არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ეკა ქევანიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Tue Dec 20, 2011 9:07 pm

სიყვარული, აუტიზმი

ასეთი დეპრესიაც არსებობს,
შუაღამით თვალდახუჭული დგომა
მაცივრის გამოღებულ კართან - ხაჭო თუ კიტრის მარინადი
თაფლი თუ მდოგვი.
ნახევრად გძინავს და თაროებზე ჩამომწკრივებულ სანოვაგეს ისე დაჰყურებ,
თითქოს მოშლილ კალეიდოსკოპს ატრიალებდე.
დგახარ. ვეღარ გადაგიწყვეტავს, უნდა დატკბე თუ უნდა გამწარდე.
ენის დაშუშხვა ტოლია ფრაზის - ასე აღარ შემიძლია.
გაგლესილი თაფლი - ენაზე, უდრის დათმობას.
იყოს, გავუძლებ.

ასეთი ავადყოფნაც არსებობს.
გამოივსებ კუზებს მოსაყოლი ამბებით,
ყელში გაიჩრი აუცილებლად სათქმელ სიტყვებს,
სარკესთან მონოლოგშიც არა გიშავს.
დაინახავ და გავიწყდება.
დაინახავ და,
უკანმოუხედავად მიწანწალებს ტანსაცმელი,
ორთქლდება მაკიაჟი, გიდნება სამკაული.
დგახარ ასე. შიშველი მონა და კბილებსაც უკრეჭ.
თუ დანებებაა, ბარემ ბოლომდე.

ასეთი აღარყოფნაც არსებობს,
ქუჩაში დადიხარ და არ ჩანხარ.
ცოცხალი ხარ და გმარხავენ.
ელაპარაკები და არ ესმით.

და ასეთი სიყვარულიც:
უფრო ლამაზი ვიყავი,
როცა გიყვარდი.
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Tue Dec 20, 2011 9:08 pm

გადარჩენის


ეგ რანაირი სიყვარულია – წონა არა აქვს, თქვა დედაჩემმა.
ეგ რანაირი სიყვარულია – ქონი არა აქვს, თქვა მამაჩემმა.
ეგ რანაირი სიყვარულია, ცალფეხაა და კუზიანი, წამოსცდა ჩემს ძმას.
ეგ რანაირი სიყვარულია, დაობებულა, გამოაცხადეს ნათესავებმა.
აბა, ეგ რა სიყვარულია, ბაზრობისას ჰგავს – დააკვირდნენ მეგობრები და დაიწუნეს.
უფრო ვნებაა, შევამოწმოთ თუ აალდება – სამსახურში ლუპა დაადეს.
სიყვარული უფრო სხვაა – უცებ სიბრძნე დაიბრუნეს ოცი წლის წინ გათხოვილებმა,
წამით თვალი მოსწყვიტეს ეკრანს და მოღალატე ქმრებს
მიაფარეს ჭრელი პლედები.
სიყვარული არა ტოროლა – უბნის კახპამ ასე დაასკვნა.
სიყვარული? თანაც ამ დროში? –ბაბუაჩემმა საიქიოში ჩაიქირქილა.


თითქოს ხეს ცული შემოარტყეს უდაბურ ტყეში,
ერთი ხმა ათას ექოდ შეერთდა და გვიმღერა ჩვენ ეს სიმღერა:

გქონდეს რიდი და ქმრის მოკრძალება – თუნდაც დაგარტყას.
მეზობლებს არ გააგებინო თქვენი ამბავი.
თავი დახარე.
შეაქე შენი ხალიჩა, ფარდა, ბროლის ლანგარი.
წაიწუწუნე, რომ განვადებით გამოტანილ ბედნიერებას უნდა გადახდა.
გიყვარდეს ჩუმად, ხმა არ აწიო, ტანით არ აყვე.


თითქოს ახადეს ხუფი ჯოჯოხეთს,
ათასმა კაცმა გამოიწვდინა ჩვენსკენ ხელები და დაელოდა –
ხელს გკრავდი თუ ჩაგასვენებდი.


მე კი ნაზად წამოვკრიფე ჩემი დაშლილი სათამაშო სიყვარული და შევაერთე.
მე კი გულზე მივიკარი ჩემი უწესო სიყვარული და დავარწიე.
მე კი ავიფარე ჩემი სიყვარული და ჩვენც ვიმღერეთ ჩვენი სევდიანი,
გადარჩენის სიმღერა.


გზაა მტვრიანი, გზაა გრძელი. ცარიელი. გადის აღმართზე.
მძიმე საპალნეს ხან მივაქროლებ, ხანაც დავათრევ.
სხვების სიმდიდრეს, სხვების ოქროს, თვალ–მარგალიტებს
ვარჩევთ ცულის ტარს, ვარჩევთ ქოხმახებს, ხანაც სათიბებს.


თითქოს კი არა,
გადავარჩინე.
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Tue Dec 20, 2011 9:09 pm

ძილი ნებისა, მეგობრებო

სძინავთ ჩემებს.
გული მიგრძნობს, უკვე ჩაბუდდნენ.
მშვიდ ცხოვრებებში,
რბილ ქვეშაგებში ჩაგორებულ მეგობრებს სძინავთ.
ერთმანეთზე მიხუტებულებს,
მთელი დღის ნაგავჩამორეცხილებს
დაუხუჭავთ უკვე თვალები.

გვიანია. სხვანაირად არც შეიძლება.
ვინც იფხიზლებს, დაბერდება.
თვალის გარშემო გაუჩნდება დილით წყვდიადი.
ვისთანაც ომი ისევ გრძელდება, მას დაძინება არ უწერია.

სამწუხაროდ, ძალიან მიყვარს,
ყოველ ღამით გადავამოწმო,
ხომ არაფერი არეულა.
სიჩუმე, ჩემთან – დამქანცველი, ძველებურად თუ განსხვავდება
სიჩუმისგან, რომელიც დადგა მათ სახლებში
დაძინების წინაპირობად.
ხომ უფრო მეტი ფული დარჩათ, დახარჯვის მერეც,
ხომ განსხვავდება მათი დარდი ჩემი დარდისგან
შემთხვევით, მათაც რომ არ გაზომეს
სახურავიდან ფრენა მიწამდე.

მშვიდად იძინეთ მეგობრებო.
მშვიდად იძინეთ.
სისხლისმსმელებო.
ხშირად სისხლის გადამსხმელებო.
თქვენც რომ ჩემსავით ცალი ფეხით იდგეთ მიწაზე,
გასაბერ ბუშტზე ჩაჭიდებული ხელებით კი მიჰქროდეთ ცისკენ,
სულაც არ მინდა.

თქვენც რომ ასე,
რას მოვეჭიდო.
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
გვან.ცა ბახუტაშვილი



Female
Number of posts : 5
Age : 116
Location : თბილი–სი :))
Job/hobbies : ფოტოგრაფია, პოეზია....
Humor : .......
Registration date : 11.01.12

PostSubject: <3   Wed Jan 11, 2012 6:59 pm

მიყვარს. მიყვარს. მიყვარს. I love you I love you bounce bounce bounce flower flower sunny cheers cyclops Embarassed


Back to top Go down
View user profile http://www.facebook.com/profile.php?id=100000587441898
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Mon Mar 12, 2012 10:34 am

http://gf.ghn.ge/view.php?post=281
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Today at 1:37 pm

Back to top Go down
 
ეკა ქევანიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: