არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* კახა ჭაბაშვილი"აქ, თბილისში" (მოთხრობები) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).
Share | 
 

 "არაგვიანი" – ლექსები არაგვს

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3461
Registration date: 09.11.08

PostSubject: "არაგვიანი" – ლექსები არაგვს   Thu Aug 04, 2011 11:19 am



აქ უნდა დავდოთ ხოლმე არაგვისადმი მიძღვნილი ლექსები (მარიამ წიკლაურის წინადადებაა – http://armuri.4forum.biz/t751-topic)
და ამ გვერდის გახსნა არაგვის ყველაზე კარგ მცოდნეს ერგება:


ვაჟა–ფშაველა

არაგვს

დაწუხებულმა, არაგვო,
რო გნახე, გავიხარეო,
სრულიად გამოვიცვალე,
წელშიაც ავიხარეო.

რა ლამაზია, წყეულო,
შენთ ზვირთთა ლაღნი ჩქერანი,
გააფთრებულსა ტალღასა
კლდეს რო წაუვლენ თქერანი!

შენ თვალს გარიდებ მაშინა,
მთებისკე მწადის ცქერანი,
უნდომლად მამინდებიან
ბედკრულს ბედკრულნი მღერანი.

გულიც იქ იწევს, თვალიცა,
იქ რო მაღალი მთებია,
ვინც რომ გიჟმაჟი გაგზარდა,
ვის ძუძუც პირში გდებია, _
იმათ კალთაზემც მოვკვდები,
მათ ლოდი გულსამც მდებია!

ზაფხულში აყვავდებიან
მკერდნიც კი სალის კლდისანი,
ყვავილთ პირს ეკონებიან
ცივნი ნამცვრევნი ცისანი.

გაჰყუჩებია ნიავსა
ჯიხვი, ყელ-ყურით ლამაზი,
აღარ აჩხერებს ქვიშათა
კლდით კლდეზე მხტომი გავაზი.

ხან რომ ცა მაიღრუბლება,
ჩაბნელდებიან ხევები,
გაჩნდება მეხთა ტკრციალი,
ათრთოლდებიან ხეები,
კლდეებზედ დაიკეცება
სვავთა და არწივთ ფრთეები.

თმებს უკუიყრის ნაკადი,
ცისაკ დაიწყებს ცქერასა,
შაჰყურებს გაოცებული
შავის ღრუბლების მღერასა.
რა ყურმა უნდა გაუძლოს
იმ მთების გულის ძგერასა?!

ხშირად მოხეთქილს წვიმასა
სიპისა აქვის ღარები,
აქა-იქ გაიმტვრევიან
პირგაშაული ღვარები.
იზიდებიან შენკენა
ის გრძნობისაგან მთვრალები,
იმათ ვეღარა დაიჭერს,
თუნდ რკინის დახვდეს კარები!

ახლა ავდარიც გადიყრის
და მზეც გადივლის გორასა,
ნაწყვეტ-ნაწყვეტი ნისლები
ხევებში სდგამენ გორასა.
ვეღარა ჰბედვენ ბეჩავნი
მთებისად მეხის სროლასა,
მაგრამ ფიქრობენ ვაჟანი
სახვალიოდაც ბრძოლასა!

1886
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3461
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: "არაგვიანი" – ლექსები არაგვს   Sat Aug 06, 2011 8:26 am

ნიკოლოზ ბარათაშვილი

მორბის არაგვი, არაგვიანი
(ნაწყვეტი პოემიდან "ბედი ქართლისა", კარი მეორე)

მორბის არაგვი, არაგვიანი,
თან მოსძახიან მთანი ტყიანნი,
და შეუპოვრად მოუთამაშებს
გარემო თვისსა ატეხილ ჭალებს.
ჰოი, ადგილნო, არაგვის პირნო,
მობიბინენო, შვებით მომზირნო,
ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს,
ოდეს შვენება თქვენი იხილოს,
რომ თქვენს ბუჩქებში არა ჩამოხდეს,
რაც უნდა გზასაც ეშურებოდეს,
როგორ იქნება არ განისვენოს?
სამჯერ ხომ მაინც გადაჰკრავს ღვინოს,
ცხენს მოაძოვებს, თვალს მოატყუებს,
გამოიღვიძებს - შუბლს განიგრილებს,
ერთს ქართველურად კიდეც შესძახებს,
არაგვო, მაგ შენს ამწვანებულ მთებს,
და მერმე თუნდაც დაუგვიანდეს,
იგი იმისთვის აღარ დაღონდეს!

1839

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3461
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: "არაგვიანი" – ლექსები არაგვს   Sat Aug 06, 2011 8:32 am

გალაკტიონ ტაბიძე

არაგვი
(53–ე ლექსი კრებულიდან: Grane aux fleurs artistiques "ატისტული ყვავილები")

თან მიმყოლი ჩრდილები, აუხსნელი ქარაგმი,
სადაც მწვანე ველია და მქუხარე არაგვი,

სადაც მოკლულ ოცნებით ღიმილისთვის ჩავედი,
შორს კი ხევსურეთია, თუშეთი და ფშავეთი.

ერთხელ შვიდ წელიწადში შენი ცა გაიხსნება,
რასაც მაშინ ისურვებ - ყველაფერი იქნება.

გარინდდება მდინარე (ეს არაგვი, ზმანება),
ყველაფერი უცნაურ მოსვლას დაემგვანება.

1914–1919 წ.წ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3461
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: "არაგვიანი" – ლექსები არაგვს   Wed Aug 10, 2011 9:22 am

მარიამ წიკლაური

არაგვო

არაგვო, სიმღერა მინდა,
გული ამომდის ყელშია.
გუგუნებ მრავალჟამიერ
გამორჩეული სხვებშია.
შენი სახლის გზა მასწავლე,
გზაწვრილი ბროლის მთებშია,
თოვლში გახვეულს გნახავდი,
როგორც ჩვილს დედის მკერდშია.
გზა-გზა რამდენ ფშას იერთებ,
რა ძალას იკრებ ხმებშია.
შენი ნაცვარი შროშანი,
ღვთისმშობელს ეწნა თმებშია.
მოდიოდა და მღეროდა,
ბალღი ეჭირა ხელშია,
ზისცვრით მოთხვროდა ღაბაბი,
სხივს ანათებდა მზეშია.
თან ირემს მოიდენიდა,
პეპელა ეჯდა რქებშია.
ლურჯი ჩქერებით შესცქერდი,
ტანზე კალმახი გემჩნია.
შენთან გინდოდა, გყოლოდა,
იმათ ცის კერა ერჩიათ.
წავიდნენ, შენაც წახვედი,
უფლის ნამზერი მხრებშია.
არაგვო, სიმღერა მინდა,
გული ამომდის ყელშია.
ვითომ არც მისმენ?! გენაცვლე
მაგ გამჭვირვალე ჩქერშია.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3461
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: "არაგვიანი" – ლექსები არაგვს   Wed Aug 10, 2011 9:36 am

მარიამ ხუცურაული

არაგვიანო...

მოხვალ და ბედნიერი ხარ,
მოჰყვირი საარაგვოსა,
მტრისას შენ გაღმა-გამოღმა
სხვათ ჯიშმა გაილაღოსა...
ჟინვალთან დამდორებულო,
ფშავ-ხევსურეთის ხარ-ლაღო,
მცხეთისკარს ბედის სიმუხთლით
მტკვარს შეწირულო ზვარაკო.
შენ წყალზე უფრო ნაკურთხი,
ზედაშეა და მირონი,
გეჯიბრონ, შენთან რას მოვლენ
დიდ წყალთა სანაპირონი?!
შენ წყალნასვამი ვლაღობ და
ხმითაც შენფერად ვხმიანობ,
ჩემ პაპის კარწინ მდინარო,
სულსწრაფო, არა გვიანო.
ჩემო სენავ და ჰუძონო,
მისისიპო და ნილოსო,
ერთწამ დაჩუმდი, მაცალე,
საგვალვო გამოგილოცო...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3461
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: "არაგვიანი" – ლექსები არაგვს   Wed Aug 10, 2011 10:59 am

გოდერძი ჩოხელი

არაგვს

სად დაგიჩოქო, არაგვო,
რომელ ტალღაზე გემთხვიო,
თუ მუხლის ჩოქით ამოგყვე,
სათავეს გადავეხვიო.
შენი ნაპირის ლოდები
მინდა, ჩავიწყო გულშია,
თუ სათავემდე ვერ მოვე,
დაგხვდები ანანურშია,
ჭრელ ღილად დაგეკერები
მაგ მოლივლივე სულშია.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 

"არაგვიანი" – ლექსები არაგვს

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: არაგვიანი – სტუმრად არაგვთან-