არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* კახა ჭაბაშვილი"აქ, თბილისში" (მოთხრობები) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).
Share | 
 

 ილია ჭავჭავაძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3528
Registration date: 09.11.08

PostSubject: ილია ჭავჭავაძე   Wed Dec 17, 2008 7:43 pm

მიხო მოსულიშვილი

ტბის, ლექსისა და ქორბუდა ირმის პარაბოლა

არა მაშინდელი საქარველოს სხვადასხვა მხარეში მორჭმით განრთხმულ-გაწოლილ ტბებთან, შიგ სარკესავით რომ იცქირებიან ხოლმე დღისით მზე და ღამით მთვარე-ვარსკვლავები და როგორებიცაა – გელაქუნისა, იგივ გოქჩისა; პალიასტომისა, შავს ზღვას რომ ერთვის ვიწრო რამ სრუტით; თავფარავნისა, შეყვარებული ჭაბუკი ვინმე რომ გადასცურავდა ხოლმე; კალმახით სავსე საღამოსი და ტაბაწყურისა; ჟამურისა, საიდანაც ქსანი მოედინება; ჩრდილისა, მაღრანდოლეთისა, მადათაფისა, ხანჩალისა, ხოზაფინისა, ლილოსი, კუმისისა, ხანჯლისა, ჭანდარისა, მადისა, ყელისა, რიწისა, ამტყელისა, ლისისა, კუსი, ერწოსი, - არამედ სწორედ ბაზალეთის ტბასთან, ქრისტეს შობიდან 1626 წელს ქართველი ქართველის წინააღმდეგ აღდგება.

ბაზალეთის ტბასთან, თავსხმა წვიმაში მეფე თეიმურაზ პირველის ჯარი იმ კაცის ლაშქარს შეებმება, რომელიც "არც ავად არის ჩვენს მიერ დაფასებული და არც კარგადა" - როგორც პოეტი ბრძანებს.

მეფის მხარეს იბრძვიან ქართლ-კახელი დიდგვაროვნები, თავ-თავიანთი მხედრობით და ყიზილბაშებიც ეხმარებიან.

"არც ავ, არც კარგ" სააკაძისკენ კი იმერელი უფლისწულის ალექსანდრეს სპანი და ოსმალო მოლაშქრეები.

აქ ისეთი ომი გაიმართება, რომ შემდეგში ვერც ერთი ვაი-პატრიოტი, ეროვნული გრძნობით მოთამაშე მჯღაბნელი ვერ დასთხზავს, თუ როგორ გამოჰკიდებია ერთი ხრმლიანი ქართველი ათ დაზაფრულ თათარს...

ერთმანეთში აირევიან – ჯავშანნი და ხუფთნი, საბარკლულნი და სამკლავენი, მუზარადნი და ჩაბალახნი, ფარნი და ხრმალნი – ოდნავ მოდრეკილნიცა და ნახევარმთვარისებურნიც, პოლოტიკნი და ჩუგლუგნი, შუბნი და ჰოროლნი, ქეიბურნი და ქიბორჯნი; მშვილდები და კაპარჭები, თურქი და სპარსი, ქართლელი და კახელი, იმერელი და ფხოველი; ნაირ-ნაირი ბედაურები – ახტა და ხრდალი, შუბლვარსკვლავა და ფეხკავშა - ამლაკი, სისვი, ყომრალი, ლურჯა, წაბლა, ზერდაგი, რასხი, მრეში, ვეჟანა, ქურანა, ნისლა, ყვიჟილა, რუხა, მურა ინდუშა, თრთვილა, აბრაშა, სარია, თაფლა...

გიორგი სააკაძე აღნაგობით თავის მსგავს დაუთბეგ გოგორიშვილს თავისივე ჯაჭვს გადააცმევს და ბრძოლაში შეაგზავნის.

შეცდება თავისი ყმებით ჩასაფრებული ედიშა ვაჩნაძე, ეს ჯაჭვიანი მხედარი საქართველოს ამწეწ-გადამრევი დიდი მოურავი ეგონება და თავისიანებს შეუძახებს, ყიჟინით მიეტევება.

ხრმალს შემართავს დაუთბეგი, წინაუკმოდ დაიფრენს მტერს.

წინ წაიწევს მერე, მეფეს ეძებს, იპოვის, მიუხტება და შეებრძოლება.

გაუჭირდება თეიმურაზს.


(გაგრძელება იხილეთ ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3528
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ილია ჭავჭავაძე   Wed Dec 17, 2008 7:47 pm

ტბის, ლექსისა და ქორბუდა ირმის პარაბოლა

(გაგრძელება)

ვიღაც კობაისძე წამოეშველება, გვერდიდან შეუტევს გოგორიშვილს, თუმცა ის ჩაუქი და მკვირცხლი გამოდგება, იგერიებს ამ შეტევას.

"მოურავო, აგრე მაგრად რად დგახარა!" - ახლა მეორე მხრიდან მიეტევება ზურაბ ერისთავი და ბარძაყზე დაჰკრავს ხრმალს. ცხენიდან გადავარდნილ გოგორიშვილს თეიმურაზისები მიესევიან...

ახლა უკვე იცის, თავისი ჯერია და მრისხანე მოურავი ფიცხლად შეიჭრება ომში – ღონივრად ჰკაფავს მარჯვნივ და მარცხნივ.

კვლავაც თავის კახელთ შეეხმიანება ედიშა ვაჩნაძე, მიუხტება და ხრმალთა კვეთება-ფარიკაობით გართულ სააკაძეს შუბს აძგერებს, რკინის სამკერდულზე რომ დაიმსხვრევა და უმალ, ვიდრე იმ ბედითი შუბის ნატეხები ძირს დაცვივა, გიორგის ხრმალი შუაზე გადაუჩეხავს უმუზარადო თავს.

მერე მოურავი გარსმოხვეულ მეომრებს იფრენს და მეფისკენ გააჭენებს ბედაურს...

ავი, დუხჭირი და ბედკრული ხანაა მაშინდელ საქართველოშიც.

იმდროინდელი ჟამიანობის ახლოდან გასაჩხრეკად ერთ ძველ ხელნაწერშიც შეიძლება ჩავიხედოთ: "საქართველოს დარბაისელნი: მუხრანის ბატონი, არაგვის ერისთავი, ქსნის ერისთავი, ამილახვარი, - ესენიც ერთმანეთის მტერნი და მოქიშპენი იყვნენ; არცა ერთმანეთს ასვენებდნენ და არც ქვეყანასა და, ამით მტერმა უფრო ძალა წამოატანა და დაჩაგრა, თორემ თუ ამათ ერთი პირი ჰქონებოდათ, ვერცარას უზავდნენ, ვერცარას სხვა მტერი წაართმევდა რასმე. ამათი საქმე ნიადაგ ასე ერთმანეთის მესისხლეობით გათავებულა და წამხდარა, მაგრამ ამ საქმეს არ მოჰკლებიან და არც მოუშლიათ".

დარბაისელნი ხომ ვნახეთ, ახლა სხვებსაც შევხედოთ, არადარბაისელთ: "ადვილ დამჯერებელნი სიტყვათა და მალე გამდრეკნი ჟამსა შემთხვეულებისა რაისამე ზედა; მიმბაძავნი სხვათა ქვეყანისა კაცთა ყოფაქცევისა და ტანისამოსისა; მეცადინენი და მჩემებელნი სწავლათა, და დიდად მახვილ-გონებიანნი, საქვეყნო სარგებელთა არა მძიებელნი, ოღონდ თვით ირგოს რაიმე; თვისთა უფროსთა მალე უარმყოფელნი გამორჩომისა მიზეზისა გამო, და ამასთან მეშურნენი და მბეზღებელნი ერთი მეორისა მეუფროსისადმი თვისისა, ჭორისა და ცუდ-მოთქმის მოყვარენი, და ცუდის საქმისა ამყოლნი და თავხედნიცა; გარნა კეთილის-მყოფელთაცა ეცდებიან ნაცვალ-გებასა".

აი, ასე და ამრიგადაა ვითარებანი და გარემოებანი – ვაი, რომ არცთუ სახარბიელოდ.

ჰოდა, თავსხმა წვიმაა.

როგორც მემატიანე იტყვის, ბაზალეთის ტბასთან ძლიერად "შენივთებულა" ომი.

ერთმანეთში არეულა: ხრმალთა კვეთების, ფართა ფარების ჩახა-ჩუხი, ბეგთარ-მუზარადთა ბჟღრიალი, ქეიბურ-ქიბირჯთა წივილი, ჩუგლუგ-ჰოროლთა შხუილი, მეომართა ხაფი ღრიალი და ხავილი, ბედაურთა ჭიხვინ-ხვიხვინი, დაჭრილთა კვნესა და მომაკვდავთა გმინვა.



(გაგრძელება იხილეთ ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3528
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ილია ჭავჭავაძე   Wed Dec 17, 2008 7:49 pm

ტბის, ლექსისა და ქორბუდა ირმის პარაბოლა

(გაგრძელება)

და ჟლეტენ და სრავენ ერთმანეთს "ახოვანნი", "მამაცობითა კარგნი და მტერთა შემმართებელნი", "წყობათა შინა სახელოვანი" თვისტომნი, თუკი ყიზილბაშ-ოსმალებს არ ჩავაგდებთ ანგარიშში – იმათ თავიანთი ინტერესი აქვთ.

ტალახში იზილება: კაცთა თმა-წვერი, სისხლი, მხართაგან წასხეპილი თავები, ცხენის ფლოქვებისაგან დათრგუნული დაჭრილნი...

მეფისკენ მიჰქრის მზვაობარი მხედარი – უებრო მეომარი, სვიანი სარდალი, ცბიერ შაჰ-აბასს რომ მიუდგა, აჰყვა, კაი ხანს სდია, მეტოქენი ჩამოიცილა გზიდან, დაუახლოვდა, ბოლოს კი უგანა – მარტყოფის ომი ხომ მოუგო, მარაბდისაც – თითქმის და თავისივე ხელით რამდენჯერმე დაწიოკებული კახეთის ხსნა პაატას მოჭრილ თავად რომ დაუჯდა... ორჯერ გაამეფა თეიმურაზი, იმან კვლავაც შაჰისკენ აიღო გეზი, იმის მაგიერ, რომ მას დაუგდოს ყური და ოსმალეთისკენ გადაიხაროს. ამიტომ უპირებს ტახტიდან ჩამოგდებას...

"მერმე მოვიდა მოურავი, ჰკრა ბატონს თეიმურაზს ლახტი ბეჭსა ზედა, არღარა დადგა და წავიდა", - გვეტყვის ვახუშტი.

წახდება სააკაძე, ვეღარ აღმართავს მეფეზე ხელს, ხრმლის მაგიერ ლახტსღა გადაჰკრავს ბეჭზე და წავა, ოსმალეთს გაიქცევა, გაიქცევა და იქაც წაიქცევა, ხონთქარის სამეფო კარის რთულ ხვანჯებში გაიხლართება და სამი წლის შემდეგ იმისი თავიც დაგორდება ჰალაბ-ქალაქის მტვრიან შარაზე. სხვათა შორის, მისი მტერ-მოყვარე შაჰ-აბასიც იმავე წელს მიიცვლება...

მას შემდეგ მწუხარე ტბაა ბაზალეთის ტბა, იმისი ნახვა თუ ხსენება ყოველი გულშემატკივარი ქართველის სულში წამოშლის ხოლმე სისხლიან სურათებს გათიშული, განაპირებული, გაღმითურ-გამოღმითური, ხიდჩატეხილი თვისტომების მიერ ერთიმეორის ულმობელი ჟლეტისა თუ მოსვრისა...

და ასე იქნება მანამ, ვიდრე 1883 წლის 14 ივლისი არ დადგება.

ამ გამოჩინებულ დღეს პოეტის დალოცვილი მარჯვენით იწერება ლექსი – არა მაშინდელი საქარველოს სხვადასხვა მხარეში მორჭმით განრთხმულ-გაწოლილ ტბებზე, შიგ სარკესავით რომ იცქირებიან ხოლმე დღისით მზე და ღამით მთვარე-ვარსკვლავები და როგორებიცაა – გელაქუნისა, იგივ გოქჩისა; პალიასტომისა, შავს ზღვას რომ ერთვის ვიწრო რამ სრუტით; თავფარავნისა, შეყვარებული ჭაბუკი ვინმე რომ გადასცურავდა ხოლმე; კალმახით სავსე საღამოსი და ტაბაწყურისა; ჟამურისა, საიდანაც ქსანი მოედინება; ჩრდილისა, მაღრანდოლეთისა, მადათაფისა, ხანჩალისა, ხოზაფინისა, ლილოსი, კუმისისა, ხანჯლისა, ჭანდარისა, მადისა, ყელისა, რიწისა, ამტყელისა, ლისისა, კუსი, ერწოსი, - არამედ მაინცდამაინც ბაზალეთის ტბაზე.

თურმე, ბატონებო, ბაზალეტის ტბის ძირას მარადმწვანე წალკოტია, რომელმაც მზიანი ჩრდილები იცის და იმა წალკოტის შუაგულში ოქროს აკვანი ასვენია. იქ ჯერ კაცთაგანი ვერ ჩასულა, მხოლოდ სირინოზები ეხვევიან გარს ოქროს აკვანს, დასტირიან და დამღერიან.

თურმე, ეს აკვანი აქ თამარ დედოფალს ჩაუდგამს, ხოლო ერს კი თავისი ნადენი ცრემლით ტბა კარვად გადაუხურავს.

ის კი არავინ უწყის, თუ ვინ ჩააწვინა ამ აკვანში თამარ დედოფალმა, ან ერმა თავისი ცრემლი ზედ ტბად რისთვის დაახურა.

იქნებ, ბატონებო, იმ აკვანში ის ყრმა წევს, ვისაც მუდამ ნატრულობს ჩუმი ნატვრით ქართველი?

თუკი აგრეა, ნეტავ იმ სახელოვან ვაჟკაცს, ვისი ხელიც პირველად დასწვდება იმ ოქროს აკვანს!

თუკი აგრეა, ნეტავ იმ დედას, ვინც იმ ყრმას მიაწვდის მადლით ცხებულ ძუძუს!

აი, ამგვარ ლექსს დაწერს პოეტი 1883 წლის 14 ივლისს და სწორედ ამ ნათელი დღის შემდეგ ბაზალეთის ტბის ნახვას, თუნდაც გახსენებას შინაომით აშლილი სამშობლოს სისხლიანი სურათები კი აღარ ჩაეხვევა და სულს ჩამოგვიჟამავს, არამედ სწორედ ეს თამარდედოფლისეული ოქროს აკვანი გაგვინათებს, აგვამაღლებს, გაამთლიანებს ჩატეხილ ხიდს და გაღმითურ-გამოღმითურ ქართველობას დაუკავშირებს ერთმანეთს...

ოღონდ, ამ ლექსის ავტორს ნუ ვიკითხავთ, ამ ლექსის ავტორი ყველამ უნდა ვიცოდეთ და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ იმისი მკვლელობა ზურგიდან ჩაცემული ხანჯალი იყო ქართველი ერის გულში და წლების შემდეგ დაინტერესებულ გოგლა ლეონიძეს საგურამოელები ამასაც ეტყვიან:

"ბაზალეტის ტბის" შემთხზველი პოეტის მკვლელობის წლისთავზე ზედაზენის ტყეში მონადირეთაგან დაჭრილი ქორბუდა ირემი "ბარად ჩამოვადრება" და წიწამურში, ზედ იმის მკვლელობის ადგილას ტანჯვა-წვალებით, სისხლის წვეთვა-წვეთვით მიღწეული და ჩაჩოქილი ერთხელაც, უკვე საბოლოოდ, შეჰბღავლებს ზეცას და ასე დალევს სულს.


(დასასრული)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 685
Registration date: 17.11.08

PostSubject: Re: ილია ჭავჭავაძე   Thu Dec 18, 2008 2:42 am

http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/ilia_chavchavadze.htm
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 685
Registration date: 17.11.08

PostSubject: Re: ილია ჭავჭავაძე   Thu Dec 18, 2008 5:10 am

http://publish.dlf.ge/vaxtangvi/ilia/
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 685
Registration date: 17.11.08

PostSubject: Re: ილია ჭავჭავაძე   Thu Dec 18, 2008 5:12 am

http://publish.dlf.ge/vaxtangvi/chavchavadzeilia/
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 685
Registration date: 17.11.08

PostSubject: Re: ილია ჭავჭავაძე   Thu Dec 18, 2008 5:12 am

http://publish.dlf.ge/vaxtangvi/chavchavadzeilia1/
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3528
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ილია ჭავჭავაძე   Thu Dec 18, 2008 5:31 am

nini wrote:
http://publish.dlf.ge/vaxtangvi/chavchavadzeilia1/

drunken

ნინი, აქ კლასიკოსების განყოფილება იმიტომ გავხსენი, რომ - აბა, რას ვფიქრობთ იმათ ნაწერებზე, პერსონაჟებზე და საერთოდ, იმათ გაკეთებულზე...
იმათი ნაწარმოებების ბმულებიც საჭიროა - ბევრი ამასაც ვერ პოულობს.
და ამნაირებს, ანუ მისალოცებს - გურამ დოჩანაშვილის არ იყოს - რამხელა ბედნიერება ელოდებათ წინ - პირველად წაკითხვის ბედნიერება, არა?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 296
Location: თბილისი
Registration date: 19.12.08

PostSubject: Re: ილია ჭავჭავაძე   Sat Dec 20, 2008 12:46 am

თავდაპირველად იქნებ მოგონებები დავდოთ ილიაზე(რა თქმა უნდა, წერილებიც შეიძლება), ვისაც რა მოგვეძევება ნუ დაგვზარდებით . drunken
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 685
Registration date: 17.11.08

PostSubject: Re: ილია ჭავჭავაძე   Sat Dec 20, 2008 11:38 pm

ილიაზე გაუთავებლად შეიძლება წერა,მის მასშტაბებზე,ქართულ ცნობიერებაზე მის გავლენაზე ... ბობო,მინდა გკითხო, მსოფლიო ისტორიაში არის კიდევ მაგალითი,ილიას გარდა ,მწერლის წმინდანად შერაცხვისა?
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3528
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ილია ჭავჭავაძე   Sat Dec 20, 2008 11:46 pm

nini wrote:
ილიაზე გაუთავებლად შეიძლება წერა,მის მასშტაბებზე,ქართულ ცნობიერებაზე მის გავლენაზე ... ბობო,მინდა გკითხო, მსოფლიო ისტორიაში არის კიდევ მაგალითი,ილიას გარდა ,მწერლის წმინდანად შერაცხვისა?

Idea
მე ვერ ვიგონებ მაგალითს, რომ სხვა მწერალი წმინდანად შეერაცხოთ...

მე დღესაც მაოცებს ილია - საგურამოში რომ ჩაუწერია ხვარამზეს ათი ლექსი და ეგეთი გენიალური პოეტი შემოუნახავს ჩვენთვის.
აღარას ვამბობ ტატო ბარათაშვილზე, რომლის ლექსებიც სანკ-პეტერბურგში გადასცა ეკატერინე ჭავჭავაძემ...

მე ილია მარტო მეცხრამეტე საუკუნეში კი არა, აქეთაც მეგულება, ორი საუკუნით და მეტითაც გამოღმა - მომავლისკენ, და გაღმა საუკუნეებშიც...
მოკლედ, ნინი - მე ილიას საქართველოში მინდა სიცოცხლეცა და სიკვდილიც, სხვაგან - არსად. drunken
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 296
Location: თბილისი
Registration date: 19.12.08

PostSubject: Re: ილია ჭავჭავაძე   Tue Dec 23, 2008 7:06 pm

ბარათაშვილმა "შემოღამება მთაწმინდაზე" ასე დაასრულა:

"რომ გათენდება დილა მზიანი და
ყოველს ბინდსა ის განანათლებს!"

ილიამ "აჩრდილი ასე დაიწყო:

"აღმობრწყინდა მზე დიდებულათა
და გაანათა ქვეყანა ბნელი..."

აი "საქმიანი" კავშირია თაობათა შორის.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3528
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ილია ჭავჭავაძე   Thu Jan 01, 2009 3:10 pm



და იმას რა ვუთხარი, ვინც დღეს ილია ჭავჭავაძის საახალწლო მოთხრობას, "ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილს" არ წაუკითხავს თავისი ოჯახის უმცროს წევრებს და არ ეტყვის, რო - აეგეთი ხალხი ვართ ჩვენაო...

santa

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3528
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ილია ჭავჭავაძე   Thu Jan 01, 2009 3:13 pm

Vaja Xornauli:

ამ მოთხრობის წაკითხვა ცრემლის გარეშე შეუძლებელია_განსაკუთრებით ლამაზია ეს ცრემლი ბოლო სტრიქონების მერე. სწორედ ასეთი ქმნილებანი თუ იხსნიან მომავალ თაობას იმ მომაკვდინებელი სენისაგან, თათქარიძეობა რომ ჰქვია სახელად (ისევ ილია!).
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 296
Location: თბილისი
Registration date: 19.12.08

PostSubject: Re: ილია ჭავჭავაძე   Thu Jan 01, 2009 3:42 pm

მთავარი, რასაც გოსტაშაბიშვილი ასწავლის ბავშვებს სულგრძელობაა. ილიამ დააპირისპირა ვაჟკაცობა სულგრძელობასთან, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. პირველად ჩვენს ლიტერატურაში, ილიამ ვაჟკაცობის იქით გადაახედა ქართველი საზოგადოება(რუსთაველშიც კი ბევრი არ მახსენდება სულგრძელობის მაგალითები). "ალუდას" მთავარი თემაც ესაა, მუცალმა სულგრძელობით გააოგნა ალუდა და არა ვაჟკაცობით. სამწუხაროდ, ალუდა ცუდი მოსწავლე გამოდგა და იგივე ვერ შეძლო თემთან ურთიერთობაში.
"გოსტაშაბიშვილი" და "სარჩობელაზე" რომ საზომად ავიღოთ ქართული ლიტერატურის შეფასებისას (და რატომ არ უნდა ავიღოთ?) სულ სხვანაირად დაეწყობა ჩვენი ლიტერატურული მემკვიდრეობა.
თუმცა, მანამდის მისვლაა საჭირო...
Back to top Go down
View user profile
 

ილია ჭავჭავაძე

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) ::  :: -