არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გიორგი ბაღათურია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: გიორგი ბაღათურია   Sat Jul 09, 2011 11:33 am


Giorgi Baghaturia

გიორგი ბაღათურია

(ბიოგრაფია)



study


Last edited by Admin on Sat Jul 09, 2011 11:52 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი ბაღათურია   Sat Jul 09, 2011 11:48 am



გიორგი ბაღათურია

ეს წიგნი არ მასვენებს...

(2011 წლის 7 ივლისის წერილი)

გამარჯობა მიხო,

ამ წერილს დიდი ხანია გწერ გონებაში.

როგორც იქნა, გავბედე და, ისევ წავიკითხე "ფრენა უკასროდ". ამბობენ, რომ მწერლებს (უფრო თანამედროვეებს) აღარ აინტერესებთ უკვე დაწერილი წიგნები - წიგნი დაიწერა, მას უკვე თავისი ცხოვრება აქვს, რაღა აზრი აქვს მსჯელობასო მის შესახებ. შესაძლოა ასეა, მაგრამ ეს წიგნი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მასზე მსჯელობა აუცილებლად მეჩვენება, მითუმეტეს, რომ ამ წიგნს კიდევ სხვა მომავალი უნდა ჰქონდეს, თარგმანებისა და, შესაძლოა, ფილმის სახითაც. მიმაჩნია, რომ ეს არის (უნდა იყოს) შენი, როგორც წიგნის "მშობლის" მთავარი მოვალეობა. ეს დღეები სულ რაღაც მთარგმნელთა შეხვედრებზეა ლაპარაკი, რაღაც "წიგნებს" თარგმნიან და არის ერთი ამბავი, "ფრენა უკასროდ" კი არ ჩანს, სამწუხაროდ....

ეს წიგნი არ მასვენებს. მე ხომ რეალიზმის (სოციალისტური რეალიზმის) ტრადიციებზე ვარ აღზრდილი და ამ წიგნში ჩვენს უბედურ რეალობას ვხედავ...

უცნაური ტრაგიკომედია, უფრო სწორად კომედიური ტრაგედია. კულმინაცია წიგნისა, ჩემი აზით, არის "პიკნიკის დედოფალი" და შემდგომი ამბები. მარიშკას გარეშე ჩვეულებრივი საღადაო ამბავი იქნებოდა.

მაგრამ, მთავარი სხვა რამეა - ეს წიგნი ხომ ჩვენი ცხოვრების სარკეა, წიგნში ნაჩვენები ქართველები - ყველა ნაძირალაა; შეიძლება ნინაკა მინიკაბიანი არის ჩვეულებრივი, ნორმალური გოგო, ალბათ მოშტერო, რომელსაც "თავისი ლამაზი ფეხების ჩვენება უყვარს", აგრეთვე ბერლინში შემთხვევით გაცნობილი ქართველი სტუდენტები. მახარებენ ის ბერლინელი ქართველები (არა საელჩოდან), ასე გულისხმიერად რომ ღებულობენ უცნობ ქართველებს. საზღვარგარეთ მე ვერიდებოდი ქართველებს (ნაწილობრივ ჩესტერფილდის შეგონების მიხედვით "წერილები შვილს" და პირადი გამოცდილებითაც). დაბოლოს, მარიშკა, რომელიც გოგლა ლეონიძის მარიტას მაგონებს "ნატვრის ხიდან".

სხვები კი ვინ არიან? ერთი მეორეზე უარესი ტიპები, ნარკო-ბარიგები, მოსაწევი, ქურდობა, ბოზობა. ქურდული გაგება, ერთი ნორმალური ადამიანი (ქართველი) არ ჩანს. ეს დიტო ქინქლაძე წესით სიმპათიას უნდა იწვევდეს (11 ათასი მარიშკასთვის დაუნანებლად, აფხაზეთში იბრძოდა, მაგრამ, არ ჩანს - როგორ იქცეოდა იქ. მარიშკას უყვარს - ეს მნიშვნელოვანია)

კახა ბურნაძე და პუპა კოღუაშვილი შედარებით უკეთ მოიქცნენ "პიკნიკზე", მაგრამ ამ დიტოს არ დაუშალეს. მათი ნაძირალობა დაბრუნების შემდეგაც გამოჩნდა - "თინეიჯერი - რადიო შენი". რისთვის ცხოვრობენ ეს ადამიანები, რას აკეთებენ? ადრე ალბათ მხედრიონშიც იქნებოდნენ (ჟარგონიდან გამომდინარე და ფულის შოვნაზე დაგეშებულნი). აი, ეს არის საქართველო და ესენი არიან ქართველები. მარიაჟობა, - და ამითაც არის წიგნი ძლიერი - ცოტა ხნის წინანდელი უბედური საქართველოს შეულამაზებელი სურათი. ახლა სხვა უბედურებაა - "თინეიჯერი - რადიო შენი", ათასგვარი სილამაზის კონკურსები (ანუ მონების ბაზარი - გიგზავნი ამ წერილს), "კომკავშირლობის" აღორძინება და სხც.

ყველაზე კარგი ტიპი ისევ ბოზოა. ამდენად ანანკეს რიტუალური შეჭმის მცდელობა ("თუმცა შეჭმა არ უნდოდა") ნაძალადევია, უადგილოა (მეც მე-10 კლასელი ვარ). საერთოდ ამოვარდნილია კონტექსტიდან "ჰეფი ენდი" ანანკეს ჩამოსვლით ნაძირალა პუპასთან (იაფფასიან ამერიკულ ფილმს გაგონებს) - ისევ სჯობდა ბოზოს "შეეჭამა", მაგრამ ეს არ იქნებოდა ბოზოს სტილში.

ლოგიკური იქნებოდა (და სამართლიანი) რომ დაღუპულიყვნენ თბილისში ჩამოსულები, დიტო მაინც (ოღონდ მარიშკას დაღუპვის გაგების შემდეგ).
მაგრამ, მაშინ ვინ გააკეთებდა რადიოს? და ვინ იქნებოდა ახალი სუტენიორი? დამპალი ადამიანების დამპალი ცხოვრება! ("ჩასარეცხი რწყილები თუ ტილები").

მაგრამ მაინც რომ არ გასვენებს მათი ბედ-იღბალი? ეს ხომ ჩვენ ვართ. იქნებ სხვა ვითარებაში სხვანაირები ყოფილიყვნენ.

მარიშკა "პალმით" - უბედური ბედისწერის მსხვერპლი, ისევე როგორც მარიტა.
ასეთი ხალხი იღუპება, შევხედოთ - ვინ არის დღეს გალაღებული? სად ქრებიან ჩვენი ლამაზი, კეთილი და ნიჭიერი ბავშვები? - ეს მსჯელობა შორს წაგვიყვანს...

აი, ასეთი აზრები მინდოდა გამეზიარებინა შენთვის.

დიდი მადლობა წიგნისთვის, რომელიც ჯერ არ მიმიღია - ოთარი დიდი ხანია არ მინახავს.

გიორგი


Last edited by Admin on Sun Jul 17, 2011 12:37 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი ბაღათურია   Sat Jul 09, 2011 12:10 pm



მონების ბაზარი,
ანუ
MISS საქართველო 200...N წლისა



ყველა მეტ-ნაკლებად წიგნიერ ქართველს კარგად მოეხსენება, რომ განსაკუთრებით სამარცხვინო საქართველოს დრამატულ ისტორიაში ტყვეთა მოტაცება გახლდათ. ეს ,,პროფესია” საქართველოში ოდითგან კარგად ჰქონდათ ათვისებული. იტაცებდნენ უცხოსა და ახლობელს, თანასოფლელებსა და მეზობლებს, ნათესავებსა და ნათლულებსაც კი და ყიდდნენ მონათა ბაზრებზე _ სტამბოლსა და ქაიროში. გვახსოვს მამლუქები, დავით გურამიშვილი...
ერთმა თავმომწონე თავადიშვილმა დედამისიც კი გაყიდა, უნაგირის ყიდვა სურდა და ფული აკლდებოდა. ბავშვობაში ნოე ჟორდანიასაც ჰქონია შიში ღვიძლ ბიძასთან სტუმრად გაგზავნილს, არ გამყიდოსო ოსმალეთში... ეს სულ ახლახან იყო, მე-19 საუკუნის მიწურულს. ხალხს დღესაც იტაცებენ და ,,დიდი” წარმატებითაც, მაგრამ ეს მაინც ძალადობაა და თუ ხელისუფლება ქვეყანაში ელემენტარული წესრიგის დამყარებას შეძლებს, ეშველება ამ უბედურებას.
თანამედროვე საქართველოში გაცილებით უფრო საშიშია ნებაყოფლობითი მონებით ვაჭრობა. ძალით, ცეცხლით და მახვილით მტერმა საბოლოდ ვერ გაგვტეხა, ვერ დაგვასამარა მთლიანად. ასეა თუ ისე, დღეს კიდევ სულდგმულობს ქართველი და წინაპრების გაუხუნარი მაგალითით იმედოვნებს, რომ არ წაიშლება საქართველოს სახსენებელი. ახლა ოქროთი და ბრჭყვიალა ბიჟუტერიით, ყალბი, შემპარავი ქათინაურებით ცდილობს მტერი აცდუნოს საქართველოს სიმკვიდრე _ ქართველი ქალი, ისევე, როგორც ოდესღაც გველმა აცდუნა ევა.
მონათა ბაზარი ახალი ძალით, უკვე გარეგნული, თვალისმომჭრელი ბრწყინვალებით შემოიჭრა ფორმალურად დამოუკიდებელ საქართველოში ისე, რომ ჩვენ დამონების ამ ახალ მცდელობას არამცთუ ვეწინააღმდეგებით, პირიქით ნდომით აღვსილნი მივისწრაფვით კიდეც მისკენ.
როგორც კი საბჭოთა კავშირმა ტორტმანი დაიწყო, მაშინვე გაჩნდნენ ,,გერგილიანი” საქმოსნები და უცებ მიაკვლიეს მსოფლიო ბაზრისათვის ახალ, კონკურენტუნარიან ქართულ საქონელს _ ლამაზ გოგონებს. მონების ბაზარმა სილამაზის კონკურსების ფორმა მიიღო. ასეთი ,,შოუ” 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ სულ მალე ჩატარდა და წუთიერი დუმილით ,,პატივიც მიაგეს” ნახევრად შიშველმა, ,,კუპალნიკებში” გამოწყობილმა კონკურსანტებმა დაღუპულებს. ამაზე მიგვითითა ცნობილმა რუსმა მწერალმა ვ.რასპუტინმა, რამაც მაშინ ძალიან გაგვანაწყენა _ აი, როგორ ვძულვართ თურმე რუსებს. სილამაზის კონკურსები კი უფრო მასშტაბური გახდა.
დაგოგმანებენენ მშვენიერი ქართველი გოგონები პოდიუმზე (ოჰ, რა იდუმალი სიტყვაა – პ-ო-დ-ი-უ-მ-ი, რატომღაც პანელის ასოციაციას რომ იწვევს), ჩვიდმეტი-თვრამეტი წლის ბავშვები შიშველ-ტიტველნი თავს აწონებენენ თავშეყრილ საზოგადოებას. საზოგადოებაც მუშტრის თვალით აფასებს საქონელს, ვის როგორ თეძოები თუ მკერდი აქვს, რამდენად გრძელი ფეხები და მიხრა-მოხრა, როგორი ,,პარამეტრები”, შეეფერება თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს...
ტყვეთა ბაზარზე კიდევ კბილებს უსინჯავდნენ გასაყიდ საქონელს, ადამიანებსაც და ცხენებს. ჯანსაღი კბილები _ ჯანმრთელი მონაა. დღეს დაახლოებით ასევე აფასებენ გამოფენებზე ძაღლებს _ როგორ დადიან, რამდენად სტანდარტული პარამეტრები აქვთ, როგორ ასრულებენ ბრძანებებს. მსხვილფეხა რქიან საქონელს ბაზარში გაცილებით მარტივად არჩევენ, ძირითადად მხოლოდ წონით და წველადობით.
განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ თუ კი ადრე მონათა ძირითად ნაწილს ომში დამარცხებული ან მოტაცებული ტყვეები წარმოადგენდნენ, ახლა პირიქით, იქით იხდიან ფულს და კარგადაც იწვრთნებიან, რათა როგორმე მოხვდნენ თანამედროვე მონათა ბაზარზე გასაყიდ საქონლად... აბა როგორ გინდათ, ბაზარზე მოხვედრა ფული ღირს ძმაო.
და გამარჯვებულიც იქნება: Mისს ბიკინი და Mისს ფიტნესი, Mისს თეძოები და Mისს გულმკერდი (სილიკონით ჯერ დაუმახინჯებელი), საბოლოოდ კი Mისს ურცხვობა და გათახსირება. გოგონები კი ზოგი უხერხული, ზოგი განგებ გამომწვევი, მაცდური ღიმილით (იმიჯის ,,უნივერსიტეტებში” ნასწავლი ღიმილით – ასე უფრო მომხიბლავია) ცდილობენ დაფარონ თავისი სიშიშვლე, სულიერი სიშიშვლე და სიდუხჭირე რაღა თქმა უნდა, სხვა პრობლემა მათ აღარ აქვთ. იმიჯ-ცენტრების ფსიქოლოგებმა ნაყოფიერად იმუშავეს, გოგონები და მათი მშობლებიც ,,უკომპლექსონი” გახდნენ და დარწმუნდნენ, რომ სასირცხვილო არაფერია, სილამაზე (თანამედროვე ტერმინოლოგიით - სექსუალურობა) ისეთივე საქონელია, როგორც კონსერვი თუ ხაჭაპური, სიგარეტი თუ ნავთობი. გარეგნობა ნაკლები სიმდიდრეა? ქართველი ქალი ნაკლებად სექსუალურია?
თანაც რა კაი მაყუთს იხდიან მდიდარი ბიძიები?..
Mისს მსოფლიოს კონკურსში რა თქმა უნდა საქართველოც მონაწილეობს, ჩვენ ხომ ცივილიზებული ქვეყანა გავხდით (გავხდით?). იმედი გვაქვს, რომ ჩვენმა მშვენიერმა Mისს საქართველომაც იქნებ Mისს მსოფლიოსაც გამოჰკრას ხელი, გაგვიცნობს მთელი დუნია. მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდება. Mისს საქართველო ვერ გაიმარჯვებს ასეთ კონკურსში, რადგანაც, როგორც ეს კარგად ჩანს ხოლმე პლაჟზე გამართულ ,,ჩვენებებშიც” კი, ჩვენი გოგონები მაინც უფრო მოკრძალებულ პრინცესას ჩამოჰგავენ და უმეტესწილად ,,კუპალნიკშიც” კი კდემამოსილნი გახლავთ, განსხვავებით მათი ერთობ თამამი უცხოელი კოლეგებისგან, რომელთა პროფესიული (ანუ უტიფარი) მიხვრა-მოხვრა უთუოდ დაამშვენებს... მმმ... თუ რას დაამშვენებს, ეს თქვენ გადაწყვიტეთ პატივცემულო მკითხველებო.
რა მოხდა ასეთი, ხომ ლამაზი სანახაობაა ეს კონკურსები? შეიძლება მართლაც ლამაზია, მაგრამ რატომ გვეუფლება ამ ჩამორჩენილ ქართველებს უცნაური შეგრძნება. ასე მგონია ადამიანის ღირსების დამამცირებელია გოგონათა შეჯიბრი სილამაზეში. ჟიურის ზოგი სახელგანთქმული წევრი კი იტყვის ხოლმე, რომ შინაგან სილამაზეს ვეთაყვანებიო, მაგრამ ხომ ფაქტია _ სილამაზის კონკურსზე გარეგნობა და ურცხვი (ახლა, რომ უკომპლექსობა ეწოდება) მანერებია გადამწყვეტი. და რა დროს ტრადიციებზეა საუბარი.
საქართველოში აღარ ახსოვთ ტრადიციები? თავად განსაჯეთ.
ყოველწლიურად ზარზეიმით გვჭრის ხოლმე თვალს საქართველოში ჩატარებული მსოფლიო სილამაზის კონკურსის შესარჩევი ტურნირები, თანამედროვე მონების ბაზრები, ლამაზი გოგონების ბაზრები. თვალს უნდა უხაროდა ამდენი ლამაზი გოგონას ხილვა, მაგრამ _,,... რაც უფრო მშვენიერი ხარ, მით უფრო მეტად მიკვდება გული...”
დაგოგმანებენ მშვენიერი ქართველი გოგონები პოდიუმზე (ოჰ, რა იდუმალი სიტყვაა – პ-ო-დ-ი-უ-მ-ი, რატომღაც პანელის ასოციაციას რომ იწვევს), ჩვიდმეტი-თვრამეტი წლის უმანკო არსებები, ჯერ დედის რძეც, რომ არ შეშრობიათ ტუჩებზე და შიშველ-ტიტველნი თავს აწონებენ თავშეყრილ საზოგადოებას. საზოგადოება კი მუშტრის თვალით აფასებს საქონელს, ვის როგორ თეძოები თუ მკერდი აქვს, რამდენად გრძელი ფეხები და მიხრა-მოხრა, როგორი ,პარამეტრები”, შეეფერება თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს _ 90-60-90 _ აბა, ვინ მეტი და ვინ ნაკლები, ვინ რამდენს იხდის, აუქციონი გრძელდება...
გოგონებს მხოლოდ ერთი პრობლემა თუ ჰქონდათ _ საუკეთესოდ წარმოადგინეს საკუთარი შესაძლებლობები? კარგად თუ დაანახეს ,,კლიენტებს” რა გლუვი კანი აქვთ და იდუმალი მზერა, ალისფერი ტუჩები და კბილები ,,ვით მარგალიტი წყობილი”, გაბზეკილი კურტუმო და სექსუალური მანერები, ვაითუ ვერ მოაწონეს თავი ,,კომპეტენტურ ჟიურის”, სინამდვილეში ვამპირებს, ნორჩ არსებათა უმანკოების ვაჭრობით, რომ იშენებენ ,,ოქროს სარაიებს”.
ეს იმიჯ-ცენტრები და სააგენტოები (რა ზედგამოჭრილი სახელია) თურმე სრულიად ახალ სიტყვას ამბობენ გოგონების დაკვალიანებაში, მათ მიერ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნაში. აქ, ამ სააგენტოებში, ვერც კი წარმოიდგენთ, თურმე ასწავლიან მანერებს, სიარულს, საზოგადოებაში თავის დაჭერას, ,,ლამაზი ქალის თვითდაჯერებულობას”. ბედნიერ და მომავალ მოდელებს ტვინში ჩაუჭედავენ _ ,,ეს ყველაფერი ეხმარება ადამიანს ცხოვრებაში”. სიარულისა და მანერების სწავლა? სხვა არაფრის სწავლა არაა საჭირო? ოჯახში არ ასწავლიან საზოგადოებაში თავის დაჭერას? ახლა ისევ გამოცოცხლდა ერთ-ერთი ამ იმიჯ-ცენტრთაგანი. ტელერეკლამა გვამცნობს, რომ ,,თუ გსურთ გახდეთ ფოტომოდელი და დაიპყროთ პოდიუმი, გაგიცნოთ მსოფლიომ...” სასწრაფოდ უნდა მიბრძანდეთ იმიჯ-ცენტრში და დაეუფლოთ ამ ,,ურთულეს” ხელოვნებას. თან ვხედავთ, როგორ ვარჯიშობენ მომავალი თუ უკვე პროფესიონალი მოდელები. ერთი სცენა განსაკუთრებით ,,თვალწარმტაცი” გახლდათ _ იასამნისფერ-პერანგიანი ბედნიერი გოგონა აღფრთოვანებული გვაჩვენებდა მოშიშვლებულ მკერდს. აქვეა კადრები თუ როგორ დახტუნავენ 8-10 წლის ბავშვები, ვარჯიშობენ პოდიუმის მომავალი ვარსკვლავები, მოდელის ხელოვნებას ხომ ბავშვობიდანვე უნდა დაეუფლო... ბავშვობაშივე გა-მო-დე-ლე-ბუ-ლებს მერე რა აღზრდა უშველის, სწორედ ამიტომ უკვე 5 წლის ასაკის ბავშვებსაც კი იწვევენ პოდიუმის სკოლაში.
იმიჯ-ცენტრები სხვა რამესაც ასწავლიან, მაგალითად _ პოზიორობას. შარშან ერთმა კარგად დაფინანსებულმა ქართულმა გაზეთმა გოგონების ფოტოკონკურსი ჩაატარა. კონკურსი რამდენიმე თვე გრძელდებოდა. გოგონები, ცხადია, პრაქტიკულად ტიტვლები იყვნენ, სხვადასხვა ,,საინტერესო” პოზებში, წესიერი (ფუჰ, რა ჩამორჩენილი ცნებაა) გოგონები ფიქრადაც, რომ ვერ წარმოიდგენდნენ. რას იზამ, სურთ თანამედროვე გოგონებს საქვეყნოდ გამოფინონ თავიანთი მშვენებანი, ის საიდუმლო, რომელიც მხოლოდ მეუღლისათვის უნდა მიეძღვნათ საქორწინო სარეცელზე, საბაზრო საქონელი გამხდარა. ამ ,,ფოტოკონკურსში” 13 (ცამეტი!) წლის გოგონებიც კი მონაწილეობდნენ, ბიკინით, კამა-სუტრას პოზებში, მიბნედილნი და სექსუალური გამომეტყველებით...
იფიქრებ კაცი, პატრონი არ ყავს ამ ბავშვებს? არასრულწლოვანთა გარყვნისთვის არავითარი პასუხისმგებლობა არ არსებობს? ამაზე არაფერს იტყვის საქართველოში არსებული ადამიანის უფლებათა დამცველი უამრავი ენ-ჯე-ო?.. არც არაფერს იტყვიან, კვდებიან სიცილით... შეიძლება შემოგვედავონ კიდეც - რა გააჭირეთო საქმე ამ ქართველი ქალით, რა წითელი კოჭი ეგა გვყავს. და საერთოდ ვის გაუგონია ასეთი დისკრიმინაცია ადამიანთა უფლებების საყოველთაო დაცვის ეპოქაში, არაქართველი ქალი სხვა არის? უნდა ჩაიცვამს, უნდა გაიხდის და სადაც უნდა იქ გაივლის – ეს მისი უფლებაა. არ მოგცემთ ნებას დაჩაგროთ ოჯახის არტახებით მრავალტანჯული ქალი, ქართველი იქნება თუ არაქართველი!..
მონათა ბაზარზე აუქციონი გრძელდება, იჩქარეთ ასწავლოთ ცოცხალ საქონელს ,,ლამაზი ქალის თვითდაჯერებულობა!” 5 წლიდან შეიძლება გვიან იყოს, 2 წლიდან მიიყვანეთ... ,,იმ” სკოლაში თქვენი ბავშვები, ნორჩი, ქორფა საქონელი უკეთ ფასობს!
დაბოლოს ორი ამბავი, კარგი და ცუდი.
დავიწყოთ ცუდით. თბილისში ჩატარებულ ერთ-ერთ ,,სილამაზის კონკურსში” მონაწილეთა მშობლებს საჩივრებით აუკლიათ ორგანიზატორები _ აი, ნახეთ, ჩემი შვილი უფრო ლამაზია, _ უჰ, უკაცრავად, _ სექსუალურია და მიეცითო შანსი გამოამზეუროს თავისი ქალური ღირსებები ფართო საზოგადოების წინაშე. საქონელს ხომ კარგი რეკლამა, უფრო სწორად, პრომოუშენი სჭირდება, მერე რა, რომ საქონელი შენი ლამაზი ქალიშვილია. ამიტომ _ აი ნახეთ: რა გრძელი ფეხები აქვს, როგორი თეძოები, სტანდარტული მკერდი...
(...გაგისკდება კაცს გული...)
ისიც კი ითქვა _ ორგანიზატორები არაქართველებს ეხმარებიანო. რაო? ისევ ქართველებს ჩაგრავენ ეს... ეს... სომხები, ებრაელები თუ იეღოველები?!.. ოოო! ასეთი ,,პატრიოტული” მოტივისთვის კი უნდა მიეპყროთ თავისი მაღალი ყურადღება გულდამწვარ პროფესიონალ მამულიშვილებს (საკვირველია, როგორ გამორჩათ).
არაფერი გამოვიდა. ყველაფერი ჩაწყობითააო ამ ქალაქში _ მოთქვამდნენ უსამართლოდ დაჩაგრული ქართველი დედიკოები, თავიანთი ნაფერები ანგელოზებისთვის ბიზნესის ფართო ასპარეზის კარების გახსნა რომ სურდათ (კიდევ კარგი, ვაჟკაცი მამები არ ჩანდნენ ხანჯლებით).
ესაა ცუდი ამბავი, ჩაწყობა რომ ხდება. საქონლის სარფიანად გაყიდვა კი სავსებით ბუნებრივი სურვილია...
საბედნიეროდ არის მართლა კარგი ამბავიც. თბილისში მინახავს მრავალი, კონკურსანტებზე გაცილებით უფრო მოხდენილი და ლამაზი გოგონა, რომლებსაც ფიქრადაც არ გაუვლიათ თანამედროვე მონების ბაზარში მონაწილეობა.
მშვენიერებას ჯერ კიდევ ჰყავს ნამდვილი პატრონი საქართველოში.
ჯერ კიდევ...


უიმედოდ ჩამორჩენილი,
გიორგი ბაღათურია




study

ბმული - http://ka.wikipedia.org/wiki/მის_საქართველო

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გიორგი ბაღათურია   

Back to top Go down
 
გიორგი ბაღათურია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: