ნამუსიც.
ასეთია დედაკაცის არაფრობის დიდი ამბავი.
ზოგი ბაზრის ანგელოზად გადაქცეულა,
ზოგი როსკიპად,
ზოგი თავის პატიოსნებით და დიდი რწმენით
გადაქცეულა ცხოვრების ჭიად და
მხოლოდ ღამით მოისმიs ხმა
ამ ცხოვრების თავხეებიდან მათი კვნესისა და ცვივა რკილი
ცვივა რკილი, სამყაროს რკილი,
ჭია არცა ჩანს. ვინ იცის ეს ხმა, ეს სუსტი ხმა
ლოცვისაა თუ თავხეს ხრავენ
მარტოობით გადაღლილები, არაფრობით გაბეზრებულნი
რომ დაუსვან იმას წერტილი, საიდანაც ყველაფერი დაიწყეს თავად...
და ასეთია სიყვარული სავსეობისა! და განეჩინათ!
რა აღარ ავსებს ამ უძირო დღეებს იმათთვის
საკუთარი ამბების გარდა...



III პრემია 300 ლარი -- მაგდა ბებიაშვილი

#25
ღამე

არაფერი უთქვამს,
სულ არაფერი.
ადგა და თავის თავს შეერია.
არ უნდოდა, დამენახა,
როგორ უთრთოდა მხრები,
ან როგორ ჰქონდა ზურგზე მოგდებული
ჩემი მარტოობის სიმძიმე.
გაუძელიო ახლა შენ თვითონ, _
მეუბნებოდნენ მისი ნაბიჯები,
მაგრამ ვერ ვხედავდი.
გზამდე მაინც გაჰყევიო, _
იდაყვი გამკრეს კარის მორყეულმა სახელურებმა,
ან ყური მაინც დაუგდეო ალაყაფის ჭრიალს,
იქნებ არც წასულაო.
მოულოდნელად რომ მოტრიალდეს-მეთქი,
ამოვთქვი ჩემთვის.
იქნებ თავისი ჯიბის ვარსკვლავი დარჩა
საძინებელი ოთახის ბათქაშჩამონგრეულ კედელზე,
ანდა სულაც,
საკუთარი ფეხის ხმა უნდა აკრიფოს
გათელილი ბალახის ბილიკიდან
და უცბად რომ შემეჩეხოს
ყურდაგდებულს და მიყურადებულს,
დაკვნეტილი და გაცრეცილი ტუჩებით ხელში,
ხო გადამივლის სახეზე მერე მთელი ალმური
და ალიყურსაც გადაიწნავს ჩემი ტანიდან აყალო მიწა.
წავიდა და წავიდეს!
მაინც არასოდეს ეცალა ჩემი დღეების დასაღამებლად.
სულ სხვებთან მიჰქონდა ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული
ჭრელი სიზმრები__დაშაქრული შავი ალუბლები.
ათასში ერთხელ თუ გაიმეტებდა და
სასთუმალთან დამიდებდა ჟანგიან მონეტას.
მერე მთელი ზამთარი სულ უმი მადლობები უნდა მეხარშა,
მთელი თვის სამყოფი კვერები მეცხო,
მერეცხა წვიმიანი შემოდგომაც
და ჭირვეული გაზაფხულისთვის
სულ ხონჩით მიმერთმია გამოლოცვილი ბატონები.
ჰოდა, დავიღალე, ბატონო-ჩემო.
სულ თვალები დამეთხარა მაგის ლოდინში.
ვიჯექი ხოლმე ფიქრებდაყუდებული და
ციცინათელასავით ციცქნა იმედს
ჩემი ოცნებებდაჭიანებული მუჭიდან
სხვაგან არსად ვუშვებდი.
იქნებ ახლა მაინც მომიტანოს-მეთქი
შეპირებული ძილი, საშობაო სიზმარი,
ან სააღდგომოდ ნუშის ხის ტოტების ნაცნობი მზერა.
იქნებ ერთხელ თვითონაც დაიღალოს-მეთქი
ამდენი აბლაბუდა ამბით,
ჩემს მუხლებზედაც ჩამოდოს ის დასაბერებელი თავი,
წათვლიმოს მაინც,
რომ მისი ნაცრისფერი რულით
მეც ავიხვიო დაჭყეტილი ჩემი თვალები.
იქნება, იმ წუთში მდინარეც დამდგარიყო,
წყაროც ქვის გულ-მკერდზე გარინდებულიყო,
მოწყვეტილი ვარსკვლავიც იქვე გაშტერებულიყო და
ქარის გადარეულ ფრთებსაც
ჩვენი ქვიტკირის სუნთქვისთვის ედარაჯათ.
ვინ იცის!
იქნებ მეც აღარ გავდგომოდი იმ ორპირს მარტო,
უჟმურიც არ ამეკიდებინა
და საგულეში არც ის მუჭისსიმსხო მონატრება გამეცივებინა.
არადა, როგორ ვუვლიდი.
სულ ვაფრთხილებდი,
აღმოსავლეთის ქარს ერიდე-მეთქი,
მაგ თავდაკარგულ ნიავს.
ერთი ნახვით თუ არსებობს შეყვარება,
გადაყვარებაც იცის უსაშველო უამინდობამ.
ხანდახან მაინც დატოვე გულის კარი ღია-თქო.
ღამე მაინც ღამეა.
რა იცი, სად დაუღამდება?
რა იცი, როდის მიატოვებენ მოხეტიალე სურვილები?
იქნებ ერთხელ
შენს უსიზმრო ზეწარზეც შეკვროდა კუპრივით შავი სუნთქვა,
ხელისცეცებითაც გამოეგნო გზა შენს გულისყურამდე
და ვინ იცის,
სულ მოციმციმე ვარსკვლავები დაემცნია
მაგ ღიმილაწყვეტილ საღილეზე.
ეჰ, რას გაუგებ მთვარეულ და ფეხებარეულ ღამეს?
არც გეტყვის რამეს.
ისე ამოიშაქრავს ხველებისგან ჩახრენწილ ყელს,
ისე მოადგება ჭიშკარს, მერე ეზოს, კიბეს და წინკარს,
თითქოს არცერთი წელიწადი ხელს გაყოლებული არ ჰქონდეს.
არცერთი ზამთარი უთოვლოდ არ თოვდეს...
...
ჩემი თვალების დარაბებთან კი თეთრი ღამეების სუფრა _
სქელი, მუქი ფერის ფარდები იყო ჩამოფარებული.
თვითონვე ვიგონებდი ფერად ფიგურებს,
ფიქრებით სხვადასხვა თარგებზე ვჭრიდი
და სიბერეში ბედნიერად დასასიზმრებელი
სიზმრების კალთებზე ვაკერებდი.
შიშველ მხრებზე რომ ჩრდილი წამომადგა,
მივხვდი, დაბრუნებულიყო.
თავიც ვერ მივატრიალე,
თვალებსაც ვერ მოვიფშვნეტდი.
სულ სიბნელეში ჩამეშლებოდა
მარტოხელა ქალის წინსაფარში გამოკრული
ამოდენა ხელსაქმე,
წვალებით დახვეული ამდენი გორგალი და
ხისგან გამოჩორკნილი ყაისნაღი,
მთვარე და კუდიანი ვარსკვლავები
და სულ ციმციმა ვერცხლისფერი _
ლოკოკინას ნაკვალევით ნაგვირისტევი.
აბა, ასე შექუჩებული მარტოობა _
მთელი სამყარო
კალთიდან როგორ ჩამომებერტყა?
ან ამხელა მოლოდინი
გულიდან როგორ მომეგლიჯა?
და ეს ყველაფერი,
სულ ერთი თვალის წადებისთვის,
ერთი ღამის მასპინძლობისთვის,
ერთადერთი სიზმრის ასრულებისთვის.
ავდექი და
აღარც ავდექი.
არც არაფერი მითქვამს.
სულ არაფერი.
ისიც ადგა და წავიდა.
თავის თავს შეერია...
წუხანდელს აქეთ
ღამე მაქვს თვალებში.
ღამეს კიდევ ვარსკვლავები _
ჩემი თვალების ჩინი.



* „ხვარამზე 2015-ის ინტერნეტრჩეული გახდა ლექსი სარეგისტრაციო ნომრით 32 (ისევ ვიხსენებ) 171 ხმით.

***
(ისევ ვიხსენებ)

ისევ ვიხსენებ ჩემი ბავშვობის,
ჭრელი ზღაპრების
ფერსა და სურნელს,
ხანდახან ასე, ძველი ამბებით
თავის გატანაც
შვებაა, თურმე...
შვებაა, როცა თვალწინ ამინდი,
ავად ღმუის და
მუქარებს გითვლის...
დღეები ვისთვის მშვიდად მიდიან
გულში იარებს
ტოვებენ ვისთვის...
ვბრუნდები ახლა ჩემი ბავშვობის
ლიბომაგარ და
მზით სავსე სახლში,
გადმოვალაგებ ზღაპრებს თაროდან
და იატაკზე
ფარდაგად გავშლი...
მჭიდროდ მივხურავ მერე ამ სახლის
ყველა კარსა და
ყველა დარაბას,
რომ საუბარი გათენებამდე
სახლის კედლებთან
მარტომ გავაბა..
რომ გადმოვიდეს მამა ჩარჩოდან
და შემირჩიოს
წიგნი საჩემო,
რომ როგორც მაშინ, ჩემს ბავშვობაში,
ნატკენი გულის
ფსკერი ვაჩვენო...
მომიყვეს იქნებ, როგორ ითმენდა,
როგორ უძლებდა
მღვრიე ამინდებს,
და საუბარში იქნებ გათენდეს,
იქნებ, ეს ღამე
მართლა გავიდეს...
ჰოდა, ვიხსენებ ჩემი ბავშვობის,
ჭრელი ზღაპრების
ფერსა და სურნელს,
ხანდახან ასე, მოგონებებით
თავის გატანაც
შვებაა, თურმე...

***
გაგაცნობთ მონაწილეთა და სარეგისტრაციო ნომრების იდენტიფიცირებულ სიას და მივუთითებთ მათ მიერ მიღებულ ჯილდოებს.
#9 ნაპოვნიო ბარათიდან ამონარიდი ავტორი ფიქრია ყუშიტაშვილი – საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ქალთა კომიტეტის პირი "წლის ხვარამზე" და მაღაზია "ქალთა ბედნიერების" პრიზი;
#25 "ღამე" ავტორი მაგდანა ბებიაშვილი – შპს "სანათას სახლის" პრიზი;
#27 "შაშვი" ავტორი ციური მესხიშვილი– ქ–ნ ინგა გოგიბერიძის პრიზი;
#28 "Google Earth" ავტყორი ირმა მალაციძე – სასტუმრო "annunaki hotel 444" და ფიქრია ყუშიტაშვილი პრიზი;
#31 "ასეც ხომ ხდება" თამარ ლომიძე გარდენიას პრიზი და თინა ნაყეური პრიზი;
#32 "ისევ ვიხსენებ" ავტორი ეკა კვიციანი – ინტერნეტრჩეულის პრიზი, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრიზი, გამომცემლობა "საუნჯეს" პრიზი, ტურისტული სააგენტო "ჩვენი ტურის" პრიზი:
#44 "კოპლიანი პეპელა" ავტორი ცირა ყურაშვილი – შპს "ცოდნისას" პრიზი;
#45 "იდილია" ავტორი ნანა გასვიანი – ქ–ნ ნანა გოგოლაურის პრიზი, მერი წამალაიძის პრიზი;
#48 "ღმერთო მე აქ ვარ" ავტორი ივდით ხაზალია – ბ–ნ როინ მიგრიაულის პრიზი;
#51 "რა დაღვრემილი იყო ქუჩები" ავტორი ნონა ფიფია – ქ–ნ ასმათ ყაყიდაშვილი პრიზი;
#52 "რა ცარიელი იქნებოდა" ავტორი ლელა ცუცქირიძე – ა/კ "ჩვენ ჯანსაღი მომავლისათვის" პრიზი, ქ–ნ ელზა ოთიაშვილი პრიზი,
ა/კ "ჩვენი ფშავის" პრიზი;
#53 "შალის პერანგი" ავტორი ნათია როსტიაშვილი _ ქეთვან შარმიაშვილი ფულადი ჯილდო< ელზა ოთიაშვილის პრიზი, მიხო მოსულიშვილის პრიზი, ლელა ცუცქირიძის პრიზი;ქ–ნ ლეილა ლეგაშვილის პრიზი სამყარო 2015–ს ფინალზე დასასწრები ბილეთი;
#54 "მე წავედი" ავტორი ლიკა ჭელიძე "მაღაზია ქალთა ბედნიერებას" პრიზი;
#55"დედაკაცის არაფრობის დიდი ამბავი" ავტორი მარიამ წიკლაური – შპს "ცოდნისას" პრიზი, სილამაზის სალონ "beauti zone " პრიზი,;
#57 "ეს დარდი როგორც" ავტორი თეა თოფურია , კომპანია "ისი პარის" პრიზი;



ბმული -- https://www.facebook.com/events/1384354478561710/permalink/1450155375314953/

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: „ხვარამზეობა“    

Back to top Go down
 
„ხვარამზეობა“
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: