არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).
Share | 
 

 ინგა მილორავა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3553
Registration date: 09.11.08

PostSubject: ინგა მილორავა   Tue Mar 29, 2011 10:12 am


Inga Milorava


ინგა მილორავა

დაბადების თარიღი - 20 ივნისი, 1970 წელი.
დაბადების ადგილი - ქ. თბილისი.
სკოლა - 55-ე.
უმაღლესი სასწავლებელი - თსუ, ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სამუშაო ადგილი - ლიტერატურის ინსტიტუტი.
კვლევის სფერო - თანამედროვე ლიტერატურა.
წოდება - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

წიგნები:
*


ბმულები:

* "ფეისბუკზე" - http://ka-ge.facebook.com/people/ინგა-მილორავა/100001281931535

* ინგა მილორავა თამაზ ბაძაღუაზე - http://www.youtube.com/watch?v=KgZsgBZtuT8&feature=related

ინგა მილორავა - ,,კამკამა ჰაერი ნესტიან სარდაფში"
რადიოდადგმა ჩაწერილია 2000 წელს.
მონაწილეობენ: ზურაბ ცინცქილაძე, გოგა გორგასანიძე, რეზო თავართქილაძე, არჩილ ბარათაშვილი, თემურ ხუციშვილი.
რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - ნანა სანდუხაძე
მუსიკალური გამფორმებელი - ლილი სეთურიძე
ხანგრძლივობა - 37 წუთი.
http://www.radio1.ge/FRT.aspx?RTID=43


Last edited by Admin on Tue Mar 29, 2011 10:36 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3553
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ინგა მილორავა   Tue Mar 29, 2011 10:27 am


ინგა მილორავა - "მერცხალი".
აქ იხილეთ ინგა მილორავას სხვა ნახატები - http://www.facebook.com/armury.litarena#!/album.php?id=100001281931535&aid=84393


ინგა მილორავა

სახე და ნიღაბი

სამყაროს ესთეტიზებულად აღქმისა და გამოსახვის პროცესში ნიღაბს გარკვეული
მნიშვნელობა ენიჭება, როგორც აზრობრივი, ისე წმინდა გამომსახველობითი
თვალსაზრისით. ნიღბის ფილოსოფიას და ესთეტიკას საუკუნეების სიღრმეში აქვს
გადგმული ფესვები. თითქმის ყველა კულტურის წარმართული რელიგიური რიტუალი განუყოფელად უკავშირდებოდა ნიღაბს. თავდაპირველად მას თითქოს მხოლოდ ღვთაების, ტოტემის, მიღმა სამყაროდან მოვლენილი სულების გამომხატველის ან გარეგნული იერ-სახის გაუცხოების, შეცვლის მოვალეობა ეკი¬სრებოდა, მაგრამ უკვე ანტიკურ თეატრში მიიღო ნიღაბმა დამატებითი გრძნობად-ემოციური მახასიათებლის ფუნქცია. შუა საუკუნეების ევროპულმა კულტურამ ნიღაბი უტრირებულად, ყოფით ასპექტში გაიაზრა, მხატვრული თვალსაზრისით კი შექმნა ნიღბის ორგვარი კონცეფცია:
ა)სამეჯლისო, საკარნავალო ნიღაბი; ბ) "კომედია დელ არტეს" ნიღაბი. პირველ
შემთხვევაში ნიღბის ესთეტიურ-ფსიქოლოგიური მნიშვნელობაა ხაზგასმული: ყოველ სამასკარადო ნიღაბს გარკვეული მხატვრული ღირებულება აქვს (ცნობილია, რომ მილანის მთავრის ლოდოვიკო მოროს კარზე მოღვაწეობისას თვით ლეონარდო და ვინჩი ქმნიდა ნიღბებს. მაგალითად, მთავრის ძმისწულის ჯან გალეაცოს ქორწილზე ბელინჩონის ლექსი წარმოადგინეს. ასევე რაფაელიც ქმნიდა ნიღბებსა და კოსტუმებს რომის დიდი დღესასწაულებისათვის, მაგ. "ოქროს ბიჭი"). ნიღბის მიღმა დამალული ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იცვლება. იგი თავს დაცულად გრძნობს როგორც გარემოსგან, ისე საკუთარი თავისაგან, იოლად თავისუფლდება კომპლექსებისაგან და შესაბამისად, მისი ქმედების ფსიქოლოგიური მოტივაციის არეალიც ფართოვდება. ამასთან ნიღაბი ქმნის იდუმალების ამაღლებულ განცდას.
კომედია დელ არტე-მ კი ნიღაბს სუფთა ხელოვნების ნიმუშისა და დამოუკიდებელი
არსებობის უფლება მიანიჭა. "კომედია ერუდიტას" და ხალხური ფარსის ტრადიციების შეერთებით შეიქმნა მუდმივი ნიღაბ-სახეები, რომელთაც ნიღბის
სიმბოლური მნიშვნელობა წამოსწიეს წინ: ნიღბები-პანტალონე, დოქტორი, კაპიტანი, პიერო, არლეკინო, კოლომბინა და ა.შ. ადამიანის სხვადასხვა თვისებას განასახიერებს.
XX-ს-ის მოდერნიზებულმა მხატვრულმა აზროვნებამ ყურადღება გაამახვილა უკვე
ნიღბის სუფთა, მისტიურ სიმბოლურ მნიშვნელობაზე და სიმბოლისტურ პოეტურ
ხილვებში მიღმა სამყაროდან გამოსხივებული აბსოლუტური იდეის ძიებისას
უკიდურესობამდე განავითარა იგი. გარკვეული მომენტიდან ნიღაბი, არარეალური,
არაამქვეყნიური, ხელოვნების მიერ შექმნილი, უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე
ბუნებრივი. თანამედროვე ხელოვნებამ ჰარმონიის, ბუნებრიობისა და
მშვენიერებისაგან სამყაროს დაცლას უცნაურად, პარადოქსულად-ხელოვნურობის
აღზევებით, კერძოდ, ნიღბის ესთეტიკით უპასუხა.
შარლ ბოდლერს უყვარდა ნიღაბი, საკარნავალო კოსტუმთან მია¬ხლოებული
ტანსაცმლის ტარება. ერთხელ თითქოს მოეწონა ქალის თმები, მაგრამ იქვე აღნიშნა,
მართლა მომეწონებოდა პარიკი რომ ყო¬ფილიყო, ბუნებრივია და ამიტომ მახინჯიაო. ეს შესაძლოა პოზაც იყოს, ნიღბის ღრმა ფილოსოფიურ-ესთეტიკური შინაარსის გარეგნულად გაუბრალოებული დეკორატიული ეფექტით ზედაპირულად გამოსახვა. მხატვრულ ნაწარმოებში კი წინა პლანზე `ნივთი~- ნიღბის მინიშნებითმა, მისტიურმა ბუნებამ გადმოიწია. ნიღბის მხატვრული ფუნქციის გამახვილებით მოდერნისტული ხელოვნება შეეცადა მიღმური ჭეშმარიტების ამქვეყნიური ანარეკლი, ხილვის ბუნება საგნობრივი გამჭვირვალე სიმბოლოთი გამოეხატა. წმინდა წერილი რომ სიმბოლოების საუფლოა, ამ მოსაზრებას კარგა ხნის ისტორია აქვს (ფილონ ალექსანდრიელი, კაბალისტები, სვედენბორგი). როგორც ხორხე ლუის ბორხესი წერს, `აქედან იმ ვარაუდამდე, რომ მსოფლიოს ისტორია, და მაშასადამე, მთელი ჩვენი ცხოვრებაც უმცირესი წვრილმანებითურთ, ერთგვარი აბსოლუტური სიმბოლიკური აზრით არის გამსჭვალული, _ არც თუ ისე შორი მანძილია~ . ნოვალისის `ფრაგმენტებში~ და მეჩენის `ლონდონურ თავგადასავლებში~ მოცემული ჰიპოთეზა, რომ სამყარო მთელი თავისი
სახეებით და ფორმებით, არის ენა, რომელიც დაივიწყეს ადამიანებმა და ვეღარ
იმეცნებენ. ყოველი ენა კი გულისხმობს ცნების სემანტიკურ ერთეულში რეალიზაციას.
როგორც ცნებების ანარეკლია სიტყვები, ენა, ისე მივიწყებული `ენის~ - სამყაროს
ანარეკლია სიმბოლური სახეები, დე კუინსი აღნიშნავს, რომ `ყოფიერების
დაუკავშირებელი ბგერებიც კი ერთგვარი ალგებრული გამოცანები და კილოკავებია,
რომლებიც ახსნას და თავიანთ დახვეწილ გრამატიკასა და სინტაქსს გულისხმობენ, ასე რომ, ქმნილების უმცირესი ნაწილაკები, შესაძლოა, სიდიდით მათზე აღმატებულ
ფარულ სარკეებს წარმოადგენენ.~2 პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ
გაგზავნილი ეპისტოლეს მუხლს: `რამეთუ ვხედავთ აწ ვითარცა სარკითა და სახითა,
ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვუწყი მცირედ, ხოლო მერმე ვცნა, ვითარცა შევემეცნე".
(13,12), მოაზროვნე, მისტიკოსი და მწერალი ლეონ ბლუა ასე განმარტავს: "ყველაფერი მხოლოდ სიმბოლოა, თვით მწარე ნაღველიც კი. ჩვენ ყველანი ვგავართ იმ მძინარეთ, ძილში რომ ყვირიან და ჩვენ არ ვიცით, მივყავართ თუ არა ჩვენივე მწუხარების მიზეზს იმ სიხარულისაკენ, რომელიც გველოდება. წმინდა პავლეს თანახმად ახლა ჩვენ ვხედავთ `სარკითა და სახითა~, ესე იგი ბუნდოვნად, ნაწილობრივ, და ასეთი იქნება ჩვენი ხედვის ძალა იმის მოსვლამდე, ვინც ერთიანად ცეცხლია აღგზნებული და ვინც ამ ქვეყნად ყველაფერს შეგვასწავლის~3.
მოდერნისტულმა მწერლობამ აითვისა ნიღბის ორმაგი ბუნება და თავის მხრივაც ასე `ეპყრობა~ მას: ერთ შემთხვევაში აღიქვამს როგორც ნიშანს, ცდილობს ჩასწვდეს მის ჭეშმარიტ არსს და მისი მეშვეობით შეიცნოს და შეისწავლოს `მივიწყებული ენა~ _ სამყარო. მეორე შემთხვევაში კი ხელოვანი თვითონ იფარებს ნიღაბს და მის მიღმა დაცული და გათავისუფლებული ასახავს და გამოსახავს ამ სამყაროს. ცისფერყანწელთა მსოფლაღქმაში შეიკრა ეს წრე: უცნობი – ნიღაბი – ნაცნობი _ უცნობი. ლექსში `ავტომედალიონი~ გრიგოლ რობაქიძე პოეტის სახეზე _ პირველი ნიღაბი ირგებს მეორე ნიღაბს _ `ჰელლადის შვილი~ და ცდილობს უცნობი დარჩეს, მაგრამ სწორედ ეს შენიღბვა წარმოაჩენს მის ჭეშმარიტ არსს, რომელიც ორივე ნიღბის _`მასკის~ ქერქს მიღმაა, მაგრამ ეს გაელვება მხოლოდ წამიერია. აღქმის მექანიზმის არასრულფასოვნება არ იძლევა მიღმურ სახესთან ხანგრძლივად და მყარად ურთიერთობის საშუალებას.
მთრთოლვარე ძაფი მალე წყდე¬ბა, მაგრამ რჩება ერთ სახეში გაერთიანებული
ნიღაბახდილი ნაცნობი და მარადიული უცნობი _ ანარეკლი.

"ჰელლადის შვილი ვარ ერთგული მე "ამარფატის".
სავნებო მსხვერპლად გამზადილი ვით სავსე თასი.
და თუნდ რაინდი ცხოველი მზე სულ დაიფუტოს.
თასზე თასს ვამსხვრევ, რომ აღვმართო კიდევ ათასი,
თავაღებული მე სარკე ვარ ყველა თვალების
და მასკა ჩემი ქერქი არის მხოლოდ ცვალების".
გრიგოლ რობაქიძე, "ავტომედალიონი"

სიმბოლისტურ მსოფლაღქმაში ერთდება პავლე მოციქულისეული ამქვეყნიური
არასრული ხედვა `სარკითა და სახითა~ და ამ სახის სრულიად კონკრეტული, ნივთიერი გამოხატულება _ ნიღაბი. ცისფერყანწელთა სახელებიც ნიღბებია: ტიტე _ ტიციანი, პავლე _ პაოლო, ნიკო _ ნიკოლოზი, ნიკოლოზ _ კოლია _ კოლაუ და ა.შ. ეს ნიღბის პირველი შრეა, ზედაპირული, შემდეგ, პოეტურ სტრიქონებში კი ჩნდება მეორე, უფრო ღრმად გააზრებული შრე _ პიერო, კოლომბინა, ჰამლე¬ტი, ოფელია, თეთრი მალარმე, ყვითელი დანტე და ა.შ. ნიღბის მხატვრული დანიშნულება შედარებით ნათლად გამოვლინდა პოეზიაში, მაგრამ აქ უფრო გრძნობიერი აღქმაა აქცენტირებული.
მართალია, ქართული სიმბოლისტური პოეზია ნიღბის სიმბოლოს მასშტაბური
გააზრებით, ლოგიკური განვითარებითაა და ზუსტი ფუნქციონირებით ვერ მოიწონებს თავს, მაგრამ გარკვეული მნიშვნელობა მაინც ენიჭება. პოეტურ, გრძნობიერ აღქმასა და გამოსახვაზე, ლექსის ესთეტიკაზე დიდი გავლენა მოახდინა რემი დე გურმონის `ნიღბის წიგნმა~. ეს გავლენა განსაკუთრებით ტიციან ტაბიძის პოეზიაში იგრძნობა.
წიგნმა პოეტის მზერა მიმართა ორიგინალური, უცხო საგნებისა და მოვლენებისაკენ და მოითხოვა გამოეკვეთათ ისინი ისეთ ფორმებში, რომლებიც თავისი სიახლით,
მოულოდნელობით განაცვიფრებდა მკითხველს. საზოგადოდ თითქმის ყოველი საგანი შეიცავს სიმბოლოდ გააზრების შესაძლებლობას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მომგებიანია ნიღაბი. თანაც თავის მხრივ მრავალი საგანი თუ სახე შეიძლება გარდაისახოს ნიღბად და მონაწილეობა მიიღოს ნიღაბთა ორაზროვან მისტერიაში, სადაც ქრება სინამ¬დვილის, აწმყოს შეგრძნება, იშლება ზღვარი რეალობასა და ზმანებას შორის, სახეები ჩრდილებად გარდაიქმნებიან, მძაფრდება გაუცხოების შეგრძნება.

"სიზმარი თუა _ სიზმარია მხოლოდ ჩვენი დღე,
მეფობს წარსული _ ძველი ჩრდილების არის აქ ბინა".
(ტიციან ტაბიძე, "მასკარადებში").

პროზაში ნიღაბი დამოუკიდებელი, შესაძლოა, გარკვეულწილად უფრო ზედაპირულად, გამარტივებული სახით წარმოსდგა. გრ.რობაქიძემ `ფალესტრაში~ უშუალოდ გამოხატა ნიღბის უფრო ღრმა შრეების ფილოსოფიურ-ესთეტიკური საფუძველი, შინაარსი, `მე~.
აქ მარხია ყოფის საიდუმლო. უმწარესი, რადგან სიკვდილია იგი, უტკბილესი _ რადგან სიცოცხლეა იგი. თითქოს ერთსა და იმავე დროს თვითონ მარადი ქცევაა, მუდმივი ცვლა. უწყვეტი დენა. ამ დენაში, ამ ცვლაში, ამ ქცევაში ცხადდება და ცნაურდება `მე~, `პირი~, მარადი ქცევა, მუდმივი ცვლა. ქცევა და ცვლა რის? და აქ იჭრება ხელუხლებელი `სახე~. ხატი (არა სალოცავი), დემოკრიტეს `გარსი~, პინდარის `აიდოლონ~, გერმანული `აბბილდ~, ნიშანი ამ სახის არის მასკა, ნიღაბი და დააკვირდით, იმ კულტებში, სადაც ცვლა ყოფის საიდუმლოდ არის გამოცხადებული, ქცევა მასკით ხდებოდა. მაგ. დიონისოს კულტში. `მე~ უნდა გაიხსნას, უნდა გაირღვეს.
არსი უნდა გადავიდეს ყოვ¬ლადში. პიროვნება უნდა ეზიაროს ზეპიროვნულს, ეს არის დიონისოს ფენომენი და მერე როგორი იყო რიტუალი ამ ფენომენის? მასკის აფარება, მასკის, რომელიც დიონისოს სახავდა, `მე~ უნდა გაირღვეს, რომ ზიარ იქმნას ყოვლისა.
ეს `გარღვევაც~ მასკურ ხდებოდა~.1
ნიღბის მხატვრული ფუნქცია _ `მეს~ გარღვევა მისი მეშვეობით და იმავდროულად
პოეტური მგრძნობელობის გამახვილება უფრო სრულად პოეზიასთან მიახლოებულ მინიატურაში გამოვლინდა. ამ შემთხვევაში ეპიკურმა ჟანრმა პირველობა უფრო მცირე მოცულობის ნაწარმოებებს დაუთმო. მოთხრობამ ნიღბის საკუთარი კონცეფცია აღქმის ემოციურ არხზე `გადართვით~, `ინტუიციის~ გამძაფრებით და მსჯელობათა პლანის უკიდურესად შეზღუდვა-შესუსტებით შეიმუშავა. მოთხრობაში ნიღაბს დაეკისრა დიდი მხატვრული მისია: გამოკვეთილი სიუჟეტური ქარგის მქონე, მაგრამ არავრცელი `ამბის~ ფარგლებში, მსჯელობის გარეშე, მაღალმხატვრულ დონეზე, გრძნობად-ემოციური ველის `გამკვრივებით~ გამოეხატა სინამდვილის მოჩვენებითობის იდეა.
კონსტანტინე გამსახურდიას `ლილში~ ორი ნიღაბი მოქმედებს: 1)ლილ-მშვენიერი
ნიღბი, რომელიც ფარავს სიმახინჯეს; 2) ექიმი შა¬რუხია _ მეფისტოფელი _ დემონი.
ლილი ერთმაგი ნიღაბია. მწერალი აცლის ნიღაბს სიმახინჯეს და უფრო ღრმად აღარ მიდის. ლილის ნიღაბი და მისგან აღძრული განცდა ემსახურება ფილოსოფიური მოცემულობის მხატვრულ დადასტურებას. მართლაც, რომ `სინამდვილე მოჩვენებაა...
თვალი გვატყუებს, მიაკუთვნებს რა მზის თვისებას ყვავილს, რომელსაც ჩვენ ვუმზერთ.
ყური გვატყუებს, მიაჩნია რა ჰაერის რხევა მოწკრიალე ზარის თვისებად. მთელი ჩვენი
ცხოვრება გვატყუებს~.1 იმავე აზრს იზიარებდნენ ჯერ კიტა აბაშიძე და შემდეგ
ცისფერყანწელები. კონსტანტინე განსახურდიასა და ლეო ქიაჩელისათვის ბუნების
ფარულ ძალებთან წილნაყარი ადამიანი მისტიური არსებაა. ნიკო ლორთქიფანიძისეულ
`ზეკაცს~ _ გმირს ლეო ქიაჩელის `ზეკაცი~ _ ჯადოსანი უპირისპირდება. ორივე
შემთხვევაში `გმირი~, `ჯადოსანი~ ეს ნიღბებია, რომელიც ჭეშმარიტ არსს ამ
აღმატებული არსებისა გარეშე თვალთაგან იცავს.
ასევე გრიგოლ რობაქიძეც რომანში `გველის პერანგი~ აღმატე¬ბული ცოდნის და
სულიერი თვისებების მქონე ადამიანის _ ტაბა ტაბაის ნიღბოსნად გაიაზრებს. ტაბა
ტაბაი ამოუცნობი, უცნაური არსებაა, გაურკვეველი ეროვნების _ სპარსი, ჰინდუ თუ
ეგვიპტელი, იდუმალი სახის მქონე. იგი ფლობს ეზოთერულ ცოდნას, ამ ცოდნის
მოპოვებისა და, რაც მთავარია, გადაცემის საიდუმლოს. იგი თვლის, რომ ეს ცოდნა
პირდაპირ არ გადაიცემა, მას თვითონ უნდა მიაგნონ მედიტაციის, მიღმა სამყაროსთან
რთული და ბოლომდე შეუცნობელი კავშირის მეშვეობით. მან გაიყვანა არჩიბალდი
სწორ გზაზე, მიახვედრა, რომ მამა გარე სივრცეში კი არა, საკუთარ თავში უნდა
მოეძებნა. ტაბა ტაბაიმ მოახვია გველის პერანგი არჩიბალდ მეკეშს და ამ ტყავის
მოცილების შემდეგ იგი ხელახლა დაიბადა, როგორც არჩილ მაყაშვილი. ამ იდუმალი
არსების სახის კონტურები ბუნდოვანია, დაუკონკრეტებელი, რადგან ტაბა ტაბაი
ერთდროულად არის `სახე და მასკა~, რომელიც მიღმა სამყაროს შეცნობის უნარის მქონე
`კაცის და მოჩვენების~ ნამდვილ არსს იცავს. `ცხვირი _ ადამიანის, ბაგე _ ადამიანის,
ყველაფერში _ ხაზი პიროვნების. თვითონაც პიროვნება: ქვეყანაზე ერთხელ
მოვლენილი. მთელი ყოფა _ ახლო და ხელსახლები. და მაინც: შორს წასული. ყოფა
სადღაც გადასხმული თუ გადაღვენთილი. შუადღისას როცა მზე ხელდება _ ცხენი ცხელ
უძრაობაში გადაყირავდება. მაგრამ ტაბა ტაბაი ცხენი არაა. იგი სხვაა, კაცი და
მოჩვენება. პიროვნება და ლანდი. სახე და მასკა, ყოველს დაცილებული: ეგებ მისთვის _
რომ იხილოს ყოვლის წარმომშობი.~2 მაგრამ ტაბა ტაბაის ნიღაბი რომანის ვრცელი მხატვრული ქსოვილის მრავალპლანიან სისტემაშია ჩართული და მიუხედავად აქტიური ფუნქციონირებისა, მაინც არასრულადაა გახსნილი, ეპიზოდურია.
მოთხრობაში `ნიღაბი~ იგივე შინაარსს ინარჩუნებს, მაგრამ უფრო მეტ დატვირთვას იძენს. იგი ნაწარმოების იდეურ-ესთეტიური საფუძველი ხდება.
გრიგოლ რობაქიძის მოთხრობაში `ენგადშიც~ დარღვეული მთლიანობის აღდგენის
გზაზე შემდგარი გმირი ამ მთლიანობას ნიღბის თან¬დათანობით ჩამოცილებით და
ჭეშმარიტი სახის წარმოდგენით აღწევს. ამ მოთხრობისათვის ნიშანდობლივია: ა)
ქვეცნობიერი დონის, მითიური მეხსიერების ამოქმედება; ბ) შინაგანი მონოლოგი,
შესიტყვება საკუთარ თავთან: გ) აქტიურად ფუნქციონირებს `გზის~ მოდელი, რომელიც რეალურიდან სულიერ პლანში გადადის. ამ დროს ხდება ნიღბის სხვადასხვა ფენის თანდათან ჩამოცლა, ნაწარმოების ძირითადი სათქმელის წარმოჩენა, ფილოსოფიურ-ესთეტიკური შრეების თანდათანობით გახსნა. `გზაზე~ იშლება მოქმედება. გიორგი ვალუევი მიდის ბარიდან მთისკენ და ამ გზაზე მას ეტაპობრივად სცილდება ნიღბის ფენები და საბოლოოდ საკუთარ სახეს პოულობს.
ნიღბის პირველი ფენა საკუთარი თავისა და ფესვების მოძიების გზაზე შედგომისთანავე სცილდება გმირის სახე. მეორე ეტაპი `უცხოს~ ნიღბის მოხსნაა (შდრ. ალბერ კამიუს ეკზისტენციალური შიშით შეპყრობილი აბსურდის ადამიანი _ მერსო _ უცხო). ამ შემთხვევაში `უცხოს~ ნიღბიდან გათავისუფლება, ანუ გაუცხოების მომენტის მოხსნა მთის პირველქმნილ სამყაროსთან შენივთებით ხდება, შემდეგი ეტაპია ნიღბის მიღმა მიმალული ნაწილის მთელთან შეერთება. მთელისა და ნაწილის ურთიერთმიმართება.
ნიღბებისგან გათავისუფლების საბოლოო ეტაპზე სახე უკვე აღარ არის ნაწილი. იგი
მტკიცედ ეწვნის მთელს. ნაწილი და მთელი `გზის~ მოდელზე არიან დამოკიდებული.
"გზა" აუქმებს მრავალფენიან ნიღაბს, რომელიც ხელს უშლიდა პიროვნების
მთლიანობას, მის სრულყოფილ წარმოჩენას. ამ პრობლემის გამოკვეთას ემსახურება
მოთხრობაში აქცენტირებული სწორფრობის (სიყვარულის) და მკვლელობის
(სიკვდილის) მითოლოგიურ-ფილოსოფიური ასპექტების გააზრება.

study


Last edited by Admin on Tue Mar 29, 2011 10:58 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3553
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ინგა მილორავა   Tue Mar 29, 2011 10:29 am



ბიბლიოგრაფია

1. მილორავა, ინგა

შემიბრალე და შემიყვარე შენ, ანარეკლო ჩემო! // ლიტერატურული პალიტრა. - 2007. - N3(30). - გვ.23[MFN: 1757]

Photos: ინგა მილორავა

Annotation: მწერალი ინგა მილორავა თავისი რომანის "ანარეკლების" შესახებ

Subjects: ლიტერატურა.



2. მილორავა, ინგა

ანარეკლები : რომანი // ლიტერატურული პალიტრა. - 2007. - N3(30). - გვ.24-38[MFN: 1758]

Subjects: ლიტერატურა; პროზა.



3. მილორავა, ინგა

ანარეკლები : რომანი // ლიტერატურული პალიტრა. - 2007. - N4(31). - გვ.19-35[MFN: 1831]

Photos: ინგა მილორავა

Subjects: ლიტერატურა; პროზა.



4. მილორავა, ინგა

ანარეკლები : რომანი // ლიტერატურული პალიტრა. - 2007. - N5(32). - გვ.25-40. - დასაწყისი იხ.N3-4,2007[MFN: 1852]

Photos: ინგა მილორავა

Subjects: ლიტერატურა; პროზა.



5. მილორავა, ინგა

პოეზიის ქვეყნის გზებზე : ქეთევან შენგელიას პოეზია : წერილები / ინგა მილორავა // ლიტერატურული პალიტრა. - თბილისი, 2009. - აგვისტო. - N8(59). - გვ.167-170[MFN: 36004]

UDC: 821.353.1-95 + 821.353.1(092)

Annotation: ინგა მილორავას კრიტიკა ქეთევან შენგელიას პოეზიის შესახებ

Subjects: ლიტერატურადმცოდნეობა; ქართველი მწერლები.

Keywords: ლექსები; შემოქმედება.



6. მილორავა, ინგა

სიტყვიერი ზედაშეს მადლი : ეკა ფხალაძის ნოველები / ინგა მილორავა // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2009. - ISSN: 1987-7730. - 21 აგვისტო. - N17(95). - გვ.39-41[MFN: 36713]

UDC: 821.353.1.09

Annotation: ინგა მილორავას კრიტიკა ეკა ფხალაძის ნოველების შესახებ

Person Name: ფხალაძე ეკა - მწერალი.

Subjects: ლიტერატურათმცოდნეობა და კრიტიკა.



7. მილორავა, ინგა

მარგალიტებიანი კაბა; პატარა ქალაქში; ვასიკო და ცირა : მოთხრობები / ინგა მილორავა // ლიტერატურული პალიტრა. - თბილისი, 2009. - ნოემბერი. - N11. - გვ.4-12[MFN: 41147]

UDC: 821.353.1-3

Photos: მილორავა ინგა

Subjects: ქართული პროზა.



8. მილორავა, ინგა

ფიქრები ქარში : ზურაბ კანდელაკის რომანი "უძრავი ქარი" : გამოხმაურება / ინგა მილორავა // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2009. - ISSN: 1987-7730. - დეკემბერი. - N25(103). - გვ.9-10[MFN: 44808]

UDC: 821.353.1-95

Person Name: კანდელაკი ზურაბ - მწერალი.

Person Name: კუპრეიშვილი ნონა.

Subjects: კრიტიკული სტატიები.

Keywords: ტექსტის აღქმა; მხატვრული სახე.



9. მილორავა, ინგა

მოდერნისტული მსოფლმხედველობის საყრდენი ორიენტირების (ზმანება, ცხადი) ტრანსფორმაცია მხატვრულ ტექსტში : ლიტერატურათმცოდნეობა / ინგა მილორავა // სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. - თბილისი, 2008. - ISSN: 1987-6998. - ტ. V. - გვ.287-301. - (ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.[MFN: 45626]

UDC: 821.353.1.09

Bibliography: შენიშვნებში

Annotation: ხილულისა და მიღმურის, ზმანებისა და ცხადის ურთიერთმიმართება ქართველ მწერალთა შემოქმედებაში

Person Name: ბარნოვი ვასილ - მწერალი; ქიაჩელი ლეო - მწერალი; გამსახურდია კონსტანტინე - მწერალი; ჯავახიშვილი მიხეილ - მწერალი.

Person Name: პლატონი - ფილოსოფოსი.

Subjects: ლიტერატურათმცოდნეობა; ქართული ლიტერატურა.

Keywords: მოდერნისტული აზროვნება; რეალობა; სიზმარი; ირეალური ელემენტები; შინაგანი გაორება.



10. მილორავა, ინგა

კუნძული ამერიკის სულის სიღრმეში : დევიდ ლორენსი და ფენიმორ კუპერი : უცხოეთის ცხოვრებიდან / ინგა მილორავა // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2009. - ISSN: 1987-7730. - 13 ნოემბერი. - N23(101). - გვ.2-4[MFN: 46212]

UDC: 821.111(73)

Annotation: ესეები ამერიკული ლიტერატურის შესახებ

Person Name: ლორენსი დევიდ - მწერალი; კოტრიკაძე თამარ - მთარგმნელი.

Subjects: ამერიკული ლიტერატურა; უცხოელი მწერლები.

Keywords: ისტორიული და კულტურული მიმართულებები.

11. მილორავა, ინგა

სიცოცხლის მელოდია : კრიტიკა / ინგა მილორავა // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2010. - ISSN: 1987-7730. - 8 იანვარი. - N1(105). - გვ.43-45[MFN: 46743]

UDC: 821.353.1.09

Annotation: გელა დუმბაძის წიგნის "მე - მორბენალი" გამო

Person Name: დუმბაძე გელა - მწერალი.

Subjects: ლიტერატურული კრიტიკა; ქართული ლიტერატურა.

Keywords: ემოციური ზემოქმედება; სულიერი პორტრეტი; მარათონული დისტანცია; ადამიანური არსებობის საიდუმლო; სიცოცხლის გზა.



12. მილორავა, ინგა

რომანი დროზე, სიყვარულსა და სიცოცხლეზე / ინგა მილორავა // ლიტერატურული პალიტრა. - თბილისი, 2010. - მარტი. - N3(66). - გვ.165-166[MFN: 50560]

UDC: 821.353.1.09

Annotation: ლიტერატურული წერილი გურამ ბათიაშვილის რომანის "ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისას" შესახებ

Subjects: ქართული ლიტერატურათმცოდნეობა; ლიტერატურული კრიტიკა.

Keywords: ისტორიული რომანი; თამარის ეპოქა; ქართველი ერი; ებრაელი ერი.



13. მილორავა, ინგა

იქ, სადაც დედამიწა ბრუნავს : ნინო სადღობელაშვილის რომანი "ორსული" / ინგა მილორავა // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2010. - ISSN: 1987-7730. - 2 აპრილი. - N7(111). - გვ.44-45[MFN: 52763]

UDC: 821.353.1-95

Annotation: რეცენზია ნინო სადღობელაშვილის რომანზე "ორსული"

Person Name: სადღობელაშვილი ნინო - მწერალი; ბროდსკი იოსიფ - მწერალი; ბარნოვი ვასილ - მწერალი.

Subjects: რეცენზია.

Keywords: მისტიციზმი; პროზა; წიგნი; პოეტური სამყარო.



14. მილორავა, ინგა

ქარავანი მიდის... : ჩვენი ყოფა, წუთისოფელი / ინგა მილორავა // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2010. - ISSN: 1987-7730. - 11 ივნისი. - N12(116). - გვ.2-5[MFN: 56061]

UDC: 821.353.1-92

Photos: მილორავა ინგა

Person Name: ბერდიაევი ნიკოლაი.

Subjects: პუბლიცისტური წერილები.

Keywords: სამშობლოს სიყვარული; ისტორია; თავისუფლება; განათლება; მწერლობა; უპასუხისმგებლობა; პროფესიონალიზმი; წიგნიერება.



15. მილორავა, ინგა

სუნთქვა - ლექსი : ლანა ედიბერიძის პოეტური დებიუტი / ინგა მილორავა // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2010. - ISSN: 1987-7730. - 1 ოქტომბერი. - N20(124). - გვ.54-56[MFN: 59913]

UDC: 821.353.1.09

Photos: ედიბერიძე ლანა

Person Name: ედიბერიძე ლანა.

Subjects: ქართული ლიტერატურის კრიტიკა და ისტორია.

Keywords: ლექსები; სიტყვების მუსიკა; პოეზია.



16. მილორავა, ინგა

წმინდა ნინოს სიტყვიერი ხატი / ინგა მილორავა // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2010. - ISSN: 1987-7730. - 12 ნოემბერი. - N23(127). - გვ.4-8. - ერი და ბედისწერა[MFN: 62674]

UDC: 821.353.1-95

Photos: სოსო მახარაშვილი

Annotation: ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ კრებულში ("წმინდა ნინოს ცხოვრება და ქართლის მოქცევა") დაბეჭდილი სამეცნიერო წერილების მიმოხილვები

Person Name: მანია ქეთევან - მკვლევარი; კობიაშვილი მიხეილ - მკვლევარი; გრიგალაშვილი ია - მკვლევარი; კუჭუხიძე გოჩა - მკვლევარი; ალიბეგაშვილი გიორგი - მკვლევარი; ჟვანია ნინო - მკვლევარი; გონჯილაშვილი ნანა - მკვლევარი; ნაცვლიშვილი ირინა - მკვლევარი; მახარაშვილი სოსო - მკვლევარი; ჩიკვაიძე ეკატერინე - მკვლევარი; მენაბდე დარეჯან - მკვლევარი; ნინიძე ქეთევან - მკვლევარი.

Subjects: ლიტერატურული მიმოხილვები.

Keywords: პუბლიკაციები; რედაქციები; არქაული წყაროები; არმაზის კულტი; განმანათლებლები; სახისმეტყველება; პარადიგმები.



17. მილორავა, ინგა

"მაგრამ ღმერთი არ გასწირავს : ექსპრეს-ინტერვიუ / ინგა მილორავა // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2010. - ISSN: 1987-7730. - 24 დეკემბერი. - N26(130). - გვ.6-7. - ექსპრეს-ინტერვიუ[MFN: 66075]

UDC: 821.353.1(092)

Photos: ინგა მილორავა

Person Name: მილორავა ინგა - მწერალი.

Subjects: ქართველი მწერლები.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3553
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ინგა მილორავა   Tue Mar 29, 2011 10:46 am

ინგა მილორავა


მაჩვი თეკლა და ხანძარი ტყეში
(ზღაპარი)


ერთ დიდ, უღრან ტყეში, სადაც შრიალა ხეები ათასგვარ უცნაურ, ძველისძველ ამბავს ჰყვებიან და სადაც ხავსმაც კი იცის დედამიწის, ცის და ვარსკვლავების ყველაზე დაფარული საიდუმლო, ცხოვრობდა მაჩვი, სახელად თეკლა. თეკლას ოროთახიანი საგულდაგულოდ მოვლილი სორო ჰქონდა, გაზაფხულზე შეაგროვა და მოზიდა სურნელოვანი ბალახები და ყვავილები და სოროში მოაფინა. ღამღამობით, როცა თავის სურნელოვან საწოლში იწვა და შავი ხავერდის ცაზე დიდ მრგვალ ქათქათა მთვარეს შესცქეროდა, თეკლას უმიზეზო სევდა შემოაწვებოდა ხოლმე გულს, თვითონაც არ იცოდა რატომ და რაზე, შეიძლება, ტყის ჩურჩულის ან ბუს შორული კივილის ბრალი იყო, ვინ იცის, ან... ხანდახან თეკლა ფიქრობდა იმაზე, რაც არასდროს უნახავს. წარმოიდგენდა, რამდენი რამ არის, იყო და იქნება ამქვეყნად ისეთი, რაც მას არ უნახავს, არ იცის და ვერც ვერასდროს ნახავს. აუხდენელზე ფიქრი თუ უკუმშავდა პატარა გულს თეკლას და გამხმარ ყვავილებში ცხვირჩარგული დიდხანს ქსუტუნებდა, სანამ მთვარე და ღამის დედოფალი არ უბრძანებდნენ ძილს და სიზმარს და ისინიც მსუბუქი ვარდისფერი და იასამნისფერი ნისლით ავსებდნენ თეკლას სოროს და მოდიოდა მშვენიერი, უცნაური და ენით აღუწერელი ხილვები და შვება.

დილით თეკლა მშვიდ და კარგ, ნათელ გუნებაზე იღვიძებდა. დაალაგებდა საძინებელ ოთახს და სასადილო-საკუჭნაოს მიაშურებდა. ეს ოთახიც მყუდრო და მშრალი იყო. იატაკზე წიწვის, შემოდგომის წითელი ფოთლების, მუქი ხავსისა და ქათქათა დუმფარებისგან მოქსოვილი ხალიჩა ეგო. თეკლას მეგობარმა, ციყვმა პელაგიამ მოქსოვა. პელაგია განთქმული ოსტატი იყო, მის ნამუშევრებს მრისხანე მგლებიც კი სიამოვნებით იძენდნენ. ერთ ზამთარს მთელი ხროვისთვის თბილი, ირმებით მოქარგული ქურთუკებიც კი დაუკვეთეს. პელაგიამ თავდაუზოგავად იშრომა და მშვენიერი ქურთუკები მოქსოვა. მგლებსაც ვერ დავუკარგავთ, ღირსეული, კეთილშობილი ხალხია, მადლობა გადაიხადეს, ქურთუკები წაიღეს და იმდენი თხილი, კაკალი და მატყლი მოუზიდეს პელაგიას, რომ მთელი ტყის ციყვებს იმ ზამთარს ხომ ეყოთ და კიდევ შემდეგისთვისაც შემორჩათ, მატყლი კი ფუღუროებში ჩააფინეს და უსასტიკესი ყინვისაც კი აღარ ეშინოდათ. მელია ვანესა კი სულ სხვანაირად მოიქცა. მეზობელ ჭალაში ტურების, მამიასა და სონიას, შვილის ნათლობაზე წასასვლელად ახალი წითელი ქათიბი შეუკვეთა პელაგიას, ძალიანაც მოიხდინა, კიდეც გაიპრანჭა ჩვეულებისამებრ, მაგრამ მადლობის ნაცვლად მთელი ივნისი და ივლისი დასაჭერად დასდევდა და რომ არა ციყვის მეგობრები, ჩიტები, რომლებიც ყოველთვის განგაშს ტეხდნენ მისი მოახლოებისას, კიდეც დაიჭერდა ალბათ ამ ჩვენს პელაგიას და სიამოვნებითაც შეახრამუნებდა.

თეკლა და პელაგია ბავშვობიდან მეგობრობდნენ. თეკლა დიდ პატივს სცემდა ციყვის ნიჭსა და უნარს, გულწრფელად აღფრთოვანებული იყო, როცა ხედავდა, როგორ იქსოვებოდა ბალახებისგან, ყვავილებისგან, ხავსისგან, ხის ქერქისგან, ჩიტების ჩამოცვენილი ბუმბულებისგან რაღაც საოცარი, ფერადი, ფაფუკი, ამაღელვებელი, აი... იმ აუხდენელზე ფიქრისა და სიზმრის მსგავსი. ერთ ზამთარსაც პელაგიამ თეკლასთვის მოიფიქრა, შეთხზა და მოქსოვა ხალიჩა და აჩუქა. ეს ხალიჩა

ძალიან უყვარდა თეკლას, ისევე, როგორც პელაგია.

თეკლა პატარა თიხის ქოთანში მოგროვილი დილის ნამით იბანდა პირს. მისი ქურქი ბზინავდა მზის შუქზე, იმიტომ რომ მართლა კარგად უვლიდა, ცვრით ხომ ასუფთვებდა, ნერე ოქროსფერი ყვავილების ნექტარს ავლებდა და პაწაწინა მორცხვი ცისფერი ყვავილების სურნელოვან მტვერს აფრქვევდა. ასე მორთულ-მოკაზმული მიუჯდებოდა თეკლა ძველისძველ მაგიდას, ანუ ხის კუნძს, მისი დიდი ბაბუის ნაქონს. ბაბუამ ეს კუნძი მაშინ მოიტანა, როცა ადამიანებმა კაშხალი ააშენეს და ბევრი ხე მოჭრეს. ახლა ეს უკვე საგვარეულო ნივთი იყო და თეკლას ეკუთვნოდა, ისევე, როგორც ბებიის, მთის გაღმიდან ჩამოყვანი;ო ვერცხლისფერი მაჩვის, ანგელინას, თაროები, რომლებზეც ახლა ნაძვის გირჩები, გვიმრის ტოტები და პანტით, მარწყვით და მოცხარით სავსე თიხის ათასფერად მოხატული ჯამები ელაგა. როგორც დედა უყვებოდა თეკლას, ოდესღაც, დიდი ხნის წინათ, ტყეს მაიმუნების მოხეტიალე გუნდი ეწვია, განაპირას, მინდორში გაშალეს ბანაკი და თითქმის ერთი თვე დარჩნენ. უამრავი საოცარი ამბავი მოისმინეს მათგან ტყის მცხოვრებლებმა, შორეულ ქვეყნებზე, სადაც თაკარა მზე სწვავს მიწას და ახმობს ბალახს, წყალში კი ქერცლით დაფარული საშინელი ურჩხულები ბინადრობენ. გადახრუკულ ველებზე დასეირნობენ დიდი ოქროსფერი სასტიკი კატები და უხარმაზარი, ნაცრისფერი, ყურპარტყუნა კეთილი გოლიათები. ეს ამბები დროთა განმავლობაში გაიცრიცა, გადასხვაფერდა და ნაწილობრივ კიდეც დაავიწყდათ, სამაგიეროდ ტყის თითქმის ყველა ოჯახში ინახებოდა ერთი მოხატული და ფერადი ნივთი მაინც, რომელიც მაიმუნებისგან ხილისა და კენკრის ფასად შეიძინეს. მერე ერთ დღეს მაიმუნები გაუჩინარებულან. არავინ იცოდა საით წავიდნენ. ალბათ ენით აუწერელი ქვეყნების სანახავადო, ამბობდა თეკლას დედა და თეკლას გული სევდით ევსებოდა. ვინ იცის, როგორი იყო ის სამყარო, რომელსაც ის ვერასოდეს ნახავს.

და კიდევ... ძველი ხის თაროებზე უამრავი წიგნი ელაგა. დიახ, რატომ გაგიკვირდათ? თეკლას ძალიან, ძალიან უყვარდა წიგნის კითხვა და უცხო ენების შესწავლა. ხო,ხო ასეა. საქმეს რომ მორჩებოდა, წამოწვებოდა და ფუნჩულა თათებზე დაყრდნობილი კითხულობდა თვალწარმტაც ამბებს. შემდეგ კი ბეჯითად სწავლობდა უცხო ენებს: მგლურს, არწივულს ან ირმულს. ბევრი ენა იცოდა თეკლამ და მათი წყალობით ბევრი კეთილმოსურნეც შეიძინა დაბურულ ტყეში, სადაც ყოველ ნაბიჯზე საფრთხეა ჩასაფრებული, მაგრამ მშვენიერი და მეგობრული სიტყვები ძალიან ფასობს.

ასე ცხოვრობდა თეკლა, უსმენდა ტყის ჩურჩულს და ღამეული ქარის მუსიკას, მერე მთვარე და ღამის დედოფალი უგზავნიდნენ ძილს და სიზმარს, ისინი ვარდისფერ და იასამნისფერ ნისლში ახვევდნენ თეკლას სოროს და მოდიოდა შვება და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ტყეს ხანძარი არ გაუჩნდა.

უცებ მოედო ცეცხლი ხეებს და უცებვე გაძლიერდა. ავი ალი მოიწევდა შეუბრალებლად, დაუნდობლად, ყვირილით, თავხედურად. ცეცხლი შემოესია ტყეს. ცხოველები ტოვებდნენ თავიანთ სოროებს, ზურგზე შემოსმული შვილებით თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ და ხედავდნენ, არა, ვეღარც ასწრებდნენ დაენახათ,

როგორ ნთქავდა ცეცხლის დაფჩენილი ხახა მათ სახლებს, მათ მოგონებებს, მათ ტყეს.

ასწლოვანი ხეები კვნესით ენარცხებოდნენ მიწას, უკვალოდ გაქრა ყოვლისმცოდნე, ბრძენი ხავსი, ჩაიფერფლა ბალახი და ყვავილები.

ცხოველებმა, ვინც მოასწრო, მდინარეზე პატარა კუნძულს შეაფარეს თავი. აქ იყო თეკლაც. აბუზულები, ბალანშეტრუსულები, აკანაკალებულები ეკვროდნენ ერთმანეთს, აღარავის ახსოვდა ვინ იყო მტაცებელი და ვინ მსხვერპლი. ცრემლიანი თვალებით შესცქეროდნენ იმას, რაც ოდესღაც მათი დიდი და თბილი სახლი, ტყე იყო.

მესამე დღის ბოლოს, როგორც იქნა, ხანძარი ჩაცხრა, მერე თანდათან ჩაიღველფა, ჩანაცრდა და გაქრა. ცხოველები შიშით, ფეხაკრეფით, ჰაერის ყნოსვა-ყნოსვით დაბრუნდნენ ტყეში, ფრთხილად ადგამდნენ ნაბიჯებს, მათი თათები ყოველ წამს მზად იყვნენ უკან გადასახტომად. ძალიან ცოტანი დაბრუნდნენ, ძალიან ცოტანი. ბევრი ცეცხლმა შთანთქა, მაგრამ უფრო მეტმა მდინარე გადალახა და შორს აყვავებულ ჭალებს მიაშურა. თეკლამ იცოდა, რომ აღარც მისი სორო არსებობდა, აღარც პელაგიას ხალიჩა, აღარც დიდი ბაბუას მაგიდა, აღარც ძველი თაროები და... აღარც მისი წიგნები. ყველაფერი შემოსეულმა ცეცხლმა წაიღო. იქით, მდინარის გაღმა კი ჭალებში უხვი საჭმელია, შიმშილი არავის შეაწუხებს, საცხოვრებლის მოძებნაც იოლი იქნება, თუ არადა იმის იქითაც შეიძლება წასვლა, ვინ იცის, იქნებ ჭალებს, მთებს იქით სწორედ ის საოცარი მიწებია და ისეთი ამბები ხდება, რომლებზე ფიქრიც აუხდენელზე სევდით ავსებდა თეკლას გულს, მაგრამ... ბევრი მოიქცა ასე, წავიდა... მაგრამ თეკლა არსად წასულა. ის იჯდა თავის დანახშირებული სოროს ნაშთთან და ფიქრობდა. „აი, აქ ვარ მე, მაჩვი თეკლა. ჩემი სორო დაიწვა, ყველაფერი რაც მიყვარდა, ჩაიფერფლა, ცეცხლმა გადაყლაპა ჩემი საუკეთესო მეგობარი პელაგია... მაგრამ ეს ჩემი ტყეა. მე აქ ვარ, მე - მაჩვი თეკლა. აქ ვისწავლე მიწის, წყლის, ხის, ფოთლის, ყვავილის, ხავსის, ღაბუა ჩიტის სიყვარული. ჩემი სორო დაიწვა, ტყე დაჭრილი და დაგლეჯილია, მაგრამ მიწა დავყნოსე, გავქექე თათებით და ისევ ისეთია, შავი და რბილი. აქა-იქ პაწაწინა ბალახის ღეროებიც შევნიშნე, უკვე, წარმოგიდგენიათ? გაბმულ ზუზუნში მესმის, ყრუდ, არა, ნამდვილად არ მეჩვენება, ჩიტის შორეული გალობა, სადღაც შორიდან მოდის, დამწვარი ხეების სიღრმიდან. რაც ამ ტყეში ზღაპარი, ლეგენდა, საოცარი ამბავი მომისმენია, ყველა მახსოვს. ცხვირი წავყავი სქელ შავ მიწაში. მართლა ისევ ისეთია, ნაცნობი სუნი აქვს და გული მტკივა. ცოტა ხანში ტკივილიც დაყუჩდება... ალბათ. გადარჩენილ ხეებზეც ამოვა ფოთლები. ერთ სოროსაც ვიპოვი როგორმე, იმიტომ რომ ტყე ჩემი სახლია, როგორიცაა, დამწვარი, დანახშირებული, მაინც ჩემია. ჩემი.‘’ მერე დაღლილმა თეკლამ ჩამოწოლილ ბინდში თავი თათებში ჩარგო და ყური მიუგდო ტყის ნაცნობ ხმაურს. ამასობაში მთვარემ და ღამის დედოფალმა ბრძანეს და ძილმა და სიზმარმა ფერად ნისლში გაახვიეს თეკლა და შვება და იმედი მოუტანეს საჩუქრად.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3553
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ინგა მილორავა   Tue Mar 29, 2011 10:52 am

ინგა მილორავა


ჭაობის ჯოჯო და სიტყვა
(ზღაპარი)

ქარმა გადაუარა მუქნწვანე წყალს და დუმფარებს. მარგალიტისფერი ფურცლები შეიკეცეს დუმფარებმა და ლაქაშებისაკენ გაიხედეს. ბნელ ღანეში მოკიაფე წითელი ფოთლები ცვიოდა ჭაობის ზედაპირზე. ქარი მოსვენებას არ აძლევს დუმფარებს. რა გინდა ქარო? დუმფარები ნაზად ანათებენ სიშავემდე მისულ მუქმწვანე ღამეში, ჭაობში. რა გინდა ქარო? ქარმა თავი დაანება ჭაობს და ხეებს გადაღმა დიდ ქალაქში წავიდა.

სიჩუმემ და მყუდროებამ დაისადგურა. მერე ნელ-ნელა აწრიალდნენ კოღოები. ბალახებში კალიები გაძვრნენ და გამოძვრნენ. მარგალიტისფერი დუმფარების თავზე აფარფატდნენ თეთრი პაწაწინა ფრთები - ვისი, რისი, აბა ვინ იცის? ბაყაყიც აყიყინდა, მაგრამ მაინც სიმშვიდეა, სევდიანი და ბნელი სიმშვიდე, ისეთი, როგორიც მწვანე ჭაობის ღამემ იცის. ხეებს იქით ქალაქი ხან განათდებოდა, ხან ჩაქრებოდა. ეტყობა დროდადრო ელექტრონი ითიშებოდა. ქარი არხევდა ხეებს, ღრუბლებს აწიოკებდა. ქარმა ამ ღამეს თავი ანება ჭაობს და ქალაქს შეუჩნდა.ჭაობი მაინც ჭაობია. როგორც არ უნდა მოირთოს და მოიკაზმოს - მოკიაფე მეწამული ფოთლებით, გრძელი ნაცრისფერი მცენარეებით მუქმწვანე ფონზე, მაინც ჭაობია. მით უმეტეს, თუ სიღრმიდან ამოდის ვინმე და დამშვიდებულ ლაფს აბუყბუყებს. ჭაობმა უცებ ამოიფშვინა, ამოსკდა ... და ზედაპირზე ამობრძანდა ჭაობის ჯოჯო.

ჭაობის ჯოჯოს ძეძვი და ბალახი ქუდივით ედო პრიალა, სველ მწვანე თავზე. მიიხედ-მოიხედა, მთელი ტანით ამოიმართა, დიდი ფოთოლი მოძებნა და ზედ დაჯდა. ნელ-ნელა მოიცილა ბალახ-ბულახი, ტანი შეიბერტყა და შავ ცას ახედა. მთვარეს ეძებდა. მთვარეც უკვე იქ იყო. ვერცხლის ნათელი აირეკლა ჭაობის ჯოჯოს რქისჩარჩოიანი სათვალის სქელ მინებზე. კი, ასეა, სათვალე ეკეთა. იღლიაში კიდევ დიდი ძველი წიგნი ჰქონდა ამოჩრილი. ფოთოლზე წამოწვა, წიგნი დაფერთხა, ზედ მიკრული წვრილი ცისფერი სველი ყვავილები მოაცილა და კითხვა დაიწყო. დიახაც, ასე. ხეებს იქით დიდ ქალაქში შუქი ისევ ქრებოდა და ინთებოდა, ქრებოდა და ინთებოდა. მარტო მთვარე ენთო სულ, ჩაუქრობლად. ჭაობის ჯოჯომ იკითხა, იკითხა და დაიღალა. უკვე ასი წელია ამ წიგნს კითხულობდა და მაინც აინტერესებდა და უყვარდა, მაგრამ ახლა რატომღაც თვალი გაუშტერდა. დიდ მოციმციმე ქალაქს გაუშტერა თვალი და იფიქრა, იქ იქნება ბევრი წიგნი და, ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ. ჯოჯომ წიგნი ფოთოლში გამოახვია, გრძელი ღეროთი შეკრა და შეინახა. მოკიაფე წითელი ფოთლები ისევ რბილად ეფინებიან მუქმწვანე ჭაობს და ჭაობის ჯოჯოს პრიალა, კოტიტა მწვანე სხეულს.

ჭაობის ჯოჯო ნაპირზე გადავიდა, ტანი შეიფერთხა, ხეებს შეერია და ქალაქისკენ წავიდა. ეშინოდა, როგორ არ ეშინოდა, მაგრამ ერთხელ ხომ მაინც უნდა ეცადა, რაკი გადაწყვიტა, მორჩა, გადაწყვიტა. ქალაქი ისევ ხან ჩაბნელდებოდა, ხან აენთებოდა. როცა ჯოჯომ ერთ-ერთ პატარა განაპირა ქუჩას მიაღწია უკვე სულ ბნელოდა. ვიღაც კაცი ფანჯარასთან იდგა და შუქის ყოველ ჩაქრობაზე საშინელ, მახინჯ სიტყვებს ამბობდა. ჯოჯო შეძრწუნდა და ძალიან შეეშინდა, მიიხედ-მოიხედა და ნაგვის ბუნკერის უკან დაიმალა, აპრეხილი მრგვალი ცხვირი შეიჭმუხნა და სათვალე შეისწორა.

ფუ, რა სუნი იდგა. ჭაობი რა მოსატანია ამასთან. ამასობაში ქალაქი ისევ განათდა და გაბრაზებულმა კაცმა შეწყვიტა საშინელი, მახინჯი სიტყვების წარმოთქმა და ფანჯარა შეიკეტა. ქუჩის ბოლოში, ორთქლში ვიღაცეები გარბოდნენ, დაუსტვინეს და უცნაური ჭახანიც გაისმა. ჯოჯომ უკვე ინანა, რომ წამოვიდა.

- ისევ ისვრიან, - თქვა ვიღაცამ კედელთან, სიბნელეში. ნაზი ხმა ჰქონდა, ოდნავ გაწელილად ლაპარაკობდა. ჯოჯომ თავი ასწია. ბუნკერის მეორე მხრიდან გაძვალტყავებული, წყლულებიანი კატა გამოვიდა.

- გამარჯობა, - უთხრა კატამ ჯოჯოს. ეტყობა სულ არ ეშინოდა ამ საშინელების, უცნაური არსების, ბუნკერზე მიკრული სველი, მწვანე, შავად დაწინწკლული აცახცახებული სხეულის და სქელი სათვალეების მიღმა დაქაჩული ყვითელი თვალების. იქნება ისე დაიღალა შიშით, რომ აღარც ჰქონდა შიშის თავი. მგონი, ჯოჯოს უფრო შეეშინდა კატის.

- გამარჯობა, - გაიმეორა კატამ. - თქვენ ვინ ბრძანდებით?

- მე... - დაიბნა ჯოჯო. - მე... ჭაობის ჯოჯო ვარ.

კატამ ეს ამბავი ისე მიიღო, თითქოს ყოველდრე ნახულობდა ჭაობის ჯოჯოებს ქუჩებში. მარტო ჩამოხეული ცალი ყური გააბარტყუნა და კუდიც ოდნავ გაიქნია.

- თუ გშიათ, ნაგავში ბევრი საჭმელია, - შესთავაზა კატამ. დილით ადამიანები მოვლენ და წაიღებენ, აღარაფერი დარჩება. ახლა მიირთვით.

ჭაობის ჯოჯოს შეაჟრჟილა. გაახსენდა დიდი, მწიფე, გრილი თეთრი ნაყოფი, სურნელოვანი წვენი, ნაზი ფოთლები დღეს რომ ჭამა.

- ადამიანები ჭამენ ნაგავს?

- ნაგავს არა, საჭმლის ნარჩენებს, ზოგიერთი... - თავი გაიქნია კატამ. რა ქნან აბა, შიათ. მე კი მართმევენ ლუკმას და... მაგრამ რას იზამ. საბაზრო ეკონომიკაა, კონკურენცია, ვინც უფრო ძლიერია, ნაგავიც იმას დარჩება. ასეთია ქვის ჯუნგლების კანონი.

ჯოჯომ ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ არ შეიმჩნია, კატა აშკარად განსწავლულობით და გამოსულობით იწონებდა თავს და არ ღირდა საკუთარი უმწეობის გამოვლენა. ერთადერთი რაც ეცნო, ჯუნგლები იყო, ის ჩიტები ყვებოდნენ ხოლმე ჯუნგლებზე, ყოველ წელს იქ გაფრენა რომ უწევთ ხოლმე, ოღონდ ისინი ქვის ჯუნგლებზე არ ლაპარაკობდნენ, არამედ ულამაზეს, ფერად სამყაროზე, რომელსაც თავისი რაინდული კანონები აქვს... ყოველ შემთხვევაში ჯოჯომ გაჩუმება არჩია.

- თქვენ რაზე შეწუხებულხართ? - ჰკითხა კატამ.

- მე არ შევწუხებულვარ. - გაიკვირვა ჯოჯომ.

- არა, იმას გეკითხებით ჩვენს ქალაქში რისთვის მოხვედით?

- ა... ხო... წიგნი მინდა... ახალი წიგნი... წასაკითხად.

- გასაგებია. - კატა ჩაფიქრდა. - სად შეიძლება ახლა წიგნის შოვნა უსაფრთხოდ. ქალაქის სიღრმეში არ ღირს შესვლა, საშიშია. შეიძლება პოლიციამ დაგაკაოთ. თქვენი გარეგნობის პატრონს ან მომსპარ ნარკომანად ჩაგთვლიან ან შენიღბულ ტერორისტად. მაპატიეთ ამას რომ გეუბნებით. - კატა უხერხულად შეიშმუშნა და ოდნავ გააქნია კუდი.

შუქი ისევ ჩაქრა და ზედა სართულის ფანჯარაც ჯახუნით გაიღო. მგელივით აყმუვლებულმა კაცმა სიბნელეს შეჰღაღადა საშინელი, ულამაზო სიტყვები. აივნებზე სხვა ხალხიც გამიჩნდა. ისინიც იმავეს ამბობდნენ.

„ეტყობა ადგილობრივი ავსული ჰყავთ და იმას ამკობენ ასე. ან, იქნებ აშინებენ, მაგრამ ასე რა გამოვა.“ - გაიფიქრა ჯოჯომ, მაგრამ ამ საკითხის გარკვევის დრო ახლა ნამდვილად არ ჰქონდა, თორემ ავსულების მოგერიების წესი ტყეში, მინდვრებზე და, მით უმეტეს ჭაობში ყველამ იცის. მთავარი წიგნი იყო და უკვე ცოტათი იმედიც მიეცა, იქნებ ამ კატამ მაშოვნინოს წიგნიო.

- სად შეიძლება ახლა უსაფრთხოდ წიგნის შოვნა... კატამ თათით თავი მოიქექა. - მოდი, ქუჩას ჩაუყევით, შორს ნუ წახვალთ სიღრმისკენ. იმ მოდახვევამდე მიდით. იქ დიდ ძველ ჭიშკარს დაინახავთ. შეხვალთ. ეზოა. ეზოში პირველ სართულზე შუშაბანდია. იქ ერთი კაცი ცხოვრობს. სულ წერს ხოლმე და წიგნებიცა აქვს. მიუკაკუნებთ, შეხვალთ და... კატამ უცებ ყურები ვქვიტა, დაიძაბა, ერთ მუშტად შეიკრა, თვალები აენთო.

- მაპატიეთ, უნდა გავიქცე, ფრთხილად იყავით! - კატა გადახტა და სიბნელეში გაქრა.

ჭაობის ჯოჯომ ჯერ ვერაფერი გაიგო, შეშინდა კი. მერე რაღაც ღრენა-წკმუტუნი გაიგონა, ყეფაც... ხმაური უახლოვდებოდა. ჯოჯო აგურის კედელს აეკრა და მთელი ტანით აკანკალდა, იფიქრა, ნამდვილად ვიღუპები, ეს რა ხმებია, რა მინდოდა აქ რომ მოვეთრეოდიო. ქარიც არსად იყო. ნაცნობი ქარიც კი არსად იყო. ღრენა-ყმუილი მოახლოვდა, ჯოჯომ თვალები დახუჭა, ვიღაცეების ცხელმა სხეულებმა ჩაურბინეს გვერდით. ნელ-ნელა გაახილა ჯერ ცალი თვალი, მერე მეორე. ძაღლების ხროვა უკვე ქუჩის ბოლომდე მისულიყო. ბნელში აპრეხილი კუდებიღა მოჩანდა.

- გადავრჩი. - ხმამაღლა თქვა ჭაობის ჯოჯომ. - რა ვქნა ახლა, გავაგრძელო გზა, თუ უკან დავბრუნდე? მარა წიგნი რო მინდა? მოდი, ვცდი.

ამასობაში შუქი ისევ აინთო და ქუჩაც ასე თუ ისე განათდა. ჯოჯო ფრთხილად კედელ-კედელ მიდიოდა. ერთ განათებულ ფანჯარაში შეიხედა. კი, უზრდელობაა სხვის ფანჯარაში შეხედვა, მაგრამ როცა მთელ ცხოვრებას ჭაობში გაატარებ და პირველად მოხვდები ქალაქში, რას იზამ, ყველაფერი გაინტერესებს, მითუმეტეს, თუ ჭაობის ჯოჯო ხარ და ადამიანის გამოგონილ ზრდილობის წასებზე არაფერი გსმენია. ოთახში ორნი იყვნენ, არა სამნი. ქალი კარადასთან იდგა. კაცი მაგიდასთან იჯდა. მესამე კაცი კი დიდ განათებულ ყუთში იჯდა და იქიდან ლაპარაკობდა. ქალი მაგიდასთან მჯდომ კაცს ეჩხუბებოდა. ყუთის კაცი თავისთვის იჭაჭებოდა. ჯოჯომ ვერაფერი გაიგო. უცებ ქალმა იყვირა, გადართე ეს ოხერი, ხო ხედავ ტყუილის მეტს არაფერს ამბობსო. მაგიდასთან მჯდომმა კაცმა რაღაც უცნაური ნივთი აიღო, ყუთს მიუშვირა... და ყუთის კაცი უცებ გაქრა, მის მაგივრად კი ქერათმიანი ლამაზი ქალი გაჩნდა.

„რა ლამაზია!“ - გაიფიქრა ჯოჯომ. უნდოდა ცოტა ხანს ეყურებინა, მაგრამ თავისი გზა ჰქონდა და ისევ კედელს გაუყვა. მოშივდა. აქ არაფრის პოვნა არ შეიძლებოდა. ვერც ვერავის სთხოვდა. ჭაობში ვერაფერი რომ ვერ იპოვოს, წეროს მაინც სთხოვს, ყიპყიპით თავზე გადაფრენილ იხვს მაინც სთხოვს და რამეს მოუტანს. აქ კი არავინაა თავისიანი.

ჯოჯოს შეაჟრჟოლა, არაფერი ეცვა და ისედაც, თავი დაკარგულად და მიუსაფრად იგრძნო და შეაჟრჟოლა

- მცივა. თქვა ჩუმად. თავისი ჭაობი გაახსენდა. კედელთან ჩაჯდა და მსხვილი მწვანე ცრემლებით ატირდა.

- შეგცივდება აბა რა იქნება, ტიტველი ხარ. - ჩასჩურჩულა ყურში ვიღაცამ. ჯოჯომ თავი ასწია. ცრემლებისგან დაორთქლილი სათვალიდან ჯერ ვერაფერი დაინახა. მერე მინები დაიწმინდა და... რას ხედავს! დიდი მსუქანი ვირთხა წამოსკუპულა და თვალებს აკვესებს.

- ვინ დადის ახლა ტიტველი, ჩემო კარგო. შემპარავი ხმით განაგრძო ვირთხამ. - ქვეყანა ჩაცმა-დახურვაზეა გადარეული. უბრალო ტანსაცმლიანი აღარავის უნდა და ტიტველს ვინ იკადრებს. ყველაფერი ტანსაცმელია, ფული. მაგით ფასობს კაცი. შენ ასეთი მწვანე და ტიტველი ვის რად უნდიხარ?

- ვიცი, რომ უშნო ვარ. - ამოიკვნესა ჯოჯომ და თავი ჩაქინდრა.

- უშნო ხარ თუ ლამაძზი რა მნიშვნელობა აქვს. კეთილი ხარ თუ ბოროტი, არც მაგასა აქვს აზრი, არც სხვა რამეს. თუ კაის ჭამ, კაის სვამ, კაი გაცვია და გახურავს, მაგარი მანქანა გყავს და ბევრი ფული გაქვს, მაშინ ხარ კაცი, მაშინ ყველას მოეწონები და ეყვარები, თუ გინდა შენნაირი ჯოჯო იყავი.

- შენ რა იცი მე რომ ჯოჯო ვარ?

- მე ყველაფერი ვიცი. ჩემი პირით ჭეშმარიტება ღაღადებს. - ნაკვერჩხლებივით აუელვარდა თვალები ვირთხას, თათი ასწია და კიდევ რაღაცის სათქმელად მოემზადა, მაგრამ უეცრად იჭექა და გულგანგმირული ვირთხა დაეტყეპა ქვაფენილზე. „ეს რა დიდი მსახიობი ვკვდებიო.“ - ამოთქვა და გაშეშდა. ქუჩაში ორი კაცი გარბოდა. ორთქლი სვლეპდა ჩრდილებს და ფეხის ხმას.

შეშინებული ჯოჯო გარბოდა. ხედავდა ჭიშკარს, რომელამდეც უნდა მიეღწია და გარბოდა. აქოშინებული შევარდა ეზოში. დაინახა შუშაბანდი. შვებასავით იყო. შიგნით შევიდა და პირდაპირ ხალიჩაზე დაეცა. როგორც ჩანს, სახლში არავინაა, როგორც ჩანს სახლში არავინაა, გარეთ კი ცივი ღამე და ქალაქის უცხო ქარია...

ჯოჯო კარგა ხანს ეგდო იატაკზე. როცა გონს მოვიდა, სხივებით სავსე ოთახი დაინახა. ვერცხლის აბლაბუდაში გაეხვია. ჭერამდე ასულ თაროებზე უამრავი წიგნი ეწყო, მაგრამ პატრონის ნებართვის გარეშე ვერ აიღებდა. ასე უნდა გაბრუნებულიყო უკან, ამდენი წვალების მერე. მაინც ყურადღებით მიათვალიერ-მოათვალიერა ოთახი. მაგიდაზე ფურცელი იდო და ზედ ეწერა ს ი ტ ყ ვ ა. მხოლოდ ეს ერთი სიტყვა - ს ი ტ ყ ვ ა. უცებ სიტყვამ წამოიწია, ფურცელს ასცილდა დაწამოჯდა.

- გამარჯობა. - თქვა სიტყვამ. - მიშველე, თან წამიყვანე. აქ მაწავალებენ. სიტყვის წვალება ცოდვაა. თუ ბოროტებისთვის გამოიყენებ, ტყუილს ათქმევინებ, ან თუ აზრი არ ჩადე და ისე დაწერე, ეწამება. აღარ შემიძლია ამდენი ტანჯვა, მიშველე, წამიყვანე!

- მე... მე... სად წაგიყვანო? - შეცბა ჯოჯო.

- იქ, სადაც ვეყვარებით და სიმახინჯეს არ მამსახურებენ.

- არ ვიცი, შემიძლია წაგიყვანო იქ, სადაც შენ გინდა?

- მიშველე, წამიყვანე.

ჯოჯომ უცებ ძალა შეიგრძნო და უცებვე გადაწყვიტა. ხელში აიყვანა პატარა, დატანჯული, გაძვალტყავებული ს ი ტ ყ ვ ა და გარეთ გამოვიდა.

ქალაქი ნელ-ნელა შავიდან იისფერი, მერე კი იასამნისფერი გახდა, ფანჯრებში მაინც ციმციმებდა ოქროსფერი შუქი. ამასობაში ქარმაც ანება თავი ქალაქს და ისევ ჭაობს დაუბრუნდა, როცა ჯოჯომ ხელში ატატებული სიტყვით შეაბიჯა დიდ გრილ ფოთოლზე. ძალიან დაღლილი იყო. ფრთხილად დასვა სიტყვა მარგალიტისფერ ყვავილზე და ამოისუნთქა.

ქარმა გადაუარა მუქმწვანე ჭაობის ხავერდს. მოკიაფე წითელი ფოთლები ისევ ჩვიოდნენ უკვე ფერგამკრთლ ღამეში. დაღლილი და შთაბჭდილებებით შეძრული ჭაობის ჯოჯო ჩუმად იჯდა. ს ი ტ ყ ვ ა ს მის კალთაში ედო თავი და ეძინა. ჯოჯო ეფერებოდა. ფრთხილად ეფერებოდა სიტყვას ს თმაზე და ფიქრობდა, შეძლებდა თუ არა მის მოვლას და დაცვას!

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3553
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ინგა მილორავა   Thu Mar 31, 2011 11:07 am

ინგა მილორავა


სვიმონიკო და ქარი
(ზღაპარი)

სვიმონიკო სახლის წინ სკამზე ზის და სათევზაო ბადეს კემსავს. ძველისძველი

სახლის სახურავი ერთ მხარეს დაფერდებულა, მეორე მხარეს კი ხავსი და ბალახი

მოსდებია. ჭრიალა ფანჯრები ღიაა და გარედან კარგად ჩანს პატარა ოთახი:

მოწითალო ხის განჯინა, მაგიდა და სამი საკამი, საწოლი და კედელზე

ვერცხლისფერჩარჩოიანი სინესტისგან ალაგ-ალაგ დალაქავებული სარკე. აი, სულ ეს

არის სვიმონიკოს მთელი ავალა-დიდება, თუმცა, მოიცა... არა, საკერავი მანქანა კინაღ

ამ დაგვავიწყდა. აგერ დევს, ოთახის სიღრმეში, ბინდში, კარაგად არ ჩანს, ამიტომ

გვავიწყდებოდა. არადა, სვიმონიკოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან

უყვარს, იმიტომ რომ მისი დედის და ბებიის ნაქონია, მათი ხელების სირბილე და

სინაზე შერჩენია და ხანდახან, როცა გაუსაძლისი მარტოობის სევდა შემოაწვება

გულზე, სვიმონიკო მიდის და ატრიალებს სახელურს. მანქანა ნელ-ნელა

გამოფხიზლდება ძილიდან, შეიშმუშნება და ცოცხლდება. მექანიკური ნემსი ადის,

ჩამოდის , ადის, ჩამოდის და სვიმონიკოს ეჩვენება, რომ დაბრუნდა ბავშვობის წლები.

მაგიდასთან ბებია ზის, პატარა, დალეული, დამჭკნარი და ისეთი თბილი, რომ

ჩაეხუტები, ყინვაც რომ იყოს, ქარიშხალიც რომ ღმუოდეს, მგლებიც რომ ყმუოდნენ

აქვე, ახლოს, ტყეში, მაინც აღარ შეგეშინდება და მაინც გათბები. ნემსი ადის,

ჩამოდის, ადის, ჩამოდის და სვიმონიკო ხედავს, როგორ კერავს ბებია

პატარა ლურჯ შარვალს და ტკივილისგან გული ეკუმშება, რადგან იცის, რომ

ეს უველაფერი გაქრა და აღარასოდეს დაბრუნდება. ატრიალებს სვიმონიკო

სახელურს და... ეჩვენება, რომ დედას შემოაქვს მურაბა და ცხელი ჩაი და სვიმონიკო

ხედავს შორეული სიმშვიდის და სიხარულის ფერად ნისლს. აი, რა მნიშვნელობა

აქვს მისთვის საკერავ მანქანას და ჩვენ კი კინაღამ არ დაგვავიწყდა. ხო, მართლა,

კიდევ, აქედან, გარედან, ვერ იგრძნობთ და ოთახში იასამნის მძაფრი სურნელი

ტრიალებს. ძალიან უყვარს იასამნები სვიმონიკოს. ეზოშიც დარგო და სახლშიც,

მაგიდაზეც პირჩამოტეხილ მწვანე ლარნაკში დიდი თაიგული დევს და ტრიალებს

სურნელი, ტრიალებს, ტრიალებს... ტკბილ-მწარე,სურნელი, ტრიალებს, ტრიალებს...

ტკბილ-მწარე და მუდმივი...

სვიმონიკოს ზღვასავით უძირო და ხავერდოვანი ლურჯი თვალები აქვს, ზღვასავით იდუმალი, ამოუხსნელი და მოუხელთებელი. ზღვასავით ოცნებას იტევს სვიმონიკოს გული და ალბათ ამიტომ. უცნაურია სვიმონიკო, თვითონაც არ იცის რა უნდა, რატომ სტკივა გული, რატომ ევსება სხეული უცნაური აღტაცებით, როცა უკიდეგანო ზღვაში ქარის თავისუფალ და ცოტა საშიშ თარეშს ხედავს. არ იცის

და არც უნდა იცოდეს. ახლა ბადეს კერავს და ბევრ რამეზე ფიქრობს. ერთი კი ნამდვილად აშკარაა. სვიმონიკო არ არის მთლად ისეთი, როგორიც მისი ტოლი ბიჭები. სვიმონიკო ვერ ეგუება სიკვდილს, დანაკარგს, სვიმონიკო ვერ ცხოვრობს მარტო დღევანდელით, გარდასული დღეები სულ მასთანაა, სვიმონიკო ვერ ცხოვრობს მხოლოდ საჭმელზე და ზამთარში შეშაზე ფიქრით და ხშირად ოცნებობს ფერად, მბრწყინავ, თბილ ღრუბლებში ჩაძირულ ქვეყანაზე, სადაც არც ტკივილია, არც განშორება, არც მარტოობა, არც სიცივე, არც შიში... ბევრის ნანახი მოხუცები დანანებით აქნევენ თავს და ამბობენ: „ეჰ, ეეჰ, გაუჭირდება ცხოვრება სვიმონიკოს, ეჰ, ეეჰ...“

სვიმონიკო კი ზის და კემსავს ბადეს. აიარა მზემ გზაზე, ჩაიარა და შუბის ტარიდანაც გადაიხარა. სვიმონიკოს თმებიც მზის სხივების ფერია, არა, თავთავების, მწიფე, მძიმე, უკვე ძალიან კეთილი თავთვების ფერი, რადგან მწიფე ყანა კეთილია და გულმოწყალე. პურად გადაქცევის მოლოდინში ის განსაკუთრებულად ბრწყინავს და ასეთია სვიმონიკოს თმებიც. მრგვალი, ფუნჩულა, სავსე ხეები შრიალებენ, აბრეშუმივით პრიალა ფოთლებში ვიღაც უხილავი და იდუმალი დაუჯერებელ ამბავს ყვება ისეთ ქვეყანაზე, სადაც ყველა იმას ლაპარაკობს, რასაც ფიქრობს და ისე იქცევა, როგორც გული უკარნახებს - ჩიტები გასუსულები უსმენენ. სვიმონიკო კი კემსავს ბადეს, კერავს და ფიქრობს...

მოვიდა ქარი. აუქროლა სვიმონიკოს, ჩამოუქროლა, მბრწყინავი თმები აუწეწა და მის გვერდით ჩამოჯდა მოყანყალებულ სკამზე. ქარი ლამაზი იყო, გამჭვირვალე, მოლივლივე, ნაზი. განსაკუთრებით მშვენიერი კუდი ჰქონდა - გრძელი, ტალღებად დაფენილი, ზოგჯერ მარაოსავით გაშლიდა, ზოგჯერ მჭიდროდ დაკეცავდა და შოლტივით გადააწნავდა წყლის ზედაპირს. კუდი დასაწყისში ლურჯი იყო, მერე ბაცდებოდა და ნელ-ნელა ცისფერში და ბოლოს მტრედისფერში გადადიოდა. თავიდან ბოლომდე სულ მოფენილი იყო წვრილი მბრწყინავი ოქროსფერი და ჟოლოსფერი წინწკლებით და როცა ქარი კუდს მთლიანად გაშლიდა, დღის ნათელში თუ ღამის სილურჯეში ფრიალებდა ცისფერი კუდი და კაშკშებდნენ ოქროს და ჟოლოს ნაპერწკლები. ქარს თავისი კუდი ძალიან მოსწონდა და ეამაყებოდა, მაგრამ ადამიანებთან თავს ვერ გამოიჩენდა, რადგან ყველა და ყველაფერი ხედავდა ქარს ამქვეყნად, ადამიანის გარდა.

მიუჯდა ქარი სვიმონიკოს გვერდით და თმებზე გადაუსვა ნაზი ცისფერი ხელი, შეფაკლულ ლოყაზე მიეფერა და გაისუსა. მარაოსავით გაშლილი კუდი მიწაზე გააფინა, დროდადრო იშმუშნებოდა და კუდის ბოლოს აშრიალებდა, აი, რა ლამაზიაო და, მართლაც, ბინდისგან ჩამუქებულ ბალახზე ბრწყინავდნენ ოქროსფერი და ჟოლოსფერი ციცინათელები.

სვიმონიკო სანამ მთლად არ დაბინდდა და დღეც სულ არ გაიისფრდა, მანამდე კერავდა თავის ბადეს. მერე გვერდზე გადადო, გაიზმორა, მოიხედა და ქარს უთხრა: „გამარჯობა, აქა ხარ? მაპატიე, ვერ შეგამჩნიე აქამდე“. ქარი მოულოდნელობისგან შეკრთა. იცოდა, რომ ადამიანს, წესით, ვერ უნდა დაენახა. ისე შეცბა, რომ შეეშინდა კიდეც და წამით გავფრინდებიო, იფიქრა, მაგრამ მერე ცნობისმოყვარეობამ სძლია და დარჩა.

სვიმონიკომ ბადე მოკრიფა, მკერდზე მიიკრა და ქარს შეხედა: „აბა, რას იზამ, წამოხვალ ჩემთან ერთად თუ აქ დარჩები? წამოდი, ჩაის დაგალევინებ, ცხელს, კაკლის მურაბაც მაქვს.თუმცა ...სვამ შენ ჩაის?“ ქარმა თავი დაუქნია და ყოველი შემთხვევისთვის კუდი შეარხია. ოთახში იასამნის, თაფლის და მძაფრი მონატრების სურნელი იდგა. სანამ სვიმონიკომ ჩაი გააწყო, ქარმა ოთახი დაიარა და დაათვალიერა. საკერავი მანქანის ტარს რომ შეეხო, გველნაკბენივით უკან დაიხია. სვიმონიკო მოტრიალდა, ხელი შეაშველა: „რა იყო, ხომ არაფერი იტკინე?“ „არა, არაა“, - თქვა ქარმა. - „მაგრამ იქ იმდენი სიყვარული იყო, იმათი, ვინც აღარ არის, იმხელა მონატრება, დარდი და ტკივილი, სევდა იმაზე, ვინც მიწაზე დატოვეს. მე ამის გაძლება არ შემიძლია“. სვიმონიკომ გაიღიმა და თავი გაიქნია. „ჩვენ კი ასე ვცხოვრობთ“. „როგორ, ყველა ადამიანი ასეთ რამეს ატარებს გულში და უძლებს?“ სვიმონიკო დაფიქრდა და ბოლოს მხრები აიჩეჩა: „არ ვიცი ყველა თუ არა, მაგრამ ალბათ ბევრი. ხო, ბევრი“.

როცა ჩაის სვამდნენ, ქარმა ჰკითხა სვიმონიკოს: „იცი, ვინა ვარ?“ „ვიცი, ქარი ხარ.“ „შენ ვერ უნდა მხედავდე, როგორ დამინახე?“ „მე შენ ყოველთვის გხედავდი. შენც, გაზაფხულსაც, დიდი მწვანე თვალები და იისფერი თმები რომ აქვს და მერცხლის კაბა აცვია. თეთრწვერა ზამთარსაც, ზაფხულსაც. ზაფხულში დავიბადე და ზაფხულს დედაჩემის თაფლის თვალები აქვს და ზღვის სითბო და სილურჯე მოსასხამივით ახვევია. შემდგომის წვიმასაც ვხედავ. გამჭვირვალე, ნაზი, მაგრამ სულ ცხვირჩამოშვებული და ჭირვეული გოგოა. ჭექა-ქუხილი მომწონს ძალიან, ოქროს აბჯარი აცვია და მეწამულ მოსასხამს რომ გაშლის ცას ცეცხლისფერი ედება, ვაჟკაცურად გამოიყურება,ომახიანად. მთის დიდ გულსაც ვხედავ, დინჯად, ნელ-ნელა რომ ფეთქავს, ხეების სულებს, ბალახის თვალებს. და, რაც მთავარია, შენ გხედავ, იმიტომ რომ შენ, ქარი, ძალიან მიყვარახარ. შენ მიწის ბორკილებისგან თავისუფალი ხარ. სადაც გინდა, როცა გინდა გაფრინდები და მოფრინდები. ამიტომ ძალიან მომწონხარ და მიყვარხარ.“

მერე დიდხანს ილაპარაკეს. ადამიანზე. მის სიცოცხლეზე. როგორ უყვარს, როგორ ელოდება ბედნიერებას, როგორ კარგავს ყველაფერს და მერე ისევ როგორ აიძულებს თავს წამოდგეს ნანგრევებიდან ან... ვერ აიძულებს. ილაპარაკეს ოცნებებზე, ახდენილ და დამსხვრულ იმედებზე, სიყვარულზე და სიკვდილზე, მარტოობაზე და ქარმა საბოლოოდ დაასკვნა, რომ ადამიანად ყოფნა ძალიან ძნელია. გამომშვიდობებისას სვიმონიკომ გაუმხილა ქარს, რომ როცა დაბრუნდება ზღვიდან, აუცილებლად მივა იმ გოგოსთან, გზის გადაღმა, მწვანე სახლში რომ ცხოვრობს და ეტყვის, რომ ის ისეთი ლამაზია, როგორც ვარსკვლავიანი ცა უსასრულო ოკეანის თავზე, როცა არ იცი გზა როგორ გაიგნო და მოციმცმე ვარსკვლავები ხელს ჩაგკიდებენ და სამშვიდობოს გაგიყვანენ. აი, ასეთი ლამაზია და როცა ეტყვის, ის გოგო ყველაფერს გაიგებს, ბოლომდე მიხვდება და ...

ქარი და სვიმონიკო დაემშვიდობნენ ერთმანეთს. მერე, ზღვაში, ტალღებთან ჭიდილისას სვიმონიკო ხშირად ხედავდა ქარის ცისფერ, ოქროს და ჟოლოს ნაპერწკლებით აელვარებულ კუდს და სიხარულით უქნევდა ხელს. სახლში დაბრუნებიდან მესამე დღეს ქარი ესტუმრა, მაგრამ სვიმონიკო ლოგინში დახვდა, თავზე საბანწაფარებული და კედლისკენზურგშექცეული. „რა მოხდა?“ - იკითხა შეშინებულმა ქარმა - უკვე იცოდა, რომ ადამიანი სევდისთვის გაჩნდა და იქაც კი იპოვის ცრემლს, სადაც არ უნდა იყოს. აქ კი მართლაც ცუდად ყოფილა საქმე. მწვანე სახლში მცხოვრები მეზობლის გოგო სხვა სოფელში წაჰყოლია ღონიერ, თეთრკბილებიან, მგლისმუხლიან დურგალს. უცნაური, ქართან და საკუთარ ფიქრებთან მოლაპარაკე სვიმონიკო აბა რა მოსატანი იყო თეთრკბილებიან, მგლისმუხლიან დურგალთან. ეტკინა გული სვიმონიკოს, ძალიან ეტკინა და ქარმაც, რომელიც მთელი დღე და ღამე სასთუმალთამ უჯდა და თავთავისფერ თმებზე ეფერებოდა, მთლიანად შეიგრძნო მისი ტკივილი.

მერე სვიმონიკო ადგა. ეზოში გამოვიდა. სკამზეც ჩამოჯდა და ინატრა ის დღე, როცა თვითონ პატარა და უზრუნველი ბალახში თამაშობდა, დედა კი ამ სკამზე იჯდა და ტილოს ქარგავდა. ქარი ფეხდაფეხ დაჰყვებოდა და ფრთხილად ეხებოდა. მერე მოვიდა ზამთარი. მერე გაზაფხული. ზაფხული. ისევ დაკემსა სვიმონიკომ ბადე და გავიდა ზღვაში. ქარი ელოდა და როცა დაბრუნდა, ბუხარში ცეცხლი გააჩაღეს და სვიმონიკომ უთხრა რაღაც, რაც ქარმა ბოლომდე ვერ გაიგო რა იყო, მაგრამ გულში დანასავით დაუარა:

შორეული ყანებიდან უბერავს ქარი,

ჩვენ ვიბადებით ცრემლებიდან,

სიზმრებიდან, ნაძვის წიწვებიდან,

სავსე მთვარიდან, უცებ მთელი ცა რომ დაფარა,

იმ ყმუილიდან ამ მთვარისთვის რომ შეინახეს

ჩვენმა სასტიკმა და სამართლიანმა ძმებმა - მხეცებმა.

ჩვენ ვიბადებით ტირილით და

და იმ წუთიდან ასე გვგონია, ბედნიერები

ვიქნებით და ყველა ოცნება ასრულდება

სიზმარი გაცხადდება და უსასრულო სილამაზე

ჩვენს ხელისგულზე თავისუფლად დაეტევა.

ჩვენ იმედი გვაქვს და ფრთაშესხმული

დავსდევთ იმედის ქორბუდა ირმებს.

ისინი კი შეუბრალებლად მიჰყვებიან

შორეულ ქარებს ჩრდილოეთისკენ და მიაქვთ ყველაფერი

აუხდენელის სიცარიელეში...

დავიწყებისკენ...

დავიწყებისკენ...

ქარი რა შუაშია, მე რა დავაშავეო შეწუხდა ქარი, მაგრამ გვერდიდან არ მოსცილებია სვიმონიკოს. ბევრი ზამთარი და ზაფხული შეენაცვლა ერთმანეთს. ქარი მასთან ერთად იყო მაშინაც, როცა ახალმა გზამ სვიმონიკოს ეზოზე გაიარა და მისი სახლი დაანგრიეს. ქარი და სვიმონიკო ერთად აშენებდნენ ახალ სახლს. თუმცა ქარი რას აშენებდა, არაფერს, უბრალოდ სვიმონიკოს გვერდით იყო, დასრიალებდა ხეებში და აშრიალებდა თავის კაშკაშა კუდს. სვიმონიკომ როგორც იქნა ააშენა ახალი სახლი და ეზოში იასამანიც გაახარა, ზამბახებიც დაამატა წყვილი ციცარიც გაუშვა ეზოში. მერე ის და ქარი სხვების დასახმარებლად წავიდნენ, გზის გამო მეთევზეების სოფელში ბევრი სახლი დაანგრიეს. აშენებდნენ პატარა, უბრალო და ბავშვის სახესავით ნათელ სახლებს, ქარიც ქროდა და რაც შეეძლო, მთელი ხმით მღეროდა, თუმდა სვიმონიკოს მეტი ვერც ვერავინ ხედავდა და არც არავის ესმოდა მისი. მერე მოვიდა ზამთარი და საკვამურებიდან ამოვიდა ბოლი. „გაიწიე იქით, შენ მოშინაურებული ხარ, ადამიანის მსახური“, - უთხრა ქარმა ბოლს, როდა სახურავის პირას შეეჩეხა. „შენც ხომ სულ კუდში დასდევ ადამიანს, ჩემი ნეტა რა გაგიკვირდა“, - ცხვირი აიბზუა ბოლმა. „მე სვიმონიკოს არ ვემორჩილები, ისიც თავისუფალია, თუ აღარ მოუნდება აღარ დამინახავს და მორჩა. მეც გავფრინდები და აღარასოდეს დავბრუნდები, მაგრამ ალბათ ეს არასდროს მოხდება. შენ კი მოშინაურებული ხარ და თავისფლება დაკარგე. აბა, ეგ რაღა მეგობრობა და სიყვარულია.“ „ადამიანის გარეშე ხომ მე ვერ ვიარსებებ, ადამიანს მოაქვს შეშა, ანთებს ცეცხლს... ადამიანი მე მჭირდება“, - თქვა ყოყმანით ბოლმა და ჩაფიქრდა. „ამაშია საქმე,“ - ჰაერში ამოტრიალდა ქარი - „გჭირდება, კი არ გიყვარს.“ ქარმა აუქროლ-ჩაუქროლა შეცბუნებულ ბოლს და ირგვლივ მიმოფანტა, ალბათ იმიტომ, რომ ენუგეშებინა და გული გადაეყოლებინებინა - გარშემო იდო თოვლი, ბავშები ციგებით სრიალებდნენ, მარხილებით მოჰქონდათ შეშა, ქალები ფანჯრებთან თბილ ქუდებს ქსოვდნენ, სახურავებზე ეკიდა ათასფრად მოციმციმე ლოლუები - იმდენი საოცარი რამ იყო სანახავი...

ზანთარიც გავიდა, მერე გაზაფხულიც. ქარმა იასამნების სურნელი გულში ჩაიკრა, ცაში აიტანა და მერე მოლოდინით დაღლილ მიწას და ადამიანებს დააფრქვია. ზაფხულში დიდი ხანძარი გაჩნდა ტყეში, სვიმონიკო სხვებთან ერთად ებრძოდა ცეცხლს. როცა ქარი მიფრინდა და გვერდში ამოუდგა, სვიმონიკო გაუწყრა და გააგდო, შენი ბრალიცაა, ცეცხლს შენ ავრცელებო. ქარი დანაღვლიანდა, ოქროსფერი და ჟოლოსფერი ნაპერწკლები ჩაუქრა და კუდი გახუნებული მჩვარივით ჩამოეკიდა. მერე შემოდგომამ მეწამული ფოთლების სითბოში ჩაძირული საღამოები კალთით მიუტანა და თავზე უშურველად გადმოაყარა სოფელს, თან დიდი მწიფე ქათქათა მთვარეც მოაყოლა. ასეთი საღამოები გულს სევდით უვსებდნენ ქარს და ის სვიმონიკოს ფანჯრების ქვეშ მთელი ღამე ყმუოდა. როცა პირველი ფანტელები წამოვიდა, სვიმონიკო შეურიგდა ქარს და ერთად წავიდნენ ტყეში. ქარი დაქროდა დათოვლილ ხეებში და მისი ცისფერი გასმჭვირვალე კუდი ოქროს და ჟოლოს ნაპერწკლებს აყრიდა უჩვეულო ამბების მოლოდინში გატრუნულ ტყეს. გაზაფხულზე დიდი არხის მშენებლობა დაიწყო და ქარიც სულ სვიმონიკოსთან ერთად იყო, ოფლისგან დაცვარულ შუბლს უგრილებდა, წყლის შხეფები მოჰქონდა, რითაც შეეძლო ეხმარებოდა. როცა სვიმონიკოს მეგობარი ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩაიტანა, ქარი მაშინაც მიწაზე დაცემული და აბღავლებული კაცის გვერდით იყო, თუმცა არ იცოდა რა ექნა და მხოლოდ ნაზად, რბილად ეხებოდა მის თმებს.

სვიმონიკოს ხორბლის თავთავისფერი მბრწყინავი თმები კი ამასობაში გახუნდა და ჩაიფერფლა, თვალებმა ზღვის სიღრმე დაკარგეს, ვიღაცამ წუთების ქვიშით ამოავსო. ქარმა იცოდა, რომ ასე მოდის ადამიანის სიცოცხლის ზამთარი, იმის მერე კი... მაგრამ ქარმა არ იცოდა რა იყო დრო. დრო კი მის გარეშეც მშვენივრად გრძნობდა თავს, დროდადრო გზად რომ ჩაივლიდა და სახლის წინ საკამზე ჩამომჯდარ სვიმონიკოს და ქარს დაინახავდა, ჩაიქირქილებდა ხოლმე და შეუჩერებლად, ულმობელი, დაუნდობელი ნაბიჯებით მიისწრაფოდა წინ, განშორებისაკენ. ქარმა არც ეს იცოდა, ის ბედნიერი იყო სვიმონიკოს გვერდით, ფრთხილად ეფერებოდა მის დამჭკნარ ხელებს და რაღაცნაირად ხვდებოდა, რომ ბავშვებს და ისეთებს, როგორიც სვიმონიკო გახდა ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ მოფერება და არც მათი მარტო დატოვება შეიძლება... და ცდილობდა ქარი დიდხანს არ დაეტოვებინა სვიმონიკო მარტო. ისხდნენ და ფიქრობდნენ, საფიქრალი კი ბევრი ჰქონდათ - სვიმონიკოსთან ერთად ნახა ქარმა ადამიანის სისასტიკეც და სიკეთეც, სიხარბეც და სულის სისავსეც, აღზევებული და გამარჯვებული ბოროტებაც და მის გვერდით დაბეჩავებული და მასხრად აგდებული სიყვარული და ღირსებაც. უკვე დიდი ხანია აღარ დადიოდნენ ამ მიწაზე ის მოხუცები, სვიმონიკოზე რომ ამბობდნენ, ამას რა ეშველება, ვერ იცხოვრებსო და ქარი თანდათან მიხვდა, რომ ისინი მართლები იყვნენ და არც იყვნენ მართლები.

ზამთრის მიწურულს ერთ საღამოს ძილის წინ ქარი დაემშვიდობა ბუხრის პირას მიმჯდარ წელში მოკაკვულ სვიმონიკოს. ერთი სათხოვარი მაქვსო, უთხრა სვიმონიკომ, სანამ წახვალ, საკერავი მანქანის ტარი დაატრიალეო. ქარმა დაატრიალა და ოთახი აივსო სევდით, სიყვარულით, მონატრების და აუხდენელის ტკივილით, თუმცა წლების მანძილზე ქარი შეეჩვია ამას და უკვე უძლებდა.

დილით ადრიანად მიფრინდა ქარი სვიმონიკოსთან. მთელი ღამე მოუსვენრად გაატარა ფიჭვზე დაკიდებულმა, კუდიც კი აღარ უკაშკაშებდა ჩვეულებისამებრ. სვიმონიკო ისევ ისე იჯდა ბუხართან, სკამზე, აღარ ინძრეოდა. ქარმა თეთრი თმები აუწეწა, შეანჯღრია, გულში ჩაიკრა და იგრძნო რა ცივი იყო. ამ წლების განმავლობაში ისწავლა სიცივის და სითბოს გარჩევა. ქარს შეაჟრჟოლა და მწარედ აყმუვლდა.

გზას სასაფლაოსკენ მიუყვებოდნენ კუბო, რამდენიმე ადამიანი და ქარი. მერე წამოჟინჟღლა. შემოსწრებულმა წვიმამ ჰკითხა ქარს: „შენ რატომ ტირიხარ?“ „ჩემი მეგობარი იყო. მიყვარდა.“ „ადამიანი?“ „ხო.“ „ნეტა რისთვის ჩნდებიან ამ ქვეყნად, წვალობენ, შრომობენ, ოცნებობენ, დარდობენ, გული სტკივათ და კვდებიან. არც ბედნიერებასა აქვს ამათსას აზრი, არც უბედურებას, ყველაფერი წამში ქრება. ვერაფერი გამიგია.“ - მხრები აიჩეჩა წვიმამ. „ვერც გაიგებ. დაუმეგობრდი რომელიმეს, ოღონდ ასეთს... მართლა ადამიანს და მიხვდები, რომ ასეთები არიან, ფიქრობენ, ქმნიან, ანადგურებენ, აშენებენ, ანგრევენ... მაგრამ მაინც სიყვარულის, ოცნების, იმედის და ღმერთის საძებნელად იბადებიან და ეს არის აზრი.“ „პოულობენ მაინც ხანდახან?“ „ეძებენ და გრძნობენ“. „მარადიულ უგრძობელ სიცოცხლეს ასე მოკლე და ტკივილიანი ჯობია?“ „არ ვიცი“, თქვა ქარმა, - „მე ახლა გული მტკივა და უნდა ვიტირო.“ „მე არასდროს მიტირია. არასდროს მყოლია მეგობარი“. - ამოიოხრა წვიმამ და ცრემლები წამოუვიდა, მერე მეტი და მეტი, მეტი და მეტი და წვიმა თავსხმად გადაიქცა.

იყო და არა იყო რა.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3553
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ინგა მილორავა   Sun Jul 10, 2011 8:24 am

ინგა მილორავა


კედლის ბიჭი
(ზღაპარი)

ცეცხლი მთელ სიგრძეზე ენთო შუაში და გამოქვაbულის დამრეც კედლებსა და ჭერს წითლად აფერადებდა. მეწამული ფერი დასდებოდა იქ მყოფთა ისედაც მუქ, ჯანსაც და პრიალა სახეებსაც. გამოქვაბულში ბევრნი იყვნენ: ქალები, კაცები, მოხუცები და გატიკნული, ტიტლიკანა ბავშვები. ქალებსაც და კაცებსაც ცხენის ძუასავით უხეში, გრძელი შავი თმები მაგრად შეეკრათ უკან, ყელზე ეშვების, კბილებისა და ფერადი ქვების ლამაზი ყელსაბამები ეკიდათ, ხელ-ფეხი ძვლის მძიმე სამაჯურებით დაემშვენებინათ და ხატაურა ტყავებშიც გახვეულიყვნენ. ყველა რაღაცას საქმიანობდა. ქალები საჭმელს ამზადებდნენ შუაცეცხლზე, კაცების უმეტესობა ქვის იარაღს ჩაჰკირკიტებდა, ზოგიც გრძელ, მოხრილ ეშვებს ამუშავებდა კაჟის მჭრელი პატარა დანით. მხიარული ბრინჯაოსფერი ბავშვები კისკისით დარბოდნენ. მუჭა-მუჭა იტენიდნენ პირში მწიფე კენკრას და ნაცარში კოტრიალობდნენ. მარტო ერთი ბიჭი ჩამომჯდარიყო განზე, კუთხეში და ჩაფიქრებული შესცქეროდა გამოქვაბულის კედელს. კედელი სწორი იყო, საკმაოდ მოზრდილი. ბრტყელი ადგილი უჩვეულოდ გამოიყურებოდა მეზობელი უსწრომასწორო, წვეტიანი ქანების ფონზე. კედლის ეს ნაწილი უხინჯო, სუფთა და თითქმის გლუვიც კი ჩანდა. ქვას სასიამოვნო ხავერდოვანი რუხი ფერი ედო _ თბილი, რბილი ფერი. ბიჭმა კარგა ხანს დაყო კედლის პირდაპირ, მდუმარედ, დაფიქრებით, ხელში ეჭირა ნახშირის დიდი ნატეხი და როცა ტომის ყველაზე ღონიერმა კაცებმა დიდი ლოდი მიაგორეს გამოქვაბულის გასასვლელთან, ხატვა დაიწყო. ხატავდა დიდხანს, გატაცებით, ისე, რომ საკუთარი გულის ბაგაბუგიც კი ესმოდა, ყოველ ხაზში, ყოველ მონასმში საკუთარი სიცოცხლის ნაწილს აქსოვდა. მისი პატარა, მოქნილი და მკვრივი ხელის სითბო გადადიოდა კედელზე, ნახატში, რომელმაც თანდათან გამოკვეთილი ფორმა მიიღო, შეივსო და გამთლიანდა: პატარა ბიჭმა თავისნაირი პატარა ბიჭი დახატა კედელზე. დახატული ბიჭიც ღონიერი და სხარტი ჩანდა, მასაც შავი სწორი თმა და დიდი, ნახშირვით შავი თვალები ჰქონდა. პატარა მხატვარს ყველაფერი დაავიწყდა ამქვეყნად. იგი ხშირად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ სუნთქავდა, ხელი ლაღად დასრიალებდა კედელზე და ბიჭმა ვერც კი გაიგო, როგორ წამოადგა თავს მოხუცი პაპა _ ტომის უძლეველი ჯადოქარი; ლეოპარდის ტყავი კოჭებამდე დასთრევდა მოხუცს, მრისხანე იყო, ბრძენი და ალერსიანი, საშიში და სამართლიანი, შემზარავი და სანდო.

_ შენ დახატე?!

მხატვარი შეკრთა, ნახშირი ხელიდან აგუვარდა.

_ მე დავხატე, პატარა ბიჭია.

_ ვხედავ, მერე, არ გეცოდება?

_ რატომ?

_ ხვალ ჩვენ წავალთ აქედან, იქნებ აღარც დავბრუნდეთ არასოდეს ამ გამოქვაბულში. ეგ კი დარჩება მარტო, ამ ცივ კედელზე მიჭაჯვული, უთვისტომო, უმეგობრო, არც არავის ეყვარება, არც თვითონ ეყოლება ვინმე ძვირფასი და ახლობელი. იქნება ასე სიცივეში, სიბნელეში, არ გებრალება?

_ ვაიმე, პაპავ, რა ვქნა, მითხარი!

_ შენ ვეღარაფერს შეცვლი, მაგრამ სამყარო იდუმალი და ბრძენია, ჩვენ ვერ მივხვდებით ყოველივეს, რაც მოხდა და რაც შეიძლება მოხდეს. როცა თეთრი ვარსკვლავი შეხვდება შავ ვარსკვლავს და დროის ნისლი ჩამოწვება, შენი დახატული კედლის ბიჭი გაცოცხლდება, მხოლოდ ცოტა ხნით, და თუ იპოვის ხუთ მეგობარს, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა ნამდვილ, სისხლ-ხორციან ბიჭად, აღარ იქნება მიჯაჭვული კედელს, ექნება სახლი, სითბო, სიხარული, სიყვარული, ოღონდ უნდა იპოვოს ხუთი მეგობარი! მანამდე კი სიცივე და სევდაა მისი ხვედრი.

_ ასე მოხდება? _ თრთოლვით იკითხა პატარა მხატვარმა.

_ არაფერია ამქვეყნად შეუძლებელი. მოსახდენი მოხდება.

კედელზე დახატულ ბიჭს მიმქრალი ცეცხლის შუქი ანათებდა, თვალებში კი მარადიული ნაღველი ედგა. პატარა მხატვარი თავის წითელკანიან და-ძმას მიუწვა თივაზე. ბავშვები მშვიდად ფშვინავდნენ. გარედან ღამის ბნელი სამყაროს ბრდღვინვა, ყმუილი და ყივილი ისმოდა. პატარა მხატვარმა იცოდა, რომ ახლა შავი ტყე ჩუმად შრიალებს და მკრთალად ციმციმებენ ვარსკვლავები. თავს ისე გრძნობდა, თითქოს იდგა იდუმალი ღრმა უფსკრულის პირას და რაღაცის მიხვედრას ცდილობდა, მაგრამ ბოლოსდაბოლოს ის მხოლოდ ერთი პატარა ბიჭი იყო, ამიტომ მალე ძილმა წაართმა თავი. დილით კი, როცა ლოდი გადააგორეს, პატარა მხატვარს უკვე აღარაფერი ახსოვდა. მზის სხივმა გაათბო ბალახი, იყო ბევრი საჭმელი და სინათლე. შუადღისას კი მთელი ტომი აიყარა, ტყავებში გამოკრეს ავლა-დიდება და სამუდამოდ დატოვეს გამოქვაბული.

დარჩა კლდეზე დახატული ბიჭი. გადიოდა წლები, იქნებ ასწლეულებიც, და ინგება უფალმა და შეხვდა თეთრი ვასრკვლავი შავ ვარკვლავს, ჩამოწვა დროის ნისლი და დახატული კედლის ბიჭი გაცოცხლდა. სწრაფად გამოვარდა ცივი და ბნელი გამოქვაბულიდან. ბინდი წვებოდა. იისფერ ბალახში ჩამალი მზის ოქროს ნაპერწკლები ელავდნენ, ბღუჯა-ბღუჯა იპნეოდნენ და ქრებოდნენ, კედლის ბიჭი ტყეში შევიდა. ბარდებში დაშლიგინებდნენ უცნაური ცხოველები, თავზე ყიპყიპით გადაუფრინა ფერადმა ფრინველმა, უზარმაზარი ხორციანი ფოთლებიდან წვეთავდა ტკბილი მოთეთრო წვენი. ტყე დიდი იყო. კედლის ბიჭმა ბევრი იარა. დილით კი გამოჩნდა ტყისპირი, იქით კი პატარა კოხტა სოფელი. საკვამურიდან ბოლი ამოდიოდა. ეზოში ჭრელი ქათმები დაკრიახობდნენ. კედლის ქიჭი ფრთხილად მიუახლოვდა ერთ-ერთ ქოხს. ქოხიდან ახალგაზრდა ქალი გამოვიდა. ქათქათა მოქარგული კაბა ეცვა, წაბლისფერ თმაზე სალტე ჰქონდა შემოკრული. ღობეს აკრული პატარა ბიჭი რომ დაინახა, კეთილი თაფლისფერი თვალები გაუნათდა.

_ შემოდი, პატარა ბიჭო, ნუ გეშინია. _ ალერსიანი ხმა თაფლივით წვეთავდა.

კედლის ბიჭი მიუახლოვდა.

_ თუთ, თუთ, _ დაიძახა ქალმა. ქოხის კარში კედლის ბიჭის კბილა ბიჭუნა გამოჩნდა.

_ ნახე, თუთ, რა კარგი ბიჭია. მოდი, მოდი.

თუთი ფრთხილად მიუახლოვდა კედლის ბიჭს და ხელი შეახო.

_ ალბათ შია. _ თქვა ქალმა, ქოხში შევიდა პურის ნატეხი და რძე გამოუტანა.

_ ჭამე, პატარა ბიჭო, ჭამე. _ კედლის ბიჭი იქვე ჩამოჯდა და მადიანად ჩაკბიჩა პური.

ქალმა ხელსაფქვავში ოქროსფერი მარცვალი ჩაყარა და დაატრიალა.

_ მოდი, დარჩი ჩვენთან, პატარა ბიჭო, თუ არავინ გყავს. შენ და თუთი ძმებივით იქნებით. თუთის მამა ექვსი ზამთრის წინათ დიდ ნავს გაჰყვა ამომავალი მზის მხარისაკენ და აღარ დაბრუნდა. თუ დაბრუნდება, მასაც გაეხარდება. ის კარგია, კეთილია. შენ და თუთი ერთად გაიზრდებით, მერე იქნებით... რა იქნებით? მეომრები იქნებით, ან ხორბალს დათესავთ, ან თქვენც დიდ ნავებს გაჰყვებით უცხო ქვეყნებისაკენ. მანამდე კი იყავი ჩვენთან, პატარა ბიჭო, ნურაფრის შეგეშინდება, თუთი შენი მეგობარი იქნება.

კედლის ბიჭი იდგა, უსმენდა და თვალებს აფახულებდა. როცა ჩამობნელდა და გარეთ აცივდა, ქოხში შევიდნენ. ქალმა აჩვენა ლამაზი, მოხატული თიხის ჭურჭელი, საქსოვი დაზგა, რომელზეც ნახევრამდე მოსქვილი წმინდა ტილო იყო გადაჭიმული, აჩუქა ჩიტის ფორმის პატარა სასტვენი. თუთი უკან დაჰყვებოდა დედას და შუბლს იჭმუხნიდა. მერე ქალმა ორივე პატარა ბიჭს ხელ-პირი დააბანინა და თბილ სუფთა ლოგინში ჩააწვინა. კედლის ბიჭი გაბრუებული, ბედნიერი იწვა, დაძინებაც კი ვეღარ მოახერხა კარგა ხანს. შუაღამისას რაღაც ხმაურმა გამოაღვიძა, ყური მიუგჟო _ თუთის ცრემლნარევი ხმა იყო.

_ არ მინდა ეგ ბიჭი, დედა, რა უნდა ჩვენთან. შენ მთელი დღე მაგას ეფერებოდი, დედა. მერე კიდევ ჩემი რძე დალია, არ მინდა! წავიდეს!

_ რას ამბობ, თუთ, არ გინდა მეგობარი გყავდეს?

_ არ მინდა! არ მინდა!

ამის თქმა იყო და კედლის ბიჭს თვალთ დაუბნელდა, როცა გონს მოვიდა, ისევ გამოქვაბულის კედელზე იყო მიჯაჭვული. ისევ გაიწელა ერთფეროვანი წლები, იქნებ ასწლეულებიც. გამოქვაბულში ციოდა, ბნელოდა. გარეთ ჩანდა მზე, მაგრამ კედლამდე ვერ აღწევდა. მზე შორს იყო. ჭერიდან წვეთავდა წყალი _ კლდის ცრემლი. ათასში ერთხელ რომელიმე ცხოველი თუ გაათევდა ერთ ღამეს და ისიც დილით მიდიოდა. კედლის ბიჭს გაუსაძლისი სევდით ევსებოდა გული, მარტოობა აწამებდა კედელზე მიკრულს. და ისევ შეხვდა თეთრი ვარსკვლავი შავ ვარსკვლავს, ჩამოწვა დროის ნისლი და კედლის ბიჭი გაცოცხლდა. დიდ, ლამაზ ბაღში იდგა. მშვენიერი, ღონიერი ხეები საამო ჩრდილს ჰფენდნენ მწვანე მინდორს. მინდორში პატარა გოგონა თამაშობდა, ხატაურა აბრეშუმის ტანსაცმელში იყო გახვეული თავიდან ფეხებამდე. ოქროსფერი აბრეშუმის თმები ეყარა მხრებზე, ოქროს ბურთს აისროდა და იჭერდა. ზანზალაკივით წკრიალა იყო მისი ხმა.

_ ვინა ხარ! _ დაიწკრიალა გოგონამ და კედლის ბიჭთან მიირბინა. ფირუზისფერ თვალებში პაწაწინა ნაპერწკლები უელავდა _ გინდა ერთად ვითამაშოთ?

_ მინდა. _ გაუბედავად თქვა კედლის ბიჭმა.

_ გოგონამ ოქროს ბურთი გაუგონა მწვანე ბალახში. ბიჭმა დაიჭირა და ახლა თვითონ გააგორა გოგონასაკენ. დიდხანს ითამაშეს. კედლის ბიჭი გახალისდა, გათამამდა.

_ რა კარგია, _ თქვა გოგონამ, _ გინდა ჩემი მეგობარი იყო?

_ როგორ არ მინდა! _ კედლის ბიჭს სუნთქვა შეეკრა, ოქროს ბურთს მაგრად მოუჭირა ხელი. ამ დროს ხანშიშესული ქალი გამოჩნდა თეთრი მარმარილოს ბილიკზე.

_ ბატონიშვილო! _ იძახდა ქალი.

_ ჩემი გამდელია, _ გაიღიმა გოგონამ.

_ ბატონიშვილო! სტუმრები ეწვივნენ მამას. დიდი ბატონი მირიანი, უფალი დაჩი, ზევახიც ახლავთ.

_ ზევახი! _ გოგონამ ტაში შემოჰკრა. ოქროს სამაჯურებმა დაიწკრიალეს ლამაზ მაჯებზე, _ ზევახიც მოსულა! ზევახ, სიცოცხლეო ჩემო!

აბრეშუმით მოსილი პატარა მშვენიერი ქალბატონი ელვის სისწრაფით გაექანა მარმარილოს ფილებით მოკირწყლულ ბილიკზე.

კედლის ბიჭი მარტო დარჩა. ხელში ოქროს ბურთი ეკავა. იქვე ჭაჯდა, რბილ ბალახში. ელოდა მთელი დღე. მერე ჩამოწვა ღამე. პატარა გოგონა კი არსად ჩანდა. ეტყობა, სულ დაავიწყდა კედლის ბიჭი. ღამით ციოდა. დილით კი კედლის ბიჭმა მარმარილოს ბილიკზე შეაგორა ოქროს ბურთი. `მე არ მყავს მეგობარი~. _ იფიქრა თავისთვის და ისევ გამოქვაბულის კედელზე აღმოჩნდა მიჯაჭვული.

გავიდა წლები, ათასწლეულებიც იქნებ. და ისევ შეხვდა თეთრი ვარსკვლავი შავ ვარსკვლავს... კედლის ბიჭი მდინარის პირას მოვიდა გონს. მდინარიდან საამო სიგრილე მოდიოდა. ბიჭი კენჭებზე იჯდა.

_ მანდა რას აკეთებ? _ გაისმა მაღლიდან წკრიალა ხმა.

კედლის ბიჭმა აიხედა. ფლატეზე თეთრპერანგიანი ბავშვი იდგა. კულულებზე მზე ეთამაშებოდა.

_ მან რას აკეთებ! ამოდი ჩემთან. _ გაიღიმა ბავშვმა.

კედლის ბიჭი ძლივს აფოფხდა თიხიან ფლატეზე...

_ როგორ დაისვარე. _ თქვა თეთრპერანგიანმა ბავშვმა და ტანსაცმლის დაფერთხვაში მიეხმარა ბიჭს. ბავშვს ნათელი თვალები ჰქონდა და პატარა ნაზი სახე.

_ სად მიდიხარ? თუ გინდა ჩვენთან წამოდი. _ ბავშვმა თბილი ხელი ჩაჰკიდა ბიჭს.

_ სად წამოვიდე? _ ჰკითხა კედლის ბიჭმა.

_ დედა ირინესთან. აი, იმ გორასთანაა დედა ირინეს სენაკი. ქრისტეს იგავებს წაგვიკითხავს დედაი, მერე ფსალმუნებს ვიგალობებთ, ვილოცებთ. მოგვეფინება ღვთის მადლი. ოღონდ ფრთხილად უნდა ვიყოთ, წარმართები გვდევნიან, ვძულვართ. ამ გზით სიარულიც საშიშია, გორაკის შემოვლით უფრო გრძელი გაზაა, მაგრამ არა უჭირს, წამოხვალ?

_ დედა ირინე კეთილია?

_ ძალიან. იქ ბევრი ბავშვი იქნება. აი, ნახავ, როგორი სიხარულით და სიყვარულით აგევსება გული, რა სინათლეში და სიმშვიდეში შეხვალ. ჩვენ მეგობრები ვიქნებით, უცნობო ბიჭო.

თეთრპერანგიანმა ბავშვმა ხელი ჩაჰკიდა კედლის ბიჭს და წავიდნენ. მიდიოდნენ მხიარულად, თბილი ნიავი უწეწავდათ თმებს. როცა გორაკს შემოუარეს, დამწვრის სული ეცათ, მალე შავი ბოლიც დაინახეს და წივილ-კივილიც გაიგონეს. შავად მოსილი ქალი მუხლებზე იდგა და ზეცისთვის აღეპჟრო თვალი. პატარა სახლს ცეცხლი ეკიდა. სახეგამეხებული კაცები თეთრპერანგიან პაწაწინა გოგო-ბიჭებს დასდევდნენ, იჭერდნენ და დანებით სჭრიდნენ ყელს. შავით მოსილი ქალი ჩუმად ლოცულობდა.

_ ვაი! _ დაიკვნესა თეთრპერანგიანმა ბავშვმა და დაბნეული, შეშინებული თვალებითვ შეხედა კედლის ბიჭს, _ წარმართები! ვაი!

ამ დროს ერთმა წარმართმა მათრახი გადაჰკრა დაჩოქილ ქალს და თავი გაუპო.

_ დედა ირინე! _ იკივლა თეთრპერანგიანმა ბავშვმა.

წარმართმა მოიხედა, ბავშვი დაინაზა.

_ აი, ეგერ, კიდევ ერთი ამათგანი! _ იღრიალა წარმართმა.

კედლის ბიჭი გაოგნდა, შეშინდა.

_ გაიქეცი, გაიქეცი, _ სწრაფად ალაპარაკდა თეთრპერანგიანი ბავშვი, _ თავს უშველე, უფალი მოწყალეა. გახსოვდეს, რომ შენი მეგობარი ვიყავი. მე ვილოცებ შენთვის იქ, ზეცაში, ღმერთს შევავედრებ შენს თავს. გახსოვდეს, რომ მე შენ მიყვარდი, ქრისტესმიერო ძმაო. ახლა კი გაიქეცი, პატარა მეგობარო.

სახემხეცმა კაცმა ხელი დაავლო თეთრპერანგიან ბავშვს და წაათრია. კედლის ბიჭმა დაინახა როგორ გამოსჭრეს ბავშვს ყელი და სახე დაიხოკა. მერე ყველაფერი გაქრა და როცა გონს მოვიდა ისევ კედელზე იყო მიჯაჭვული. ჩუმად ტიროდა _ კედელს ცრემლი სდიოდა. `უკვე გყავს ერთი მეგობარი~. _ უჩურჩულა ხმამ. ქვა ტიროდა.

გავიდა უსიხარულო წლები, იქნებ ათასწლეულებიც და ისევ შეხვდა თეთრი ვარსკვლავი შავ ვარსკვლავს... კედლის ბიჭი უზმარმაზარი ქალაქის დიდ მოედანზე იდგა. აოცებდა მშვენიერი სასახლეები, მაღლიდან რომ გადმოსცქეროდნენ კოხტა ხიდებით მოკაზმულ ფართო, ლაჟვარდისფერ მდინარეს. ლამაზად ჩაცმული მხიარული ხალხი მიდი-მოდიოდა მოკირწყლულ ქუჩებში. ქალაქი ფეთქავდა და გუგუნებდა. კედლის ბიჭი აღაფრთოვანე გზად ჩავლილ მეომართა აბჯრის სილამაზემ. ბევრი იარა, ძალიან დაიღალა და ერთ ფარდულთან ჩამოჯდა.

_ გამარჯობა. _ უთხრა ყმაწვილმა კაცმა, რომელიც ფარდულში რაღაცას საქმიანობდა.

_ გაგიმარჯოს. _ უპასუხა კედლის ბიჭმა.

_ მანდ რას უზიხარ, თუ გსურს, შემოდი. _ თქვა კაცმა.

ბიჭი შევიდა.

კაცი პატარა ჩაქუჩს ფრთხილად უკაკუნებდა ლითონის ნაჭერს.

_ რას აკეთებ? _ ჰკითხა კედლის ბიჭმა.

_ მე ოქრომჭედელი ვარ. გაგი ოქრომჭედლს მებახიან. მოდი, ნახე, აი, აქ ნაზ ტიხარს გავდებ. ძნელია სუფთა, სწორი ხაზების გამოკვეთა, ძნელია, მაგრამ სხვანაირად არაფერი გამოვა. მერე მინანქარს გავაკეთებ. მინანქრის საიდუმლო ყველამ კი არ იცის, _ ამაყად თქვა გაგიმ, _ თუმცა ბოლომდე ჯერ მეც არ დავოსტატებულვარ, მაგრამ კიდევ ვისწავლი და ჩავწვდები საიდუმლოს. მერე ნახე. .. მოგწონს?

_ ძალიან. _ თქვა კედლის ბიჭმა.

გაგი ოქრომჭედელმა სხვა ნაკეთობებიც აჩვენა. ბიჭი გააოგნა მშვენიერი ნივთების სინატიფემ. გარეთ ბინდი ჩამოწვა. ქუჩიდან უცნაური ხმები მოისმა.

_ ჩვენი მეფე თამარი მობრძანდება, _ ფეხზე წამოიჭრა გაგი ოქრომჭედელი; _ წამო, გავიდეთ, ჩვენც თაყვანი ვცეთ.

ხალხი გარეთ გამოფენილიყო. კედლის ბიჭს თვალი მოსჭრა მეფის ამალის სილამაზემ, მდიდურმა ტანსაცმელმა და აღკაზმულობამ.

_ აი, მეფე, ჩვენი მეფე თამარი, _ ხელი წაჰკრა გაგი ოქრომჭედელმა, მაგრამ კედლის ბიჭმა ამდენი ოქრო-ვერცხლისა და თვალ-მარგალიტის ციმციმში მეფე ვეღარ დაინახა. ტახტრევანი უკვე ქუჩის ბოლოში მიირწეოდა.

_ დაინახე? _ ჰკითხა გაგიმ.

_ ვერა.

_ ეეჰ, ერთი შენც, წამო, გავახშმო და დაგაძინო მაინც.

ფარდულში შევიდნენ. იქვე უკან ერთი ბეწო ოთახში ცხოვრობდა გაგი. კედლის ბიჭსაც იქვე დაუგო ლოგინი.

როცა გაგიმ ჭრაქი ჩააქრო და კედლისკენ გადაბრუნდა, ბიჭმა გაუბედავად ჰკითხა:

_ გაგი ოქრომჭედელო, ჩემი მეგობარი იქნები?

_ ალბათ უკვე ვარ. დაიძინე, დაიძინე, ნურაფერზე ფიქრობ.

დილით ვიღაცის უხეშმა ხმამ გააღვიძა კედლის ბიჭი. ფარდულში უცხო კაცი შემოსულიყო და გაგი ოქრომედელს უყვიროდა.

_ იმისთვის მოგაქირავე ფარდული, რომ მაწანწალებით აგევსო?! ეხლავე გააგდე ეგ ბინძური ბიჭი აქედან, თორემ შენც ზედ მიგაყოლებ, იცოდე! ასეთ ადგილს შენ ვეღარ იპოვი და მოჩრა შენი ოქრომჭედლობა, დამთავრდა! ერთ საათში დავბრუნდები და ეს მათხოვარი თუ ისევ აქ დამხვდა, კარში გაგიძახებ, კარგად დაიხსომე ჩემი სიტყვა!

კაცი წავიდა. კედლის ბიჭი თავდახრილი იდგა. გაგიმ თმები აუჩეჩა.

_ მოდი, მომეხმარე, იარაღები მოვკრიფოთ. _ უთხრა ბიჭს.

_ რას შვრები? _ ჰკითხა ბიჭმა.

_ მივდივართ. მივდივართ აქედან.

_ ტოვებ სახელოსნოს?

_ ხომ გაიგონე, ერთ საათში დავბრუნდებიო, ჰოდა, ეთრ საათში უნდა წავიდეთ.

_ მე წავალ, გაგი.

_ არა, პატარა ბიჭო, შენ ჩემი მეგობარი ხარ და მეგობარს მარტო ხომ არ მივატოვებ. ქვეყანა დიდია _ არ დავიკარგებით, ღმერთი მოწყალეა, მოგვხედავს და დაგვიფარავს.

_ მერე მინანქრის საიდუმლო?..

გაგიმ არაფერი უპასუხა, კუთხეში იდგა და თოფრაკში ალაგებდა იარაღებს. კედლის ბიჭმა დაიჩოქა, გულხელი დაიკრიფა.

_ უფალო, _ თქვა ჩუმად, _ მე არ ვიცი როგორ უნდა ვილოცო და გთხოვო, მაგრამ მაინც გთხოვ, დამაბრუნე ისევ იმ საშინელი, ცივი გამოქვაბულის კედელზე და ჩემი გულისთვის ნუ ჩააგდებ განსაცდელში ჩემს მეგობარს.

იმწუთსავე კედლის ბიჭი უკვე კედელზე იყო აკრული. `მე ორი მეგობარი მყავს~, _ გაიფიქრა მან და გული სიხარულით აღევსო. თუმცა, სევდა ისევ უწეწავდა სულს, სიცივე და სიბნელე ტანჯავდა და აშინებდა.

გადიოდა წლები, იქნებ ასწლეულებიც, წვეთებივით ცვიოდნენ წუთები და საათები. და აი, ისევ შეხვდა თეთრი ვარსკვლავი შავ ვარსკვლავს... კედლის ბიჭი ნახევრადდანგრეულ ქვითკირის სახლის დერეფანში იდგა. სიღრმიდან კვნესა მოისმა. ტანხზტზე მოხუცი იწვა.

_ რა მოგივიდა, ბაბუ? _ ჰკითხა ბიჭმა.

_ ვკვდები, შვილო, მივდივარ.

_ სად მიდიხან, ბაბუ?

_ უფალთან მივდივარ, მაგრამ ვაი, რომ დიდხანს მივდივარ, ნელა.

_ ვაი, ბაბუ, გტკივა?

_ ნუ გეშინია, შვილო. მოდი ახლოს, მოდი.

კედლის ბიჭი მიუახლოვდა მოხუცს, მიეფერა დამჭკნარ სახეზე... მოხუცმა რაღაც მძიმე ჩაუდო ხელში.

_ რა არის ეს, ბაბუ?

_ წიგნია, შვილო. თვალისჩინივით გაუფრთხილდი, მოუარე და ისიც ერთგულ მეგობრობას გაგიწევს. თუ წიგნი იქნება შენი მეგობარი, მარტოსულად, ეულად და მიუსაფრად არასოდეს იგრძნობ თავს, თუმცა ადამიანებს შენით არ უნდა გაერიდო, მაგრამ ცხოვრება ძნელია, შვილო, წიგნი კი ერთი მეგობარი იქნება შენი. მე ბევრი მაწვალა განგებამ. მონღოლებმა დედ-მამა დამიხოცეს და მარტოდ დამტოვეს. გაუთავებელმა ომებმა და თავდასხმებმა ტოლ-სწორიც აღარ შემარჩინა. ცოლ-შვილი ჟამიანობამ ამომიწყვიტა. ბერად აღვიკვეცე და მტერმა მონასტერი გადაწვა. არავინ შემრჩა და წიგნმა კი გამიწია მეგობრობა. წიგნი რომ მქონდა, იმან გადამარჩინა და მაცოცხლა, იმან მაკეთებინა ჩემი საქმე ამქვეყნად და პირნათლად მომახდევინა ჩემი ვალი. წიგნს დავკანკალებდი, აწი კი შენ უმეგობრე. ახლა, წადი, შვილო, წაიღე წიგნი და წადი. მე ჩემს გზას ვადგავარ, შენ ნუ ნახავს სიკვდილს.

კედლის ბიჭმა აიღო წიგნი და გარეთ გამოვიდა. ფრთხილად გადაუსვა შინდისფერ ყდას ხელი, გადაშალა.

_ მიმეგობრებ? _ ჰკითხა წიგნს.

ფურცლებმა დაიშრიალეს, თითქოს თქვეს კი, კიო.

კედლის ბიჭი ისევ კედელზე დაბრუნდა. `უკვე სამი მეგობარი მყავს~, _ ფიქრობდა იგი. წლები კი მიჰქრორდნენ, იქნებ ასწლეულებიც. ახლა წიგნი ჰქონდა და კითხულობდა, მაგრამ ლოდინი მაინც მძიმე იყო სიჩუმეში. გავიდა ხანი და შეხვდა თეთრი ვარსკვლავი შავ ვარსკვლავს და ჩამოწვა დროის ნისლი... კედლის ბიჭი ოქროსფერ გზაზე იდგა. შორს ლურჯი მთები ელავდნენ. ქარს უცნაური, მათრობელა და სევდისმშლელი სურნელი მოჰქონედა. კედლის ბიჭმა გზას გახედა. ურემი მოირწეოდა ოქროვან მტვერში. ღონიერი ხარები მძიმე ადგამდნენ ფეხებს. ურემზე პატარა ბიჭი იჯდა.

_ საით მიდიხარ? _ ჰკითხა კედლის ბიჭმა.

_ იქით. _ გაურკვევლად გაიქნია ხელი მეურმემ.

_ შეგიძლია თან წამიყვანო?

_ მოდი, დაჯექი.

კედლის ბიჭი მოკალათდა ურემზე. ერთხანს დუმდნენ.

_ საიდან მოდიხარ? _ ჰკითხა მეურმემ.

კედლის ბიჭმა მხრები აიჩეჩა.

_ მშობლები გყავს?

_ არა.

_ მშობლები არა გყავს?

_ არა მყავს.

_ არც არავინ?

_ არც არავინ. _ პატარა მეურმემ თვალები მოწკურა და კედლის ბიჭი ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა.

_ აბა, კბილები დაკრიჭე. _ სთხოვა უცებ.

_ ე, რაც გინდა. _ გაუკვირდა კედლის ბიჭს.

_ მიდი.

კედლის ბიჭმა დაკრიჭა.

_ კარგია, ეტყობა ჯანიანი ხარ, მე გოჩა მქვია, ისე გოჩა მზაკვარსაც მეძახიან.

კედლის ბიჭს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა ეშმაკზე და მზაკვარზე და გაჩუმება არჩია.

ურემმა გაივაკა, ის უცნაური სურნელი გაძლიერდა და უცებ კედლის ბიჭმა საოცრება დაინახა. საოცრება უზარმაზარი იყო, ოცნებასავით უსაზღვრო და ნაზად ანათებდა. თრთოდა.

_ ის... ის რა არის? _ ხელი გაიშვირა კედლის ბიჭმა საოცრებისკენ.

_ ზღვა! არ გინახავს? _ გოჩა მზაკვარმა გაიცინა, _ გინდა ვიბანაოთ?

კენჭები ხტოდნენ ფეხქვეშ. ზღვა თბილი იყო, რბილი და ალერსიანი. მერე ცხელ ქვიშაზე წამოწვნენ.

_ მოგეწონა ზღვა? _ ხკითხა გოჩა მზაკვარმა.

_ ძალიან.

ეძებდნენ ფერად კენჭებს, ნიჟარებს. კედლის ბიჭი ხარობდა. მერე გოჩა მზაკვარმა ძალიან შორს გაცურა, ჩაყვინთა და დიდი ნიჟარა მოუტანა.

_ მე ძალიან ბედნიერი ვარ, შენ ჩემი მეგობარი ხარ, _ დარწმუნებით თქვა კედლის ბიჭმა.

გოჩა მზაკვარმა თვალი აარიდა. შორს იყურებოდა, სადღაც ზღვაში იალქანი ილანდებოდა.

_ ის რა არის?

- იალქანი. თურქი ვაჭრები ჩამოვიდნენ, საქონელს ჩამოიტანდნენ, აქედან კი ტყვეებს წაიყვანენ სტამბოლის ბაზარზე გასაყიდად. ადექი, ბიჭო.

კედლის ბიჭიც გაჰყვა.

კარგა მოსაღამოვებული იყო, როცა ურემი ეზოში შეჭრიალდა. მუხის ძირში მაღალი კაცი იდგა და ორ მოჯამაგირეს ელაპარაკებოდა.

_ მამა! _ იყვირა გოჩა მზაკვარმა, _ მამა! ნახე, რა ბიჭი მოვიყვანე! ნახე, რა ჯანსაღი კბილები აქვს, რა ღონიერი ხელები და ფეხები. შენ ნახე თურქები რა ძვირად იყიდიან!

კედლის ბიჭი მიხვდა, რომ ტყვედ გაყიდვას უპირებდნენ და ურმიდან გადმოხტა.

_ არიქა! დაიჭირეთ! _ იღრიალა მაღალმა კაცმა. მოჯამაგირეებმა ეზოს თავიდან და ბოლოდან დაუარეს კედლის ბიჭს, საცაა მიიმწყვდევდნენ კიდეც ღობესთან, მაგრამ ბიჭმა გონება დაკარგა. როცა თვალი გაახილა, ისევ თავის გამოქვაბულის კედელზე იყო მიკრული. ფოთლებივით ჩამოცვივდნენ წლები, იქნებ ათასწლეულებიც. ნელ-ნელა გაფერმკრთალდა და გაქრა გოჩა მზაკვრის სახე. `სამი მეგობარი ხომ უკვე მყავს~, _ თიქრობდა კედლის ბიჭი და ელოდა. მოვიდა დროც და თეთრი ვარსკვლავი შეხვდა შავ ვარსკვლავს...

კედლის ბიჭმა დიდი აბრეშუმის კარავი დაინახა, კარვიდან პატარა ბიჭი გამოვიდა, ხელში ვერცხლის თუნგი ეჭირა.

_ ე, შენ ვინა ხარ? _ გაიკვირვა პატარა ბიჭმა.

კედლის ბიჭმა არაფერი უპასუხა.

_ მე დიდი ბატონის ფარეში ვარ. მოდი აქ. _ ფარეშს მკვირცხლი თვალები ჰქონდა.

კედლის ბიჭი კარავში შეჰყვა. ფარეში ციბრუტივით ტრიალებდა, იარაღს წმენდდა, ბალიშებს და მუთაქებს ფერთხავდა, საგებელს ასწორებდა და თან შეუსვენებლად ლაპარაკობდა:

_ მომბეზრდა სულ მარტო ყოფნა. ჩემი ბატონი სულ ლაშქრობაშია, კეთილია ბატონი, ვთხოვ და შენც ფარეშად დაგიყენებს. ერთად ვიქნებით, ვიმეგობრებთ, ჭირს და ლხინს გავიყოფთ. ახლა იქით რომ გაიხედავ, იქით მტერია დაბანაკებული. ხვალ ბრძოლა იქნება, მაგრამ შენ არ შეგეშინდეს. ჩემი ბატონი დიდი სარდალია, ლაშქარიც კარგი ჰყავს, გამარჯვება ჩვენი იქნება. ერთი აქეთ მოიხედა...

ლაპარაკისაგან გაბეზრებულმა კედლის ბიჭმა უხალისოდ შეხედა. ფარეშს ლამაზი ჭიქა ეჭირა ხელში, ისეთი ნაზი, ისეთი სიფრიფანა, თითქოს წყლისგან, მთვარის შუქისგან და პეპლის ფრთებისგან იყო შეთხზული.

_ ეს ჭიქა დიდმა ქალბატონმა აჩუქა ბატონს. ასე უთხრა, სანამ ეს შენთან იქნება, მანამ მტრის ტყვია ვერას დაგაკლებსო, მაშ! ვენაცვალე ჩვენს ქალბატონს, ისიც ძალიან კეთილია, ისიც... ვაი!

კედლის ბიჭმა დაინახა, როგორ გასხლდა ჭიქა პატარა ფარეშის თითებიდან. წამიც და იატაკზე ნაზი ნამსხვრევებიღა ეყარა.

_ ვაი! ვაი! ვაი ჩემი ბრალი! _ აყვირდა ფარეში, თავში იცა ხელი, ავიშვიშდა და ატირად. კედლის ბიჭმა აღარ იცოდა რა ექნა. ამ დროს კარვის კალთა გადაიწია და დიდულვაშა ბატონი შემოვიდა.

_ ჭიქა გატეხე, დათია?! _ დაიგრვგინა ბატონმა.

_ მე არა, ბატონო, მე არა! _ შესტირა ფარეშმა. ამან გატეხა, ამან! _ და დათიამ ურცხვად მიაშვირა თითი კედლის ბიჭს.

ბატონმა ახლაღა დაინახა კედლის ბიჭი.

_ ეს ვიღაა?

_ ეგა ჩემი მეგობარია და მაგამ გაუტყდა. _ უტიფრად განაცხადა დათიამ.

_ შენ გატეხე ჭიქა?! _ თვალები დაქაჩა ბატონმა. მაგრამ მალევე ანება თავი კედლის ბიჭს და ისევ ფარეშს მიუბრუნდა.

_ არა, შენ როგორ გაბედე, რომ სხვას ანდე ჩემი ჭიქა. შენ რომ გაგტეხოდა შემთხვევით, კიდევ გაპატიებდი, მაგრამ ახლა კი ვეღარ გადამირჩები, შე... _ დაბატონმა მოაყოლა და მოაყოლა ლანძღვა-გინება.

დათია საქმის ასეთ შემობრუნებას არ ელოდა, ჯერ თვალები ააახამხამა, მერე კი აკანკალდა.

_ ე, ისე, ბატონო, ისა, რომა... მაგას კი არ გაუტყდა... ხო... მე გამიტყდა, მე...

_ შენა?! _ იჭექა ბატონმა. _ თუ შენ გაგიტყდა, მაშ მეგობარს რაღად აბრალებდი, შე ჯოჯოხეთის მაშხალავვ, შენა? მე შენ გიჩვენებ სეირს!.. _ და ბატონმა ჯოხს დაავლო ხელი.

კედლის ბიჭი აღარ დაელოდა საქმის დასრულებას და კარვიდან გამოვარდა. დიდხანს მირბოდა, გული სტკიოდა, მერე კი ისევ კედელზე აღმოჩნდა, ცივ, მიუსაფარ, სევდიან გამოქვაბულში მიჯაჭვული წლების მანძილზე... სანამ... სანამ... ისევ არ შეხვდა თეთრი ვარსკვლავი შავ ვარსკვლავს... სანამ ისევ არ ჩამოწვა დროის ნისლი.

თოვდა. ხვავრიელად თოვდა. დიდი ფანტელები უხმოდ ეფინებოდნენ უკვე დადებულ ფუმფულა თოვლზე. კედლის ბიჭი პატარა სახლთან იჯდა, შესცივდა, აკანკალდა. კიდევ უფრო მარტოდ იგრძნო თავი ამ ბნელ, თოვლიან და ცივ ღამეში, ხელები სახეზე აიფარა და ატირდა. პატარა სახლის კარი ფრიალით გაიღო. ლამფის შუქი ვიწრო ზოლად გაწვა თოვლზე. კარში კედლის ბიჭზე ორი-სამი წლით უფროსმა გოგონამ გამოყო თავი.

_ მაშო, მაშიკო, შვილო, ვინ არი მანდა?

_ პატარა ბიჭია, დედი, სუდ გაყინულა საწყალი.

_ შემოიყვა, შვილო, სახლში, ეგ უბედური ეგა.

კედლის ბიჭი პატარა ოთახში შეიყვანეს. გოგონას შუაზე გაყოფილი სქელი თმა ორ ნაწნავად დაეწნა და დიდი შუქიანი თვალები ჰქონდა, ზუსტად ისეთი, როგორიც დედას.

_ შეგცივდა, პატარა ბიჭო, შეგცივდა განა? _ ეფერებოდა დედა. _ ობოლი ხარ, ალბათ. ვაი შენს დედას უბედურს.

გაამშრალეს, ღუმელთან დასვეს.

_ მოიტა, მაშიკო, რაცა გვაქვს, შვილო. ეშიება ბიჭს. გოგონამ ხალისით გააწყო სუფრა. კედლის ბიჭი გათბა, გაიშალა, გახალისდა.

მაშიკომ რაღაც უჩურჩულა დედას.

_ კარგი, შვილო. _ თქვა ქალმა, სკივრი გახსნა და იქიდან თბილი ტანსაცმელი ამოალაგა.

_ ეს, ჩემი იესეს ტანსაცმელია. იესე პეტერბურგშია, სწავლობს, ენაცვალოს დედა. ის რომ დაბრუნდება მერე აღარაფერი გვიჭირს. მაშინ აღარ ამოიღამებს ჩემი მაშო საკერავზე თვალებს. იესეს ენაცვალოს მისი დედა.

ქალი შვილზე ოცნებამ გაიტაცა და გაჩუმდა. ამასობაში მაშიკომ ტანსაცმელი მოაზომა კედლის ბიჭს.

`ცოტა დიდი გაქვს, მაგრამ ხვალამდე გადაიკეთებ, მოვასწრებო~, უთხრა და თვალების შუქი შეაფრქვია.

კედლის ბიჭმა დაინახა, რომ მასპინძლები მშივრები დარჩნენ. ისიც შენიშნა, რომ მაშომ თავისი საწოლი დაუთმო, მაგრამ ხმა არ ამოუღია. დილით კი მადლობა უთხრა და დაემშვიდობა დედა-შვილს.

_ ეს შენი მეგობრის სახლია, _ თქვა მაშიკომ, _ როცა გინდოდეს, შეგიძლია დაბრუნდე.

_ ვიცი, _ გაიღიმა კედლის ბიჭმა. გულში კი გაიფიქრა: `ოთხი მეგობარი მყავს, ერთიღა დამრჩა..:~ და ისევ კედელზე აღმოჩნდა მიხატული. `ერთიღა დამრჩა... ერთიღა... და მერე...~ წლები კი მიდიან.



* * *

... ახლა ერთი საიდუმლო უნდა გაგანდოთ. მინდა იცოდეთ, რომ აი, ახლახან, სულ ახლახან ისევ შეხვდა თეთრი ვარსკვლავი შავ ვარსკვლავს, ჩამოწვა დროის ნისლი. ასე რომ, ქვეყნად თქვენთან ერთად დადიან ასეთი კედლის ბიჭები და კედლის გოგონები. ჩვენს კედლის ბიჭს ერთი, მეხუთე მეგობარიღა დარჩა საპოვნელი. ყურადღებით იყავით! იქნებ თქვენ გვერდითაა სწორედ ის კედლის ბიჭი. თუ მეგობარს, მეხუთე მეგობარს იპოვის, მაშინ ნამდვილ ბიჭად იქცევა, არასოდეს იგრძნობს თავს მიუსაფრად და მარტოსულად, ობლად. ეყოლებით და ეყვარებით თქვენ _ მეგობრები და მივა მასთან სინათლე, სითბო, სიხარული და ბედნიერება. ძალიან, ძალიან გთხოვთ, გაუწიოთ მეგობრობა ყველა მარტოსულს _ იქნებ სწორედ ისაა კედლის ბიჭი. თუ ხელს კრავთ ან უღალატებთ, მაშინ ისეთ იმ საშინელ, ცივ, ბნელ გამოქვაბულში მოუწევს დაბრუნება და კიდევ წლები, იქნებ ათასწლეულებიც უნდა ელოდოს, სანამ ისევ შეხვდება თეთრი ვარსკვლავი შავ ვარსკვლავს...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3553
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ინგა მილორავა   Sun Aug 28, 2011 1:27 pm

ინგა მილორავა

სიცოცხლის და სიყვარულის კიდევ ერთი საბაბი

2011 წლის 28 08, კვირა, 1:42-ზე

დედამიწა ბრუნავს. დრო მიდის. იცვლება ადმიანთა ურთიერთობანი, ქალქების, სოფლების, გზების, ყანების, მთების და მდინარეების სახე, ფორმა. იცვლება კულტურა, ხელოვნება, ფიქრები, იდეები, გრძნობები, ახალი შიშები და ტკივილები იბადებიან ღამის სიბნელეში. ახალი სევდა, ახალი სიხარული, ახალი სიცოცხლე და ახალი ეჭვი, ღირს თუ არა სიცოცხლე ამქვეყნად, უსიყვარულო სამყაროში, სად არის სიყვარული? ყოფნა არყოფნის მუდმივად ახლებურად შემოტრიალებული არჩევანი ამსხვრევს ადამიანის სიმშვიდეს, სულს. მხოლოდ ვარსკვლავიანი ზეცა დაჰყურებს ამ ფუსფუსს და ორომტრიალს შემწყნარებლური ხავერდოვანი ლურჯი ღიმილით. მან იცის, რომ ყოველივე ახალი ისევ და ისევ ძველია, ყოველივე ამაოა და ფუჭი მარადისობასთან მიმართებაში. ამ კოსმიურ სიმაღლემდე ძნელად თუ მიაღწევს საკუთარი მარტოსულობით დაზაფრული , ,, ღმერთის სიკვდილის'' (ფრიდრიხ ნიცშე) შემდეგ ეჭვითა და ძრწოლით შეპყრობილი XX საუკუნის ადამიანი. მას სჭირდება საყრდენი, რომელსაც სამყაროს უსასრულობაში უდგას ფესვი. ჩვენ მივეჩვიეთ, გული არა, მაგრამ ყური კი ნამდვილად შევაჩვიეთ ქართველების და ქართველობის ლანძღვას, უშედეგო თვითგვემას, ეროვნულობის უარყოფას მთლიანად, სიღრმისეულად და არა მხოლოდ ვიწრო, პროვინციული თვალსაზრისით, რაც ძალიან საშიშია, რადგან პროვინციული კომპლექსები იოლი დასაძლევია და ღრმა ნიჰილიზმს ვერ დაბადებს, საკუთარი მენტალობის სიღრმისეული მიუღებლობა და არსობრივი გაუცხოება კი თითქმის დაუმარცხებელია. როგორღაც ისე დავიბრმავეთ სული, რომ ვეღარც კი ვაცნობიერებთ გარე სამყაროსთან ადამიანის მიმართების ჭეშმარიტ საფუძველს. საკუთარი კულტურის, ხელოვნების,მწერლობის იგნორირება, თუნდაც სათანადოდ დაუფასებლობა ნიშნავს საკუთარი ღირსების უარყოფას. ღირსების დაკარგვა თვითუარყოფის წინა საფეხურია, რასა ც თვითმოსპობა მოსდევს. არადა, ისიც ხომ მრავალგზის გვსმენია,რ ომ გვაქვს საყრდენი, მკვიდრი საძირკველი. განა ერთხელ და ორჯერ ჩამოუკრავთ ზარი? ერის სულიერი მემკვიდრეობა, უპირველეს ყოვლისა გამოხატული მისი კულტურის ძეგლებით, ის მყარი და საიმედო საყრდენია,რომელზეც დაეფუძნება შინაგანად თავისუფალი ჰარმონიული, რენესანსულად სრულქმნილი, რწმენით სავსე და ზოგადსაკაცობიო იდეალების ერთგული ადამიანი. ერთ-ერთი ასეთი დედაბოძია ვაჟა-ფშაველა. ვაჟა-ფშაველას სიდიადეზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა, მაგრამ მაინც რჩება ენიგმად, ამოუწურავ, იდუმალ და ამავდროულად საოცრად საყვარელ და ახლობელ არსებად. შემთხვევით არ ვიტყვით - არსებად. თავისი ზეადამიანური ინტუიციით, განჭვრეტის უნარით, ფილოსოფიური სიმშვიდითა და ბუნებასთან შერწყმის ნიჭით იგი აღემატება ადამიანს და თავისივე დაფუძნებული ,,მინდიას რკალის'' პიროვნებათა რანგში გადადის. მწერალი - კოსმოსი, მწერალი - ბუნება, მწერალი - წიფელი, მწერალი - ია, მწერალი - ქუჩი.. მძაფრი შეგრძნებაა გადაწნილი მშობლის მიმართ განცდილი სიყვარულის ტოლფას გრძნობასთან. ამ სამყაროში ყველა თავის ადგილს და აზრს პოულობს. გარკვეულ სიტუაციაში მინდიას მითი და მისი რკალის შინაგანი მუხტი, შესააძლოა, მსოფლმხედველობრივის საყრდენი და იმპულსიც კი გახდეს: არსებობს ხოგაის მინდიას მითის სამი ლიტერატურული ვარიანტი: ვაჟა-ფშაველას ,, გველისმჭამელი''. გრიგოლ რობაქიძის ,,ლამარა'' და კონსტანტინე გამსახურდიას ,,ხოგაის მინდია''. გრიგოლ რობაქიძემ დაკონსტანტინე გამსახურდიამ ხალხური ვერსიები გამოიყენეს. მათი ნაამოებები ზეპირსიტყვიერების პროზაული ტუ პოეტური ვარიანტების გატვალისწინებითაა შექმნილი, მაგრამ ორივე მწერლის მოდერნისყულ მხატვრული ქსოვილი ძირითადად მაინც ვაჟასეული მითის კოსმიურ არქმასთან მიახლოების და ზიარების სურვილს მაჟღავნებს. ვაჟა-ფშავლეას ,,გველისმჭამელის'' გმირი ჭამს გველის ხორცს და შეიცნობს მიღმურ სამყაროს, ზერეალობას, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისათვის მიუღწეველია. ამავდროულად იგი თითქოსარ სწყდება არც რეალობას, ასრულებს თავის მოვალეობას, ერთვება ადამიანური ყოფის ფერხულში მაგრამ აშკარად ჩანს, რომ მინდია არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. იგი არსებობს ორი სამყაროს: მიწიერის და მიღმურის, ცხადისა და ზმანების მიჯნაზე და ცდილობს შეარიგოს ეს ორი სამყარო. ზმანებისა და ცხადის საზღვარზე დგას არამყარი, ტითქოს მუდმივი ქარიშხლებისგან შეტორტმანებული მთელი მოდერნისტული მხატვრული სივრცე, რომლისთვისაც რეალობაზე მაღლა სადღაც, მიღმა, იდეალების სივრცეში ან იქნებ სულაც საკუთარი სულის უფსკრულებში მოთავსებული (სუბიექტივიზმი) პრაქტიკულად შეუცნობელი სინამდვილე დგას. ესაა მისი ფილოსოფიური საფუძველი და მხატვრულ სახეებსა და სისტემებში სწორედ ამ იდეების ემანაცია ხდბა, უკვე ,, დამძიმებული'', შევსებული და გართულებული სიტყვიერი ქსოვილის ჩვეულებრივი თუ სრულიად მოულოდნელი სამკაულებით. ამ თვალსაზრისით ვაჟა-ფშაველა თითქოს უახლოვდება მოდერნისტულ აზროვნებას და უსაფუძვლოდ სულაც აღარ ჩანს მისი პირველ მოდერნისტად გააზრება, მაგრამ ვაჟას მინდია, როგორც მისი მთელი სამყარო მაინც სრულიად დამოუკიდებელია. მინდია არ ყოფს ერთმანეთისგან ცხადსს და ზმანებას, მიღმურსა და მიწიერს, ამ ორ თვისობრივად განსხვავებულ სამყაროს, მაინც ცდილობს რაღაც საერთო იპოვოს, ისევ შეაკავშიროს, ახსნას დაფარული და რიგითი ადამიანისთვის სრულიად გაუგებარი, ტავისი საოცარი შესაძლებლობების წყალობით შესამეცნებელად, შესაბამისად, მისაღებად და უფრო მაღალ საფეხურზე კი უკვედე სიყვარულის წარმომშობად აქციოს. ესაა ვაჟას სული, ამ შემთხვევაში ის მინდიაში მთელ თავის შემოქმედებით არსს გამოხატავს. მაგრამ მწერლის აზრის და ტექსტის სიმძაფრე მაინც არ განისაზღვება კინკრეტულად მითის, ბუნების, იდეის ხელშესახებად გაცოცხლებით. არის კიდევ ქვედა შრე, ფარული შიდადონე, რომელიც ქმნის ზოგადად სიცოცხლის სიკეთის და ფასეულობის განცდას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა მინდიასავით მარცხდება ადამიანი ან ჯოყოლას, აღაზასა და ზვიადაურის მსგავსად უკვე აჩრდილად გარდაქმნილი დგას სიყვარულის და მეგობრობის სადარაჯოზე. სიცოცხლე აქ ფიზიკურ არსებობაზე მეტია, სუფთა სიკეთე და დაუმარცხებელი სიყვარულია, რომელსაც ყველაფრის თავის მსგავ სიკეთედ გარდაქმნა შეუძლია. ,,ბახტრიონის'' მისტიურ ფინალში ვხედავთ გველს, სიმბოლოს ბოროტების, ბნელეთის, რომელმაც ლუხუმი გადაარჩინა, მოუარა, შეიყვარა. ბრძოლა დასრულებულია, მიწიერი ბოროტების სახე ბახტრიონი აღებული, დროსა და სივრცეში კონკრეტულად არსებული მტერი დამარცხებული, გმირები შექებულნი და დატირებულნი, მშიშარა და მოღალატე დასჯილი, მაგრამ ამით ვერ დასრულდება ეს ამბავი. ვაჟასთვის მთავარია მოისპოს არა ბოროტების ერთი სახე, ერთი ბუდე, არა მისი განადგურებაა ამოცანა, არამედ თავად ბოროტების სრული გარდაქმნა. გველმა თ ანაუგრძნო ადამიანს, შეიყვარა, შეიფარა, სიყვარულმა შვა სიკეთე, სიკეთემ სიცოცხლე გადაარჩინა და ეს უფრო მეტი გამარჯვებაა, ვიდრე ერთი კონკრეტული მოგებული ბრძოლა. ან, უფრო სწორად, ყოველი სიყვარულისთვის , სიმართლისთვის, ამ შემთხვევაში, სამშობლოს სიყვარულისთვის გადატანილი ბრძოლა ნაბიჯია გადაგმული სიკეთის საუფლოს მოახლოებისა და დამკვიდრებისაკენ, სიცოცხლისა და სიყვარულის გამარჯვებისაკენ.ვაჟა-ფშაველას უსაზღვრო, მთებითა და კამკამა ჰაერით სავსე სამყაროსთან შეხვედრის, მისი ,,ჩასუნთქვის'' შემდეგ ქრება ეკზისტენციალური შიში, სიკვდილის ტრაგიკული შეგრძნება, მიუსაფრობის, მარტოობისა და აბსურდის განცდა. ამ სულიერ მემკვიდრეობას სიმშვიდე, შცება,ხსნა მოაქვს: ვაჟა-ჶშაველას ნაწარმოებების წამკითხავი, გამგები და ბოლომდე შემგრძნები ვეღარ გახდება ,,აბსურდის კაცი'' (ალბერ კამიუ), რომელსაც ტანჯვა, ცხოვრების და საკუთარი თავის უარყოფაღა რჩება. აქ უაზრო არაფერია, არც მთების უსაზღვრო მოლოდინი, რადგან საფუძვლად უდევს ის კანონები, რომლებიც არ შეუქმნია ადამიანის გონებას. ეს კანონები მხოლოდ ბუნებამ იცის და მასთან ჰარმონიული ურთიერთობა ქმნის ზოგჯერ ადამიანისთვის რთულად გასაგები ზესამართლიანობის განცდას, რომლის მიღებაც აიოლებს მიწაზე ყოფნას და კვალავს გზას სიცოცხლის მიღებისა და მისი შემავსებელი მოვლენების შეყვარებისაკენ. სამყაროს მთლიანობის და მასში საკუთარი ადგილის ზუსტი განცდა აქრწყლებს დაკარგულობის გრძნობას, რადგან, მიუხედავად იმისა, როგორ იტანჯება ადამიანი, როგორ სტკივა გული შვლის ნუკრს, როგორ კვდებიან ღაბუა ჩიტები, როგორ მიჰყვება მგლების ავბედითი ყმუილი შერისხული ალუდას ოჯახს, მიუხედავად იმისა, როგორ როგორ ეშვება წყალში აღაზა, როგორ სტკივა სული მგლობის უარმყოფელ მგელს..., მაინც ყველა და ყველაფერი ერთიანია, რაღაც იდეას ემსახურება დ მათი არსებობა ქმნის სხვისთვის სამყაროს ხელახლა აღმოჩენის, შეყვარების, სიცოცხლის ყოველმხრივ განცდის საფუძველს.

,,ხევი მთას ჰმონებს, მთა- ხევსა,
წყალნი -ტყეს, ტყენი - მდინარეთ,
ყვავილნი მიწას და მიწა
თავის აღზრდილთა მცენართ
და მე ხომ ყველას მონა ვარ,
პირზედ ოფლგამდინარედ!''

ადამიანი როცა იტანჯება, სტკივა, გული ეკუმშება, ძნელი დასარწმუნებელია შიშველი სიტყვით, რომ ეს უნდა მიიღოს, გადაიტანოს, არ გაუჩნდეს პროტესტის გრძნობა. რელიგიურობა გულისხმობს ამ განცდის დაძლევას ტანჯვის ფასეულობის, მნიშვნელობის წინ წამოწევით, სასუფევლის მოლოდინში მიწიერი ტკივილების გადატანის, მეტიც, მათი არსებობის უპირატესობის შეგრძნებით. ვაჟა-ფშაველასთან არის ეს განცდაც - ის მაშინაა ბედნიერი, როცა შეწუხებულია, მაგრამ მიწიერ არსებობას არ უკარგავს აქვე, მიწაზევე სიყვარულის და სიცოცხლის საუფლოს სტატუსს და მნიშვნელობას. სიცოცხლე, ყველანაირი გამოვლინებით მისაღები, ძვირფასი და საყვარელია და არა საძულველი, რადგან ბუნების კანონებს ემორჩილება. ბუნება კი შექმნილია სიტყვით და სიყვარულით...

,,ბუნება მბრძანებელია,
იგივ მონაა თავისა,
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,
ზოგჯერ მქმნელია ავისა;
ერთფერად მტვირთველი არის
საქმის თეთრის და შავისა:
სადაც პირიმზეს ახარებს,
იქვე მთხრელია ზვავისა...
მაინც კი ლამაზი არის,
მაინც სიტურფით ჰყვავისა!...''

ამ ვრცელ, ნათელ, ღვთისგან მოფენილი სიყვარულით გამთბარ სამყაროში, სადაც ყოველ ყვავილს, ბალახს, ფოთოლს, ტოტს, კენჭს, ჩიტს, მხეცს თავისი ადგილი აქვს, თავისი სიტყვა და ფასი აქვს, ვერც ადამიანი იქნება გაუფასურებული და დამცრობილი და თუ იგი სულიერების ყველა დონეზე სრული ძალით ამოქმედდება, XX საუკუნის ხელოვნების პირმშოს - ,,პატარა ადამიანის'' სახე თავისთავადამოვარდება ამ წრებრუნვიდან და XXI საუკუნეში ანაქრონიზმად იქცევა. ვაჟა-ფშაველამ ამ თვალსაზრისით და ამ გზის ჩვენებითაც ბევრად გაუსწრო დროს. მის მხატვრულ სამყაროში უმნიშვნელო და პატარა არამცთუ ადამიანი, ერთი ბალახი ღეროც კი არ არის. ესაა ნამდვილი ზნეობა, ერთადერთი გზა მომავლისაკენ და თუ ამ საყრდენს დაეყრდნობა, ადამიანი იპოვის საკუთარ მეს.ვაჟას მიერ ქართული მხატვრული აზროვნების მოდერნიზაციის დაწყების დებულება (კიტა აბაშიძე) დროთა განმავლობაში უარყვეს, მართლაც იგი არქაული, სამყაროსავით ძველი, ზედროულია, მაგრამ ამასთან კრავს წრეს, ტექნოკრატიული ცივილიზაციის კვამლითა და ნიჰილიზმით დაბურულ ზეცაზე ფუნჯის მძლავრი მონასმით ადებს წმინდა და უხინჯო, მითის სურნელით გაჟღენთილ ფერად პლასტებს. დრო გადაედინება დროში. ძველი ხდება ახალი და ახალი უცებ აღმოჩნდება ძველი. დროთა კავშირის შეკვრის აღსრულება და სამყაროს მთლიანობის საკუთარ სულში და მხატვრულ ნააზრევში აღდგენა მხოლოდ ერთეულ შემოქმედთა ხვედრია, ისეთების, ვინც მწვერვალზე დგას და რმერთთან ლაპარაკობს:

,,მთას ვიყავ, მწვერვალზედ ვიდეგ.
თვალთ წინ მეფინა ქვეყანა.
გულზედ მესვენა მზე-მთვარე,
ვლაპარაკობდი ღმერთთანა.''

ვაჟა-ფშაველა მხატვული სახეების მიღმა ილანდება სიღრმეები, აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომელსაც ძნელად თუ მისწვდება ხორციელი ბორკილებით დამძიმებული ადამიანი, მაგამ თვით ეს მინიშნებაც კი იწვევს, მარადისობის, სიმშვიდის, ყოვლისმომცველი სიყვარულის არსებობის შეგრძნებას. ამაოება, კნკლაობა, სიძულვილი, ტანჯვა, ცოდვა, შეცდომები, წარმავალი ვნებები იფერფლებიან და ნელ-ნელა ეფარებიან თვალს, სიცოცხლე სრულად იმარჯვებს, როცა სტრიქონებიდან იმზირებიან არწივი, ია, ნუკრი, ვარსკვლავი, ღრუბელი, დევი, ნისლი, კაცი...

ასეთ მხატვრულ სამყაროში გადასახლებული ადამიანი აუცილებლად იპოვის თავის კუთხეს, სათავისო თავშესაფარს და ვეღარ უარყოფს საკუთარ თავს, რადგან თავს შეიგრძნობს კოსმოსის განუყოფელ, აუცილებელ, კანონზომიერ და მშვენიერ ნაწილად, მიუხედავად ყოფნის თანმდევი ტკივილებისა. ჩვენ გვაქვს სიამაყის და გადრჩენის კიდევ ერთი საბაბი: დაიბადა ვაჟა-ფშაველა, ნელ-ნელა კიდევ იბადება ვაჟა-ფშაველა... ჩვენს სულებში, ყოველი ახალი წაკითხვისას, განურჩევლად იმისა, ვინ ვართ, რა ვართ, რა გვემართბა.

study

ბმული – http://www.facebook.com/notes/ინგა-მილორავა/სიცოცხლის-და-სიყვარულის-კიდევ-ერთი-საბაბი/263492753670406

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 

ინგა მილორავა

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) ::  :: -