არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ფშავში ცეცხლისპირ

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: ფშავში ცეცხლისპირ   Wed Dec 17, 2008 7:00 pm

თოვს... ისე თოოოვს... უზარმაზარ საცერს გვაცლის თავს უფალი... ცოტა რომ შებინდდება, სახვალიო-სათოვლე ჯანღი რომ მრუმედ გაიისფრდება და ქარიც შემოუბერავს, საკმარისია თვალი ოდნავ მიულულო, რომ თვლემა წაგიღებს და იქა ხარ... ჩემს ბებერ და მარად ახალგაზრდა ფშავში...
წარმოიდგინეთ, ერთ წუთს გაჩუმდით და წარმოიდგინეთ - უზარმზარ მთებში მიკარგული სოფელი... თოვლი, თოვლი და თეთრი მდუმარება... არაგვი მოღრიალებს, თოვლია და ყინავს... შორს მოჩანს მბჟუტავი სინათლე და იგულისხმება - სითბო, ხინკალი და ფშაური ლუდი...
თქვენ სანათას სტუმრები ხართ დეკემბრის ფშავში...
ზუსტად დროულია, ცეცხლისპირ ისე ფიცხდება ფშაური შაირ-კაფია...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Fri Dec 19, 2008 12:57 am



ლაშარო, დალოცე ფშავი და ფშავლები!

ხშირად მისგანვე ნაკურთხსა,
ფშავს ჩამოჰყურებს ღვთისთვალი,
მზე სხვაფრივ ჩადი-ამოდის,
სხვაგვარ იხსნება ცის კარი.
სხვაგვარად დიან ხევები,
ლაღობას უნაპირონი-
თეთრ არაგვს გაღმა-გამოღმა
ლექსად ჩამოსცრის მირონი...

სწორედაც უპრიანი იქნებოდა, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეზე, ფშავზე რომელიც “ქალსა ჰგავ ლამაზსა”და რომელიც მე სეპარატისტულად მიყვარს, ლაპარაკი ჩემი ლექსით დავიწყო იმიტომ, რომ საქართველო თუ პოეტების ქვეყანაა, ფშავი ის ადგილია, სადაც ეს პოეტები უნდა იბადებოდნენ და კიდევაც იბადებიან, რის დასტურადაც მარტო ერთი გენიოსი ვაჟა იკმარებდა პატარა ფშავის და მთლად საქართველოს სიამაყე...
ისტორიული ფშავის ტერიტორია განფენილია ფშავის არაგვის ხეობასა და ივრის ზემო დინებაში ე.წ. "ივრის კუდებში", რომლის სამხრეთი საზღვარი იწყება შარახევიდან, უფრო ზემოთ ორწყალ-ფშავის ხევით მიემართება აღმოსავლეთისკენ და ეკვრის კავაკასიონის მთავარ ქედს. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება კავკასიონის ქედი, რომელიც აღმოსავლეთით ჰყოფს თუშეთის, ხოლო ჩრდილოეთით პირიქითა ხევსურეთისაგან. დასავლეთიდან პირაქეთა ხევსურეთი და მთულეთ-გუდამაყარი, სამხრეთიდან კი შიდა ქართლი.


Last edited by სანათა on Wed Feb 25, 2009 10:38 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Fri Dec 19, 2008 1:28 am




ეს ბორბალოა, რომლის წვერსაც, 3294 მეტრის სიმაღლეზე, უპირატესად "ნისლი ჰხვივის" , "ოდენ არწივებით ლაღობს" და არაგვს, იორსა და ალაზანს ჰკვებავს თავისი მადლიანი ძუძუთი. დასაწყისშივე არაგვის მდგენელნი არიან ბოთანისწყალი, ასისხევი და ბოგოჩარის ხევი.
კავკასიონის ქედიდან დაქანებული არაგვი უკანაფშავიდან თანდათან გაივაკებს და ოდნავ დამდოვრდება. აქ, სოფელ ახადთან მას უერთდებიან წაწადა და ვარეულა, დამასტესთან მათურღელე, შუაფხოსთან ნაროულა და თეთრახევა, რომელიც ანა კალანდაძესთან “ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა”...


Last edited by სანათა on Wed Feb 25, 2009 10:39 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Fri Dec 19, 2008 6:22 pm




თეთრახევა
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Wed Dec 24, 2008 12:12 am

cheers

ფანტასტიურიააააააააააააააააააააა...
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Wed Dec 24, 2008 12:22 am

bao wrote:
cheers

fantastiuriaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa


შენა, ბაო, უკონკურსოდ ხარ ჩათვლილი ჯგუფში და მე-4 საძილე (ლურჯად-მწვანე) შენია! კიდევ მანსარდის შუა ოთახში ზედა საწოლი, ადგილი #11.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Wed Dec 24, 2008 12:26 am

არც საწოლი მინდა, არც სპალნიკი, სუ არ დავიძინებ და თვალს არ დავხუჭავ და ხმას არ გავირებ,მაინც ვმუნჯდები ასეთ ადგილებში,ოღონდ წამოვიდე, არც საჭმელი, არც სასმელი, მარტო ჰაერი და წყალი. Smile

pirat

ბაო, როდემდინა გდიო შენა გზათაუკან?
აი საიტი - http://www.convert.ge/ge/text.shtml
აქ გადაიყვანე ხოლმე ქართულად და ისე მოიტანე!
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Wed Dec 24, 2008 12:28 am

მიხო, არგანი წაიყოლე და აბა, შეშის მოსატანად! დედითფშავლები და ცოტათ ფშავლები ვაართო დაა... ბაო გვყავს სტუმრად კაცებო და გააფიცხეთ ბუხარი მე საკომი გამოვხსენი , ცოტა გავანიაოთ დამბალხაჭოს სუნზე მთელი ბარი დაგვეცემა თავსა...გავაგრძელოთ ზღაპარი? Smile
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Wed Dec 24, 2008 12:30 am

***
დამბალ ხაჭოს თუ ახსენებ,
ვინღა მოხედავს ბაოსა.
სანამ თქვენ ფშავში აიყვანთ,
ურაკზე ჯდომით დაოსდა.
Smile
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Wed Dec 24, 2008 12:32 am

სანათა wrote:
მიხო, არგანი წაიყოლე და აბა, შეშის მოსატანად! დედითფშავლები და ცოტათ ფშავლები ვაართო დაა... ბაო გვყავს სტუმრად კაცებო და გააფიცხეთ ბუხარი მე საკომი გამოვხსენი , ცოტა გავანიაოთ დამბალხაჭოს სუნზე მთელი ბარი დაგვეცემა თავსა...გავაგრძელოთ ზღაპარი? Smile

Arrow

შეშა თორო - მე შენ გეტყვი და ხევსურეთია და ვერ ვიშოვნით - სავსეა შეშითა მთელი ფშავი!
წამო, არგანო, მავიტანოთ ნარიყი თუ ისე შეშა სჯობს?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Wed Dec 24, 2008 12:34 am

***
მიხო კონვერტ.გეს მთავაზობს,
მე ფშავში მიმიხარია,
ეგ საიტი რო მუშაობს,
ვიცი მე კარგა ხანია.
მარა სწრაფად მსურს მოგდიოთ,
მთაში არ მექცეს მხარია.
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Wed Dec 24, 2008 12:39 am

***
მოგინდათ ამ შუაღამეში შეშა და ხინკლის ხარშვაო,
თუ არ გავედი აქედან, მალე დაკლავენ ხარსაო,
შავყვები თქვენთან ყბედობას, რა პასუხს გავცემ ქმარსაო,
- ნეტს თუ მიჰყვები ცოლადა, უთხარ, ქმარშვილიც გყავსაო,
ეგება, ერთად გვითხოვოს, კი დაგიმშვენებთ მხარსაო.
Smile
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Wed Dec 24, 2008 12:44 am

bao wrote:
მიხო კონვერტ.გეს მთავაზობს,
მე ფშავში მიმიხარია,
ეგ საიტი რო მუშაობს,
ვიცი მე კარგა ხანია
მარა სწრაფად მსურს მოგდიოთ,
მთაში არ მექცეს მხარია.

ეგეთ მხარქცეულებისთვი,
ქვრივ-ოხრებ ბევრებ არიან.
Wink
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Wed Dec 24, 2008 12:55 am

***
ფშავს ვისიზმრებ, თეთრახევას,
მე ვინც მიყვარს, იმას - არა!
ნისლო, მოდი, შენ დამმალე,
სანამ სიკვდილს მიმაშავა.
Sad
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Wed Dec 24, 2008 12:56 am

marTla movkvdebi, gaviyine, wavedi , Zilinebisa
king
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Wed Dec 31, 2008 11:03 am

ჩემიანებო და ჩემებურებო!
გილოცავთ და გეფერებით...ბედნიერი ახალი წელი მოგსვლოდეთ. სიკეთე და მრავლობა შემოეტანოს თქვენს ოჯახებში და სიმშვიდე და სიხარული თქვენს სულებში...
აივსენით ხვავითა და ბარაქით...
ათოვს ერთციდა ფშავსა და მთლად საქართველოს და რამდენი ფიფქიც თქვენსათვალიოდ მიწას დაედება, იმდენი თეთრი დღე შეგემატოთ...
ასე თეთრად და შაქარტკბილად დამიბერდით...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Sun Jan 04, 2009 10:14 am

bounce

ისეთი სიყვარულით გვილოცავ,
რომ ცასა და დემიწას ფერი ეცვლება,მაგრამ...
აი, ის _შაქარი 59 დაავადებას რომ აჩენს?!?!

sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Wed Feb 25, 2009 11:42 pm



შუაფხოს ოდნავ ქვემოთ ასე შვიდ-რვა კილომეტრზე, ფშავ-ხევსურეთის გზაგასაყარზე, ორწყალს რომ ვეძახით იქაურები, ფშავ-ხევსურეთის წყალთა ფშავის თეთრი და ხევსურეთის შავი არაგვების საყარია. . . სწორედ ორწყალს ზემოთ იწყება ნამდვილი ფშავი, თორემ ისე მთელი საქართველოს აღმოსავლეთში, სადაც კომპქტურად დასახლდნენ ფშავლები, ფშაური გარემო და მცირე ფშავი მოიწყვეს თავიანთთვის, ვერ უღალატეს რა სისხლისა და გენის ხსოვნას და ვერ შეიცვალეს გენეტიკური ცნობიერება... აკი სადღეგრძელოც ასეთი შეიქმნეს თავიაანთვის (გაუჭირდებოდათ თუ რა!) “ბუდიონის სახლიდან ბოთანაის ყელამდე მთელ საფშავლოს გაუმარჯოსო!.. “(ბუდიონი რქმევია ქვემოქედში ფშაველთა კომპაქტური განსახლების ამ უკიდურს აღმოსავლეთ სოფელში მცხოვრებ ბუდიონივით ულვაშა ფშაველს, რომლის სახლიც ყველაზე განაპირად მდგარა და ბოთანის ყელი კიდევ ყველაზე უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი დასახელბული წერტილია ფშავში).
ორწყლიდან ქვემოთ, სამხრეთისაკენ წასული არაგვი ჟინვალთან მთულეთის არაგვს ხოლო მცხეთასთან საქართველოს დედამდინარე მტკვარს ერთვის




მოხვალ და ბედნიერი ხარ,
მოჰყვირი საარაგვოსა,
მტრისას შენ გაღმა-გამოღმა
ცხოს ჯიშმა გაილაღოსა...
ჟინვალთან დამდორებულო,
ფშავ-ხევსურეთის ხარ-ლაღო,
მცხეთისკარს ბედის სიმუხთლით
მტკვარს შეწირულო ზვარაკო.
შენ წყალზე უფრო ნაკურთხი,
ზედაშეა და მირონი,
გეჯიბრონ, შენთან რას მოვლენ
დიდ წყალთა სანაპირონი...
შენ წყალნასვამი ვლაღობ და
ხმითაც შენფერად ვხმიანობ,
ჩემ პაპის კარწინ მდინარო,
სულსწრაფო არა გვიანო...
ჩემო სენავ და ჰუძონო,
მისისიპო და ნილოსო,
ერთწამ დაჩუმდი, მაცალე,
საგვალვო გამოგილოცო...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Thu Feb 26, 2009 12:04 am

რა სილამაზეა ,მარიამ.
ეეჰ,მეც დამავაადებთ ფშავით მგონისSmile
sunny
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Thu Feb 26, 2009 12:30 am

nini wrote:
რა სილამაზეა ,მარიამ.
ეეჰ,მეც დამავაადებთ ფშავით მგონისSmile
sunny

რა გიკვირს, დალოცვილო,ანა კალანდაძესაც ეს ვირუსი სჭირდა...
ძალიანაც გამიხარდება და ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მიწერია.
Smile sunny
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Thu Feb 26, 2009 12:41 am

ფშავის მიწა გეოლომორფოლოგიური აგებულებით ფიქალების, ქვიშაქვების და თეთრი და ფერადი ქვაკირის ნაირსახეობებით ხასიათდება,.. ფიქალებს ადრე მოსახლეობა საამშენებლო მასალად იყენებდა დღეს კი თუ მიმდინარეობს მშენებლობა, აქაც თანამედროვე საამშენებლო მასალებით ამშენებენ. ფშავის ფიზიკურ-გეოგრაფიული აღნაგობითაა განპირობებული მისი ბუნებრივ-კლომატური პირობებიც. ხევსურეთისა და თუშეთისაგან განსხვავებით იგი განლაგებულია ზღვის დონიდან 1000-3000 მეტრის სიმაღლეზე და ამიტომ მისი ჰავა ქვემო ნაწილში ზომიერი და თბილია, ხოლო ზედა ნაწილში ძირითადად ზომიერი. იგი მიეკუთვნება ტყეების ჰავის ზოლს. საშუალო ტემპერატირა, რომელიც ამჟამად ქვედა ნაწილში ჟინვალის წყალსაცავმა გარკვეულწილად შეცვალა ადრინდელისაგან და არის ზემოთ 7-8, ხოლო ქვემოთ 12-14 გრადუსი, ზამთრის ტემპერატურე ზემოთ მინუს11-13, ხოლო ქვემოთ -4-6 გრადუსი. ბუნებრივი წიაღისეული სიმდიდრეებით ღარიბი ფშავი, მდიდარია მცენარეული საფარით და ცხოველ-ფრივნელებით. საქვეყნოდააცნობილი მისი ხშირფოთლოვნაი ტყეები სადაც უხვადაა მუხა, იფანი, რცხილა, წიფელა, თელა, ნეკერჩხალი, ალაგ-ალაგ უთხოვარი და კაკალი, რომლებიც დაცულია და რომელთა ჭრა კანონით აკრძალულია. მთის წვეროებზე ხარობს არყის ხეები და ფიჭვი. უკანა ფშავის ზედა ნაწილში, კავკასიონის ქედისაკენ ტყეები ნელ-ნელა მცირდება და დეკიანებსა და სხვა ბუჩქნარებს უთმობს ადგილს, რომელიც მერე ალპურ მდელოებსა და სათიებებში გადადის. ფშავი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ყველაზე მდიდარია ულამაზესი ტყეებითა და სათიბებ-საძოვარი იალაღებით. იყო დრო, როდესაც…ფშავი მესაქონლეობით განთქმული იყო მთელს საქართველოში. ფშავის ტყეებსა და ალპურ მდელოებზე ბუდობენ მგელი, დათვი, მელა, კურდღელი, მაჩვი, ფსიტი,(ჯიქი), ირემი, შველი, ციყვი, არწივი, ორბი, შევარდენი, როჭო, სვავი, ქორი, ძერა, ყვავი, ყორანი, მწყერი, ქერონა, გუგული, ოფოფი, ჩხიკვი, ბოლოცეცხლა, მერცხალი, შაშვი, ბეღურა, არაგვი და შენაკადი მდინარეები ზემო დინებაში სავსეა კალმხით, ორაგულით და მურწათი, რაც უმოწყალოდ ნადგურდება მომრავლებულ მეკობრე-მეთევზეთა მიერ.
ვახუშტი ბატონიშვილს თავის გეოგრაფიაში ფშავი კახეთის აღწერაში აქვს შეტანილი და ტერიტორიულადაც მას მიაკუთვნებს” ხოლო ხევსურეთის აღმოსავლეთის მთის იქით არის ფშავი, რომელსა შუაში უდის არაგვი და მერთვიან ხევნი აღმოსავლით დასავლეთიდამ. და ვინაიდაგან ფრიად მაგარ აარს ქვეყანა ესე და უბრძლოველი მთითა და კლდითა და ტყითა, ამისათვის იმყოფფებიან მშვიდად, და სიმწირისათვის მონობენ ვისაც უპყრავსთ, თიანეთი, რამეთუ იზრდებიან მუნიდამ. ხოლო მზღვირს ფშავს: აღმოსავლეთით, მთა კავკასიდამ ჩამოსული; სამხრით, მთა ამასა და თიანეთს შორისი, ჩრდილო კავკასი ამასა და ღლიღვს შორისი. დასავლით, მთა კავკასიდამ ჩამოსული სამხრით ამასა და ხევსურეთს შორის. არამედ ძველად ეწოდა ამ ორთა ხეობათა (ფშავ-ხევსურეთს) ფხოელნი და აწ უწოდებენ ესრეთ”(ვახუშტი, საქართველოს გეოგრაფია, ტფილისი, 1904წ. გვ.139-140)
ძველთაგანვე ფშავი ადმინისტრაციულად ჯერ კვეტარის საერისთაოში, შემდეგ ერწო-თიანეთის სამოურავოში, კახეთის რაიონში და ყოფილ თიანეთის მაზრაში შედიოდა. დღეს იგი დუშეთის რაიონის და მცხეთა-მთიანეთის მხარის შემადგენლობაშია. შედგება ორი - მაღაროსკარის (ცენტრი მაღაროსკარი) და უკანაფშავის (ცენტრი-შუაფხო) საკრებულოსაგან.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Thu Feb 26, 2009 12:47 am



"მზე ჩამოხედავს შუაფხოს "
ანა კალანდაძე
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Thu Feb 26, 2009 12:53 am

ფშავი, თუკი დაცლილ და ბეჩავად მიტოვებულ ამ სამოთხეს შეიძლება დასახლებული ეწოდოს, დასახლებულია ფშავლებით. მათი სახელის “ფშაველი” სიზუსტისათვის შეიძლება ითქვას, რომ მათი ზუსტი დასახელება ეთნიკური კუთვნილების შესაბამისად, არის “ფშავნი",”ფშავები” (კახები, იმერები, მეგრები, ქართები და სხვანი.) მაგრამ კუთხურობის მაწარმოებელი “ელ”და “ეთ” სუფიქსის გამოყენებით მოგვიანებით გახდა ფშავი-ფშავეთი (ე.ი. ფშავთა სამოსახლო) ხევსური-ხევსურეთი, იმერი-იმერეთი კახი-კახეთი და ა.შ. მრავლობითი რიცხვის საწარმოებლად ფშავნი ანუ ფშაველები უნდა ყოფილიყო გამოყენებული, სადაც მოგვიანებით ბგერა ”ე” შეიკვეცა და საბოლოოდ მივიღეთ “ფშაველი” და “ფშავლები”. ფშაველთა დიდი უმრავლესობა ძირძველი ისტორიული ფშავიდან გადასახლებული არიან ქართლ-კახეთსა, ერწო-თიანეთსა, პანკისის ხეობასა და შირაქში. ასევე კომპაქტურად არიან დასახლებული დუშეთის რაიონის ისტორიული ფშავის მიმდებარე არაგვისპირა სოფლებში-ჟინვალიდან შარახევამდე, თელავის რაიონის კავკასიონის ქედის ძირას სოფლებში ნაფარეულსა, ვაკესა და ლაფანყურში, საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში, ასობით ოჯახია ჩასახლებული თეთრიწყაროსა და ახალციხის რაიონებში. ფშაველთა ორი ულამაზესი მდინარის ივრისა და არაგვის ხეობებში განსახლების გამო, ფშავსაც ივრისა და არაგვის ფშავად მოიხსენიებენ. სამწუხაროდ ფშაველთა მიგრაციის პროცესი დღესაც გრძელდება და მურმან ლებანიძის გაფრთხილება ხამს ჟღერდეს ფშაველთა სასმენადაც
შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!.
(ახლა ნინიმ მიბიძგა ამ ტკივილიანი სიტყვების სათქმელად)
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Thu Feb 26, 2009 7:02 am

სანათა wrote:
nini wrote:
რა სილამაზეა ,მარიამ.
ეეჰ,მეც დამავაადებთ ფშავით მგონისSmile
sunny

რა გიკვირს, დალოცვილო,ანა კალანდაძესაც ეს ვირუსი სჭირდა...
ძალიანაც გამიხარდება და ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მიწერია.
Smile sunny


flower

დაილოცენით,ფშავლებო,
თქვენის ფშაურის წესითა!



sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   Thu Feb 26, 2009 8:13 am

წერილობითი ცნობები ერთობ მცირე და ფრაგმენტულია და ამიტომ ძნელია ფშავის ისტორიული წარსულისა და მისი საზოგადოებრივი განვითარების სწორი და მთლიანი სურათის შექმნა. ქართული მატიანის უძველესი ნიმუშენი “მოქცევაი ქართლისაი” და “ქართლის ცხოვრება” ასევე ივანე ჯავახიშვილის “ქართველი ერის ისტორია” ფშავლებსა და ხევსურებს “ფხოველებად” მოიხსენიებს. პირველი ცნობები ფხოველთა შესახებ “მოქცევაი ქართლისაი” გვაუწყებს: რომ როცა წმინდა ნინომ იბერიის სამეფო ქრისტიანობაზე მოაქცია(323წ) შემდეგ “წარვიდა წმინდაი ნინო და ეპისკოპოსი იოანე, და მათ წარატანა მეფემან ერისთავი ერთი და მოვიდეს, და დადგეს წობანსა, და მოუწოდეს მთიულთა, პირუტყვისა სახეთა მათ კაცთა, ჭართალელთა, ფხოელთა, გუდამაყრელთა და უქადაგეს მათ ჯვარი ქრისტეანთა ჭეშმარიტი, ხოლო მათ არა ინებეს ნათლისღებაი. მაშინ ერისთავმან მეფისამან მცირედ წარმართა მახვილი მათზედა, და ძლევით შემუსრნა კერპნი მათნი. “ ამ საყურადღებო ცნობიდან ისიც ირკვევა, რომ ჩვ.წ.აღ. მეოთხე საუკუნეში ფხოვი (ფშავის ხევი) დასახლებული ყოფილა ფხოველებით, მათ ქრისტიანობა ნებით არ მიუღიათ, რის გამოც ხელისუფლებიოსაგან დევნაც კი განუცდიათ და მათი გარკვეული ნაწილი მეზობელ თუშეთში გახიზნულა. აქედან აშკარაა, რომ ფშავის ხევში მოსახლეობა ადრე გაჩენილა დაახლოებით პირველ საუკუნეში. შემდგომში ისინი უკვე მუდმივად მოიხსენებიან მატიანეში. მე-13 საუკუნის უკანასკნელ წლებში დაახლოებით 1212 წელს ფხოელები და დიდოელნი განსდგომიან საქართველოს მეფის ხელისუფლებას და თამარს მათ დასამორჩილებლად დამსჯელი რაზმი წარუგზავნია ივანე ათაბაგის ხელმძღვანელობით ფხოვისა და ძურძუკეთის(ლეკეთის)დასამორჩილებლად. ივანე ათაბაგმა რომელიც გონიერებით გამორჩეული მხედართმთავარი იყო, ხერხი იხმარა, ხევის მხრიდამ ხადოს მთის გადავლით ავიდა ფხოვში, რაც იქამდე არავის გაეკეთებინა. რა იხილეს მეფის ლაშქარი მთაში, ძურძუკთა უღალატეს ფხოველებს, დიდი ძღვენით ეახლენენ ათაბაგს, მიჰგვარეს ლაშქარიც და ერთად შეუტიეს ფხოელთ. ათაბაგმა მთელი ზაფხულის განმავლობაში სამი თვით დაჰყვეს ფხოვში. მაშინ შევიწროებულ შეწუხებულმა ფხოველებმა მძევლები გაუგზავნეს ათაბაგს, მისცეს ერთგულების ფიცი, აღუთქვეს მსახურება და ხარკის გადახდა. რა მიზეზით იყო გამოწვეული ფხოველთა და დიდოელთა ეს ამბოხება მატიანეში აღნიშნული არ არის მაგრამ როგორც ირკვევა, სახელმწიფოსათვის საკმაოდ საშიში უნდა ყოფილიყო და ფხოვის ისტორიაში საკმაოდ საბედისწერო მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ეს მხარე მეფის ლაშქარმა ცეცხლითა და მახვილით შედმუსრა და მიწასთან გაასწორა. ამ დროიდან ხდება მხარისათვის სახელის შეცვლაცდა იგი ფხოვის ნაცვლად Fფშავად მოიხსენიება. ძველი ისტორიული სახელის მხოლოდ ხსოვნაღა შერჩენია ფშავს. ერთადერთი იმდროინდელი სახელი მხოლოდ სოფელ შუაფხოს აქვს შენარჩუნებული. შესაძლებელია ეს შუაფხო მე-12 საუკუნეში თავისი პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობით ისტორიული ფხოვის ცენტრი ყოფილიყო(შუაფხო ხომ მნიშვნელობითაც ფხოვის ცენტრს, შუა ფხოვს ნიშნავს). ფხოველების სახელწოდებაც ამ გეოგრაფიული ფხოვის სახელიდან უნდა მოდიოდეს. რაც შეეხება ფშავს, შესაძლებელია ეს სიტყვა დაკავშირებული იყოს ”ფშა”სთან , რაც ფშაურ დიალექტზე მდინარის ნაპირიდან გამომდინარე წყაროს ნიშნავს, როგორებიც უხვადაა უკანაფშავში.
მეფის ხელისუფლება ხვდებოდა, რომ ეს გამარჯვება დროებითი იყო, მოვიდოდა ზამთარი, მთაში გზები ჩაიკეტებოდა და გართულდებოდა მთიელებთან მხოლოდ ძალაზე ურთიერთობის შენარჩუნება, საჭირო იყო სარწმუნოებრივ-იდეოლოგიური შემომტკიცება ამ გმირობასგატოლებული გამძლეობისა და ჭირსა და ლხინში გაუტეხელი ხალხისა. მართალია ოფიციალურად ფხოველები ქრისტიანებად და ჯვარის მსახურებად ითვლებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში მათი რწმენა ბევრად იყო დაშორებული ქრისტიანულს. ამიტომ ძალზედ სწორი გადაწყვეტილება მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ - მეამბოხე მთიელთათვის ჩაენერგათ თამარისა და ლაშა გიორგის პიროვნებათა ღვთაებრივობის რწმენა, შეექმნათ მათი კულტი მთიელთაგან თაყვანისცემის მიზნით. ეს ეტყობა კარგადაც მოახერხეს, რაკიღა დღემდე ფშავლების უპირველეს სალოცავს ლაშა გიორგის სახელთან მჭიდროდ დაკავშირებული ლაშარი წარმოადგენს ხოლო სნეულთა და შეჭირვებულთა მხსნელ-მფარველს, “აქიმდედოფალს”, თამარღელეში აგებული მეფე თამარის სამლოცველო - “თამარ ნეფე”.
მე-13 საუკუნის მეორე ნახევრიდან, როგორც ჩანს, ფხოველებმა ისარგებლეს მონღოლების შემოსევით, საქართველოში ფეოდალური მონარქიის დაშლა-დაცემით, ისევ განუდგნენ სამეფო ტახტს და ეწეოდნენ დამოუკიდებელ თემურ ცხოვრებას. როდესაც საქართველო სამ სამეფოდ დაიყო და კახეთის მეფედ დაჯდა მეფე გიორგი I (დავითის ძე)მან საერისთავოები გააუქმა და შემოიღო სამოურავოები და როგორც მემატიანე წერს: ”გიორგიმ დაიპყრა სრულად კახეთი; მაშინ მოსპო ერისთავნი ჰერ-კახთა შინა და დასხნა მოურავი დიდთა და მცირეთა ადგილთა... ამათ არა მორჩილებდენ თუშნი და ფშავ-ხევსურნი, არამედ დიდოეთი ერთგულებისათვის დავითისა ერთგულებდენ ამათ და მსახურებდენ”ო(ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, გვ.158)
ფშავის მხარე დარაჯობდა კახეთის სამეფოს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარს და წარმოადგენდა კახეთის საფარს განსაკუთრებით ქისტ-ჩეჩენი მტრებისაგან. ამასთანავე ფშავლები კარგი მოლაშქრეები იყვნენ და კარგი ბეგარის გაღებაც შეეძლოთ და კახეთის მეფეები ცდილობდნენ, რაკი მორჩილებაში ვერ იმყოფებდნენ, კარგ მეგობრულ ურთიერთობაში ყოფილიყვნენ ფშავთან. ხშირი იყო შემთხვევბი, რომ კახეთის მეფეებსა და ფშავს შორის იდებოდა გარიგებანი, რომ ფშავლებს მეფისათვის უნდა ეძლიათ ლაშქარი და ბეგარა, ხოლო მეფეს ფშაველთა ცხვრისათვის უნდა დაეთმო კახეთში ზამთრის საძოვრები. ამ პირობის სიმტკიცის ნიშნად, მეფე ფშაველთა მთავარ სალოცავ ლაშარს, შემოწირულობასაც კი მიართმევდა ან უგზვანიდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში თუ რომელიმე კუთხეზე ითქმოდა დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარე, ეს პირველრიგში ფხოვი და ფხოველნი იყვნენ. მთელი ისტორიის მანძილზე, თვით მეფის რუსეთის დროსაც კი ფხოველნი პირველთაგანნი იყვნენ ამბოხებაში მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ. მათი დამოკიდებულება მეფის ხელისუფლებისადმი ნომინალური(პირობითი) ხასიათისა იყო, რაც შემოიფარგლებოდა ლაშქრისა და ბეგარის გაღებით. მეფეებსაც კი უფლება არ ჰქონდათ, ფშაველთა შინაურ საქმეებში ჩარეულიყვნენ და ისინი “თავის ჭკვაზე”, თემურ წყობილებაში ცხოვრობდნენ.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Sponsored content




PostSubject: Re: ფშავში ცეცხლისპირ   

Back to top Go down
 
ფშავში ცეცხლისპირ
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: