არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 კლიმ მარი (თარგმანი)

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
კლიმ მარი



Male
Number of posts : 12
Age : 49
Location : Tbilisi
Job/hobbies : Art
Humor : ეგეც კაია
Registration date : 11.06.11

PostSubject: კლიმ მარი (თარგმანი)   Mon Jul 18, 2011 2:50 pm

ჯიმ მორისონი


ოდა ლოს-ანჯელესს
(ფიქრები განსვენებულ ბრაიან ჯონსზე*)


მე ქალაქის მკვიდრი ვარ
დანიის პრინცის როლიც კი მერგო

საბრალო ოფელია

მოჩვენებები, რომლებიც მას არასოდეს გამოცხადებიან
მხოლოდ ვერცხლის შანდალზე აირეკლა

დაგვიბრუნდი გმირო
კიდევ ერთ სიზმარში რომ ჩაიძირო

თბილი სრიალა აუზი
მარაკეშთან ჩანჩქერის პირას
სადაც ველურები ბინადრობენ
მძვინვარე ქარიშხალი ღამ-ღამობით
რითმების წყებად გადაიქცევა

შენ მთელი "არაფერი" გასწირე
სიჩუმის სასარგებლოდ

მჯერა, ღიმილიანი წახვედი
როგორც ჩვილი
უშფოთველი ძილისას

ღმერთ-კაცი
ურჩხულთან მებრძოლი
შიშველი ხელებით
ბოლოს სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებ

ოფელია

აბრეშუმის სველი ფოთლები

ქლორის სიზმარში
უგონოდ გაგუდული მოწმე

ტრამპლინი
ნახტომი
აუზი

შენ მებრძოლი იყავი
ქერა მუზა

საღამოს გადაცემების
ფერმკრთალი მზე

ციცინათელა
მოხეტიალე ათინათი

შეხედე ბედისწერამ სად მიგიყვანა

კაციჭამიებისა და ურიების
ხორციელ სამოთხეში

მებაღე ცხედარს იპოვის
პირქვე მოტივტივეს

იღბლიანი გვამი
მომწვანოდ შეფერილი

მუსიკის ჰანგებს აყოლილი ზეცაში
ნუთუ გაიხრწნები

არ მჯერა

ჩასუქებული სატირის
ლირაზე აჟღერებული რექვიემი
მისივე ღიმილთან ერთად
თიხიდან ზეცისკენ აფრინდება

---
* Rolling Stonesის გიტარისტი იმავე წელს საკუთარ აუზში დაიხრჩო.
------------------------------​-----

0de to L.A. 1969 @ Jim Morrison

თარგმანი 2011 @ კლიმ მარი
Back to top Go down
View user profile http://leonardo1.4mg.com
კლიმ მარი



Male
Number of posts : 12
Age : 49
Location : Tbilisi
Job/hobbies : Art
Humor : ეგეც კაია
Registration date : 11.06.11

PostSubject: ხულიო კორტასარი “მდევარი” (დასაწყისი)   Thu Jul 21, 2011 2:17 pm



ხულიო კორტასარი

მდევარი

(დასაწყისი)

ჩ. პ-ის ხსოვნას

იქმენ მორწმუნე, ვიდრე სიკუდილადმდე. - აპოკალიფსისი. 2,10

ო, გამოძერწე ჩემი ნიღაბი. - დილან თომასი


დედემ ნაშუადღევს დამირეკა და მითხრა, რომ ჯონი თავს საშინლად გრძნობს. მეც ავდექი და მაშინვე სასტუმროსკენ გავემართე. ჯონი და დედე, ლა-გრაჟის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს მეოთხე სართულზე სულ ახლახანს გადავიდნენ. საკმარისია მათი ოთახის კარს თვალი შეავლო, რომ მაშინვე მიხვდები: ჯონის საქმეები ისევ ცუდად მიდის. სარკმელი შავი ქვის კედელს უყურებს და დღისითაც კი ლამპის გარეშე ვერაფერს გაარჩევს კაცი, თუკი გაზეთის წაკითხვას ან მოსაუბრის სახის გარჩევას მოისურვებს.

გარეთ თითქოს არ ცივა, მაგრამ ერთთავად პლედში გახვეული ჯონი, ძველ გაცრეცილ სავარძელში მოკალათებულა, საიდანაც წითური ძონძები საცოდავად გადმოკიდებულან. დედე ცოტა დაბერებულა და წითელი კაბა სულაც არ უხდება. ასეთ კაბას სცენაზე, რამპის ჩირაღდნების შუქზე კიდევ არაუშავს, მაგრამ ამ მომცრო მისაღებში ეს ყველაფერი, უზარმაზარ შედედებულ სისხლის ლაქას მაგონებს.

- ბრუნო, როგორც ყოველთვის ჩემი ერთგულია - წარმოთქვა ჯონიმ მისალმების მაგივრად, მუხლები მოიკეცა და ზედ ნიკაპით ჩამოეყრდნო. დედემ სკამი მომიჩოჩა და მეც "გოლუაზი" ამოვიღე. მართალია, ერთი მომცრო ბოთლი რომი ჯიბეში მქონდა გადამალული, მაგრამ ამის გამხელას არ ვჩქარობდი: ჯერ მინდოდა გამერკვია რა ხდებოდა. ამას კი ხელს, მგონი ბუზებით გარშემორტყმული, ძაფზე მოქანავე კშკაშა ნათურა უშლიდა. ერთი-ორჯერ ზემოთ ავიხედე, თვალებზე
ხელი ჩამოვიფარე და დედეს ვკითხე, ნათუა ხომ არ ჩავაქროთ და დღის სინათლეზე ვისაუბროთ
მეთქი. ჯონი დაჟინებით, მაგრამ აბსოლუტურად უყურადღებოდ მომჩერებოდა, როგორც კატა,
თვალს რომ არ ახამხამებს და თან სადღაც შორს იყურება, თითქოს რამე უხილავს ხედავს.
ბოლოს, დედე ადგა და შუქი ჩააქრო. ახლა კი, ამ რუხ სინათლეში ერთმანეთის გარჩევა უფრო
ადვილი გახდა. ჯონიმ, პლედიდან თავისი გრძელი გამხდარი ხელი გამომიწოდა და მე ოდნავი
სითბო ვირდძენი. დედე ყავის მოსადუღებლად გავიდა. ამის გამო, მოულოდნელად სიხარული
ვიგრძენი: თუ კაცს კიდევ დარჩენია ერთი ქილა ყავა, ესე იგი ჯერ მთლად დაღუპული არ უნდა
იყოს.


- დიდი ხანია არ შევხვედრივართ - ვუთხარი ჯონის - ერთი თვე მაინც იქნება.

- შენ ოღონდ ითვალე - ჩაილაპარაკა მან პასუხად - ერთი, ორი, ოცდაერთი. გიყვარს ბუღალტერია. ისიც ეგრეა.
იცი, რაზე ბრაზობს? საქსოფონი დავკარგე. ისე
კი მართალია.



- როგორ მოახერხე?
- ცამომცდა მე და მაშინვე ვინანე, რადგან სწორედ ამის კითხვა არ ღირდა ახლა ჯონისთვის.



- მეტროში - გამომიცხადა მან - მეტი უსაფრთხოებისათვის სკამის ქვეშ მოვათავსე. მშვიდად მოვდიოდი, რადგან ფეხებთან
მეგულებოდა.


- ჰოდა, აგერ სასტუმროს კიბეზე გაახსენდა - ხრინწიანი ხმით გამოგვძახა დედემ - მე კი, გადარეულივით
გავიქეცი მეტროს პოლიციაში.

გამეფებულ სიჩუმეზე მივხვდი, რომ
- უშედეგოდ...





---------------------------------------------------------------
თარგმანი სრულდება "ლეონარდოს" პროექტის - "მთელი ეს როკ-ენ-როლი"-ს ფარგლებში, კლიმ მარის რედაქციით, ეუხენია დანიელისა და ბესიკ ლაშქარაშვილის მიერ.
Back to top Go down
View user profile http://leonardo1.4mg.com
კლიმ მარი



Male
Number of posts : 12
Age : 49
Location : Tbilisi
Job/hobbies : Art
Humor : ეგეც კაია
Registration date : 11.06.11

PostSubject: კურტ კობეინი - "სატელეფონო აღსარება" (დასაწყისი)   Thu Jul 21, 2011 2:38 pm

კურტ კობეინი

სატელეფონო აღსარება
(დასაწყისი)

ჩემი თავი ყოველთვის უცხოპლანეტელი მეგონა. ამას ბავშვობაში ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე. თითქოს, სხვა პლანეტიდან
გამომგზავნეს
, მერე ჩემმა მშობლებმა მიპოვეს და მიშვილეს. მინდოდა დამეჯერებინა, რომ მართლა უცხოპლანეტელი ვარ. ყოველღამე ჩემს ნამდვილ მშობლებს ვეკონტაქტებოდი, სადღაც ზევით. ყოველთვის მჯეროდა უცხოპლანეტელი ბავშვების არსებობა. სიმართლე რომ ითქვას, ასეთი აზრებით ძალიან ვერთობოდი. სასიამოვნო იყო
იმის განცდა, რომ აქ გამოგზავნილი ვარ და ჩემი ნამდვილი სახლი მენატრება. მერე უამრავ ჩემნაირს შევხვდები და ერთ მშვენიერ დღეს გავიგებ ჩემი ნამდვილი დანიშნულების
აზრს.

რვა წლამდე უდარდელი ბავშვობა მქონდა. დედაჩემი გონიერი და სათნო ადამიანი იყო. ის ყოველთვის მხარს მიჭერდა და ცდილობდა, ჩემი ხელოვნებისადმი მისწრაფება წაეხალისებინა. მეც სულ ხვატავდი და ვკითხულობდი, ის კი მუდამ აღფრთოვანებული იყო. თავს ბედნიერად ვგრძნობდი, ვიცოდი რა მინდოდა და ვინ გამოვიდოდი. მჯეროდა, რომ ხელი რისთვისაც არ უნდა მომეკიდა, ყველაფერი გამომივიდოდა და ყველაფერში გამიმართლებდა. იმ დროს ჩემთვის ყველა კარი ღია იყო. თუმცა ხულიგანი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ხანდახან კი ვცელქობდი. მაგალითად, ცარიელ თუნუქის ქილებს
კენჭებით ვავსებდი და პოლიციის მანქანებს ჩუმად ვესროდი. საერთოდ, პოლიციელებზე აკვიატებული აზრი მქონდა: ამ ძაღლებს ჩვენი სისხლი წყურიათ
მეთქი, და მათ დანახვაზე ვიმანჭებოდი.
---------------------------------

ისევ "ლეონარდო"-ს პროექტის "მთელი ამ როკ-ნ-როლი"-სფარგლებში, მზადდება - თარგმანი @ კლიმ მარი


Back to top Go down
View user profile http://leonardo1.4mg.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კლიმ მარი (თარგმანი)   Thu Jul 21, 2011 4:38 pm

ხულიო კორტასარის ეს მოთხრობა რუსულიდან უკვე არის თარგმნილი და თქვენ ესპანურიდან თუ თარგმნით, მაგარია!

sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
კლიმ მარი



Male
Number of posts : 12
Age : 49
Location : Tbilisi
Job/hobbies : Art
Humor : ეგეც კაია
Registration date : 11.06.11

PostSubject: მდევარი [გაგრძელება] თარგმანი   Thu Jul 28, 2011 11:14 am

მოულოდნელად,
ჯონის ხარხარი აუტყდა
, მისთვის დამახასიათებელი მოგუდული და ჩახლეჩლი.


- ვინმე ბომჟი
ეცდება ხმების გამოშვებას - ბუტბუტებდა ის - უვარგისი რამე კი იყო, ყველაზე უვარგისი
რაც კი მქონია. მაგაზე ხომ დოკ როდრიგესი უკრავდა, ბოლომდე გაანადგურა, მთელი შიგნეულობა
მოუსპო. თვითონ ინსტრუმენტს არა უშავდა, მაგრამ როდრიგესი ხომ სტრადივარიუსსაც მოინელებს.



- სხვას ვერ ვიშოვით?


- ვცდილობთ -
იძახის დედე - რორი ფრენდს უნდა ჰქონდეს. მაგრამ ჯონის კონტრაქტი...



- კონტრაქტი,
კონტრაქტი -
აჯავრებს ჯონი - მერე რა!? კონცერტი დამთავრებულია, აღარც საქსი, აღარც ფული, ბიჭებსაც
არაფერი აბადიათ.



ბიჭების საქმე
რომ არც მთლად ეგრეა, ეს სამივემ ვიცით. უბრალოდ,
არავის აღარ უნდა ჯონის ინსტრუმენტი ათხოვოს: ან დაკარგავს ან თავის ჭკუაზე გადააკეთებს
ყველაფერს. ლუი როდლინგის საქსი ბორდოში დაკარგა. დედეს ნაყიდი, ფეხქვეშ გათელა, ინგლისური
გასტროლების წინ. ვინ მოთვლის კიდევ რამდენი დააგირავა, დაკარგა თუ დაამტვრია. რაც
მართალია, მართალია: ყველაზე ისე უკრავდა, როგორც ღმერთი - თითქოს ზეცაში ლირა და საყვირი
ალტ-საქსოფონს შეეცვალოს.



- როდისთვის გჭირდება,
ჯონი?



- რა ვიცი, დღეს,
არა დე?



- არა, ზეგ.


- ყველამ ყველაფერი
იცის, ჩემს გარდა - ბუზღუნებს ჯონი.

-----------------------------------

კ.მ.@2011
Back to top Go down
View user profile http://leonardo1.4mg.com
კლიმ მარი



Male
Number of posts : 12
Age : 49
Location : Tbilisi
Job/hobbies : Art
Humor : ეგეც კაია
Registration date : 11.06.11

PostSubject: ჯიმ მორისონის ავტოინტერვიუ   Wed Aug 03, 2011 11:03 pm

ინტერვიუ ხელოვნების ახალი ფორმაა. ვფიქრობ, ავტოინტერვიუშია შემოქმედების არსია: კითხვების დასმა საკუთარი თავისთვის და მათზე პასუხების პოვნა. მწერალი, მხოლოდ წარმოსახულ კითხვებზე ეძებს პასუხებს. ეს ყველაფერი იმას ჰგავს, მოწმე რომ პასუხობს სასამართლოს შეკითხვებს.

უცნაური გრძნობაა, როცა ყველაფერს აკავშირებ, რაც წარსულში იყო და ცდილობ გაიხსენო რის გაკეთებას ეცადე. გონებისათვის, ეს მნიშვნელოვანი სავარჯიშოა. ავტოინტერვიუ მოქცემს უნიკალურ საშუალებას, საკუთარ თავას შეკითხვები დაუსვა და მგონი სწორედ ესაა ხელოვნების აზრი. ინტერვიუ, აგრეთვე გაიძულებს, ყველაფერი ზედმეტი გამორიცხო: აზრები ნათლად უნდა გამოხატო, ყოვეგვარი სისულელის გარეშე. ინტერვიუს გაჩენამდე, მხოლოდ აღსარება, კამათი და დაკითხვა არსებობდა. საკმარისია რაიმე თქვა, რომ მერე ძალიან გვიანია ხოლმე სიტყვების უკან წაღება. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი რამაა.

თითქოს მთლიანად, სახელოვნებო და ლიტერატურული თამაშებით ვარ შეპყრობილი. ჩემი გმირები მხატვრები და მწერლები არიან. წერა ყოველთვის მიტაცებდა, მაგრამ ვთვლიდი, რომ აქედან ხეირიანი არაფერი გამოვიდოდა, სანამ ხელი თავისით არ აიღებდა კალამს და მოძრაობას არ დაიწყებდა, ჩემდა დაუკითხავად - როგორც სპირიტიზმში. მაგრამ, ეს არ მეღირსა, თუმცა რამოდენიმე ლექსი კი დავწერე. ასე, მეხუთე თუ მეექვსე კლასში შევქმენი სწორედ "პონი ექსპრესი" - ჩემი პირველი ლექსი, რამდენადაც მახსოვს. ეს რაღაც ლირიკის მსგავსი რამ იყო. საბოლოო ჯამში, მაინც ვერ შევძელი აქედან რაიმე გამომეყვანა.

"ცხენდრები", სკოლას რომ ვამთავრებდი, მაშინ დავწერე. სკოლაშიც და კოლეჯშიც უამრავი დღიური მქონდა, მაგრამ ბოლოს, ყველაფერი გავანადგურე, უაზროდ... ან იქნებ ეს ბრძნული საქციელი იყო!? გათენებამდე ვწერდი ხოლმე. ისინი რომ არ გადამეყარა, იქნებ არაფერი ორიგინალური არც შემექმნა, რადგან იქ, ძირითადად იმ იდეების გამოძახილი იყო, რასაც ვკითხულობდი ან მესმოდა. მგონი ეს ყველაფერი რომ არ მომეშორებინა თავიდან, თავისყფლებას ვერ მივაღწევდი. ნამდვილი პოეზია არაფერს არ ამტკიცებს, ის მხოლოდ შეასძლებლობებს არჩევს, ყველა კარს აღებს და რომელშიც გაგიხარდება იქ შეგიძლია შეხვიდე.

ამიტომაც მიზიდავს პოეზია, ასეთი უსაზღვრო რომაა. სანამ კაცობრიობა არსებობს, სიტყვებიც იარსებებენ. ვერაფერი ვერ გადაურჩება სამყაროს აღსასრულს - მხოლოდ პოეზია და მუსიკა. არავის ძალუძს დაიმახსოვროს მთელი რომანი, ფილმი, ქანდაკება ან ნახატი, მაგრამ სანამ ადამიანი იარსებებს, ლექსიც და სიმღერაც იარსებებს. თუკი ჩემს პოეზიას რაიმე აზრი აქვს, მხოლოდ ის, რომ გაანთავისუფლოს ადამიანები - დაანგრიოს მათი აღქმის საზღვრები.

თარგმანი@კლიმენტი
Back to top Go down
View user profile http://leonardo1.4mg.com
კლიმ მარი



Male
Number of posts : 12
Age : 49
Location : Tbilisi
Job/hobbies : Art
Humor : ეგეც კაია
Registration date : 11.06.11

PostSubject: მარტოობის 70 წელი   Sat Aug 06, 2011 2:44 pm

ეგორ ლეტოვი

მარტოობის 70 წელი

ჰერმან ჰესემ თავის წერილში "ძმები კარამაზოვები და ევროპის აღსასრული", შემდეგი აზრი გამოთქვა: "დოსტოევსკი პირველი მაცნა ერთგვარი მოძრაობისა, რომლის მიხედვითაც კაცობრიობა ორ ნაწილად იყოფა: პოტენციური თვითმკვლელები (ხალხი, ვისთვისაც თავისუფლება უპირველესია, ვისაც სიკვდილის არ ეშინია, ანუ ზეკაცები) და ყველა დანარჩენი". როკი თავისი არსით ზეკაცების მასობრივი მოძრაობაა. აქ ადამიანი მხოლოდ გარეგნულადაა ადამიანი, სინამდვილეში კი შეშლილია. დღეს მსოფლიო გარკვეულ კრიტიკულ მდგომარეობაშია. გვიახლოვდება აპოკალიპტური ჟამი, რომლის შემდეგაც ან ზეკაცები გადარჩებიან, ან პირიქით. თავიდან ამ ყველაფერს მოდის სახე ჰქონდა (როკს ისეთი ხალხი მიეტმასნა, რომელთაც ამ მოძრაობასთან არაფერი აკავშირებდათ). დღეს კი ყველაფერი თავის ადგილებზე დალაგდა და აღმოჩნდა, რომ ზეკაცები ძალიან ცოტანი არიან. რაც შეეხება როკს, მან თავისი საქმე გააკეთა და მოკვდა. დარჩნენ მხოლოდ ერთეულები, რომლებმაც ხშირად ერთმანეთის არსებობის შესახებაც კი არ იციან. ეს ერთეულები უფრო სახიფათო არიან სოციუმისთვის, ვიდრე მთელი მოძრაობა. საზოგადოებაც სწორედ ამათ ებრძვის, მაგალითად ესტრადით და ამგვარად ანადგურებს იმას რაც ზეკაცებმა თავის თავთან ჭიდილში შექმნეს.

(გაგრძელება იქნება...იმედიაSmile

კ.მ.@2011 თარგმანი
Back to top Go down
View user profile http://leonardo1.4mg.com
კლიმ მარი



Male
Number of posts : 12
Age : 49
Location : Tbilisi
Job/hobbies : Art
Humor : ეგეც კაია
Registration date : 11.06.11

PostSubject: ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია?   Sat Aug 06, 2011 10:55 pm

("როლინგ სტოუნზ"-ის ინტერვიუ გრეის სლიკთან)

(ფრაგმენტი)

- ბოლო დროს თქვენ ხშირად გამოდიხართ პრესითა და ტელევიზიით და მიგყავთ გადაცემენი, რომლებიც 60-იან წლებს ეძღვნება. რითი ხსნით ასეთ ინტერესს აღნიშნული პერიოდის მიმართ?
- ჩვენგან რაღაც მითოლოგიური გმირების შექმნა დაიწყეს. მე კარგად ვიცნობდი ჰენდრიქსს, ჯენისი და მე კი ახლო მეგობრები ვიყავით. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და მათი იდეალიზირება სწორი არ არის. პიროვნება არავის არ უნდა აიდეალებდეს. დღეს ეს ყველაფერი დიდი ბიზნესის ინტერესის საგანი გახდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ პაკეტებით ვუდსტოკის მიწასაც კი ყიდიან, სადაც ჩვენ ფესტივალი ჩავატარეთ. მითი ლოგიკის საშუალებით კი არ აღიქმება, არამედ ემოციების გააქტიურებით. ემოციებზე კი ადვილად კეთდება დიდი ბიზნესი.
- ხომ არ გაოცებთ ის ფაქტი, რომ 60-იანებში თქვენ და თქვენს მუსიკას უამრავ ცოდვაში სდებდნენ ბრალს, დღეს კი თქვენგან ჯიუტად ქმნიან კერპებს?
-დღეს მუსიკას მეტისმეტად ვიწრო ჩარჩოებში სვამენ. მოითხოვენ, რომ მასში თვითგამოხატვის საშუალება, მხოლოდ ზნეობრივად გაწონასწორებულ პიროვნებას ჰქონდეს. მათ არ სურთ დაინახონ, რომ მუსიკასა და პოეზიაში შეშლილი სულიც არსებობს. 20 წლის უკან, ჩვენი მუსიკის გამო გვლანძღავდნენ, რომელიც არც მათ მორალურ და არც რელიგიურ შეხედულებებს არ ემთხვეოდა, დღეს კი იმავე მუსიკის გამო გვაღმერთებენ. მე მათი არ მესმის.

თარგანი@კ.მ. გაზეთი "8.1/2" N7 1995 წ.
Back to top Go down
View user profile http://leonardo1.4mg.com
Sponsored content




PostSubject: Re: კლიმ მარი (თარგმანი)   Today at 1:38 pm

Back to top Go down
 
კლიმ მარი (თარგმანი)
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: