არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ზეზვა მედულაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ზეზვა მედულაშვილი   Thu Jun 09, 2011 6:52 pm



Zezva Medulashvili

ზეზვა მედულაშვილი -- https://ka.wikipedia.org/wiki/ზეზვა_მედულაშვილი

ზეზვა ნიკოლოზის ძე მედულაშვილი დაიბადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 1939 წლის 20 დეკემბერს.
1957 წელს „ვერცხლის მედლით“ დაამთავრა არასენდის საშუალო სკოლა და მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავთლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. მესამე კურსზე უკვე ბრწყინვალედ ფლობდა სპარსულს და დეკანატის გადაწყვეტილებით ახლადგახსნილ არმენოლოგიის ფალუკტეტზე გადაიყვანეს.
1961 წელს მისი პირველი თარგმანი დაიბეჭდა ალმანახ „მეგობრობის ცისარტყელაში“.
მისი თარგმანები: სპარსული, სომხური, ტაჯიკური, უზბეკური, თურქმენული, თურქული, ჩეჩნური, რუსული, გერმანული, აზერბაიჯანული ენებიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მისი რედაქტორობით გამოცემულია მრავალი თარგმანი.
1974 წლიდან მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგამნისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.
ზეზვა მედულაშვილი არის პანკისის და დმანისის საპატიო მოქალაქე.

წიგნები
* ქოროღლი (აზერბაიჯანული ეპოსი), თბ., კავკასიური სახლი, 2003, ISBN 99928-71-34-2
* ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათი, თბ. უნივერსალი, 2010, ISBN 978-99941-17-064-5


პრემიები
* ეღიშე ჩარენცის პრემია, 1986
* ივანე მაჩაბლის პრემია, 1987
* ღირსების ორდენი, 2001
* საბას პრემია, 2004 აზერბაიჯანული ხალხური ეპოსის „ქოროღლის“ თარგმანისათვის - http://saba.com.ge/books/details/184
* ნაჯაფ ნაჯაფოვის პრემია, 2008
* პრემია საგურამო, 2011 (თარგმანებისათვის) -- http://24saati.ge/index.php/category/culture/2011-11-13/21611




ბმულები:
* http://biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=მედულაშვილი ზეზვა
*




ავტორი: საიათნოვა
გამომცემელი: კავკასიური სახლი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2005
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 215
ფასი: 9.10 GEL
ISBN: 99928–71–76–8

საიათნოვა ცნობილი თბილისელი საზანდარ–მომღერალი იყო, რომლის ლექსებიც სამ ენაზე– სომხურად, აზერბაიჯანულად და ქათულად არის შემონახული. ამ წიგნში ისინი თარგმნა და რედაქცია გაუწია ზეზვა მედულაშვილმა.

ბმული - http://ligamus.iliauni.edu.ge/index.php?route=product/product&product_id=214



study


Last edited by Admin on Sun Oct 23, 2016 8:43 pm; edited 13 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზეზვა მედულაშვილი   Thu Jun 09, 2011 7:00 pm

ბონდო არველაძე

"ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათი"

გამოვიდა აზერბაიჯანული ბაიათების ქართულ თარგმანთა კრებული "ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათი", შესრულებული ცნობილი პოეტისა და მთარგმნელის ზეზვა მედულაშვილის მიერ.
მას ქართველი მკითხველის წინაშე წარდგენა არ სჭირდება, რადგან აგერ ოთხი ათეულ წელზე მეტია ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწევა. მართალია სრულყოფილად ფლობს აღმოსავლურ ენებს - თურქულს, სპარსულს, არაბულს, მაგრამ ძირითადად თარგმნის აზერბაიჯანული და სომხური მწერლობის ნიმუშებს. ამ ორიოდე წლის წინათ ქართულად თარგმნა საიათნოვას აზერბაიჯანული და სომხური ლექსები და კრებულად გამოსცა. კრებულში შესულია აგრეთვე საიათნოვას ქართული სიმღერები. ასე რომ ეს კრებული საიათნოვას პოეზიის პირველი სრული ქართული კრებულია. ამ გამოცემას შევეხმიანე საკმაოდ ვრცელი რეცენზიით, რომელშიც საგანგებოდ აღვნიშნე - თუ საიათნოვა გენიალური აშუღია, მაშინ ზეზვა მედულაშვილმა მოგვცა მისი პოეზიის კონგენიალური ქართული თარგმანი. ეს აზრი დავასაბუთე კიდეც. მასვე ეკუთვნის ოვ. თუმანიანის, ავ. ისააკიანის, ჰრ. მათეოსიანის და სხვა სომეხ კლასიკოსთა ნაწარმოებების მთარგმნელობითი ოსტატობით შესრულებული თარგმანები. ამჯერად მათ განხილვას არ ვაპირებ, ეს ახლო მომავალში მაქვს განზრახული. ახლა კი მსურს ვესაუბრო მკითხველს ზეზვა მედულაშვილის მიერ აზერბაიჯანული ხალხური პოეზიის ზოგიერთი ნიმუშის ქართულ თარგმანებზე. ამ მხრივ, პირველ რიგში აღსანიშნავია მის მიერ აზერბაიჯანული ეპოსის "ქოროღლის" ქართული თარგმანი. იგი გამოვიდა ორ ტომად, 2007 წელს. იმდენად, ბუნებრივად აქვს შერჩეული და მისადაგებული ქართული ხალხური ლექსის რიტმული და რითმული ჟღერადობა და პოეტური სისადავე, რომ თარგმანი ქართული ორიგინალური ეპოსის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს კი, ვფიქრობ, მთარგმნელის დიდი გამარჯვებაა, რაც მისასალმებელია მაგრამ ზეზვა მედულაშვილისგან გასაკვირი არ არის, რადგან მას ქართველი მკითხველი და ლიტერატურული საზოგადოება განებივრებული ჰყავს ასეთი შესანიშნავი თარგმანებით. ამიტომ, ბუნებრივია, ეს თარგმანი საზოგადოებამ მოწონებით მიიღო, რაც აღინიშნა მისი განხილვის დროს "კავკასიურ სახლში". აქვე მსურს ქართველ მკითხველს ვამცნო ერთი უნიკალური, სასიამოვნო ფაქტი: ზეზვა მედულაშვილი არის ერთადერთი მსოფლიოში, ვინც ეს ვრცელი მოცულობის ეპოსი აზერბაიჯანულად და ქართულად თავიდან ბოლომდე ზეპირად რომ იცის.
ზეზვა მედულაშვილის თარგმნილი აქვს აგრეთვე ნიზამის, ფიზულის, ვაგიფის, აშუღ ალის, მ. არაზის, ი. მამედოღლის, სამედ ვურღუნის, ვ. ჰაჯილარის და სხვა აზერბაიჯანელი კლასიკოსი პოეტების ნაწარმოებები. ამ თარგმანებში - "აზერბაიჯანული და ქართული სული ფაქიზად არის ურთიერთშერწყმული" - როგორც სწორად აღნიშნა ნიჭიერმა თანამედროვე აზერბაიჯანელმა მწერალმა რაფიგ გუმბათმა,ზეზვა მედულაშვილმა თავი მოუყარა მის მიერ შესრულებული აზერბაიჯანული ბაიათების ქართულ თარგმანებს და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ფინანსური დახმარებით, წლეულს ერთ კრებულად გამოიცა. ვინაიდან იგი აღმოსავლეთმცოდნეა სათაურიც აღმოსავლური შეურჩია და უწოდა - "ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათი". თანაც, ამით მიანიშნა აზერბაიჯანული ბაიათის აღმოსავლური წარმომავლობა. კრებული ორენოვანია და მკითხველს შეუძლია თარგმანი შეუდაროს დედანს და განსაჯოს მისი მხატვრული ღირებულება.
ვიდრე კრებულში შესული თარგმანი ბაიათების შესახებ ვიტყვი, უპრიანი იქნება ორიოდე სიტყვით ამ ჟანრის შესახებ მოვახსენო მკითხველს. ბაიათი ძალზე პოპულარული იყო X|||-X|||| ს.ს. აზერბაიჯანულ და საერთოდ თურქულენოვან სამყაროში. მასში ხალხს ჩაქსოვილი აქვს სედვა თუ სიხარული, სიყვარული თუ სიძულვილი, ცხოვრებისეული ხალხური სიბრძნე. სახალხო აშუღები დღენიადაგ მღეროდნენ და ბაიათი იყო აზერბაიჯანელი ხალხის დარდისა და შვების წამალი. რაც შეეხება ბაიათის პოპულარობას, ეს პოპულარობა განაპირობა მისმა ხალხურობამ და სადა სალექსო ფორმამ.
გარდამავალი პერიოდის ქართულ პოეზიაშიც აქა-იქ გამოჩნდა ბაიათი. ამ სალექსო ფორმის მიხედვით წერდნენ ბესიკი, ბატონიშვილები, ალ. ჭავჭავაძე და სხვ. მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდა და გავრცელება ვერ ჰპოვა.
ახლა, რაც შეეხება კრებულს "ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათი" და მასში შეტანილ თარგმანებს ზეზვა მედულაშვილს შესრულებული აქვს შვიდმარცვლიანი საზომით თუმცა ნაწილი კი რვამარცვლიანით, რომელიც ქართულ ყურს ბუნებრივად ესალმუნება. ერთი შეხედვით, ეს სადა სალექსო ზომით შექმნილი ბაიათის თარგმნა თითქოს ძნელი არ უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის. იგი სტრუქტურული აღნაგობით საკმაოდ რთულია და დიდ მთარგმნელობით ოსტატობას მოითხოვს. დედნის ბოლო ორ სტრიქონში ჩადებულია ძირითადი აზრი, პირველ ორ სტრიქონზე მოდის სარითმო საყრდენი ანუ ეს არის მუსიკალური შემზადება ბოლო ორ სტრიქონზე გადასასვლელად. პირველ ორ სტრიქონს აზრობრივი წინამავლის ფუნქცია აკისრია. მასში გამოთქმული აზრი ხშირად არ უკავშირდება ბოლო ორ სტრიქონში გატარებულ აზრს. ერთი სიტყვით მთარგმნელი სრულიად უნდა ფლობდეს ამ სალექსო ზომის ყველ ნიუანსს და დედნის შეკუმშული აზრის აფორიზმად გადმოტანის ხელოვნებას.
ზეზვა მედულაშვილი ყოველივე ამ კომპონენტს შესანიშნავად ფლობს და იყენებს კიდეც. აღარას ვამბობ ორივე ენის სიღრმისეულ ცოდნაზე, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მთარგმნელის წარმატება. იგი ორიგინალის შინაარსსაც იცავს და შეიძლება ითქვას ახალ პოეტურ რეალობასაც ქმნის. ამის ნიმუშებად გამოდგება ნებისმიერი ნათარგმნი სტროფი.

ბედი მექცევა ჩარჩივით,
რა ვქნა, ბედია, არ ვჩივი,
მიმინო ვიყავ, დავბერდი,
ღაჟოს ხვდა ჩემი არჩივი.


ამ კრებულში შესული აზერბაიჯანული ბაიათების ქართულ თარგმანთა პოეტური ღირსებების შესახებ კიდევ ბევრის თქმა შეიძლება მაგრამ რაც ითქვა, ვფიქრობ, იმითაც ნათლად ჩანს ამ თარგმანების მაღალი მხატვრული დონე და მთარგმნელის ოსტატობა.

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 2010-11-25

ბმული - http://www.open.ge/index.php?m=12&y=2010&art=21606


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზეზვა მედულაშვილი   Thu Dec 27, 2012 11:26 pm

ზეზვა მედულაშვილი

***
გულო, ერთხელაც დაიღვენთები,
როგორც სანთელი ქარში დაღლილი,
ერთხელ მოგთხოვენ პასუხს ღმერთები,
გაილესება შენზეც მახვილი.
ნუ შემიდრკები, ძვირფასო, მაშინ, –
ვალი ვალია და შენც ივალე,
ჭირში თუ ლხინში, მზეში თუ ქარში,
ძმობილო, ჩემთან მოხეტიალევ.
ყველას ხვედრია, ყველას თან დასდევს
ის ძველი ცელი პირჟანგიანი,
ჩვენც შევერკინოთ, არ დავუზავდეთ
წყალობას ნუ ვთხოვთ, – კრიჟანგი არი.
ჯერ კი, ხომ მივქრით... და რჩება უკან –
გზა ცაზე, ზღვაზე, მთაზე, ვაკეზე,
გვხიბლავს სიჭრელით სამყაროს რუკა
და გიჟ ოცნებებს სრბოლად აქეზებს.
ფიქრთა და აზრთა საზღვართა მიღმა
გვახეტიალებს ბოშა ოცნება,
ჩვენივ თავს ვეძებთ ჩვენ სხვათა მიღმა,
ვერ გვიპოვნია და... გვეოცება.
ვესწრაფით, ვჩქარობთ, ვრჩებით და ვუსწრებთ,
დარი ხან დარობს და ხან ავდრდება.
დრო კი ხევს ჩვენი სიცოცხლის ფურცლებს
და შორეული ახლო მთავრდება.
ვეძებთ ცხადლივ და ვეძებთ ანდეზე,
ბედი კი სწორეს გვიმრუდებს მუდამ,
ვკეცეთ, ვკეცეთ და ვეღარ დავკეცეთ,
უკან გაფრენილ გზებს დავრჩით უკან.
მაინც მგელივით მუხლი შაიბი,
გადი, გამიყვა, მოგდევ, იარე,
ბეწვის ხიდებზე იმუშაითე,
ჩემო ძმობილო, ჭირმოზიარევ.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზეზვა მედულაშვილი   Thu Dec 27, 2012 11:28 pm

ზეზვა მედულაშვილი

კითხულობს ავტორი -- http://medulashvili.ge/wp-content/uploads/2013/01/adgilis-dedis-monatreba.mp3

ადგილის დედის მონატრება

თვალს მიცემს ჩემი სავენახეთი,
აგრემც მოვუკვდე, ვეღარ დავხედე.
კაი ხანია, ჩემი კახეთი
გემოზე ვეღარ მოვიკახეთე.
კაი ხანია, სევდით მორჩილით
შევიტკბე ჟანგი, მტვერი, ნეონი
და მახრჩობს გულზე ჯავრად მოჯრილი
ვერმოგებული სანაძლეონი.
კი, ჩემი თავი ენაცვლოს შოთას,
პუშკინს, ნიზამის, რაბლეს თუ ლი ბოს.
მაგრამ დღეს გული
სხვაგვარად შფოთავს,
მონატრებული მშობლიურ ლიბოს.
ვენაცვლე სხვათაც _ ხაიამს, დანტეს,
პელეს, პიკასოს, ტალს თუ კარუზოს,
მაგრამ ეს გული შარაზე დავდე,
გავხადე ქვეყნის სატარტაროზოდ.
შორს კი საზღაპროდ ღუის ბუხარი,
პაპას ულვაშზე კვამლი კიდია,
სარკმელში მოსჩანს ბლის ხე მწუხარი
და წეროები სამხრით მიდიან.
დამდევს სიზმარში პატარა სახლი
და გაღრეცილი ლასტის ჭიშკარი,
ძველი ბეღელი და ბეღლის მაღლით
გაჭენებული ცაზე ცისკარი.
ოჰ, ის კისკასი პატარა ბიჭი,
თუშური ქუდით პეპლის მდევარი!
ოჰ! მოტეხილი იმისი კიჭი,
ოჰ, მოპარული ყურძნის მტევანი!
გარდახდა ჟამი, იძალეს წლებმა,
ახლა ყოველი უკვე შორს Oარი,
ძნელდება დროსთან ხელდახელ შებმა, _
`მოდის ყიჟინით, როგორც კორსარი!~
და მაინც გული გულობას ჰბედავს,
ბალღობის მადლით ნათელმოსილი,
მე ჩემ საყვარელ ადგილის დედას,
ვერ მოვშორდები ანთეოსივით.
მეძახის კვლავაც პატარა სახლი,
ჩემი ოცნების თავშესაფარი,
შორით ციმციმებს, მიხმობს და დაღლილ
სულში შემოდის, როგორც ზღაპარი.


Last edited by Admin on Sat Nov 30, 2013 9:37 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზეზვა მედულაშვილი   Thu Dec 27, 2012 11:29 pm

ზეზვა მედულაშვილი

მტერ-მოყვარეებს


რაც კი რამ მწამდა, ყველა გაწამდა
წელთა და წამთა შავი ჭორებით.
ვისგან და როგორც გული გამწვავდა,
ყველას უკლებლივ გეამბორებით.
რისი ამბორი! გკოცნით და გტლოშნით,
ვინც გამათეთრეთ თქვენი სიშავით,
ვინც ჩემს დაქანცულ და ისეც მოშლილ
სულს თითო მაინც დასდეთ ნიშანი.
ვინც მხვდებით დღეს და მხვდებოდით გუშინ
დადარაჯებულ სიტყვით, ღიმილით _
ყველას, სულ ყველას გისტუმრებთ გულში
ძველ სიყვარულით, თუმც სიმძიმილით.
ლექსი თუ გული, ძმობა თუ გრძნობა,
ლუკმა თუ აზრი თქვენ გიწილადეთ,
დავკარგე ცნობა, დაგწამეთ ბრძნობა,
და თავსა ზედან დაგსვით პილატედ,
თქვენ ჯვარზე გაკვრა არ გიჭირთ სხვისი,
გიყვართ სხვის ბედზე ხელის დაბანა,
თქვენი საქმეა ქირქილი მქისი,
თქვენ კარგად იცით ეს ანაბანა.
თქვენ გამიმრავლეთ თმაში ჭაღარა,
ეს თქვენგან ვისხამ შუბლზე ნაოჭებს,
თქვენმა სამსალამ გული დაღარა,
თქვენ გამისტუმრებთ სასაფლაოზე,
ხომ დამადევნებთ ნიანგის ცრემლებს.
ხომ ასრულდება თქვენი მიზანი!
და მაინც ყველას მე შემოგევლეთ,
და მაინც ყველას კოცნას გიგზავნით,
შეღონებული თქვენი ელდებით,
მალე გავხდები ზეცის ხიზანი.
მე გაპატიებთ! ნუ აღელდებით!
მე ჰაეროვან კოცნას გიგზავნით!

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზეზვა მედულაშვილი   Thu Dec 27, 2012 11:31 pm



ზეზვა მედულაშვილი

ღამე მინდორში

ფეხი ჩაუცდა ქარაფში
მზეს სამყაროის აეშაგს,
სისხლის ცრემლებით ტიროდა,
დაისი ჰგავდა კაეშანს...
და ბინდი გორაკებიდან
ოლისპირებზე დაეშვა.
თიბვას მოვრჩი და საღამოც
შემომეპარა ვით რული.
ცა დაემგვანა სპარსულ ნოხს –
სხივშეოჭვილი, მდიდრული...
სოფლისკენ გამოვეშურე,
მათრობს ეს ღამე მინდვრული.
თვალს ჩამიკუჭავს ვარსკვლავი, –
მესაყვარლება თუ მრისხავს?
როგორ მომნახა მიწაზე,
ვით შემამჩნია მწუხრის ხანს.
ალბათ, რომ შევტრფი, მიმიხვდა,
გაიგო, გაიგულისხმა.
ჯერ მბნედავს მისი კრიალი,
ახლა – ბალახის სურნელი,
თიბათვის ღამის შიკრიკი –
ნიავი მოჰქრის სულ ნელი.
ჩემ შორიახლოს, ოლედან
შინ მიჭრიალებს ურემი:
ბედს რომ დამპირდნენ, აქედან
წასვლას არ მოვისურვებდი.
მიდის ნიკორას სიზანტით
ურემი თივანადები.
შე დალოცვილო, ვარსკვლავო,
მეურმეს მიანათებდი!
მეურმევ, ხარიმც გაგიწევს,
გადაგვიშალე დარდები!
გასახარელიც ხომა გაქვს,
სევდაც გექნება რამდენი!
დაიბუბუნებს ურმული,
გაეკიდება ვარსკვლავებს, –
გედი დაეცა დაჭრილი,
თუ ეს მინდორი კანკალებს!
მე ამ ურმულმა გამზარდა
და გრძნობას ის მიანკარებს.
ვისმენ და გამაჟრიალებს, –
გულმა რა გაიხალისა!
მეურმის ღუღუნს ავყევი
(მეც ავმღერდები ხანდისხან),
მივყვები ყანის ნაპირებს,
ნაჩლიქარს სურმა ხარისას.
დავლანდე ჩემი სოფელი,
მაგრამ შინ წასვლა არ მინდა.
გულმა გაგლიჯა, გასწია,
გალაღდა, გაიამინდა,
გადაჰყვა მწყერის ჭუკჭუკსა
და ვარკვლავებთან აფრინდა.
ო, ამ დუმილში ჩამძირა,
მომასმენინა ურმული,
ზედ მაცვიოდეს ვარსკვლავი –
მინათოს ჩამობურული, –
არც მინდა თქვენი დიდება,
არც თავზე დაფნის ბულული!
შინ რა წამიყვანს! ამ ღამეს
აქ, მუხის ძირას გავათევ!
ო, მშობლიურო ველებო,
მაგ თბილი სუნთქვით გამათბეთ,
სიოვ, შენ დამინანავე,
ვარსკვლავო, გადმომანათე!



Last edited by Admin on Sun Oct 23, 2016 8:42 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზეზვა მედულაშვილი   Thu Dec 27, 2012 11:32 pm

ზეზვა მედულაშვილი

შეხვედრა ძველ მუზასთან

ნეტავ საით გაფრინდნენ
ჩვენი თეთრი მერცხლები,
საით გადაიჩეხნენ
სიყვარულის მეწყრები.
ვაი, როგორც გაცივდა
გული ნაბურბურალი,
ვისთვის, ვისად გესმოდა
ჩემი ნაბულბულარი.
ახლა არის გვიანღა
ნაცრის ანაღვერდლება,
იმ პირველი სიმღერით
გული არ ამღერდება.
ახლა ჩვენს შავ გიშერსაც
შეჰპარვია ვერცხლები,
გადამქრალან უკვალოდ
გულის ის ნაპერწკლები.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზეზვა მედულაშვილი   Thu Dec 27, 2012 11:35 pm

ზეზვა მედულაშვილი

წერილი სიყრმის მეგობარს სოფელში

"შუაღამეა, შემოემარცვლა,
ჩამოეთვალა ყინულს მძივები,
ერთი სიზმარი მაქვს სანახავი,
თორემ ეხლაც არ დავიძინებდი"
ასკემო


ჩვენ აპრილებმა მოგვინარეკლეს,
კახეთის ცამ და ვარსკვლავთ მწყემსობამ,
მზეს ვადიდებდით ცვარში არეკლილს
და ბალახების ენა გვესმოდა.
არ მოგვაკლებდა ლექსის საფანელს
ვაზის ცრემლი თუ ატმის რტოები,
ნოემბრის ბურს და იანვრის ფანტელს
მოსდევდნენ ჭრელი აგვისტოები.
ხანა გვცეცხლავდა ცისკრის ცახცახი,
ხან ობლის სევდა, გაუმხელელი,
ვერდაბრუნებულ მამილოს სახე
და ნაჯაფარი დედის ხელები.
ხანაც იისფრად იშვებდა სული,
მოსთქვამდა ნაზი ტრფობის ებანი,
სულს გვიშფოთებდა თეთრი ასული
და ალისფერი მოგონებანი.
მაგრამ... მზეჭრელში ფერთა თამაშით,
სიზმრებს შეერთო ჩვენი მიზნები
და ცხრათა ძმათა დაი ლამაზი
დევთაგან ვერა, ვერ დავიხსენით.
არ ვთქვათ: "თევზივით რიყეზე შევრჩით!"–
ჯერ ხომ მზე მაინც ღუის ვარდივით,
ჯერ ხომ გვაფეთებს ღრუბელთა ტევრში
მთვარე ყაჩაღად გამოვარდნილი.
ჯერ ხომ გვახარებს მზის პირის ბანა
და ცისარტყელა ფარშევანგული,
ჩვენი ლამაზი სოფელ-ქვეყანა
მიმინოსავით მხარშემართული!
მაშ, ნუღა შეგვძრავს სევდა ფარული,
გულს ნაღვლის ხიჭვი ნუ დაგვესობა,
ჯერ ხომ კიდევ გვწვავს იმ სიყვარულის,
მზისა და ლექსის უმაღლესობა!
ერთურთს ვახაროთ რწმენა ახალი,
რომ ვიძინებდეთ ერთი იმედით:
"ერთი სიზმარი მაქვს სანახავი.
თორემ ეხლაც არ დავიძინებდი".

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზეზვა მედულაშვილი   Sat Nov 30, 2013 10:11 pm



ზეზვა მედულაშვილის მონაყოლი მედულაშვილებზე და არაშენდაზე

მე ზეზვა მედულაშვილი ვარ. მინდა, რამდენსაც შევძლებ და როგორც შევძლებ, იმ ცოდნით, რაც შემომრჩა პაპა-ბებიებისგან ან სხვა ნათესავთაგან, ან ნაცნობთაგან ჩემივე გვარისა და გვარის წარმოშობის შესახებ, რაობისა და სადაობის შესახებ, იმ ცოდნით მოვუყვე ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ყველაფერი.
რა თქმა უნდა, ბევრი რამე სადაო იქნება, ვარაუდებზე იქნება დამყარებული. მომიხდება ხანდახან ანალიზის გაკეთება ბევრ რამეზე და რამდენად სწორი ვიქნები იმ ანალიზებში, ეგეც სავარაუდო და საფიქრალი იქნება, იქნებ სხვამ უკეთესად შეძლოს, მაგრამ ამ ყველაფერს ჩავწერ. შემდეგ შეიძლება სხვისი დახმარებით, ჩემი ჩარევითაც, იქნებ უკეთ გავშალოთ და უკეთ ამოვხსნათ ბევრი სავარაუდო რამე.
მედულაშვილების ძირი და ფესვი რამდენადაც ვიცი და ვხედავ კიდეც და დადასტურებულიც არის, და მაინცდამაინც ვარაუდიც აღარ არის - ეს არის სოფელი არაშენდა, კახეთში, გურჯაანის რაიონში. დანარჩენი მედულაშვილებიც აქედან არიან გაფანტულები საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ძირითადად - კახეთში. თუმცა, როგორც ვიცი, თუმცა პირადად არავის ვიცნობ, ზესტაფონშიც ყოფილა რამდენიმე ოჯახი და ისინიც ყოფილან გადასულები სოფელ ახალსოფლიდან, ყვარლის რაიონიდან. და ის კაცი, ვინც გადასულა ახალსოფელში ჩემი ნაცნობი ოჯახის, მედულაშვილის, ბასილა მედულაშვილის ძმა ყოფილა. თვითონ ახალსოფლელებს, ძველ გავაზელებს, მიაჩნიათ რომ ჩვენი სოფლის არაშენდის სანახებიდან გადასულან და იქ გამრავლებულან ახალსოფელში. არიან სხვა მედულაშვილებიც, რომლებიც ახალსოფლიდან გადასულან წინანდალში, ოღონდ ისინი უკვე მედოლიშვილები არიან, მაგრამ მედულაშვილობენ. მე ვიცნობდი მამა-შვილს არჩილას და მუზიკანტ კაკოს მედოლიშვილებს. ერთხელ მე შევიარე მათთან წინანდალში მთელი ავტობუსით, მაშინ რაღაც დელეგაციას ვხელმძღვანელობდი, თელავში ჩამოვიარე და ავტობუსით შევუარე მთელი ხალხით. არჩილა აღარ დამხვდა ცოცხალი. კაკო წასული ყოფილა სადღაც საზღვარგარეთ სამუშაოდ. გამოვბრუნდი უკან. იქ ქალებმა იცოდნენ ჩემს შესახებაც, მომიკითხეს კიდეც. მეც მოვიკითხე, ოღონდ, პირადად არავის ვიცნობდი. მედულაშვილობენ ისინი, ოღონდ მედოლიშვილები არიან.
პაპაჩემის იოსებას, იგივე ბუქიას თქმით, თითქოს წინანდლელები პაპიროზაანთი ყოფილან. ისევე, როგორც ზედმეტსახელად ჩვენ მედულაშვილების ერთი შტო შანათიანთი ვართ. არ ვიცი, რამდენად მართალია.
ეხლა იქ, ის არჩილა ძია აღარ არის ცოცხალი. კაკოც დიდხანს არ მინახავს, არ ვიცი ჩამოვიდა, თუ ისევ საზღვარგარეთ არის. მუზიკანტს ეძახიან, ალბათ უკრავს. ის არჩილა ძია აქეთ მამაჩემის ბიძაშვილის ბეჟანა ძიას გადანაჭერი იყო ისე ჰგავდა, ფერით, სახით. ის კაკოც ნანახი მყავს ადრე ახალსოფელში. მედოლიშვილები ახალსოფლელ მედულაშვილებთან ნათესაობენ და ხშირად ჩადიან ერთმანეთთან რელიგიურ დღესასწაულებზე და იქ გავიცანი ახალსოფელში 45-46 წლის წინ წინანდლელი მედულაშვილები არჩილა ძია და კაკო, რომლებიც ჩვენს არაშენდელ მედულაშვილებსა ჰგავდნენ ძალიან, ფერ-ხორცით და შესახედაობით, ის არჩილა ძია აქეთ ბეჟანა ძიას, პაპაჩემის ძმისშვილს ჰგავდა და ის კაკოც, გადაჭრილი ქუჩო მედულაშვილი იყო, ჩვენი - არაშენდელი. ანუ ეს ნიშნავს გენის ერთობას. ეს საკითხი გადაჭრილად მიმაჩნია.
მაგრამ, ეს გვიანდელი საკითხებია, საიდან მოვდივართ, - აი ეს საძიებელია . . . მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ.
შეიძლება ჩვენი გვარი სხვა მსგავსი გვარისგან არის წარმოებული, მაგ. მედულაურებისაგან. ის, რომ მთასთან კავშირი გვქონდა, დიდად სავარაუდოა.
აქვე ორიოდე კმ-ში არაშენდასთან არის სოფელი ფხოველი. ძველი ისტორიული სოფელი იყო, სადაც ეხლა ერთი კაციც არა ცხოვრობს. მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ეს სოფელი ფხოველი და იქვე ზიარიც, არაშენდის საბჭოში შემოდიოდნენ.
ეს ხალხი, ვითომ უგზოობის გამო გადაასახლეს გურჯაანის რაიონში, თვითონ გურჯაანშიც. იქიდან მოკლე ჩასასვლელი გზა არის გურჯაანამდის, არაშენდიდან გურჯაანამდის დაახლ. 10 კმ იქნება, ტყეზე, ბევრჯერა ვყოფილვარ ბავშვობაში, ფეხითაც, ვირითაც.
აქედან მცირე აღმართია ლაკბის ხეობამდის არაშენდიდან, არაშენდის მიმდებარე გვერდზე სოფელს ქოდალას რომ გასცდები, ჩახვალ, ჩაღმართია ლაკბემდე. ლაკბიდან ერთი კმ იქნება ზიარამდის, გადახვალ დაეშვები და გურჯაანამდის არის სულ დაღმართი. სოფელი ფხოველიც იქვეა, გვერდით. ზიარსა და ფხოველს შუა ეხლა მოცარიელებული მინდორია. მახსოვს ბებერი კაკლის ხეები ამ მინდორზე ბავშვობაში, იქ სავარგულები იყო კოლმეურნეობისა მხოლოდ. ამ ადგილს ნანიანს ეძახიან, ქოდალელებიც, არაშენდელებიც, ზიარელებიც და ფხოვლელებიც. საქმე ის არის, რომ ეს ნანიანი, სოფელი უკვე სხვა ადგილას არის, ქვევით კაჭრეთის მიმართულებით. არაშენდის ქვემოთ მობმულია ნანიანი. ეს ბადებს ეჭვს, რომ ნანიანი ჩვენს ქვემოთ, ეტყობა თავის დროზე იქა სახლებულა ზიარსა და ფხოველს შორის. ანუ ეს რამდენიმე სოფელი არაშენდის გარშემო იგივე ფხოველი, ზიარი, ქოდალა, დარჩეთი, არაშენდის ოდნავ ჩრდილო-დასავლეთით. ეს ყველა სოფელი შემოდიოდა არაშენდის სასოფლო საბჭოში. საერთოდ, ყველანი ესენი ამოსულები არიან ფხოვლიდან და ეს ერთიანად იყო საანდრონიკაშვილო, თავადი ანდრონიკაშვილების სამფლობელო. ანდრონიკაშვილები ძმები, გაყრილები, ზოგს ქოდალაში ჰქონდა სასახლე, ზოგს არაშენდაში. არაშენდა დიდი სოფელი იყო. ზოგიერთი რაიონული მაშტაბის დაწესებულება იყო არაშენდაში. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, როცა არაშენდა იყო არა გურჯაანის, არამედ კაჭრეთის რაიონი. კაჭრეთი არაშენდის ქვემოთ არის. ისიც მცირე სოფელი იყო, მაგრამ რაიონული ცენტრი იყო. შემდეგ დაიშალა კაჭრეთი და ისევ გურჯაანს შეგვიერთეს. ეს სოფლები ყველა ერთმანეთს ვიცნობდით, ჩვენი სოფლის სკოლაში სწავლობდნენ ზიარელები, ქოდალელები, დარჩეთელები, ხან ჯიმითელებიც კი. ის კი არა და, იორმუღანლოს, დუზაგრამის თათრებიც კი მაშინ კაჭრეთის რაიონში შემოდიოდნენ 60-იან წლებში და მათაც ბევრს ვიცნობდით. სარაიონო კომისარიატიც კი არაშენდაში იყო მაშინ.
ასე, რომ არაშენდელები ვართ, ძირითადად, მედულაშვილები, ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი გვარი არაშენდაში. როგორცა მსმენია მედულაშვილები ყოფილან ასევე სოფ. მელაანში. ერთი მედულაშვილია ცნობილი, რომელიც მართლა მელაანელი იყო, ხოხობა მედულაშვილი, რომელიც არაშენდაში მოკლეს აქ ჩასაფრებულმა სტრაჟნიკებმა მეოცე საუკუნის 20-იან წლებში. ის ყაჩაღი ყოფილა, თუ ტყის ძმა. მასთანვე იყო პაპაჩემის ძმა ილია მედულაშვილი, იგივე შანათიშვილი. ჩვენი შტო მედულაშვილებში შანათეს შტო ვართ. შანათიანთ გვეძახიან, ვიღაცა შანათე გვყოლია. ამისი ვერსიები არსებობს.
ჯიმითშიც უცხოვრიათ მედულაშვილებს. აქედანვე არიან გადასულები გურჯაანში. ორი-სამი მეც ვიცოდი, რეროაანი იყვნენ, იქით თაგვაანთი მედულაშვილები, გიორგი პაპა იყო აქეთ ჭრიღოაანთ მედულაშვილი. ჭრიღოაანი სახლეულებად არიან დაყოფილი, იყვნენ კვირიანთები, ხოხონაანთები - იგივე თაგვაანთები, ჩვენ - შანათიანთ მედულაშვილები, არიან ჭუკიაანთები. ნანიანში არიან ხარაანთი, ტიტლიკანაანთ მედულაშვილები. სხვებიც ყოფილან. სხვებსაც უნდა შევეკითხოთ, ყველა თავისას რომ იტყვის შემდეგ უფრო მეტს გავიგებთ მედულაშვილების შესახებ.
შესაძლოა რამდენიმე ქართული გვარს ერთი წარმოშობა ჰქონდეს: მედულაშვილებს, მედოლიშვილებს, მედულაურებს, მიდელაშვილებს, მედელაშვილებს, მეგულაშვილებს (თეთრ წყაროში. სოფ. საღრაშენი).

ეხლა რაც შეეხება ჩვენს წარმოშობას, ჩვენ წარმოშობით ფხოვლიდან ვართ. ფხოველი თავის დროზე დიდი სოფელი იყო. ეკლესიაც ჰქონდა. მეცა მაქვს ნანახი ნანგრევები. ადრე წაკითხული მაქვს, სულ სხვა თემებზე ვმუშაობდი მაშინ არქივში და სამეფო აქტებს ეძახიან, რუსეთმა რომ ჩაიბარა (მიიტაცა) ტრაქტატის საფუძველზე საქართველო, იქ ძველი საბუთები ათარგმნინეს რუსულად. ეს აქტები არის არქივში და იქ ამოვიკითხე დისერტაციის მასალებზე მუშაობის დროს. 1802 და 1804 წლებში რომ იყო აჯანყება რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ, მგონი ფარნაოზ ბატონიშვილის თაოსნობით, კონსპირაციული შეკრებები მაშინ ტარდებოდა სოფ. ფხოველში, რომელიც შედარებით ჩაყუჟულია მთებში და შეიძლება ამის გამოც აირჩიეს შტაბად. ამ სამეფო აქტებიდან ჩანდა, რომ შეთქმულები თითქოს გაუყიდია ვიღაც ბოდბელ მღვდელს, შემდეგ ეს აჯანყება ჩაიშალა. ჩააქრეს ყველა აჯანყებები, ასევე 1810 წლისაც.

ასე, რომ ამ ფხოვლიდან ვყოფილვართ ჩვენ. ჩემს ბალღობაში არც ერთი მედულაშვილი აღარ ცხოვრობდა იქ, მხოლოდ ფხოვლის ბოლოს ბაკებიღა ჰქონიათ მედულაანთ და ეძახიან მედულაანთ ყურეს. ბუქია პაპა მედულა ყურეს ეძახდა. ლაკბე მაშინ წყალსავსედ მოდიოდა, კარგი გასადევარი ჰქონდა სოფელს, ტყე გვერდზე იყო, საძოვრებიც იყო. აქ, ალბათ, ანდრონიკაშვილებმა დაგვასახლეს, ერთ-ერთმა ძმამ - ერთი ზიარში იყო, მეორე ფხოველში იყო, მესამე ქოდალაში იყო, ფხოვლელები 4 წლამდე ქოდალის სკოლაში დადიოდნენ და შემდეგ არაშენდის სკოლაში მოდიოდნენ საშუალო სკოლაში. ზიარში 8 წლედი იყო. არაშენდელები ქოდალის წმინდა გიორგში ლოცულობდნენ. ძველი საეკლესიო ჩანაწერებიც იქიდან არის შემორჩენილი.

ასე, რომ ერთხორცი ვიყავით ეს 5-6 სოფელი. არაშენდა ზეგანზე იყო, ფხოველი ხეობაში, დაბლა, ზიარი მაღლა იქით საალაზნოს გადასახედით და აქეთ საივრო გადასახედით. ყველა ერთმანეთს იცნობდა, ნათესაობდნენ, ამხანაგობდნენ. თავადებმა გაყოფისას თავისი ყმები ფხოვლიდან წამოიყვანეს თავ-თავის კარმიდამოსთან ახლოს. არაშენდაში უზარმაზარი შენობა ჰქონდა აბელიანთ (აბელ ანდრონიკაშვილი, ერეკლეს გამზრდელი). ეტყობა პაპაჩემის მამა ბოლოს წამოიყვანა, იმიტომ რომ ამათი მახსოვრობა კარგად ინახავდა ფხოველს. მედულა ყურეში მეც მახსოვს საცურაო იყო, ჩავდიოდით და ვბანაობდით, იქ ბუღლუტს ეძახოდნენ, დაგუბებული იყო, ადრე მორევი ყოფილა. ლაკბეზე ადიოდა გზა-ბილიკი მელაანზე. მაგ. ცნობილი ქართველი მწერალი ნათიძე იყო, რომელიც ერთადერთი მოთხრობით გახდა ცნობილი მოთხრობით „ბნელო“. ფსევდონიმად ჰქონდა მელანია. პაპაჩემის ბებიაც ნათიძე ყოფილა, მაგარი დედაკაცი. გადმოცემით ცნობილია, რომ ქურდები დასცემიან საქონლის გასარეკად, მაგრამ მას ტყვია დაუყრია ბერდენკით და გაუქცევია ქურდები.
ჩვენ მედულაშვილები ვართ, მაგრამ ერთ ნაწილს შანათიშვილებს გვეძახიან, ბებიის გამო, რომელსაც დაარქვეს მეტსახელად შანათე. მაშინ ფხოველში იყო ლაკბისუბანი და პაპაჩემის ბებიას მელაანელ ნათიძეს, რომელსაც თავისმა დედამთილმა უთხრა „შაანათე, სოფიო შაანათეო, რომ საქონელი დაეთვალიერებინათ გომში და ქურდები შეეშინებინაათ“.

თვითონ ეს სიტყვა - ფხოველი რას ნიშნავს. სიტყვა ფხოვი ფშავს ნიშნავს ძველქართულად. ფხოვი საერთოდ ქართულ მთიანეთს ერქვა აქეთ ფშავ-ხევსურეთს. „ფხ“ ძირი მაინც ქართველსა ნიშნავს, ჩეჩნურად - „ფხია“. მოხევესაც ნიშნავს ფხია და ქართველსაც ზოგადად. ფხოვი - ფშავი. მაინც ხევს უკავშირდება, ხევი ნიშნავს მდინარესაც, ჩაღრმავებულ, ჩავარდნილ გამოხრულ ადგილს და თვითონ წყალიც ხევია. ჩეჩნები ფხიას მოხევეს უწოდებენ, ეს ალექსანდე ყაზბეგსაც აქვს ნახსენები; „ფხ“ „ფშ“, ფხოვი, ფშავი, ფშა არის წყარო ფშანი, ნაკადული პატარა. მთიელი - ფხოველი.

ეტყობა ან კომპაქტურად ჩამოსახლდნენ, რაღაცას გამოექცნენ, სისხლის აღებას, ან სხვას, ისევე როგორც ალუდა ქეთელაური თემმა განდევნა. მთა მაინც მწირი ადგილია, დიდი შრომა უხდება იქ კაცს, რომ გაძლოს, თავი და ოჯახი შეინახოს. ჩამოსახლდნენ ბარში.

შეიძლება სოფელი უკვე იყო, ფხოველებიც ჩამოსახლდნენ, შეიძლება ჩამოსახლებულები უფრო მეტნიც იყვნენ, ვიდრე ბარში დახვედრილი ადგილობრივები და დაერქვა ფხოველი სოფელს.

ფხოველი ნახსენები აქვს დავით გურამიშვილს, ლეკებთან რომ მივიდა, რუსის სტანიცაში კაზაკებთან, იქ იგონებს:

„როგორც რომ რუსის კაზაკმა მე ერთმა მამიარაო,
როცა რომ მყვანდა მივლიდა მეც მამაჩემი არაო,
ადგა და გულზე მიმიკრა მკოცნა და ცრემლი ღვარაო,
სწრაფად მოენედ მომგვარა ფხოვლელი იანვარაო“.

მაშასადამე, ფხოველი ნიშნავს ფშაველს, მაგრამ ფხოვლელი ნიშნავს სოფ. ფხოველის მკვიდრს.

მაშასადამე ფხოვლელი აღმოჩენილა რუსეთში, როცა დავით გურამიშვილი გაექცა ლეკებს და იქ დახვდა ფხოვლელი იანვარა.

თუმცა იანვარაშვილებიც არიან; ასევე იაგანაშვილები ცხოვრობდნენ ფხოველში ბევრნი, ბებიაჩემი ნატო იაგანაშვილი იყო და ჩემს ბავშვობაშიც მიხნიას ვიცნობდი იაგანაშვილს, მერე ისინიც გურჯაანში გადასახლდნენ. გამიგია, თითქოს - იანვარა ძიაო ბებიაჩემი ნატოს და ოლა იხსენებდა.

სულ ოთხი-ხუთი გვარი ცხოვრობდა ფხოველში: ძირითადად მედულაშვილები, იაგანაშვილები, ჯავახიშვილები და ჯავარაშვილები.


მახსოვს სკოლიდან ექსკურსიაზეც წავუყვანივართ, გურაზას ქვასთან ფხოველში, დიდი კლდე-ლოდია. ადრე ცნობილი სოფელი ყოფილა ერეკლეს დროს და ადრე. ბოდბელმა მღვდელმა რომ გასცა შეთქმულები, იქ ერთი ფრაზა იყო „ლაკბეზედ შევიყარენითო“. ადრეც ყოფილა ეს სახელები. ლაკბე უერთდებოდა იორს, იორი - ალაზანს, ალაზანი - მტკვარს და მტკვარი - მინგეჩაურის წყალსატევს. თავის დროზე გზა რომ გაეყვანათ ზიარში და ფხოველში, შერჩებოდა ხალხი. ეხლა უკან ბრუნდება ხალხი თავის ძველ საცხოვრისზე და ისევ ძველ მიწებს ეპატრონება. ჩვენი ძველი ხალხი ამბობდა, რომ მედულაშვილებს იქ ზედაშეები გვქონია ფხოველში. იქ იგონებდნენ წინაპრების სულებს და აწყობდნენ ნადიმს. ეხლა უნდა შევკრიბოთ ინფორმაცია ჩვენი წინაპრების შესახებ და არ უნდა ჩამოვრჩეთ ევროპელებს, რომლებმაც ხშირად 7-8 თაობა იციან და შვილებს გადაცემენ ამ ინფორმაციას.

ეხლა, რატომ ჰქვია ჩვენს სოფელს არაშენდა, იმ ვარაუდებზე ვისაუბროთ.
მედულაშვილების გვართან დაკავშირებული კიდევ ერთი ვერსიაა: არაშენდაში ცხოვრობს კიდევ ბაწელაშვილის გვარის ხალხი. მაშინ არაშენდის ტოპონიმებს ვაგროვებდი 70-იან წლებში. ამ გვარის უხუცესმა კაცმა გიო ბაწელაშვილმა (ისემემ) დაახლ. 95 წლის კაცმა მომითხრო წინა საუკუნის 70 წლებში: „შვილო, მე პაპაჩემისაგან ვიცი, და იმან თავის მამისაგან იცოდა, რომ ჩვენა ვართ მედულაშვილებიო. ჩვენა გვყოლია უფროსი წინაპარი ჩვენი შტოს საფუძველდამდები ბაწელა მედულაშვილიო“. როგორც ეტყობა ეს ბაწელა შერქმეული სახელი უნდა იყოს იმ მედულაშვილებისა, გამოცვლის სახელი. „ბაწ“ ნიშნავს ლეკურად, ხუნძურად, ანუ ავარულ ენაზე მგელს. ბაწელაუ ნიშნავს მგლის ლეკვს, რაც, სავარაუდოდ, მეტსახელად დაურქმევიათ ლეკებს იმ კაცისათვის, რომლის ნამდვილი სახელი იმ გიო პაპამაც არ იცოდა. კახეთში ჩვეულებრივი ამბავია მეტსახელის შერქმევა.
ამ გიო პაპამ მითხრა, რომ ეს ბაწელა მედულაშვილი მაგარი კაცი ყოფილაო და „სოფლის შამნახავი“ იყოო, ანუ მოჭირნახულე, ფიზიკურად, მოქმედებით და სიტყვიერადაც ძლიერი ადამიანი. ეს კაცი ყოფილა დაახლ. ზვიადაურივით, სტუმარმასპინძლიდან. გარეთ მავალი კაცი, სოფლის გუშაგი.
რაკი ბაწელა მედულაშვილი ასეთი გამორჩეული კაცი ყოფილა და თვითონ ბაწელაშვილმა გიო პაპამ შემოინახა, ბაწელაშვილების მედულაშვილებიდან წარმოშობის ამ ვერსიას სრული უფლება აქვს იარსებოს. ეს ადასტურებს მედულაშვილების სულ ცოტა ორი საუკუნის ისტორიას ამ გვარით.

ბმული:
* http://medulashvili.ge/?page_id=23

Smile


Last edited by Admin on Sun Dec 01, 2013 8:53 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზეზვა მედულაშვილი   Sat Nov 30, 2013 11:46 pm

ყველა ბავშვს აქვს უფლება თავისუფლად
გამოხატოს თავისი შეხედულებები

პირველი მერცხალი

ეძღვნება ზეზვა მედულაშვილს

არაშენდის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა ჟურნალი
2009-2010 სასწავლო წელი

2002-2003 სასწავლო წელს მეხუთეკლასელებმა შექმნეს ჟურნალი `პირველი მერცხალი~, რომლის მიზანი იყო, ბავშვებს მეტი სცოდნოდათ თავიანთი სოფლის შესახებ: მისი ისტორია, ტრადიციები, ზნე-ჩვეულებანი, ფოლკლორი, ტოპონიმები, ისტორიული ძეგლები. გაცნობოდნენ იმ თანასოფლელებს, რომელთაც ასახელეს სკოლა და სოფელი, გახდნენ ცნობილი და საამაყო ადამიანები.
ჟურნალის პირველი სტუმარი იყო ზეზვა მედულაშვილი - ცნობილი მთარგმნელი, მრავალი პრემიის ლაურეატი, არაშენდელთა საყვარელი შვილი.
ამჯერად ჟურნალი `პირველი მერცხალი~ მთლიანად ეძღვნება ბატონ ზეზვას, რომელსაც 2009 წელს 70 წელი შეუსრულდა. ჩვენ გვინდა მოვეფეროთ მას, ვუთხრათ, რომ ძალიან გვიყვარს და ვამაყობთ მისი არაშენდელობით, რომ ქედს ვიხრით მისი დიდი ნიჭის წინაშე, ვაფასებთ მის დიდ ღვაწლს ქართული სიტყვის განვითარებაში.
ჟურნალს არა აქვს იმის პრეტენზია, რომ იგი სრულყოფილად წარმოაჩენს ბატონ ზეზვას პიროვნებას და შემოქმედებას. ჩვენ უბრალოდ მოვყვებით მის შესახებ რაც ვიცით, დანარჩენი დასკვნები მკითხველისთვის მიგვინდია.
ელისო გილიგაშვილი

წინაპრები

`შანათიანი~ - არაშენდაში ასე ეძახიან მედულაანთ დიდი გვარის იმ განშტოებას, რომლის წარმომადგენელიც იყო ბატონ ზეზვას პაპა - ტიმოთე ანუ ტიმო. `შანათე~ - მისი ბებია, ამაყი და დაუმორჩილებელი ქალი ყოფილა. ეს მეტსახელი კი არაჩვეულებრივი სილამაზის გამო რქმევია. `შაანათაო~, ასე ამბობდნენ თურმე.
ტიმო საშუალო ტანის ლამაზი და ძალიან ყოჩაღი კაცი იყო. ერთხელ ლეკებს მისი საქონელი გაუტაციათ. სახლში მობრუნებულს ეს რომ გაუგია, გამოკიდებია, დაუფრენია ისინი და თავის საქონელთან ერთად მათიც გამოუყოლებია. საერთოდ კი ძალიან გულკეთილი, გულთბილი და სტუმართმოყვარე კაცი იყო.
ბაბო - ნატო იაგანაშვილი, რომელსაც დიდი წვლილი ჰქონდა ბატონ ზეზვას ჩამოყალიბებაში. მას ნადია კნეინას გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული და ძალიან ნაკითხი და განათლებული ქალი იყო. ამ ნაზმა და კაფანდარა ქალმა ახალგაზრდობაშივე დაკარგა თვალის ჩინი, მაგრამ ღრმა სიბერემდე (იგი 90 წლისა გარდაიცვალა) წიგნთან, ლიტერატურასთან კონტაქტი არ დაუკარგავს. მას შვილიშვილები უკითხავდნენ ახლად გამოცემულ საინტერესო ნაწარმოებებს სანაცვლოდ იმ ამაგისა, რაც მას ჰქონდა გაწეული თავისი შვილიშვილებისათვის, სანამ ისინი კითხვას ისწავლიდნენ. მან ზეპირად იცოდა ვაჟა ფშაველას პოემები და აუარებელი ქართული ხალხური ზღაპრები. ულევი მარაგი და ხიბლი ჰქონდა თხრობისა.
სწორედ პაპას და ბაბოს უძღვნა ბატონმა ზეზვამ თავისი შემოქმედების მწვერვალი - `ქოროღლი~, რომელზეც მან მთელი წლები იმუშავა.


მშობლები
არაშენდაში, შანათიანთ უბანში, გზის პირას იდგა პატარა, ნახევრად დანგრეული სახლი. არავინ იცოდა რამდენი ტკივილით, სევდითა და ცრემლით იყო გაჯერებული მისი კედლები. ბევრს დღესაც ახსოვს მის აივანზე მოფუსფუსე ქალი, რომელიც ზოგჯერ ღიღინებდა, ზოგჯერ კი გიტარაზე ან ფანდურზე ამღერებდა ნაღვლიან სიმღერებს სიყვარულზე, რომელიც 16 წლის ასაკში ეწვია და მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდა; `მოღალატე ქმარზე~, რომელმაც მიატოვა, წავიდა ომში და აღარ დაბრუნდა.
`ტიმოანთ ნინა~ - ასე ეძახდნენ სასიამოვნო გარეგნობის, სიმპატიურ მანდილოსანს, რომელსაც ყოველდღე ხედავდნენ სამსახურში - ტუბსაავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე.
მისი სევდიანი და ამაღლებული სიყვარულის ისტორია კი ასე დაიწყო: გთავაზობთ ნაწყვეტს მისი მულის – ქეთო მედულაშვილის მოგონებიდან, `ზამთრის სუსხიანი დღე იყო. ჩემი ამხანაგი გოგო ქაქანით მოვარდა ჩემთან და მითხრა: `ჩქარა წამოდი, კოლას ისეთი ლამაზი გოგო მოჰყავს, მთელი სოფელი გარეთ არის გამოშლილიო~. მე მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი. ის გოგო კი ბაკურციხელი ნინა ლუაშვილი, დეიდაჩემის მეზობელი იყო. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით. მე კისრისტეხით გავიქეცი მათ შესახვედრად. ნინას თან ორი უფროსი და ახლდა. ძალიან მორიდებით მოდიოდნენ, არ იცოდნენ ოჯახი როგორ შეხვდებოდათ. მამაჩემი სახლში არ იყო, დედაჩემმა კი ვიშვიში დაიწყო, როგორ გაბედა ამ სიცივეში გოგოს ფეხით წამოყვანაო. მე გავიქეცი მამასთან მის შესამზადებლად, რადგან იგი წინააღმდეგი იყო კოლას დანიშვნის, ჯერ ბალღიაო. (კოლამ თბილისში დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და კოლმეურნეობაში მუშაობდა მიწათმომწყობად).
მამაჩემმა მშვიდად და ღიმილით მიიღო ეს ახალი ამბავი და მკითხა: `სტუმრები გვყოლია და არაფერი დაკალითო?~ მე კი სირბილით გამოვიქეცი სახლში და ღუმელის გარშემო შეკრებილ დაბნეულ სტუმრებს შევუძახე: `არიქა, სუფრა გავშალოთ-მეთქი~.
შანათიანთ ტიმოს სახლში გვიან ღამემდე ისმოდა სიმღერის და სიცილის ხმა.
დაბადება
დაიწყო სიყვარულით სავსე დღეები. კოლა დღედაღამ მუშაობდა, რომ ოჯახი აეწყო. გაფრინდა თვეებიც და დეკემბრის ერთ თოვლიან დღეს კოლა სამხედრო სამსახურში გამოიძახეს. `კადრში გაიწვიესო~ ასე იტყოდნენ ხოლმე მაშინ. სამხედრო კომისარიატი გურჯაანში იყო. რეგისტრაციის მერე წვევამდელები მატარებლით გადაჰყავდათ თბილისში. მეორე დღეს, 20 დეკემბერს, როცა `არც ერდოზე ორბი იჯდა და არც ყიოდნენ არწივები~ შანათიაანთ უბანში თოფი გავარდა: `ბიჭია, ბიჭიო~ ახმაურდა უბანი. შეგროვდნენ შანათიანთ კაცები. `კოლას როგორ ვახაროთო?~ იკითხეს ბიძაშვილებმა. `არაშენდის ბაქანზე დავხვდები მატარებელსო~ - წამოიძახა ერთმა და მაშინვე მოახტა ცხენს. მატარებელი იქ მხოლოდ ერთი წუთი ჩერდებოდა. ჯარისკაცებით გადაჭედილი მატარებელი ზანტად, ქშენით შემოვიდა ბაქანზე, კოლა მედულაშვილს უხმობდა მხედარი ხმამაღლა. ფანჯრებში გადმოკიდებულმა ბიჭებმა ჰკითხეს: `რად გინდა კოლაო~. `ბიჭი ეყოლა და უნდა ვახაროო~. `ბიჭო ეყოლა, ბიჭი ეყოლა!~ სიხარულის ყიჟინამ გადაუარა ვაგონებს და კოლამაც გადმოიხედა. დაბნეულმა ისღა მოახერხა, რომ ქუდი მოიხადა, გადმოუგდო ბიძაშვილს და უკვე დაძრული მატარებლიდან გადმოსძახა: `ჩემ ბიჭს დაახურეთო!~ მატარებელმა კიდევ ერთხელ ამოიქშინა, ღრმად ამოიოხრა, წავიდა და თან წაიღო ჯარისკაცის აუხდენელი ოცნებები, დაუმთავრებელი გეგმები, შეწყვეტილი საქმეები, უნახავი შვილისა და 17 წლის ცოლის სიყვარული და მონატრება, მახარობელი კმაყოფილი ბრუნდება სახლში, მან თავისი საქმე პირნათლად შეასრულა, სახლში კი მელოგინეს თავს დასტრიალებდნენ მეზობლის ქალები და შანათიანთ რძლები: არსენაული, ქერეჭაული, მამისაური, ბოღლოციაური. ბედნიერი დედა დაჰყურებდა პირმშოს და უკვე ოცნებობდა იმ დღეზე, როცა მისი სიყვარული ჯარიდან ჩამოვიდოდა და შვილი ფეხადგმული დახვდებოდა. `რა დავარქვათო?~ იკითხა ვიღაცამ. `ზეზვაო~ ბრძანა ტიმო პაპამ, რომელმაც ყმაწვილკაცობაში გაიცნო ვაჟა ფშაველა უფროსი ძმის - ილიას მეშვეობით და სიკვდილამდე მისი შემოქმედების მოტრფიალე დარჩა.
არაშენდელებს უყვართ ლეგენდები, მაგრამ ამ ამბავში არაფერია გაზვიადებული და მოგონილი, თუმცა აღარც ის ქუდი არსებობს და არც კოლას ლექსების 2 რვეული იოსებ გრიშაშვილის კომენტარით: `კარგია~. იქნებ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 1939 წელს ცივი ზამთარი იდგა, ხოლო თბილ ოთახში ბედნიერი დედა დაჰფოფინებდა თავის პატარას და ლამაზ-ლამაზი სიმღერებით ართობდა. ახალგაზრდა იყო და ფიქრობდა, რომ მისი შვილი კიდევ ბევრჯერ დაიხურავდა მამის ქუდს, რომ მისი სიყვარული კიდევ მრავალ ლექსს დაწერდა. ვინ იცის... მან ჯერ არ იცოდა რას უმზადებდა ბედისწერა, ის მხოლოდ შვილზე ფიქრობდა ბედისწერა კი ჯარისკაცის ქვრივის მძიმე მანდილს უქსოვდა, ბევრ ტკივილს, სევდას, ავ თვალს, უსიყვარულოდ დარჩენას პირდებოდა, თუმცა ვარსკვლავები ამშვიდებდნენ, რომ ერთადერთი შვილი წაშლიდა ყველაფერ ამას და დედა ამაყი და ბედნიერი იქნებოდა მისით.

ბავშვობა
ცხოვრება კი გრძელდებოდა სიღარიბეში ჩაფლული ხალხი წელში წყდებოდა, დღე და ღამეს ასწორებდა, რომ ფეხზე დამდგარიყო. ამ პატარა სოფელში სამი კოლმეურნეობა არსებობდა, რომელიც თავდაპირველად სასოფლო-სამეურნეო არტელის სახით შეიქმნა: პირველი მაისის, ორჯონიკიძის და სტურუას სახელობის. 3 კოლმეურნეობა, სამი თავმჯდომარე და სამად დანაწევრებული ანდრონიკაშვილებისეულა მამულები. ავის მოლოდინში იყვნენ არაშენდელები. ასეც მოხდა. იმატა ჯარისკაცებით დატვირთული მატარებლების დენამ, იკლო კაცების რიცხვმა სოფელში. სამკალ-სათიბი ქალების ამარა დარჩა. სოფლიდან 10-12 კილომეტრის მანძილზე ღამისთევით წასული ადამიანები ამ მძიმე შრომას მათთვის დამახასიათებელი იუმორით იტანდნენ და უძლებდნენ. სულ პატარა მიზეზი იყო საკმარისი, რომ თითქოს ჩვეულებრივი ამბავი ანეგდოტად ქცეულიყო, ან მასზე კაფიები თქმულიყო.

`გაზაფხულის პირი მოვა,
თან მოყვება ბალახი,
რა კლიოზნიკი კაცია
ყამბარაანთ დალაქი.
სამუშაოზე არ დადის,
ეზარება განაო,
როცა პურის გაყოფაა,
მობრძანდება თანაო.
გაივლის და გამოივლის,
მოუმატებს ხველასო,
ამის სალავა დაიქცეს,
ბევრი ერგო ყველასო.
ჩემ ტომარას გადავხედე,
გულს მომედო გენიაო,
წადი, წიტო, იმუშავე,
ააშენე ბენიაო.~

ხალხს, რომელსაც შეეძლო ქილიკი და კბილის გაკვრა, ასევე შეეძლო უდიდესი სითბო და სიყვარული გამოეჩინა ობოლას მიმართ. იზრდებოდა ბიჭი და ყველა თავს ევლებოდა ცელქ, მაგრამ ალალ, გულკეთილ, ჭკვიან და ნიჭიერ ბავშვს, რომელიც თავის თეთრ ვირზე კი არ ჯდებოდა, დგებოდა და ისე ჩაივლიდა ხოლმე ხევებს სიმღერით.

სკოლა
სკოლის წლები დაუვიწყარია ბატონი ზეზვასთვის. უმამობის მძაფრი განცდა არ ჰქონია იმიტომ, რომ მის გვერდით ათობით ბიჭი იზრდებოდა ობლად. ამ საშინელი ომიდან არდაბრუნებული ბიჭების დანაკლისმა წელში გაწყვიტა სოფელი, მაგრამ მაინც არ დანებდა. ახალგაზრდობა ხედავდა, რომ მარტო შრომით ვერ წაიწევდა წინ, თუ განათლებასაც არ მიიღებდა. იქნებ ამიტომ იყო, რომ დასაბამიდან არაშენდის საშუალო სკოლა თითქმის ყოველ წელს პირველობდა რაიონში უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა პროცენტული მაჩვენებლებით. ან იქნებ იმიტომ, რომ მალხაზ და ივანე ანდრონიკაშვილების და მათი შთამომავლების მშობლიურ სოფელს უფრო ახლოს ჰქონდა შეხება სწავლა-განათლებასა და კულტურასთან. მეოცე საუკუნის დასაწყისში ნადია კნეინას 4 კლასიანი გიმნაზია ჰქონდა გახსნილი და სერთიფიკატებსაც აძლევდა მოსწავლეებს. ანდრონიკაშვილების სოფლიდან წასვლის მერე გაიხსნა დაწყებითი სკოლა, შემდეგ თავადების ერთ-ერთ სახლში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, ბოლოს კი მალხაზ ანდრონიკაშვილის ძირითად საცხოვრებელ სახლში გაიხსნა არაშენდის საშუალო სკოლა, რომელიც ათეული წლების მანძილზე ახლომახლო მდებარე 7-8 სოფელს ემსახურებოდა. ამ წლების განმავლობაში მის კედლებში გაიზარდა მრავალი ექიმი თუ იურისტი, აგრონომი თუ ინჟინერი, ფიზიკოსი თუ მათემატიკოსი, მწერალი თუ პოეტი, აკადემიკოსი, პროფესორი თუ პარლამენტის წევრი. ამ სხვადასხვა პროფესიის და თვალსაჩინო ადამიანთა შორის ზეზვა მედულაშვილს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
მის მიღწევებს საფუძველი სწორედ სკოლის წლებში ჩაეყარა. სწავლობდა ფრიადებზე, ყველა საგანს ხალისით სწავლობდა, მაგრამ ქართული ენა და ლიტერატურა განსაკუთრებით უყვარდა და ეს არც არავის უკვირდა. მონაწილეობდა სხვადასხვა საგნობრივ ტურებსა თუ კონკურსებში, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სიგელი, კითხულობდა ძალიან ბევრს, მაგრამ ეს ყველაფერი არ აკმაყოფილებდა. მას აუცილებლად სჭირდებოდა ხალხთან ყოფნა, იუმორის მოსმენა, ზეპირად იცოდა სოფელში გავრცელებული ყველა ანეგდოტი. ცოტა რომ მოიზარდა იწერდა კიდეც ყველაფერს. იცნობდა სოფლისა და მისი შემოგარენის ყოველ კუთხე კუნჭულს.
ასეთ კოლორიტულ გარემოში სასკოლო ცხოვრებაც კურიოზებით იყო სავსე. `პირველი მერცხლის~ ფურცლებზე დაბეჭდილ ინტერვიუში ბატონი ზეზვა ერთ ასეთ შემთხვევას იხსენებს.
- მახსოვს, ქართულ ენასა და ლიტერატურას ერთხანს მასწავლიდა არაჩვეულებრივი პიროვნება – არჩილ გიოშვილი. მაშინ ქართველ მწერლებთან ერთად ვსწავლობდით რუს მწერალთა შემოქმედებასაც. ერთხელ, სასწავლებლად გვქონდა გორკის ბიოგრაფია არჩილ მასწავლებელმა ააყენა კეშხანა (გივი პიტიურიშვილი) და ჰკითხა გაკვეთილი. `გორკი...გორკი~ დაიწყო მან ლუღლუღი. მე თავი ჩავღუნე და ვუკარნახე: `დაწანწალებდა~ კეშხანამ გაიმეორა: `გორკი... დაწანწალებდა~. ჩვენს უკან იჯდა გივი მეშველიშვილი (ნიკალას ბიჭი). ახლა მან წაიდუდღუნა: `ლილა, ნემსები, ღორის ჯაგარზე~. (იმხანად სოფელში დადიოდა ათასნაირი ჯურის ხალხი, დაჰქონდათ ლილა, ნემსები და სხვა წვრილმანები და ცვლიდნენ ღორის ჯაგარზე) კუშხანამ თამამად ასწია თავი და წარმოთქვა: `გორკი დაწანწალებდა სოფლებში და ლილსა და ნემსებს ცვლიდა ღორის ჯაგარზე~.
ომის შემდეგ წლებში `ლილა, ნემსები...~ კარგა ხანს ისმოდა კვლავ სიღარიბეში ჩაფლულ სოფელში. ვერც კოლმეურნეობების გაერთიანებამ გამოიღო შედეგი. მხოლოდ 1954 წელს მოწეულმა ზღვა მოსავალმა მთლიანად შეცვალა ცხოვრება. წამოვიდა და წამოვიდა წინ ხალხი, გამოვიდა ქოხმახებიდან, ნელა, მაგრამ მაინც შენდებოდა საცხივრებელი სახლები, გაჩნდა მოტივაცია შრომასა და სწავლისათვის იმიტომ, რომ უკვე გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეეძლოთ სტუდენტობის შენახვა თბილისში.

სტუდენტობა
1957 წელს ზეზვამ ვერცხლის მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა. პარადოქსია, რომ რუსულში გამოჰყვა ოთხიანი. გავა წლები და ის რუსულთან ერთად კიდევ 18 ენას ისწავლის. მანამდე კი... ოჯახში მტკიცედ განაცხადა, მთაში უნდა წავიდე მწყემსადო. რა თქმა უნდა, დედის, ბიძების, ბიცოლების მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა და ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე.
სტუდენტობა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მის ცხოვრებაში. სკოლის წლებში ჩადებული მარცვალი ახლა უნდა გაღვივებულიყო, აღმოცენებულიყო და ნაყოფი გამოეღო. ამავე დროს სოფლიდან ქალაქში ჩასული ცელქი ბიჭი პიროვნებად უნდა ჩამოყალიბებულიყო. მისი მოზღვავებული ენერგია და ნიჭი შფოთავდა, აწყდებოდა აქეთ-იქით, ეძებდა საკუთარ თავს და ამ ძიების პროცესში ათას რამეში სცდიდა თავის შესაძლებლობებს. უყვარდა სიმღერა (სიმღერის ნიჭი დედისაგან გამოჰყვა, პოეზიისა _ მამისგან) და გაიტაცა კლასიკურმა მუსიკამ და ოპერამ. არ გაუცდენია `დაისის~ და `აბესალომ და ეთერის~ არცერთი წარმოდგენა ოპერაში. ზეპირად იცოდა მათი პარტიტურები.
უყვარდა ჭიდაობა და უნივერსიტეტის ნაკრებში წარმატებით მონაწილეობა სხვადასხვა შეჯიბრებებში.
უყვარდა ჭადრაკი, შეეძლო მთელი დღე ეთამაშა; თუ არადა იჯდა და წიგნიდან არჩევდა პარტიებს.
ალპინისტობაც სცადა. სცადა კი არადა მრავალჯერ დალაშქრა მთები და მწვერვალები. ხევსურეთი და მთა-თუშეთი უყვარდა, განსაკუთრებით მათი ფოლკლორი. ვახუშტი კოტეტიშვილთან ერთად ხშირად სტუმრობდა მათ და ეპაექრებოდა კაფიებში.
ხალხთან ურთიერთობა სჭირდებოდა და საამისოდ მშვენიერი პირობები ჰქონდა. რიყე, სადაც ის ბიძასთან ერთად ცხოვრობდა, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბანი იყო. ამბობენ, საქართველოში 80-მდე ეროვნების ადამიანი ცხოვრობსო. ამ ნახევრად დანგრეულ, მჭიდროდ დასახლებულ ხალხმრავალ უბანში კი შეიძლება უფრო მეტი ეროვნების ხალხი ცხოვრობდა. მათთან ყოფნა უადვილებდა ენების შესწავლას მომავალ პოლიგლოტს. იქნებ სწორედ ამიტომ მესამე კურსზე უკვე ბრწყინვალედ ფლობდა სპარსულს და დეკანატის გადაწყვეტილებით ის ახლად გახსნილ არმენოლოგიის ფაკულტეტზე გადაიყვანეს. ძალიან გაუჭირდა ამ ფაქტთან შეგუება, ერთხანს უნივერსიტეტის მიტოვებაც კი უნდოდა, მაგრამ პროფესორ მასწავლებელთა თანადგომით და დახმარებით, ჩვეული ენერგიით შეუდგა ახალი ენის შესწავლას და არც უნანია. იმიტომ, რომ იგი ერთადერთი სერიოზული და კომპეტენტური არმენოლოგია.
ამავე დროს იგი არის აზერბაიჯანული ზეპირსიტყვიერებისა და ლიტერატურის დიდი მცოდნე. ამაზე მეტყველებს `ქოროღლის~ და `ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათის~ ბრწყინვალე თარგმანები.
`აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელით დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენი ფოლკლორისა და წერილობითი ლიტერატურის უბადლო მცოდნესა და დამფასებელს, აზერბაიჯანელი ხალხის დიდ მეგობარს, ნიჭიერ პოეტ - მთარგმნელს, აზერბაიჯანელი ზეპირსიტყვიერებისა და ლიტერატურის დაუღალავ აგიტატორს ბატონ ზეზვა მედულაშვილს აზერბაიჯანული ბაიათების ამ ტოლუპოვარი თარგმანისათვის~. ეს სიტყვები ეკუთვნის საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პროფესორს, დოქტორ ნამიგ ალიევს.

შემოქმედება
1961 წელს დაიბეჭდა მისი პირველი თარგმანი ალმანახში `მეგობრობის ცისარტყელა~ და დაიწყო მრავალფეროვანი მთარგმნელობითი მუშაობა. ლექსები და მოთხრობები, ბაიათები და რობაიები სპარსულიდან, სომხურიდან ტაჯიკურიდან, უზბეკურიდან, თურქულიდან, თურქმენულიდან, ჩეჩნურიდან, რუსულიდან, გერმანულიდან, აზერბაიჯანულიდან და სხვა. თარგმანები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, ალმანახებსა თუ კრებულებში. ცალკე წიგნებად გამოცემული აქვს 6 წიგნი სომხურიდან, 9 წიგნი – აზერბაიჯანულიდან, 1 წიგნი – ტაჯიკურიდან, 1 წიგნი _ ჩეჩნურიდან. მისი რედაქტორობით გამოცემულია მრავალი თარგმანი, რადგან იგი 1974 წლიდან წლების მანძილზე მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმნისა და ლიტერატურული ურთიერთობის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს მეცნიერ-რედაქტორად.
მისი მთარგმნელობითი მუშაობა შესაბამისად ფასდებოდა კიდეც.
1986 წელს _ ეღიშე ჩარენცის პრემია.
1987 წელს _ ივანე მაჩაბლის პრემია
2001 წელს _ ღირსების ორდენი
2004 წელს _ საბას პრემია
2008 წელს _ ნაჯაფ ნაჯაფოვის პრემია
პანკისის და დმანისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ყოველივე ამის მისაღწევად მან 50 წლიანი სერიოზული და მძიმე შრომა გასწია.
ბატონ ზეზვას მეგობრებისთვის და არაშენდელებისათვის იგი არის კაფიების დიდოსტატი მისი ცნობილი `ზეზვაურები~ პერიოდულად ქვეყნდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ხარისხიანი და სახუმარო ლექსების გარდა, მას აქვს დაწერილი საკმაოდ სერიოზული ლექსები. გთავაზობთ ზეზვა მედულაშვილის ლექსების და `ზეზვაურების~ მცირე ნაწილს.

შეხვედრა ძველ მუზასთან

ნეტავ საით გაფრინდნენ
ჩვენი თეთრი მერცხლები,
საით გადაიჩეხნენ
სიყვარულის მეწყრები.
ვაი, როგორ გაცივდა
გული ნაბურბურალი,
ვისთვის, ვისად გესმოდა
ჩემი ნაბულბულარი.
ახლა არის გვიანღა
ნაცრის ანაღვერდლობა,
იმ პირველი სიმღერით
გული არ ამღერდება.
ახლა ჩვენს შავ გიშერსაც
შეჰპარვია ვერცხლები,
გადამქრალან უკვალოდ
გულის ის ნაპერწკლები.

***
გულო, ერთხელაც დაიღვენთები,
როგორც სანთელი ქარში დაღლილი,
ერთხელ მოგთხოვენ პასუხს ღმერთები,
გაილესება შენზეც მახვილი.
ნუ შემიდრკები, ძვირფასო, მაშინ, _
ვალი ვალია და შენც ივალე,
ჭირში თუ ლხინში, მზეში თუ ქარში,
ძმობილო, ჩემთან მოხეტიალევ.
ყველას ხვედრია, ყველას თან დასდევს
ის ძველი ცელი პირჟანგიანი,
ჩვენც შევერკინოთ, არ დავუზავდეთ,
წყალობას ნუ ვთხოვთ, _ კრიჟანგი არი.
ჯერ კი, ხომ მივქრით... და რჩება უკან _
გზა ცაზე, ზღვაზე, მთაზე, ვაკეზე,
გვხიბლავს სიჭრელით სამყაროს რუკა
და გიჟ ოცნებებს სრბოლად აქეზებს.
ფიქრთა და აზრთა საზღვართა მიღმა
გვახეტიალებს ბოშა ოცნება,
ჩვენივ თავს ვეძებთ ჩვენ სხვათა მიღმა,
ვერ გვიპოვია და ... გვეოცება.
ვესწრაფით, ვჩქარობთ, ვრჩებით და ვუსწრებთ,
დარი ხან დარობს და ხან ავდრდება,
დრო კი ხევს ჩვენი სიცოცხლის ფურცლებს
და შორეული ახლო მთავრდება.
ვეძებთ ცხადლივ და ვეძებთ ანდებზე,
ბედი კი სწორეს გვიმრუდებს მუდამ,
ვკეცეთ, ვკეცეთ და ვეღარ დავკეცეთ,
უკან გაფრენილ გზებს დავრჩით უკან.
მაინც მგელივით მუხლი შაიბი,
გადი, გამიყვა, მოგდევ, იარე,
ბეწვის ხიდებზე იმუშაითე,
ჩემო ძმობილო, ჭირმოზიარევ.

1971 წ.

ძაღლი

სანამ მოსდევდა
მუხლში ღონე
და თვალში _ თონე,
სანამ შეეძლო
ფერს ჭრელობა,
კბილს _ გამჭრელობა,
სანამ უჭრიდა
ყურთასმენა,
გულთასმენა და,
სანამდე შეჰყვა
მინდობა და უიჭველობა, _
პირზე რა ქაფით,
გარჯით და ჯაფით,
მიმოხვრით ცქაფით,
რიხით და ხაფით,
ფრინვით ფარულით
და სიყვარულით,
ალერსით,
გულით უმხურვალესით,
თეთრთა ღამეთა რიცხვით ურიცხვით
(არა მარტოდენ ლუკმაპურისთვის!),
ვითა გზა მისი ოდით სახულა, _
პატრონს ყმასავით ის ემსახურა.
და იყო ყმა და
იყო ძმა და
იყო პატრონი –
პატრონის ძაღლი
ძაღლის პატრონის.
ის დარაჯობდა კეთილ სიზმრებს
თვისის უფლისა
და ძილფხიზლობდა,
ვითა ძაღლი
ძაღლის თეოზე,
დარში,
ავდარში
გარეთ ეგდო,
დოვლათის უვლიდა
და შემართული იყო ყველა სანაძლეოზე.
მაგრამ
ძაღლური ჟამი მისი
როცა გაბევრდა,
როგორც ყოველი, ისიც დაბერდა.
წამოეპარა დრო გაოგნებად,
გაუცვდა ძველი ტოტის მოქნევა,
ხლტომა,
აზრი და
მუხლის მოკრეფა;
აღარსად ის ხმა –
მავნეთა რისხვა,
არსად ის ძალი,
ყური და თვალი;
წაუხდა ძველი
ფერბზინვარება,
ის მოქნილობა
და მძვინვარება.
და როს გაუკეთა მასაც დაისი,
გარდუხდა ჟამი სიკისკისისა, -
ერთად შემოსწყდნენ:
ბედი თავისი,
კაცი _ ღმერთი და
ღმერთი კაცისა.
ნაცვლად და მიზდად იმ ერთგულების
მედგრად და ნაღვლად განასრულების,
ერთხელ, ზაფხულის დილა-სისხამზე,
როს გორის წვერზე ყინჩად იდგა მზე,
კაცმა კისერში ჩააბა თავი,
გადაიყვანა
გადაღმა ხევში
წნორთაგან ერთ-ერთს მიაღძრო
ტევრში,
განზე გადგა და
მოიხსნა თოფი.
დილა იყო და რა საოცრად იყო მზიანი!
ცაში ისმოდა
ტოროლების ვერცხლის წკრიალი,
ზურმუხტისფერში
ბანაობდნენ ირგვლივ სერები,
შეფენილიყო ფერდობებზე
თეთრად ცხვრის ფარა
და ჯანიანი ნაგაზები
თვალგაშტერებით
უვლიდნენ ფარას
და აფრთხობდნენ
ქურდსა და მპარავს.
ის კი _
ბებერი გოლიათი,
თვალდანისლული,
თვისი სიცოცხლის
უკანასკნელ კართან მისრული,
ჯაგრცხილის ღვლერჭით
ბებერ წნორზე იყო მიმღრძვალი,
დაფხავებული,
იმ ხესავით ძალამიმძრალი.
იდგა კორტოხზე
თავის აწმყოს
ნამყოს,
მყოფადის,
აშკარად გრძნობდა უკვე ნაყოფს
ხისა ცნობადის, _
ხისა ცნობადის,
ხისა, ოდესღაც კეთილს და აქ კი – ბოროტის ...
და იმ წამს ჩანდა
ძველებურად
მხნე და გოროზი;
თვალშემართული იდგა წნორებთან,
არა შიშისგან უთრთოდა მუხლი
და ვაჟკაცურად თვალს უსწორებდა
მისკენ ძაღლურად მიშვერილ ქუხლის.

1958-1961 წწ.


ახლობლისადმი მიძღვნილი სახუმარო ლექსები

ფიფოს ჩივილი

რისთვის გავზარდე ვიქტორა,
მოვყარე დასანიშნადა?!
სანამ აქ იყო, უჯარმას,
მანამდე არა მიშავდა.
ახლა რუსეთი აუტყდა:
ვოდკა, ლარისა, სელოდკა,
ამ გაგიჟებულ მამაძაღლს
რა რუსეთისთვის სცხელოდა
ან ვინ ჩამიყრის საძირკველს,
ღორს ვინ დაუგდამს სალაფავს
ან ვინ მოუვლის ბუზ-ფუტკარს,
ვინ დამიგლეჯავს შალაფას.
ან ხაბაროვსკი რათ უნდა,
აქ `პრარაბობას~ ვუშოვი,
ქალები აქაც ბევრია,
ელიკონი თუ ტუშონი.
ჯანდაბას, უნდა წავიდეს,
ჯერ ღობე ამიშენოსა,
არ ამიშენებს, არ უნდა
მემრე ეზოში შემოსვლა?!
იჯდა, ჩიოდა სპირიდონ
(შვილი რათ მინდა ეგეთი)
წელზე ოლიას ფართუკით,
თავზე ვიქტორას `ხებე~-თი.

ალვერას
(ჯარში ჩინეთის საზღვართან ყოფნისას)

თუმცა გრძეული ხარ, ჭკუისას
სიმოკლეს ვერვინ დაგწამებს,
ოღონდ მგონია კატოლკის,
თრევა ძალიან გაწვალებს.
ვიცი, მაგასაც გაუძლებ,
დაგვიმრავლდები ნულივით,
თან ჩინურ-იაპონურსაც
ისწავლი რუმინულივით.
აქ შენი სადღეგრძელო ვთქვით,
მესაზღვრე ბიჭის, მამლისა,
ჩიტას დარდი ჰკლავს შენი და
ვენახის მოსაწამლისა.
სამშობლოს ხრიხლებს სდარაჯობ,
გხურამს მესაზღვრის ქუდია,
აუვალ-ჩაუვალი ჩინელებს,
როგორც გვერდითი სუდია.
ჩინეთს მარტოკა ეყოფი,
ჩვენი საზღვრების ჩამღობად,
მარტო ეგ არი, ეგა მკლავს,
ბორშს თუ გაძლევენ სამყოფად.
ჩემი რაღა ვთქვა, რა გითხრა,
დავდივარ, როგორც ტურულე,
არა მიშავს-რა, კარგად მყავს,
ჩემი ნუკრი და ზურულე.
ცოტა დავბერდი, ეგ არის,
თმაში თეთრები მაყრია,
და იგრე მამტვრევს ტუსმათი,
ვით ქართულს ბლუი შაქრია.
სხვაფრივ კი შანათიანი
კარგად ვართ ეზო-ყურითა,
ბუქიათი და ჩიტათი
ვენახითა და ჭურითა.
კაკოლა `ხვითა-გოთათი~
იმ ბოღლოციაურითა,
შაქრითა და კიფოთი,
ბოსტანში ნივრის სუნითა.
ვართ ღმრთისაგან შენი და
თამზოს სიკეთის მთხოველი,
მოგელით არაშენდა და
ზიარ ქოდალო, ფხოველი.


მალხაზ გილიგაშვილს

ის დრო წავიდა მალხაზავ,
კაკალს რო სცემდი ხალხასა,
გავიგე ჩინეთისაკენ
გადაჰყოლიხარ ტალღასა
შენ იცი, მაგრად დაუდექ
მაო ძე დუნის გიჟებსა,
სხვისი იმედი არა გვაქვს,
შენ თუ დააძრობ კიჭებსა.
არ გასდრკე, უშნო თუ იყავ,
ჩინეთს წახველი რაღათღა,
არც უშნო ხარ და ხო გახსოვს
ჭივლილია და ლაგატკა.
ჩინეთს დაუდექ გაქირით
არაშენდული ჩოჩორის,
ვიცი, რო კარგად გაარჩევ
მარგალიტსა და ჩონჩორიკს.
შენს ჯანმრთელობას ვლოცულობთ,
მოგესალმებით მესაზღვრეს,
შიგ კუკუზნაკში დაჰკარი,
ვინც ჩვენს სიმშვიდეს
დღეს ამღვრევს.
ნუ გაახარებ ავის მდომს,
გენაცვალოს შენი ზეზვაი,
ჩვენს მტერს და დუშმანს აძახე
ხვალე უი და დღეს ვაი.
თუ შენ ვეფხურად დაჰკარი,
რაც სადმე მტერი ბოგინებს,
საშენოდ კაკინასერზე
დაასლოკინებს ჩოკინებს.
აბა, შენ იცი, ჩინელებს
შენღა თუ მოსდებ ხრიკასა
და როგორც ჩვენთან იცოდი,
მანდაც გაუსვამ სრიკასა.
როგორც წახვედი, ჩამოდი
იმაზე უფრო ვაჟკაცი,
რო იყოს ცეკვა-თამაში
რო იყოს სიცილ-კასკასი.
აქ ყველა კარგად არიან
ეთერაცა და ბალიაც,
ქიშვარდა ღვინოს აღარ სვამს,
აღარც არაყზე თვალი აქვს.
მოგიკითხავენ კოცნითა
შენი თამრიკო, მარო და
ბალღები დისწულ-ძმისწულნი
ვინც კი საშენოდ კმაროდა.
მოგიკითხავენ აგრეთვე
ჩემი ზურა და ნუკრია,
იმათი ფასი, ხო იცი,
ზეზვაის არ აუყრია.
სხვებიც მოკითხვას გითვლიან _
ცხენ-გოგია და ოსია,
ტრულაილა და გირვანქა,
დაჟე დრიშკა და სოსია.
სხვაც ბევრი _ გზები რო შავკრათ
როგორც ჭრილობა მარლამა,
სოფლის ბოლოში კაჭანა
და სოფლის თავში ვარლამა.
კარგად და კარგად იყავი,
ყველა ვართ შენი შემყურე,
მოგელის კაკინასერი,
კოხტა მუხა და გრძელყურე.
წერილს ვამთავრებ, ეგ არის
(რა ვქნა, ძურწასა ვგლეჯამ-ღა?)
ღმერთს შეგავედრებს ბალია
(კაკალქვეშ უდგა ლეჟანკა).
წერტილი. ბოლოს ზეზვაიმ
წერტილის დასმა გაბედა
და აზრზეც არ ხარ, სულ ბოლოს
რითმაში მოდის აბეტა.

P.შ. მინაწერი:
რა ვქნა, ყველაფერს მოვედე,
იქ ბალიშსა და აქ საბანს,
მარტო ელისო გამომრჩა _
თეას და ეთოს თავსა ჰბანს.
ისიც შეგითვლის სიყვარულს,
ძმურ-მაზლურ პირზე კოცნასა,
(ჩვენი `დინამო~ `დნეპრს~ უგებს
ახლა მორჩება, ორ წამსა).
კვლავ და კვლავ კარგად იყავი
სალამი, `ზდრასტი ზნაკომა~,
ნეტა თუ იცი ჩინური,
როგორც თათრული ჭაკომა.

ელისოს
(დაბადების 20 წლისთავზე, რომელსაც ვერ დაესწრო ავადმყოფობის გამო)

გენაცვლე სიმურმანეში,
ჩემო ლამაზო ელისო,
ე რამოდენა გამხდარხარ,
ძველო, ძველის დავ, ძველისო.
ვაჟამ: `ოცდასამს წიხლი ვკარ,
ხვალ ოცდაოთხი მელისო~.
კაი მუტრუკი ყოფილა
ფინთი ძმა დაის ქველისო
გულით მინდოდა წამოსვლა,
მაგრამ ნემსები მელისო,
ფინთათა ვგდივარ ლოგინში
და ერთ ალაგას ხელ ვისომ.

რობაია ელისოს

სარობაიე ბაია ხარ, თვით ხარ რობაი,
საკახეთოში არავინ არი შენი მჯობაი,
ვერ მოიშალე გასათხოვრად მოყრილმა გოგომ,
მწარე ყოფაი, ანგლობაი და ქაჯობაი.

ზეზვაურები
გთავაზობთ ზეზვაურებს ზეზვასავე კომენტარებით (სუფრაზე ნათქვამი კაფიები)

***
`არაყს არ დალევო? – შემეკითხა მეგობარი. რა შეკითხვა მინდოდა, სიცივით ვიხოცებოდით, იქა ვთქვი:

`თუკი არ დავლევ არაყსა,
კომპოტი ვსვა თუ მა რა ვსვა?
ამ კობას რო აქვს არაყი,
მე გამოვულევ მარაგსა?
ისე შევყვები არაყსა,
როგორც რო თევზი არაგვსა,
დავლევ, დავთვრები, არა თქვან
კობას არაყი არ აქვსა~.

***
ერთმა ძმაკაცმა სუფრაზე მწვადს არ მიხედა და ვინიგრეტი გადაიხვავა. მე ვუთხარი:

`ვინ შენა და ვინ ეგრეთი
რად გინდოდა ვინეგრეტი?
აჰა, მწვადი გადაიღე,
ეგ დაუდგი ვინმე კრეტინს~.

***
ლექსო ჭინჭარაულს

შენმა ვარდივით გაშლამა,
ლექსოვ, მიირთვი ხაშლამა,
თორემ რა გვიყოს ჩვენ მშივრად
დასხდომამ ანდა აშლამა.

***
`გადმომაწოდე მწვადია,
მაგ მწვადის ჭამა მწადია.
მე მწვადი არ მიჭამია,
თორმეტი წელიწადია
თუ მაგ მწვადს არ გადმომაწვდი,
ადე, აქედან წადია. ~

***
`ნეტა რად მინდა ნამცხვარი,
ვინ ნახეთ ნამცხვრით გამძღარი.
ისეთი რამე მოიტათ,
ან მჟავე იყოს ან ცხარი.
მგელივით დამშეული ვარ
მუცელს გაუდის ჩანჩხარი~.

***
`გამიწყრა მაღლით სამება
ღვინო დავლიე `სამება~
დავთვერი ვეღარ გავიგე,
თავი თუ მება, სა (დ) მება,
ძნელი ყოფილა ბიჭებო,
ჭიქების დასამსამება
ჭიქების დასამსამებას
სცოდნია გასავსავება~.

***
`აგერ მოგართმევ `მზიურსა~
ისე ჰკბენს, როგორ გიურზა.
ვერსად ვერ ნახავთ სიგარეტს
`მზიურზე~ ემოციურსა.~

---

ბმული:
* http://medulashvili.ge/?page_id=24

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზეზვა მედულაშვილი   Sun Dec 01, 2013 10:19 am

ზეზვა მედულაშვილი

ზეზვაური

ეპიგრამა „ზეზვაურების“ შემდგენელს, ლევან ბრეგაძეს

ჩემ ჭირად გადავეკიდე,
უფალ რედაქტორს ბრეგაძეს,
„მშობლიურ კერას“, თქვენც იცით,
კლიტე-ბოქლომი ეგ აძევს.
შაირებ დამაცდენინა,
გაზეთს ეყოფა ერთ ას წელს.
ეგ ჩემ კაფიებს უყურებს,
ვით შედევრალურ შენაძენს.
„უშენოდ, ძმაო, ხომ იცი,
ჩვენი გაზეთი ვერ გაძლებს“, -
თავ მომიქონა სიცილით,
(ვითომ ჰონორარს ბევრს მაძლევს!),
მაგის მოცემულ ფულითა
(გამყიდველს ბევრი ვებაზრე)
ძლივს ორი „ასტრა“ ვიყიდე
ავლაბრის შეყოლებაზე.
მე აღარ მივალ მაგასთან,
სხვა მიიტყუოს ლებანზე,
როგორც აქამდე მივლია,
კვლავ ვივლი ჩემივ ნებაზე.

***
მადლობა ვუთხრათ ლევან ბრეგაძეს, ზეზვა მედულაშვილის ბევრი ზეპირად ნათქვამი კაფია რომ გადაარჩინა დაკარგვას და ზუსტი სახელიც შეარქვა „ზეზვაურები“.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზეზვა მედულაშვილი   Sun Dec 01, 2013 10:32 am

ზეზვა მედულაშვილი

ჩუფჩიკას
(თენგიზ მირზაშვილს)

ჩემ ჩუფჩიკას ვენაცვალე,
რომ აიღო ომით ნანტი.
სამ თვეს მისი ნახატები
იყო ნანტის დომინანტი.
გენაცვალე, ჩემო ჩუფჩიკ,
ემანდ ბუწკნარიან შუბლში.
საქართველოს სიყვარულით
გადაპიპინებულ გულში.
ფრანგებს ხატვა შენ ასწავლე,
რომ არ იყვნენ ბაიბურში.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ზეზვა მედულაშვილი   Today at 6:01 am

Back to top Go down
 
ზეზვა მედულაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: