არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ვაჟა-ფშაველა

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Mon Dec 29, 2008 3:59 pm

მუცალის ძმას რომ ესროლა, იმას არ ათვლი? ის გასროლაც ხომ ალუდას თოფიდან მოხდა. ალუდამ სამჯერ ისროლა და ორი მოკლა.
დავა იმაზეც მიდიოდა რომ, ვაჟას დრო აერია და ამდენ (ალუდა, მინდია)წასვლა-წამოსვლაში ავტორმა რაღაცა ვერ გათვალა.
თუმცა, იქაც ტუFტა ბაზარი იყო... Wink
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Mon Dec 29, 2008 4:48 pm

არგანი wrote:
მუცალის ძმას რომ ესროლა, იმას არ ათვლი? ის გასროლაც ხომ ალუდას თოფიდან მოხდა. ალუდამ სამჯერ ისროლა და ორი მოკლა.
დავა იმაზეც მიდიოდა რომ, ვაჟას დრო აერია და ამდენ (ალუდა, მინდია)წასვლა-წამოსვლაში ავტორმა რაღაცა ვერ გათვალა.
თუმცა, იქაც ტუFტა ბაზარი იყო... Wink
[size=18]

მართალი ხარ.ალუდამ თავდაპირველად ესროლა მტერს,რომელიც იყო ორსახოვანი,ხოლო შემდგ იგი ისე მოხიბლა მუცალმა ვაჟკაცობითა და თოფის გადაგდებით,რომ ძალიან ბევრ მკითხველს მუცალის ძმასთან ერთად მისთვის ნასროლი ტყვიაც დაავიწყდა.
ალუდა აღმოჩნდა ერთსახოვანი მტრის(მუცალი) წინაშე და მას ორჯერ ესროლა,მაგრამ მის ცნობიერებაში უკვე არსებობდა ცოდნა იმის შესახებ,რომ მან მტერს(ბრძოლის დასაწყისში ორსახოვანს)სამჯერ ესროლა;რომ მისი თოფი გავარდა სამჯერ...ესაა გენიალური "სიბრძნე სიცრუისა" პოემაში...
რაც შეეხება დროის არევას,მეც ვმონაწილეობდი და(ტრაბახში თუ არ ჩამომერთმევა) გემრიელი გამარჯვებით.
[/size16]
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Mon Dec 29, 2008 4:55 pm

დამბაჩა, დამბაჩაზე რას გვეტყვი? დამბაჩის ამბავი დააზუსტებს მოქმედების დროს.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Mon Dec 29, 2008 7:37 pm

არგანი wrote:
დამბაჩა, დამბაჩაზე რას გვეტყვი? დამბაჩის ამბავი დააზუსტებს მოქმედების დროს.


დამბაჩა(იგივე პისტოლეტი) განკუთვნილია მოკლე მანძილზე(50-70 მეტრამდე)სასროლად.ცნობილია საბრძოლო,სასიგნალო და სპორტული დამბაჩები).დამბაჩა შეიძლება იყოს ავტომატური და არაავტომატური.დამბაჩით შეიარაღებული არიან ოფიცრები,აგრეთვე,ზოგი სპეცნაწილის სერჟანტები და ჯარისკაცები.დამბაჩა ეწოდება,აგრეთვე,ხელის ძველებურ ცეცხლსასროლ მოგრძოლულიან(იყო ორ,იშვიათად სამლულიანი) იარაღს...
მეტი მონაცემები არაა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Mon Dec 29, 2008 7:40 pm

[quote="არგანი"]დამბაჩა, დამბაჩაზე რას გვეტყვი? დამბაჩის ამბავი დააზუსტებს მოქმედების დროს.
[/quotახლა ვერ ვიხსენებ:"ალუდა ქეთელაურში" არის დამბაჩა ნახსენები?e]
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Mon Dec 29, 2008 7:54 pm

"...დამბაჩა გამაადგებისთ \საბრუნლად, თითისტარადა ."
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Mon Dec 29, 2008 8:01 pm

არგანი wrote:
"...დამბაჩა გამაადგებისთ \საბრუნლად, თითისტარადა ."


გამახსენდა და შენი პასუხიც მოფრინდა.
ხანდახან ჩემი სახელიც
დამვიწყებია,ძამია...
დამბაჩას ჩვენს მტერს დავახლი
ორლულიანს თუ სამიანს!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Wed Dec 31, 2008 8:07 am

Vaja Xornauli wrote:
არგანი wrote:
"...დამბაჩა გამაადგებისთ \საბრუნლად, თითისტარადა ."


გამახსენდა და შენი პასუხიც მოფრინდა.
ხანდახან ჩემი სახელიც
დამვიწყებია,ძამია...
დამბაჩას ჩვენს მტერს დავახლი
ორლულიანს თუ სამიანს!
ესაა სამართალი?!
ფარის დავიწყება როგორ შეიძლებოდა?! თოფიც გიცავს,როდესაც ესვრი;გიცავენ ხმალიც და ხანჯალიც,როდესაც იქნევ;
მაგრამ სულ სხვაა ფარი_რომელი იარაღი შეედრება მეომრის დაცვაში?! მისი ბიოგრაფიაც არანაკლებ საინტერესოა,
ვიდრე დამბაჩისა თუ თოფისა...


ფ ა რ ი_ცივი იარაღისაგან თავდასაცავი საომარი საჭურველი.მზადდებოდა ხისაგან,ტყავისაგან,ლერწმისა თუ ლითონისაგან.
სხვადასხვა ხალხს სხვადასხვა ფორმის ფარი ჰქონდა,ხოლო ეს ფორმა ეპოქების მიხედვით იცვლებოდა:ძველ შუამდინარეთში ჰქონდათ ხის,სპილენძის ფირფიტებგადაკრული,ოთხკუთხა ფარები.არსებობდა დიდი ფარი,რომელიც მთელ რაზმს ფარავდა.
ასურეთში შექმნეს ლითონის მრგვალი ფარი.ფარზე სცოდნიათ ნიშნისა და ემბლემის გამოსახვა.რომში გავრცელებულა ცილინდრული ფორმის ფარები.მე_9-10-13 საუკუნეებში ევროპაში შემოუღიათ ადამიანის სიმაღლის ნუშისფორმის ფარები,მათზე გამოსახული ყოფილა მებრძოლის საკუთარი ემბლემა.
კოლხეთის მეფე აიეტს ტყავის ფარი ჰქონია.ტყავგადაკრულ,მოწნულ ფარებს ხმარობდნენ მოსხები(ძველი წელთაღრიცხვის მე_5-4
საუკუნეები).ძველი იბერიელები "დელამფრებს-დედაფარებს"ხმარობდნენ.მრგვალი ფარის წარმოშობა ცხენოსნობას უკავშირდება.
ასეთი ფარი საქართველოში ბრინჯაოს ხანიდანაა დამოწმებული არქეოლოგიური გათხრების დროს კაჭრეთში,ჟინვალში და სხვა.ვახტანგ გორგასალს ვიგრის ტყავის ფარი სჭერია,ასევე ტყავისაა ჩვენამდე შემორჩენილი ვახტანგ მე_6_ის ფარი.
საქართველიში ფარის დამზადების ხელოვნება მაღალ დონეზე მდგარა,მეფარეობა ცალკე ხელობადაც გამოიყოფოდა(ამას მოწმობს გვარი "მეფარიშვილი").
ცეცხლმსროლელი იარაღის გავრცელების შემდეგ ფარი ხმარებიდან გამოდის...
თუ როგორ უყვარდა და ეიმედებოდა ქართველ კაცს ფარი,ერთ პატარა ლექსში გენიალურადაა გადმოცემული:

ბეთლენის კარზე ჰკიდია
ვოჟა ჯურხაის ფარიო,
მაუვლის ომის წადილი,
ხანდისხან შაძრავს ქარიო.


ფარი და ადამიანი ერთ არსად ქცეულან.
გარდაცვლილი წინაპრის ფიქრისაგან გადასდებია ფარს "ომის წადილი."
ახალი წელი ჭიშკართანაა და და ერთარსობა,ერთად დგომა ვუსურვოთ ქართველებს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Wed Dec 31, 2008 10:39 am

Vaja Xornauli wrote:

ბეთლენის კარზე ჰკიდია
ვოჟა ჯურხაის ფარიო,
მაუვლის ომის წადილი,
ხანდისხან შაძრავს ქარიო.


Arrow

ფარზე მე ეგეთა ვარიანტი ვიცი:

***
ბეთლემის კარზე ჰკიდია
ვოჟა ჯურხაის ფარიო.
მაუვლის ომის წადილი,
შააბჟღრიალებს ქარიო.


და ეს "შააბჟღრიალებს" - ძაან ზუსტი სიტყვაა ამ ვარიანტში - გადაირევი კაცი: როგორი ზუსტი სმენა ჰქონდა აემის მთქმელსა?!

მაგრამ არგანი კაი რამეს არკვევს და, მოდი, ვაჟიკავ, იმას მივჰყვეთ - აბა, რაო, დამბაჩა რომელ საუკუნეშიო და - ვითომ კიდე არეულია იქა რამე?
მე ეგრე ვიცი, რო "ალუდა" გენიალური პოემა არის.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Wed Dec 31, 2008 12:44 pm

[quote="არჩანდა"]
Vaja Xornauli wrote:

ბეთლენის კარზე ჰკიდია
ვოჟა ჯურხაის ფარიო,
მაუვლის ომის წადილი,
ხანდისხან შაძრავს ქარიო.



"შააბჟღრიალებს" თუ "შააჟღიალებს?"
მე ელენე ვირსალაძისა და ვახუშტი კოტეტიშვილის გამოცემებით ვისარგებლე_ორივეგან სწერია:"ხანდისხან შასძრავს ქარიო."
ისე_ორივე ვარიანტი მაგარია.რაღაცით მაინც "შააჟღრიალებს" სჯობია_ალბათ,იმიტომ რომ ფარის ხმა (ჟღრიალი) გვესმის.
"ალუდა ქეთელაური" გენიალურზე გენიალური პოემაა.ყველაფერი თავის ადგილზეა.ვაჟას შემოქმედებაში ვაჟკაცობა(როგორც ადამიანური თვისება)გაღმერთებულია...ასეთი რამ წარმოიდგინე:მუცალმა,როგორც კი ძმა მოუკლეს,თოფი ალუდას გადაუგდო,:ახლა შენ იყოსო",მიაძახა და მოკურცხლა...ალუდამ კი გაქცეულს მოარტყა...როგორ გგონია,ამ მომენტშიც დაიტირებდა ალუდა?ან მის თოფს (როგორც გაქცეული ლაჩრისას)აიღებდა?!.სოფელში მობრუნებულ ალუდას სულ მუცალის ვაჟკაცობა აკერია პირზე.ასე,რომ,თოფის გადაგდება ალუდას ატირების ერთადერთი მიზეზი არაა_მუცალის ვაჟკაცობით გაოგნებული ალუდა თოფის გადაგდებამ კიდევ უფრო შესძრა და აატირა.თქმულებაშიც ასეა:ალუდა ამა თუ იმ დღეობაზე ადღეგრძელებდა მუცალს,როგორც ვაჟკაც პიროვნებას.
არგანი ჩაძირულია საქმეებში. მაგის მაგივრად მე ვესროლე კაფია ნინო დარბაისელს...
ხანჯლისა(სატევრის) და შუბის "ბიოგრაფიები" ხომ არ გინდათ?
გილოცავ დამდეგ შობა_ახალ წელს,დაესწარი მრავალს!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Wed Dec 31, 2008 1:09 pm

ალბათ, "შააჟღიალებს" არი და მე ჩავამატე კიდე ბგერები...

მეც გილოცავ, ვაჟავ, შობა-ახალ წლებსა!
ყველას ვულოცავ!

santa

და ეგეთა რა ვერ მოუცლია არგანსა, კაცოო - მეც კი ვხრშამ ინდაურსა და გოგრასა, ვა!
აბა, ჩემსავით ამათ არ შაუძლიანთ და...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Wed Dec 31, 2008 5:46 pm

კაცნო, რაის შააბღრიალებს, რაის შააჟღიალებს Question
შ ა ა ჟ ღ რ ღ ი ა ლ ე ბ ს, ჟ ღ რ ი ა ლ ი, ჟ ღ ა რ უ ნ ი.
მეც გილოცავთ ახალ წელს! sunny
მიხო, რაის გოგრა და რისი ინდაური, გუშინწინ ფასანაურის შესასვლელთან დამაბზრიალა ყინულზე და ჯერაც ვერ მოვსულვარ აზრზე!
საახალწლოდ, სხვები რომ დეზერტირებზე დადიან ინდაურიზა, მე ელიავაზე დავეძებ "დაჩიკს", "კრილოს" და კიდევ რაღაც-რაღაცეებს!
ერთი სიტყვით, მაგარ მაყუთში გადავარდი, მაგრამ არ ვჩივი, ოჯახიც თან მყავდა და გადავრჩით!
მადლობა, ღმერთს!
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Wed Dec 31, 2008 6:32 pm

არგანი wrote:
კაცნო, რაის შააბღრიალებს, რაის შააჟღიალებს Question
შ ა ა ჟ ღ რ ღ ი ა ლ ე ბ ს, ჟ ღ რ ი ა ლ ი, ჟ ღ ა რ უ ნ ი.
მეც გილოცავთ ახალ წელს! sunny
მიხო, რაის გოგრა და რისი ინდაური, გუშინწინ ფასანაურის შესასვლელთან დამაბზრიალა ყინულზე და ჯერაც ვერ მოვსულვარ აზრზე!
საახალწლოდ, სხვები რომ დეზერტირებზე დადიან ინდაურიზა, მე ელიავაზე დავეძებ "დაჩიკს", "კრილოს" და კიდევ რაღაც-რაღაცეებს!
ერთი სიტყვით, მაგარ მაყუთში გადავარდი, მაგრამ არ ვჩივი, ოჯახიც თან მყავდა და გადავრჩით!
მადლობა, ღმერთს!

santa rendeer cheers

ვახ!
კიდე კაი, გადარჩით და "კრილოსა" სჩივი?
მადლობა ღმერთსა!
სამხვეწროთ, არგანო - გამოსვლა გეკუთვნის ჩემთანა და როდის, ჯერ არ ვიცი - ჯერ დარბაისლებმა უნდა მითხრან და სანათაანთებმა კიდევა, მინდიამა და ბაომაცა...
და ჯერ არ ვიცი...

და ეს ოხერი, მე ხო კორექტორად არა ვვარგივარ - ნებისმიერი სიტყვის პირველ სამ ასო-ბგერასა ვკითხულობ მარტო. ჰოდა, ვეღარ დამინახამს და "რაე" არ დამიწერნია და მეგონა, რო მეწერა...

"შააჟღრიალებს" - მართლა აეგრე უნდა და ეს "შააბჟღრიალებს" - ეტყობა, მე ჩავამატე "ბანი", და რათ მამდის ეგრე უფრო ჭკვაშია, ვერა ვხვდები... scratch

ეგრე თუ წავიდა, შენა კიდენა, არგანო, "რაე"–ს მემრე "ღანი" რათ გიწერია? – შ ა ა ჟ ღ რ ი ა ლ ე ბ ს
ვა!

lol!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Wed Dec 31, 2008 6:38 pm



...ოჰ,ეს კორექტურა!_
ჟღრიალი,რათქმა უნდა!
არგანო,ძმაო მარადიულო, გილოცავ შობა_ახალ წელს,
ღმერთმა ყველა სურვილი აგვიხდინოს!
კიდევ ერთხელ ვულოცავ არჩანდასაც_ძმობისა და მწერლობისათვის თავდადებულ ადამიანს!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Wed Dec 31, 2008 7:13 pm



ღმერთს რომ უყვარხარ,იმიტომაც გადარჩი,
ყოველთვის გფარავდეს!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Wed Dec 31, 2008 9:21 pm

შ ა ა ჟ ღ რ ი ა ლ ბ ს - ოჰ, ეს კორექტურა. როგორ გვეტყობა, რომ კორექტორად არავის გვიმუშავია Wink
ღმერთმა ტკბილად და თეთრად დაგაბეროს ჩემო ვაჟავ, შენს ოჯახთან ერთად!
ყველას, ყველას, ყველას!
ყველას ვულოცავ! jocolor
(მიხომ კარგი ლექსით მოგვილოცა) geek
king
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Wed Jan 07, 2009 1:53 pm

ამასწინათ, "ალუდა ქეთელაურს" ვუსმინე საპატრიარქოს რადიოზე (აშკარად ახალი ჩანაწერი იყო. დამაციწყდა იმ მსახიობის გვარი), უნდა ვაღიარო, რომ ასეთი კარგი "წაკითვა" პირველად მოვისმინე. ხომ არავინ იცის ამ ჩანაწერის შესახებ, სად შეიძლება მოვიძიოთ?
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Mon Jan 12, 2009 12:12 pm

აბა, ეს სიტყვაც განვმარტოთ, ვის როგორ გვესმის?
გ ა მ ტ კ ნ ა რ ე ბ უ ლ ი
"გამტკნარებული სახითა..."
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Mon Jan 12, 2009 2:32 pm

არგანი wrote:
ამასწინათ, "ალუდა ქეთელაურს" ვუსმინე საპატრიარქოს რადიოზე (აშკარად ახალი ჩანაწერი იყო. დამაციწყდა იმ მსახიობის გვარი), უნდა ვაღიარო, რომ ასეთი კარგი "წაკითვა" პირველად მოვისმინე. ხომ არავინ იცის ამ ჩანაწერის შესახებ, სად შეიძლება მოვიძიოთ?

Arrow
გია, მე დღეს მოვდივარ საპატრიარქოს რადიოში - ათი წლისთავის მისალოცად და ამასაც ვიკითხავ.

"გამტკნარებულზე" კიდევ - ჯერ სხვებს ვუცდი...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Mon Jan 12, 2009 3:43 pm

არგანი wrote:
აბა, ეს სიტყვაც განვმარტოთ, ვის როგორ გვესმის?
გ ა მ ტ კ ნ ა რ ე ბ უ ლ ი
"გამტკნარებული სახითა..."

მტკნარი - უმარილო, ან უმჟავო, ბუნებრივად როგორიცაა ისეთი და აქედან სავარაუდოდ "გამტკნარებული სახითა" იქნება უემოციო, არაფრისმთქმელი სახით...როცა ასეთ კითხვას სვამთ, არ იცით ხოლმე თუ ჩვენ გვცდით?
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Mon Jan 12, 2009 4:22 pm

არა,სხვისი გამოცდისგან ჯვარი მწერია.
რაღაც ვიცი, მაგრამ სადაო განმარტებაა და ამიტომ ვკითხულობ.
თქვენი ახსით გამოდის, რომ ქისტების მიდამო (მხარე)"უემოციო, არაფრისმთქმელი" სახით მოჩანს.
მეეჭვება.
სულხან-საბას მიხედვით მტკნარი შესქელებულს (შედგომილად) ნიშნავს, არც ეს მოუხდება მიდამოს, მაგრამ იქნებ მიდამო ნისლითაა შებურვილი (შესქელებული)?
არის სხვა ვარიანტიც: მტკნარი წყალი, ანუ წმინდა (და არა წმიდა), დაწმენდილი წყალი, შეიძლება ეს შედარება უფრო ახლოს იყოს ტექსტთან.
კიდევ ერთი: გამტკნარებულს ამბობენ, როდესაც ადამიანი დიდი ემოციის შემდეგ გონზე მოდის და ემოციის კვალი სახეზე აღებეჭდება.
გამოდის, რომ არც ისე ადვილადაა საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, არა?
მიდამო - უემოციო, არაფრისმთქმელი; შედგომილი, შებურვილი; დაწმენდილი, გამჭვირვალე და მწუხარე, მგლოვიარე.
რომელი განმარტება ავირჩიოთ?
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Mon Jan 12, 2009 5:41 pm

1975 წელს თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა "ვაჟა-ფშაველას ხუთი პოემა",რომლის ლექსიკონშიაც(შემდგენელი ალექსი ჭინჭარაული) ვკითხულობთ:
გ ა მ ტ კ ნ ა რ ე ბ უ ლ ი_გაფითრებული,გაქვავებული,გაოგნებული.

ყველაზე ნაღდი განმარტება ესაა:აი,სანათა ხუცურაული ჩემი შაირის კითხვისას რომ ლამაზად გაფერმკრთალდება(ქარგადავლილ ყვავილითა),ეგეთია,ძმაო არგანო,მტკნარი ფერიცა...

ისე_არნოლდ ჩიქობავასა და ალექსი ჭინჭარაულს უნდა ენდოს ადამიანი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Mon Jan 12, 2009 5:55 pm

მე "მწუხარე, მგლოვიარეს" (საკუთარ ვერსიას) ვუჭერ მხარს! კონტექსტთან უფრო ახლოა.
"მწუხარე,მგლოვიარე" "გაფითრებულ, გაქვავებულთან " ახლოს დგას (იგივეა), მაგრამ რა შუაშია გაოგნებული?
სიზუსტისთვის უნდა გავიხსენოთ ვაჟას სხვა ტექსტებში რა მნიშვნელობითაა გამოყენებული სიტყვა -გამტკნარებული.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Mon Jan 12, 2009 6:12 pm

არგანი wrote:
მე "მწუხარე, მგლოვიარეს" (საკუთარ ვერსიას) ვუჭერ მხარს! კონტექსტთან უფრო ახლოა.
"მწუხარე,მგლოვიარე" "გაფითრებულ, გაქვავებულთან " ახლოს დგას (იგივეა), მაგრამ რა შუაშია გაოგნებული?
სიზუსტისთვის უნდა გავიხსენოთ ვაჟას სხვა ტექსტებში რა მნიშვნელობითაა გამოყენებული სიტყვა -გამტკნარებული.




მე ვგრძნობ ამ ფერს,მაგრამ სიტყვით ვერ გადმომიცია_

ეს უნდა იყოს ისეთი ფერი,რომელშიც ერთდროულად არის სიმკრთალე ბინდიანი და კიდევ რაღაცნაირი ფიქრი_სალი კლდეებისათვის მოუშორებელი...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Mon Jan 12, 2009 6:17 pm

მე კი მგონია, რომ ეს ფერი კი არაა, არამედ მდგომარეობაა.
გამტკნარებული - როგორი?
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   

Back to top Go down
 
ვაჟა-ფშაველა
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ამაოდ არც მთაწმინდაზე უსეირნიათ - სტუმრად გია არგანაშვილთან-
Jump to: