არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლექსო ბუჩუკური

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
leqso buchukuri



Male
Number of posts : 12
Age : 23
Location : georgia.tbilisi
Job/hobbies : ...
Humor : slow : ]]]
Registration date : 28.03.11

PostSubject: ლექსო ბუჩუკური   Mon Mar 28, 2011 12:39 am

ლექსო ბუჩუკური

ბოლომდე ვერ წახვალ...

ღამეების გათენება თრთოლვით
სანთლის შუქზე დაღვენთილი ფრაზა.
ვეღარ ვუძლებ,ღამეების ყვავილს.
სურს დამახრჩოს,ზეციურმა აზრმა.

მე კი ისევ ველოდები იებს.
და შენ ისევ,ისევ არსად ჩანხარ
მაგიდაზე დაგრჩა სველი გული,
და სიზმრებით გატენილი ჩანთა.

გელოდები წყვდიადების ლექსით
ერთი ფუჭი გაღუნული ფრაზა
მეპატრონე,მეყვავილე ერთი
მეგობარი სასაფლაოს ძმათა.

გელოდები ისევ,ისევ ისევ.
და შენ ისევ ისევ არსდა ჩანხარ.
შენ ჩემს გულში სველი დაგრჩა გული
და თვალებზე ნასიზმრები ჩანთა.


study


Last edited by ALEXA on Fri Apr 01, 2011 12:52 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://literatura.ge
leqso buchukuri



Male
Number of posts : 12
Age : 23
Location : georgia.tbilisi
Job/hobbies : ...
Humor : slow : ]]]
Registration date : 28.03.11

PostSubject: ზეცამ მოითხოვა ფრაზა.   Mon Mar 28, 2011 1:44 am


სული ჩამოვახრჩე ჩემი
ვარდის კრიალოსნის ხაზად
ფუნჯი ამიღია ხელში
ფიქრი მეწერება ფრაზად.

სული ჩამოვახრჩე მე შენს
ვარდზე დაკიდებულ თმათა
სუნთქვის მაჩუქებელ რტოებს
გულს კი შესადარებს ქვათა.

სული ჩამოვახრჩე ჩემი
მცირე გაღიმების ნაკვთსაც.
და ის უკუნეთის ძმობა
მზის სინათლეს შთანთქავს.

სული ჩამოვახრჩე ჩემი
ვარდზე დაკიდებულ თმათა.
გულსი ჩამეწვეთა ღამე
ზეცამ მოითხოვა ფრაზა..

ლექსო ბუცუკური[b]ზ


Last edited by ALEXA on Mon Mar 28, 2011 8:33 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://literatura.ge
leqso buchukuri



Male
Number of posts : 12
Age : 23
Location : georgia.tbilisi
Job/hobbies : ...
Humor : slow : ]]]
Registration date : 28.03.11

PostSubject: ლექსო ბუჩუკური   Mon Mar 28, 2011 1:56 am

გული დაისვენებს როცა..

გული დაისვენებს როცა
როცა,დაისვენებს მიწა
გულში გამიყრიან როცა
მშობელთ გადასარჩენ ფიწალს.

გული დაისვენებს როცა
როცა შეიქმნები ხატად
ენა დამებმება ცქერით
ლექსში არ მეყოფა ფრაზა.

გული დაისვენებს როცა
არაგვს დავუკოცნი ბაგეს,
ერთხელ ჩამიხუტებს მიწა
მღერით ჩავუყვები ბაღებს.

გული დაისვენებს როცა,
ცეცხლით ალაპებულ თივას
ჩემით გაუქრება სული
შეწყვეტს ტკაცატკუცს და გმინვას.

გული დაისვენებს როცა,
ცრემლი შეაშრება მშობელს
და ის დაივიწყებს დარდებს
დარდებს უიმედოთ მომგვრელს.

გული დაისვენებს როცა
გულზე დამედება ლოდი
ჩემი ძვლების კრიალოსანს
ხმლებად აელვებენ ომში.

გული დაისვენებს როცა
შვილი აღარ იტყვის ვაი.
დედა მამა სად ხართ ნეტავ
დედა მომაცილე ფარდა ღამის.
მტანჯავს,მხლართავს,
დედამიწის გულში მკარგავს.
შვილი აღარ იტყვის როცა
დედა ყველაფერი მორჩა..

გული დაისვენებს როცა
კუბოს წაიღებენ ლექსით
და მეც გამიხსენებს ვინმე
ვისაც პოეტობა ეთქმის.

გული დიასვენებს როცა
ფიფქნი შეიშრობენ ცრემლებს
აღარ შეაჭმევენ ჭიებს
ლაღს და თვალ უწვდენელ ველებს.

გული დაისვენებს როცა,
დედა აღარ გაზრდის გველებს,
მერე აღარ დაღვრის მათთვის,
სინანულის მწარე ცრემლებს.

მე კი დავისვენებ როცა,
მიწა გაღმერთდება ცათად,
და მეც დავუდგები რიგში
მგზავრებს სასუფევლი კართან..

ლექსო ბუჩუკური


Last edited by ALEXA on Fri Apr 01, 2011 12:53 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://literatura.ge
leqso buchukuri



Male
Number of posts : 12
Age : 23
Location : georgia.tbilisi
Job/hobbies : ...
Humor : slow : ]]]
Registration date : 28.03.11

PostSubject: გალაკტიონს.   Mon Mar 28, 2011 8:31 am

გალაკტიონს.

შენი წასვლით,მოიწყინა ღამემ
ახლა გახდა უფრო ზანტი,მშვიდი.
დრო გაჩერდა გაწამებულ წუთზე ,
და საათი ისრის ნატეხს ყიდის.

შენი წასვლით მოიწყინა მტკვარმა
გულზე აწევს,ჯოჯოხეთის ბინდი.
ახლა დადის მეყვავილე ქალი,
და სილაზე ნაპოვნ ვარდბეს ყიდის.

შენი წასვლით მოიცალა ქარმა
და ოთახსი იწყო ლეწვა მინის.
ატმის რტოზე აცეკვებულ კალამს,
დაუკარგავს პოეზიის ჩინი.

შენი წასვლით,მოიწყინა მთათა,
გულის სიღრმემ გადმოაგდო ცრემლი.
და საათი კითხვას ვიწყებ ხალხთან
და უწყვილო პაემანზე გელი.

შენი წასვლით დამიჩლუნგდა ფრაზა.
კალმის წვერი ვეღარ უძლებს თრთოლვას.
კითხვას გსვამ მიპასუხე ისევ,
გაზაფხული რომ ოდესღაც მოვა.

შენი წასვლით ჯვრისწერები შწყდა.
მტრედებისგან აშენებულ სახლში.
მღერის ქალი სიმარტოვით,ობლად,
დარჩენილა პოეზიის ქნარი.

შენი წასვლით გვირგვინია მტვერით,
დაფარული მრისხანებით ძრწოლავს.
ვერ მალავენ ქრაიშხლები ანდერძს.
და ყმუიან გაზაფხული მოვა.

შენი წასვლით,
მთვარე არის სველი.
და გორდება ალექსანდრეს ბაღთან.
შენ კი ისევ ელოდები მერის.
ელოდეი შენი სახლი კართან.

შენი წასვლით ცივი არის კოცნა.
სიყვარული აღარ უჩანს ბაგეთ.
სილაჟვარდეც გაქრა თითქოს უტყვად
და ზამთარი იებს აღარ ბადებს.

შენი წასვლით ერთი გაწყდა სიმი.
და იცვალა ხმოვანება ჰანგმა.
აღარ მინდა,დავიღალე ისევ.
რომ მაწვალოს,დღეს ისევე დარდმა.

შენ წავსლით ერთი დავრჩი ობლად.
მთაწმინდის კარს ცრემლიანი ვაღებ.
როგორ გავძლო როცა ვიცი არ ხარ.
მკვდარი ხარ და გენატრება ბაგე.

და იძახი მერი!მერი!მერი.
და მიყვები ზეციურთა ძმობას.
ქარის ქროლვას გამოატან ანდერძს.
გაზაფხული რომ აპირებს მოსვლას.

ლექსო ბუჩუკური





Back to top Go down
View user profile http://literatura.ge
leqso buchukuri



Male
Number of posts : 12
Age : 23
Location : georgia.tbilisi
Job/hobbies : ...
Humor : slow : ]]]
Registration date : 28.03.11

PostSubject: მკიტხველნოოოო. : )))   Mon Mar 28, 2011 8:40 am

ვინც შემოხვალთ,შემიფასეთ ლექსები და თქვენი აზრი დატოვეთ თუ შეიძელბა...
.. წინასწარ მადლობა. :*


Back to top Go down
View user profile http://literatura.ge
leqso buchukuri



Male
Number of posts : 12
Age : 23
Location : georgia.tbilisi
Job/hobbies : ...
Humor : slow : ]]]
Registration date : 28.03.11

PostSubject: გალაკტიონი ''მერის''   Wed Mar 30, 2011 12:29 am

გალაკტიონის წერილი მერის.

უშენოდ ეს სული ვერ ხარობს ძვირფასო.
სტუმრები აღარ ყავს ჩემებურ BAILE ს
გრძნობები დაჩრდილეს გვირილის ქარებმა
და ქალწულთ ხვთაება ფულისთვის გაიღეს.

გამცვალე პოეტი,ზეციურთ მეხოტბე
დამაგდე დაჭრილი ზმანების ქალაქთან.
გიტირებ,გიტირებ ძვირფასო ყინვაში
და ლექსებს დავახრჩობ ტალღებზე არაგვთან.

ქვაფენილს არ ვაგდებ ძვირფასო არაფრად.
ადრე კი ვეძებდი ზმანებას იების.
შენ ჩემგან წახვედი,შენ ჩემი აღარ ხარ
ახლა შენ სხვა გრძნობას,და ჰანგებს მიები.

ჭრილობებს ვერ კურნავს ხვთისმშობლის მირონი.
დღეს ვეღარ ვილოცებ იესოს საყდართან.
ვერ გავძლებ,ვერ დავწერ,ვერ დავწერ ძვირფასო.
მე როგორ ვიცოცხლო,შენ როცა აღარ ხარ.

ამ გულის დარდების მთავარი მეტოქე
არ მშველის შემდგომი,ნათელი ეპოქა.
რად ამბობ ხიდიდან,თავი არ მოვიკლა
რად ამბობ გავჩერდე,და ახლა მეყოფა..

ვარდები დავთესო სილაზე ცრემლებით?
ღვითის მშობელს არ ვეტყვი გჯეროდეს საყვედურს.
მეფეთა გვირგვინი აძაგონ ლაჩრებმა.
მე წავალ ტრფობის და ცრემლების პოეტი.

დავლეწავ დარაბებს,ქაღალდებს სტრიქონებს.
დავასვამ უშენო ნაწამებ იარას.
იტყვიან ცრემლებით,მოკვდა და წავიდა.
იარით ნასერმა იარით იარა.

ვარდებად დამეწყოს,ცხედარზე ბაგენი.
ეგ შენი კი არა ან მათი კი არა.
ღმერთების,ღვთაების მირონით ნაფერი.
დამედოს გვირგვინად მეფეთა ზიარად.

დამიშრეს თვალები,მოვკალი სიკვდილი.
წაიღეს ეს კუბო ქარებმა ტიალად,
მიჯნური პოეტი,მეფეთა სადარი.
რომელსაც მერი ჰყავს მერი ჰყავს იარად ...

ლექსო ბუჩუკური


ბაილე--მეჯლისი.




Last edited by ALEXA on Fri Apr 01, 2011 12:31 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://literatura.ge
leqso buchukuri



Male
Number of posts : 12
Age : 23
Location : georgia.tbilisi
Job/hobbies : ...
Humor : slow : ]]]
Registration date : 28.03.11

PostSubject: შევცვალოთ ფიესტა...   Wed Mar 30, 2011 12:55 am

შევცვალოთ ფიესტა.

მიყვარხარ შევცვალეთ ''tE AMOs'' ძახილით.
მანდილი ავყარეთ წარსულის ქალწულებს.
და ბოთლით მაძღარი ვაზისა ცრემლები.
კახპების სხეულში ცრემლებას აპირებს.

მჭირდების მაგივრად ''FUKc YOU'' ვიძახით
ჭეშმარიტ ქართველებს,დავუშრეთ თვალები.
აისი გავხადეთ არა ხვთაებრივი.ვიძახით.
ფუ ''ბოზიშ'' არ მქონდეს ვალები.

პაემანს დავნიშნავთ სამრეკლოს კარებთან.
და კერპებს გულითადს მივართმევთ ზვარაკებს.
გკითხავენ ძმობილო.შენ გიყვარს სამშობლო?
tI cHtO''რა სამშობლო? შენ მართლა ატრაკებ.

შვილები ჩნდებიან იმ ნაგვის ყუთიდან,
რომელიც წუხელის მთვრალებმა დალაშქრეს.
მამა კი დღეს ხარობს ფიქრების ქარგვაში.
რომ ასულს,სასიძოს ქალიშვილს აბარებს.

საწოლში გაწვეულ მშვენიერ ქალწულებს
მანდილით დავახრჩობთ,დავუდებთ ტრაქატატებს.
რომ ცოლი იქნება,შენს გვერდით PO JIzMEN
შენს გვერდით გამოლევს ცხოვრების სასანთლეს.

დღევანდელ მშობლიურს გვპარავენ ქარები.
დარაჯი რად უნდა დახვრეტილ დარაბებს ?
თრიაქი არ შველის,დღეს გულის ნაკაწრებს.
სხეულზე ქართულის,ვიტოვებთ ნახაზებს.

პაემანს დვანიშნავთ,სამრეკლოს კარებთან.
გრძნობების გამხელას დავარქმევთ ზასებას.
არ ქრება,არ ქრება,მჯეროდეს ნეტავი.
ქართული სული და მშობელთა ხატება.

tE AMO, FUcK YOU,რად მინდა სამშობლო.
მოდაა მარხვა და ლოცვები დიეტა.
მოგვიწევს ერთხელაცწავმართოთ ეს ჩვენი.
ცხოვრების სასრული,მტანჯველი ფიესტა.

ლექსო ბუჩუკური

Back to top Go down
View user profile http://literatura.ge
leqso buchukuri



Male
Number of posts : 12
Age : 23
Location : georgia.tbilisi
Job/hobbies : ...
Humor : slow : ]]]
Registration date : 28.03.11

PostSubject: ლოთივით ვიქცევი.   Wed Mar 30, 2011 1:18 am

ლოთივით ვიქცევი.

ამ ღამეს ვიქცევი მე მთვრალი ლოთივით.
ნიკოლოს ხიდებთან მხვდებიან ქარები.
დაბერილ მთაწმინდას,შეუკრავს ღრუბელი.
და თითქოს გულშია ამხელა მთა–ველი.

გავივლი ხიდზე და თავს იკლავს აპრილი.
ვერ უძლებს ტკივილებს,წამებას მარტების.
შენს თაფლის დალალებს ვიპოვი ღამეში
და სანაპიროზე დაგხვდები ვარდებით.

შეხვდები იანვარს,სუსხიან ხელებით.
შეგრცხვება ზაფხულის წვიმიან თვალების.
რომ მიყვარს,რომ ვერ ვთმობ,მე გეტყვი ხელახლა
მთლად ჩემი სისხლია,ეს მიწა.მთა–ველი.

შეგხვდები ფიროსმანს ვაჩუქებ ტილოზე.
მაგ მომცრო სხეულის ალესილ ზმანებას.
ჩემთან ხარ,ვათიოთ ეს ღამეც ბორგვაში.
არ მინდა კარებზე დარეკონ ზარებმა.

მოკვდება მარტი და შენსავით გიჟური.
ალერსის ხასიათს დაკარგავს აპრილი.
ნუ ფიქრობ ლამაზო გაძვრები იოლად.
და ჩემთან ალერსი იქნება ადვილი.

გავივლი დანამულ წარსულის ქვაფენილს.
დუელში გავიწვევ გამაძღარ მიკიტანს.
არ მინდა გამიშვით,მე მთვრალი რომც ვიყო.
სახლამდე მაგ თმების სურვილი მიმიტანს.

დავჩეხავ სტრიქონებს,დავაწყობ საწოლზე
მაგივრად მაგ ბაგის სადარი ვარდების.
მიყვარხარ ზეციურთ საშვენი სალამით.
შენ იცი,შენს იქით მიწაც კი არ მელის.

კოცნებით დაგადნობ იანვარს ტუჩებზე.
დავიწყებ პატარა თითების წვალებას.
ჩასახლდი,დამფარე, სულში და სხეულში
რომ ვერ გვიპოვონ და ვერ გაგვყონ ქარებმა.

ჩავივლი ისევე ნიკოლოს ბაღებთან.
როდესაც ჩვენ სავალს ლოცავენ წამები.
ნუთუ არ მოხვედი,ნუთუ მიმატოვე.
არ მჯერა ხელში რომ მაჭკნება ვარდები.

დავახრჩობ მარტების შენებურ სიგიჟეს.
ვარდების ზმანებას დავტოვებ ნამარცვლევს.
მკვდარი ვარ მიჯნური,პოეტთა სადარი.
და სიკვდილს უნიჭო,ფრაზებით ვამართლებ.


ლექსო ბუჩუკური




Last edited by ALEXA on Fri Apr 01, 2011 12:34 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://literatura.ge
leqso buchukuri



Male
Number of posts : 12
Age : 23
Location : georgia.tbilisi
Job/hobbies : ...
Humor : slow : ]]]
Registration date : 28.03.11

PostSubject: არის თუ არ არის ?    Wed Mar 30, 2011 1:29 am

არის თუ არა რის ?

ღობის ძირს ამოსულ იებად.
ვიპოვე მე შენი ნაწნავი.
გვირილას ვაცალე ფარფლები.
ვუყვარვარ,არის თუ არ არის ?

სიარულს ვერ ვმალავ,ნამთვრალევს.
ამ ქუჩის კედლები მატარებს.
მიპოვი და ვიცი შეგრცხვება.
მზინარეს,შენს კართან ნამთვრალევს.

ატმის რტოს ვაწოვე ფრაზები.
და ცრემლი ვადინე ქალღალდებს.
ეს ღამე ჩემსავით პირქუში.
ჩემსავით ღრუბლიანს ღაღადებს.

ღობის ქვეშ, ამოსულ იებად.
ვიპოვე მე შენი ნაწნავი.
გვირილას ვაცალე ფარფლები.
ვუყვარვარ,არის თუ არ არის ?

ლექსო ბუჩუკური
Back to top Go down
View user profile http://literatura.ge
leqso buchukuri



Male
Number of posts : 12
Age : 23
Location : georgia.tbilisi
Job/hobbies : ...
Humor : slow : ]]]
Registration date : 28.03.11

PostSubject: ...   Sat Apr 09, 2011 12:17 am

"სიზმარი"სიკვდილი

მინდა ,რომ სურვილი მოვიკლა
ცრემლებით დანისლულ ცხოვრების.
არ მინდა შემაშღეს სახეზე
ზიზღი,და დარდები სოველი.

ვერ გავძლებ?ნებაა უფლისა.
გავყვები საითაც წამიყვანს.
არა ვარ პირველი,არც ბოლო.
გულს დარდი არ უნდა ამინდად.

ტყემლები არსაით ყვავიან.
არ მჯერა ნუტუ მე აღარ ვარ.
ბოლო და უკუნის წავეთები.
ცხოვრება სახეზე დამადნა.

ჩავჯექი ერთ მომცრი ვაგონში.
გული რომ ვერ მალავს დარდიანს.
ბილეთი რად გინდა ძმობილო?
აქ შენი მეგზური ქარია.

წავალ და ნისლები მექნება.
საძილე საწოლზე სასთუმლად.
შევატყვე ყვავილთა მონაბერს.
მას ჩემი გაშვება არ უნდა.

ტირილი?რად მინდა ტირილი?
მიწაზე გლოვა ყოველი.
როდესაც ცოცხალი მკვდარი ხარ.
ყოველ წამნს სატანას მოელი.

ბანალურ ფრაზებით მიმიღეს.
კარები გამიღეს ნადუღი,
სატანის ხელიდან ნაწრთობი.
და მისი სულეთის ქარბუქი.

სამოთხე,ჩემთვის რომ ბევრია.
ვიცი და რად მინდა კამათი?
ცხოვრებას ბრძლა რომ მოვუგე.
შერცხვა და მომთხოვა შამათი.

ლექსო ბუჩუკური.
Back to top Go down
View user profile http://literatura.ge
leqso buchukuri



Male
Number of posts : 12
Age : 23
Location : georgia.tbilisi
Job/hobbies : ...
Humor : slow : ]]]
Registration date : 28.03.11

PostSubject: Re: ლექსო ბუჩუკური   Sun Apr 17, 2011 12:20 am

ეძღვნება მოლოდინს.

მთვარე მოჭრილი ზეცის კარი და მონატრება.
გაცვეთილ ისარს გდაავლებ დრო და დრო თვალებს.
ხვდები,რომ რაღაც უბრალოსთან როდი გაქვს საქმე.
აცნობიერებ ზეციური განცდები გმართებს.

შენი თვალების სინაზე,ლოდინმა გადამიღალა.
თიბათვის ნისლმა გაშალა გრძნობა აშლილი ლოგინი.
წამებს განიცდი წამებით,წამიერს მოეფერები.
და შემოგეჭრა ძარღვებში,ძლიერ უგულო ლოდინი.

ტრფობამ აავსო თვალები დარდების ნაიარევით.
და სიცოცხლეზე მოუყვა ათასნაირი ჭორები.
ხანდახან წყალი მოდინდა,ხანდახან თავის დახრჩობა.
მძლივს მოგაცილეს ფიფქებმა ძლიერ უგულო მორევი.

მინადაბურულ ოთახში გამომელია მუზები.
ისე,უცრემლოდ იწვება ჩემი ცოხვრბეის სანთელი.
რა უცბად დავიკარგები,შენი სულეთის ბილიკზე.
გრძნობა ავსილი ღაწვი და სევდალოდინის მნახველი.

ქუჩა მოელის პაემანს,შადრევნებით და სკვერებით.
ზეციდან გამოგზავნილმა ფიფქის ლოდინმა დამღალა.
დაწვები დაგეძინება,ძილბურანივით ნისლებში.
და გენატრება ხევსურის,გრძნობა აშლილი მაყვალა.

სიცოცხლე ელის სამარეს,ვარდებითა და ცრემლებით.
ლოთები მოსაგონარზე,ჭიქა არაყს რომ დაცლიან.
ხავსს მოიკიდებს საფლავი,ზეცა მოჭრილი ვედრებით.
მომავლის მომლოდინენი,თოვლის ხმასავით წაგშლიან.

სტროფის ნაკვთები მელიან,რითმებში ჩასაქსოვების.
და გადაღლილი საათის,ისევ მომელის ცხოვრება.
ფარაონები თვალიდან,ნაპერწლებს გადმოანთებენ.
პირამიდების დანგრევა თუ არ შეწყვიტეს მონებმა.

უდბანოს ქვიშა მოელის,ხახა დაღებულ აქლემებს.
ჩილიმის ბოლით გამაძღარ ვნება გაღღილ დიასებს.
კარვის ქვეშ შემძვრალ ობობას,გამოელია ნერვები.
ახლა მივა და ბუსუსებს კაცის სიცოცხლით აივსებს.

ზეცა მოელის მზის სხივებს,აისი გამადიდებელს.
მე ველოდები ცისთვალა ღმერთ გაჩენილ დედოფალს.
მინდა რომ თვალი შევავლო,გზა დავულოცო პირჯვარით.
და მასთან ჩემი სტრიქონით გავაბა ურთიერთბა.

სიკვდილი ელის სიცოცხლეს,ლკამაზი გოგო ყვავილებს.
მუცელში პატარა ბავშვი ცხრა თვის ნაწყურებ სიცოცხლეს.
შენ როცა დაგაცემინებს ლამაზი ცის ვარსკვლავებით.
მაშინ მელოდე სიტყვებით რომ შეგაშველო;იცოცხლე.

ეს ჩემი მომცრო რვეული ყოველ დღე მე მელოდება.
ცრემლები მინდა ვუკოცნი დიდი პოეტიდ გარითმვებს.
ღამე ხომ ჩემი სულია,დილაა ჩემი სიცოცხლე,
და ლექსი გათენდ-დაღამდის,უმანკოებას ნაიჭებს.

ლოდინი თუმცა ქრაია ქავა და დაიკარგება.
მერე მოგიწევს სასისლე გრზნობა საწოლის ლოდინი.
რომ გენატრება სიცოცხლის,სუნთქვაგაშლილი წამები.
ახალშობილი პატარას,ხვთის სახსოვარი ლოგინი.

მე შემიყვარდა ლოდინის ფიქრებში დალოდინება.
მინადაბურულ ოთახში,მუზები როცა მელიან.
სიცოცხლე გრზნობის წამია,სიკვდილი მისი მშვენება.
უფლის სამყარო მთლიანად,ლოდინის ერთი ღრია.

ლექსო ბუჩუკური







Back to top Go down
View user profile http://literatura.ge
leqso buchukuri



Male
Number of posts : 12
Age : 23
Location : georgia.tbilisi
Job/hobbies : ...
Humor : slow : ]]]
Registration date : 28.03.11

PostSubject: Re: ლექსო ბუჩუკური   Sun Apr 17, 2011 12:37 am

დაკეტეთ კარი.

დაკეტეთ კარი,ზეცის კარი,ღრუბლების ფარდა.
მე ამ ცოხვრბეის სნეულება მინდა ვატარო.
კოცნით დავღალო ჩემი მიწის დაჭრილი გული.
და დავაჩოქო მის წინაშე მთელი სამყარო.

დაკეტეთ კარი,გულის კარი,ჩემი ფრაზების.
მუზის ყაჩაღებს იარაღი უნდა ავყარო.
თიბათვის ნისლი გართხმუია კოცნის სხივებად.
ჩამქრალი სულის სანთლეი მსურს ისევ ავცანთო.

დაკეტეთ კარი.სამოთხისკენ სავალი გზები.
თქვენი გოდებით ჯვარს გაცმულ ღმერთს ნუღარ აწუხებთ.
დამშრალი თვალის ჩავერცხლილი ნაცრემლი უპე.
სისხლის ნიაღვარს,ქალწულების სულში აგუბებს.

დაკეტეთ კარი,ჩამომექცა მთელი სამყარო.
ნათევარ სტრიქონს ლიბოს აცლის ქარი უხეში.
გიპოვი კარგო,ზამთრის თოვით დაკარგულ ხმაში.
და შეგიფარებ ნაწამები სულის უბეში.

დაკეტეთ კარი,პროცესია გამოჩნდა გზაზე.
გამოასვენეს დავრდომილი ჩემი სტრიქონი.
ამაღამ დავლევ მზის სხივებს და დავთვრები მთვარით.
მოვალ და კართან მაწანწალა პოეტს იპოვი.

დაკეტეთ კარი,ჩემი სატრფო გამიხდა ავად.
აღარ უშველის სისხლის გუბე მწვანე მელანი.
დავხატე ზეცა გარეცხილი ნიავ-ქრაებით.
გული მოვჭერი დედამიწას მრავალფერადი.

დაკეტეთ კარი,არ მჭირდება ღამერთო სიკვდილი.
თუმცა შევიგნე,რომ ის მხოლოდ ლომთა ხვედრია.
დანგრეულ სყადარს მივაშურებ ცრემლ მორეული.
და უფლის მირონს წინაპარი მაცხებს ბერდია.

დაკეტეთ კარი,ნუ მაწუხებთ თქვენი სიკეთით.
გაჭირვებული წვეყანაზე ბევრად მეტია.
რქაწითელ დავჭრი აზვირთებულ ნაგუბარ გულში.
და ქვაფენილებს ნამთვრალევი ვკოცნი რეტიანს.

დაკეტეთ კარი,ღმერთის შვილებს ვესაუბრები.
შევატყვე უკვე,დღითი-დღე რომ მითვლიან წამებს.
წავალ და ცრემლის,გუბე ივლის ნაგვემ სხეულზე.
ზამთრის სიჩუმე დამიკეტავს სამარის კარებს.

დაკეტეთ კარი,გამიფრინდნენ სულის მტრედები.
როგორც არასდროს დაწერილი მტკივა სტრიქონი.
მოვალ და ღამე მთვარის შუქით დაჭღილი გუში.
დავწვები კართან.იმედებით რომ შენ მიპოვი.

ლექსო ბუჩუკური










Back to top Go down
View user profile http://literatura.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ლექსო ბუჩუკური   Today at 4:03 am

Back to top Go down
 
ლექსო ბუჩუკური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: