არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლორდი სტივენ ლოიდი – The Rt Hon Lord Steven Lloyd

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლორდი სტივენ ლოიდი – The Rt Hon Lord Steven Lloyd   Sun Jun 05, 2011 9:17 pm


Lord Steven Lloyd©Photo by Shorena Azmaiparashvili, 2011


ლორდი სტივენ ლოიდი – http://www.fereidani.ge/197_stiven/197_stiven.html

ორი მოგონება ვაჟა-ფშაველას გამო

ლორდ სტივენ ლოიდის გამოსვლიდან მიხო მოსულიშვილის წიგნის: "და უფსკრულს დასცქერს პირიმზე" (ჩანაწერები ვაჟა–ფშაველაზე) წარდგინებაზე 2011 წლის 3 ივნისს, თბილისის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში



მოწეული კვახი, რომელმაც ვაჟას ცოდნისათვის ათიანი დაიმსახურა


ოქსფორდის უნივერსიტეტის გარდა, მამის – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდის, დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდისა და დედის – საქართველოს ბაგრატიონთა დიდგვაროვანი სამეფო ოჯახის წარმომადგენლის ქეთი ერეკლეს ასული ბაგრატიონის საპატივცემულოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი.

მისაღებ გამოცდაზე ათბალიანი სისტემიდან ცხრიანი მივიღე, რაზეც უკმაყოფილება გამოვთქვი და ათიანი მოვინდომე. მაშინდელი საგანმანათლებლო წესების მიხედვით, ზეპირ გამოცდაზე უმაღლესი ქულის მისაღებად მიმღები კომისიის თავმჯდომარესთან უნდა გავსულიყავი, რომლიც უფლებამოსილი იყო შეფასების ნიშანი ან მაქსიმალურად მოემატებინა, ან კი პირიქით – მინიმუმამდე დაეკლო. სამწუხაროდ, კომისიის თავმჯდომარესთან ჩემი ურთიერთობა ძალიან ცუდად დაიწყო და მან საკმაოდ მკაცრი ტონით მომმართა: "ალბათ იცით, რომ ათიანებს ასე ადვილად არ ვწერთ და შეიძლება ეს ცხრიანიც დაკარგოთ. მზად ხართ ამისთვის?" ცოტა არ იყოს შემეშინდა, მაგრამ ჩემს ძარღვებში შეუპოვარი და უდრეკი ინგლისური სისხლი ჩქეფდა. ამიტომ წინ გადადგმული ნაბიჯი უკან აღარ გადმოვდგი, საკამოდ ცნობილი ფრაზით; "ჯერ გავსინჯოთ, მერე განვსაჯოთ" – მეთქი მტკიცედ ვუპასუხე და მის წინ გაბედულად დავჯექი.

მის მიერ დასმული კითხვა, რად გიყვარს სამშობლო, აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ჩემთვის და საერთოდ არ ეხებოდა საგამოცდო ბილეთში მოცემულ საკითხებს. რამდენიმე წამით გავჩერდი და პასუხის გაცემა ფეხზე ადგომით ვითხოვე. კი ბატონო აბრძანდითო, მითხრა გაკვირვებულმა. უმალვე წამოვდექი, გავსწორდი, წელში გავიმართე და დავიწყე:

"ირემს რად უყვარს მთის წყარო,
ვაჟკაცს – ნალესი ხმალია,
მე თუ რად მიყვარს სამშობლო
აბა, რა საკითხავია?!"

ამ დროს ისიც ფეხზე წამოხტა, "მოწი კვახი აქეთო" – მითხრა და ჩემსკენ წამოიწია. მე ზუსტად ვერ გავიგე თუ ვერ მივხვდი რა უნდა მექნა და ვკითხე, რა მოვწიო-მეთქი? თავი მოწი, თავიო. რატომღაც მეგონა, რომ თავში უნდა ჩამარტყას-მეთქი, მივიწიე მაგრამ მომზადებული ვიყავი, რომ ჩარტყმის შემთხვევაში უცებ უნდა გამომეწია თავი.

ბატონმა კომისიის თავმჯდომარემ თავზე მაკოცა და მითხრა, წაიღე შენი ათიანი და წადიო. მთელი გზა იმას ვფიქრობდი, თუ რატომ იყო ჩემი თავი კვახი, ანუ გოგრა.



"რამ შემქმნა ლორდად-თავადა, რატომ არ მოველ ვაჟადა?"

ბავშვობაში ჩემი საყვარელი სათამაშო ყოველთვის იყო ტრაქტორი და როდესაც მეკითხებოდნენ, რომ გაიზრდები რა უნდა გამოხვიდეო, ვპასუხობდი – იმდენი უნდა ვისწავლო, რომ ტრაქტორისტი გავხდე მეთქი და ახლა მეგობრები ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ალბათ დღემდე ჯერ კიდევ ვერ ისწავლე იმდენი, რომ ბავშვობის ოცნება აგეხდინა და ტრაქტორისტი ყოფილიყავიო.

მახსოვს, როდესაც მე და დედა საქართველოდან ბრიტანეთში ვბრუნდებოდით ხოლმე, ყოველთვის თან დამქონდა ჩემი საყვარელი ტრაქტორი, მაგრამ ყოველი გამგზავრების დროს აეროპორტში ჩემს უკმაყოფილებასა და გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. უკმაყოფილებას მუდამ ჩემი სათამაშოს გამო გამოვთქვამდი, რადგან ტრაქტორი იმდენად დიდი იყო, რომ მოუხერხებელი ხდებოდა თვითმფრინავის ბორტზე მისი ატანა და დედა მას ბარგთან ერთად აბარებდა. გასაოცარი კი ის გახლდათ, რომ დედას აუცილებლად განსაკუთრებული ჭურჭელი ქართული მიწით უნდა აევსო, წმინდა ტაძარში ნაკურთხი ქართული წყლით უნდა დაენამა, ბორტზე ასულს მუხლებზე უნდა დაედო, საგულდაგულოდ უნდა მოჰფერებოდა და ხელებშემოხვეული ჩუმად ეტირა.

ერთხელ დედას საყვედურით ვკითხე, რატომ არ შეიძლება ამ მიწის ბარგთან ერთად ჩაბარება, ჩემი ტრაქტორი შეიძლება გატყდეს და დაზიანდეს, ეს კი მხოლოდ ჩვეულებრივი მიწაა, რომელსაც არაფერი მოუვა და თუ მაინცდამაინც რამე დაემართება, მიწა ლონდონშიც ბევრი გვაქვს-მექთი.

დედამ თავზე ხელი გადამისვა და ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით მითხრა: "ეს ჩვეულებრივი მიწისგან იმით განსხვავდება, რომ მას სახელად ქართული ჰქვია, ამიტომ ასეთი მიწა ლონდონში კი არა, მთელი დედამიწა რომ გადავიფრინოთ, ვერსად ვიშოვნით საქართველოს გარდა. ეს ჩვენი გულია და მას განსაკუთრებული ყურადღება და პატივისცემა სჭირდება, რომ რამე არ ეწყინოს, არ ეტკინოს და არ დაშავდეს".

ამ სიტყვების შემდეგ ისეთი განცდა მეუფლებოდა, თითქოს ვინმე სულიერთან ან რაიმე მგრძნობიარესთან გვქონდა საქმე და არა მიწასთან. როგორც კი სახლში მივიდოდით, დედა ამ მიწას ოთახებში ლამაზად მორთული ქოთნის ყვავილებს გაუნაწილებდა ხოლმე და მათ ქართული ნიადაგით გამოკვებავდა.

დედის გარდაცვალებას ძალიან მძიმედ განვიცდი და ვერაფერი ავსებს იმ სიცარიელეს, რასაც უდედობა ჰქვია. ეს სიცარიელე დედას საყვარელმა ყვავილებმაც კი განიცადეს და თითქოს მათი მფარველი სული დაკარგეს. მოხდა დაუჯერებელი, მაგრამ საოცარი ფაქტი. დედას გარდაცვალებიდან მეორმოცე დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ მის ყვავილებს არც ქართული მიწა ეკლდათ და არც ნაკურთხი წყალი, მათ ჯერ საკმაოდ შესამჩნევად მოიწყინეს და ჭკნობა დაიწყეს, შემდეგ კი ყველა ყვავილმა სიცოცხლის ხალისი დაკარგა და გახმა. დედის გარდაცვალებამ თითქმის ღმერთისადმი რწმენაც კი შემირყია, მაგრამ ამ გამხმარმა ყვავილებმა ყოველგვარი რწმენა კვლავ დამიბრუნა რადგან დავრწმუნდი, რომ ადამიანსა და მცენარეს შორისაც კი ყოფილა რაღაც უხილავი, მაგრამ ძალიან ძლიერი სიყვარულისა და ერთგულების გრძნობა.

მხოლოდ ერთადერთ კითხვაზე არ პასუხობდა დედა, თუ რატომ ტიროდა ყოველთვის გამგზავრების დროს და არა გამომგზავრების დროს. ვცდილობდი ჩემით გამეგო, მაგრამ ამაოდ.

დღეს კი მეც იგივე სენი მჭირს რაც დედას, საქართველოდან გამგზავრების დროს ყოველთვის ტირილი მინდება ხოლმე, მაგრამ ვაჟი ვარ და როგორც ვაჟამ მასწავლა: "ვაჟკაცს არ შვენის ცრემლის ღვრა, ქვითინი დიაცურადა"-ო.

თუმცა მსურს აღვნიშნო ისიც, რომ ქართულ ლიტერატურაში ილია მოიხსენიება როგორც თავადი ჭავჭავაძე, აკაკი როგორც თავადი წერეთელი და სხვა, ხოლო ვაჟა კი – გლეხი რაზიკაშვილი. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით არსებობს ერთი რამ, რაც მორალურადაც და შინაგანადაც უდიდეს უხერხულობას მიქმნის. ეს გახლავთ თავადის მოწმობის დამადასტურებელი ტიტულის საბუთი, რომელიც მე უბის ჯიბეში მიდევს და ჩემს თავადობას მოწმობს, ლუკა რაზიკაშვილზე კი ამბობენ – გლეხიაო. ნეტავ ისეთი გლეხი ვიყო, როგორიც ვაჟა-ფშაველაა!






study


Last edited by Admin on Sun Oct 02, 2011 9:05 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლორდი სტივენ ლოიდი – The Rt Hon Lord Steven Lloyd   Mon Jun 06, 2011 4:02 pm

from steven lloyd <...@...>
to Mikho Mosulishvili <...@...>
date Mon, Jun 6, 2011 at 1:41 PM
subject Re: from Mikho Mosulishvili
signed-by ...

ძვიფასო ბატონო მიხო

უდიდესი მადლობა არაჩვეულებრივი საიტისათვის, ძალიან მომეწონა. მადლობის გამოსახატავად სიტყვებსაც კი ვერ ვპოულობ.

სამწუხაროდ, ერთი ცუდი ამბავიც უნდა გაგიმხილოთ. ქართველი ხალხი განსაკუთრებულად კეთილი, სტუმართმოყვარე და საყვარელია, მაგრამ მათ შორის ბევრი არაკეთილმოსურნეც გახლავთ. თბილისის ერთ-ერთ სკოლაში საათების რაოდენობა მქონდა დაკავებული და ბავშვებსა და უამრავ მასწავლებელს ინგლისურსა და იაპონურში უფასოდ ვამეცადინებდი. ამ ფაქტმა იმდენად დიდი შური და მტრობა გამოიწვია ჩემს მიმართ, რომ იძულებული გავხდი სკოლა მიმეტოვებინა და სამუდამოდ წამოვსულიყავი. დღეს თურმე საქართველოში საზოგადოების ერთი ნაწილისათვის ყოვლად მიუღებელი და მდაბიო ხარ მაშინ, როდესაც მათზე მეტი იცი. აღშფოთებული პროფესორ-მასწავლებლები ვერ ფარავდნენ საკუთარ ემოციებსა და ბოღმას და აშკარად დამიპირისპირდნენ.

ამრიგად, მსურს პარალელი გავავლო თქვენს უნიკალურ წიგნთან, რადგან 130-ე გვერდზე წარმოდგენილია საჩივარი თონეთის სკოლის მასწავლებლის მიმართ.
ამრიგად, თქვენს წიგნში ყველაზე მეტად თონეთის სკოლის მასწავლებლის წინააღმდეგ საჩივარმა, საკუთარი თავი გამახსენა და ძალიან დამწყდა გული. აქ მოცემული საჩივრის შინაარსი ზედმიწევნით ჰგავს ჩემს წინააღმდეგ დაწერილ საჩივარს, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს საგანგებოდ გაუგზავნეს.

გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილი, რომელიც შეიცავს საჩივარს ჩემს მიმართ და აღნიშნული სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლის წერილს, რომელიც სამწუხაროდ, თავის ვინაობას არ მიმხელს გარკვეული მიზეზების გამო.

უდიდესი პატივისცემით,
თქვენი სტივენი


ახლა ვნახოთ, რა ეწერა წერილთან თანდართულ ფაილში:

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე

ჩემო ყველაზე ძვირფასო სტივენი მასწავლებელო!


როგორც კი გავიგე, ჩვენი სკოლიდან თქვენი წასვლის ამბავი ცხადია, მე და დედას უზომოდ დაგვწყდა გული და ძალიან გავბრაზდით კიდეც. მივხვდით, რომ არც ისე სახარბიელოდ იყო საქმე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. თქვენ არასოდეს იმჩნევდით და არც საუბრობდით იმაზე, თუ რამხელა შური, ბოროტება და ღვარძლი ჩაისახა საქართველოში თქვენი ყველაზე სასარგებლო და საამაყო ქველმოქმედების გამო. სამწუხაროდ, ამ უმსგავსო საქციელს სკოლებიც შეუერთდნენ. მინდა გითხრათ, რომ მასწავლებელმა რა გამოცდაც არ უნდა ჩააბაროს ან ატესტაცია გაიაროს და უმაღლესი ქულების რაოდენობა დააგროვოს, მისი საუკეთესო და ყველაზე სამართლიანი შემფასებელი საბოლოოდ მაინც მოსწავლეები ვართ და ჩვენ არაფერი გამოგვეპარება. ამიტომაც თავი ვალდებულად ჩავთვალე თქვენი შეფასება გამეკეთებინა და საჯაროდ წარმედგინა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრისათვის, რათა მას თავის მხრივ შეეფასებინა თქვენი ღრმა პატრიოტული სულისკვეთება და უდიდესი ამაგი თქვენი დედასამშობლო საქართველოს ერისა და ქვეყნის წინაშე. ეს კი სწორედ იმ მშობელი დედის დამსახურებაა, რომელმაც ასე ლამაზად აღზარდა თქვენი სული, რადგან დიდი ილიას მსგავსად წინ გიძღვით ჭეშმარიტება და უკან გრჩებათ კვალი განათლებული. იმედი მაქვს, რომ როდესაც მეც თქვენსავით ნიჭიერი და განათლებული გავიზრდები, თქვენს ძვირფას დედიკოს ქალბატონ ქეთი ბაგრატიონს მეც შევხვდები და დეიდა ქეთის განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი ჩემს სწავლა-განათლებაში მისი ვაჟიშვილის დამსახურებისათვის.

სამწუხაროდ, მე ჯერ კიდევ პატარა ვარ და ცოტა შემეშინდა, რომ ამ წერილისათვის შეიძლება მასწავლებლები გადამეკიდონ ისე, როგორ ეს სჩვევიათ ხოლმე და სკოლის დამთავრებამდე გამამწარონ. ამიტომ მინისტრის სახელზე დაწერილი წერილის მოკლე შინაარსს მხოლოდ თქვენ გიგზავნით.

ჩემი სკოლა, თბილისის სხვა საჯარო სკოლებისაგან განსხვავებით, გარდა წმინდა ილია მართლის სახელობისა, განსაკუთრებული არაფრით იყო, ვიდრე ინგლისელი პროფესორი სტივენი მასწავლებელი არ გვესტუმრა. განა ექვსი წლის განმავლობაში მასწავლებლები არ მყოლია და ისინიც არ მყვარებია?! მაგრამ სტივენი მასწავლებელი ყველა მათგანისაგან ნამდვილად გამოირჩევა და ძალიან საყვარელია. მის გაკვეთილებს ყველანი განსაკუთრებული ყურადღებით ვისმენდით და პირდაპირ კლასშივე ვიმახსოვრებდით. რაც უფრო ბევრ გაკვეთილებს ვესწრებოდი, მით უფრო გაოცებული ვრჩებოდი, რადგან სტივენი მასწავლებლის ახსნილ გაკვეთილს სახლში სწავლა და ტვინის ბურღვა აღარ სჭირდებოდა. მისი მეტყველების კულტურა, გადმოცემის უნარი და სხვადასხვა სირთულისა და ზოგიერთ ჭირვეულ მოსწავლეებთან მიდგომა, სულ უფრო და უფრო მაოცებდა. ისიც ძალიან მაინტერესებს, ცივი და მიუკარებელი ინგლისიდან ჩამოსულმა, ბავშვების ალერსი სადღა ისწავლა. მას ჩვენი სკოლის დამლაგებელი და კარისკაციც კი ძალიან უყვარდა. ალბათ ერთ-ერთი პროფესიით ფსიქოლოგიც უნდა იყოს, რადგან ძალიან კარგად ესმოდა თითოეული ჩვენთაგანის ფსიქიკა, ბავშვის შინაგანი ბუნება, გონებრივი შესაძლებლობები. განსაკუთრებით რთულია უფროსკლასელებთან ურთიერთობა მაშინ, როდესაც მათ გარდატეხის პერიოდი აქვთ და ძნელია ყველა სათითაოდ დაიმორჩილო.

სტივენი მასწავლებლის გაკვეთილს რამოდენიმე მშობელი და ჩვენი სკოლის მასწავლებლებიც დაესწრნენ. მათ სხვადასხვა თემებზე კითხვებიც დაუსვეს და სტივენი მასწავლებელი თავისი ჩვეული სტილითა და მშვიდი, კეთილი და ბრძნული საუბრით, ჯერ ყველას მადლობას უხდიდა შეკითხვისათვის და შემდეგ თავისი ლამაზი და გამართული ქართულით საკმაოდ საინტერესო, ამომწურავი და საფუძვლიანი განმარტებებით პასუხობდა. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება იქ დამსწრეთა აღფრთოვანებული სახეები. ადამიანი ბრმა უნდა იყოს, ეს რომ ვერ დაინახოს, ყრუ უნდა იყოს, ეს რომ ვერ გაიგოს და მუნჯი უნდა იყოს, ეს რომ ხმამაღლა არ აღნიშნოს.

ბუნებით მასწავლებელს, ცოდნასა და განათლებასთან ერთად, უდიდესი ენერგია და ნიჭიც ჰქონდა, მასწავლებლობის ნიჭი, რომლითაც ღმერთმა ასე უხვად დააჯილდოვა. მას უსასრულოდ შეეძლო მთელი დღის განმავლობაში, სკოლის გაკვეთილებისა და მეცადინეობების დამთავრების შემდეგ, შესვენების გარეშე წაეკითხა ჩვენთვის იაპონურისა და ინგლისური ენის კურსი და მერე ისევ ჩვენზე მზრუნველობის გამო ხშირად შეგვეკითხებოდა, ხომ არ დაიღალეთო. აბა რა დაგვღლიდა ასეთი საყვარელი მასწავლებლის მოსმენით. ყოველივე ამის შემდეგ საქართველოსა და ქართველ ხალხზე უზომოდ შეყვარებული სტივენი მასწავლებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა გაქცეულიყო, სადაც მას სტუდენტების უდიდესი ტალღა ელოდა და ახლა მათთვის გვიანობამდე უნდა წაეკითხა ლექციები.

ყოველივე ამის შემდეგ გაბოროტებული პედაგოგები ბავშვებს გვეკითხებიან რატომ გიყვართ გუშინდელი მოსული სტივენი მასწავლებელი ასე ძალიანო, რადგან ჩვენს გაკვეთილებზე ან საერთოდ არ დადიხართ, ან თუ დადიხართ არაფრის მაქნისები ხართ და ძლივს გაკავებთ რამოდენიმე წუთიან გაკვეთილებზეო. ყველაფერს დამსახურება უნდა და სამართლიანი შეფასება. აუცილებელი არ არის მთელი ცხოვრება სკოლაში ასწავლო, რომ ბოლოს ვიღაცამ ძლივს დაგაფასოს და შეგიყვაროს. მაგრამ მე და დედიკომ ისიც კარგად ვიცით, სხვა სკოლის ბოროტმა ენებმა შურით თუ ბოღმით, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ჩვენი სკოლის პედკოლექტივის სახელით ანონიმური წერილი რომ გაუგზავნეს და ჩინური ენის გაკვეთილების სასწრაფოდ აღკვეთა მოითხოვეს, რითაც სტივენი მასწავლებელი აიძულეს მეცადინეობა შეეწყვიტა და სკოლა მიეტოვებინა. იქნებ ის მაინც გაერკვიათ, რომ იაპონურისა და ინგლისურის გაკვეთილები იყო და არა ჩინურის.

მიუხედავად ჩვენი სკოლის ხელმძღვანელობის და პედაგოგების საკმაოდ გარკვეული ნაწილის უდიდესი სიმპატიისა და პატივისცემისა ახალგაზრდა ინგლისელი პროფესორის მიმართ, საყვარელი სტივენი მასწავლებელი მაინც გულნატკენი და შეურაცხყოფილი წავიდა ჩვენი სკოლიდან.

ამჯერად მსურს განათლების მინისტრს ვკითხო რა შეფასება ეკუთვნის სტივენი მასწავლებელს?!

აქვე წარმოგიდგენთ მინისტრის სახელზე გაგზავნილ ანონიმურ წერილს:

საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მინისტრს
ბატონ ნიკა გვარამიას

თბილისის ილია ჭავჭავაძის
სახელობის 23-ე საჯარო სკოლის
მასწავლებელთა კოლექტივის
მის: თბილისი უზნაძის 59

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სამსახურს სასწრაფოდ ვთხოვთ ყურადღება მოგვაქციონ 23 საჯარო სკოლის პედკოლექტივს შექმნილი სიტუაციის გამო.

ზემოხსენებული სკოლის მასწავლებლები ფრიად აღშფოთებულნი ვართ ჩვენს სკოლაში ჩინური ენის ჯგუფების ჩამოყალიბებით, რადგან მთელი სკოლის მოსწავლეებს-თითქმის უკლებლივ ყველას, სავალდებულო საგნების სწავლა აღარ სურთ და ყველანი ჩინური ენის შესწავლის გაკვეთილებს ესწრებიან.

ჩვენი დირექტორის-თემურ კიკნაძის აქტიური მონაწილეობითა და მისი ბრძანებით ხდება სკოლაში სასწავლო პროცესების ჩაშლა, ბავშვების კლასებიდან გამოყვანა გაკვეთილების დროს. მისივე ბრძანებით მასწავლებლები განვიცდით ზეწოლას და სხვადსხვა ბრძანებების შესრულებას, რაც ჩვენს მოვალეობებს აღემატება.

გარდა ამისა, სამასწავლებლოში მიმდინარეობს ცალკეული კეკლუცი და მეტიჩარა მასწავლებლებისათვის ინგლისური ენისა და ჩინური ენის შესწავლის ინტენსიური კურსები, სადაც მთელი მაგიდები დაკავებულია და მასწავლებლებს შესაძლებლობა არ გვეძლევა ხუთწუთიანი შესვენების დროს ჩვენც მივიღოთ გარკვეული დასვენება, ან თუნდაც მივუჯდეთ მაგიდებს და მოსწავლეთა სააღრიცხვო ჟურნალები შევავსოთ და მათი საკონტროლო ნამუშევრები გავასწოროთ.

გთხოვთ დროულად მოგვაქციოთ ყურადღება და მოგვცეთ ნორმალური მუშაობის საშუალება.

პატივისცემით,
23-ე საჯარო სკოლის
პედაგოგთა კოლექტივი
22.10.2009



რა წერია წიგნის "და უფსკრულს დასცქერს პირიმზე" (ჩანაწერები ვაჟა-ფშაველაზე) 130-ე გვერდზე:

ყვავ-ყორნებთან მეომარი, დაჭრილი არწივისა

რაკი გამგეობამ ლუკა რაზიკაშვილი არ დაითხოვა, თონეთელ მოწინააღმდეგეთა დასმა დელეგაცია გააგზავნა წერა-კითხვის გამავცელებელ საზოგადოებაში და ახალი მასწავლებელი დაასმინა, რომ თითქოს მკაცრად ეპყრობოდა ხალხს, ლანძღავდა და ცემასაც არ ერიდებოდა.

თონეთის სკოლის მასწავლებელს
თქვენზე არასასიამოვნო ამბები მოგვდის. ჩივიან, რომ ხალხს მკაცრად ეპყრობით, ლანძღავთ, აგინებთ და ვითომ სცემთ კიდეცა. თუ მასწავლებელმა თავის ხასიათი და ყოფა-ქცევა არ დაიშალაო, - გვითხრეს მანდედამ ჩამოსულმა მომჩივრებმა, - ერთი რამ შფოთი და უბედურება მოხდება ჩვენსა და იმას შორისო. ყმაწვილებიც აღარ დაიარებიან სკოლაში, სულ ხუთიოდე შეგირდიღა დადისო: ყმაწვილებს ცუდად ექცევა, და ისინიც სულ დაფრთხნენ და სკოლაში აღარ დაიარებიანო.
გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ, ნამდვილია ეს ამბები თუ ცილისწამება.
თქვენ თითონაც ხომ კარგად გესმით, რომ თუ მასწავლებელსა და სოფელს შორის განხეთქილება და უსიამოვნება სუფევს, მაშინ მასწავლებელს იმ სკოლაში აღარ დაედგომება.
ამიტომ, თუ მაგ სოფელში დარჩომა გაქვთ სახეში, ეცადეთ, რომ ყველა ეს ცილისწამება თავიდამ აიცილოთ და გამართლდეთ, და აგრეთვე მოახერხეთ, რომ ხალხის სიყვარული მოიპოვოთ და ყოველგვარი უსიამოვნება და განხეთქილება მოსპოთ.
საქ. მწ. ი. მანსვეტაშვილი
27 ნოემბერი, 1887 წელი.


ლუკასაც მეტი რა გზა ჰქონდა, ეს დაუწერა ზემდგომ საზოგადოებას:

ქართველთა შორის წიგნის ცოდნის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას
თონეთის სკოლის მასწავლებლის
მოხსენება

გამგეობის მოწერილობა 27 ნოემბრიდამ მივიღე.
რაც დაგსმენიათ, ჭორი და სიცრუვეა.
გამგეობამ კარგად უწყის, რომ ამ ერთი თვის წინათ ჩემს სკოლას დაჰხედა გამგეობის მდივანმა, ბ-ნმა მანსვეტოვმა, ხალხიც დაიბარა და ჰკითხა ჩემი ავი და კარგი.
ხალხს ერთხმად კარგის მეტი ჩემზე არა უთქვამს რა.
ეხლა, თუ გამოჩენილან, ვინღაც დიაკვან-მამასახლისები და ავრცელებენ ჩემზედ ჭორებს, ეგ იმათი საკუთარი ინტერესის გამო გახლავსთ და არა ჩემის მიზეზით. რა აწუხებს პირველს და მეორეს, აქ მაგის მიზეზს საჭიროდ არა ვრაცხ, გამოვაცხადო.
ჩემს სკოლაში დღეს 40 შეგირდი სწავლობს. მეტი ადგილი არც კი არის. თუ “ხუთიოდე” შეგირდის მეტი არა მყავს, მაშ, რის მუშა ვარ?
ნუთუ 300 მანათია თავი და ბოლო ჩემის კაცობისა და სხვა არაფერია?
არ ვიცი, ღმერთმანი, რაღა ვსთქვა?!
გამგეობას ჩემი მასწავლებლობა სწორედ საჭორედ გაუხდა. იმასაც აღარ კითხულობენ, ვინ არის ეს მომტანი ენისა, რა აწუხებს, რა სტკივა, - სწუხდებიან თვითონაც და მეც მაწუხებენ.
უმორჩილესად ვსთხოვ გამგეობას, თუ ჭორი სიმართლედ მიაჩნია, მეორე დღესვე მიღებისავე ამისა, გამოგზავნოს კიდევ სარწმუნო პირი და ადგილობრივ ნახოს საქმე.
დიდ-თონეთის მოსახლეობას 1200 სული შეადგენს. დიდი და პატარა, ყველა დაიბაროს და იკითხოს. თუ ერთმა, გარდა მამასახლისისა და მის ცოლსიძმის მთავრისა, ჩემზედ ცუდი სთქვას, მაშინ მე უარს ვყოფ ჩემს ხელობას და ვიტყვი, რომ არა ვვარგებულვარ არც კაცად, არც მასწავლებლად.
და თუ საზოგადოება, დღეს ასე ვხედავ საქმეს და სწორედ ესეც არის, მეტყვის – შენზე კარგი მასწავლებელი არ გვინდაო, მაშინ მე დავრჩები ჩემს ხელობაში.
ჯერ ღმერთი არ ასიამოვნებს ყველას და მე როგორ ვასიამოვნო კაცუნა-არაკაცებს, რომლებიც მე პირად უსიამოვნობას მაყენებენ და სკოლასაც ძირს უთხრიან?
ესენი გახლავან ეს პირნი და ჭორებიც ამათგან იქმნება. ამათ მთელი სოფელი უჩივისთ, და ნუ გაგიკვირდებათ, ამათაც ჩემზედ ჭორები ავრცელონ თავის შემორჩენილი კაცების პირით. ეს კი არა, უფრო სამადლო საქმეს იზამდა გამგეობა, რომ თონეთის საზოგადოებას ჩამოაცილებდეს ეხლანდელს მამასახლისს. ამისათვის დიდი შრომა არ დასჭირდება, მხოლოდ სთხოვოს თბ. მაზრის უფროსს, ბ-ნს ჩოლაყაშვილს, რომლისთვისაც აქაურ მამასახლისზე მე რამდენიმე საჩივარი მიმიწერია შარშან და წელსაც, რომ გადააყენოს იგი და ჩააბაროს სხვას ვისმე ხელობა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამითი მეც ბევრს უსიამოვნებას ამაცილებთ, სკოლის საქმეც უკეთესად წავა და ჭორებსაც ბოლო მოეღება.
ლუკა რაზიკაშვილი,
2 დეკემბერი, 1887 წელი


1887 წლის 2 აპრილს, გაზეთ “ივერიის” 69-ე ნომერში ქვეყნდება ვაჟა-ფშაველას ლექსი “არწივი” და თონეთელ მოწინააღმდეგეთა დასი ხომ არ არის გამოყვანილი ყვავ-ყორნების გუნდად?..
შეიძლება, აქედან წამოვიდა ამ ლექსის დაწერის იმპულსი, მაგრამ მერე და მერე დაჭრილი არწივი სამშობლოსთან გააიგივა ხალხმა...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ლორდი სტივენ ლოიდი – The Rt Hon Lord Steven Lloyd
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: