არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

  კლიმ მარი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
კლიმ მარი



Male
Number of posts : 12
Age : 49
Location : Tbilisi
Job/hobbies : Art
Humor : ეგეც კაია
Registration date : 11.06.11

PostSubject: კლიმ მარი    Tue Jul 19, 2011 3:41 pm



წიგნის დასახელება: "მთელი ეს როკ-ენ-როლი"
ავტორი: კლიმ მარი
ჟანრი: ექსპერიმენტული ნოველა
კატეგორია: მხატვრულ-დოკუმენტური
გამოცემის წელი: 2010
გამომცემლობა: “ლეონარდო"
გამომცემელი: მამა ანდრია
რედაქტორი: ვასილ კეჟერაძე
გამომცემლობის რედაქტორი: ბიძინა მაყაშვილი
დიზაინი და კომპიუტერული უზრუნველყოფა: ჯეიმს გრაშოვი
გვერდების რაოდენობა: 100
ISBN 978-9941-0-2703-1
ყდა: რბილი


... იყო ასეთი ფოტო კაბინეტები იმ დროს ჩვენში, სადაც მიბრძანდებოდით და ვთქვათ, პასპორტისთვის 70 კაპიკად სურათს გადაიღებდით. აი ზუსტად, ერთ-ერთ ეგეთში ვმუშაობდი მაშინ, ვასიკო კეჟერაძის - მაესტროს ხელმძღვანელობით. თუ არ ვცდები, პირველად 1967 წლის ზამთარში გადავიღეთ, "ბიტლსთან ერთად"-ის ყდის ფოტოასლი. ერთი იქვე გვეკიდა, მეორე სახლში, დანარჩენები კაი ხალხს გავუნაწილე. არ იყო იმ დროს უფრო ძვირფასი ნივთი, ვირდე როკის ფირფიტა. გაჩნდა საბჭოთა მაგნიტოფონი "კომეტა" რომელსაც ერთი კოჭი მაგნიტური ლენტი - "ბაბინა" მოყვებოდა, მოკლედ იყო ერთი წერა-კითხვა, სმენა და კოპირება. ფირფიტების ფასი ზუსტად დაადგინა მადლიერმა საბჭოთა მსმენელმა: 50 მანეთი, იმ დროს დაახლოებით 50 დოლარი! ცოდვა გამხელილი ჯობსო და: იმ ფოტოასლებსაც დაედოთ ფასი: 20, 50 და 90 კაპიკი, სიდიდის მიხედვით. მაგრამ ამაზე უფრო დიდი წარმეტებით, მეწაღეთა ჯიხურები - "საპოჟნიკები" მუშაობდნენ.

===========================================
კლიმ მარი "მთელი ეს როკ-ენ-როლი" @2010 ლეონარდო (ეპიზოდი)


Last edited by კლიმ მარი on Thu Jul 28, 2011 11:33 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://leonardo1.4mg.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კლიმ მარი    Tue Jul 19, 2011 7:58 pm

... გაზაფხულის ერთ წვიმიან დღეს, ორი მეგობარი მესტუმრა. ერთი ბავშვობის, მეორე მაშინდელი საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების წევრის ახლო ნათესავი. ზუსტად არ მახსოვს, ჩვენი ფეხბურთელები რომელი ქვეყნიდან დაბრუნდნენ, თან ხელცარიელი არა. ჰოდა, ეს ჩემი მეორე მეგობარიც, შესაბამისად ხელდამშვენებული მოვიდა. საწყალი მაშინდელი ჩემი მონო ფირსაკრავი, ცალ დინამიკიანი "აკორდი" უკვე ჩართული მქონდა, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავედით: ლამაზად გაფორმებული ცელოფნის პაკეტი გავხსენით და იქიდან დისკები ამოვიღეთ, როგორც მუზეუმის ერთგული თანამშრომელი იღებს თეთრი ხელთათმანებით, პირველყოფილი ადამიანის თავის ქალას. ისე, ეხლა კი მეცინება, მაშინ აქედან არცერთი დასახელება რომ არ ვიცოდით. პირველი ჩავრთეთ ფირფიტა, რომლის ყდაზეც თითქოს ზღარბი ეხატა, თან თითქოს ტანკსაც ჰგავდა, წარწერაც ბოლმდე ვერ გავარჩიეთ. მოკლედ პირველ მხარეზე, 20 წუთი ორღანს ვუსმინეთ და ვერაფერი ვერ გავიგეთ. სტუდენტი გამოცდაზე ბილეთს რომ არჩევს, მეორე დისკი ისე ამოვარჩიეთ. ამას გარედან საერთოდ არაფერი არ ეწერა, ზედ მხოლოდ ერთი ძროხა ეხატა, თან ზურგშექცევით. ესეც ასე 20 წუთი გაგრძელდა თავისი ორკესტრითა და კაპელით. ცოტა არ იყოს მოვიწყინეთ, მაგრამ არ ვიმჩნევდით. მოკლედ, "კოლხეთი" გავაბოლეთ და "ენისელი"-ც მივაყოლეთ. შემდეგს, ბოლოსთვის გადადებულ რაღაც საეჭვოს, უხალისოდ მივადექით, რომელსაც წინ თითქოს "ქსეროქს"-ზე გადაღებული, შავ-თეთრი დამტვრეული რაკეტა ეხატა. ისე რაც მართალია მართალია, სახელი ნამდვილად გარკვევით ეწერა: "ლედ ზეპელინ" აი აქ დაგვრჩა ოხრად "კოლხეთი"-ც, "ენისელი"-ც და მანამდე მოსმენილი ყველა ფირფიტაც.

------------------------------------------
კლიმ მარი "მთელი ეს როკ-ენ-როლი" @2010 ლეონარდო (ფრაგმენტი)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კლიმ მარი    Tue Jul 19, 2011 8:01 pm

... ამასობაში, ჩვენში ისეთი არნახული გარდაქმნა მოხდა, დღემდე კაცს ვერ გაუგია ეს რა იყო. პირადად მე, ამ ყველაფერმა ბულგაკოვის, ვოლანდის მაგიური სეანსი გამახსენა. ერთბაშად ნებადართული გახდა ყველაფერი. ფირფიტების ჩანაცვლება ლაზერულმა კომპაქტ-დისკებმა სცადეს. თუმცა, ჩვენი თაობა მაინც ფირფიტების ერთგული დარჩა. მე რომ მკითხოთ, ამ კომპაქტებს მხოლოდ ერთი უპირატესობა ჰქონდათ, ის რომ ჯიბეში ეტეოდნენ. ფირფიტების ბედი კი, ერთი პერიოდი ძალიან დრამატულად წარიმართა. ერთ მანახა, ვინ მოიფიქრა დისკების ყვალივების ქოთნებად გადადნობა?! ამ შავ, ვინილის ქოთნებში ჩარგული ყვავილები, მართლაც გულისმომკვლელი სანახაობა იყო... ეტყობა პოლ მაკარტნიმ, ამის თაობაზე არაფერი არ იცოდა, ჰოდა მთელი დისკი ჩაგვიწერა პსეციალურად და მხოლოდ საბჭოთა მსმენელს, სახელით "სსრკ-ში დაბრუნება". ამ დროს ემიგრაციის არნახული ტალღა აგორდა, ძირითადად ამერიკის მიმართულებით, და ხმა გავარდა ამ ალბომს, იქ 50 დოლარად იბარებენო. ასე რომ, თითქმის მთელი ტირაჟი ისევ საზღვარგარეთ გაზიდა, "მადლიერმა" საბჭოთა მსმენელმა. "მელოდია"-მ კი, ეტყობა დანაკარგის ანაზრაურება განიზრახა და დისკების მთელი სერია გამოუშვა, სახელწოდებით "პოპულარული მუსიკის არქივი". პირველი "დორს"-ს მიეძღვნა, მეორე - სტივ უანდერს, მესამე - "ქრიდენს"-ს და ასე შემდეგ, თუ არ ვცდები სულ თორმეტი. ნამდვილი აფეთქება მოხდა მედიაში. "როვესნიკ"-მა დაიწყო "როვესნიკის როკ-ენციკლოპედი"-ის გამოქვეყნება, ალფაბეტის მიხედვით, რომელმაც ასო-ბგერა "მ"-მედც მიაღწია. მოგვიანებით, ინტერნეტი რომ გამოჩნდა, საინტერესო რამ აღმოვაჩინე: თურმე მთელი ეს პერიოდი, საბჭოთა მედია გამიზნულად გვიბნევდა თავგზას, მაგალითად: "დექსის შუაღამის მოხეტიალეებს" რატომღაც "ხუთკაციანი ტრიო" დაარქვეს, ან სულაც თავიდან ბოლომდე გამოგონილი ჯგუფი "მაკმასტერის სიკვდილი" დღემდე ვერსად აღმოვაჩინე ...

---------------------------------------------------
"მთელი ეს როკ-ენ-როლი" (ნაწყვეტი) @ 2010
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
კლიმ მარი



Male
Number of posts : 12
Age : 49
Location : Tbilisi
Job/hobbies : Art
Humor : ეგეც კაია
Registration date : 11.06.11

PostSubject: Re: კლიმ მარი    Wed Jul 20, 2011 1:52 pm

study


Last edited by კლიმ მარი on Thu Jul 28, 2011 11:48 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://leonardo1.4mg.com
კლიმ მარი



Male
Number of posts : 12
Age : 49
Location : Tbilisi
Job/hobbies : Art
Humor : ეგეც კაია
Registration date : 11.06.11

PostSubject: სხვა ნაწყვეტი   Thu Jul 28, 2011 11:09 am

ბაღი.
ეს ჩვეულებრივი ბაღი არ გეგონოთ, სადაც მშრომელ ადამიანს მოსავალი მოჰყავს. პირიქით, ასეთ ბაღში მუდამ ზეიმი იყო. გამოიყურებოდა ეს ყველაფერი, როგორც ქალაქში არსებული, კულტურისა და დასვენების პარკი. აქ ძალაინ მნიშვნელოვანია, სიტყვები: კულტურა და დასვენება, რომელიც სახელმწიფომ დაარქვა ასეთ ადგილებს, მაგრამ მემგონი მთლად ეფექტურად მაინც ვერ განახორციელა, ვერც ერთი და ვერც მეორე ფუნქცია. აი მაგალითად: ერთხელ ჩემმა ხელმძღვანელმა - მაესტრომ აღშფოთებულმა მიამბო, როგორ მიაბრძანეს თავის ძმებთან - შალიკოსა და გრიშასთან ერთად, სადაც ჯერ არს, იმის გამო, რომ ისინი კულტურულად ისვენებდნენ, ერთ-ერთ ასეთ ბაღში - მართალია, არა ღვინის გარეშე. ხომ გახსოვთ, ერთი დიდი კაცი რას ამბობდა: ძმებო, ავაშენოთ ერთი ხის სახლი, ვსვათ ჩაი და ხელოვნებაზე ვისაუბროთო? ჰოდა, რადგან "ხრუშოვკებ"-ში ეგ საქმე არ გამოვიდა, თვითონ ასეთმა ბაღებმა გვიკარნახეს ყველაფერი.
ერთი თავისებურება: ბაღს არ ჰქონდა მუდმივი მისამართი, როგორც ბოშათა ბანაკს. მისამართის მოქმედების ვადა განისაზღვრებოდა მილიციელების მიერ, ასეთი ბაღის წევრების დაწიოკებამდე. მაგალითად, თუ თქვენ იყავით ვერის ბაღის წევრი და გაგიწვიეს ჯარში, საფიქრებელია, რომ დაბრუნებულს ბაღი დაგხვედროდათ, ვთქვათ მუშთაიდში. ამიტომ, საჭირო იყო მჭიდრო კონტაქტი წევრებს შორის, როგორც ეს საიდუმლო ორდენებს ახასიათებთ.
მუშაობის რეჟიმი: რადგან კულტურული ხალხი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ შედის და თან დასვენებასაც დიდ პატივს სცემს, სამუშაო საათები ასე განისაზღვრა: შაბათი და კვირა, შუადღიდან ვიდრე საღამომდე.
და ბოლოს: არანაირი წესდებები, საწევროები, სიმბოლიკა და სხვა ატრიბუტიკა. მემგონი, კულტურაც დაცულია და დასვენებაც.

----------------------------
კლიმ მარი-"მთელი ეს როკ-ნ-როლი"2010@Leoნარდო
Back to top Go down
View user profile http://leonardo1.4mg.com
კლიმ მარი



Male
Number of posts : 12
Age : 49
Location : Tbilisi
Job/hobbies : Art
Humor : ეგეც კაია
Registration date : 11.06.11

PostSubject: სხვა ფრაგმენტი წიგნიდან   Thu Aug 04, 2011 1:25 pm

... 70-იანების შუა პერიოდიდან, უკვე სოლიდურ ინფორმაციას ვფლობდით. ეტყობა საბჭოთა რადიოლოკაციამ ბოლომდე მაინც ვერ ჩაახშო "წყეული ბურჟუაზიული კულტურის" ხმა. ამიტომ, ამ ყველაფრის საპირისპიროდ შეიქმნა მსგავსი გადაცემების ჩვენებური ვერსიები. საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე გაჩნდა, ევგენი მაჭავარიანის გადაცემა "ეს ესტრადაა". ყურადღება მიაქციეთ სიტყვას - "ესტრადა". მე რომ მკითხოთ, ამაზე დიდი შეურაცყოფა როკ-მუსიკისთვის არ არსებობს! სიტყვა "როკი" ხომ რაღაც ძალიან ცუდს ნიშნავდა, ისევე როგორც "ჯაზი". მიუხედავად ამისა, უამრავი კლიმისთვის ამაზე საყვარელი გადაცემა არ არსებობდა. საქართველოს რადიოში, ილია კევლიშვილმა გააკეთა პროგრამა, შედარებით უფრო უწყინარი სახელწოდებით: "პიკის საათი". და ბოლოს, როცა კასეტების მაგნიტოფონები გამოჩნდა, გაიხსნა ხმის ჩამწერი სტუდიებიც. საინტერსო ისაა, რომ ეს სტუდიები ძირითადად განლაგებული იყვნენ მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებულ პატარა სალონებში. მემგონი სწორედ აი ეს არის "ანდერგრაუნდ"-ის ზუსტი განმარტებაც და პრაქტიკული განხორციელებაც. თავისას დცილობდა ჟურანლი "როვესნიკი"-ც. ამ რუსული კომკავშირული, გამოცემის რედაქტორი ვინმე ნოდია იყო. პარადოქსი ისაა, რომ ეს, თითქოსდა ბურჟუაზიულ კულტურასთან საბრძოლო იარაღი, ლამის სანთლით საძებარი გაგვიხდა: აი ისე, მსხვერპლი თვითონ რომ ეძებდეს თავის ჯალათს. რუსულად გამოვიდა წიგნები: "ვეფხვი გიტარაში", შემდეგ "ბუნტის მუსიკა" და ბოლოს "როკ-მუსიკა გუშინ და დღეს". გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტ"-ში როკ-მუსიკაზე წერა დაიწყეს ზ. კაკაბაძემ, ბ. მაყაშვილმა და ბოლოს, ვინმე მაღულარიამ. ეს უკანასკნელი საერთოდ რას წერდა ან რატომ, კაცმა არ იცის. მემგონი ეს იმ კორესპონდენტთაგანი იყო, კარდაკარ რომ დადიან და სულელურ ანკეტებს ავსებინებენ ხალხს. მახსოვს, ერთხელ ერთი ეგეთი ჩვენს ფოტო კაბინეტშიც გვესტუმრა, თანაც - გაფუჭებული კალმით ...
------------------------------------------------
კლიმ მარი-"მთელი ეს როკ-ნ-როლი"2010@Leoნარდო
Back to top Go down
View user profile http://leonardo1.4mg.com
Sponsored content




PostSubject: Re: კლიმ მარი    Today at 5:59 am

Back to top Go down
 
კლიმ მარი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: