არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მაკა ჯოხაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: მაკა ჯოხაძე   Wed May 11, 2011 12:00 pm


Maka Jokhadze

მაკა შუბუს ასული ჯოხაძე (დ. 10 აპრილი, 1948, თბილისი), ქართველი მწერალი, დრამატურგი, ლიტერატურათმცოდნე.


ბიოგრაფია

მაკა ჯოხაძე დაიბადა თბილისში, დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1971) და მეორე მუსიკალური სასწავლებელი. არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

1969 წლიდან იბეჭდება საქართველოში, რუსეთში და საზღვარგარეთის ქვეყნებში.
პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1969 წელს; პირველი პროზაული კრებული "გურამ-გურამ" - 1976 წელს.

1986 წელს, ქართული კულტურის დღეებთან დაკავშირებით, იმყოფებოდა ინდოეთში, რაბინრანათ თაგორის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. იქ გამოვიდა მოხსენებით, რომელიც ითარგმნა და დაიბეჭდა ბენგალურ ენაზე.

1987 წელს მიენიჭა საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია პუბლიცისტური წერილებისათვის "მშფოთვარე ძილის ხეობებში".

1989 წელს მაკა ჯოხაძე მიწვეული იყო პარიზში, ჟორჟ პომპიდუს სახელობის ცენტრის მიერ მოწყობილ მსოფლიოს მწერალ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე.

საქართველოს სსრ კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1985). 1968 წლიდან იბეჭდება საქართველოში, რუსეთში და საზღვარგარეთის ქვეყნებში.

"მოდი, ვილაპარაკოთ სიყვარულზე...
მოდი, სინათლეზე ვილაპარაკოთ,
მოდი,სიცოცხლეზე ვილაპარაკოთ,
ვილაპარაკოთ მეტაფორებზე..."
– წერს მაკა ჯოხაძე თავის ერთ-ერთ წერილში...
საფიქრალიც და სალაპარაკოც მკითხველს მისი წიგნების წაკითხვის შემდეგ უფრო მეტი მეტი ექნება.


წიგნები:

* სამოთხე უსიყვარულოდ: [ლიტ. წერილები] – თბ. : ინტელექტი, 2010
* მზერის გადანაცვლება :. - თბ. : მერანი, 1988. - 271გვ. ; 21სმ., 5000ც.
* ჩემი დავით კლდიაშვილი. - თბ. : გულანი, 1995 (ს/ს "პირველი სტამბა"). - 168გვ. ; 16სმ..
* მარადიული ბალაგანი : რომანი / [რედ.: ლია შერვაშიძე ; მხატვ.: ჯემალ ზენაიშვილი]. - თბ. : მერანი, 1997 ("მერანი"-ს სტ.). - 184გვ. ; 20სმ.. - (თანამედროვე ქართული პროზა).
* გურამ-გურამ : [მოთხრობები]. - თბ. : მერანი, 1976. - 137გვ. ; 16სმ., 5000ც.
* შეხვედრა : [მოთხრობა]. - თბ. : ნაკადული, 1985. - 159გვ. ; 20სმ. 10000ც.
* გადარჩენილი პეიზაჟი : [მოთხრობები]. - თბ. : მერანი, 1984. - 175გვ. ; 16სმ., 20000ც.[


პიესები:

* "ორი ცხოვრება" (1986)
* "პერსონალური გამოფენა"
* "სასოწარკვეთილთა თეატრი"

სცენარის ავტორი ფილმებისა:

* "ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის", რეჟისორი - ზურაბ შანიძე, საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია, 1991

ბმულები:

* ვიკიპედია - http://ka.wikipedia.org/wiki/მაკა_ჯოხაძე
* ეროვნული ფილმოგრაფია - http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=800
* ვიდეოები - http://www.videolicca.com/videos/AB6NSmcUqF8/მაკა-ჯოხაძე
* მარადიული ქართული მითი - http://arili2.blogspot.com/2009/04/blog-post_16.html
* Joxaże, Maka - http://viaf.org/viaf/33230555/#Joxaz%CC%87e,_Maka




study


Last edited by Admin on Wed Sep 28, 2011 9:58 am; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაკა ჯოხაძე   Wed May 11, 2011 12:04 pm

თამარ მამაგულაშვილი
ნინო ოსიაშვილი

მაკა ჯოხაძე: დიდი ლიტერატურა არის ყველაზე დიდი მემატიანე

"ახალი შვიდი დღე", 14-05-2010, 18:41 - http://7days.ge/index2.php?newsid=1458


„იქნებ ყველაფერმა დაკარგა აზრი?! ყველა ფერმა, რადგან სადღაც თავგანწირვით მიჰქრის საბედისწერო სიტყვა სამშობლო, როგორც გზააბნეული მგზავრის ექო. ჰორიზონტზე მდგარი, დაისის მეწამულ შუქში ვეღარ გასატყორცნი სიტყვა ქართული – მიცურავს, მიდის სივრცეში გაშვებული სამი სფერო სამი ხმოვანი ა უ ი, ქარიშხლიან დღეებში დაეკარგათ თავიანთი თანხმოვნები – მეორე ნახევართა რწმენა, იმედი და სიყვარული. დარჩა მხოლოდ უთანხმოვნებო ა უ ი – როგორც გაფრცქვნილი სამშობლოს გამოუთქმელი ტკივილი, ყრუდ, ჩუმად გასრესილი ქ რ თ ლ ... განქარდა იგი, გაიპნა ეთერში, გაილია ფრიალა თეფშზე დანთებული ეს მარადიული ჩირაღდანი, ჩვენი საბედისწერო ხასიათის მონარჩენი ჩონჩო – დაჭყლეტილი ყურძნის მტევანი, რომელსაც დაღვინება არა აცალეს, ისე გადაღვარეს მისი მაჭარი. სამაგიეროდ, ორნახად ჯაჭვებიან ჭაჭას მიეძალნენ, ან უფრო ევროპულად, ტოპაზისფერ ვისკს,“ – სიტყვები მწერალ მაკა ჯოხაძეს ერთ–ერთი წერილიდანაა, რომელიც ახალ კრებულში „სამოთხე უსიყვარულოდ“ დაიბეჭდა.

– ჩემი კრებული „სამოთხე უსიყვარულოდ“ ბოლო ათი წლის ნამუშევარია, რომელშიც ესსეები და ლიტერატურული წერილებია შესული, მათგან ზოგი უკვე გამოქვეყნებულია სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალში, ზოგი კი ჯერ არსად დაბეჭდილა. მათი საშუალებით შევეცადე, მკითხველამდე მიმეტანა ჩვენს ქვეყანაში ეპოქის მაჯისცემა, შევეცადე, მეჩვენებინა ის პროცესები და ტრაგიზმი, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ვითარდება.

– თქვენი რამდენიმე ესსე ავტობიოგრაფიული ფაქტით იწყება. მაგალითად, ზიხართ და უყურებთ ტელევიზიით მარადონას თამაშს, რომელიც მარტოა იმ გაგებით, რომ გუნდში არ არის სხვა ძლიერი მოთამაშე. მერე ჩნდება პარალელი საქართველოსთან, რომელიც მარტოა ისევე, როგორც მარადონა... როგორ ჩნდება ასეთი პარალელები? ასეთი პარალელებით თითქოს თავად თქვენც შედიხართ წიგნში.

– როგორც ყველა ნაწარმოები, ალბათ, ამ წიგნშიც არის ავტორი. ზოგადად, წიგნში ავტორი შეიძლება სრულიდ გაუჩინარებული, დაკარგული იყოს, მაგრამ ნამუშევარი ხშირად თავად გვესაუბრება ავტორის შესახებ. მასში კარგადაა დახატული ავტორის სულიერი, ფსიქოლოგიური სამყარო, ინტერესები, განცდები და ემოციები. ამდენად, ალბათ, ეს კრებულიც ეხმარება მკითხველს ჩემი, როგორც მწერლის, ბიოგრაფიის, სულიერი სამყაროს გაცნობაში.

– როგორც მწერალი, სად უფრო კარგად გრძნობთ თავს, პროზაში, ესსეებში თუ ლიტერატურულ წერილებში?

– ძალიან მიყვარს ესსეებისა და ლიტერატურული წერილების წერა, მიუხედავად იმისა, რომ, თითქოს, ჩემი სტიქია უფრო პროზაა. სწორედ პროზას ვწერ ყველაზე ხშირად, მაგრამ, ზოგადად, წერის პროცესში, რასაც უნდა ვწერდე, გარესამყარო მთლიანად შემოდის ჩემში თავისი დრამატიზმითა და ტრაგიზმით და ამ დროს არასდროს არ ვფიქრობ სხვა რამეზე. წერა ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა, იგი მეხმარება, გავთავისუფლდე ემოციებისგან, დარდისა და ფიქრისგან... წერის დროს, ამას გარდა, განვიცდი ლიტერატურულ სიხარულს, ასე რომ, მე ისეთივე სიამოვნებას ვიღებ პროზაული ნაწარმოების წერის დროს, როგორც ესსეებისა და ლიტერატურულ კრიტიკაზე მუშაობისას.

– როგორ გგონიათ, ხომ არ გადაიზარდა დღეს ქართული ლიტერატურული კრიტიკა სემიოტიკის განშტოებაში?

– ლიტერატურული კრიტიკა მრავალმხრივი არსებობს, დღეს დასრულდა ხოტბა–დიდების ხანა. შეიძლება რაღაც ჯგუფები ან ადამიანები ისხდნენ და ერთმანეთს აქებდნენ, მაგრამ ეს უფრო მათი კომპლექსია, ვიდრე ლიტერატურული კრიტიკის პრობლემა. კრიტიკა დღევანდელ სამყაროში მრავალმხრივ საინტერესოა, მაგრამ მე იგი ისეთი მომწონს და მიყვარს, როგორიც ილია ჭავჭავაძეს აქვს. პირველ რიგში, ილია უაღრესად მომთხოვნი და დაუნდობელია საკუთარი თავისა და ცოდნის მიმართ. ლიტერატურული კრიტიკა ის სფეროა, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად, თავისუფლად ვგრძნობ და, მიუხედავად იმისა, რომ სემიოტიკაც, თავისთავად, ძალიან საინტერესო სფეროა, ვფიქრობ, რომ ლიტერატურული კრიტიკა მის განშტოებად ნამდვილად არ ქცეულა.

– პრეზენტაციაზე თქვენ როსტომ ჩხეიძემ ქართველი ვირჯინია ვულფი გიწოდათ და თქვა, რომ თქვენი კრებული უნდა ითარგმნოს მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. თქვენი აზრით, რითი იქნება საინტერესო თქვენი წიგნი უცხოენოვანი მკითხველისთვის?

– როსტომ ჩხეიძემ პარალელი ვირჯინია ვულფთან, მართლაც, გაავლო, რადგან ვირჯინია ვულფის ესსეებში ასახულია ინგლისი, იქ მიმდინარე პროცესები და მოვლენები. საერთოდ, მწერლის ესსეებში ასახული სამყარო მკითხველისთვის, ძალიან საინტერესოა, რადგან ეს არის არა ერთი შემოქმედის ან ერთი სხვა ადამიანის, არამედ მთელი ქვეყნის ისტორია. ამიტომ, ჩემი აზრით, ალბათ, უცხოელ მკითხველსაც დააინტერესებს ჩემს ესსეებში ასახული ჩვენი სამშობლო.

– რაც შეეხება უახლეს ქართულ რომანს: შეიცვალა თუ არა მისი ფორმა კლასიკურ ქართულ რომანთან შედარებით, განვითარდა თუ არა ქართული რომანი?

– უკმარისობის გრძნობა დღევანდელ ქართულ რომანთან და, ზოგადად, ლიტერატურასთან დაკავშირებით ნამდვილად არ მაქვს. ქართული რომანი თანდათან ვითარდება და იცვლის ფორმას, მეტსაც გეტყვით, ქართული ლიტერატურული სამყარო არაფრით ჩამოუვარდება სხვა უცხოენოვან ლიტერატურას, მარტო ოთარ ჭილაძე, ოთარ ჩხეიძე, ჭაბუა ამირეჯიბი შემიძლია დაგისახელოთ. ამ რანგის მწერლები ბევრ ქვეყანას არც კი ჰყავს. ერთი შეხედვით, ჩვენ თითქოს მოწყვეტილები ვართ იმ ლიტერატურულ პროცესებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარეობს, მაგრამ საერთო პროცესში სხვაგვარად ერთვები: მწერლის რეაქცია სამყაროში ასახულ მოვლენებზე ყველგან ერთნაირია.

– და მაინც, თქვენი აზრით, როგორ შეაფასა ქართულმა ლიტერატურამ უახლესი ევროპული ლიტერატურული ტენდენციები, მოახდინა მისი ტრანსფორმაცია თუ მექანიკურად გადმოიღო ახალი ფორმები?

– ტრანსფორმაცია, რა თქმა უნდა, მოხდა. ყველაფერი „გაქართულდა“, თუნდაც სიმბოლისტები, ცისფერყანწელები რომ გავისხენოთ, ესეც კმარა. მიუხედავად იმისა, რომ მათ პოეზიაზე და პროზაზე დიდი გავლენა ფრანგულმა სომბოლიზმმა მოახდინა, მათი ნაწარმოებები მაინც ქართული აღმოჩნდა. ისინი, საბოლოოდ, ძალიან ქართველ პოეტებად შემორჩნენ ჩვენს მეხსიერებას და სომბოლიზმს თავისი განსაკუთრებული დატვირთვა მისცეს. ამის ბრწყინვალე მაგალითია გრიგოლ რობაქიძის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის შემოქმედება. ასეა დღესაც, ახალგაზრდები ახლაც გატაცებულნი არიან პოსტმოდერნისტული ეპოქით, მაგრამ მათ ნაწარმოებებში მაინც ქართული ტენდენციები სჭარბობს.

– რაც შეეხება პოსტმოდერნიზმს, არსებობს ქართული ლიტერატურული პოსტმოდერნი? თუ არსებობს, რომელი ავტორები არიან, თქვენი აზრით, პოსტმოდერნისტები?

– პოსტმოდერნიზმი ჩემთვის ძალიან პირობითი ცნებაა. ვერ გეტყვით, რომ სრულყოფილად მაქვს რომელიმე ასეთი მიმდინარეობა შესწავლილი. მე ამ თვალსაზრისით დავით კლდიაშვილის მიმდევარი, მოწაფე ვარ. ჩემთვის ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვანი, ის ლიტერატურაა, რომელმაც, საუკეთესო გაგებით, დაღი დაასვა მწერლობას და ყველა დიდი მწერალი, ყველა დიდი რომანი ამ დაღს ატარებს. ასევე მნიშვნელოვანია ძიების გზა, რომელიც ყოველთვის უნდა ჩანდეს ნებისმიერი დიდი მწერლის ნაწარმოებში.

– და მაინც, ვინ არის, როგორია დღეს გმირი უახლეს ქართულ ლიტერატურაში?

– მე, როგორც მკითხველს და არა როგორც მწერალს, ოპტიმისტური რომანის მოთხოვნილება მაქვს, სადაც გმირი კეთილია. მაქვს მოთხოვნილება კეთილი გმირის, კეთილი მწყემსის, თუმცა, ძალიან რთულია მწერლისთვის, დახატოს კეთილი გმირის სახე. ამას არა მხოლოდ ნიჭი და ოპტიმიზმი, არამედ რწმენაში ძლიერად დგომაც სჭირდება. თუ ეს ყველაფერი თანხვედრია დიდ ტალანტთან, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქმნება ლიტერატურა, რომელიც მკითხველს სულში სინათლეს უტოვებს. ლიტერატურა ჩემთვის ნუგეშის მომცემია, რომელიც არა თუ გრთგუნავს, არამედ გაიმედებს, სულს ეხმიანება.

– თქვენი აზრით, როგორ ასახავს უახლესი ქართლი ლიტერატურა, თუნდაც თქვენი კრებული, საქართველოს უახლეს რეალობას?

– დღეს ჩვენი ქვეყანა იმდენად ვენებგადახსნილია, რომ მწერალს ფანტაზიაც კი აღარ სჭირდება იმისათვის, რომ მიმდინარე მოვლენები ასახოს. დღეს დანაშაულებრივი მოვლენებით „დაისეტყვა“ ჩვენი გარემო, მწერალი ხედავს და გრძნობს, სტკივა, ის, რაც მის გარშემო ხდება და ხვდება, რომ ხმის ამოღებაა საჭირო. ამიტომ იგი ტკივილს საკუთარი რომანების, მოთხრობების საშუალებით გამოხატავს. ვერანაირი ისტორია, პოლიტიკა თუ პილიტიკოსები ვერ აღწერენ სრულყოფილად რეალობას ისე, როგორც შემოქმედი ნამდვილ ლიტერატურაში. იყო პერიოდი, როცა უამრავი მოთხრობა დაიწერა აფხაზეთის თემაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ იყო ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად განცდილი, მკითხველამდე მიტანილი. დღეს არსებობს გენიალური მწერალი ლევან ბოლქვაძე, რომელიც უბრწყინვალესი წიგნის „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ ავტორია. ეს წიგნი, ფაქტობრივად, იმ რეალობის ასახვაა, რომელიც ჩვენმა სამშობლომ გამოიარა. ჩვენ ასეთ მწერლებს დღეს ვკარგავთ, წლების შემდეგ შეიძლება, მისი ნაწარმოები ვინმემ აღმოაჩინოს და ჩვენ შეგვრცხვეს.

– და ბოლოს, რაც შეეხება თანამედროვე ქართველ მწერლებს. ვინ მიგაჩნიათ თქვენ უახლეს ქართულ ლიტერატურაში შემდგარ, პერსპექტიულ ავტორებად და რატომ?

– ასეთი ჩვენ მრავალი მწერალი გვყავს, მაგალითად, გურამ ოდიშარია. მან ბრწყინვალე რომანი დაწერა ბოლო წლებში, რომელიც ყველა ქართველის ტკივილზე, აფხაზეთის თემაზეა. ასევეა გენო კალანდიას წიგნი „პოეტური კრებული“. ახალგაზრდა პერსპექტიულ მწერლებს შორის შემიძლია, თავისუფლად დავასახელო: რეზო თაბუკაშვილი, არჩილ ქიქოძე, თამარ ფხაკაძე, დავით ქართველიშვილი, გურამ მეგრელიშვილი, ზვიად კვარაცხელია და სხვები. საქართველოში, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ მრავლად არიან ასეთი ნიჭიერი მწერლები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები მომავალში ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას იტყვიან ქართულ ლიტერატურაში.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაკა ჯოხაძე   Wed May 11, 2011 12:07 pm

თამარ მამაგულაშვილი
ნინო ოსიაშვილი

მაკა ჯოხაძის „სამოთხე უსიყვარულოდ“

"ახალი შვიდი დღე", 11-05-2010, 19:59 - http://7days.ge/index2.php?newsid=1415


მაკა ჯოხაძის „სამოთხე უსიყვარულოდ“გამომცემლობა „ინტელექტის“ დარბაზში მაკა ჯოხაძის ესსეებისა და ლიტერატურული წერილების კრებულის „სამოთხე უსიყვარულოდ“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ საკუთარი ხარჯებით გამოსცა.

მაკა ჯოხაძის ახალ კრებულში „სამოთხე უსიყვარულოდ“ ბოლო 10–15 წლის განმავლობაში დაგროვილი ის პუბლიცისტიკა შევიდა, რომელსაც მწერალი ამ წლების განმავლობაში ჟურნალ–გაზეთებში ბეჭდავდა.

წიგნის სახელწოდება „სამოთხე უსიყვარულოდ“ ამავე გამოცემის ერთ–ერთი ესსედანაა აღებული, რომელშიც სამოთხე სამშობლოა.

გამომცემლობა „ინტელექტის“ დარბაზში გამართულ პრეზენტაციას სოსო ჭუმბურიძე უძღვებოდა. „წიგნის მთავარი პერსონაჟი თავად მაკა ჯოხაძეა. იგი თანამედროვე ქართული მწერლობის სინდისია. კრებული სამშობლოს სიყვარულსა და ხსოვნაზეა, რადგან მაკას დღემდე ახსოვს და განიცდის სამშობლოს მძიმე წარსულს, თუმცა მაინც წინ მიიწევს, ფესვებს კი არ ივიწყებს,“– განაცხადა სოსო ჭუმბურიძემ.

კრებულში „სამოთხე უსიყვარულოდ“ მკითხველი, გარდა თანამედროვე ლიტერატურული კრიტიკის გარჩევისა, მაკა ჯოხაძის იმ ესსეებსაც გაეცნობა, რომლებიც მიმდინარე საზოგადოებრივ მოვლენებსა და ეროვნულ საკითხებს ეხება.

„სიტყვის ოსტატი, რომანისტი, მწერალი ესსეისტი, პუბლიცისტი, პოეტი, ორიგინალური, გულწრფელი“, – ასე მოიხსენიებენ მაკა ჯოხაძეს ზაირა არსენიშვილი, ნათელა არველაძე, გენო კალანდია, გიორგი გოგოლაშვილი და ზვიად კვარაცხელია. როსტომ ჩხეიძემ კი მას ქართველი ვირჯინია ვულფი უწოდა.

„კრებული მრავალმხრივ საინტერესოა, რადგან იგი მრავალი განსხვავებული ბედის ადამიანის შესახებაა. მაკას წიგნში ყველა თაობის წარმომადგენელია. აქ ვიღაცა ახლა ამთავრებს ცხოვრებას, ვიღაცა ასპარეზზე გამოდის. მთელი მისი შემოქმედება კი სიმართლეზეა დაფუძნებული, იმ სიმართლეზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება და ყველაზე მეტად აკლია, თუმცა არ არის ადვილი დღეს მწერლისთვის, განსაზღვროს ის ორიენტირი, რომელიც საზოგადოებას სჭირდება. მაკა, სწორედ, ამ გზებს სახავს, რაც დიდ გამბედაობას მოითხოვს. ეს წიგნი საზოგადოებას აერთიანებს,“ – აცხადებს მანანა ჯაბაშვილი.

„სამოთხე უსიყვარულოდ არ სრულდება, მისი ბოლო სტრიქონებია: „რათა ჩვენს სამშობლოს გავეკიდოთ და დავეწიოთ“, დანარჩენს კი მკითხველი თავად დაასრულებს.

study


Last edited by Admin on Wed May 11, 2011 12:17 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაკა ჯოხაძე   Wed May 11, 2011 12:10 pm



მაკა ჯოხაძე

რევაზ ინანიშვილი

რევაზ ინანიშვილო! სიტყვა მანძილი “ბატონოთი” შეგნებულად დიდი აღარ მოგმართავთ, რადგან ძალიან მოვამრავლეთ ეს “ბატონები” და ამ სიტყვასაც დავუკარგეთ თავისი არ უნდა ფასი, იყოს ხოლო ზოგიერთმა ისიც კი დაიჯერა, რომ ბატონყმობის, მონობის აღდგენა შეიძლება დღევანდელ საქართველოში.
კიდევ ერთი კაცი წავიდა ჩვენგან, კიდევ ერთი მწერალი, რომლის ინტელექტუალიზმი იმაში მდგომარეობს, რომ სიკვდილის უკანასკნელ წამებამდე გულით მოაზროვნედ დარჩა. გულით აზროვნებას არასოდეს ემუქრება სულიერი გამყინვარება და სიცივე. “გულქვა ადამიანი”- რა შეიძლება იყოს ამ ეპითეტზე საშიში და შემაძრწუნებელი!
აღარ გვენდობიან სიტყვები, გამუდმებით დავდევთ და დავეძებთ სიტყვებს. რევაზ ინანიშვილო, გამოცილების ბოლო წუთებშია ეს სტრიქონები დაწერილი ისე, რომ არცერთი სიტყვა არ მიძებნია, თავისთავად მომძებნეს ამ სიტყვებმა, თავისით მომეძალნენ ღამის პეპლებივით, რადგან იცოდნენ, რომ დიდი სინათლე-რევაზ ინანიშვილი- უნდა გამეცილებინა ამ სიტყვებით.
“გიყვარდეს და იყო საყვარელი” – აი, ოცნება გერმანიისა. ბატონებო და ქალბატონებო, მოიღეთ მოწყალება, გიყვარდეთ გერმანია… არ არსებობს ბოროტი და კეთილი გერმანია, არსებობს ერთი მთლიანი, დაცემული გერმანია, ბატონებო და ქალბატონებო, მიიღეთ მოწყალება, გიყვარდეთ გერმანია!..”
და აი, ამ სიტყვის თქმას თომას მანი ბედავს 1945 წელს,როცა კიდევ არ განელებულა ფაშისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებისა და შემაძრწუნებელი კრემატორიუმების მხურვალე ალი, ცეცხლი, თმები და კბილები მუშავდებოდა.
ჩვენ ჩვენი სამშობლო ვერ დავანახეთ, ვერ შევაყვარეთ, ვერ შევავედრეთ მსოფლიოს. პირიქით,იქით მოვუგონეთ ათასი სიბინძურე, იქით დავამცირეთ, სახედარზე უკუღმა შესმულმა იქით შევასხით ლაფი.
რევაზ ინანიშვილო! მთელი თქვენი ცხოვრება ამტკიცებდით, რომ გქონდათ ერთი მთლიანი, კეთილი, სათნო, გულიანი, სულგაუყინავი და უფლისაგან, სამყაროსაგან სულგაუმიჯნავი საქართველო. და ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ მეოცნებე იყავით და თქვენი მწერლური ინტუიციით ამ გაყინულ, უღმერთო საქართველოს ვერ ამჩნევდით, არამედ გჯეროდათ სიტყვის მაგიური ძალისა და ფიქრობდით, რომ ამ მალამოთი კაცის გამობრუნება შეიძლებოდა.
ტალანტის გარდა, უფალმა კიდევ იმითაც გამოგარჩიათ, რომ გაუბზარავ, მთლიან პიროვნებად დაგტოვათ. ამიტომ თქვენს შემოქმედებას, თუ გადავრჩით, მომავალი საქართველო ციებ-ცხელებით დაუწყებს ძებნას ისე, როგორც მალე დავუწყებთ ჩვენი ცოდვებით დასჯილი ქართველები ერთმანეთს ძებნას. რეზო ინანიშვილის შემოქმედება მწვანე კონცხივით გადარჩება გადამწვარ საქართველოში და ჟანგბადივით მოათქმევინებს მომავალ თაობებს სულს.
რამდენად მრავალთაგან განსხვავებით, მას არცერთი წამით არ დაუჯერებია, რომ ხელოვნება და, მით უფრო, მწერლობა, თამაშია და მხოლოდ თამაშის დროს შეიძლება სამშობლოს სიყვარული, რომ მხოლოდ ორი საათით სცენაზე და ეკრანზე შეიძლება გაითამაშო ეს სიყვარული, როგორც თეთრი კირით სახეშეფეთქილი არლეკინოები ამბობდნენ სისხლისფრად შეღებილი ბაგეებით ნებადართულ სიმართლეს.
ამიტომ, როგორც კი უფალმა თავის დროზე მიცემული ტალანტი მოჰკითხათ, როგორც კი რეგალიების, წოდებების, ავტორიტეტების, წარსულში გაწეული ღვაწლის გარეშე მოსთხოვათ ღვთისა და ერის წინაშე დედიშობილა წარდგომა, სამშობლოცა და სიყვარულიც იქ დარჩა, იქ, მუყაოს ყდიან წიგნებში, პოეტურ სახეებში, ტროპებში, მღვიმეებში, მეტაფორებში. ამიტომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ყველაფრის თამაშს გაპატიებს ხალხი და ღმერთი, ეროვნული მოღვაწისა და ეროვნული მწერლის თამაშის გარდა…
ხალხი! ზოგი პროვინციელი, პროვინციულობა არ დამწამონო, ამ სიტყვას ცხვირს უბზუებს. ბრალო… რა საოცარია ეს სიტყვები. თითქოს თავიდან ვსწავლობთ სიტყვებს. უბრალო ხალხივით უბრალო რევაზ ინანიშვილი. უ-ბრალ-ო, ესე იგი, ბრალის არ მქონე, ბრალის გარეშე.
და არა ისე, როგორც ბრალიანი და ბრალიანები, ესე იგი, ცოდვიანები, თავიანთი სამშობლო დასაკლავი ხარივით რომ წამოაქციეს, გაკოჭეს ყასბებივით აქნეს და დაახარისხეს,_ ეს აქეთ თირკმელები, ტვინი, გულ-ღვიძლი ჩვენა ვართ, ბრალიანები, იქით თქვენა ხართ_ წვრილფეხობა, ჩლიქიანები, უბრალოები. აი, ესაა სწორედ უნუგეშო პროვინციალიზმი და არა რეცხვით გამოხუნებული შარვლისა და კაბის ტარება. მაგრამ ეტყობა, ამას რომ მიხვდე, მართლა უბრალო უნდა იყო.
მიდის უფალი ჩვენგან, მიჰყავს რეზო ინანიშვილის სული, როგორც ღრუბელი, ტაატით, მშვიდად. აქ კი გამოგზავნა გარდაცვალების წინა დღეს სამი ანგელოზი, აკი გაუმხილეს ეს ხილვა წასვლის წინა დღეს თქვენს შვილებს და განსაცვიფრებლად უბრალო მეუღლეს.
მიდის და ჩვენ აქ გვტოვებს, ამ ცოდვით გადაბუგულ მიწაზე, ამ გადამწვარ ქალაქში. მიდის, მიცურავს ღრუბელივით რევაზ ინანიშვილის სული. ოღონდ წყალწყალა, გასაქრობად გამზადებული, უსამშობლოდ გამზადებული ღრუბელივით არა, რევაზ ინანიშვილმა იცოდა, რომ ღრუბელსაც თავისი სამშობლო აქვს და ამიტომაც გაქრობა არ უწერია მას.
ნეტავი, მალე წახვიდე რეზო ინანიშვილის სულო, ნეტავი მალე ააღწიო ღმერთამდე. იქნება თქვენმა სულმაც მოალბოს უფლის გული, იქნება თქვენმა სისუფთავემაც შემოაბრუნოს და გადმოახედოს აწ უკვე ღვთისაგან მიტოვებული, ერთ დროს კი მისგან გამორჩეული ქართველობისაკენ. ,,
უცნაურია, აი ახლა, ამ წუთებში რომ მკითხოთ, რეზო ინანიშვილის ლიტერატურული სილუეტის ხატვა რატომ დავიწყე მაინცადამაინც გამოსამშვიდობებელი სიტყვით, რომელიც დიდუბის პანთეონში წარმოვთქვი 1991 წლის 31 დეკემბერს, წარმოვთქვი იმ წამებში, როცა ჯერ კიდევ მძლავრად ქუხდნენ ქვემეხები და ამ ზათქის ფონზე შიშით, სიბოროტით, მძულვარებით, მადლიერებით, სიყვარულითა თუ სასოწარკვეთით გადაბერილი სახეებით და უცნაური თვალებით მიმზერდნენ ადამიანები, ვერ გეტყვით. არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ დღეს ცოცხალ რეზო ინანიშვილს, წასული რეზო მირჩევნია. და ამ პარადოქსს ვიცი, თქვენს თვალში ახსნა არა აქვს. თუმცა ჩემთვის, ამ უცნაურ განცდას თავისი მიზეზები ნამდვილად მოეპოვება. უფრო ზუსტად მიზეზთა მთელი წყება, მთელი კომპლექსი. და უმთავრესი მათ შორის, ალბათ, ისევ ეს მარადიული და დაწყევლილი შიშია. შიში, თავისუფლების მარად ძველი და მარად ახალი ჯალათი, რომელსაც ჰქონია დამარცხებები, გამარჯვებები, მაგრამ თვით დიადი აღზევების ჟამსაც კი ვერაფერს უხერხებდა თავის მდაბიურ წარმომავლობას… მდაბიურს, რადგან ასეთი შიში ეშმაკისგანაა, სილაღე, უშიშრობა, სინათლე, სიყვარული_ღვთიური წარმომავლობის. ასეთ შიშს ყოველთვის ეშმაკი თესავს. ნუთუ მეც დავფრთხი და შემეშინდა?.. დიაღაც, ალბათ, ასეა, იმდენი იმედგაცრუება იყო ამ წლებში, იმდენმა ცოცხალმა გააწბილა პირადად ჩემი იმედები და იმდენმა მკვდარმა მომანატრა თავი; უფრო ზუტად გარდაცვლილთა საგმირო საქმეებმა, სამარადჟამო კვალი რომ დასტოვეს არა მხოლოდ ჩვენს ცნობიერებაზე, არა მხოლოდ მსოფლმხედველობაზე, არამედ გულსა და სულში, პირველ რიგში. რომ არა ის საბედისწერო ტრაგიკული მოვლენები და პროცესები, რაც ჩვენს სამშობლოში დატრიალდა ბოლო ათი-თორმეტი წლის მანძილზე, ალბათ ისე მოვკვდებოდი, რომ ბოლომდე ვერ გავაცნობიერებდი, რას უნდა ნიშნავდეს ასე ნაცნობი და ასე საყვარელი სტრიქონები; “სამშობლოს განცდა განსაკვირველი”…
დიაღ, შემეშინდა, დიაღაც, დავფრთხი, მასაც არ შეშლოდა რაიმე, ისიც არ ჩაბმულიყო მძულვარების ფერხულში, თვითმკვლელთა ცეკვაში, ასეთი აგონიური წრებრუნვით რომ ტრიალებდა ჩვენში დანთებული ხანძრების გუგუნში. მე ვინ ვარ, თითქოს თავად უფალი დაფრთხა ყოველივეს შემხედვარე და გადაწყვიტა, რამდენიმე სახელი და გვარი ოაზისივით გადაემალა უდაბნოში. რადა, ვისაც გული აქვს და გონება უჭრის, დავინახეთ რა ტემპით დაიწყო ეს გაუდაბნოება. რა მეთოდურად და გეგმაზომიერად…
რეზო ინანიშვილი_სამყაროსაგან სულგაუმიჯნავი ეს დიდი ბავშვი-არავის არ უნდა ენახა შეცვლილი, თუნდაც სახეალეწილი, მით უფრო დაბნეული, მით უფრო გაბოროტებული, ეს უკანასკნელი საერთოდ წარმოუდგენელია. Aამიტომაც შეიყვარა იგი უფალმა ასე ძალიან, ამიტომაც დაუხუჭა თვალი, რათა თვალისჩინით სამშობლო არ ეჩვენებინა, არ დაენახვებინა ასეთი შეშლილი, ამღვრეული, გაგიჟებული, სულგაყიდული, მიწაგაყინული, ზღვაგაყინული, მთებმორღვეული, საზღვრებმოშლილი. მისი ჰარმონიული არსება და მისი კეთილი გული ამას ვერ გაუძლებდა, უფალს თავისი გეგმა ჰქონდა ამ შემთხვევაშიც. რეზო ინანიშვილი, ვაჟასი არ იყოს, მთელ სამყაროზე შეყვარებული, კლდესა და კენჭში ერთნაირად შეყვარებული, როგორც შეიძლებოდა ვინმეს გულგატეხილი სჩვენებოდა. ამიტომ ჩვენთან ერთად თავად რეზო ინანიშვილიც დაზოგა უფალმა, როცა ანგელოზები მოუვლინა წასვლის ჟამს. მათ ფრთებს გაატანა მისი ძვირფასი სული სასუფევლისაკენ მომავალ გზაზე. მათი მეშვეობით გაიარა ამ წმინდა კაცმა საზვერეთსაცავები, საღვთისმეტყველო ენით რომ ვთქვათ, და სწორედ იქ დატოვა, საიდანაც ნათელში მოკაშკაშე მისი სული ჩვენთვის ლოცულობს.
ოი, როგორ სჭირდება საქართველოს ჩვენგან წასული ასეთი კაცების ლოცვა და შემწეობა…
მთელი მისი სამყარო, ასეთი კონკრეტული ერთდროულად, იქნება ეს “ნახალოვკის” პაწია ქოხი, უჯარმის გზაზე ეულად მდგარი ფესვმაგარი მუხა, ნაბადმოსხმული ლეკივით რომ მოჩანს შებინდების ჟამს ჩამყუდროებულ გარემოში, მისი საყვარელი “კიტრის ქურდები”, მისი ძვირფასი “ბღუკები” იალნოს შორი მწვერვალი, ზამთრისპირა ბუხართან მონათხრობი პაპის ტკბილმწარე ზღაპრები თუ მწარე რეალობა; როგორ აყურადებს მეზობლის ქალის უხმო ნაბიჯებს ობოლი და-ძმა, რომელსაც თეფშით კარტოფილის ცხელი კერძი მოაქვს და “ოთხი თითის დადება სიგრძე-სიგანის” ამავე დროს ისეთი კოსმიური მასშტაბებისა და ზოგადსაკაცობრიო ხასიათისა, რომ არცერთ ფრანგსა თუ ინგლისელს, არცერთ ჩინელსა თუ ვიეტნამელს გულგრილად არ დასტოვებს. უცხოელი მკითხველისათვის (მე, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტ მკითხველს ვგულისხმობ და არა, გალაკტიონის თქმისა არ იყოს “გადამკითხველს”) მხოლოდ საკუთარი სახელები, ვთქვათ, სოფლის, ქალაქის ან თუნდაც ადამიანებისა დარჩება უცხო და ეგზოტიკური. სხვა ყველაფერი ნაცნობი, ახლობელი და საყვარელი იქნება მათთვისაც. რადგან ყანაში მომუშავე შაოსან დედაბერს, ობოლი შვილიშვილები რომ ჰყავს გამოსაკვები, ისევე სიყვარულითა და აჩქარებით უცემს გული, როგორც ბრინჯის სველ ყანაში ჩამდგარ ქალს თაგორის მოთხრობებში.
რეზო ინანიშვილმა ამ საყოველთაო სითბოსა და სიყვარულს იმიტომ მიაღწია, რომ როგორც ყველა ჭეშმარიტმა მწერალმა, მოვლენებს გაუსწრო, დროზე ადრე დაინახა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ბუნებასთან, მიწასთან, სამყაროსთან გაუცხოებას, რომ ეს ყოველივე დასაბამი გახდებოდა ყველაზე საშიში ტოტალური გამყინვარებისა. ვგულისხმობ ადამიანთა ურთიერთგაუცხოვებასა და თვითგაუცხოვებას, რის კვლევასა და გოდებას ამდენი ენერგია შეალია დასავლეთ ევროპამ, თავის დროზე, ჯერ კიდევ შპენგლერმა რომ უწინასწარმეტყველა სულიერი დაზამთრების დასაწყისი; ხოლო ლიტერატურაში გაჩნდა მიმდინარეობა თავისი უცნობილესი მწერლებით ე.წ. ეგზისტენციალისტებითა და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებით, ყოველი ნაწარმოები, იქნება ეს კამიუს “უცხო” თუ “შავი ჭირი” ბეკეტის “გოდოს მოლოდინში” სარტრის “სიტყვები” კაფსას “პროცესი” და ა.შ._ “სია ხომ უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, როგორც ილიას ერთი პერსონაჟი იტყოდა,_ “ერთი გაბმული კვნესა” სიმღერას რომ ეძახიან. ესაა გამოტირება, პრუსტისა არ იყოს, თავგადაკლული ძიება “დაკარგული დროისა” რომელსაც როგორც მდინარეს, ვეღარასოდეს დააბრუნებ, წავიდა, ჩაიარა, წაიღო, წარიტაცა დრო და გაგაშიშვლა, დაგტოვა ასეთი უმწეო, ჩაკეტილი, სასოწარკვეთილი…
რეზო ინანიშვილთან ამ გაშიშვლების, სიბეცის მიუხედავად, ბოლომდე ხდება სულის მხნეობისა და რაფინირებული, უნატიფესი ესთეტიზმის შენარჩუნება. ამის განსაცვიფრებელი მაგალითია ნეკერჩხლის ხიდან გადმოვარდნილი სიფრიფანა მოხუცი ქალი, რომელიც ვარდნის პროცესში ფოთოლივით ბუნებრივია, რადგან ფოთოლი არასოდეს თამაშობს ვარდნას, იგი წყდება და ფრიალით ეცემა მიწაზე. ფოთლისაგან განსხვავებით, მიწაზე დაცემამდე, ქალი ფიქრობს, ლამაზი იყოს მისი გარდაცვალება და კაბის კალთით ცდილობს ფეხების დამალვას, რომ გარდაცვლილიც ფაქიზი და მშვენიერი ჩანდეს.
ხელოვანის მსოფლმხედველობა, სამარადჟამოდ განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას გარე სამყაროსთან, განსაზღვრავს მისი შემოქმედების არსს, დვრიტას. ეს დვრიტა, მიუხედავად ქარტეხილისა, მიწისძვრებისა, საყოველთაო პათოლოგიური ხასიათის ბოროტებებისა, რომლებიც განსაკუთრებით მომრავლდა დღევანდელ მსოფლიაში, რჩება შეუვალი, უცვლელი, განსაცვიფრებელი თავისი, ერთი შეხედვით, სისუსტისა და სწორედ აქედან გამომდინარე სიძლიერისა გამო.
აი, ეს კრედოც, ეს რწმენაც საგულდაგულოდ, სათუთად ჩაწერილი რევაზ ინანიშვილის მიერ;
“მე მეუბნებიან; განა გირჩევნია, ალამაზებდე ადამიანებს, ილუზიებით ცხოვრობდე და მერე გიცრუვდებოდეს იმედი? რატომ ილუზიებით? განა არ შეიძლება, სწორად ვხედავდე და მაინც მივიღო ისინი _ შეშინებულნი თავიანთი მანკიერებითურთ?!
ადამიანი კარგია. თუ იგი ცუდს ამჟღავნებს ჩვენს წინაშე, ამაში ჩვენ თვითონვე ვართ დამნაშავენი. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ჩვენი მოყვასისათვის გამოგვემჟღავნებინა საგულდაგულოდ დაფარული და დამალული რაღაც (სიკარგე ), რასაც ისინი მხოლოდ უახლოეს ადამიანებთან ამხელენ.
რა აღმაფრთოვანებელია, რა გადამდებია სკეფცისისა და ეჭვების ეპოქაში ამ რწმენის შენარჩუნება! დააკვირდით ამ ფრაზას_ “შეშინებულნი თავიანთი მანკიერებითურთ?!” რა ზუსტი ცოდნაა ადამიანური ფსიქოლოგიის. მართლაც, რა ხშირად გვივრძვნია, რომ უაღრესად გულადი, ძლიერი ადამიანებიც კი, როგორ დიდ სისუსტესა და უსუსურობას ამჟღავნებენ (იჩენენ) სწორედ საკუთარ მანკიერებათა წინაშე.
ბუნებრივია, მწერლის ლიტერატურული პორტრეტის წარმოსაჩენად ყველაზე უკეთ, მისი შემოქმედება გვეხმარება. ამ შემთხვევაშიც თითქოს ნაცად გზას უნდა დავდგომოდი და ტრადიციულად რევაზ ინანიშვილის მოთხრობების საფუძველზე უნდა მომეხაზა მისი ლიტერატურული სილუეტი. მაგრამ ძალაუნებურად დავარღვიე ეს ტრადიცია. შემთხვევით არც სიტყვა “ძალაუნებურად,, წამომცდენია;
რადგან კატასტროფული სიჩქარით იმატა დროის დინებამ. ამ სატანური გარემოს ყველაზე მძლავრი და დამაჩქარებელი იარაღი ცივილიზაციაა, რომელიც ე.წ. პროგრესის სახელით ინიღბება. Aარადა, ცივილიზაციის პროგრესი არსებითად სისასტიკით პროგრესად იქცა. ამის გაგებასა და დაფიქსირებას არც დიდი აღმოჩენა სჭირდება და არც მოვლენებსა და პროცესებში ხანგრძლივი ჩაღრმავება. საკმარისია თუნდაც ერთი საღამო ჩაჯდე ტელევიზიის სპექტრით შესუდრული ოთახის სიღრმეში და თვალი მიადევნო “სიენეხის” მოციმციმე არითმიიდან დაწყებული იშემიით დაავადებულ სამამულო ტელევიზიას, რომ დაასკვნა,_მსოფლიო შეშლილია! შეშლილია ყველაფერზე_ჭამაზე, სმაზე, იარაღზე, სამოსზე, სექსზე, ესტრადაზე, სპორტზე, ჰოროსკოპზე, ატომზე, ნავთობზე, დოლარზე, ნარკოტიკზე… ღვთაებრივი, მარადიული კი არა და, აღარაფერი მდგრადი, ყოველწლიური, თუნდაც სეზონურიც კი არაფერი დარჩა. ყველაფერი იშლება, ირღვევა, თეფშზე დასხმული სპირტივით ორთქლდება, ქრება… გამაერთიანებელი ფორუმები, ფესტივალები, კონგრესები, აქციები, დელეგაციები, ეს ყოველივე მოჩვენებითია, უშედეგოა, თვალი სეირს დახარბებული და გონების ზედაპირზე მოტივტივეა. აღარავითარი სიღრმე, აღარაფერი დამაფიქრებელი…
ამას დღეს ყველა გრძნობს, ხელოვანიც და არახელოვანიც, ნიჭიერიც და საშუალოც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ შეგრძნებები საკმარისი არ ყოფილა. უფრო მეტიც, შეგრძნებები, განცდები დამღუპველიც კია ზნეობრივად და მორალურად დაავადებულ საუკუნეში, თუკი არ აღმოგაჩნდა იმუნიტეტი, წინააღმდეგობის გაწევის უნარი ამ ღია კარანტინში.
“ნუ უფრთხილდებით თავს, თუ თქმას მოელიან თქვენგან, თქვით თქვენი სათქმელი და ნუ იფიქრებთ იმაზე, მაინცდამაინც გამორჩეულად ბრძნული თქვათ რაიმე. მათ მხოლოდ ხმა სჭირდებათ თქვენი…”
რეზო ინანიშვილის ეს ჭკვიანური სენტენცია, რომელსაც უკვე შეჰპარვია ამ მწერლისათვის უჩვეულო სკეფცისი, განსაკუთრებული სიღრმით გამოხატავს დროის დაწოლას, სამყაროს ბუნებრივი რიტმიდან ამოვარდნას, აზრის უაზრობად ქცევას, მოსმენის უნარის დაქვეითებას, ნამდვილი, ღრმა განცდების ნაცვლად იმპულსურობას. ყოველივე აქედან გამომდინარე კი_ხელოვანისა და ხელოვნების კრიზისს. შუა საუკუნის წმინდა მამები კაცობრიობის მორწმუნე ნაწილზეც კი წინასწარმეტყველებდნენ; უკანასკნელ ჟამს ადამიანები საცდურთაგან ისე დაუძლურდებიან, ლოცვას ვინ ჩივის, პირჯვრის გადასაწერ ღონესაც კი ვერ აღმოაჩენენ საკუთარ თავშიო…მაშ, რაღა უნდა ითქვას არაეკლესიურ, რწმენისაგან სრულიად დაუცველ ადამიანებზე?!
ამ მკლავებისა და ძალ_ღონის მოსაკრებად ხელოვანმა საკუთარ მღვიმეებს, საკუთარ სულიერ სამყაროს უნდა მიაშუროს. დანარჩენებთან ერთად ხელოვანიც განუწყვეტლივ დგას არჩევანის წინაშე,_ამდენგვარ მძლავრ საცდურთა ტალღებში საკუთარი სინდისის, ე.ი. ღვთაებრივი ხმის ნებაყოფლობით ტყვედ დარჩეს. ის ყველაზე სუფთა და სანდო ზონაა. თუ ამ ზონის აუმღვრევლად დაცვას მოახერხებს, მაშინ იგი ტარკოვსკისეულ, ყველაზე სანდო “სტალკერად” (გზამკვლევად) რჩება.
ორი ცხოვრება_ხელოვნება და სინამდვილე_ეს პარალელი სამყაროსავით ძველია. ორი რეალობა_მხატვრული და ემპირიული_იმთავითვე სხვადასხვა ღირებულებებზე იყო ორიენტირებული, მაგრამ ერცერთ საუკუნეში შემოქმედებას ისეთი ზეწოლა არ განუცდია, როგორც ჩვენსაში. არცერთი საუკუნე ისეთი მძლავრი, მასობრივი, ყოვლისშთანმთქმელი ენერგეტიკით არ ჩართულა სულიერსა თუ მხატვრულ სამყაროში, როგორც ეს მეოცე საუკუნეში მოხდა. ამ თვალსაზრისით ხელოვანისა და მასზე შეყვარებული ადამიანის ბედი, მწერლისა და მკითხველის ბედი არც არასოდეს დამსგავსებია ისე ერთმანეთს, როგორც დღეს. სისასტიკის პროგრესი არა მხოლოდ ხელოვნებას ებრძვის, არამედ მის ჭეშმარიტ მცოდნესა და დამფასებელსაც, რადგან მწერალიც და მკითხველიც სწორედ ღვთაებრივი სინათლის მონატრებისა და სიყვარულის უნარის გამო ჰგვანან, პირველ ყოვლისა, ერთმანეთს. მწერლობა ხომ ორმხრივი სიყვარულია!
რევაზ ინანიშვილი, რომელიც, პირადად ჩემთვის, სამყაროსთან კეთილშობილერი ურთიერთობისა და დიადი ინტიმის ეტალონია, ბუნებრივია, საშინლად განიცდიდა ამ ორმაგ დაწოლას, ხელოვნებისადმი მსახურების მისთვის დაკისრებულ მისიასა და წვრილმანი თუ მსხვილმანი საზრუნავებით დანაკუწებული და დასერილი ცხოვრების წინაშე ხარკის გაღებას, ადამიანურ მავალეობათა აღსრულებას. მას პირადად ჩემთან საუბრის დროსაც არაერთგზის გამოუთქვამს ამ აუსრულებელი ოცნების, “მარადიული ნატვრის” შესახებ, როცა მთელი თავისი არსებით, მთელი თავგანწირვითა და მოცალეობით მიეცემოდა მხოლოდ ხელოვნებას, მხოლოდ სიტყვასთნ ჭიდილს, მხოლოდ სიტყვის ლოლიავს. ასეთი ემოციური წყობის მქონე კაცისათვის ეს უაღრესად ნიშანდობლივი და თითქმის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მომენტი გახლდათ. მაგრამ, სამწუხაროდ, არასოდეს ჰქონია ამის საშუალება, უფრო ზუსტად, არასოდეს მიუცია საკუთარი თავისათვის ამ “ეგოიზმის” ამ ეგოისტური ფუფუნების უფლება. რეზო ინანიშვილი ამ თვალსაზრისითაც საოცრად მაგონებდა ვაჟა-ფშაველას, ბუმბერაზ შემოქმედს, რომელსაც არსობის პურისათვის, ვიცით, რა ჭაპანწყვეტა სჭირდებოდა და როგორ ჰქონდა, ალბათ, ამის გამოც შელახული ნერვული სისტემა. ხშირად უზარმაზარი ტკივილების საფასურად იქმნება ხოლმე ხალხში ე.წ. “ლეგენდები” ერთ-ერთი ამ ლეგენდათაგანი, უშუალოდ ვაჟას ცხოვრებიდან, ერთგვარი მსუბუქი იუმორითა თუ ირონიითაა შემონახული; ვაჟა რომ წერად დაჯდებოდა, თუნდაც ზესხმა ყოფილიყო, თუნდაც თოვლი, ცოლ-შვილს გარეთ გაყრიდა, იჯდა და მუშაობდა. და ობივატელური ირონია სდევს ამ სიმსუბუქეს თან, ამ, რაღა თქმა უნდა, გაზვიადებას, რომელიც ისევე სჭირდება სეირს დანატრებულ კაცს, გენიოსების ცხოვრებას რომ ადევნებს შორიდან თვალს, როგორც თავად გენიოსს სჭირდება ელემენტარული პირობები სამუშაოდ…
სხვა ტიპის ადამიანი, სხვა ხასიათის შემოქმედი, ალბათ, ამ პრობლემაზე უფრო მკაცრად, უფრო აღშფოთებით ალაპარაკდებოდა, მაგრამ თავად რევაზ ინანიშვილი ამის შესახებ რაღაცნაირი ქრისტიანული მომთმენლობითა და შემგუებლობით, ერთგვარი მორჩილებითაც კი საუბრობდა. აი, ამის დამადასტურებელი მისი ჩანაწერიც;
“მე მაინც გაჭირვებული ცხოვრების ნაყოფი ვარ. ქალაქად ვიყავი თუ სოფლად, ან ვმსახურობდი, ან გლეხურ საქმეს ვაკეთებდი ყოველგვარი შეღავათების გარეშე. რაც არ უნდა წიგნი მქონოდა წასაკითხი, ანდა დასაწერი, მე მათ ვტოვებდი, რათა დროზე მიმეხედა ჩემი სამსახურის გზისა თუ ვენახისათვის.
ვფიქრობ, აქედან მოდის ურღვევი ჩვევა, სწრაფად წავიკითხო ჩემი წასაკითხი, სწრაფად ჩავიწერო ჩემი ჩასაწერი. დღესაც მუდმივად მდევს რაღაც გაფრთხილება, რომ მე უფლება არა მაქვს, მთლიანად მივეცე კითხვასა თუ წერას”
რა შემაძრწუნებელია მთელს ამ ამონაწერში ეს ორი სიტყვა; “დამაშინებელი გაფრთხილება” ისევე შიში, ისევ შიში! თავისუფლების ეს სასტიკი ჯალათი თავს დასდგომია ამ უკეთილშობილეს არსებას, უთბილეს ხელოვანს, რომლის წარმოსახვის მასშტაბებით ისეთი გამაოგნებელი და ზუსტია, რომ გეგონება სისხამზე გარეთ გამოსულს, რიჟრაჟის ბურუსში შესულს ამ ბურუსივით ზუსტად და თითქმის ხელუხლებად შემოაქვს ჩვენში ყოფის სუსხი, წარმავლობის სევდა და ცხოვრების ხანმოკლე დღესასწაულები… აკი წერს კიდეც ერთგან,_ხელოვნება ესაა უმაღლესი რანგის სისუსტე.
მაინც როგორ ახერხებს წონასწორობის შენარჩუნებას, ამ უცნაურ სიმშვიდეს, ფაქიზ სიმშვიდეს, რომლის მიღმაც დიდი ადამიანური ვნებები და საწუხარი იმალება… როგორ და_სიყვარულით! მე ვერ ვიტყვი, იგი ორთოდოქსი მორწმუნე იყო-თქო იმ გაგებით, რა დატვირთვითაც ამ სიტყვას ხმარობენ დღეს. მაგრამ იგი სიყვარულით აღვსილი არსება გახლდათ და ღმერთი კი თავისთავად სხვა რა არის, თუ არა სიყვარული,_სიყვარულში იგი უფლის უერთგულესი მოწაფე იყო, მისი მიმბაძველი და მისი სათნომყოფელი. თავის დროზე თომას მანი, რომელიც დაბნეული იყო პირადად მის ქვეყანაში და საერთოდ ევროპაში მიმდინარე არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ რელიგიური პროცესებით, საეკლესიო განხეთქილებით, მწვალებლობებით, ერესებით და ა.შ. გულწრფელად აღიარებდა, გულწრფელად და ერთგვარი გულუბრყვილობითაც_პირადად მე, რელიგიაზე მეტად სიყვარულისა მწამსო. რევაზ ინანიშვილს ამ თვალსაზრისით ნაკლებად ჰქონდა დასაბნევი, მიუხედავად იმისა, რომ მას საბჭოურ პერიოდში მოუწია ცხოვრებამ და მოღვაწეობამ, მიუხედავად იმისა, რომ რელიგია მის დროს იკრძალებოდა და სასტიკად იდევნებოდა… ჟამიანობამ მის გენეტიკურ ქრისტიანობას, მისი მამა-პაპის მართლმადიდებელ სარწმუნოებას ვერაფერი დააკლო… პირიქით, უღმერთობამ და სიცრუემ ღვთის რწმენაცა და სიყვარულის უნარიც კიდევ უფრო მეტად განუმტკიცა…
მან, როგორც მწერალმა და პიროვნებამ, შესანიშნავად იცოდა, რომ ორასი წლის განმავლობაში აკრძალული მართლმადიდებლობის ტვირთი თავისი მხრებით ზიდა ქართულმა კულტურამ, პირველ რიგში კი, მწერლობამ. იგი ამ კულტურის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია. ამიტომაა, რომ ეს ერთგულება წინაპართა სარწმუნოებისა, როგორღაც თავისთავად, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურისა და აფიშირების გარეშე შეიგრძნობა რევაზ ინანიშვილის შემოქმედებაში. აქ დგას უჩვეულო მყუდროება,სიფაქიზე, სინაზე, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, არ იცოდეს, რა ზათქი, რა დავიდარაბა, რა მარათონული სვლა და ზიბზიბია ატეხილი მთელს სამყაროში ადამიანების მიერ. იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ნაკლებად ენდობიან ღვთივდადგინებულ კანონზომიერებებს, სამყაროს მოუწყენელ რიტმს_გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი…
რევაზ ინანიშვილი თავისი სხივიანი, შუქიანი თვალებით მთელი გულისყურით, მთელი არსებით აკვირდება ქვეყნიერებას და ისეთ ღირებულებებს კრიფავს მარგალიტების სახით, რომლებიც ადამიანს ეხმარება, ცხოვრებისეულ ამაოებათა შემოტევებს გაუძლოს. ალბათ, უფრო ზუსტი ვიქნები, თუკი რევაზ ინანიშვილის მისამართით ვიტყვი, რომ მისთვის უმნიშვნელო, რამე თითქმის არაფერი არსებობს სამყაროში. ყოველი დღის გათენების მადლიერია, ყიველი წამი ფაქიზად ეფინება მის გულს, ზურგზე ვეება ტვირთმოკიდებული ჭიანჭველისადმიც ისეთსავე ყურადღებასა და სითბოს იჩენს, როგორსაც ადამიანებისადმი.
მან, როგორც კაცმა, თითქოს შეუდარებლად იცის დროის ფასი, ანუ მარადიული მეტაფორა; დრო მდინარეა! დროის სწრაფმავალი მდინარე გააფთრებულ ნიაღვრებად მიედინება თავდაღმართში, უფსკრულისაკენ, აღარაფერს ტოვებს სუფთას, უბიწოსა და გამჭვირვალეს… და რევაზ ინანიშვილს, როგორც მწერალს ღრმად სწამს, რომ რამდენიც უნდა სცოდოს ადამიანმა, რა შეცდომებითაც უნდა აავსოს თავისი ცხოვრება, ცხოველური წარმომავლობისა თუ სხვა ამდაგვარი ღირსების შეურაცხმყოფელ თეორიებსაც უნდა დაუგდოს ყური, რომელმა სექტანტურმა თუ სატანურმა თეორიამაც უნდა დაამიწოს და მტვრევად და არარაობად წარმოსახოს, ქვეშეცნეულად მაინც იტოვებს იმედს, რომ ღმერთი არ გასწირავს!
რევაზ ინანიშვილის მთელი შემოქმედება ამის ნათელი დადასტურებაა. მისი პეიზაჟი მარადმდენი,ყოველწამიერად ცვალებადია, მაგრამ თავისი რიტმული მონაცვლეობით მარადიული და ერთგული უფლისა, რომელიც აწესებს და აწესრიგებს პლანეტების განლაგებასა და მონაცვლეობას სამყაროში, დროის ციკლს, სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოებას, დაბადებისა და აღმოჩენების წარუვალ სიხარულს. რევაზ ინანიშვილის პროზა ძალიან ჰგავს სოფლის ტკბილ-მწარე კვამლს. ამიტომ ეს პროპორცია სიტკბოებისა და სიმწარისა, მთელს მის შემოქმედებას თან სდევს. აქ არსადაა მხოლოდ მაჟორი ან მხოლოდ მინორი, ეს არც მონაცვლეობაა მზისა და ჩრდილისა, დღისა და ღამისა, როგორღაც ყველაფერი ერთმანეთში გარდამავალი და ერთმანეთიდან გამომდინარეა… ეს უფრო მიღება, შეგუება, შერიგება და ამავდროულად, აღიარებაა იმ ფაქტისა, რომ თვით ყველაზე “უცოდველ” ადამიანსაც კი ცოდვა ადევს, თავისი უშუალო წინაპრებისა კი არა მხოლოდ, არამედ პირველქმნილისა, როგორც ბიბლიაშია ნაგულისხმები, რომ ადამიანი ცოდვითვე იბადება, რომ მისი დაბადება უშუალოდ ცოდვას, ცოდვის ნაყოფს უკავშირდება. ამიტომაც ყველა პასუხისმგებელია ამ ცოდვის წინაშე, თითოეული ადამიანი თავისი შესატყვისი მგრძნობელობითა თუ ცნობიერებით ისჯება ამის გამო და ამავე ცნობიერებით და გონიერებით ცდილობს შეუდგეს “სწორ ცხოვრებას” ანუ “ცოდვის გამოსყიდვას”.

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Wed Sep 28, 2011 9:49 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაკა ჯოხაძე   Wed May 11, 2011 12:12 pm

მაკა ჯოხაძე

რევაზ ინანიშვილი

(დასასრული)

ხელოვნების და უშუალოდ მწერლობის უპირველესი დანიშნულებაც სწორედ ეს არის_როგორმე მოალბოს კაცის გაქვავებული გული, როგორმე დაანახოს უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის ტრაგიზმი, შეეწიოს უმწეობას… ყიველივე ეს კი უფლისაკენ მიმავალ ვიწრო და სახიფათო ბილიკებზე სვლას გულისხმობს, რაც უხმაუროდ, ბუნებრივად, როგორღაც თავისთავად, ყოველგვარი დიდაქტიკისა და ძალდატანების გარეშე უნდა ხდებოდეს.
რევაზ ინანიშვილის მთელი შემოქმედება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ზემოთქმულის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს. და ეს ისევ და ისევ მისი თბილი გულის, ადამიანისადმი გაუნელებელი, უსაზღვრო ნდობისა და სიყვარულის ძალით. ამიტომ გვაოცებს მწერლის განცვიფრება, რომელიც მან ჩანაწერებში, თავის “უბის წიგნაკებში” ჩატოვა;
“ქრისტემ უბრალო ადამიანური გული დაუდო საფუძვლად თავის მოძღვრებას და საოცარია, ეს მოძღვრება აღმოჩნდა ყველაზე მყარი აზრი დედამიწაზე”
დედამიწაზე გავრცელებული ამ ყველაზე “მყარი აზრის” ანუ “უბრალო ადამიანური გულის” მატარებელია ყველაზე ჭეშმარიტი მწერალი. ამიტომ დიდებული რევაზ ინანიშვილის მიერვე შენიშნული ფოლკნერის შემოქმედების არსი;
“დიდებულია ფოლკნერი; … სიყვარული, პატიოსნება, სიბრალული, სიამაყე, თანაგრძნობა, თავგანწირვა, _აი, ის ძველთაძველი, უნივერსალური სიმართლენი გულისა, რომელთა გარეშე ყოველგვარი ნაწარმოები განწირულია და არარაობად იქცევა”.
თავგანწირვა, პატიოსნება, თანაგრძნობა, სიყვარული… ეს და ამგვარი ცნებები აბსოლუტურად თავდახსნილია განსჯისაგან, გონებისეული აწონვისაგან, ანგარიშიანობისაგან… ისინი უფრო პირველადი, თანდაყოლილი განცდებია და ამიტომ ისე უშუალოდ და მოულოდნელად იფეთქებენ ხოლმე ექსტრემალურ სიტუაციებში, რომ თავად მათი ჩამდენი ადამიანი საკუთარი გულოვანებითა თუ ერთგულებით ზოგჯერ გაოცებული რჩება. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ადგილი გრიგოლ რობაქიძის შესანიშნავი რომანიდან “ჩაკლული სული” კოჯრის ტყეში საქეიფოდ ასულ თანამოაზრეებს მოულოდნელად ნომენკლატურის მაღალჩინოსანი წარმომადგენლები ეწვევიან და ლხინიც ამოვარდება თავისი ჩვეული, ბუნებრივი და ხალისიანი რიტმიდან.
… “ლაპარაკობენ ბევრს და ზერელედ”…
ბევრი და ზერელე ლაპარაკი პირველი და უტყუარი სიმპტომია არაგულითადობისა, არაგულწრფელობისა. ეს არაგულწრფელობა, უნდობლობა და ეჭვი თანდათან ამუქებს, წამლავს რომანის როგორც გარეგან, ისე შინაგან გარემოს; შიშით ნაქსოვი ატმოსფერული ბადე, თანდათან იზრდება, მატულობს, ტყვიასავით ცივდება და მძიმდება.
რა განსაცვიფრებლად ზუსტად და უბრალოდ ხსნის ავტორი მთელ ამ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს;
“…ო, ეს სიფრთხილე! ეს შინაგანი შიში. ეს უმთავრესი სენი სიცოცხლის! ეს ლაჩრობაა, ცოდვაა სიცოცხლის წინაშე…”
და მართლაც, ასეთი შიში სენია, ავადმყოფობაა, ცოდვაა სამყაროს წინაშე, რადგან გეშინოდეს,_ ნიშნავს ნაკლებად ენდობოდე უფალს, ნაკლებად გწამდეს მისი ყოვლისშემძლეობისა და ამიტომაც ნაკლებად, ან თითქმის არასოდეს მიმართავდე მას დასახმარებლად.
რევაზ ინანიშვილის მთელი შემოქმედება, ამ შიშისა და სიფრთხილისაგან განსხვავებით რაღაცნაირი სიმშვიდითაა გაჯერებული. უიშვიათესი სიმშვიდით, რადგან ნებისმიერ განსაცდელს იგი იობისეული მოთმინებითა და სიყვარულით იღებს უზენაესისაგან. თვით ამინდის მონაცვლეობასაც კი თუ დავაკვირდებით მის პეიზაჟებში, აღმოვაჩენთ, რომ ზუსტად ისეთივე სიყვარულითა და აღფრთოვანებით იწერება ამღვვრეული მარტის დღეებზე, იანვრის ყინვაზე, გვიანი შემოდგომის თრთვილსა თუ მოულოდნელად მოსულ თოვლზე, როგორც გაზაფხულის პირველი კვირტის მოულოდნელ ჩუმ გადასკდომაზე, როგორც კაშკაშა ბრდღვიალა მზეზე.
მისი “სამაგიდო რვეულის” ჩანაწერები არ იკითხება მხოლოდ და მხოლოდ დიდი მწერლის ცხოვრებისეული წვრილმანების, სისუსტეებისა თუ საიდუმლოებათა ცოდნის ინტერესით, რითაც “გაუმაძღარი” მკითხველი ასე ეძალება მსგავს ლიტერატურას. კარგა ხანია საუბარი იმის შესახებ, რომ ევროპასა და ამერიკაში გაცილებით უფრო დიდი ინტერესით კითხულობენ და მეტი ტირაჟებითაც გამოდის თავის მწერლებზე დაწერილი წიგნები, ან მათ მიერვე თავის დროზე გაკეთებული ჩანაწერები (ამ თვალსაზრისით, პირადად მე მაკლია ეს ცნობისმოყვარეობა, ყოველ შემთხვევაში, რაღაც გარკვეული დოზით მაინც)…
უნდა აღინიშნოს, რომ რევაზ ინანიშვილის ეს ჩანაწერებიც არაჩვეულებრივი ნიმუშია მწერლის რელიგიურობისა. შესაძლოა, “სამაგიდო რვეულების” მთელი გვერდები ისე ჩაათავო, რომ იქ სიტყვა “ღმერთი” ან “უფალი” არც შეგხვდეთ, მაგრამ ყველაფერი სწორედ ამითაა გაჯერებული. მისი ლიტერატურული პორტრეტი ამიტომაც იხატება ასე საინტერესოდ ამ “სამაგიდო რვეულებიდან” ნიმუშად სულ პაწია მაგალითს მოვიტან;
“ბავშვობაში ჭექა_ქუხილის მეშინოდა. ახლა არაფერი მიყვარს მასავით. რაც უფრო მაგრად იჭექებს, მით უფრო მაგრად მიმტკიცდება რწმენა, რომ დედამიწას ისევ აქვს შერჩენილი ძველებური ძალა”.
რეზო ინანიშვილისათვის მთელი სამყარო იდუმალების ბურუსშია გახვეული, მან შესანიშნავად იცის, რომ ადამიანის გონებას, ცივილიზაციის გრანდიოზული მიღწევების მიუხედავად, სრულად არ ძალუძს ჩაუღრმავდეს და ამოხსნას ათასობით საიდუმლო. ეს საიდუმლოებანი გონების მიღმა დგას. ესაა სამყაროს იდუმალება და ამ ჭკვიან მწერალს მთელი არსებით სწამს, რომ საიდუმლოს გაფრთხილება უნდა,რომ უნდა დარჩეს სამყაროში უამრავი სიწმინდე, რომელთაც ტაბუ უნდა ედოს, რომ ყველა ტაბუახდილი იდუმალება მხოლოდ ილუზიაა გამარჯვებისა. პირიქით, ისე არაფერი ღუპავს ადამიანის სულს, როგორც სიწმინდეებისა თუ იდუმალებით მოცული მწვერვალების აღებისა და დაპყრობის ჟინი. ეს “ცუდი ცნობისმოყვარეობაა” როგორც მის შესახებ ბრძენი ადამიანები წერენ.
რევაზ ინანიშვილს თავიდანვე, სიჭაბუკიდანვე თითქოს გაცნობიერებული აქვს ეს სიბრძნე. და ამიტომაც იცის ასე კარგად, რომ ღვთის მიერ ბოძებული დიდი ტალანტი ერთდროულად ჯილდოცაა და სასჯელიც. ამით იგი რაღაცით მინდიასაც მოგვაგონებს, ასეთ ბედნიერსა და ასეთ უბედურს ერთსა და იმავე დროს.ყოველი ზემოთქმულის დასტურად მსურს, მცირე ფრაგმენტი შემოგთავაზოთ მისი ჩანაწერებიდან;
“დიდ სიკეთესთან ერთად დიდი საშინელებაა ძლიერი წარმოსახვის უნარი, მე, ჩემდა სამწუხაროდ, შემიძლია აბსოლუტურად ზუსტად წარმოვიდგინო მატარებლების ერთმანეთის შესკდომაც კი _მოძრაობები, ხმები, ფერები, სახეები, სუნი. უთუოდ იკითხავთ, მაშ, რატომ არ ავსახავ ასევე. გიპასუხებთ; არ შეიძლება, არ შეიძლება არც დადებითი, არც უარყობითი ემოციების აღმძვრელი მოვლენების გარკვეული ზღვარის იქით ჩვენება. რატომ? ეს მხოლოდ ჩვენმა სხეულმა იცის”
იმ მწერლის, იმ პიროვნების შესახებ, რომელიც ასე გრძნობს სამყაროს, რომელსაც ასეთი მოწიწება და რიდი შერჩენია სამყაროსადმი, რომელმაც უამრავი რამ იცის როგორც პირადი გამოცდილებით, ისე ინტელექტუალურად, ზუსტად იგივე სიტყვები შეიძლება გავიმეოროთ, რასაც თავის ჩანაწერებში გურამ რჩეულიშვილის მისამართით წერდა;
“გურამისათვის არ არსებობს მცირე ეტალონები. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ძალიან მოკლე ხნის ნაცნობობის პერიოდში არასოდეს უკამათია_ეს ამას სჯობს და იმასო (სადღეისო, ჟურნალ-საგაზეთო ფარგლებში), მისთვის არსებობდნენ; ვაჟა-ფშაველა, დოსტოევსკი, ტოლსტოი. მათი შემოქმედების ფონზე აფასებდა ამა თუ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს…”
ამავე ჩანაწერში რევაზ ინანიშვილი, თავისი თაობის მრავალი სხვა წარმომადგენლისაგან განსხვავებით, მთელი გულწრფელობით იხიბლება გურამის სიმამაცით და არც იმის თქმა ერიდება, თუ საკუთრივ მისი და მასზე უფროსი თაობის წარმომადგენლებში რატომ იწვევდა გურამი ერთგვარ დისკომფორტს.
“გუშინ, 20 იანვარს, _ წერს რევაზ ინანიშვილი გაიმართა გურამ რჩეულიშვილის მოსაგონარი საღამო. ასი თუ ას ოცი კაცის ტევადობის დარბაზში ადგილების თითქმის მესამედი ცარიელი იყო. პრეზიდიუმში ვისხედით: კობა იმედაშვილი, ნუგზარ წერეთელი, ერლომ ახვლედიანი და მე. კობა იმედაშვილის შესავალი სიტყვის მერე წავიკითხე ქვემოთ მოტანილი ტექსტი;
“გურამ რჩეულიშვილი მამაცი იყო, იმდენად გამოჩინებულად მამაცი, რომ 37 წლის ექოსთვის მუდმივი შიშით დაყურადებული ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის ბევრ მწერალს უსიამოვნოდ აღიზიანებდა.
ერთხელ ერთ სტამბაში ასეთი რამ ითქვა; თუ ვინმე ჩვენს შორის გენიოსობის ნიშნითაა დაბადებული, გურამ რჩეულიშვილიაო. იმ დღიდან რამდენიმე საბრალო, რომელთათვისაც არ არსებობს (თავიანთი თავიდან გამომდინარე) ქვეყნად არავითარი გამორჩეული ნიჭი, ყოველი შეხვედრისას მომტევებელი ღიმილით მიტყაპუნებდა მხარზე ხელს და ქირქილით მეუბნებოდა,_მაშ, გურამ რჩეულიშვილი გენიოსი გყავთო?! როცა დაიღუპა, პირველნი თუ არა, ერთ-ერთი პირველთაგანი მაინც ისინი აღმოჩნდნენ მისი კაცობის და ნიჭის დიდი თაყვანისმცემლები.
რას ვგულისხმობ, როცა გურამის სიმამაცეზე ვლაპარაკობ? პირიქით, მამრული სიმამაცის გვერდით, აზროვნების სიმამაცეს. ოცდაოთხი წლის ახალგაზრდამ დაწერა წიგნი “ჩემი ლიტერატურული შეხედულებანი” (სრული სახით არ გამოქვეყნებულა), იმავე ხანებში აქვს დაწყებული დიდი რომანი “შაშას რევეოლუცია” დაწერა დღიური თუ ტრაქტატი დედამიწაზე მოქმედ უდიდეს იდოლოგიურ ძალებზე, პიესა_ “იულონი”_ასევე გლობალური_იდეით, მასშტაბებით.
გურამს, ისე, როგორც თითქმის არავის ჩვენს შორის, შეეძლო გულთან ახლოს მიეტანა სოციალურ-პოლიტიკური ვითარებანი მთელი დედამიწის მომცველობით. იგი აღფრთოვანებული იყო ჩვენი ქნეყნის ჭაბუკური ენერგიით”
მარტო ეს ჩანაწერიც, ეს გამოსვლაც ნათელჰყოფს იმას, თუ როგორი უშურველი გახარება შეეძლო რევაზ ინანიშვილს. როგორი დიდსულოვანი და დიდბუნოვანი იყო. როგორი ბუნებრივი_მთასავით, მზესავით, წყაროსავით.
მე ამ ბუნებრიობას ყოველწამიერად, ყოველწუთიერად ვგრძნობდი მასთან ურთიერთობის ჟამს. რასოდეს დამავიწყდება ერთი ზაფხული. ბიჭვინთის მწერალთა დასასვენებელ სახლში ოჯახთან ერთად ვატარებდი შვებულებას, იგი თავის ვაჟიშვილთან, დათოსთან ერთად. შუადღის სადილის მერე მოვიდა და მეკითხება, რას აპირებ, უნდა დაისვენო, თუ იმუშაოო. მე ვუთხარი, შუადღისას მცონარების დემონები ყველაზე მძლავრად იბრძვიან და მუშაობა არ გამოვა, ამიტომ სადმე ან ჩრდილს შევეფარები, ან რამეს წავიკითხავ_თქო. მე მაქვს იდეაო, შემომთავაზა; შენ, ანუკი და აკაკი (კაკუჩა) ტყეში წავიდეთო. იმდენად ვიყავი ზღვის სტიქიით შთანთქმული, ირგვლივ ტყე თუ არსებობდა, აღარც კი მახსოვდა.
ჩვენმა ოჯახმა დიდი ენთუზიაზმით აიტაცა ეს იდეა და შევუდექით მაღლობს, ტყისაკენ მიმავალს. კარგა ხანს ვიარეთ. ანუკი წამდაუწუმ გაუძახოდა, როდის შევალთ ტყეში, აბა, სადააო ტყე. ისინი ხელიხელჩაკიდებულნი მიუყვებოდნენ ბილიკს. მე და კაკუჩას რაღაც ერთნაირი სინათლე და სიამაყე გვედგა გულში. რეზო ინანიშვილი ჩვენს პატარას როგორც ტოლს და მეგობარს ისე ესაუბრებოდა, თან გზადაგზა ამ საუბარს ჩაურთავდა ხოლმე თითქოს ჩვენს გასაგონად, ვახ, კაცო, ეს რა მოუთმენელი ვინმე ყოფილაო. ამას ისეთი საყვარელი ინტონაციით ამბობდა, ისე წამქეზებლად, რომ ანუკი სულ გადაირია, მალე შევიდეთ ტყეში, თორემ ისევ ზღვაზე დავბრუნდებიო. ვინ იცის, ანუკი იმასაც ფიქრობდა, ამ ტყით მის საყვარელ ზღვას, საიდანაც დიდი გაჭირვებით ამოგვყავდა ხოლმე (მისი ჩაყვინთვები და ჩემი გულისხეთქება საქვეყნოდ იყო ცნობილი), სამუდამოდ ვაკარგვინებდით. აბა, რა იცოდა იმ ნეტარხსენებულ პერიოდში პატარა ანუკიმ, რომ ზღვებსა და მიწებს ძია რეზოსთანა დიდი კაცები კი არ ართმევენ თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს, პირიქით, უნახავენ და ტყის, მიწის, მზისა და ზეცის სიყვარულს სამარადჟამოდ უნერგავენ პაწია გულებში.
ზღვებსა და მიწებს უსამშობლო კაცები, რომლებიც ასე მოგვიმრავლდნენ, ართმევენ და უკარგავენ ადამიანებს. თორემ რევაზ ინანიშვილის შემოქმედებაში კაცს კი არა, ღრუბელსაც თავისი სამშობლო აქვს. არასოდეს დამავიწყდება ბატონი რეზო ამ ტყეში ჩემს შვილთან ერთად. ეს იყო ნამდვილი საოცრება, რაც მე იქ ვნახე და მოვისმინე და რაც, მისი პროზის მცოდნესა და დამფასებელს თითქოს არ უნდა გამკვირვებოდა. ნაფოტი რომ ნაფოტია, იმ ნაფოტებსაც კი ათასნაირი სახელწოდებით იხსენებდა. წამდაუწუმ ჩაიმუხლებდა ხოლმე და რომელიმე მცენარისა თუ ყვავილის სახელს ახლო მეგობარივით აცნობდა. თან მათ თვისებებზე ისე ელეპარაკებოდა, როგორც ბავშვებზე, ნამდვილ ადამიანებზე. ანუკი გაფაციცებით უსმენდა, შეიძლება ითქვას, სუნთქვაშეკრული, ჩვენ_გაოგნებულები. ნიკო კეცხოველზე უკეთ ბუნებას ვინმე ასე კარგად თუ იცნობდა, ნამდვილად არ მეგონა და აი, უცებ, თითქმის ერთ მწკრივად დარგულ ხეებზე რეზო ანუკის ეუბნება; “ანუკი, შეხედე შვილო, ესენი მუხის ხეებია”
“მუხის ხეებიოოო”?_აქ კი აჯანყდა ანუკი, ისევ დაემსგავსა თავისი მარადიული შეკითხვებით თავის თავს და შეეპასუხა; “არაფერიც, ეგენი მუხები არ არიან!? რომ გამოვტყდე, გულში მეც ჩემი შვილის მხარე დავიჭირე, ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, რეზო ინანიშვილმა ჩვენს გამოსაცდელად ხომ არ თქვა ეს სახელი-თქო. სულ ასე დილეტანტებად რატომ ჩაგვთვალა, რომ მუხა ვერ გვეცნო…
რაღაცნაირი, მისთვის ჩვეული საყვარელი ღიმილი ეფინა სახეზე და თან ეშმაკურად, საყვარლად ჭუტავდა ტოპაზისფერ-ყურძნისფერ თვალებს. “ჰო, არა! შენ მუხა მაინცდამაინც ტანმსხვილი, ძლიერი და ვეებატოტებგაბარჯღული ხე გგონია არა? ი, ეგ ტანწვრილა ხეები ნამდვილი მუხებია, ნამდვილი კოლხური მუხები. დაიმახსოვრე, კოლხური მუხა ჰქვია მაგას!..
რევაზ ინანიშვილი ბუნების ნატეხივით იყო, თვითნაბადი, თავისთავადი და ეს იმის მიუხედავად, რომ მის შემოქმედებაში თვით ურბანიზმის ამსახველი პაწია პასაჟებიც კი დიდი სითბოთი და ოსტატობითაა აღწერილი, ხოლო ვრცელი მოთხრობა; “ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება” საერთოდ, ქალაქელი კაცის დაწერილია; იგი უაღრესად მტკივნეულად და ღრმა სევდით განიცდიდა ე.წ. ქალაქურ გარემოს, ამ გარემოთი წლების განმავლობაში მოგვრილ წნეხს. ამის უშუალო და არაჩვეულებრივი დასტურია ის სიტყვები, რომელთაც ქვემოთ მოვიტან:
“პირველყიფილი ადამიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე “თავისიანებში” ცხოვრობდა, თავისიანები იყვნენ: საღამო ხანზე აკივლებული ტურა, ცაში ირაოდ დატრიალებული ძერა, თავისთვის მგოდებელი ჭოტი, ბალახებში ჩანაბული ხვლიკი. მუხა, რცხილა, წყალი, კლდე, მთვარე, ვარსკვლავები. ჩვენ, დიდ ქალაქებში ვცხოვრობთ, ერთ საათში ათას უცხოსთან გვიხდება შეხვედრა. უცხონი არიან ადამიანები: მეტროში, ტროლეიბუსში, მაღაზიებში, სამსახურის კიბეებზე; უცხონი არიან ავტომანქანები, თვითმფრინავები, პრესის ფურცლებით შემოსული ამბები,_ყველა ესენი ხომ ერთ კაპილარს მაინც გაატოკებენ ისე, როგორც ეს ერთ უცხოსთან შეხვედრის დროს ხდება ხოლმე საერთოდ. წუთები, საათები, დღეები, თვეები, წლები და…ხელთ გრჩება საბოლოოდ მოშლილი ნერვიული სისტემა”
კოსმოპოლიტიზმს, როგორც პრიორიტეტს, ისე აღიქვამენ ინტელექტუალები, ანუ ძველი სახელი რომ ვიხმაროთ მათი მისამართით,_ მწიგნობარ-ფარისევლები. ამ თვალსაზრისით, მე უნუგეშო პროვინციელად ვრჩები, რადგან ფუტკარსაც კი, გავიმეორებ, ეროვნულობის ჭრილიდან ვუყურებ და ასე მგონია, სანთლის საუფლოში გამოკვეთილი მათი ვარძია, პაწია თაღები, სიმეტრიული სარკმელი, ერთი სიტყვით, ფიჭის უჯრედული წყობაც კი, საერთაშორისო სტანდარტებს არ ემორჩილება, არქიტექტურის თვალსაზრისითაც კი ეროვნულია”.
უკეთესად ვაჟა ბრძანებდა; “მეცნიერები და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით” ამიტომაცაა, რომ მე ვერ ვიღებ (აქედან გამომდინარე, ვერც ვიგებ) დებატებს დროსა და სივრცეზე. მათი ზოგადობა იმდენად მტკენს გულს, რომ გონებას მიჩლუნგებს. ჩემთვის სივრცეც ეროვნულია, აღარაფერს ვამბობ დროზე. დრო და სივრცე იმდენადაა ჩემთვის ღირებული, რამდენადაც თავიანთ თავში ლანდშაფტს, პეიზაჟს, ხასიათს, მოვლენებს აირეკლავენ. მოვლენები კი, ერთი შეხედვით, რაგინდ ზოგადსაკაცობრიო იერსაც უნდა ატარებდნენ, ყოველთვის დაღდასმულია ეროვნულობის ნიშნით… უფრო მეტიც, ჩემთვის თვით მეგობრობა, ანდა სიყვარულიც ამ ნიშნის ქვეშ მიედინება და დარწმუნებული ვარ,_ ქართველ კაცს, ანდა ქალს იმ სიღრმითა და სერიოზულობით უყვარს, რა სიღრმითა და სერიოზულობითითაც აღიქვამს იგი დროსა და სივრცეს, პროცესებსა და მოვლენებს საკუთარ სამშობლოში და მხოლოდ ამის შემდეგ_მსოფლიოში. ქართული შემოქმედებითი ფენომენი კი თავისი ფანტაზიით არასოდეს ყოფილა შეზღუდული, ლაკონური, იმთავითვე სამყაროს კუთვნილებას წარმოადგენდა. თავის მხრივ, მთელი სამყარო მას ეკუთვნოდა, კლასიკურ ლიტერატურას რომ თავი დავანებოთ, ამის საუკეთესო ნიმუში ხალხურ პოეზიაშიც მოიძებნება. მზე დედაა ჩემი, მთვარე მამაჩემიო… ხოლო წვრილ-წვრილი ვარსკვლავები და-ძმებად მიაჩნია ხალხის გენიას. თუნდაც მხოლოდ ეს ლექსია საკმარისი იმის დასტურად, რომ აღმოვაჩინოთ, ღია კოსმოსში გაჭრილ წარმოსახვას მთელი სამყარო როგორ ჰყავს გაშინაურებული. და უშუალო და ბუნებრივი ინტიმია ქართველ შემოქმედსა და კაცობრიობას შორის.
ალბათ, ეს ჩემეული განცდები იყო იმის მიზეზი, ასე გულზე მომხვდა რევაზ ინანიშვილის ჩანაწერებში აღმოჩენილი შემდეგი სტრიქონები;
თქვენ შეგიძლიათ თვით ჩემი თანდასწრებით ლანძღოთ ქართველი ხალხი იმის გამო, რომ იგი მარცხენა ხელით მუშაობას არის მიჩვეული და მომხვეჭველობაზე დახარბებულს გაჭუჭყიანებული აქვს სული, მაგრამ მე უფლებას არ მოგცემთ იგივე გაიმეოროთ ერზე, ქართველ ერზე… ერი… მთლიანობაა ხალხისა და დროისა, რომელიც საუკუნეებით იზომება მხოლოდ და მხოლოდ?
აი, ასეთი იყო რევაზ ინანიშვილი. ასე ხედავდა იგი გარემოს, სამყაროს, ხალხს, ერს, ადამიანს, მეგობარს, კოლეგას. ამიტომაც იყო, რომ მან მთელი სისავსით, ზუსტად და მგრნმობიარედ დაინახა ჩემი პიესა “ორი ცხოვრება” რის გამოც მე თავის დროზე უზარმაზარი ტკივილი და სტრესი გადავიტანე. დაე, ჩამითვალეთ, ეს სისუსტედ, მაგრამ მე მეამაყება და არ შემიძლია, რომ ამ წერილში ჩემი პიესის შესახებ მის უბის წიგნაკში ჩაწერილი სტრიქონები არ მოვიტანო:
“აქამდე ვერ მოვიხელთე ჟურნალი “საბჭოთა ხელოვნება”, დღეს თავაუღებლად წავიკითხე მაკა ჯოხაძის პიესა “ორი ცხოვრება”
ოი, რა ბნელი ხალხი ვართ; ამ პიესაში დახატული ადამიანები ხომ უკლებლივ კარგები არიან (გამორჩევით ქალები!), დაუკვირდით, რა ლაკონური, რა მოხდენილი და ზუსტად დამიზნებულია მათ მიერ წარმოთქმული ყოველი ფრაზა; ისინი ყველანი იმსახურებენ სიყვარულს, ნამდვილ, კარგ ცხოვრებას. და თუ ეს ცხოვრება არ არის, ვინაა დამნაშავე, ან მეგი, ან ნელი” რა უბედურებაა, რომ ეს ვერ დაინახეს ვერც ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომლებმა, _ მათ უნდა ეამაყათ თავიანთი ლიტერატურული სახეებით,_ ვერც კრიტიკოსებმა.
მე მოგესალმები და თავს ვხრი შენს წინაშე, მაკა! (რვეული მე-9, გვ.12).
რევაზ ინანიშვილი წინასწარმეტყველივით გრძნობდა რაღაც ავის მომასწავებელ ნიშნებს საკუთარ სამშობლოში (ისე როგორც საერთოდ სამყაროშო). იგი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მთელი თავისი არსებით პაციფისტია. ამიტომ იყო მისი დიაგნოზები ამ მხრივაც უტყუარი და ზედმიწევნით ზუსტი. ამიტომ შფოთავდა იგი, როცა აღნიშნავდა;
მსოფლიო ხელთ იგდეს ფრენჩიანებმა და ტყავისქურთუკიანებმა. დაწყებული სამხრეთ პოლუსიდან, დამთავრებული ჩრდილო პოლუსით ბრაგაბრუგით და მუქარით დადიან ეს ხაკისტანსაცმლიანები და ბათინკებიანები, ჩექმებიანები და სამხრეებიანები, თითოეული ყელამდე აღსავსე შურისძიების სურვილით, და შურს იძიებენ თავიანთი ნამცეცა ჭკუის ნაყოფზე. მას ეწირება მილიონობით ადამიანი, ზღვად მიდის დედათა ცრემლი. წაჰგლიჯეთ ბაირაღები, ადამიანებო, ამ შურისმაძიებლებს და მიეცით თოხი და ბარი, ყველაზე კეთილშობილი იარაღები, რაც კი ადამიანებს შეუქმნიათ ოდითგან დღემდე. ჩემს განთავისუფლებას… თოფით ნუ ცდილობ, დამიდექი გვერდზე და ჩემთან ერთად აბრუნე მძიმე ბელტები, მეც გამახარებ, კაცსაც და ღმერთსაც. ძაღლივით მიღრინავს გული?
აი, ასეთი იყო მისი დამოკიდებულება სამყაროსთან, სიცოცხლესთან, ღმერთთან. აი, ამიტომ იყო დიდი მწერალი ეს უცნაურად ჩუმი, მორიდებული და, ერთი შეხედვით, მყუდრო კაცი, რომლის გულში მთელი სამყარო ეტეოდა. თანაც ისე, რომ ერთი წამით არ წუწუნებდა ამის გამო. სამყარო ხომ სავსეა არა მხოლოდ სიკეთით, სამყაროში ხომ ამდენი უბედურება და სიავე დაატრიალა ადამიანის ხელმა. იგი კი, ეს უცნაური და დიდი მწერალი, მადლიერი იყო ყოველი დღის, ყოველი წამის და ამ უკეთილშობილეს ადამიანს არასოდეს დაუშვია ის აზრი ფიქრად, რომ ამ ცოდო-ბრალში თავისი წილიც არ ერია. არადა, დაბეჯითებით შემიძლია ჩემი რწმენა გამოვთქვა, თუ ვცდები, მხოლოდ უფლის წინაშე ვიხდი ბოდიშს, ქართულ მწერლობაში მე იგი როგორც შემოქმედი და როგორც-ადამიანი, წმინდანად მეგულება.

13-20 აპრილი, 2001

“ჩვენი მწერლობა” სალიტერატურო ჩანართი N15 (41) გაზეთისა “ახალი ეპოქა”.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაკა ჯოხაძე   Sun Mar 25, 2012 10:08 am

მაკა ჯოხაძე

სისხლიანი მეტაფორა


მოდი, სიყვარულზე ვილაპარაკოთ და შევეშვათ სადუკევლებზე,ფარისევლებზე ფიქრს და ფორიაქს. რახანია თავი აიშვეს შავმა აფრებმა. მათი საქმეები ისე გაცხადდა,როგორც ჭრილობები მაცხოვრის ტანზე ცრემლად რომ ღვრიან სისხლის წვეთებს,მზეს ჭორფლავენ და აბნელებენ.
მოდი, სინათლეზე ვილაპარაკოთ. სანთლის პაწია ნაპერწკლებზე, ასე შთაგონებით რომ ისვრიან იმედის შხეფებს, შუშხუნა იმედებს. დიდგულა სანთლის თავგანწირვაზე. ასე ჯიუტად რომ მიიწევს მღვიმეებისკენ, ვეშაპის ფაშვში, ბნელ წიაღში და შთანთქავს წყვდიადს.
მოდი, წყურვილზე ვილაპარაკოთ, გაპარულ ზღვებზე, დამშრალ ჭებზე, შეურაცყოფილ მდინარეებზე და მწარე, მწარე სინამდვილეზე, რომ-ნაკადულები აუმღვრევლად მხოლოდ სიმღერებში კვდებიან.
მოდი,სიცოცხლეზე ვილაპარაკოთ,რომელიც არ ღირს,თუკი მოკვდა კაქტუსზე დარდი კომპიუტერის მცხუნვარე ცის ქვეშ ციცქნა ეკლებით რომ ირქინება,რადგან თავისი უდაბნო ენატრება.
მოდი,ნატვრაზე ვილაპარაკოთ,მონატრებაზე,რომელსაც კლავენ რა ხანია,მაინც ვერ ჩაკლეს,როგორც პალმა მერიის სკვერში,ვრცელი მარაო მონის ხელში რომ გადაშლილა...კაცმა არ იცის ვის უნანავებს-თავისუფლების მოედანზე დახუფულ ჰაერს,თუ გაყიდულ სამშობლოში გაყურსულ შავ ზღვას,შუაღამისას რომ იწყებს შხუილს,როგორც სისხლი საფეთქლებთან აჯანყებული,ნიჟარაში შემწყვდეული უცხო სტიქია.
მოდი,სიზმარზე ვილაპარაკოთ,რომელიც უკვე აალდა და ისე აქროლდა,როგორც შავ-თეთრი კონოლეტი,მოულოდნელად გადამწვარი ყვითლად რომ დნება თეთრ ეკრანზე,ისე შეგვჭამა ცხადის ნევროზმა,სიზმრის დასიზმრებაც აღარ შეგვიძლია,სიზმარშიც ცხადი გველანდება.
მოდი,ცხადზე ვილაპარაკოთ,ანუ სოფელზე,ბინდისფერზე,ტკბილ-მწარე კვამლზე,უფრო და უფრო გამწარებულზე,რადგან ბადაგივით იკლო სიყვარულმა და მოწიწებამ ქალის წინაშე,კაცის წინაშე,ხატის წინაშე.“შენ ხარ ვენახი“და გალობამ სამხმიანმა.
მოდი,სიყვარულზე ვილაპარაკოთ,მხოლოდ სიყვარულზე ვილაპარაკოთ და იმდენხანს ვილაპარაკოთ,იქნებ მოხდეს სასწაული!იქნებ სული ჩაიდგან სიტყვებმა,რომლებიც რა ხანია მკვდრადშობილი ჩვილებივით ყრია სუდარაზე...სუდარამ იტვირთა თოვლის სისპეტაკე და ფიფქები მოანატრა სამყაროს.
მოდი,ფიფქზე ვილაპარაკოთ-სისხლიან ყვავილებზე,რომლებსაც ოდითგან ასე წვრთნიდნენ მეფე-პოეტები,რადგან მეტაფორას ყოველთვის ეკლის გვირგვინი ედგა და რწმენასთან ერთად ნიშნავდა ჯვარცმას.ჩვენი ჯვარცმული პოეტები-ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე დიდი ნოსტალგია...
მოდი,ნოსტალგიაზე ვილაპარაკოთ,ყველაზე დიდ ნოსტალგიაზე...მოდი იმდენხანს ვილაპარაკოთ,რომ იქნებ მოხდეს სასწაული.“ცუდი უსასრულობიდან“უძღები შვილივით იქნება დაბრუნდეს დიდი სანანული...
მოდი,სინანულზე ვილაპარაკოთ,რომელიც ალღობს ყინულის ლოდად ქცეულ გულებს და ცრემლით დანამულ საფლავებზე ამოჰყავს ია...
მოდი,იებზე ვილაპარაკოთ,წყნეთის დამრეცი ფერდობებიდან აპრილის მზეში კალთებით რომ ჩამოჰქონდათ სოფლის ბიჭებს და კი არ ყიდნენ,ცისფერ გოგონებს ასაჩუქრებდნენ.სიყვარული,სიმორცხვე და ეს გულუხვობა ერისთავის თბილისურმა ტილოებმა შემოინახა.
მოდი,თბილისზე ვილაპარაკოთ,მზის და ვარდების ამ თბილ მხარეზე,რომელიც ახლა კვამლისფერია,“თბილისიი,ჩვენი დედა თბი-ლი-სიიი“...ნეტა როგორ თბილისს უმღერებენ მზიური ბავშვობიდან ამოზრდილი გოგო-ბიჭები დღეს.
მოდი,იმედზე ვილაპარაკოთ,რომელიც ყველაზე ბოლოს კვდება და ისე კვდება,აქლემივით არასდროს იჩოქებს კართან.
მოდი,ვინატროთ,რომ“ სამართალმა პური ჭამოს“,რახანია აღარ გვინატრია.ალბათ ისე გადავიღალეთ,ნატვრის ენერგიაც აღარ შეგვრჩა.და მაინც ვინატროთ,სუფრაც გავშალოთ,ღვინოც შევსვათ და დაჩოქილი საქართველო ვადღეგრძელოთ,ოღონდ ტირანებთან არა.
პირჯვარი გადავისახოთ და ისე ვადღეგრძელოთ:
მხოლოდ ხატთან,მხოლოდ უფლის წინაშე მუხლმოდრეკილ საქართველოს გაუმარ-ჯოს!
გაუმარ-ჯოს!
გაუმარ-ჯოს!
მოდი,ეს კოხივით სკანდირება კიდევ ერთხელ წამოვუშინოთ გაუქმებულ სტადიონებს,გადახრუკულ ჰიპოდრომებს...
მოდი,სიყვარული ვადღეგრძელოთ,მხოლოდ სიყვარული ვადღეგრძელოთ და...იქნებ მოხდეს სასწაული,იქნებ გაიმარჯვოს სიყვარულმა,იქნებ მოგვხედოს უფალმა და გაგვიცოცხლოს ლაზარე.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მაკა ჯოხაძე   Today at 8:43 am

Back to top Go down
 
მაკა ჯოხაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: