არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ვაჟა–ფშაველა

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Thu Dec 24, 2009 3:39 pm

ხმელი წიფელი

ყველას და, მათ შორის, მეც მიყვარს მაღალი, მწვანით, ყვავილებით მორთული მთა; გაზაფხულის სუნი, ახლად ამომავალი ბალახი, ახლად დამდნარის ყინულისათვის რომ უჯობნია, უცოდველად, უვნებლად ამოუჩენია თავი და შეჰყურებს მზეს, ქვეყანას, იჩქმალება, ინაბება, მაგრამ ნაზს, მიბნედილს სახეზე გამოუთქმელი ტრფიალება გადაჰფენია: - გავცოცხლდი, მადლი ჩემს გამჩენსაო, - თითქოს დუდუნებს. საამურია, გაყინული ხეები გაზაფხულის სითბოთი ზოგნი რომ გაიფოთლებიან და სხვანი აყვავდებიან. მიბუნდებულს, უღრანს, ბნელს, დაბურულს ტყეს ხომ არა შეედრება!..

მაგრამ ამჟამად ყველაფერი მავიწყდება და თვალთ-წინ მიდგება მხოლოდ ერთი ხმელი წიფელი. ისიც უღრანს ტყეში დგას, ერთის კლდის თავზედ. ამ კლდესაც ხავერდივით მწვანე ხავსი გადაჰკვრია. ხმელს წიფელს სხვა ხეები შორს უდგანან, თითქოს განგებ გაჰშორებიან და ამაყად დასჩერებიან თავზე. ხმელის წიფლის ახლო რამდენიმე ჟოლის ფეხია მოსული, შველისა და ირმის ნაკვნეტის ფოთლებით. ისინი გადმოძაბულან და გადმოსცქერიან დაბლა მდინარეს, მის ფესვებში რამდენიმე ფეხი ძირტკბილა მოდის, ზამთარ-ზაფხულ მწვანე, დაკბილულ-ფოთლებიანი. ხმელს წიფელს წასვლია სიცოცხლის ნიშანწყალი: სამი ტოტი-ღა შერჩენია შუა წელს ქვევით, ზედა ტანი მოტეხილია და ხევში ჩაჩხატულა, გახიდულა. ამ სამს ტოტში წელიწადში მარტო ერთს გამოუვა ხოლმე სამი თუ ოთხი ფოთოლი, ისიც ფერწასული, დამჭკნარი, გაყვითლებული. სხვა ხეებს-კი რომ უყუროთ, დატვირთულნი დგანან ბუნების მინიჭებულის სარჩოთი. არაფრად აგდებენ ხმელს წიფელს, ყურადღებას არ აქცევენ, მხოლოდ ზამთრობით, როცა თითონაც შემოეძარცვებათ ხოლმე საპატარძლო ტანისამოსი და, ცოტად თუ ბევრად, დაუახლოვდებიან სიხმელეს და დაემსგავსებიან ხმელს წიფელს, მაშინ თუ შეაცქერდებიან, ისიც გაკვრით... ეს მოხდება სწორედ მაშინ, როდესაც პირბადრი, სახენათელი, თმაგაშლილი “ადგილის დედა” ბუნების სანუგეშოდ სიყვარულზე, სიწმინდეზე და სიცოცხლეზე ზღაპარს უამბობს. მაშინ შეუბუზღუნებენ ხმელს წიფელს: “რას გაშტერებულხარ, საწყალო? ყური დაუგდე, დედა რას ამბობსო!”.

ხმელი წიფელი ამოიკვნესებს ღრმა კვნესით და არც ავად, არც კარგად ყურს არ ათხოვებს ამ ამაყ მცენარეთ, მაგრამ “ადგილის დედის” ზღაპარს-კი ყურს უგდებს; თითოეული მისი სიტყვა ლახვარივით გულზე ესობა და უჩუმრად ცრემლსა ჰღვრის.

საბრალო წიფელი! ერთი დრო იყო, რომ ესეც ამაყად გაბარჯღული იდგა, სხვა ხეებს ბევრით მაღლა ასცილებოდა და თავის დიდრონ ტოტებითა და ფოთლებით ქოხივით ეხურებოდა თავს მთელს ტყეს. მთიდამ ბარად მომდინარი არწივი მის კენწეროზე ისვენებდა, მოჰყვებოდა ამაყად ყეფას. ეხლა კი სულთმაბრძოლს დაჰფერებია. წაქცევ-წაქცევაზეა მიმზადული. ტანზე რამდენსამე ადგილს საცოდავს გამხმარი ქერქი ასძრობია და ტიტველი გვერდები უჩანს. ერთს ალაგს უფრო გრძლად აჰყრია ქერქი და დედამიწისკენ გრძლად გადმოშვერილა; გეგონებათ, ხანჯალი დაუციათ და ნაწლევები გადმოუყრევინებიათო. ჭიაც ბევრი თუ აქვს ამ წიფელს, რომ რამდენჯერაც მის ახლო გავლა მომიხდება, ზედ მუდამ კოდალასა ვხედავ. ეს დასაქცევი ერთთავად ზედ აზის და, რაც ძალი და ღონე აქვს, ურახუნებს იმ გასახმობს, გასავერანებელს ნისკარტს; თან კიდეც დასჭყივის, დაჰკივის, თითქოს ნიშნს უგებსო. აგერ რამდენს ადგილას ამოუღრუტნია წიფელი გულამდის. საცაა გულსაც ფქვას დაუწყებს. წიფელი დგას, დგას შეუშფოთრად, წარბშეუხრელად; არც ავს ამბობს, არც კარგსა.

როცა ქარი უბერავს, სხვა ხეები ერწევიან, მხოლოდ ხმელი წიფელი არ ინძრევა; წინათ-კი, როცა იგი ჯანსაღად იყო, სიცოცხლით სავსე, ქარის ბერვაზე დაიწყებდა ზღვასავით ღელვას; მისი ტოტები და ფოთლები ჭექა-ქუხილივით ხმაურობას ასტეხდენ. ხმელის წიფლის ტოტები ამაყად დედამიწას სცემდენ, ასკდებოდენ, დიაღ, ეხლა ქარს ვეღარ მიჰყვება ხმელი წიფელი სხვა ხეებივით, ძველებურად, შეუპოვრად გულ-მკერდს ვეღარ უპყრობს ქარიშხალს. არ მოიდრიკება-კი ხმელი წიფელი და, თუ მოსტყდება, იმისი რა ვსთქვათ... მოსტყდება, წაიქცევა, გვერდზე წაწვება, ფესვები გამოჩნდებიან, აღმა თავაჭერილები, თითქოს ლოცულობდენ, ღმერთს ევედრებოდენ, შველასა სთხოვდენო. ზაფხულობით უფრო შესაბრალისია ხმელი წიფელი: სხვა ხეები მორთულან მწვანის ფოთლით, უვნებელნი, უდარდელნი; მათზედ ათასი ფრინველი სხდება საგალობლად, ქედნები ღუღუნებენ იმათ ტოტებზე, ქერონა ჩიტი დაჰკრავს დაუსრულებელს გალობას, წიპრია იკლებს სტვენით იმათ არე-მარეს და მოუსვენრად გადახტ-გადმოხტის; ყელმოღერებული შველი და ირემი იმათ იჩრდილავს. ეს გაფოთლილი ხეები ამაყად დასცქერიან ბეჩავს ხმელს წიფელს, იმისი ეჩოთირებათ და ამბობენ: “ნეტავი შენ არ გვაუშნოებდეო!” - არ იციან, რომ ხმელი წიფელი იმათზე მეტად იხსენიება, და არიან, იპოვებიან ისეთნი კაცნი, რომელთაც მოსწონთ და უყვართ უბედურებაში ჩავარდნილი ხმელი წიფელი... სოფელში დღეში სამჯერ მაინც მოიგონებენ ხმელს წიფელს, - სადა გყვანდათ დღეს საქონელიო? - მამამ რომ ჰკითხოს თავის შვილებს, ისინი უჩვენებენ ხმელის წიფლის მიდამოს, გაღმითს ან გამოღმითს, თავს ან ბოლოს.

- ხმელ წიფლის ძირს, კლდეში, ვეფხი დაბუდებულაო, - ხმა არის სოფელში: - ლეკვები დაუყრიაო. მონადირეებს ენახათ ხმელ წიფლის გარეშემო დედა-ვეფხის და იმის ლეკვების კვალიო.

- ეს სააბედე სოკო ხმელს წიფელს ავაჭერო, - ამბობს მეორე.

დიაღ, არ იციან უგუნურმა ხეებმა, რომ ხალხს ჯერ არ დაუვიწყნია ხმელის წიფლის სახელი, კიდევ ახსოვს იმისი სიდიადე.

განა ყველა, რაც ხმელია,
კაცისგან საწუნარია!?
ათასს ცოცხალსა ბევრჯელა
ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია.
შენის დანახვით, ტიალო,
გულს დარდი მაწევს ცხარია,
რაკი გხედავ, რო ბეჩავად
და უპატრონოდ ხარია, -
თითქოს დაჰკრესო განგაში,
სამგლოვიარო ზარია.
მინდა, რომ დიდხანს ნახარში
და გულში ნადუღარია
გაგიზიარო ვარამი,
მდიოდეს ცრემლის ღვარია.
რისთვის მოსულხარ, ბეჩავო,
არ იგლოვები მკვდარია?!
შენთვის არც წაწყმედა არი,
არსად ცხონება არია!
ვინ რა შაგიკრავს კუბოსა,
ვინ რა აგინთოს სანთელი?..
ვაჰ, რა ძნელია, კვდებოდეს,
იკარგებოდეს სახელი!

ღამ-ღამობით ათასში ერთხელ ხმელს წიფელზე ბუ შეჯდება და დაკოდილის ხმით მოჰყვება გულმოკლული ძახილს: “ვერ იპოვეო?” და, როცა ძახილით დაქანცულს შემოესმის: “ვერა, ვერაო”, მოსაწყლებული თავს დაჰკიდებს და “ღრუ, ღრუო”, ხმადაბლა გულს ჩასძახებს.

ზამთრობით მგელი ესტუმრება ხოლმე ხმელს წიფელს, აიტუზება იმის გვერდით და ღმუის, შიმშილისაგან შეწუხებული. ხმელი წიფელი შეუშფოთრადა დგას, არც ავს იტყვის, არც კარგს, დგას გაშტერებული; იმან არც სიბრალული იცის, არც სიმძულვარე; არც სამტროდ აუდუღდება გული, არც სამოკეთოდ; ფიქრობს ხმელი წიფელი თავის თავზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე; გულში თითქო ღრმად ჩასჭდევია მწუხარება. ხანდახან გადმოაცქერდება მის ერთს ფესვის ბოლოზე ამოსულს პატარა დასახულს ყლორტს, რომელიც მზეს და წვიმას უცდის, რომ გაიზარდოს. ეს-ღაა იმისი ნუგეში...

1889 წ.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Thu Dec 24, 2009 3:42 pm

ქუჩი

ბალახი ვარ მთისა, ერთის დიდის სალის კლდის შუა გვერდზედ მოსული. ჩემს გვერდით სხვა მცენარე ვერა ხარობს. განგებას მხოლოდ ჩემთვის დაუწერია: ქუჩო! კლდე იყოს შენი დედ-მამა, შენი ბედი და იღბალი, შენი წარსული და მომავალიო!

- კლდეო! განა, რომ შენა ხარ ჩემი დედ-მამა, ჩემი მცველი და პატრონი?

- მე ვარ, ნუ გეშინიან, შავ-ბნელო.

გარშემო მარტყია მაგრად დაჭედილი ლოდები. ვინ იცის, სადამდე აქვთ გადგმული ძირი; ზოგი ამათგანი ყურსაც არ მიგდებს, თითქოს არც კი ვარსებობდე; ისინი თვალდაშტერებით დასცქერიან უფსკრულს. რას ეძებენ, რა დაუკარგავთ იქ? მე არ მეტყვიან, ათასჯერაც რომ ვკითხო, რაღასაც ფიქრობენ, უსაზღვროა იმათი ფიქრი, გამოუცნობელია იმათი გულის წადილი. ხანდახან კლდე ოხრავს, ალბათ, დარდი რამ აწუხებს. სხვაფრივ შეუდრეკელი და გულმაგარია ჩემი დედა; იმას როდი აშინებს ზვავი, რომელიც ზამთრობით ჭექა-ქუხილით თავზე დაგვაწვება ხოლმე, მოვა და გრიალით ჩავარდება უფსკრულში, დაეცემა და, თითქოს დაისვენაო, მძიმედ ამოიოხრებს. კლდე ხანდახან კიდეც სტირის. მეც ვსტირი მაშინ, დედის ცრემლებსა ვხედავ და იმიტომ. დედაჩემი თავის დახოცილს შვილებსა სტირის, რომლებიც მუდამ თვალ-წინ უწყვია; ბევრიც რომ უნდოდეს, თვალს ვერსაიდამ მოაცილებს. კლდის შვილები ლოდებია, დაბლა რომ ჰყრია ერთი-ერთმანერთზედ, კლდის ძუძუთგან მონაწყვეტი, იმის მკერდის ანაგლეჯი...

აგერ, დაბლიდამ როგორ გულსაკლავად შემოსცქერიან თავის მშობლებს, თითქოს ეხვეწებიან, რატომ მანდ არ აგვიყვან, რატომ შენს ახლოს არა ვართო. ამაო იქნებოდა იმათი თხოვნა, იმათი ვედრება, კიდეც რომ შეეძლოთ ამის ნატვრა; მაგრამ რა შეუძლიანთ. მეც იმათ დავსცქერი თავზე და თითო-ოროლ წვეთობით ნამს ვასხურებ. იმათთვის ეს მეტად სასიამოვნოა.

ნეტა ერთიც არის მეგობარი მომცა, ხანდახან მაინც გამოვესაუბრებოდი. ღმერთმა ყვავილებს უშველოთ, გაღმა მთის ფერდიდამ რომ გამომცქერიან. ტკბილად დუდუნებენ, ტკბილად მღერიან ნაზის, დაბალის ხმით; ისინიც, როგორც მე, ბედკრული, შესტრფიან პირიმზეს. ლამაზო პირიმზევ, როგორ შორსა ხარ ჩემზედ, მაგრამ მაინც როგორ მიკოდავ გულსა!

მე როგორ შევსტრფი, თვალგულდამშეული შევსცქერივარ, თვალს ვერ ვარიდებ ერთს წუთას, ისე მიყვარს, და ის-კი ერთხელაც არ გადმომხედავს, რომ ჩემი მოკლული, დამწვარი გული გაცოცხლდეს; ის მზეს შესცქერის, იმას ეტრფის. პირიმზე მზის მოტრფიალეა. აღმოსავლეთიდამ დასავლეთამდე თვალს და პირს იმას აყოლებს; როცა მზე ჩავა, დაიქვითინებს, იწყენს სატრფოს განშორებას. პირიმზეს ტირილი მეც ამატირებს. გუშინ, ვგონებ, მეც გადმომხედა. არა, ის წმინდაა, უცოდველი, მე-კი უშნო და ცოდვილი. მე განა სისხლითა და ბურტყლით უნდა ვიყო შემურული?! ეს სულ იმ ბებერის არწივის ბრალია, ჩემს გვერდით რომ ბუდობს. გაიღვიძებს თუ არა დილით, მოჰყვება საზარელს ყეფას, ვიღაცას ემუქრება, აბრიალებს ი დიდრონს, სისხლის მოყვარულს თვალებს და მერე გასწევს სადავლოდ; ყველა ფრინველები გზას უთმობენ. მოიტანს ნანადირევს, დაჯდება ჩემს ზემოდამ ერთს ამოჩემებულს ლოდზედ, სწიწკნის, სისხლი ჩამოსდის და მე დამდის. საიდამ მოვერიდები? სისხლით წითლად ვილესები, მერე მზე დამხედავს და ახმობს ჩემს ტანზე ამ სისხლსა. იკურთხოს წვიმის გამჩენი! ხანდახან ის გამბანს ხოლმე. უთუოდ ამ სისხლის გამო მარიდებს პირიმზე თვალსა, თორემ ერთხელაც იქნებოდა დამიძახებდა: ქუჩო! კლდის შვილო, გამარჯობა შენიო!

მიყვარს ეს ყვავილი... იმას კაცები პირიმზეს ეძახით, რადგან პირი და თვალები მუდამ მზისკენ აქვს მიპყრობილი, მზის მოტრფიალეა; როგორც შვილის თვალები თან დასდევს დედას და სცდილობს არსად დაემალოს დედა, ისე ამისი. მზე დედაა, პირიმზე - შვილია მზისა.

ვინ იცის, თუ მე პირიმზე მიყვარს? მაინც რაა ასეთი სიყვარული? მე იმასთან ვერ მივალ, ის ჩემთან, ერთმანერთს ვერ ვაკოცებთ. ასეთი სიყვარული სასიამოვნო ტანჯვაა. მოუთმენლად ველი განთიადს, მაშინ დავინახავ ხოლმე ჩემს სატრფოს. როცა ზამთარი დადგება, ჩემი გულიც მაშინ ჩაშავდება და პირიმზეც მიწაში ჩადნება. ნეტავი მეც ჩავდნებოდე, რომ ეგებ ერთი ჩემი ნაწილი შეხვდებოდეს იმისას პირისპირ. დადგება გაზაფხული, პირიმზე ცოცხლდება და მეც მაშინ ვცოცხლდები. მავიწყდება ჩემს ქედზედ მოკიდებული ხავსი და ობი, თავი პირიმზე მგონია და გიჟივით ვამბობ: შენი ჭირიმე, ლამაზო, შენი!

ნეტავ ვიცოდე, სად მიდიან ზამთრობით ყვავილნი? ვგონებ, ამას სიკვდილი ჰქვიან. ვინ მასწავლა მე სიტყვა სიკვდილი? აი ამ ლოდმა, ჩემს გვერდზე რომ ცხვირი წამოუშვერია და მრისხანედ დასჩერებია ქვეყანას. ამან და იმ ორასის წლის ბებერმა არწივმა. არა, სიკვდილი კარგი არ უნდა იყოს. გუშინ რომ მაგ დაუსვენარმა ბებერმა ერთი როჭო შეყლაპა. ჩემს თავზე, რამდენსა ჰკვნესოდა საბრალო და ის-კი შეუბრალებლად სწიწკნიდა, ჰგლეჯდა თავისის ალმასის ნისკარტით.

- ქუჩო, ბენტერავ, მაგასა ჰქვიან სიკვდილიო! - წამომჩურჩულა ლოდმა. მე კაკბის სიბრალულით ვსტიროდი. თუ მართლა ესაა სიკვდილი, კარგი არ უნდა იყოს...

ერთხელ საზარელი სანახავი ვნახე, ისიც სიკვდილსა ჰგავდა. აგერ დაბლა, შორს რომ დიდი მინდორი მოჩანს, იმ მინდორზედ მოჰხდა ეს ამბავი. ორპირად, ორის მხრითგან გამოჩნდა ხალხთა გროვა. ყველანი ლამაზები იყვნენ, ლამაზად ჩაცმულ-დახურულები; ცხენებზედ ისხდენ ტურფად, მოხდენით და ერთმანერთისკენ მიდიოდენ სისწრაფით. სიშორის გამო არ მესმოდა, რას ამბობდენ. დაერივნენ ერთმანერთს, იარაღის ბრჭყვიალს თვალს ვერ ვუსწორებდი, მწვავდა. ერთმანერთს ცხენებიდამ ჰყრიდენ, ჰქელავდენ, მახვილსა სცემდენ.

ბოლოს დროს, თითქოს ჯანღი დაეხვიაო, დაიმალნენ ყველანი. ჯანღი რომ გადიკრიფა, საღამოხანიც მოახლოვდა. ვნახე, რომ მხედარნი თავის ცხენებითურთ ეყარნენ მინდორზე უსულოდ, როგორც აი ეს ლოდები. ეს სურათი ჩემთვის სატირელი სურათი იყო და ვიტირე კიდეც. სილამაზე, შვენება დაჰკარგოდათ. ეს მეწყინა და ამან ამატირა.

მზეო, დამხედე! წვიმავ, დამნამე! კლდეო მაღალო, შეინახე ჩემი ფესვები, სიცოცხლეს ნუ დაუკარგავ, ნუ ამომთხრი, ნუ ამომაგდებ!

პირიმზევ, ტურფავ, ლამაზო! შენის სილამაზის მზეს, ათასში ერთხელ მაინც გადმომხედე, მაღირსე შენი ღიმილი! საწყალი, ბეჩავი ქუჩი ვარ, შემიბრალე! ნიავო მთისავ, ბუნების მაცოცხლებელო სულო! დამბერე, გააგრილე ჩემი მხურვალე გული!

არწივო, მედიდურო ფრინველო! თუ გწამს ღმერთი, ეცადე, რომ ჩემს თვალებს არ აჩვენო, როცა უცოდველად სულდგმულთა სისხლს აქცევ; ჩემს ყურებს ნუ გააგონებ იმათს კვნესას, რადგან იმათი კვნესა ჩემი კვნესაა, ჩემი გულის ოხვრა და ვაებაა. დამბადებელო, დამიფარე, შემინახე უნაყოფო კლდეზე დაკიდებული ქუჩი!..


1892 წ.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Thu Dec 24, 2009 3:43 pm

ამოდის, ნათდება!

ვინ ამბობდა ამას? სად ან როდის? ღამეა. თოვლით გადალესილა მთა-ბარი; სულშეხუთულია, ისე შებოჭილი, რომ დედამიწის ძვლებს ჭყრიალი, ჭახჭახი გააქვს. ბუნება თითქოს კუბოში წევს, სუდარაში გახვეულა. არაფერი ხმა, არც მოძრაობა, არც ცელქის მთის ნაკადულის ჩხრიალი არსად ისმის. ნიავიც განგებ შეჩერებულა, რომ არ დაარღვიოს გარშემო მშვიდობიანობა, არ დაუშალოს ბუნებას ძილი, განსვენება. ტყე დაბარდნილია თოვლით, ხეებს ტანი და ტოტებიც აღარ ეტყობათ... აი ამ დროს ერთ კურუმს გორაზე მგლის ჯოგი გროვდებოდა. ზოგნი მოსულიყვნენ ადრე და სხვების მოლოდინიც ჰქონდათ. ყმუილით, ნელის ბოხის ხმით აუწყებდენ ამხანაგებს: “მოდით, ნუ დაიგვიანებთო!”.

ქვეიდან, შორს სოფლიდან გაურკვეველი ჟრიამული ისმოდა. სახლებიდან ამონადენი ბოლი ნისლად, ჯანღად ზედ გადასწოლოდა სოფელს, საბნად ეხურა, მაღლა ცა გავარვარებული, ვარსკვლავებით მოჭედილი, ხოლო პირმოკუმული, გაშტერებული დასჩერებოდა დედამიწას.

მგლები ამაღამ სოფელს უნდა ესტუმრონ. - ესაა მათი ფიქრი და განზრახვა. თავს იმიტომ იყრიდენ ერთად, რომ ტყეში აღარაფერი ეგულებოდათ საჭმელი. ერთი კვირაა მშივრები დალასლასებენ, მიწასაც კი ვეღარ თხრიდენ საჭმელად თოვლისა და ყინულისაგან. მოგროვდენ, დიდი ჯოგი გაკეთდა. ყველანი კბილებს აკაწკაწებდენ. შიოდათ, ძალიან შიოდათ! ერთმანეთს ათვალიერებდენ და ნატრობდენ, ერთს მეორის ტანზე ერთი წვეთი სისხლი მაინც შეენიშნა, რომ ამით საბუთი ჰქონოდათ ძგერებოდენ და თავისი თანამოძმე ლუკმა-ლუკმა გაეგლიჯათ. რომელ ერთს ეყოფოდა ერთი მგელი, თითო ლუკმა ხომ არც კი შეხვდებოდათ! არა, ცოტათი მაინც შიმშილის ჟინს მოიკლავდენ.

საგულისხმო სანახავი იყო ამ დროს მგლების კრება: ზოგი იწვა თოვლზე, სხვა დაყუნტებულიყო, რიგიც იდგა ფეხზე კუდებდაშვებული, ხოლო ყველას პირები ჰქონდა დაღებული. ასე თათბირობდენ თარეშის, ლაშქრობის შესახებ.

- კარგი დრო გავიდა, კარგი, ბიჭებო! როგორ ბნელა! აბა, ვისაც იმედი აქვს თავისა, ეხლა უნდა ეცადოს, - ამბობდა მოხუცი მგელი ტოტია.

- ოღონდაც, ოღონდაც - სთქვა მეორემ, - თუ სხვას ვეღარას მოვიგდებთ გარეთ, ძაღლები მაინც მოვიტაცოთ. ხომ იცით ჩემი ამბავი? თქვენ ჩაგასაფრებთ, მე გამოვიტყუებ, გავუთამაშებ, ჩავუკვდებ-მოვუკვდები ქედანას, შემოგაგდებთ ზედ და მაშინ თქვენ იცით, როგორც გაირჯებით!

- რა შვილებმა არ ვიცით ჩვენც, როგორ უნდა ჭამა ლეშისა, - სთქვეს სხვებმა სიცილით. თათბირობდენ ფარეხის გატეხაზე. ცხვრის მოგონებაზე ყველამ დაღებული, ცეცხლით ანთებული ლაშები უფრო დააღეს და ნაკვერჩხლებად გამოაჩინეს დიდრონი კბილები. გაჰკრეს, გაუსვეს კბილი-კბილს: აჩქამდა კბილები და საერთო, საშინელ ცეცხლად დაენთო, არე-მარე გაანათა.

აიშალნენ იმ იმედით, რომ გაძღებოდენ, დაეშვნენ თავქვე, წინ ჩაუძღვათ ტოტია, წალიკი დააკრეს გორის პირს - ჩამომწკრივდენ, იმედი უღვივოდათ გულში, მაგრამ დახეთ, რომ ბედმა უმუხთლა. რასაც არ მოელოდენ, ის მოხდა; მოხდა ის, რითაც იმათი საქმე ფუჭდებოდა, იშლებოდა; წელი მოსწყდათ. რა მოხდა განა ასეთი? ამათ სიბნელის იმედი ჰქონდათ ხომ, მაგრამ ცოტათ შენიშნეს, რომ აღმოსავლეთით ცის პირი ნათდებოდა. ყველანი შეჯგუფდენ ერთად და მიაპყრეს იქით თვალები. ცოტა ხნის შემდეგ მთვარემ წვერი ამოჰყო. ამოვიდა მთვარე და გაანათა ტყე, მთა, ბნელი კუნჭულები; გაანათა ჯურღმული. შეჯგუფებული მგლები ბრაზმორეულნი იძახდენ: “ამოდის, ამოდის, ნათდება!” მთვარისაკენ მიპყრობილ მგლების თვალებიდან ზიზღის, სიძულვილის, სისხლის ძიების ისრები იყო გაძაფული. როგორ სწყევლიდენ მის ამოსვლას!

- გაგიხმეს ფეხი, გაგიწყრეს ღმერთი! ვაი შენ, ვაი შენ გაჩენის დღესა! - ამბობდენ მგლები და თან კბილებს უღრჭენდენ: “ახ ნეტავი, ხელში კი ჩაგვაგდებინა, შეგვეჭამა, რომ მოგვესპო მაგისთვის სიცოცხლე”. ყველაზე უფრო წყრებოდა, ბორგავდა ერთი ბებერი მგელი.

- ბევრჯელ მომიკალ გული. - ამბობდა იგი, ბევრჯელ დამაღონე, შე წყეულო, შე შეჩვენებულო; ბევრჯელ დამაღონე, გამიმწარე სიცოცხლის დღენი. ბევრის ცხოველის სისხლით ბევრჯელ შევიღებე ცხვირ-პირი, ტოტები და მკერდი; მთელ ორ კვირას დავუმშვენებივარ ამ სისხლსა და ჩემ ტანზე მისი დანახვით სიყმილის ჟინი მომიკლავს. ნეტავი, მთვარევ, ერთხელ შენთვისაც გამესვა ჩემი ბასრი კბილი, ნეტა შენის სისხლითაც დაემშვენებინა მხარბეჭი და თითები ლეგჩოხა ბიჭს ტოტიას.

დანარჩენებიც ამასვე ფიქრობდენ კვლავ ლაშდაღებულნი და შეჩერებოდენ მთვარეს: მთვარე კი ამოდიოდა ზევით და ზევით, ამომაღლდა ცაზე; გაანათა ტყეში ხისა და კლდის ძირები, ბნელი ხევები, აგრეთვე გაანათა სოფლად ბნელი კუნჭულები ციხე-კოშკებისა და ძველთა შენობათა ნანგრევებისა, სასაფლაოს შავ ქვებს თავის სხივის სანთელი დაუნთო; მადლიანად და ცხოვლად იყურებოდა სასაფლაოც-კი. გაცრუვდა ყოველი იმედი დავლისა, თარეშობისა. დღის სასწორი ღამეა. რაღა ქნან? იმედი გადაუწყდათ, სასოება დაჰკარგეს, ერთმანეთს-ღა დაუწყეს თვალიერება; ფიქრობდენ, არჩევდენ, ვინ არის ჩვენში სახარჯი, შესაჭმელიო. ერთი მზად იყო მეორეს ძგერებოდა და შუაზე გაეგლიჯა.

მოხუცი ტოტია, თავპირდასიებული ჯაგს უკან ეყუნთა, ფიქრებში იყო გართული; იმას ბევრი შიმშილი უნახავს და ბევრი ვაება გამოუცდია, მაგრე რიგად იმიტომ არ იყო შეწუხებული, ახლაც სხვისა იმედით ნადირობდა; ახალგაზრდა მგლები უზიარებდენ იმას საზრდოს.

- ტოტიავ, ეი, არ გესმის?! რას გარინდებულხარ, ვერა ხედავ რა ამბავია? ვიღუპებით შიმშილით, ლამის მგლის ნათესაობა, ჯილაგი გაწყდეს პირისაგან ქვეყნისა. რასა სწერს შენი კარაბადინი, ბიძიავ? - უთხრა მას ერთმა მგელმა და თან ტოტი გაუქნია თავში.

- რას სჩადი, შე ბრიყვო, შე გაუზრდელო ვირო? - სთქვა წყრომით მოხუცმა მგელმა. სხვა მგლებმაც ყურები აცქვიტეს, იგრძნეს საქმის ვითარება.

- ჰოდა რა?! - იღრიალა ყველამ ერთად: - ძალიან კარგად გიშვრება, შენისთანა ბრიყვზე ერთი ტოტის დაკვრა კიდევაც ცოტაა. კბილი გაუსვით მაგას, კბილი; ეს სინათლე სულ მაგის ბრალია! - ღმუოდენ ყველანი. დიდხანს აღარ აცალეს და თათებს კბილებიც მიაშველეს...

- ბიჭო, ჭკვიანად, ჭკვიანად! რას ჩადით, თქვე ბრიყვებო? - ღმუთუნებდა ტოტია და უღრენდა კბილს ხან ერთს, ხან მეორეს, მაგრამ იმისი ღრენა ვის შეაშინებდა? ერთ წამში გათავდა ტოტიას სიცოცხლე; ლეშთან ერთად გათავდა მისი სულიც. ბეწვიც აღარსად ეგდო იმის მრავალტანჯულის ტყავისა. ოდნავ თუ სადმე ნასისხლარს შეამჩნევდით, ის იყო. მგლებს ცოტათი გული დაუმშვიდდათ, მაგრამ კიდევ შიოდათ. შეხედეს ერთმანეთს, შეეშინდა ერთს მეორისა, ალბათ იმიტომ - ახლა მე არ შემჭამონო. შეეშინდათ და გაფრთხენ. ერთი მეორეს გაურბოდა, ჯაგიანებში ჩხლაკა-ჩხლუკი ისმოდა და თან თოვლის ჭყრიალი... მთვარე კი ამოვიდა, ამოცურდა მაღლა, თითქმის შუა ცაზე, ნათლად კაშკაშებდა და იქიდან, როგორც დარაჯი, უფთხობდა ქვეყანას მტერსა... მგლები კი გარბოდნენ უგზო-უკვლოდ ტყეში და ყველას პირზე ეკერა: “განათდა, განათდა!”.


1896 წ.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Thu Dec 24, 2009 3:48 pm

გასამართლებული ჩიბუხი
(სურათი ფშავლების ცხოვრებისა)

I
გაითქვა. ღვაწლით შემოსილი, დიდებული, სახელოვანი იყო ეს ჩიბუხი. პატრონს, ღვთისუნელს, კიდეც იმიტომ უყვარდა და ეტრფოდა, პირიდან არ იშორებდა, მძინარეს გამოღვიძება უხაროდა, ადგომა ეხალისებოდა - ჩიბუხს მოვწევო. ისე საგანგებო ტკბილეულობა, სურნელოვანი თაფლიანი ყვავილი - სასუტელა - როგორ დაატკბობდა, ასიამოვნებდა მწყემს ბალღს, როგორც ღვთისუნელს ჩიბუხი ანეტარებდა... ჰსუტავდა ჩიბუხს და თან თვალებსა ჰკულავდა. ყრილობაში, სახლში, გარეთ საქმეში, ყველგან და ყოველთვის, საცა ჩიბუხი იყო, ღვთისუნელიც იქ იყო თავის ტყავის, კინკრიხოზე დაკრულის ქუდით და სადაც ღვთისუნელი - იქვე ჩიბუხი თავის ავლადიდებით.

“ბიჭო, გამახარე, არიქა, მამა-შვილობას, ცეცხლი მომიტანე!” - შვილიც დაუზარებლად მოურბენინებდა მუგუზალს... “დედაკაცო, ცეცხლი!” რა ექნა ან დედაკაცს, მის ცოლს ხვარამზეს, ქმრის ბრძანება არ აესრულებინა? დიაღაც ასრულებდა, ხოლო, როცა ცეცხლს მოუტანდა, თან ამ სიტყვებსაც მიაყოლებდა, ზედ დაატანდა: “აჰა, ჩაიწვი და ჩაიბუგე უარესად, როგორც ჩამწვარი ხარ და ჩაბუგული!”

- ჰმ, ვერ უყურებ მაგ სულელს! - წაიბუტბუტებდა ღვთისუნელი თავისთვინ. ამის მეტს არც ავს ეტყოდა, არც კარგს. გააჩაღებდა ჩიბუხს... ადის ბოლი, იკლაკნება, იშლება, იფანტება, იძაბება. ნეტარობს ღვთისუნელი, ათასიც რომ ეთქვა ცოლს, ჩიბუხს ვერ უღალატებდა, თუმცა-კი, მართლაც, ჩამწვარ-ჩაბუგული იყო. ახალოხის წინა-კალთები, ჩოხა, შალვარი ცეცხლისაგან ჰქონდა დაცხაული ჩიბუხის წევის დროს. ბევრჯელ კინაღამ არ დაიწვა კაცი. მაინც თავისას არ იშლიდა: ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ნათქვამია. ერთხელ მგზავრად მიმავალს ტანისამოსზე გაუჩნდა ცეცხლი და - თქვენს მტერს დაემართოს, რაც იმას დაემართებოდა. არაგვი რომ არ დასწრებიყო, მაშინათვე წყალს ეცა.

ხალხში ბევრი თქმულება იყო გავრცელებული ღვთისუნელსა და იმის ჩიბუხზე. სხვათა შორის იმასაც კი ამბობდენ: მკის დროს ღვთისუნელს ხელეურში ყალივნის ცეცხლი ჩაჰვარდნია და ხელეური დასწვიაო, - ღვთისუნელი დამწვარაო და სხვა, მაგრამ თქმა თქმად დარჩა, ამბავი - ამბად, ღვთისუნელი ჩიბუხს შეჰრჩა, ჩიბუხი - ღვთისუნელს. დღესაც ისევ ცოცხალია და ცხოვლად ასრულებს თავის მოვალეობას ჩიბუხის წინაშე.

მეტისმეტად ესიამოვნება მგზავრად წასულს, შეჰხვდეს ვინმე, რომ ჩვეულებრივი გამარჯვება-გაგიმარჯოს, სალამ-ქალამის შემდეგ მიაგებოს ასეთი სიტყვა: “მოდი, ჩამოვსხდეთ, თითო ყალიონი მოვწიოთ!”

- ტალკვესი ხო გაქვის? - ეკითხება მგზავრს შინაურულად, ძმურად. რაკი ყალიონს გაჰმართავს, რამდენიც გნებავთ ელაპარაკე და ალაპარაკე, წასვლას ვეღარ გაიგებს. ხიდთან რომ მივიდეს. უეჭველად ხიდის ყურზე უნდა დაისვენოს, თუნდა დაღალული არ იყოს, და ჩიბუხი მოსწიოს. ეწევა ჩიბუხს და თან მდინარის ტალღებს ადევნებს თვალსა. რას ფიქრობს ამ დროს, ღმერთმა უწყის, მხოლოდ ეს ცხადია, ესიამოვნება.

მიდის დილით გარიჟრაჟზე ყანაში სამკალად. შესჩერებია თავთავებს, ჰხედავს ფხაზე ნამი პატარძლის ცრემლივით დაჰკიდებია, ესეც კაი საბუთია, შეისვენოს, ჩიბუხი გააკეთოს “მოდი, ბარემ ერთს ყალიონს გავაკეთებ, მანამდე ყანაც შეიბერტყება, შეშრება, მჭელეურს ნამი აღარ შეჰყვება და მეც კარგა, გულიანად შეუტევ”, - ფიქრობს ღვთისუნელი თავის გუნებაში. თავზე კი ამ დროს ტოროლა დასტრიალებს, დაჰკივის, თუმცა ღვთისუნელი იმას ყურს არ უგდებს, არც ესმის გაბრუებულს მისი ჭიკჭიკი: “ადე, ღვთისუნელო, ადე, ძმაო, რა დროს ჩიბუხია, ნამი არ უშლის ყანას, გალესე ნამგალი და მოუსვი გულიანად; მომკილს ყანას არაფერი უშავს, აგერ ცხრათვალი მზე მოდის, დაჰხედავს, შეაშრობს; მერე უფრო დაცხება, მუშაობა გაგიძნელდება; ჩიბუხი არსად გაგექცევა, ყანა კი, შეიძლება, გაიქცეს: ხომ იცი, ცა თავზე დაჰყურებს!”

ერთხელ ღვთისუნელს დიდი უბედურება დაატყდა თავსა. თქვენთვის იქნება არაფერია, იმისთვის-კი - დიდი უბედურებაა მიჰხვდით? ვერა... ღვთისუნელმა ტყეში, ფიჩხის ჭრაში, ჩიბუხი დაჰკარგა, სადღაც ჩაჰვარდნოდა ის ვერანა. ეძება ღვთისუნელმა ბევრი, მაგრამ ვერას გახდა.

- ბიჭო, დავითო, გოგო, მარიამო, - უთხრა ღვთისუნელმა ვაჟს ცამეტი წლისას, ქალს ცხრისას, თავის შვილებს: - აბა, ერთი, მამაშვილობას მიიარ-მოიარეთ, იქნება მომიხელოთ ის ოხერი ყალიონი, გამიჭირდა, ვკვდები უყალივნობით. თქვენ უფრო თვალს აჭრევინებთ, გაჰყევით ამ ბილიკს, რაზედაც ე ფიჩხი გამოვატარე, იქნება მანდ სადმე ჩამივარდა. მაშ რა იქნა? ცამ ჩანთქა თუ დედამიწამ?

ბალღები მაშინვე ჩიბუხის ძებნას შეუდგნენ.

- რა საქმე გიჭირს ნეტავ, ბეჩავო, რაში გარგია, კაცმა იცოდეს, რაც საქმეს არ გაცდენს და არა გშრეტს, რო მისტირი იმ ოხერს ყალიონს? - უთხრა ბუზღუნით ცოლმა ხვარამზემ.

- შენ მაგისას არა გკითხავ, ე პური არ დასწვა, ნაცარი გადაუგრილე. შენც ახლა მე უნდა დამარიგო შენს ჭკვაში, დედაკაცობაში წილი უნდა ჩაიდვა და ის კი დაგვიწყებია: “ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა კაცუნაო, ზოგს დედაკაცს - დედაკაცი, ზოგსა - დედაკაცუნაო?!” - მიუგო ქმარმა და თანაც თავზე ჩაჩი გვერდზე მოიგდო.

ხვარამზეს ბარემ უნდოდა პასუხზე პასუხის გაცემა, მაგრამ დასთმო, თანაც შაეცოდა ქმარი, ჩიბუხს მოკლებული, და თავადაც ღვთისუნელის დაკარგულ სიამოვნების ძებნას შეუდგა.

- ჰმ, ყალიონი და რა ყალიონი, ის ოხერი, ისა! - ბუტბუტებდა თავისთვის ღვთისუნელი და თან თვალი შვილების მოსასვლელ გზისაკენ ეჭირა. ბალღები მირბი-მორბოდენ ტყეში, გულმოდგინედ ეძებდენ მამის ჩიბუხს, მაგრამ ამაოდ, იმათ ისევ დედამ აჯობა. ხვარამზემ კარგად იცოდა ქმრის ხასიათი: როცა ღვთისუნელი ჩიბუხს მოსწევდა, უკან წელში ჩაიტანდა. მაშასადამე, მოისაზრა, თასმას, რომელიც ჩიბუხს ჰქონდა მობმული და კისერზე ჰქონდა გადაგდებული ღვთისუნელს, სხვა არაფერი გასწყვეტავდა, თუ არა ფიჩხი, ღვთისუნელის მოტანილი, ზიდილ-ჯაჯგურში. ამიტომ ხვარამზემ პირდაპირ ქმრის მოტანილს ფიჩხს მიჰმართა და იმას დაუწყო ჩხრეკა. იმედი არ გაუმტყუნდა: მართლაც, ფიჩხში აღმოჩნდა ღვთისუნელის ბედნიერება. მხოლოდ ხვარამზემ ჩიბუხი ქმარს მაშინვე არ გამოუჩინა.

- მაშ, ეს მითხარ, კაცო, - ეუბნებოდა ხვარამზე ღვთისუნელს, - ჩიბუხი რო მოგიხელო, რამდენს გზას მოიტან ფიჩხს კიდევ?

- იქნება მაჰხელე? - სთქვა ღვთისუნელმა და სახეგაბრწყინებული წამოიჭრა ზეზე. - მაიტა, სადა გაქვს, რა უყავ?

- შენ რა გინდა, რაც უყავ? სთქვი, რამდენს გზობას მაიტან კიდევ?.. - ჰკითხა ცოლმა.

ღვთისუნელმა თავი ჩაჰკიდა და ჩაფიქრდა.

- რამდენსა? - სთქვა ბოლო დროს, - ერთსა.

- მაიტან სამსა? - განუმეორა ცოლმა.

- მოვიტან, მოვიტან, ოღომც ნუ მკლავთ უყალივნობით, სთქვა ღვთისუნელმა.

- კარგი, მაშ, ეხლა ეს მითხარ, შენის მკვდრების ცხონებასა, ყალიონი უფრო გიყვარს, თუ ჩვენა, შენი ცოლ-შვილი? - ეკითხებოდა კვალად ცოლი.

ღვთისუნელს წვერებში ჩაეცინა, ტუჩებზე ღიმილი შეუთამაშდა.

- ყალიონი. - უპასუხა ცოტა სიჩუმის შემდეგ, - ეგ მასიამოვნებს და თქვენ-კი ჭირისა და ვაების მეტი არაფერი მაჩვენეთ; წინ მარტი მიჩან, უკან აპრილი, თავზე ქუდი აღარ შამრჩა და ფეხებზე - ქალმები. ბევრს ნუღარ მაყბედებ, მაიტა ჩქარა ი ოხერი ყალიონი, თორო, ხო იცი, მე ცოტა ნაფქვავი მაქვ, კიდეც გავჯავრდები.

- ოღომც შენ ნუ გაჯავრდები მაგაზე მეტად, აჰა! - უთხრა ხვარამზემ და თანაც ჩიბუხი გადასცა. - ჯვარი გეწეროსთ შენა და შენს ჩიბუხსა, ერთმანეთს შეგაბეროსთ, ტკბილად დაგაბეროსთ.

- ამინ და ეგრე იყოს! მაგას რა სჯობია! ღმერთმა შენც გიშველოს, დედაკაცო, და მუდამ ხალისიანად ცეცხლი მოგატანინოს, როცა შაგიკვეთო, - მიუგო ღვთისუნელმა და თან შეუდგა ჩიბუხის მართვას: სირაში რამდენჯერმე ჩაჰბერა და შეისუტა; მერე სათამბაქოდან ამოიღო წეკვის ნაგლეჯი და დაუწყო ხელისგულზე სრესა... ამ დროს ქშენით, პირზე ოფლგადამდინარი ბალღებიც მოვიდენ და გულმტკივნეულად განუცხადეს მამას: “ვერ მოვხელეთ, მამავ, ვერა! სუ დავიარეთ ეგ ტყე, ვეძებეთ გზა-გზის პირებზე და არსად იბადება!”

- გიშველოთ ღმერთმა, შვილებო, ნუ შასწუხდებით, დედათქვენმა მოიხელა, აქ არი! - და უჩვენა უკვე გამზადებული ჩიბუხი. - თქვენ ეხლა ერთი ნიგზური (მუგუზალი) მომიტანეთ, სხვა არაფერი მინდა. - უთხრა მამამ შვილებს და ისინიც ბრძანების ასასრულებლად გაექანენ სახლისაკენ, ხოლო ღვთისუნელს თვალი კარებისაკენ ეჭირა და პირით ყალივნის სირას აწვალებდა.

ცეცხლიც მალე მოუვიდა და გაიჩარხა იმის საქმე. დაადო ჩიბუხს ცეცხლი. გააჩაღა ჩიბუხი. გაეხვია თამბაქოს ბოლში. ისე ჰგრძნობდა ამ დროს თავსა, თითქოს ღვთისუნელზე სული წმინდა გადმოსულაო.


II
საყდრის გალავანში კომლის კაცს მოეყარა თავი. დიდი ყატყატი იდგა: ზოგნი ფეხზე იდგნენ, სხვანი მხარ-თეძოზე შემოწოლილიყვნენ. სათათბიროდ დიდმნიშვნელოვანი საქმე გამოსჩენოდა ხალხსა და ეს საქმე უნდა გაერჩია, მისთვის თავის მსჯავრი დაედო. თებერვლის შუა-რიცხვები იქნებოდა, გალავნის ძირზე მინაქრული თოვლის გროვა მოსჩანდა. ღვთისუნელს ზურგი შაექცია ხალხისთვის, გაბუტული იჯდა ხმაამოუღებლად და თვალებით თოვლს მისჩერებოდა, პირში ჩიბუხი ეჩარა და ნელ-ნელა ჰსუტავდა.

- ეხლა თქვენ იცით, როგორც გაასამართლებთ. მე ამის მეტს ვერას ვიტყვი: დავიღუპე, დავიქე. თქვენს მტერს დაადგეს ის დღე, რაც დღე მე მადგა: რამოდენა საქონლის საჭმელი - ჩალა და თივა - ჩამეწვა-ჩამებუგა. კიდევ კარგი, საქონელი მაინც გადავარჩინეთ... საბძელში გოდორი იდგა, ერთი ცხრა-ათი კოდი ქერი ეყარა შიგ, ისიც ჩაიწვა. უღლებს, გუთანს, ფიწლებს, ნიჩბებს ვინღა ჩივის! სუყველა გაადნო ცეცხლმა. რა უყვა ამ ცივ ზამთარში? ან საქონელი სად მოვათავსო და ან რა ვაჭმიო? მართალია, მამასახლისს ელით, მაგრამ ტყუილად, მე მამასახლისი არაფერს მომიტანს და ვერც გზას მამცემს უთქვენოდ. - ეუბნებოდა ფარაჯაში გახვეული, ბანლის გარსაკრით შემოსარტყული, თავზედ ხელსახოცწაკრული, ჯოხზე დაბჯენილი, ტირილის ხმაზე მოუბარი ბუთლია. - არ მინდა არავის შეწუხება, არც თქვენი, არც კიდევ მეზობლისა, მაგრამ რა ვქნა, ამ წყალწაღებულმა, რო არა ვთქვა და არ ვიჩივლო, მეც ერთი საწყალი კაცი ვარ, ცოლ-შვილის პატრონი!..

- განა მაგას კი უნდოდა! მოუხდა ფათერაკი საქმე, მოუხდა! ახლო ხო არ დავარჩობთ, ან არ ჩავაქვავებთ? საწყალს თავადაცა სცხვენიან, აგერ პირდაპირ ვეღარ გვიყურებს, როგორ გვერიდება. უფრო სასმლის ბრალი იქნება. - გაისმა რამდენიმე ხმა გროვიდან.

- იმდენი ბრალიც არ იყო სასმლისა, თქვენი ჭირიმე, არა! სასმლის ბრალი კი არა, იმის ბრალია, რომ ეგ ბეჩავი მეტისმეტად ებრძვის მაგ წყეულს ყალიონს: დღე არ გააჩნია და ღამე, თორო დალევით იმდენიც არ დაგვილევია, გონი დაგვეკარგა. აღების ღამე იყო, ბერიკეები მომივიდენ სტვირით, ფანდურით, ლხინით, ჰაიჰუით. ღვთისა წინაშე, ძალიან მიამა, ბებრები, ბალღები სუ ერთმანეთში არეულიყვნენ. დავპატიჟე შინ, ვასმიე არაყი, ვაჭმიე პური, რაც ჩემი საწყლობა იქნებოდა. ღვთისუნელი აღარ გავუშვი, ჩემი ბრალია, მიმაჩნია, მინდოდა ერთად დრო გაგვეტარა, ამაძრახებს, ან ავს მეტყვის, ან კარგსაო, ვიფიქრე. ღვთისუნელმაც ხათრი არ გამიტეხა, დარჩა ჩემთან. როგორც ვიცით, ხინკალი მოვხარშეთ, ვახშამი ვჭამეთ. კარგა ხანს ვისხედით. დასწყევლოს ღმერთმა ის დღე და ის საათი! მოვიდა ძილის დრო, ღვთისუნელს შინ დავუგე ლოგინი. არაო, დაინიჟა, საბძელში ჩალა (ბურდო) იქნებაო, იქ წავალ, იქ დავიძინებ, თბილად ვიქნებიო. მეც აღარ ავუხირდი. დავაწვინე საბძელში და ბოლოს ეს გამოვიდა. - დაამთავრა ბუთლიამ სიტყვა და თანაც ღრმად ამოიოხრა.

ხალხს გულში წინათვე გადაწყვეტილი ჰქონდა, დავა როგორც უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ მიღებულ ძველადგანვე წესს საქმის გარჩევისას არა ჰღალატობდა.

- აბა, ერთი, ღვთისუნელს დავუძახოთ, იმასაცა ვკითხოთ, ვნახოთ ის რაღას იტყვის, იქნება - ბრალს არა კისრულობს, კაცებო? - გაისმა კვალად ხმები ხალხის გროვიდან. - ”ღვთისუნელო, ღვთისუნელო! მოდი აქ ცოტა ხანს”. - ღვთისუნელი ადგილიდან არ იძვროდა, მინამ რამდენჯერმე არ დაუძახეს. როგორც იყო, ადგა წელში და მუხლებში მტვრევით ღვთისუნელი და წარსდგა ყრილობის წინაშე. დარბაისელთ ღიმილი მოსდიოდათ სახეზე ღვთისუნელის დანახვაზე და ჯეილები, რომელთაც ცალკე ჯგუფი შაედგინათ, სიცილით იხოცებოდნენ. ღვთისუნელი თავჩაქინდრული იდგა კრების წინაშე და დიდხანს ხმას არ იღებდა, ყალიონს ეხლა ხელში ატრიალებდა. ახალოხის, ჩოხის და ტყავის წინა-კალთები სულ შემოსწვოდა, წამწამებ-წარბ-ულვაში სულ ატრუსული ჰქონდა. ამის გამო ყველას სიცილსა ჰგვრიდა.

- მიკვირს, ძმობილო, რო სუ არ ჩამწვარხარ? - ჰკითხა ვიღამაც ხუმრობის კილოთი.

- განა გიჟი იყო, ჩამწვარიყო, დღესაც კიდევ. ეტყობოდა თოვლზე მაგის ნაგორავალი. - გაიხუმრა მეორემ.

- დაილოცა ღმერთი, დაილოცა იმის სამართალი! - იძახოდა მესამე. - რაზე შავრცხვებოდით მთელი სოფელი და კაცი დაგვეწვებოდა?!

- ნეტავი ჩავმწვარიყავ, ისა სჯობდა, - წარმოსთქვა, როგორც იყო, ბოლო დროს ღვთისუნელმა: - მოვრჩებოდი ამოდენა დავიდარაბას და ვაი-ვაგლახს, აღარც თქვენ დაჰღონდებოდით, აღარც მე და აღარც ეს საწყალი ბუთლია. მე ერთს რასმე გთხოვთ, ჩემო ძმებო და მეზობლებო, კარგა იფიქროთ, აიღ-დაიღოთ. მართალია, მე მივაყენე ზარალი ბუთლიას, იმ ღამეს რომ მე იქ არ მივხისფეხე-ბულიყავ, ამ კაცს საბძელი და ბოსელი არ დაეწვებოდა. მაგრამ ბუთლიას ბრალიც-კია, რა უნდოდა, წავხირებულიყავ შინა; აღარ მამეშვა, არ შაიძლება, თუ ძმა ხარ, დარჩიო. ან მაგას რა აბრძოლებდა, მაგ დალოცვილსა? როგორც მოვხისფეხდი, ისევ ისრე წავხისფეხდებოდი - ეს საქმე არ მოხდებოდა. აღარ მამეშვა. და ბოლოს კი ასე გამოვიდა საქმე. ღმერთმაც იცის, თქვენც კარგად იცით, ბუთლიასაც ეჭვი არა აქვს, რომ მე ეგ ჯიბრით და შურისძიებით არ დავწვი. ათასჯერა ვწოლილვარ საბძელში, ჩალაში, ყალიონიც მამიწევია, მაგრამ იქ ცეცხლი არ გაჩენილა. რაღა მაგის საბძელში გაჩნდა ცეცხლი, თუ ერთი რამ მიზეზი არ იყო, თუ წერა არ იყო. - ღვთისუნელმა როცა სიტყვა “წერა” ახსენა, ხალხმა ყურები ჩამოყარა, ღვთისუნელმა ეს ცხოვლად შეამჩნია, გული მოეცა, უფრო გამხნევდა, იქამდის გამხნევდა, რომ ჩამოჯდა კიდეც, სათამბაქოვე ამოიძრო ქამრიდან და ჩიბუხს მართვა დაუწყო; თანაც განაგრძო: - ახლა ესეც იფიქრეთ, თქვენ გენაცვალოსთ ღვთისუნელი, მე რო მართლა ჩამვწვარიყავ, ვის უნდა ეზღო ჩემი თავსისხლი? ხო უნდა დაჰბრალებოდა ბუთლიას, რადგანაც მაგან დამაბრუნა ძალად შინა. მაშინ ხომ ყველას უნდა გეთქვათ: სუ ბუთლიას ბრალია! იმ აღების ღამეს ღვთისუნელი რო არ დაებრუნა, არ დაეთრო, კაცი არ დაიწვებოდაო. მაგრამ ესეც უსამართლობა იქნებოდა. მე, დაილოცა ღმერთი, არ დავიწვი და რის ბრალია? ესეც იმავე “წერისა”. აბა კარგა იფიქრეთ, თუ ასე არ არი?

ხალხი უფრო ღრმად ჩაფიქრდა და ღვთისუნელიც სრულიად გამარჯვებულად გრძნობდა თავსა, მაგრამ უცებ აღმოჩნდა ხელის შემშლელი “გარემოება”, ეს “გარემოება” ადამიანი გახლდათ, გლეხკაცი სამოცის წლისა, ზურაბი, კაცი პირდაპირი, მოურიდებელი, პატიოსნებით გათქმული. ვისთანაც უნდა ჰქონოდა საქმე, დიდთან თუ პატარასთან, თავის გრძნობას, თავის აზრს მოურიდებლად, მოუფერებლად წარმოსთქვამდა მუდამ. თავის ჯეილობაში ბევრი უწვნევია ზურაბს თუ მოხელეებისაგან, თუ მეზობლებისაგან, მაგრამ თავისი ზნე ვერარამ და ვერავინ მოაშლევინა. მისი დანჯღრეული ხმა, სწორედ ვეფხვის რუხრუხის მსგავსი, მეხივით გაჰკვეთდა გასაკვეთს და გასაწყვეტ საქმეს.

ვიდრე ხალხი ფიქრში იყო და გუნებაში სწონავდა, ნასმენ-ნახულს, ღვთისუნელმა დრო იხელთა, ყალიონში თამბაქო ჩაყარა, ტალკვესი, აბედი ამოიღო, დააკვესა, ყალიონს აბედი დაადო და დინჯად ბოლება დაუწყო. გამარჯვებული ვარო, თან გულში ამას ფიქრობდა. აი სწორედ ამ დროს გაისმა მოხუცის ვეფხვის რუხ-რუხი.

- ჩვენ გავიგოთ, ბიჭო, ვისი და რის ბრალია? - წარმოსთქვა ზურაბმა და თან ეკლის კონების მსგავსი ულვაშები და ჩამობარდნილი წარბები შეათამაშა: - რა უნდა გავიგოთ? გაგებული მაქვ და ძალიან კარგა ვხედავ, ჯერ არ დავბრმალვარ. ვისი ბრალია? ე მაგის ბრალია, პირში რომ გჩრავ და, როგორც ძაღლი ვერ ეშვება ძვალს, რაც უნდა გამოხრული იყოს, ისე შენ ვერ მაჰშვებიხარ, შე გადაყრუებულო! - უთხრა ეს ზურაბმა და თან ჯოხი დაუკრა ჩიბუხს ისე მარჯვედ, რომ ჩიბუხი ხალხში გადავარდა, ხოლო ღვთისუნელი პირს კატა-ნაცემი დარჩა და დიდხანს ვერ გამორკვეულიყო, თუ ეს რა საქმე დაემართა. - წერა. წერა! წერა-მწერელი, თუ არ დაგიშლია, შენ ნუ მამიკვდები, წერა-მწერელს შენ და შენის ჩიბუხის თვალყურის საგდებლად მოუცლია?!. აი ეგ არი ჩემი სამართალი. გესმის თუ არა? ყალივნისთვი კი არა, შენთვი უნდა დამეკრა ეს ჯოხი თავში, შე ძაღლო! - ამბობდა ზურაბი და თან ცეცხლის მგზნებარე თვალებით შასჩერებოდა ღვთისუნელს.

ხალხი აჩოჩქოლდა, ეცნენ საბრალო ღვთისუნელის ჩიბუხს და დაუწყეს წეწა, ზოგი მუშტსა სცემდა, სხვა ფეხქვეშ იგდებდა, სირა (ჩიბუხის ტარი) დააქუცმაცეს და აქეთ-იქით გადაყარეს. ისმოდა ჟრიამული, სიცილ-ხარხარი.

გამტკნარებულმა, განაცრებულმა ღვთისუნელმა როდის-როდის წარმოსთქვა: - ვაჰმე, ჩემო ყალიონო, აბა, უყუროს კაცმა, რასა სჩადიან, ე!? ღმერთი იწამეთ, ყალიონი არ გამიტეხოთ! - მიჰმართა ბოლო დროს ხალხს ღვთისუნელმა, მთელი გული და გონება მისი მიმართულ იქმნა ჩიბუხისაკენ და ზურაბის საპასუხოდ მხოლოდ ორის სიტყვის თქმა მოასწრო: - “გაგიხმეს ხელი და დაგიდგეს ენა, აჰა!” მიეშველა თავის საყვარელ ჩიბუხს. უნდოდა დაეხსნა წამებისაგან, მაგრამ ამაოდ, ვერაფერს გახდა, ვერაფერი უშველა პატრონმა, აღმზრდელმა აღზრდილს: ხალხმა ჩააქვავა ღვთისუნელის ჩიბუხი, მოუსპო სიცოცხლე, მოუსპო...


III
როცა იყო და არ იყო, ხალხი დაშოშმანდა, დაჯარდა, ცოტად გული მოიოხა. ხოლო სადავო საქმისა არ იყო ეს სრული გადაწყვეტა, - ამით ვერ დაკმაყოფილდებოდა დაზარალებული ადამიანი და ვერც ხალხის სინდისი. ჩიბუხის დასჯა ვერ გააძღობდა უსაჭმელოდ დარჩენილს ბუთლიას ძროხებს, ვერც გომურსა და საბძელს აუშენებდა დაზარალებულს, ნივთიერი დახმარება იყო საჭირო, ამას ყველა ჰგრძნობდა, ყველას გული ძალადაუტანებლად დუდუნებდა: - “უნდა უშველო დაზარალებულს მეზობელსაო!” მხოლოდ ერთი ენის დაძვრა იყო საჭირო, ერთი მოწოდება, რომ ხალხს “ჰოს” თქმით მოეშორებინა ის მოთხოვნილება, რასაც გული და ჩვეულება ავალებდა. ეს ხმაც გაისმა.

- კაცებო, - წარმოსთქვა ზურაბმა, - რო შაძლება და ღონე ჰქონდეს, თუ მთელი ზარალი არა, იმის ნახევარი მაინც უნდა ღვთისუნელისათვის გვეზღვევინა, რადგან იმის გაუფრთხილებლობის ბრალია ამ კაცის ზარალი. მაგრამ რადგან ღვთისუნელიც საწყალი კაცია, ჩვენი ვალია ყველასი დავეხმარნეთ ჩვენს ძმას, ჩვენს მეზობელს. ნუ ვუმტყუნებთ მამა-პაპის წესსა და ჩვეულებას, რითაც ვის შეგვიძლიან, იმით შევეწივნეთ. გავიყვანოთ ეს კაცი იოლად. ამისთანა საქმე დღეს ამის თავს არი, ხვალ ჩვენს თავზე იქნება. მე ამის მეტი არ შემიძლიან: მიჩუქებია ერთი თივა და ერთი ტვირთი ჩალა; როცა გინდა, მოდი, ძმაო, და წამაიღე; როცა საბძელ-გომურის მასალას მოიტან და კეთებას დაუწყებ, ერთს შაბათს დღეს ბალღსაც გაშველიებ.

- გიშველა ღმერთმა! - გაისმა ხალხში ხმა: - მეც მიჩუქებია ერთი თივა. მეც, მეც... მეც... მეც ერთი ტვირთი ჩალა... “მეც მიჩუქებიაო”, ამ სიტყვებმა, როგორც მილით გაყვანილმა წყალმა, მორწყო მთელი გუნდი ხალხისა. ხოლო ღვთისუნელს, იმის გარდა, რაც თავის პირით აჩუქა, ხალხმა დაავალა ორიოდე დღე ხარით და კაცით მიჰშველებოდა ბუთლიას ხე-ტყის ზიდვაში. ბუთლია ხალხს მადლობას უხდიდა, ხოლო ღვთისუნელი არ იყო ხალხის მადლობელი მის საყვარელ ჩიბუხის დასჯის გამო.

მოჩივარი და მოპასუხე იქვე ყრილობაზე შერიგდენ, ერთმანეთს პირზედ აკოცეს და სახლში, როცა ხალხი დაიშალა, ერთად წავიდენ. ბოროტ ენათა ის ხმაც კი გაავრცელეს ბოლოს, რომ აღებისღამინდელი ჩარექაში დარჩენილი არაყი ღვთისუნელს და ბუთლიას ერთად ესვათ, გამოეცალათ, ერთმანეთი ედღეგრძელებინათ, მკვდრებისთვის შენდობა ეთქვათ თურმე და ერთმანეთისათვის შაეფიცნათ ისევ ძმობა და სიყვარული.


1910 წ.
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Thu Nov 18, 2010 7:42 pm

სიმონ ჩიქოვანი

შენიშვნები ვაჟა—ფშაველას სალიტერატურო ენის გამო



ვაჟა—ფშაველას ნაშრომების სალიტერატურო ენამ ადრე მკითხველი საზოგადოების განსაკუთრებული ყურდღება მიიქცია. სოლომონ ყუბანეიშვილის მიერ (“ვაჟა—ფშაველას დოკუმენტები და მასალები”) ერთად შეკრული მასალებიდან ირკვევა, რომ პოეტის სალიტერატურო ენის გარშემო დიდი დავა და აზრთა სხვადასხვაობა დაბადებულა. ამ დავამ და კამათმა თავისებური სახით ჩვენს დრომდისაც მოაღწია. მაგრამ ადრევე ვაჟა—ფშავეკას ენის გარშემო ატეხილი კამათი არ წარმართულა სწორი გზით და იმდროინდელი კრიტიკა ვერ გაარკვია მთის პოეტის ენობრივ მეურნეობაში და თავისი მოთხოვნილება უბრალოდ სწორი მართლწერით განსაზღვრა. ვაჟა—ფშაველა უფრო ღრმად უყურებდა ამ საკითხს და ცდილობდა თავის სალიტერატურო ენის სისწორე მეცნიერულად დაესაბუთებინა და მწერლობაში ფშაური კილოსათვის უფლება მოეპოვბინა და მისი საჭიროების აუცილებლობა დაემტკიცებინა. იგი უკომპრომისო შემოქმედი იყო და თავისი შეხედულებიდან გადახვევა არ იცოდა. მას არ შეეძლო თავისი პოეტიკის რომელიმე მუხლი დაეთმო და, კერძოდ სალიტერატურო ენის საკითხში მოწინააღმდეგეებს დამორჩილებოდა. ვაჟა—ფშაველა თურმე თავისი პოეტური ენით ამაყობდა კიდეც. ერთხელ დავით კლდიაშვილისათვის უთქვამს:'”მე ამ ჩემი ენით მომწონს თავიო”. იგი წერილებში ამტკიცებდა, რომ მთამ უკეთ შემოინახა ქართული ენა, ვიდრე საქართველოს ბარმა. როცა ერთ რედაქციაში მისი ენა დაუწუნებიათ და კუთხურად ჩაუთვლიათ, პოეტს განუცხადებია: ”ბარელნო, ნამდვილი ქართული ვერ გაგიგიათო”. იგი მწერლობაში მხოლოდ შოთა რუსთაველისა და დავით გურამიშვილის სალიტერატურო ენას მიიჩნევდა სანიმუშოდ. თავის სალიტერატურო ენას თავგამოდებით იცავდა და, მართლაც მისი პოეზია არ წარმოიდგინება იმ სიტყვიერი მასალის, იმ სიტყვიერი კულტურისა და იმ შენელებული კუთხურობის გარეშე,რაც “ალუდა ქეთელაურის” ავტორის პოეზიას გააჩნია. ასე ასაბუთებდა ვაჟა-ფშაველა თავის შეხედულებას სამწერლო ენაზე. ამტკიცებდა, რომ ხალხი, ერი, დედა ენისა, ბადებს და ზრდის ენას, როგორც დედა შვილსო. ყოველი ეთნოგრაფი და საერო მწერალი კი მოვალეა, ყველა საყურადღებო ხალხური სიტყვა ან ფორმა გააცნოს ლიტერატურულ ენას. თუ ეს სიტყვა და ფორმა შეეფერება ენის ხასიათს, ამით არაფერი დაშავდებაო... ფშაველებს ამ შემთხვევაში

საპატიო ადგილი ეკუთვნით, საყურადღებოა იმათი კილო და ფორმები, სხვათა შორის, იმიტომაც, რომ იმათ უფრო მეტი საშუალება ჰქონიათ, ქართული ენა დაეცვათ წმინდად. შეუბღალავად... ფშაველებზე ნაკლებად ჰქონდა ზეგავლენა ოსმალებსა და სპარსელებს.

აკაკი წერეთელი, რომელიც მთის პოეტის მოწინააღმდეგედ ითვლებოდა სალიტერატურო ენის საკითხში, წერდა: “იმ დროს, როცა რუსთაველი არსებობდა, საქართველო შეადგენდა ერთ სამეფოს და არ იყო განაწილებული. მაშინ ენაც ერთი ქონიათ. ე. ი. ის ენა, რომელიც რუსთაველს უხმარია. შემდეგ საქართველო დანაწილდა სამთავროებად. ხშირად ერთი სამთავრო იყო მტრის მონობაში და გავლენის ქვეშ, როდესაც მეორე თავისუფლად რჩებოდა. ამგვარად დამონებულ სამთავროში რომელიმე ქართული სიტყვა იკარგებოდა და მის ნაცვლად სხვა უცხო სიტყვა შემოდიოდა, მაშინ როდესაც დაუმონებელ სამთავროში რჩებოდა ის სიტყვა. დღეს ჩვენი ვალია, რომ ეს სიტყვები მოვაგროვოთ და შემოვიტანოთ ენის საუნჯეში და არ გავდევნოთ მხოლოდ იმისათვის, რომ ამ სიტყვას ქალაქში კინტოები არ ხმარობენ”. “აკაკი წერეთლის ეს მოსაზრება ზოგადად სრულიად არ ეწინააღმდეგება ვაჟა-ფშაველას შეხედულებას სალიტერატურო ენის საკითხზე.მაღალი მთის მგოსანიც ამტკიცებდა: ”ბარი ხშირად დაპყრობილი იყოო... სპარსეთის და ოსმალეთის მიერ, ეს დამპყრობლები ფშავამდე ვერ აღწევდნენ.ამიტომ ფშავმა ბევრი წმინდა ქართული სიტყვა და გამოთქმის ფორმები შემოინახა და იგი ახალ სალიტერატურო ენაში უნდა შევიდესო”... აკაკი წერეთელიც ამტკიცებდა,ზოგიერთი ლექსიკური მასალა ქართულ მწერლობაში იმერეთიდან და სხვა კუთხიდან შემოტანილ იქნესო. იგი აღიარებდა., საჭიროების დროს მეგრული მეტყველების მოშველიებაც შეიძლებაო. “განთიადის” ავტორმა რამდენიმე მეგრული სიტყვა ქართულ მწერლობაში თავისუფლად დაამტკიცა კიდეც. მიუხედავად სალიტერატურო ენის საკითხზე აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას აზრთა ერთგვარობისა, ,,განთიადის”ავტორი უბადლო მთის პოეტის ქართულ მეტყველებას იწუნებდა და ებრძოდა კიდეც ვაჟა-ფსაველას სალიტერატურო ენის მიდრეკილებას:

ენას გიწუნებ, ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს,
მკითხველიც იმას მკისაო...

თითქოს გაუგებარია აკაკი წერეთლის ასეთი სიმკაცრე, მით უმეტეს, მისი ზოგადი შეხედულება სამწერლო ენაზე არ უარყობდა კუტხური სიტყვიერი მასალის გამოყენებას. შეიძლება მას გადამეტებულად მიაჩნდა მთის მომღერლის ფშაური დიალექტით გატაცება და მის პოეზიაში კუთხური სიტყვიერი მასალის მოჭარბებულად გამოყენება? ეგებ იგი ზომიერების დაცვას მოითხივდა! თუ ეს ასეა, მაშინ საკითხი სულ სხვა კუთხით უნდა იქნეს განხილული და სხვა მხრივ უნდა იყოს გაშუქებული. ისე კი “განთიადის” ავტორის შეხედულება სამწერლო ენაზე და მისი უარყოფითი დამოკიდებულება ვაჟა-ფშაველას ენისადმი გაუგებარია, ერთგვარი წინააღმდეგობის შემცველია. ეგებ აკაკი წერეთლის შენიშვნა მარტო გამოთქმის ფორმებს ეხება? უფრო მკაცრი შეფასება მისცა ვაჟა-ფშაველას სალიტერატურო ენას მწერალმა პეტრე მირიანა შვილმა. ეტყობა, სილოვგან ხუნდაძეც არ ყოფილა კმაყოფილი მთის მგოსნის სამწერლო მეტყველბით. აკაკი წერეთელს “ბახტრიონის” ავტორი “მარგალიტების მთესველად” მიაჩნდა, ხოლო სხვები ამ სალიტერატურო ენის გამო უფრო მკაცრ შეფასებას აძლევდნენ ვაჟა-ფშაველას მთელ შემოქმედებას.ვაჟა-ფშაველას კი აუცილებლად, თავის შემოქმედბის განუყრელ თვისებად მიაჩნდა მის მეირ შემუშავებულ სამწერლო ენა, იგი დიდ ფიქრს, მასალის შესწავლისა და პოეტური მუშაობის შედეგად დაიბადა. ვაჟა-ფშაველას გააჩნდა თავისი შემოქმედებისათვის საჭირო ზომიერების გრძნობა და უდიდესი მხატვრული ტაქტი, რომელიც თავის დროზე არ იქნა შემჩნეული და შესწავლილი. უპირველეს ყოვლისა, პოეტის პროზა დაწერილია ყოველგვარი კუთხური გამოთქმების გარეშე და ზუსტი ხატოვანი ქართული ენით. მხატვრულ პროზაში ფშავური კილოს გავლენა თითქმის არ იგრძნობა. ვაჟა-ფშაველას პროზაში ძლიერ ძუნწად გაბნეული კუთხური ლექსიკური მასალაც თითქოს გაშალაშინებულია

დადახვეწილია, იგი გამჭვირვალეა და მხოლოდ ნაწარმოების ელფერისათვის არისგამოყენებული, ბუნების წიაღში დაბადებული სუფთა ქართული მეტყველება.

შოთა ძიძიგურმა ვაჟა-ფშაველას სალიტერატურო ენის საკითხზე გამოქვეყნბულ ძლიერ საყურადღებო წერილში აღნიშნავს,თითქოს პოეტის კუთხური ლექსიკა და გამოთქმის ფორმებით მომარჯვებული ქონდეს მხოლოდ დიალოგებში და არა ავტორისეულ თხრობაში და ახწერაში. მკვლევარმა ამ დებულების გასამართლებლად მრავალი საყურადღებო საბუთიც მოიყვანა, ნაგრამ ეს შეხედულება სავსებით არ დასტურდება. პოემაში “ალუდა ქეთელაური” არა მარტო გმირების დიალოგშია კუთხური გამოთქმები და ლექსიკური მასალაა გამოყენებული, არამედ ავტორისეულ აღწერაში თხრობაშიც. პოემა აჭრელებულია ფშაური კილოკავითა და კუთხური სიტყვებით. ლირიკულ ლექსებში სადაც მხოლოდ ავტორის მონოლოგია გამეფებული ნათქვამია:

მრწამს, ფერფლნი კარგის გულისა,
ქარმა რომ გაფანტოს ხმელადა,

თვითომა მაინც ენთება,

ტიალ სურვილი ცხელადა.

ხოლო ლექსში “გულო, რას დაღონებულხარ” პოეტი გვეუბნება:

ჩქრა ზაფხულო მოალის,

აყოვდებიან იანი...

ამგვარად, კუთხური გამოთქმები და სიტვიერი მასალა ავტორისეულ ტექსტში საკმაოდ არის გაბნეული. მხოლოდ ეს დიალქეტური სიტყვიერი მასალა და ფშავ-ხევსურული გამოთქმის ფორმები ყველა ნაწარმოებში ერთნაირი სიუხვით არაა გამოყენებული. ადრე არავის მიუქცევია ყურადღება, რომ პოემები “სტუმარ-მასპინძელი” და “სისხლის ძიება” დაწერილია ზოგად ქართული ხალხური ენით და კუთხური, კილოკავური ფორმებით და სიტყვები თითქმის განდევნილია მათი ენობრივი ქსოვილიდან. აქ სალიტერატურო ენა უმთავრეს შემთხვევაში ზოგად ქართულია და ყოველგვარი ენობრივი კუთხურობა დაძლეულია, ხოლო პოემებში_“ალუდა ქეთელაური”, “გოგოთური და აფშინა”, “ბახტრიონი” და “გველის-მჭამელი”ჭარბად შეიმჩნევა კუტხური მეტყველება და მისთვის დამახასიათებელი გამოთქმის ფორმები. ამგვარად, ვაჟა-ფშაველა პოემებში ორნაირი სალიტერატურო ენის ნაკადი შეიმჩნევა. “სტუმარ-მასპინძელი” და “სისხლის ძიების” ამბავი და მოქმედება გაშლილია საქართველოს გარეთ, ქისტეთისა და ჩერქეზეტი სოფლის ფონზე. ამ ნაწარმობში უმთავრესად ზოგად ქართული ხალხური იოერის სალიტერატურო ენაა მომარჯვებული:

ღამის წყვდიადში ჩაფლული

გამტკნარებულის საითა,

მოსჩანს ქისტეთის მიდამო

სალის კლდეების ტახტიტა.

ბნელს ხევზე მოჰყბადოეფს მდინარე,

გულამღვრეული ჯავრიტა.

გადმოხრილიყვნენ მტანიცა,

ხელ პირს იბანდნენ წყალზედა.

. . . . .

სოფლის თავს სძინავს შავს ნისლსა.

დაფიქრებულის სახითა,

ყურს უგდებს არე-მარესა,

გულ-ლაღობს სანახავითა.



წვიმს, სეტყვაა,

მთებზე ნისლები ჰკიდია,

ბევრი რამ ხდება ქვეყნადა,

შიგ ცოდვა-ბრალი დიდია.

ბუნება წარბსაც არ იხრის,

მაინც მშვიდი და მშვიდია.



ეს სტრიქონები ამოწერილია უშუალოდ არა ფშავ-ხევსურეთის ცხოვრებაზე შექმნილი პოემებიდან. ამ ნაწყვეტების მიხედვით ადვილად მისახვედრია, რომ “სტუმარ-მასპინძელში” და “სისხლის ძიებაში” თითქმის სრულიად გამოთიშულია კუთხური მიმოხვრა სიტყვიერი მასალისა და ისინი დაწერილია თითქმის სუფთა, მწერლობაში დაკანონებული ქართულით. მაგრამ თუ გადავიკითხავთ “ალუდა ქეთელაურს”, “გველის მჭამელს” ან “ბახტრიონს”, რომლებიც ფშავ-ხევსურეთის ცხოვრების ფონზეა გამოკვეთილი და საქართველოს მთის ჩარჩოებშია ჩასმული, დავინახავთ ამ კუთხური მეტყველების ფორმების მოჭარბებულ გამოყენებას. “ალუდა ქეთელაურში” ეს კუთხური გამოთქმები როგორც გმირების საუბარში, ისე ავტორის მიერ აღწერილ ბუნების სურათებში თუ ეპიკურ თხრობაშია გაბნეული:



კარგი გყოლია გამდელი,

ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო,

სიგრძივ გაჰხურა ნაბადი,

ზედ გადაადვა გარიო

. . . . . . . .

ტახტზედა დაუკიდებავ

მუცალის ძმისა მკლავია…

. . . . . . . .

მზემ აიწია ცაზედა,

ისლებმ დაწირეს ხევები...



და სხვა



როგორც მოყვანილი ნაწყვეტებიდან ირკვევა, ვაჟა – ფშაველა სალიტერატურო ენას ამუშავებდა ამა თუ იმ თემის საფუძველზე. როდესაც პოეტი ფშავ-ხევსურული ცხოვრების მასალაზე ნაწარმოებს ქმნიდა, მეტ ყურადღებას აქცევდა სიტყვიერი მასალის ელფერს და ცდილობდა თავისი კუთხის კოლორიტი ნაწარმოების ენობრივ ქსოვილშიც შეენარჩუნებინა. ამიტომ იმ პოემებში, სადაც მოქმედება ფშავ-ხევსურეთში ხდება, ყველგან იგრძნობა კუთხური კილო და ნაწარმოებში შეჭრილია ისეთი ქართული ხალხური, რომელსაც უკვე არქაული იერი მიუღია. ვაჟა-ფშაველა წერდა:

“ფშავური საუბრის კილო და გრამატიკული ფორმები, როგორც ნამდვილი ძველი ქართული, სრულიად გვანან ძველი მწერლების ნაწერებს. ამიტომ იმათ უკან ჩამორჩენა არ ეკუთვნებადო”. როგორც ამ ამონაწერშია ნაგულისხმები, მთის პოეტი ფშაურ სასაუბრო კუთხურ ენას ძველმწიგნობრულ ქართულთან ანათესავებდა და მას თავისი პოეზიის აუცილებელ თვისებად თვლიდა. “ბახტრიონის” ავტორს მიაჩნდა, რომ ენის ასეთი არქაული ფორმები და კილო მისი პოეზიის ბუნებას უფრო შეეფერებოდა. პოეტის შეხედულებით, ფშაურ კილოსაც მონაწილეობა უნდა მიეღო ახალი სალიტერატურო ენის ფორმირების საქმეში.

ვაჟა-ფშაველას პოეტურ მეტყველებაში მეორე ნიშანდობლივი თვისებაც შეიმჩნევა. ის ყველა ლექსში, რომლებიც დაწერილია ხალხური შაირის ზომით, ეს კუთხური, არქაული კილო და გამოთქმები მომძლავრებულია და ამ შემთხვევაში მის პოეზიაზე ხალხურის გარეგნული გავლენა მკაფიოდ შესამჩნევია. მაგრამ მთის პოეტის მიერ დაწერილ ათმარცვლიან და თოთხმეტმარცვლიან ლექსებში ეს ენობრივი კუთხური კოლორიტი თითქმის განდევნილია. ისინი სუფთა, ზოგადი ქართული სალიტერატურო ენით არის დაწერილი. ამ შეხედულების დასადასტურებლად შეიძლება მოვიყვანოთ ათ მარცვლიანი ლექსი:

ქარი უბერავს, მოაქვს ნამქერი,_
ჩიტი ნიბლია ატირდა მთაზე.
სულ მუდამ ლაღო და მხიარულო,
ჩიტო ნიბლიავ, ცრემლს აფრქვევ რაზე?
_ უსახლ-კარო ვარ, განა არ ვიცი,
ყინვამ მომასწრო ძმობილო, გზაზე,
დამკრა სიცივემ, გული დამილბო
და მიმიყინა ფრთებიცა ტანზე.
ფრენა არ ძალმიძს, ვეღარ დავდივარ,
ზედ მიმეყინა ფეხები ქვაზე,
წადი, უთხარი ჩემსა ობლებსა
და გადასძახე მაღლიდან თავზე:
აქ გამითხარონ ცივი სამარე,
აქვე დამმარხონ, ამ მაღალს მთაზე;
ნაზის იისა კუბო შემიკრან,
გულს დამაყარონ ტურფა კესანე.
არ დაივიწყო, თუ გწამს უფალი,
არ დაივიწყო, შენი კვნესამე.


მოყვანილი ლექსი კუთხური არქაიზმიდან სრულიად განთავისუფლებულია და ლექსი ჩვეულებრივი ზოგად-სალიტერატურო ქართულით არის გაჩარხული.

ვაჟას ენა ქალაქურ სასაუბრო მეტყველებასა და ქალაქური ფოლკლორის პოეტურ ენას სრულიად მოწყვეტილია. ვაჟას სამწერლო მეტყველება თითქოს უშუალოდ ბუნების წიარშია აღმოცენებული.



1960 წ თბილისი

წყარო - http://publish.dlf.ge/vaxtangvi/simonchiqovani/
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Thu Nov 18, 2010 8:10 pm

გურამ ყორანაშვილი


როგორ იქმნება მითი?

მითოლოგიით ოდენ ჩვენი უძველესი წინაპრები როდი იყვნენ გატაცებული. იგი დიდ პატივშია დღევანდელ ქართველობაშიც. თითქოს ქართული ისტორიოგრაფია (საისტორიო მეცნიერება) უკვე დიდი ხნის წინათ უნდა გამოსულიყო ცნობიერების აღნიშნული ფაზიდან, მაგრამ ჩვენი ისტორიოგრაფია დიდად არის დამძიმებული მითებით. თანაც არა მხოლოდ ისტორიოგრაფია. ამიტომაც სრულიადაც არ აზვიადებს ერთი რუსი ჟურნალისტი, როდესაც ამბობს: "ქართველებს ძალზე უყვართ ათასნაირი მითის გამოგონება და სრულიად გულწრფელად, როგორც პატარა ბავშვებს, სჯერათ ყოველი სასწაულისა” (იხ. გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა”, 15 ივნისი, 2006 წელი).


ამჯერად ლიტერატურის სფეროში მოარულ მითზე შევჩერდები. ცნობილია, რომ 1951 წლის დასაწყისში "ხალხთა” და მსოფლიო "პროლეტარიატის ბელადის” იოსებ სტალინის შეკვეთით ე. წ. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა, კანდიდ ჩარკვიანმა, სასტიკად გააკრიტიკა ჩვენი დიდი პოეტი და მამულიშვილი ვაჟა-ფშაველა როგორც ენის, ისე მსოფლმხედველობის თვალსაზრისით. დიდი ბელადის ახირებას წინ ვინ დაუდგებოდა და პარტიულმა აქტივისტებმა, პოეტებმა, მწერლებმა, მეცნიერებმა და სხვებმა კვერი დაუკრეს მას. მართალია, იმხანად სკოლებში ვაჟას გვასწავლიდნენ, მაგრამ სამი წლის განმავლობაში არ წყდებოდა ვაჟა-ფშაველას განქიქება, არ იბეჭდებოდა მისი წიგნები. კაცმა რომ თქვას, ვინ იქნება დღეს წინააღმდეგი, რომ პატივი მივაგოთ იმას, ვინც გაბედა და შეეწინააღმდეგა კომუნისტური ხელისუფლების ხუშტურებსა და სისულელეს?! მაგრამ, სავსებით გასაგები მიზეზების გამო ეს არავის გაუკეთებია. თუმცა მითი მაინც შეიქმნა. წერილობითი სახით, დოკუმენტურად პირველად იგი დაფიქსირებულია მწერალ ლადო ავალიანის წიგნში "დიდი სიჩუმის ექო” (თბილისი, 1982). ავტორი სიმონ ჩიქოვანის შესახებ გვიყვება: "… არასდროს ლიტერატურის ინტერესებზე მაღლა არ დაუყენებია "სავარძელი”; და თუ ლიტერატურის ინტერესები უპირისპირდებოდა "სავარძლის” ავტორიტეტს, არასდროს მას ლიტერატურის ავტორიტეტისა და ინტერესების საზიანოდ "სავარძლის” ეშხით უკან არ დაუხევია. ამას თვალსაჩინოდ ადასტურებს ახლო წარსულში ვაჟასადმი ენის საკითხში (არა მარტო ენის – გ. ყ.) შეჭიდების ცდა და ამ "ჭიდილში” სიმონ ჩიქოვანის პოზიცია. იმ ვითარებაში და იმ დროს რომ ვაჟას ენობრივი პოზიცია დაეცვა, ერთი შეხედვით, ეს აღემატებოდა ყოველგვარ ადამიანურ გამბედაობას და გამორიცხავდა კეთილგონიერებას, მით უმეტეს, დიდი პოსტის მფლობელთათვის. მართალია, მან ეს გაბედული ნაბიჯი ერთგვარი, მისთვის დამახასიათებელი დიპლომატიური ტაქტით გადადგა, მაგრამ… როგორც ბევრს ახსოვს, სიმონ ჩიქოვანს ეს გაბედული ნაბიჯი ძვირად დაუჯდა” (იხ. დასახ. წიგნი, გვ. 148).

თუ ვინმე "ურწმუნო თომა” გამოჩნდება და დაეჭვდება ლადო ავალიანის მონაყოლში, ეს თითქოს აბსოლუტურად გამორიცხული უნდა იყოს მწერალ ოთარ ჩხეიძის ნაამბობის მიხედვით: "სიმონ ჩიქოვანი, მაშინ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, გამოვიდა პარტიულ კონფერენციაზე, გამოვიდა და დაიცვა სტილი (მარტო სტილი? – გ. ყ.) ვაჟა-ფშაველასი, სტილი, როგორც მხატვრული პოეტური პოზიცია, სტილი, როგორც მხატვრული ფენომენი, რომლის აღრევა არ შეიძლებოდა საერთო, ზოგადად ენობრივ პრობლემატიკაში. ასე გამოვიდა და იცოდა, თუ რაც მოჰყვებოდა ასეთ გამოსვლას, წინასწარ იცოდა… იცოდა. და მაშინ, გამოსვლის წინ, – ის მარტო გახლდათ თავმჯდომარის ოთახში. მიჰყვებოდა ფანჯრის ძგიდესა. ბაღს გადაჰყურებდა. გაზაფხული რო უნდა დაწყებულიყო. და რო იგრძნობოდა აქაცა, ამ პატარა ბაღში მწერალთა კავშირისა (სინამდვილეში ავადსახსენებელი – პარტიული კონფერენცია გაიხსნა 1951 წლის 10 იანვარს და ამდენად "გაზაფხულის დადგომაზე” ლაპარაკი უადგილო გახლდათ – გ. ყ.). გადაჰყურებდა. კარი რომ შევაღე, შემობრუნდა. გამიღიმა და ღიმილს არ ჰგავდა ღიმილი. იგი, არა, – რაღაცამ აჰკრა და სახე აელეწა. ასე წამოჰკრიფა ქაღალდები მაგიდიდან. ჯერ დაახვია, დაახვია, დააგორგალა. მერე გაშალა. გაკეცა. ჯიბეში ჩაიდო. თვალი მოავლო თავმჯდომარის ოთახსა, ერთი მოავლო, რომ ეთხოვებიან, ისე მოავლო თვალი, და გამომემშვიდობა მეც ისე იმგვარადა, რო ეგონა, რომ მხოლოდ იმას მოჰხსნიდნენ. იცოდა. და შეიძლება იმ დროს უფრო მეტიც ეფიქრა ადამიანსა, ძალიან ადვილად შეიძლებოდა” (იხ. ავტორის სტატია "დღენი გარდასულნი”, "ლიტერატურული საქართველო”, 13 აპრილი, 1984).

ხომ ხედავთ, ამას გვიყვება თვითმხილველი, მოწმე იმისა, თუ როგორ ემზადებოდა სიმონ ჩიქოვანი დიდი ნაბიჯის გადასადგმელად! ამას დაუმატეთ ისიც, რომ ბ-ნი ოთარ ჩხეიძე იმ დროს მწერალთა კავშირის მდივანი გახლდათ.

რაც შეეხება ამბის ამგვარად გადმოცემის პრიორიტეტს: თუმცა ლადო ავალიანი ამას ამბობდა ორი წლით ადრე, მაგრამ უნდა ვიგულისხმოთ, რომ აღნიშნულ ვერსიას სათავე დაედო ბევრად უფრო ადრე და ამ მხრივ ოთარ ჩხეიძე, ვითარცა "თვითმხილველი”, ამას უფრო ადრე იტყოდა.

უპირველეს ყოვლისა, თუ საბჭოური ტოტალიტარული რეჟიმის ხასიათს გავითვალისწინებთ, ამგვარი რამ გამორიცხულია. შესაძლებელია, სიმონ ჩიქოვანი ემზადებოდა ვაჟა-ფშაველას დასაცავად პარტკონფერენციაზე, მაგრამ ვერ გაბედა და გამოსვლისას ისეთივე შეხედულებანი განავითარა, როგორიც სხვებმა (ამის თაობაზე იხ. გაზეთი "კომუნისტი”, 20 იანვარი, 1951; აგრეთვე მისი მოხსენება საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პლენუმზე, "ლიტერატურა და ხელოვნება”, 18 მარტი, 1951).

ზემოაღნიშნულს დავუმატოთ თავისებური მოწმის, ბატონ ნიკა ჩიქოვანის (სიმონ ჩიქოვანის შვილობილის), მონათხრობი: "ყველასათვის ცხადი იყო, რომ თვითონ კანდიდ ჩარკვიანი ვერ იქნებოდა ვაჟას ამ "დევნის” ინიციატორი და რომ იგი ასრულებდა სტალინის დავალებას. ამიტომ ყოველგვარი დისკუსია კარგავდა აზრს. აქვე იგი გადასწვდა სიმონს და გიორგი ლეონიძეს საბჭოთა კრიტიკისათვის ტრადიციული ბრალდებით ბუნდოვანებასა და ფორმალიზმში. სიმონი და გოგლა გამოვიდნენ სიტყვებით, აღიარეს თავიანთი "შეცდომები” და აღუთქვეს კონფერენციას, რომ გაითვალისწინებდნენ ამხანაგ კანდიდ ჩარკვიანის კრიტიკას შემდეგ მუშაობაში” (იხ. ავტორის "მოგონების მოგონება”, "მნათობი”, 2003, N3-4). შეგახსენებთ, რომ ეს მონათხრობი ეფუძნება თვითონ სიმონ ჩიქოვანის მონაყოლს და ამჯერად ძვირფას საისტორიო (გნებავთ ლიტერატურულ) წყაროს წარმოადგენს.

როგორც ვხედავთ, კერძოდ, აღნიშნულ მონათხრობში რამე ცოტნე დადიანის ტოლფას ქმედებაზე ლაპარაკი არ არის. ისე, ამავე მთხრობელის მიხედვით, სიმონ ჩიქოვანის მეუღლე, ქალბატონი მარიკა, დიდად პრინციპული ქალი ყოფილა და მოხსენიებული პარტიული თავყრილობის შემდეგ, მწერალთა კავშირის პლენუმის წინ, მეუღლეს ურჩევდა, არ შეერთებოდა ვაჟ-ფშაველას მგმობელთა რიცხვს: რა სჯობია იმას, რომ მოგხსნან ვაჟა-ფშაველას დაცვის გამო (იქვე). ეს რომ მომხდარიყო, მაშინ შუა აზიის ან შორეული აღმოსავლეთის (უფრო სწორად, ჩრდილოეთის) რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკის ბინადარი გახდებოდა. ისე, სიმონ ჩიქოვანი, მართლაც, მოხსნეს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობიდან, მაგრამ ამის მიზეზი წვრილმანი დაპირისპირებები იყო.

ამდენად, ზემოაღნიშნული ამბავი მითოლოგიის სფეროს განეკუთვნება. იგი ახასიათებს წარმავალი და დღევანდელი ქართველობის მენტალიტეტს და აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს.

study

ვაჟა-ფშაველა

მუტრუკი მიტომ მუტრუკობს

მუტრუკი მიტომ მუტრუკობს,
დედა ჰყოლია ვირიო.
კაცი ბეჩავის მჩაგრავი
სად გაგონილა გმირიო!
გაიგე ავი და კარგი:
შაუფეროდე ყველასა;
ნუ მიენდობი, ერიდე
კაცს გაიძვერას, მელასა.
ოღონდ ვაჟკაცი ვარგოდეს,
რა უშავ ჩოხის ძველასა.


Idea


Last edited by Admin on Sun May 29, 2011 10:07 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Thu Nov 18, 2010 8:16 pm

იოსებ ომაძე


ნიკო ფიროსმანაშვილი და ვაჟა–ფშაველა


დიდი პიროვნებაა, ვისაც გააჩნია დიადი მიზანი, დიდი ნიჭი და ულევი ენერგია. ძლიერი პიროვნება სულ სხვაა – მას, შესაძლებელია, არც დიადი მიზანი ამოძრავებდეს და არც ნიჭით იყოს გამორჩეული.

ნიკო ფიროსმანაშვილი და ვაჟა–ფშაველა დიდი პიროვნებებია.

ჩვენ წარმოდგენაში ეს ორი უდიდესი ხელოვანი ერთობ ბუნებრივად წყვილდება. ბევრჯერაც შეუდარებიათ ერთმანეთისთვის სხვადასხვა მხრივ მათი ცხოვრება და შემოქმედება. მართლაც, არ არის ძნელი საერთოს პოვნა მათ ცხოვრებაში: ორივემ წუთისოფელი უკიდურეს გაჭირვებაში გალია; ორივემ იგემა გაუტანლობა, უმადურობა, ნაღვაწის დაუფასებლობა; იშვიათი იყო მათი გამგები, შემაგულიანებელი, მხრის მიმცემი, გამამხნევებელი – თუკი ოდნავი ყურადღება გამოიჩინეს, ისიც უმეტესად ვალის მოხდის მიზნით; მათთვის ვერავინ მოიცალა. ორივე თავმდაბალი იყო, მორიდებული, უბრალო, თუმცა საკუთარი თავის ფასი ძალიან კარგად იცოდნენ… საზოგადოებრიობის უყურადღებობით არ დაბოღმილან, ბოლომდე ერთგულნი დარჩნენ თავიანთი მაღალი მისიისა – სამშობლოს და ხალხის სამსახურისა; დროებით ორივე გარიყული, პერიფერიაზე მოქცეული აღმოჩნდა, არადა, თურმე მათ ნაღვაწზე ფასეული იმ დროს არაფერი შექმნილა! ორივეს ახასიათებს გლობალური ჭვრეტა სამყაროსი, ერთიანია შემოქმედი და ქვეყნიერება.

ნიკო ფიროსმანაშვილი (1862–1918) და ვაჟა–ფშაველა (1861–1915) ერთ ისტორიულ ეპოქაში მოღვაწეობდნენ (ვასო ჩაჩანიძის ცნობით, მათ კარგი ნაცნობობაც ჰქონიათ; ნიკო დიდად აფასებდა ვაჟა–ფშაველას შემოქმედებას, უყვარდა მისი ნაწარმოებების კითხვა). კარგა ხანია, შემჩნეულია, აგრეთვე, რომ მათ შორის ღრმა შინაგანი, სულისმიერი ნათესაობაა; ტიპოლოგიურად ისინი მსგავსი შემოქმედნი არიან, ერთი – მხატვრობაში, მეორე – პოეზიაში; როგორც ფორმის თუ შინაარსის მხრივ, ისე იდეურ–მსოფლმხედველობითი თვალსაზრისითაც ძალიან ბევრი აქვთ საერთო.

უპირველეს ყოვლისა, ფორმაზე: ორივენი განზოგადებულად, "ერთი ლაღად მოქნეული ფრაზით”, "ფუნჯის ერთი ოსტატური მოსმით” ხატავენ თავიანთ გმირებს – დაუწვრილმანებლად, დაუქუცმაცებლად, დეტალიზაციის გარეშე; ორივეს პერსონაჟები ისეთი მონუმენტური სიდიადით წარმოგვიდგებიან, რომ მათი დავიწყება შეუძლებელია; ასევე, ორივე "უსწორია”, ფორმათქმნადობის საყოველთაოდ მიღებული, ტრადიციული კანონების დამრღვევი და ორივემ ხელოვნების ქურუმთა გაკიცხვა დაიმსახურა.

"ენას გიწუნებ, ფშაველო,

მგოსანო მაღალ მთისაო,

თუმც კი გვითესავ მარგალიტს,

მკითხველიც იმას მკისაო”,

– აკაკის ეს სიტყვები პარადოქსულად ჟღერს: თუკი პოეტს ენა, – ესთეტიკური ზემოქმედების ძირითადი ინსტრუმენტი, – არ უვარგა, მაშინ არც პოეზია არსებობს, მარგალიტების თესვაზეც ზედმეტია ლაპარაკი.

ასეთივე წინააღმდეგობრივია მოსე თოიძის თვალსაზრისიც ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებაზე (იხ. მისი წერილი: "ნიკო ფიროსმანაშვილი და მისი ნახატები”, გაზ. "სახალხო ფურცელი”, ¹ 579, 1916 წ. 21 მაისი): ერთი მხრივ, "ეს ნახატები მოწმობს ავტორის სრულ ტექნიკურ მოუმზადებლობას, არავითარი ელემენტარული ცოდნაც კი არა ჩანს მის ნახატებში პერსპექტივისა და სხვ.”, მეორე მხრივ, "ჩემის აზრით, ნ.ფიროსმანაშვილი ისე ძლიერი პიროვნებაა, ისე ძლიერად სცემს მისი გული ეროვნული თავისებურებებით, რომ (…) მასში უნდა ვეძიოთ ნიადაგი, როგორც დაუმუშავებელ ოქროს მადანში”, "თუ გვინდა, რომ ქართული მხატვრობა მთლიანად არ ჩაინთქეს ევროპული ხელოვნების რეფლექსებში… სანამ ხალხს კიდევ შემოუნახავს თითო–ოროლა ძლიერ პიროვნებაში თავისებური სტილი, თავისებური ფორმები შემოქმედებისა, უნდა დავეწაფოთ მას, აქაა ჩვენი ძალა, სიცოცხლე…” შემდგომშიც არაერთი კრიტიკოსი იწუნებდა ფიროსმანაშვილის "პრიმიტიულ” ტექნიკას, ზოგიც მის შემოქმედებას "ხელოვნების შეურაცხყოფად” თვლიდა. იმის მაგივრად, რომ გახარებოდათ – აი, როგორი მძლავრი ინდივიდუალობა წარმოჩნდა ქართულ მხატვრობაშიო, – მავანნი მის "უწიგნურობას” და "გაუნათლებლობას” უსვამდნენ ხაზს… ის კი ავიწყდებოდათ, რომ ნიკო ფიროსმანაშვილის გამოჩენა ბედნიერება იყო ქართული მხატვრობისთვის (არა მარტო ქართულის და არა მხოლოდ მხატვრობისთვის!) – ზოგადი, თუნდაც მაღალაკადემიური სტილისტიკის ზღვაში უცებ გამოჩნდა მკვეთრად განსხვავებული მიდგომა, რამაც ააფორიაქა (თუ ააფეთქა) მდორე სტილური ერთფეროვნება და ამით მძლავრი ბიძგი მისცა მხატვართა არაერთი თაობის ფანტაზიას თამამი ძიებისთვის. დღეს ეს გარემოება საკამათო აღარ უნდა იყოს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აკაკი წერეთელი და მოსე თოიძე, როგორც ნატიფი გემოვნების დიდი ხელოვანნი, გრძნობდნენ ვაჟასა და ნიკოს სიძლიერეს, საქებარიც თქვეს მათი, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ვერ იგუეს მათი "უსწორობა”, ამოვარდნა ჩვეული ფორმალურ–სახეობრივი კალაპოტიდან, უჩვეულო, გაუკვალავი გზით სიარული – "მოუხეშავი”, "გაურანდავი”, "ხორკლიანი” ფორმა, – ამ ფორმას კი თავისი "გემო” აქვს, თავისი გამომსახველობა, რომელიც არანაკლებ ძლიერია, ვიდრე "სწავლული”, ტრადიციული ფორმები.

და რა დიდი ბედნიერებაა, რომ ნიკოცა და ვაჟაც საოცრად ჯიუტები გამოდგნენ – ორივე უდრტვინველად ეწეოდა ცხოვრებისა და შემოქმედების მძიმე ჭაპანს, ორივე ბოლომდე ერთგული დარჩა ერთხელ არჩეული გზისა; ხალხის სამსახურს იმ იარაღით და იმ ხერხით ეშურებოდნენ, რომელიც ყველაზე შესაფერისად მიაჩნდათ. არადა, რამდენი ცდუნება, ათვალწუნება და ზოგჯერ ძალადობაც იწვნიეს; ორივე კაცი–სანთელი იწვოდა და ანათებდა საკუთარი ნათელით; ყოველდღიურობის, გაუგებრობის თუ უგუნურების სუსხიანმა ქარებმა ვერ იმძლავრა ვერც "ფშაველი გლეხის” და ვერც "ქიზიყელი გლეხის” წმიდა სულებზე, ვერ ჩააქრო მათი წვა!

კორნელი ზელინსკი წერდა: "ვაჟა–ფშაველა არ იყო ლიტერატორი, იგი იყო რაღაც უფრო დიდი”. ჩვენც ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ: ნიკო არ იყო მხოლოდ მხატვარი, იგი იყო რაღაც უფრო დიდი!

წარმოვიდგინოთ ორი სურათი (ან პიესა, რომანი, სიმფონია და ა.შ.): ერთი – ტექნიკურად ბრწყინვალედაა დაწერილი, ნაკლს რომ ვერაფერს უპოვი, ყველაფერი წესების სრული დაცვით არის შესრულებული; მეორე – უამრავი შეუსაბამობის მქონე, "მცდარი”, მიუღებელი მიდგომით, ყველას რომ შეუძლია გააკრიტიკოს კი არა, გააცამტვეროს კიდეც შეცდომებისთვის, ათასი ფორმალური ხინჯის გამო… და პარადოქსი: პირველი, "წესიერი” სურათი, შესაძლოა, თვლემას გვგვრიდეს, მეორე კი – "უწესო”, – შედევრი იყოს! დიახ, რაღაც მოუხელთებელი და სიტყვებით გამოუთქმელი ჰქონდეს ჩაქსოვილი სურათის არსში, უხილავი მაგნიტური ძალით მიგიზიდოს, სულიერად აგაფორიაქოს და დაგიმონოს განცდის სიმძლავრემ, შემოქმედის პიროვნულმა განუმეორებლობამ. ამ დროს სრულიად ჰკარგავს აზრს ბრძნული მსჯელობა–შეგონებანი და ჩხრეკანი სურათის ავ–კარგის გამო – გენიოსის გრძნობისა და აზრის ნაყოფი ხშირად კრიტიკისთვის მოუხელთებელია, მის მიღმა ძლევამოსილად არსებობს. უცნაურია ხელოვნება: წესებისა და კანონების ზუსტი დაცვა არ არის გარანტია ხელოვნების ნიმუშის შექმნისა, თუკი მხატვარი, როგორც პიროვნება, სტანდარტულია, უფერულია.

აი, ნიჭიერმა ხელოვანმა ბრწყინვალედ დაასრულა აკადემიური განსწავლის კურსი, როგორ უნდა მიაღწიოს შემდგომ წარმატებას? ხერხი ცნობილია: ის უნდა "ერეტიკოსი” გახდეს! უნდა გადალახოს ბევრი იმ ფორმალური ხერხისა თუ კანონის ჩვეული წრე, რომელიც მას ასწავლეს, უნდა "გადაახტეს” მათ, თუ არა და – წარმატებაზე ფიქრიც ზედმეტია, საკუთარ "ხმაზე”, გამორჩეულ სახეზე ლაპარაკიც არ შეიძლება. ფიროსმანაშვილს და ვაჟა–ფშაველას, ამ დიდ "ერეტიკოსებს”, რატომ უნდა ვუსაყვედუროთ, რომ არავის ჰგვანან, რომ საკუთარი ფორმა, გამორჩეული შემოქმედებითი "ყალიბი” მოიმარჯვეს ნაფიქრ–ნააზრევის და განცდის "ჩამოსასხმელად”? ისინი სწორედ იმით არიან დიდი ხელოვანნი, რომ მათ ნაწარმოებებში შინაარსი და ფორმა შეხმატკბილებულად ერთ მიზანს ემსახურება და არ არის საჭირო მათი ხელოვნურად გათიშვა, ამით ხომ ნაწარმოების მთლიანობაში აღქმა ზიანდება… ვაჟა–ფშაველას პოეზიას და ნიკო ფიროსმანაშვილის სურათებს არ სჭირდებათ "გასწორება”, "გაშალაშინება” და ლაქის წასმა, რომ "ბრწყინავდნენ”, მათ საკუთარი ბრწყინვალება არ აკლიათ და, მადლობა ღმერთს, დღეს ძნელად ნახავ ადამიანს, ვინც ამას ვერ ხედავს და ვერ შეიგრძნობს.

თუკი მხატვარი და მწერალი ერთი მიწისა და ერთი დროის შვილები არიან, არ არის გასაკვირი, რომ მათ შემოქმედებაში შინაარსის მხრივაც იყოს საერთო. ადგილობრივი, ლოკალური მასალის მოხმობა ნიკო ფიროსმანაშვილისთვისაც და ვაჟა–ფშაველასთვისაც მხოლოდ ხერხია ზოგადსაკაცობრიო იდეების და იდეალების გადმოსაცემად – ისინი ეთნოგრაფები კი არ არიან, არამედ შემოქმედნი. მათი სამყარო პირველქმნილია – ისეთი შინაგანი ძალით დამუხტეს თავიანთი გმირები – ადამიანები, ცხოველები თუ საგნები, – რომ, გარეგნულად თანადროულობის მიუხედავად, ზედროული, უკვდავებასთან წილნაყარი მარადი სახეები შექმნეს. ამასთანავე, ორივე შემოქმედს უაღრეს თვითმყოფობას უძლიერესი ეროვნული ბეჭედიც აზის: მათ ნაწარმოებებში არამარტო მსოფლმხედველობაა მშობლიური მიწიდან და ხალხიდან ნასაზრდოები და ამოზრდილი. ქართველი ერის გმირული ისტორია მათში ერთდროულად ტკივილსა და სიამაყეს ბადებდა, ამიტომ არაერთგზის წარმოსახეს ნათელი ხატები მეფე თამარის, რუსთაველის, პატარა კახისა…

გერონტი ქიქოძე წერს: "ვაჟა–ფშაველას მსოფლმხედველობას ორი მთავარი წყარო აქვს: ერთია ეგრეთწოდებული ადამიანი, მთელს დედამიწის ზურგზე გავრცელებული ხალხური რწმენა, რომ ყოველი საგანი ბუნებაში სულჩადგმულია. (…) ვაჟა–ფშაველას მსოფლმხედველობის მეორე საფუძველი (…) პანთეიზმია, ე.ი. წარმოდგენა, რომ მთელი ბუნება ღვთაებრივ სულითაა გაჟღენთილი, და რომ ღმერთი არ არსებობს ბუნებისგან დამოუკიდებლად და მის გარეშე” (იხ.: ვაჟა–ფშაველა, თხზულებანი, ტომი პირველი, თბილისი, 1946, გვ. XIII). ჩემი აზრით, ვაჟა–ფშაველა არ არის ანიმისტი, წარმართი (და არც პანთეისტი). იგი ანიმისტულ მოდელს, "ინსტრუმენტს” მიმართავს თავისი ფილოსოფიური მრწამსის, თავისი ფიქრებისა და განცდების უფრო სახიერად წარმოსაჩენად, მეტაფორულ–სიმბოლური საბურთველით წარმოსადგენად. ესეც ერთგვარი ხერხია ისევე, როგორც ხერხია ფშაურ კილოზე წერა. რაც შეეხება პანთეიზმს, მის შემოქმედებაში ღმერთი კი არ არის განივთებული ყოველ საგანში, მთელ ბუნებაში, სამყაროში, არამედ თვით პოეტი, მისი მგრძნობიარე სული და მშფოთვარე აზრია განფენილი გარემომცველ ხეებსა თუ ბალახებში, ქვებსა თუ მთებში, მდინარეებსა თუ მთის კალთებზე მომბობღავ ნისლშიც კი… ასევე, ყოველი საგანი თუ სულიერი არსება პოეტის გულშია ჩაბუდებული. ის, როგორც ტოლს, ელაპარაკება მთას, მზესა და მთვარეს, ღმერთთანაც კი პირისპირ საუბრობს:

"მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა –

მთაში – მთა, ბარად ბარია,

ზღვა და ხმელეთი ერთიან,

ცად ვარსკვლავების ჯარია”.

"მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ,

თვალწინ მეფინა ქვეყანა,

გულზედ მესვენა მზე–მთვარე,

ვლაპარაკობდი ღმერთთანა…”

ამავე დროს, პოეტი პატარა წყაროსაც ესაუბრება, პაწაწკინტელა იას ეალერსება, ერთი ბეჩავი, გამხმარი წიფლის ხეც კი არ რჩება უყურადღებოდ. ის თითქოს შენივთებულია მთის მქუხარე მდინარესთანაც და ფოთლის ყუნწში შემორჩენილ ცვრის მარგალიტთანაც – მისი სული განფენილია ყოველ ბალახში, ქვასა თუ ჩიტში. მთელი სამყარო თავისი გრძნეული მომხიბვლელობითა და მრავალფეროვნებით ეტევა მის გულში და თვით ისიც – პოეტი და ფილოსოფოსი ვაჟა–ფშაველა – განფენილია სამყაროს უკიდეგანობაში, პოეტის სულის ნაწილია განივთებული ყოველ სულიერსა თუ უსულოში – ის არ განაცალკევებს საკუთარ თავს მათგან, ერთიანი ორგანიზმის ნაწილია თვითონ და ბებერი, გამხმარი წიფლის ხის ტკივილი და ოხვრა მისი ტკივილი და ოხვრაა… ესაა სამშობლოს ტკივილამდე მისული სიყვარულის სიმბოლურად გააზრებული განცდა.

დიახ, პანთეიზმის ცნებებისა და წარმოდგენების მოშველიებაც ხერხია პოეტის მტანჯველი ფიქრების მხატვრულ ქსოვილში ხორცშესასხმელად. ვაჟა–ფშაველას რთული მსოფლმხედველობა საბოლოო ჯამში მამულიშვილობით, მშობლიური ერისა და ქვეყნის სიყვარულით იყო განპირობებული (და არა ანიმიზმით და პანთეიზმით). თუ მის შეხედულებებს ბუნებასა და საზოგადოებრივ მოვლენებზე ერთ საერთო მნიშვნელზე დავიყვანთ, შეიძლება, ვთქვათ, რომ მისი ქვაკუთხედია ზოგადსაკაცობრიო იდეალები – სამართლიანობა და თავისუფლება. ერის თავისუფლება და პიროვნების თავისუფლება – აი, ორი დიდი მიზანი, რომლის მისაღწევადაც საჭიროა ბრძოლა უკუღმართი ძალების წინააღმდეგ – ეს თვალსაზრისი წითელ ზოლად გასდევს ვაჟა–ფშაველას მთელ შემოქმედებას. მისი მშფოთვარე, მბორგავი, აჯანყებული სული ცხოვრებაშიც ვერ ურიგდებოდა ეროვნულ ჩაგვრას, სოციალურ უსამართლობას – ბევრჯერ კალმითაც და მუშტითაც წინ აღსდგომია ძალმომრეობას, გამოსარჩლებია ჩაგრულთ და მრავალჯერ დიდი უსიამოვნებაც შეხვედრია ამის გამო, მაგრამ ნირი არ შეუცვლია, ქედი არ მოუხრია.

ნიკო ფიროსმანაშვილის მიერ სამყაროს აღქმა და გააზრება ენათესავება ვაჟა–ფშაველისას – აქაც კოსმოსური და ლირიკული, გრანდიოზული და მცირე თავსდება მხატვრის შემოქმედებით დიაპაზონში: ეპოსური სურათები ("ბოლნისობა”, "ალაზნის ველი”…) და ნატურმორტები თუ ანიმალური ნამუშევრები ("ირემი, "შველი წყაროსთან”…). მხატვრისთვის ძვირფასია გადაჭრილი ხეც, შველიც და ალაზნის ველის პანორამული სურათიც… ამასთანავე, აშკარად ჩანს, ვაჟასა და ნიკოს პიროვნულ ტემპერამენტთა განსხვავებულობა: თუ ვაჟა მეამბოხეა, მარად ჩახმახშემართული მებრძოლია, ნიკო მჭვრეტელია: იგი შეჰყურებს ქვეყნიერების დისჰარმონიულობას და ეს "დაუწყობელი” ყოფიერება მასში არ აღძრავს ბრძოლის ჟინს, არ იწვევს ცხოველ პროტესტს; მხატვარი ფილოსოფიური სიდინჯით ჭვრეტს ყოველგვარ წაღმართ–უკუღმართობას; ის აღიქვამს ამას, როგორც ქვეყნის სიჭრელის, მრავალფეროვნების გარდუვალობას. ის იღებს ყოველივეს, როგორც არის სინამდვილეში, არ ახდენს სინამდვილის რომელიმე მხარის არც იდეალიზაციას და არც დრამატიზაციას; მხატვრის ძალისხმევა არ არის მიმართული არც ევოლუციური და არც რევოლუციური გზით რაიმეს გარდასაქმნელად ან შესაცვლელად: "რაც არის, ეს არის”, მისი გაუმჯობესება ან გაკეთილშობილება შეუძლებელია. ამის მიუხედავად, ნიკო არ არის პესიმისტი, მჭმუნვარე განცდებისა და წარმოდგენების ტყვე: მისი სურათების ემოციური ველი დამუხტულია სიკეთით, თანაბარი, ნათელი სითბოთი – არსად აფეთქება, ემოციური გაუწონასწორებლობა ან იმპულსურ გრძნობას მინდობა. ბატონობს მაღალი აზრი, ინტელექტუალური ჭვრეტა. ნიკოსთვის როგორც მიკრო, ისე მაკროსამყარო, მთელი გარემო არის მყარი, სტაბილური, კოსმოსური ჰარმონიის მატარებელი. ეს სამყარო არის ამაღლებული, დიადი, მშვენიერი. ადამიანის პიროვნების ურყევობა, ყოფიერების უცვლელობა და მდგრადობა დევს მხატვრის მიერ შექმნილი სურათების იდეურ–ფილოსოფიურ საფუძვლად. სიმართლე, სინაღდე, სიწმინდე – ნიკო ამ ცნებებს არასდროს ღალატობდა, ის მათი მონა იყო და ამიტომ იყო თავისუფალი! ნიკო ყოველთვის და ყველაფერში თავისუფლების ტრფიალი იყო – ის თავისუფალი იყო, როგორც შემოქმედი და როგორც პიროვნება, როგორც მოქალაქე და როგორც ადამიანი. დიახ, ნიკო თავისუფალი იყო და მას სულაც არ ადარდებდა, შემოქმედებაში რაიმე კანონებს მისდევდა თუ, პირიქით, არღვევდა. ის თავისი გზით მიდიოდა, ეს გზა მისთვის სულიერი წონასწორობის და შინაგანი კმაყოფილების მომტანი იყო და ამით იყო ბედნიერი. იგივეს თქმა შეიძლება ვაჟა–ფშაველაზე. სამყარო ორივესთვის გაუთიშავია, ერთიანია, მთლიანია, ამასთანავე – წინააღმდეგობრივიც, მაგრამ წინააღმდეგობრიობის ასახვა მათ შემოქმედებაში, როგორც ვხედავთ, განსხვავებულ ტონალობაშია მოცემული: ვაჟა–ფშაველას პოეზიაში კეთილი და ბოროტი ძალების ბრძოლის ჟინია გაბატონებული, ეს სამყარო ბრძოლის ასპარეზია; ნიკოსთვისაც არსებობს ცხოვრებაში დაპირისპირებულობა ("შავი კამეჩი” და "თეთრი ძროხა”, "არწივი და მისი მსხვერპლი”, "ყაჩაღმა ცხენი მოიპარა” და სხვა), თუმცა ის კონფლიქტში არ გადაიზრდება – წინააღმდეგობრიობა წუთისოფლისა მარადია, მისი შეცვლა შეუძლებელია.

ამ ფატალური გარდუვალობის განცდით ხომ არ არის განპირობებული ის სევდა, კაეშანი, რომელიც მსჭვალავს ნიკოს სურათებს? ხომ არ არის მხატვრის ამგვარი პიროვნული სულისკვეთება პესიმიზმის მანიშნებელი? არა და არა – პესიმისტი შემოქმედი საერთოდ ხელს არ მოჰკიდებდა ფუნჯს. ნიკოს სურათებში განფენილია სევდა, რომელიც დამოკიდებული არ არის სურათის ჟანრზე, სიუჟეტზე თუ გადაწყვეტის ხასიათზე… ეს არის ავტორის სულის ანარეკლი, გამოვლენილი ქვეცნობიერად მხატვრის მხრივ ყოველგვარი სურვილის, მისწრაფების თუ მიზნის გარეშე. ეს სევდიანი განწყობა არის ცხოვრებისადმი ნიკოს პიროვნული მიმართების პროექცია სასურათო სიბრტყეზე; კაეშანი მსჭვალავს მთლიანად სურათის ემოციურ ატმოსფეროს, ნაღვლიანი განწყობა დომინანტია ნებისმიერ სურათში, ისეთშიც კი, სადაც თუნდაც რთველი, დღესასწაული, ლხინი, ბავშვები თუ ცხოველებია ასახული. სწორედ მხატვრის განუმეორებელი პიროვნებიდან მომდინარე სურათების განმსჭვალავი სევდიანი მელოდია აღამაღლებს ასე მის ნამუშევრებს, თითქოსდა ასეთ უბრალოებს, უპრეტენზიოებს ყოველმხრივ – თემის, ფორმისმიერი თუ ტექნიკური გადაწყვეტის მხრივ. რა კონტრასტია ვაჟას მღელვარე, ბობოქარ სულთან!

ხელოვნება და პოეზია ნიკოსა და ვაჟასთვის იყო თავისუფლების ნავსაყუდარი, ამით სულდგმულობდნენ. ხალხური ხელოვნება და სიტყვიერება იყო მათი შემოქმედების პირველწყარო, რაც მათ ნაღვაწს სიმტკიცეს, სიმყარეს, სიღრმეს ანიჭებდა. ერთგულება ხალხური საფუძვლისადმი მათთვის ფსიქოლოგიური საყრდენიც იყო და სიძლიერის წყაროც. ამ "მარადიულ” საძირკველზე დაყრდნობამ შეაძლებინა მათ, გამხდარიყვნენ ქართული ხასიათის, მსოფლმხედველობის, ეროვნული "მეობის” შესანიშნავი გამომხატველები. ისინი შინაგანად იყვნენ ჩაფლულნი ამ "მარადქართულ”, საუკუნეებში გამოტარებულ და გამობრძმედილ სამყაროს განცდაში, რომელიც საბოლოოდ ქართულ ხასიათში ჩამოყალიბდა. მათი სულის წმინდა ლამპარი მოუსყიდველი და ალალი იყო – სიკეთისა და სილამაზის, თავისუფლებისა და სამართლიანობის წმინდა შუქით ანათებდა, ანათებს და მარად გაანათებს ისეთ სიღრმეებს, რომლებიც მომავალ ხელოვანთათვის მისაბაძ მაგალითად გამოდგება ყოველთვის.

ვაჟა–ფშაველა და ნიკო ფიროსმანაშვილი – დიდი პიროვნებებია.

უფრო მეტიც – ისინი დიადი პიროვნებები არიან.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Thu Nov 18, 2010 8:19 pm

დაიცა, მზეო, არ დაბრძანდე
(ფშაური ხმით ნატირალი ვაჟა-ფშაველაზე)

დაიცა, მზეო, არ დაბრძანდე,
ღამით მე ვერას გავარიგებ.
ვინა თქვა, ვაჟა აღარა გვყავს,
ცა-დედამიწამც დაქცეულა.
უღირსნი დარჩნენ სამზეოსა,
ვაჟკაცნი მიწამ უნდა ჭამოს.
შენ იყავ ქვეყნის თანასწორი,
მზე-მთვარესავით მოსდიოდი
ბეჩავთ, ქვრივ-ობოლთ შველისადა.
ღმერთმა გიმრავლოს ე საყოლი.
მზეო, დაიცა, არ ჩაბრძანდე,
იქნება ლუკა გაგვიცოცხლდეს,
იმ ქვეყნის სწორმა გაგვახაროს,
სალხინოდ გახდეს სატირელი.



ვალერიან სიდამონ-ერისთავი - "ვაჟა-ფშაველა კუბოში", 1915 წ. ფოტო - მიხო მოსულიშვილისა

მოსე ჯანაშვილი

ვაჟა-ფშაველას წმ. კუბოსთან


თავზარი დაგვცა ვაჟას სიკვდილის ამბავმა. მეორე დღეს დილითვე გავეშურე ძვირფას ცხედრის თაყვანსაცემლად.
ესვენა კუბოში ყინულის ნაფლეთებ შემოწყობილი.
უჩვეულო სანახაობამ გონებით გადამაფრინა ვაჟას სამშობლოში, იქ, საცა მას ცათამდე აყუდებულს მთა-კლდოვანებისა და ყინულის კონცხებ გარემოცულს არაერთხელ უხარნია ბუნების სიდიადით და ზუსტად ხელი აღუპყრია მშვიდობისათვის ქვეყნისა და სათნოების დამყარებისათვის კაცთა შორის.
ახლაც კუბოს კედლებ შუა მომწყვდეულს მეტად აღეხვნა თვალნი, მხოლოდ უსულოს, პირი დაეღო ისე, თითქო გამზადებულიაო ლოცვა-ვედრებად და ამბობსო:

,,ყინული მაწევს მყინვარი,
საკუთარის ღვთის ტკბილი ხმა
ყურს მეწვეთება აღარა”…

ერთი თვის წინად-კი სულ სხვაგვარად დამხვდა. შევედი თუ არა მის სანახავად, მომაპყრო თვისი გამჭრიახი თვალები, ტკბილად მომეალერსა დიდი ხნის მეგობარს და მითხრა:
- გმადლობ ნახვისთვის, მეტისმეტად გმადლობ. კვლავაც მითქომ შენთვის და ახლაც გეუბნები-მე ვიყავი და სიკვდილამდეც ვიქნები უკეთესი თანამოზიარე და თანამოაზრე შენის მუშაობისა. ვერ იქნა, ვერ შევეგუე იმათ აზრებს და მიმართულებას, რომელნიც წარამარად იხარჯებიან შოთა რუსთაველისა და სხვადასხვა კითხვების შესახებ. კლარჯეთ-აჭარაში მკვიდრთა გაქართველება ძლივს დასრულდაო მე- XI საუკუნეში, კახეთის მოსახლეობაც უცხო მოდგმისა იყოო და მერე გაქართველდაო, ივერია სამეგრელო არისო. ამისთანა ვითომ-მეცნიერებამ ჩემს თავში ადგილი ვერ ჰპოვა. ამგვარ მეცნიერებას უარჰყოფდნენ თვით ილია-აკაკიცა. მაგრამ ეგ რა! ჩვენს (აქ გამოვტოვეთ ერთი სიტყვა-მ.ჯ. დაუწერია და შემდეგ წაუშლია-,,შეძლებულ (მოძულე”)) მეცნიერებს ეჭვი შეაქვთ თვით ქართველ კათოლიკეთა არსებობაშიაც. "თუ არიან აგეთი ქართველებიო!” იმერეთში მე IX საუკუნემდე წირვა-ლოცვა ბერძნულს ენაზე სწარმოებდაო. სამწუხარო ის არის, რომ ამისთანა აბდაუბდა ჩვენში მეცნიერებად იწოდება და მათ ავტორებს ტაშით ეგებებიან ზოგიერთნი. ჩვენი შოთა მერანიდამ დონკიხოტის როსინანტზე ჩამოსვეს. ამირან-დარეჯანიანის ასლი ვიპოვნეთო. მერე სად არის. რატომ ამ ათიოდე წლის განმავლობაში ვერ გვახილვეს ის ასლი. მე არც ის მჯერა, რომ იყოს რაღაც იაფეთური ჯგუფი, რომ სემიტების მონათესავენი ვიყვნეთ. ამის დასამტკიცებლად ამოშლილი მაგალითები დომხალივით არეულ ცხრაწვენას მომაგონებს და არა რასმე დასაჯერებელ საბუთიანობას. ყველგან ქართველების დაჩრდილვა, დამალვა ქართულ წყაროებისა, მაგ. "არქაუნას” შესახებ, ცალმხრივ გაშუქება აღძრულ კითხვებისა, ქართული ენის მრავალ ენებად დაყოფა, დაქსაქსვა, ბარბაროსობად გამოცხადება ქართულ სახელების დაბოლოებისა (ეთ-ს მაგიერ იოტა-ს წერა)-ყველა ეს უკიდურეს ტლანქობის ნაყოფია და არა დამჯდარ აზროვნობისა და საქმიანობისა. ყველა ამის შესახებ მე ხმას ამოვიღებ თავის დროზე, ჯერჯერობით კი ჩემი საზრუნავი ეს არის, რომ მალე გამოვიდე აქედგან და ჩემს მთებს ვეწვიო. იცი, რა დიდებულებაა იქ! ბუმბერაზი დევი მთები და ბროლი ჩანჩქერები ჩემს გულს იქითკენ ანდამატივით იზიდავენ. ძალიან დავაშავე, რომ აქ მოვემწყვდიე. თავიდგანვე სამშობლოს მთებისკენ უნდა წავსულიყავ და ისინი და იმათი სული მომარჩენდნენ. ერთხელაც ძალიან დავუძლურდი, მაგრამ დროით მივაშურე მთებს და განვიკურნე. ვეჭობ, ეხლაც წამლებმა მომარჩინონ. მთის კაცისთვის ცოტაა წამლის აქაურული განაკვეთი: ჩვენში ერთიორად მეტს სმენ და ძლივ შჭრის. ჩვენებური ბუნება, სჩანს, სხვაა. ასეა თუ ისე, ჩემი სულ-გული მთისაკენ მიიხარის. იქაურ წყაროებს ჯანაოზ ექიმის ძალა აქვს. ჩემს წყალმანკს მყის დაადნობენ იქაურ ჰაეროვნების დახმარებით. მიამა შენი მოსვლა უფრო იმიტო, გამეგო შენი აზრი შესახებ თამარ მეფის საუკუნო ბინისა. დარწმუნებული ვარ, უკვდავი დედოფალი დასაფლავებულია არა გელათში, არამედ ჩვენს მთაში. ამას მოწმობს თეიმურაზ მეფის სიგელიც. მართლა, კინაღამ დამავიწყდა, როგორ მიდის შენი ლექსიკონის საქმე. მეტად დიდი და ვრცელი შრომა გამოგსვლია: ორჯერ დიდი ჩუბინაშვილის ლექსიკონზე. ეგ კაი სამსახურს გაუწევს ჩვენს ხალხს. საჭიროა მხოლოდ დროით დაიბეჭდოს. მიკვირს, რატომ არ წარუდგენ წერა-კითხვის საზოგადოებას. აქედგან მალე გამოვალ და ერთი შენი მუზეუმი დამათვალიერებინე, კაი წიგნები ბევრი გამოგიციათ და მინდა სასულიერო პოეზიას საფუძვლიანად გავეცნო…
ეტყობოდა კიდევ ბევრი რამ უნდა ეამბნა საქართველოს წარსულის მოტრფიალე მჭერმეტყველ მგოსანს, მაგრამ შემობრძანდა მორიგე ექიმი და მე გამოვეთხოვე ძვირფას მეგობარს ვაჟას. საღმთო მოვალეობად ჩავთვალე სტენოგრაფიული სისწორით გამოვაცხადო ის, რაც მის ნახვის დროს მიამბო აწ ღვთივგანსვენებულმა მრავალმხრივ განათლებულმა დიდმა მგოსანმა ვაჟა-ფშაველამ. დე საზოგადოებამ გაიცნოს მისი უკანასკნელი სიტყვა-ანდერძი.

study


Last edited by Admin on Wed Dec 05, 2012 10:10 am; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Thu Nov 18, 2010 8:23 pm

ზაზა შათირიშვილი

ვაჟა-ფშაველა და პოეზიის საწყისი



როგორც მიწიდან იზრდება ბალახი,
ისე იზრდება ენიდან ლექსი…
ფრიდრიხ ჰოლდერლინი

«სტუმარ-მასპინძლისა» და «ალუდა ქეთელაურის» საერთო თემა პიროვნებისა და საზოგადოების კონფლიქტია. მაგრამ საქმე ისაა, რომ, მაგალითად, «სტუმარ-მასპინძელში» ერთმანეთს უპირისპირდება არა „კოლექტიური» და „ინდივიდუალური», არა პიროვნება და საზოგადოება (თემი), არამედ ორი კანონი _ სტუმარ-მასპინძლობის „წესი» (ოჯახის კანონი) და „წესი» სისხლის აღებისა (თემის კანონი). ჯოყოლა და აღაზა იცავენ ერთ წესს, ხოლო თემი _ მეორეს და, ცხადია, რომ (როგორც ჭეშმარიტ ტრაგედიაში), ორივე მხარე მართალია.
ჩემი აზრით, ვაჟა-ფშაველას „ჰუმანისტური» ინტერპრეტაცია (რომ ვაჟა გმობს ერთა შორის შუღლსა და „გლობალურ ღირებულებებს» ამკვიდრებს; რომ „ინდივიდუალიზმი» აქ „ტოტალიტარიზმსა» და „კოლექტივიზმს» უპირისპირდება) ქრონოლოგიური პროვინციალიზმის გამოვლინებაა. ვაჟა-ფშაველას გააზრება მხოლოდ მარადიულ კონტექსტში შეიძლება: „მარადიული» კი აქ მეტისმეტად მარტივ რამეს აღნიშნავს – უწყვეტ კლასიკურ პოეტურ ტრადიციას.

პოლისი და ოჯახი

ტრაგედია, ჰეგელის ესთეტიკის თანახმად, ესაა, როცა ზეცა მიწას უპირისპირდება, ოჯახი – ქალაქს, ოლიმპოს ღმერთები – ქვესკნელის ღმერთებს, ოჯახის კანონი _ პოლისის კანონს და როცა ორივე მხარე მართალია. მიცვალებულის დამარხვა, ისევე როგორც სტუმარ-მასპინძლობის „წესის» დაცვა, ოჯახის საქმეა, ხოლო მოღალატის დასჯა თუ სისხლის აღება – პოლისმა (თემმა) უნდა აღსარულოს. ამიტომაც, ჰეგელის აზრით, საუკეთესო ტრაგედია არის არა სოფოკლეს «ოიდიპოს მეფე» (როგორც ამას არისტოტელე ფიქრობს), არამედ სოფოკლეს «ანტიგონე».
ანტიგონეს კონფლიქტი ისაა, რომ ანტიგონეს ძმა – პოლინიკე – ერთ-ერთი იმ შვიდთაგან, რომელიც თებეს წინააღმდეგ იბრძოდა – თებეს მეფემ, კრეონმა, როგორც მშობლიური ქალაქის მოღალატე, დაუმარხავი დატოვა. ამიტომაც დაირღვა დამარხვის რიტუალი – პოლინიკე ჰადესის მიღმა დარჩა, რის გამოც ქვესკნელის ღმერთები შეურაცხყოფილნი და განრისხებულნი არიან. მათი რისხვა, ცხადია, ოჯახს დაატყდება, რადგან დამარხვის რიტუალი ოჯახმა უნდა აღასრულოს, მაგრამ, მეორე მხრივ, მოღალატე უნდა დაისაჯოს, მისი დასჯა კი – პოლისის საქმეა. მაშასადამე, ერთმანეთს უპირისპირდება ორი კანონი – პოლისის კანონი, რომელსაც ოლიმპიელი (ზეციური) ღმერთები მფარველობენ, და ოჯახის კანონი – რომელსაც ქვესკნელის (ხთონური) ღმერთები განაგებენ.
«სტუმარ-მასპინძელში» სამი კონფლიქტია: ჯოყოლა უპირისპირდება თემს, ანუ სტუმარ-მასპინძლობა უპირისპირდება სისხლის აღებას; აღაზასაგან ზვიადაურის დატირება ასევე, უპირისპირდება თემის კანონს, ხოლო სულ ბოლოს, ჯოყოლა ისევ უპირისპირდება თემს, რადგან „მარტო ბრძოლა» სახლის, ოჯახის, ანუ საკუთარი ღირსების დაცვაა, ხოლო თემი, ცხადია, სხვაგვარად ფიქრობს. სამივე შემთხვევაში მართალია ორივე მხარე, რადგან ორივე მხარე ოდენ ერთ „წესს», ერთ კანონს იცავს და აღასრულებს.
«სტუმარ-მასპინძელი» ტრაგიკული ნაწარმოებია, მაგრამ არ არის ტრაგედია – ესაა ეპოსი.

ზღვა და მთა

თავდაპირველად იყო ზღვა და იყო ქალაქი ტროა. ამის შემდეგ კი იყო დიდი ომი. ტროას ომიდან ნაწილებად და ნაწილებად მობრუნებულ ვეტერანებს მოჰქონდათ არა ოდენ სახელი და დიდება. მათ მოჰქონდათ ამბები, ლექსად ნათქვამი ამბები, რადგანაც სალექსო საზომი _ ესაა მეხსიერებისა და ენის ბუნებრივი ყალიბი. მაგრამ ბუნებას სჭირდება საკუთარი თავი _ სტიქია, რათა ამბავი ლექსად იქცეს, ხოლო სიტყვა შეუწყობელი – შეწყობილ სიტყვად. როცა ტროას ომის ვეტერანები იონიის ზღვაზე მოცურავდნენ, ისინი ნიჩბებს რიტმულად უსვამდნენ – მოსმა / პაუზა / მოსმა / პაუზა / მოსმა – ასეთი იყო დაბრუნების რიტმი. ტროას ომის ამბებიდან და ზღვის ზვიადაური ჯოყოლასთვის და აღაზასთვის უკვე ძმაა. მოსისხლე, რომელიც მსხვერპლად შეწირეს, სტუმარ-მასპინძლობის ქრონოტოპოსში – ესაა ძმა, რომელიც მოკლეს. მოკლული და დაუმარხავი ძმა არ შეიძლება დაუტირებელი დარჩეს. წესი არ არის. სწორედ ამიტომ, სტუმარ-მასპინძლობა და ძმადნაფიცობა საიქიოსაც ჰყოფს.
ქვესკნელის ღმერთები კი ჩუმად არიან. ისინი უკვე აღარ არიან ღმერთები.

არისტობულოსის ამბავი

როდესაც პატროკლეს ცხედრისთვის ბრძოლას დაიწყებენ, ერთი ქისტი გადაწყვეტს, რომ „მარტოკამ უნდა იომოს». მარტოკამ უნდა იომოს, რადგან მისი სტუმარი და ძმა დაუმარხავია, ხოლო მისი ღირსება შელახულია. ის უნდა შეებრძოლოს მტერს, რადგან უნდა დაიცვას უკვე არა მთლიანად თემი, არამედ ოდენ საკუთარი სახლ-კარი, ოჯახი, ოჯახის წესი, ანუ ღირსება.
ჰეროდოტე თავის ისტორიაში გვიყვება ვინმე სპარტელი არისტობულოსის ამბავს: როცა მან შეატყო, რომ სპარტელები მარცხდებოდნენ, გამოვიდა ფალანგიდან, სხვა მხრიდან შეუტია მტერს, მარტომ იბრძოლა და სპარტელებს გამარჯვებაში დაეხმარა. სპარტელთა კანონის თანახმად, ფალანგიდან გამოსვლა არ შეიძლებოდა. ამიტომაც, არისტობულოსი ქალაქის კედლების გარეთ დაუმარხავი დატოვეს.
არისტობულოსის შემთხვევაში ერთმანეთს დაუპირისპირდა პოლისის სიყვარული და პოლისის კანონი.

ჯანღი და პირიმზე

ჯოყოლა და ზვიადაური, ცხადია, საიქიოშიც ძმადნაფიცები არიან. ასევე, ზვიადური და აღაზა და-ძმაა საიქიოშიც. უფრო ზუსტად, სწორედ საიქიოს ეს ვიზიონი („სურათი») ამტკიცებს, რომ სტუმარ-მასპინძლობა, ძმადნაფიცობა, დის მიერ ძმის დატირება ნამდვილად მოხდა. ეს ყოველივე ჭეშმარიტია. ყველაფერი სწორია. ყოველივე ის, რაც მოხდა, სტუმარ-მასპინძლობის წესის მიხედვით მოხდა. ამიტომაც, ვიზიონი ლოკალიზებულია სივრცეში – ჩნდება სწორედ იმ ადგილას, სადაც ჯოყოლა მოკლეს.
მაგრამ ვიზიონს ჯანღი ეფარება -

მაგრამ გაჩნდება ჯანღი რამ
კურუმად შავის ფერითა,
დაეფარება სანახავს
წერა-მწერალის წერითა.
ზედ აწევს ჯადოსავითა,
არ დაიმტვრევა კვერითა,
ვერ შეულოცავს მლოცავი,
არ აიხდება ხელითა.
მხოლოდ მდინარის ხმა ისმის,
დაბლა მიქანავს ხველითა
და უფსკრულს დასცქერს პირიმზე
მოღერებულის ყელითა…

რა არის ეს ჯანღი? რაღა თქმა უნდა, ეს არაა ის „შავი ნისლი», რომელიც პოემის დასაწყისში როგორც „სტუმარი ცოტა ხანისა, / ხვალ სხვაგან წავა აქითა».
მაშ, რა არის ეს ჯანღი? საქმე ისაა, რომ როგორც არსებობს თემის წესი და სტუმარ-მასპინძლობის წესი, ასევე, არსებობს ჯანღი და პირიმზე „მოღერებულის ყელითა». ჯანღი და პირიმზე ბუნების ორ „წესზე» მიგვითითებს. მაგრამ იმისათვის, რათა სტუმარ-მასპინძლის ფინალი და ბუნების ეს ორი წესი გავიგოთ, საჭიროა ვაჟას სხვა ტექსტის მოხმობა:

ბუნება მბრძანებელია,
იგივ მონაა თავისა,
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,
ზოგჯერ მქმნელია ავისა,
ერთფერად მტვირთველი არის
საქმის თეთრის და შავისა;
საცა პირიმზეს ახარებს,
იქვე მთხრელია ზვავისა…

ბუნების ამ ორი წესის „დიალექტიკური სინთეზი» ვაჟასთან არ ხდება, რადგანაც ეს შეუძლებელია. შესაძლებელია ოდენ შერიგება.

ვაჟა-ფშაველა და კლასიკური პოეტური ტრადიცია

«ალუდა ქეთელაური», «გველისმჭამელი» და «სტუმარ-მასპინძელი» შერიგების გარეშე მთავრდება. ბუნების ორი წესი ყველგან უპირისპირდება ერთმანეთს. ოღონდ, თუ სტუმარ-მასპინძელში ამ ორ კანონს სტუმარ-მასპინძლობის წესი და თემის წესი ეწოდება, «გველისმჭამელში» ესაა – ქაჯების წესი და კაცთა წესი, «ალუდა ქეთელაურში» – „მტერობა» და „კაი-ყმობა».
ესქილეს ორესტეა წარმოგვიდგენს და გვიჩვენებს, რომ შერიგება შესაძლებელია – ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ ოლიმპოსა და ქვესკნელის ღმერთები შეთანხმებას მიაღწევენ. მხოლოდ ამის შემდეგ დაეხსნებიან შურისმაძიებელი ერინიები დედისმკვლელ ორესტეს. მაგრამ, საქმეც ისაა, რომ ეს შერიგება დროებითია. ეს უფრო მორიგებაა, ვიდრე შერიგება.
კითხვაზე, თუ როგორაა შესაძლებელი შერიგება, ანტიკურ პოეზიას პასუხი არა აქვს. მაგრამ ანტიკურ პოეზიას აქვს ის ყალიბი, რომელმაც ეს შერიგება შეიძლება გამოხატოს – ესაა ვერგილიუსის «ენეიდა». როგორც კლასიკოსი ფილოლოგი რუდოლფ ბორხარდტი აღნიშნავს, «ენეიდა» – „ესაა მთელი ლათინური დასავლეთის ძველი აღთქმა», ისევე როგორც „ელინური აღმოსავლეთის ძველი აღთქმა პლატონია – ორივე [ვერგილიუსი და პლატონი] ახალი აღთქმისკენ მონიშნავს გზას, ორივეს ძალუძს მისი მიღება და ათვისება,» – დასძენს ერნსტ რობერტ კურციუსი.
თუკი ჰომეროსი ქალაქის დანგრევისა და შინდაბრუნების ამბავს გვაუწყებს, ვერგილიუსი ქალაქის დანგრევის, ადამიანის ხსნისა და ახალი ქალაქის დაარსების ამბავს მოგვითხრობს. ვერგილიუსი მოგვითხრობს, თუ როგორ აღდგა ძველი ტროა ახალი ქალაქის სახით. ამიტომაც, ეს ახალი ქალაქი – რომი – არის მარადიული ქალაქი-ფენიქსი. როცა ენეასი ჰადესში ჩადის, ის ოდენ, ოდისევსის მსგავსად, საკუთარ მომავალს როდი უჭვრეტს, ის, ამავე დროს, ხედავს საკუთარი ქალაქის, იმ ქალაქის, რომელიც უნდა დააარსოს – მარადიულ მომავალს. ენეასი უჭვრეტს საკუთარ შთამომავლობას, ხედავს PAX ROMANA-ს და მის შემოქმედს – ავგუსტუსს. გასაკვირი არაა, რომ სწორედ ვერგილიუსი გახდა ლათინური საშუალო საუკუნეების მოძღვარი და მეგზური, დანტეს მეგზური საიქიოს გზაზე – ჯოჯოხეთიდან სამოთხის კარიბჭემდე.
მაგრამ დავუბრუნდეთ კითხვას – როგორაა შესაძლებელი ეს შერიგება? ეს შესაძლებელია ოდენ იმ შემთხვევაში, თუ თვითონ ღმერთი საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვით შეარიგებს მიწასა და ზეცას, პოლისსა და ოჯახს, მონასა და მბრძანებელს, პირიმზესა და ჯანღს, ელინსა და იუდეველს, საეროსა და სასულიეროს – შეარიგებს ერთხელ და სამუდამოდ შემრიგებელი რიტუალით, რომელიც იქნება მის მიერ, მასთან ერთად და მასში.
ვაჟას ერთადერთი პოემა, რომელიც შერიგებით მთავრდება, «ბახტრიონია»:

დაფიქრდა გველი ძლიერად,
გული ევსება ბრალითა.
ბევრის ცოდვების მოქმედსა
გადაუბრუნდა გუნება:
რა სიბრალულით იმსჭვალვის
მისი გველური ბუნება!
… …
მთელს ერთ თვეს ასე უვლიდა
ადამის მოდგმის მტერია,
ბოროტების გზა გაუშვავს,
სიკეთე დაუჭერია!

დროთა აღდგენის ეს ყალიბი, ასევე ვერგილიუსთან გვხვდება, ოღონდ არა «ენეიდაში», არამედ ბუკოლიკების IV ეკლოგაში:
ULTIMA CUMAEI VENIT IAM CARMINIS AETAS;
MAGNUS AB INTEGRO SAECLORUM NASCITUR ORDO.
IAM REDIT ET VIRGO, REDEUNT SATURNIA REGNA,
IAM NOVA PROGENIES CAELO DEMITTITUR ALTO.
TU MODO NASCENTI PUERO, QUO FERREA PRIMUM
DESINET AC TOTO SURGET GENS AUREA MUNDO,
CASTA FAVE LUCINA; TUUS IAM REGNAT APOLLO.
დადგება, სიბილას სიტყვით, ჟამთასვლის მარადი რკალი,
თავიდან იწყება დროის დიდებულ წყობათა სრბოლა.
გვახარებს ქალწული კვლავაც სატურნის საუფლოს მოსვლას,
ახალი თაობა ზეცით ეშვება ისევე მაღლით.
ო, ამ ახალშობილ პირმშოს – სასწაულს – ნიშანს, რომ რკინის
თაობას ოქროსით შეცვლის, მეოხად ეყავ და შემწედ,
ქალწულო ლუცინავ! უფალ აპოლოს სუფევის დროა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საჯარო ლექციები ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 16 ივნისი, 2006 წელი.




Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Thu Nov 18, 2010 8:25 pm

გულქან რაზიკაშვილი

მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი
(ჩაიწერა ეთერ თათარაიძემ)

ისე დავბერდი სიხარული რასა იქვიან, არა ვიცი. გული მაწუხებს ლაპარაკსაც ვერ ვიტან. ექიმებთან ვერ მივდივარ. ერთი-ორი ქათამია, იმათ ვერ ვანებებ თავსა… ტყეში დაბერებული ვარ, საქონელში. ძროხების მოვლაში გავიზარდე და დავბერდი… რო წვიმს, წვიმს, წვიმს, დგეხარ ველზე შიშველ-ტიტველი, დაბერდები, აბა რა მოგივა.

მე და მამას ერთ კალაპოტში გვიდგა ფეხები და ერთნაირად დავბერდით…
მამაჩემი იყო ტანჯული და ეხლა მენა ვარ ასეთი. მე და მამამ ხო წუთისოფლისა ვერაფერი გავიგეთ… თავის დედის სახელი დამარქვა – გულქანი. სიკვდილის წუთებში ეთქო, გულქანი დამრჩა შუა გზაზედაო. ხუთ შვეილში მარტო მეღა ვარ დამრჩალი ბუვივითა. ხუთმეტისა ვიყავ, მამა რო დამეღუპა… მოხრილი ვარ, ძლივს დავცოცავ. ვერაფერი ვერ ვიცი წუთისოფლისა. ხალხი აქამდე მაშინებდა, ეხლა მივეჩვიე… …
დღე-ღამეს ასწორებდა მამაი, მე ჭრაქს უზიდავდი საქონიდან, ღამე იმას უნთიებდი და ისა სწერდა. რო დასწერდა, მკითხავდა მოგწონსო?.. ალბათ მცდიდა, როგორ ესმისო. კარგია, მამაო,რო ვეტყოდი, სახესა ნათელი გადაუვლიდა…
ძროხებში დავბერდი, საქმეში დავბერდი, ახლაც ვერ გამაშვებინებენ საჩეჩელ-საქსოვ-სართავსა. მამაიც ეგეთი იყო. სუ შრომა… –შვილო არ მომიტანეო ჭრაქიო? … ნავთი არა გვქონდა…
ალბათ მცდიდა, განა მესმოდა, მაგრამა, მამა რო მიყვარდა, ვეტყოდი, კარგია, მამო, კარგიო… – ყოჩაღ, ჩემო ქალო, ყოჩაღო!.. ბეჩავი მამაი!..

***
ამა ხატობებში დადიოდა იმიტომა, რო წესრიგი გაეგო ხალხისა.
დღეობები იყო წინა დღეებში აქ, ჩარგალშია. მამა წასულა რაღაცისთვინა დუქანში(აიი, მამის ნათქმები სულ გულზე მაწერია!); იქ უქეიფებავ მედუქნესა. დაიღამებია. თითქმის შუაღამე ყოფილა, რო წამოსულა. მოდის მამა და, "სალუდეს” ეძახიან, იქითკე გაიხედა, ხალხი კიდეა ნადღეობარზე თუ არაო. შაჯარისაკე გაიხედა და . . . კაცო, რაღაცა ხან ეენთება, ხან გაქრება, როგორც ცანთელი. უყურებს გაშტერებული მამა და ვერა და ვერ გამოიცნო, რა არი. ეფიქრა მამასა: ეს ორი დღეა ხატობა აღარ არი ნეტა ვინ ანთებს და აქრობს სანთელსაო. მივიდა და რასა ხედავს: ხან ეენთება, ხან ჩაქრება. მივიდა და ნახა, რო ქარი შემოუბერავს და ეინთება, გადაივლის ნიავი და ჩაქრება, მიინავლება ერთი ფუტურო…
მერე უყვებოდა ხალხსა ამ ამბავსა: რო ვისმე დეენახა, იქ შიშით ვერ მივიდოდა და გაავრცელებდა, თუ ხატ-ღმერთი არ არის რა ანთებდ-აქრობდაო… იქ არაფერი არ იყო, არც ანგელოზი და არც ეშმაკიო. გვიანი იყო და ჩემს მეტი ვინ ნახავდა, თორო დღეს იტყოდნენ ანთებდ-აქრობდაო სანთელსაო… მეც კი შევკრთიო, მაგრამ უნდა გამეგოო და გავიგე კიდევაცო… არ გინდათ, გაიგეთ, თქვენ თავში შავიდეს, ეგეთებს ნუ ავრცელებთო…

***
აი, როგორი იყო მამაი: გართული იყო ბუნებაშია, არა გეეგებოდა შვიდლებისა. მე თავზე ხელს დამადგამდა. იმისი კოცნა არ მახსოვს.
არ მოსწონდა ხალხის ჩოჩქოლ-ხმაური, არ ითანხმებდა რატ-რატსა, მალევ მაშორდებოდა აჩოჩქოლებულ ხალხსა. მამას ბალღ-ბულღთა არა მისდიოდა რა, სუ თავის საფიქრალში იყო გართული. ბევრი საუბრიდანა ზოგო მიაჩნდა რამედა.
მეც ვერ ვეგუები ხალხსა. დავდუმდები, მოვიშლები, განდეგილი ვარ ძალიანა… თუ ნიჭიერია კაცი – მამწონ, ავფორთქლდები… როგორც წყალი დაიცე და დაიწიოს, აი ასე ვარ, დავრჩები მარტო და დავისვენებ, გავეხვევი საფიქრალის ნისლშია.

***
ლოგინში ვიწექით ბალღები. დედაკაცი ვინმე შემოვიდა. დედას თავი სიპის ქვაზე ედო…
ვაი, რა წუთისოფელი გაიარა მამამა, ვერა გაიგო რა თავისი შრომისა და დაღალვისა, თავისი დაქანცვისა და სახელისა, ჩვენი თავიც სიბეჩავეს დაუგდო, ჩვენიცა. არც სხვის სწორად გვცმია სა არც სხვის ტოლად გვხურვია…
ჰო, ვინმე დედაკაცი შემოვიდა ჩვენთანა.
- კეკე, კეკე, ქალოო!- და თავი გადაუგორდა დედასა… ეგ მახსოვს. მამა ყვარელში იყო წასული, იქ ეთქვათ სანადიროდ ნამყოფისთვინა, ცოლო მოგიკვდა, წვრილშვილი ლოგინში ჩამსხდარი გიჟივისო… ნეტა აქა ყოფილიყო, იქნება დედას ეცოცხლა!.. ირემი მოუკლავ მამასა მოამბე იმ დროს მისვლია… შინ რო მოსულა(მაგარი ყოფილა მამაი, ალბათ ფიქრობდა, გავერთო რამითაო, ჯავრმა არ მაჯობოს, ხაöხმა არ შემატყოს ნაღველიო), აუღია ფანდური. უკრავს ამ ფანდურსა და თან დამღერის:
ნუ მოხვალ, თორო ინანებ,
მოსვლაში არა ყრიაო……
თურმე დედას ეუბნებოდა, სანამ მაიყვანდა ჩარგალსა, რო შენ იქაურს ჯაფასა და ცხოვრებას ვერ შეეგუვდებიო. – კიო, კიო, კიო!- დედასა… ნუ მოხვალ თორო, ინანებო, – აი, ამას აგონებდა კეკეს-დედასა.

***
ისეთი იყო რო, თუ ადამიანი არ მოსწონდა, არც ავად ასჩქამდებოდა და არც კარგადა. სადა იქონდა დრო მაგეების რატ-რატისა და ყატ-ყატისა.

***
მამა სიმართლის მთქმელი იყო, სიმართლისა. თავს არ დაზოგავდა, არც ვიცი, რადა იქონდა ეგეთი ხასიათი.
მამამ თქო ერთხელა, მახსონ: გულქანი მე მგავსო ხსიათშიო, ნუღარ ელაპარაკებით, ერთს რო იტყვისო… დედასაცა იგავო,-მამამ თქვის,-ბებოსაცა იგავო…
გავქეჯნდები, ქალო! რო ვიცოდე, ოქროს მაძლევს, თუ უარი ვთქვი, არ გამოვართმევ, არ ვიცი, რადა მაქვ ეგეთი ხასიათი…
მძახლებსა-გუგუდაანთ თვირთვილასა და მამას-უმგზავრნია ერთადა. გუუდაანიც მდიდერბი იყვნენ. სად გუგუდაანთ თვირთველაის ცხენი და სად მამისა – გლეხი კაცისა!.. მამაჩემს უთქვამ თვირთვილაისთვი: – გამიცვალე ცხენი, შენი ცხენი კარგი იქნებაო. თან მძახლები არიან, თან დაახლოებულები… არ გაუცვლია თვირთვილასა ცხენი, დაუცინია მამისათვი.
მაიცა, რაც იზმენ!
მე მაშინ გეტყვი, შენი ცხენი სჯობია თუ ჩემი, საღალღის მინდორს რო გაუდგებითო, მამას ეთქო თვირთვილაისთვინა, – ჩემმა ნიკორამა ფრუტუნი იცის, რო გაუხარდებაო, არა მგონია ჩემ ნიკორს წინ ცხენმა გაუაროსო…
მერე გამააქანეს ცხენები მინდორზე და დატოვა ნიკორამა თრთვილაი თავის ცხენიანადა. ნახევარ ვერსზე მაინც გამოასწრო ნიკორმა.
რო შაიყარნეს და დაისვენეს, ამ შენმა თვრთვილამ სთხოვა:- ვაჟავ, ცხენი გამიცვალეო.
-ჩემი ნიკორისასაო, მამას ეთქო, – კიდსაც არ მოგცემ კუდსაცაო…
სიბერით მოკვდა ნიკორი, კარებზე გადაიქცა და მოკვდა. ეუბნებოდნენ: -ლუკავ, თოფი დაჰკარო, რო წვალობსო. – მე მაგას თოფს ვერ დავკრავო… იავადა, იავადა და მოკვდა.
მერე გაზარდა მამამა კვიცი, ტანად დაბალი, ცეცხლივით იყო. თვითონ გახედნა. კაცი რო შაჯდებოდა, დაიკარგებოდა ბზუკივითა… აი, როგორი ხელი მაქვ იმისგანა… "ცეცხლა” დაარქვა მამამა.




Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Wed Nov 24, 2010 4:33 pm



ლუკა რაზიკაშვილი
("ვაჟა-ფშაველას" პეტერბურგში შეარქმევს იქაური სტუდენტი მეგობარი, თუში - დიმიტრი ცისკარიშვილი და იქიდან ჩამოსვლის შემდეგ (1883 წ.) დაირქმევს ფსევდონიმად).

თხოვნა

მოდით, ძმანო, წამომყევით,
სხვა ქვეყანას გადავიდეთ.
სხვა ერსა და სხვა სიცოცხლეს
სხვა ცხოვრებას მოვეკიდნეთ,
სოფლით სოფელს მოვუძახოთ,
ძმურად ერთად შევიკრიბნეთ,
ერთად ვხნათ და ერთად ვთესოთ,
ერთ ბილიკზედ გავივლიდეთ,
და გასაჭირს ადგილასა
შემწეობით ამოვიდეთ.

1877 წ.


23 სურათი ვაჟა–ფშაველას სახლ–მუზეუმიდან


Last edited by გამრიგე on Mon Dec 06, 2010 2:16 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Sun Nov 28, 2010 2:20 pm

ტიციან ტაბიძე

ვაჟა-ფშაველას გადასვენება მთაწმინდაზე

მთის და მაჰმადის არ იყო დავა...
აბა, პირველი ვინ ვისთან მივა?
მთაწმინდის ქედი არ ეცოტავა,
ფშავური სისხლი ამ მთაშიც ჰღვივა,

არც უთხოვია თავისთან მისვლა,
თვითონ ეხვევა მთას თავზე ნისლად.
და გაუმთელდა გახრული ძვლები...
მთაო, გადუშვი, ფშავამდე ივლის;

ბერი მინდიას მუხლი გამძლები
კვლავ დაუჩოქებს საყვარელ თბილისს.
აკვანი იყო მისთვის ჩარგალი,
გულზე თბილისის ესო ჩანგალი.

აუხდა ნატვრა და გადალახა
საფლავის დვირე და ერთად ნახა
მან წერეთელი და ჭავჭავაძე.
კიდეც ატირდა იმათ საფლავზე.

არ დაგვინახავს ჩვენგან არავის,
მხოლოდ გვესმოდა ცრემლი არაგვის.


23 სექტემბერი, 1937 წ.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Mon Nov 29, 2010 4:30 pm




ვაჟა-ფშაველა


ვერ მოჰკლეს!


1907 წელი, 6 სექტემბერი, გაზეთი “ისარი” - # 195

“ილია რო მოჰკლეს!”- მითხრა ერთმა ჩემმა ნაცნობმა მწუხარე და თან გაკვირვების კილოთი.
თავზარი დამცა ამ ამბის გაგონებამ და ათასი კითხვა აღმიძრა: ვინ მოჰკლავდა, ნეტავ, ილიას? განა შეიძლება ამისთანა ადმიანების მოკვლა? ნუთუ ქართველებმა შეახეს ხელი თავსი მამას, ქართველთათვის თავდადებულს, თავის ერისათვის მოჭირნახულე ადამიანს? იქნებ უცხოელებს შეჰშურდათ ჩვენთვის ეს მართლაც ერთადერთი ბურჯი ჩვენის ქვეყნისა, ბურჯი ჭკუით, ნიჭით და გამოცდილებით? ათასი ამისთანა კითხვა დამებადა თავში და დღესაც კი, დღეს, როცა ეს სტრიქონები იწერება, არ ვიცი მიზეზი ილიას სიკვდილისა. ვიცით მე და თქვენ, მკითხველო, მხოლოდ ფაქტი, რომ მოგვიკლეს საუკეთესო, პირველი ადამიანი, ჩვენის მწერლობის სულის ჩამდგმელი, მოღვაწე, დიდი მოამაგე ქართველ ერისა. რომელი ერთი ჩამოვთვალო ილიას რვაწლთაგანი? ეს ყველამ კარგად უწყის. საშინელი, მეტისმეტად ბარბაროსული მკვლელობაა, რომლის მსგავსი არსად, არა ქვეყანაში არ მომხდარა და არც მოხდება! მხოლოდ საწყალს, უბადრუკს, უბადრუკის შვილების პატრონს საქართველოში შეიძლება ამისთანა მკვლელობა... რევოლუციის სახელით. საბრალო, საწყალო რევოლუციავ ჩვენს ხელში.
საზარელი ფაქტია, საზარელი მოქმედებაა, საშინელი აზრის პატრონნი უნდა იყვნენ მკვლელობის ჩამდენნი. აშკარაა და აშკარად ვიტყვი: ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოჰკლავენ.
აბა, კარგად ჩაუკვირდით საქმეს, თუ ასე არ არის, დიაღ, ასეა და ეს არის კიდეც უბედურება, ჩვენს თავზე მოვლენილი. უგუნურთ ნუთუ არ იციან, რომ საუკეთესო ადამიანების ხოცვა, კვლა, მოკვლაა მთელის ქვეყნისა. სოფელი ვინ და, - ერთი კაციო. ნუთუ იქამდე დავკნინდით, დავკარგეთ ადამიანობა, ნამუსი, დავიბრმავეთ გონება, რომ ამისთანა აზრები ღორძინდება საქართველოში? ნუთუ ვისმე ფანატიკოსებს ჰგონიათ, რომ ილიების ხოცვით მოჰკლავენ თვით იდეას, რომელიც უკვდავია და რომელსაც მხოლოდ ილიასთანა ადამიანებს შეუძლიანთ ემსახურონ და არა უძლურთ, უნიჭოთ, უვიცთ და საზოგადოების ნაძირალებს! ილიასთანა ადამიანებს სიცოცხლეშივე ძეგლებს უდგამენ უცხოეთში, ხოლო ჩვენ კოცონზე ვწვავთ, ვკლავთ, როგორც ავაზაკებს... საბრალო ჩვენო თავო, საწყალო საქართველოვ!
რა ვქვათ მკვლელებზე, ამ საცოდავს მეოცე საუკუნის ჰეროსტრატებზე? რა ადამიანები უნდა იყვნენ ილიას მკვლელები? როგორ მოვიხსენოთ ისინი? როგორ მოვექცნეთ ამ უბადრუკებს? ნუთუ ისე, როგრც გვირჩევს ამ დღებში დაბეჭდილი მოწოდება ქართველთდამი – ცეცხლი და მახვილი მკვლელებსაო. ესღა გვაკლია, რომ ბარბაროსობას კიდევ სხვა ბარბაროსობა დავურთოთ ზედ, დავერივნეთ ერთმანეთს, ვხოცოთ, ვჟლიტოთ ერთმა მეორენი და გავახაროთ ისედაც ჩვენის უბადრუკობით გალაღებული მტერი? ღმერთმა დაგვიფაროს, ღმერთმა გვაშოროს ამისთანა საქციელი...
ნაღვლით და ბოღმით აღსავსე მე ასე ვსჯი, რომ ილიას მკვლელნი შესაბრალისნი, ყოვლად საწყალნი, ყოვლად გამოთაყვანებულნი, უვიცნი, ზნეობით გათახსირებულნი და ბრმანი უნდა იყვნენ, სატირელნი და სავალალონი ჩვენ ქართველებისაგან.
სხვა რა ვთქვათ? სხვა რა ვიფიქროთ? სისხლი სისხლისთვის? ცოდვა მივუმატოთ ცოდვას? სირცხვილს – სირცხვილი? განა იმათ ადამიანობისა ერთი ბეწო ნიშანწყალი რომ ჰქონდეთ, იზამდნენ ამას? მოჰკლავდნენ ამისთანა ადამიანს, რაც უნდა მისგან ნაწყენნიც იყვნენ? არა. არ არიან ისინი ადამიანები, უნდა შევრაცხოთ მხეცებად, პირუტყვებად, და პირუტყვებზე როგორ ვიძიოთ შური, ისე, როგორც ადამიანზე, ეს ხომ ჩვენივე სირცხვილია, ჩვენის ადამიანობის დამცირებაა?!
მოჰკლეს ილია!.. მაგრამ ვერ მოჰკლეს, ვერა! მისი ხსოვნა უკვდავია, ვიდრე საქართველო იქნება. დიაღ, ვერ მოჰკლეს, რადგან თუ რამდენიმე, თითებზე დასათვლელი ადამიანი ხარობს ილიას სიკვდილით, ასი ათასი მისტირის ამ ჩვენს სასიქადულო მამულიშვილს და რამდენიც ხანი გაივლის, მით უფრო, დაკლების მაგივრად, გრძნობა სიბრალულისა და სიყვარულისა მოიმატებს ერის გულში.
“საწყალი ილია, საწყალი ილია!” მესმის გულსაკლავად წარმოთქმული აქეთ- იქიდან სიტყვები მამათა და დედათა მიერ. საწყალი ილია? არ არის ილია საწყალი, ვინაიდან მან აასრულა თავისი მოვალეობა წინაშე თავის ქვეყნისა. იბრძოლა, იღვაწა ჩვენს სასარგებლოდ და დაღლილ-დაქანცული მიებარა ცივ სამარეს, ჩაიყოლა თან ისევ ჩვენი დარდი, დარდი თავის ქვეყნისა... გაიყოლა თან ის ტყვიები, რომლითაც ჩვენ იმას გაუმასპინძლდით, წყლულები ჩვენ მიერ დაჩნეული. ჩაიყოლა თან ყველა ეს ჩვენ მიერ მიძღვნილი სასიქადულო ძღვენი, მაგრამ ილია იმდენად ჭკვიანია, იმდენად უყვარს ქართველები და საქართველო, რომ მამაპაპათა წინაშე დაჰმალავს ტყვიებსაც, წყლულებსაც, რომ ჩვენზე ცუდი არ ათქმევინოს და არ აფიქრებინოს, არ გააჯავროს ჩვენზე ისინი.
საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ჩვენო იმედო, ჩვენო საყვარელო ილიავ!



სიტყვა ილია ჭავჭავაძის ცხედარზე


1907 წელი, 11 სექტემბერი, გაზეთი “ისარი”, # 198

ბნელმა ძალამ აისრულა თავისი საწადელი. ეს ძალა მუდამ ეძებს მსხვერპლს თავის საკვებავად და სასახელოდ; მისი საკვებავია უსამართლობისაგან დაჩაგრული სიმართლე, პირადი ინტერესი საზოგადო სარგებლობის ნაცვლად და დაბნელება წყვდიადით სინათლისა. ბნელი ძალები არსებობენ როგორც დღეს, ისე წინადაც და მომავალშიაც არ მოისპობა მათი არსებობა, ვიდრე ნათელია, ვიდრე სიმართლე ებრძვის უსამართლობას, საზოგადოებრივი ინტერესი – კერძოს.
იქნება ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეს, რომ ილიას მოკვლას უპირებდენ ამ ორმოცი-ორმოცდაათი წლის წინათ, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი შეებრძოლა ცხოვრების დახავსებულ ფორმას – ბატონყმობას. მაშინ არ იყო სწავლა-განათლება ისე გავრცელებული, როგორც დღეს არის, არც მეასედად; სად იყო მაშინ ამდენი ქართული წიგნი, ჟურნალ-გაზეთი, მაგრამ ბუნებრივი ჭკუა და ნამუსი იმათ მეტი ჰქონიათ. მეტისმეტად ნაწყენმა ბატონებმა თავხედურის საქციელით ახალგაზრდა კაცისა, “კაცია-ადამიანის” ავტორისა, დაზოგეს მისი სიცოცხლე იმ მოსაზრებით – იქნება საქართველოსთვის სასარგებლო კაცი დადგესო, იქნება ილიას რჩევა და მოძღვრება სჯობდეს, როგორც ნასწავლ კაცისა, და არც მოსტყუვდნენ.
ღმერთმა დაიფაროს, მაშინ მოეყვანათ თავიანთი განაჩენი სისრულეში, წარმოიდგინეთ, რამდენს რასმე დაჰკარგავდა საქართველო! მთელი ორმოცდაათი წელი განსვენებულმა საქართველოს ბედი კალთით ატარა, იყო მისი დარაჯი; როგორც დედა ერთადერთს ჩვილს შვილსა, ისე დასძრწოდა და დაჰკანკალებდა, ან არ შემიცივდეს, არ მომიშივდესო. მოსეულს მტერს, ვინც საქართველოს ისრებს ესროდა, იგი პირველი აგებებდა თავის მკერდს, შემოქნეულს ხმალს პირველი უფარებდა ფარსა.
ეს მწერლობაში. მწერლობის გარეშე ხომ უთვალავია მისი ღვაწლი: ყველაფრის ჩამოთვლა მეტია, ვინაიდან ეს ღვაწლი ყველა ქართველმა კარგად უწყის. და დღეს კი, როცა უფრო ვითომდა გავნათლდით, დავკარგეთ ნამუსი, ადამიანობა, არ დავინდეთ მისი ჭაღარა! განსვენებულს კი დიდი იმედი ჰქონდა ახალგაზრდობისა და ამიტომ ნანასავით უმღეროდა მის მიერ აღზრდილ საქართველოს, წყლულ გულს ანუგეშებდა: “შვილები წამოგვესწრნენ, ვაჟკაცნი, გულმტკიცენი; მათი საგონებელი შენ ხარ და შენ იქნებიო”. მჯერა, ეს სრულიად არ გამართლდა, იმათ შორის მახინჯებიც გამოერივნენ. გამოერივნენ ისეთნი, რომელნიც თვით საქართველოს ჰკლავენ: უარყოფენ ენასა, ეროვნებასა და თვით ტერიტორიასაც კი, რა არის, მაშ, თუ არა კვლა საქართველოსი?
ვიმედოვნებთ მხოლოდ იმითი, გვრჩებიან სხვა ახალგაზრდებიც, რომელთაც არ უღალატეს ილიას ანდერძს; საქართველოს ბედ-იღბალს თავს ევლებიან და “საგონებლად” გაჰხდომიათ თავიანთი დაჩაგრული, დაბეჩავებული, შეურაცხყოფილი ეროვნება.
დიადო მგოსანო!
ყველანი ერთად ვსდებთ ფიცს წინაშე შენი დიდებული ნეშტისა, რომ შენ მიერ აფრიალებული დროშა არ დავსწიოთ დაბლა, არამედ იგი გვეჭიროს მაღლა, თვალსაჩინოდ და ვემსახუროთ შენს მიერ ნაანდერძევ იდეალებს – ძმობის, ერთობის, თავისუფლების და სიყვარულისას მტკიცედ, შეუდრეკლად. ვუწყი, რომ შენი აჩრდილი არ დაივიწყებს საქართღველოს და სხვა გმირებთან ერთად დაჰხედავს ათასში ერთხელ მაინც – გაიგოს ჩვენი ყოფაცხოვრება – გავიზარდენით, ავმაღლდით, თუ დავეცით უარესად და დავკნინდით, და შეგვავედრებს ღმერთს, რათა მოგვცეს მან ძალა გაუკეთესებისა, ერთობისა, სიყვარულისა, - ჭკუა-გონება, ნათელი, რათა არ გაჰქრეს შენი საყვარელი, სათაყვანებელი ერი, ლამაზი გარეგნობით, გალამაზდეს ყოფაცხოვრების სათანადო წყობილებით.
მშვიდობით, საუკუნოდ იყოს სახსენებელი შენი, დიდებულო ადამიანო!



study


Last edited by გამრიგე on Mon Dec 06, 2010 2:15 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Mon Dec 06, 2010 2:00 pm


ვალერიან სიდამონ-ერისთავი (1889-1943) – "ვაჟა–ფშაველა ავადმყოფობისას", 1915 წელი, ივლისი, დახატულია გაზეთ "საქართველოს" მაშინდელი რედაქტორის, სანდრო შანშიაშვილის შეკვეთით და დაბეჭდილია ამავე გაზეთში.



ვაჟა–ფშაველა

სისხლის ძიება
(ამბავი ჩერქეზთა ცხოვრებიდან)

I
ცაზე ჰყვავიან ღრუბელნი,
მზის სხივებს ჰსვამენ დილითა.
მთებს აუხსნიათ პირბადე,
შვილებით, შვილი-შვილითა;
გულგრილად იცქირებიან
გაუმაძღარნი ძილითა;
ქათიბს უღეჭავს ნიავი
ბროლ-მინანქარის კბილითა.
ერთმანეთს გადაჰხვევიან
შალშავ, იონჯა წბილითა.
უკვდავებასა სთესავენ
ირგვლივ ყვავილნი პირითა.
მიყრილ-მოყრილან კლდეები
პირქუშნი, სახე მწირითა,
არც დადნენ, არც დაიშალნენ
დაუდუღარნი კირითა,
არც ყურს გვიგდებენ თავხედნი,
თუმც იმათ ქებას ვყვირითა.
თქვენ რომ გიცქერით, მთა-ქედნო,
გული რბის ელეთ-მელეთა,
გიამბეთ ჩვენი სიგლახე,
თქვენ კი არ დაიჯერეთა!
სიმტკიცე ცოტა ჩვენთვისაც
რატომ არ მოიწველეთა?!
ნაჟურნო სალის კლდისანო,
უფსკრულში ჩაახველეთა!
ძუძუს რომ მოსწოვთ, უსირცხვოდ,
მაშინ მიურბით დედასა,
წახვალთ და ვეღარცა ჰნახავთ,
ეგ არი, ერთხლის მეტადა.
დაეკიდებით მინდვრებსა
ცით ჩამოშვებულ სვეტადა,
ახარებთ ქალსა და კაცსა
სააამოდ, შესახვრეპადა.
ჩამოუმწყაზრავთ თვალ-პირსა,
დაგეცემიან კრებადა...
თან მოაქვთ თიხის კოკები
კლდის ცრემლის ასაკრებადა.
თქვენ რომ იცინით ბარადა,
მთაში გიტირისთ დედები,
გეძებენ თავის შვილებსა
მკერდ-უდრეკელი ქედები.
ამაოდ ჰრჩებათ გულისთქმა,
უქმადა ცრემლის დენანი,
თავს დაჰღუღუნებსთ ნიავი,
ვით ბებერ მუხას ქედანი.

II
მთის ბილიკს მოსდევს მხედარი
აღვირ-ჩაყრილის ცხენითა,
აღვიძებს ბალახს მთისასა
ხამუშ-ხამუშის სტვენითა,
ძლიერ დაჰღლია საფერხე
მთა-ღელეებზე რბენითა.
ცხენს დეზს გაუქნევს, დინჯადა
გაუტყლაშუნებს მათრახსა;
შემოდგა მთისა ყელზედა,
მადლობას სწირავს ალლახსა,
გასაგრილებლად შუბლისა
უკან გადიწევს ფაფახსა.
მიდამოს თვალი გადავლო,
ნახა თავისი სოფელი,
ლხენით აევსო სულ-გული,
იქ ელამაზა ყოველი,
განა მარტოკა კაცთ გვიყვარს
თავისი მიწა მშობელი?!
არც მოდის უსახელოდა
სისხლის დავლაზე მშრომელი,
სისხლიანი აქვს ხმლის ვადა,
ეგრევ ხანჯრისა ტარიცა,
უქმად არ უტარებია
ჭრელად ნაქარგი ფარიცა.
შეუსრულებავ პირნათლად
მას დანაპირი ვალიცა:
დაუკიდნია ტახტაზე
წუხელ ნაშოვნი ხელია,
ჯერ მას თავისი ბიჭობა
არვისთვის გაუმხელია.
უნდა საჩუქრად მიიღოს
ხმალი, ფული და ცხენია.
რაცა ჰქმნა – სასახელოა,
ოდნავაც არა რცხვენია.

III
აგერ სასახლე და ციხე
დიდის ჩერქეზთა მთავრისა:
იტყვიან ასლან-ბეგადა,
მოქმედად ბევრის ავისა.
ყველაზე მტრულად მერჩოლი,
არვისთან მქონი ზავისა.
გულამღვრეული მუდამ-ჟამს,
სახითა ფერად შავისა.
იტყვიან, ვითომ ასლანმა
გასცა სამშობლო თავისა.
ბევრის ცხვარ-ძროხის პატრონი,
უმეტეს ცხენის ჯოგისა,
მარჯვედ ფარ-ხმალის მომხმარე,
მარჯვედ მგდებელი თოკისა.
უკვდავებაღა აკლია,
იმას მივწვდებით როდისა?!
რად არი გაუმაძღარი
ნეტავ, ბუნება ზოგისა?!
განაგებს ჩერქეზთ სამთავროს,
ყველა ძრწის იმის შიშითა.
ბევრი აიკლო სახლ-კარით,
ბევრი ატირა ვიშითა.
ერთი ქიჩირბე არ ჰმონებს,
გათქმული ვეფხვის ჯიშითა.
მისი ბოღმა ჰკლავს ასლანსა,
ჯავრი იყაროს ვისითა?!
ბევრჯერ ეცადა, შაეპყრო,
სდია მრავალის ბიჭითა,
არ იქნა, ხელად ვერ იგდო,
გაუსხლტა ერთის ბიჯითა.
მრავალს ავალებს მის მოკვლას,
ქრთამი აღუთქვა ფიცითა;
თავის მკვლელებს ჰხოცს ქიჩირბე,
გაურბის ლურჯის კვიცითა.
დადის და ყველას არიგებს
სიტყვით ძმურით და მტკიცითა:
“რად ჰმონეთ ასლანს, ჩერქეზნო,
უიღელს რად იდგამთ კისრადა,
სხვისი ნაყმევი, ნალახი
გამოადგება ვის რადა?!
უბატონობა რით არ სჯობ,
ნეტავ, ბატონის ყოლასა?
რით არ სჯობია რაინდი
ღამის სალაღობ ცოლასა?
ომში მოკლული ვაჟკაცი –
მეჩეთში მყვირალს მოლასა?!”
წეღან რომ ვნახეთ მხედარი,
ეგ არის მისი მკვლელია,
უნდა მიართვას ასლანსა
ვითომ ქიჩირის ხელია;
უნაგრის ტახტას ეკიდა
გმირის მარჯვენა ცხელია.
ის როდი იცის, მთა-ველი
ამაოდ დაუთელია.
დემურს ის მკვდარი ჰგონია,
ქიჩირი ისევ მთელია.
რკინა არ კვდება მოწამვლით,
კბილს რად იღალავს გველია?!

IV
დღე ილულავდა თვალებსა,
ცივმა დაჰბერა ნიავმა.
სამგლოვიარო ჩაიცვა
მთამ ბრწყინვალემა, მზიანმა,
ვერც დააბერა, ვერც მოჰკლა
დიდმა დარდმა და ზიანმა,
აკურთხა უკვდავებითა
განგების ძალმა, ჭკვიანმა.
ქორ-შევარდენთა ბუდემა,
ჩერქეზთ ქვეყანამ, მთიანმა
ბევრი გაზარდა ვაჟკაცი
თავის წყლულების საპოხლად,
თავისა სადიდებელად,
მტირსა გულ-მკერდის საპობლად.
ნეტავ, ვინ დასძრავს ბაგესა
არწივთა ბუდის საგმობლად?!
სახლში მივიდა მხედარი,
ცხენ-და-ცხენ მიდგა კარზედა.
არც პირი დაუბანია,
არც ულოცნია წყალზედა.
დაღრიჯა ცხენი სადავით,
უხმობს შინ მყოფებს გარეთა:
“გამოჩნდი, ვინ ხართ სახლშია,
ცხენ-კაცი ჩაიბარეთა!”
მხედარი თავმოწონებულს
ჰგავს მთას შემომხდარს მთვარესა,
უნდა აცნობოს ქვეყანას,
სად იყო, რომელ მხარესა, -
რომ მოაქვს ქიჩირის ხელი,
დაფასებული ძვირადა.
ამიერიდან მის საქმე
ექნებათ გასაკვირადა
ჩერქეზეთს, დიდთ და მცირეთა, -
პატივისცემის გვირგვინი
ედგმის მის სახლის დირეთა.
ქალი გამოდგა ქოხიდან,
შუქი გამოჰყვა პირითა.
ქალი ვამსგავსე ამ დროსა
ნამს, ვარდზე მბრწყინავს დილითა.
თუ შურთხი არი ლამაზი,
მსტვინავი მაღალ მთაზედა?
ან თუ შავარდნის წიწილა,
მწოლარე დედის ფრთაზედა?
ან თუ ვარსკვლავთა კრებული
უხვ-სხივიანი ცაზედა?
ან თუ ალმასი ფრანგული,
დაღირებული მკლავზედა?
ან თუ ზღვა არი მშფოთარე,
აყვირებული ზღვაზედა?!
იქნება სამოთხე იყოს,
ქვეყნად მოსული ციდანა?
- ვაჟკაცის გულის ჭირია,
გადამგდებელი ჭკვიდანა.
ცხენს ჩამოართმევს, ვერ ჰბედავს
ჯერ ამოღებას ხმისასა,
მოკრძალებით დგას ყვავილი,
ხათრს ინახავდა ქმრისასა.
ცხენი რა ნახა ნაოფლი
და დატანჯული მეტადა,
აძრახდა ნაწყენის ხმითა,
ცით ჩამოსული სვეტადა:
“ან ცხენს რადა ჰკლავ, ან თავსა,
რად იარები უკლოდა?
შენი რა ჰმართებს ქიჩირსა,
რად ეკიდები უღვთოდა?
შენს მეტმა არავინ სდია,
ფიქრი დაურჩათ უგზოდა!
ქიჩირის ხელის მოტანა
შენს მეტს არავის უნდოდა?!”
- დიაცთ ჭკვა ენაზე გაკრავთ,
ფიქრი თმებშია წასული. –
ამ დროს მოვიდა მეზობლის
ბიჭი პირ-გადამახული.
- რა ჰქენო? – ჰკითხა: - მოხვედი
ნასახელარის თავითა?
- რა ვქენ და მოვკალ. – როგორა?
ხელში ჩაიგდე საითა?
- იქით, რომ სახლში ჩავუხტი
ღამით მძინარას ბანითა.
გამიგო, მაგრამ დავასწარ,
ყელი გამოვჭერ დანითა.
შევღებე მის სახლის კერა
მისივე სისხლის ღვარითა.
აჩხავლდა სახლში ბებერი,
მე კი გადმოვხტი კარითა;
ცხენს დავაფრინდი, წამოვედ,
ვცემე მათრახის ტარითა.
მოჰქროდა ჩემი მიმინო,
ფეხებს იბანდა ქარითა.
იქნება ტერელოელნი
უკან მომდევენ ჯარითა.
რას გაიგებენ ბეჩავნი,
საით მოვქროდი ღამითა?
მოვჭერ მარჯვენა, თან მომაქვს,
ნათქვამს ვამოწმებ ამითა. –
და სისხლიანი მარჯვენა
უჩვენა სახე-მცინარმა.
ქალი უკუდგა, შეაკრთო
სისხლმა, მარჯვენას მჩინარმა,
ხელებს იფარებს თვალებზე,
არ ნახოს ნათელ-მფინარმა.
- ჰა, ყოჩაღ! – ბიჭი იძახის,
თან ხელსა ჰსინჯავს თვალითა, -
დავლა გიშოვნავ ძვირფასი,
ნასახელარო გვარითა.
- ახ, კაცნო, - ქალი: - რანი ხართ,
როგორი გულის მქონენი?
სულ სისხლის, სულ ვაჟკაცობის,
სულ სხვის დამცრობის მდომელნი.
თქვენ ჰსინჯავთ, გული მილბება,
თვალთ ელევიან ღონენი.
- მაშ, არ მიქნია კარგადა?
აბა, უყურე, სულელსა:
ქიჩირს კი ცოტა მოუკლავ,
ცოტასა სჭრიდა ხელებსა?
რამდენს შენფერას ადენდა
თვალთაგან ცხარე ცრემლებსა?
ახლა თითონაც იგემოს
გემო ნალესის ხმალისა:
თუ სხვაზე ძალა კარგია,
ჰა, ესეც სიტკბო ძალისა.
მის სახლიდანაც შაესმას
უფალს ტირილი ქალისა.
დე, იხსენიონ წყევლითა
ღონე დემურის მკლავისა.
ვისც ავი დაუთესია,
მომკალი არი ავისა.
სწორს სხვის საწყაოს ირიდებს,
ყალბი კი მოსწონს თავისა.
მიწუნებ ქიჩირის მოკვლას,
შე უდავლათოს გვარისა?!
- რისათვის მომეწონება
უგვანი ქცევა კაცისა?
აქამდის ყველა აქებდით,
ყველას აგყავდათ ცამდისა:
“ლაშქარს ქიჩირი ერთია
და ჩვენ, ათასნი სწორადა,
ქიჩირის ხმლითა ნაცემი
გაიკვეთება ორადა.
რაზეც ქიჩირი გაივლის,
მტრის თავებია გორადა,
სხვა არვინა ჰყავ ჩერქეზეთს
ქიჩირთან ასაწონადა”.
ახლა ყველანი აუტყდით,
ასლანის ჩაგონებითა,
გადაიმტერეთ ძალადა. –
სთქვა ქალმა დაღონებითა.
- შენ არა იცი, უჭკო ხარ,
არც ცისა, არცა ქვეყნისა.
- არ მინდა, თვალებს მიშინებს
ნახვა ქიჩირის ხელისა.
ვაჟკაცსვე ჰშვენის, ეჭიროს
ხელი მოკლული მტერისა.
- ეგ კარგი. ასლანსაც ჰკითხე,
მარჯვენას როგორ ელისა!
დემურს შინ მიაქვ მარჯვენა,
ჰკიდებს აბჯართან ერთადა,
სადაც ფარ-ხმალი, დამბაჩა
ეკიდნენ გვერდის-გვერდადა.

V
ბნელმა დაჰფარა ქვეყანა,
დრომ მოატანა ძილისა.
ვინ იცის, ტკბილად ვის სძინავ,
ვინ იცის, ვინა ტირისა?
ვის ლოყა ვის ლოყას ეკვრის,
ვის სუნთქვა უყვარს პირისა?
მშვიდობა სუფევს სოფლადა,
მამალიც არსად ყივისა.
დემურსაც სძინავს, ცოლს – არა,
მის გული რასღაც ჩივისა.
ქმარს გამოუძვრა ნაბდიდან,
რაა წადილი იმისა?
ჭრაქი აანთო, ჰსურს ნახოს
მოჭრილი ხელი გმირისა.
მიდის ცახცახით, უცქერის:
ყურებში ხმა რამ უწივის,
თითქოს ხმა ესმის ნაცნობი,
სამარით ვინმე უკივის.
გული ჰბგერს გაჩქარებითა,
ვითომ კვერს სცემდენ გრდემლზედა.
ყურს უგდებს გულის ჩქროლასა,
თან იხედება გვერდზედა!
დემურსა სძინავ ტკბილადა,
ნაბად-წახურვილს მკერდზედა!
ქალი უცქერის და ჰკრთება,
სხივი ეკარგვის ყბებისა:
“ვაჰმე, რას ჰხედავთ, თვალებო,
ბეჭედი დედი-ჩემისა!
მისი სახელიც სრულადა,
ნიშანიც ოქრომჭედლისა!
ესეც აბედით დამწვარი,
ჩვენ რომ სიყრმის დროს ვცელქობდით,
ვინ უფრო გავძლებთ სიმწვავეს,
მამაცობაზე ვდგებოდით.
გრძელ და დიდს სთვლისა ღამესა
ცეცხლა-პირასა ვსხდებოდით.
ვაჰმე, შენ, ძმაო, ალხასტავ!
ცამც დამქცევია თავზედა!”
ერთი ხელითა ხელს იპყრობს,
მეორეს ივლებს თმაზედა.
“დღე გაგიმწარდეს, დემურო,
ძმა მომიკალი რაზედა?!
შავად მენახოს, ქმარაო,
შენი ვარსკვლავი ცაზედა,
შენი უმსგავსი მარჯვენა
მტერსამც მიეკრას ქავზედა!”
ტკბილადა სძინავ დემურსა,
არ იძვრის ქალის ხმაზედა.
გულზე მიიკრა ძმის ხელი
და გამოვარდა კარზედა.
მირბის შმაგივით სოფელში
და მიქვითინებს მწარედა.
მირბის, იქ მირბის, ტერელოს,
ძმა უნდა ნახოს მკვდარია.
ქიჩირის სახლში იკითხოს,
იქ უნდა მოხდეს ზარია.
მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება,
ბანს მოსცემს მთა და ბარია.
ცოლის ქვითინი არა მწამს: -
უბრალოდ ნიავ-ღვარია;
მალედვე გამოიდარებს,
რაკი დაჰბერავს ქარია.
დემური ცოლსა კითხულობს,
დიაცი არსად არია.
აღარსად მარჯვენა მოჩანს,
იმისი ნადავლარია.


VI
ორშაბათ დილა გათენდა
თავის რჯულით და წესითა.
იცინის მთა-ბარს ბუნება,
ღამის ნატანჯი კვნესითა.
მთაზე შაჯარდა ნისლები,
გზა-გზა ცრემლების თესვითა.
ვინ ბრუნავს ქიჩირის სახლ წინ
პირ-ნაღველ-გადალესითა.
“ეს ვინ დამასხა თავს ლაფი?” –
არწივი ამბობს ყეფითა. –
“ვინ შემარცხვინა თავხედმა
სირცხვილით მეტის-მეტითა?
სახლში მომიკლეს სტუმარი,
როგორღა ავდგე მკვდრეთითა?
ჩემს გონებულა სხვა მოჰკლეს,
ვიცი, ეს ვისი ბრალია.
თუ ვერ ვიყარო მტრის ჯავრი,
წელზე რად მარტყავ ხმალია?!”
დილას თარეშით მოსული
ცხენზედვე ჯდება კვალადა,
შვილს ორი ბურკვა ხალისა
დედამ უსაგძლა ძალადა.
თვალებს აელვებს ქიჩირი,
წარბნი ჰქცევიან კვამლადა.
ფეხს უცემს ლურჯი მერანი,
ესწრაფვის გასამალადა.
წავიდა. მჭრელი ფრანგული
უბრჭყვინავს ბუნით ვადამდე.
ხმალს სცემს, ნაქები ბაზალა
მიჩნეული აქვს ხატამდე.
მინამ სტუმრის მკვლელს არ მოჰკლავს,
უნდა იაროს სანამდე.
კითხულობს, იძევს საქმესა,
უნდა შეიტყოს ამბავი.
არვინ უჩნდება, - გულს უკლავს, -
იმის შემრცხვენის მნახავი.
მაინც წინ მოდის, დიკლოსკე
გულში იმედის კრთომითა.
გული ეძლევა მხედარსა
მტერთან შეყრისა ნდომითა.
შეუდგა მთასა ტყიანსა,
მიჰყვება ბილიკს ვიწროსა,
არ დაჰსწმენდია გუნება,
ჰგავდა დაჭრილ ვეფხვს იმ დროსა.
ხანდახან გაიხმაურის,
ცხენს შეუჯავრდის მკვახედა,
თითქოს ჰსურს ჯავრი გულისა
ამოიყაროს მაზედა.
ნახა, რომ ვინმე დიაცი
ქვითინით მოდის გზაზედა.
წინ შაეჩეხა და ჰკითხა:
- ქალო, ცრემლსა ჰღვრი რაზედა? –
შუა იჭრება ქიჩირი
იმის თვალების ფხაზედა.
- აქ შენ რას დახვალ, რას ეძებ?
რა დაგიკარგავ მთაზედა?
- ჯავრი მაწუხებს ვაჟკაცის, -
თქვა ქალმა მოთქმის ხმაზედა. –
ხომ იცი, უდარდელადა
ცრემლი არ დაიდინების,
ვით კაცი უმიზეზოდა
სხვისგან არ შაიგინების?
- რა დარდი? ვინ ხარ, სად მიხვალ?
მითხარ, ღვთის მადლსა, სწორია.
- ტერელოსაკე, მხედარო,
მანძილი კიდევ შორია?
სადაური ხარ? ნუ მიწყენ,
რომ სიტყვა გაგისწორია.
- ტერელოელი დარლა ვარ,
თუ სადმე გაგიგონია.
- კარგი, მაშ, იქ კაცი მოჰკლეს,
მართალია თუ წორია?
- ალხასტა? მართალი არი,
ის ქიჩირბეის ძმობილი,
კარგი სამტროდ და საძმოდა,
არსად სიცრუით ცნობილი. –
ქალმა კვლავ იწყო გოდება,
რა მოისმინა თხრობილი.
- ქიჩირის ნაცვლად მოუკლავ
ვისმე გონება-მჩატესა.
კაცი ვით ჰკლავდეს მოსაკლავს,
არ უხედავდეს სახესა?
ვაჰ, რო ქიჩირმა არ იცის,
ავს დაუგებდა მახესა
თავის ნამუსის შემბღალავს,
თავის ოჯახის შემრცხვნელსა!
- მაშ, ქიჩირბეი სადღაა,
არვის ამბობენ მნახველსა?
- ის ოსმალეთში გაიქცა,
ასლანის შეშინებული.
მოსძულდა იმასაც თავი
ყველასგან შეგინებული.
შენ ალხასტასი რაღა ხარ? –
ჰკითხავს კვლავ დაფიქრებული.
- მე? და ვარ, უკვლო, უბედო,
შავ-ბნელს დღეს დაბადებული.
- დემურის ცოლი ჰყოფილხარ,
ჩემთანა ფიც-ვერცხლ ნაჭამი.
- ძმობა, ყოფნა და სიცოცხლე
იმაზემც არი არამი!
იმან არ მოჰკლა ჩემი ძმა,
განა ეკუთვნის სალამი?!
- იმანა? რა ვქნათ, შემცდარა,
მოტყუებულა ბნელობით,
თორემ სხვად არა ეძრახვის,
ვაჟკაცი არი ხელობით.
გულში სინათლე ჩაუდგა
ქიჩირს ამ ამბის ცნობითა.
რაკი მტრად ის დაიგულა,
თითონ გააქრებს მტრობითა.
ქალთან კი ამ დროს იმანა
სიტყვა არ დაძრა გმობითა.
- მოტყუებულა? შეჭამოს
თითონ ის ტყვიამ მწარემა,
ჩააცვას წყევის სუდარა
მთელმა ჩერქეზთა მხარემა.
ცოლის ძმის მოკვლის ნაცვლადა
თავი მოეკლა ბარემა?
ქიჩირის ხელის მაგივრად
მოაქვს ცოლი-ძმის მარჯვენა,
ვითომ მე ვიყო ასლანი,
მომიტანა და მაჩვენა...
შენი ღვთის მადლსა, ის მინდა,
გზა მიმასწავლო წესზედა.
- ძალიან კარგი. წამომყე,
შევდგეთ იქ, მაღალ სერზედა,
გასწავლი ქიჩირის სახლსა,
მას კოშკი უდგა გვერდზედა. –
ქალიც დასთანხმდა, მისდევდა,
ფეხს იბიჯებდა ფეხზედა.
- აგერ, გაჰხედე პირდაპირ,
ძირს რო ჩამოსდგამს გორია,
თეთრად რო მოჩანს – ქიჩირის
ციხე-გალავნის ყორია.
მდინარე ტერელოსია
გაწოლით, როგორც მორია.
ამ გზას ჩაჰყვები, ძირს ჩახვალ,
მერე სულ ვაკე, სწორია.
ღმერთმა ძმის სული გიცხონოს,
ცრემლებიც წაიხოცია.
მეც მეჩქარება, მშვიდობით!
შენთვის გზა დამილოცია. –
თქვა რა ეს აჩქარებითა,
მხედარმა გზა-გზა გასწია.
თითზე იკბინა მწარედა,
ფაფახს წარბებზე დასწია.
მიდის ტყე-ტყე და მიუბნობს:
- წადი, კაცს ენდე სოფლადა,
შენს მოსაკლავად ის მოდის,
ვინც გიცნობს კარგის მყოფლადა.
ვაი შენ, ფიცის გამტეხო!
შენებრ არ მოვალ ფარულად.
მელა არა ვარ, არც ტურა,
ქათმებს ვეპარო მალულად.
ძლირა წყრება ქიჩირი,
დემურისა სისხლი სწყურია.
თავის წამწყმედის წაწყმედა
მისი წესი და რჯულია.
ფიქრს დაეწმინდა თვალები,
წეღან ბუნდი და რთულია,
ვინაც მტერს მტრულად არ დაჰხვდეს,
მისი სახელი კრულია.
მიდის, გადავლო ხევები,
სერები ტევრიანები.
ნამზვლევიანი ღელენი
თითქოა ქვევრიანები,
დიაღაც, მხოლოდ სისხლითა
სავსენი, ბევრიანები.
მთით ჩახდა, მინდორს მოება,
ბალახიანსა, მწვანესა.
აქ, ამ ადგილას ჩერქეზნი
არც როს არ სთესენ ყანებსა.
ყვავილნი მუროიანით
ნაზად აბზენენ თვალებსა.
გაუსუქებავ მინდორი
ჩერქეზთ და რუსთა ძვალებსა.
ჟინჟვლა დაიწყეს ღრუბელთა,
ბალახს დაუწყეს ღვიძება,
მცენარეთ თავი აიღეს,
უფალს შესწირედ დიდება.
თუ არა ნამი ციური,
არ გაეღვიძათ, იქნება?!
აქ, ამ ადგილას, იტყვიან
ამბავს, საკვირველს რამესა:
ვითომ აქ სისხლის ზღვა მდგარა,
ის შაესუტოს მთვარესა.
ზღვა დაეყენა ბრძოლასა
ჩერქეზთ რუსებთან მწარესა.
მას აქეთ მუდამ ყვავილნი
ამკობენ ამა მხარესა.
ყვავილნი სანთლად ნათობენ,
გმირთ სულებს გაახარებსა.
მოხუცნი მოწიწებითა
დასთვლიან გმირთა გვარებსა,
ყრმანი უსმენენ გულს ჟრჟოლით,
თან ჰბღუჯვენ ხანჯრის ტარებსა.

VII
დაბინდდა. კაცი კაცისგან
ძლივს იცნობოდა მაშინა,
ჰხედავს, რო ცხენმა შამბიდან
ყურები გამოაჩინა.
მაზე მორთული მხედარი
ქიჩიორს წარუდგა თვალ-წინა.
“გამრჯვებაო”, უცხომა
შემოუძახა ამასა.
გულს ნესტრად მოხვდა ესე ხმა
ქიჩირსა იმავ წამასა.
წინ მიეგება უცნობსა,
როგორაც შვილი მამასა.
- კი გაგიმარჯოს, მაგრამა
ამას ვისას სთელ ყანასა?
ვინ ხარ? სახელი რა გქვიან,
რად სჩადი მაგისთანასა?
- მე დემური ვარ. – და გული
ამის მთქმელს ასმევს შხამასა,
რაღაც ნაცნობი ხმა ესმის,
ჰგრძნობს ცუდსა მოსაზმანავსა.
- შენი სახელიც მითხარი,
ბიჭო, ამაყად მყვირალო!
- მე მკვდარი მქვიან, ძმობილო,
ჩემის მარჯვენის მზირალო!
დიაღაც მკვდარი, მაგრამა
ხმალს კი ვიხმარებ კიდევა;
ეცადე თავის დაცვასა,
შენი დღეები ილევა. –
და ხმალმა ქიჩირისამა
დემურის თავზე იელვა.
თავი გაგორდა მიწაზე
ზანტად, ტუჩების ღებითა,
ხმალსა ტანიც კი ჩაეჭრა,
დაღერებულსა კეფითა;
სისხლი ჩამოსდის დემურსა
ტანზე ჭიაფრად, ჩქეფითა,
ბალახს ჰღებს ცოლის მძებნელი
გულზე ხელების კრეფითა.
ცხენი კი გაფრთხა, გაიქცა
პატრონის წყლულის მნახავი,
გულის ვაების და დარდის
ჭიხვინით გამომსახავი,
უცნობს ენაზე მათქვამი,
ქიჩირის ხმლისა მძრახავი.
ქიჩირმა თავი აიღო, -
ხელი არ უნდა მტრისაო.
პირდაპირ დიკლოს გასწია,
კარგი მცოდნეა გზისაო,
გამოათავა მინდორი,
დიკლოს მოვიდა ღამითა.
მირბის ასლანის ეზოში
ხელში დემურის თავითა.
ასლანის კარების წინა
თავს არჭობს ხისა ტარითა.
დაბრუნდა ტერელოსაკე
ამსრულებელი ვალისა,
თავსა ჰგრძნობს ბედნიერადა
აღარ მდომელი ავისა.
არავის შიში არა აქვს,
მინამ ლურჯაი ჰყავისა.

VIII
იმ ღამეს დარბაზს ასლანი
სამავნეოსვე ჰფიქრობდა,
დემურის მოუსვლელობას,
ცოტა არ იყოს, ჰკვირობდა.
ბოლოს მოიხმო მსახური,
ჰკითხა სადარდო გულისა,
ჰკითხა ამბავი წარბშეკვრით
კაცისა დაკარგულისა.
-ამბავი სწორად შევიტყე,
სხვა მოწამენიც არიან:
კვირას მოსულა დემური,
გაუმარჯვნია ძალიან.
მაგრამ ვერ გნახა, ბატონო,
რადგან ჯერ არა სცალიან.
- გაუმარჯვნია? ქიჩირბე
მართლა მოუკლავს დემურსა?
- სწორეა, რჯულს გეფიცებით,
თქვენგან ნუ მნახვენ გვემულსა.
- თუ მართალს ამბობ, ამ საათს
თავს ჰნახავ პატივცემულსა. –
ასლანი მუჭით ოქროსა
ჯიბიდან აძლევს მონასა.
- რაღა სჯობ, ჩქარა მოვიდეს,
ვერცხლის და ოქროს შოვნასა!
რაც მას აღვუთქვი, სულ მივცემ,
არ ვუღალატებ ხსოვნასა.
- საქმე სხვაფრივა, ბატონო,
მიბრძანებთ? - გეტყვით წმინდადა.
დემურის ცოლსა მის მოკვლა
გულს შესწდომია ფინთადა, -
ქიჩირბეს ხელი წაუღავ
და გაპარულა ბნელაში.
დემური დილას წავიდა,
ხანს ჰლევს ცოლისა ძევაში.
დიაცის ფიქრი წყეულ არს,
ვინ შევა იმის კვლევაში!
- ეგ სხვა საქმეა, მაგრამა
ვეჭვობ, თუ შესძლო საცადი.
ძნელია, ბრიყვო, მის მოკვლა!
მრავალ ჭირს არის ნახადი.

IX
თქვენს მტერსა ისეთი დილა,
მაშინ გათენდა ჭირისა.
ზოგი ჩუმადა ვიშ-ვიშებს,
ზოგიც ხმამაღლა ტირისა.
“ვინაა დემურის მკვლელი?”
ნათესავთ გუნდი ყვირისა;
ხანჯრებსა ჰკბენენ, მრისხანედ
ცეცხლს აკვესებენ პირისა.
არავინ არი გამრკვევი
ამ საქმის, გასაკვირისა.
ასლანსაც გარისხებულსა
დანა არ უხსნის კრიჭასა.
იცოდა, სრულად ვერ ენდო
მიტომ წუხანდელ ბიჭასა.
“ამას ქიჩირბე იზამდა,
ცოდვას ნუ იტყვით სხვისასა!”
სახლის მოაჯირს წამდგარი
ხალხს გადმოსძახებს იმასა.
დემურის თავი შეჰხვიეს
ჩერქეზთა ტილოს ქისასა.
ტანის საძებრად წავიდნენ,
კვლასაც იძევენ მტრისასა.
რას იპოვნიან მშრალაზე
ნავალს ნაგეშის მგლისასა?!

X
გავიდა ცოტა რამ ხანი
და გამოირკვა ყოველი,
წინა-დღეს გაჯავრებული
აღარა ჰბორგავს სოფელი.
ადვილად აუგს არ ამბობს
კაცი ქიჩირის მგმობელი.
“მოსისხლის სისხლი აუღავ”,
ყველა ამისი მთხრობელი.
“ძალიან კარგად უქნია,
დედა უცხონეთ, მშობელი!”
მტყუვნის და მართლის სამზღვრისა
საქმეა გამომცნობელი!

XI
თავის წესს არ ჰშლის ბუნება,
ღამე დღეს, დღე სცვლის ღამეთა,
მუხლმოკეცილნი სხდებიან
შავი ნისლები მთა-ველთა;
მრავალთა წყალთა იდინეს,
ჩამოუარეს ვაკეთა;
მრავალმა გამოთხოვების
აკოცა ლამაზს ბაგეთა.
ზოგი გაჩნდა და სხვა მოკვდა,
საფლავს მწოლარე ვნახეთა.
მტრობა, ტრფობა და სიძულე
ერთურთს უგმობენ სახეთა.
ის ჰრჩება მხოლოდ ქვეყანას,
რაც რომ ჩვენგანმა აკეთა.
ბევრჯელ გაიშრო მთამ ქედი,
ბევრჯელ მოირთო თოვლითა,
ბევრჯელაც ვნახე ცვრიანი,
ვით შუბლს მუშაკი ოფლითა.
წყალი არ მოჰშლის წყლობასა,
რაც უნდა ბევრი ჰნაყოთა!..
ასლანის გული სავსეა
ისევ ქიჩირის ჯავრითა.
ვერცა რას ფარ-ხმალით გახდა,
ვეღარც რას თავის მსჯავრითა.
ბოლოს სიფლიდეს მიჰმართა,
ეს-ღა იხმარა ღონედა.
გაფხავებული მახვილი
მოსაქნევია ღონედა.
ენაზე მჭრელი არა არს, -
ძველებსაც უთქვამთ სწორედა.
ვაჰ, კაცნო, ბევრჯელ ბრმანი ხართ,
ხშირად უღირსთა ჰმონებთა!
ხშირად ქვას, უენ-პიროსა
ქვეყნის შემქმნელად ჰგონებთა!

XII
კაცი მივიდა ქიჩირთან
ერთხელ მაცდურად მცინარი,
თაფლი და შაქარი არი
მის პირით ამომდინარი,
ჭაღარ-შერთული მაჰმადა
გათქმული არი გონებით.
არც უსახელოდ შტენილა
ცხვრითა, ძროხით და ქონებით.
აქებს, ადიდებს ქიჩირსა
ხატებთან შენაწონებით,
ჰპოხს გულ-ჩათხრობილ რაინდსა
გულუხვად სალბო ქონებით.
მიჰმართა მის გულ-გონებას
სხვადასხვა რიგის ფონებით.
სულ ბოლოს იგი უამბობს
ჭკვიანად, გონებ-გონებით:
- მართალი არი, ქიჩირო,
ვერვინ გაშინებს ძალითა,
ვერვინ დაგიძრა წამწამი
შემოქნეულის ხმალითა.
მაგრამ არც კაი დღეში ხარ
მუდამ საფრთხეში ყოფნითა,
მუდამ ხმალ-ამოღებული,
ფეხზე შემდგარის თოფითა.
თავის შინ ქურდულად დახვალ,
ქურდულად პურის მჭამელი.
საცა გაივლი, მტრებითა
სავსე გგონია მთა-ველი.
მშვიდობის მიწა არა გაქვს
ცოცხალ კაცს ორი მტკაველი.
- სხვისა მონებას, მაჰმადო,
ეგრე მირჩევნის ტარება.
როდი მაშინებს სიცოცხლის
სიკვდილად გადაცვალება.
ერთი დღე ყველას მოგველის,
დღე იყოს, მზეცა ბრწყინავდეს,
ჩვენ არაფერი გვესმოდეს,
ცივ სამარეში გვყინავდეს.
ნეტავი იმას, ვინაცა
მკვდარი გასწირავს სახელსა,
და ყველა იმის ხსოვნასა
გულს ინთებს, როგორც სანთელსა.
ცოცხალი ცოცხალსა ვგვანდე
თავის გუნების პატრონად.
მოვკვდები, ერთი დღე მმართებს,
მიწა მექნება ბატონად.
- ვინა თქვა, მონად იქნები?
გაჰხდები პირველ კაცადა.
რაც რომ ასლანი ფიცულობს,
ღმერთი აქცია ხატადა.
ორს ვაჟსვე ხელი დაადვა:
“ღმერთს შევავედრებ ამათა,
თუ მე რამ ვავნო ქიჩირსა,
ოღონდ მოვიდეს ზავითა.
თუ კიდეც არ დავსაჩუქრო
საჩუქრით მრავალ-გვარითა”.
მერე ამ დროსა: ხმა დადის,
რომ გაგვამტვეროს, აგვიკლოს,
მოზღვავებულა ურიცხვი,
გამოჩენილა ხვარიგლოს.
ჩერქეზეთს ახლა სჭირია
ვისაც გული აქვს გმირული,
თავზედა ქუდი ჰხურია,
წელზე ჰრტყავ ხმალი მისრული, -
გასწიროს მკერდსისხლიანი
მტერი კარებზე მისული.
რად უღირს, იცი, ასლანსა,
რომ მიუხვიდე ზავითა, -
ჩერქეზთ ლაშქარში ერიო
თავის ხმლითა და ფარითა.
- რაც უნდა, ის ქმნას. მე მოვალ,
ქმნას თავის გულის ნებისა,
არც ვისგან საჩუქარს ველი,
არც მდომელი ვარ შვებისა.
დაძრახვიღ ნურვინ დამძრახავს,
სმენაც არ მიყვარს ქებისა.
დიაღ, წამოვალ, თუნდა თქვან:
ქიჩირი რასა შვრებისა?!
მე კი ჩვენს, ჩერქეზთ რჯულზედა
სახლში მიუვალ ძმურადა!
თუ არ დარიცხვნის თითონა,
დაე, მომექცეს მტრულადა.
არც მე მექნება სანაღვლოდ,
არც თავი დაკარგულადა.
საღმრთო წესს როგორ დაარღვევს,
ისეც გაფუჭდა სრულადა?!
- სულ ტყუილია, ღალატსა
ტყუილად ჰფიქრობ, ძმობამა,
რა სიხარული აჩვენა
აქამდის შენმა მტრობამა?
ემ ჩემ ჭაღარას დაენდე,
შენმა და ჩემმა ცნობამა! –
არ შეუცვალა მთქმელს ფერი
ტყუილის გამოცხობამა...
- კარგია, კარგი, მოხუცო,
სიტყვას რად ჰხარჯავ მრავალსა?
თავადაც კარგად გავიგებ
თავის თავგადასავალსა.
ხვალ ღამ, ან ხვალ-ზევით დილით
შინ ვეახლები მთავარსა.
ბევრს რად ჰფიცულობ, მის ნახვა
განა ეგრეცა მზარავსა?..
- როს დაგინახავს თვის კარზე,
გაუხარდება, იცოდე.
მოვაო, ვეტყვი... მშვიდობით!
დროა, რომ გზაზე ვიდოდე.
- მშვიდობით, წადი!.. კარგს ამბობ,
ცოტას რომ არა ჰფლიდობდე. –
რა გაისტუმრა მაჰმადა,
თქვა ეს ქიჩირმა ჩუმადა,
რაც ლომის ღმინი იქნება,
იღიმებოდა უმადა.
გულს დაეკითხა ათასჯერ,
ფიქრსა ჰშლიდა და აგებდა.
ბოლოს იფიქრა – წავიდეს,
თუკი ქვეყანას არგებდა.
თვალთ წინ დაუდგა მოძმენი,
ომი ფიცხელი მტერთანა,
აოხრებული ქვეყანა,
გასწორებული მტვერთანა.

XIII
- რისათვის იყო სულელი,
რაზე საუბრით გირთავდა? –
მაჰმადის წასვლის შემდგომა
დედა ქიჩირსა ჰკითხავდა.
- ასლანი ზავსა თხოულობს,
უნდა ვეწვიო, დედილო.
- რას ამბობ? როგორ ენდობი,
გონება-გამოშრეტილო!
ბალღი ხარ, ახლაც მოსტყუვდე,
რომ მგელს ეძლევი პირშია.
ვინ მისცემს, სად გაგონილა,
ბიჭო, ბედაურს ვირშია?!
ზავისა იმან რა იცის,
გველ-ბაყაყების ბუდემა,
ჩერქეზთა ქვეყნის გამცემმა
და ჯოჯოხეთის ზღუდემა?
რაკი წახვალ და არ იშლი,
რჩევას არ მისმენ მითაცა,
მაგ სიბრიყვესთან ბარემა,
მოდი და ჰქმენი ისაცა,
ჯერ კი მე მომკალ და მერე
იარე, როგორც გენებოს,
უშენოდ შენსა მშობელსა
ცოცხალს ნუ ნახვენ ტერელოს.
- რაც ციხე აქამდის ვაგე,
ახლა დავშალო, კარგია?
სხვას ყველას ვპოებთ, სახელს ვერ,
თუ ერთხელ დავიკარგია.
დიამც სიცოცხლე დავკარგო,
ის ჩემთვის მეტი ბარგია.
არამი არი ჩემზედა,
მაინც არაში მარგია.
მტერი რომ მოდის, მაშ, რა ვქნა,
შინ დავიმალო, კარგია?
რას ეგვანება ქიჩირი,
რომ არ ერიოს ჯარშია?
სხვა რაც უნდა თქვი, მაგრამა
ეს რომ არ მოდის ჭკვაშია?!
სიკვდილი ბევრად სჯობია
ჩავარდნას ქვეყნის ყბაშია.
რა სიცოცხლეა, რომა თქვან
ჩემი ლაჩრობა მთაშია!
დიაცებრ მანდილიანი,
დედავ, გინდივარ რაშია?


XIV
ის იყო, ასლანის ეზოს
დილის მზის სხივი ჰფენოდა,
ცხენზე მჯდომარე ვაჟკაცი
ეზოში ვინმე ჰშვენოდა,
დამშვიდებულის სახითა,
თითქოს არც როს რამ სწყენოდა;
უხმობდა მეგობრულის ხმით,
ასლანის გასვლას ელოდა.
ორი მსახური სტუმარსა
გამოეგება ხმიანად.
ცხენს ართმენ, მიესალამენ
ორივე თავაზიანად.
შინისკენ მიიპატიჟეს
აუჩქარებლად, ჭკვიანად.
იმათში არაფერს ჰხედავს
ქიჩირი დამაზიანად.
მაგრამ იქით და აქედან
გადმოხტენ აბჯრიანები;
ზოგნი თოფ-შემოყენებით,
სხვანი ხელ-ხანჯრიანები.
ხმა როდი გასცა ქიჩირმა,
სდუმს ვით ქვა, ვითა ლოდია.
არც წყევლა უთქვამს, არც ლოცვა,
მან არ ატეხა შფოთია;
თუმც მკერდში გული უქანავს
ბოღმა-ნასვამი, ლოთია.
სტაცეს ხელი და შებოჭეს,
ქიჩირი ქვასებ მდუმარებს;
ხელსაც არა სძრავს სამტროდა,
არც ილხენს, არცა მწუხარებს.
უყურებს, ღობის იქითა
ქალი ვინმე ჰღვრის მდუღარეს.
ბოლოს გამოჩნდა ასლანიც,
შავ ღრუბელსა ჰგავ, მქუხარეს:
- მგელო! გაგაბი ხაფანგში,
არ დაასვენებ კბილებსა?
რომ ჰკვესდი, - ასლანისასა
სულ გავწყვეტ შვილი-შვილებსა, -
ჩემს ჯილაგს ემუქრებოდი
ამოფხვრას ფესვიანადა.
ვერ ამოგფხვერი?! იგემე,
მიცანი წესიანადა!
სხვა ყველა დავიმორჩილე
მაღლა ცა მეხიანადა.
შენ არ მიხრიდი მხოლოდ ქედს,
მოგექე ხერხიანადა?!
აგანთებ, აგაპრიალებ
ცამდე თავ-ფეხიანადა!
მხოლოდ ეს უთხრა ქიჩირმა:
- ერთს გეხვეწები დიდადა, -
ნუ გააგონებ ქვეყანას,
თავს ნუ აჩვენებ ფლიდადა,
ნუ გააგონებ ჩერქეზთა,
რომ მომატყუე ზავითა,
ნუ წაჰრყვნი მოძმეთ ბუნებას
შხამ-საწამლავით, ავითა.
ეს ჩვეულება მტკიცედ გვაქვს:
წმინდად შენახვა კერისა,
პირობის დაურღვევლობა,
ძმად შინ შენახვა მტერისა.
- ეგ რომ წესად გვაქვს, ისაღა
სისხლით დაბანა სისხლისა;
მტრობისთვის მტრობა უზომო
წესია ჩვენი მიწისა,
რა ცოდვა არი, რა მადლი,
ასლანმა უკეთ იცისა!


(დასასრული ქვემოთ).


Last edited by Admin on Thu Jan 20, 2011 1:01 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Mon Dec 06, 2010 2:04 pm


უჩა ჯაფარიძე - "ვაჟა-ფშაველა".

ვაჟა–ფშაველა

სისხლის ძიება
(ამბავი ჩერქეზთა ცხოვრებიდან)


(დასასრული)

XV
ყველამ გაიგო სოფელში
შეპყრობა ქიჩირბეისა!
კაცთა, ქალთა და ყმაწვილთა
მოდენის იქნა დღე ისა.
მოქუჩდა ხალხი, მოგროვდა
ეზოში ყოველ მხრიდანა,
მხოლოდ სვავები ზამთრობენ,
არ მოგელავენ მთიდანა.
ყველას ის უნდა, იხილოს
თავზარ-დამცემი მტერისა.
გმირების მოყვარულია
თვალი და გული ერისა.
გალაღებული ასლანი
გულში ტკბილადა მღერისა.
მან ბრძანა, როცა იხილა
ბრბო ერთმანეთზე მდგომელი:
“თქვენ, კაცნო, ყველასაგანა
თითო კონა ფიჩხს მოველი.
მოზიდეთ ბევრისგან ბევრი,
გავწურთნო ესე ცხოველი,
მარტო ღვთის ბატონად მცნობი,
სხვა ყველას წინა მდგომელი!”
მოზიდეს შეშა უზომო,
ცეცხლიც დაანთეს დიადი;
შიგ უნდა ჩაწვან ქიჩირი,
როგორც კვერი და ხმიადი.
ქიჩირმაც იგრძნო კარგადა
თვის სატანჯველი ფრიადი.
მაგრამ ის წარბსაც არა ჰხრის,
სდგას ვით სალი კლდე, ზვიადი.
მიუდგა ქიჩირს ასლანა
ახლოს თავ-მოწონებული:
- მოგწონს, ქიჩირო, სასჯელი
ეს ჩემგან მოგონებული? –
ახლა ძლივს სუნთქავს ნებითა
გულზე დარდ-მოფონებული.
- მომწონს და არც შემაშინებს
ათასჯერ მეტიც იყოსა.
თუ გავტყდე, ღმერთი მრისხავდეს,
წყალმა და ღვარმა მრიყოსა.
- არ გეშინიან? სწორედ თქვი,
მხოლოდ დაგიხსნის მუდარა.
- ძაღლებს არას სთხოვს ქიჩირი,
მოკვდეს, მით არა უნდა რა.
- მაშ, თუ არ გზარავს სიკვდილი,
კიდეც იმღერებ, არაო?
- ძალიან კარგად, - ქიჩირი
ვითომ თავის შინ მჯდარაო.
მონებს უბრძანე, ჩონგური
რომ მომიტანონ ჩქარაო.
მალე ჩონგურიც მოართვეს,
ჩამოჯდა, მოიხარაო!
თოკით შეკრული მკლავები
სახმარად მოიგვარაო.
ჯერ გადაჰხედა გროვასა
ცეცხლის მფრქვეველის თვალებით.
ცეცხლი ცეცხლს დასწვავს, რა უშავს,
გარს შემორტყმული ალებით.
თვით იტანჯება, რომ იწვის,
სხვას კი გაათბობს წვალებით.
გაჩაღდა ცეცხლი და ბოლი
შეიკრა, როგორც ბარდია,
ცას შავ ღრუბელად გადეკრა,
თითქოს ტირილი სწადია.
ხალხში ხმას არავინ იღებს,
ქიჩირს შესცქერენ მტერადა.
ქიჩირმა ლარებს ჩამოჰკრა
და გაიხედა ცერადა.
იქ ნახა ქალი ლამაზი,
რომ იღვრებოდა ცრემლადა,
იგივე, ვინაც წეღანა
მის შეპყრობის დროს ტიროდა.
ქალის ტირილსა ქიჩირი,
ცოტა არ იყოს, ჰკვირობდა.
იცნო და პირმა შესცინა,
დატყვევებულს ვეფხვს იამა.
გამოაფხიზლა ყველანი
ჩონგურის სიმთა წკრიალმა.
აჰკრა ხელი და ჩამოჰკრა,
თან ზედ დამღერდა ხელადა.
დღესაც ამ ლექსების ცოდნა
ყველა ყრმას ადევს ბეგრადა.

1
ფლიდია ესე სოფელი,
ფლიდთა საყრელი ხელისა;
კარგებსა სჩაგრავს, უმსგავსთ კი
კალთას აფარებს, ჰშველისა;
მართალი წუთისოფელში
შველას ამაოდ ელისა!

2
სამშობლოსათვის მამაცი
არის მადლი და დიდება.
მალე დაჰღუპავს ქვეყანას
ლაჩართა გადაკიდება.
ვინ იყო ქვეყნის ორგული,
ვინ ჰშველდა გიაურებსა,
გააწყვეტინა ჩერქეზნი,
აჭმევდა მგლებს და ტურებსა,
დააჭრა საკუთარის ხმლით
ცურები ჩერქეზთ ფურებსა.
იმის ძმებს მტერი ჰმუსრავდა,
თვით ჯიბეს იყრის ფულებსა.
მიკვირს, რომ ასეთ უმსგავსთა
ქვეყანა რადა ჰყურებსა?!

3
სულდგმული დღესაც ვსულდგმულობ
მამა-პაპათა რჯულითა.
ნაგრძნობი ჩემის გულისა
არ მიწონია ფულითა.
მიყვარს ჩერქეზთა ქვეყანა
წმინდა ჩერქეზის გულითა,
მიყვარს მთები და ველები
გულ-მკერდით, დაქარგულითა;
ვინ იცის, ვინა ვცხონდებით
და ვინ წავწმყდებით სულითა!

4
ბიჭობა ათასნაირი,
ათასის სახის მქონეა.
ვისაც სიკვდილი აშინებს,
ის ბიჭად არა მგონია.
თავის გაწირვა ადვილად
ვაჟკაცთა სულის ღონეა.
ვაჟკაცთ დაიცვეს ქვეყანა,
გამრავლდეს იმათ ჯიშია;
ფლიდთა, სულ-მდაბალთ ჯილაგი
რომ გასწყდეს, ისა სჯობია.
გველის წიწილი გველია,
ხოლო ვირისა – ვირია.
კუნელზე ყურძენს არ ჰკრეფენ,
არცა-რა გასაკვირია.
უმსგავსთა, ფლიდთა მომსპობად
გახმეს ფოჩი და ძირია.


XVI
ბალღები შემოჰხვევიან,
შესჩერებიან ქიჩირსა.
ასლანის ორი ვაჟიცა
გვერდითა დგანან მის პირსა.
ცეცხლი კი უფრო გაჩაღდა,
ალი ალსა სცემს, ტრიალებს.
საზარი სანახავია, -
სიკვდილის ბრჯღალი ტრიალებს.
“აი, ბიჭობაც ეს არი!” –
კვლავ დაიძახა მხედარმა,
იღლიას სათითაოდა
ბალღები იკრა მჭეხარმა,
არა ამაოდ მომთქომმა,
არ უსაფუძვლოდ მკვეხარმა.
“აი, ბიჭობა, ნახეო!” –
და დაიღუპა ცეცხლშია
სამის სულდგმულის სახეო.
ამითი როდი გათავდა
ამ ცეცხლის ზღვასთან ომია.
ქალი გადმოხტა გროვიდან,
ციდან მოსული მგონია,
ისიც თან მიჰყვა ქიჩირსა,
თქვეს: “ეგ დემურის ცოლია!”
ცოცხალ-მკვდრად დარჩა ასლანი,
გაშტერებულა დუნია:
სულს ჰხუთავს, ბუნებას ჰშხამავს
ცეცხლში დამწვართა სუნია.

XVII
მეორე დილას იპოვნეს
იქვე სხეული ბებრისა;
საკრეფად წამოსულიყო
ქიჩირის ძვალთა მტვერისა.
ეკრიბა კაბის კალთაში
თუ რამ ცეცხლს ფერფლი რჩენოდა;
ეძებდა შვილის ნიშანსა,
ეგებ რა გამოსჩენოდა.
რომ ვერაფერი ეპოვა,
მასაც სიცოცხლე სცხვენოდა.
დანა დაეცა გულშია
და სისხლი გადმოსდენოდა.


XVIII
ასლანზე რაღას იტყვიან,
სადაა? როგორ რჩებაო?
- ძალიან ამბავს ამბობენ:
უნამუსოდა კვდებაო.
ჭირი რამ შეხვდა უწამლო,
მთაზე თოვლივით დნებაო.
ლოგინად ჩავარდნილია,
ფეხზე ვეღარა დგებაო.
დამბლად დაეცა, ჭკვით შესცდა,
შუა მოხრილი გრაკლადა.
არც რჩება, აღარცა კვდება,
ცოცხალი არი ძალადა.
პურზე, საჭმელზე იძახის,
როცა მიართმენ, ასეა:
“წაიღეთ, შორს გამაცილეთ,
გველ-ბაყაყებით სავსეა!”
ვინც სალმით მივა იმასთან
(ჩერქეზთ მთავარი იგია),
ბოდიშის ნაცვლად მიუგებს:
“მე როდი გამიყიდია!”

---
ათასჯერა სწვიმს, სეტყვაა,
მთებზე ნისლები ჰკიდია,
ბევრი რამ ხდება ქვეყნადა,
შიფ ცოდვა-ბრალი დიდია;
ბუნება წარბსაც არ იხრის,
მაინც მშვიდი და მშვიდია.


ჟურნალი “კვალი”, 1897 წელი, 5 იანვარი, #N2; 12 იანვარი, #N3; 19 იანვარი, #N4; 25 იანვარი, #N5; 2 თებერვალი, #N6.


ვაჟა–ფშაველას ნიღაბი, აღებული 1915 წელს, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის (1876–1951) მიერ.


Last edited by Admin on Fri May 17, 2013 9:20 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Mon Dec 06, 2010 4:47 pm

ვაჟა–ფშაველა

ნეტავი შენა, შავნისლო
(სიმღერა)

ნეტავი შენა, შავნისლო,
შეუპოვარად მდინარო,
ხან ქვეყნის დამბრძენებელო,
ხან ზღვის უბეში მძინარო!
შენთვის ერთია ყოველი:
ვაკე, მთა-გორი, კლდენია;
შენ არ დაიშლი შენ წესსა,
თუმც ცრემლი ბევრი გდენია.
ვერ შეაფერხებს შენს სვლასა
მთელის ხმელეთის ძალია,
ვერც გვირგვინოსანთ ბრძანება,
ვერც ამოწვდილი ხმალია.
ზღვა ქშენით გამოგისტუმრებს,
ივლი, დასწვები მთაზედა,
მაღლით დაჰხედნებ ქვეყანას,
ფარს გადაიგდებ მკლავზედა.
ის ლაღნი ძენი კლდეთანი
ვაჟკაცს გეტყვიან ნანასა;
ლაშარის-ჯვარი ჩამოვა,
ყელზედ ჩაგიდებს შანასა;
აიწევ მხარბეჭიანი,
ცრემლით მოგვირწყავ ყანასა,
გააძღებ კაცის შავ გუდას,
ხარებს მიუყრი ჩალასა.
თუ არ შენ, ერთურთს დავსჭმდით,
გულსი დავსცემდით დანასა;
მამა ვაჟს მწვადად შესწოვდა,
დედა – ბატარას ქალასა,
ბატარას, ბაცქინტურელას,
უძუძურობით მთვრალასა.

1888 წ.


Last edited by გამრიგე on Fri Dec 10, 2010 9:45 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Mon Dec 06, 2010 5:02 pm

ვაჟა–ფშაველა

ღარიბის სიმღერა

ტიალო სიღარიბეო,
გააბეჩავებ ყველასა!
აღარსაით მაქვს სახსარი,
აღარსით ველი შველსა!
ბალღები დამიწიოკდა,
კაბა გაუცვდა ლელასა,
ვინ იტყვის წვნიან საჭმელსა,
პურს ვეღარ ვშოვობ ხმელასა!
შამამტრიან ბალღები,
გამამიწვდიან ხელასა.
"პური მოგვშივდა, მამაო", –
სიტყვას მეტყვიან ძნელასა.
ამის გამოგონეს ცეცხლი მწვავს,
გული დმიწყებს ლევასა,
გაუსენია ყველანი
მჭვალს და ყივანა ხველასა.
ვითომ კი ვშრომობ მედგრადა,
ყელთავქვ ვკიდივარ მუდამა,
არცა ვარ ცოდვის მოქმედი,
თვით კარგად უწყის უფალმა.
აბა, რა მივცე მახტაში,
რა მაქვს, რა მატიალია?!
ნეტავ, იცოდეთ როგორი
გულში მიბრუნავს ალია!
მიშველე, ჩვენო გამჩენო,
მიშველე, მომეც ძალია!
აკმარე ბეჩავს ჩემს თავსა
ამდენი ცოდვა–ბრალია!
ისე გაივლის სთვლის ღამე,
არ მოვიხუჭო თვალია;
ვფიქრობ: რით, როგორ ვიხადო
მე მამობრივი ვალია?!
მე ვერ ვიქურდებ, ვერა, ვერ,
გული არ მაძლევს ნებასა,
ვამბობ და ნუ გეგონებათ,
თქვენგნით ველოდე ქებასა.
წაიღონ, ერთი ეგღა მაქვს,
ერთი თანგირა ქობია.
მოვკვდები ნამუსიანად,
ესრე სიკვდილი სჯობია.
დაე, შვილებიც გამიწყდენ,
გასწყდენ, როგორაც ვშობია,
მადლიც იმასა, ცოდვაცა,
ვინც წინ გამივლო ღობია!

მარტი, 1889 წ.


Last edited by გამრიგე on Fri Dec 10, 2010 9:42 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Mon Dec 06, 2010 5:39 pm

ვაჟა–ფშაველა

ძვალები

ძვალთა თქვეს სამარეშია:
ავდგეთ, გვეყოფა ძილიო,
ვიგრძნოთ კიდევს სიცოცხლე,
ლხინი და ბრძოლა ტკბილიო,
აქ ყრას უქმს, გაციებულსა
იქ ტანჯვა სჯობის თბილიო!
იმ ძვლებში ერთი ძვალი სჩნდა
ომში მოკლული ბერისა,
დაფიტებული, დამჭკნარი,
ნახრავი ჭია–მწერისა,
ძვალმა ჭკვა გამოიჩინა,
სიტყვა სთქვა ძველის–ძველისა:
"დაეყარენით თქვენთვისა,
თქვე საცოდავნო, ხმელანო!
ის დრო ხომ არა გგონიათ,
ჩვენ რომ მოვჭამეთ ძველადო?
ნეტავ, რო სჩქარობ ადგომას,
ვის გაუძღვები, ბელადო?!
სამარეშიით ყურს ვუგდებ
ჩვენს საფლავებზე მავალთა,
ხმა მათი კაცის ხმას არ ჰგავს,
ენა უცხო აქვთ მრავალთა...
თქვენ წადით, მე აქ დავრჩები,
გზათ არ შაგიშლით, სავალთა!"

1890 წ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Mon Dec 06, 2010 5:56 pm

ვაჟა–ფშაველა

ნიბლიას ანდერძი

ქარი უბერავს, მოაქვს ნამქერი,
ჩიტი ნიბლია ატირდა მთაზე.
– სულ მუდამ ლაღო და მხიარულო,
ჩიტო ნიბლიავ, ცრემლს აფრქვევ რაზე?
– უსახლკარო ვარ, განა არ იცი,
ყინვამ მომასწრო, ძმობილო, გზაზე.
დამკრა სიცივემ, გული დამილბო
და მიმიყინა ფრთებიცა ტანზე.
ფრენა არ ძალმძს, ვეღარ დავდივარ,
ზედ მიმეყინა ფეხები ქვაზე.
წადი, უთხარი ჩემსა ობლებსა
და გადასძახე მაღლიდამ თავზე:
აქ გამითხარონ ცივი სამარე,
აქვე დამმარხონ, ამ მაღალს მთაზე,
ნაზის იისა კუბო შემიკრან,
გულს დამაყარონ ტურფა კესანე;
არ დაივიწყო, თუ გწამს უფალი,
არ დაივიწყო, შენი კვნესამე!

1891 წ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Mon Dec 06, 2010 6:06 pm

ვაჟა–ფშაველა

***
ვინ სდგეხარ გულჭირიანი
აფხუშოს ქავის კარზედა?
მტერთა მარჯვენის ნამდნარი
წვიმისცვრად დაგდის თავზედა.
ერთი კვირეის ნაფხიზლარს
ლული გევლება თვალზედა,
დაგთვლემს და დაებრჯინები
ხამუშად შუბის ტარზედა.


1895 წ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Mon Dec 06, 2010 7:19 pm

კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა

“გამარჯვებაო”. რამდენჯერმე ვუთხარ დიდს, საზარელს კლდეს, მაგრამ ყური არ მიგდო, იდგა თავისთვის დინჯად, ყურსაც არ იბღერტდა, თითქოს ბუზიც არ აჰფრენოდეს.
- ხომ არ გეძინა, შავ-კლდეო, ბოღმა-ნაღველით შედედებულო, უბედურო, უდაბურო, გულღრძუვო! – გავუმეორე კვალად, - კაცი ვარ, სალამს გაძლევ, რატომ ბოდიშს არ იხდი?..
- ბოდიში? - სთქვა კლდემ და შუბლშეკრულმა გადმომხედა მაღლიდან, - რას ეძახით კაცნი ბოდიშს?.. ჰო, ვიცი, ვიცი... ერთმანეთს სულ მუდამ დღე გამარჯვებას ეუბნებით ენით, ხოლო საქმით ერთურთის დაღუპვაზე სდგეხართ. კლდე იმით არის კლდე, რომ ენას არ ალაკლაკებს წაღმა-უკუღმა. როგორ გაგეხარდებოდა, როგორ მადლობელი იქნებოდი, როგორ ქება-დიდებით მომიხსენებდი, შენს “გამარჯვებაზე” გაგიმარჯოს, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე, თავს შემოგევლეო, რომ მეთქვა, არა? უმეცარო! არ გესმის, გამოუცდელი ხარ, ჯერ ბევრი რამ გაკლია, ბევრისაგან ბევრი...
- ჩვენ კაცნი ამას ზრდილობას ვეძახით. ბოდიშის მოხდა ვალად გვძე ადამიანის შვილთა.
- ჰმ, ჰმ, ჰმ! - გაიღიმა უგემურად,-უზრდელთ ვინ მოგცათ ზრდილობა?! ერთმანერთს სჭამთ, ერთმანერთსა ჰჟლეტთ. ვითომ კლდე ბრიყვია, არ იცისო, გგონიათ? ვიცი, ყრმაო, ვიცი! დიდი ხანია აქედან დავყურებ ქვეყანას... რაც იქ სისხლი და ცრემლი დაღვრილა და იღვრება, აქ ჩემს გულში გუბდება, აქა გროვდება. ბუნებაში ჩემზე უშნო ერთი ქმნილებაც არ გგონიათ. მთას რომ უცქერით კაცნი, მე მუდამ თვალს გადამაცილებთ თავზე, რათა ჰპოვოთ რამ სხვა თვალისათვის საამური – ყვავილი, ბალახი და სხვა. უნდა გაიცნოთ ჩემი გული, უნდა ჩაიხედოთ შიგ, იქნება მაშინ აღარ გეუშნოვოთ, აღარ შემიჯავროთ. თუ ვინმე სასოებამიხდილი, თავმობეზრებული დამადგება თავსა და ამბობს: აქედან უნდა გადავვარდე, რომ მოვრჩე ტანჯვას, მოვისპო სიცოცხლეო, - თვალებსწინ საზარელს სურათს დავუყენებ სიკვდილისას, ვაგრძნობინებ – ნუო; დაიშლის – ხომ კარგი, არა და – ჩემს კალთაზე სიკვდილს ჰპოვებს. იმის სულის დალევის წამი გულში ჩამეწვეთება და ტანჯვად მექცევა. დიდის ტანჯვის მტვირთველი ვარ, იმიტომ მუდამ მუნჯი, მუდამ პირქუში ვდგევარ, არ არის ჩემთვის მოსვენება, არ ვიცი, ლხინი რასა ჰქვიან. არა ვარ უმადლო. ნუ, ნუ სცოდებთ ღმერთსა, ნუ მიკიჟინებთ უდაბურ-უბედურებას, ნუ დამწამებთ გულღრძუვობას.
- ახ, რა კარგად ლაპარაკობ; რომ ჩამოხვიდოდე სოფლად და კაცთა შორის დაიწყებდე საუბარს, რა დიდს მადლს იზამდი! მერე, როგორ უჭირს ქვეყანას კარგი მთქმელი, კარგი ჩამგონებელი!.. კაცი კაცს არ უჯერებს, კარგსაც რომ ეუბნებოდეს- ესეც წესია ერთნაირი ბუნებისა, მაგრამ როცა დაინახავდენ – კლდე ლაპარაკობსო, მთლად სმენად გადაიქცეოდენ ადამიანის შვილნი; შენ შეგეძლო ანგელოზებად გარდაგექმნა კაცნი. მე მრწამს ესა: იოტის ოდნად არ ვეჭვობ, რომ წინააღმდეგი რამ მოხდეს, თუ გაჰბედავ და იქაც ეგრე აუქჩარებლად, დინჯად, მოხდენით ისაუბრებ.
- კიდევ არ იცი, გამოუცდელი ხარ და იმიტომ. ძალიან ცოტა ხნის გამარჯვება მექნებოდა, ბოლოს, ისევ ცილისწამება, მეძავობა, შური იჩენს თავს. იტყვიან: “მოჩვენებაა, კლდეს როგორ შეუძლიან ჯერ საუბარი და მერე ეგრე ჩაგონებით, ადამიანივითო! ეშმაკის მანქანება რამ უნდა იყოსო”- და მორჩა... მერე წერაქვი, ლაღუმი, ამტვრიეთ კლდე, ვისაც რად გესაჭიროებათ: ჩაყარეთ ლიბო სახლისა, ააშენეთ კედლები, დააგეთ ფილაქანი, გათალეთ საფლავის ქვები. არ იქნება ასე? იფიქრე, კარგად იფიქრე!.. ეგრე რომ არ იყოს, ეგ ზნე რომ არ ვიცოდე კაცისა, დღესვე მთელი ქვეყნის თვალწინ გავფენდი, რაც კაცობრიობას ცოდვა ჩაუდენია, რაც შეცდომა მოჰსვლია, რაც საცოდაობა დატრიალებულა დედამიწის ზურგზე, მაგრამ ამაო შრომა იქნება: კაცმა უნდა სცოდოს, კიდევ შეცდომა ჩაიდინოს, რომ მერე ინანოს, შემდეგ ისევ ეცადოს, შეცდომა გაასწოროს. ესაა მისი სიცოცხლე. დიაღ, დავანახვებდი ყველა მის გონების, გრძნობის უსუსურობას, ამას რომ არ ვხედავდე და მეც დავიფუშებოდი. აღარ მინდოდა მას შემდეგ სიცოცხლე, აღარც იყო ჩემი ყოფნა საჭირო.. გულდამშვიდებით, ბედნიერად დავხუჭავდი თვალს და მოვისვენებდი.
- ააახ! როგორ გულით მონდომებული ვარ ადგილიდან დაიძრა, გახვიდე ხალხში და იქადაგო! რა მშვენიერი სურათი დამიდგებოდა თვალწინ: აუარებელი ხალხი და მათ შუაში ჩამდგარი შენ, კლდე, ჰქადაგებდე ეგრე მედიდურად, წარბშეუხრელად, მოურიდებლად, უკრძალავად. ჩვენ, როცა კაცის ხასიათის სიმტკიცე გვინდა გამოვსახოთ, ვამბობთ: კლდეა, სწორედ კლდეაო. და ახლა ის წარმოიდგინე, თვით კლდე ესაუბრებოდეს ქვეყანას... მაშინ რა იქნება? ნუთუ სასწაულს არ მოახდენდი? მაგრამ არა, ჰზარობ, გეძნელება ადგილიდან დაძვრა, შეჩვეული ხარ ერთ ადგილს დგომას, არ გეხერხება განძრევა. გეშინიან, რომ გავინძრე, გავჩუჩუნდე, სულერთიანად დავიფუშებიო.
- მე რას ვიტყვი ისეთს, შენც არ შეგეძლოს იმისი თქმა?
- რისა, მაგალითად?
- მხოლოდ სამი სიტყვისა: გიყვარდეთ კაცნო, ერთმანერთი! შენ გგონია, საკვირველს, ახალს რასმე გასწავლი და ან ვასწავლი ქვეყანას? ხოლო ამ სიტყვებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, შინა და კარში ეს ხმა უნდა ისმოდეს, პირველი მცნება ეს უნდა იყოს, დედა ამას უნდა ჩასჩიჩინებდეს შვილს აკვანში, ისე გამუდმებით, რომ ეს ჩაძახილი ვეღარა გზით ვერ ამოიშალოს ადამიანის გულიდან, როგორც ჩემს მკერდზე ვერაფერი ამოჰშლის წყალთა და ზვავთა ნაკვალევს. ანუ, უკედ რომ ვსთქვათ, ის პატარა ბუშტი ლეშისა, რომელსაც თქვენ გულს ეძახით, იქცეს ერთ, მხოლოდ ერთ სიტყვად – გიყვარდეს.
სთქვა ეს და სდუმდა. დაბლა ხევებიდან მოაწვა შავი კუპრივით ნისლები და კლდე სრულიად დაფარა. ბევრი ვეძახე, ბევრი ვემუდარე, კიდევ ხმა გაეცა კდლეს ჩემთვის, მაგრამ ამაოდ, ხმას აღარ იღებდა, ჩემს ხვეწნა – მუდარას ყური აღარ უგდო.
დაიწყო მთიდან ცივმა ქარმა ქროლა, ცივს ჟინჟლს წვიმისას პირზე მაშლიდა და ჩემს ცრემლებს უერთებდა...
მერე კიდევ მოვდივარ ხშირად კლდესთან იმ იმედით, რომ გამოვესაუბრო, მაგრამ ამაოდ. დიაღ, ამაოდ, აღარ იღებს ხმას და აღარც მეჩვენება. გადიცვამს ტანზე ჯავშნად შავს ჯანღს და მემალება....

1898 წ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Mon Dec 06, 2010 7:38 pm

კლდე სალი

ხანდახან რომ ჯანღი დამეხურება, თვალთ დამიბნელდება, ვეღარაფერსა ვხედავ: ვერც მაღლა ცას, დღე მზიანს, ღამე ვარსკვლავებით მოჭედილს; ვერც დაბლა დედამიწას, ხან თოვლით და ხან მწვანით დაფარულს; ვეღარც ჩემ თვალწინ მყვირალ მდინარეს, მხოლოდ იმის ხვივილი მესმის ბუნდად, გაურკვევლად... გულში ჩაიხვევა, ჭაიკეცება შავი, მწარე ფიქრები... და იქ, შიგნითა ცეცხლია გაჩაღებული, მაგრამ ცეცხლი ვერა სწვდება ამ ფიქრებს დასაწვავად.
კარგი კი იყო დაეწვა, დაეშორებინა ჩემთვის, რადგან მტანჯავენ, მაწუხებენ.
ვითომ მინდა ნამდვილად იმათი დაწვა? არა, არა, სულ ტყუილია. ხანდახან გაჯავრებული წამოვიტყვი რაღაცას და ბოლოს კი ვნანობ... არა, უამათოდ რასღა ვეგვანები? რას დაემსგავსება ჩემი სიცოცხლე? ვიცოცხლებდი კი? – არ მგონია. ვფიქრობ, რომ მაშინ სიკვდილი მოიცავდა მთელ ჩემ არსებას: ვეღარას ვიგრძნობდი, ვეღარას ვიტყოდი...
-თქვენ, ეი, შვილებო, თქვენ გენაცვალოსთ თქვენი ბედშავი, ნაგვემი, გულ-მკერდ დაკაწრული და ნაცრად ქცეული დედამშობელი. აღარა გწადიანთ ჩემთან, აღარ გიყვარვართ? მაშ აღარ ამოხვალთ, აღარ მაკოცებთ? თქვენ შემოგევლეთ თავს, თქვენ, ჩემო კარგებო: ამოიხედეთ მაინც მაღლა, თქვე უღმერთოებო, თვალებით თვალები ამოგწოვოთ, ამოგსუტოთ. რამდენი ხანია, რამდენი საუკუნეა საუკუნეს სდევს: მზე გაცვდა. მეც გავცვდი, გეძახით, და ვერაფერი გაგაგონეთ. არ იქნა- არ მეღირსა ამეყვანეთ ხელში, გადამეკოცნა თქვენთვის თავ-პირი.
სჩანს თქვენ ვეღარც კი მიცნობთ, თუ მე დედა ვარ თქვენი და თქვენ ჩემი გულ-მკერდის ანაგლეჯ-ანასხეპი, ჩემი უმადური შვილები, მანდ უფსკრულში ჩალაგებულნი, უსიტყვოდ ერთმანეთზე მწოლარენი... თქვენ ჩემ შვილებს როდი გეძახისთ ქვეყანა, არამედ ლოდებს კლდისას. ბართ კიდევაც, მაგრამ რასა ჰგავს თქვენი დუმილი? როგორ დავიჯერო თქვენ მკვდრები იყვნეთ. ადამიანს კი მკვდრები ჰგონიხართ, არ იცის იმან თქვენი ჯიუტი ხასიათი. ეგ სიჯიუტე ჩემგან გჭირთ.: მე შეგაწოვეთ რძესთან ერთად. დაგავიწყდათ განა? ოჰ, ღმერთო, ღმერთო!... აბა თუ ერთხელ მაინც გამეგონოს იმათგან ალერსიანი სიტყვა: დედავ, დედაო, ჩვენო დედიკოვო?.. რა უბედური ვარ, დიდი უბედური! ერთხელ რომ მაინც ეთქვათ ჩემს შვილებს, დედაო, მაშინ ხომ ერთი ათასად გავიზრდებოდი, ქედს მაღლა ავწევდი და ასე წელმოწყვეტილი და თავდახრილი აღარ ვიქნებოდი, შვილების ძახილით დაღლილ-დაქანცული, ქანცგამოლეული.
ვისგანღა უნდა მოველოდე დედობის თქმას? ღმერთმანი ნისლი მომმართავს ამ სიტყვით. არასოდეს. ის მოვა ფშვინვით, დამეხურება ზედ, შემომერტყმის გარშემო, თან ფშვინავს, დუდუნებს რაღაცას, ვგონებ, უნდა ლოცულობდეს: “კლდეო, შე საწყალო, რას ოხრავ, რასა შფოთავ: პატარახან თვალი მოატყუეო”.
თითქოს გავემზადები საძილედ, ბურანში წავალ, მაგრამ ჩემი შვილების პატრონს რა დამაძინებს?!
არწივი მეტყვის დედობას? არა.. იმას მხოლოდ დასვენბა უყვარს ჩემს კალთაზე და აქედან თვალის ჭერა, რომ სადმე მიდამოებში მსხვერპლი შეიგულოს და დაუქროლოს. მოჰყვება ისიც ხვნეშა-კვნესას. ნეტავ ვიცოდე, იმას რაღა აშვნეშებს? რა დარდი დასწოლია გულზე? როდი მიამბობს, ხმას არ ამოიღებს, კრინტს არ დასძრავს, მხოლოდ ხვნეშის გულის საკლავად. ერთხელძლივს ვათქმევინე დარდის მიზეზი. აი, რა სთქვა: “ცოდვებით დატვირთული ვარო; არ შემიძლია ვიცოცხლო, თუ ცოდვა არ ჩავიდინეო. უნდა მოვკლა და ვჭამოვო, ვკლა და მჭამოვო! როდემდის ასეო?!” სთქვა და დადუმდა.
რამდენჯერ ვსთხოვე: “ჯანი გაქვს, ჩაფრინდი და აგერ ერთი ლოდი ამომიტანე, რომ გულში ჩავიხუტო-მეთქი”.
“ჩემი ბრჭყალი ლოდებს არ დაეკარება, არ მოევლება, რადგან არც ხორცი აკრავთ, არც ყტავი და არც სისხლი სდითო”- აი, რა სიტყვით მიშორებს თავიდან.ნეტავი ხელები მქონდეს, ან წელში მოთხა შემეძლოს, ჩემი დაკარგული შვილები მომემოშა და დამესვენა გულ-მკერდზე, ყველა – თავსი ალაგას. მაგრამ რა ვქნა მე საბრალომ, რომ უფალს არ უბრძანებია ჩემთვის ვიქონიო ხელები, ავიხარ-დავიხარო, დავიძრა ადგილიდან...
ვინ მეტყვის დედობას: ჭილყვავები? – არა, არც ისინი: ვუნდივარ მხოლოდ საფარ-სამალად; ჩხავილით ყურები ამიწეწეს და ბრჭყალებით კაბის კალთები დამიძენძეს... მადლობა მითხრან? არასოდეს. იმათი გული მადლობის გრძნობას ვერ გამოიწურავს, რადგან შავია, როგორც თვით ჭილყვავის ბუმბული.
ჩემი მადლობელი მხოლოდ მლივია, პატარა, ნაცარა ჩიტი, დამფრთხალივით, მხრების თახთახით რომ დაფრინავს; ომვარდება ჩემთან გულგახეთქილი, თრთის, კანკალებს, დნება შიშით, ვინ იცის, რამ შეაშინა. ყველაფერი აშინებს: “მიშველე, ჩემო დედილო, ნუ მოუშვებ ჩემთან ნურც ქორს, ნურც ალალს: - მომკლავენ, მიტევენ; მიშველე, დამიფარეო”.
ძალიან გულჩვილია და ძალიან საწყალი, სუსტი, ბეჩავზე ბეჩავი არსება. რა ვქნა, მეც შვილობას ვეუბნები, თუმცა იგი მე –კლდეს, ამაყს, სალს, დიდებულ – რა შვილობს გამიწევს, მე კიდევაც რომ დედობა გავუწიო? შეუძლიან განა? არა... მლივი ვერ იქნება კლდის შვილად, ვით კრავი შვილად ლომისა. მლივმა როგორ უნდა შეასრულოს ანდერძი კლდისა: ვინ მისცა უძლურ არსებას იმდენის სიმტკიცე, მხნეობა, სიძლიერე სულისა, აასრულოს, უპატრონოს, ექმნას დარაჯად ჩემ ნდობა-სურვილთა და მისწრაფებათა? სად შეუძლიან მაგ დამდნარს, გამქრალს შიშით, თრთოლით გალეულს, უმხედროს დიდებულს უკვდავების წადილს კლდისას? ეს სურვილი მხოლოდ კლდისა და კლდის მზგავსს მის ანაგლეჯს, მის ჯიშისას, შეუძლიან დაიცვას და აღასრულოს ღირსეულად.
აი რისთვის ვტირი დღეყოველ, რისთვის მედაგება გული, მეშრიტება სისხლი და გონება, როცა დავცქერი ჩემ შვილებს, ჩემ გულ-მკერდიდან ანაგლეჯ ლოდებს. რამდეგიც მეტი მომწყდება გულიდან და ჩაილეწება ჯურღმულში, იმდენად მე სიკვდილს ვუახლოვდები უკვდავების მოტრფიალე მსასოებელი მთელი ჩემი არსებით. აი რად მინდა ასე გაგიჟებით მოვმოშო ჩემი შვილები და შემოვიწყო, შემოვირიგო გულ-მკერდზე.
-მლივო, საბრალო მლივო! იცოცხლე, საცოდავო, ღმერთმა გაშოროს ყოველივე განსაცდელი: შენ რა შვილობას მიზამ, შე საწყალო?.. სუსტი როს არ იყოს და ჩემში ძალას არ ჰხედავდეს, არც მლივი მომეპყრობოდა ასე ალერსით... რას მეწამლება მწირი ბალახების და ღვთის ლოცვა-მუდარაში ჩამომდნარ მესვეტედ დაყუდებულს ყვავილთა და მცენარეთა სიყვარული?!
-გოგოებო, ბიჭებო! მაშ არ გესმით ჩემი ძახილი? ვაი თქვენს დედას! ზურგზე გველები დაგცოცავთ; ეგ მაინც არ გზარავთ; მოიშორეთ, არ შეგიძლიანთ?! ვაი მე საბრალოს!..
ამ დროს ლოდების გროვას სიცხის ბუღი ადგია თავსა, როგორც ანკარა გუბე მდინარისა, რომელიც ზედ დასთრთოდა და დაჰკანკალებდა, იელ-ციალობდა, თვალსა და თვალს აკეთებდა, თითქოს ჰაერი უხილავ არსებათ ნართად დაურთავთო, ქსელი გაუბამთ და ათასნაირი ფერადებითა ჰქსოვენო. ხოლო ლოდებზე იგლარძებოდა გველები, განცხრომაში იყვნენ...
ამ კლდის პირდაპირ სხვა კლდე სჩანდა, ყვითელი, თავით ბოლომდე ნაწვეთით გაჟღენთილი ხავსით დაფარული; იმის თვალწინ ერთ ლოდსაც ვერ ნახავდა ადამიანის თვალი.მრისხანე მდინარე ან ჰფარავდა შიგ ჩავარდნილ ლოდებს, ან ქვეით მიაქანებდა და უჩინრად ჰქმნიდა. ყოველ კლდეს არა ჰქონდა გამოცდილი დედაშვილური გრძნობა, მაგრამ უგდებად რა ყურს თავის მეზობელ კლდის მოთქმას, იმასაც გული უკვდებოდა მის საცოდაობით, თუმც პირველისთვის ჯერ ხმა არ გაეცა.
-შვილებო, შვილებო, მაშ აღარ გაგცემთ ხმას, უნდა მთელი ჩემი სიცოცხლე ამ ვაებით დავლიო?.. მაშ არ გიყვარვართ?.. ან კი გიყვარვართ ვისმე სხვას, ჩემის ამაგით მცხოვრებელს?..- ამბობდა კლდე სალი და მოჰხდა გულიდან საშინელი ქვითინი.
-მე მიყვარხარ, მე... დიაღ მე.. სხვის ნურავის იყვარულის იმედი ნუ გაქვს, - უპასუხა გაღმიდან კლდემ ყვითელმა და შეამოწმა მის ქვითინი თავის მოთქმა-გოდებით. არყმა, კლდის შუა წელზე მდგომარემ, შეარხია ტოტები; ბებერმა მუხამ, მრავალთა საუკუნეთა მოწამემ, ბრძოლაში უშიშარ რაინდივით მკერდგამოწეულმა, უფრო წინ გამობერა მკერდი, ტანში შეიშმუშვნა.
უცბათ, თვალის დახამხამებაზე შეიცვალა სურათი... მთები და ხეობები გაივსო ჯანღებით და ღრუბლებით; დაუშვა კოკისპირული წმივა, შერთებული კლდეთა ცრემლთან, ისმოდა საშინელი, ერთმანეთში არეული ხმაურობა ფრინველთა, მოგროვილიყვნენ არწივნი, სვავნი, ყორანნი, ქორ-შევარდენნი, ორბნი; ყველა თავის ენაზე მოსთქვამდა; კლდეებს შავ ზეწრად ჯანღი გადაჰფარებოდა. ტიროდნენ კლდეებთან ერთად ფრინველნი, ყვავილნი და მცენარენი კლდისანი, დაიქვითინა მოხუცმა მუხამაც და ააქვითინა გაღმა-გამოღმა ხეები; ტიროდნენ ყვავილნი, ცქრანტანი, მილეულ-მიბნედილნი,ყვავილნი კლდისანი, ძლივს რომ ახელდენ თვალებს, ქვებსა და ქვებს შუა ამობზინებულნი; კლდეთა და ღრუბელთა ცრემლით გალუსკვილი ფრინველნი ძლივსღა ფრინავდენ... და კლდენიც ბოღმა-ნაღველ მორეულნი მძიმედ ქშინავდენ.
ხოლო არ იყო გაგება, რასა შვრებოდნენ ლოდები დასვენებულნი, გაჟღენთილნი მშობებელი დედის ცრემლით; და ყველა იმათ ცრემლით, ვინც კი იყო დღემუდამ მოწამე სალის კლდის ტანჯვისა და მის მწუხარებისა...


1912 წ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Mon Dec 06, 2010 7:41 pm

ვაჟა–ფშაველა

სცენა მთაში

(ხევსურთა ცხოვრებიდამ)

განთიადია. აქა-იქ როჭუებმა დაიწყეს კაკანი. შორიდამ, მთის პირიდამ, მოდის შურთხის სტვენა. ნამი უხვად დაღყრია ბალახს; დაანმულს ბალახზედ საამურად ისმის სტვენა ცელისა გაღმა-გამოღმიდამ. მოთიბულის, დაჭკნარის ბალახის სუნი საამოდ მოსდებია იმ არემარეს. ჯერ მთიბლების “გრგვინვა”, სიმღერა არ გახშირებულა, ძვლები არ გამთბარა, ოფლი არ დაძრულა გულ-მკერდზედ. აბიკამ და მამასწვერამაც გაიღვიძეს, წამოსხდენ; ეზარებოდათ კი ადგომა, მაგრამ სხვა მთიბლების ცელის “წივილი” აღარ აძინებდათ. შეაცქერდენ ერთმანეთს. გაიჩმუჩნენ მხრებში.
აბიკა: რა ხელ გეძინა, მამასწვერავ?
მამასწვერა: ქვე რა მეძინა, სიზმართ ქვე გადამლახეს.
აბიკა: რა ღნახე, ქვე რა იყვა აგეთაი?
მამასწვრა: ვერ დავდექით კაის ადგილს, მონა ალაგ ყოფილა ამაჩი, მოსადევრიანი. წინ-წინ რო ჩემეძინ, განაე, ჯერ ერთხან მამედინ ხევჩიით ძახილი: “მამასწვერავ, ჰა, მამასწვერო!” საჩქაროზე ქვე წამავდეგ, დავიყურე, მივიხენ-მავიხენე, მივადუჟე” რაი, ხარ, რა მეძახ? რა გი ჩემთანით? მეძინებისავ, დამაძინებავ, ღმერთ იწამევ, გაწყიას ხახმატის ჯვარავ, კარატის ჯვარმავ. დედაშვილთ ქვე შავეხვეწე. კვლა-კვლავ ჩამეძინა. ახლა მეორედ მამედინა იმაჩიითავ ძახილ: “წამეედ ჩემთან, ჩემო მამასწვერავ, მარტუაი ვარევ, პურა ვერ მიჭამავ მარტუასა, ერთად ვივახშმოთევ, ბეღელათ-ბეღელაი ვორეევ!” დავშინდ, კინაღართ დავიხელთე, მაუსვი იმაჩიავ სატევარს ხელი, სათავითურჩი არცად იყვა, მერმ მავხელე, დავიდევ თავით, მუქარა დავსთხოვე, ცეცხთან ააგზენ, მავიხიბლე სრუ. შენაც გიძახინე, გონად ქვე ვერ მაგიყვანე. შენაც არ გეძინ მასვენებითა, ჰბრუნავდი რასამ, ხარს რო დაჰკლავენ განაე, ისრ ჰრისხავდი.
აბიკა: გუდანის ჯვრის გამარჯვებამ, მამასწვერავ, მაგას კი არ სტყუი; მეაც დავიწვ-დავიდაგე წუხრ, ღონობაჩი ვიყავ, უფერ ადგილ ყოფილა ამაჩი. საითაც შენ არ უძახნავ, აიმაჩიით გამაჩნდენ ორნ ქალნი შავნი, მქისენი, უფერნი; მავიდეს ახლუაჩი ჩემთან ზედაოდ, გაშალნეს ხელნი ჩემს გასატაცებლად. სხვამ რამამ დაუწყვ ძახილი: “ხელ არ ჰკადრათავ, თორო მიგიკლავთ ჯორ-ულაყთა აი, მიმკვდართავ!” იმათ არა გაიგონეს: ერთიან ხელ მტაცეს, გამიტაცეს, ირბოლეს თავად, მარბოლებს მეაცა, მიწითად ფეხ არ მამაკრეინეს, წიოკობიდიან რასამ, ჟღავ-ჟღუვობდიან: “ჩვენ ხარევ, ხარევ ახლა კი, ვეღარსა გაგიტევთავ, აბიკაო”, იძახიან. მემრ დამიწყეს ჭირებაი ღვთისშვილნი, ვიტაცე სატევარს ხელი, უქნიე ერთას – გახტ გვერდზე, უქნიე მეოერს –გახტ ისიც. ზედაც გამამეღვიძ, ვეღაროდ ვეღარ დავიძენ, თენებაიც ქვე მაჯარებულიყ. მართალს უბნობ, მონა ალაგ ყოფილა ამაჩი. ცეცხლ არ უნდა გაგვექრა წუხრ, სრუ უნდა გვნთებიყვა. ეშმა-ქაჯ ცეცხს ერიდების. ჩვენ აქ დადგომაი აღარ იქნების, დავიხელთებით სრუ ერთიან.
მამასწვერა: ამაჩი დადგომაი ნიადე არ იქნების.
აბიკა: რა ხელ იქნების... ცელებ დავღლესათ, მამასწვერაო, დროი ას ახლა კი.
(დაუწყებენ ორივენი ცელებს ლესვას).
მამასწვერა: (ცელს) გაფხავდი, გაფხავდი, დევის ფერცხალო, აისხი ეკალი!
აბიკა: (ცელს) გაფხავდი, ტიალო, მამუკაის ნაქნარო. (ისმის ზარბაზნის ხმა თიანეთის მხრიდან). დახკარით, დახკარით დურდურათა, ა ბეჩავ, უსის შვილებო!
მამსწვერა: ტიალო დურდურაო, რარიგს ბოლთ გამაჰყუდებს, ნისლ გეგონების, მიწან იძვრიან. ცხენ-სატიალენი საკვირვლა ჰყოლიათ გაწურთვნილნი. დასჭეხნებს დურდურაი-დ არ იქმენ ჩუჩუნს. იმას გააბრუნებენ, დაუკვრვენ დარურურუასა, ახლა სხვას მაარბოლებენ, ერთიან ამლათად, როგორც ქარმ ფოთოლ გაიტაცას, აისრ დაიტაცებენ. იქნებიან ტყრეშნი, იმას სხვა მაჰყვების, ახლა კიდევაც სხვაი. ნისლთავით ბოლნ გამეეყუდებიანა-დ, დადგების გუგუნი, მიწათ მაჰზინებს სატიალენი. ეხლა მზადებაჩი არიან უსნი, ხემწიფის მალოდინ აქვისთ. თიანეთჩი არ ვიყავითა დაბარებულნი კოკროჭინაის სუდჩი გამახელაის ძაღლის თაობაზე, იქ უნბობდენ ხემწიფის მასვლასა, ღურბლით მავალისავ, რკინის ყუთჩი იჯდებისავ, თიანეთჩი ფშაველ-ხევსურთ დაიბარებსავ, გარს შამარტყამსავ-დ ისრ გამაუცხადებსა წყალობასავ.
აბიკა: რა რიგ, რა კაც იქნების, ნეტარ?
მამასწვერა: დიდკაც ასავ, ოთხის კაცის სიდიდოივ, ტანზედ ოქროს ტალავარ სცვავისავ, წელთ ნეფე-ერეკლის ხმალ რტყავისავ.
აბიკა: მანამ უსნ დაიჭერდენ საქართველოს, ფშავ-ხევსურეთჩი დევებ ქვე არ ყოფილან. ფშავჩი კოპალას დაულევიანა-დ ხევსურეთჩი – პირქუშს. უსნ რომ მასულან განა, დაუწყავ სრევა დურდურაისა, შიშით დახეთქილ დევები ბარჩიით დამფთხვარანა-დ ქვე სრუ ხევსურეთჩი გამახვეტიალან სიმაგრიან ალაგ ასავ. ხევსურეთივ, იქ უსნ ვეღარას დაგვაკლებენავ. ერთად დევა კიდეოც დარჩენილიყვ ქალაქის პირჩი, ქალაქით მანავალს მინდიას შაჰყრივ წინა, ავჭალის შამაღმითით. “ცეცხნ ვღნახენავ, შუა გზაჩი აენთნენავ, აიმაჩი ჩემს წინ გადმეეყუდავ შავნაბადით, დაგწყიოს გუდანით ჯვარმავ, ხახმატის ჯვარმავ, ჭიჭახის ჯვარმავ, ეთქვ, ყველა ღვთიშვილ ეხსენ. შამამიღრიჭინისა, შამამიკრიჭინისა, მერმ პირ-ცეცხლ ქვე ვახსენე, გაქრ იმავ-მაშინისავ”.
მამასწვერა: ჰა, ბეჩავ, ამირანო, ჰა, ბეჩავ, ძმანო! დევთა სალევლად იმათთანა ხო ტყუილია. ორნ ძმან სხვან ჰყოლივ ამირანსა.. უსიპი-დ ბადრი. ეა, ბეჩავ-ობოლნო! რა დღესაც დევ არ მაკლიან, იმ დღეს პურ ქვე არ ჭამიანო. დედაიც კა ჰყოლივა იმათ:

ბადრი, უსუპი, ამირან
ობლები მავიყარენით;
ყველფ არ გვინახავ, კერაი,-
სიჩალეს მავიზარდენით;
გავიგეთ კაის მაქმედი,
მუშაჩი დავეტანენით;
ვინაც ავ გვიყვა ობოლთა,
ახლა შინ შავეტანენით.
დედამ დარეჯანმ გვაბარა:
დევებს ნუ შაეყარნიდით,
თუ შაგეყარნასთ დევები,
მარჯვე ნუ გაეყარნიდით.
სამნი ჩვენ, ცხრანი დევები
ბაზარზე შევიყარენით,
თავს მოვხვდით ბალხის კარავსა,
ბოლოჩი გავიყარენით.
ომისა ვერა გავიგეთ,
ფარს ქვედა მავიმალენით.
დავსხედით ღვინის სმაზედა,
ცოგნ დევნი დავიტანენით.
ვინაც სვა ღვინო ჩვენთანა
ძმებურას გავიყარენით;
ვინაც არა სვა ღვინოი”
დაღვკარით, არ ვიწყალენით.
დევებ კი არა ყოფილან,
ხმალს ქვედა გავატარებით.


აბიკა: (ზარბაზნის ხმა ისმის) დახკარით, უსნო, დურდურათა დახკარით! ჩვენაც დახვკრათ სათიბს, მამასწვერავ! შენ რო ჰკვეხდი, აბიკას თიბაჩი ქვე ვაჯობინებავ, ეხლა გამოჩნდების. (ცელს). მატუსენ ბალახნი, მამუკაის ნაქნარო, ნუღარას გასწირავ! (გვრინავს).

სასტუმრიელოდ მზეს ღგევხარ,
სამასპინძლოდა - მთვარესა;
კაცისა საპირდაპიროდ
ქვას ღგევხარ მგორიალესა;
ამლათა გასაგერშავად
მგელს ღგევხარ მარიალესა...


აბალე მამასწვერავ!
მამასწვერა: (ცელს) მალოკენ ბალახნი, მააწითენ მიწანი. ემაგას დაღკრავს, თავ, მამასწვერას მეძახიან მეა, ჩაგაჭრი კალთათა, მამგლოვიარებ, ტიალო!
აბიკა: აბალე, მამასწვერაო, აბალე, მეედი! ქვენ დარჩი, მამასწვერუავ, გაგიცივდების ღულელ აბიკასთანამდი.
მამასწვერა: სა მიხვალ, სა, აბიკურავ?! მალედავ წამოგეწევის ყრუაის გაზდილი (გვრინავს).

კა ვაჟი, მგელი, არწივი,
არცერთ არ გაიწურთნება:
მგელი არ მაჰშლის მგლობასა,
კა ვაჟი მამაცობასა,
ბერი არ მაჰშლის არწივი
მთის ყურეთ ნადირობასა.


(თავისთვის) ნაწლევებჩი ქვე ჩავწდი, რაი ყოფილა ეგი, ვერ წამოვეწევი მკვდარ-ვარიანსა. ცელ მითამ კაად სჭრის, ქვე რა მემართებით?!
აბიკა: ქვე ტყუილა რასამ სცოდვილობ, ქვენ დარჩი, მამასწვერაო. ვერ მახვალ აბიკასთანა. კაც არ ხარა, დაჰკვლიე ემა თავის ნამხრევთა, თაგვის სოროს ღგავის, დიდი ნამხრევ მაინც წამაიტანე, სირცხვილი არ; ხოყანა ღნახავს, ბეჩავ კაცი ყოფილაო, იტყვიან, შენთ ნამხრევთ რო ჰღნახავენ. (ცელს) ჰა, ბეჩავ, აბიკაო! კა დაუსდიხარ დედას, სატიალეო!
მამასწვერა: ბევრ არაი ჰყოფილხარ, თავ ქვე ნურას გედიდების, აბიკურავ, შენ ფერებს ხუთსაც უბეჩი ჩავისხამ ნიადე, სტუმარშინშაუყვანელო!
აბიკა: შახენეთ, შახენეთ მაგას, მამასწვერუას, შენ გღნახას კაცმა, შე ტილიანო, აბიკას შენ უნდა ეუბნებოდია მაგას, მეკანტალეო, წიწან-გაუპოხელო! შეგნით ქვე შაწუხებულ ას თემი, სოფელი. შენ არ ხარა, ქალაქჩი რო ტყავებ დაგეპარ, დაგიჭირესა და საბნელოჩი ჩაგაგდეს. დავწყვიტენ ჯორ-ულაყთ წელები შენის გულისად ქალაქჩი ერბოების ზიდვინებითა. მაშინის კა აბიკა ვიყავა განაე? ახლა კი უბეჩიაც მიპირობ ჩასმას? თავს ნუ აფერებ ღულელ აბიკას. მე ნაჩალიკიც ქვე მიცნობსა, სუდიაიც. ღურბელნატარიც.
მამასწვერა: ვინა ას მეკანტალეი, შენ უნბობა მაგას? შინ ჯალაფნ არას გკითხვენ, გარეთ –სოფელი, მკვდარ-ვირიანო!
აბიკა: მიგიკლავ ჯორ-ულაყთ აი, მიმკვდართა. ჯღან-გაუპოხელო, მექალრძლეო, დიაცის ქუქუმო-ამოუზინებელო, ტრუკ-ტრუკაო!.. თუ ტრელ არ ხარა, აქ მეედი, გამაჩნდების, ვინ ვის გაისომს უბეჩი!
მამასწვერა: აქ მეედ, აქ, ძაღლო!
(აბიკა აგდებს ცელს და გაექანება მამასწვერასკენ. ორივენი საცერულებს სცემენ ერთმანეთს, სისხლი ჩამოსდით).
აბიკა: (დაუქნევს საცერულს) ე მაგას დაღკრავს, აბიკას მეძახან მეა, გაგაწითებინებს.
მამასწვერა: (ჩაარტყამს საცერულს აბიკას) სხვადასხვისას არ გაგიფერებს, მამასწვერას ეძახიან ემაგას.
(ამ დროს გამოჩნდება ფშაველი მამუკა, რომელსაც დღიურ მუშადა ჰყავ დაჭერილები აბიკა და მამასწვერა. მამუკა ცხენიდამ გადმოხტება, შუაში ჩაუდგება ქუდმოხდილი მოჩხუბრებს და დაუწყებს შველებას).
მამუკა: სუთ, თქვენი ჭირიმე, რა გაქვთ, კაცნო, გასაყოფი, რაღა ამ ჩემის მთის თიბაში მოგინდათ ჩხუბი და დავიდარაბა! (დაიჭერს აბიკას და გაიყვანს ცალკე).
აბიკა: გამიტიე, მამუკაის ჭირიმე (იზიდება).
მამუკა: სად გაგიტიო, ხევსურო, ვაჟოთ, თქვენ ჭკვიანადა, თორო მე ვიცი, როგორც გაგიტევთ. სირცხვილი არ არია თქვენთვინ, იმისა მაინც არა გცხვენიანთა, ფასს გაძლევთ და თქვენ ერთმანეთის ქელვაში და ცემა-ტყეპაში ჩამოგილევიათ დღე-ჟამნი! ეს დღე, ეს არი, დაღამდა, ჩემო ძმაო, ღმერთი აღარ გწამთ?!
მამასწვერა: (მამუკას) გამაუტიე ე მკვდარ-ვირიანი, გამაუტიე, მამუკაის ჭირიმე!
მამუკა: (აბიკას) წამოდი, წამოდი, აქ წამოდი! (გაჰყავს ცალკე, მამასწვერა თავისთვის მიდის მუქარითა და ლანძღვით) რა არი, რაზე ჰხოცთ ერთმანეთს, რამ ეშმაკმა ჩამოგიარათ!
აბიკა: (დაფიქრებით, თითქოს ნანობსო) არც კი უმისობაი, გუდანის ჯვრის გამარჯვებამ, მამუკაო! წუხრ დევ დაგვეხედვა, აღარ გვაძინეს ეშმა-ქაჯთ, მაგვხიბლნეს, საშუღლარ ქვე არ იყვ. მამას ჩემისაგან გაგონილ მაქვის, დევის მაჩვენებამ შუღლ იცისავ.
მამუკა: რატუ არ ადგილის დედას შაეხვეწენით? ჩემო ძმო?!
აბიკა: ქვე რა რიგა არ ვეხვეწენით, ვეხვეწენით ნიადე. მასადევრიან ალაგ ყოფილა, უნდა გეთქვ წინავ, თუ მასადევრიან ალაგ იყვა.
მამუკა: ექა ვბერდები კაცი, მე დევ არ მამჩვენებია, რა ვიცი...
აბიკა: (იღებს ბარგს და სხვა ადგილს გადააქვს) აქ დადგომა არად არ იქნების (დაანთებს ცეცხლს. მამუკა და აბიკა ცეცხლს მოუსხდებიან).
მამუკა: უნდა შაგარიგნეთ, აბიკავ! სირცხვილი, ერთად ყოფნა გინდათ, ამხანაგები ხართ, უმძრახნი ხო არ იქნებით?!
აბიკა: აუ, შარიგება რა ხელ იქნების, უხევსურეთოდ ჩვენ ქვე ვერ შავრიგდებით, ვერ გავშველდებით.
მამუკა: პურა მაინც შავჭამოთ.
აბიკა: კა იქნების (სჭამენ პურს ორივენი).
მამუკა: (ვახშმის გათავების შემდეგ) აბა, ეხლა ძილის დროც არი (იგებს მოთიბულს ბალახს და ზედ ნაბადს იხურავს). ფიქრი ნურაის გაქვს, აბიკავ, დევი აღარ მოგვეჩვენება. ღმერთო და ემ ადგილის დედაო, შენ დაგწერე ჯვარი!
აბიკა: (წვება) ღმერთო-დ ემ ადგილის დედაო, დიდო ხახმატის ჯვარო, შამოგხვეწნია შენს საყმოჩიით ღულელ აბიკაი, შაიხვეწიე, აშორე ეშმა-ქაჯი, მონა სული, შენის მადლისა და ძალის გამარჯვებასა (იძინებს).
მამასწვერა: (მარტოკა ზის დაფიქრებული, დაღონებული და დიდი ცეცხლი უნთია) ქვე რა გვქონდ დღეს საშუღლარი! დასწყიოს ღმერთმა, დევ-ეშმაკთ გადაგვლახეს, იმათ ქვე გვაქნიეს შუღლი. არაი ჭირდ საიმისოდ, ღმერთის მა... ღმერთ დასწყიოს მონა სული, რა ხელ მოგვხიბლა, ვაჟებო (ეხვეწება ადგილის დედას, ღვთიშვილებს ქუდმოხდილი, რომ გადაარჩინონ დევ-ეშმაკებსა, და იძინებს).
მყუდროება სდგამ გარეშემო, მხოლოდ ხევი მოსქჩეფს, კლდეზე გადამდინარე, ჰყვირის, ჰშფოთავს, ათასგვარს გამოხმობასა ჰბადებს. მთის პირიდამ მთვარემ ამოყო ყური და ბადესავით გადააფინა მთის წვერებს თავისი სხივები. მთვარის სხივი დაადგა მამასწვერასა და აბიკას და თითქოს ყურებში ჩასჩურჩულებდა, თითქოს ნანას ეუბნებოდა: ნუ გეშინიათ, ნუ ჰკრთით, დევებს მე მოგაშორებთ, დამაშვრალნი ხართ, ტკბილად დაიძინეთ, მე ვარ თქვენი დარაჯი, თქვენი პატრონიო.


1889 წ.


Last edited by გამრიგე on Tue Dec 07, 2010 12:08 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Mon Dec 06, 2010 7:46 pm

ბერიძე გაუტეხელი
(საშობაო მოთხრობა ფშავლების ცხოვრებისა)

შობის წინა დღე იყო, ქარიანი და სუსხიანი მთაში, ხოლო ბარში რა ამინდი, როგორი ტაროსი იდგა, იმისი რა მოგახსენოთ. ქარი თოვლს, როგორც ბელტს, ისე ჰგლეჯდა, აჰქონდა და ჰაერში ხვავივით ანიავებდა; ძნელი გამოსაცნობი იყო, სთოვდა, თუ ქარბუქისაგან ატანილი, ატაცებული თოვლი ცვიოდა დედამიწაზე. მთის ბუნება ბობოქრობდა, ისმოდა ქარის სისინი, წივილ-ზუილი და ხანდახან ბუბუნი. მთის ბუნებას ვამბობ, თუმცა ბუნება აქ არსად აღარა სჩანდა. თოვლ-ბუქში, კორიანტელში ამ ბუნების აბეზარობას ებრძოდა მხოლოდ ერთი ადამიანი, მოხუცი სამოც წელს გადაცილებული. მგზავრს მიეღწია უღელტეხილამდინ, მთის ყელამდინ. ის იყო, უნდა სამშვიდობოს გადასულიყო, რომ ქარი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, აწვებოდა მოხუცებულს და დაბლა ახეთქებდა; მოხუცი მაინცდამაინც წინ მიიწევდა, ფიქრმა – უკან დაბრუნდიო, ერთხელაც არ გაუელვა თავში: არც იყო ჩვეული უკან დახევას, რისთვისაც ხალხი ”გაუტეხელს” ეძახდა. მგზავრის ნაცნობებისათვის რომ გეკითხათ, მრავალს მაგალითს და შემთხვევას გეტყოდენ მოხუცის შეუდრეკლობისას, გაუტეხლობისას მტერთან თუ მხეცებთან ბრძოლის დროს. მგზავრმა ეს კარგად იცოდა და იმიტომ უფრო მაგრდებოდა, თითქოს სცხვენოდა სხვაფრივ მოქცევისა. ლაჩრულის ყოფაქცევით შეურაცხყოფა არ უნდოდა მიეყენებინა იმ აზრისათვის, რაც ხალხსა ჰქონდა მგზავრის შესახებ.
“ეჰ, დაბეჩავებულხარ, ჩემო თავო”, - ამბობდა მუხლის კვერებზე წამომჯდარი მგზავრი, თანაც შუბს აბჯენდა, რომელიც მარჯვენა ხელში ჰქონდა მაგრა დაბღუჯული: - “ვაჰ, დედასა მტრისასა. სიყმე აღარ არი, ოხერი, ჯეელობის ფილფო დაკარგულა; მაინც არ გასტყდე, ჩემო თავო!” სხვა გამამხნევებელი რომ არ მოიპოვებოდა, მგზავრი თავადვე ამხნევებდა თავის თავს.
დაბრუნება ან კი როგორ შეეძლო? კაცი ხევისბერი იყო. დღეს ღვთისმშობელში უნდა გამოცხადდეს, იქ უთიოს ღამე და ხვალ თანამდებობის ასრულებას შეუდგეს. მთამ დაბრკოლება აღუმართა წინ. მაგრამ ამ დაბრკოლებას სძლევს და ღვთისმშობელში ამაღამ დიდ ცეცხლს გააჩაღებს, სხვა მლოცავებთან ერთად მამა-პაპის ჩვეულებას აასრულებს: ღამეს საჯარეში გაატარებს; ხვალ შობადღეა, მლოცავი მოვა ხატში, მოიტანენ ქადა-პურებს (ქადა და ხმიანდი), ბერიძემ უნდა დასჭრას, სამი წილი პატრონს მისცეს. მეოთხედი – ხატის მსახურს; მოიყვანენ საკლავებს, მოიტანენ კოშტ სანთელს, უნდა ხევისბერმა “ჩამოჰქნას” და მოანთოს, უნდა თვითეული მლოცავი “დაამწყალობნოს”, ე.ი. დალოცოს ლუდიანის თასის აპყრობით და წარმოსთქვას: “დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღესდღესინდელ რღულ-ქრისტიანთასა! დიდება შენდა, ღვთისმშობელო ჩარგლისაო, რასაც გულზე და მხარზე შენი მოსამსახურე ყმა გეხვეწებოდეს, იმ გულზე და მხარზე შაიხვეწიე, შენი უღური მოახმარე, შენი კაბის კალთა დააფარე” და სხვა და სხვა.
როგორ შეიძლება, რომ ბერიძემ არ მოანთოს სანთლები ლუდიანს კოდებზე! იმან უნდა მისცეს ხალხს წესი და რიგი: როგო დარიგდეს პური, ქადის ნაჭრები, ხორცი, ლუდი; უნდა ხევისბერმა აღმართოს და და შეაჟღეროს დროშა. დიდს მიუტევებელს ცოდვას იზამს ბერიძე, თუ ყველა ეს წესი არ აასრულა წმინდად, უკლებლად. როცა დროშას დაინახავს ხალხი, როგორ აღტაცებულია, ცასა სწვდება ხალხის გრძნობის ტალღა, როგორც ელექტრონი, ისე გაურბენს დიდსა და პატარას ტანში სამღვთო ზეაღმტაცი ფიქრები ზოგნი პირქვე ემხობიან, ზოგი უნდა მივიდეს - ემთხვიოს დროშას, მაგრამ ეკრძალვის, არა სთვლის თავის ღირსად შაეხოს თავის უწმინდურის პირით ან ხელით.
ყოველივე ეს საქმე იყო ბერიძის მიერ ასასრულებელი, ხევისბერს მოვალეობად ჰქონდა ქედზე დაჭდეული; თუ ეს წესები არ ასრულდებოდა, უნდა წაწყმედილიყო ერი და იმასთან ერთად თვით ხევისბერი...

II

ხალხი ბერიძეზე იმასაც ამბობდა, როცა გაემართებოდა სალაშქროდა, წაუძღვებოდა წინ ლაშქარს ხელში დროშით ქისტეთის დასარბევად, ან სახლიდან ხატში წავიდოდა სამსახურის ასასრულებლად, - მუდამ ხევისბერს ცაში თავზე დაჰბრუნავს უზარმაზარი არწივიო და არც დაანებებს თავს, ვიდრე დანიშნულ ალაგას არ მიაღწევსო.
დღეს ბერიძის მფარველი არწივი ცაში აღარ სჩანდა, ციდან აღარ დაჰხაროდა ხალხისა და ხატის მოსამსახურეს, ერთულს, თავდადებულს; არწივი ციდან ჩამოფრენილიყო, უხილავად შესჯდომოდა მხრებში დაღლილ-დაქანცულ ხევისბერს და უადვილებდა განრისხებულ, გამწარებულ ბუნებასთან ბრძოლას. ბუნება ნამჩერს პირში აყრიდა მგზავრს, სუნთქვას უძნელებდა, სულს უხუთავდა. მაგრამ ის მაინც წინ მიიწევდა და თან ღვთისმშობელ დედას ევედრებოდა თავის გულში: “დედა ღვთისმშობელო, მიშველე და შესაძლებინე შენი სამსახურიო!”
ღვთისმშობელმა დედამ თითქოს შეისმინა ბერიძის ვედრება. ქარი ცოტახნობით შეჩერდა. ჯერ არ დაღამებულიყო, ერთი საათი კიდევ იქნებოდა. ბერიძემ უღელტეხილს მიაღწია და გადიხედა მთის იქით; გამოჩნდა მისი სატრფიალო ღვთისმშობლის ხატი თავის ნანგრევებით, დარღვეულ ციხე-კოშკებით, დიდრონ დახავსებულ ლოდებით და ათასის წლის უზარმაზარი იფნის ხეებით დაჩრდილული. მგზავრმა თავისუფლად ამიოსუნთქა, დაკრუნჩხულ ხელებით თეთრი ტყავის ქუდი მოიხადა და პირჯვარი გამოისახა, ექვსის ვერსის მანძილზე თავის სალოცავი მოიკითხა, სალამი მიართვა.
ხატის მიდამოს ჰხედავს ბერიძე. იქ თვითეული გოჯი მიწა ღვთისმშობლის საბძანებელია, მისი კვარცხლბეკი წმინდათაწმინდაა; ის დიდრონი იფნებიც თავით ბოლომდე სული წმინდით არიან გარემოცულნი. არვის შეუძლიან იმათ ხელი ან მახვილი შეახოს, - ერთი პატარა ტოტი მოსტეხოს; ვაი იმის ყოფნას, ვისაც გაუწყრება ღმერთი და ამას გაჰბედავს!... ქარმაც რომ მოსტეხოს ამ წმინდა ხეებს ტოტი, იქვე ადგილობრივ უნდა დალპეს, არავის შეუძლიან წაიღოს და შეშად მოიხმაროს. აი, როგორ ძლიერია ბერიძის სათაყვანებელი სალოცავი!.. ღვთით, იქნება მიაღწიოს ხატში და არ უღალატოს თავის დანიშნულებას. აქამდის პირაღმა ჰქონდა სავალი ბერიძეს და თოვლი – საკვალი; ახლა პირთავქვე დაეშვება და, ღვთით, სიარულიც გაუადვილდება, მაგრამ ის ფერდა.. ჰოო, გასავალი.. ვითომ რაო? იქნებ ზვავი გადმოსკდეს? ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ყველაფერი ღვთის ნებაა. რაც ღვთისმშობელსა ნებავს, ის უნდა მოჰხდეს. ბერიძემ ვაჟკაცურად გადააბოტა და გადაეშვა პირთავქვე.
ქარი დროგამოშვებით კიდევ დაუბერავდა და ქედანივით ღუღუნით გაუვლიდა ყურებში; ნამქერი ახლა მგზავრისთვის საშიში არ იყო; აქამდის პირში ჰხვდებოდა, ვერაფერი დააკლო, ზურგში მიყრილი რას დააკლებდა?! ბერიძე უფრო გორ-გორის პირებს ეტანებოდა, ერიდებოდა დაბლობებს, მინამქრულ ადგილებს, სადაც თოვლში კაცი ყელამდე ჩავარდებოდა და რის ტანჯვა-წვალებით მოუნდებოდა თოვლიდან ამოსვლა. ბერიძე ადგილისა და ამინდის კვალად იყო ტანისამოსში აგმოწყობილი. ჩოხა-ახალოხი დიდსა და განიერ შალვარში ჰქონდა ჩაყრილი, ანუ როგორც ფშავლები ამბობენ “შალვარში იყო ჩამჯდარი”, ფეხებზე ბანდულები (ხუჩები) ეცვა, რომ ფეხი კარგად მოეკიდებინა ყინულზე და არ დასხლეტოდა. თეთრი, მსხვილად ჩართული მატყლის საწვივეები – პაჭიჭები ეცვა. ხევისბერი მაინცდამაინც არ იყო თვალწარმტაცად მორთულ-მოკაზმული და მუდამაც ამგვარად ეახლებოდა ამ დროს “თავის ღვთისმშობელს”, მაგრამ ხატს, კარგა რატომ არ მოირთეო, თავის დღეში არ მოუმიზეზებია და არც დაურბევია. ბოლო დროს, ვიდრე მრისხანედ დაყუდებულს ფერდას გაეკიდებოდა, ღრმა ხევს მოეფარა. უკანასკნელად ქუდის წვერიღა ჩნდა, რომელიც მრისხანედ ფამფალებდა, თითქოს ქუდიც ვისმე ემუქრებოდა, თუ მხოლოდ პატრონის გულისთქმას გამოიტყოდა? ბერიძის ქუდის მოძრაობა ამას ამბობდა: “ჩემს პატრონს ჯერ გული არ გასტეხია და არც გაუტყდება; რაც სანატრელი დაუსახავს, მუდამ იმ სანატრელისაკენ მიიწევს, ყოველგვარ დაბრკოლებას დაამხობს და გადაჰლახავს. თუ ეს ვერ მოახერხა, ერთი საშუალებაა მუდამ ბერიძის ხელთ: - უძლეველი დაბრკოლება დაიდოს ლოგინად და ზედ თავად დაიძინოს საუკუნოდ”.



III

მეორე დღეს, შობას, ხალხი შეგროვილიყო ხატში და მწუხარე სახით და ზოგი მათგანი თვალცრემლიანი გასცქეროდა იმ ფერდას, რომელზეც ბერიძეს უნდა გამოევლო. ზვავი მოხეთქილიყო; მოსული კაცის კვალიც შთაინთქა ზვავში. “უეჭველია, დაიღუპა ხევისბერი, ის ბეჩავი. იმას რა დააყენებდა მოუსვლელს, თუ ერთი რამ არ იყოს იმის თავსა”- ამბობდა ხალხი, ხოლო ოცამდე კაცი ფერდას ქვეით ხევში დადიოდენ ზვავზე, ეჭირათ გრძელი ჯოხები და მაღლიდან სჩხვლეტდენ, რომ ეპოვნათ “ზვავისაგან ჩამოგდებული ადამიანი”. ის ბებერი, უზარმაზარი არწივიც თავს დასტრიალებდა იმ ხეობას, სადაც ხალხი ეძებდა დაკარგულ ბერიძის გვამს.

1911 წ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Mon Dec 06, 2010 7:51 pm

გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით

მდაბიო ხალხი თუმცა მდაბიოა, მაგრამ იმასაც თავისი საკუთარი შეხედულება აქვს მსოფლიოზე. ხალხი, როგორც კრებული გონიერ არსებათა, ეძებს მიზეზს ყოველგვარ ამბისას, რასაც კი იმისი თვალი და ყური სწვდება. ყოველ ამგვარს ამბავს თავისებურად გაიგებს, თავისებურს მიზეზს უპოვნის. მდაბიო ხალხის ბევრჯელ შემცდარი გამოდგება ხოლმე, მაგრამ ხშირად კი მართალი და უტყუარია, ტყუილად არ არის ნათქვამი “ხმა ღვთისა და ხმა ერისაო”. იმისი შეხედულება უფრო იქ არის უტყუარი, სადაც ხალხის გონებას არა აძალადებს რა, არა აჩრდილებს რა. მაინც ყოველს შემთხვევაში, ღირსსაცოდნელია მდაბიო ხალხის აზროვნება, იმისი იდეალები და თვით იმისი არსება. ხალხის აზრი, ცხოვრება, იმისი წადილი და იდეალი გამოიხატება იმის პოეზიაში, ზღაპრებში და სხვ.
ძველისძველი ცხოვრება როგორც ვიცით, მუშტზე, ძალაზე იყო დაფუძნებული. ერთი თემი მეორეს არბევდა, სტყვევნიდა, იმონებდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერეოდა, ვაჟკაცობას, გულადობასა და მკლავს დიდი სახელი, აბრუ და პატივისცემა ჰქონდა მაშინ. თემსაც ძვირად უღირდა ვაჟკაცი, გმირი ხდებოდა საგნად ლექსისა, ზეპირგადმოცემისა. გმირის ამბით სულდგმულობდა ხალხი, იგი იყო იმისი ნუგეში, ხალხი მუდამ თვალყურს ადევნებდა გმირს, აკვირდებოდა, სწავლობა იმის განსხვავებულს ზნეხასიათს, ფანტაზიითაც უმატებდა გმირს თავის გემოვნებისამებრ ზნეობრივსა და ფიზიკურ თვისებას, რათა უფრო მოსაწონი გაეხადა იგი ყოველმხრივ.
ფშავლების პოეზია უფრო გმირულის ხასიათისაა, განსაკუთრებით ძველის დროის ლექსები. ეს ადვილად გასაგებია იმისთვის, ვისაც კი უსწავლია ძველი, წარსული დრო საქართველოსი საზოგადოდ და მთიელის ქართველებისა კერძოდ. ძველი დრო, როგორც ზევითაცა ვსთქვით, იყო დრო გმირობისა და ვაჟკაცობისა. საგმირო საქმეებით სავსე იყო ძველი ცხოვრება, მაშ რაზე ემღერა ხალხს, თუ არ გმირობაზე? ვაჟკაცობა იყო მაშინ პირველი, თავი და თავი ღირსება კაცისა. სხვა გზით, თუ არ ვაჟკაცობითა და ვაჟკაცის გმირობის წყალობით, თემს ერთი დღე სიცოცხლეც არ შეეძლო, იგი უნდა შემუსრვილიყო და გაწყალებულიყო. ფშავლის საიდეალო გმირი განსაკუთრებული ფშაური გმირია
ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარნი უნდან ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედავნი,
ზედ მუხნი შავარდნისანი.
გმირი ფშაურს ლექსებში “ვაჟკაცად”, “კაი ყმად” იხსენიება; იგი თემიდამ გამოდის, თემს ემსახურება, იმის გულისათვის იბრძვის. გმირის მაღალი ზენობა და საგმირო საქმენი თემს ემსახურება, იმის გულისათვის იბრძვის. გმირის მაღალი ზნეობა და საგმირო საქმენი თემს დატრიალებს თავზედ. გმირი გარეგნობით არა ჰგავს მზესა და მთვარეს. იგი თავისებურად არის ლამაზი: “სვილისფერია”, “შავგვრემანი”. “ქალისპირა” ვაჟკაცი გმირად არ გამოდგება, ფშავლის აზრით, იგი მხდალია.
- დათვო, სთქვი შენსა რჯულზედა,
ვინ უფრო გეომებოდა?
- ვაჟაის სვილის ფერაი
ტოტ და ტოტ მეომებოდა;
ვაჟაი ქალისპირაი
გორისპირთ ეფარებოდა.
დიაღ, ქალისპირა, ქალივით თეთრი და ლამაზი, კოხტა-პრანჭია ვაჟკაცი გმირად არ ვარგა, ვაჟკაცობას ვერ გასწევს. გმირისთვის გარეგანი სამკაული, ფშავლის აზრით, ფუჭია, საქმე შინაგანი ღირსებაა. გმირი ამიტომ იარაღის საზიკებს – ოქრო-ვერცხლს არ მიჰხედავს ტანზე სატარებლად. ხშირად გმირს ლექსში ვხედავთ, რომ თხის ტყავ აცვია. “თხისტყავიანი” გმირის ეპიტეტია, როგორც “ლურჯა” იმის ცხენისა. გმირი ცბიერობას არ მისდევს, აუქჩარებელია, პირდაპირი, ნამუსიანი. გმირი, ფშავლის აზრით, ქალის სიყვარულს არ უნდა გაეტაცებინოს; მექალთანეობა დამამცირებალია ვაჟკაცისა. იგი მდედრს პლატონის თვალით უცქერს, ყველასი ძმაა და ყველანი იმისი დები არიან, ვინც კი გმირის თემისაა და ვისაც კი ფშავლობა ეთქმის. სოფ. ახადს თავს ესხმიან ქისტები. ციხე აიღეს და წაიყვანეს ტყვედ მშვენიერი ქალი, რომელსაც იმდენი სამკაული აქვს ყელსა და გულმკერდზე, რომ ქალს უძნელდება მისი ტარება: “ყელი ჩამააქვს მძივსაო”, შეჰხვდებით ლექსში. ეს ამბავი გმირმა გიგლიამ შეიტყო და გამოუდგა მეკოპართ. თუმცა ქალის მამასთან მტრობა აქვს, მაგრამ ვაჟკაცური გული გიგლიასი, დამყარებული საზოგადოდ თემის სიყვარულზედ, აენთო. გიგლია გზაში მეკობრეებს წინ უხვდება.
შამაჰხვდა თხისტყავიანი (გიგლია)
ამბავი ჰკითხა წარზედა (დინჯად)
- ე ქალ საითღა მოგყავისთ
ცრემლ რო ჩამასდის თვალზედა?
- ე ქალ საითღა მოგყავის
შატილს ჩამოვსომთ ჯარზედა.
შვიდმ ქისტმა, ერთმა ფშაველმა
ხელი გაიკრეს ხმალზედა.
გმირი შვიდსავე ჰკლავს, მოსჭრის მარჯვენეებს, იარაღს აჰყრის და ქალს აძლევს შინ წასაღებად, საჩუქრად.
შამაურბინა ფშაველმა,
შვიდსავ თავ მასჭრა წამზედა.
შვიდსავ მარჯვენა ააჭრა
ერთის ამლათის (წუთი) ხანზედა,
შვიდსავ ფრანგულებ შამაჰხსნა,
სრულ ქალს დაჰკიდა ტანზედა.
ქალ უკვენ გამააბრუნა:
- მშვიდობით, დაო, გზაზედა,
ჩემს ნაქნარს სახელს ნუ იტყვი,
ვიყვნოდეთ და-ძმობაზედა.
გიგლია როდი სარგებლობს შემთხვევით, ქალს დობას ეუბნება და იქამდე დიდსულოვანია, რომ არც კი უნდა გააგებინოს ვისმე, თუ იმან სასახელო საქმე ჰქნა და ვაჟკაცობა გამოიჩინა. გიგლიას შვიდის ქისტის მოკვლა არ უკვირს და არც სხვა უნდა გააკვირვოს ამით. კიდევ რომ დაიწყოს კვეხნა, ამით უფრო დაამცირებს თავის თავს, აბრუს გაიტეხს, რადგან გმირს არ შეჰშვენის კვეხნა და ტრაბახი.
ღვინო კი მათრობელი სჯობს,
ძაღლი თეოზე მყეფარი;
ვაჟკაცი დინჯი სჯობია,
რო გაჭირდება – მჭეხარი.
ჩალად არა ღირს ვაჟკაცი
დიაცთ მიმყოლი, მკვეხარი.
ვაჟკაცს, ფშავლის წარმოდგენით, სიდარბაისლე უხდება. გმირი თავს არ უნდა იმსუბუქებდეს და თავისს ვაჟკაცობას ჭკვიანურად უნდა ხმარობდეს. გმირმა თავისი ძალ-ღონე წარამარა საქმეს არ უნდა შეალიოს, უბრალოდ არ დახარჯოს, არ დაახურდავოს. დიდი, საგმირო საქმე როდესაც გაჩნდება, მაშინ უნდა იკრას ხმალზე ხელი.
მთას ვიყავ, ცივი წყარო ვსვი,
ბარად ჩამოვედ – მაჭარი...
ძვირად გაგყიდი სიყმეო,
თუ ამიჩნდება ვაჭარი!
გმირმა ისეთი საქმისათვის უნდა მოიკლას თავი, რომ ჰღირდეს სიკვდილად და სახელად. ეს საგმირო, ღირსი თავის განწირვისა რაღაა, რა საგანია?
კი ყმა ცოლზედ მოკვდება,
მამულსა საკუთარზედა.
კაი ყმა ლაშქარ მოკვდება,
სწორების მჯობინობასა,
ცუდაი – ბოსლის ყურესა,
ქალებთან ლოგინობასა.
დიაღ, გმირი, ფშავლის აზრით, თავის საკუთარს ნამუსსაც უფრთხილდება, თავისის თემისა და მამულისასაც. თემის, მამულის გულისათვის იმას სჭირდება ხშირად ლაშქარს ყოფნა, აქ მოელის იმას სახელოვანი სიკვდილი, “ცუდამ”, ლაჩარმა კი ქალების ლოგინში უნდა დალიოს სული, იქ უნდა დაბერდეს და მოკვდეს.
კარგის ყმის ცოლი ტიროდა
აღარ მამივა შინაო (ქმარი);
იცინის ცუდაის ცოლი,
გამაიქცევა წინაო.
გმირი ხშირად თემსაც აუხირდება. ეს მოხდება უფრო მაშინ, როდესაც შეიარაღებული თემი “დაჯარებული”, დამსხდარნი მწკრივად, ბჭობენ გალაშქრებაზედ. სმა-ჭამის, ქეიფის დროსაც თავმომაბეზრებელია გმირი, ვაჟკაცი: პირდაპირ ეუბნება ყველას თუ რასმე ცუდს შენიშნავს, გაამწარებს ქეიფსა და დროს ტარებას, მაგრამ ეს ხასიათი გმირს უნდა მიუტევოს თემმა, რადგან გმირი ომში, ბრძოლაში გამოსადეგია, მისთვის პატივსაცემი და დასაზოგავი.
კარგს ყმას არ იპატიჯებენ,
ჯარს არ გვიყენებს ჯარზედა;
იმას კი აღარ ჰფიქრობენ,
გაჭირდეს, გამოგვადგება.
გმირს, რამდენადაც ომში გულადობა, იმდენად თავის თემში თავმდაბლობა და მოთმინება უხდება. აი, სახალხო გმირი როსტომი რას ამბობს თავის თავზე, როგორ ესმის გმირობა:
როსტომ სთქვა: “გმირი მეც ვიყავ,
ჯირითი შემოვისრიე:
სოფელში ამაყობასა
ისევ დათმობა ვირჩიე”.
თუმცა კარგად ვიცით, რომ ქალის სიყვარული გმირს გმირობას არ უშლის, არამედ უმატებს კიდეც მხნეობასა და სიმამაცეს, მაგრამ ხალხი დიაცის მიყოლას უშლის გმირს, როგორც მის ღირსების დამამცირებელს საქმეს. ამგვარს შეხედულობას ხალხისას საკუთარი მიზეზი აქვს, რომელიც სულ სხვა სათავიდამ მომდინარეობს. ვგონებ, რომ ფშავლის რომანტიული ბუნება ქრისტიანულს ელემენტს დაუძლევია. გმირი ერთსა და იმავე დროს მტრის სისხლის მქცეველიც არის და წმინდანიც, როგორც მფარველი თავის თემისა. რაკი იგი მადლის მომქმედია, ბევრს სიკეთესა და მადლსა სთესავს ქვეყანაზე; როგორც ვაჟკაცი, წმინდანი, თავის სიწმინდისა და ვაჟკაცობის დასაგვირგვინებლად ქალებსაც უნდა ერიდოს. ამ ხალხისაგან მიღებულს აზრის მიზეზად, რომ გმირი არ უნდა იყოს მექალთანეო, ჩასათვლელია მოსეს ღაღადება, არა იმრუშო და შემდეგ შევსებული იესო ქრისტესაგან: მრუშის თვალითაც არ უნდა შეჰხედოთ დედაკაცსაო. ამასთან ერთად არ შეიძლება არ იფიქროთ, რომ ამ ბერულს შეხედულებას სიყვარულზე სოციალური ფაქტი არ ედვას სარჩულად, დარღვეულის მრავალცოლიანობის ნაშთებზე გამარჯვებულ ერთცოლიანობის ბაიარღი არა ფრიალებდეს. ის სულ სხვაა, ქრისტიანობამ დასცა მრავალცოლიანობა ფშავში, თუ ეს მოხდა სოციალურის გარემოებით, როგორც არის მაგ., უცხო თემის დედაკაცების მოტაცება ტყვედ და დასაკუთრება. ვსთქვათ, სოციალურ გარემოებათა წყალობით მოხდა მრავალცოლიანობის მოსპობა, ქრისტიანობაც, თავის მხრივ, გაუმაგრებდა ფესვებს ამ ახალს ფორმას და უკიდურებამდინაც ადვილად მიიყვანდა. ერთი უკიდურობა – მრავალცოლიანობა გამოიწვევდა მეორე უკიდურობას – უარყოფას სიყვარულისას, ცოლ-შვილობისას, მით უმეტეს გმირის, ამ მაღალის არსების შესახებ... ფაქტი მაინც ფაქტად რჩება. დედაკაცის ჭკუას არ უნდა აჰყვეს გმირი, კეთილი არაფერი გამოვა დედაკაცის ჭკუიდამაო. ამ შეხედულების მიზეზი დედაკაცზე მისი საზოგადოებრივი მდგომარეობაც კია: დედაკაცი ფშავში დამონავებულია მამაკაცისაგან და წინად უფრო უარეს მდგომარეობაში იქნებოდა ჩავარდნილი. გმირს საკუთარი მსჯელობა უნდა ჰქონდეს და დედაკაცის ჭკუას არ აჰყვეს.
როსტომ სთქვა: “ჭკვა დიაცისა
არც მამწონ, არც მეკეთება;
ვაჟკაცს დიაცის მიმყოლსა
სამარეც დაეკვეთება”.
გმირი იმდენად თავის თავისთვის არ ცოცხლობს და იმდენს არ აკეთებს, რამდენსაც თემისთვის, მაგრამ ამ სამსახურისათვის სახელის მეტი არაფერი ჰრჩება. მხოლოდ ხატობის დროს ხევისბერი განსაკუთრებულ დიდის თასით გმირს საკარგყმოს (კაი ყმა) ასმევს. გმირი ხდება საგნად ქება-დიდებისა ლექსებში. სიკვდილს შემდეგ მთელი თემი ჰგლოვობს, ხატობის დროს ოფიციალურად ისმის გმირის შესანდობარი. ჯერ ხევისბერი იტყვის და მერე დიდი და პატარა მოაყოლებს შესანდობარს. დიაღ, გმირი მსხვერპლია სოფლისა: სხვას აძღობს, თითონ მშიერია, სხვის სიცოცხლისათვის მებრძოლი თითონ სიკვდილს ეძლევა პირში. აი ლექსი, რომელსაც საფუძვლად კერძო ამბავი აქვს, მაგრამ საზოგადო აზრი კი ისაა, რომ გმირი თავისის თანამოძმისათვის თავს დასდებს:
რაად კარგია კაი ყმა,
რაის კარგისა მქნელია?
წავალის მოჰკლავს ნადირსა,
ჭალაში მწვადის მწველია,
დააძღებს ამხანაგებსა,
თავად მშიერა მგელია.
დიაღ, გმირი სხვას აძღობს, სხვისთვის იბრძვის თავგანწირული და თითონ კი “მშიერა მგელია”


1889 წ.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   Today at 8:41 am

Back to top Go down
 
ვაჟა–ფშაველა
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 5Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: