Number of posts: 340 Age: 53 Registration date: 10.11.08
Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Jan 12, 2009 6:24 pm
გია, სწორედ ამიტომაც ვგონებ ჩემმა მოტანილმა განმარტებამ ოდნავი გადასხვაფერება-ინტერპრეტირებით უნდა ივარგოს "მოსჩანს ქისტეთის მიდამო გამტკნარებულის სახითა" სავარუდოდ უნდა გავიგოთ, პირველყოფილი, ბუნებრივი ადამიანისაგან ხელუხლებელი სახით... აკი სწორედ ასეთი (სილამაზე)შეიძლება იყოს საამო საცქერლად. მითუფრო რომ ჯერ-ჯერობით კარგი ხილვადობაა (რაკი გაღმა სჩანს ქისტის სოფელი) ხოლო, რაც შეეხება ნისლს, რომელიც იქნებ შესქელებულიც იყოს, ჯერ სძინავს სოფლის თავს, ცოტა ხნის სტუმარია ამ სოფლისა და ეს "აბნელებს, უხილავად ჰქმნის ქვეყანას ხილულიანსა" მისი (ნისლის)ზოგადი მახასიათებელი მგონია. მაგრამ ხომ შეიძლება გამტკნარებული იმავდროულად გაფითრებული იყოს კიდეც და არც იყოს? ჰოდა სწორედ ამიტომ მგონია პირველყოფილი, ხელუხლებელი...
ჰო, კიდევ ალუდა ქეთელაურს მოვრჩით?
კიდევ ისა რომ მე არავითარი ფილოლოგიური განათლება არ გამაჩნია, არც სათანადო კვლევის უნარ-ჩვევბი და მოყვარულის სტატუსით ვმსჯელობ და ძალიან მკაცრად ნუ განმსჯით.
Number of posts: 296 Location: თბილისი Registration date: 18.12.08
Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Jan 12, 2009 6:41 pm
ალუდაზე ვერ მივაღწიეთ კონსესუსს და შევეშვით. ჯერ ალბათ, სიტყვების მნიშვნელობაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ სწორად ამოვიკითხოთ აზრი, მერე იდეაზე და სულ ბოლოს იდეალებზე. საინტერესოა, შენი მსჯელობა, მაგრამ მე შინაარს ვიმოწმებ, როდესაც მწუხარე, მლოვიარე მიდამოს ვუჭერ მხარს. ღამის წყვდიადში ჩაფლული, გამტკნარებული (გლოვიარე) სახით მოჩანს ქისტების მიდამო. ბნელ ხევზე მოსჩქეფს გულამღვრეული მდინარე (გულამღვრეულია რაღაცა დიდი განცდის გამო). მთები სისხლიან ხელ - პირს იბანენ წყალზე, რადგან ბევრი მომკვდარა მათ მკერზე. და ბოლოს:ავტორი აკონკრეტებს საერთო (მიდამოს, მდინარის, მთის და ადამიანის) განწყობას. "ძმის მკვლელის სისხლი სწყურია, კაცი რომ მოდის გზაზედა..." აი, საერთო მწუხარების უშუალო მიზეზიც... და რაც მთავარია, მკითხველი უკვე შემზადებულია ამ განწყობისთვის.
Number of posts: 340 Age: 53 Registration date: 10.11.08
Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Jan 12, 2009 6:54 pm
ვიფიქრებ მე ამაზე...
რაც შეეხება "ალუდას" და სხვას და სხვას ჩვენი მთავარი მიზანი ხომ კორექტული კამათია რაღაცეებში გასარკვევად არა საბოლოოდ ერთი აზრის ვინმესათვის თავს მოხვევა? მე მგონია რომ საფუძველში აზრების ურთიწერთგაზიარება გვიდევს და არა ვინმეს და რაიმეს დამცრობა-შეურაცხყოფა...
Number of posts: 296 Location: თბილისი Registration date: 18.12.08
Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Jan 12, 2009 7:06 pm
რატომ არ უნდა "მოვიხვიოთ" ყველამ ერთი აზრი, თუ ის ერთი აზრი ავტორისაა? ე.ი. საუბარია ავტორის აზრის ამოკითხვაზე და რა რაიმეს მტკიცებაზე... დამავიწყდა მეთქვა, რომ მე არა ვარ დემოკრატი მე კამათის წინააღდეგი ვარ, მით უფრო დამცრობა შეურაცხყოფისა... გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და თუ დაახლოების პერსპექტივა იკვეთება გავაგრძელოთ მსჯელობა, თუ არა და რა აზრი აქვს? ჭეშმარიტება მოცემულობაა და მისი დაკარგვის საფრთხე სწორედ კამათშია მოსალოდნელი.
Number of posts: 1266 Location: თბილისი Job/hobbies: პოეტი Humor: სანაქებო Registration date: 09.12.08
Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Jan 12, 2009 7:09 pm
არგანი wrote:
მე კი მგონია, რომ ეს ფერი კი არაა, არამედ მდგომარეობაა. გამტკნარებული - როგორი?
იქნებ ორივე ერთად:ფერიცა და მდგომარეობაც. ფერი_ მდგომარეობისა და მდგომარეობა_ ფერის გარეშე ძნელი წარმოსადგენია.
ისე_ყველაზე დიდ სასწაულს ვაჟა_ფშაველა ფერთან მიმართებაში,ალბათ,"ალუდა ქეთელაურში" ახდენს: ფერი ედება ბერდიას, ფერი სხვარიგის შიშისა.
ჯერ ეს "სხვარიგის შიშია" განსაცვიფრებელი და მერე_ამ "სხვარიგის შიშის" ფერი. ეს უიშვიათესი შემთხვევაა:ერთი ფერით იგრძნობა არამარტო ალუდასა და ბერდიას შინაგანი სამყარო,არამედ,საერთოდ, პოემის სიდიადე...
Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Thu Jan 15, 2009 7:27 pm
არგანი wrote:
ამასწინათ, "ალუდა ქეთელაურს" ვუსმინე საპატრიარქოს რადიოზე (აშკარად ახალი ჩანაწერი იყო. დამაციწყდა იმ მსახიობის გვარი), უნდა ვაღიარო, რომ ასეთი კარგი "წაკითვა" პირველად მოვისმინე. ხომ არავინ იცის ამ ჩანაწერის შესახებ, სად შეიძლება მოვიძიოთ?
გია, მე ხო გადაცემის ჩაწერაზე ვიყავი საპატრიარქოს რადიოში და ეს შენი ნათქვამიც არ დამვიწყებია - ვიკითხე, რომ - ვინ კითხულობდა მეთქი. ამას დაგიდასტურებს ეს ჩვენი ბაო - ანუ მარიან წიკლაური, ეგ ხო იქ მუშაობს. და მითხრეს, რომ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი - გივი ჩუგუაშვილი კითხულობდაო. და არ გადაგვაწერინებთ მეთქი? და - დაგვაცადე ჯერ, რო ეს ფაილები დავაწყოთ ინტერნეტშიო...
თუ როგორ არის - ბაო გვეტყვის ჩემზე უკეთესად ამასა.
Number of posts: 296 Location: თბილისი Registration date: 18.12.08
Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Thu Jan 15, 2009 8:19 pm
დიდი მადლობა. ნამდვილად ჩუგუაშვილი კითხულობდა, გამახსენდა. მე ძალიამ მომეწონა მისი წაკითხული. თქვენც თუ მოუსმენთ დამერწმუნებით, რომ ტექსტი სრულიად თავისუფალია, არასწორი დიალექტიკური მახვილებისგან, პათეტიკისგან და ზოგადად გადაჭარბებული ემოციისგან. სხვათა შორის, კითხვის ტრადიციული მანერა, რომელიც რამდენიმე "კითხვის ოსტატმა" დაგვიკანონა უკვე საკმაოდ მოძველდა. ახლები კი იშვიათად კითხულობენ, ეტყობა უჭირთ კლიშეების დარღვევა.
Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Thu Jan 15, 2009 9:20 pm
არგანი wrote:
დიდი მადლობა. ნამდვილად ჩუგუაშვილი კითხულობდა, გამახსენდა. მე ძალიამ მომეწონა მისი წაკითხული. თქვენც თუ მოუსმენთ დამერწმუნებით, რომ ტექსტი სრულიად თავისუფალია, არასწორი დიალექტიკური მახვილებისგან, პათეტიკისგან და ზოგადად გადაჭარბებული ემოციისგან. სხვათა შორის, კითხვის ტრადიციული მანერა, რომელიც რამდენიმე "კითხვის ოსტატმა" დაგვიკანონა უკვე საკმაოდ მოძველდა. ახლები კი იშვიათად კითხულობენ, ეტყობა უჭირთ კლიშეების დარღვევა.
მე მახსოვს ტარიელ საყვარელიძის წაკითხული და ამასწინათ რომ მოვისმინე კიდევ - ძაან არ მომივიდა ჭკვაში. სამაგიეროდ, ძალიან მომეწონა ირაკლი უჩანეიშვილის წაკითხული "დამსეტყვე, ცაო"...
და გივი ჩუგუაშვილი კარგი მსახიობია, მეც მოვუსმენდი მაგის დეკლამაციას.
Number of posts: 296 Location: თბილისი Registration date: 18.12.08
Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Feb 16, 2009 12:31 pm
ვაჟა-ფშაველას აქვს ასეთი ლექსი "შენდამი" (ეძღვნება ილიას ხსოვნას). საინტერესო ლექსია და ცოტა განმარტებასაც საჭიროებს , ვისაც დაგაინტერესებთ იქნებ თვალი გადაავლოთ ამ ლექსს და გამოთქვათ თქვენი აზრი, ან იქნებ ვინმეს უკვე აქვს ამ ლექსის შესახებ რამე ნათქვამი (ეჭვი მეპარება). გთხოვთ, ყველაფერი აქ დადოთ. (სამწუხაროდ, აქ ვერ ამოვბეჭდე ეს ლექსი, თუ არ დაიზარებთ იქნებ კრებულებში (რჩეულში) მოძებნოთ.
Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Feb 16, 2009 12:59 pm
არგანი wrote:
ვაჟა-ფშაველას აქვს ასეთი ლექსი "შენდამი" (ეძღვნება ილიას ხსოვნას). საინტერესო ლექსია და ცოტა განმარტებასაც საჭიროებს , ვისაც დაგაინტერესებთ იქნებ თვალი გადაავლოთ ამ ლექსს და გამოთქვათ თქვენი აზრი, ან იქნებ ვინმეს უკვე აქვს ამ ლექსის შესახებ რამე ნათქვამი (ეჭვი მეპარება). გთხოვთ, ყველაფერი აქ დადოთ. (სამწუხაროდ, აქ ვერ ამოვბეჭდე ეს ლექსი, თუ არ დაიზარებთ იქნებ კრებულებში (რჩეულში) მოძებნოთ.
ვერა ვპოულობ მაგ ლექსს და ააწყვეთ და დადეთ აქა რომელიმემ, რა...
Number of posts: 296 Location: თბილისი Registration date: 18.12.08
Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Feb 16, 2009 1:20 pm
ვაჟა - ფშაველა
შენდამი (ვუძღვნი ილია ჭავჭავაძის ხსოვნას)
ნუ ეჭვობ, მაინც შენი ვარ, ვიდრე სულს ვღაფავ ტანჯულსა, მანამდე სამუდამოდა ჩემს მზეს არ ნახავ ჩასულსა, მაშინაც ვერ მომიშორებ შენ გულს და გონში ჩაქსულსა. ნუ ჰფიქრობ, ტანჯვით ცხოვრებამ მომიკლას შენი ტრფიალი: რად მინდა უშინაარსო სიცოცხლე ოხერ-ტიალი?! გასალკლდევებულს აზრითა რას მიზამს შხამის ფიალი, ზედ მოხეთქება მეხისა, თავზე ყვავ-ყორანთ ფრიალი?! დღესნამდი შენდამი ტრფობა, - ახლა კი ვიტყვი კვეხითა, - თუ მოვიტანე უვნებლად გვემული ათას მეხითა, დღეიდან ოხერმოხრები მას ვერ გასთელენ ფეხითა, ვერ ამომგლეჯენ გულიდან ვერარომელი ხერხითა.
იმატებს ტანჯვა? - უწყოდე, ტრფობაც აიწევს მეტადა. აიშლის ფაფარს მრისხანედ, სდგეს იალბუზის ქედადა; ის მუხლს გიყრიდეს და შენ კი თავს დასცქეროდე ღმერთადა.
Number of posts: 296 Location: თბილისი Registration date: 18.12.08
Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Feb 16, 2009 1:41 pm
ვაჟა - ფშაველა
შენდამი (ვუძღვნი ილია ჭავჭავაძის ხსოვნას)
(გაგრძელება)
შენ რომ გახსენებ, ვინ შენა?... ნიანგნი სცქვეტენ ყურებსა, ერთი უყურეთ, უყურეთ მაგ სისხლის მწოველს თულებსა!...
ბრიყვების სმენა ღირსია, ვასმინო შენი სახელი? თვით გიცნობს, ვისაც უყვარხარ, არ არს საჯაროდ სათქმელი!
ლოგინად ეკალს მიგებდე, ზედა ვწვებოდე შიშველი, გზაზეც მიფენდე, მაინცა, რაც შემიძლიან, გიშველი. უნდა დავადნო შენს ბედსა, თვალი და გული ფხიზელი, რადგან სხვა საშუალება გამიქრა, როგორც წინწელი.
აგიგებ ხელოვნურ ტაძარს, ბუნება ჰყვანდეს მთეველი: ვარსკვლავნი ცისა, მზე-მთვარით, ზღვა, ხმელეთზედა - ტყე-ველი, ია და ვარდი უჭკნობლად შენს თავზე ყვავილთ მრხეველი, ბულბული, სოროდან გველის ტკბილის ხმით გამომწვეველი,- თვით სიხარული ერისა, უშრეტი, დაულეველი,- და წმინდა სული მთათ თხემთა ჭეშმარიტების მფრქვეველი.
თავზე დაგხურავ მანდილსა, უნდა შეგმოსო კაბითა იაფით...ფასს თუმც ვერ სდებდენ, ნაკერსა დიდის ჯაფითა;
ჩემთ ცრემლთა ღილებს შეგიბამ, მოქარგულს ტრფობის ძაფითა, უკვდავს ვქმნი შენსა სახელსა, დღეს შემურვილსა ლაფითა, შემკობილს აზრით და გრძნობით მეც თან გახლდები დაფითა.